კაფეტინი SC®
caffetin SC®
კაფეტინი SC წარმოადგენს კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს. კაფეტინი SC-ის სამი აქტიური ინგრედიენტიდან პარაცეტამოლს და პროპიფენაზონს აქვთ ანალგეზიური მოქმედება, ხოლო კოფეინი დამხმარე საშუალებაა და აძლიერებს მათ ეფექტს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროპიფენაზონი (propyphenazone) + პარაცეტამოლი (paracetamol) + კოფეინი (caffeine)
- ფორმა და შეფუთვა
- (250მგ + 210მგ + 50მგ) ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზიური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043631
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კაფეტინი SC® — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კაფეტინი SC წარმოადგენს კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს. კაფეტინი SC-ის სამი აქტიური ინგრედიენტიდან პარაცეტამოლს და პროპიფენაზონს აქვთ ანალგეზიური მოქმედება, ხოლო კოფეინი დამხმარე საშუალებაა და აძლიერებს მათ ეფექტს.
კაფეტინი SC გამოიყენება ისეთი ტკივილის სიმპტომური და ხანმოკლე მკურნალობისთვის, როგორიც არის თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი, ოპერაციის და ტრამვის შემდგომი ტკივილი, ნევრალგია, იშიალგია, მიალგია, ართრალგია, დისმენორეა, ასევე ნაჩვენებია გრიპის მსგავსი ინფექციებით გამოწვეული ცხელების დროს.
მიღების წესი და დოზირება
კაფეტინი SC ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინი SC არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის (3-5 დღეზე მეტი).
სტანდარტული დოზა არის:
მოზრდილებში: 1 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ, ძლიერი ტკივილის შემთხვევაში მიიღება 2 ტაბლეტი ერთად. მაქსიმალური დღიური დოზა არის 6 ტაბლეტი.
7 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: ¼ - ½ ტაბლეტი, შესაძლოა დოზა განმეორდეს დღეში 4-ჯერ.
თუ მიიღეთ კაფეტინი SC-ის ჭარბი დოზა
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია პრეპარატის ან რომელიმე მისი კომპონენტის მიმართ;
თუ გაქვთ პორფირია ან ფერმენტ გლუკოზა-6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა- იშვიათი, მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევები;
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება ან ვირუსული ჰეპატიტი;
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
კაფეტინი SC არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კაფეტინი SC:
თუ გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დარღვევა (სისხლის დისკრაზია ან ძვლის ტვინის დათრგუნვა);
თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ასთმა;
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ბავშვებში (7 წელზე ზემოთ).
კაფეტინი SC-ით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
თუ გაქვთ მწვავე დაავადებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები სისხლში ცირკულირებენ, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას) ან კვების დარღვევა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან თუ ასევე იღებთ ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). ასეთ შემთხვევებში დაფიქსირდა სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხის დარღვევა) პაციენტებში, როდესაც პარაცეტამოლი გამოიყენება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუქლოქსაცილინთან ერთად. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა სწრაფი სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.
თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, წყლულები/აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გულისცემის აჩქარების ან ტაქიკარდიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა ნებისმიერ პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ღებულობთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს:
პარაცეტამოლის ან კოფეინის შემცველი პრეპარატები;
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტები;
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (პერორალური ანტიკოაგულანტები);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ.: იბუპროფენი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი);
სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები ან ანტიეპილეფსიური პრეპარატები;
რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბაქტერიული საშუალებები);
ფლუქლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლთან და სითხესთან დაკავშირებული გადახრების სერიოზული რისკი (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. ნაწილი 2).
კაფეტინი SC-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფეტინი SC-ის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. კაფეტინი SC-ით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის შემცველი სასმელები არ მიიღება.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილეა საჭიროა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის დისკრაზია ან ძვლის ტვინის დათრგუნვა, ასევე თირკმლის, ღვიძლის ან სასუნთქი სისტემის ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებში.
ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის რისკი ძირითადად განპირობებულია პროპიფენაზონის შემცველობით. თუ კაფეტინი SC-ის მიღების შემდეგ აღინიშნა აგრანულოციტოზისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი (სისხლში გრანულოციტების რაოდენობის შემცირება, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, წყლულები და აბსცესები პირის ღრუში, პერიანალური აბსცესები), პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აღნიშნული გვერდითი ეფექტები შექცევადია 1-2 კვირის განმავლობაში.
გულისცემის აჩქარების ან ტაქიკარდიის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დაფიქსირდა მაღალი ანიონური ინტერვალის მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) შემთხვევები პიროგლუტამინური აციდოზის გამო მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, როგორიც არის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა და სეფსისი ან კვების დარღვევის მქონე პაციენტებში ან გლუტათიონის უკმარისობის სხვა მიზეზების არსებობისას (მაგ.: ქრონიკული ალკოჰოლიზმი) - რომლებიც მკურნალობდნენ პარაცეტამოლის თერაპიული დოზით ხანგრძლივად ან პარაცეტამოლის და ფლუქლოქსაცილინის კომბინაციით. თუ არსებობს ეჭვი პიროგლუტამინური აციდოზით გამოწვეული HAGMA-ზე, რეკომენდებულია პარაცეტამოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და საგულდაგულო მონიტორინგი. შეიძლება ეფექტური იყოს შარდში 5-ოქსოპროლინის განსაზღვრა პიროგლუტამინური აციდოზის დადგენის მიზნით, რომელიც წარმოადგენს HAGMA-ს გამომწვევ მთავარ მიზეზს მრავალი რისკ ფაქტორის მქონე პაციენტებში.
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება 7 წლიდან ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატებთან კაფეტინი SC-ის სპეციფიური ურთიერთქმედების, მათ შორის სერიოზული კლინიკური გართულებების შესახებ ფაქტები არ არსებობს. აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ცნს-ის სტიმულანტებთან და სპირტის ან კოფეინის შემცველ პრეპარატებთან ან სასმელებთან ერთად.
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ან ასაპ-თან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
არ არის რეკომენდებული ბარბიტურატების, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების, რიფამპიცინის, ქლორამფენიკოლის, მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის თანმხლები მიღება.
სიფრთხილეა საჭირო როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუქლოქსაცილინთან ერთად, რადგან მათ ერთობლივ მიღებას უკავშირდებოდა მეტაბოლური აციდოზი მაღალი ანიონური ინტერვალით პიროგლუტამინური აციდოზის გამო, განსაკუთრებით რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინი SC-ის ტაბლეტები არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპოტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თერაპიული დოზების მიღებისას კაფეტინი SC არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად კაფეტინი SC-მაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
კაფეტინი SC-ის თერაპიული დოზები კარგად აიტანება. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან იშვიათად ან მაღალი დოზების მიღებისას, ესენია: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ნერვიულობა და უძილობა.
თუ შენიშნავთ ალერგიულ რეაქციას (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები), ასევე ტემპერატურის მატება, რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი, წყლულები და აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები უნდა ჩაითვალოს სერიოზულ გვერდით რეაქციებად, რომელიც ვლინდება ძალიან იშვიათად. აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
გვერდითი ეფექტი სიხშირით „უცნობი“ (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით): სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია სისხლის მჟავიანობის ზრდა (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
გულისრევა, ღებინება, ხმაური ყურებში, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე და ტაქიკარდია.
თუ დაგავიწყდათ კაფეტინი SC-ის მიღება
კაფეტინი SC მიიღება საჭიროების მიხედვით და დამოკიდებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე. არ მიიღოთ ერთდროულად ერთჯერად მაქსიმალურ დოზაზე (2 ტაბლეტი) მეტი.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი, პროპიფენაზონი და კოფეინი.
თითო ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ პარაცეტამოლი, 210 მგ პროპიფენაზონი და 50 მგ კოფეინი.
დამხმარე ინგრედიენტები: კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; პოვიდონი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი (ტიპი A); გლიცერინის დიბეჰენატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტეარატი.
როგორია კაფეტინი SC ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
468630028765500კაფეტინი SC ტაბლეტები - თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ფაცეტით, გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე და მწარმოებლის, ალკალოიდის სავაჭრო ნიშნით მეორე მხარეზე.
კაფეტინი SC ტაბლეტები მოთავსებულია სტრიპში (ალ/პე დაბეჭდილი ფოლგა), თითო სტრიპზე 6 ან 10 ტაბლეტი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 სტრიპი, თითოზე 10 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 სტრიპი, თითოზე 6 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ კაფეტინი SC კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (აბრივიაცია, რომელიც გამოიყენება ვარგისიანობის ვადის აღსანიშნად). ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია მედიკამენტების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: კომბინირებული ანალგეზიური საშუალება, ათქ კოდი: N02BE51
კაფეტინი SC წარმოადგენს დადგენილ ანალგეზიურ კომბინაციას.
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. პარაცეტამოლი ეფექტური და ფართოდ გავრცელებული ანალგეზიური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს. მოქმედების მექანიზმი მოიცავს ცნს-ში ფერმენტ ციკლო-ოქსიგენაზას დათრგუნვას, ხოლო პრეპარატის პერიფერიული თვისებები მინიმალურია.
პროპიფენაზონი
პროპიფენაზონს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინის E2 და F2-ალფას სინთეზის დათრგუნვით.
კოფეინი
ანალგეზიური საშუალებების კომბინაციაში კოფეინის დამატება აძლიერებს სხვა ინგრედიენტების შეწოვას. კოფეინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტი და ფერმენტ ფოსფოდიესტერაზას კონკურენტული ინჰიბიტორი.
აღნიშნული კომბინირებული პრეპარატის უპირატესობა არის ანალგეზიური სინერგია და მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების მინიმიზაცია, რადგან აქტიური ინგრედიენტების რაოდენობა მცირეა.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აღნიშნულ კომბინაციაში შემავალ აქტიურ ინგრედიენტებს მსგავსი ფარმაკოკინეტიკური პროფილი აქვთ, რაც ამართლებს ფიქსირებული კომბინაციის რაციონალურობას.
პარაცეტამოლი
პერორალურად მიღების შემდეგ პარაცეტამოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 30 - 60 წუთში. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში და გამოიყოფა შარდში, ძირითადად გლუკურონიდის და სულფატის კონიუგატების სახით.
პარაცეტამოლის თერაპიული დოზების ბიოტრანსფორმაციის დროს ტოქსიკური მეტაბოლიტი N-აცეტილ-p-ბენზოქინონიმინი (NABQI), რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით, დეტოქსიფიკაციას განიცდის გლუტათიონთან კონიუგაციის გზით. გაცილებით დიდი რაოდენობით (10-15 გ) გამიზნული ან შემთხვევითი ინტოქსიკაციის დროს NABQI შესაძლოა დაგროვდეს ენდოგენური გლუტათიონის ნაკლებობის გამო და გამოიწვიოს ღვიძლის და თირკმლის მილაკების ნეკროზი. პარაცეტამოლის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 საათს.
პროპიფენაზონი
პერორალურად მიღების შემდეგ პროპიფენაზონი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 0.5 - 0.6 საათში. იგი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში და გამოიყოფა შარდში და ნაღველში მეტაბოლიტების სახით. პროპიფენაზონის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.1-2.4 საათს. პარაცეტამოლთან კომბინაციაში პროპიფენაზონი ახანგრძლივებს პარაცეტამოლის ნახევარ-გამოყოფის პერიოდს 40%-ით (2-3 საათი), რაც იძლევა პარაცეტამოლის ეფექტის გახანგრძლივების და დოზის სიხშირის შემცირების საშუალებას.
კოფეინი
კოფეინი ადვილად და სრულად შეიწოვება, ნაწილდება ყველა ქსოვილში, მათ შორის ტვინში და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 15-45 წუთში; კოფეინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნახევარ-გამოყოფის პერიოდში შეადგენს 5 საათს. კოფეინი ხელს უწყობს ანალგეზიური კომბინირებული პრეპარატების სხვა აქტიური ინგრედიენტების შეწოვას.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
კოფეინის შემცველი ანალგეზიური კომბინაციების ხანგრძლივად მიღებისას ძაღლებში და ვირთაგვებში არ დაფიქსირებულა პრეპარატით გამოწვეული ტოქსიურობა. არ გამოვლენილა ცვლილებები სისხლში ან შარდში, ასევე მაკროსკოპული ან მიკროსკოპული პათოლოგიური ცვლილებები. ცხოველებში კარცეროგენური, მუტაგენური და ემბრიოტოქსიური უნარის შეფასების მიზნით სხვადასხვა ანალგეზიური კომბინაციების ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა.
ცხოველებში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში პარაცეტამოლის მაღალი დოზების მიღებისას დაფიქსირდა საკვერცხეების ატროფია და სპერმატოგენეზის დათრგუნვა, მაგრამ აღნიშნული მონაცემების რელევანტურობა ადამიანებში არ არის დადასტურებული.
ცხოველებში ორსულობის პერიოდში კოფეინის მაღალი დოზების მიღებამ გამოიწვია თითების და ფალანგების ძვლების პათოლოგიები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
577215019050left24828500კაფეტინი SC® 250 მგ/210 მგ/50 მგ ტაბლეტები
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კაფეტინი SC® 250 მგ/210 მგ/50 მგ ტაბლეტები
პარაცეტამოლი/პროპიფენაზონი/კოფეინი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ- ჩანართს.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღწევად კაფეტინი SC უნდა მიიღოთ სიფრთხილით.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები უარესდება ან გაუმჯობესება არ შეინიშნება 5 დღის შემდეგ.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის კაფეტინი SC და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ კაფეტინი SC-ის მიღებამდე
- კაფეტინი SC-ის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- კაფეტინი SC-ის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის კაფეტინი SC და რისთვის გამოიყენება
კაფეტინი SC წარმოადგენს კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს. კაფეტინი SC-ის სამი აქტიური ინგრედიენტიდან პარაცეტამოლს და პროპიფენაზონს აქვთ ანალგეზიური მოქმედება, ხოლო კოფეინი დამხმარე საშუალებაა და აძლიერებს მათ ეფექტს.
კაფეტინი SC გამოიყენება ისეთი ტკივილის სიმპტომური და ხანმოკლე მკურნალობისთვის, როგორიც არის თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი, ოპერაციის და ტრამვის შემდგომი ტკივილი, ნევრალგია, იშიალგია, მიალგია, ართრალგია, დისმენორეა, ასევე ნაჩვენებია გრიპის მსგავსი ინფექციებით გამოწვეული ცხელების დროს.
- რა უნდა იცოდეთ კაფეტინი SC-ის მიღებამდე
არ მიიღოთ კაფეტინი SC:
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია პრეპარატის ან რომელიმე მისი კომპონენტის მიმართ;
თუ გაქვთ პორფირია ან ფერმენტ გლუკოზა-6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა- იშვიათი, მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევები;
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება ან ვირუსული ჰეპატიტი;
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
კაფეტინი SC არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კაფეტინი SC:
თუ გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დარღვევა (სისხლის დისკრაზია ან ძვლის ტვინის დათრგუნვა);
თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ასთმა;
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ბავშვებში (7 წელზე ზემოთ).
კაფეტინი SC-ით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
თუ გაქვთ მწვავე დაავადებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები სისხლში ცირკულირებენ, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას) ან კვების დარღვევა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან თუ ასევე იღებთ ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). ასეთ შემთხვევებში დაფიქსირდა სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხის დარღვევა) პაციენტებში, როდესაც პარაცეტამოლი გამოიყენება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუქლოქსაცილინთან ერთად. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა სწრაფი სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.
თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, წყლულები/აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გულისცემის აჩქარების ან ტაქიკარდიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა ნებისმიერ პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ღებულობთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს:
პარაცეტამოლის ან კოფეინის შემცველი პრეპარატები;
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტები;
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (პერორალური ანტიკოაგულანტები);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ.: იბუპროფენი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი);
სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები ან ანტიეპილეფსიური პრეპარატები;
რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბაქტერიული საშუალებები);
ფლუქლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლთან და სითხესთან დაკავშირებული გადახრების სერიოზული რისკი (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. ნაწილი 2).
კაფეტინი SC-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფეტინი SC-ის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. კაფეტინი SC-ით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის შემცველი სასმელები არ მიიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინი SC-ის ტაბლეტები არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპოტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თერაპიული დოზების მიღებისას კაფეტინი SC არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
- კაფეტინი SC-ის მიღების წესი
კაფეტინი SC ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინი SC არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის (3-5 დღეზე მეტი).
სტანდარტული დოზა არის:
მოზრდილებში: 1 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ, ძლიერი ტკივილის შემთხვევაში მიიღება 2 ტაბლეტი ერთად. მაქსიმალური დღიური დოზა არის 6 ტაბლეტი.
7 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: ¼ - ½ ტაბლეტი, შესაძლოა დოზა განმეორდეს დღეში 4-ჯერ.
თუ მიიღეთ კაფეტინი SC-ის ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ხმაური ყურებში, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე და ტაქიკარდია.
თუ დაგავიწყდათ კაფეტინი SC-ის მიღება
კაფეტინი SC მიიღება საჭიროების მიხედვით და დამოკიდებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე. არ მიიღოთ ერთდროულად ერთჯერად მაქსიმალურ დოზაზე (2 ტაბლეტი) მეტი.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად კაფეტინი SC-მაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
კაფეტინი SC-ის თერაპიული დოზები კარგად აიტანება. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან იშვიათად ან მაღალი დოზების მიღებისას, ესენია: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ნერვიულობა და უძილობა.
თუ შენიშნავთ ალერგიულ რეაქციას (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები), ასევე ტემპერატურის მატება, რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი, წყლულები და აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები უნდა ჩაითვალოს სერიოზულ გვერდით რეაქციებად, რომელიც ვლინდება ძალიან იშვიათად. აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
გვერდითი ეფექტი სიხშირით „უცნობი“ (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით): სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია სისხლის მჟავიანობის ზრდა (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- კაფეტინი SC-ის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ კაფეტინი SC კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (აბრივიაცია, რომელიც გამოიყენება ვარგისიანობის ვადის აღსანიშნად). ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია მედიკამენტების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კაფეტინი SC
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი, პროპიფენაზონი და კოფეინი.
თითო ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ პარაცეტამოლი, 210 მგ პროპიფენაზონი და 50 მგ კოფეინი.
დამხმარე ინგრედიენტები: კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; პოვიდონი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი (ტიპი A); გლიცერინის დიბეჰენატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტეარატი.
როგორია კაფეტინი SC ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
468630028765500კაფეტინი SC ტაბლეტები - თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ფაცეტით, გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე და მწარმოებლის, ალკალოიდის სავაჭრო ნიშნით მეორე მხარეზე.
კაფეტინი SC ტაბლეტები მოთავსებულია სტრიპში (ალ/პე დაბეჭდილი ფოლგა), თითო სტრიპზე 6 ან 10 ტაბლეტი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 სტრიპი, თითოზე 10 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 სტრიპი, თითოზე 6 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)
ალექსანდრე მაკედონელის ბულვ. 12, 1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 31 04 000
ფაქსი: +389 2 31 04 021
www.alkaloid.com.mk
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


