- გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია; -სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, -ინტენსიური ფიზიკური დატვრთვა; -ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- coenzyme q10 ubiquinone + კარნიტინი (carnitine)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ + 50მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Vefa Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036802
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LTD „Europharma Georgia“ (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კოენზა QL — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია;
- სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი,
- ინტენსიური ფიზიკური დატვრთვა;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
მიღების წესი და დოზირება
1კაფსულა 2-3 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
უკუჩვენებები
ბავშვები 12 წლამდე ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია
გვერდითი მოვლენები
კოენზა QL-ის რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
კოენზა QL
Coenza QL
სავაჭრო დასახელება: კოენზა QL
1 კაფსულის შემადგენლობა:
კოენზიმ Q10-50 მგ.
L-კარნიტინი-150 მგ.,
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ხარის ჟელატინი, დეიონიზირებული წყალი, გლიცერინი, ლეციტინი (სოიოს ლეციტინი), ფუტკრის თეთრი ცვილი, ტიტანის დიოქსიდი, Sunset yellow, Ponceau 4R.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცხიმოვანი მჟავები გამოიყენება ენერგიის წარმოქმნისთვის. ცირკულაციაში არსებული ცხიმოვანი მჟავები შთაინთქმებიან უჯრედების მიერ და გამოიყენებიან ენერგიის წარმოქმნისთვის. ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიაში იშლებიან აცეტილ CoA-დ, NADH-ის და FADH2-ის წარმოქმნით. ცხიმოვანი მჟავების გამოყენების პირველი საფეხური არის მათი გააქტივება აცილ CoA-ად.
კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში; იგი წარმოადგენს მიტოქონდრიებში ატფ-ის სინთეზისთვის აუცილებელ შუალედურ რგოლს. უბიქინონი შეიცავს გრძელ ჰიდროფობულ-10 იზოპრენის შემცველ გვერდითა ჯაჭვს, რომელიც ჩაფლულია მიტოქონდრიის მემბრანის ცხიმოვან ორმაგ შრეში, თავისუფლად დიფუნდირებს მემბრანაში და შეუძლიათ იმოქმედონ სუნთქვითი ჯაჭვის ელექტრონების გადამტანად კომპლექსი I დან კომპლექს III-ზე. შედეგად მიტოქონდრიებში სინთეზდება ATP. კოენზიმ Q10 უზრუნველყოფს გულის კუნთს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან; ხელს უწყობს ცხიმების წვას. სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და ტირგლიცერიდების კონცენტრაციას; ლეციტინის სინთეზის სტიმულაციით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, თავის ტვინში ააქტიურებს ქოლინერგიულ პროცესებს (ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს); გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; კოენზიმ Q10-ზრდის ორგანიზმის დამცველობით თვისებებს, ანორმალიზებს არტერიულ წნევას,
L-კარნიტინი- B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა, ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიაში ტრანსპორტირდებიან კარნიტინის (4ტრიმეთილამინო 3-ჰიდროქსიბუტირატის) ტრანსპორტერით, სადაც განიცდიან β- დაჟანგვას და რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით). L-კარნიტინი-აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს; ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი.
გამოყენების ჩვენებები:
- გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია;
- სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი,
- ინტენსიური ფიზიკური დატვრთვა;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
უკუჩვენება: ბავშვები 12 წლამდე ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია
გვერდითი მოქმედება:
კოენზა QL-ის რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
დოზირება და მიღების წესი: 1კაფსულა 2-3 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .
გამოშვების ფორმა: ჟელატინის რბილი კაფსულა № 30
გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი:
Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.
Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No:3/2
Beylikdüzü/სტამბოლი/თურქეთი
ტელ : (0212) 438 70 85
ფაქსი : (0212) 438 70 87
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს. “EuroPharma Georgia” თბილისი/საქართველო
მისამართი: 0144, 24/2 ნავთლუღის ქუჩა
ტელეფონი: +995 32 47 20 02
E-mail: [email protected]
Web-site: www.epg.com.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


