პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

კლოდიფენი ნეირო

Clodifen Neuro

ურეცეპტოდ50მგ+50მგ+50მგ+0,25მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ანთებითი და რევმატული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის განვითარება: - ქრონიკული პოლიართრიტი; - მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება); - ოსტეოართროზი; - სპონდილოართრიტი; - ნევრალგია (მაგალითად, ცერვიკალური სინდრომი, ლუმბაგო, იშიასი). პრეპარატი განკუთვნილია ზრდასრულებში გამოსაყენებლად.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მგ+50მგ+50მგ+0,25მგ მყარი კაფსულა №20 (2X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB55
რეგისტრაციის ნომერი
რ-041849
რეგისტრირებულია
13 აგვისტო 2024, მოქმედებს 13 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლოდიფენი ნეირო და სხვა წამალი ერთად

კლოდიფენი ნეირო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ანთებითი და რევმატული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის განვითარება:

  • ქრონიკული პოლიართრიტი;
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);
  • ოსტეოართროზი;
  • სპონდილოართრიტი;
  • ნევრალგია (მაგალითად, ცერვიკალური სინდრომი, ლუმბაგო, იშიასი).

პრეპარატი განკუთვნილია ზრდასრულებში გამოსაყენებლად.

მიღების წესი და დოზირება

არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება იქნას დაყვანილი მინიმუმამდე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზით გამოყენებისას დროის იმ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.

დოზირება

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური სტატუსის გათვალისწინებით. სადღეღამისო დოზა უნდა დაიყოს 2-3 მიღებად.

პრეპარატით თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 კაფსულას დღე-ღამეში (50-150 მგ დიკლოფენაკი).

ზრდასრულები

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100-150 მგ დიკლოფენაკს (1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში).

შემანარჩუნებელი დოზის სახით, როგორც წესი, საკმარისია 1-2 კაფსულის გამოყენება დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 კაფსულას.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატის გამოყენების კვლევები თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით არ ჩატარებულა. დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით არ ჩატარებულა. დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თანმხლები დაავადებები ან სხეულის დაბალი მასა, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით.

ბავშვები

პრეპარატი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შიგნით, საჭიროა მათი მთლიანად გადაყლაპვა საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღების წინ.

არ შეიძლება კაფსულების გაყოფა ან მოკბეჩა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • დიაგნოზირებული გულის შეგუბებითი უკმარისობა (II-IV კლასები ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით), გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ცერებროვასკულური დაავადებები;
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, აცეტილსალიცილის მჟავასა (ასმ) ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს);
  • კუჭის ან ნაწლავის მწვავე წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია;
  • მორეციდივე პეპტიური წყლული/კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში (წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);
  • კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია აასს-ით ადრინდელ თერაპიასთან;
  • ჰემატოლოგიური დარღვევები (მაგალითად, სისხლწარმოქმნის დარღვევა, ძვლის ტვინის დაზიანება, პორფირია, ჰემორაგიული დიათეზი);
  • ცერებროვასკულური სისხლდენა;
  • მწვავე მძიმე სისხლდენა;
  • ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა;
  • ორსულობის პერიოდი;
  • 18 წლამდე ასაკი (B ჯგუფის ვიტამინების მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით).

სიფრთხილის ზომები

დიკლოფენაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად სხვა აასს-თან ერთად, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, სინერგიული თერაპიული ეფექტის მტკიცებულებების არარსებობისა და დამატებითი არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამო.

გავლენა კნტ-ზე

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების, წყლულების და პერფორაციის წარმოქმნის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, იყო აღნიშნული აასს-ების ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მიუხედავად მანამდე არსებული სიმპტომებისა ან ანამნეზში კნტ-ის მძიმე დაავადებების არსებობისა. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, ყველაზე მეტად გამოხატულია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. თუ კლოდიფენი ნეიროს გამოყენებისას პაციენტს უვითარდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან წარმოიქმნება წყლული, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

აასს-ის, მათ შორის დიკლოფენაკის, გამოყენების დროს პაციენტებში სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ კნტ-ის მხრივ დარღვევებზე ან ანამნეზში კუჭის ან ნაწლავის წყლულების, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის არსებობის დროს, უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე, აგრეთვე ასეთი პაციენტებისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების, წყლულების ან პერფორაციების წარმოქმნის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდასთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; მსგავს სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დიკლოფენაკის მინიმალური შესაძლო დოზის გამოყენებით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასმ-ს მცირე დოზებით ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კნტ-ის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს, უნდა იქნას განხილული გასტროპროტექტორული თერაპიის, მაგალითად მიზოპროსტოლისა ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (პტი), გამოყენების საკითხი.

პაციენტებმა კნტ-ის დაავადებებით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა, უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომების (კერძოდ, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების) შესახებ, განსაკუთრებით პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამავდროულად სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების წარმოქმნისა ან სისხლდენის განვითარების რისკი, ისეთებს, როგორიცაა სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს), ანტიკოაგულანტები, მაგალითად ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) ან ანტიაგრეგანტები, მაგალითად ასმ.

აასს სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ვინაიდან მათი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ზემოაღნიშნული დაავადებების გამწვავებასთან.

აასს-ის გამოყენება, დიკლოფენაკის ჩათვლით, შეიძლება დაკავშირებული იყოს გასტროენტერალური ანასტომოზის უკმარისობის განვითარების მომატებულ რისკთან. კლოდიფენი ნეირო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კნტ-ზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ამასთან აუცილებელია მათზე გულდასმითი მეთვალყურეობის დაწესება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში იზრდება აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენებისა და პერფორაციებისა, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგი ჰქონდეს.

ზოგადი სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლოდიფენი ნეირო-ს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოყენების დროს. კერძოდ, დასუსტებულ ხანდაზმულ პაციენტებში ან სხეულის დაბალი მასის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

ვინაიდან აასს-ის გამოყენება დაკავშირებულია ორგანიზმში სითხის შეკავებასთან და შეშუპებების განვითარებასთან, კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი და მიეცეს საჭირო რეკომენდაციები პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და/ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობით ანამნეზში.

როგორც კლინიკური, ასევე ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ დიკლოფენაკით თერაპიის დროს, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით (150 მგ დღე-ღამეში) და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, იზრდება არტერიული თრომბოზების წარმოქმნის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე მინიმალური ეფექტური დოზით დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ცერებროვასკულური დაავადებები, კლოდიფენი ნეირო უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ. პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის საწყის ეტაპზე უნდა იქნას დაცული სიფრთხილე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

კანისმიერი რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აასს-ის გამოყენების დროს პაციენტებში აღინიშნებოდა ისეთი მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მათ შორის ლეტალური შედეგით. მსგავსი რეაქციების წარმოქმნის ყველაზე დიდი რისკი დამახასიათებელია თერაპიის საწყისი ეტაპისათვის - ისინი უპირატესად რეგისტრირდებოდა აასს-ით მკურნალობის პირველ თვეს. კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე პირველივე გამონაყარის წარმოქმნის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე.

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები და აგრეთვე ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია სხვა აასს-ის გამოყენებასთან, შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როცა პაციენტს დიკლოფენაკით ადრე არ უმკურნალია.

გავლენა ღვიძლის ფუნქციებზე

კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენების დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

ისევე, როგორც სხვა აასს-ის გამოყენებისას, დიკლოფენაკის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფერმენტის დონე. სიფრთხილის ზომის სახით დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით კლოდიფენი ნეირო თერაპიისას დარღვევები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მხრივ ატარებენ მუდმივ ხასიათს ან უარესდებიან, ვითარდება კლინიკური სიმპტომები ან ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე, ან წარმოიქმნება სხვა გამოვლინებები (ეოზინოფილია, გამონაყარი), პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დიკლოფენაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი, მათ შორის პროდრომული სიმპტომების გარეშეც.

დიკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ზემოაღნიშნული დაავადების გამწვავება.

გულ-სისხლძარღვთა და თირკმლისმიერი ეფექტები, წყალ-ელექტროლიტური ბალანსი

არსებობს ცნობები, რომ აასს-ით თერაპიის დროს ორგანიზმში ხდება სითხის შეკავება და ვითარდება შეშუპებები. ამიტომ, კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას გულის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას დიურეტიკებით ან სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედონ თირკმლის ფუნქციაზე, უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე (იხ. ზემოთ).

გართულებების განვითარების რისკთან დაკავშირებით, სისხლდენის ან წყალ- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უჯრედშორისი სითხის შემცირებული მოცულობა, მიუხედავად მიზეზისა, მაგალითად, მძიმე ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ, კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე.

პრეპარატით კლოდიფენი ნეირო თერაპიისას ასეთ პაციენტებში სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

თირკმელების მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი იზრდება დიკლოფენაკის და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენებისას.

ჰემატოლოგიური ეფექტები

დიკლოფენაკით ხანგრძლივი თერაპიის დროს, ისევე, როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, რეკომენდებულია პაციენტებში სისხლის ანალიზის კონტროლი.

უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე კლოდიფენი ნეიროს გამოყენებისას სისხლის შედედების დარღვევებისა და თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში.

მაღალი დოზებით გამოყენებისას დიკლოფენაკს, ისევე როგორც სხვა აასს-ებს, შეუძლია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება.

გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას მძიმე ფსიქიკური დარღვევების, ეპილეფსიის ან პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში.

ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი გამოყენებისას (6-12 თვე) სადღეღამისო დოზებით, რომლებიც აჭარბებენ 50 მგ-ს, ასევე ვიტამინ B6-ის მოკლევადიანი (2 თვეზე მეტი) მიღებისას სადღეღამისო დოზებით, რომლებიც აჭარბებენ 1 გ-ს, პაციენტებში აღინიშნა ნეიროპათია. პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის (პარესთეზია) ნიშნების განვითარების დროს აუცილებელია სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა.

ადრე დიაგნოსტირებული ბრონქული ასთმა/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/იმუნური სისტემა

პაციენტებში ბრონქული ასთმით, სეზონური ალერგიული რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით (ცხვირის პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციებით (განსაკუთრებით რომლებსაც თან ახლავს ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომების წარმოქმნა), აასს-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება (ეგრეთ წოდებული ანალგეტიკების აუტანლობა/ანალგეტიკების მიღებით გამოწვეული ბრონქული ასთმა), ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, ვითარდება უფრო ხშირად, ვიდრე სხვა პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით, ასეთ პაციენტებში კლოდიფენ ნეირო-ს გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება (მზაობა ისეთი სიტუაციის განვითარებისათვის, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას), რაც ასევე ეხება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა (მაგალითად, კანისმიერი რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება) სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ.

ისევე, როგორც სხვა აასს-ის გამოყენების შემთხვევაში, დიკლოფენაკის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიურები/ ანაფილაქტოიდურები; ისინი ასევე შეიძლება წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების პირველად გამოყენებისას. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე შეიძლება პროგრესირდეს კოუნისის სინდრომამდე, სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს გულმკერდის არეში, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია ალერგიულ რეაქციასთან დიკლოფენაკზე.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების წარმოქმნისას, როგორიცაა სახის შეშუპება, სასუნთქი გზების შეშუპება (მაგალითად, ხორხის შეშუპება), ქოშინი, ბრონქული ასთმა, გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდა, კანისმიერი რეაქციები (ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი) და/ან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას სისტემური წითელი მგლურის ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან ასეთ პაციენტებს აღენიშნებოდათ ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება და ცნობიერების დარღვევა.

ზოგადი ინფორმაცია

სხვა აასს-ების მსგავსად, დიკლოფენაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადებების ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, ტკივილის სინდრომი), რაც განპირობებულია მისი ფარმაკოდინამიკური თვისებებით. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ პრეპარატით თერაპიის დროს ტკივილი ან ანთების სხვა ნიშნები, ისეთები, როგორიცაა ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ან სხეულის ტემპერატურის მომატება, არ გაქრება ან უფრო გამოხატულ ხასიათს იღებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

ანალგეტიკების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი

მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენების დროს ან ანალგეტიკების არასათანადო გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, რომელიც არ ქრება პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით მიღებისას. აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ.

ნეფროპათია

ანალგეტიკების მუდმივ გამოყენებას (განსაკუთრებით რამდენიმე ანალგეტიკის კომბინირებული გამოყენებისას) შეიძლება თან ახლდეს თირკმლის შეუქცევადი დაზიანებების განვითარება, თირკმლის უკმარისობის განვითარების ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ.

გავლენა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებზე

დიკლოფენაკით მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უნდა იქნას გაკონტროლებული სისხლის შრატში ელექტროლიტების დონე, მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, წყლის ბალანსი, სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების დონე, თირკმელების ფუნქცია, სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლები, სისხლის შედედების მაჩვენებლები და სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევის მონაცემები.

პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად უნდა გაეწიოს კონტროლი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.

პრეპარატის კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან ერთობლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი. ანტიკოაგულანტებთან ერთად კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

ვიტამინ B12-ის გამოყენებისას ფუნიკულური მიელოზისა და პერნიციოზული ანემიის შემთხვევებში კლინიკურმა სურათმა, აგრეთვე ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებმა შეიძლება დაკარგონ თავისი სპეციფიკურობა.

პრეპარატის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა აასს-ით, პერორალური ანტიკოაგულანტებით, ლითიუმის პრეპარატებით, ასპირინის ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ან ანთების საწინააღმდეგო დოზებით, მეთოტრექსატით 20 მგ-ზე მეტი დოზებით კვირაში, დაბალმოლეკულური ჰეპარინებით და არაფრაქციული ჰეპარინებით (სამკურნალო დოზებში და/ან ხანდაზმულებისთვის განკუთვნილ დოზებში) მკურნალობის შემთხვევებში, პემეტრექსედთან ერთად გამოყენებისას თირკმლის გამოხატული ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ინფორმაცია ქალების ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ იხ. განყოფილებაში „ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს“.

ნატრიუმი

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ კაფსულაში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დიკლოფენაკის ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ასმ

სისხლის შრატში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის ურთიერთდაქვეითება და კნტ-ის-მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის მატება (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

ალკოჰოლი

კუჭ-ნაწლავიდან პოტენციური სისხლდენის გაძლიერების რისკის ზრდა (დიკლოფენაკის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება).

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი, მსგავსი კომბინაციების გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ასევე რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილების რისკი (რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი).

საგულე გლიკოზიდები (მაგალითად, დიგოქსინი)

სისხლში საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება (რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში საგულე გლიკოზიდების დოზის კორექტირება).

ციკლოსპორინი

ჰიპერკალიემიის წარმოქმნის რისკი, კნტ-ის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების, ნეფროტოქსიკური და ჰეპატოტოქსიკური მოქმედების გაზრდილი რისკი (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული ან დიკლოფენაკის დოზა უნდა იქნას შემცირებული, მსგავს სიტუაციებში რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი).

ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი

დიკლოფენაკის შეწოვის სიჩქარის დაქვეითება ან შეწოვის ხარისხის დაქვეითება; სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული ქოლესტირამინის/კოლესტიპოლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.

გკს

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან წყლულების წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

CYP2C9-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მაგალითად, სულფინპირაზონი და ვორიკონაზოლი)

დიკლოფენაკის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო (კომბინირებული გამოყენებისას რეკომენდებულია დიკლოფენაკის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის ჩატარება).

დიურეზულები ან ჰიპოტენზიული საშუალებები (მაგალითად, β-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები)

ისევე, როგორც სხვა აასს-ებთან ერთად გამოყენების დროს, შესაძლებელია შემცირდეს ჰიპოტენზიური ეფექტი (რეკომენდებულია არტერიული წნევის უფრო ხშირი მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში).

ცოგ-ის ინჰიბირების შედეგად ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკის მატება (თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში გაუწყლოებით - აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და სათანადო ჰიდრატაციის უზრუნველყოფა).

კალიუმის შემნახველი დიურეტიკები

მოქმედების გაძლიერება და ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (რეკომენდებულია არტერიული წნევის და სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგი).

ლითიუმის პრეპარატები

სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება (რეკომენდებულია სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ლითიუმის პრეპარატების დოზის კორექცია).

მოკლობემიდი

დიკლოფენაკის მოქმედების გაძლიერება.

მეთოტრექსატი

დიკლოფენაკმა შეიძლება დათრგუნოს თირკმელებში მეთოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე აასს-ის გამოყენებისას მეთოტრექსატის მიღებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში ან 24 საათის განმავლობაში მეთოტრექსატის მიღების შემდეგ, ვინაიდან მსგავს სიტუაციებში შეიძლება გაიზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია სისხლში და გაძლიერდეს მისი ტოქსიკური მოქმედება.

სხვა აასს-ები

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის ზრდა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან წყლულების განვითარების რისკის ზრდა (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

ფენიტოინი

რეკომენდებულია ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში (მოსალოდნელია ფენიტოინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში), აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დარეგულირდეს სამკურნალო საშუალების დოზა.

ქინოლონები

დაფიქსირდა კრუნჩხვების განვითარება (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

სუსი

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

ტაკროლიმუსი

ჰიპერკალიემიის, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

ტრიამტერენი

თირკმლის უკმარისობის წარმოქმნის რისკი.

ტრიმეტოპრიმი

ჰიპერკალიემიის წარმოქმნის რისკი (რეკომენდებულია პაციენტების გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება).

ზიდოვუდინი

ჰემატოტოქსიკური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი.

თიამინის ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ალკოჰოლი, ჩაი

თიამინის შეწოვის დაქვეითება.

ანტაციდები

თიამინის შეწოვის დაქვეითება.

სულფიტის შემცველი სასმელები (მაგალითად, ღვინო)

თიამინის დაშლის სიჩქარის გაზრდა.

5-ფტორურაცილი

თიამინის ფოსფორილირების პროცესის კონკურენტული ინჰიბირება თიამინპიროფოსფატამდე (თიამინის ინაქტივაცია).

მარყუჟოვანი დიურეტიკები (მაგალითად, ფუროსემიდი)

თირკმელებში მილაკოვანი რეაბსორბციის ინჰიბირება და თიამინის გამოყოფის მატება ხანგრძლივი გამოყენებისას (სისხლში თიამინის კონცენტრაციის დაქვეითება).

პირიდოქსინის ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

3,4-დიჰიდროქსიფენილალანინი (L-დოპა, ლევოდოპა)

ლევოდოპას ეფექტურობის დაქვეითება.

პირიდოქსინის ანტაგონისტები (მაგალითად, იზონიაზიდი, ჰიდრალაზინი, D-პენიცილამინი ან ციკლოსერინი)

ვიტამინ B6-ზე მოთხოვნილების გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დიკლოფენაკი

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში დაკავშირებულია აბორტის რისკის ზრდასთან, გულის მანკებისა და გასტროშიზისის განვითარებასთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდებოდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%-მდე; სავარაუდოა, რომ რისკი მატულობს დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ პრე- და პოსტიმპლანტაციურ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების დროს მატულობს ემბრიოფეტალური ლეტალობა. გარდა ამისა, ცხოველებში გესტაციის პერიოდში (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების შეყვანისას აღინიშნა განვითარების სხვადასხვა მანკების წარმოქმნის სიხშირის ზრდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკებისა.

ორსულობის მე-20-ე კვირიდან დაწყებული დიკლოფენაკის გამოყენება შეიძლება იყოს დაკავშირებული ოლიგოჰიდრამნიონის განვითარებასთან ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. ეს ცვლილებები შეიძლება აღინიშნებოდეს მკურნალობის დაწყებიდან დროის მოკლე პერიოდის მანძილზე, როგორც წესი, ისინი ატარებენ შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, და ასევე ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, აუცილებელია პრეპარატის მინიმალური დოზებით გამოყენება დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდის განმავლობაში და მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით. ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული დიკლოფენაკის რამდენიმე დღის განმავლობაში გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ნაყოფის მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების საკითხთან დაკავშირებით. ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების შემთხვევაში დიკლოფენაკით თერაპია უნდა შეწყდეს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს:

  • ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება); თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ზოგჯერ თირკმლის უკმარისობის და ოლიგოჰიდრამნიონის განვითარებით (იხ. ზემოთ);
  • დედასა და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შესაძლებელია სისხლდენის დროის გახანგრძლივება (ანტიაგრეგანტული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზებით გამოყენებისასაც კი); საშვილოსნოს შეკუმშვის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და გახანგრძლივება.

კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.

ვიტამინები B1 , B6 და B12

ვიტამინების B1, B6 და B12 დოზები, რომლებიც შედის კლოდიფენი ნეირო-ს შემადგენლობაში, მნიშვნელოვნად აღემატება ორსულობის დროს ქალებისთვის რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.

ლაქტაცია

ვიტამინები B1, B6 და B12 და აგრეთვე, დიკლოფენაკი (უმნიშვნელო რაოდენობით) გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ბავშვში არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში კლოდიფენი ნეირო არ უნდა იქნას გამოყენებული.

ფერტილობა

დიკლოფენაკი

პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოვულაციის, იმპლანტაციისა და პლაცენტის ვასკულარიზაციის პროცესებში. დიკლოფენაკმა, ისევე როგორც სხვა აასს-მა, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული კლოდიფენ ნეირო-ს გამოყენება. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება ან იკვლევენ უნაყოფობის მიზეზებს, უნდა განიხილონ საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

ვიტამინები B1 , B6 და B12

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლოდიფენი ნეირო უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარების დროს, როგორიცაა მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

აასს-ის გამოყენების შემთხვევაში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია დარღვევები კნტ-ის მხრივ; მათ შორის შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, პეპტიური წყლულები, პერფორაციები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. აასს-ით თერაპიის დროს დარეგისტრირებული იქნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, კონსტიპაცია, დისპეფსია, ტკივილი მუცელში, მელენა, ღებინება სისხლიანი ჩანართებით, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება; ნაკლებად აღინიშნებოდა გასტრიტი.

აასს-ით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა შეშუპების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის განვითარება.

როგორც კლინიკური, ასევე ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ დიკლოფენაკით თერაპიის დროს, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით (150 მგ დღე-ღამეში) და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, იზრდება არტერიული თრომბოზების წარმოქმნის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ სამედიცინო დახმარებას რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში: დისპესია, გულძმარვა, ტკივილი მუცელში, სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, სისხლი შარდში, კანისმიერი რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი ან ქავილი, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან თავის სხვა ნაწილების შეშუპება, კანის ან სკლერის სიყვითლე, გამოხატული დაღლილობა და მადის დაკარგვა, მუდმივი ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებები, დაღლილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხვირიდან სისხლდენა, კანისმიერი სისხლდენა, სახის, ფეხების ან ტერფების შეშუპება, დიურეზის დაქვეითება, გამოხატული დაღლილობა, გამოხატული თავის ტკივილი ან კისრის კუნთების რიგიდულობა, ტკივილი გულმკერდში, ცნობიერების დაქვეითება.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა დიკლოფენაკის შემცველი პრეპარატების ხანმოკლე ან ხანგრძლივი გამოყენების დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ- ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან იშვიათად - აასს-ის გამოყენებისას აღინიშნებოდა ანთების სიმპტომების გამწვავება, რომელიც დაკავშირებულია ინფექციურ დაავადებასთან (ეს შეიძლება განპირობებული იყოს აასს-ის მოქმედების მექანიზმით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია), აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის არტერიული ჰიპოტენზია და შოკი); ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის შეშუპება).

ფსიქიკის მხრივ დარღვევები: ძალიან იშვიათად - დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქოზური რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა; ძალიან იშვიათად - პარესთეზია, გემოს დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, შფოთვა, ასეპტიური მენინგიტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები; სიხშირე უცნობია - ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი გამოყენების დროს (6-12 თვე) სადღეღამისო დოზებით, რომლებიც 50 მგ-ს აღემატება, შეიძლება განვითარდეს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - მხედველობის დარღვევები (მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, დიპლოპია).

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - ვერტიგო; ძალიან იშვიათად - ხმაური ყურებში, სმენის დარღვევები.

გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი; სიხშირე უცნობია - კოუნისის სინდრომი.

სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათად - არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ბრონქული ასთმა (მათ შორის ქოშინი); ძალიან იშვიათად - პნევმონიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენები; ხშირად - დისპეფსია, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, ანორექსია; იშვიათად - გასტრიტი, სისხლიანი ღებინება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები (სისხლდენით ან პერფორაციით ან მათ გარეშე); ძალიან იშვიათად - კოლიტი (მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), კონსტიპაცია, სტომატიტი (მათ შორის წყლულოვანი სტომატიტი), გლოსიტი, საყლაპავი მილის დარღვევები, ნაწლავის დიაფრაგმისმაგვარი სტრიქტურები (შიგნით მისაღები სამკურნალო ფორმების გამოყენების შემთხვევაში), პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევა (ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლის შრატში); არახშირად - ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დაზიანება; ძალიან იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი; არახშირად - ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი, ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცის რეაქციები, პურპურა, ალერგიული პურპურა, ქავილი.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: იშვიათად - შეშუპება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დიკლოფენაკი

დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბებას არ აქვს დამახასიათებელი კლინიკური სურათი. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ღებინებას, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, დიარეას, თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს და კრუნჩხვებს. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება, ასევე სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი.

ვიტამინი B1

თიამინს გააჩნია ფართო თერაპიული დიაპაზონი. ძალიან მაღალ დოზებში (10 გ-ზე მეტი ) ის ახდენს განგლიომაბლოკირებელ მოქმედებას (როგორც კურარეს მსგავსი საშუალებები, ის არღვევს ნერვული იმპულსების გამტარობას).

ვიტამინი B6

პირიდოქსინს გააჩნია ძალიან დაბალი ტოქსიკურობა. ამისდამიუხედავად, ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი გამოყენების დროს (6-12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) 50 მგ-ზე მეტი დოზით დღე-ღამეში, შეიძლება განვითარდეს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია. ვიტამინი B6- ის უწყვეტი გამოყენებისას 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 1 გ-ზე მეტი დოზით დღე-ღამეში, შეიძლება აღინიშნოს ნეიროტოქსიკური მოქმედება. 2 გ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით მიღებისას აღინიშნა ნეიროპათიის განვითარება ატაქსიით, მგრძნობელობის დარღვევები, ცერებრალური კრუნჩხვები ცვლილებებით ელექტროენცეფალოგრამაზე და აგრეთვე, იშვიათ შემთხვევებში, ჰიპოქრომული ანემიის და სებორეული დერმატიტის განვითარება.

ვიტამინი B12

პარენტერალური შეყვანის შემდეგ (იშვიათ შემთხვევებში - შიგნით მიღების შემდეგ) მაღალი დოზების გამოყენებისას დარეგისტრირდა ალერგიული რეაქციები, კანის ეგზემატოზური დაზიანებები და აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა.

მკურნალობა

დიკლოფენაკი

სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა და ორგანიზმის სასიცოცხლო სისტემების მაჩვენებლების კონტროლი. შიგნით მიღების შემდეგ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება სამკურნალო საშუალების ორგანიზმიდან გამოდევნის მიზნით. არტერიული ჰიპოტენზიის, თირკმელების უკმარისობის, კრუნჩხვების, კნტ-ის მხრივ დარღვევების და სუნთქვის დათრგუნვის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციალური ღონისძიებები, ისეთები, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია, სავარაუდოდ, არ იქნება ეფექტური იმის გამო, რომ აასს-ებს აქვთ პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი მაჩვენებელი და ექვემდებარებიან ინტენსიურ მეტაბოლიზმს.

იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს დოზის გადაჭარბების პოტენციური რისკი, უნდა იქნას განხილული გააქტიურებული ნახშირის გამოყენებისა და კუჭის დაცლის (ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, კუჭის ამორეცხვა) საკითხი.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ნატრიუმის დიკლოფენაკი 50 მგ

თიამინის ჰიდროქლორიდი 50 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 50 მგ

ციანოკობალამინი 0,25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლიზინის ჰიდროქლორიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, ჟელატინი.

პრეპარატის ათქ კოდი - M01AB55

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნაერთები. დიკლოფენაკი, კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლოდიფენი ნეირო - დიკლოფენაკის და ნეიროტროპული ვიტამინების B1 , B6 და B12 კომბინაცია.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დიკლოფენაკს, უპირატესად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გამო, გააჩნია ანტირევმატული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. ექსპერიმენტულ პირობებში მაღალი დოზებით ის დროებით აინჰიბირებს თრომბოციტების ინდუცირებულ აგრეგაციას.

ადამიანებში დიკლოფენაკი ანიველირებს ანთებასთან დაკავშირებულ ტკივილს, შეშუპებას და სხეულის მომატებულ ტემპერატურას. გარდა ამისა, დიკლოფენაკი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, რომელიც ინდუცირებულია ადენოზინ დიფოსფატით (ADP) და კოლაგენით.

ვიტამინები B1 (თიამინი), B6 (პირიდოქსინი) და B12 (ციანოკობალამინი) წარმოადგენენ კოფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, კერძოდ ნერვულ ქსოვილში; ისინი აძლიერებენ დიკლოფენაკის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

ნერვული სისტემის დაავადებებისას ზემოაღნიშნული ვიტამინების თერაპიული გამოყენება განაპირობებს თანმხლები დეფიციტის კომპენსაციას (სავარაუდოდ, დაავადებასთან დაკავშირებული გაზრდილი მოთხოვნილების გამო) და აღდგენის ბუნებრივი მექანიზმების სტიმულირებას.

ფარმაკოკინეტიკა

დიკლოფენაკი

შეწოვა

პერორალურად მიღების დროს დიკლოფენაკი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ).

სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax ) 50 მგ დოზით მიღებისას შეადგენს საშუალოდ 1,5 მკგ/მლ (5 მკმოლ/ლ) და მიიღწევა დაახლოებით 2 საათის შემდეგ. სამკურნალო საშუალების დოზასა და სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი სამკურნალო საშუალების რაოდენობას შორის არსებობს წრფივი დამოკიდებულება.

კაფსულის მიღებისას ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, კუჭში მისი გავლის სიჩქარე მცირდება, მაგრამ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი სამკურნალო საშუალების რაოდენობა არ იცვლება.

დიკლოფენაკის შეყვანილი დოზის დაახლოებით 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლის დროს („პირველადი გავლის“ ეფექტი).

განაწილება

დიკლოფენაკის შეკავშირების ხარისხი სისხლის პლაზმის ცილებთან, უპირატესად ალბუმინთან, შეადგენს 99,7%.

სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეადგენს 0,12-0,17 ლ/კგ.

დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, რომელშიც მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება Cmax-ის მიღწევიდან 2-4 საათის შემდეგ. სინოვიალური სითხიდან სამკურნალო საშუალების მოჩვენებითი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. დიკლოფენაკის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში Cmax-ის მიღწევიდან 2 საათის შემდეგ აღემატება სამკურნალო საშუალების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში; ეს აღინიშნება 11 საათამდე ხანგრძლივობის პერიოდში.

დიკლოფენაკი სწრაფად აღწევს თავზურგტვინის სითხეში და კონცენტრაცია, რომლითაც სამკურნალო საშუალება აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას (ცოგ) აღინიშნება თავზურგტვინის სითხეში 4 საათამდე დროის მონაკვეთში.

მეტაბოლიზმი

ბიოტრანსფორმაციის პროცესში დიკლოფენაკი ნაწილობრივ უკავშირდება გლუკურონის მჟავას, მაგრამ უპირატესად სამკურნალო საშუალება განიცდის ერთჯერად და მრავალჯერად ჰიდროქსილირებასა და მეტოქსილირებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება რამოდენიმე ფენოლური მეტაბოლიტი, რომელთა უმეტესი ნაწილი შემდგომ გამოიყოფა ორგანიზმიდან გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებული ფორმით. ორი ფენოლური მეტაბოლიტი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, მაგრამ გაცილებით ნაკლები ხარისხით, ვიდრე დიკლოფენაკია.

გამოყოფა

დიკლოფენაკის საერთო სისტემური პლაზმური კლირენსი შეადგენს 263±56 მლ/წთ. სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ოთხ მეტაბოლიტს, ორი აქტიურის ჩათვლით, ასევე აქვს სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანმოკლე პერიოდი, რომელიც უდრის 1-3 საათს. ერთ-ერთ მეტაბოლიტს, 3'-ჰიდროქსი-4'-მეტოქსიდიკლოფენაკს, გააჩნია უფრო ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი, მაგრამ ეს მეტაბოლიტი პრაქტიკულად არააქტიურია.

სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებული დიკლოფენაკის ფორმით, აგრეთვე მისი მეტაბოლიტების ფორმით, რომელთა უმეტესობა ასევე წარმოადგენს კონიუგატებს გლუკურონის მჟავასთან, და სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით. სამკურნალო საშუალების დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა მეტაბოლიტების ფორმით ნაღველთან ერთად კნტ-ის მეშვეობით.

თიამინი

თიამინის ჭარბი რაოდენობა, რომელიც აღემატება ორგანიზმის მოთხოვნილებებს, გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად ან მეტაბოლიტების სახით. თიამინის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 96 წუთს, ხოლო ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-დან 20 დღემდე. თიამინი არ გროვდება ორგანიზმში დიდი რაოდენობით.

პირიდოქსინი

პირიდოქსინი სწრაფად შეიწოვება კნტ-ში, უპირატესად ზედა ნაწილებში. პირიდოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15-დან 20 დღემდე.

ციანოკობალამინი

ციანოკობალამინი შეიწოვება კნტ-ში ორი მექანიზმის მეშვეობით:

  • გამონთავისუფლება კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად და შინაგან ფაქტორთან სწრაფი შეკავშირება;
  • პასიური დიფუზია სისხლში შინაგანი ფაქტორის მიუხედავად.

ვიტამინის შეწოვის პროცესი ირღვევა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შინაგანი ფაქტორის უკმარისობა, მალაბსორბციის სინდრომი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები ან აგებულების ანომალიები, აგრეთვე კუჭის რეზექციის შემდეგ. შეწოვა კნტ-ში შეიძლება მოხდეს პასიური დიფუზიის ხარჯზე (დამახასიათებელია მხოლოდ რამდენიმე ვიტამინისთვის, რომლებიც მიეწოდება ორგანიზმს საკვებთან ერთად, ამ პროცესს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა უფრო მაღალი დოზებით გამოყენების დროს, ვიდრე, მაგალითად, თერაპიული გამოყენების შემთხვევაში).

ვიტამინი B12 უპირატესად გამოიყოფა ნაღველთან ერთად და დიდწილად რეაბსორბირდება კნტ-ში (ენტეროჰეპატური ცირკულაცია). ციანოკობალამინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 დღეს (400 დღე ღვიძლში).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კლოდიფენი ნეირო

სავაჭრო დასახელება

კლოდიფენი ნეირო, Clodifen Neuro

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება

-

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა: №0 ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები გაუმჭვირვალე ნარინჯისფერ-წითელი ფერის კორპუსით და გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის თავსახურით, რომელიც შეიცავს თითქმის თეთრ ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილს თეთრი ფერის აგლომერატებით და ნაწილაკებით; დასაშვებია ფხვნილის მოვარდისფრო ელფერის და მუქი ფერის ნაწილაკების არსებობა.

გამოყენების ჩვენებები

ანთებითი და რევმატული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის განვითარება:

  • ქრონიკული პოლიართრიტი;
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);
  • ოსტეოართროზი;
  • სპონდილოართრიტი;
  • ნევრალგია (მაგალითად, ცერვიკალური სინდრომი, ლუმბაგო, იშიასი).

პრეპარატი განკუთვნილია ზრდასრულებში გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი და დოზები

არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება იქნას დაყვანილი მინიმუმამდე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზით გამოყენებისას დროის იმ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.

დოზირება

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური სტატუსის გათვალისწინებით. სადღეღამისო დოზა უნდა დაიყოს 2-3 მიღებად.

პრეპარატით თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 კაფსულას დღე-ღამეში (50-150 მგ დიკლოფენაკი).

ზრდასრულები

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100-150 მგ დიკლოფენაკს (1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში).

შემანარჩუნებელი დოზის სახით, როგორც წესი, საკმარისია 1-2 კაფსულის გამოყენება დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 კაფსულას.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატის გამოყენების კვლევები თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით არ ჩატარებულა. დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით არ ჩატარებულა. დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თანმხლები დაავადებები ან სხეულის დაბალი მასა, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით.

ბავშვები

პრეპარატი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შიგნით, საჭიროა მათი მთლიანად გადაყლაპვა საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღების წინ.

არ შეიძლება კაფსულების გაყოფა ან მოკბეჩა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • დიაგნოზირებული გულის შეგუბებითი უკმარისობა (II-IV კლასები ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით), გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ცერებროვასკულური დაავადებები;
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, აცეტილსალიცილის მჟავასა (ასმ) ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს);
  • კუჭის ან ნაწლავის მწვავე წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია;
  • მორეციდივე პეპტიური წყლული/კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში (წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);
  • კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია აასს-ით ადრინდელ თერაპიასთან;
  • ჰემატოლოგიური დარღვევები (მაგალითად, სისხლწარმოქმნის დარღვევა, ძვლის ტვინის დაზიანება, პორფირია, ჰემორაგიული დიათეზი);
  • ცერებროვასკულური სისხლდენა;
  • მწვავე მძიმე სისხლდენა;
  • ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა;
  • ორსულობის პერიოდი;
  • 18 წლამდე ასაკი (B ჯგუფის ვიტამინების მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით).

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

აასს-ის გამოყენების შემთხვევაში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია დარღვევები კნტ-ის მხრივ; მათ შორის შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, პეპტიური წყლულები, პერფორაციები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. აასს-ით თერაპიის დროს დარეგისტრირებული იქნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, კონსტიპაცია, დისპეფსია, ტკივილი მუცელში, მელენა, ღებინება სისხლიანი ჩანართებით, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება; ნაკლებად აღინიშნებოდა გასტრიტი.

აასს-ით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა შეშუპების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის განვითარება.

როგორც კლინიკური, ასევე ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ დიკლოფენაკით თერაპიის დროს, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით (150 მგ დღე-ღამეში) და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, იზრდება არტერიული თრომბოზების წარმოქმნის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ სამედიცინო დახმარებას რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში: დისპესია, გულძმარვა, ტკივილი მუცელში, სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, სისხლი შარდში, კანისმიერი რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი ან ქავილი, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან თავის სხვა ნაწილების შეშუპება, კანის ან სკლერის სიყვითლე, გამოხატული დაღლილობა და მადის დაკარგვა, მუდმივი ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებები, დაღლილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხვირიდან სისხლდენა, კანისმიერი სისხლდენა, სახის, ფეხების ან ტერფების შეშუპება, დიურეზის დაქვეითება, გამოხატული დაღლილობა, გამოხატული თავის ტკივილი ან კისრის კუნთების რიგიდულობა, ტკივილი გულმკერდში, ცნობიერების დაქვეითება.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა დიკლოფენაკის შემცველი პრეპარატების ხანმოკლე ან ხანგრძლივი გამოყენების დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ- ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან იშვიათად - აასს-ის გამოყენებისას აღინიშნებოდა ანთების სიმპტომების გამწვავება, რომელიც დაკავშირებულია ინფექციურ დაავადებასთან (ეს შეიძლება განპირობებული იყოს აასს-ის მოქმედების მექანიზმით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია), აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის არტერიული ჰიპოტენზია და შოკი); ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის შეშუპება).

ფსიქიკის მხრივ დარღვევები: ძალიან იშვიათად - დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქოზური რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა; ძალიან იშვიათად - პარესთეზია, გემოს დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, შფოთვა, ასეპტიური მენინგიტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები; სიხშირე უცნობია - ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი გამოყენების დროს (6-12 თვე) სადღეღამისო დოზებით, რომლებიც 50 მგ-ს აღემატება, შეიძლება განვითარდეს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - მხედველობის დარღვევები (მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, დიპლოპია).

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - ვერტიგო; ძალიან იშვიათად - ხმაური ყურებში, სმენის დარღვევები.

გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი; სიხშირე უცნობია - კოუნისის სინდრომი.

სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათად - არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ბრონქული ასთმა (მათ შორის ქოშინი); ძალიან იშვიათად - პნევმონიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენები; ხშირად - დისპეფსია, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, ანორექსია; იშვიათად - გასტრიტი, სისხლიანი ღებინება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები (სისხლდენით ან პერფორაციით ან მათ გარეშე); ძალიან იშვიათად - კოლიტი (მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), კონსტიპაცია, სტომატიტი (მათ შორის წყლულოვანი სტომატიტი), გლოსიტი, საყლაპავი მილის დარღვევები, ნაწლავის დიაფრაგმისმაგვარი სტრიქტურები (შიგნით მისაღები სამკურნალო ფორმების გამოყენების შემთხვევაში), პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევა (ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლის შრატში); არახშირად - ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დაზიანება; ძალიან იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი; არახშირად - ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი, ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცის რეაქციები, პურპურა, ალერგიული პურპურა, ქავილი.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: იშვიათად - შეშუპება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

დიკლოფენაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად სხვა აასს-თან ერთად, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, სინერგიული თერაპიული ეფექტის მტკიცებულებების არარსებობისა და დამატებითი არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამო.

გავლენა კნტ-ზე

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების, წყლულების და პერფორაციის წარმოქმნის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, იყო აღნიშნული აასს-ების ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მიუხედავად მანამდე არსებული სიმპტომებისა ან ანამნეზში კნტ-ის მძიმე დაავადებების არსებობისა. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, ყველაზე მეტად გამოხატულია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. თუ კლოდიფენი ნეიროს გამოყენებისას პაციენტს უვითარდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან წარმოიქმნება წყლული, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

აასს-ის, მათ შორის დიკლოფენაკის, გამოყენების დროს პაციენტებში სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ კნტ-ის მხრივ დარღვევებზე ან ანამნეზში კუჭის ან ნაწლავის წყლულების, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის არსებობის დროს, უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე, აგრეთვე ასეთი პაციენტებისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების, წყლულების ან პერფორაციების წარმოქმნის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდასთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; მსგავს სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დიკლოფენაკის მინიმალური შესაძლო დოზის გამოყენებით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასმ-ს მცირე დოზებით ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კნტ-ის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს, უნდა იქნას განხილული გასტროპროტექტორული თერაპიის, მაგალითად მიზოპროსტოლისა ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (პტი), გამოყენების საკითხი.

პაციენტებმა კნტ-ის დაავადებებით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა, უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომების (კერძოდ, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების) შესახებ, განსაკუთრებით პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამავდროულად სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების წარმოქმნისა ან სისხლდენის განვითარების რისკი, ისეთებს, როგორიცაა სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს), ანტიკოაგულანტები, მაგალითად ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) ან ანტიაგრეგანტები, მაგალითად ასმ.

აასს სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ვინაიდან მათი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ზემოაღნიშნული დაავადებების გამწვავებასთან.

აასს-ის გამოყენება, დიკლოფენაკის ჩათვლით, შეიძლება დაკავშირებული იყოს გასტროენტერალური ანასტომოზის უკმარისობის განვითარების მომატებულ რისკთან. კლოდიფენი ნეირო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კნტ-ზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ამასთან აუცილებელია მათზე გულდასმითი მეთვალყურეობის დაწესება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში იზრდება აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენებისა და პერფორაციებისა, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგი ჰქონდეს.

ზოგადი სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლოდიფენი ნეირო-ს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოყენების დროს. კერძოდ, დასუსტებულ ხანდაზმულ პაციენტებში ან სხეულის დაბალი მასის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

ვინაიდან აასს-ის გამოყენება დაკავშირებულია ორგანიზმში სითხის შეკავებასთან და შეშუპებების განვითარებასთან, კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი და მიეცეს საჭირო რეკომენდაციები პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და/ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობით ანამნეზში.

როგორც კლინიკური, ასევე ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ დიკლოფენაკით თერაპიის დროს, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით (150 მგ დღე-ღამეში) და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, იზრდება არტერიული თრომბოზების წარმოქმნის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე მინიმალური ეფექტური დოზით დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ცერებროვასკულური დაავადებები, კლოდიფენი ნეირო უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ. პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის საწყის ეტაპზე უნდა იქნას დაცული სიფრთხილე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

კანისმიერი რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აასს-ის გამოყენების დროს პაციენტებში აღინიშნებოდა ისეთი მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მათ შორის ლეტალური შედეგით. მსგავსი რეაქციების წარმოქმნის ყველაზე დიდი რისკი დამახასიათებელია თერაპიის საწყისი ეტაპისათვის - ისინი უპირატესად რეგისტრირდებოდა აასს-ით მკურნალობის პირველ თვეს. კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე პირველივე გამონაყარის წარმოქმნის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე.

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები და აგრეთვე ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია სხვა აასს-ის გამოყენებასთან, შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როცა პაციენტს დიკლოფენაკით ადრე არ უმკურნალია.

გავლენა ღვიძლის ფუნქციებზე

კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენების დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

ისევე, როგორც სხვა აასს-ის გამოყენებისას, დიკლოფენაკის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფერმენტის დონე. სიფრთხილის ზომის სახით დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით კლოდიფენი ნეირო თერაპიისას დარღვევები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მხრივ ატარებენ მუდმივ ხასიათს ან უარესდებიან, ვითარდება კლინიკური სიმპტომები ან ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე, ან წარმოიქმნება სხვა გამოვლინებები (ეოზინოფილია, გამონაყარი), პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დიკლოფენაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი, მათ შორის პროდრომული სიმპტომების გარეშეც.

დიკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ზემოაღნიშნული დაავადების გამწვავება.

გულ-სისხლძარღვთა და თირკმლისმიერი ეფექტები, წყალ-ელექტროლიტური ბალანსი

არსებობს ცნობები, რომ აასს-ით თერაპიის დროს ორგანიზმში ხდება სითხის შეკავება და ვითარდება შეშუპებები. ამიტომ, კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას გულის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას დიურეტიკებით ან სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედონ თირკმლის ფუნქციაზე, უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე (იხ. ზემოთ).

გართულებების განვითარების რისკთან დაკავშირებით, სისხლდენის ან წყალ- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უჯრედშორისი სითხის შემცირებული მოცულობა, მიუხედავად მიზეზისა, მაგალითად, მძიმე ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ, კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე.

პრეპარატით კლოდიფენი ნეირო თერაპიისას ასეთ პაციენტებში სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

თირკმელების მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი იზრდება დიკლოფენაკის და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენებისას.

ჰემატოლოგიური ეფექტები

დიკლოფენაკით ხანგრძლივი თერაპიის დროს, ისევე, როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, რეკომენდებულია პაციენტებში სისხლის ანალიზის კონტროლი.

უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე კლოდიფენი ნეიროს გამოყენებისას სისხლის შედედების დარღვევებისა და თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში.

მაღალი დოზებით გამოყენებისას დიკლოფენაკს, ისევე როგორც სხვა აასს-ებს, შეუძლია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება.

გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენებისას მძიმე ფსიქიკური დარღვევების, ეპილეფსიის ან პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში.

ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი გამოყენებისას (6-12 თვე) სადღეღამისო დოზებით, რომლებიც აჭარბებენ 50 მგ-ს, ასევე ვიტამინ B6-ის მოკლევადიანი (2 თვეზე მეტი) მიღებისას სადღეღამისო დოზებით, რომლებიც აჭარბებენ 1 გ-ს, პაციენტებში აღინიშნა ნეიროპათია. პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის (პარესთეზია) ნიშნების განვითარების დროს აუცილებელია სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა.

ადრე დიაგნოსტირებული ბრონქული ასთმა/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/იმუნური სისტემა

პაციენტებში ბრონქული ასთმით, სეზონური ალერგიული რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით (ცხვირის პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციებით (განსაკუთრებით რომლებსაც თან ახლავს ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომების წარმოქმნა), აასს-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება (ეგრეთ წოდებული ანალგეტიკების აუტანლობა/ანალგეტიკების მიღებით გამოწვეული ბრონქული ასთმა), ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, ვითარდება უფრო ხშირად, ვიდრე სხვა პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით, ასეთ პაციენტებში კლოდიფენ ნეირო-ს გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება (მზაობა ისეთი სიტუაციის განვითარებისათვის, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას), რაც ასევე ეხება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა (მაგალითად, კანისმიერი რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება) სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ.

ისევე, როგორც სხვა აასს-ის გამოყენების შემთხვევაში, დიკლოფენაკის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიურები/ ანაფილაქტოიდურები; ისინი ასევე შეიძლება წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების პირველად გამოყენებისას. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე შეიძლება პროგრესირდეს კოუნისის სინდრომამდე, სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს გულმკერდის არეში, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია ალერგიულ რეაქციასთან დიკლოფენაკზე.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების წარმოქმნისას, როგორიცაა სახის შეშუპება, სასუნთქი გზების შეშუპება (მაგალითად, ხორხის შეშუპება), ქოშინი, ბრონქული ასთმა, გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდა, კანისმიერი რეაქციები (ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი) და/ან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას სისტემური წითელი მგლურის ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან ასეთ პაციენტებს აღენიშნებოდათ ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება და ცნობიერების დარღვევა.

ზოგადი ინფორმაცია

სხვა აასს-ების მსგავსად, დიკლოფენაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადებების ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, ტკივილის სინდრომი), რაც განპირობებულია მისი ფარმაკოდინამიკური თვისებებით. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ პრეპარატით თერაპიის დროს ტკივილი ან ანთების სხვა ნიშნები, ისეთები, როგორიცაა ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ან სხეულის ტემპერატურის მომატება, არ გაქრება ან უფრო გამოხატულ ხასიათს იღებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

ანალგეტიკების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი

მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენების დროს ან ანალგეტიკების არასათანადო გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, რომელიც არ ქრება პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით მიღებისას. აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ.

ნეფროპათია

ანალგეტიკების მუდმივ გამოყენებას (განსაკუთრებით რამდენიმე ანალგეტიკის კომბინირებული გამოყენებისას) შეიძლება თან ახლდეს თირკმლის შეუქცევადი დაზიანებების განვითარება, თირკმლის უკმარისობის განვითარების ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ.

გავლენა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებზე

დიკლოფენაკით მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უნდა იქნას გაკონტროლებული სისხლის შრატში ელექტროლიტების დონე, მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, წყლის ბალანსი, სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების დონე, თირკმელების ფუნქცია, სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლები, სისხლის შედედების მაჩვენებლები და სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევის მონაცემები.

პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად უნდა გაეწიოს კონტროლი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.

პრეპარატის კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან ერთობლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი. ანტიკოაგულანტებთან ერთად კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

ვიტამინ B12-ის გამოყენებისას ფუნიკულური მიელოზისა და პერნიციოზული ანემიის შემთხვევებში კლინიკურმა სურათმა, აგრეთვე ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებმა შეიძლება დაკარგონ თავისი სპეციფიკურობა.

პრეპარატის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა აასს-ით, პერორალური ანტიკოაგულანტებით, ლითიუმის პრეპარატებით, ასპირინის ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ან ანთების საწინააღმდეგო დოზებით, მეთოტრექსატით 20 მგ-ზე მეტი დოზებით კვირაში, დაბალმოლეკულური ჰეპარინებით და არაფრაქციული ჰეპარინებით (სამკურნალო დოზებში და/ან ხანდაზმულებისთვის განკუთვნილ დოზებში) მკურნალობის შემთხვევებში, პემეტრექსედთან ერთად გამოყენებისას თირკმლის გამოხატული ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ინფორმაცია ქალების ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ იხ. განყოფილებაში „ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს“.

ნატრიუმი

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ კაფსულაში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

კლოდიფენი ნეირო უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარების დროს, როგორიცაა მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

დიკლოფენაკი

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში დაკავშირებულია აბორტის რისკის ზრდასთან, გულის მანკებისა და გასტროშიზისის განვითარებასთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდებოდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%-მდე; სავარაუდოა, რომ რისკი მატულობს დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ პრე- და პოსტიმპლანტაციურ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების დროს მატულობს ემბრიოფეტალური ლეტალობა. გარდა ამისა, ცხოველებში გესტაციის პერიოდში (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების შეყვანისას აღინიშნა განვითარების სხვადასხვა მანკების წარმოქმნის სიხშირის ზრდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკებისა.

ორსულობის მე-20-ე კვირიდან დაწყებული დიკლოფენაკის გამოყენება შეიძლება იყოს დაკავშირებული ოლიგოჰიდრამნიონის განვითარებასთან ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. ეს ცვლილებები შეიძლება აღინიშნებოდეს მკურნალობის დაწყებიდან დროის მოკლე პერიოდის მანძილზე, როგორც წესი, ისინი ატარებენ შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, და ასევე ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, აუცილებელია პრეპარატის მინიმალური დოზებით გამოყენება დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდის განმავლობაში და მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით. ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული დიკლოფენაკის რამდენიმე დღის განმავლობაში გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ნაყოფის მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების საკითხთან დაკავშირებით. ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების შემთხვევაში დიკლოფენაკით თერაპია უნდა შეწყდეს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს:

  • ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება); თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ზოგჯერ თირკმლის უკმარისობის და ოლიგოჰიდრამნიონის განვითარებით (იხ. ზემოთ);
  • დედასა და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შესაძლებელია სისხლდენის დროის გახანგრძლივება (ანტიაგრეგანტული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზებით გამოყენებისასაც კი); საშვილოსნოს შეკუმშვის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და გახანგრძლივება.

კლოდიფენი ნეირო-ს გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.

ვიტამინები B1 , B6 და B12

ვიტამინების B1, B6 და B12 დოზები, რომლებიც შედის კლოდიფენი ნეირო-ს შემადგენლობაში, მნიშვნელოვნად აღემატება ორსულობის დროს ქალებისთვის რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.

ლაქტაცია

ვიტამინები B1, B6 და B12 და აგრეთვე, დიკლოფენაკი (უმნიშვნელო რაოდენობით) გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ბავშვში არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში კლოდიფენი ნეირო არ უნდა იქნას გამოყენებული.

ფერტილობა

დიკლოფენაკი

პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოვულაციის, იმპლანტაციისა და პლაცენტის ვასკულარიზაციის პროცესებში. დიკლოფენაკმა, ისევე როგორც სხვა აასს-მა, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული კლოდიფენ ნეირო-ს გამოყენება. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება ან იკვლევენ უნაყოფობის მიზეზებს, უნდა განიხილონ საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

ვიტამინები B1 , B6 და B12

კლინიკური მონაცემები ფერტილობაზე გავლენის შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დიკლოფენაკის ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ასმ

სისხლის შრატში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის ურთიერთდაქვეითება და კნტ-ის-მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის მატება (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

ალკოჰოლი

კუჭ-ნაწლავიდან პოტენციური სისხლდენის გაძლიერების რისკის ზრდა (დიკლოფენაკის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება).

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი, მსგავსი კომბინაციების გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ასევე რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილების რისკი (რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი).

საგულე გლიკოზიდები (მაგალითად, დიგოქსინი)

სისხლში საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება (რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში საგულე გლიკოზიდების დოზის კორექტირება).

ციკლოსპორინი

ჰიპერკალიემიის წარმოქმნის რისკი, კნტ-ის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების, ნეფროტოქსიკური და ჰეპატოტოქსიკური მოქმედების გაზრდილი რისკი (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული ან დიკლოფენაკის დოზა უნდა იქნას შემცირებული, მსგავს სიტუაციებში რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი).

ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი

დიკლოფენაკის შეწოვის სიჩქარის დაქვეითება ან შეწოვის ხარისხის დაქვეითება; სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული ქოლესტირამინის/კოლესტიპოლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.

გკს

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან წყლულების წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

CYP2C9-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მაგალითად, სულფინპირაზონი და ვორიკონაზოლი)

დიკლოფენაკის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო (კომბინირებული გამოყენებისას რეკომენდებულია დიკლოფენაკის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის ჩატარება).

დიურეზულები ან ჰიპოტენზიული საშუალებები (მაგალითად, β-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები)

ისევე, როგორც სხვა აასს-ებთან ერთად გამოყენების დროს, შესაძლებელია შემცირდეს ჰიპოტენზიური ეფექტი (რეკომენდებულია არტერიული წნევის უფრო ხშირი მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში).

ცოგ-ის ინჰიბირების შედეგად ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკის მატება (თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში გაუწყლოებით - აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და სათანადო ჰიდრატაციის უზრუნველყოფა).

კალიუმის შემნახველი დიურეტიკები

მოქმედების გაძლიერება და ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (რეკომენდებულია არტერიული წნევის და სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგი).

ლითიუმის პრეპარატები

სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება (რეკომენდებულია სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ლითიუმის პრეპარატების დოზის კორექცია).

მოკლობემიდი

დიკლოფენაკის მოქმედების გაძლიერება.

მეთოტრექსატი

დიკლოფენაკმა შეიძლება დათრგუნოს თირკმელებში მეთოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე აასს-ის გამოყენებისას მეთოტრექსატის მიღებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში ან 24 საათის განმავლობაში მეთოტრექსატის მიღების შემდეგ, ვინაიდან მსგავს სიტუაციებში შეიძლება გაიზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია სისხლში და გაძლიერდეს მისი ტოქსიკური მოქმედება.

სხვა აასს-ები

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის ზრდა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან წყლულების განვითარების რისკის ზრდა (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

ფენიტოინი

რეკომენდებულია ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში (მოსალოდნელია ფენიტოინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში), აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დარეგულირდეს სამკურნალო საშუალების დოზა.

ქინოლონები

დაფიქსირდა კრუნჩხვების განვითარება (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

სუსი

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

ტაკროლიმუსი

ჰიპერკალიემიის, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი (კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული).

ტრიამტერენი

თირკმლის უკმარისობის წარმოქმნის რისკი.

ტრიმეტოპრიმი

ჰიპერკალიემიის წარმოქმნის რისკი (რეკომენდებულია პაციენტების გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება).

ზიდოვუდინი

ჰემატოტოქსიკური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი.

თიამინის ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ალკოჰოლი, ჩაი

თიამინის შეწოვის დაქვეითება.

ანტაციდები

თიამინის შეწოვის დაქვეითება.

სულფიტის შემცველი სასმელები (მაგალითად, ღვინო)

თიამინის დაშლის სიჩქარის გაზრდა.

5-ფტორურაცილი

თიამინის ფოსფორილირების პროცესის კონკურენტული ინჰიბირება თიამინპიროფოსფატამდე (თიამინის ინაქტივაცია).

მარყუჟოვანი დიურეტიკები (მაგალითად, ფუროსემიდი)

თირკმელებში მილაკოვანი რეაბსორბციის ინჰიბირება და თიამინის გამოყოფის მატება ხანგრძლივი გამოყენებისას (სისხლში თიამინის კონცენტრაციის დაქვეითება).

პირიდოქსინის ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

3,4-დიჰიდროქსიფენილალანინი (L-დოპა, ლევოდოპა)

ლევოდოპას ეფექტურობის დაქვეითება.

პირიდოქსინის ანტაგონისტები (მაგალითად, იზონიაზიდი, ჰიდრალაზინი, D-პენიცილამინი ან ციკლოსერინი)

ვიტამინ B6-ზე მოთხოვნილების გაზრდა.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

დიკლოფენაკი

დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბებას არ აქვს დამახასიათებელი კლინიკური სურათი. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ღებინებას, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, დიარეას, თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს და კრუნჩხვებს. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება, ასევე სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი.

ვიტამინი B1

თიამინს გააჩნია ფართო თერაპიული დიაპაზონი. ძალიან მაღალ დოზებში (10 გ-ზე მეტი ) ის ახდენს განგლიომაბლოკირებელ მოქმედებას (როგორც კურარეს მსგავსი საშუალებები, ის არღვევს ნერვული იმპულსების გამტარობას).

ვიტამინი B6

პირიდოქსინს გააჩნია ძალიან დაბალი ტოქსიკურობა. ამისდამიუხედავად, ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი გამოყენების დროს (6-12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) 50 მგ-ზე მეტი დოზით დღე-ღამეში, შეიძლება განვითარდეს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია. ვიტამინი B6- ის უწყვეტი გამოყენებისას 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 1 გ-ზე მეტი დოზით დღე-ღამეში, შეიძლება აღინიშნოს ნეიროტოქსიკური მოქმედება. 2 გ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით მიღებისას აღინიშნა ნეიროპათიის განვითარება ატაქსიით, მგრძნობელობის დარღვევები, ცერებრალური კრუნჩხვები ცვლილებებით ელექტროენცეფალოგრამაზე და აგრეთვე, იშვიათ შემთხვევებში, ჰიპოქრომული ანემიის და სებორეული დერმატიტის განვითარება.

ვიტამინი B12

პარენტერალური შეყვანის შემდეგ (იშვიათ შემთხვევებში - შიგნით მიღების შემდეგ) მაღალი დოზების გამოყენებისას დარეგისტრირდა ალერგიული რეაქციები, კანის ეგზემატოზური დაზიანებები და აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა.

მკურნალობა

დიკლოფენაკი

სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა და ორგანიზმის სასიცოცხლო სისტემების მაჩვენებლების კონტროლი. შიგნით მიღების შემდეგ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება სამკურნალო საშუალების ორგანიზმიდან გამოდევნის მიზნით. არტერიული ჰიპოტენზიის, თირკმელების უკმარისობის, კრუნჩხვების, კნტ-ის მხრივ დარღვევების და სუნთქვის დათრგუნვის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციალური ღონისძიებები, ისეთები, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია, სავარაუდოდ, არ იქნება ეფექტური იმის გამო, რომ აასს-ებს აქვთ პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი მაჩვენებელი და ექვემდებარებიან ინტენსიურ მეტაბოლიზმს.

იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს დოზის გადაჭარბების პოტენციური რისკი, უნდა იქნას განხილული გააქტიურებული ნახშირის გამოყენებისა და კუჭის დაცლის (ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, კუჭის ამორეცხვა) საკითხი.

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

10 კაფსულა ბლისტერში.

2 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკეი/ტეკირდაგ )

“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad . No: 30 Cerkezköy / Tekirdaĝ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა