პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები

კოლხიცინი

COLCHICAN®

რეცეპტით0,5მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

კოლხიცინი გამოიყენება პოდაგრას გამწვავების (დიათეზი) სამკურნალოდ. პოდაგრა არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ართრიტით და გამოწვეულია ქსოვილებში (სახსრებში და სახსრების მიმდებარე ქსოვილებში) მონონატრიუმის ურატის კრისტალების დეპოზიციით. პრეპარატი ამცირებს ანთებით პროცესს პოდაგრას მწვავე შეტევების დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Colchicine)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Polfarmex S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, პრეპარატები შარდმჟავას მეტაბოლიზმზე მოქმედების გარეშე
ATC კოდი
M04AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037081
რეგისტრირებულია
29 დეკემბერი 2022, მოქმედებს 29 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლხიცინი და სხვა წამალი ერთად

კოლხიცინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კოლხიცინი გამოიყენება პოდაგრას გამწვავების (დიათეზი) სამკურნალოდ. პოდაგრა არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ართრიტით და გამოწვეულია ქსოვილებში (სახსრებში და სახსრების მიმდებარე ქსოვილებში) მონონატრიუმის ურატის კრისტალების დეპოზიციით.

პრეპარატი ამცირებს ანთებით პროცესს პოდაგრას მწვავე შეტევების დროს. ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავების საპრევენციოდ, როდესაც მკურნალობა დაწყებულია სხვა ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც ამცირებენ შარდმჟავას შემცველობას ორგანიზმში (როგორიცაა ალოპურინოლი, ფებუქსოსტატი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი).

პრეპარატი გავლენას არ ახდენს შარდმჟავას კონცენტრაციაზე სისხლში და ქსოვილებში.

მიღების წესი და დოზირება

კოლხიცინი მიღებულ უნდა იქნეს ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან, ან ფარმაცევტთან დაკავშირება.

ტაბლეტები იყლაპება წყალთან ერთად.

პოდაგრას მწვავე შეტევის მკურნალობის კურსის გამეორება დასაშვებია მხოლოდ წინა კურსის დასრულებიდან 3 დღეში.

გამოყენება მოზრდილებში

დოზები პოდაგრას მწვავე შეტევის სამკურნალოდ

მკურნალობა იწყება 2 ტაბლეტით, რასაც ერთ საათში ემატება 1 ტაბლეტი. პრეპარატი აღარ მიიღება მომდევნო 12 საათის განმავლობაში. 12 საათის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს დოზით არაუმეტეს 1 ტაბლეტისა 3-ჯერ დღეში, სიმპტომების მოხსნამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების მოხსნამდე ან როდესაც მიღებული ტაბლეტების საერთო რაოდენობა მიაღწევს 12-ს. მკურნალობის კურსი არ უნდა აჭარბებდეს 12 ტაბლეტს. კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, პაციენტმა არ უნდა დაიწყოს ახალი კურსი უახლოესი 3 დღის განმავლობაში.

მოზრდილებში პოდაგრის გამწვავების პრევენცია სხვა პრეპარატებით მკურნალობის დაწყების დროს:

რეკომენდებულ დოზას შეადგენს 1-2 ტაბლეტი დღეში. მკურნალობა გრძელდება ალოპურინოლით, ფებუქსოსტატით ან შარდმჟავას გამომყოფი პრეპარატებით (აძლიერებენ შარდმჟავას ექსკრეციას) თერაპიის დაწყებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.

გასტროინტესტინალური გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

ხანდაზმული ასაკის პირებში კოლხიცინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.

ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში კოლხიცინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე ხარისხის დაზიანების დროს.

თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში

რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ: 0.5 მგ კოლხიცინი პერორალურად, 2-ჯერ დღეში;

კრეატინინის კლირენსი 35 – 49 მლ/წთ: 0.5 მგ კოლხიცინი პერორალურად, 1-ხელ დღეში;

კრეატინინის კლირენსი 10 – 34 მლ/წთ: 0.5 მგ კოლხიცინი პერორალურად, 2-3 დღეში 1-ხელ;

კოლხიცინი უკუნაჩვენებია თუ კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ.

კოლხიცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.

თუ პაციენტი იღებს კოლხიცინის ტაბლეტების დასაშვებზე მეტ რაოდენობას:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დაყოვნებით, 2-დან 12 საათის შემგომ.

კოლხიცინის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში:

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. შემდგომი დოზის მიღების დრო უნდა დადგინდეს მკურნალი ექიმის მიერ.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია კოლხიცინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. მე-6 პუნქტი);

თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე დაავადება;

თუ პაციეტს აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაზიანება;

თუ პაციენტს აქვს ჰემატოლოგიური დარღვევები.

სიფრთხილის ზომები

კოლხიცინის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და ფარმაცევტს:

გულის ან ღვიძლის პრობლემების არსებობის შემთხვევაში;

თირკმელების პრობლემების არსებობის შემთხვევაში;

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ფაღარათი, ღებინება და ტკივილი კუჭის მიდამოში.

კოლხიცინის მიღებამდე, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ ღებულობს ციკლოსპორინს ან მაკროლიდის ჯგუფის პრეპარატებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

კოლხიცინის მიღებისას შესაძლოა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ვიტამინი B12-ის შეწოვის ხარისხი.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ღებულობს ისეთ პრეპრატებს, როგორიცაა ციკლოსპორინი, სტატინები (ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. სიმვასტატინი, ლოვასტატინი) ან მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრეპარატების მიღება კოლხიცინთან ერთად გამოირიცხოს თირკმელების დაზიანების არსებობის შემთხვევაში, რადგან არსებობს ძვლის ტვინის სუპრესიის განვითარების რისკი.

ციმეტიდინმა (გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ) შესაძლოა გამოიწვიოს კოლხიცინის კონცენტრაციის მომატება სისხლში სიცოცხლისთვის საშიშ დონემდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

პაციენტმა არ უნდა მიიღოს კოლხიცინის ტაბლეტები თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

კოლხიცინი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლკენა კვლევებით დადასტურებული არ არის.

არსებობს თავბრუსხვევის და ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა. მათი განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა.

კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას

კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას (თითოეული ტაბლეტი შეიცავს 118 მგ ლაქტოზას). თუ პაციენტს აქვს ექიმისაგან ინფორმაცია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კოლხიცინს ასევე ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

პრეპარატის კლინიკური კვლევების ფარგლებში, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში) იყო შემდეგი გასტროინტესტინალური დარღვევები: გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

გვერდითი მოვლენები პრეპარატის სარეალიზაციოდ გამოსვლის შემდეგ (მათი სიხშირის დადგენა არსებული ცნობების საფუძველზე ვერ ხერხდება):

სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების – გრანულოციტების რაოდენობის დაქვეითება (აგრანულოციტოზი);

ძვლის ტვინის სუპრესია;

სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (პანციტოპენია);

თრომბოციტების რაოდენოის დაქვეითება სისხლში (თრომბოციტოპენია);

კუნთების ნეიროგენული დაავადება;

განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება (რაბდომიოლიზი);

თირკმელების დაზიანება;

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რექაცია);

მიოპათია (კუნთების დაავადება);

აპლაზიური ანემია (მდგომარეობა, როდესაც ძვლის ტვინში ვერ გამომუშავდება სისხლის უჯრედები);

ჰემოლიზური ანემია (მდგომარეობა, როდესაც ქვეითდება სისხლის წითელი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა);

ღვიძლის დაზიანება;

სხვა: თავბრუსხვევა, ღებინება, ქავილი, პურპურა, კანზე წვის შეგრძნება, ალოპეცია, ფრჩხილების დაზიანებები.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პრეპარატების, სამედიცინო აპარატურის და ბიოციდური პროდუქციის რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში:

Al. Jerozolimskie 181C

02-222 ვარშავა

ტელეფონი: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ-ფოსტა: smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

შემადგენლობა

კოლხიცინის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებაა კოლხიცინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ კოლხიცინს.

დამატებითი ნივთიერებებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოვიდონი K-25, სტეარინმჟავა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, რკინის წითელი ოქსიდი (E172).

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კოლხიცინის ტაბლეტები არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის (“EXP”) გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

კოლხიცინი 0.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კოლხიცინი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების ან ეჭვის არსებობისას, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვებისთვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კოლხიცინი და რისთვის გამოიყენება ის?

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოლხიცინის მიღებამდე?

კოლხიცინის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კოლხიცინის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს კოლხიცინი და რისთვის გამოიყენება ის?

კოლხიცინი გამოიყენება პოდაგრას გამწვავების (დიათეზი) სამკურნალოდ. პოდაგრა არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ართრიტით და გამოწვეულია ქსოვილებში (სახსრებში და სახსრების მიმდებარე ქსოვილებში) მონონატრიუმის ურატის კრისტალების დეპოზიციით.

პრეპარატი ამცირებს ანთებით პროცესს პოდაგრას მწვავე შეტევების დროს. ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავების საპრევენციოდ, როდესაც მკურნალობა დაწყებულია სხვა ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც ამცირებენ შარდმჟავას შემცველობას ორგანიზმში (როგორიცაა ალოპურინოლი, ფებუქსოსტატი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი).

პრეპარატი გავლენას არ ახდენს შარდმჟავას კონცენტრაციაზე სისხლში და ქსოვილებში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოლხიცინის მიღებამდე?

კოლხიცინი არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია კოლხიცინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. მე-6 პუნქტი);

თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე დაავადება;

თუ პაციეტს აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაზიანება;

თუ პაციენტს აქვს ჰემატოლოგიური დარღვევები.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

კოლხიცინის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და ფარმაცევტს:

გულის ან ღვიძლის პრობლემების არსებობის შემთხვევაში;

თირკმელების პრობლემების არსებობის შემთხვევაში;

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ფაღარათი, ღებინება და ტკივილი კუჭის მიდამოში.

კოლხიცინის მიღებამდე, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ ღებულობს ციკლოსპორინს ან მაკროლიდის ჯგუფის პრეპარატებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

კოლხიცინის მიღებისას შესაძლოა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ვიტამინი B12-ის შეწოვის ხარისხი.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ღებულობს ისეთ პრეპრატებს, როგორიცაა ციკლოსპორინი, სტატინები (ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. სიმვასტატინი, ლოვასტატინი) ან მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრეპარატების მიღება კოლხიცინთან ერთად გამოირიცხოს თირკმელების დაზიანების არსებობის შემთხვევაში, რადგან არსებობს ძვლის ტვინის სუპრესიის განვითარების რისკი.

ციმეტიდინმა (გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ) შესაძლოა გამოიწვიოს კოლხიცინის კონცენტრაციის მომატება სისხლში სიცოცხლისთვის საშიშ დონემდე.

ორსულობა და ძუძუთი-კვება

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

პაციენტმა არ უნდა მიიღოს კოლხიცინის ტაბლეტები თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

კოლხიცინი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლკენა კვლევებით დადასტურებული არ არის.

არსებობს თავბრუსხვევის და ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა. მათი განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა.

კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას

კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას (თითოეული ტაბლეტი შეიცავს 118 მგ ლაქტოზას). თუ პაციენტს აქვს ექიმისაგან ინფორმაცია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

კოლხიცინის მიღების წესი

კოლხიცინი მიღებულ უნდა იქნეს ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან, ან ფარმაცევტთან დაკავშირება.

ტაბლეტები იყლაპება წყალთან ერთად.

პოდაგრას მწვავე შეტევის მკურნალობის კურსის გამეორება დასაშვებია მხოლოდ წინა კურსის დასრულებიდან 3 დღეში.

გამოყენება მოზრდილებში

დოზები პოდაგრას მწვავე შეტევის სამკურნალოდ

მკურნალობა იწყება 2 ტაბლეტით, რასაც ერთ საათში ემატება 1 ტაბლეტი. პრეპარატი აღარ მიიღება მომდევნო 12 საათის განმავლობაში. 12 საათის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს დოზით არაუმეტეს 1 ტაბლეტისა 3-ჯერ დღეში, სიმპტომების მოხსნამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების მოხსნამდე ან როდესაც მიღებული ტაბლეტების საერთო რაოდენობა მიაღწევს 12-ს. მკურნალობის კურსი არ უნდა აჭარბებდეს 12 ტაბლეტს. კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, პაციენტმა არ უნდა დაიწყოს ახალი კურსი უახლოესი 3 დღის განმავლობაში.

მოზრდილებში პოდაგრის გამწვავების პრევენცია სხვა პრეპარატებით მკურნალობის დაწყების დროს:

რეკომენდებულ დოზას შეადგენს 1-2 ტაბლეტი დღეში. მკურნალობა გრძელდება ალოპურინოლით, ფებუქსოსტატით ან შარდმჟავას გამომყოფი პრეპარატებით (აძლიერებენ შარდმჟავას ექსკრეციას) თერაპიის დაწყებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.

გასტროინტესტინალური გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

ხანდაზმული ასაკის პირებში კოლხიცინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.

ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში კოლხიცინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე ხარისხის დაზიანების დროს.

თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში

რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ: 0.5 მგ კოლხიცინი პერორალურად, 2-ჯერ დღეში;

კრეატინინის კლირენსი 35 – 49 მლ/წთ: 0.5 მგ კოლხიცინი პერორალურად, 1-ხელ დღეში;

კრეატინინის კლირენსი 10 – 34 მლ/წთ: 0.5 მგ კოლხიცინი პერორალურად, 2-3 დღეში 1-ხელ;

კოლხიცინი უკუნაჩვენებია თუ კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ.

კოლხიცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.

თუ პაციენტი იღებს კოლხიცინის ტაბლეტების დასაშვებზე მეტ რაოდენობას:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დაყოვნებით, 2-დან 12 საათის შემგომ.

კოლხიცინის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში:

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. შემდგომი დოზის მიღების დრო უნდა დადგინდეს მკურნალი ექიმის მიერ.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კოლხიცინს ასევე ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

პრეპარატის კლინიკური კვლევების ფარგლებში, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში) იყო შემდეგი გასტროინტესტინალური დარღვევები: გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

გვერდითი მოვლენები პრეპარატის სარეალიზაციოდ გამოსვლის შემდეგ (მათი სიხშირის დადგენა არსებული ცნობების საფუძველზე ვერ ხერხდება):

სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების – გრანულოციტების რაოდენობის დაქვეითება (აგრანულოციტოზი);

ძვლის ტვინის სუპრესია;

სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (პანციტოპენია);

თრომბოციტების რაოდენოის დაქვეითება სისხლში (თრომბოციტოპენია);

კუნთების ნეიროგენული დაავადება;

განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება (რაბდომიოლიზი);

თირკმელების დაზიანება;

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რექაცია);

მიოპათია (კუნთების დაავადება);

აპლაზიური ანემია (მდგომარეობა, როდესაც ძვლის ტვინში ვერ გამომუშავდება სისხლის უჯრედები);

ჰემოლიზური ანემია (მდგომარეობა, როდესაც ქვეითდება სისხლის წითელი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა);

ღვიძლის დაზიანება;

სხვა: თავბრუსხვევა, ღებინება, ქავილი, პურპურა, კანზე წვის შეგრძნება, ალოპეცია, ფრჩხილების დაზიანებები.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პრეპარატების, სამედიცინო აპარატურის და ბიოციდური პროდუქციის რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში:

Al. Jerozolimskie 181C

02-222 ვარშავა

ტელეფონი: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ-ფოსტა: smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

კოლხიცინის შენახვის წესი:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კოლხიცინის ტაბლეტები არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის (“EXP”) გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

კოლხიცინის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებაა კოლხიცინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ კოლხიცინს.

დამატებითი ნივთიერებებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოვიდონი K-25, სტეარინმჟავა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, რკინის წითელი ოქსიდი (E172).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:

ვარდისფერი, მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნომინალური დიამეტრით 8 მმ, ლაქებისა და ფიზიკური დაზიანების ნიშნების გარეშე.

გარე შეფუთვა: მუყაოს კოლოფი.

შეფუთვა შედგება 20 ან 30 ტაბლეტისგან.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Polfarmex S.A.

Jozefow 9 Street

99-300 Kutno

Poland

Tel. (24) 357 44 44

Fax (24) 357 45 45

E-mail: [email protected]

პოლფარმექს ს.ა.

ჯოზეფოვის ქ. 9

99-300 კუტნო

პოლონეთი

ტელ. (24) 357 44 44

ფაქსი (24) 357 45 45

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: მაისი 2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა