პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კანდეზარტანი (candesartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 32მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- PJSC "Kievmedpreparat", უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09CA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038583
- რეგისტრირებულია
- 12 ივლისი 2023, მოქმედებს 12 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს ,,ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კასარკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გულის უკმარისობისა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილი პაციენტების მკურნალობა (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%), როგორც აგფ ინჰიბიტორების დამატებითი თერაპია ან აგფ ინჰიბიტორების მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
არტერიული ჰიპერტენზია
პრეპარატ კასარკის® რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზაა 8 მგ დღეში ერთხელ. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის უმეტესი ნაწილი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში. თუ არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 16 მგ-მდე დღეში ერთხელ და მაქსიმუმ 32 მგ-მდე დღეში ერთხელ. მკურნალობა კორექტირდება არტერიული წნევის დონის მიხედვით.
კასარკის® გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოდინამიკა“, „უკუჩვენებები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“ და „გამოყენების თავისებურებანი“). ნაჩვენებია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის დამატება იწვევს არტერიული წნევის დამატებით შემცირების ეფექტს კასარკის® სხვადასხვა დოზების გამოყენებისას.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები, რომლებსაც შემცირებული აქვთ მოცირკულირე სისხლის მოცულობა
ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა პაციენტები მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, რეკომენდებულია 4 მგ საწყისი დოზა (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისა და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებისთვის საწყისი დოზაა 4 მგ. დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს კლინიკური პასუხის მიხედვით. თირკმლის ძალიან მძიმე უკმარისობის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ) შეზღუდული გამოყენების გამოცდილებაა (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია 4 მგ საწყისი დოზა დღეში ერთხელ. დოზა კორექტირდება კლინიკური პასუხის მიხედვით. კასარკი® უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის და/ან ქოლესტაზის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოკინეტიკა“ და „უკუჩვენებები“).
შავკანიანი პაციენტები
კანდესარტანის ჰიპოტენზიური ეფექტი შავკანიან პაციენტებში ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში. ამიტომ, პრეპარატ კასარკის® დოზის გაზრდის ან დამატებითი თერაპიის საჭიროება არტერიული წნევის კონტროლის მიზნით შავკანიან პაციენტებში შეიძლება უფრო ხშირად წარმოიშვას, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
პედიატრიული პოპულაცია
6-დან <18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 4 მგ დღეში ერთხელ.
<50 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტებისთვის: პაციენტებში არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით დოზის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 8 მგ-მდე დღეში ერთხელ.
≥50 სხეულის წონის მქონე პაციენტებისთვის: პაციენტებში არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით დოზის გაზრდა შესაძლებელია 8 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 16 მგ-მდე დღეში ერთხელ (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
32 მგ-ზე მაღალი დოზები ბავშვებში შესწავლილი არ არის. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის უმეტესი ნაწილი მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში.
ბავშვებში, რომლებსაც აქვთ სისხლის მოცულობის შემცირების პოტენციალი (მაგ., პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირები), მკურნალობა უნდა დაიწყოს საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და განხილული უნდა იყოს პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
კანდესარტანის გამოყენება არ არის შესწავლილი ბავშვებში, რომელთა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლებია (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
შავკანიანი პედიატრიული პაციენტები
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნაკლებად გამოხატულია შავკანიან პაციენტებში, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
1 წლიდან <6 წლამდე ასაკის ბავშვები
- 1-დან <6 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არსებული მონაცემები აღწერილია ფარმაკოდინამიკის პარაგრაფში, თუმცა დოზირების რეკომენდაციების მოწოდება შეუძლებელია.
- კასარკი® უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).
დოზირება გულის უკმარისობის დროს
კასარკის® ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა 4 მგ დღეში ერთხელ. სამიზნე დოზამდე 32 მგ დღეში ერთხელ (მაქსიმალური დოზა) ან მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე გაზრდა მიიღწევა დოზის გაორმაგებით მინიმუმ 2 კვირიანი ინტერვალებით (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“). გულის უკმარისობის მქონე პაციენტების გამოკვლევა ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებას, მათ შორის შრატისმიერი კრეატინინისა და კალიუმის დონის მონიტორინგს. კასარკი® შეიძლება დაინიშნოს გულის უკმარისობის სხვა თერაპიებთან ერთად, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, დიურეზულ საშუალებებთან და დიგიტალისთან, ან ამ მედიკამენტების კომბინაციასთან ერთად. აგფ ინჰიბიტორების, კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებების (მაგ., სპირონოლაქტონი) და პრეპარატ კასარკის® კომბინაცია არ არის რეკომენდებული და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ პოტენციური სარგებლისა და რისკების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ. (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოდინამიკა“, „გამოყენების თავისებურებანი“ და „გვერდითი მოვლენები“).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობა, საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის უკმარისობის სამკურნალოდ კანდესარტანის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი
მიიღება პერორალურად.
კასარკი® მიიღება დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად.
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე.
ტაბლეტები ვერ იყოფა ნაწილებად, ამიტომ, თუ საჭიროა კანდესარტან ცილექსეტილის 4 მგ დოზის დანიშვნა, უნდა იქნას გამოყენებული კანდესარტანის სხვა პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს კანდესარტან ცილექსეტილის 4 მგ დოზირების შესაძლებლობას.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კანდესარტან ცილექსეტილის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მძიმე ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და/ან ქოლესტაზი;
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვთა ტონუსი და თირკმლის ფუნქცია ძირითადად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ., პაციენტები მძიმე დეკომპენსირებული გულის უკმარისობით ან თირკმლის დაავადებით, მათ შორის თირკმლის არტერიის სტენოზი), ამ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატებით მკურნალობა უკავშირდებოდა მწვავე არტერიულ ჰიპოტენზიას, აზოტემიას, ოლიგურიას ან იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობას.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტების პრეპარატ კასარკით® მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტონია. როგორც აღწერილია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის მოცულობის გამოფიტვა. ჰიპოვოლემია უნდა დაკორექტირდეს თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
არაII-ის გამოყენებისას ასეთი ეფექტების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული. ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული საშუალების მსგავსად, იშემიური კარდიოპათიის ან იშემიური ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის ზედმეტმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა პრეპარატების მიერ, რომლებსაც აქვთ არტერიული წნევის დამწევი თვისებები, მიუხედავად იმისა, ინიშნება ისინი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების სახით თუ გამოიყენება სხვა ჩვენებებისთვის.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკს (მათ შორის თირკმლის მწვავე უკამრისობა). ამიტომ, რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით არ არის რეკომენდებული. თუ აბსოლუტურად აუცილებელია თერაპია ორმაგი ბლოკადით, მაშინ ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი და საგულდაგულო მონიტორინგით.
აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთად მიღება არ არის რეკომენდებული დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ასევე არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების, მინერალოკორტიკოიდური რეცეპტორების ანტაგონისტების და პრეპარატ კასარკის® სამმაგი კომბინაცია. ასეთი კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების დონისა და არტერიული წნევის საგულდაგულო მონიტორინგით.
თირკმლის არტერიის სტენოზი
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედმა სამკურნალო საშუალებებმა, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებმა (არაII), შეიძლება გაზარდონ სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დამთრგუნველი სხვა საშუალებების მიღების შემთხვევაში, კანდესარტან ცილექსეტილის მიმღებ მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს თირკმლის ფუნქციის ცვლილებები.
როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია (იხ. „დოზირების რეჟიმი და მიღების წესი“). თირკმლის ძალიან მძიმე უკმარისობის ან თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგ., კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ/1.73 მ2) მიღების შეზღუდული გამოცდილებაა.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერიოდულად უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (75 წლის და უფროსი ასაკის) და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კანდესარტან ცილექსეტილის დოზის შერჩევისას რეკომენდებულია შრატისმიერი კრეატინინისა და კალიუმის დონის მონიტორინგი. არ არსებობს მონაცემები კანდესარტანის გამოყენების შესახებ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა შრატისმიერი კრეატინინის დონე >265 მკმოლ/ლ (>3 მგ/დლ) არის.
თირკმლის უკმარისობა ბავშვებში: კანდესარტან ცილექსეტილი არ არის შესწავლილი ბავშვებში, რომელთა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ წთ/1.73 მ2-ზე ნაკლებია.
თანმხლები თერაპია აგფ ინჰიბიტორებთან გულის უკმარისობის დროს
გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის გაუარესების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი მიიღება აგფ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ასევე არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორის, მინერალოკორტიკოიდური რეცეპტორების ანტაგონისტის და კანდესარტან ცილექსეტილის სამმაგი კომბინაცია. ეს კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი, საგულდაგულო მონიტორინგით.
დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორები არ უნდა იქნას გამოყენებული ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად.

თირკმლის ტრანსპლანტაცია
კასარკის® გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც ახლახან ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია, შეზღუდულია.
არტერიული ჰიპოტენზია
პრეპარატ კასარკით® მკურნალობის დროს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. ის ასევე შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზიის და შიდა სისხლძარღვოვანი დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში დიურეზული საშუალებების მაღალი დოზების გამო. თერაპიის დაწყებისას სიფრთხილეა საჭირო და მიღებული უნდა იქნას ზომები ჰიპოვოლემიის კორექციისთვის.
ბავშვებში, რომლებსაც აქვთ სისხლის მოცულობის შემცირების პოტენციალი (მაგ., პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირები), მკურნალობა უნდა დაიწყოს საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და განხილული უნდა იყოს პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზის შემცირება.
აორტალური ან მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია)
ისევე როგორც სხვა ვაზოდილატატორების მიღებისას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აქვთ აორტის ან მიტრალური სარქვლების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები უმეტეს შემთხვევაში არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. ამიტომ, კანდესარტან ცილექსეტილის გამოყენება ამ პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.
ჰიპერკალიემია
პრეპარატ კასარკის® და კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების ერთად მიღებამ, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე (მაგ., ჰეპარინი), არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს შრატისმიერი კალიუმის დონის მომატება. საჭიროა კალიუმის დონის შესაბამისი მონიტორინგი.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ კასარკს®, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი. აგფ ინჰიბიტორების, კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებების (მაგ., სპირონოლაქტონი) და კანდესარტან ცილექსეტილის კომბინაცია არ არის რეკომენდებული და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ პოტენციური სარგებლისა და რისკების საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (მათ შორის კანდესარტან ცილექსეტილის) მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“). ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა. სიმპტომები გაქრა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუ ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება დადასტურდა, კანდესარტან ცილექსეტილის მიღება უნდა შეწყდეს და სიმპტომების სრულ გაქრობამდე უნდა დაიწყოს შესაბამისი მონიტორინგი.
ანესთეზია და ქირურგიული ჩარევა
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოტენზია ანესთეზიისა და ქირურგიული ჩარევის დროს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადის გამო. ძალიან იშვიათად, ჰიპოტენზია შეიძლება იყოს გამოხატული და საჭირო გახდეს ინტრავენური სითხის და/ან ვაზოკონსტრიქტორების გამოყენება.
კასარკი® შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
გამოყენება პედიატრიაში
კასარკის® უსაფრთხოება და ეფექტურობა 1-დან <6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
კასარკი® უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კანდესარტანსა და ჰიდროქლორთიაზიდს, ვარფარინს, დიგოქსინს, პერორალურ კონტრაცეპტივებს (მაგ., ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელი), გლიბენკლამიდს, ნიფედიპინსა და ენალაპრილს შორის არ დაფიქსირებულა.
კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო საშუალებების (მაგ., ჰეპარინის) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კალიუმის დონე. კალიუმის დონე შესაბამისად უნდა გაკონტროლდეს.
ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას აღინიშნა ლითიუმის შრატისმიერი კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება.
მსგავსი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (არაII) გამოყენებისას. კანდესარტანის და ლითიუმის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაცია აუცილებლად ითვლება, რეკომენდებულია შრატისმიერი ლითიუმის დონის საგულდაგულო მონიტორინგი.
როდესაც არაII მიიღება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) (მაგ. ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (>3 გ/დღეში) და არასელექციური აასს-ები) ერთად, შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.
როგორც აგფ ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში, არაII-ის და აასს-ების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის და შრატში კალიუმის დონის მომატების რისკი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე მკურნალობის დასაწყისში აქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტები სათანადოდ უნდა იყვნენ ჰიდრატირებულნი და თირკმლის ფუნქცია საგულდაგულოდ უნდა გაკონტროლდეს თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად შემდგომშიც.
ცნობილია, რომ რენინ-ალდოსტერონ-ანგიოტენზინის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II-ის ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით უკავშირდება ისეთი გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირეს, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის გაუარესება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა), რაას-ზე მოქმედი პრეპარატის მონოთერაპიასთან შედარებით.
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს არ უნდა დაიწყოს არაІІ-ით მკურნალობა. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არაІІ-ით თერაპიის გაგრძელება უკიდურესად აუცილებელია, პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას უნდა დაენიშნოთ ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. ორსულობის დადასტურებით შემთხვევაში, არაІІ-ით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
პოსტმენარქიული პერიოდის მქონე პაციენტებში დაორსულების შესაძლებლობა ფასდება ზოგადი საფუძველზე. ორსულობის დროს პრეპარატის ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და/ან იქნას მიღებული ზომები.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
ორსულობის დროს კანდესარტან ცილექსეტილის გამოყენება უკუნაჩვენებია. პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, უნდა დაენიშნოთ ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. ორსულობის დადასტურებით შემთხვევაში, არაІІ-ით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ცნობილია, რომ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები იწვევენ ტოქსიკურ ეფექტებს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, მათ შორის ნაყოფში (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მცირეწყლიანობა, თავის ქალას ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილებში (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).
ახალშობილებს, რომელთა დედებიც იღებდნენ არაII-ს, ესაჭიროებათ საგულდაგულო დაკვირვება არტერიული ჰიპოტენზიის გამოსავლენად.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კანდესარტანი დედის რძეში. თუმცა, კანდესარტანი აღმოჩენილია ვირთაგვების რძეში. კასარკი® არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. ჩვილზე პოტენციური გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატ კასარკის® მიღების საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები კანდესარტანის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, პრეპარატ კასარკით® მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და მომატებული დაღლილობა.
გვერდითი მოვლენები
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა
კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანდესარტან ცილექსეტილს აქვს გვერდითი მოვლენების პროფილი, რომელიც პლაცებოს მსგავსია. მთლიანობაში გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალი იყო. გვერდითი მოვლენების გამოვლენა არ იყო დაკავშირებული დოზასთან, ასაკთან ან სქესთან. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები დაახლოებით მსგავსი იყო კანდესარტან ცილექსეტილის (3.1%) და პლაცებოს (3.2%) ჯგუფებში.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემების გაერთიანებულ ანალიზში, კანდესარტან ცილექსეტილთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები განისაზღვრა, როგორც კანდესარტან ცილექსეტილის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც პლაცებოს მიღებასთან შედარებით სულ მცირე 1%-ით უფრო ხშირად ვითარდებოდა. ამ განმარტების თანახმად, ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო: თავბრუსხვევა/ვერტიგო, თავის ტკივილი და სასუნთქი გზების ინფექცია.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემების კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი
სასუნთქი გზების ინფექციები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ძალიან იშვიათი
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავბრუსხვევა/ვერტიგო, თავის ტკივილი
დარღვევები სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
ძალიან იშვიათი
ხველა
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
გულისრევა, ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
ძალიან იშვიათი
ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი
ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი
ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია
თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
ძალიან იშვიათი
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა მგრძნობიარე პაციენტებში
ლაბორატორიული ანალიზების შედეგები: შემთხვევათა უმრავლესობაში, პრეპარატ კასარკის® კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რუტინულ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე არ დაფიქსირებულა. როგორც სხვა რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში, დაფიქსირდა ჰემოგლობინის დონის უმნიშვნელო შემცირება. პაციენტებს, რომლებიც იღებენ კასარკს®, როგორც წესი, არ სჭირდებათ ლაბორატორიული მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი. თუმცა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია შრატისმიერი კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
გულის უკმარისობის მკურნალობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კანდესარტან ცილექსეტილის გვერდითი მოვლენების პროფილი შეესაბამებოდა მოქმედი ნივთიერების ფარმაკოლოგიას და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. CHARM კლინიკური კვლევის პროგრამაში, რომლის დროსაც კანდესარტან ცილექსეტილი მიიღებოდა 32 მგ-მდე დოზით (n=3803) და მისი შედარება ხდებოდა პლაცებოსთან (n=3796), გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა დაფიქსირდა კანდესარტან ცილექსეტილის მიმღები პაციენტების 21%-ში და პლაცებოს მიმღები პაციენტების 16.1%-ში.
არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის უკმარისობა, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებს, კერძოდ, აგფ ინჰიბიტორებს და/ან სპირონოლაქტონს.

ჰიპერკალიემია,
ჰიპონატრიემია
ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ხშირი
ჰიპოტენზია

კანდესარტან ცილექსეტილის უსაფრთხოება შეისწავლებოდა 4-კვირიან კლინიკური ეფექტურობის კვლევაში და 1-წლიან ღია კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 6-დან <18 წლამდე ასაკის 255 ბავშვი და მოზარდი. ბავშვებში გვერდითი მოვლენების სიხშირე თითქმის ყველა სისტემურ ორგანოთა კლასში იყო ხშირი/არახშირის დიაპაზონში.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მოვლენების ბუნება და სიმძიმე მსგავსია მოზრდილებში გამოვლენილი მოვლენებისა (იხ. ზემოთ მოცემული ცხრილი), გვერდითი მოვლენების სიხშირე უფრო მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში, მაგალითად:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები „ძალიან ხშირი“ (≥1/10) ბავშვებში და „ხშირი“ (≥1/100-დან <1/10-მდე) მოზრდილებში;
ხველა „ძალიან ხშირი“ (≥1/10) ბავშვებში და „ძალიან იშვიათი“ (<1/10000) მოზრდილებში;
გამონაყარი „ხშირი“ (≥ 1/100-დან <1/10-მდე) ბავშვებში და „ძალიან იშვიათი“ (<1/10,000) მოზრდილებში;
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა „იშვიათი“ (≥1/1000, <1/100) ბავშვებში და „ძალიან იშვიათი“ (<1/10000) მოზრდილებში;
სინუსური არითმია, ნაზოფარინგიტი და ცხელება „ხშირი“ (≥1/100-დან <1/10-მდე), ყელის ტკივილი „ძალიან ხშირი“ (≥1/10) ბავშვებში, მაშინ როდესაც ეს გვერდითი მოვლენები მოზრდილებში არ გამოვლენილა.
თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სხვა დაავადებების ხშირი სიმპტომები ბავშვებში.
კანდესარტან ცილექსეტილის საერთო უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მოზრდილებში არსებული უსაფრთხოების პროფილისგან.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით, დოზის გადაჭარბების ძირითაფი გამოვლინებები, სავარაუდოდ, იქნება სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების ცალკეულ შემთხვევებში (კანდესარტან ცილექსეტილის 672 მგ-მდე), პაციენტები გამოჯანმრთელდნენ გართულებების გარეშე.
მკურნალობა: სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა და გაკონტროლდეს სასიცოცხლო ნიშნები. პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ზემოთ აწეული ფეხებით. თუ ეს არასაკმარისია, პლაზმური მოცულობა უნდა გაიზარდოს ინფუზიით, მაგალითად, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. თუ ზემოთ აღნიშნული ზომები არასაკმარისია, შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმპათომიმეტიკური სამკურნალო საშუალებები. კანდესარტანი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: კანდესარტან ცილექსეტილი;
1 ტაბლეტი შეიცავს კანდესარტან ცილექსეტილს, ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით 16 მგ ან 32 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარმელოზა; სიმინდის სახამებელი; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; ლაქტოზის მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; პოლიეთილენგლიკოლი (PEG 8000).
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კასარკი® 16 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპიროს ტაბლეტები. ტაბლეტის ზედაპირზე დასაშვებია მარმარილოსებრი ელფერი.
კასარკი® 32 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ხაზით. ტაბლეტის ზედაპირზე დასაშვებია მარმარილოსებრი ელფერი.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
ბლისტერზე 10 ტაბლეტი, შეფუთვაში 3 ბლისტერი.
გაცემის კატეგორია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები. კანდესარტანი.
ათქ კოდი C09CA06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანგიოტენზინ II არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ძირითადი ვაზოაქტიური ჰორმონი და მონაწილეობს ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დარღვევების პათოფიზიოლოგიური მექანიზმის განვითარებაში. ის ასევე მონაწილეობს ორგანოების საბოლოო ჰიპერტროფიიას და დაზიანების პათოგენეზში. ანგიოტენზინ II-ს მთავარი ფიზიოლოგიური ეფექტები, როგორიცაა ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულაცია, მარილებისა და წყლის ჰომეოსტაზის რეგულაცია და უჯრედების ზრდის სტიმულაცია, განპირობებულია 1 ტიპის რეცეპტორით (AT1).
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
კანდესარტან ცილექსეტილი არის პროწამალი, რომელიც განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ის სწრაფად გარდაიქმნება მოქმედ ნივთიერებად - კანდესარტანად, ეთერის ჰიდროლიზის მეშვეობით საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეწოვის დროს. კანდესარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი (არაII), სელექციურია AT1-ის რეცეპტორების მიმართ, მჭიდროდ უკავშირდება და ნელა დისოცირდება რეცეპტორიდან. იგი არ ავლენს აგონისტურ აქტივობას.
კანდესარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დეგრადაციას. არ გამოვლენილა აგფ-ზე მოქმედება და ბრადიკინინის ან P სუბსტრატის პოტენცირება. კანდესარტანისა და აგფ ინჰიბიტორების შედარებისას, ხველის შემთხვევები უფრო დაბალი აღმოჩნდა იმ პაციენტებში, რომლებიც კანდესარტან ცილექსეტილს იღებდნენ. კანდესარტანი არ უკავშირდება სხვა ჰორმონების რეცეპტორებს და არ ბლოკავს იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულაციისთვის. ანგიოტენზინ II (AT1) რეცეპტორების ანტაგონიზმი იწვევს პლაზმური რენინის, ანგიოტენზინ I-ის და ანგიოტენზინ II-ის დონის დოზადამოკიდებულ მატებას და ალდოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერეტნზიის დროს კანდესარტანი იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ, ხანგრძლივ დაქვეითებას. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ხდება შემცირებული სისტემური პერიფერიული წინააღმდეგობის ხარჯზე, გულის შეკუმშვათა სიხშირის რეფლექსური მომატების გარეშე. პირველი დოზის მიღების შემდეგ არ აღინიშნება სერიოზული ან გამწვავებული ჰიპოტენზიის ნიშნები ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ - მოხსნის სინდრომი.
კანდესარტან ცილექსეტილის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ანტიჰიპერეტნზიული ეფექტი უმრავლეს შემთხვევებში აღინიშნება 2 საათის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელებისას ნებისმიერი დოზით არტერიული ჰიპერეტნზიის შემცირება ჩვეულებრივ მიიღწევა ოთხი კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში. ცნობილია, რომ დოზის 16 მგ-დან 32 მგ-მდე დღეში ერთხელ გაზრდისას საშუალო დამატებითი ეფექტი უმნიშვნელოა. ინდივიდთაშორისი განსხვავებების გათვალისწინებით, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მოსალოდნელი იყოს საშუალოზე უფრო გამოხატული ეფექტი. კანდესარტან ცილექსეტილი, დღეში ერთხელ მიღებისას, უზრუნველყოფს არტერიული წნევის ეფექტურ და თანდათანობით შემცირებას 24 საათის განმავლობაში, დოზირების ინტერვალში მაქსიმალურ და მინიმალურ ეფექტებს შორის მცირე სხვაობით.
კანდესარტანის და ლოზარტანის ეფექტურობა და ტოლერანტობა შეადარეს ორ რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდა მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიით მქონე 1268 პაციენტი. არტერიული წნევის შემცირება (სისტოლური/დიასტოლური) შეადგენდა 13.1/10.5 მმ.ვწყ.სვ. კანდესარტან ცილექსეტილის მიღებისას 32 მგ დოზით ერთხელ დღეში და 10.0/8.7 მმ.ვწყ.სვ. ლოზარტანის კალიუმის მიღებისას 100 მგ დოზით ერთხელ დღეში (არტერიული წნევის შემცირებას შორის განსხვავება 3.1/1.8 მმ.ვწყ.სვ. р<0.0001/р<0.0001).
როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი გამოიყენება ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად, შეინიშნება არტერიული წნევის დამატებითი შემცირება. გაზრდილი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აგრეთვე აღინიშნება, როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი მიიღება ამლოდიპინთან ან ფელოდიპინთან კომბინაციაში.
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკირებას, გააჩნია ნაკლებად გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შავკანიან პაციენტებში (რომლებიც, ჩვეულებრივ წარმოადგენენ პოპულაციას რენინის დაბალი დონით) ვიდრე სხვა რასების წარმომადგენლებში. ეს, ასევე დამახასიათებელია კანდესარტანისთვის. ღია კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა დიასტოლური ჰიპერტენზიის მქონე 5156 პაციენტი, კანდესარტანით მკურნალობის დროს არტრიული წნევის შემცირება შავკანიან პაციენტებში მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში (14.4/10.3 მმ.ვწყ.სვ. vs 19.0/12.7 მმ.ვწყ.სვ., р<0.0001 / р<0.0001).
კანდესარტანი ზრდის თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევას და/ან არ ახდენს გავლენას ან ზრდის გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს, თირკმელებში სისხლძარღვთა წინააღმდეგობის და ფილტრაციის ფრაქციის შემცირების ხარჯზე. ცნობილია, რომ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და მიკროალბუმინურიით, კანდესარტან ცილექსეტილით ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა ამცირებს შარდში ალბუმინის გამოყოფას. ამჟამად არ არსებობს მონაცემები კანდესარტანის დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირებაზე ზემოქმედების შესახებ.
გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაზე კანდესარტან ცილექსეტილის 8-16მგ (საშუალო დოზა 12მგ) დოზის დღეში ერთხელ მიღების ეფექტები შეფასდა რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 4937 ხანდაზმული პაციენტი (70-89 წელი; 21% 80 წლის და უფროსი ასაკის), რომლებსაც საშუალოდ 3.7 წლის განმავლობაში ჰქონდათ მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზია (კვლევა ხანდაზმულებში კოგნიტური ფუნქციისა და პროგნოზის შესახებ). პაციენტები იღებდნენ კანდესარტან ცილექსეტილს ან პლაცებოს, სხვა ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობასთან ერთად, საჭიროების მიხედვით. არტერიული წნევა შემცირდა 166/90-დან 145/80 მმ.ვწყ.სვ.-მდე კანდესარტანის ჯგუფში და 167/90-დან დან 149/82 მმ.ვწყ.სვ.-მდე საკონტროლო ჯგუფში. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა პირველადი საბოლოო წერტილების, ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა, არალეტალური ინსულტი და არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი) მხრივ. კანდესარტანის ჯგუფში 1000 პაციენტ-წელზე დაკვირვებისას დაფიქსირდა 26.7 მოვლენა, მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფში დაფიქსირდა 30.0 მოვლენა 1000 პაციენტ-წელზე (ფარდობითი რისკი 0.89; 95%-იანი ნდობის ინტერვალი 0.75–1.06; p=0.19).
ორ მსხვილ რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes)) იკვლევდნენ აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორების კომბინრიებულ გამოყენებას.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, სამიზნე ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.
ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი გავლენა თირკმლის და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგებსა და სიკვდილიანობაზე, მაშინ როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით დაფიქსირდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. რადგან მათი ფარმაკოდინამიური თვისებები მსგავსია, ამიტომ ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
ამიტომ, აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
კვლევაში ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირინის დამატების სარგებელი, იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და თირკმელების ქრონიკული დაავადებება და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასევე ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
პედიატრიული პოპულაცია - ჰიპერტონია
კანდესარტანის არტერიული წნევის დამწევი ეფექტი შეფასდა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 1-დან 6 წლამდე და 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ორ რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულ, 4-კვირიანი დოზირების დიაპაზონის კვლევაში.
1-დან <6 წლამდე ასაკის 93 ბავშვი-პაციენტი, რომელთაგან 74%-ს თირკმლის დაავადება ჰქონდა, რანდომიზირდნენ კანდესარტან ცილექსეტილის სუსპენზიის პერორალურად მიმღებ ჯგუფებად 0.05, 0.20 ან 0.40 მგ/კგ დოზით დღეში ერთხელ. ანალიზის ძირითადი მეთოდი იყო სისტოლური არტერიული წნევის (SBP) დოზადამოკიდებული ცვლილებები.
კანდესარტან ცილექსეტილის სამი დოზის მიღებისას სისტოლური არტერიული წნევა და დიასტოლური არტერიული წნევა (DBP) შემცირდა 6.0/5.2 მმ.ვწყ.სვ.-მდე, საწყის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 12.0/11.1 მმ.ვწყ.სვ. იყო. თუმცა, რადგან პლაცებო ჯგუფი არ არსებობდა, არტერიულ წნევაზე ზემოქმედების რეალური დონე გაურკვეველი რჩება, რაც ართულებს ამ ასაკობრივ ჯგუფში სარგებლისა და რისკის თანაფარდობის საბოლოოდ შეფასებას.
6 წლიდან <17 წლამდე ასაკის 240 ბავშვი-პაციენტი რანდომიზირდა პლაცებოს ან კანდესარტან ცილექსეტილის დაბალი, საშუალო ან მაღალი დოზების მიმღებ ჯგუფებად, პროპორციით 1:2:2:2. ბავშვებისთვის, რომელთა წონა <50 კგ იყო, კანდესარტან ცილექსეტილის დოზა შეადგენდა 2, 8 ან 16 მგ-ს ერთხელ დღეში. ხოლო ბავშვებისთვის, რომელთა წონა >50 კგ იყო, კანდესარტან ცილექსეტილის დოზა შეადგენდა 4, 16 ან 32 მგ-ს ერთხელ დღეში. კანდესარტანის გაერთიანებულმა დოზებმა შეამცირა სისტოლური არტერიული წნევა მჯდომიარე მდგომარეობაში 10.2 მმ.ვწყ.სვ.-ით (p<0.0001), ხოლო დიასტოლური არტერიული წნევა მჯდომიარე მდგომარეობაში 6.6 მმ.ვწყ.სვ.-ით (p=0.0029) საწყის მაჩვენებელთან შედარებით. პლაცებოს ჯგუფში აღინიშნებოდა სისტოლური არტერიული წნევის შემცირება მჯდომიარე მდგომარეობაში 3.7 მმ მმ.ვწყ.სვ.-ით (p=0.0074), ხოლო დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება მჯდომიარე მდგომარეობაში 1.8 მმ.ვწყ.სვ.-ით (p=0,0992) საწყის მაჩვენებელთან შედარებით. მიუხედავად პლაცებოს ჯგუფში არსებული ეფექტისა, კანდესარტანის ყველა ინდივიდურმა დოზამ (და ყველა გაერთიანებულმა დოზამაც) აჩვენა უფრო ძლიერი ეფექტი, ვიდრე პლაცებომ. არტერიული წნევის შემცირების მაქსიმალური რეაქცია დაფიქსირდა ბავშვებში, რომელთა წონა იყო 50 კგ-ზე ნაკლები და მეტი 8 მგ დოზით, 16 მგ დოზით მიღებისას, შესაბამისად; შემდგომ დოზის გაზრდამ დამატებითი ეფექტი აღარ გამოიწვია.
მონაწილეთა შორის 47% იყო შავკანიანი პაციენტები, ხოლო 29% - გოგონა; საშუალო ასაკი ± სტანდარტული გადახრა (SD) შეადგენდა 12.9±2.6 წელს. 6-დან <17 წლამდე ასაკის ბავშვებში შეინიშნებოდა ტენდენცია, რომ შავკანიანი პაციენტების არტერიულ წნევაზე გავლენა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში.
გულის უკმარისობა
თანამედროვე მონაცემები აჩვენებს, რომ კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა ამცირებს ლეტალურობას, ამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციების რაოდენობას და ამსუბუქებს სიმპტომებს მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
აღნიშნული დადასტურდა პროგრამა CHARM-ის ფარგლებში (Candesartan in Heart failure – Assessment of Reduction in Mortality and Morbidity).
ეს მულტინაციონალური, პლაცებო-კონტროლირებადი, ორმაგი-ბრმა კვლევის პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ გულის უკმარისობის მქონე პაციენტები NYHA-ის მიხედვით II–IV ფუნქციური კლასით, შედგებოდა სამი ცალკეული კვლევისგან: CHARM–Alternative (N=2028), რომელშიც შევიდნენ პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤40% და რომლებიც არ იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს აუტანლობის გამო (ძირითადად ხველის გამო 72%), CHARM–Added (n=2548), რომელშიც შევიდნენ პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤40% და რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს და CHARM–conserved (n=3023), რომელშიც შევიდნენ პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია 40%.
გულის უკმარისობის ოპტიმალურ თერაპიაზე მყოფი პაციენტები რანდომიზირდნენ პლაცებოს ან კანდესარტან ცილექსეტილის მიმღებ ჯგუფებად (დოზის ტიტრირებით 4 ან 8 მგ-დან დღეში ერთხელ 32 მგ-მდე დღეში ერთხელ ან მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე; საშუალო დოზა შეადგენდა 24 მგ-ს). შემდეგ პაციენტები იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ საშუალოდ 37.7 თვის განმავლობაში. 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 63%-მა, რომლებმაც გააგრძელეს კანდესარტან ცილექსეტილის მიღება (89%), მიაღწია 32 მგ სამიზნე დოზას.
CHARM-Alternative კვლევაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის ან გულის უკმარისობის გამო პირველი ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული წერტილი მნიშვნელოვნად შემცირდა კანდესარტანის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით, რისკის კოეფიციენტი (HR) 0.77 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0.67-დან 0.89-მდე, p < 0.001). ეს შეესაბამება შეფარდებითი რისკის 23%-იან შემცირებას. კანდესარტანის ჯგუფში ამ საბოლოო წერტილს მიაღწია პაციენტების 33.0%-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 30.1-დან 36.0-მდე), ხოლო პლაცებოს ჯგუფში პაციენტების 40.0%-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 37.0-დან 43.1-მდე), აბსოლუტური სხვაობაა 7.0% (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 11.2-დან 2.8-მდე). მთლიანი კვლევის განმავლობაში ნამკურნალები თოთხმეტი პაციენტიდან, ერთი გადაურჩა გულ-სისხლძარღვთა მოვლენებით გამოწვეულ სიკვდილს ან ჰოსპიტალიზაციას გულის უკმარისობის გამო. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან გულის უკმარისობის გამო პირველი ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული ეფექტურობის ცვლადი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა კანდესარტანის გამოყენებისას, რისკის კოეფიციენტი 0.80 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0.70–0.92, p=0.001). კანდესარტანის მიმღები პაციენტების 36.6%-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 33.7–39.7) და პლაცებოს მიმღები პაციენტების 42.7%-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 39.6–45.8) მიაღწია ამ წერტილს, აბსოლუტური სხვაობაა 6.0% (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 10.3–1.8). ამ კომპლექსურ საბოლოო წერტილებში როგორც სიკვდილიანობა, ასევე ავადობა (გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაცია) ადასტურებს კანდესარტანის დადებით ეფექტს. კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობამ გამოიწვია NYHA-ის შესაბამისი ფუნქციური კლასის გაუმჯობესება (p=0.008).
CHARM–Added კვლევაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის ან გულის უკმარისობის გამო პირველი ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული წერტილი მნიშვნელოვნად შემცირდა კანდესარტანის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით, რისკის კოეფიციენტი (HR) 0.85 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0.75-დან 0.96-მდე, p < 0.011). ეს შეესაბამება შეფარდებითი რისკის 15%-იან შემცირებას. ამ წერტილს მიაღწია კანდესარტანის მიმღები პაციენტების 37.9-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 35.2–40.6), ხოლო პლაცებოს მიმღები პაციენტების 42.3%-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: : 39.6–45.1), აბსოლუტური სხვაობაა 4.4% (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 8.2-დან 0.6-მდე). მთლიანი კვლევის განმავლობაში ნამკურნალები ოცდასამი პაციენტიდან, ერთი გადაურჩა გულ-სისხლძარღვთა მოვლენებით გამოწვეულ სიკვდილს ან ჰოსპიტალიზაციას გულის უკმარისობის გამო. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან გულის უკმარისობის გამო პირველი ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული ეფექტურობის ცვლადი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა კანდესარტანის გამოყენებისას, რისკის კოეფიციენტი 0.87 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0.78–0.98, p=0.021). კანდესარტანის მიმღები პაციენტების 42.2%-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 39.5–45.0) და პლაცებოს მიმღები პაციენტების 46.1%-მა (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 43.4–48.9) მიაღწია ამ საბოლოო წერტილს, აბსოლუტური სხვაობაა 3.9% (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 7.8–0.1). ამ კომბინირებული ეფექტურობის საბოლოო წერტილებისთვის როგორც სიკვდილიანობამ, ასევე ავადობამ აჩვენა კანდესარტანის დადებითი ეფექტი. კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობამ გამოიწვია NYHA-ის შესაბამისი ფუნქციური კლასის გაუმჯობესება (p=0.020).
CHARM-Preserved კვლევაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწველი სიკვდილიანობის ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული ეფექტურობის ცვლადში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება არ დაფიქსირებულა, რისკის კოეფიციენტი 0.89 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0.77–1.03, p=0.118).
CHARM-ის სამივე სხვადასხვა კვლევაში ცალ-ცალკე შეფასებისას ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო. თუმცა, ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა ასევე შეფასდა CHARM-Alternative-ისა და CHARM-Added-ის კომბინირებულ პოპულაციებში, რისკის კოეფიციენტი 0.88 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0.79–0.98, p=0.018) და ასევე სამივე კვლევაში, რისკის კოეფიციენტი 0.91 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0.83–1.00, p=0.055).
ცნობილია, რომ კანდესარტანის დადებითი ეფექტი სტაბილურია ასაკის, სქესისა და თანმხლები მედიკამენტური თერაპიის მიუხედავად. კანდესარტანი ასევე ეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ბეტა-ბლოკატორებსა და აგფ ინჰიბიტორებს, ამასთანავე მისი დადებითი ეფექტი ნარჩუნდება იმის მიუხედავად, იღებს თუ არა პაციენტი აფგ ინჰიბიტორებს სამკურნალო გაიდლაინის მიხედვით რეკომენდებული მიზნობრივი დოზით. გულის ქრონიკული უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაქვეითების (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) მქონე პაციენტებში კანდესარტანი ამცირებს სისტემურ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და ფილტვის კაპილარულ წნევას, ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას და ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციას და ამცირებს ალდოსტერონის დონეს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
პერორალურად მიღების შემდეგ კანდესარტან ცილექსეტილი გარდაიქმნება მოქმედ ნივთიერება კანდესარტანად. კანდესარტან ცილექსეტილის ხსნარის პერორალურად მიღების შემდეგ კანდესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 40%-ია. ტაბლეტის ფორმულის ფარდობითი ბიოშეღწევადობა იმავე პერორალურ ხსნართან შედარებით დაახლოებით 34%-ია, ძალიან მცირე ცვალებადობით.
პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმის შედარებითი ბიოშეღწევადობა იმავე პრეპარატის პერორალურ ხსნარისთან შედარებით შეადგენს დაახლოებით 34%-ს და ხასიათდება ძალიან მცირე ცვალებადობით. ტაბლეტის გადაანგარიშებული აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, შესაბამისად, 14%-ია. საშუალო პიკური შრატისმიერ კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. კანდესარტანის შრატისმიერი კონცენტრაცია წრფივად იზრდება დოზების ზრდასთან ერთად თერაპიული დოზირების დიაპაზონში. კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკაში სქესის მიხედვით განსხვავებები არ დაფიქსირებულა. კანდესარტანი მნიშვნელოვანი დონით უკავშირდება პლაზმურ ცილებს - 99%-ზე მეტი. კანდესარტანის განაწილების აშკარა მოცულობაა 0.1 ლ/კგ.
კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვები.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
კანდესარტანი უპირატესად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდითა და ნაღველით და მხოლოდ მცირე რაოდენობით ღვიძლის მეტაბოლიზმის ხარჯზე (CYP2C9). თანამდეროვე მონაცემების საფუძველზე, ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის კანდესარტანსა და იმ პრეპარატებს შორის, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ციტოქრომ P450-ის CYP1A2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4 იზოფერმენტებზე. კანდესარტანის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი დაახლოებით 9 საათია. განმეორებითი მიღების შემდეგ პრეპარატის დაგროვება არ ხდება. კანდესარტანის საერთო პლაზმური კლირენსი დაახლოებით 0.37 მლ/წთ/კგ-ია, თირკმლის კლირენსი კი დაახლოებით 0.19 მლ/წთ/კგ. კანდესარტანის თირკმლისმიერი გამოყოფა ხდება როგორც გორგლოვანი ფილტრაციის, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით.
14C-რადიოიზოტოპით მარკირებული კანდესარტან ცილექსეტილის პერორალურად მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 26% გამოიყოფა შარდში კანდესარტანის სახით და 7% არააქტიური მეტაბოლიტის სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 56% გამოიყოფა განავალში კანდესარტანის სახით და 10% არააქტიური მეტაბოლიტის სახით.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ კატეგორიებში
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის) კანდესარტანის Cmax და AUC გაიზარდა დაახლოებით 50%-ით და 80%-ით, შესაბამისად, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. თუმცა, არტერიული წნევის რეაქცია და გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო კანდესარტანის მიღების შემდეგ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში კანდესარტანის Cmax და AUC განმეორებითი დოზების მიღებისას იზრდებოდა დაახლოებით 50%-ით და 70%-ით, შესაბამისად, მაგრამ t½ უცვლელი რჩებოდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაბამისი ცვლილებები შეადგენდა დაახლოებით 50%-ს და 110%-ს, შესაბამისად.
კანდესარტანის საბოლოო t½ დაახლოებით გაორმაგდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. კანდესარტანის AUC ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში მსგავსი იყო თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული მაჩვენებლისა.
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა კანდესარტანის საშუალო AUC-ის ზრდა დაახლოებით 20%-ით, თუმცა არსებობს მონაცემები, რომლის თანახმადაც ეს მაჩვენებელი 80%-ით გაიზარდა.
არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია
კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკური …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კასარკი ®
(CASARK)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: კანდესარტან ცილექსეტილი;
1 ტაბლეტი შეიცავს კანდესარტან ცილექსეტილს, ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით 16 მგ ან 32 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარმელოზა; სიმინდის სახამებელი; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; ლაქტოზის მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; პოლიეთილენგლიკოლი (PEG 8000).
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კასარკი® 16 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპიროს ტაბლეტები. ტაბლეტის ზედაპირზე დასაშვებია მარმარილოსებრი ელფერი.
კასარკი® 32 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ხაზით. ტაბლეტის ზედაპირზე დასაშვებია მარმარილოსებრი ელფერი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები. კანდესარტანი.

კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შეფასდა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 1-დან <6 წლამდე და 6-დან <17 წლამდე ასაკის ბავშვებში, ერთჯერადი დოზის ორ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში.
1-დან <6 წლამდე ასაკის ბავშვებმა (10 ბავშვი), რომელთა სხეულის წონა 10-დან <25 კგ-მდე იყო, მიიღეს 0.2 მგ/კგ ერთჯერადი დოზა პერორალური სუსპენზიის სახით. Cmax-სა და AUC-ს და ასაკსა ან წონას შორის კორელაცია არ დაფიქსირებულა. კლირენსის მონაცემები არ შეგროვდა და შესაბამისად, ამ პოპულაციაში კლირენსსა და წონას/ასაკს შორის შესაძლო კორელაცია უცნობია.
6-დან <17 წლამდე ასაკის ბავშვებმა (22 ბავშვი) მიიღეს ერთი 16 მგ ტაბლეტის ერთჯერადი დოზა. Cmax-სა და AUC-ს და ასაკს შორის კორელაცია არ დაფიქსირებულა. თუმცა, წონა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად კორელირდება Cmax-თან (p=0.012) და AUC-თან (p=0.011). კლირენსის მონაცემები არ შეგროვდა და შესაბამისად, ამ პოპულაციაში კლირენსსა და წონას/ასაკს შორის შესაძლო კორელაცია უცნობია.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ექსპოზიცია მსგავსი იყო იმავე დოზის მიმღები მოზრდილების ექსპოზიციისა. კანდესარტან ცილექსეტილის ფარმაკოკინეტიკა <1 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გულის უკმარისობისა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილი პაციენტების მკურნალობა (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%), როგორც აგფ ინჰიბიტორების დამატებითი თერაპია ან აგფ ინჰიბიტორების მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კანდესარტან ცილექსეტილის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მძიმე ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და/ან ქოლესტაზი;
გამოყენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში;
1 წლამდე ასაკის ბავშვები;
აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება ალისკირენს შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს < 60 მლ/წთ/1.73 მ2).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კანდესარტანსა და ჰიდროქლორთიაზიდს, ვარფარინს, დიგოქსინს, პერორალურ კონტრაცეპტივებს (მაგ., ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელი), გლიბენკლამიდს, ნიფედიპინსა და ენალაპრილს შორის არ დაფიქსირებულა.
კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო საშუალებების (მაგ., ჰეპარინის) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კალიუმის დონე. კალიუმის დონე შესაბამისად უნდა გაკონტროლდეს.
ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას აღინიშნა ლითიუმის შრატისმიერი კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება.
მსგავსი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (არაII) გამოყენებისას. კანდესარტანის და ლითიუმის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაცია აუცილებლად ითვლება, რეკომენდებულია შრატისმიერი ლითიუმის დონის საგულდაგულო მონიტორინგი.
როდესაც არაII მიიღება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) (მაგ. ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (>3 გ/დღეში) და არასელექციური აასს-ები) ერთად, შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.
როგორც აგფ ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში, არაII-ის და აასს-ების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის და შრატში კალიუმის დონის მომატების რისკი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე მკურნალობის დასაწყისში აქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტები სათანადოდ უნდა იყვნენ ჰიდრატირებულნი და თირკმლის ფუნქცია საგულდაგულოდ უნდა გაკონტროლდეს თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად შემდგომშიც.
ცნობილია, რომ რენინ-ალდოსტერონ-ანგიოტენზინის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II-ის ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით უკავშირდება ისეთი გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირეს, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის გაუარესება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა), რაას-ზე მოქმედი პრეპარატის მონოთერაპიასთან შედარებით.
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
გამოყენების თავისებურებანი
ზოგადი
პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვთა ტონუსი და თირკმლის ფუნქცია ძირითადად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ., პაციენტები მძიმე დეკომპენსირებული გულის უკმარისობით ან თირკმლის დაავადებით, მათ შორის თირკმლის არტერიის სტენოზი), ამ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატებით მკურნალობა უკავშირდებოდა მწვავე არტერიულ ჰიპოტენზიას, აზოტემიას, ოლიგურიას ან იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობას.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტების პრეპარატ კასარკით® მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტონია. როგორც აღწერილია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის მოცულობის გამოფიტვა. ჰიპოვოლემია უნდა დაკორექტირდეს თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
არაII-ის გამოყენებისას ასეთი ეფექტების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული. ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული საშუალების მსგავსად, იშემიური კარდიოპათიის ან იშემიური ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის ზედმეტმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა პრეპარატების მიერ, რომლებსაც აქვთ არტერიული წნევის დამწევი თვისებები, მიუხედავად იმისა, ინიშნება ისინი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების სახით თუ გამოიყენება სხვა ჩვენებებისთვის.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკს (მათ შორის თირკმლის მწვავე უკამრისობა). ამიტომ, რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით არ არის რეკომენდებული. თუ აბსოლუტურად აუცილებელია თერაპია ორმაგი ბლოკადით, მაშინ ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი და საგულდაგულო მონიტორინგით.
აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთად მიღება არ არის რეკომენდებული დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ასევე არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების, მინერალოკორტიკოიდური რეცეპტორების ანტაგონისტების და პრეპარატ კასარკის® სამმაგი კომბინაცია. ასეთი კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების დონისა და არტერიული წნევის საგულდაგულო მონიტორინგით.
თირკმლის არტერიის სტენოზი
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედმა სამკურნალო საშუალებებმა, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებმა (არაII), შეიძლება გაზარდონ სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დამთრგუნველი სხვა საშუალებების მიღების შემთხვევაში, კანდესარტან ცილექსეტილის მიმღებ მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს თირკმლის ფუნქციის ცვლილებები.
როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია (იხ. „დოზირების რეჟიმი და მიღების წესი“). თირკმლის ძალიან მძიმე უკმარისობის ან თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგ., კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ/1.73 მ2) მიღების შეზღუდული გამოცდილებაა.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერიოდულად უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (75 წლის და უფროსი ასაკის) და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კანდესარტან ცილექსეტილის დოზის შერჩევისას რეკომენდებულია შრატისმიერი კრეატინინისა და კალიუმის დონის მონიტორინგი. არ არსებობს მონაცემები კანდესარტანის გამოყენების შესახებ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა შრატისმიერი კრეატინინის დონე >265 მკმოლ/ლ (>3 მგ/დლ) არის.
თირკმლის უკმარისობა ბავშვებში: კანდესარტან ცილექსეტილი არ არის შესწავლილი ბავშვებში, რომელთა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ წთ/1.73 მ2-ზე ნაკლებია.
თანმხლები თერაპია აგფ ინჰიბიტორებთან გულის უკმარისობის დროს
გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის გაუარესების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი მიიღება აგფ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ასევე არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორის, მინერალოკორტიკოიდური რეცეპტორების ანტაგონისტის და კანდესარტან ცილექსეტილის სამმაგი კომბინაცია. ეს კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი, საგულდაგულო მონიტორინგით.
დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორები არ უნდა იქნას გამოყენებული ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად.
აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთად მიღება არ არის რეკომენდებული დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
კასარკის® გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც ახლახან ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია, შეზღუდულია.
არტერიული ჰიპოტენზია
პრეპარატ კასარკით® მკურნალობის დროს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. ის ასევე შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზიის და შიდა სისხლძარღვოვანი დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში დიურეზული საშუალებების მაღალი დოზების გამო. თერაპიის დაწყებისას სიფრთხილეა საჭირო და მიღებული უნდა იქნას ზომები ჰიპოვოლემიის კორექციისთვის.
ბავშვებში, რომლებსაც აქვთ სისხლის მოცულობის შემცირების პოტენციალი (მაგ., პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირები), მკურნალობა უნდა დაიწყოს საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და განხილული უნდა იყოს პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზის შემცირება.
აორტალური ან მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია)
ისევე როგორც სხვა ვაზოდილატატორების მიღებისას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აქვთ აორტის ან მიტრალური სარქვლების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები უმეტეს შემთხვევაში არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. ამიტომ, კანდესარტან ცილექსეტილის გამოყენება ამ პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.
ჰიპერკალიემია
პრეპარატ კასარკის® და კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების ერთად მიღებამ, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე (მაგ., ჰეპარინი), არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს შრატისმიერი კალიუმის დონის მომატება. საჭიროა კალიუმის დონის შესაბამისი მონიტორინგი.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ კასარკს®, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი. აგფ ინჰიბიტორების, კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებების (მაგ., სპირონოლაქტონი) და კანდესარტან ცილექსეტილის კომბინაცია არ არის რეკომენდებული და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ პოტენციური სარგებლისა და რისკების საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (მათ შორის კანდესარტან ცილექსეტილის) მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“). ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა. სიმპტომები გაქრა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუ ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება დადასტურდა, კანდესარტან ცილექსეტილის მიღება უნდა შეწყდეს და სიმპტომების სრულ გაქრობამდე უნდა დაიწყოს შესაბამისი მონიტორინგი.
ანესთეზია და ქირურგიული ჩარევა
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოტენზია ანესთეზიისა და ქირურგიული ჩარევის დროს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადის გამო. ძალიან იშვიათად, ჰიპოტენზია შეიძლება იყოს გამოხატული და საჭირო გახდეს ინტრავენური სითხის და/ან ვაზოკონსტრიქტორების გამოყენება.
კასარკი® შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
გამოყენება პედიატრიაში
კასარკის® უსაფრთხოება და ეფექტურობა 1-დან <6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
კასარკი® უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა
ორსულობის დროს არ უნდა დაიწყოს არაІІ-ით მკურნალობა. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არაІІ-ით თერაპიის გაგრძელება უკიდურესად აუცილებელია, პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას უნდა დაენიშნოთ ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. ორსულობის დადასტურებით შემთხვევაში, არაІІ-ით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
პოსტმენარქიული პერიოდის მქონე პაციენტებში დაორსულების შესაძლებლობა ფასდება ზოგადი საფუძველზე. ორსულობის დროს პრეპარატის ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და/ან იქნას მიღებული ზომები.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
ორსულობის დროს კანდესარტან ცილექსეტილის გამოყენება უკუნაჩვენებია. პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, უნდა დაენიშნოთ ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. ორსულობის დადასტურებით შემთხვევაში, არაІІ-ით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ცნობილია, რომ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები იწვევენ ტოქსიკურ ეფექტებს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, მათ შორის ნაყოფში (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მცირეწყლიანობა, თავის ქალას ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილებში (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).
ახალშობილებს, რომელთა დედებიც იღებდნენ არაII-ს, ესაჭიროებათ საგულდაგულო დაკვირვება არტერიული ჰიპოტენზიის გამოსავლენად.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კანდესარტანი დედის რძეში. თუმცა, კანდესარტანი აღმოჩენილია ვირთაგვების რძეში. კასარკი® არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. ჩვილზე პოტენციური გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატ კასარკის® მიღების საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
არ არსებობს მონაცემები კანდესარტანის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, პრეპარატ კასარკით® მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და მომატებული დაღლილობა.
გამოყენების წესი და დოზები
არტერიული ჰიპერტენზია
პრეპარატ კასარკის® რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზაა 8 მგ დღეში ერთხელ. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის უმეტესი ნაწილი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში. თუ არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 16 მგ-მდე დღეში ერთხელ და მაქსიმუმ 32 მგ-მდე დღეში ერთხელ. მკურნალობა კორექტირდება არტერიული წნევის დონის მიხედვით.
კასარკის® გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოდინამიკა“, „უკუჩვენებები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“ და „გამოყენების თავისებურებანი“). ნაჩვენებია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის დამატება იწვევს არტერიული წნევის დამატებით შემცირების ეფექტს კასარკის® სხვადასხვა დოზების გამოყენებისას.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები, რომლებსაც შემცირებული აქვთ მოცირკულირე სისხლის მოცულობა
ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა პაციენტები მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, რეკომენდებულია 4 მგ საწყისი დოზა (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისა და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებისთვის საწყისი დოზაა 4 მგ. დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს კლინიკური პასუხის მიხედვით. თირკმლის ძალიან მძიმე უკმარისობის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ) შეზღუდული გამოყენების გამოცდილებაა (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია 4 მგ საწყისი დოზა დღეში ერთხელ. დოზა კორექტირდება კლინიკური პასუხის მიხედვით. კასარკი® უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის და/ან ქოლესტაზის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოკინეტიკა“ და „უკუჩვენებები“).
შავკანიანი პაციენტები
კანდესარტანის ჰიპოტენზიური ეფექტი შავკანიან პაციენტებში ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში. ამიტომ, პრეპარატ კასარკის® დოზის გაზრდის ან დამატებითი თერაპიის საჭიროება არტერიული წნევის კონტროლის მიზნით შავკანიან პაციენტებში შეიძლება უფრო ხშირად წარმოიშვას, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
პედიატრიული პოპულაცია
6-დან <18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 4 მგ დღეში ერთხელ.
<50 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტებისთვის: პაციენტებში არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით დოზის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 8 მგ-მდე დღეში ერთხელ.
≥50 სხეულის წონის მქონე პაციენტებისთვის: პაციენტებში არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით დოზის გაზრდა შესაძლებელია 8 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 16 მგ-მდე დღეში ერთხელ (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
32 მგ-ზე მაღალი დოზები ბავშვებში შესწავლილი არ არის. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის უმეტესი ნაწილი მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში.
ბავშვებში, რომლებსაც აქვთ სისხლის მოცულობის შემცირების პოტენციალი (მაგ., პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირები), მკურნალობა უნდა დაიწყოს საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და განხილული უნდა იყოს პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
კანდესარტანის გამოყენება არ არის შესწავლილი ბავშვებში, რომელთა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლებია (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“).
შავკანიანი პედიატრიული პაციენტები
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნაკლებად გამოხატულია შავკანიან პაციენტებში, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
1 წლიდან <6 წლამდე ასაკის ბავშვები
- 1-დან <6 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არსებული მონაცემები აღწერილია ფარმაკოდინამიკის პარაგრაფში, თუმცა დოზირების რეკომენდაციების მოწოდება შეუძლებელია.
- კასარკი® უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).
დოზირება გულის უკმარისობის დროს
კასარკის® ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა 4 მგ დღეში ერთხელ. სამიზნე დოზამდე 32 მგ დღეში ერთხელ (მაქსიმალური დოზა) ან მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე გაზრდა მიიღწევა დოზის გაორმაგებით მინიმუმ 2 კვირიანი ინტერვალებით (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებანი“). გულის უკმარისობის მქონე პაციენტების გამოკვლევა ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებას, მათ შორის შრატისმიერი კრეატინინისა და კალიუმის დონის მონიტორინგს. კასარკი® შეიძლება დაინიშნოს გულის უკმარისობის სხვა თერაპიებთან ერთად, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, დიურეზულ საშუალებებთან და დიგიტალისთან, ან ამ მედიკამენტების კომბინაციასთან ერთად. აგფ ინჰიბიტორების, კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებების (მაგ., სპირონოლაქტონი) და პრეპარატ კასარკის® კომბინაცია არ არის რეკომენდებული და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ პოტენციური სარგებლისა და რისკების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ. (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოდინამიკა“, „გამოყენების თავისებურებანი“ და „გვერდითი მოვლენები“).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობა, საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის უკმარისობის სამკურნალოდ კანდესარტანის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი
მიიღება პერორალურად.
კასარკი® მიიღება დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად.
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე.
ტაბლეტები ვერ იყოფა ნაწილებად, ამიტომ, თუ საჭიროა კანდესარტან ცილექსეტილის 4 მგ დოზის დანიშვნა, უნდა იქნას გამოყენებული კანდესარტანის სხვა პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს კანდესარტან ცილექსეტილის 4 მგ დოზირების შესაძლებლობას.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით, დოზის გადაჭარბების ძირითაფი გამოვლინებები, სავარაუდოდ, იქნება სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების ცალკეულ შემთხვევებში (კანდესარტან ცილექსეტილის 672 მგ-მდე), პაციენტები გამოჯანმრთელდნენ გართულებების გარეშე.
მკურნალობა: სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა და გაკონტროლდეს სასიცოცხლო ნიშნები. პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ზემოთ აწეული ფეხებით. თუ ეს არასაკმარისია, პლაზმური მოცულობა უნდა გაიზარდოს ინფუზიით, მაგალითად, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. თუ ზემოთ აღნიშნული ზომები არასაკმარისია, შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმპათომიმეტიკური სამკურნალო საშუალებები. კანდესარტანი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
გვერდითი მოვლენები
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა
კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანდესარტან ცილექსეტილს აქვს გვერდითი მოვლენების პროფილი, რომელიც პლაცებოს მსგავსია. მთლიანობაში გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალი იყო. გვერდითი მოვლენების გამოვლენა არ იყო დაკავშირებული დოზასთან, ასაკთან ან სქესთან. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები დაახლოებით მსგავსი იყო კანდესარტან ცილექსეტილის (3.1%) და პლაცებოს (3.2%) ჯგუფებში.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემების გაერთიანებულ ანალიზში, კანდესარტან ცილექსეტილთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები განისაზღვრა, როგორც კანდესარტან ცილექსეტილის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც პლაცებოს მიღებასთან შედარებით სულ მცირე 1%-ით უფრო ხშირად ვითარდებოდა. ამ განმარტების თანახმად, ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო: თავბრუსხვევა/ვერტიგო, თავის ტკივილი და სასუნთქი გზების ინფექცია.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემების კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი
სასუნთქი გზების ინფექციები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ძალიან იშვიათი
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავბრუსხვევა/ვერტიგო, თავის ტკივილი
დარღვევები სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
ძალიან იშვიათი
ხველა
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
გულისრევა, ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
ძალიან იშვიათი
ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი
ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი
ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია
თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
ძალიან იშვიათი
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა მგრძნობიარე პაციენტებში
ლაბორატორიული ანალიზების შედეგები: შემთხვევათა უმრავლესობაში, პრეპარატ კასარკის® კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რუტინულ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე არ დაფიქსირებულა. როგორც სხვა რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში, დაფიქსირდა ჰემოგლობინის დონის უმნიშვნელო შემცირება. პაციენტებს, რომლებიც იღებენ კასარკს®, როგორც წესი, არ სჭირდებათ ლაბორატორიული მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი. თუმცა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია შრატისმიერი კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
გულის უკმარისობის მკურნალობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კანდესარტან ცილექსეტილის გვერდითი მოვლენების პროფილი შეესაბამებოდა მოქმედი ნივთიერების ფარმაკოლოგიას და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. CHARM კლინიკური კვლევის პროგრამაში, რომლის დროსაც კანდესარტან ცილექსეტილი მიიღებოდა 32 მგ-მდე დოზით (n=3803) და მისი შედარება ხდებოდა პლაცებოსთან (n=3796), გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა დაფიქსირდა კანდესარტან ცილექსეტილის მიმღები პაციენტების 21%-ში და პლაცებოს მიმღები პაციენტების 16.1%-ში.
არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის უკმარისობა, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებს, კერძოდ, აგფ ინჰიბიტორებს და/ან სპირონოლაქტონს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები.
ორგანოთა სისტემების კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ხშირი
ძალიან იშვიათი
ჰიპერკალიემია,
ჰიპონატრიემია
ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ხშირი
ჰიპოტენზია
დარღვევები სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
ძალიან იშვიათი
ხველა
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
გულისრევა, ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
ძალიან იშვიათი
ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი
ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი
ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია
თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
ხშირი
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა მგრძნობიარე პაციენტებში
პედიატრიული პოპულაცია
კანდესარტან ცილექსეტილის უსაფრთხოება შეისწავლებოდა 4-კვირიან კლინიკური ეფექტურობის კვლევაში და 1-წლიან ღია კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 6-დან <18 წლამდე ასაკის 255 ბავშვი და მოზარდი. ბავშვებში გვერდითი მოვლენების სიხშირე თითქმის ყველა სისტემურ ორგანოთა კლასში იყო ხშირი/არახშირის დიაპაზონში.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მოვლენების ბუნება და სიმძიმე მსგავსია მოზრდილებში გამოვლენილი მოვლენებისა (იხ. ზემოთ მოცემული ცხრილი), გვერდითი მოვლენების სიხშირე უფრო მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში, მაგალითად:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები „ძალიან ხშირი“ (≥1/10) ბავშვებში და „ხშირი“ (≥1/100-დან <1/10-მდე) მოზრდილებში;
ხველა „ძალიან ხშირი“ (≥1/10) ბავშვებში და „ძალიან იშვიათი“ (<1/10000) მოზრდილებში;
გამონაყარი „ხშირი“ (≥ 1/100-დან <1/10-მდე) ბავშვებში და „ძალიან იშვიათი“ (<1/10,000) მოზრდილებში;
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა „იშვიათი“ (≥1/1000, <1/100) ბავშვებში და „ძალიან იშვიათი“ (<1/10000) მოზრდილებში;
სინუსური არითმია, ნაზოფარინგიტი და ცხელება „ხშირი“ (≥1/100-დან <1/10-მდე), ყელის ტკივილი „ძალიან ხშირი“ (≥1/10) ბავშვებში, მაშინ როდესაც ეს გვერდითი მოვლენები მოზრდილებში არ გამოვლენილა.
თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სხვა დაავადებების ხშირი სიმპტომები ბავშვებში.
კანდესარტან ცილექსეტილის საერთო უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მოზრდილებში არსებული უსაფრთხოების პროფილისგან.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
ბლისტერზე 10 ტაბლეტი, შეფუთვაში 3 ბლისტერი.
გაცემის კატეგორია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
საჯარო სააქციო საზოგადოება „კიევმედპრეპარატი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის ადგილის მისამართი
უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საქსაგანსკოგოს ქ., 139.
ბოლო გადახედვის თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.