პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

კეტორალი

KETORAL

რეცეპტით2%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება KETORAL-ის მოხმარების დაწყებამდე? 3. როგორ უნდა მოიხმაროთ KETORAL? 4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 5. KETORAL-ის შენახვის წესები. 1. რას წარმოადგენს KETORAL და რისთვის გამოიყენება? KETORAL წარმოადგენს თმიან კანზე და/ან მხოლოდ კანზე დასასხმელ შამპუნს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოკონაზოლი (ketoconazole)
ფორმა და შეფუთვა
2% (20მგ/მლ) 100მლ სამკურნალო შამპუნი ბოთლი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
D01AC08
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0564
რეგისტრირებულია
24 ივლისი 2023, მოქმედებს 24 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკეტორალი და სხვა წამალი ერთად

კეტორალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება KETORAL-ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ KETORAL?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • KETORAL-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს KETORAL და რისთვის გამოიყენება?

KETORAL წარმოადგენს თმიან კანზე და/ან მხოლოდ კანზე დასასხმელ შამპუნს.

KETORAL წარმოდგენილია გასაყიდად 60 მილიტრიან და 100 მილილიტრიან შამპუნის ბოთლებში.

KETORAL ეკუთვნის ეფექტური ნივთიერება კეტოკონაზოლის და იმიდაზოლის სისტემურ ანტიმიკოტიკებად წოდებულ პრეპარატების ჯგუფს.

KETORAL გამოიყენება თავის კანში და სხეულში წარმოქმნილი ქვემოთ აღნიშნული სოკოვანი ინფექციების დროს:

ქერტლი.

„სებორეულ დერმატიტად“ წოდებული თავის კანში და სხეულში არსებული მშრალი ან ცხიმიანი ქერქების წარმონაქმნები.

მზის ზემოქმედების შემდეგ წარმოქმნილი „tinea versicolor“-ად და „Pityriasis versicolor“-ად წოდებული სხეულში არსებული მოთეთრო-მოყავისფრო ლაქები.

აგრეთვე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქავილს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს „მალასეზია“-დ წოდებული სოკოთი. ასეთი სოკოები ყველას კანში არსებობს, მაგრამ ის ზოგჯერ საჭიროზე მეტად იზრდება და იწვევს პრობლემებს. KETORAL კლავს ამ სოკოს და აფერხებს მის კვლავ წარმოქმნას.

  • KETORAL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში KETORAL-ის მოხმარება დაუშვებელია:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჭარბი მგრძნობელობა) კეტოკონაზოლის ან მის შემცველობაში არსებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ამ პრეპარატის მოხმარება არ არის რეკომენდირებული. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, KETORAL-ის მოხმარებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში KETORAL-ის მოხმარების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა:

თუ თქვენ თმისათვის ხმარობთ ბეტამეტაზონის ან ჰიდროკროტიზონის მაგვარი სტეროიდების შემცველ ლოსიონს ან კრემს.

KETORAL-ის მოხმარების პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ნაკლებად უნდა იხმაროთ ლოსიონი ან კრემი.

KETORAL-ის ეფექტის დაწყებისთანავე გამწვავების პროცესი იქნება შეჩერებული.

სტეროიდული ლოსიონის ან კრემის მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ, KETORAL-ის მოხმარება არ არის აკრძალული.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ ან ხართ მეძუძური დედა, რაიმე პრეპარატის მოხმარებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ პრეპარატის მოხმარების დროს მიხვდებით, რომ ხართ ფეხმძიმედ, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვის ძუძუთი კვების დროს KETORAL-ის მოხმარება არ არის აკრძალული.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

KETORAL არანაირ გავლენას არ ახდენო მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია KETORAL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ამ პრეპარატის შემცველობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მოხმარების ხერხთან და დოზასთან დაკავშირებით რაიმე გაფრთხილება არარის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

KETORAL არ ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

KETORAL-ის მოხმარების წესი

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

KETORAL ყოველთვის უნდა თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. KETORAL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებისა და ბავშვებისათვის. KETORAL გამოიყენება მხოლოდ თმისა და კანისათვის. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქერტლისათვის, მშრალი და ცხიმიანი ქერქის მქონე კანისათვის:

კვირაში ორჯერ დაიწყეთ შამპუნის გამოყენება.

ორი კვირიდან ოთხ კვირამდე ყოველ მე-3 ან მე-4 დღეს უნდა გამოიყენოთ შამპუნი.

შემდგომში სიმპტომების განახლების თავიდან ასაცილებლად, შამპუნი უნდა გამოიყენოთ ყოველ 1-2 კვირაში ერთხელ.

შამპუნი უნდა გამოიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული სიხშირით.

კანზე არსებული მოთეთრო-მოყავისფრო ლაქებისათვის:

წაისვით შამპუნი მოთეთრო-მოყავისფრო ლაქებზე დღეში 1-ჯერ 5 დღის განმავლობაში.

თუ მზეზე გასვლის დროს მოთეთრო-მოყავისფრო ლაქები უფრო მეტად გაგიმწვავდებათ, მზეზე შემდგომ გასვლამდე 3 დღის განმავლობაში 1-ჯერ მაინც საჭიროა შამპუნის გამოყენება.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

KETORAL უნდა წაისვათ კანზე და თმიანი კანის პრობლემურ ადგილზე. 3-5 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი წყლით. თუ მკურნალობის კურსებს შორის საჭიროა თავის დაბანა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი.

თუ თქვენ გაქვთ სქელი ან გრძელი თმა, ყოველთვის დაიბანეთ თავი ისეთი შამპუნით, რომელსაც ყოველთვის ხმარობდით, შემდეგ კი წაისვით KETORAL.

KETORAL-ის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაიბანეთ თვალები ცივი წყლით.

შამპუნის პირში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ბავშვების მიერ მოხმარება:

KETORAL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებისა და ბავშვებისათვის.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

KETORAL-ის 2 %-იან შამპუნის მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები არ არსებობს.

თუ თქვენ შეამჩნევთ KETORAL-ის ძლიერ ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხმარობთ KETORAL-ს საჭიროზე დიდი დოზით:

KETORAL-ის საჭიროზე დიდი დოზით მოხმარების შემთხვევაში, რჩევითვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ KETORAL-ის მოხმარება:

ყოველ გახსენებაზე უნდა გამოიყენოთ KETORAL.

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მოხმარება დაუშვებელია.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, KETORAL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ KETORAL-ის მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სუნთქვის და ყლაპვის პრობლემების გამომწვევი სახის, ტუჩების, პირის და ყელის დასიების მაგვარი ალერგიული რეაქციები (შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).

შამპუნის წასმის ადგილზე არსებული კანის სიწითლის ან ძლიერი გაღიზიანების ან და მოხმარების პირველ დღეებში ალერგიის სხვა ნიშნები (შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).

კანის შეშუპება ან აქერცვლა (შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).

ზემოაღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით ჩვენებებს.

ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ KETORAL-ის მიმართ გაქვთ ალერგია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ზოგიერთი გვერდითი ჩვენებები შეიძლება ძალიან იშვიათად წარმოიქმნას.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

KETORAL-ის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული გვერდითი ჩვენებები დღემდე არ არის ცნობილი.

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს:

არ გავრცელებული გვერდითი ჩვენებები (შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს):

თმის ფესვების ინფექცია.

ჭარბი ცრემლიანობა.

თმის მოულოდნელი დაკარგვა ან თმის გათხელებ.

კანის სიწითლე, ცვენა ან წვის შეგრძნება.

ცვლილებები, რომლებსაც გრძნობთ თმაში.

იშვიათი გვერდითი ჩვენებები (შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს):

გემოს დაკარგვა.

თვალების გაღიზიანება.

გამონაყარი (ანთებითი ხასიათის მუწუკები).

კანის აქერცვლა.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებები შეიძლება არ წარმოიქმნას გარკვეული სიხშირით, ამიტომ, მათი წარმოქმნის სიხშირე არ არის ცნობილი და ისინი კლასიფიცირდება როგორც უცნობი:

ჭინჭრის ციება.

თმის ფერის ცვალებადობა.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • KETORAL-ის შენახვა:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

მოიხმარეთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოხმარება დაუშვებელია.

მოხმარების ბოლო ვადა ნიშნავს სათანადო თვის ბოლო დღეს.

პროდუქტის და/ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, KETORAL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „მილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.“-ი

BİLİM İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.

ქაფთანფაშას უბანი, ზინჯირლიქუიუს გამზირი N 184,

34440 ბეიოღლუ - სტამბოლი.

ტელეფონი: +90 (212) 365 15 00

ფაქსი: +90 (212) 276 29 19

წარმოების ადგილი:

სს „რეკორდატი ‘ლაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

(Recordati İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş.

ჩერქეზქიოის ორგანიზებული სამრეწველო დასახლება,

ქარაღაჩის უბანი, ათათურქის გამზირი N 36,

59510 ქაფაქლი - თექირდაღი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 11.09.2020 წელს.

12024789

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

მოხმარების ინსტრუქცია

KETORAL 2 %-იანი შამპუნი

გამოიყენება თმიან კანზე ან მხოლოდ კანზე წასმის გზით.

ეფექტური ნივთიერება: KETORAL-ის ყოველი მილილიტრი შეიცავს 20 მილიგრამ კეტოკონაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილის ეთერი, დინატრიუმ მონოლაურილ ეთერის სულფოსუქსინატი, ქოქოსის ცხიმოვანი მჟავის დიეთანოლამინი, მაკროგოლ 120-ის მეთილის გლუკოზის დიოლეატი, ლაურილდიზმონიუმის ჰიდროლიზებული ცხოველური კოლაგენი (ძროხის ჟელატინი), იმიდაზოლიდინილ შარდოვანა, მარილმჟავა, ვიკინგის ესენცია, ერითროზინული საღებავი, ნატრიუმ ქორიდი და გამოხდილი წყალი.

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.

წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:

  • რას წარმოადგენს KETORAL-ის და რისთვის გამოიყენება?
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება KETORAL-ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ KETORAL?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • KETORAL-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს KETORAL და რისთვის გამოიყენება?

KETORAL წარმოადგენს თმიან კანზე და/ან მხოლოდ კანზე დასასხმელ შამპუნს.

KETORAL წარმოდგენილია გასაყიდად 60 მილიტრიან და 100 მილილიტრიან შამპუნის ბოთლებში.

KETORAL ეკუთვნის ეფექტური ნივთიერება კეტოკონაზოლის და იმიდაზოლის სისტემურ ანტიმიკოტიკებად წოდებულ პრეპარატების ჯგუფს.

KETORAL გამოიყენება თავის კანში და სხეულში წარმოქმნილი ქვემოთ აღნიშნული სოკოვანი ინფექციების დროს:

ქერტლი.

„სებორეულ დერმატიტად“ წოდებული თავის კანში და სხეულში არსებული მშრალი ან ცხიმიანი ქერქების წარმონაქმნები.

მზის ზემოქმედების შემდეგ წარმოქმნილი „tinea versicolor“-ად და „Pityriasis versicolor“-ად წოდებული სხეულში არსებული მოთეთრო-მოყავისფრო ლაქები.

აგრეთვე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქავილს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს „მალასეზია“-დ წოდებული სოკოთი. ასეთი სოკოები ყველას კანში არსებობს, მაგრამ ის ზოგჯერ საჭიროზე მეტად იზრდება და იწვევს პრობლემებს. KETORAL კლავს ამ სოკოს და აფერხებს მის კვლავ წარმოქმნას.

  • KETORAL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში KETORAL-ის მოხმარება დაუშვებელია:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჭარბი მგრძნობელობა) კეტოკონაზოლის ან მის შემცველობაში არსებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ამ პრეპარატის მოხმარება არ არის რეკომენდირებული. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, KETORAL-ის მოხმარებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში KETORAL-ის მოხმარების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა:

თუ თქვენ თმისათვის ხმარობთ ბეტამეტაზონის ან ჰიდროკროტიზონის მაგვარი სტეროიდების შემცველ ლოსიონს ან კრემს.

KETORAL-ის მოხმარების პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ნაკლებად უნდა იხმაროთ ლოსიონი ან კრემი.

KETORAL-ის ეფექტის დაწყებისთანავე გამწვავების პროცესი იქნება შეჩერებული.

სტეროიდული ლოსიონის ან კრემის მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ, KETORAL-ის მოხმარება არ არის აკრძალული.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ ან ხართ მეძუძური დედა, რაიმე პრეპარატის მოხმარებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ პრეპარატის მოხმარების დროს მიხვდებით, რომ ხართ ფეხმძიმედ, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვის ძუძუთი კვების დროს KETORAL-ის მოხმარება არ არის აკრძალული.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

KETORAL არანაირ გავლენას არ ახდენო მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია KETORAL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ამ პრეპარატის შემცველობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მოხმარების ხერხთან და დოზასთან დაკავშირებით რაიმე გაფრთხილება არარის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

KETORAL არ ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

KETORAL-ის მოხმარების წესი

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

KETORAL ყოველთვის უნდა თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. KETORAL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებისა და ბავშვებისათვის. KETORAL გამოიყენება მხოლოდ თმისა და კანისათვის. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქერტლისათვის, მშრალი და ცხიმიანი ქერქის მქონე კანისათვის:

კვირაში ორჯერ დაიწყეთ შამპუნის გამოყენება.

ორი კვირიდან ოთხ კვირამდე ყოველ მე-3 ან მე-4 დღეს უნდა გამოიყენოთ შამპუნი.

შემდგომში სიმპტომების განახლების თავიდან ასაცილებლად, შამპუნი უნდა გამოიყენოთ ყოველ 1-2 კვირაში ერთხელ.

შამპუნი უნდა გამოიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული სიხშირით.

კანზე არსებული მოთეთრო-მოყავისფრო ლაქებისათვის:

წაისვით შამპუნი მოთეთრო-მოყავისფრო ლაქებზე დღეში 1-ჯერ 5 დღის განმავლობაში.

თუ მზეზე გასვლის დროს მოთეთრო-მოყავისფრო ლაქები უფრო მეტად გაგიმწვავდებათ, მზეზე შემდგომ გასვლამდე 3 დღის განმავლობაში 1-ჯერ მაინც საჭიროა შამპუნის გამოყენება.

შამპუნი უნდა გამოიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული სიხშირით.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

KETORAL უნდა წაისვათ კანზე და თმიანი კანის პრობლემურ ადგილზე. 3-5 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი წყლით. თუ მკურნალობის კურსებს შორის საჭიროა თავის დაბანა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი.

თუ თქვენ გაქვთ სქელი ან გრძელი თმა, ყოველთვის დაიბანეთ თავი ისეთი შამპუნით, რომელსაც ყოველთვის ხმარობდით, შემდეგ კი წაისვით KETORAL.

KETORAL-ის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაიბანეთ თვალები ცივი წყლით.

შამპუნის პირში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ბავშვების მიერ მოხმარება:

KETORAL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებისა და ბავშვებისათვის.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

KETORAL-ის 2 %-იან შამპუნის მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები არ არსებობს.

თუ თქვენ შეამჩნევთ KETORAL-ის ძლიერ ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხმარობთ KETORAL-ს საჭიროზე დიდი დოზით:

KETORAL-ის საჭიროზე დიდი დოზით მოხმარების შემთხვევაში, რჩევითვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ KETORAL-ის მოხმარება:

ყოველ გახსენებაზე უნდა გამოიყენოთ KETORAL.

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მოხმარება დაუშვებელია.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, KETORAL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ KETORAL-ის მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სუნთქვის და ყლაპვის პრობლემების გამომწვევი სახის, ტუჩების, პირის და ყელის დასიების მაგვარი ალერგიული რეაქციები (შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).

შამპუნის წასმის ადგილზე არსებული კანის სიწითლის ან ძლიერი გაღიზიანების ან და მოხმარების პირველ დღეებში ალერგიის სხვა ნიშნები (შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).

კანის შეშუპება ან აქერცვლა (შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).

ზემოაღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით ჩვენებებს.

ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ KETORAL-ის მიმართ გაქვთ ალერგია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ზოგიერთი გვერდითი ჩვენებები შეიძლება ძალიან იშვიათად წარმოიქმნას.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

KETORAL-ის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული გვერდითი ჩვენებები დღემდე არ არის ცნობილი.

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს:

არ გავრცელებული გვერდითი ჩვენებები (შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს):

თმის ფესვების ინფექცია.

ჭარბი ცრემლიანობა.

თმის მოულოდნელი დაკარგვა ან თმის გათხელებ.

კანის სიწითლე, ცვენა ან წვის შეგრძნება.

ცვლილებები, რომლებსაც გრძნობთ თმაში.

იშვიათი გვერდითი ჩვენებები (შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს):

გემოს დაკარგვა.

თვალების გაღიზიანება.

გამონაყარი (ანთებითი ხასიათის მუწუკები).

კანის აქერცვლა.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებები შეიძლება არ წარმოიქმნას გარკვეული სიხშირით, ამიტომ, მათი წარმოქმნის სიხშირე არ არის ცნობილი და ისინი კლასიფიცირდება როგორც უცნობი:

ჭინჭრის ციება.

თმის ფერის ცვალებადობა.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • KETORAL-ის შენახვა:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

მოიხმარეთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოხმარება დაუშვებელია.

მოხმარების ბოლო ვადა ნიშნავს სათანადო თვის ბოლო დღეს.

პროდუქტის და/ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, KETORAL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „მილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.“-ი

BİLİM İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.

ქაფთანფაშას უბანი, ზინჯირლიქუიუს გამზირი N 184,

34440 ბეიოღლუ - სტამბოლი.

ტელეფონი: +90 (212) 365 15 00

ფაქსი: +90 (212) 276 29 19

წარმოების ადგილი:

სს „რეკორდატი ‘ლაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

(Recordati İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş.

ჩერქეზქიოის ორგანიზებული სამრეწველო დასახლება,

ქარაღაჩის უბანი, ათათურქის გამზირი N 36,

59510 ქაფაქლი - თექირდაღი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 11.09.2020 წელს.

12024789

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა