პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

კოკარფამი

Cocarfam

ურეცეპტოდ50მგ+20მგ+10მგ+0,5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კოკარფამი ნაჩვენებია ზრდასრულებში გამოსაყენებლად, როგორც შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: - ნევრიტები, ნეიროპათიები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის დროს); - სხვადასხვა წარმოშობის ნევრალგიები; - მიალგია, იშიალგია; - ლუმბაგო, რადიკულიტი; - ბურსიტები, ტენდინიტები; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მგ+20მგ+10მგ+0,5მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მუქი ფერის მინის ფლაკონი №3 + 2მლ გამხსნელი (0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №3
მწარმოებელი
WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინები სხვა კომბინაციები
ATC კოდი
A11JC
რეგისტრაციის ნომერი
რ-041822
რეგისტრირებულია
8 აგვისტო 2024, მოქმედებს 8 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
FAMBILI İLAÇ SANAYİ VE TİCARET ANONIM ŞİRKETİ (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკოკარფამი და სხვა წამალი ერთად

კოკარფამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კოკარფამი ნაჩვენებია ზრდასრულებში გამოსაყენებლად, როგორც შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:

  • ნევრიტები, ნეიროპათიები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის დროს);
  • სხვადასხვა წარმოშობის ნევრალგიები;
  • მიალგია, იშიალგია;
  • ლუმბაგო, რადიკულიტი;
  • ბურსიტები, ტენდინიტები;
  • გულის იშემიური დაავადება (I-II ფუნქციური კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) სისტემის მიხედვით), მიოკარდიტები, მიოკარდიოპათიები.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად, გახსნილი ლიოფილიზატის 1-2 ფლაკონი დღე-ღამეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა და განმეორებითი კურსების ჩატარება დამოკიდებულია დაავადების ბუნებასა და სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

დიაბეტური პოლინეიროპათიების მკურნალობის დროს გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევებში მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება დღე-ღამეში 2 მლ (1 ფლაკონი) ინტრამუსკულური შეყვანით მწვავე სიმპტომების მოხსნამდე. გამოყენების ხანგრძლივობა - 9 დღე. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ან პოლინეიროპათიის ზომიერად გამოხატული სიმპტომების შემთხვევებში ინიშნება 2 მლ (1 ფლაკონი) კვირაში 2-3-ჯერ 2-3 კვირის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდებული კურსი 3-9 ინექცია დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

გამოყენების წესი პრეპარატი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულა კუნთში).

საინექციო ხსნარი მზადდება ლიოფილიზატიანი ერთი ფლაკონისის შიგთავსის გახსნით 2 მლ გამხსნელში უშუალოდ გამოყენების წინ. გამხსნელად გამოიყენება კომპლექტში შემავალი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მედიცინის მუშაკის მიერ.

პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება!

ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მისი მომზადებისთანავე. მომზადებული ხსნარის ფერი უნდა იყოს მოწითალო-ვარდისფერი. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ფერი შეიცვალა.

ინექციის ადგილის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებისას,რომლებიც შეიცავენ მძიმე მეტალებს, იზრდება ადგილობრივი რეაქციის განვითარების რისკი ტკივილისა და შეშუპების სახით.

შეყვანის ადგილზე ნერვის ან სხვა ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მკაცრად უნდა დაიცვან ინტრამუსკულური ინექციის ჩატარების ინსტრუქცია. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულა ზონის ზედა გარეთა კვადრანტში). შემდეგი ინექცია უნდა იქნას ჩატარებული საპირისპირო დუნდულა ზონაში. პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი ნელა, რათა ქსოვილის დაზიანება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა

ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებში საკურნალო საშუალების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან გამხსნელის მიმართ;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიარითმიის მძიმე ფორმები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV ბლოკადა) II-III ხარისხის, გულის ქრონიკული უკმარისობა (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), კარდიოგენური შოკი და შოკის სხვა სახეობები, QT ინტერვალის გახანგრძივების სინდრომი, თრომბოემბოლია, ჰემორაგიული ინსულტი);
  • ფილტვების ანთებითი დაავადებები, ბრონქ-ფილტვის სისტემის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
  • ჰიპერკოაგულაცია (მათ შორის მწვავე თრომბოზის დროს), ერითრემია, ერითროციტოზი;
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში;
  • პოდაგრა;
  • ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
  • ფსორიაზი;
  • ორსულობა;
  • ძუძუთი კვების პერიოდი;
  • 18 წლამდე ასაკი.

დამატებით გამხსნელისთვის (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარი):

  • მომატებული მგრძნობელობა სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი; ადამს-სტოქსის სინდრომი; მაღალი ფუნქციური კლასის დაძაბილობის სტენოკარდია (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით);
  • ეპილეფსიური ფორმის კრუნჩხვების არსებობა ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის შეყვანასთან;
  • მიასთენია;
  • ჰიპოვოლემია;
  • პორფირია;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ბრადიკარდიით, პირველი ხარისხის AV ბლოკადით, არასრულ AV ბლოკადით, პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევებით, არტერიული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილებით, ზომიერი ხარისხის გულის უკმარისობით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევებით, სუნთქვითი ფუნქციის დარღვევით, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით, გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, გენეტიკური მიდრეკილებით ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ, დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში, ჰიპერაციდული გასტრიტის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს (არა მწვავე სტადიისას), გლაუკომის, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების დროს, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნიტრატებს, კალციუმის არხების ანტაგონისტებს, β- ბლოკატორებს.

კოკარფამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში არის ნახსენები პოდაგრა, სისხლდენები, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაზიანება.

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინის მოთხოვნილობის გაზრდა. არ არის მიზანშეწონილი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დისლიპიდემიის კორექციისთვის. პრეპარატი კოკარფამის გამოყენებისას საჭიროა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატის დოზის შესაფერისად შერჩევა და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის ადეკვატური კონტროლი.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების, ღვიძლის ფუნქციის, სისხლში გლუკოზის და შარდმჟავას დონის კონტროლი, ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონის კონტროლი.

მკურნალობის დროს აუცილებელია ეკგ მონიტორინგი. სინუსური დისფუნქციის, PQ ინტერვალის გახანგრძლივების, QRS-ის გაფართოების ან არითმიის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა ან შეწყდეს მკურნალობა.

ციანოკობალამინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობისას აუცილებელია სისტემატურად ტარდებოდეს სისხლის ანალიზი. ერითრო- და ლეიკოციტოზის განვითარების ტენდენციისას დოზა მცირდება ან პრეპარატის მიღება დროებით წყდება. მკურნალობის მიმდინარეობის დროს აუცილებელია სისხლის შედედების კონტროლი და სიფრთხილის გამოჩენა თრომბის წარმოქმნის მიდრეკილების მქონე პირებთან მიმართებაში. ციანოკობალამინი არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე თრომბოემბოლიური დაავადებების დროს.

კოკარფამის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის ერითროციტების რაოდენობის კონტროლი სისხლის საერთო ანალიზში, კოაგულაციის დროის, კოაგულოგრამაში პროთრომბინის ინდექსის, ტრანსამინაზების დონის, ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის (GGTP), ბილირუბინის, სისხლის შრატში შარდმჟავას, სისხლში თრომბოციტების შემცველობის კონტროლი.

კოკარფამის გამოყენებისას უნდა შეიზღუდოს ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომელთა შემადგენლობაში შედის კოფეინი (ყავა, ჩაი და სხვა სასმელები).

გულის დაავადებების დროს ლიდოკაინის (შედის გამხსნელში) გამოყენებამდე აუცილებელია სისხლში კალიუმის დონის ნორმალიზება (ჰიპოკალიემია ამცირებს ლიდოკაინის ეფექტურობას).

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAOI) მკურნალობის დროს ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად.

ლიდოკაინის შეყვანისას შეიძლება გაიზარდოს კრეატინინის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკის დროს.

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაგვიანებული) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კოკარბოქსილაზა

საგულე გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური მოქმადების გაძლიერება.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი

β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, ნიტრატები - ანტიანგინალური მოქმედების გაძლიერება.

დიპირიდამოლი - აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას, კერძოდ მის სისხლძარღვების გამაფართოებელ ეფექტს.

კალიუმის შემნახველი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები - ჰიპერკალიემიის რისკის გაძლიერება.

კარბამაზეპინი - ადენოზინის მოქმედების გაძლიერება (მათ შორის ბლოკადის განვითარებამდე).

ქსანტინოლის ნიკოტინატი -ადენოზინის მოქმედების დასუსტება.

პურინის წარმოებულები (კოფეინი და თეოფილინი) - ვლინდება გარკვეულ ანტაგონიზმი ადენოზინთან.

მაგნიუმის პრეპარატები - ჰიპერმაგნიემიის რისკის გაძლიერება.

საგულე გლიკოზიდები - გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან არასასურველი რეაქციების რისკის გაძლიერება. პრეპარატი არ უნდა იქნას შეყვანილი დიდი დოზებით საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად.

ციანოკობალამინი

ორალური კონტრაცეპტივები - სისხლის პლაზმაში ციანოკობალამინის კონცენტრაციის დაქვეითება.

თიამინი - თიამინით გამოწვეული ალერგიული რეაქციების რისკის გაძლიერება.

ქლორამფენიკოლი - ჰემატოპოეზის პასუხის შემცირება პრეპარატზე.

ანტიმეტაბოლიტები და ანტიბიოტიკების უმეტესობა ცვლის ციანოკობალამინის კვლევების შედეგებს.

ნიკოტინამიდი

ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა - ჰემორაგიების განვითარების რისკის გაძლიერება. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები - ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.

ანტიბიოტიკები - ნიკოტინამიდით გამოწვეული ჰიპერემიის შესაძლო გაძლიერება.

ლოვასტატინი, პრავასტატინი - არ არის რეკომენდებული ნიკოტინამიდთან ერთდროული გამოყენება არასასურველი რეაქციების გაზრდილი რისკის გამო. შემოვიდა შეტყობინებები რაბდომიოლიზის შემთხვევების შესახებ ნიკოტინამიდის ლოვასტატინთან ერთდროული გამოყენების დროს.

ნეომიცინი, ბარბიტურატები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, სულფონამიდები - ამცირებენ ამ უკანასკნელის ტოქსიკურობას და ხელს უშლიან ნეომიცინით ინდუცირებული ქოლესტერინის და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის შემცირებას.

პერორალური კონტრაცეპტივები, იზონიაზიდი - ნიკოტინამიდის მოთხოვნილების შესაძლო მომატება (ტრიპტოფანის ნიკოტინის მჟავად გარდაქმნის შენელების შედეგად).

პრობენეციდი - ამ უკანასკნელის ეფექტის შესუსტება.

ციპროფიბრატი - არ არის რეკომენდებული ნიკოტინამიდთან ერთდროული გამოყენება.

ფიბრინოლიზური საშუალებები, სპაზმოლიზური საშუალებები, საგულე გლიკოზიდები - ამ უკანასკნელების გაძლიერება.

ნიკოტინამიდი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას ღვიძლზე. ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი

ამიტრიპტილინი, ბუპივაკაინი, დიზოპირამიდი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, პეტიდინი, ქინიდინი, ქლორპრომაზინი - სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება.

ანტიარითმული საშუალებები (მათ შორის ამიოდარონი, ვერაპამილი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, აიმალინი) - კარდიოდეპრესიული ეფექტს გაძლიერება (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამო) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია AV ბლოკადის ან პარკუჭების ფიბრილაციის განვითარება. ამიოდარონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების განვითარება.

ანტიკოაგულანტები (მათ შორის არდეპარინი, დალტეპარინი, დანაპაროიდი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, ვარფარინი) -სისხლდენების რისკის მომატება.

აცეტაზოლამიდი, თიაზიდური და მარყუჟის შარდმდენები - ლიდოკაინის ეფექტის შესუსტება (ჰიპოკალიემიის გამო).

ბარბიტურატები (ფენობარბიტალი), კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები - მეტაბოლიზმის გაძლიერება და სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება, ასევე კარდიოდეპრესიული ეფექტის გაძლიერება.

β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები - მეტაბოლიზმის შენელება და ლიდოკაინის ეფექტების (მათ შორის ტოქსიკური) გაძლიერება, კერძოდ, ბრადიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა. ამ საშუალებების ერთდროულად გამოყენების დროს ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

ვაზოკონსტრიქტორები (ეპინეფრინი, მეტოქსამინი, ფენილეფრინი) - შეიძლება აბსორბციის შენელება და ლიდოკაინის ეფექტის პროლონგაცია.

გლუკაგონი, იზადრინი - ლიდოკაინის კლირენსის ზრდა.

გუანადრელი, გუანეთიდინი, მეკამილამინი, ტრიმეტაფანი - სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის დროს იზრდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის და ბრადიკარდიის რისკი.

სანარკოზე საშუალებები (ჰექსობარბიტალი, ნატრიუმის თიოპენტალი ინტრავენურად), ეთანოლი - სუნთქვაზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.

საშუალებები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავენ ნეირომუსკულური გადაცემის ბლოკადას - ასეთი საშუალებების ეფექტების გაძლიერება (ნერვული იმპულსების გამტარობის შემცირების შედეგად).

MAO-ს ინჰიბიტორები (ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი) - არტერიული ჰიპოტენზიის რისკის ზრდა. MAO-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად.

კურარესმსგავსი საშუალებები – მიორელაქსაციის გაღრმავება (სასუნთქი კუნთების დამბლებამდე).

მექსილეტინი, ნორეპინეფრინი - ლიდოკაინის ტოქსიკურობის გაძლიერება (კლირენსისა და ღვიძლის სისხლის ნაკადის შემცირების შედეგად).

მიდაზოლამი - იზრდება ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

ნარკოტიკული ანალგეტიკები (მორფინი) - აძლიერებს ასეთი საშუალებების მაანალგეზირებელი ეფექტის გაძლიერება, მაგრამ ძლიერდება სუნთქვის დათრგუნვაც.

ნოვოკაინი, ნოვოკაინამიდი, პროკაინამიდი - ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აღგზნება, ბოდვა, ჰალუცინაციები.

პოლიმიქსინი B - ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სუნთქვის ფუნქციის კონტროლი.

პრენილამინი - „ პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის რისკის გაზრდა.

პროპაფენონი - ცნს-ის მხრიდან არასასურველი რეაქციების ხანგრძლივობის მომატება და მათი სიმძიმის გაზრდა.

რიფამპიცინი - ამ უკანასკნელის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში.

სედატიური და საძილე საშუალებები - ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება.

გულის გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური ეფექტის შესუსტება. ფუტკარას გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის ფონზე ლიდოკაინმა შეიძლება გააღრმავოს AV ბლოკადის სიმძიმე.

ციმეტიდინი - მეტაბოლიზმის დაქვეითება (ღვიძლის კლირენსის დაქვეითება მიკროსომული ჟანგვის ინჰიბირების გამო) და ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, აგრეთვე მისი ტოქსიკური ეფექტების გაძლერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კოკარფამი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცნს-ის მხრივ არასასურველი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში (თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება), რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვისგან; არ უნდა ჩაერთოთ პოტენციურად სახიფათო ხასიათის საქმიანობებში, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულე ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს ორგანულ-სისტემური კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად(≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანისმიერი გამონაყარის, სუნთქვის გაძნელების, ანაფილაქსიური შოკის, კვინკეს შეშუპების ჩათვლით).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, გონების აღრევა.

გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია; ზოგიერთ შემთხვევაში ბრადიკარდია, არითმია; სიხშირე უცნობია - ტკივილი გულის არეში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პალპიტაცია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი, ალები, ჰიპოტენზია, სახის კანისა და სხეულის ზედა ნახევრის სიწითლე ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებით.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ : სიხშირე უცნობია - ფილტვის შეშუპება, ქოშინი.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით): სიხშირე უცნობია - ნამდვილი პოლიცითემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - დიარეა (მსუბუქი ფორმის, ტრანზიტორული), გულისრევა, დისკომფორტი ეპიგასტრიკულ არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ქავილი, გამონაყარი (ტრანზიტორული), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად - კრუნჩხვები.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - პოლიურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: სიხშირე უცნობია - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, ჰიპერთერმია, შემცივნება, რეაქციები შეყვანის ადგილზე, შეყვანის ადგილზე ტკივილისა და შეყვანის ადგილზე ნეკროზის ჩათვლით.

დამატებით გამხსნელისთვის (0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი)

ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები აღწერს არასასურველ რეაქციებს, რომლებიც აღინიშებოდა ლიდოკაინის გამოყენებისას. არ არსებობენ სპეციფიკული მონაცემები ლიდოკაინისა და სამკურნალო პრეპარატ კოკარფამის სხვა აქტიური კომპონენტების კომბინირებული გამოყენების შესახებ .

ლიდოკაინის მიმართ არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ წარმოადგენს პლაზმაში მისი კონცენტრაციის გაზრდის შედეგს, შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანის, დოზის გადაჭარბების ან სწრაფი აბსორბციის გამო უხვი სისხლის მომარაგების უბნებში, ან ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის ან პაციენტის მიერ პრეპარატის ამტანობის შემცირების გამო.

ნერვული სისტემის მხრივ: მოტორული მოუსვენრობა, ეიფორია, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ტრემორი, ტრიზმუსი, კრუნჩხვები (მათი განვითარების რისკი იზრდება ჰიპერკაპნიისა და აციდოზის დროს), მოტორული ბლოკადა, მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა, გონების აღრევა, კომა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ნისტაგმი, დიპლოპია, სინათლის შიში, შექცევადი სიბრმავე, კონიუნქტივიტი, თვალწინ შავი „წინწკლების“ ციმციმი.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, ჰიპერაკუზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: რინიტი, სასუნთქი კუნთების დამბლა, რესპირატორული დამბლა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ღებინება, არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიუმში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე : სისუსტე, ავთვისებიანი ჰიპერთერმია, სიცხის, სიცივის შეგრძნება ან კიდურების დაბუჟება.

ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენებისას - ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურვრლი რეაქციის გამოვლინების შემთხვევაში ან ახალი არასასურველი რეაქცის წამოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები : თავბრუსხვევა, სისუსტე, ტრემორი, პარკუჭოვანი დარღვევები; მხედველობის დარღვევა; ტონურ-კლონური კრუნჩხვები; ფსიქომოტორული აგზნება, სინკოპალური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია არტერიული წნევის უეცარ დაქვეითებასთან; კოლაფსი; გულის შეგუბებითი უკმარისობა, ფილტვების შეშუპება; ჰიპერკოაგულაცია; პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი; კომა; ასფიქსია; აპნოე ან არასასურველი რეაქციების გამოვლინებების გაძლიერება.

მკურნალობა: პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა, ოქსოგენოთერაპია, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ვაზოკონსტრიქტორები (ნორადრენალინი, მეზატონი), ქოლინოლიტიკები, სიმპტომატური თერაპია, ადენოზინის ანტაგონისტებია ქსანტინები (ეუფილინი, თეოფილინი). პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; აუცილებელია სუფთა ჰაერის წვდომის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება და/ან ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. სიმპტომები ცნს-ის მხრიდან კორეგირდება ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების/ბარბიტურატების გამოყენებით. ბრადიკარდიისა და გამტარობის დარღვევების კორექციისათვის გამოიყენება ატროპინი (0,5-1 მგ ინტრავენურად), არტერიული ჰიპოტენზიის დროს გამოიყენებიან სიმპათომიმეტიკები β-ადრენორეცეპტორების აგონისტებთან კომბინაციაში. გულის გაჩერების შემთხვევაში ნაჩვენებია სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. შესაძლებელია ინტუბაციის, ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება. დოზის გადაჭარბების მწვავე ფაზაში დიალიზი არაეფექტურია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

1 ფლაკონი ლიოფილიზატით შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: კოკარბოქსილაზას ქლორიდი 50 მგ

ნიკოტინამიდი 20 მგ

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი 10 მგ

ციანოკობალამინი 0,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

გამხსნელი: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარი 2 მლ.

სამკურნალო ფორმა

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი გამხსნელითან ერთად.

აღწერა: ლიოფილიზებული ვარდისფერი ფხვნილი;

გამხსნელი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მუქი შუშის ფლაკონში ბრომბუთილის რეზინის საცობით და კომბინირებული ალუმინის Flip off თავსახურით.

3 ფლაკონი ლიოფილიზატი გამხსნელთან კომპლექტში (3 ამპულა 0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი, 2 მლ თითოეული) კონტურულ ფიჭისმაგვარ შეფუთვაში.

1 კონტურული ფიჭისმაგვარი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

გამოყენებული პროდუქტის ნარჩენი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინები. სხვა კომბინირებული ვიტამინური პრეპარატები. ვიტამინები სხვადასხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: A11 JC .

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი წარმოადგენს მეტაბოლური ნივთიერებებისა და ვიტამინების რაციონალურად შერჩეულ კომპლექსს.

კოკარბოქსილაზა არის კოფერმენტი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში გარედან მოწოდებული თიამინისაგან (ვიტამინი B1). მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში, რომელიც აკატალიზებს α-კეტო მჟავების კარბოქსილირებას და დეკარბოქსილირებას. ირიბად ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილების და ლიპიდების სინთეზს. ამცირებს რძის და პირუვინის მჟავების დონეს ორგანიზმში, ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას.

ნიკოტინამიდი არის PP ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა, მონაწილეობს უჯრედში ჟანგვა-აღდგენის პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლას.

დინატრიუმის ადენოზინისტრიფოსფატის ტრიჰიდრატი არის ადენოზინის წარმოებული, რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. გააჩნია ჰიპოტენზიური და ანტიარითმული მოქმედება. ახდენს სისხლძარღვების გამაფართოეველ მოქმედებას, მათ შორის კორონარული არტერიებზე.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12 ) ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად (ადენოზილკობალამინად ან კობამამიდად), რომელსაც გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. ზრდის ცილის სინთეზს ორგანიზმში და ხელს უწყობს მის დაგროვებას. ააქტიურებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას. აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სულფჰიდრილის ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას ერითროციტებში, ზრდის რა მათ მდგრადობას ჰემოლიზის მიმართ. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ახდენს დადებით მოქმედებას ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კოკარბოქსილაზა სწრაფად აბსორბირდება ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ. აღწევს ორგანიზმის ქსოვილების უმეტესობაში. ექვემდებარება მეტაბოლურ დაშლას. მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.

ნიკოტინამიდი სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში. ლახავს პლაცენტურ ბარიერს და აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში ნიკოტინამიდ-N-მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,3 საათს, წონასწორული განაწილების სტაციონარული მოცულობა შეადგენს დაახლოებით 60 ლიტრს, ხოლო მთლიანი კლირენსი - დაახლოებით 0,6 ლ/წთ.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი

პარენტერალური შეყვანის შემდეგ ის აღწევს ორგანოთა უჯრედებში, სადაც იშლება ადენოზინად და არაორგანულ ფოსფატად ენერგიის გამოყოფით. შემდგომში, დაშლის პროდუქტები ერთვება ატფ-ის რესინთეზში.

ციანოკობალამინი

სისხლში ციანოკობალამინი უკავშირდება I და II ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება ძირითადად ღვიძლში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 90%. ის სწრაფად და მთლიანად შეიწოვება ინტრამუსკულარული და კანქვეშა შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია ინტრამუსკულარული შეყვანიდან მიიღწევა 1 საათის შემდეგ.ღვიძლიდან იგი გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით ნაწლავებში და კვლავ შეიწოვება სისხლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 500 დღეს. გამოიყოფა თირკმელების ნორმალური ფუნქციით - 7-10% თირკმელებით, დაახლოებით 50%- ნაწლავებით. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს - 0-7% თირკმელებით, 70-100% ნაწლავებით. ლახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კოკარფამი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კოკარფამი, Cocarfam

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

-

შემადგენლობა

1 ფლაკონი ლიოფილიზატით შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: კოკარბოქსილაზას ქლორიდი 50 მგ

ნიკოტინამიდი 20 მგ

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი 10 მგ

ციანოკობალამინი 0,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

გამხსნელი: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარი 2 მლ.

სამკურნალო ფორმა

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი გამხსნელითან ერთად.

აღწერა: ლიოფილიზებული ვარდისფერი ფხვნილი;

გამხსნელი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

კოკარფამი ნაჩვენებია ზრდასრულებში გამოსაყენებლად, როგორც შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:

  • ნევრიტები, ნეიროპათიები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის დროს);
  • სხვადასხვა წარმოშობის ნევრალგიები;
  • მიალგია, იშიალგია;
  • ლუმბაგო, რადიკულიტი;
  • ბურსიტები, ტენდინიტები;
  • გულის იშემიური დაავადება (I-II ფუნქციური კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) სისტემის მიხედვით), მიოკარდიტები, მიოკარდიოპათიები.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად, გახსნილი ლიოფილიზატის 1-2 ფლაკონი დღე-ღამეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა და განმეორებითი კურსების ჩატარება დამოკიდებულია დაავადების ბუნებასა და სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

დიაბეტური პოლინეიროპათიების მკურნალობის დროს გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევებში მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება დღე-ღამეში 2 მლ (1 ფლაკონი) ინტრამუსკულური შეყვანით მწვავე სიმპტომების მოხსნამდე. გამოყენების ხანგრძლივობა - 9 დღე. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ან პოლინეიროპათიის ზომიერად გამოხატული სიმპტომების შემთხვევებში ინიშნება 2 მლ (1 ფლაკონი) კვირაში 2-3-ჯერ 2-3 კვირის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდებული კურსი 3-9 ინექცია დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

გამოყენების წესი პრეპარატი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულა კუნთში).

საინექციო ხსნარი მზადდება ლიოფილიზატიანი ერთი ფლაკონისის შიგთავსის გახსნით 2 მლ გამხსნელში უშუალოდ გამოყენების წინ. გამხსნელად გამოიყენება კომპლექტში შემავალი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მედიცინის მუშაკის მიერ.

პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება!

ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მისი მომზადებისთანავე. მომზადებული ხსნარის ფერი უნდა იყოს მოწითალო-ვარდისფერი. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ფერი შეიცვალა.

ინექციის ადგილის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებისას,რომლებიც შეიცავენ მძიმე მეტალებს, იზრდება ადგილობრივი რეაქციის განვითარების რისკი ტკივილისა და შეშუპების სახით.

შეყვანის ადგილზე ნერვის ან სხვა ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მკაცრად უნდა დაიცვან ინტრამუსკულური ინექციის ჩატარების ინსტრუქცია. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულა ზონის ზედა გარეთა კვადრანტში). შემდეგი ინექცია უნდა იქნას ჩატარებული საპირისპირო დუნდულა ზონაში. პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი ნელა, რათა ქსოვილის დაზიანება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა

ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებში საკურნალო საშუალების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან გამხსნელის მიმართ;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიარითმიის მძიმე ფორმები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV ბლოკადა) II-III ხარისხის, გულის ქრონიკული უკმარისობა (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), კარდიოგენური შოკი და შოკის სხვა სახეობები, QT ინტერვალის გახანგრძივების სინდრომი, თრომბოემბოლია, ჰემორაგიული ინსულტი);
  • ფილტვების ანთებითი დაავადებები, ბრონქ-ფილტვის სისტემის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
  • ჰიპერკოაგულაცია (მათ შორის მწვავე თრომბოზის დროს), ერითრემია, ერითროციტოზი;
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში;
  • პოდაგრა;
  • ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
  • ფსორიაზი;
  • ორსულობა;
  • ძუძუთი კვების პერიოდი;
  • 18 წლამდე ასაკი.

დამატებით გამხსნელისთვის (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარი):

  • მომატებული მგრძნობელობა სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი; ადამს-სტოქსის სინდრომი; მაღალი ფუნქციური კლასის დაძაბილობის სტენოკარდია (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით);
  • ეპილეფსიური ფორმის კრუნჩხვების არსებობა ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის შეყვანასთან;
  • მიასთენია;
  • ჰიპოვოლემია;
  • პორფირია;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ბრადიკარდიით, პირველი ხარისხის AV ბლოკადით, არასრულ AV ბლოკადით, პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევებით, არტერიული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილებით, ზომიერი ხარისხის გულის უკმარისობით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევებით, სუნთქვითი ფუნქციის დარღვევით, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით, გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, გენეტიკური მიდრეკილებით ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ, დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში, ჰიპერაციდული გასტრიტის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს (არა მწვავე სტადიისას), გლაუკომის, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების დროს, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნიტრატებს, კალციუმის არხების ანტაგონისტებს, β- ბლოკატორებს.

კოკარფამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში არის ნახსენები პოდაგრა, სისხლდენები, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაზიანება.

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინის მოთხოვნილობის გაზრდა. არ არის მიზანშეწონილი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დისლიპიდემიის კორექციისთვის. პრეპარატი კოკარფამის გამოყენებისას საჭიროა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატის დოზის შესაფერისად შერჩევა და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის ადეკვატური კონტროლი.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების, ღვიძლის ფუნქციის, სისხლში გლუკოზის და შარდმჟავას დონის კონტროლი, ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონის კონტროლი.

მკურნალობის დროს აუცილებელია ეკგ მონიტორინგი. სინუსური დისფუნქციის, PQ ინტერვალის გახანგრძლივების, QRS-ის გაფართოების ან არითმიის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა ან შეწყდეს მკურნალობა.

ციანოკობალამინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობისას აუცილებელია სისტემატურად ტარდებოდეს სისხლის ანალიზი. ერითრო- და ლეიკოციტოზის განვითარების ტენდენციისას დოზა მცირდება ან პრეპარატის მიღება დროებით წყდება. მკურნალობის მიმდინარეობის დროს აუცილებელია სისხლის შედედების კონტროლი და სიფრთხილის გამოჩენა თრომბის წარმოქმნის მიდრეკილების მქონე პირებთან მიმართებაში. ციანოკობალამინი არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე თრომბოემბოლიური დაავადებების დროს.

კოკარფამის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის ერითროციტების რაოდენობის კონტროლი სისხლის საერთო ანალიზში, კოაგულაციის დროის, კოაგულოგრამაში პროთრომბინის ინდექსის, ტრანსამინაზების დონის, ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის (GGTP), ბილირუბინის, სისხლის შრატში შარდმჟავას, სისხლში თრომბოციტების შემცველობის კონტროლი.

კოკარფამის გამოყენებისას უნდა შეიზღუდოს ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომელთა შემადგენლობაში შედის კოფეინი (ყავა, ჩაი და სხვა სასმელები).

გულის დაავადებების დროს ლიდოკაინის (შედის გამხსნელში) გამოყენებამდე აუცილებელია სისხლში კალიუმის დონის ნორმალიზება (ჰიპოკალიემია ამცირებს ლიდოკაინის ეფექტურობას).

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAOI) მკურნალობის დროს ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად.

ლიდოკაინის შეყვანისას შეიძლება გაიზარდოს კრეატინინის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკის დროს.

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაგვიანებული) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

შეუთავსებლობა

პრეპარატი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან. თავსებადობის კვლევები არ ჩატარებულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კოკარბოქსილაზა

საგულე გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური მოქმადების გაძლიერება.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი

β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, ნიტრატები - ანტიანგინალური მოქმედების გაძლიერება.

დიპირიდამოლი - აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას, კერძოდ მის სისხლძარღვების გამაფართოებელ ეფექტს.

კალიუმის შემნახველი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები - ჰიპერკალიემიის რისკის გაძლიერება.

კარბამაზეპინი - ადენოზინის მოქმედების გაძლიერება (მათ შორის ბლოკადის განვითარებამდე).

ქსანტინოლის ნიკოტინატი -ადენოზინის მოქმედების დასუსტება.

პურინის წარმოებულები (კოფეინი და თეოფილინი) - ვლინდება გარკვეულ ანტაგონიზმი ადენოზინთან.

მაგნიუმის პრეპარატები - ჰიპერმაგნიემიის რისკის გაძლიერება.

საგულე გლიკოზიდები - გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან არასასურველი რეაქციების რისკის გაძლიერება. პრეპარატი არ უნდა იქნას შეყვანილი დიდი დოზებით საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად.

ციანოკობალამინი

ორალური კონტრაცეპტივები - სისხლის პლაზმაში ციანოკობალამინის კონცენტრაციის დაქვეითება.

თიამინი - თიამინით გამოწვეული ალერგიული რეაქციების რისკის გაძლიერება.

ქლორამფენიკოლი - ჰემატოპოეზის პასუხის შემცირება პრეპარატზე.

ანტიმეტაბოლიტები და ანტიბიოტიკების უმეტესობა ცვლის ციანოკობალამინის კვლევების შედეგებს.

ნიკოტინამიდი

ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა - ჰემორაგიების განვითარების რისკის გაძლიერება. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები - ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.

ანტიბიოტიკები - ნიკოტინამიდით გამოწვეული ჰიპერემიის შესაძლო გაძლიერება.

ლოვასტატინი, პრავასტატინი - არ არის რეკომენდებული ნიკოტინამიდთან ერთდროული გამოყენება არასასურველი რეაქციების გაზრდილი რისკის გამო. შემოვიდა შეტყობინებები რაბდომიოლიზის შემთხვევების შესახებ ნიკოტინამიდის ლოვასტატინთან ერთდროული გამოყენების დროს.

ნეომიცინი, ბარბიტურატები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, სულფონამიდები - ამცირებენ ამ უკანასკნელის ტოქსიკურობას და ხელს უშლიან ნეომიცინით ინდუცირებული ქოლესტერინის და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის შემცირებას.

პერორალური კონტრაცეპტივები, იზონიაზიდი - ნიკოტინამიდის მოთხოვნილების შესაძლო მომატება (ტრიპტოფანის ნიკოტინის მჟავად გარდაქმნის შენელების შედეგად).

პრობენეციდი - ამ უკანასკნელის ეფექტის შესუსტება.

ციპროფიბრატი - არ არის რეკომენდებული ნიკოტინამიდთან ერთდროული გამოყენება.

ფიბრინოლიზური საშუალებები, სპაზმოლიზური საშუალებები, საგულე გლიკოზიდები - ამ უკანასკნელების გაძლიერება.

ნიკოტინამიდი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას ღვიძლზე. ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი

ამიტრიპტილინი, ბუპივაკაინი, დიზოპირამიდი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, პეტიდინი, ქინიდინი, ქლორპრომაზინი - სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება.

ანტიარითმული საშუალებები (მათ შორის ამიოდარონი, ვერაპამილი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, აიმალინი) - კარდიოდეპრესიული ეფექტს გაძლიერება (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამო) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია AV ბლოკადის ან პარკუჭების ფიბრილაციის განვითარება. ამიოდარონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების განვითარება.

ანტიკოაგულანტები (მათ შორის არდეპარინი, დალტეპარინი, დანაპაროიდი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, ვარფარინი) -სისხლდენების რისკის მომატება.

აცეტაზოლამიდი, თიაზიდური და მარყუჟის შარდმდენები - ლიდოკაინის ეფექტის შესუსტება (ჰიპოკალიემიის გამო).

ბარბიტურატები (ფენობარბიტალი), კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები - მეტაბოლიზმის გაძლიერება და სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება, ასევე კარდიოდეპრესიული ეფექტის გაძლიერება.

β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები - მეტაბოლიზმის შენელება და ლიდოკაინის ეფექტების (მათ შორის ტოქსიკური) გაძლიერება, კერძოდ, ბრადიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა. ამ საშუალებების ერთდროულად გამოყენების დროს ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

ვაზოკონსტრიქტორები (ეპინეფრინი, მეტოქსამინი, ფენილეფრინი) - შეიძლება აბსორბციის შენელება და ლიდოკაინის ეფექტის პროლონგაცია.

გლუკაგონი, იზადრინი - ლიდოკაინის კლირენსის ზრდა.

გუანადრელი, გუანეთიდინი, მეკამილამინი, ტრიმეტაფანი - სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის დროს იზრდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის და ბრადიკარდიის რისკი.

სანარკოზე საშუალებები (ჰექსობარბიტალი, ნატრიუმის თიოპენტალი ინტრავენურად), ეთანოლი - სუნთქვაზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.

საშუალებები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავენ ნეირომუსკულური გადაცემის ბლოკადას - ასეთი საშუალებების ეფექტების გაძლიერება (ნერვული იმპულსების გამტარობის შემცირების შედეგად).

MAO-ს ინჰიბიტორები (ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი) - არტერიული ჰიპოტენზიის რისკის ზრდა. MAO-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად.

კურარესმსგავსი საშუალებები – მიორელაქსაციის გაღრმავება (სასუნთქი კუნთების დამბლებამდე).

მექსილეტინი, ნორეპინეფრინი - ლიდოკაინის ტოქსიკურობის გაძლიერება (კლირენსისა და ღვიძლის სისხლის ნაკადის შემცირების შედეგად).

მიდაზოლამი - იზრდება ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

ნარკოტიკული ანალგეტიკები (მორფინი) - აძლიერებს ასეთი საშუალებების მაანალგეზირებელი ეფექტის გაძლიერება, მაგრამ ძლიერდება სუნთქვის დათრგუნვაც.

ნოვოკაინი, ნოვოკაინამიდი, პროკაინამიდი - ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აღგზნება, ბოდვა, ჰალუცინაციები.

პოლიმიქსინი B - ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სუნთქვის ფუნქციის კონტროლი.

პრენილამინი - „ პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის რისკის გაზრდა.

პროპაფენონი - ცნს-ის მხრიდან არასასურველი რეაქციების ხანგრძლივობის მომატება და მათი სიმძიმის გაზრდა.

რიფამპიცინი - ამ უკანასკნელის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში.

სედატიური და საძილე საშუალებები - ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება.

გულის გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური ეფექტის შესუსტება. ფუტკარას გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის ფონზე ლიდოკაინმა შეიძლება გააღრმავოს AV ბლოკადის სიმძიმე.

ციმეტიდინი - მეტაბოლიზმის დაქვეითება (ღვიძლის კლირენსის დაქვეითება მიკროსომული ჟანგვის ინჰიბირების გამო) და ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, აგრეთვე მისი ტოქსიკური ეფექტების გაძლერება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

კოკარფამი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ცნს-ის მხრივ არასასურველი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში (თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება), რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვისგან; არ უნდა ჩაერთოთ პოტენციურად სახიფათო ხასიათის საქმიანობებში, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულე ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს ორგანულ-სისტემური კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად(≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანისმიერი გამონაყარის, სუნთქვის გაძნელების, ანაფილაქსიური შოკის, კვინკეს შეშუპების ჩათვლით).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, გონების აღრევა.

გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია; ზოგიერთ შემთხვევაში ბრადიკარდია, არითმია; სიხშირე უცნობია - ტკივილი გულის არეში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პალპიტაცია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი, ალები, ჰიპოტენზია, სახის კანისა და სხეულის ზედა ნახევრის სიწითლე ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებით.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ : სიხშირე უცნობია - ფილტვის შეშუპება, ქოშინი.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით): სიხშირე უცნობია - ნამდვილი პოლიცითემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - დიარეა (მსუბუქი ფორმის, ტრანზიტორული), გულისრევა, დისკომფორტი ეპიგასტრიკულ არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ქავილი, გამონაყარი (ტრანზიტორული), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად - კრუნჩხვები.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - პოლიურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: სიხშირე უცნობია - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, ჰიპერთერმია, შემცივნება, რეაქციები შეყვანის ადგილზე, შეყვანის ადგილზე ტკივილისა და შეყვანის ადგილზე ნეკროზის ჩათვლით.

დამატებით გამხსნელისთვის (0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი)

ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები აღწერს არასასურველ რეაქციებს, რომლებიც აღინიშებოდა ლიდოკაინის გამოყენებისას. არ არსებობენ სპეციფიკული მონაცემები ლიდოკაინისა და სამკურნალო პრეპარატ კოკარფამის სხვა აქტიური კომპონენტების კომბინირებული გამოყენების შესახებ .

ლიდოკაინის მიმართ არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ წარმოადგენს პლაზმაში მისი კონცენტრაციის გაზრდის შედეგს, შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანის, დოზის გადაჭარბების ან სწრაფი აბსორბციის გამო უხვი სისხლის მომარაგების უბნებში, ან ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის ან პაციენტის მიერ პრეპარატის ამტანობის შემცირების გამო.

ნერვული სისტემის მხრივ: მოტორული მოუსვენრობა, ეიფორია, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ტრემორი, ტრიზმუსი, კრუნჩხვები (მათი განვითარების რისკი იზრდება ჰიპერკაპნიისა და აციდოზის დროს), მოტორული ბლოკადა, მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა, გონების აღრევა, კომა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ნისტაგმი, დიპლოპია, სინათლის შიში, შექცევადი სიბრმავე, კონიუნქტივიტი, თვალწინ შავი „წინწკლების“ ციმციმი.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, ჰიპერაკუზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: რინიტი, სასუნთქი კუნთების დამბლა, რესპირატორული დამბლა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ღებინება, არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიუმში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე : სისუსტე, ავთვისებიანი ჰიპერთერმია, სიცხის, სიცივის შეგრძნება ან კიდურების დაბუჟება.

ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენებისას - ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურვრლი რეაქციის გამოვლინების შემთხვევაში ან ახალი არასასურველი რეაქცის წამოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები : თავბრუსხვევა, სისუსტე, ტრემორი, პარკუჭოვანი დარღვევები; მხედველობის დარღვევა; ტონურ-კლონური კრუნჩხვები; ფსიქომოტორული აგზნება, სინკოპალური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია არტერიული წნევის უეცარ დაქვეითებასთან; კოლაფსი; გულის შეგუბებითი უკმარისობა, ფილტვების შეშუპება; ჰიპერკოაგულაცია; პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი; კომა; ასფიქსია; აპნოე ან არასასურველი რეაქციების გამოვლინებების გაძლიერება.

მკურნალობა: პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა, ოქსოგენოთერაპია, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ვაზოკონსტრიქტორები (ნორადრენალინი, მეზატონი), ქოლინოლიტიკები, სიმპტომატური თერაპია, ადენოზინის ანტაგონისტებია ქსანტინები (ეუფილინი, თეოფილინი). პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; აუცილებელია სუფთა ჰაერის წვდომის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება და/ან ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. სიმპტომები ცნს-ის მხრიდან კორეგირდება ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების/ბარბიტურატების გამოყენებით. ბრადიკარდიისა და გამტარობის დარღვევების კორექციისათვის გამოიყენება ატროპინი (0,5-1 მგ ინტრავენურად), არტერიული ჰიპოტენზიის დროს გამოიყენებიან სიმპათომიმეტიკები β-ადრენორეცეპტორების აგონისტებთან კომბინაციაში. გულის გაჩერების შემთხვევაში ნაჩვენებია სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. შესაძლებელია ინტუბაციის, ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება. დოზის გადაჭარბების მწვავე ფაზაში დიალიზი არაეფექტურია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები. სხვა კომბინირებული ვიტამინური პრეპარატები. ვიტამინები სხვადასხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: A11 JC .

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი წარმოადგენს მეტაბოლური ნივთიერებებისა და ვიტამინების რაციონალურად შერჩეულ კომპლექსს.

კოკარბოქსილაზა არის კოფერმენტი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში გარედან მოწოდებული თიამინისაგან (ვიტამინი B1). მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში, რომელიც აკატალიზებს α-კეტო მჟავების კარბოქსილირებას და დეკარბოქსილირებას. ირიბად ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილების და ლიპიდების სინთეზს. ამცირებს რძის და პირუვინის მჟავების დონეს ორგანიზმში, ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას.

ნიკოტინამიდი არის PP ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა, მონაწილეობს უჯრედში ჟანგვა-აღდგენის პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლას.

დინატრიუმის ადენოზინისტრიფოსფატის ტრიჰიდრატი არის ადენოზინის წარმოებული, რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. გააჩნია ჰიპოტენზიური და ანტიარითმული მოქმედება. ახდენს სისხლძარღვების გამაფართოეველ მოქმედებას, მათ შორის კორონარული არტერიებზე.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12 ) ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად (ადენოზილკობალამინად ან კობამამიდად), რომელსაც გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. ზრდის ცილის სინთეზს ორგანიზმში და ხელს უწყობს მის დაგროვებას. ააქტიურებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას. აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სულფჰიდრილის ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას ერითროციტებში, ზრდის რა მათ მდგრადობას ჰემოლიზის მიმართ. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ახდენს დადებით მოქმედებას ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კოკარბოქსილაზა სწრაფად აბსორბირდება ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ. აღწევს ორგანიზმის ქსოვილების უმეტესობაში. ექვემდებარება მეტაბოლურ დაშლას. მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.

ნიკოტინამიდი სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში. ლახავს პლაცენტურ ბარიერს და აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში ნიკოტინამიდ-N-მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,3 საათს, წონასწორული განაწილების სტაციონარული მოცულობა შეადგენს დაახლოებით 60 ლიტრს, ხოლო მთლიანი კლირენსი - დაახლოებით 0,6 ლ/წთ.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი

პარენტერალური შეყვანის შემდეგ ის აღწევს ორგანოთა უჯრედებში, სადაც იშლება ადენოზინად და არაორგანულ ფოსფატად ენერგიის გამოყოფით. შემდგომში, დაშლის პროდუქტები ერთვება ატფ-ის რესინთეზში.

ციანოკობალამინი

სისხლში ციანოკობალამინი უკავშირდება I და II ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება ძირითადად ღვიძლში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 90%. ის სწრაფად და მთლიანად შეიწოვება ინტრამუსკულარული და კანქვეშა შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია ინტრამუსკულარული შეყვანიდან მიიღწევა 1 საათის შემდეგ.ღვიძლიდან იგი გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით ნაწლავებში და კვლავ შეიწოვება სისხლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 500 დღეს. გამოიყოფა თირკმელების ნორმალური ფუნქციით - 7-10% თირკმელებით, დაახლოებით 50%- ნაწლავებით. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს - 0-7% თირკმელებით, 70-100% ნაწლავებით. ლახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მუქი შუშის ფლაკონში ბრომბუთილის რეზინის საცობით და კომბინირებული ალუმინის Flip off თავსახურით.

3 ფლაკონი ლიოფილიზატი გამხსნელთან კომპლექტში (3 ამპულა 0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი, 2 მლ თითოეული) კონტურულ ფიჭისმაგვარ შეფუთვაში.

1 კონტურული ფიჭისმაგვარი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

გამოყენებული პროდუქტის ნარჩენი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია კომპანია

"ფამბილი ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ანონიმ შირკეტი", თურქეთი

( "FAMBILI İLAÇ SANAYİ VE TİCARET ANONIM ŞİRKETİ", Turkey ).

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. ფაშა მაჰ . 6. ჯად. No. 30 ჩერქეზქოი/ტექირდაგი)

„World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.”, Turkey

(ÇOSB G.O. Pasha Mah 6. Cad. No : 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა