კოპაქსონი წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატს, რომელიც არეგულირებს იმუნური სისტემის მოქმედებას (მიეკუთვნება იმუნომოდულატორების კლასის პრეპარტებს). მოიაზრება, რომ გაფანტული სკლეროზის სიმპტომები გამოწვეულია ორგანიზმის იმუნური სისტემის დისფუნქციით, რაც თავისა და ზურგის ტვინში აჩენს ანთებით კერებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (glatiramer acetate)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/მლ საინექციო ხსნარი მზა შპრიცი №28
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, იმუნომასტიმულირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- L03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0257
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
კოპაქსონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კოპაქსონი წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატს, რომელიც არეგულირებს იმუნური სისტემის მოქმედებას (მიეკუთვნება იმუნომოდულატორების კლასის პრეპარტებს). მოიაზრება, რომ გაფანტული სკლეროზის სიმპტომები გამოწვეულია ორგანიზმის იმუნური სისტემის დისფუნქციით, რაც თავისა და ზურგის ტვინში აჩენს ანთებით კერებს. კოპაქსონი 20 მგ/მლ გამოიყენება გაფანტული სკლეროზის გამწვავებების რიცხვის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ეჭვი ეპარება, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/სიხშირე:
სტანდარტულ დღიურ დოზას მოზრდილთა და მოზარდთათვის 12 წლის ასაკიდან შეადგენს 1 მზა შპრიცი (20 მგ გლატირამერის აცეტატი), კანქვეშ.
უმნიშვნელოვანესია პრეპარატის კანქვეშ ინექცია მოხდეს სწორი ტექნიკით:
კოპაქსონი შეიყვანება მხოლოდ კანქვეშა ქსოვილში.
შეიყვანება მხოლოდ ექიმის მიერ განსაზღვრული დოზა.
თითოეული შპრიცი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
დაუშვებელია კოპაქსონის შერევა ნებისმიერ სხვა პრეპარატთან ან მისი შეყვანა სხვა პრეპარატებთან ერთად.
დაუშვებელია ისეთი ხსნარის შეყვანა, რომელიც შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება ახალი შპრიცი.
შპრიცში შესაძლოა იყოს მცირე ზომის ჰაერის ბუშტუკები. ინექციამდე მათი მოცილების მცდელობა საჭირო არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაიკარგოს პრეპარატის ნაწილი.
კოპაქსონის პირველი ინექციისას, პაციენტი გაეცნობა გამოყენების ინსტრუქციას და კონსულტირებულ იქნება ექიმის ან ექთნის მიერ. პაციენტი თავად განახორციელებს ინექციას. ინექციის დროს და შემდგომი ნახევარი საათის განმავლობაში, პაციენტი იქნება ექიმის ან ექთნის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის გართულება.
გამოყენების გზა და მეთოდი
კოპაქსონი შეიყვანება მხოლოდ კანქვეშ. ინექციას ახორციელებს თავად პაციენტი (თვითინექცია). პირველი ინექციისას, პაციენტს უნდა აეხსნას პროცედურის ტექნიკა. ინექციის დროს და შემდგომი ნახევარი საათის განმავლობაში, პაციენტი უნდა იყოს ექიმის ან ექთნის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. კოპაქსონის შეყვანამდე, პაციენტი დაკვირვებით უნდა გაეცნოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ თან აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ინექციისთვის:
ბლისტერი, რომელშიც მოთავსებულია ერთი კოპაქსონი® 20 მგ/მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში.
სანაგვე კონტეინერი გამოყენებული შპრიცის და ნემსებისთვის.
ყოველი ინექციისთვის, კოლოფიდან ამოღებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ბლისტერი, რომელშიც მოთავსებულია ერთი კოპაქსონი® 20 მგ/მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში. დანარჩენი შპრიცები უნდა დარჩეს კოლოფში.
თუ პრეპარატი ინახება მაცივარში: შპრიცი ამოღებულ უნდა იქნეს ბლისტერიდან, რის შემდეგაც, 20 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს ოთახის ტემპერატურაზე. ოთახის ტემპერატურამდე გათბობის შემდგომ დასაშვებია პრეპარატის ინექცია.
საჭიროა ხელების კარგად დაბანა, საპნით და წყლით.
კოპაქსონი® წინასწარ შევსებული შპრიცის შეყვანა შესაძლებელია შესაბამისი საინექციო მოწყობილობის გამოყენებით. თუ პრეპარატი შეიყვანება უშუალოდ კოპაქსონისთვის წარმოებული საინექციო მოწყობილობით, საჭიროა მისი გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. გამოყენების ინსტრუქცია მოყვება მოწყობილობას.
არსებობს რამდენიმე მიდამო სხეულზე, სადაც პაციენტს შეუძლია პრეპარატის ინექცია. პაციენტმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი მიადმო, ქვემოთ მოცემული დიაგრამების მიხედვით.
მიდამო 1: მუცლის არე, ჭიპის გარშემო. ინექცია არ უნდა მოხდეს უშუალოდ ჭიპის ირგვლივ, 5 სმ-ან დიამეტრში.
მიდამო 2 და 3: თეძოები (მუხლის ზემო მიდამო).
მიდამო 4, 5, 6 და 7: მკლავების ზედა უკანა ნაწილი და დუნდულების ზედა ნაწილი (წელს ქვემო არე).
თითოეულ საინექციო მიდამოში არსებობს რამდენიმე საინექციო წერტილი. ყოველი ახალი ინექციისთვის უნდა შეირჩეს განსხვავებული საინექციო წერტილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული საინექციო მიდამოს გაღიზიანება და ტკივილი. საინექციო მიდამოები და საინექციო წერტილები უნდა იცვლებოდეს ყოველი ახალი ინექციისას. დაუშვებელია ერთი და იგივე საინექციო წერტილის მიჯრით გამოყენება.
შენიშვნა: პრეპარატის შეყვანა არ უნდა მოხდეს ისეთ საინექციო წერტილზე, რომელიც არის მტკივნეული, შეცვლილი აქვს ფერი, გამაგრებულია ან აღინიშნება შეშუპება. პაციენტს შეუძლია შეადგინოს საინექციო წერტილების რატაციის გეგმა და ჩაინიშნოს აღნიშნული რვეულში.
ზოგიერთ ზემოთ მოცემულ მიდამოში თვითინექციის განხორციელება რთულია (მაგ. მკლავების უკანა ნაწილში). აღნიშნულ მიდამოში პრეპარატის შეყვანისთვის პაციენტს შესაძლოა დაჭირდეს დახმარება.
ინექცია ხორციელდება შემდეგნაირად:
მოაძრეთ ქაღალდის ეტიკეტი და ამოიღეთ შპრიცი დამცავი ბლისტერიდან.
მოხსენით ნემსს დამცავი სახურავი. არ მოხსნათ სახურავი პირით ან კბილებით.
ნაზად გადაჭიმეთ კანი თავისუფალი ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით (სურათი 1).
შეიყვანეთ ნემსი კანში, როგორც ნაჩვენებია მე-2 სურათში.
დააწექით შპრიცის დგუშს და თანაბარი სიჩქარით შეიყვანეთ პრეპარატი, მანამ სანამ სრულად დაიცლება შპრიცი.
ერთიანად ამოიღეთ შპრიცი და ნემსი საინექციო მიდამოდან.
მოათავსეთ შპრიცი უსაფრთხო სანაგვე კონტეინერში. არ მოათავსოთ გამოყენებული შპრიცი საყოფაცხოვრებო ნაგავში, არამედ, მოათავსეთ ის ჩხვლეტისადმი გამძლე შეფუთვაში, ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის მიხედვით.
სტანდარტულ დღიურ დოზას მოზრდილთათვის შეადგენს 1 მზა შპრიცი (20 მგ გლატირამერის აცეტატი), კანქვეშა ინექციის სახით. მკურნალობის კონკრეტული ხანგრძლივობა დაზუსტებული არ არის. კოპაქსონით მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ნევროლოგის ან გაფანტული სკლეროზის მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ კოპაქსონის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
კოპაქსონი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში:
კოპაქსონის მოქმედება არ არის შესწავლილი კონკრეტულად აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
კოპაქსონის მოქმედება არ არის შესწავლილი კონკრეტულად თირკმელების უკმარისობის მქონე პირებში. კოპაქსონის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში, არსებობს ცნობები ღვიძლის ძლიერი დაზიანების (მათ შორის სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის გადანერგვის ცალკეული შემთხვევები) შესახებ. ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევების უმეტესობა იყო შექცევადი კოპაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ. ღვიძლისმიერი მოვლენები ვითარდებოდა კოპაქსონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე წლის შემდგომ პერიოდშიც კი.

უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია კოპაქსონში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
შემდეგ შემთხვევებში, კოპაქსონი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:L
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების ან გულის პრობლემები (შესაძლოა საჭირო გახდეს რეგულარული ანალიზების ჩატარება ან კლინიკაში ვიზიტი გასასინჯად);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ნებისმიერი ტიპის პრობლემა (მათ შორის ალკოჰოლთან ასოცირებული);
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული არ არის;
კოპაქსონის გამოიყენება უშუალოდ ხანში შესულ პირებში შესწავლილი არ არის; ამრიგად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, პრეპარატი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციისამებრ.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კოპაქსონი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია გლატირამერის აცეტატის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
კოპაქსონს არ ახასიათებს მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედებები გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ჩვეულ მედიკამენტებთან, მათ შორის, არც კორტიკოსტეროიდებთან (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის - კორტიზოლის მსგავსი სტეროიდული პრეპარატები), როდესაც ეს უკანასკნელი ინიშნება არაუმეტეს 28 დღიანი კურსის სახით.
გლატირამერის აცეტატი მაღალი სიხშირით ებმის შრატის ცილებს და გავლენას ახდენს ცილებთან ბმადი ნივთიერებების ორგანიზმში განაწილებაზე. ამიტომ, კოპაქსონის ცილებთან ბმად მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, საჭიროა პაციენტის გულმოდგინე მონიტორინგი.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა უახლოეს წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან. პაციენტმა კოპაქსონის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
კოპაქსონის გამოყენება ორსულობის პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის მიმართ პოტენციური ზიანის რისკს.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ კოპაქსონით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
კოპაქსონის გამოყენებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან. პაციენტმა კოპაქსონის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ლიმიტირებული ცნობების მიხედვით, კოპაქსონი არ ახდენს უარყოფით გავლენას ახალშობილებზე/ჩვილებზე, ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კოპაქსონის გავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე კვლევები არ ჩატარებულა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოპაქსონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, კოპაქსონმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები:
იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს საშიში ალერგიული რეაქციები.
კოპაქსონით მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
გამონაყარი (წითელი წერტილები ან ურტიკარია);
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
უეცარი ქოშინი;
გულყრები;
გულისწასვლა.
სხვა ინექციის შემდგომი (ვითარდება უშუალოდ ინექციის შემდგომ) გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში, შემდეგი მოვლენებიდან ერთი ან მეტი შესაძლოა განვითარდეს ინექციიდან რამდენიმე წუთში. უმეტესობა მათგანი მსუბუქი ხასიათისაა და გართულების გარეშე გაივლის ინექციიდან ნახევარ საათიან ინტერვალში. თუმცა, ნახევარ საათზე მეტად გახანგრძლივების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ალები ან სიწითლე გულმკერდის ან სახის არეში (ვაზოდილატაციის გამო);
ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა);
ტკივილი გულმკერდის არეში;
აჩქარებული და ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
ღვიძლისმიერი დარღვევები:
კოპაქსონით მკურნალობის პერიოდში, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის პრობლემები (მათY შორის იშვიათად ღვიძლის უკმარისობა) ან გართულდეს უკვე არსებული ღვიძლისმიერი მდგომარეობა. შემდგომი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
გულისრევა;
მადის დაკარგვა;
შარდის გამუქება და განავლის ღია შეფერილობა;
კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;
უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენების და სისხლჩაქცევების განვითარება.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ძალიან ხშირი:
ინფექციები, გრიპი;
შფოთვა, დეპრესიულობა;
თავის ტკივილი;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
გამონაყარი კანზე;
სახსრების და წელის ტკივილი;
საერთო სისუსტე;
კანისმიერი რეაქციები პრეპარატის ინექციის ადგილას. აღნიშნული მოიცავს სიწითლეს, ტკივილს, დაწყლულებას, ქავილს, შეშუპებას, ანთებას და სხვა ალერგიულ რეაქციებს ინექციის მიდამოში (აღნიშნული მოვლენები ნორმალურია და გაივლის დროთა განმავლობაში); არასპეციფიკური ტკივილი.
ხშირი:
სასუნთქი გზების ინფექციები, კუჭის და ნაწლავების ანთება, წყლულები პირის ღრუში, ყურის ინექციები, რინორეა, კბილების აბსცესი, სოკოვანი ვაგინალური ინფექციები;
კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ნეოპლაზიები), სიმსივნეები (ნეოპლაზიები);
ლიმფური კვანძების შეშუპება (მათ შორის კისრის, იღლიების და საზარდულის მიდამოში);
ალერგიული რეაქციები;
მადის დაკარგვა, წონის მატება;
გაღიზიანებადობა;
გემოს შეგრძნების ცვლილებები, კუნთების ტონუსის მომატება, შაკიკი, მეტყველების პრობლემები, გულისწასვლა, ტრემორი;
მხედველობის გაორება, თვალისმიერი დარღვევები;
დისკომფორტის შეგრძნება ყურებში;
ხველა, ჭინჭრის ციება;
დისკომფორტი ანალურ მიდამოში და მსხვილ ნაწლავში, ყაბზობა, კბილების კარიესი, მოუნელებლობა, ყლაპვის გაძნელება, განავლის შეუკავებლობა, ღებინება;
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
სისხლჩაქცევები, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ურტიკარია, სხვა კანისმიერი დარღვევები;
კისრის ტკივილი;
მოშარდვის იმპერატიული მოთხოვნილება, შარდვის გახშირება, შარდვის გაძნელება;
შემცივნება, სახის შეშუპება, გამონაყარი ინექციის არეში, ადგილობივი რეაქციები, ხელების და ფეხების შეშუპება სითხის დაგროვების გამო, ცხელება.
ნაკლებად ხშირი:
აბსცესი, კანისა და რბილი ქსოვილების ანთება, ძირმაგარა, სირსველი (მტკივნეული ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, რომელიც გამოწვეულია ვირუსით და ვითარდება სხეულის ცალ მხარეს), თირკმელების ანთება;
კანის კიბო;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება ან დაქვეითება, ელენთის გადიდება, თრომბოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლის შედედებაზე) რაოდენობის დაქვეითება, სისხლის წითელი უჯრედების ფორმის ცვლილებები;
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და ჰიპერფუნქციონირება (ჰიპერთირეოზი);
დაქვეითებული ამტანობა ალკოჰოლის მიმართ, პოდაგრა (დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების უეცარ და ძლიერ ტკივილს, ასევე ზოგიერთი სახსრის სიწითლეს და შეშუპებას), ლიპიდების რაოდენობის მომატება სისხლში, ნატრიუმის რაოდენობის მომატება სისხლში, ფერიტინის რაოდენობის დაქვეითება სისხლში;
პათოლოგიური სიზმრები, კონფუზია, აჟიტირება, ჰალუცინაციები (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი, გემოვნების და ტაქტილური), აგრესიული ქცევა, ჭარბი თავდაჯერებულობა, პიროვნების აშლილობები, სუიციდური ქცევა;
მაჯის დაბუჟება და ტკივილი (მაჯის არხის სინდრომი), ქცევითი აშლილობები, გულყრები, წერის და კითხვის უნარის დარღვევები, კუნთოვანი დარღვევები, მოძრაობის დარღვევები, კუნთების სპაზმები, ნერვების ანთება, ნერვკუნთოვანი გზების დარღვევა, რაც იწვევს კუნთების დისფუნქციას, თვალების უნებლიე და სწრაფი მოძრაობები, დამბლა, ფეხის უმოძრაობა, სტუპორი, შავი ლაქები მხედველობის ველში;
კატარაქტა, თვალის გამჭვირვალე გარსის დაზიანება, თვალების სიმშრალე, სისხლდენა თვალებიდან, ზედა ქუთუთოს დამბლა, გუგების გაფართოება, მხედველობის ნერვის დაზიანება, რაც იწვევს მხედველობის დარღვევებს;
ექსტრასისტოლია, გულისცემის შენელება, გარდამავალი ტაქიკარდია;
ვარიკოზული ვენები;
სუნთქვის ხანგამოშვებითი პაუზა, სისხლდენა ცხვირიდან, უჩვეულოდ სწრაფი და ღრმა სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია), მოჭერილობის შეგრძნება ყელში, ფილტვების დაავადება, მოხრჩობის შეგრძნება ყელში მოჭერილობის შეგრძნების გამო;
ნაწლავების ანთება, პოლიპები მსხვილ ნაწლავში (უჩვეულო წანაზარდები, რომლებიც ვითარდება მსხვილი ნაწლავის კედელში სანათურის მიმართულებით), ბოყინი, წყლულები პირის ღრუში (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება), ღრძილების ანთება, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
ნაღვლოვანი კენჭები, ღვიძლის გადიდება;
კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, სიწითლე კანთან კონტაქტის შემდგომ, წითელი ფერის მტკივნეული გამონაყარი კანზე, კანის შეშუპება;
სახსრების ტკივილი, ანთება და შეშუპება (ართრიტი ან ოსტეოართრიტი), ანთება და ტკივილი, სითხით სავსე პარკები ზოგიერთი სახსრების ირგვლივ, გვერდების ტკივილი, კუნთოვანი მასის განლევა;
სისხლი შარდში, კენჭები თირკმელებში, საშარდე სისტემის სხვა დარღვევები, შარდის კონსისტენციის ცვლილებები;
სარღევე ჯირკვლების შეშუპება, ერექციის გაძნელება, თეძოს ორგანოების პროლაფსი (ორგანოების პროტრუზია თეძოს ძვლის მიმართულებით), ერექციის გახანგრძლივება, პროსტატის დარღვევები, პაპ-ტესტის პათ. ცვლილებები (ნაცხის აღება ხდება საშვილოსნოს ყელიდან), სათესლე ჯირკვლების დარღვევები, სისხლდენა საშოდან, საშოს მხრივი დარღვევები;
კისტები, თავბრუ, ჰიპოთერმია (სხეულის ტემპერატურის დაქვეითება), უცნობი ეტიოლოგიის ანთება, ქსოვილის დაზიანება ინექციის მიდამოში, ლორწოვანი გარსების დარღვევები;
ვაქცინაციის შემდგომი გართულებები.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუმცა დაუშვებელია ორი დოზის ერთდროულად მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს 24 საათში.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული მოვლენები
კოპაქსონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში. კოპაქსონი® 20 მგ/მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში ინახება მაცივარში, 2-8C ტემპერატურაზე. თუ სამაცივრე პირობები არ არის ხელმისაწვდომი, მისი შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე (< 25C), არაუმეტეს ერთი თვის ვადით. აღნიშნული ვადის შემდეგ, გამოუყენებელი შპრიცი, რომელიც არ არის ამოღებული ორიგინალი შეფუთვიდან, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მაცივარში. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. თითოეული მზა შპრიცი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. შპრიცი უნდა განადგურდეს თუ მასში მოტავსებული ხსნარი შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. პრეპარატი გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად. დაუშვებელია კოპაქსონის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე (იგულისხმება მითითებული ვის ბოლო დღე). გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაბრუნდეს აფთიაქში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
კოპაქსონი® 20 მგ/მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში
სტერილური
შეიყვანება კანქვეშ.
აქტიური ნივთიერებები: 1 მლ საინექციო ხსნარი (თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი) შეიცავს 20 მგ გლატირამერის აცეტატს, რაც 18 მგ გლატირამერის ექვივალენტური რაოდენობაა.
დამხმარე ნივთიერება(ები): მანიტოლი (E421) და საინექციო წყალი.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კოპაქსონი® და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოპაქსონი®-ს გამოყენებამდე
კოპაქსონი®-ს გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
კოპაქსონი®-ს შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რას წარმოადგენს კოპაქსონი® და რისთვის გამოიყენება ის
კოპაქსონი წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატს, რომელიც არეგულირებს იმუნური სისტემის მოქმედებას (მიეკუთვნება იმუნომოდულატორების კლასის პრეპარტებს). მოიაზრება, რომ გაფანტული სკლეროზის სიმპტომები გამოწვეულია ორგანიზმის იმუნური სისტემის დისფუნქციით, რაც თავისა და ზურგის ტვინში აჩენს ანთებით კერებს. კოპაქსონი 20 მგ/მლ გამოიყენება გაფანტული სკლეროზის გამწვავებების რიცხვის შესამცირებლად.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოპაქსონი®-ს გამოყენებამდე
კოპაქსონი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია კოპაქსონში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
შემდეგ შემთხვევებში, კოპაქსონი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:L
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების ან გულის პრობლემები (შესაძლოა საჭირო გახდეს რეგულარული ანალიზების ჩატარება ან კლინიკაში ვიზიტი გასასინჯად);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ნებისმიერი ტიპის პრობლემა (მათ შორის ალკოჰოლთან ასოცირებული);
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული არ არის;
კოპაქსონის გამოიყენება უშუალოდ ხანში შესულ პირებში შესწავლილი არ არის; ამრიგად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, პრეპარატი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციისამებრ.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
კოპაქსონი გამოიყენება კანქვეშა ინექციის გზით. ამრიგად, ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მოსალოდნელი არ არის.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან. პაციენტმა კოპაქსონის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
კოპაქსონის გამოყენება ორსულობის პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის მიმართ პოტენციური ზიანის რისკს.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ კოპაქსონით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
კოპაქსონის გამოყენებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან. პაციენტმა კოპაქსონის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ლიმიტირებული ცნობების მიხედვით, კოპაქსონი არ ახდენს უარყოფით გავლენას ახალშობილებზე/ჩვილებზე, ძუძუთი კვების პერიოდში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
კოპაქსონის გავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე კვლევები არ ჩატარებულა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოპაქსონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
კოპაქსონი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია გლატირამერის აცეტატის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
კოპაქსონს არ ახასიათებს მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედებები გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ჩვეულ მედიკამენტებთან, მათ შორის, არც კორტიკოსტეროიდებთან (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის - კორტიზოლის მსგავსი სტეროიდული პრეპარატები), როდესაც ეს უკანასკნელი ინიშნება არაუმეტეს 28 დღიანი კურსის სახით.
გლატირამერის აცეტატი მაღალი სიხშირით ებმის შრატის ცილებს და გავლენას ახდენს ცილებთან ბმადი ნივთიერებების ორგანიზმში განაწილებაზე. ამიტომ, კოპაქსონის ცილებთან ბმად მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, საჭიროა პაციენტის გულმოდგინე მონიტორინგი.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა უახლოეს წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- კოპაქსონი®-ს გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ეჭვი ეპარება, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/სიხშირე:
სტანდარტულ დღიურ დოზას მოზრდილთა და მოზარდთათვის 12 წლის ასაკიდან შეადგენს 1 მზა შპრიცი (20 მგ გლატირამერის აცეტატი), კანქვეშ.
უმნიშვნელოვანესია პრეპარატის კანქვეშ ინექცია მოხდეს სწორი ტექნიკით:
კოპაქსონი შეიყვანება მხოლოდ კანქვეშა ქსოვილში.
შეიყვანება მხოლოდ ექიმის მიერ განსაზღვრული დოზა.
თითოეული შპრიცი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
დაუშვებელია კოპაქსონის შერევა ნებისმიერ სხვა პრეპარატთან ან მისი შეყვანა სხვა პრეპარატებთან ერთად.
დაუშვებელია ისეთი ხსნარის შეყვანა, რომელიც შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება ახალი შპრიცი.
შპრიცში შესაძლოა იყოს მცირე ზომის ჰაერის ბუშტუკები. ინექციამდე მათი მოცილების მცდელობა საჭირო არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაიკარგოს პრეპარატის ნაწილი.
კოპაქსონის პირველი ინექციისას, პაციენტი გაეცნობა გამოყენების ინსტრუქციას და კონსულტირებულ იქნება ექიმის ან ექთნის მიერ. პაციენტი თავად განახორციელებს ინექციას. ინექციის დროს და შემდგომი ნახევარი საათის განმავლობაში, პაციენტი იქნება ექიმის ან ექთნის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის გართულება.
გამოყენების გზა და მეთოდი
კოპაქსონი შეიყვანება მხოლოდ კანქვეშ. ინექციას ახორციელებს თავად პაციენტი (თვითინექცია). პირველი ინექციისას, პაციენტს უნდა აეხსნას პროცედურის ტექნიკა. ინექციის დროს და შემდგომი ნახევარი საათის განმავლობაში, პაციენტი უნდა იყოს ექიმის ან ექთნის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. კოპაქსონის შეყვანამდე, პაციენტი დაკვირვებით უნდა გაეცნოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ თან აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ინექციისთვის:
ბლისტერი, რომელშიც მოთავსებულია ერთი კოპაქსონი® 20 მგ/მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში.
სანაგვე კონტეინერი გამოყენებული შპრიცის და ნემსებისთვის.
ყოველი ინექციისთვის, კოლოფიდან ამოღებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ბლისტერი, რომელშიც მოთავსებულია ერთი კოპაქსონი® 20 მგ/მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში. დანარჩენი შპრიცები უნდა დარჩეს კოლოფში.
თუ პრეპარატი ინახება მაცივარში: შპრიცი ამოღებულ უნდა იქნეს ბლისტერიდან, რის შემდეგაც, 20 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს ოთახის ტემპერატურაზე. ოთახის ტემპერატურამდე გათბობის შემდგომ დასაშვებია პრეპარატის ინექცია.
საჭიროა ხელების კარგად დაბანა, საპნით და წყლით.
კოპაქსონი® წინასწარ შევსებული შპრიცის შეყვანა შესაძლებელია შესაბამისი საინექციო მოწყობილობის გამოყენებით. თუ პრეპარატი შეიყვანება უშუალოდ კოპაქსონისთვის წარმოებული საინექციო მოწყობილობით, საჭიროა მისი გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. გამოყენების ინსტრუქცია მოყვება მოწყობილობას.
არსებობს რამდენიმე მიდამო სხეულზე, სადაც პაციენტს შეუძლია პრეპარატის ინექცია. პაციენტმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი მიადმო, ქვემოთ მოცემული დიაგრამების მიხედვით.
მიდამო 1: მუცლის არე, ჭიპის გარშემო. ინექცია არ უნდა მოხდეს უშუალოდ ჭიპის ირგვლივ, 5 სმ-ან დიამეტრში.
მიდამო 2 და 3: თეძოები (მუხლის ზემო მიდამო).
მიდამო 4, 5, 6 და 7: მკლავების ზედა უკანა ნაწილი და დუნდულების ზედა ნაწილი (წელს ქვემო არე).
თითოეულ საინექციო მიდამოში არსებობს რამდენიმე საინექციო წერტილი. ყოველი ახალი ინექციისთვის უნდა შეირჩეს განსხვავებული საინექციო წერტილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული საინექციო მიდამოს გაღიზიანება და ტკივილი. საინექციო მიდამოები და საინექციო წერტილები უნდა იცვლებოდეს ყოველი ახალი ინექციისას. დაუშვებელია ერთი და იგივე საინექციო წერტილის მიჯრით გამოყენება.
შენიშვნა: პრეპარატის შეყვანა არ უნდა მოხდეს ისეთ საინექციო წერტილზე, რომელიც არის მტკივნეული, შეცვლილი აქვს ფერი, გამაგრებულია ან აღინიშნება შეშუპება. პაციენტს შეუძლია შეადგინოს საინექციო წერტილების რატაციის გეგმა და ჩაინიშნოს აღნიშნული რვეულში.
ზოგიერთ ზემოთ მოცემულ მიდამოში თვითინექციის განხორციელება რთულია (მაგ. მკლავების უკანა ნაწილში). აღნიშნულ მიდამოში პრეპარატის შეყვანისთვის პაციენტს შესაძლოა დაჭირდეს დახმარება.
ინექცია ხორციელდება შემდეგნაირად:
მოაძრეთ ქაღალდის ეტიკეტი და ამოიღეთ შპრიცი დამცავი ბლისტერიდან.
მოხსენით ნემსს დამცავი სახურავი. არ მოხსნათ სახურავი პირით ან კბილებით.
ნაზად გადაჭიმეთ კანი თავისუფალი ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით (სურათი 1).
შეიყვანეთ ნემსი კანში, როგორც ნაჩვენებია მე-2 სურათში.
დააწექით შპრიცის დგუშს და თანაბარი სიჩქარით შეიყვანეთ პრეპარატი, მანამ სანამ სრულად დაიცლება შპრიცი.
ერთიანად ამოიღეთ შპრიცი და ნემსი საინექციო მიდამოდან.
მოათავსეთ შპრიცი უსაფრთხო სანაგვე კონტეინერში. არ მოათავსოთ გამოყენებული შპრიცი საყოფაცხოვრებო ნაგავში, არამედ, მოათავსეთ ის ჩხვლეტისადმი გამძლე შეფუთვაში, ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის მიხედვით.
სტანდარტულ დღიურ დოზას მოზრდილთათვის შეადგენს 1 მზა შპრიცი (20 მგ გლატირამერის აცეტატი), კანქვეშა ინექციის სახით. მკურნალობის კონკრეტული ხანგრძლივობა დაზუსტებული არ არის. კოპაქსონით მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ნევროლოგის ან გაფანტული სკლეროზის მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ კოპაქსონის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
კოპაქსონი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში:
კოპაქსონის მოქმედება არ არის შესწავლილი კონკრეტულად აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
კოპაქსონის მოქმედება არ არის შესწავლილი კონკრეტულად თირკმელების უკმარისობის მქონე პირებში. კოპაქსონის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში, არსებობს ცნობები ღვიძლის ძლიერი დაზიანების (მათ შორის სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის გადანერგვის ცალკეული შემთხვევები) შესახებ. ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევების უმეტესობა იყო შექცევადი კოპაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ. ღვიძლისმიერი მოვლენები ვითარდებოდა კოპაქსონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე წლის შემდგომ პერიოდშიც კი.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ კოპაქსონის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუმცა დაუშვებელია ორი დოზის ერთდროულად მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს 24 საათში.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული მოვლენები
კოპაქსონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, კოპაქსონმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები:
იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს საშიში ალერგიული რეაქციები.
კოპაქსონით მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
გამონაყარი (წითელი წერტილები ან ურტიკარია);
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
უეცარი ქოშინი;
გულყრები;
გულისწასვლა.
სხვა ინექციის შემდგომი (ვითარდება უშუალოდ ინექციის შემდგომ) გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში, შემდეგი მოვლენებიდან ერთი ან მეტი შესაძლოა განვითარდეს ინექციიდან რამდენიმე წუთში. უმეტესობა მათგანი მსუბუქი ხასიათისაა და გართულების გარეშე გაივლის ინექციიდან ნახევარ საათიან ინტერვალში. თუმცა, ნახევარ საათზე მეტად გახანგრძლივების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ალები ან სიწითლე გულმკერდის ან სახის არეში (ვაზოდილატაციის გამო);
ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა);
ტკივილი გულმკერდის არეში;
აჩქარებული და ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
ღვიძლისმიერი დარღვევები:
კოპაქსონით მკურნალობის პერიოდში, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის პრობლემები (მათY შორის იშვიათად ღვიძლის უკმარისობა) ან გართულდეს უკვე არსებული ღვიძლისმიერი მდგომარეობა. შემდგომი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
გულისრევა;
მადის დაკარგვა;
შარდის გამუქება და განავლის ღია შეფერილობა;
კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;
უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენების და სისხლჩაქცევების განვითარება.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ძალიან ხშირი:
ინფექციები, გრიპი;
შფოთვა, დეპრესიულობა;
თავის ტკივილი;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
გამონაყარი კანზე;
სახსრების და წელის ტკივილი;
საერთო სისუსტე;
კანისმიერი რეაქციები პრეპარატის ინექციის ადგილას. აღნიშნული მოიცავს სიწითლეს, ტკივილს, დაწყლულებას, ქავილს, შეშუპებას, ანთებას და სხვა ალერგიულ რეაქციებს ინექციის მიდამოში (აღნიშნული მოვლენები ნორმალურია და გაივლის დროთა განმავლობაში); არასპეციფიკური ტკივილი.
ხშირი:
სასუნთქი გზების ინფექციები, კუჭის და ნაწლავების ანთება, წყლულები პირის ღრუში, ყურის ინექციები, რინორეა, კბილების აბსცესი, სოკოვანი ვაგინალური ინფექციები;
კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ნეოპლაზიები), სიმსივნეები (ნეოპლაზიები);
ლიმფური კვანძების შეშუპება (მათ შორის კისრის, იღლიების და საზარდულის მიდამოში);
ალერგიული რეაქციები;
მადის დაკარგვა, წონის მატება;
გაღიზიანებადობა;
გემოს შეგრძნების ცვლილებები, კუნთების ტონუსის მომატება, შაკიკი, მეტყველების პრობლემები, გულისწასვლა, ტრემორი;
მხედველობის გაორება, თვალისმიერი დარღვევები;
დისკომფორტის შეგრძნება ყურებში;
ხველა, ჭინჭრის ციება;
დისკომფორტი ანალურ მიდამოში და მსხვილ ნაწლავში, ყაბზობა, კბილების კარიესი, მოუნელებლობა, ყლაპვის გაძნელება, განავლის შეუკავებლობა, ღებინება;
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
სისხლჩაქცევები, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ურტიკარია, სხვა კანისმიერი დარღვევები;
კისრის ტკივილი;
მოშარდვის იმპერატიული მოთხოვნილება, შარდვის გახშირება, შარდვის გაძნელება;
შემცივნება, სახის შეშუპება, გამონაყარი ინექციის არეში, ადგილობივი რეაქციები, ხელების და ფეხების შეშუპება სითხის დაგროვების გამო, ცხელება.
ნაკლებად ხშირი:
აბსცესი, კანისა და რბილი ქსოვილების ანთება, ძირმაგარა, სირსველი (მტკივნეული ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, რომელიც გამოწვეულია ვირუსით და ვითარდება სხეულის ცალ მხარეს), თირკმელების ანთება;
კანის კიბო;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება ან დაქვეითება, ელენთის გადიდება, თრომბოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლის შედედებაზე) რაოდენობის დაქვეითება, სისხლის წითელი უჯრედების ფორმის ცვლილებები;
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და ჰიპერფუნქციონირება (ჰიპერთირეოზი);
დაქვეითებული ამტანობა ალკოჰოლის მიმართ, პოდაგრა (დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების უეცარ და ძლიერ ტკივილს, ასევე ზოგიერთი სახსრის სიწითლეს და შეშუპებას), ლიპიდების რაოდენობის მომატება სისხლში, ნატრიუმის რაოდენობის მომატება სისხლში, ფერიტინის რაოდენობის დაქვეითება სისხლში;
პათოლოგიური სიზმრები, კონფუზია, აჟიტირება, ჰალუცინაციები (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი, გემოვნების და ტაქტილური), აგრესიული ქცევა, ჭარბი თავდაჯერებულობა, პიროვნების აშლილობები, სუიციდური ქცევა;
მაჯის დაბუჟება და ტკივილი (მაჯის არხის სინდრომი), ქცევითი აშლილობები, გულყრები, წერის და კითხვის უნარის დარღვევები, კუნთოვანი დარღვევები, მოძრაობის დარღვევები, კუნთების სპაზმები, ნერვების ანთება, ნერვკუნთოვანი გზების დარღვევა, რაც იწვევს კუნთების დისფუნქციას, თვალების უნებლიე და სწრაფი მოძრაობები, დამბლა, ფეხის უმოძრაობა, სტუპორი, შავი ლაქები მხედველობის ველში;
კატარაქტა, თვალის გამჭვირვალე გარსის დაზიანება, თვალების სიმშრალე, სისხლდენა თვალებიდან, ზედა ქუთუთოს დამბლა, გუგების გაფართოება, მხედველობის ნერვის დაზიანება, რაც იწვევს მხედველობის დარღვევებს;
ექსტრასისტოლია, გულისცემის შენელება, გარდამავალი ტაქიკარდია;
ვარიკოზული ვენები;
სუნთქვის ხანგამოშვებითი პაუზა, სისხლდენა ცხვირიდან, უჩვეულოდ სწრაფი და ღრმა სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია), მოჭერილობის შეგრძნება ყელში, ფილტვების დაავადება, მოხრჩობის შეგრძნება ყელში მოჭერილობის შეგრძნების გამო;
ნაწლავების ანთება, პოლიპები მსხვილ ნაწლავში (უჩვეულო წანაზარდები, რომლებიც ვითარდება მსხვილი ნაწლავის კედელში სანათურის მიმართულებით), ბოყინი, წყლულები პირის ღრუში (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება), ღრძილების ანთება, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
ნაღვლოვანი კენჭები, ღვიძლის გადიდება;
კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, სიწითლე კანთან კონტაქტის შემდგომ, წითელი ფერის მტკივნეული გამონაყარი კანზე, კანის შეშუპება;
სახსრების ტკივილი, ანთება და შეშუპება (ართრიტი ან ოსტეოართრიტი), ანთება და ტკივილი, სითხით სავსე პარკები ზოგიერთი სახსრების ირგვლივ, გვერდების ტკივილი, კუნთოვანი მასის განლევა;
სისხლი შარდში, კენჭები თირკმელებში, საშარდე სისტემის სხვა დარღვევები, შარდის კონსისტენციის ცვლილებები;
სარღევე ჯირკვლების შეშუპება, ერექციის გაძნელება, თეძოს ორგანოების პროლაფსი (ორგანოების პროტრუზია თეძოს ძვლის მიმართულებით), ერექციის გახანგრძლივება, პროსტატის დარღვევები, პაპ-ტესტის პათ. ცვლილებები (ნაცხის აღება ხდება საშვილოსნოს ყელიდან), სათესლე ჯირკვლების დარღვევები, სისხლდენა საშოდან, საშოს მხრივი დარღვევები;
კისტები, თავბრუ, ჰიპოთერმია (სხეულის ტემპერატურის დაქვეითება), უცნობი ეტიოლოგიის ანთება, ქსოვილის დაზიანება ინექციის მიდამოში, ლორწოვანი გარსების დარღვევები;
ვაქცინაციის შემდგომი გართულებები.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- კოპაქსონი®-ს შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში. კოპაქსონი® 20 მგ/მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში ინახება მაცივარში, 2-8C ტემპერატურაზე. თუ სამაცივრე პირობები არ არის ხელმისაწვდომი, მისი შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე (< 25C), არაუმეტეს ერთი თვის ვადით. აღნიშნული ვადის შემდეგ, გამოუყენებელი შპრიცი, რომელიც არ არის ამოღებული ორიგინალი შეფუთვიდან, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მაცივარში. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. თითოეული მზა შპრიცი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. შპრიცი უნდა განადგურდეს თუ მასში მოტავსებული ხსნარი შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. პრეპარატი გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად. დაუშვებელია კოპაქსონის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე (იგულისხმება მითითებული ვის ბოლო დღე). გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაბრუნდეს აფთიაქში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Teva İlaçları San. ve Tic. A.Ş.
Ümraniye/ İSTANBUL
ტევა ილაკლარი სან. ვე ტიკ. ა.ს.
უმრანიე/სტამბული
წარმოების ადგილი:
IVAX Pharmaceuticals Ltd (Teva Runcorn).
Runcorn/Cheshire/Ingiltere
ივაქს ფარმასეტიქალს ლტდ (ტევა რანქორნ)
რანქორნი/ჩეშირი/ინგლისი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.