კაფეტინი
caffetin®
კაფეტინი წარმოადგენს კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს. პარაცეტამოლს, პროპიფენაზონს და კოდეინს აქვთ ანალგეზიური მოქმედება, ხოლო კოფეინი აძლიერებს მათ ეფექტს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კოდეინი (codeine) + პროპიფენაზონი (propyphenazone) + პარაცეტამოლი (paracetamol) + კოფეინი (caffeine)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ + 210მგ + 50მგ + 10მგ ტაბლეტი №12 (2X6)
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043982
- რეგისტრირებულია
- 12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 12 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კაფეტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კაფეტინი წარმოადგენს კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს. პარაცეტამოლს, პროპიფენაზონს და კოდეინს აქვთ ანალგეზიური მოქმედება, ხოლო კოფეინი აძლიერებს მათ ეფექტს. კაფეტინი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს, როგორიც არის თავის ტკივილი, კბილის ტკიბილი, შაკიკი, ოპერაციის და ტრამვის შემდგომი ტკივილი, ნევრალგია, იშიალგია, კუნთების ან მენსტრუალური ტკივილი.
- კაფეტინის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
კაფეტინი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის (3 დღეზე მეტი პერიოდით). თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 3 დღის შემდეგ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. კაფეტინის მიღება უნდა მოხდეს სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო უმცირესი ხანგრძლივობით.
სტანდარტული დოზა არის:
მოზრდილები: ერთჯერადი დოზა არის 1-2 ტაბლეტი ტკივილის ინტენსივობის მიხედვით. დოზა უნდა განმეორდეს დღეში 3-ჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა არის 6 ტაბლეტი.
12-18 წლის ბავშვები: 1 ტაბლეტი, რომელიც შეიძლება განმეორდეს დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში რეგულარულად, ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს, თუ რას უნდა ელოდოთ კაფეტინის მიღებისგან, როდის და რამდენ ხანს უნდა მიიღოთ იგი, როდის უნდა მიმართოთ ექიმს და როდის არის საჭირო მისი შეწყვეტა (იხ. ასევე ნაწილი „თუ შეწყვეტთ კაფეტინის მიღებას“).
კაფეტინი არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნთქვის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკის გამო.
თუ მიიღეთ კაფეტინის ჭარბი დოზა
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია პრეპარატის ან რომელიმე მისი კომპონენტის მიმართ;
თუ გაქვთ პორფირია ან ფერმენტ გლუკოზა-6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა - იშვიათი, მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევები;
თუ იცით, რომ ძალიან სწრაფად ახდენთ კოდეინის მორფინად მეტაბოლიზირებას;
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება;
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
კაფეტინი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
ამტანობა, დამოკიდებულება და მიჩვევა
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს კოდეინს, რომელიც წარმოადგენს ოპიოიდურ საშუალებას. მან შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება და/ან მიჩვევა.
ოპიოიდების განმეორებითმა გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა (ორგანიზმი ეჩვევა მას, რაც ცნობილია როგორც ამტანობა). კაფეტინის განმეორებითმა მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ბოროტად გამოყენება და მიჩვევა, რამაც შესაძლოა განაპირობოს სიცოცხლისთვის სახიფათო დოზის გადაჭარბება. აღნიშნული გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება დოზის მომატებასთან და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
დამოკიდებულებამ ან მიჩვევამ შეიძლება გაგიჩინოთ განცდა, რომ ვეღარ აკონტროლებთ პრეპარატის დოზასა და მიღების სიხშირეს.
დამოკიდებულების ან მიჩვევის განვითარების რისკი ინდივიდუალურია ყველა სუბიექტისთვის. კაფეტინზე დამოკიდებულების ან მიჩვევის რისკი უფრო მაღალია, თუ:
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ოდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ან დამოკიდებული ყოფილხართ ალკოჰოლზე, რეცეპტულ პრეპარატებსა თუ არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებზე („ადიქცია“).
ხართ მწეველი.
ოდესმე გქონიათ განწყობასთან დაკავშირებული პრობლემები (დეპრესია, შფოთვა ან პიროვნული აშლილობა) ან მკურნალობდით ფსიქიატრთან სხვა ფსიქიკური დაავადებების გამო.
თუ კაფეტინის მიღებისას შეამჩნევთ შემდეგი ნიშნებიდან რომელიმეს, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ განვითარდა პრეპარატზე დამოკიდებულება ან მიჩვევა:
პრეპარატის მიღება გესაჭიროებათ იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ექიმმა გირჩიათ.
გესაჭიროებათ რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება
შეიძლება გრძნობდეთ, რომ უნდა გააგრძელოთ პრეპარატის მიღება, მაშინაც კი, თუ იგი აღარ გეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.
პრეპარატს იყენებთ სხვა მიზნებისთვის და არა დანიშნულებისამებრ, მაგალითად, „სიმშვიდის შესანარჩუნებლად“ ან „ძილის დასარეგულირებლად“.
გქონდათ პრეპარატის შეწყვეტის ან კონტროლის არაერთი უშედეგო მცდელობა.
პრეპარატი შეწყვეტისას თავს შეუძლოდ გრძნობთ, ხოლო ხელახლა მიღებისას მდგომარეობა უმჯობესდება („აბსტინენციის ეფექტი“).
თუ შეამჩნევთ რომელიმე აღნიშნულ ნიშანს, მიმართეთ ექიმს, რათა განიხილოთ თქვენთვის მკურნალობის საუკეთესო გზა, მათ შორის, თუ როდის არის მიზანშეწონილი პრეპარატის შეწყვეტა და როგორ უნდა შეწყვიტოთ იგი უსაფრთხოდ (იხ. ნაწილი 3 „თუ წყვეტთ კაფეტინის მიღებას“).
ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები
კაფეტინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, როგორიც არის ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის შეჩერებას ძილის დროს, ღამით გაღვიძებას სუნთქვის უკმარისობის გამო, ძილის შენარჩუნების სირთულეს ან დღის განმავლობაში ჭარბ ძილიანობას. თუ თქვენ ან სხვა პირმა შეამჩნია ეს სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება განიხილოს დოზის შემცირება.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კაფეტინი:
თუ გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დარღვევა (ძვლის ტვინის დათრგუნვა);
თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ასთმა;
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ბავშვებში (12 წელზე ზემოთ).
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც შეიძლება გადადიოდეს ზურგის არეში, გულისრევა, ღებინება ან ცხელება, რადგან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის (პანკრეატიტი) და სანაღვლე გზების ანთებასთან დაკავშირებული სიმპტომები.
კაფეტინით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:
გაქვთ ტკივილი ან ტკივილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერალგეზია), რომელიც არ რეაგირებს პრეპარატის უფრო მაღალ დოზაზე.
გაქვთ მწვავე დაავადებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები სისხლში ცირკულირებენ, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას) ან კვების დარღვევა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან თუ ასევე იღებთ ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). ასეთ შემთხვევებში დაფიქსირდა სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხის დარღვევა) პაციენტებში, როდესაც პარაცეტამოლი გამოიყენება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუქლოქსაცილინთან ერთად. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა სწრაფი სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.
თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, წყლულები/აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გულისცემის აჩქარების ან ტაქიკარდიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კოდეინი ღვიძლში ფერმენტის საშუალებით გარდაიქმნება მორფინად. მორფინი არის ნივთიერება, რომელიც ხსნის ტკივილს. ზოგიერთ ადამიანს აქვს ამ ფერმენტის განსხვავებული ფორმა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანებზე სხვადასხვა გზით. ზოგიერთ ადამიანში მორფინი არ წარმოიქმნება ან წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით და საკმარისად არ ხსნის ტკივილს. სხვა ადამიანებში დიდი ალბათობით მოსალოდნელია სერიოზული გვერდითი მოვლენები, რადგან მორფინი გამომუშავდება ძალიან დიდი რაოდენობით. თუ შეამჩნევთ რომელიმე მოცემულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: ნელი ან ზედაპირული სუნთქვა, დაბნეულობა, ძილიანობა, გუგების დაპატარავება, გულისრევა ან ღებინება, ყაბზობა, მადის ნაკლებობა.
ბავშვები და მოზარდები
გამოყენება სუნთქვის პრობლემების მქონე ბავშვებში
კოდეინი არ არის რეკომენდებული სუნთქვის პრობლემების მქონე ბავშვებში, რადგან ასეთ ბავშვებში შეიძლება გაუარესდეს მორფინის ტოქსიურობის სიმპტომები.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა ნებისმიერ პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ იღებთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს:
პარაცეტამოლის ან კოფეინის შემცველი პრეპარატები;
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტები;
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (პერორალური ანტიკოაგულანტები);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ.: იბუპროფენი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი);
სედატიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები ან ანტიეპილეფსიური პრეპარატები;
გაბაპენტინი ან პრეგაბალინი ეპილეფსიის ან ნერვული პრობლემებით გამოწვეული ტკივილის (ნეიროპათიული ტკივილი) სამკურნალოდ;
რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბაქტერიული საშუალებები);
ფლუქლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლთან და სითხესთან დაკავშირებული გადახრების სერიოზული რისკი (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. ნაწილი 2).
კაფეტინისა და სედატიური საშუალებების, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები ან მასთან დაკავშირებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (სუნთქვის დათრგუნვა), კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. შესაბამისად ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი.
თუმცა, თუ ექიმი დანიშნავს კაფეტინს სედატიურ საშუალებებთან ერთად, ექიმმა უნდა შეზღუდოს თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა.
აცნობეთ ექიმს ყველა სედატიური პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ და მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები დოზასთან დაკავშირებით. შეიძლება სასარგებლო იყოს მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების და სიმპტომების შესახებ. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
კაფეტინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფეტინის ტაბლეტები მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. კაფეტინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელები (ყავა, ჩაი) არ მიიღება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატებთან კაფეტინის სპეციფიური ურთიერთქმედების, მათ შორის სერიოზული კლინიკური გართულებების შესახებ ფაქტები არ არსებობს. აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ცნს-ის სტიმულანტებთან და სპირტის ან კოფეინის შემცველ პრეპარატებთან ან სასმელებთან ერთად.
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ან ასაპ-თან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
არ არის რეკომენდებული ბარბიტურატების, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების, რიფამპიცინის, ქლორამფენიკოლის, მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის თანმხლები მიღება.
სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლის ფლუქლოქსაცილინთან ერთად გამოყენებისას, რადგან ერთდროულად მიღებას უკავშირდება მაღალი ანიონური ინტერვალის მეტაბოლური აციდოზი პიროგლუტამინური აციდოზის გამო, განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
სედატიური საშუალებები, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები ან დაკავშირებული პრეპარატები:
ოპიოიდების კომბინაცია სედატიურ პრეპარატებთან, მაგ.: ბენზოდიაზეპინებთან ან დაკავშირებულ პრეპარატებთან, ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომისა და სიკვდილის რისკს, რაც განპირობებულია ცნს-ის ადიტიური დამთრგუნველი ეფექტით. ერთდროულად გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს შეზღუდული (იხ. ნაწილი 4.4).
კაფეტინისა და გაბაპენტინოიდების (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია, ღრმა სედაცია, კომა ან სიკვდილი (იხ. ნაწილი 4.4).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინის ტაბლეტები არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპოტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თერაპიული დოზების მიღებისას კაფეტინი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. სიფრთხილეა საჭირო მაქსიმალური დღიური დოზების (6 ტაბლეტი დღეში) მიღებისას, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად კაფეტინმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
კაფეტინის თერაპიული დოზები კარგად აიტანება. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან იშვიათად ან მაღალი დოზების მიღებისას, ესენია: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ნერვიულობა და უძილობა.
თუ შენიშნავთ ალერგიულ რეაქციას (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები), ასევე ტემპერატურის მატებას, რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი, წყლულები და აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები უნდა ჩაითვალოს სერიოზულ გვერდით რეაქციებად, რომელიც ვლინდება ძალიან იშვიათად.
დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია):
აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.
პანკრეასის (პანკრეატიტი) და სანაღვლე გზების ანთებასთან დაკავშირებული სიმპტომები (პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავში არსებულ სარქველზე, ე.წ. ოდის სფინქტერის დისფუნქცია), მაგ.: ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგის არეში, გულისრევა, ღებინება ან ცხელება.
სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია სისხლის მჟავიანობის ზრდა (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
გულისრევა, ღებინება, ხმაური ყურებში, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე და ტაქიკარდია.
თუ დაგავიწყდათ კაფეტინის მიღება
კაფეტინი მიიღება საჭიროების მიხედვით და დამოკიდებულია სიმპტომების მოხსნაზე. დაუშვებელია ერთდროულად ერთჯერად მაქსიმალურ დოზაზე (2 ტაბლეტი) მეტის მიღება.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი, პროპიფენაზონი, კოფეინი და კოდეინის ფოსფატის სესქვიჰიდრატი.
თითო ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ პარაცეტამოლი, 210 მგ პროპიფენაზონი, 50 მგ კოფეინი და 10 მგ კოდეინის ფოსფატის სესქვიჰიდრატი.
დამხმარე ინგრედიენტები: კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; პოვიდონი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; კაჟბადი, კოლოიდური უწყლო; ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი (ტიპი A); გლიცერინის დიბეჰენატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტეარატი.
როგორია კაფეტინი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
4743450346075კაფეტინის ტაბლეტები - თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ფაცეტით, ტაბლეტის ერთ მხარეზე დატანილია მწარმოებლის, ალკალოიდის სავაჭრო ნიშანი და მეორე მხარეზე კი წარწერა „CAFFETIN”.
კაფეტინის ტაბლეტები მოთავსებულია სტრიპში (ალ/პე დაბეჭდილი ფოლგა), თითო სტრიპზე 6 ან 10 ტაბლეტი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 სტრიპი, თითოზე 10 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 სტრიპი, თითოზე 6 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ პრეპარატი უსაფრთხო და საიმედო ადგილას, სადაც სხვა ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი. მან შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს ან ფატალური აღმოჩნდეს იმ პირებისთვის, ვისთვისაც არ არის განკუთვნილი.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
კაფეტინი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის (აბრივიაცია, რომელიც გამოიყენება ვარგისობის ვადის აღსანიშნად) გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები; პარაცეტამოლი, კომბინაციები, გარდა ფსიქოლეპტიკური საშუალებებისა.
ათქ კოდი: N02BE51
კაფეტინი წარმოადგენს დადგენილ ანალგეზიურ კომბინაციას როგორც ასობით ასეთი კომბინაცია მსოფლიოში, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ფარმაკოლოგია მაღალ დონეზეა განვითარებული. კაფეტინის ოთხი აქტიური ინგრედიენტიდან ანალგეზიური ეფექტი დამტკიცებულია სამის შემთხვევაში: პარაცეტამოლი, პროპიფენაზონი და კოდეინი, ხოლო კოფეინი ითვლება, როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ანალგეზიური საშუალებების ეფექტს.
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. პარაცეტამოლი ეფექტური და ფართოდ გავრცელებული ანალგეზიური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს. მოქმედების მექანიზმი მოიცავს ცნს-ში ფერმენტ ციკლო-ოქსიგენაზას დათრგუნვას, ხოლო პრეპარატის პერიფერიული თვისებები მინიმალურია.
პროპიფენაზონი
პროპიფენაზონს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინის E2 და F2-ალფას სინთეზის დათრგუნვით.
კოდეინი
კოდეინი სუსტი ანალგეზიური საშუალებაა და გამოიყენება ანალგეზიურ კომბინაციებში, რომ უზრუნველყოს დამატებითი ეფექტი, რაც სრულდება მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით. კოდეინის ანალგეზიური ეფექტი განპირობებულია ოპიოიდურ სტერეოსპეციფიურ და გაჯერებულ შეკავშირების ადგილებზე ურთიერთქმედებით ცნს-ში და სხვა ქსოვილებში, ასევე ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლების სიხშირის ცვლილებებით.
კოფეინი
ანალგეზიური საშუალებების კომბინაციაში კოფეინის დამატება აძლიერებს სხვა ინგრედიენტების შეწოვას. კოფეინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტი და ფერმენტ ფოსფოდიესტერაზას კონკურენტული ინჰიბიტორი.
აღნიშნული კომბინირებული პრეპარატის უპირატესობა არის ანალგეზიური სინერგია და მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების მინიმიზაცია, რადგან აქტიური ინგრედიენტების რაოდენობა მცირეა.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აღნიშნულ კომბინაციაში შემავალ აქტიურ ინგრედიენტებს მსგავსი ფარმაკოკინეტიკური პროფილი აქვთ, რაც ამართლებს ფიქსირებული კომბინაციის რაციონალურობას.
პარაცეტამოლი
პერორალურად მიღების შემდეგ პარაცეტამოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 30 - 60 წუთში. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში და გამოიყოფა შარდში, ძირითადად გლუკურონიდის და სულფატის კონიუგატების სახით. პარაცეტამოლის თერაპიული დოზების ბიოტრანსფორმაციის დროს ტოქსიური მეტაბოლიტი N-აცეტილ-p-ბენზოქინონიმინი (NABQI), რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით, დეტოქსიფიკაციას განიცდის გლუტათიონთან კონიუგაციის გზით. გაცილებით დიდი რაოდენობით (10-15 გ) გამიზნული ან შემთხვევითი ინტოქსიკაციის დროს NABQI შესაძლოა დაგროვდეს ენდოგენური გლუტათიონის ნაკლებობის გამო და გამოიწვიოს ღვიძლის და თირკმლის მილაკების ნეკროზი. პარაცეტამოლის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 საათს.
პროპიფენაზონი
პერორალურად მიღების შემდეგ პროპიფენაზონი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 0.5 - 0.6 საათში. იგი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში და გამოიყოფა შარდში და ნაღველში მეტაბოლიტების სახით. პროპიფენაზონის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.1-2.4 საათს. პარაცეტამოლთან კომბინაციაში პროპიფენაზონი ახანგრძლივებს პარაცეტამოლის ნახევარ-გამოყოფის პერიოდს 40%-ით (2-3 საათი), რაც იძლევა პარაცეტამოლის ეფექტის გახანგრძლივების და დოზის სიხშირის შემცირების საშუალებას.
კოდეინი
პერორალურად მიღების შემდეგ კოდეინი კარგად შეიწოვება და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში; ანალგეზიური ეფექტი მიიღწევა 30-60 წუთში, რომელიც გრძელდება 4-8 საათის განმავლობაში. კოდეინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (90%). ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5-3.5 საათს.
კოფეინი
კოფეინი ადვილად და სრულად შეიწოვება, ნაწილდება ყველა ქსოვილში, მათ შორის ტვინში და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 15-45 წუთში; კოფეინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნახევარ-გამოყოფის პერიოდში შეადგენს 5 საათს. კოფეინი ხელს უწყობს ანალგეზიური კომბინირებული პრეპარატების სხვა აქტიური ინგრედიენტების შეწოვას.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
კოფეინის შემცველი ანალგეზიური კომბინაციების ხანგრძლივად მიღებისას ძაღლებში და ვირთაგვებში არ დაფიქსირებულა პრეპარატით გამოწვეული ტოქსიურობა. არ გამოვლენილა ცვლილებები სისხლში ან შარდში, ასევე მაკროსკოპული ან მიკროსკოპული პათოლოგიური ცვლილებები. ცხოველებში კარცინოგენური, მუტაგენური და ემბრიოტოქსიური უნარის შეფასების მიზნით სხვადასხვა ანალგეზიური კომბინაციების ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა.
ცხოველებში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში პარაცეტამოლის მაღალი დოზების მიღებისას დაფიქსირდა საკვერცხეების ატროფია და სპერმატოგენეზის დათრგუნვა, მაგრამ აღნიშნული მონაცემების რელევანტურობა ადამიანებში არ არის დადასტურებული.
კოდეინი კვეთს პლაცენტას და ცხოველებში ჩატარებულ ნაყოფის კვლევებში გამოვლინდა ოსიფიკაციის დარღვევები.
ცხოველებში ორსულობის პერიოდში კოფეინის მაღალი დოზების მიღებამ გამოიწვია თითების და ფალანგების ძვლების პათოლოგიები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
560070019050კაფეტინი® ტაბლეტები
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
კაფეტინი® ტაბლეტები
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი გენიშნებათ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს, მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის კაფეტინი და რისთვის გამოიყენება
- კაფეტინის მიღებამდე
- კაფეტინის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- კაფეტინის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რა არის კაფეტინი და რისთვის გამოიყენება
კაფეტინი წარმოადგენს კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს. პარაცეტამოლს, პროპიფენაზონს და კოდეინს აქვთ ანალგეზიური მოქმედება, ხოლო კოფეინი აძლიერებს მათ ეფექტს. კაფეტინი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს, როგორიც არის თავის ტკივილი, კბილის ტკიბილი, შაკიკი, ოპერაციის და ტრამვის შემდგომი ტკივილი, ნევრალგია, იშიალგია, კუნთების ან მენსტრუალური ტკივილი.
- კაფეტინის მიღებამდე
არ მიიღოთ კაფეტინი:
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია პრეპარატის ან რომელიმე მისი კომპონენტის მიმართ;
თუ გაქვთ პორფირია ან ფერმენტ გლუკოზა-6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა - იშვიათი, მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევები;
თუ იცით, რომ ძალიან სწრაფად ახდენთ კოდეინის მორფინად მეტაბოლიზირებას;
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება;
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
კაფეტინი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამტანობა, დამოკიდებულება და მიჩვევა
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს კოდეინს, რომელიც წარმოადგენს ოპიოიდურ საშუალებას. მან შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება და/ან მიჩვევა.
ოპიოიდების განმეორებითმა გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა (ორგანიზმი ეჩვევა მას, რაც ცნობილია როგორც ამტანობა). კაფეტინის განმეორებითმა მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ბოროტად გამოყენება და მიჩვევა, რამაც შესაძლოა განაპირობოს სიცოცხლისთვის სახიფათო დოზის გადაჭარბება. აღნიშნული გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება დოზის მომატებასთან და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
დამოკიდებულებამ ან მიჩვევამ შეიძლება გაგიჩინოთ განცდა, რომ ვეღარ აკონტროლებთ პრეპარატის დოზასა და მიღების სიხშირეს.
დამოკიდებულების ან მიჩვევის განვითარების რისკი ინდივიდუალურია ყველა სუბიექტისთვის. კაფეტინზე დამოკიდებულების ან მიჩვევის რისკი უფრო მაღალია, თუ:
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ოდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ან დამოკიდებული ყოფილხართ ალკოჰოლზე, რეცეპტულ პრეპარატებსა თუ არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებზე („ადიქცია“).
ხართ მწეველი.
ოდესმე გქონიათ განწყობასთან დაკავშირებული პრობლემები (დეპრესია, შფოთვა ან პიროვნული აშლილობა) ან მკურნალობდით ფსიქიატრთან სხვა ფსიქიკური დაავადებების გამო.
თუ კაფეტინის მიღებისას შეამჩნევთ შემდეგი ნიშნებიდან რომელიმეს, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ განვითარდა პრეპარატზე დამოკიდებულება ან მიჩვევა:
პრეპარატის მიღება გესაჭიროებათ იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ექიმმა გირჩიათ.
გესაჭიროებათ რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება
შეიძლება გრძნობდეთ, რომ უნდა გააგრძელოთ პრეპარატის მიღება, მაშინაც კი, თუ იგი აღარ გეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.
პრეპარატს იყენებთ სხვა მიზნებისთვის და არა დანიშნულებისამებრ, მაგალითად, „სიმშვიდის შესანარჩუნებლად“ ან „ძილის დასარეგულირებლად“.
გქონდათ პრეპარატის შეწყვეტის ან კონტროლის არაერთი უშედეგო მცდელობა.
პრეპარატი შეწყვეტისას თავს შეუძლოდ გრძნობთ, ხოლო ხელახლა მიღებისას მდგომარეობა უმჯობესდება („აბსტინენციის ეფექტი“).
თუ შეამჩნევთ რომელიმე აღნიშნულ ნიშანს, მიმართეთ ექიმს, რათა განიხილოთ თქვენთვის მკურნალობის საუკეთესო გზა, მათ შორის, თუ როდის არის მიზანშეწონილი პრეპარატის შეწყვეტა და როგორ უნდა შეწყვიტოთ იგი უსაფრთხოდ (იხ. ნაწილი 3 „თუ წყვეტთ კაფეტინის მიღებას“).
ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები
კაფეტინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, როგორიც არის ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის შეჩერებას ძილის დროს, ღამით გაღვიძებას სუნთქვის უკმარისობის გამო, ძილის შენარჩუნების სირთულეს ან დღის განმავლობაში ჭარბ ძილიანობას. თუ თქვენ ან სხვა პირმა შეამჩნია ეს სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება განიხილოს დოზის შემცირება.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კაფეტინი:
თუ გაქვთ სისხლთან დაკავშირებული დარღვევა (ძვლის ტვინის დათრგუნვა);
თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ასთმა;
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ბავშვებში (12 წელზე ზემოთ).
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც შეიძლება გადადიოდეს ზურგის არეში, გულისრევა, ღებინება ან ცხელება, რადგან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის (პანკრეატიტი) და სანაღვლე გზების ანთებასთან დაკავშირებული სიმპტომები.
კაფეტინით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:
გაქვთ ტკივილი ან ტკივილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერალგეზია), რომელიც არ რეაგირებს პრეპარატის უფრო მაღალ დოზაზე.
გაქვთ მწვავე დაავადებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები სისხლში ცირკულირებენ, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას) ან კვების დარღვევა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან თუ ასევე იღებთ ფლუქლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). ასეთ შემთხვევებში დაფიქსირდა სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხის დარღვევა) პაციენტებში, როდესაც პარაცეტამოლი გამოიყენება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუქლოქსაცილინთან ერთად. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა სწრაფი სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.
თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, წყლულები/აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გულისცემის აჩქარების ან ტაქიკარდიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კოდეინი ღვიძლში ფერმენტის საშუალებით გარდაიქმნება მორფინად. მორფინი არის ნივთიერება, რომელიც ხსნის ტკივილს. ზოგიერთ ადამიანს აქვს ამ ფერმენტის განსხვავებული ფორმა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანებზე სხვადასხვა გზით. ზოგიერთ ადამიანში მორფინი არ წარმოიქმნება ან წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით და საკმარისად არ ხსნის ტკივილს. სხვა ადამიანებში დიდი ალბათობით მოსალოდნელია სერიოზული გვერდითი მოვლენები, რადგან მორფინი გამომუშავდება ძალიან დიდი რაოდენობით. თუ შეამჩნევთ რომელიმე მოცემულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: ნელი ან ზედაპირული სუნთქვა, დაბნეულობა, ძილიანობა, გუგების დაპატარავება, გულისრევა ან ღებინება, ყაბზობა, მადის ნაკლებობა.
ბავშვები და მოზარდები
გამოყენება სუნთქვის პრობლემების მქონე ბავშვებში
კოდეინი არ არის რეკომენდებული სუნთქვის პრობლემების მქონე ბავშვებში, რადგან ასეთ ბავშვებში შეიძლება გაუარესდეს მორფინის ტოქსიურობის სიმპტომები.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა ნებისმიერ პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ იღებთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს:
პარაცეტამოლის ან კოფეინის შემცველი პრეპარატები;
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტები;
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (პერორალური ანტიკოაგულანტები);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ.: იბუპროფენი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი);
სედატიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები ან ანტიეპილეფსიური პრეპარატები;
გაბაპენტინი ან პრეგაბალინი ეპილეფსიის ან ნერვული პრობლემებით გამოწვეული ტკივილის (ნეიროპათიული ტკივილი) სამკურნალოდ;
რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბაქტერიული საშუალებები);
ფლუქლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლთან და სითხესთან დაკავშირებული გადახრების სერიოზული რისკი (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. ნაწილი 2).
კაფეტინისა და სედატიური საშუალებების, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები ან მასთან დაკავშირებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (სუნთქვის დათრგუნვა), კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. შესაბამისად ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი.
თუმცა, თუ ექიმი დანიშნავს კაფეტინს სედატიურ საშუალებებთან ერთად, ექიმმა უნდა შეზღუდოს თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა.
აცნობეთ ექიმს ყველა სედატიური პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ და მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები დოზასთან დაკავშირებით. შეიძლება სასარგებლო იყოს მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების და სიმპტომების შესახებ. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
კაფეტინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფეტინის ტაბლეტები მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. კაფეტინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელები (ყავა, ჩაი) არ მიიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინის ტაბლეტები არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპოტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თერაპიული დოზების მიღებისას კაფეტინი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. სიფრთხილეა საჭირო მაქსიმალური დღიური დოზების (6 ტაბლეტი დღეში) მიღებისას, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად.
- კაფეტინის მიღების წესი
კაფეტინი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფეტინი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის (3 დღეზე მეტი პერიოდით). თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 3 დღის შემდეგ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. კაფეტინის მიღება უნდა მოხდეს სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო უმცირესი ხანგრძლივობით.
სტანდარტული დოზა არის:
მოზრდილები: ერთჯერადი დოზა არის 1-2 ტაბლეტი ტკივილის ინტენსივობის მიხედვით. დოზა უნდა განმეორდეს დღეში 3-ჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა არის 6 ტაბლეტი.
12-18 წლის ბავშვები: 1 ტაბლეტი, რომელიც შეიძლება განმეორდეს დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში რეგულარულად, ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს, თუ რას უნდა ელოდოთ კაფეტინის მიღებისგან, როდის და რამდენ ხანს უნდა მიიღოთ იგი, როდის უნდა მიმართოთ ექიმს და როდის არის საჭირო მისი შეწყვეტა (იხ. ასევე ნაწილი „თუ შეწყვეტთ კაფეტინის მიღებას“).
კაფეტინი არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნთქვის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკის გამო.
თუ მიიღეთ კაფეტინის ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ხმაური ყურებში, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე და ტაქიკარდია.
თუ დაგავიწყდათ კაფეტინის მიღება
კაფეტინი მიიღება საჭიროების მიხედვით და დამოკიდებულია სიმპტომების მოხსნაზე. დაუშვებელია ერთდროულად ერთჯერად მაქსიმალურ დოზაზე (2 ტაბლეტი) მეტის მიღება.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად კაფეტინმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
კაფეტინის თერაპიული დოზები კარგად აიტანება. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან იშვიათად ან მაღალი დოზების მიღებისას, ესენია: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ნერვიულობა და უძილობა.
თუ შენიშნავთ ალერგიულ რეაქციას (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები), ასევე ტემპერატურის მატებას, რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი, წყლულები და აბსცესები პირის ღრუში და პერიანალური აბსცესები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები უნდა ჩაითვალოს სერიოზულ გვერდით რეაქციებად, რომელიც ვლინდება ძალიან იშვიათად.
დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია):
აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.
პანკრეასის (პანკრეატიტი) და სანაღვლე გზების ანთებასთან დაკავშირებული სიმპტომები (პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავში არსებულ სარქველზე, ე.წ. ოდის სფინქტერის დისფუნქცია), მაგ.: ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგის არეში, გულისრევა, ღებინება ან ცხელება.
სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია სისხლის მჟავიანობის ზრდა (ეწოდება მეტაბოლური აციდოზი), მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- კაფეტინის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ პრეპარატი უსაფრთხო და საიმედო ადგილას, სადაც სხვა ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი. მან შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს ან ფატალური აღმოჩნდეს იმ პირებისთვის, ვისთვისაც არ არის განკუთვნილი.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
კაფეტინი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის (აბრივიაცია, რომელიც გამოიყენება ვარგისობის ვადის აღსანიშნად) გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კაფეტინი
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი, პროპიფენაზონი, კოფეინი და კოდეინის ფოსფატის სესქვიჰიდრატი.
თითო ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ პარაცეტამოლი, 210 მგ პროპიფენაზონი, 50 მგ კოფეინი და 10 მგ კოდეინის ფოსფატის სესქვიჰიდრატი.
დამხმარე ინგრედიენტები: კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; პოვიდონი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; კაჟბადი, კოლოიდური უწყლო; ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი (ტიპი A); გლიცერინის დიბეჰენატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტეარატი.
როგორია კაფეტინი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
4743450346075კაფეტინის ტაბლეტები - თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ფაცეტით, ტაბლეტის ერთ მხარეზე დატანილია მწარმოებლის, ალკალოიდის სავაჭრო ნიშანი და მეორე მხარეზე კი წარწერა „CAFFETIN”.
კაფეტინის ტაბლეტები მოთავსებულია სტრიპში (ალ/პე დაბეჭდილი ფოლგა), თითო სტრიპზე 6 ან 10 ტაბლეტი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 სტრიპი, თითოზე 10 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 სტრიპი, თითოზე 6 ტაბლეტი და ფურცელი-ჩანართი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)
ალექსანდრე მაკედონელის ბულვ. 12, 1000 სკოპიე,
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 31 04 000; ფაქსი: +389 2 31 04 021;
www.alkaloid.com.mk
ალკალოიდ ად სკოპიე
ნატაშა ვუკიკიევიკი
ასოცირებული დირექტორი
ფარმაცევტული საშუალებების რეგისტრაციის სამსახური
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


