კონტუბელი
Contubel
კონტუბელი, გელი, არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნაწიბურების სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება ჭრილობის ან დაზიანების მხოლოდ სრულად შეხორცების შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- extractum capae + ალანტოინი (allantoin) + ჰეპარინი (heparin)
- ფორმა და შეფუთვა
- (10%+0,04%+1%) 20გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჭრილობების და წყლულების სამკურნალო პრეპარატები, შეხორცების ხელშემწყობი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D03AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044531
- რეგისტრირებულია
- 23 დეკემბერი 2025, მოქმედებს 23 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კონტუბელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კონტუბელი, გელი, არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნაწიბურების სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება ჭრილობის ან დაზიანების მხოლოდ სრულად შეხორცების შემდეგ. კონტუბელი ახდენს ანტიპროლიფერაციულ მოქმედებას (ხელს უშლის უჯრედების პროლიფერაციას და ახალი ქსოვილების წარმოქმნას), მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, მომადუნებელი და დამამშვიდებელი მოქმედება ნაწიბურის ქსოვილზე.
კონტუბელი გამოიყენება პაციენტებში ოპერაციების, ამპუტაციების, დამწვრობებისა და ტრავმების შემდგომი მოძრაობის შემზღუდველი ნაწიბურებით, გადიდებული, შეშუპებული (კელოიდური) და კოსმეტიკურად ხელშემშლელი ნაწიბურებით; მყესების დამოკლების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია დუპუიტრენის კონტრაქტურით, ასევე ნაწიბურების რეტრაქციის (ატროფიული ნაწიბურების) შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ შეფუთვის ჩანართში წარმოდგენილი ინსტრუქციების ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით.
თუ ექიმისგან სხვა დანიშნულება არ იქნება მოცემული, კონტუბელის გელის თხელი ფენა დღეში რამდენჯერმე ფრთხილი მოძრაობით შეიზილეთ ნაწიბური ქსოვილში სრულ შეწოვამდე. ძველი, მკვრივი ნაწიბურების შემთხვევაში კონტუბელი უნდა გაიჩეროთ ღამის განმავლობაში სახვევის ქვეშ.
ნაწიბურის ან კონტრაქტურის ზომისა და სისქის მიხედვით შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობა რამდენიმე კვირიდან თვეების განმავლობაში. ახალი ნაწიბურების მკურნალობისას საჭიროა ისეთი ფიზიკური გამაღიზიანებელი ფაქტორის თავიდან აცილება, როგორიცაა ძლიერი სიცივე, ულტრაიისფერი რადიაცია (მზის ზემოქმედება) ან ძალიან ძლიერ მასირება.
გამოყენება ბავშვებში
1 წლის ასაკიდან ბავშვებში კონტუბელის დატანა ნაწიბურებზე რეკომენდებულია ერთხელ ან ორჯერ დღეში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ხახვის (capae) ექსტრაქტის, ჰეპარინის, ალანტოინის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.
სიფრთხილის ზომები
კონტუბელის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის გამოყენება შეიძლება 1 წლიდან ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ურთიერთქმედების (პრეპარატების გავლენა ერთმანეთის მიმართ) შემთხვევები არ არის დაფიქსირებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მონაცემები არ არის. თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არ არის.
კონტუბელი შეიცავს
მეთილპარაბენს (მეთილ 4-ჰიდროქსიბენზოატი), რომელიც შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს (შესაძლოა, გახანგრძლივებული ტიპის).
სორბინის მჟავა, რომელიც შეიძლება იწვევდეს კანის ადგილობრივ რეაქციებს, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი (კანის ანთება აპლიკაციის ადგილზე).
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ყველაზე ხშირად რეგისტრირებული არასასურველი რეაქციები იყო ადგილობრივი რეაქციები მკურნალობის ადგილზე (იხ. პარაგრაფი 2 „კონტუბელი შეიცავს“).
შემდეგი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კვლევაში, რომელშიც 592 პაციენტი მკურნალობდა 10.0 გ ხახვის ექსტრაქტის/40.0 მგ (5.000 სე) ნატრიუმის ჰეპარინის /1.0 გ ალანტოინის შემცველი გელით.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ქავილი, სიწითლე (ერითემა), კანის სისხლძარღვების გაფართოება (ტელანგიექტაზია), ნაწიბურის გამყიფება (ატროფია).
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
კანის ჰიპერპიგმენტაცია (კანის პიგმენტის ჭარბი დაგროვება), კანის ატროფია (მოდუნება, გამყიფება).
უცნობია (გარდა კლინიკური კვლევებისა, შემდეგი არასასურველი რეაქციები რეგისტრირებულია ამ პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, არსებული მოანაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
ჩირქოვანი გამონაყარი
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
კანის პათოლოგიური მგრძნობელობა (პარესთეზია)
აპლიკაციის ადგილის შეშუპება და ტკივილი.
კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტები), ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, კანის გაღიზიანება, ბუშტუკების განვითარება, კანის ანთება, წვის შეგრძნება კანზე, აქერცვლა აპლიკაციის ადგილზე, კანის მოჭიმვის შეგრძნება.
კონტუბელი ჩვეულებრივ ძალიან კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ქავილი, რომელიც 10.0 გ ხახვის ექსტრაქტის/40.0 მგ (5.000 სე) ნატრიუმის ჰეპარინის /1.0 გ ალანტოინის შემცველი გელით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა, გამოწვეულია ნაწიბურის ქსოვილის ცვლილებით და, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:
თითოეული 1 გ გელი შეიცავს:
ხახვის ექსტრაქტს 100 მგ
ნატრიუმის ჰეპარინს 0.4 მგ
ალანტოინს 10 მგ
დამხმარე ნივთიერებებია:
სორბინის მჟავა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ქსანტანის გომიზი, პოლიეთილენგლიკოლი, კივის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი
კონტუბელის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, მოთეთრო-ყვითელი ფერის გელი ადგილობრივი გამოყენებისთვის ალუმინის ტუბში.
20 გ, 50 გ, 100 გ და 120 გ ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა შეადგენს 24 თვეს.
პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 24 თვის განმავლობაში.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპარინები და ჰეპარინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ათქ კოდი: C05BA53
კონტუბელს აქვს ანტიპროლიფერაციული, ეპითელიზირებადი, ანთების საწინააღმდეგო, მომადუნებელი და დამამშვიდებელი მოქმედება ნაწიბურის ქსოვილზე.
ხახვის ექსტრაქტი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ანთებითი მედიატორების გამოშვების დათრგუნვით და მას აქვს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.
ის ხელს უშლის სხვადასხვა წარმოშობის ფიბრობლასტების, მათ შორის კელოიდების ზრდას.
საკუთარი მიტოგენური ეფექტის ინჰიბირების გარდა, ნაჩვენებია, რომ ის ამცირებს ფიბრობლასტების უჯრედშორისი მატრიქსის კომპონენტების (მაგალითად პროტეოგლიკანების) ფორმირებას.
ხახვის ექსტრაქტს ასევე აქვს ბაქტერიციდული მოქმედება. ეს თვისებები ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და ამცირებს ნაწიბურის არაფიზიოლოგიურ ფორმირებას.
ჰეპარინი ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციულ მოქმედებას და აძლიერებს ქსოვილების ჰიდრატაციას. ის ასევე, გავლენას ახდენს კოლაგენის სტრუქტურის გამოთავისუფლებაზე (თრგუნავს კოლაგენის გამომუშავებას).
ნაწიბურების სამკურნალოდ ჰეპარინის ანთების საწინააღმდეგი მოქმედება, ასევე მისი მოქმედება შემაერთებელი ქსოვილის კომპონენტებზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ცნობილი ანტითრომბოზული მოქმედება.
ალანტოინი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, მას აქვს ეპითელიზირებადი მოქმედება და ის აძლიერებს ქსოვილის მიერ წყლის შეკავშირების უნარს.
გარდა ამისა, მას აქვს კერატოლიზური და შეწოვის ხელშემწყობი თვისებები, რაც ზრდის კონტუბელის სხვა მოქმედი ნივთიერებების ეფექტიანობას.
ასევე, ალანტოინს აქვს დამამშვიდებელი თვისებები, ხსნის ქავილს, რომელიც, ზოგადად, გამოწვეულია ნაწიბურის შეხორცებით.
მოქმედი ნივთიერებების ასეთი კომბინაციის სინერგიულ მოქმედებას წარმოადგენს ფიბრობლასტების გავრცელების დათრგუნვა, განსაკუთრებით, კოლაგენის პათოლოგიურად გაძლიერებული გამომუშავება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
არ არის მითითებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კონტუბელი
10% / 0.04% / 1% გელი
ხახვის ექსტრაქტი 100 მგ
ნატრიუმის ჰეპარინი 0.4 მგ
ალანტოინი 10 მგ
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს კონტუბელი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ კონტუბელის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება კონტუბელი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- კონტუბელის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს კონტუბელი და რისთვის გამოიყენება
კონტუბელი, გელი, არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნაწიბურების სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება ჭრილობის ან დაზიანების მხოლოდ სრულად შეხორცების შემდეგ. კონტუბელი ახდენს ანტიპროლიფერაციულ მოქმედებას (ხელს უშლის უჯრედების პროლიფერაციას და ახალი ქსოვილების წარმოქმნას), მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, მომადუნებელი და დამამშვიდებელი მოქმედება ნაწიბურის ქსოვილზე.
კონტუბელი გამოიყენება პაციენტებში ოპერაციების, ამპუტაციების, დამწვრობებისა და ტრავმების შემდგომი მოძრაობის შემზღუდველი ნაწიბურებით, გადიდებული, შეშუპებული (კელოიდური) და კოსმეტიკურად ხელშემშლელი ნაწიბურებით; მყესების დამოკლების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია დუპუიტრენის კონტრაქტურით, ასევე ნაწიბურების რეტრაქციის (ატროფიული ნაწიბურების) შემთხვევაში.
- რა უნდა იცოდეთ კონტუბელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კონტუბელი:
თუ გაქვთ ალერგია ხახვის (capae) ექსტრაქტის, ჰეპარინის, ალანტოინის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
კონტუბელის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის გამოყენება შეიძლება 1 წლიდან ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და კონტუბელი
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ურთიერთქმედების (პრეპარატების გავლენა ერთმანეთის მიმართ) შემთხვევები არ არის დაფიქსირებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მონაცემები არ არის. თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არ არის.
კონტუბელი შეიცავს
მეთილპარაბენს (მეთილ 4-ჰიდროქსიბენზოატი), რომელიც შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს (შესაძლოა, გახანგრძლივებული ტიპის).
სორბინის მჟავა, რომელიც შეიძლება იწვევდეს კანის ადგილობრივ რეაქციებს, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი (კანის ანთება აპლიკაციის ადგილზე).
- როგორ გამოიყენება კონტუბელი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ შეფუთვის ჩანართში წარმოდგენილი ინსტრუქციების ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით.
თუ ექიმისგან სხვა დანიშნულება არ იქნება მოცემული, კონტუბელის გელის თხელი ფენა დღეში რამდენჯერმე ფრთხილი მოძრაობით შეიზილეთ ნაწიბური ქსოვილში სრულ შეწოვამდე. ძველი, მკვრივი ნაწიბურების შემთხვევაში კონტუბელი უნდა გაიჩეროთ ღამის განმავლობაში სახვევის ქვეშ.
ნაწიბურის ან კონტრაქტურის ზომისა და სისქის მიხედვით შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობა რამდენიმე კვირიდან თვეების განმავლობაში. ახალი ნაწიბურების მკურნალობისას საჭიროა ისეთი ფიზიკური გამაღიზიანებელი ფაქტორის თავიდან აცილება, როგორიცაა ძლიერი სიცივე, ულტრაიისფერი რადიაცია (მზის ზემოქმედება) ან ძალიან ძლიერ მასირება.
გამოყენება ბავშვებში
1 წლის ასაკიდან ბავშვებში კონტუბელის დატანა ნაწიბურებზე რეკომენდებულია ერთხელ ან ორჯერ დღეში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ყველაზე ხშირად რეგისტრირებული არასასურველი რეაქციები იყო ადგილობრივი რეაქციები მკურნალობის ადგილზე (იხ. პარაგრაფი 2 „კონტუბელი შეიცავს“).
შემდეგი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კვლევაში, რომელშიც 592 პაციენტი მკურნალობდა 10.0 გ ხახვის ექსტრაქტის/40.0 მგ (5.000 სე) ნატრიუმის ჰეპარინის /1.0 გ ალანტოინის შემცველი გელით.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ქავილი, სიწითლე (ერითემა), კანის სისხლძარღვების გაფართოება (ტელანგიექტაზია), ნაწიბურის გამყიფება (ატროფია).
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
კანის ჰიპერპიგმენტაცია (კანის პიგმენტის ჭარბი დაგროვება), კანის ატროფია (მოდუნება, გამყიფება).
უცნობია (გარდა კლინიკური კვლევებისა, შემდეგი არასასურველი რეაქციები რეგისტრირებულია ამ პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, არსებული მოანაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
ჩირქოვანი გამონაყარი
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
კანის პათოლოგიური მგრძნობელობა (პარესთეზია)
აპლიკაციის ადგილის შეშუპება და ტკივილი.
კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტები), ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, კანის გაღიზიანება, ბუშტუკების განვითარება, კანის ანთება, წვის შეგრძნება კანზე, აქერცვლა აპლიკაციის ადგილზე, კანის მოჭიმვის შეგრძნება.
კონტუბელი ჩვეულებრივ ძალიან კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ქავილი, რომელიც 10.0 გ ხახვის ექსტრაქტის/40.0 მგ (5.000 სე) ნატრიუმის ჰეპარინის /1.0 გ ალანტოინის შემცველი გელით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა, გამოწვეულია ნაწიბურის ქსოვილის ცვლილებით და, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
- კონტუბელის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა შეადგენს 24 თვეს.
პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 24 თვის განმავლობაში.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კონტუბელი
მოქმედი ნივთიერებები:
თითოეული 1 გ გელი შეიცავს:
ხახვის ექსტრაქტს 100 მგ
ნატრიუმის ჰეპარინს 0.4 მგ
ალანტოინს 10 მგ
დამხმარე ნივთიერებებია:
სორბინის მჟავა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ქსანტანის გომიზი, პოლიეთილენგლიკოლი, კივის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი
კონტუბელის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, მოთეთრო-ყვითელი ფერის გელი ადგილობრივი გამოყენებისთვის ალუმინის ტუბში.
20 გ, 50 გ, 100 გ და 120 გ ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Caddesi No:14 34768
უმრანიე / სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
მწარმოებელი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.
Sancaklar Mah. Eski Akçakoca Cad. No:299
მერკეზი - დუზჯე/თურქეთი
ტელეფონი: +90 380 526 30 60
ფაქსი: +90 380 526 30 43
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2024 წლის აგვისტო
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


