პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კეჰლი

KEHL

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

კეჰლი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას. კეჰლი-ს აქტიური ინგრედიენტია ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. მოზრდილებსა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში კეჰლი 10 მგ ნაჩვენებია: სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს თვალის და ცხვირის მხრივ სიმპტომების შესამსუბუქებლად; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (cetirizine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
Medinfar Manufacturing, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-040319
რეგისტრირებულია
23 თებერვალი 2024, მოქმედებს 1 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GP - Genéricos Portugueses, Lda. (პორტუგალია)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკეჰლი და სხვა წამალი ერთად

კეჰლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კეჰლი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას.

კეჰლი-ს აქტიური ინგრედიენტია ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

მოზრდილებსა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში კეჰლი 10 მგ ნაჩვენებია:

სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს თვალის და ცხვირის მხრივ სიმპტომების შესამსუბუქებლად;

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესამსუბუქებლად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ერთ ჭიქა სითხესთან ერთად.

შესაძლებელია ტაბლეტების გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები

რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი).

შესაძლებელია იყოს ხელმისაწვდომი ამ სამკურნალო საშუალების უფრო მოსახერხებელი ალტერნატივა ბავშვებისთვის. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

რეკომენდებული დოზაა 5 მგ 2-ჯერ დღეში (ნახევარი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია 5მგ ერთხელ დღეში მიღება.

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც დააკორექტირებს დოზას თქვენი საჭიროების მიხედვით.

თუ თქვენ ბავშვს აქვს თირკმლის დაავადება, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც დააკორექტირებს დოზას თქვენი ბავშვის საჭიროების მიხედვით.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ კეჰლის ეფექტი მეტისმეტად სუსტია ან მეტისმეტად ძლიერია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობაზე და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი კეჰლი, რაც უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ კეჰლის ძალიან ბევრი ტაბლეტი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

ამის შემდეგ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რა ზომებია მისაღები, ასეთების არსებობის შემთხვევაში.

დოზის გადაჭარბების შემდეგ შესაძლოა მაღალი ინტენსივობით გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები. არსებობს შეტყობინებები ისეთ გვერდით ეფექტებზე, როგორიცაა ცნობიერების არევა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გუგების გაფართოება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, ანომალურად გახშირებული გულის რითმი, ტრემორი და შარდის შეკავება.

თუ დაგავიწყდათ კეჰლის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება (თირკმლის მძიმე უკმარისობა 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით)

თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდზე ან სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ ნივთიერებაზე (იხ. თავი 6), ჰიდროქსიზინზე ან პიპერაზინის წარმოებულებზე (სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსი აქტიური ნივთიერებები).

სიფრთხილის ზომები

კეჰლი-ს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ პაციენტი თირკმლის უკმარისობით, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევის მისაღებად; თუ საჭიროა, თქვენ მიიღებთ უფრო დაბალ დოზას. ახალი დოზა უნდა განსაზღვროს თქვენმა ექიმმა.

თუ გაქვთ შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები (როგორიცაა ზურგის ტვინის პრობლემები ან პროსტატის ან შარდის ბუშტის პრობლემები), მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩვების მომატებული რისკი, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ალკოჰოლსა (სისხლში დონე 0.5გ/ლ, რაც შეესაბამება 1 ჭიქა ღვინოს) და რეკომენდებული დოზით მიღებულ ცეტირიზინს შორის. თუმცა, არ არსებობს უსაფრთხოების მონაცემები ცეტირიზინის მაღალი დოზების და ალკოჰოლის ერთდროულად მიღების შესახებ. ამიტომ, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება კეჰლის და ალკოჰოლის ერთროულად მიღებისგან.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ალერგიის ტესტების ჩატარება, ჰკითხეთ თქვენს ექიმს საჭირო თუ არა ამ სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ალერგიის ტესტების შედეგებზე.

ბავშვები

არ მისცეთ ეს სამკურნალო საშუალება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს, ვინაიდან ის არ აძლევს საჭირო დოზის კორექციის საშუალებას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება.

კეჰლი საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებს არ აქვს გავლენა კეჰლის აბსორბციაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე.

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, თავი უნდა აარიდოთ კეჰლის მიღებას ორსულობისას. ორსული ქალის მიერ წამლის შემთხვევითი მიღება არ იწვევს რაიმე დამაზიანებელ ეფექტს ნაყოფზე. მიუხედავად ამისა, სამკურნალო საშუალება უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ საჭიროებისას სამედიცინო კონსულტაციის მიღების შემდეგ.

ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. ამიტომ არ უნდა მიიღოთ კეჰლი ძუძუთი კვების პერიოდში, გარდა იმისა თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკური კვლევებით არ გამოვლინდა ყურადღების, სიფხიზლის და მანქანის მართვის შესაძლებლობის დარღვევის ნიშნები კეჰლის რეკომედებული დოზის მიღებისას.

თუ თქვენ აპირებთ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობების შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, კეჰლის მიღების შემდეგ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ თქვენს რეაქციას სამკურნალო საშუალების მიღებაზე. არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

კეჰლი შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა იმ პირში, ვინც მათ იღებს.

შემდეგი გვერდითი ეფექტები იშვიათი ან ძალიან იშვიათია, თუმცა მათი გამოვლენის შემთხვევაში თქვენ უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე რეაქციები და ანგიოედემა (სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახის და ხორხის შეშუპებას).

ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს სამკურნალო საშუალების პირველი მიღებისთანავე ან მოგვიანებით.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთს)

ძილიანობა

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში)

დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე

სისუსტე

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთს)

აგზნება

პარესთეზია (უჩვეულო შეგრძნებები კანზე)

მუცლის ტკივილი

პრურიტუსი (კანის ქავილი), გამონაყარი

ასთენია (გადაჭარბებული სისუსტე), შეუძლოდ ყოფნა

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთს)

ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ მძიმე (ძალიან იშვიათად)

დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესია, ცნობიერების არევა, უძილობა

კრუნჩხვები

ტაქიკარდია (ძალიან აჩქარებული გულისცემა)

ღვიძლის ფუნქციების ცვლილებები

ჭინჭრის ციება

ედემა (შეშუპება)

წონის მატება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 10 000 პაციენტიდან ერთს)

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე)

ტიკები

სინკოპე (გულის წასვლა), დისკინეზია (უნებლიე მოძრაობები), დისტონია (უჩვეულოდ გახანგრძლივებული კუნთების სპაზმი), ტრემორი, დისგევზია (შეცვლილი გემო)

მხედველობის დაბინდვა, აკომოდაციის მოშლა (ფოკუსირების გაძნელება), ოკულოგირაცია (თვალების არაკონტროლირებადი წრიული მოძრაობები)

ანგიონევროზული შეშუპება (სერიოზული ალერგიული რეაქცია, სახის და ხორხის შეშუპებას), წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი

შარდის ანომალური გამოყოფა (ლოგინში ჩასველება, ტკივილი და/ან სირთულე მოშარდვისას)

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

მადის მომატება

სუიციდური აზრები (განმეორებითი აზრები ან თვითმკვლელობის მცდელობა)

ამნეზია, მეხსიერების დარღვევა

ვერტიგო (ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნება)

შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ INFARMED, I.P.-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ შეგიშლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში.

INFARMED, I.P.

Direção de Gestão do Risco de Medicamentos

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 Lisboa

Phone: +351 21 798 73 73

Product Line: 800222444 (free)

Fax: +351 21 798 73 97

Internet site: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

E-mail: [email protected]

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ცეტირიზინის დოზის გადაჭარბების შემდეგ გამოვლენილი სიმპტომები ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტებთან ან ეფექტებთან, რომლებიც შეიძლება მიანიშნებდეს ანტიქოლინერგულ ეფექტზე. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია რეკომენდებულ დღიურ დოზაზე მინიმუმ 5-ჯერ მეტი დოზის მიღების შემდეგ, არის: ცნობიერების არევა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სისუსტე, მიდრიაზი, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, ტაქიკარდია, ტრემორი და შარდის შეკავება.

მკურნალობა

ცეტირიზინის სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან შემანარჩუნებელი მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა უნდა განიხილებოდეს მიღებიდან მოკლე დროში.

ცეტირიზინი ეფექტურად არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციაა ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ფუძე პოლიმეტაკრილატი, ტიტანის დიოქსიდი და ტალკი.

კეჰლ-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით.

შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

შეფუთვაშია 20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღია თვის ბოლო დღე.

არ გადაადგდოთ სამკურნალო საშუალება გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ სამკურნალო საშუალება, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ დაიცვათ გარემო.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰისტამინური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. პიპერაზინის წარმოებულები. ათქ კოდი: R06AE07

მოქმედების მექანიზმი

ცეტირიზინი, ადამიანის ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი, არის პერიფერიული H1 რეცეპტორების ძლიერი და სელექტიური ანტაგონისტი . In vitro რეცეპტორების შეკავშირების კვლევებმა არ აჩვენა გაზომვადი აფინურობა სხვა რეცეპტორების მიმართ.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანტი-H1 ეფექტის გარდა, ცეტირიზინი ავლენს ანტიალერგიულ აქტივობას: დოზით10 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში, ის აინჰიბირებს ეოზინოფილების რეკრუტირების გვიან ფაზას ალერგენის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ატოპიური სუბიექტების კანში და კონიუნქტივაში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცეტირიზინი 5 და 10 მგ დოზებით მნიშვნელოვნად აფერხებს კანში ჰისტამინის ძალიან მაღალი კონცენტრაციით გამოწვეულ პაპულოზურ გამონაყარს და სიწითლეს, მაგრამ ეფექტურობასთან კორელაცია დადგენილი არ არის.

ექვსკვირიან პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 186 პაციენტი ალერგიული რინიტით და თანმხლები მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ასთმით, 10 მგ ცეტირიზინის დღეში ერთხელ მიღება აუმჯობესებდა რინიტის სიმპტომებს და არ ცვლიდა ფილტვის ფუნქციას. ეს კვლევა ადასტურებს ცეტირიზინის მიღების უსაფრთხოობას ალერგიულ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ასთმით.

პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინი, მაღალი დღიური დოზით 60 მგ შვიდი დღის განმავლობაში, არ იწვევდა QT ინტერვალის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გახანგრძლივებას.

რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინმა აჩვენა, რომ ის აუმჯობესებს ქრონიკული და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

პედიატრიული პოპულაცია

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ 35-დღიან კვლევაში არ გამოვლენილა ანტიჰისტამინური ეფექტისადმი ტოლერანტობა (ერითემის და პაპულების სუპრესია). ცეტირიზინით მკურნალობის შეწყვეტისას, მრავალჯერადი მიღების შემდეგ, კანი აღადგენს ჰისტამინის მიმართ ნორმალურ რეაქციას 3 დღის განმავლობაში.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

წონასწორული პიკური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 300 ნგ/მლ და მიიღწევა 1.0 ± 0.5 სთ-ში. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების განაწილება, როგორიცაა პიკური პლაზმური კონცენტრაცია (C max ) და მრუდის ქვეშ მდებარე ფართობი (AUC), უნიმოდალურია.

ცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება საკვებთან ერთად, თუმცა შეწოვის სიჩქარე მცირდება. ბიოშეღწევადობის ხარისხი მსგავსია ცეტირიზინის მიღებისას ხსნარის, კაფსულების ან ტაბლეტების სახით.

განაწილება

განაწილების აშკარა მოცულობა არის 0,50 ლ/კგ. ცეტირიზინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 93 ± 0,3%. ცეტირიზინი არ ცვლის ვარფარინის ცილებთან შეკავშირებას.

ბიოტრანსფორმაცია

ცეტირიზინი არ ექვემდებარება ფართო პირველი გავლის მეტაბოლიზმს.

გამოყოფა

საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს და კუმულაცია არ შეინიშნება ცეტირიზინის 10 მგ დღიური დოზის მიღების შემდეგ 10 დღის განმავლობაში. დოზის დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ცეტირიზინი ავლენს ხაზოვან კინეტიკას 5-დან 60 მგ-მდე დიაპაზონში.

თირკმლის უკმარისობა : პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო პაციენტებში მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ-ზე მეტი) და ჯანმრთელ მოხალისეებში. თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ ნახევარგამოყოფის პერიოდის 3-ჯერ ზრდა და კლირენსის 70%-ით შემცირება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს (კრეატინინის კლირენსი 7 მლ/წთ-ზე ნაკლები), რომლებიც იღებდნენ ცეტირიზინის 10 მგ ერთჯერად პერორალურ დოზას, აღენიშნებოდათ ნახევარგამოყოფის პერიოდის 3-ჯერ ზრდა და კლირენსის 70%-ით შემცირება ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

ცეტირიზინი ცუდად გამოიყოფა ჰემოდიალიზით. დოზის კორექცია აუცილებელია თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. თავი 4.2).

ღვიძლის უკმარისობა : პაციენტებს ღვიძლის ქრონიკული დაავადებით (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური და ბილიარული ციროზი), რომლებიც იღებდნენ 10 ან 20 მგ ცეტირიზინს ერთჯერადად, აღენიშნებოდათ ნახევარგამოყოფის პერიოდის 50%-ით ზრდა და კლირენსის 40%-ით შემცირება ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

დოზის კორექცია საჭიროა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან ერთად აღენიშნებათ თანმხლები თირკმლის უკმარისობა.

ხანდაზმულები: 10 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 50%-ით და კლირენსი შემცირდა 40%-ით 16 ხანდაზმულ სუბიექტში ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. ამ ხანდაზმულ მოხალისეებში ცეტირიზინის კლირენსის შემცირება, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან.

პედიატრიული პოპულაცია : ცეტირიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 6 საათი 6-12 წლის ასაკის ბავშვებში და 5 საათი 2-6 წლის ასაკის ბავშვებში. 6-დან 24 თვემდე ჩვილებსა და უმცროსი ასაკის ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 3,1 საათამდე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

კეჰლი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი

სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ სამკურნალო საშუალება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან როგორც მიგითითებთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

თუ თქვენ დაგჭირდათ მეტი ინფორმაციის ან რჩევის მიღება, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

თუ აღმოგაჩნდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. თავი 4.

თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ არ გრძნობთ გაუმჯობესებას ან თავს გრძნობთ უარესად 3 დღის შემდეგ.

რას შეიცავს ეს ფურცელი-ჩანართი:

რა არის კეჰლი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ კეჰლის გამოყენებამდე

როგორ უნდა მიიღოთ კეჰლი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება კეჰლი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის კეჰლი და რისთვის გამოიყენება

კეჰლი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას.

კეჰლი-ს აქტიური ინგრედიენტია ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

მოზრდილებსა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში კეჰლი 10 მგ ნაჩვენებია:

სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს თვალის და ცხვირის მხრივ სიმპტომების შესამსუბუქებლად;

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესამსუბუქებლად.

რა უნდა იცოდეთ კეჰლის მიღებამდე

არ მიიღოთ კეჰლი:

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება (თირკმლის მძიმე უკმარისობა 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით)

თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდზე ან სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ ნივთიერებაზე (იხ. თავი 6), ჰიდროქსიზინზე ან პიპერაზინის წარმოებულებზე (სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსი აქტიური ნივთიერებები).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კეჰლი-ს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ პაციენტი თირკმლის უკმარისობით, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევის მისაღებად; თუ საჭიროა, თქვენ მიიღებთ უფრო დაბალ დოზას. ახალი დოზა უნდა განსაზღვროს თქვენმა ექიმმა.

თუ გაქვთ შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები (როგორიცაა ზურგის ტვინის პრობლემები ან პროსტატის ან შარდის ბუშტის პრობლემები), მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩვების მომატებული რისკი, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ალკოჰოლსა (სისხლში დონე 0.5გ/ლ, რაც შეესაბამება 1 ჭიქა ღვინოს) და რეკომენდებული დოზით მიღებულ ცეტირიზინს შორის. თუმცა, არ არსებობს უსაფრთხოების მონაცემები ცეტირიზინის მაღალი დოზების და ალკოჰოლის ერთდროულად მიღების შესახებ. ამიტომ, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება კეჰლის და ალკოჰოლის ერთროულად მიღებისგან.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ალერგიის ტესტების ჩატარება, ჰკითხეთ თქვენს ექიმს საჭირო თუ არა ამ სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ალერგიის ტესტების შედეგებზე.

ბავშვები

არ მისცეთ ეს სამკურნალო საშუალება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს, ვინაიდან ის არ აძლევს საჭირო დოზის კორექციის საშუალებას.

სხვა სამკურნალო საშუალებები და კეჰლი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება.

კეჰლი საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებს არ აქვს გავლენა კეჰლის აბსორბციაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე.

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, თავი უნდა აარიდოთ კეჰლის მიღებას ორსულობისას. ორსული ქალის მიერ წამლის შემთხვევითი მიღება არ იწვევს რაიმე დამაზიანებელ ეფექტს ნაყოფზე. მიუხედავად ამისა, სამკურნალო საშუალება უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ საჭიროებისას სამედიცინო კონსულტაციის მიღების შემდეგ.

ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. ამიტომ არ უნდა მიიღოთ კეჰლი ძუძუთი კვების პერიოდში, გარდა იმისა თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კლინიკური კვლევებით არ გამოვლინდა ყურადღების, სიფხიზლის და მანქანის მართვის შესაძლებლობის დარღვევის ნიშნები კეჰლის რეკომედებული დოზის მიღებისას.

თუ თქვენ აპირებთ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობების შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, კეჰლის მიღების შემდეგ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ თქვენს რეაქციას სამკურნალო საშუალების მიღებაზე. არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

კეჰლი შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

როგორ უნდა მიიღოთ კეჰლი

ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ერთ ჭიქა სითხესთან ერთად.

შესაძლებელია ტაბლეტების გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები

რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი).

შესაძლებელია იყოს ხელმისაწვდომი ამ სამკურნალო საშუალების უფრო მოსახერხებელი ალტერნატივა ბავშვებისთვის. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

რეკომენდებული დოზაა 5 მგ 2-ჯერ დღეში (ნახევარი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).

შესაძლებელია იყოს ხელმისაწვდომი ამ სამკურნალო საშუალების უფრო მოსახერხებელი ალტერნატივა ბავშვებისთვის. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია 5მგ ერთხელ დღეში მიღება.

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც დააკორექტირებს დოზას თქვენი საჭიროების მიხედვით.

თუ თქვენ ბავშვს აქვს თირკმლის დაავადება, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც დააკორექტირებს დოზას თქვენი ბავშვის საჭიროების მიხედვით.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ კეჰლის ეფექტი მეტისმეტად სუსტია ან მეტისმეტად ძლიერია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობაზე და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი კეჰლი, რაც უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ კეჰლის ძალიან ბევრი ტაბლეტი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

ამის შემდეგ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რა ზომებია მისაღები, ასეთების არსებობის შემთხვევაში.

დოზის გადაჭარბების შემდეგ შესაძლოა მაღალი ინტენსივობით გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები. არსებობს შეტყობინებები ისეთ გვერდით ეფექტებზე, როგორიცაა ცნობიერების არევა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გუგების გაფართოება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, ანომალურად გახშირებული გულის რითმი, ტრემორი და შარდის შეკავება.

თუ დაგავიწყდათ კეჰლის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა იმ პირში, ვინც მათ იღებს.

შემდეგი გვერდითი ეფექტები იშვიათი ან ძალიან იშვიათია, თუმცა მათი გამოვლენის შემთხვევაში თქვენ უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე რეაქციები და ანგიოედემა (სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახის და ხორხის შეშუპებას).

ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს სამკურნალო საშუალების პირველი მიღებისთანავე ან მოგვიანებით.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთს)

ძილიანობა

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში)

დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე

სისუსტე

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთს)

აგზნება

პარესთეზია (უჩვეულო შეგრძნებები კანზე)

მუცლის ტკივილი

პრურიტუსი (კანის ქავილი), გამონაყარი

ასთენია (გადაჭარბებული სისუსტე), შეუძლოდ ყოფნა

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთს)

ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ მძიმე (ძალიან იშვიათად)

დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესია, ცნობიერების არევა, უძილობა

კრუნჩხვები

ტაქიკარდია (ძალიან აჩქარებული გულისცემა)

ღვიძლის ფუნქციების ცვლილებები

ჭინჭრის ციება

ედემა (შეშუპება)

წონის მატება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 10 000 პაციენტიდან ერთს)

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე)

ტიკები

სინკოპე (გულის წასვლა), დისკინეზია (უნებლიე მოძრაობები), დისტონია (უჩვეულოდ გახანგრძლივებული კუნთების სპაზმი), ტრემორი, დისგევზია (შეცვლილი გემო)

მხედველობის დაბინდვა, აკომოდაციის მოშლა (ფოკუსირების გაძნელება), ოკულოგირაცია (თვალების არაკონტროლირებადი წრიული მოძრაობები)

ანგიონევროზული შეშუპება (სერიოზული ალერგიული რეაქცია, სახის და ხორხის შეშუპებას), წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი

შარდის ანომალური გამოყოფა (ლოგინში ჩასველება, ტკივილი და/ან სირთულე მოშარდვისას)

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

მადის მომატება

სუიციდური აზრები (განმეორებითი აზრები ან თვითმკვლელობის მცდელობა)

ამნეზია, მეხსიერების დარღვევა

ვერტიგო (ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნება)

შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ INFARMED, I.P.-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ შეგიშლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში.

INFARMED, I.P.

Direção de Gestão do Risco de Medicamentos

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 Lisboa

Phone: +351 21 798 73 73

Product Line: 800222444 (free)

Fax: +351 21 798 73 97

Internet site: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

E-mail: [email protected]

როგორ ინახება კეჰლი

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღია თვის ბოლო დღე.

არ გადაადგდოთ სამკურნალო საშუალება გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ სამკურნალო საშუალება, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ დაიცვათ გარემო.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კეჰლი

აქტიური სუბსტანციაა ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ფუძე პოლიმეტაკრილატი, ტიტანის დიოქსიდი და ტალკი.

კეჰლ-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით.

შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

შეფუთვაშია 20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

GP – GENÉRICOS PORTUGUESES, LDA.

Rua Henrique de Paiva Couceiro, n.º 29

ვენდა ნოვა

2700-451 ამადორა

პორტუგალია

მწარმოებელი

Medinfar Manufacturing, S.A.

არმანდო მარტინს ტავარესის ინდუსტრიული პარკი,

რუ ქუტეირო და არმადა, 5,

კონდეიშსა-ა-ნოვა,

3150-194 სებალი

პორტუგალია

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 11/2023

/ხელმოწერილია, ახლავს შტამპი/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა