პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

კონაზოლი

KONAZOL

რეცეპტით2%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

Konazol-ი შამპუნის სახით გამოიოყენება თმიან კანზე ანდა კანზე. KONAZOL-ი ბაზარზე წარმოდგენილია 100 მლ პლასტმასის ბოთლებში. KONAZOL-ის აქტიური ნივთიერება კეტოკონაზოლი, მიეკუთვნება იმიდაზოლით წარმოებული სისტემური ანტიმიკოტიკების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოკონაზოლი (ketoconazole)
ფორმა და შეფუთვა
2% 100მლ სამედიცინო შამპუნი ბოთლი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
D01AC08
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0325
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკონაზოლი და სხვა წამალი ერთად

კონაზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Konazol-ი შამპუნის სახით გამოიოყენება თმიან კანზე ანდა კანზე.

KONAZOL-ი ბაზარზე წარმოდგენილია 100 მლ პლასტმასის ბოთლებში.

KONAZOL-ის აქტიური ნივთიერება კეტოკონაზოლი, მიეკუთვნება იმიდაზოლით წარმოებული სისტემური ანტიმიკოტიკების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფს.

KONAZOL-ი გამოიყენება თავის კანზე და სხეულზე წარმოქმნილი შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს:

ქერტლი

მშრალი ან ცხიმიანი ქერქი თავის კანზე და სხეულზე, რომელსაც ეწოდება "სებორეული დერმატიტი"

როცა მზის ზემოქმედების შემდეგად სხეულზე ჩანს თეთრ-ყავისფერი ლაქები, სახელწოდებით "tinea versicolor" ან "Pityriasis versicolor"

შესაძლებელია ასეთ მდგომარეობას თან ახლდეს ქავილი. ეს პრობლემები წარმოიქმნება სოკოს შედეგად სახელწოდებით "მალასეზია". ეს სოკო ყველას კანზე არსებობს, მაგრამ ხანდახან შეიძლება ზედმეტად გაიზარდოს და პრობლემები გამოიწვიოს. KONAZOL-ი მუშაობს ამ სოკოს მოკვლაზე და ხელს უშლის მის ხელახლა წარმოქმნას.

KONAZOL -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

KONAZOL-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ გაქვთ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) კეტოკონაზოლის ან KONAZOL-ის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონაზოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

KONAZOL -ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:

თუ თმაზე იყენებთ სტეროიდების შემცველ ლოსიონს ან კრემს, როგორიცაა ბეტამეთაზონი ან ჰიდროკორტიზონი

KONAZOL-ით მკურნალობის პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ნაკლები ლოსიონი ან კრემი უნდა გამოიყენოთ

როდესაც KONAZOL-ი დაიწყებს ეფექტის გამოვლენას, ეს შეაჩერებს თქვენს გამწვავებულ მდგომარეობას.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები სტეროიდული ლოსიონის ან კრემის შეწყვეტის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ KONAZOL -ი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. კონაზოლი არ არის რეკომენდებული ჩვილებისა და ბავშვებისთვის.

KONAZOL-ი გამოიყენება მხოლოდ თმის ან კანისთვის. თუ დარწმუნებული არ ხართ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ქერტლის, მშრალი, ცხიმიანი აქერტლილი კანისთვის:

დაიწყეთ შამპუნის გამოყენება კვირაში ორჯერ

შამპუნი უნდა გამოიყენოთ ყოველ 3 ან 4 დღეში ორიდან ოთხი კვირის განმავლობაში.

ამის შემდეგ, თქვენ უნდა გამოიყენოთ შამპუნი 1-2 კვირაში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ სიმპტომების ხელახალი განმეორება.

არ გამოიყენოთ შამპუნი იმაზე ხშირად, ვიდრე ექიმმა გითხრათ.

კანზე არსებული თეთრ-ყავისფერი ლაქებისთვის:

შამპუნი კანზე არსებულ თეთრ-ყავისფერ ლაქებზე უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.

თუ მზეზე გასვლისას თეთრ-ყავისფერი ლაქები უფრო გამოიკვეთა; სანამ მზეზე გახვალთ შამპუნი უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.

მიღების გზა და მეთოდი:

KONAZOL-ი გამოიყენება კანისა და თმიანი კანის დაავადებულ უბანზე. 3-5 წუთის ლოდინის შემდეგ ჩამოიბანება წყლით. თუ თქვენ გჭირდებათ თმის დაბანა პროცედურებს შორის, გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი.

თუ გაქვთ ხშირი ან გრძელი თმა, ჯერ დაიბანეთ თმა თქვენი ჩვეულებრივი შამპუნით და შემდეგ გამოიყენეთ KONAZOL-ი.

თუ კონაზოლი მოხვდება თვალებში, ნაზად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

შამპუნის გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მიღება ბავშვებში:

KONAZOL-ის გამოყენება ახალშობილებში და ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

KONAZOL -ს არ აქვს სპეციალური გამოყენების შემთხვევები.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ KONAZOL-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი KONAZOL-ი მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი KONAZOL-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ KONAZOL -ის მიღება:

KONAZOL-ი გამოიყენეთ გახსენებისთანავე.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს KONAZOL-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენისა და ყელის შეშუპების სახით, რაც იწვევს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას (ავლენს 1000-დან 1-ზე ნაკლები ადამიანი).

კანის სიწითლე ან ძლიერი გაღიზიანება, სადაც შამპუნი იყო გამოყენებული, ან ალერგიის სხვა ნიშნები მკურნალობის პირველ დღეებში (ავლენს 100-დან 1-ზე ნაკლები ადამიანი).

კანის დაბუშტუკება ან აქერცვლა (ავლენს 1000-დან 1-ზე ნაკლები ადამიანი).

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია KONAZOL-ზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

KONAZOL-ის სერიოზული გვერდითი მოვლენები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

არახშირი გვერდითი მოვლენები (100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

ინფექცია თმის ძირებში

ცრემლის გამოყოფის გაზრდა

თმის მოულოდნელი ცვენა ან თმის შეთხელება

კანის სიმშრალე, გამონაყარი, წვის შეგრძნება

თმაზე წარმოშობილი ცვლილებები

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

გემოს დარღვევა

თვალების გაღიზიანება

აკნე (ჩირქოვანი გამონაყარი)

კანის აქერცვლა

ქვემოთ მოხსენებული გვერდითი მოვლენები შეიძლება არ იყოს იდენტიფიცირებული კონკრეტული სიხშირით, რადგან უცნობია თუ რა სიხშირით ვლინდება ისინი და შესაბამისად კლასიფიცირებულია ამის მიხედვით

ჭინჭრის ციება (ასევე ცნობილია როგორც ურტიკარია)

თმის ფერის ცვლილებები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროდუქციის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, KONAZOL-ის გამოყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, რაიმე მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ KONAZOL-ის გამოყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ KONAZOL-მა იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

KONAZOL -ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებებს შორის, ბუტილ ჰიდროქსიტოლუენიმა ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ამ სამკურნალო პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) მეთილპარაბენ ნატრიუმის შემცველობის გამო.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

KONAZOL-ი ჩვეულებრივ არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ურეცეპტო და მცენარეულ მედიკამენტებსაც.

გვერდითი მოვლენები

მოხმარებისინსტრუქციაშინახსენებიანსხვაგვერდითიმოვლენისდადგომისშემთხვევაში, გაესაუბრეთთქვენსექიმს, ფარმაცევტსანექთანს. აგრეთვე, გადატანილიგვერდითიმოვლენებისშესახებშეგიძლიათშეატყობინოთთურქეთისფარმაკოვიგილაციისცენტრს (TUFAM), რისთვისაცშეგიძლიათშეხვიდეთვებ-გვერდზე: www.titck.gov.trდაგადახვიდეთ „მედიკამენტისგვერდითიმოვლენებისშეტყობინების“ გვერდზე, ანდარეკოთგვერდითიმოვლენებისშეტყობინებისსპეციალურხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილგვერდითმოვლენებზეშეტყობინებითსაკუთარწვლილსშეიტანთთქვენმიერმიღებულიმედიკამენტისუსაფრთხოებისგაზრდაში.

როგორ შეინახოთ KONAZOL-ი?

შეინახეთ KONAZOL-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ KONAZOL-ი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

”ბოლო გამოყ. თარ.:“ შემდეგ დაწერილი რიცხვი წარმოადგენს თვეს და ამ თვის ბოლო დღე არის ვარგისიანობის ვადა.

არ გამოიყენოთ KONAZOL-ი თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადა გასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

ქურთსან ილაჩლარი ა.შ. (Kurtsan ilaçları A.Ş.)

ისთოჩ ოთომარკეთ A-2 ბლოკი ბურაქ პლაზა 7 34218 ბაღჯილარ/სტამბული

ტელ: 0212 481 30 50

ფაქსი: 0212 481 59 14

წარმოების ადგილი:

Recordatı İlaç San. ve Tic. A.Ş. (სს. „რექორდათი ილაჩ სან. ვე თიჯ.“)

ჩ.ო.ს.ბ. ქარააღაჩის უბანი ათათურქ გაზი No: 36 ქაფაქლი თექირდაღი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 01/11/2019 წელს იქნა დადასტურებული.

900586-5

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ქურთსან ილაჩლარი

გამოყენების ინსტრუქცია

Konazol % 2 სამედიცინო შამპუნი

თმიან კანზე და/ანდა ადგილობრივად კანზე წასმით გამოიყენება

აქტიური ნივთიერება: KONAZOL-ის ყოველი გრამი შეიცავს 20 მგ კეტოკონაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები: ერითროზინი (E127), ბუტილ ჰიდროქსიტოლუენი (E321), ეთილენდიამინის ტეტრაძმარმჟავა დინატრიუმი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ესენცია, ჰიდროქლორიდის მჟავა (%37-იანი), PEG-75 ლანოლინი (ხელოვნური ცხიმი), კოკოამიდი DEA, ლაურილის სპირტი, პოლიგლიკოლის ეთერის სულფოსუკცინატი, ნატრიუმის ლაურილ ეთერის სულფატი, PEG-200 ჰიდროგენირებული გლიცერილის პალმატი, PEG-7 გლიცერილის კოკოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (5%), შეიცავს დეიონიზებულ წყალს და მეთილ პარაბენ ნატრიუმს, როგორც კონსერვანტს.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის Konazol-ი და რისთვის გამოიყენება?

Konazol -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ Konazol-ი?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ Konazol-ი?

რა არის Konazol-ი და რისთვის გამოიყენება?

Konazol-ი შამპუნის სახით გამოიოყენება თმიან კანზე ანდა კანზე.

KONAZOL-ი ბაზარზე წარმოდგენილია 100 მლ პლასტმასის ბოთლებში.

KONAZOL-ის აქტიური ნივთიერება კეტოკონაზოლი, მიეკუთვნება იმიდაზოლით წარმოებული სისტემური ანტიმიკოტიკების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფს.

KONAZOL-ი გამოიყენება თავის კანზე და სხეულზე წარმოქმნილი შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს:

ქერტლი

მშრალი ან ცხიმიანი ქერქი თავის კანზე და სხეულზე, რომელსაც ეწოდება "სებორეული დერმატიტი"

როცა მზის ზემოქმედების შემდეგად სხეულზე ჩანს თეთრ-ყავისფერი ლაქები, სახელწოდებით "tinea versicolor" ან "Pityriasis versicolor"

შესაძლებელია ასეთ მდგომარეობას თან ახლდეს ქავილი. ეს პრობლემები წარმოიქმნება სოკოს შედეგად სახელწოდებით "მალასეზია". ეს სოკო ყველას კანზე არსებობს, მაგრამ ხანდახან შეიძლება ზედმეტად გაიზარდოს და პრობლემები გამოიწვიოს. KONAZOL-ი მუშაობს ამ სოკოს მოკვლაზე და ხელს უშლის მის ხელახლა წარმოქმნას.

KONAZOL -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

KONAZOL-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ გაქვთ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) კეტოკონაზოლის ან KONAZOL-ის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონაზოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

KONAZOL -ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:

თუ თმაზე იყენებთ სტეროიდების შემცველ ლოსიონს ან კრემს, როგორიცაა ბეტამეთაზონი ან ჰიდროკორტიზონი

KONAZOL-ით მკურნალობის პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ნაკლები ლოსიონი ან კრემი უნდა გამოიყენოთ

როდესაც KONAZOL-ი დაიწყებს ეფექტის გამოვლენას, ეს შეაჩერებს თქვენს გამწვავებულ მდგომარეობას.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები სტეროიდული ლოსიონის ან კრემის შეწყვეტის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ორსულობა

პროდუქციის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, KONAZOL-ის გამოყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, რაიმე მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პროდუქციის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ძუძუთი კვებავთ KONAZOL-ის გამოყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ KONAZOL-მა იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

KONAZOL -ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებებს შორის, ბუტილ ჰიდროქსიტოლუენიმა ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ამ სამკურნალო პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) მეთილპარაბენ ნატრიუმის შემცველობის გამო.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

KONAZOL-ი ჩვეულებრივ არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ურეცეპტო და მცენარეულ მედიკამენტებსაც.

როგორ უნდა მიიღოთ KONAZOL-ი?

ყოველთვის გამოიყენეთ KONAZOL -ი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. კონაზოლი არ არის რეკომენდებული ჩვილებისა და ბავშვებისთვის.

KONAZOL-ი გამოიყენება მხოლოდ თმის ან კანისთვის. თუ დარწმუნებული არ ხართ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ქერტლის, მშრალი, ცხიმიანი აქერტლილი კანისთვის:

დაიწყეთ შამპუნის გამოყენება კვირაში ორჯერ

შამპუნი უნდა გამოიყენოთ ყოველ 3 ან 4 დღეში ორიდან ოთხი კვირის განმავლობაში.

ამის შემდეგ, თქვენ უნდა გამოიყენოთ შამპუნი 1-2 კვირაში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ სიმპტომების ხელახალი განმეორება.

არ გამოიყენოთ შამპუნი იმაზე ხშირად, ვიდრე ექიმმა გითხრათ.

კანზე არსებული თეთრ-ყავისფერი ლაქებისთვის:

შამპუნი კანზე არსებულ თეთრ-ყავისფერ ლაქებზე უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.

თუ მზეზე გასვლისას თეთრ-ყავისფერი ლაქები უფრო გამოიკვეთა; სანამ მზეზე გახვალთ შამპუნი უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ შამპუნი იმაზე ხშირად, ვიდრე ექიმმა გითხრათ.

მიღების გზა და მეთოდი:

KONAZOL-ი გამოიყენება კანისა და თმიანი კანის დაავადებულ უბანზე. 3-5 წუთის ლოდინის შემდეგ ჩამოიბანება წყლით. თუ თქვენ გჭირდებათ თმის დაბანა პროცედურებს შორის, გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი.

თუ გაქვთ ხშირი ან გრძელი თმა, ჯერ დაიბანეთ თმა თქვენი ჩვეულებრივი შამპუნით და შემდეგ გამოიყენეთ KONAZOL-ი.

თუ კონაზოლი მოხვდება თვალებში, ნაზად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

შამპუნის გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მიღება ბავშვებში:

KONAZOL-ის გამოყენება ახალშობილებში და ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

KONAZOL -ს არ აქვს სპეციალური გამოყენების შემთხვევები.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ KONAZOL-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი KONAZOL-ი მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი KONAZOL-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ KONAZOL -ის მიღება:

KONAZOL-ი გამოიყენეთ გახსენებისთანავე.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს KONAZOL-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენისა და ყელის შეშუპების სახით, რაც იწვევს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას (ავლენს 1000-დან 1-ზე ნაკლები ადამიანი).

კანის სიწითლე ან ძლიერი გაღიზიანება, სადაც შამპუნი იყო გამოყენებული, ან ალერგიის სხვა ნიშნები მკურნალობის პირველ დღეებში (ავლენს 100-დან 1-ზე ნაკლები ადამიანი).

კანის დაბუშტუკება ან აქერცვლა (ავლენს 1000-დან 1-ზე ნაკლები ადამიანი).

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია KONAZOL-ზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

KONAZOL-ის სერიოზული გვერდითი მოვლენები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

არახშირი გვერდითი მოვლენები (100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

ინფექცია თმის ძირებში

ცრემლის გამოყოფის გაზრდა

თმის მოულოდნელი ცვენა ან თმის შეთხელება

კანის სიმშრალე, გამონაყარი, წვის შეგრძნება

თმაზე წარმოშობილი ცვლილებები

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

გემოს დარღვევა

თვალების გაღიზიანება

აკნე (ჩირქოვანი გამონაყარი)

კანის აქერცვლა

ქვემოთ მოხსენებული გვერდითი მოვლენები შეიძლება არ იყოს იდენტიფიცირებული კონკრეტული სიხშირით, რადგან უცნობია თუ რა სიხშირით ვლინდება ისინი და შესაბამისად კლასიფიცირებულია ამის მიხედვით

ჭინჭრის ციება (ასევე ცნობილია როგორც ურტიკარია)

თმის ფერის ცვლილებები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარებისინსტრუქციაშინახსენებიანსხვაგვერდითიმოვლენისდადგომისშემთხვევაში, გაესაუბრეთთქვენსექიმს, ფარმაცევტსანექთანს. აგრეთვე, გადატანილიგვერდითიმოვლენებისშესახებშეგიძლიათშეატყობინოთთურქეთისფარმაკოვიგილაციისცენტრს (TUFAM), რისთვისაცშეგიძლიათშეხვიდეთვებ-გვერდზე: www.titck.gov.trდაგადახვიდეთ „მედიკამენტისგვერდითიმოვლენებისშეტყობინების“ გვერდზე, ანდარეკოთგვერდითიმოვლენებისშეტყობინებისსპეციალურხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილგვერდითმოვლენებზეშეტყობინებითსაკუთარწვლილსშეიტანთთქვენმიერმიღებულიმედიკამენტისუსაფრთხოებისგაზრდაში.

როგორ შეინახოთ KONAZOL-ი?

შეინახეთ KONAZOL-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ KONAZOL-ი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

”ბოლო გამოყ. თარ.:“ შემდეგ დაწერილი რიცხვი წარმოადგენს თვეს და ამ თვის ბოლო დღე არის ვარგისიანობის ვადა.

არ გამოიყენოთ KONAZOL-ი თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადა გასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

ქურთსან ილაჩლარი ა.შ. (Kurtsan ilaçları A.Ş.)

ისთოჩ ოთომარკეთ A-2 ბლოკი ბურაქ პლაზა 7 34218 ბაღჯილარ/სტამბული

ტელ: 0212 481 30 50

ფაქსი: 0212 481 59 14

წარმოების ადგილი:

Recordatı İlaç San. ve Tic. A.Ş. (სს. „რექორდათი ილაჩ სან. ვე თიჯ.“)

ჩ.ო.ს.ბ. ქარააღაჩის უბანი ათათურქ გაზი No: 36 ქაფაქლი თექირდაღი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 01/11/2019 წელს იქნა დადასტურებული.

900586-5

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა