პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კალციუმის არხების ბლოკატორები

კორინფარი

Corinfar®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

კორინფარი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნიფედიპინს, რომელიც წარმოადგენს კალციუმის არხის ანტაგონისტს. მიღების ჩვენებები: ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (გიზიკური დატვირთვით გამოწვეული სტენოკარდია); ვაზოსპასტიური სტენოკარდია (ე.წ. პრინცმეტალის სტენოკარდია). ესენციური ჰიპერტენზია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიფედიპრეს (nifedipine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 ფლაკონში
მწარმოებელი
Teva Operations Poland Sp. z.o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
ATC კოდი
C08CA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-023714
რეგისტრირებულია
30 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკორინფარი და სხვა წამალი ერთად

კორინფარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კორინფარი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნიფედიპინს, რომელიც წარმოადგენს კალციუმის არხის ანტაგონისტს.

მიღების ჩვენებები:

ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (გიზიკური დატვირთვით გამოწვეული სტენოკარდია);

ვაზოსპასტიური სტენოკარდია (ე.წ. პრინცმეტალის სტენოკარდია).

ესენციური ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

მკურნალობა ჩვეულებრივ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის პრეპარატზე საპასუხო რეაქციაზე. ეფექტური დოზის მიღწევა ხდება ეტაპობრივად დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. საჭიროა ღვიძლის უკმარისობის პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი; შეიძლება აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება. მძიმე ცერებროვასკულარული დაავადებისას გამოიყენება დაბალი დოზა.

რეკომენდებული დოზირება ზრდასრულებში

ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (angina pectoris), ვაზოსპასტიური სტენოკარდია, ჰიპერტენზია, რომელიც არ არის გამოწვეული ორგანოს პათოლოგიით: 10მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი დღეში ორჯერ. მაღალი დოზის გამოყენების აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 20მგ-მდე დღეში ორჯერ.

გამოყენების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა

ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ დაუღეჭავად საკმაო ოდენობით სითხის მიყოლებით, სასურველია დილას და საღამოს და შეძლებისდაგვარად ერთსადაიმავე დროს;

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არ გაყოთ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები, რადგან დაირღვევა მათი სინათლისაგან დამცავი საფარველი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

კორინფარის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ მიიღეთ კორინფარის ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ცნობიერების დარღვევას კომამდეც კი, არტერიული წნევის დაქვეითებას, გულისცემის გახშირებას, ან შენელებას, ჰიპერგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის მომატება), მეტაბოლურ აციდოზს (სისხლის მჟავიანობის ცვლილება), ჰიპოქსია, კარდიოგენული შოკი ფილტვის შეშუპებით.

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის შესახებ.

თუ დაგავიწყდათ კორინფარის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ კორინფარის მიღება

მკურნალობა, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას, ან პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას, უნდა შეწყდეს თანდათანობით, დოზის ეტაპობრივი შემცირებით.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების - ნიფედიპინის, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),

თუ გაქვთ კარდიოგენული შოკი

რიფამპიცინთან კომბინაციაში (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (მწვავე ჰიპოტენზია, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 90 მმ.ვწყ.სვ.), გულის მძიმე უკმარისობა, ან აორტის მწვავე სტენოზი;

თუ ხართო ორსულად, გარდა ქალის კლინიკური მდგომარეობისა, რომელიც მოითხოვს ნიფედიპინით მკურნაკობას. ნიფედიპინი რეკომენდებულია ქალებში

მწვავე ჰიპერტენზიით, რომელიც არ პასუხობს სტანდარტულ თერაპიას.

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში: ნიფედიპინი სავარაუდოდ გამოიყოფა ქალის რძით. მაღალი არტერიული წნევა სახიფათოა როგორც დედისათვის, ასევე ბავშვისათვის. აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი;

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება;

თუ ნიფედიპინს იღებთ სხვა პრეპარატებთან ერთად მათ შორის ანტიბიტიკები (მაგ. ერითრომიცინი), აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. რიტონავირი), აზოლების ჯგუფის ზოგიერთი ანტიფუნგიციდური საშუალება (მაგ. კეტოკონაზოლი), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (ნეფაზოდონი და ფლუოქსეტინი), ქინუპრისტინი/დალფოპრისტინი, ვალპროის მჟავა, ან ციმეტიდინი. ამ პრეპარატებთან ერთად კორინფარის გამოყენებისას ექიმი გირჩევთ არტერიული წნევის გულმოდგინე მოტოტორინგს;

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს დოზის კორექცია დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომელთან აღენიშნებათ მკვეთად მაღალი არტერიული წნევა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია) და მოციკულირე სისხლის რაოდენობის შემცირება (ჰიპოვოლემია). შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება ვაზოდილატაციის გამო (ვაზოდილატაცია).

კორინფარის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რიფამპიცინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება): აჩქარებს ნიფედიპინის დაშლას. მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული;

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ. ერითრომიცინი), აიც პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. რიტონავირი), აზოლების ჯგუფის ანტიფუნგიციდური საშუალებები (მაგ. კეტოკონაზოლი), ანტიდეპრესანტები ფლუოქსეტინი და ნეფაზოდონი, ქინიდინი/დალფოპრისტინი, ვალპროის მჟავა, ციმეტიდინი: სისხლის პლაზმაში იზრდება ნიფედიპინის დონე და შეიძლება გაძლიერდეს ნიფედიპინის ეფექტი, ამიტომ საჭიროა არტერიული წნევის მონიტორინგი. აუცილებლობის შემთქვევაში ექიმი შეამცირებს ნიფედიპინის დოზას.

ცისაპრიდი: ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ნიფედიპინის დონე სისხლის პლაზმაზი;

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენიტოინი, კარბამაზებინი, ფენობარბიტალი):

არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები: აძლიერებს ნიფედიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს;

დიგოგქისინი: იზრდება პლაზმაში დიგოგსინის დონე, ამიტომ რეკომენდებულია მისი კონტროლი;

ქინიდინი: რეკომენდებულია პლაზმაში ქინიდინის დონის მონიტორინგი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ის შეიმცერდეს/მოიმატოს, ან მნიშვნელოვნად მოიმატოს ნიფედიპინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ექიმი განახორციელებს არტერიული წნევის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში შეამცირებს ნიფედიპინის დოზას;

ტაკროლიმუსი: შესაძლოა გაიზრდოს პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ტაკროლიმუსის დოზის შემცირება.

ურთიერთქმედების სხვა სახეობი

ნიფედიპინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის ზოგიერთი ანალიზის ცდომილება

(შარდში ვანილინ-მანდელის მჟავას სპექტროფოტომეტრია).

კორინფარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

გრეიფრუტის წვენი: გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს ნიფედიპინის მეტაბოლიზმი და გაზარდოს მისი მოქმედება და გაახანგრძლივოს ზემოქმედების დრო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კორინფარი არ გამოიყენება ორსულობისას, თუ კლინიკურად არ არის ნაჩვენები, რომ ქალმა მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ნიფედიპინით. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნიფედიპინი მწვავე ჰიპერტენზიის მქონე ქალებში, რომელთა მკურნალობაც სტანდარტული თერაპიით არაეფექტტურია. არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი ნაყოფზე, ან ახალშობილებზე შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოსარიცხად.

ამჟამად არ არის შესაძლებელი კონკრეტული რისკების განსაზღვრა ბავშვებისათვის. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები პერინატალური ასფიქსიის (ბავშვთა ჟანგბადით მომარაგების დარღვევა) მაღალი სიხშირის შესახებ, საკეისრო კვეთის, ნაადრევი მშობიარობის და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების შესახებ. არ არის ცნობილი ეს მონაცემები დაკავშირებულია თუ არა არსებულ დაავადებასთან, ჰიპერტენზიასთან, მის მკურნალობასთან, ან კონკრეტული პრეპარატის ეფექტთან.

ლაქტაცია

ნიფედიპინი გამოიყოფა ქალის რძით. რძეში ნიფედიპინის კონცენტრაცია თითქმის შეესაბამება დედის სისხლში მის კონცენტრაციას. ბავშვზე ნიფედიპინის ეფექტის შესამცირებლად რეკომენდებულია ლაქტაცია, ან რძის გამოწველა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ.

ფერტილობა

ხელოვნური განაყოფიერების ინდივიდუალურ შემთხვევებში კალციუმის არხის ანტაგონისტების, როგორიცაა ნიფედიპინი, გამოყენება დაკავშირებული იყო სპერმატოზოიდის თავის ნაწილის შექცევად ცვლილებასთან, რამაც შეიძლება გააუარესოს სპერმის ფუნქცია. თუ ხელოვნური განაყოფიერების პროცდურის დროს მამაკაცები მუდვივად „განიცდიან წარუმატებლობას” გახდნენ მამები და ვერ ხერხდება რაიმე ახსნის მოძებნა, შესაძლოა ხელოვნურ განაყოფიერებაზე გავლენის მიზეზი ვეძიოთ კალციუმის არხის ანგაგონისტების გამოყენებაში, როგორიცაა ნიფედიპინი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის გვერდითი ეფექტების ინტესივობა განსხვავდება ინდივიდუალურად და შეიძლება გააუარესოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

ეს განსაკუთრებით საყურადღებობა მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობის შეცვლისას, ან პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად გამოყენების დროს.

კორინფარი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის

მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.

გვერდითი მოვლენების კატეგორიაში „ხშირი” ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების შესახებ იყო ცნობები პაციენტთა 3%-ში, გარდა შეშუპებისა (9.9%) და თავის ტკივილი (3.9%).

სიხშირეთა თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმწვავის მიხედვით. სიხშირის შეფასება: ხშირი (≥1 / 100 to <1/10), არახშირი (≥ 1/1000 to <1/100) და იშვიათი (≥ 1/10 000 to <1/1 000). გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე ვერ ფასდება, ჩამოთვლილია სიხშირეთა ჯგუფში „არ არის ცნობილი”.

დარღვევები სისხლის და და ლიმფური სისტემის მხრივ

არ არის ცნობილი: აგრანულოციტოზი (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება), ლეიკოპენია (სისხლის თეთი უჯრედების შემცირება).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი: ალერგიული რეაქციები, ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება (ყელის შეშუპების ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო).

იშვიათი: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.

არ არის ცნობილი: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ფსიქიატრიული დარღვევები

არახშირი: შფოთვა, ძილის დარღვევა.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა

არ არის ცნობილი: ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი.

არახშირი: ვერტიგო, შაკიკი, თავბრუსხვევა, ტრემორი.

იშვიათი: პარესთეზია/დიზესთეზია.

არ არის ცნობილი: ჰიპოასთეზია, ძილიანობა.

თვალის დაზიანება

არახშირი: მხედველობის დარღვევა

არ არის ცნობილი: თვალის ტკივილი.

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი: გახშირებული გულისცემა, პალპიტაციები.

არ არის ცნობილი: ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია).

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირი: შეშუპება, ვაზოდილატაცია (სისხლძარღვების გაფართოვება).

არახშირი: ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), სინკოპე.

რესპირატორული, თორაკალური და მედიასთინალური დარღვევები

არახშირი: სისხლდენა ცხვდირიდან, ცხვირის გაჭედვა.

არ არის ცნობილი: დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), ქოშინი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

ხშირი: ყაბზობა

არახშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, შებერილობა, პირის სიმშრალე.

არ არის ცნობილი: ღებინება, გასტროეზოფაგეალური სპინქტერის (საყლაპავის ქვედა ნაწილი) ფუნქციის დარღვევა.

დარღვევები ღვიძლის და/ან სანაღვლე სისტემის მხრივ

არახშირი: ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება.

არ არის ცნობილი: სიყვითლე.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი: ერითემა (კანის სიწითლე).

არ არის ცნობილი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ფოტომგრძნობელობა (მგრძნობელობა სინათლისადმი), ალერგიული რეაქციები, მწვავე პურპურა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არახშირი: კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება.

არ არის ცნობილი: მიალგია, ართრალგია.

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ

არახშირი: პოლიურია, დიზურია.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

არახშირი: ერექციული დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა

ხშირი: შეუძლოდ ყოფნა.

არახშირი: არასპეციფიური ტკივილი, ციება.

მისაღები ზომები: ამ გვერდითი მოვლენების უმრავლესობა გარდამავალია და არ საჭიროებს განსაკუთრებული ზომების მიღებას. ნებისმიერ შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის საჭირო მკურნალობის ჩატარების შესახებ.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ წამლის ეროვნული სააგენტოსათვის ჯერსიკას 15, რიგა, LV 1003. ტელ: +371 67078400;

ფაქსი: +371 67078428. ვებ. გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში.

შემადგენლობა

მოქმედ ნივთიერება არის ნიფედიპინი (ნიფედიპინი). თითოეული ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს 10მგ ნიფედიპინს.

სხვა ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰოდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 35000, ტაკლი, კარტოფილის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოვიდონი K 25, მიკროკრისტალური ცელულოზა, ქინოლინის ყვითელი ალუმინის მარილი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171).

კორინფარი აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ხელმისაწვდომია:

  • პვქ/ალ ბლისტერზე 30 ხანგრძლივი გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი.
  • ქარვისფერი შუშის ბოთლში პე თავსახურით 50, ან 100 ხანგრძლივი გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა არ არის განთავსებული.

სავაჭრო უფლების მფლობელი

Teva Pharma B.V., სვენსწეგის 5, 2031 GA ჰარლემი, ნიდერლანდები

მწარმოებლები

Teva Operations Poland Sp. z.o.o., მოგილსკას ქ. 80. 31 - 546, კრაკოვი, პოლონეთი

PLIVA Hrvatska d.o.o., პრილაზ ბარუნა ფილიპოვიცას 25, 10000 ზაგრები, ხორვატია

დანართი ფურცლის შემოწმების ბოლო თარიღია 08/2015

თარგმანი სწორია:

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის „EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 30 ° C მეტ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისაგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

კორინფარი 10მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები

ნიფედიპინი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვნს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, რადგან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

რას წარმოადგენს კორინფარი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ კორინფარის მიღებამდე

როგორ მივიღოთ კორინფარი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ კორინფარი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს კორინფარი და რისთვის გამოიყენება

კორინფარი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნიფედიპინს, რომელიც წარმოადგენს კალციუმის არხის ანტაგონისტს.

მიღების ჩვენებები:

ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (გიზიკური დატვირთვით გამოწვეული სტენოკარდია);

ვაზოსპასტიური სტენოკარდია (ე.წ. პრინცმეტალის სტენოკარდია).

ესენციური ჰიპერტენზია.

რა უნდა იცოდეთ კორინფარის მიღებამდე

არ მიიღოთ კორინფარი:

თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების - ნიფედიპინის, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),

თუ გაქვთ კარდიოგენული შოკი

რიფამპიცინთან კომბინაციაში (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (მწვავე ჰიპოტენზია, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 90 მმ.ვწყ.სვ.), გულის მძიმე უკმარისობა, ან აორტის მწვავე სტენოზი;

თუ ხართო ორსულად, გარდა ქალის კლინიკური მდგომარეობისა, რომელიც მოითხოვს ნიფედიპინით მკურნაკობას. ნიფედიპინი რეკომენდებულია ქალებში

მწვავე ჰიპერტენზიით, რომელიც არ პასუხობს სტანდარტულ თერაპიას.

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში: ნიფედიპინი სავარაუდოდ გამოიყოფა ქალის რძით. მაღალი არტერიული წნევა სახიფათოა როგორც დედისათვის, ასევე ბავშვისათვის. აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი;

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება;

თუ ნიფედიპინს იღებთ სხვა პრეპარატებთან ერთად მათ შორის ანტიბიტიკები (მაგ. ერითრომიცინი), აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. რიტონავირი), აზოლების ჯგუფის ზოგიერთი ანტიფუნგიციდური საშუალება (მაგ. კეტოკონაზოლი), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (ნეფაზოდონი და ფლუოქსეტინი), ქინუპრისტინი/დალფოპრისტინი, ვალპროის მჟავა, ან ციმეტიდინი. ამ პრეპარატებთან ერთად კორინფარის გამოყენებისას ექიმი გირჩევთ არტერიული წნევის გულმოდგინე მოტოტორინგს;

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს დოზის კორექცია დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომელთან აღენიშნებათ მკვეთად მაღალი არტერიული წნევა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია) და მოციკულირე სისხლის რაოდენობის შემცირება (ჰიპოვოლემია). შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება ვაზოდილატაციის გამო (ვაზოდილატაცია).

კორინფარის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

რიფამპიცინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება): აჩქარებს ნიფედიპინის დაშლას. მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული;

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ. ერითრომიცინი), აიც პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. რიტონავირი), აზოლების ჯგუფის ანტიფუნგიციდური საშუალებები (მაგ. კეტოკონაზოლი), ანტიდეპრესანტები ფლუოქსეტინი და ნეფაზოდონი, ქინიდინი/დალფოპრისტინი, ვალპროის მჟავა, ციმეტიდინი: სისხლის პლაზმაში იზრდება ნიფედიპინის დონე და შეიძლება გაძლიერდეს ნიფედიპინის ეფექტი, ამიტომ საჭიროა არტერიული წნევის მონიტორინგი. აუცილებლობის შემთქვევაში ექიმი შეამცირებს ნიფედიპინის დოზას.

ცისაპრიდი: ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ნიფედიპინის დონე სისხლის პლაზმაზი;

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენიტოინი, კარბამაზებინი, ფენობარბიტალი):

არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები: აძლიერებს ნიფედიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს;

დიგოგქისინი: იზრდება პლაზმაში დიგოგსინის დონე, ამიტომ რეკომენდებულია მისი კონტროლი;

ქინიდინი: რეკომენდებულია პლაზმაში ქინიდინის დონის მონიტორინგი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ის შეიმცერდეს/მოიმატოს, ან მნიშვნელოვნად მოიმატოს ნიფედიპინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ექიმი განახორციელებს არტერიული წნევის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში შეამცირებს ნიფედიპინის დოზას;

ტაკროლიმუსი: შესაძლოა გაიზრდოს პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ტაკროლიმუსის დოზის შემცირება.

ურთიერთქმედების სხვა სახეობი

ნიფედიპინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის ზოგიერთი ანალიზის ცდომილება

(შარდში ვანილინ-მანდელის მჟავას სპექტროფოტომეტრია).

კორინფარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

გრეიფრუტის წვენი: გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს ნიფედიპინის მეტაბოლიზმი და გაზარდოს მისი მოქმედება და გაახანგრძლივოს ზემოქმედების დრო.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კორინფარი არ გამოიყენება ორსულობისას, თუ კლინიკურად არ არის ნაჩვენები, რომ ქალმა მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ნიფედიპინით. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნიფედიპინი მწვავე ჰიპერტენზიის მქონე ქალებში, რომელთა მკურნალობაც სტანდარტული თერაპიით არაეფექტტურია. არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი ნაყოფზე, ან ახალშობილებზე შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოსარიცხად.

ამჟამად არ არის შესაძლებელი კონკრეტული რისკების განსაზღვრა ბავშვებისათვის. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები პერინატალური ასფიქსიის (ბავშვთა ჟანგბადით მომარაგების დარღვევა) მაღალი სიხშირის შესახებ, საკეისრო კვეთის, ნაადრევი მშობიარობის და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების შესახებ. არ არის ცნობილი ეს მონაცემები დაკავშირებულია თუ არა არსებულ დაავადებასთან, ჰიპერტენზიასთან, მის მკურნალობასთან, ან კონკრეტული პრეპარატის ეფექტთან.

ლაქტაცია

ნიფედიპინი გამოიყოფა ქალის რძით. რძეში ნიფედიპინის კონცენტრაცია თითქმის შეესაბამება დედის სისხლში მის კონცენტრაციას. ბავშვზე ნიფედიპინის ეფექტის შესამცირებლად რეკომენდებულია ლაქტაცია, ან რძის გამოწველა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ.

ფერტილობა

ხელოვნური განაყოფიერების ინდივიდუალურ შემთხვევებში კალციუმის არხის ანტაგონისტების, როგორიცაა ნიფედიპინი, გამოყენება დაკავშირებული იყო სპერმატოზოიდის თავის ნაწილის შექცევად ცვლილებასთან, რამაც შეიძლება გააუარესოს სპერმის ფუნქცია. თუ ხელოვნური განაყოფიერების პროცდურის დროს მამაკაცები მუდვივად „განიცდიან წარუმატებლობას” გახდნენ მამები და ვერ ხერხდება რაიმე ახსნის მოძებნა, შესაძლოა ხელოვნურ განაყოფიერებაზე გავლენის მიზეზი ვეძიოთ კალციუმის არხის ანგაგონისტების გამოყენებაში, როგორიცაა ნიფედიპინი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის გვერდითი ეფექტების ინტესივობა განსხვავდება ინდივიდუალურად და შეიძლება გააუარესოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

ეს განსაკუთრებით საყურადღებობა მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობის შეცვლისას, ან პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად გამოყენების დროს.

კორინფარი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის

მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

როგორ მივიღოთ კორინფარი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

მკურნალობა ჩვეულებრივ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის პრეპარატზე საპასუხო რეაქციაზე. ეფექტური დოზის მიღწევა ხდება ეტაპობრივად დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. საჭიროა ღვიძლის უკმარისობის პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი; შეიძლება აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება. მძიმე ცერებროვასკულარული დაავადებისას გამოიყენება დაბალი დოზა.

რეკომენდებული დოზირება ზრდასრულებში

ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (angina pectoris), ვაზოსპასტიური სტენოკარდია, ჰიპერტენზია, რომელიც არ არის გამოწვეული ორგანოს პათოლოგიით: 10მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი დღეში ორჯერ. მაღალი დოზის გამოყენების აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 20მგ-მდე დღეში ორჯერ.

გამოყენების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა

ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ დაუღეჭავად საკმაო ოდენობით სითხის მიყოლებით, სასურველია დილას და საღამოს და შეძლებისდაგვარად ერთსადაიმავე დროს;

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არ გაყოთ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები, რადგან დაირღვევა მათი სინათლისაგან დამცავი საფარველი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

კორინფარის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ მიიღეთ კორინფარის ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ცნობიერების დარღვევას კომამდეც კი, არტერიული წნევის დაქვეითებას, გულისცემის გახშირებას, ან შენელებას, ჰიპერგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის მომატება), მეტაბოლურ აციდოზს (სისხლის მჟავიანობის ცვლილება), ჰიპოქსია, კარდიოგენული შოკი ფილტვის შეშუპებით.

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის შესახებ.

თუ დაგავიწყდათ კორინფარის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ კორინფარის მიღება

მკურნალობა, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას, ან პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას, უნდა შეწყდეს თანდათანობით, დოზის ეტაპობრივი შემცირებით.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.

გვერდითი მოვლენების კატეგორიაში „ხშირი” ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების შესახებ იყო ცნობები პაციენტთა 3%-ში, გარდა შეშუპებისა (9.9%) და თავის ტკივილი (3.9%).

სიხშირეთა თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმწვავის მიხედვით. სიხშირის შეფასება: ხშირი (≥1 / 100 to <1/10), არახშირი (≥ 1/1000 to <1/100) და იშვიათი (≥ 1/10 000 to <1/1 000). გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე ვერ ფასდება, ჩამოთვლილია სიხშირეთა ჯგუფში „არ არის ცნობილი”.

დარღვევები სისხლის და და ლიმფური სისტემის მხრივ

არ არის ცნობილი: აგრანულოციტოზი (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება), ლეიკოპენია (სისხლის თეთი უჯრედების შემცირება).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი: ალერგიული რეაქციები, ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება (ყელის შეშუპების ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო).

იშვიათი: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.

არ არის ცნობილი: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ფსიქიატრიული დარღვევები

არახშირი: შფოთვა, ძილის დარღვევა.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა

არ არის ცნობილი: ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი.

არახშირი: ვერტიგო, შაკიკი, თავბრუსხვევა, ტრემორი.

იშვიათი: პარესთეზია/დიზესთეზია.

არ არის ცნობილი: ჰიპოასთეზია, ძილიანობა.

თვალის დაზიანება

არახშირი: მხედველობის დარღვევა

არ არის ცნობილი: თვალის ტკივილი.

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი: გახშირებული გულისცემა, პალპიტაციები.

არ არის ცნობილი: ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია).

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირი: შეშუპება, ვაზოდილატაცია (სისხლძარღვების გაფართოვება).

არახშირი: ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), სინკოპე.

რესპირატორული, თორაკალური და მედიასთინალური დარღვევები

არახშირი: სისხლდენა ცხვდირიდან, ცხვირის გაჭედვა.

არ არის ცნობილი: დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), ქოშინი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

ხშირი: ყაბზობა

არახშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, შებერილობა, პირის სიმშრალე.

არ არის ცნობილი: ღებინება, გასტროეზოფაგეალური სპინქტერის (საყლაპავის ქვედა ნაწილი) ფუნქციის დარღვევა.

დარღვევები ღვიძლის და/ან სანაღვლე სისტემის მხრივ

არახშირი: ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება.

არ არის ცნობილი: სიყვითლე.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი: ერითემა (კანის სიწითლე).

არ არის ცნობილი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ფოტომგრძნობელობა (მგრძნობელობა სინათლისადმი), ალერგიული რეაქციები, მწვავე პურპურა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არახშირი: კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება.

არ არის ცნობილი: მიალგია, ართრალგია.

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ

არახშირი: პოლიურია, დიზურია.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

არახშირი: ერექციული დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა

ხშირი: შეუძლოდ ყოფნა.

არახშირი: არასპეციფიური ტკივილი, ციება.

მისაღები ზომები: ამ გვერდითი მოვლენების უმრავლესობა გარდამავალია და არ საჭიროებს განსაკუთრებული ზომების მიღებას. ნებისმიერ შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის საჭირო მკურნალობის ჩატარების შესახებ.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ წამლის ეროვნული სააგენტოსათვის ჯერსიკას 15, რიგა, LV 1003. ტელ: +371 67078400;

ფაქსი: +371 67078428. ვებ. გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში.

როგორ შევინახოთ კორინფარი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის „EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 30 ° C მეტ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კორინფარი

მოქმედ ნივთიერება არის ნიფედიპინი (ნიფედიპინი). თითოეული ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს 10მგ ნიფედიპინს.

სხვა ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰოდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 35000, ტაკლი, კარტოფილის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოვიდონი K 25, მიკროკრისტალური ცელულოზა, ქინოლინის ყვითელი ალუმინის მარილი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171).

კორინფარი აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ხელმისაწვდომია:

  • პვქ/ალ ბლისტერზე 30 ხანგრძლივი გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი.
  • ქარვისფერი შუშის ბოთლში პე თავსახურით 50, ან 100 ხანგრძლივი გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა არ არის განთავსებული.

სავაჭრო უფლების მფლობელი

Teva Pharma B.V., სვენსწეგის 5, 2031 GA ჰარლემი, ნიდერლანდები

მწარმოებლები

Teva Operations Poland Sp. z.o.o., მოგილსკას ქ. 80. 31 - 546, კრაკოვი, პოლონეთი

PLIVA Hrvatska d.o.o., პრილაზ ბარუნა ფილიპოვიცას 25, 10000 ზაგრები, ხორვატია

დანართი ფურცლის შემოწმების ბოლო თარიღია 08/2015

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა