პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები

კოლხიცინა ლირკა

COLCHICINA LIRCA®

რეცეპტით1მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

კოლხიცინა ლირკა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კოლხიცინას და მიეკუთვნება პოდაგრის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც ამცირებს ქსოვილში შარდმჟავას ნალექების გამო მიმდინარე ანთებით პროცესს. კოლხიცინა აგრეთვე ამცირებს ანთებას პოდაგრის გარდა სხვა დაავადებებშიც. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Colchicine)
ფორმა და შეფუთვა
1მგ ტაბლეტი №60
მწარმოებელი
Haupt Pharma Amareg GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, პრეპარატები შარდმჟავას მეტაბოლიზმზე მოქმედების გარეშე
ATC კოდი
M04AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042369
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2024, მოქმედებს 13 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „BIH“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლხიცინა ლირკა და სხვა წამალი ერთად

კოლხიცინა ლირკა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კოლხიცინა ლირკა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კოლხიცინას და მიეკუთვნება პოდაგრის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც ამცირებს ქსოვილში შარდმჟავას ნალექების გამო მიმდინარე ანთებით პროცესს.

კოლხიცინა აგრეთვე ამცირებს ანთებას პოდაგრის გარდა სხვა დაავადებებშიც. აღნიშნული პრეპარატი ნაჩვენებია:

პოდაგრის შეტევების (პოდაგრული ართრიტის), სახსრების ანთების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია შარდმჟავას გამოყოფის გაზრდილი დონით;

მორეციდივე პოდაგრული ართრიტის თავიდან ასაცილებლად;

მწვავე პერიკარდიტის, გულის გარშემო არსებული მემბრანის ანთების სამკურნალოდ;

მორეციდივე პერიკარდიტის სამკურნალოდ, მისი პირველი გამოვლენის შემდეგ;

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების (აუტოანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების და სეროზიტის ხანმოკლე მორეციდივე ეპიზოდებით, რაც იწვევს მუცლის, გულ-მკერდის, სახსრების და კუნთების ტკივილს) და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების შედეგად გამოწვეული ამილოიდოზის პრევენციის მიზნით, მოზრდილებსა და ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პოდაგრის მწვავე შეტევის შემთხვევაში, რეკომენდებული დოზა არის დღეში 3 ტაბლეტი, 3-4 დღის განმავლობაში, საშუალოდ თითო ტაბლეტი საკვების ყოველი მიღების წინ.

ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში, რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი დღეში.

რეციდივის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა მიიღოთ კოლხიცინას მცირე დოზები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს:

2-3 ტაბლეტი პირველი 3-4 დღის განმავლობაში;

2 ტაბლეტი 1 კვირის განმავლობაში;

1 ტაბლეტი ყოველ 2 დღეში, 3, 4, 5 თვის განმავლობაში.

ყოველ მიღებაზე მიიღეთ მხოლოთ ერთი ტაბლეტი ცოტაოდენი წყლის მიყოლებით, სასურველია ყოველი საკვების მიღების წინ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ცერა თითის ტკივილი და შეშუპება, მიიღეთ 1-2 ტაბლეტი საღამოს დაძინებამდე, თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მეორე დღესაც გაიმეოროთ ამ დოზით პრეპარატის მიღება.

მწვავე პერიკარდიტის მკურნალობა

რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა აღემატება 70კგ-ს, ან ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთხელ, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა შეადგენს 70კგ-ზე ნაკლებს ან ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზებს. თუმცა, თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენი კლინიკური მდგომარეობას (თქვენი თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირებას) დოზირების განსაზღვრის დროს.

მორეციდივე პერიკარდიტის მკურნალობა

რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა აღემატება 70კგ-ს, ან ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთხელ, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა შეადგენს 70კგ-ზე ნაკლებს ან ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზებს. თუმცა, თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენი კლინიკური მდგომარეობას (თქვენი თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირებას) დოზირების განსაზღვრის დროს.

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების მწვავე შეტევების და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების შედეგად გამოწვეული ამილოიდოზის პრევენცია

მოზრდილები

რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს 1 - 1.5 ტაბლეტი დღეში.

თუ აღნიშნული დოზა არ იქნება საკმარისი, ექიმი განიხილავს დოზის ეტაპობრივ გაზრდას მაქსიმუმ 3 ტაბლეტამდე (3 მგ) დღეში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას თქვენი კლინიკური მდგომარეობის მიხედვით (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

რეკომენდებული დოზა შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადი დოზის სახით ან გაიყოს ორ ან მეტ დოზად პრეპარატის მიმართ პაციენტის ტოლერანტობისა და კლინიკური პასუხის მიხედვით, ყოველთვის მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

პედიატრიული პოპულაცია

5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა არის ნახევარი ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე (0.5 - 1 მგ) დღეში.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი - ერთნახევარი ტაბლეტი (1 – 1.5 მგ) დღეში.

თუ აღნიშნული დოზა არ იქნება საკმარისი, თქვენი ექიმი განიხილავს დოზის ეტაპობრივად გაზრდას მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე (2 მგ) დღეში.

პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

თქვენი ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებიდან გამომდინარე, თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რომელი დოზა შეეფერება ყველაზე უკეთ თქვენს კლინიკურ მდგომარეობას.

თუ თქვენ მიიღეთ კოლხიცინა ლირკას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ აღნიშნული პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება გამოგივლინდეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის ღრუში;
  • პირღებინება;
  • დიარეა, ორგანიზმიდან წყლისა და მარილების დაკარგვა (წყლის და მარილების გამოდევნა);
  • სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა და შემდგომ შემცირება (ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია);
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
  • გახშირებული სუნთქვა (პოლიპნოე);
  • თმის ცვენა (ალოპეცია);
  • გულისა და სისხლძარღვთა ფუნქციის დაკარგვით (კარდიოვასკულარული კოლაფსით) ან მთელ სხეულში განვითარებული ინფექციით (სეპტიკური შოკით) გამოწვეული სიკვდილი.

თუ თქვენ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კოლხიცინა ლირკას დოზის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია კოლხიცინას ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
  • თუ გაქვთ გულის, თირკმელების ან კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემები (გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია);
  • თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაზიანება, რომლის მკურნალობაც მიმდინარეობს იმ პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც სისხლში კოლხიცინას შემცველობის დონეს ზრდის (p-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები ან CYP3A4 ფერმენტი), როგორიცაა:

ამიოდარონი, ქინიდინი, გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ;

ვერაპამილი, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად;

კეტოკონაზოლი, გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

კლარითრომიცინი და ერითრომიცინი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ პუნქტები: „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“ და „სხვა პრეპარატები და კოლხიცინა ლირკა“);

ტიკაგრელორი, სისხლის გამათხიერებელი საშუალება (იხილეთ პუნქტი: „სხვა პრეპარატები და კოლხიცინა ლირკა“).

  • ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში (იხილეთ პუნქტი: „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

სიფრთხილის ზომები

კოლხიცინა ლირკას მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიყენეთ ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით და მიმართეთ თქვენს ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ხართ ხანდაზმული;
  • თუ აღგენიშნებათ სისუსტე, კერძოდ, გაქვთ თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ან გულის დაავადებები.

მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ კოლხიცინა ლირკათი მკურნალობის დროს გამოგივლინდებათ შემდეგი სიმპტომები:

  • სისუსტე;
  • მადის დაკარგვა (ანორექსია);
  • გულისრევა;
  • პირღებინება;
  • დიარეა.

ასეთ შემთხვევებში, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის დოზა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

მიმართეთ სათანადო სიფრთხილის ზომებს და აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კოლხიცინას შემცველობის დონეს სისხლში. ესენია:

  • კუმარინის ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად;
  • ამიოდარონი, დრონედარონი, დიზოპირამიდი ან ქინიდინი, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ;
  • ფენიტოინი, ვალპროატი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
  • კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
  • ასტემიზოლი, ტერფენადინი, მეთილპრედნიზოლონი, რომლებიც გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ;
  • ტიკაგრელარი, რომელიც გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად სისხლის გასათხიერებლად;
  • რიფაბუტიპინი, რიფაპენტინი, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ;
  • თეოფილინი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
  • ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, გამოიყენება შფოთვის შემთხვევაში;
  • კარბამაზეპინი, პიმოზიდი, გამოიყენება შფოთვისა და კრუნჩხვების სამკურნალოდ;
  • ცისაპრიდი, გამოიყენება კუჭის პრობლემების (კუჭის მოტორიკის დარღვევების) სამკურნალოდ;
  • ციკლოსპორინი, გამოიყენება იმუნური რეაქციის შესამცირებლად ორგანოების გადანერგვის შემდგომ;
  • ლოვასტატინი და სიმვასტატინი, გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონეების შესამცირებლად (სტატინები). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ იგრძნობთ კუნთების ტკივილს და სისუსტეს;
  • ტაკროლიმუსი, გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდგომ;
  • რიტონავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, საქუინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი და ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ;
  • სილდენაფილი, გამოიყენება მამაკაცის იმპოტენციის (ერექტილური დისფუნქციის) სამკურნალოდ;
  • ცილოსტაზოლი, გამოიყენება სიარულის გართულების (გარდამავალი კოჭლობის) შემთხვევაში;
  • ომეპრაზოლი, გამოიყენება საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ;
  • მიდაზოლამი, საძილე პრეპარატი;
  • კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
  • ჭვავის რქის ალკალოიდები, გამოიყენება თავის ტკივილის (შაკიკის) სამკურნალოდ;
  • ვერაპამილი, გამოიყენება გულის რითმის და მაღალი არტერიული წნევის გარკვეული პრობლემების სამკურნალოდ;
  • ვინბლასტინი, გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

მოერიდეთ კოლხიცინა ლირკას და კლარითრომიცინის, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკის ერთდროულად მიღებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ან გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენმა ექიმმა სათანადო სიფრთხილით უნდა შეამოწმოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის ფიქრობს, რომ აუცილებელია ორივე პრეპარატის მიღება (იხილეთ პუნქტი: „არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა“).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აღნიშნული პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

კოლხიცინა ლირკა შეიცავს ლაქტოზას.

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

კოლხიცინა ლირკა შეიცავს საქაროზას. თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა პრეპარატის შემთხვევაში, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოლხიცინა ლირკას მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

შეიძლება აღინიშნოს შემდგეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გულისრევა;

პირღებინება;

დიარეა;

ტკივილი მუცლის არეში (მუცლის ტკივილი).

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

თმის ცვენა (ალოპეცია);

კუნთების გახანგრძლივებული სპაზმი (მიოტონია);

კუნთების სერიოზული დაზიანება (რაბდომიოლიზი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელ პრეპარატებს (იხილეთ პუნქტი: „სხვა პრეპარატები და კოლხიცინა ლირკა“);

კუნთების სისუსტე.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა (თრომბოციტოზი);

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსია);

ძვლის ტვინის დაავადებები (აპლასტიური ან ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია);

კანის გაღიზიანება (ჭინჭრის ციება, ვეზიკულურ-ბულოზური გამონაყარი, ერითემა);

კანის სიწითლე სისხლდენით (პურპურა);

კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, სითხეების დაგროვების გამო (ედემა);

ფერტილობის პრობლემები მამაკაცებში (აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ნერვების სერიოზული დაავადება (პერიფერიული მოტორული ნეიროპათია).

უცნობია (ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

მწვავე დიარეა (პროფუზული დიარეა);

კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა (გასტროინტესტინალური სისხლდენა);

ღვიძლის პრობლემები (ჰიპერტრანსამინაზემია, ღვიძლის დაზიანება) და თირკმელების პრობლემები (თირკმელების დაზიანება);

კანის გაღიზიანება (გამონაყარი);

B12 ვიტამინის არასათანადო აბსორბცია (შექცევადი მალაბსორბცია) და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ცვლილება (ნაწლავების გაუვალობა).

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ითვალისწინებს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით, შემდეგ ვებ-გვერდზე: www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის კოლხიცინა. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ კოლხიცინას.

სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზა, გუმიარაბიკი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

კოლხიცინა ლირკას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

1 მგ გაყოფადი ტაბლეტი: 60 ტაბლეტის შემცველობის პვქ/ალუმინის ბლისტერები შეფუთვაში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „Scad“ ნიშნის შემდეგ.

ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვისათვის განსაკუთრებულ ტემპერატურას.

პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ კოლხიცინა ლირკა, თუ შეამჩნევთ ხილულ დაზიანების ნიშნებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. პრეპარატის, რომელსაც აღარ იყენებთ, უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

კოლხიცინა ლირკა® 1 მგ ტაბლეტები

კოლხიცინა

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული შეფუთვის ჩანართი, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არაა მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

შეფუთვის ჩანართის შინაარსი:

რა არის კოლხიცინა ლირკა და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ კოლხიცინა ლირკას მიღებამდე

კოლხიცინა ლირკას მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კოლხიცინა ლირკას შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის კოლხიცინა ლირკა და რისთვის გამოიყენება იგი

კოლხიცინა ლირკა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კოლხიცინას და მიეკუთვნება პოდაგრის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც ამცირებს ქსოვილში შარდმჟავას ნალექების გამო მიმდინარე ანთებით პროცესს.

კოლხიცინა აგრეთვე ამცირებს ანთებას პოდაგრის გარდა სხვა დაავადებებშიც. აღნიშნული პრეპარატი ნაჩვენებია:

პოდაგრის შეტევების (პოდაგრული ართრიტის), სახსრების ანთების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია შარდმჟავას გამოყოფის გაზრდილი დონით;

მორეციდივე პოდაგრული ართრიტის თავიდან ასაცილებლად;

მწვავე პერიკარდიტის, გულის გარშემო არსებული მემბრანის ანთების სამკურნალოდ;

მორეციდივე პერიკარდიტის სამკურნალოდ, მისი პირველი გამოვლენის შემდეგ;

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების (აუტოანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების და სეროზიტის ხანმოკლე მორეციდივე ეპიზოდებით, რაც იწვევს მუცლის, გულ-მკერდის, სახსრების და კუნთების ტკივილს) და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების შედეგად გამოწვეული ამილოიდოზის პრევენციის მიზნით, მოზრდილებსა და ბავშვებში.

  • რა უნდა იცოდეთ კოლხიცინა ლირკას მიღებამდე

არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა:

  • თუ გაქვთ ალერგია კოლხიცინას ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
  • თუ გაქვთ გულის, თირკმელების ან კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემები (გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია);
  • თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაზიანება, რომლის მკურნალობაც მიმდინარეობს იმ პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც სისხლში კოლხიცინას შემცველობის დონეს ზრდის (p-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები ან CYP3A4 ფერმენტი), როგორიცაა:

ამიოდარონი, ქინიდინი, გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ;

ვერაპამილი, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად;

კეტოკონაზოლი, გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

კლარითრომიცინი და ერითრომიცინი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ პუნქტები: „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“ და „სხვა პრეპარატები და კოლხიცინა ლირკა“);

ტიკაგრელორი, სისხლის გამათხიერებელი საშუალება (იხილეთ პუნქტი: „სხვა პრეპარატები და კოლხიცინა ლირკა“).

  • ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში (იხილეთ პუნქტი: „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

კოლხიცინა ლირკას მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიყენეთ ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით და მიმართეთ თქვენს ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ხართ ხანდაზმული;
  • თუ აღგენიშნებათ სისუსტე, კერძოდ, გაქვთ თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ან გულის დაავადებები.

მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ კოლხიცინა ლირკათი მკურნალობის დროს გამოგივლინდებათ შემდეგი სიმპტომები:

  • სისუსტე;
  • მადის დაკარგვა (ანორექსია);
  • გულისრევა;
  • პირღებინება;
  • დიარეა.

ასეთ შემთხვევებში, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის დოზა.

სხვა პრეპარატები და კოლხიცინა ლირკა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

მიმართეთ სათანადო სიფრთხილის ზომებს და აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კოლხიცინას შემცველობის დონეს სისხლში. ესენია:

  • კუმარინის ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად;
  • ამიოდარონი, დრონედარონი, დიზოპირამიდი ან ქინიდინი, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ;
  • ფენიტოინი, ვალპროატი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
  • კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
  • ასტემიზოლი, ტერფენადინი, მეთილპრედნიზოლონი, რომლებიც გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ;
  • ტიკაგრელარი, რომელიც გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად სისხლის გასათხიერებლად;
  • რიფაბუტიპინი, რიფაპენტინი, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ;
  • თეოფილინი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
  • ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, გამოიყენება შფოთვის შემთხვევაში;
  • კარბამაზეპინი, პიმოზიდი, გამოიყენება შფოთვისა და კრუნჩხვების სამკურნალოდ;
  • ცისაპრიდი, გამოიყენება კუჭის პრობლემების (კუჭის მოტორიკის დარღვევების) სამკურნალოდ;
  • ციკლოსპორინი, გამოიყენება იმუნური რეაქციის შესამცირებლად ორგანოების გადანერგვის შემდგომ;
  • ლოვასტატინი და სიმვასტატინი, გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონეების შესამცირებლად (სტატინები). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ იგრძნობთ კუნთების ტკივილს და სისუსტეს;
  • ტაკროლიმუსი, გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდგომ;
  • რიტონავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, საქუინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი და ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ;
  • სილდენაფილი, გამოიყენება მამაკაცის იმპოტენციის (ერექტილური დისფუნქციის) სამკურნალოდ;
  • ცილოსტაზოლი, გამოიყენება სიარულის გართულების (გარდამავალი კოჭლობის) შემთხვევაში;
  • ომეპრაზოლი, გამოიყენება საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ;
  • მიდაზოლამი, საძილე პრეპარატი;
  • კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
  • ჭვავის რქის ალკალოიდები, გამოიყენება თავის ტკივილის (შაკიკის) სამკურნალოდ;
  • ვერაპამილი, გამოიყენება გულის რითმის და მაღალი არტერიული წნევის გარკვეული პრობლემების სამკურნალოდ;
  • ვინბლასტინი, გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

მოერიდეთ კოლხიცინა ლირკას და კლარითრომიცინის, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკის ერთდროულად მიღებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ან გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენმა ექიმმა სათანადო სიფრთხილით უნდა შეამოწმოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის ფიქრობს, რომ აუცილებელია ორივე პრეპარატის მიღება (იხილეთ პუნქტი: „არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა“).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

აღნიშნული პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

კოლხიცინა ლირკა შეიცავს ლაქტოზას.

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

კოლხიცინა ლირკა შეიცავს საქაროზას. თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • კოლხიცინა ლირკას მიღების წესი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პოდაგრის მწვავე შეტევის შემთხვევაში, რეკომენდებული დოზა არის დღეში 3 ტაბლეტი, 3-4 დღის განმავლობაში, საშუალოდ თითო ტაბლეტი საკვების ყოველი მიღების წინ.

ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში, რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი დღეში.

რეციდივის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა მიიღოთ კოლხიცინას მცირე დოზები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს:

2-3 ტაბლეტი პირველი 3-4 დღის განმავლობაში;

2 ტაბლეტი 1 კვირის განმავლობაში;

1 ტაბლეტი ყოველ 2 დღეში, 3, 4, 5 თვის განმავლობაში.

ყოველ მიღებაზე მიიღეთ მხოლოთ ერთი ტაბლეტი ცოტაოდენი წყლის მიყოლებით, სასურველია ყოველი საკვების მიღების წინ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ცერა თითის ტკივილი და შეშუპება, მიიღეთ 1-2 ტაბლეტი საღამოს დაძინებამდე, თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მეორე დღესაც გაიმეოროთ ამ დოზით პრეპარატის მიღება.

მწვავე პერიკარდიტის მკურნალობა

რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა აღემატება 70კგ-ს, ან ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთხელ, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა შეადგენს 70კგ-ზე ნაკლებს ან ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზებს. თუმცა, თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენი კლინიკური მდგომარეობას (თქვენი თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირებას) დოზირების განსაზღვრის დროს.

მორეციდივე პერიკარდიტის მკურნალობა

რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა აღემატება 70კგ-ს, ან ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთხელ, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა შეადგენს 70კგ-ზე ნაკლებს ან ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზებს. თუმცა, თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენი კლინიკური მდგომარეობას (თქვენი თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირებას) დოზირების განსაზღვრის დროს.

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების მწვავე შეტევების და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების შედეგად გამოწვეული ამილოიდოზის პრევენცია

მოზრდილები

რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს 1 - 1.5 ტაბლეტი დღეში.

თუ აღნიშნული დოზა არ იქნება საკმარისი, ექიმი განიხილავს დოზის ეტაპობრივ გაზრდას მაქსიმუმ 3 ტაბლეტამდე (3 მგ) დღეში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას თქვენი კლინიკური მდგომარეობის მიხედვით (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

რეკომენდებული დოზა შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადი დოზის სახით ან გაიყოს ორ ან მეტ დოზად პრეპარატის მიმართ პაციენტის ტოლერანტობისა და კლინიკური პასუხის მიხედვით, ყოველთვის მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

პედიატრიული პოპულაცია

5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა არის ნახევარი ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე (0.5 - 1 მგ) დღეში.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი - ერთნახევარი ტაბლეტი (1 – 1.5 მგ) დღეში.

თუ აღნიშნული დოზა არ იქნება საკმარისი, თქვენი ექიმი განიხილავს დოზის ეტაპობრივად გაზრდას მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე (2 მგ) დღეში.

პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

თქვენი ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებიდან გამომდინარე, თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რომელი დოზა შეეფერება ყველაზე უკეთ თქვენს კლინიკურ მდგომარეობას.

თუ თქვენ მიიღეთ კოლხიცინა ლირკას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ აღნიშნული პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება გამოგივლინდეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის ღრუში;
  • პირღებინება;
  • დიარეა, ორგანიზმიდან წყლისა და მარილების დაკარგვა (წყლის და მარილების გამოდევნა);
  • სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა და შემდგომ შემცირება (ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია);
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
  • გახშირებული სუნთქვა (პოლიპნოე);
  • თმის ცვენა (ალოპეცია);
  • გულისა და სისხლძარღვთა ფუნქციის დაკარგვით (კარდიოვასკულარული კოლაფსით) ან მთელ სხეულში განვითარებული ინფექციით (სეპტიკური შოკით) გამოწვეული სიკვდილი.

თუ თქვენ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კოლხიცინა ლირკას დოზის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა პრეპარატის შემთხვევაში, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოლხიცინა ლირკას მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

შეიძლება აღინიშნოს შემდგეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გულისრევა;

პირღებინება;

დიარეა;

ტკივილი მუცლის არეში (მუცლის ტკივილი).

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

თმის ცვენა (ალოპეცია);

კუნთების გახანგრძლივებული სპაზმი (მიოტონია);

კუნთების სერიოზული დაზიანება (რაბდომიოლიზი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელ პრეპარატებს (იხილეთ პუნქტი: „სხვა პრეპარატები და კოლხიცინა ლირკა“);

კუნთების სისუსტე.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა (თრომბოციტოზი);

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსია);

ძვლის ტვინის დაავადებები (აპლასტიური ან ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია);

კანის გაღიზიანება (ჭინჭრის ციება, ვეზიკულურ-ბულოზური გამონაყარი, ერითემა);

კანის სიწითლე სისხლდენით (პურპურა);

კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, სითხეების დაგროვების გამო (ედემა);

ფერტილობის პრობლემები მამაკაცებში (აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ნერვების სერიოზული დაავადება (პერიფერიული მოტორული ნეიროპათია).

უცნობია (ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

მწვავე დიარეა (პროფუზული დიარეა);

კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა (გასტროინტესტინალური სისხლდენა);

ღვიძლის პრობლემები (ჰიპერტრანსამინაზემია, ღვიძლის დაზიანება) და თირკმელების პრობლემები (თირკმელების დაზიანება);

კანის გაღიზიანება (გამონაყარი);

B12 ვიტამინის არასათანადო აბსორბცია (შექცევადი მალაბსორბცია) და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ცვლილება (ნაწლავების გაუვალობა).

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ითვალისწინებს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით, შემდეგ ვებ-გვერდზე: www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

  • კოლხიცინა ლირკას შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „Scad“ ნიშნის შემდეგ.

ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვისათვის განსაკუთრებულ ტემპერატურას.

პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ კოლხიცინა ლირკა, თუ შეამჩნევთ ხილულ დაზიანების ნიშნებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. პრეპარატის, რომელსაც აღარ იყენებთ, უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კოლხიცინა ლირკა 1 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება არის კოლხიცინა. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ კოლხიცინას.

სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზა, გუმიარაბიკი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

კოლხიცინა ლირკას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

1 მგ გაყოფადი ტაბლეტი: 60 ტაბლეტის შემცველობის პვქ/ალუმინის ბლისტერები შეფუთვაში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „აკარპია ფარმაცეუტიჩი“ (ACARPIA FARMACEUTICI S.r.l.)

ლ. მაინოს გამზირი 18,

20129 მილანი (იტალია)

მწარმოებელი

შპს „ჰაუფტ ფარმა ამარეგი“ (HAUPT PHARMA AMAREG GmbH)

დონაუშტაუფერის ქუჩა 378

93055 რეგენსბურგი - გერმანია

სრული წარმოება, კონტროლი და გამოშვება

შპს „ჩიტ“ (CIT S.r.l.)

პრიმო ვილას ქუჩა 17,

20875 ბურაგო მოლგორა (MB) იტალია

მეორეული შეფუთვა და გამოშვება

სს „სფეშალ პროდაქთს ლაინ“ (Special Product’s Line S.p.A.)

ფრატა როტონდა ვადო ლარგოს ქუჩა 1,

03012 ანანი (FR) იტალია

სრული წარმოება, კონტროლი და გამოშვება

ამ შეფუთვის ჩანართის ბოლო მიმოხილვის თარიღი:

2021 წლის ნოემბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა