პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიორელაქსანტები

კეტოქსენი

KETOXEN

რეცეპტით25მგ + 8მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კეტოქსენი არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ორმხრივი ჭდით ტაბლეტები. კეტოქსენი წარმოდგენილია პვქ/პვდქ/ალუ ბლისტერში, რომელიც შეიცავს 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
25მგ + 8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
მწარმოებელი
Ilko Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M03BX55
რეგისტრაციის ნომერი
რ-039926
რეგისტრირებულია
11 იანვარი 2024, მოქმედებს 11 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ilko Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ვანფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკეტოქსენი და სხვა წამალი ერთად

კეტოქსენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კეტოქსენი არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ორმხრივი ჭდით ტაბლეტები.

კეტოქსენი წარმოდგენილია პვქ/პვდქ/ალუ ბლისტერში, რომელიც შეიცავს 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

დექსკეტოპროფენი, რომელსაც შეიცავს კეტოქსენი, არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

თიოკოლხიკოზიდს, რომელსაც შეიცავს კეტოქსენი, ძირითადად აქვს კუნთების რელაქსაციური მოქმედება. თიოკოლხიკოზიდი გამოიყენება კუნთების მტკივნეული სპაზმების სიმპტომური მკურნალობისთვის.

კეტოქსენი ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, ხერხემლის სვეტის (ხერხემლის) მტკივნეული სინდრომების, ექსტრაარტიკულური რევმატიზმისა და კუნთების მტკივნეული სპაზმების, პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის.

  • კეტოქსენის მიიღებამდე

გულ-სისხლძარღვთა რისკები:

აასს–ებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) და ინსულტის რისკის ზრდა, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებით შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. კეტოქსენი უკუნაჩვენებია პრეოპერაციული ტკივილის მართვისთვის აორტოკორონარული შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.

კუჭ-ნაწლავის რისკები:

აასს–ები იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, როგორიცაა სისხლდენა, დაწყლულება და კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან კუჭ-ნაწლავის (GI) სერიოზული მოვლენების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

მიღების წესი და დოზირება

სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

ყოველთვის მიიღეთ კეტოქსენი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თქვენი ექიმი გეტყვით თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კეტოქსენით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ, სამკურნალო დოზა არის ერთი 25 მგ/8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კეტოქსენი 2–ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-7 დღე.

ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ დექსკეტოპროფენისთვის და 16 მგ თიოკოლხიკოზიდისთვის.

მიღების გზა და მეთოდი:

განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

მიიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად (150 მლ) კვების შემდეგ. არ დაღეჭოთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

სხვადასხვა ასაკის ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არ მისცეთ ეს პრეპარატი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ ხართ ხანდაზმული (65 წლის და უფროსი ასაკის), გამოიყენეთ კეტოქსენი თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის, თიოკოლხიკოზიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების მიმართ,

თუ გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიგნით ალერგიის გამო წარმოქმნილი წანაზარდები), ჭინჭრის ციება (კანის გამონაყარი), სახის და ყელის შეშუპება აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების მიღების შემდეგ განვითარებული ალერგიის გამო (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან მკერდში ხიხინი,

თუ გაქვთ პეპტიკური წყლული, კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან საჭმლის მონელების მიმდინარე დარღვევები (მაგ., კუჭის მოუნელებლობა, გულძმარვა), ან თუ გაწუხებდათ წარსულში,

თუ წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, წინასწარ მიღებული აასს–ების გამო, რომლებიც გამოიყენება ტკივილის დროს,

თუ გაწუხებთ ნაწლავის მიმდინარე ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი),

თუ გაწუხებთ გულის სერიოზული უკმარისობა, თირკმლების ზომიერი ან სერიოზული პრობლემები ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები,

თუ გაქვთ მომატებული სისხლდენადობა ან სისხლის შედედების დარღვევა,

თუ გაწუხებთ კუნთის ან კუნთების დისფუნქცია (შეკუმშვის შეუძლებლობა),

თუ ორსულად ხართ,

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში,

აორტოკორონარული შუნტირების (CABG) ოპერაციის შემთხვევაში და თუ თქვენ უნდა მიიღოთ პერიოპერაციული ტკივილგამაყუჩებელი თერაპია.

კეტოქსენი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოიყენეთ კეტოქსენი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ეპილეფსია ან გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვის რისკი,

თუ მკურნალობის დროს გაქვთ დიარეა,

თუ გაქვთ ალერგია, ან თუ გქონიათ ალერგიული პრობლემები წარსულში,

თუ გაწუხებთ თირკმლების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გქონიათ რომელიმე ამ პრობლემებიდან,

თუ იღებთ დიურეტიკებს ან გაქვთ ძალიან ცუდი ჰიდრატაცია და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ., გადაჭარბებული შარდვა, დიარეა ან ღებინება),

თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ იმყოფებით (მაგ., თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე ან თუ ეწევით), უნდა განიხილოთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან; ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა კეტოქსენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, როგორიცაა გულის შეტევა („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტი, რისკის მცირე ზრდასთან. ეს სერიოზული დაავადებები შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი ნიშნების გარეშე. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, დაბნეული მეტყველება, დაღლილობა. ნებისმიერი რისკი უფრო მეტად სავარაუდოა მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ ხანდაზმული ხართ: შესაძლოა უფრო მეტად გამოგივლინდეთ გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით სისხლდენა პეპტიკური წყლულიდან და პერფორაცია, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს (იხილეთ ნაწილი 4). თუ რომელიმე მათგანი განვითარდა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან,

თუ თქვენ ხართ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალი (კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის დარღვევა, ამიტომ თქვენ არ უნდა მიიღოთ ის, თუ გეგმავთ დაორსულებას ან ატარებთ ტესტებს ფერტილობაზე),

თუ გაქვთ სისხლის ან სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა,

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის გენერალიზებული აშრევება) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ შემაერთებელ ქსოვილზე),

თუ წარსულში გქონიათ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება),

თუ თქვენ გაქვთ ან გაწუხებდათ წარსულში კუჭის ან ნაწლავის სხვა პრობლემები,

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგ., პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი–ს ტიპის, მაგ., სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, როგორიცაა ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში კეტოქსენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს, მიიღოთ დამატებითი პრეპარატი კუჭის დასაცავად (მაგ., მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს კუჭის მჟავის გამომუშავებას).

თუ გაქვთ საჭმლის მონელების დარღვევა ან წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, აბდომინური ტკივილი ან სხვა პათოლოგიური აბდომინური სიმპტომები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ისევე როგორც სხვა აასს–ების გამოყენებისას, კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის (GI) ძლიერი დისკომფორტი და იშვიათად კუჭ–ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა წყლულები (ჭრილობები) და სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი. თუ მკურნალობის დროს გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას: სისხლი განავალში, მუქი ფერის, როგორც კუპრი, განავალი, სისხლიანი ან ყავის ნალექით ღებინება, მუქი ფერის ნაწილაკების სახით.

თუ გაქვთ ჰეპატოტოქსიკურობის (ღვიძლის მოწამვლა) რომელიმე ნიშანი და სიმპტომი, როგორიცაა გულისრევა, სისუსტე, დაღლილობა, სიყვითლე, ქავილი, მტკივნეულობა მუცლის მარჯვენა ზედა არეში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

აცნობეთ ექიმს თქვენი სხეულის წონის აუხსნელი მატების ან შეშუპების (შესიების) შესახებ.

ისევე როგორც სხვა აასს–ების გამოყენებამ, კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის და თვალების ირგვლივ ანთება, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ბებერები, შეშუპება და სიწითლე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება სითხით სავსე ბუშტებით კანზე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი.

კანის ეს სერიოზული რეაქციები ასევე შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. თუ განვითარდება რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა ქავილი, ცხელება, სიწითლე, ბუშტუკები, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ან ადრე გეხებოდათ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

კეტოქსენი საკვებთან და სასმელთან ერთად:

მიიღეთ ტაბლეტები საკვებთან ერთად, რადგან ეს ხელს უწყობს კუჭის ან ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების რისკის შემცირებას.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობა:

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, გამოიყენეთ კეტოქსენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, გამოიყენეთ კეტოქსენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

თუ შეამჩნევთ, რომ კეტოქსენის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კეტოქსენი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კეტოქსენი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ მედიკამენტის მუყაოს კოლოფი და ფურცელი–ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ კეტოქსენის მიღება

თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. აცნობეთ ექიმს, თუ დაგავიწყდათ ერთზე მეტი დოზის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზები დავიწყებული დოზების დასაბალანსებლად.

თუ შეწყვეტთ კეტოქსენის მიღებას

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეგექმნათ რაიმე პრობლემა კეტოქსენის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კეტოქსენის გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კეტოქსენის ინგრედიენტების მიმართ.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, შეწყვიტეთ კეტოქსენის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელების, ფეხების, ხელის მტევნების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას;

ორგანიზმის ძალიან მძიმე რეაქცია ალერგენებზე, მწვავე ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქცია),

ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება),

ღია ჭრილობები კანზე, პირში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომები),

უგონო მდგომარეობა (ვაზოვაგალური სინკოპე), გულის წასვლა

პეპტიკური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა, რომელიც გამოიხატება სისხლიანი ღებინებით ან შავი განავლით,

სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი),

ქოშინი

ხორხის შეშუპება (ლარინგეალური შეშუპება),

პალპიტაცია.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

პეპტიკური წყლული,

მაღალი არტერიული წნევა,

დაბალი არტერიული წნევა,

ძალიან ნელი სუნთქვა,

ცნობიერების დროებითი დაბინდვა, თავშეუკავებლობა,

ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი),

სწრაფი გულისცემა,

პანკრეასის ანთება,

ღვიძლის უჯრედების დაზიანება,

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),

თირკმლის პრობლემები,

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ნეიტროპენია), თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია),

თავბრუსხვევა,

პროსტატის პრობლემები,

თირკმლის უკმარისობა.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვითარდება.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, აცნობეთ ექიმს:

გულისრევა და/ან ღებინება,

მუცლის ტკივილი,

დიარეა,

საჭმლის მონელების პრობლემები (კუჭის მოუნელებლობა),

მსუბუქი თავბრუსხვევა,

ძილიანობა,

ძილის დარღვევა,

გაღიზიანებადობა,

თავის ტკივილი,

წამოხურება,

კუჭის ტკივილი, კუჭის პრობლემები,

ყაბზობა,

პირის სიმშრალე,

შებერილობა,

დაღლილობა,

ტკივილი,

ცხელების და ტრემორის შეგრძნება,

ზოგადი სისუსტე, სისუსტის შეგრძნება,

სითხის შეკავება და სხეულის იმ უბნების შეშუპება, რომლებიც მოშორებულია ტანიდან (მაგ., ტერფების შეშუპება),

მადის დაკარგვა (ანორექსია),

ნორმიდან გადახრა გრძნობის ორგანოების მხრივ,

გამონაყარი ქავილით,

კანის გამონაყარი,

აკნე,

გაძლიერებული ოფლიანობა,

ზურგის ტკივილი,

ხშირი შარდვა,

მენსტრუაციის დარღვევა,

მხედველობის დაბინდვა,

ყურებში შუილი (ტინიტუსი),

კანის მგრძნობელობა,

სინათლის მიმართ მგრძნობელობა,

ქავილი.

ეს არის კეტოქსენის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დაწყებისას შენიშნავთ კუჭის/ნაწლავის მხრივ რაიმე გვერდით ეფექტს (მაგ., კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონიათ რაიმე ასეთი გვერდითი ეფექტი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო და განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ.

შეწყვიტეთ კეტოქსენის გამოყენება, როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარის გაჩენას ან რაიმე დაზიანებას პირის ღრუში ან სასქესო ორგანოებზე, ან ალერგიის რაიმე ნიშანს. აასს–ებით მკურნალობის დროს აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა კეტოქსენი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან.

იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი და კისრის კუნთების რიგიდულობა.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დექსკეტოპროფენი

შემდეგი ურთიერთქმედება ვრცელდება ზოგადად ყველა აასს-ზე:

არასასურველი კომბინაციები:

თავიდან უნდა იქნას აცილებული რამდენიმე აასს-ის (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას) გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი (იხილეთ ნაწილი 4.4).

ასპირინი: ასპირინისა და დექსკეტოპროფენის ერთდროულად მიღებისას, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დექსკეტოპროფენის კლირენსი არ იცვლება, ცილებთან შეკავშირების თანაფარდობა მცირდება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის; თუმცა, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, დექსკეტოპროფენისა და ასპირინის ერთდროული მიღება ზოგადად არ არის რეკომენდებული გვერდითი ეფექტების პოტენციალის გაზრდის გამო.

ანტიკოაგულანტები: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი, მოქმედება (იხილეთ ნაწილი 4.4), დექსკეტოპროფენის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების და თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ჩატარდეს საგულდაგულო კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

ვარფარინი: ვარფარინის და აასს–ების მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენაზე სინერგიულია; ამრიგად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული სისხლდენის რისკი უფრო მაღალია მათ შორის, ვინც ამ პრეპარატებს ერთად იყენებს, ვიდრე რომელიმე პრეპარატის ცალკე გამოყენებისას.

ჰეპარინები: სისხლდენის გაზრდილი რისკი (თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო). თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ჩატარდეს საგულდაგულო კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

კორტიკოსტეროიდები: არსებობს კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის გაზრდილი რისკი (იხილეთ ნაწილი 4.4).

ლითიუმი (აღწერილია რამოდენიმე აასს–ის გამოყენებისას): არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს პლაზმაში ლითიუმის დონის მატებას და ლითიუმის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებას. ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია იზრდება 15%-ით, ხოლო თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება დაახლოებით 20%-ით. ეს ეფექტები მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიერ თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. ამრიგად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ლითიუმის ერთდროულად მიღებისას, სუბიექტები უნდა იყვნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ ლითიუმის ტოქსიკურობის ნიშნების გამო.

მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება 15 მგ/კვირაში ან უფრო მაღალი დოზებით: ხშირად აღინიშნება მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატება ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიერ მისი თირკმლისმიერი კლირენსის შემცირების გამო. ცნობილია, რომ აასს–ები კონკურენტულად აფერხებენ მეტოტრექსატის დაგროვებას ბოცვრების თირკმლებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აასს–ბმა შეიძლება გააძლიერონ მეტოტრექსატის ტოქსიკურობა. სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას

ჰიდანტოინები და სულფონამიდები: ნივთიერებების ტოქსიკური ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს:

დიურეზული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები: დექსკეტოპროფენმა შეიძლება შეამციროს დიურეტიკების მოქმედება. ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს, რომ აასს–ბმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ეს ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ აასს–ებს აგფ ინჰიბიტორებთან ერთად. ზოგიერთ პაციენტში თირკმლების ფუნქციის დარღვევით (მაგ., დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევით), ციკლოოქსიგენაზას და აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, რაც ჩვეულებრივ შექცევადია. დექსკეტოპროფენისა და შარდმდენი საშუალებების კომბინირებული დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და მკურნალობის დაწყებისას თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ფუროსემიდი: კლინიკური კვლევები და პოსტმარკეტინგული დაკვირვებები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ დექსკეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფუროსემიდისა და თიაზიდების ნატრიურეზული ეფექტი ზოგიერთ პაციენტში. ეს მდგომარეობა გამოწვეულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. აასს–ებთან ერთდროულად მკურნალობისას, პაციენტი უნდა იყოს ყურადღებით დაკვირვებული თირკმლის უკმარისობის ნიშნებზე (იხილეთ ნაწილი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმლების ეფექტები) და დიურეზული საშუალებების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება 15 მგ/კვირაში ნაკლები დოზით: მეტოტრექსატის ჩვეულებრივ ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა იზრდება ანთების საწინააღმდეგო ნაერთების თირკმლისმიერი კლირენსის შემცირების გამო. მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში ყოველკვირეულად უნდა შემოწმდეს სისხლის ანალიზი. მონიტორინგი უნდა გაიზარდოს თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების შემთხვევაში და ასევე ხანდაზმულებში.

პენტოქსიფილინი: ზრდის სისხლდენის რისკს. უნდა გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი და სისხლდენის დრო უფრო ხშირად გაკონტროლდეს.

ზიდოვუდინი: ერითროციტების ტოქსიკურობის გაზრდის რისკი რეტიკულოციტებზე ზემოქმედების გამო, მძიმე ანემიით, რომელიც ვითარდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. სისხლის საერთო ანალიზი და რეტიკულოციტების რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დაწყებიდან ერთი–ორი კვირის შემდეგ.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები: აასს–ბმა შეიძლება გააძლიერონ სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიური ეფექტი პლაზმის ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან მათი განდევნით.

კომბინაციები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული:

ბეტა-ბლოკატორები: აასს–ებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მათი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს აასს–ების ეფექტებით, რომლებიც განპირობებულია პროსტაგლანდინებით. კომბინირებული თერაპიის დროს უნდა შემოწმდეს თირკმლების ფუნქცია.

თრომბოლიტიკები: ზრდის სისხლდენის რისკს.

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs): ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკს (იხილეთ ნაწილი 4.4).

პრობენეციდი: დექსკეტოპროფენის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს, ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის ადგილზე ინჰიბიტორული მექანიზმით და გლუკურონიდის კონიუგაციით და საჭიროებს დექსკეტოპროფენის დოზის კორექციას.

საგულე გლიკოზიდები: აასს–ებმა შეიძლება გააღრმავოს გულის უკმარისობა, შეამციროს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (GFR) და გაზარდოს გლიკოზიდების დონე პლაზმაში.

მიფეპრისტონი: ვინაიდან არსებობს მიფეპრისტონის ეფექტურობის ცვლილების თეორიული რისკი პროსტაგლანდინის სინთეტაზას ინჰიბიტორებით, აასს–ების მიღება არ შეიძლება მიფეპრისტონის მიღებიდან მომდევნო 8-12 დღის განმავლობაში.

ქინოლონური ანტიბიოტიკები: ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქინოლონების მაღალი დოზების მიღებამ აასს–თან ერთად შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.

თიოკოლხიკოზიდი

ბოლოდროინდელი კლინიკური გამოცდილების გათვალისწინებით, თიოკოლხიკოზიდი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ფენილბუტაზონი, ანალგეტიკები და პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნევრიტის სამკურნალოდ, ანაბოლური სტეროიდები, სედატიური საშუალებები, ბარბიტურატები და სუქცინილქოლინი წარმატებით და უსაფრთხოდ გამოიყენება ერთდროულად.

არ არის რეკომენდებული თიოკოლხიკოზიდის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ მიორელაქსანტური მოქმედება ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაზე, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. ამავე მიზეზით, სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებს გლუვ კუნთებზე, საჭიროა მეტი სიფრთხილე და პაციენტზე დაკვირვება არასასურველი ეფექტების სიხშირის გაზრდის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:

კონკრეტულ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია:

პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ კეტოქსენი, თუ ორსულად ხართ.

თუ თერაპიის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ კეტოქსენი, თუ ძუძუთი კვებავთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კეტოქსენმა შეიძლება უმნიშვნელოდ იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოდუნებულობა ან დაბუჟება, გვერდითი ეფექტების სახით. თუ შეამჩნევთ ასეთ ეფექტებს, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოქსენის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში; ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი ამ დოზის მიღებისას.

ეს პრეპარატი შეიცავს გლიცერილ დისტეარატს, თუმცა დოზის გამო გაფრთხილება არ არის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს. ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა იქნას ერთდროულად მიღებული და ზოგიერთი მედიკამენტი საჭიროებს დოზის კორექციას, თუ ისინი ერთდროულად გამოიყენება.

არასასურველი კომბინაციები:

კეტოქსენის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ კუნთების რელაქსანტული მოქმედება ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაზე, არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. ამავე მიზეზით, სიფრთხილეა საჭირო არასასურველი ეფექტების გაზრდილი სიხშირის შემთხვევაში, გლუვ კუნთებზე მოქმედ სხვა პრეპარატთან ერთდროული გამოყენებისას.

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთების სამკურნალოდ),

ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად,

თავიდან ასაცილებლად,

ლითიუმი, რომელიც გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ,

რევმატოიდული ართრიტი (მუდმივი დაავადება, რომელიც იწვევს სახსრებში ტკივილს და დეფორმაციას) და მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ,

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს,

სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს (ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებები).

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა ბლოკატორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების დროს,

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ,

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ,

ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს,

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებებისას და ორგანოების გადანერგვისას,

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები, ანუ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების გასახსნელად,

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს,

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ,

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება როგორც აბორტის გამომწვევი საშუალება (ორსულობის შესაწყვეტად),

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუსი–ები) ანტიდეპრესანტები,

ანტითრომბოციტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის (სისხლის კოლტების გაერთიანება) და სისხლის კოლტების წარმოქმნის შესამცირებლად.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან მის გარეშე გასაცემ რაიმე მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

დექსკეტოპროფენი

დექსკეტოპროფენის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ცნობილი არ არის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი:

სიმპტომები

თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიკული ტკივილი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, იშვიათად დიარეა, დეზორიენტაცია, აგზნება, კომა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, ტინიტუსი, სინკოპე, ზოგჯერ კრუნჩხვები. მნიშვნელოვანი მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

თერაპიული ზომები:

შემთხვევითი გადაყლაპვის ან გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. როდესაც მოზრდილი ან ბავშვი მიიღებენ 5 მგ/კგ-ზე მეტს, გააქტივებული ნახშირის მიღება უნდა განიხილებოდეს ერთი საათის განმავლობაში.

ალტერნატიულად, მოზრდილებში კუჭის ამორეცხვა უნდა განიხილებოდეს ერთი საათის განმავლობაში პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შარდის კარგი გამოყოფა.

საჭიროა თირკმლების და ღვიძლის ფუნქციის საგულდაგულო მონიტორინგი.

პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ სულ მცირე ოთხი საათი პოტენციურად ტიქსიკური რაოდენობების მიღების შემდეგ.

ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიაზეპამის ინტრავენური შეყვანით.

პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ზომები.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან დიალიზით.

თიოკოლხიკოზიდი

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ თიოკოლხიკოზიდით, დოზის გადაჭარბების სპეციფიკური სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

მკურნალობა:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სამედიცინო დაკვირვება და სიმპტომური ზომების მიღება (იხილეთ ნაწილი 5.3).

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 36.90 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს (25 მგ დექსკეტოპროფენის ეკვივალენტური) და 8 მგ თიოკოლხიკოზიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ... 10.600 მგ

გლიცერილ დისტეარატი.......................... 3.975 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ კეტოქსენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ კეტოქსენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კეტოქსენი შეფუთვაზე და/ან პროდუქტზე რაიმე დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Veysel Karani Mah., Çolakoğlu Sok.,

No: 10, 34885, სანჯაქტეპე/სტამბოლი, თურქეთი

მწარმოებლის ადგილმდებარეობა:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

  • Organize Sanayi Bölgesi, Büyük Kayacık Mah.,

Kuddusi Cad., 23. Sok., No: 1,

სელჩუკლუ/კონია/თურქეთი

პაციენტის ეს ფურცელი–ჩანართი დამტკიცებულია 11.07.2017.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები,

ათქ–კოდი: M03BX55

დექსკეტოპროფენი

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი არის S-(+)-2-(3-ბენზოილფენილ) პროპიონის მჟავას ტრომეთამინის მარილი, ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს (MOIAE17).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირებასთან ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების გზით. კერძოდ, ეს ეხება არაქიდონის მჟავას PGG2 და PGH2 ციკლურ ენდოპეროქსიდებში ტრანსფორმაციის ინჰიბირებას, რომლებიც წარმოქმნიან პროსტაგლანდინებს PGE1, PGE2, PGF2α და PGD2, ასევე თრომბოქსანებს (TxA2 და TxB2). გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება ასევე იწვევს ირიბ ეფექტს, გარდა პირდაპირი ეფექტისა, ზემოქმედებით ანთების სხვა მედიატორებზე, როგორიცაა კინინები.

ექსპერიმენტებში ცხოველებსა და ადამიანებში დადგენილია, რომ დექსკეტოპროფენი არის COX-1 და COX-2 აქტივობის ინჰიბიტორი.

ტკივილის რამდენიმე მოდელზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ტკივილგამაყუჩებელი აქტივობის დაწყება მიღწეულ იქნა მიღებიდან 30 წუთში ზოგიერთ კვლევაში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გრძელდება 4-დან 6 საათამდე.

თიოკოლხიკოზიდი

თიოკოლხიკოზიდი არის ნახევრად სინთეზური გოგირდოვანი კოლხიკოზიდის წარმოებული მიორელაქსანტური ფარმაკოლოგიური აქტივობით.

თიოკოლხიკოზიდი in vitro უკავშირდება მხოლოდ GABA-A-ს და სტრიქნინისადმი მგრძნობიარე გლიცინის რეცეპტორებს. თიოკოლხიკოზიდმა, რომელიც მოქმედებს როგორც GABA-A რეცეპტორის ანტაგონისტი, შეიძლება აჩვენოს მიორელაქსანტური ეფექტები მარეგულირებელი კომპლექსური მექანიზმებით სუპრასპინალურ დონეზე; თუმცა, გლიცერინერგული მოქმედების მექანიზმი არ არის გამორიცხული. თიოკოლხიკოზიდის ურთიერთქმედების თვისებები GABA-A რეცეპტორებთან ხარისხობრივად და რაოდენობრივად მსგავსია გლუკურონიდის წარმოებულის, მთავარი მეტაბოლიტის ცირკულაციაში (იხილეთ ნაწილი 5.2).

თიოკოლხიკოზიდისა და მისი მთავარი მეტაბოლიტის მიორელაქსანტური თვისებები ნაჩვენებია in vivo რამდენიმე პროგნოზირებად მოდელში ვირთაგვებსა და ბოცვრებში. თიოკოლხიკოზიდის მიორელაქსანტური ეფექტის არარსებობა სპინალიზებულ ვირთაგვებში მიუთითებს ამ ნაერთის დომინანტურ სუპრასპინალურ ეფექტზე.

რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელში აღმოჩნდა, რომ თიოკოლხიკოზიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება პერორალური, კანქვეშა, ინტრაპერიტონეალური და ინტრამუსკულური გამოყენების შემდეგ.

გარდა ამისა, ფარმაკო-EEG კვლევებმა აჩვენა, რომ თიოკოლხიკოზიდს და მის ძირითად მეტაბოლიტს არ გააჩნია სედატიური ეფექტი.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი

აბსორბცია

დექსკეტოპროფენი

ადამიანებში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის პერორალური მიღების შემდეგ, Cmax მიიღწევა 30 წუთში (15-დან 60 წთ-მდე). საკვებთან ერთად მიღებისას AUC არ იცვლება, თუმცა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის Cmax მცირდება და მისი აბსორბციის სიჩქარე შეფერხებულია (tmax-ის გაზრდა).

თიოკოლხიკოზიდი

თიოკოლხიკოზიდი სწრაფად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ და მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება 3 ძირითადი მეტაბოლიტი. მიმოქცევაში გამოვლენილი ორი ძირითადი ფორმაა თიოკოლხიკოზიდი აგლიკონი და თიოკოლხიკოზიდის გლუკურონიდური წარმოებული, რომელიც არის მისი აქტიური მეტაბოლიტი. თიოკოლხიკოზიდის აქტიური გლუკურონიდური წარმოებული ასევე ვლინდება ინტრამუსკულური მიღების შემდეგ.

განაწილება

დექსკეტოპროფენი

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ნახევარგანაწილების პერიოდი შეადგენს 0.35 საათს. ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ მაღალი შეკავშირება პლაზმის ცილებთან (99%), მისი განაწილების მოცულობის საშუალო მნიშვნელობა 0.25 ლ/კგ-ზე ნაკლებია.

თიოკოლხიკოზიდი

თიოკოლხიკოზიდი სუსტად უკავშირდება შრატის ცილებს ადამიანებში (13%) და ეს შეკავშირება არ არის დამოკიდებული თიოკოლხიკოზიდის თერაპიულ კონცენტრაციაზე; შრატის ალბუმინი მთავარ როლს ასრულებს შრატის ცილებთან შეკავშირებაში.

თიოკოლხიკოზიდი არ იყო გამოვლენილი ამ ფორმაში პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში. აქტიური გლუკურონიდის მეტაბოლიტი სწრაფად ვლინდება პლაზმაში 1-საათიანი საშუალო tmax-ით და გამოიყოფა საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 7 საათი.

8 მგ თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ (AUC), რომელიც ასახავს თიოკოლხიკოზიდის აქტიურ კომპონენტებისა და მისი აქტიური გლუკურონიდური მეტაბოლიტის ზემოქმედებას, შეადგენს დაახლოებით 500 ნგ.სთ/მლ.

8 მგ თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ (AUC), რომელიც ასახავს აქტიური გლუკურონიდური მეტაბოლიტის აქტიური კომპონენტების ზემოქმედებას, შეადგენს დაახლოებით 126 ნგ.სთ/მლ.

ბიოტრანსფორმაცია

დექსკეტოპროფენი

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის შეყვანის შემდეგ შარდში მიიღება მხოლოდ S-(+) ენაანტიომერი, რაც ცხადყოფს, რომ ადამიანებში არ ხდება R-(-) ენათიომერის გარდაქმნა. მრავალდოზიანი ფარმაკოკინეტიკური კვლევების დროს, დაკვირვება, რომ AUC საბოლოო მიღების შემდეგ არ განსხვავდებოდა ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ მიღებული AUC–გან, მიუთითებს, რომ პრეპარატის დაგროვება არ ხდება.

თიოკოლხიკოზიდი

სისხლის მიმოქცევაში გამოვლენილი ორი ძირითადი ფორმაა თიოკოლხიკოზიდი აგლიკონი და აქტიური გლუკურონიდის წარმოებული. აქტიური გლუკურონიდური წარმოებული ასევე გამოვლინდა ინტრამუსკულური მიღების შემდეგ.

თიოკოლხიკოზიდი ამ ფორმით არ იყო გამოვლენილი ჯანმრთელ მოხალისეებში პერორალური მიღების შემდეგ. აქტიური გლუკურონიდური მეტაბოლიტი სწრაფად ვლინდება პლაზმაში.

ელიმინაცია

დექსკეტოპროფენი

დექსკეტოპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.65 საათს. დექსკეტოპროფენის ელიმინაციის მთავარ გზას წარმოადგენს გლუკურონიდის კონიუგაცია, რასაც მოჰყვება თირკმლისმიერი ექსკრეცია.

თიოკოლხიკოზიდი

ჯანმრთელ მოხალისეებში, პერორალური მიღების შემდეგ, თიოკოლხიკოზიდი ელიმინირდება საშუალო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 7 საათი.

14C რადიოაქტიური თიოკოლხიკოზიდის პერორალური მიღების შემდეგ, მთლიანი რადიოაქტიურობა ძირითადად გამოიყოფა განავლით (79%), ხოლო შარდით გამოყოფა შეადგენს მხოლოდ 20%-ს.

წრფივობა/არაწრფივობა

დექსკეტოპროფენი

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი აჩვენებს წრფივ ფარმაკოკინეტიკას დოზადამოკიდებული ზრდით სისტემური ექსპოზიციის დროს პერორალური დოზის შემდეგ.

თიოკოლხიკოზიდი

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

პაციენტების მახასიათებლები

დექსკეტოპროფენი

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე მოხალისეებში, 12.5 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ერთჯერადი დოზის მიღებისას აღინიშნა Cmax–ის მხოლოდ 22% და 37% ზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ზოგადად, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დექსკეტოპროფენის დოზის კორექცია (იხილეთ ნაწილი 4.2).

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით ერთჯერადი და განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით არ არსებობს. ზოგადად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის კორექცია (იხილეთ ნაწილი 4.2.).

ხანდაზმულები

25 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის პერორალური მიღების შემდეგ ხანდაზმულ მოხალისეებში აღინიშნა AUC–ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობების 50%-იანი მატება ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით, ხოლო ერთჯერადი ან განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ აღინიშნა კლირენსის 40%-იანი შემცირება; Tmax-სა და Cmax-ის ცვლილება არ აღინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ არ გამოვლენილა პრეპარატის მნიშვნელოვანი კუმულაცია პლაზმაში, თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტების ამ პოპულაციისთვის საჭიროა დოზის საგულდაგულო კორექტირება (იხილეთ ნაწილი 4.2).

თიოკოლხიკოზიდი

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

კეტოქსენი 25 მგ/8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური მიღებისთვის.

  • აქტიური ინგრედიენტები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 36.90 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს (25 მგ დექსკეტოპროფენის ეკვივალენტური) და 8 მგ თიოკოლხიკოზიდს.
  • დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა PH101, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი ყვითელი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH102, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, გლიცერილ დისტეარატი, ტალკი.

▼მოცემული პროდუქტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. თქვენ დახმარებას შეძლებთ ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით. იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ, იხილეთ მე–4 ნაწილის დასასრული.

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვებს.

პრეპარატის გამოყენების განმავლობაში, როდესაც ეწვევით ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად მიჰყევით ამ ფურცელ–ჩანართში მოცემულ ინსტრუქციებს. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, ვიდრე რეკომენდებულია.

ამ ფურცელ–ჩანართში:

  • რა არის კეტოქსენი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • კეტოქსენის მიიღებამდე
  • როგორ მიიღება კეტოქსენი?
  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
  • როგორ ინახება კეტოქსენი?
  • რა არის კეტოქსენი და რისთვის გამოიყენება იგი?

კეტოქსენი არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ორმხრივი ჭდით ტაბლეტები.

კეტოქსენი წარმოდგენილია პვქ/პვდქ/ალუ ბლისტერში, რომელიც შეიცავს 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

დექსკეტოპროფენი, რომელსაც შეიცავს კეტოქსენი, არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

თიოკოლხიკოზიდს, რომელსაც შეიცავს კეტოქსენი, ძირითადად აქვს კუნთების რელაქსაციური მოქმედება. თიოკოლხიკოზიდი გამოიყენება კუნთების მტკივნეული სპაზმების სიმპტომური მკურნალობისთვის.

კეტოქსენი ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, ხერხემლის სვეტის (ხერხემლის) მტკივნეული სინდრომების, ექსტრაარტიკულური რევმატიზმისა და კუნთების მტკივნეული სპაზმების, პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის.

  • კეტოქსენის მიიღებამდე

გულ-სისხლძარღვთა რისკები:

აასს–ებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) და ინსულტის რისკის ზრდა, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებით შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. კეტოქსენი უკუნაჩვენებია პრეოპერაციული ტკივილის მართვისთვის აორტოკორონარული შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.

კუჭ-ნაწლავის რისკები:

აასს–ები იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, როგორიცაა სისხლდენა, დაწყლულება და კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან კუჭ-ნაწლავის (GI) სერიოზული მოვლენების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

არ მიიღოთ კეტოქსენი:

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის, თიოკოლხიკოზიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების მიმართ,

თუ გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიგნით ალერგიის გამო წარმოქმნილი წანაზარდები), ჭინჭრის ციება (კანის გამონაყარი), სახის და ყელის შეშუპება აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების მიღების შემდეგ განვითარებული ალერგიის გამო (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან მკერდში ხიხინი,

თუ გაქვთ პეპტიკური წყლული, კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან საჭმლის მონელების მიმდინარე დარღვევები (მაგ., კუჭის მოუნელებლობა, გულძმარვა), ან თუ გაწუხებდათ წარსულში,

თუ წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, წინასწარ მიღებული აასს–ების გამო, რომლებიც გამოიყენება ტკივილის დროს,

თუ გაწუხებთ ნაწლავის მიმდინარე ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი),

თუ გაწუხებთ გულის სერიოზული უკმარისობა, თირკმლების ზომიერი ან სერიოზული პრობლემები ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები,

თუ გაქვთ მომატებული სისხლდენადობა ან სისხლის შედედების დარღვევა,

თუ გაწუხებთ კუნთის ან კუნთების დისფუნქცია (შეკუმშვის შეუძლებლობა),

თუ ორსულად ხართ,

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში,

აორტოკორონარული შუნტირების (CABG) ოპერაციის შემთხვევაში და თუ თქვენ უნდა მიიღოთ პერიოპერაციული ტკივილგამაყუჩებელი თერაპია.

კეტოქსენი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოიყენეთ კეტოქსენი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ეპილეფსია ან გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვის რისკი,

თუ მკურნალობის დროს გაქვთ დიარეა,

თუ გაქვთ ალერგია, ან თუ გქონიათ ალერგიული პრობლემები წარსულში,

თუ გაწუხებთ თირკმლების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გქონიათ რომელიმე ამ პრობლემებიდან,

თუ იღებთ დიურეტიკებს ან გაქვთ ძალიან ცუდი ჰიდრატაცია და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ., გადაჭარბებული შარდვა, დიარეა ან ღებინება),

თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ იმყოფებით (მაგ., თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე ან თუ ეწევით), უნდა განიხილოთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან; ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა კეტოქსენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, როგორიცაა გულის შეტევა („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტი, რისკის მცირე ზრდასთან. ეს სერიოზული დაავადებები შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი ნიშნების გარეშე. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, დაბნეული მეტყველება, დაღლილობა. ნებისმიერი რისკი უფრო მეტად სავარაუდოა მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ ხანდაზმული ხართ: შესაძლოა უფრო მეტად გამოგივლინდეთ გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით სისხლდენა პეპტიკური წყლულიდან და პერფორაცია, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს (იხილეთ ნაწილი 4). თუ რომელიმე მათგანი განვითარდა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან,

თუ თქვენ ხართ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალი (კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის დარღვევა, ამიტომ თქვენ არ უნდა მიიღოთ ის, თუ გეგმავთ დაორსულებას ან ატარებთ ტესტებს ფერტილობაზე),

თუ გაქვთ სისხლის ან სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა,

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის გენერალიზებული აშრევება) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ შემაერთებელ ქსოვილზე),

თუ წარსულში გქონიათ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება),

თუ თქვენ გაქვთ ან გაწუხებდათ წარსულში კუჭის ან ნაწლავის სხვა პრობლემები,

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგ., პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი–ს ტიპის, მაგ., სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, როგორიცაა ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში კეტოქსენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს, მიიღოთ დამატებითი პრეპარატი კუჭის დასაცავად (მაგ., მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს კუჭის მჟავის გამომუშავებას).

თუ გაქვთ საჭმლის მონელების დარღვევა ან წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, აბდომინური ტკივილი ან სხვა პათოლოგიური აბდომინური სიმპტომები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ისევე როგორც სხვა აასს–ების გამოყენებისას, კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის (GI) ძლიერი დისკომფორტი და იშვიათად კუჭ–ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა წყლულები (ჭრილობები) და სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი. თუ მკურნალობის დროს გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას: სისხლი განავალში, მუქი ფერის, როგორც კუპრი, განავალი, სისხლიანი ან ყავის ნალექით ღებინება, მუქი ფერის ნაწილაკების სახით.

თუ გაქვთ ჰეპატოტოქსიკურობის (ღვიძლის მოწამვლა) რომელიმე ნიშანი და სიმპტომი, როგორიცაა გულისრევა, სისუსტე, დაღლილობა, სიყვითლე, ქავილი, მტკივნეულობა მუცლის მარჯვენა ზედა არეში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

აცნობეთ ექიმს თქვენი სხეულის წონის აუხსნელი მატების ან შეშუპების (შესიების) შესახებ.

ისევე როგორც სხვა აასს–ების გამოყენებამ, კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის და თვალების ირგვლივ ანთება, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ბებერები, შეშუპება და სიწითლე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება სითხით სავსე ბუშტებით კანზე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი.

კანის ეს სერიოზული რეაქციები ასევე შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. თუ განვითარდება რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა ქავილი, ცხელება, სიწითლე, ბუშტუკები, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ან ადრე გეხებოდათ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

კეტოქსენი საკვებთან და სასმელთან ერთად:

მიიღეთ ტაბლეტები საკვებთან ერთად, რადგან ეს ხელს უწყობს კუჭის ან ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების რისკის შემცირებას.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ კეტოქსენი, თუ ორსულად ხართ.

თუ თერაპიის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ კეტოქსენი, თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

კეტოქსენმა შეიძლება უმნიშვნელოდ იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოდუნებულობა ან დაბუჟება, გვერდითი ეფექტების სახით. თუ შეამჩნევთ ასეთ ეფექტებს, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოქსენის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში; ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი ამ დოზის მიღებისას.

ეს პრეპარატი შეიცავს გლიცერილ დისტეარატს, თუმცა დოზის გამო გაფრთხილება არ არის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს. ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა იქნას ერთდროულად მიღებული და ზოგიერთი მედიკამენტი საჭიროებს დოზის კორექციას, თუ ისინი ერთდროულად გამოიყენება.

არასასურველი კომბინაციები:

კეტოქსენის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ კუნთების რელაქსანტული მოქმედება ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაზე, არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. ამავე მიზეზით, სიფრთხილეა საჭირო არასასურველი ეფექტების გაზრდილი სიხშირის შემთხვევაში, გლუვ კუნთებზე მოქმედ სხვა პრეპარატთან ერთდროული გამოყენებისას.

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთების სამკურნალოდ),

ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად,

თავიდან ასაცილებლად,

ლითიუმი, რომელიც გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ,

რევმატოიდული ართრიტი (მუდმივი დაავადება, რომელიც იწვევს სახსრებში ტკივილს და დეფორმაციას) და მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ,

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს,

სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს (ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებები).

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა ბლოკატორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების დროს,

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ,

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ,

ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს,

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებებისას და ორგანოების გადანერგვისას,

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები, ანუ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების გასახსნელად,

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს,

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ,

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება როგორც აბორტის გამომწვევი საშუალება (ორსულობის შესაწყვეტად),

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუსი–ები) ანტიდეპრესანტები,

ანტითრომბოციტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის (სისხლის კოლტების გაერთიანება) და სისხლის კოლტების წარმოქმნის შესამცირებლად.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან მის გარეშე გასაცემ რაიმე მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ მიიღება კეტოქსენი?

სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

ყოველთვის მიიღეთ კეტოქსენი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თქვენი ექიმი გეტყვით თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კეტოქსენით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ, სამკურნალო დოზა არის ერთი 25 მგ/8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კეტოქსენი 2–ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-7 დღე.

ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ დექსკეტოპროფენისთვის და 16 მგ თიოკოლხიკოზიდისთვის.

მიღების გზა და მეთოდი:

განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

მიიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად (150 მლ) კვების შემდეგ. არ დაღეჭოთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

სხვადასხვა ასაკის ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არ მისცეთ ეს პრეპარატი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ ხართ ხანდაზმული (65 წლის და უფროსი ასაკის), გამოიყენეთ კეტოქსენი თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, გამოიყენეთ კეტოქსენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, გამოიყენეთ კეტოქსენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

თუ შეამჩნევთ, რომ კეტოქსენის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კეტოქსენი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კეტოქსენი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ მედიკამენტის მუყაოს კოლოფი და ფურცელი–ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ კეტოქსენის მიღება

თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. აცნობეთ ექიმს, თუ დაგავიწყდათ ერთზე მეტი დოზის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზები დავიწყებული დოზების დასაბალანსებლად.

თუ შეწყვეტთ კეტოქსენის მიღებას

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეგექმნათ რაიმე პრობლემა კეტოქსენის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კეტოქსენის გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კეტოქსენის ინგრედიენტების მიმართ.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, შეწყვიტეთ კეტოქსენის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელების, ფეხების, ხელის მტევნების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას;

ორგანიზმის ძალიან მძიმე რეაქცია ალერგენებზე, მწვავე ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქცია),

ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება),

ღია ჭრილობები კანზე, პირში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომები),

უგონო მდგომარეობა (ვაზოვაგალური სინკოპე), გულის წასვლა

პეპტიკური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა, რომელიც გამოიხატება სისხლიანი ღებინებით ან შავი განავლით,

სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი),

ქოშინი

ხორხის შეშუპება (ლარინგეალური შეშუპება),

პალპიტაცია.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

პეპტიკური წყლული,

მაღალი არტერიული წნევა,

დაბალი არტერიული წნევა,

ძალიან ნელი სუნთქვა,

ცნობიერების დროებითი დაბინდვა, თავშეუკავებლობა,

ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი),

სწრაფი გულისცემა,

პანკრეასის ანთება,

ღვიძლის უჯრედების დაზიანება,

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),

თირკმლის პრობლემები,

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ნეიტროპენია), თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია),

თავბრუსხვევა,

პროსტატის პრობლემები,

თირკმლის უკმარისობა.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვითარდება.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, აცნობეთ ექიმს:

გულისრევა და/ან ღებინება,

მუცლის ტკივილი,

დიარეა,

საჭმლის მონელების პრობლემები (კუჭის მოუნელებლობა),

მსუბუქი თავბრუსხვევა,

ძილიანობა,

ძილის დარღვევა,

გაღიზიანებადობა,

თავის ტკივილი,

წამოხურება,

კუჭის ტკივილი, კუჭის პრობლემები,

ყაბზობა,

პირის სიმშრალე,

შებერილობა,

დაღლილობა,

ტკივილი,

ცხელების და ტრემორის შეგრძნება,

ზოგადი სისუსტე, სისუსტის შეგრძნება,

სითხის შეკავება და სხეულის იმ უბნების შეშუპება, რომლებიც მოშორებულია ტანიდან (მაგ., ტერფების შეშუპება),

მადის დაკარგვა (ანორექსია),

ნორმიდან გადახრა გრძნობის ორგანოების მხრივ,

გამონაყარი ქავილით,

კანის გამონაყარი,

აკნე,

გაძლიერებული ოფლიანობა,

ზურგის ტკივილი,

ხშირი შარდვა,

მენსტრუაციის დარღვევა,

მხედველობის დაბინდვა,

ყურებში შუილი (ტინიტუსი),

კანის მგრძნობელობა,

სინათლის მიმართ მგრძნობელობა,

ქავილი.

ეს არის კეტოქსენის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დაწყებისას შენიშნავთ კუჭის/ნაწლავის მხრივ რაიმე გვერდით ეფექტს (მაგ., კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონიათ რაიმე ასეთი გვერდითი ეფექტი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო და განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ.

შეწყვიტეთ კეტოქსენის გამოყენება, როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარის გაჩენას ან რაიმე დაზიანებას პირის ღრუში ან სასქესო ორგანოებზე, ან ალერგიის რაიმე ნიშანს. აასს–ებით მკურნალობის დროს აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა კეტოქსენი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან.

იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი და კისრის კუნთების რიგიდულობა.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

  • როგორ ინახება კეტოქსენი?

შეინახეთ კეტოქსენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ კეტოქსენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კეტოქსენი შეფუთვაზე და/ან პროდუქტზე რაიმე დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Veysel Karani Mah., Çolakoğlu Sok.,

No: 10, 34885, სანჯაქტეპე/სტამბოლი, თურქეთი

მწარმოებლის ადგილმდებარეობა:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

  • Organize Sanayi Bölgesi, Büyük Kayacık Mah.,

Kuddusi Cad., 23. Sok., No: 1,

სელჩუკლუ/კონია/თურქეთი

პაციენტის ეს ფურცელი–ჩანართი დამტკიცებულია 11.07.2017.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა