პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

კოკარნიტი

Cocarnit

ურეცეპტოდ10მგ + 50მგ + 0,5მგ + 20მგინსტრუქცია ქართულადეგვიპტე
რისთვის გამოიყენება

კოკარნიტი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში გამოსაყენებლად: - ნევრიტები, ნეიროპათიები (შაქრიანი დიაბეტის, ინფექციური დაავადებების, პერნიციოზული ანემიის და სხვ. დროს); - სხვადასხვა წარმოშობის ნევრალგიები; - მიალგია, იშიალგია; - ლუმბაგო, რადიკულიტი; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
10მგ + 50მგ + 0,5მგ + 20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №3 + 2მლ გამხსნელი (0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №3
მწარმოებელი
„E.I.P.I.Co“, ეგვიპტე
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინები სხვა კომბინაციები
ATC კოდი
A11JC
რეგისტრაციის ნომერი
რ-043356
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2025, მოქმედებს 3 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
World Medicine Limited (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკოკარნიტი და სხვა წამალი ერთად

კოკარნიტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კოკარნიტი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში გამოსაყენებლად:

  • ნევრიტები, ნეიროპათიები (შაქრიანი დიაბეტის, ინფექციური დაავადებების, პერნიციოზული ანემიის და სხვ. დროს);
  • სხვადასხვა წარმოშობის ნევრალგიები;
  • მიალგია, იშიალგია;
  • ლუმბაგო, რადიკულიტი;
  • ბურსიტები, ტენდინიტები;
  • გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები, კარდიომიოპათიები.

მიღების წესი და დოზირება

კოკარნიტი შეიყვანება კუნთში, გახსნილი ლიოფილიზატის 1-2 ამპულა ერთხელ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა და განმეორებითი კურსების ჩატარება დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

გამოყენების წესი

პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში (დუნდულა კუნთში).

საინექციო ხსნარი მზადდება ლიოფილიზატის შემცველი ერთი ამპულის შიგთავსის განზავებით 2 მლ გამხსნელში, უშუალოდ გამოყენების წინ. გამხსნელად გამოიყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.

პრეპარატის ინტრავენური შეყვანა არ შეიძლება!

ხსნარი უნდა გამოვიყენოთ მომზადებისთანავე. მომზადებული ხსნარის ფერი ვარდისფერი უნდა იყოს. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ფერი შეიცვალა.

ინექციის ადგილის მძიმე მეტალების შემცველი სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებისას იზრდება ადგილობრივი რეაქციის განვითარების რისკი ტკივილისა და შეშუპების სახით.

ინექციის ადგილას ნერვის ან სხვა ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ზუსტად უნდა იქნას დაცული ინტრამუსკულარული ინექციის ჩატარების ინსტრუქცია. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთში (დუნდულას მიდამოს ზედა გარეთა კვადრატში). შემდეგი ინექცია უნდა ჩატარდეს მოპირდაპირე დუნდულას მიდამოში. ქსოვილების დაზიანების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, პრეპარატის შეყვანა ნელა უნდა მოხდეს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები

ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში არ უნდა გამოვიყენოთ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

65 წელზე უფროს პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიარითმიის მძიმე ფორმები, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV-ბლოკადა), გულის ქრონიკული უკმარისობა (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), კარდიოგენული შოკი და შოკის სხვა სახეობები;
  • ფილტვების ანთებითი დაავადებები;
  • ჰიპერკოაგულაცია (მათ შორის მწვავე თრომბოზი), ერითრემია, ერითროციტოზი;
  • ფსორიაზი;
  • 18 წლამდე ასაკი.

დამატებით გამხსნელისთვის (0,5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი):

  • მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის სხვა ადგილობრივი ანესთეზიურების მიმართ;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი; ადამს-სტოქსის სინდრომი; მაღალი ფუნქციური კლასის დაძაბვის სტენოკარდია (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით);
  • ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის შეყვანასთან დაკავშირებული ეპილეფსიური კრუნჩხვები ანამნეზში;
  • მიასთენია;
  • ჰიპოვოლემია;
  • პორფირია;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობაზე ეჭვის არსებობისას პაციენტებისთვის პრეპარატის დანიშვნამდე რეკომენდებულია კანქვეშა ტესტის ჩატარება.

კოკარნიტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთა ანამნეზში არის ცნობები წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, პოდაგრის, სისხლდენების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაზიანებების შესახებ.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტების რაოდენობის, შედედების დროის, კოაგულოგრამაში პროთრომბინის ინდექსის, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფოტაზას, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ბილირუბინის, სისხლის შრატში შარდმჟავას დონის, სისხლში თრომბოციტების შემცველობის კონტროლი.

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAO) მკურნალობის დროს ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად.

ლიდოკაინის შეყვანისას შეიძლება გაიზარდოს კრეატინინის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკისას.

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაგვიანებული) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი. შეუთავსებლობა

პრეპარატი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს. თავსებადობის კვლევები არ ჩატარებულა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კოკარბოქსილაზა

საგულე გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური მოქმედების გაძლიერება.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი

β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, ნიტრატები - ანტიანგინალური მოქმედების გაძლიერება.

დიპირიდამოლი - ამ უკანასკნელის მოქმედების გაძლიერება, კერძოდ, მისი ვაზოდილატაციური ეფექტის.

კალიუმის დამზოგავი შარდმდენები, კალიუმის პრეპარატები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები - ჰიპერკალიემიის რისკის მომატება.

კარბამაზეპინი - ადენოზინის ეფექტის გაძლიერება (მათ შორის ბლოკადის განვითარებამდე).

ქსანთინოლის ნიკოტინატი - ადენოზინის ეფექტის შესუსტება.

პურინის წარმოებულები (კოფეინი და თეოფილინი) - ვლინდება ადენოზინთან გარკვეული ანტაგონიზმი.

მაგნიუმის პრეპარატები - ჰიპერმაგნიემიის რისკის მომატება.

საგულე გლიკოზიდები - გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების რისკის მომატება. პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული დიდი დოზებით საგულე გლიკოზიდებთან ერთად.

ციანოკობალამინი

პერორალური კონტრაცეპტივები - სისხლის პლაზმაში ციანოკობალამინის კონცენტრაციის შემცირება.

თიამინი - თიამინით გამოწვეული ალერგიული რეაქციების რისკის მომატება.

ქლორამფენიკოლი - პრეპარატზე ჰემატოპოეტური პასუხის შემცირება.

ანტიმეტაბოლიტები და ანტიბიოტიკების უმეტესობა ცვლის ციანოკობალამინის კვლევების შედეგებს.

ნიკოტინამიდი

ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა - სისხლჩაქცევის რისკის განვითარების რისკის მომატება. სიფრთხილე უნდა დავიცვათ ერთდროული გამოყენებისას.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები - ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება. სიფრთხილე უნდა დავიცვათ ერთდროული გამოყენებისას.

ანტიბიოტიკები - ნიკოტინამიდით გამოწვეული ჰიპერემიის შესაძლო გაძლიერება.

ლოვასტატინი, პრავასტატინი - ნიკოტინამიდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული არასასურველი რეაქციების გაზრდილი რისკის გამო. არის ცნობები რაბდომიოლიზის შემთხვევების შესახებ ნიკოტინამიდისა და ლოვასტატინის ერთად გამოყენებისას.

ნეომიცინი, ბარბიტურატები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, სულფანილამიდები - ამ უკანასკნელთა ტოქსიურობის შემცირება და ნეომიცინით გამოწვეული ქოლესტერინის და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის შემცირების პრევენცია.

პერორალური კონტრაცეპტივები, იზონიაზიდი - ნიკოტინამიდის მოთხოვნილების შესაძლო ზრდა (ტრიპტოფანის ნიკოტინის მჟავად გარდაქმნის შენელების შედეგად).

პრობენეციდი - ამ უკანასკნელის მოქმედების შესუსტება.

ციპროფიბრატი - ნიკოტინამიდთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ფიბრინოლიზური საშუალებები, სპაზმოლიზური საშუალებები, საგულე გლიკოზიდები - ამ უკანასკნელთა გაძლიერება.

ნიკოტინამიდი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტს ღვიძლზე.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი

ამიტრიპტილინი, ბუპივაკაინი, დიზოპირამიდი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, პეტიდინი, ქინიდინი, ქლორპრომაზინი - სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება.

ანტიარითმული საშუალებები (მათ შორის ამიოდარონი, ვერაპამილი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, აიმალინი) - კარდიოდეპრესიული ეფექტის გაძლიერება (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამო) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია განვითარდეს AV ბლოკადა ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია. ამიოდარონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების განვითარება.

ანტიკოაგულანტები (მათ შორის არდეპარინი, დალტეპარინი, დანაპაროიდი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, ვარფარინი) - სისხლდენის რისკის მომატება.

აცეტაზოლამიდი, თიაზიდი და მარყუჟოვანი დიურეზულები - ლიდოკაინის ეფექტის შესუსტება (ჰიპოკალიემიის გამო).

ბარბიტურატები (ფენობარბიტალი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები - მეტაბოლიზმის გაძლიერება და სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება, აგრეთვე კარდიოდეპრესიული ეფექტის გაძლიერება.

β-ადრენორეცეპტორების ბლოკერები - მეტაბოლიზმის შენელება და ლიდოკაინის ეფექტების (მათ შორის ტოქსიური) გაძლიერება, კერძოდ, ბრადიკარდიის რისკის და არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

ვაზოკონსტრიქტორები (ეპინეფრინი, მეტოქსამინი, ფენილეფრინი) - შესაძლებელია აბსორბციის შენელება და ლიდოკაინის ეფექტის გახანგრძლივება.

გლუკაგონი, იზადრინი - ლიდოკაინის კლირენსის გაზრდა.

გუანადრელი, გუანეტიდინი, მეკამილამინი, ტრიმეტაფანი - სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის დროს იზრდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის და ბრადიკარდიის რისკი.

სანარკოზე საშუალებები (ჰექსობარბიტალი, ინტრავენური ნატრიუმის თიოპენტალი), ეთანოლი - სუნთქვის დამთრგუნველი ზემოქმედების გაძლირება.

ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის წინასწარ განმსაზღვრელი საშუალებები - აძლიერებენ ასეთი საშუალებების ეფექტს (ნერვული იმპულსების გამტარობის შემცირების შედეგად).

მაო-ს ინჰიბიტორები (ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი) - არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა. პარენტერალური ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს.

კურარეს მსგავსი საშუალებები - მიორელაქსაციის გაღრმავება (სასუნთქი კუნთების დამბლამდე).

მექსილეტინი, ნორეპინეფრინი - ლიდოკაინის ტოქსიურობის მომატება (კლირენსის და ღვიძლის სისხლის მიმოქცევის შემცირების შედეგად).

მიდაზოლამი - ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. ნარკოტიკული ანალგეზიურები (მორფინი) – ასეთი პრეპარატების ანალგეზიური ეფექტის გაძლიერება, სუნთქვის დათრგუნვა ძლიერდება აგრეთვე.

ნოვოკაინი, ნოვოკაინამიდი, პროკაინამიდი - ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აგზნება, დელირიუმი, ჰალუცინაციები.

პოლიმიქსინ B - ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სუნთქვის კონტროლი.

პრენილამინი - „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის მომატებული რისკი.

პროპაფენონი - ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების ხანგრძლივობის და სიმძიმის მომატება.

რიფამპიცინი - სისხლის პლაზმაში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის შემცირება.

სედატიური და ძილის მომგვრელი საშუალებები - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება.

საგულე გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური ეფექტის შესუსტება. დიგიტალისებური გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის ფონზე, ლიდოკაინმა შეიძლება გააძლიეროს AV ბლოკადის სიმძიმე.

ციმეტიდინი - მეტაბოლიზმის შემცირება (ღვიძლის კლირენსის შემცირება მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბირების გამო) და ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, ასევე ტოქსიური ეფექტების გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კოკარნიტი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ლაქტაცია

პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების (თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება) განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვისგან, ასევე არ ჩავერთოთ პოტენციურად სახიფათო საქმიანობაში, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის კანზე გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, ცნობიერების არევა.

გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია; ზოგიერთ შემთხვევაში ბრადიკარდია, არითმია; სიხშირე უცნობია - ტკივილი გულის არეში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პალპიტაცია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი, ალები, ჰიპოტენზია, სახისა და სხეულის ზედა ნახევრის კანის სიწითლე ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებით.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: სიხშირე უცნობია - ფილტვების შეშუპება, ქოშინი.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები): სიხშირე უცნობია - ჭეშმარიტი (პირველადი) პოლიციტემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - დიარეა (მსუბუქი ფორმის, გარდამავალი), გულისრევა, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათი - ქავილი, გამონაყარი (გარდამავალი), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათი - კრუნჩხვები.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - პოლიურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, ჰიპერთერმია, შემცივნება, რეაქციები ინექციის ადგილას, მათ შორის ტკივილი ინექციის ადგილას და ნეკროზი შეყვანის ადგილას.

დამატებით გამხსნელისთვის (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5%-იანი ხსნარი)

ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები აღწერს ლიდოკაინის გამოყენებისას დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებს. ლიდოკაინისა და სამკურნალო პრეპარატ კოკარნიტის სხვა აქტიური კომპონენტების კომბინირებული გამოყენების შესახებ კონკრეტული მონაცემები არ არსებობს.

ლიდოკაინზე გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, გამოწვეულია სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატებით, რაც გამოწვეულია შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანით, დოზის გადაჭარბებით ან უხვად სისხლმომარაგების უბნებიდან სწრაფი შეწოვით, ან ჰიპერმგრძნობელობით, იდიოსინკრაზიით ან პაციენტის მიერ პრეპარატის დაქვეითებული ამტანობით.

ნერვული სისტემის მხრივ: მოტორული მოუსვენრობა, ეიფორია, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ტრემორი, ტრიზმი, კრუნჩხვები (მათი განვითარების რისკი იზრდება ჰიპერკაპნიის და აციდოზის დროს), მოტორული ბლოკი, მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების არევა, კომა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ნისტაგმი, დიპლოპია, ფოტოფობია, შექცევადი სიბრმავე, კონიუნქტივიტი, თვალების წინ ციმციმა ლაქები.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, ჰიპერაკუზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: რინიტი, სასუნთქი კუნთების დამბლა, რესპირატორული დამბლა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სისუსტე, ავთვისებიანი ჰიპერთერმია, სიცხის, სიცივის ან კიდურების დაბუჟების შეგრძნება.

ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენების დროს - ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნეზიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევები არ გამოვლენილა. არ არსებობს მონაცემები ტოქსიურობის შესაძლო განვითარების შესახებ შემთხვევით ვენაში შეყვანის ან პერორალურად მიღების დროს. ტოქსიურობაზე ეჭვის დროს აუცილებელია მეთვალყურეობა და სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

ამპულა ლიოფილიზატით შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი 10 მგ

კოკარბოქსილაზას ქლორიდი 50 მგ

ციანოკობალამინი 0,5 მგ

ნიკოტინამიდი 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ამპულა გამხსნელით შეიცავს

აქტიური ნივთიერება:

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით) 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი გამხსნელთან კომპლექტში.

აღწერილობა: ვარდისფერი ლიოფილიზებული ფხვნილი წითელი ფერის ჩანართებით.

გამხსნელი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ფორმა და შიგთავსი

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი ყვითელი შუშის ამპულაში კომპლექტში 2 მლ გამხსნელთან ყვითელი შუშის ამპულაში.

3 ამპულა ლიოფილიზატით და 3 ამპულა გამხსნელით კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინები. სხვა კომბინირებული ვიტამინის პრეპარატები. ვიტამინები სხვადასხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: A11JC.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი წარმოადგენს მეტაბოლური ნივთიერებებისა და ვიტამინების რაციონალურად შერჩეულ კომპლექსს.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი ადენოზინის წარმოებულია და ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. მას აქვს ჰიპოტენზიური და ანტიარითმული მოქმედება. ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას, მათ შორის კორონარულ არტერიებზე.

კოკარბოქსილაზა არის კოენზიმი, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება გარედან მიწოდებული თიამინისგან (ვიტამინი B1). ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან მეტაბოლიზმში, შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში, რომელიც ახდენს α-კეტომჟავების კარბოქსილირების და დეკარბოქსილირების კატალიზირებას. ირიბად ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს. ამცირებს ორგანიზმში რძემჟავა და პირუვინის მჟავების დონეს და ხელს უწყობს გლუკოზის შეთვისებას. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად (ადენოზილკობალამინი ან კობამამიდი), რომელსაც აქვს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. ზრდის ცილის სინთეზს ორგანიზმში და ხელს უწყობს მის დაგროვებას. ააქტიურებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას. აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ხელს უწყობს ერითროციტებში სულფჰიდრილის ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას, რაც ზრდის მათ მდგრადობას ჰემოლიზის მიმართ. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ახდენს სასარგებლო გავლენას ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციაზე.

ნიკოტინამიდი ვიტამინ PP-ს ერთ-ერთი ფორმაა, ის მონაწილეობს უჯრედში ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და აზოტურ ცვლას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არის წარმოდგენილი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

კოკარნიტი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კოკარნიტი, Cocarnit

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

-

შემადგენლობა

ამპულა ლიოფილიზატით შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი 10 მგ

კოკარბოქსილაზას ქლორიდი 50 მგ

ციანოკობალამინი 0,5 მგ

ნიკოტინამიდი 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ამპულა გამხსნელით შეიცავს

აქტიური ნივთიერება:

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით) 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი გამხსნელთან კომპლექტში.

აღწერილობა: ვარდისფერი ლიოფილიზებული ფხვნილი წითელი ფერის ჩანართებით.

გამხსნელი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

კოკარნიტი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში გამოსაყენებლად:

  • ნევრიტები, ნეიროპათიები (შაქრიანი დიაბეტის, ინფექციური დაავადებების, პერნიციოზული ანემიის და სხვ. დროს);
  • სხვადასხვა წარმოშობის ნევრალგიები;
  • მიალგია, იშიალგია;
  • ლუმბაგო, რადიკულიტი;
  • ბურსიტები, ტენდინიტები;
  • გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები, კარდიომიოპათიები.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

კოკარნიტი შეიყვანება კუნთში, გახსნილი ლიოფილიზატის 1-2 ამპულა ერთხელ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა და განმეორებითი კურსების ჩატარება დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

გამოყენების წესი

პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში (დუნდულა კუნთში).

საინექციო ხსნარი მზადდება ლიოფილიზატის შემცველი ერთი ამპულის შიგთავსის განზავებით 2 მლ გამხსნელში, უშუალოდ გამოყენების წინ. გამხსნელად გამოიყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.

პრეპარატის ინტრავენური შეყვანა არ შეიძლება!

ხსნარი უნდა გამოვიყენოთ მომზადებისთანავე. მომზადებული ხსნარის ფერი ვარდისფერი უნდა იყოს. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ფერი შეიცვალა.

ინექციის ადგილის მძიმე მეტალების შემცველი სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებისას იზრდება ადგილობრივი რეაქციის განვითარების რისკი ტკივილისა და შეშუპების სახით.

ინექციის ადგილას ნერვის ან სხვა ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ზუსტად უნდა იქნას დაცული ინტრამუსკულარული ინექციის ჩატარების ინსტრუქცია. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთში (დუნდულას მიდამოს ზედა გარეთა კვადრატში). შემდეგი ინექცია უნდა ჩატარდეს მოპირდაპირე დუნდულას მიდამოში. ქსოვილების დაზიანების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, პრეპარატის შეყვანა ნელა უნდა მოხდეს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები

ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში არ უნდა გამოვიყენოთ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

65 წელზე უფროს პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიარითმიის მძიმე ფორმები, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV-ბლოკადა), გულის ქრონიკული უკმარისობა (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), კარდიოგენული შოკი და შოკის სხვა სახეობები;
  • ფილტვების ანთებითი დაავადებები;
  • ჰიპერკოაგულაცია (მათ შორის მწვავე თრომბოზი), ერითრემია, ერითროციტოზი;
  • ფსორიაზი;
  • 18 წლამდე ასაკი.

დამატებით გამხსნელისთვის (0,5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი):

  • მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის სხვა ადგილობრივი ანესთეზიურების მიმართ;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი; ადამს-სტოქსის სინდრომი; მაღალი ფუნქციური კლასის დაძაბვის სტენოკარდია (III-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით);
  • ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის შეყვანასთან დაკავშირებული ეპილეფსიური კრუნჩხვები ანამნეზში;
  • მიასთენია;
  • ჰიპოვოლემია;
  • პორფირია;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობაზე ეჭვის არსებობისას პაციენტებისთვის პრეპარატის დანიშვნამდე რეკომენდებულია კანქვეშა ტესტის ჩატარება.

კოკარნიტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთა ანამნეზში არის ცნობები წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, პოდაგრის, სისხლდენების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაზიანებების შესახებ.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტების რაოდენობის, შედედების დროის, კოაგულოგრამაში პროთრომბინის ინდექსის, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფოტაზას, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ბილირუბინის, სისხლის შრატში შარდმჟავას დონის, სისხლში თრომბოციტების შემცველობის კონტროლი.

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAO) მკურნალობის დროს ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად.

ლიდოკაინის შეყვანისას შეიძლება გაიზარდოს კრეატინინის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკისას.

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაგვიანებული) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი. შეუთავსებლობა

პრეპარატი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს. თავსებადობის კვლევები არ ჩატარებულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კოკარბოქსილაზა

საგულე გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური მოქმედების გაძლიერება.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი

β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, ნიტრატები - ანტიანგინალური მოქმედების გაძლიერება.

დიპირიდამოლი - ამ უკანასკნელის მოქმედების გაძლიერება, კერძოდ, მისი ვაზოდილატაციური ეფექტის.

კალიუმის დამზოგავი შარდმდენები, კალიუმის პრეპარატები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები - ჰიპერკალიემიის რისკის მომატება.

კარბამაზეპინი - ადენოზინის ეფექტის გაძლიერება (მათ შორის ბლოკადის განვითარებამდე).

ქსანთინოლის ნიკოტინატი - ადენოზინის ეფექტის შესუსტება.

პურინის წარმოებულები (კოფეინი და თეოფილინი) - ვლინდება ადენოზინთან გარკვეული ანტაგონიზმი.

მაგნიუმის პრეპარატები - ჰიპერმაგნიემიის რისკის მომატება.

საგულე გლიკოზიდები - გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების რისკის მომატება. პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული დიდი დოზებით საგულე გლიკოზიდებთან ერთად.

ციანოკობალამინი

პერორალური კონტრაცეპტივები - სისხლის პლაზმაში ციანოკობალამინის კონცენტრაციის შემცირება.

თიამინი - თიამინით გამოწვეული ალერგიული რეაქციების რისკის მომატება.

ქლორამფენიკოლი - პრეპარატზე ჰემატოპოეტური პასუხის შემცირება.

ანტიმეტაბოლიტები და ანტიბიოტიკების უმეტესობა ცვლის ციანოკობალამინის კვლევების შედეგებს.

ნიკოტინამიდი

ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა - სისხლჩაქცევის რისკის განვითარების რისკის მომატება. სიფრთხილე უნდა დავიცვათ ერთდროული გამოყენებისას.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები - ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება. სიფრთხილე უნდა დავიცვათ ერთდროული გამოყენებისას.

ანტიბიოტიკები - ნიკოტინამიდით გამოწვეული ჰიპერემიის შესაძლო გაძლიერება.

ლოვასტატინი, პრავასტატინი - ნიკოტინამიდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული არასასურველი რეაქციების გაზრდილი რისკის გამო. არის ცნობები რაბდომიოლიზის შემთხვევების შესახებ ნიკოტინამიდისა და ლოვასტატინის ერთად გამოყენებისას.

ნეომიცინი, ბარბიტურატები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, სულფანილამიდები - ამ უკანასკნელთა ტოქსიურობის შემცირება და ნეომიცინით გამოწვეული ქოლესტერინის და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის შემცირების პრევენცია.

პერორალური კონტრაცეპტივები, იზონიაზიდი - ნიკოტინამიდის მოთხოვნილების შესაძლო ზრდა (ტრიპტოფანის ნიკოტინის მჟავად გარდაქმნის შენელების შედეგად).

პრობენეციდი - ამ უკანასკნელის მოქმედების შესუსტება.

ციპროფიბრატი - ნიკოტინამიდთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ფიბრინოლიზური საშუალებები, სპაზმოლიზური საშუალებები, საგულე გლიკოზიდები - ამ უკანასკნელთა გაძლიერება.

ნიკოტინამიდი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტს ღვიძლზე.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი

ამიტრიპტილინი, ბუპივაკაინი, დიზოპირამიდი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, პეტიდინი, ქინიდინი, ქლორპრომაზინი - სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება.

ანტიარითმული საშუალებები (მათ შორის ამიოდარონი, ვერაპამილი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, აიმალინი) - კარდიოდეპრესიული ეფექტის გაძლიერება (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამო) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია განვითარდეს AV ბლოკადა ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია. ამიოდარონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების განვითარება.

ანტიკოაგულანტები (მათ შორის არდეპარინი, დალტეპარინი, დანაპაროიდი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, ვარფარინი) - სისხლდენის რისკის მომატება.

აცეტაზოლამიდი, თიაზიდი და მარყუჟოვანი დიურეზულები - ლიდოკაინის ეფექტის შესუსტება (ჰიპოკალიემიის გამო).

ბარბიტურატები (ფენობარბიტალი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები - მეტაბოლიზმის გაძლიერება და სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის შემცირება, აგრეთვე კარდიოდეპრესიული ეფექტის გაძლიერება.

β-ადრენორეცეპტორების ბლოკერები - მეტაბოლიზმის შენელება და ლიდოკაინის ეფექტების (მათ შორის ტოქსიური) გაძლიერება, კერძოდ, ბრადიკარდიის რისკის და არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

ვაზოკონსტრიქტორები (ეპინეფრინი, მეტოქსამინი, ფენილეფრინი) - შესაძლებელია აბსორბციის შენელება და ლიდოკაინის ეფექტის გახანგრძლივება.

გლუკაგონი, იზადრინი - ლიდოკაინის კლირენსის გაზრდა.

გუანადრელი, გუანეტიდინი, მეკამილამინი, ტრიმეტაფანი - სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის დროს იზრდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის და ბრადიკარდიის რისკი.

სანარკოზე საშუალებები (ჰექსობარბიტალი, ინტრავენური ნატრიუმის თიოპენტალი), ეთანოლი - სუნთქვის დამთრგუნველი ზემოქმედების გაძლირება.

ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის წინასწარ განმსაზღვრელი საშუალებები - აძლიერებენ ასეთი საშუალებების ეფექტს (ნერვული იმპულსების გამტარობის შემცირების შედეგად).

მაო-ს ინჰიბიტორები (ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი) - არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა. პარენტერალური ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს.

კურარეს მსგავსი საშუალებები - მიორელაქსაციის გაღრმავება (სასუნთქი კუნთების დამბლამდე).

მექსილეტინი, ნორეპინეფრინი - ლიდოკაინის ტოქსიურობის მომატება (კლირენსის და ღვიძლის სისხლის მიმოქცევის შემცირების შედეგად).

მიდაზოლამი - ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. ნარკოტიკული ანალგეზიურები (მორფინი) – ასეთი პრეპარატების ანალგეზიური ეფექტის გაძლიერება, სუნთქვის დათრგუნვა ძლიერდება აგრეთვე.

ნოვოკაინი, ნოვოკაინამიდი, პროკაინამიდი - ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აგზნება, დელირიუმი, ჰალუცინაციები.

პოლიმიქსინ B - ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სუნთქვის კონტროლი.

პრენილამინი - „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის მომატებული რისკი.

პროპაფენონი - ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების ხანგრძლივობის და სიმძიმის მომატება.

რიფამპიცინი - სისხლის პლაზმაში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის შემცირება.

სედატიური და ძილის მომგვრელი საშუალებები - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება.

საგულე გლიკოზიდები - საგულე გლიკოზიდების კარდიოტონური ეფექტის შესუსტება. დიგიტალისებური გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის ფონზე, ლიდოკაინმა შეიძლება გააძლიეროს AV ბლოკადის სიმძიმე.

ციმეტიდინი - მეტაბოლიზმის შემცირება (ღვიძლის კლირენსის შემცირება მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბირების გამო) და ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, ასევე ტოქსიური ეფექტების გაძლიერება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

კოკარნიტი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ლაქტაცია

პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების (თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება) განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვისგან, ასევე არ ჩავერთოთ პოტენციურად სახიფათო საქმიანობაში, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

არასასურველი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის კანზე გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, ცნობიერების არევა.

გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია; ზოგიერთ შემთხვევაში ბრადიკარდია, არითმია; სიხშირე უცნობია - ტკივილი გულის არეში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პალპიტაცია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი, ალები, ჰიპოტენზია, სახისა და სხეულის ზედა ნახევრის კანის სიწითლე ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებით.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: სიხშირე უცნობია - ფილტვების შეშუპება, ქოშინი.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები): სიხშირე უცნობია - ჭეშმარიტი (პირველადი) პოლიციტემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - დიარეა (მსუბუქი ფორმის, გარდამავალი), გულისრევა, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათი - ქავილი, გამონაყარი (გარდამავალი), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათი - კრუნჩხვები.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - პოლიურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, ჰიპერთერმია, შემცივნება, რეაქციები ინექციის ადგილას, მათ შორის ტკივილი ინექციის ადგილას და ნეკროზი შეყვანის ადგილას.

დამატებით გამხსნელისთვის (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5%-იანი ხსნარი)

ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები აღწერს ლიდოკაინის გამოყენებისას დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებს. ლიდოკაინისა და სამკურნალო პრეპარატ კოკარნიტის სხვა აქტიური კომპონენტების კომბინირებული გამოყენების შესახებ კონკრეტული მონაცემები არ არსებობს.

ლიდოკაინზე გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, გამოწვეულია სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატებით, რაც გამოწვეულია შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანით, დოზის გადაჭარბებით ან უხვად სისხლმომარაგების უბნებიდან სწრაფი შეწოვით, ან ჰიპერმგრძნობელობით, იდიოსინკრაზიით ან პაციენტის მიერ პრეპარატის დაქვეითებული ამტანობით.

ნერვული სისტემის მხრივ: მოტორული მოუსვენრობა, ეიფორია, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ტრემორი, ტრიზმი, კრუნჩხვები (მათი განვითარების რისკი იზრდება ჰიპერკაპნიის და აციდოზის დროს), მოტორული ბლოკი, მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების არევა, კომა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ნისტაგმი, დიპლოპია, ფოტოფობია, შექცევადი სიბრმავე, კონიუნქტივიტი, თვალების წინ ციმციმა ლაქები.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, ჰიპერაკუზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: რინიტი, სასუნთქი კუნთების დამბლა, რესპირატორული დამბლა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სისუსტე, ავთვისებიანი ჰიპერთერმია, სიცხის, სიცივის ან კიდურების დაბუჟების შეგრძნება.

ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენების დროს - ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნეზიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის შემთხვევები არ გამოვლენილა. არ არსებობს მონაცემები ტოქსიურობის შესაძლო განვითარების შესახებ შემთხვევით ვენაში შეყვანის ან პერორალურად მიღების დროს. ტოქსიურობაზე ეჭვის დროს აუცილებელია მეთვალყურეობა და სიმპტომური მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები. სხვა კომბინირებული ვიტამინის პრეპარატები. ვიტამინები სხვადასხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: A11JC.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი წარმოადგენს მეტაბოლური ნივთიერებებისა და ვიტამინების რაციონალურად შერჩეულ კომპლექსს.

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი ადენოზინის წარმოებულია და ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. მას აქვს ჰიპოტენზიური და ანტიარითმული მოქმედება. ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას, მათ შორის კორონარულ არტერიებზე.

კოკარბოქსილაზა არის კოენზიმი, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება გარედან მიწოდებული თიამინისგან (ვიტამინი B1). ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან მეტაბოლიზმში, შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში, რომელიც ახდენს α-კეტომჟავების კარბოქსილირების და დეკარბოქსილირების კატალიზირებას. ირიბად ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს. ამცირებს ორგანიზმში რძემჟავა და პირუვინის მჟავების დონეს და ხელს უწყობს გლუკოზის შეთვისებას. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად (ადენოზილკობალამინი ან კობამამიდი), რომელსაც აქვს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. ზრდის ცილის სინთეზს ორგანიზმში და ხელს უწყობს მის დაგროვებას. ააქტიურებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას. აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ხელს უწყობს ერითროციტებში სულფჰიდრილის ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას, რაც ზრდის მათ მდგრადობას ჰემოლიზის მიმართ. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ახდენს სასარგებლო გავლენას ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციაზე.

ნიკოტინამიდი ვიტამინ PP-ს ერთ-ერთი ფორმაა, ის მონაწილეობს უჯრედში ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და აზოტურ ცვლას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არის წარმოდგენილი.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ფორმა და შიგთავსი

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი ყვითელი შუშის ამპულაში კომპლექტში 2 მლ გამხსნელთან ყვითელი შუშის ამპულაში.

3 ამპულა ლიოფილიზატით და 3 ამპულა გამხსნელით კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

„ე.ი.პ.ი.კო.“, ეგვიპტე (თენს ოვ რომადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა В1, ს/ყ 149 თენს).

“E.I.P.I.Co.”, Egypt (Tenth of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth).

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ლიმიტედი“-სთვის, დიდი ბრიტანეთი

(“WORLD MEDICINE LIMITED”, GREAT BRITAIN).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა