პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები

კორდიამინი 250მგ/მლ

KORDIAMĪNS 250mg/ml

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

კორდიამინი ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მასტიმულირებელი საშუალებაა. ის ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით რესპირატორული და ცირკულატორული სტიმულაციისათვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიკეთამიდი (nikethamide)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/მლ 25მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ბოთლი №1
მწარმოებელი
AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები, სუნთქვის სტიმულატორები
ATC კოდი
R07AB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040106
რეგისტრირებულია
31 იანვარი 2024, მოქმედებს 31 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკორდიამინი 250მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

კორდიამინი 250მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კორდიამინი ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მასტიმულირებელი საშუალებაა. ის ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით რესპირატორული და ცირკულატორული სტიმულაციისათვის.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

კორდიამინი მიიღება შიგნით, 2-3-ჯერ დღეში, კვებისაგან დამოუკიდებლად.

12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები, მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები

ერთჯერადი დოზაა 20-30 წვეთი. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 60 წვეთი (2 მლ), მაქსიმალური დღიური დოზაა 180 წვეთი (6 მლ).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების შესახებ მონაცემების სიმცირის გამო.

კორდიამინის დოზის გადაჭარბებისას

კორდიამინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არის. ადამიანებში დოზის გადაჭარბება არ არის აღწერილი. თუმცა, დიდი რაოდენობით კორდიამინის მიღებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კორდიამინის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

კორდიამინის მიღების შეწყვეტისას

არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები პაციენტებში მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა

კორდიამინი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი მემკვიდრული მეტაბოლური დაავადება);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დაავადება (ჰიპერტენზია, სტენოკარდია);

თუ პაციენტს გულის რითმის დარღვევები აქვს;

თუ პაციენტს ფილტვის ობსტრუქციული დააავადება აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შეშუპება;

თუ პაციენტს ინსულტი აქვს;

თუ პაციენტს გულყრები (ეპილეფსია) აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინტოქსიკაცია შხამებით, რომლებიც იწვევენ გულყრებს;

თუ პაციენტს აღენიშნება ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებების დოზის გადაჭარბება (ძლიერი სპაზმებით);

თუ პაციენტი 12 წელზე ნაკლები ასაკისაა;

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

კორდიამინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

კორდიამინი მასტიმულირებელი საშუალებაა და შეტანილია სპორტის დროს გამოსაყენებელი აკრძალული ნივთიერებების სიაში.

ბავშვები

არ არის მონაცემები კორდიამინის ბავშვებში გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ამინაზინი და რეზერპინი: აძლიერებს გულყრებს.

მეპრობამატის დოზის გადაჭარბება: რესპირატორული დეპრესია.

ფტივაზიდი: ხელს უწყობს აუტანლობის განვითარებას.

ცნს-ის დეპრესანტები: ქვეითდება ცნტრალური ნერვულის სისტემის დამთრგუნველი ეფექტები.

ფენიტოინის დოზის გადაჭარბება: პაციენტის მდგომარეობა უარესდება.

ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები: მასტიმულირებელი ეფექტი ქვეითდება.

მონოამონის ოქსიდაზას ინჰიბიტორები: ძლიერდება სისხლის წნევის გაზრდის ეფექტი.

საანესთეზიო საშუალებები: ქვეითდება ეფექტურობა.

მჟავებისა და ფუძეების ნაერთები: ინაქტივირდება.

ჰიპნოზური საშუალებები: ანტაგონიზმი.

სედატიური საშუალებები: ანტაგონიზმი.

კორდიამინი 250 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვებს არ აქვს გავლენა ეფექტიანობაზე.

არ არის მონაცემები ალკოჰოლის გავლენის შესახება კორდიამინის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

არ არის მონაცემების კორდიამინის უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის მონაცემების კორდიამინის უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მონაცემები ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კორდიამინი 250 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, კორდიამინი კარგად გადაიტანება.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ალერგიული რეაქციები;

სახის სიწითლე, ქავილი.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

შფოთვა;

კუნთების უნებლიე მოძრაობა;

გულის ფრიალი, მაღალი არტერიული წნევა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირადაპირ შესაძლებელია ლატვიის რესპუბლიკის წამლების სახელმწიფო სააგენტოში: იერსიკას იელა 15, რიგა LV-1003, ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv .

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა: ნიკეტამიდი.

1 მლ ხსნარი შეიცავს 250 მგ ნიკეტამიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გაწმენდილი წყალი.

კორდიამინის გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე სპეციფიკური სუნით.

მოთავსებულია 25 მლ მუქი ფერის მინის ბოთლში, ხრახნიანი საწვეთური თავით და მჭიდრო პლასტმასის თავსახურით.

ბოთლს აქვს ეტიკეტი.

ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით.

ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბოთლზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

კორდიამინი 250 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

ნიკეტამიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კორდიამინი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კორდიამინის მიღებამდე;

კორდიამინის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

კორდიამინის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს კორდიამინი და მისი გამოყენება

კორდიამინი ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მასტიმულირებელი საშუალებაა. ის ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით რესპირატორული და ცირკულატორული სტიმულაციისათვის.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კორდიამინის მიღებამდე

დაუშვებელია კორდიამინის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი მემკვიდრული მეტაბოლური დაავადება);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დაავადება (ჰიპერტენზია, სტენოკარდია);

თუ პაციენტს გულის რითმის დარღვევები აქვს;

თუ პაციენტს ფილტვის ობსტრუქციული დააავადება აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შეშუპება;

თუ პაციენტს ინსულტი აქვს;

თუ პაციენტს გულყრები (ეპილეფსია) აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინტოქსიკაცია შხამებით, რომლებიც იწვევენ გულყრებს;

თუ პაციენტს აღენიშნება ნარკოტიკული ანალგეზური საშუალებების დოზის გადაჭარბება (ძლიერი სპაზმებით);

თუ პაციენტი 12 წელზე ნაკლები ასაკისაა;

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

კორდიამინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

კორდიამინი მასტიმულირებელი საშუალებაა და შეტანილია სპორტის დროს გამოსაყენებელი აკრძალული ნივთიერებების სიაში.

ბავშვები

არ არის მონაცემები კორდიამინის ბავშვებში გამოყენების შესახებ.

სხვა მედიკამენტები და კორდიამინი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ამინაზინი და რეზერპინი: აძლიერებს გულყრებს.

მეპრობამატის დოზის გადაჭარბება: რესპირატორული დეპრესია.

ფტივაზიდი: ხელს უწყობს აუტანლობის განვითარებას.

ცნს-ის დეპრესანტები: ქვეითდება ცნტრალური ნერვულის სისტემის დამთრგუნველი ეფექტები.

ფენიტოინის დოზის გადაჭარბება: პაციენტის მდგომარეობა უარესდება.

ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები: მასტიმულირებელი ეფექტი ქვეითდება.

მონოამონის ოქსიდაზას ინჰიბიტორები: ძლიერდება სისხლის წნევის გაზრდის ეფექტი.

საანესთეზიო საშუალებები: ქვეითდება ეფექტურობა.

მჟავებისა და ფუძეების ნაერთები: ინაქტივირდება.

ჰიპნოზური საშუალებები: ანტაგონიზმი.

სედატიური საშუალებები: ანტაგონიზმი.

კორდიამინი 250 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვებს არ აქვს გავლენა ეფექტიანობაზე.

არ არის მონაცემები ალკოჰოლის გავლენის შესახება კორდიამინის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

არ არის მონაცემების კორდიამინის უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მონაცემები ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.

კორდიამინის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

კორდიამინი მიიღება შიგნით, 2-3-ჯერ დღეში, კვებისაგან დამოუკიდებლად.

12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები, მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები

ერთჯერადი დოზაა 20-30 წვეთი. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 60 წვეთი (2 მლ), მაქსიმალური დღიური დოზაა 180 წვეთი (6 მლ).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების შესახებ მონაცემების სიმცირის გამო.

კორდიამინის დოზის გადაჭარბებისას

კორდიამინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არის. ადამიანებში დოზის გადაჭარბება არ არის აღწერილი. თუმცა, დიდი რაოდენობით კორდიამინის მიღებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კორდიამინის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

კორდიამინის მიღების შეწყვეტისას

არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები პაციენტებში მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა

კორდიამინი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კორდიამინი 250 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, კორდიამინი კარგად გადაიტანება.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ალერგიული რეაქციები;

სახის სიწითლე, ქავილი.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

შფოთვა;

კუნთების უნებლიე მოძრაობა;

გულის ფრიალი, მაღალი არტერიული წნევა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირადაპირ შესაძლებელია ლატვიის რესპუბლიკის წამლების სახელმწიფო სააგენტოში: იერსიკას იელა 15, რიგა LV-1003, ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv .

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

კორდიამინის შენახვის წესი

ინახება ორიგინალური შეფუთვით.

ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბოთლზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კორდიამინი

აქტიური ნივთიერებაა: ნიკეტამიდი.

1 მლ ხსნარი შეიცავს 250 მგ ნიკეტამიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გაწმენდილი წყალი.

კორდიამინის გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე სპეციფიკური სუნით.

მოთავსებულია 25 მლ მუქი ფერის მინის ბოთლში, ხრახნიანი საწვეთური თავით და მჭიდრო პლასტმასის თავსახურით.

ბოთლს აქვს ეტიკეტი.

ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

AS “Rigas farmaceitiska fabrika”

Ozou iela 10, Riga, LV-1005, Latvia

Tel.: 67355550, 67355551

Fax: 67355551

E-mail: [email protected]

ას “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”

ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია

ტელ.: 67355550, 67355551

ფაქსი: 67355551

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 01/2018

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

მუყაოს კოლოფი

  • სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

კორდიამინი 250 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

ნიკეტამიდი

  • აქტიური ნივთიერება

1 მლ შეიცავს 250 მგ ნიკეტამიდს.

  • დამხმარე ნივთიერებები
  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

25 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

შიგნით მისაღებად

პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • სხვა სპეციალური გაფრთხილებები საჭიროების შემთხვევაში
  • შენახის ვადა

შენახვის ვადა:

  • შენახვის სპეციალური პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით.

ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

AS “Rigas farmaceitiska fabrika”

Ozou iela 10, Riga, LV-1005, Latvia

ას “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”

ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

98-0189

  • სერიული ნომერი

სერია:

  • გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

  • გამოყენების ინსტრუქცია

განკუთვნილია რესპირატორული და ცირკულატორული სტიმულაციისათვის.

იხ. გამოყენების ინსტრუქცია მედიკამენტის მიღებამდე.

  • ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

კორდიამინი

  • უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი

არ არის მოწოდებული

  • უნიკალური იდენტიფიკატორი – ადამიანის მიერ წაკითხვადი ინფორმაცია

არ არის მოწოდებული

ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე

ბოთლის ეტიკეტი

  • სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

კორდიამინი 250 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

ნიკეტამიდი

  • აქტიური ნივთიერება

1 მლ შეიცავს 250 მგ ნიკეტამიდს.

  • დამხმარე ნივთიერებები
  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

25 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

შიგნით მისაღებად

პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • სხვა სპეციალური გაფრთხილებები საჭიროების შემთხვევაში
  • შენახის ვადა

შენახვის ვადა:

  • შენახვის სპეციალური პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით.

ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

AS “Rigas farmaceitiska fabrika”

Ozou iela 10, Riga, LV-1005, Latvia

ას “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”

ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

98-0189

  • სერიული ნომერი

სერია:

  • გაცემის წესი
  • გამოყენების ინსტრუქცია
  • ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა