კარსილი 22,5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
CARSIL® 22,5mg coated tablets
ღვიძლის ტოქსიური დაზიანება; ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპია; ღვიძლის სტეატოზი (ალკოჰლური და არაალკოჰოლური); ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Milk thistle (Silybum marianum) fruits dry extract (Silymarin))
- ფორმა და შეფუთვა
- 22,5მგ შემოგარსული ტაბლეტი №80 (8X10)
- მწარმოებელი
- SOPHARMA JSC, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები
- ATC კოდი
- A05BA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044819
- რეგისტრირებულია
- 17 თებერვალი 2026, მოქმედებს 17 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სს „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კარსილი 22,5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ღვიძლის ტოქსიური დაზიანება;
ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპია;
ღვიძლის სტეატოზი (ალკოჰლური და არაალკოჰოლური);
ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში;
სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენებისას, ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის, პროფესიულის).
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
დაავადების მძიმე ფორმებისას მკურნალობას იწყებენ დოზით 4 გარსით დაგარული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მსუბუქ შემთხვევაში და შემანარჩუენელი დოზისას – 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ბავშვებში სილიმარინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის, ამიტომ კარსილი 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რეკომედებული არ არის.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვისა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
- 4. განსაკუთრებულები გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- კარსილით მკურნალობა არ ანაცვლებს დიეტას, ან თავის შეკავებას ღვიძლის დაზიანებისას (მაგ. ალკოჰოლის გამოყენებისაგან).
- სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰორმონალური დარღვევების მქონე პაციენტებში (ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების და საშვილოსნოს კარცინომა, წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა) სილიმარინის შესაძლო ესტროგენის მსგავსი მოქმედების გამო.
- სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს. ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით და ამიტომ ის ითვლება უსაფრთხოდ ადამიანებისთვის ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია). ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,95 მიკროგრამ გლუტენს. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
- სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, აგრეთვე პაციენტებმა ლაქტოზის სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
- გარსის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერების სახით შედის საქაროზა. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, აგრეთვე პაციენტებმა გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობით არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
- ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შენელებული ტიპის).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
სილიმარინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოდინამიკაზე.
- სილიმარინისა და პერორალური კონტრაცეპტული საშუალებების კომბინირებული მიღებისას, რომლებიც გამოიყენება ესტროგენებით და ტამოქსიფენით ჩანაცვლებითი მკურნალობის დროს, შესაძლებელია ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირება.
სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
- სილიმარინს შეუძლია გააძლიეროს ისეთი სამკურანლო პრეპარატების მოქმედება, როგორიცაა დიაზეპამი, ალპრაზოლამი, კეტოკონაზოლი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი, ვინბლასტინი, ციტოქრომ P 450 სისტემაზე დამთრგუნველი ზემოქმედების შედეგად.
- სილიმარინის შემცველი მცენარეული პროდუქტები ფართოდ გამოიყენება ჰეპატოპროტექტორების სახით ონკოლოგიურ პრაქტიკაში ციტოსტატიკებთან ერთად. კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია სილიმარინის შესაძლო ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების უმნიშვნელო რისკი, როგორც იზოფერმენტის CYP3A4 და UGT1A1 ინჰიბიტორი და ციტოსტატიკების, რომლებიც ამ ფერმენტების სუბსტრატებს წარმოადგენენ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის / ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო ჩვენებებით და თუ პრეპარატით მკურნალობის სარგებელი აჭარბებს რისკს ნაყოფისათვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კარსილი არ ახდენს არასასურველ გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირისა და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით. კატეგორიები სიხშირის მიხედვით განისაზღვრება როგორც: ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100 და <1/10), არახშირი ( 1/1000 და <1/100), იშვიათი (10 1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი სიხშირით (არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეფასების გაკეთება შეუძლებელია).
სამკურნალო პრეპარატს აქვს კარგი ამტანობა. გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და ისინი, როგორც წესი, მსუბუქი და დროებითია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: კანის ალერგიული რეაქციები - ქავილი, გამონაყარი;
უცნობი სიხშირით: ანაფილაქსიური შოკი.
დარღვევები სმენის აპარატის და ლაბირინთის მხრიდან
იშვიათი: არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
იშვიათი: დიარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მომატების შედეგად.
უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, დისპეპსია, მადის დაქვეითება, მეტეორიზმი.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
სილიმარინის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არის.
მკურნალობა
მაღალი დოზის შემთხვევითი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
შემადგენლობა
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40,9-56,3 მგ ბაყაყურას ნაყოფის მშრალ ექსტრაქტს (Silybi mariani fructus extractum siccum), რომელიც 22,5 სილიმარინის ექვივალენტურია, სილიბინინის ფორმით.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (Е 216).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პუნქტში.
- სამკურნალო პრეპარატის გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი.
სწორი მრგვალი ფორმის, ფერი - ყავისფერი, უსუნო.
შენახვის პირობები
3 (სამი) წელი
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.
- 5 გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- 6. მონაცემები შეფუთვის შესახებ
პირველადი შეფუთვა: გარსით დაფარული 10 ტაბლეტი მყარ გამჭვირვალე უფერო პვქ აპკის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.
მეორადი შეფუთვა: 8 ბლისტერი (გარსით დაფარული 80 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გადაგდების და მუშაობისას
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.
- გამოყენების ნებართვის მფლობელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს შოსეს ქუჩა 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
- სავაჭრო ლიცენზიის ან სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი (ნომრები)
R-031635
- პირველი გამოყენების ნებართვის / განახლებული ნებართვის თარიღი
- 11.2010/27.11.2015/04.02.2021
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სამკურნალო პრეპარატები ღვიძლის სამკურნალოდ, ლიპოტროპული, ATC კოდი: A05BA03.
კარსილი მიეკუთვნება ე.წ. ჰეპატოპროტექტორული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს 4 ფლავონოლიგანის იზომერების ნარევს: სილიბინინი, იზოსილიბინინი, სილიდიანინი და სილიქრისტინი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ საკმარისად არ არის გამოკვლეული. დადგენილია, რომ სილიმარინის ჰეპატოპროტექტორული მოქმედება განპირობებულია ჰეპატოციტების მემბრანაში შესაბამის ტოქსინებზე რეცეპტორებთან ერთად კომპეტიტიური ურთიერთქმედებით, გამოხატავს რა ამგვარად მემბრანის მასტაბილებელ ეფექტს.
სილიმარინს აქვს მეტაბოლური და უჯრედების მარეგულირებელი მოქმედება, არეგულირებს უჯრედის მემბრანის გამტარიანობას, თრგუნავს 5-ლიპოქსიგენაზას გზას, განსაკუთრებით ლეიკოტრიენი B4 (LTB4)-ს, აგრეთვე უკავშირდება ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებს. ასტიმულირებს პროტეინების (სტრუქტურული და ფუნქციონალური) და ფოსფოლიპიდების სინთეზს დაზიანებულ ჰეპატოციტებში, რითაც აჩქარებს რეგენერაციული პროცესებს. ფლავონოიდების მოქმედება, რომელსაც მიეკუთვნება სილიმარინი, ასევე განპირობებულია მათი ანტიოქსიდანტური და მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ეფექტით. კლინიკურად ეს ეფექტები გამოიხატება სუბიექტური და ობიექტური სიმპტომების გაუმჯობესებასა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების ნორმალიზებაში (ტრანსამინაზები, გამა- გლობულინი, ბილირუბინი). ეს იწვევს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ჩივილების შემცირებას და ღვიძლის დაავადების გამო საკვების მონელების დარღვევების მქონე პაციენტებში იწვევს მადის და წონის მატებას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ, სილიმარინი მთლიანად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (23-47%-მდე). პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. გადის ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
განაწილება
14C შედგენილი სილიბინინით კვლევებისას, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება ღვიძლში, ფილტვებში, კუჭსა და პანკრეასში, მცირე რაოდენობით თირკმელებში, გულში და სხვა ორგანოებში.
მეტაბოლიზმი
იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში სულფატებთან და გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციით. მეტაბოლიტების სახით ნაღველში გვხვდება გლუკურონიდები და სულფატები.
გამოყოფა
ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი სილიმარინისთვის შეადგენს 1-3 საათს და მისი მეტაბოლიტებისთვის - 6-8 საათს. იგი გამოიყოფა ძირითადად ნაღველში (დაახლოებით 80%) გლუკურონიდების და სულფატების სახით და მცირე რაოდენობით (დაახლოებით 5%) შარდით უცვლელი სახით. არ გროვდება ორგანიზმში.
- 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
კარსილი მიეკუთვნება პრაქტიკულად არატოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს.
სიკვდილიანობა დადგენილი არ არის თაგვებსა და ვირთხებში 2000 მგ/კგ-მდე დოზით ერთჯერადი პერორალური მიღებისას.
ქვემწვავე (90 დღე) ტოქსიკურობა, რომელიც გამოკვლეული იქნა ვირთხებში, რომლებთანაც გამოყენებული იყო პერორალური დოზები 50, 200 და 1000 მგ/კგ სხ/მასაზე, გამოკვლეულ კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრებში და გამოკვლეული შინაგანი ორგანოების მორფოლოგიაში არ აჩვენებს მონაცემებს ტოქსიკური ცვლილებების შესახებ.
ქრონიკული (180 დღიანი) ტოქსიკურობის შედეგები, რომელიც გამოკვლეული იყო ვირთხებსა და ძაღლებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ 10, 50, 100 და 200 მგ/კგ დოზებს, არ აჩვენებს ტოქსიკური მოქმედების შესახებ მონაცემებს.
კარსილი არ აჩვენებს მონაცემებს ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული მოქმედების შესახებ ვირთხებზე ჩატარებული ცდებისას, რომელთაც მთელი გესტაციური პერიოდის განმავლობაში პერორალურად აძლევდნენ 1000 და 2000 მგ/კგ დოზას და კურდღლებში, პერორალურად 100 მგ / კგ დოზის გამოყენებისას.
არ არსებობს მონაცემები მუტაგენური ეფექტის შესახებ, ვირთხებში 10, 50 და 200 მგ / კგ დოზებში პერორალურად გამოყენებისას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პრეპარატის მოკლე დახასიათება
- სამკურნალო პრეპარატის სახელწოდება
კარსილი 22,5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
Carsil® 22,5 mg coated tablets
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40,9-56,3 მგ ბაყაყურას ნაყოფის მშრალ ექსტრაქტს (Silybi mariani fructus extractum siccum), რომელიც 22,5 სილიმარინის ექვივალენტურია, სილიბინინის ფორმით.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (Е 216).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პუნქტში.
- სამკურნალო პრეპარატის გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი.
სწორი მრგვალი ფორმის, ფერი - ყავისფერი, უსუნო.
- კლინიკური მონაცემები
- 1. თერაპიული ჩვენებები
ღვიძლის ტოქსიური დაზიანება;
ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპია;
ღვიძლის სტეატოზი (ალკოჰლური და არაალკოჰოლური);
ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში;
სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენებისას, ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის, პროფესიულის).
- 2. დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
დაავადების მძიმე ფორმებისას მკურნალობას იწყებენ დოზით 4 გარსით დაგარული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მსუბუქ შემთხვევაში და შემანარჩუენელი დოზისას – 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ბავშვებში სილიმარინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის, ამიტომ კარსილი 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რეკომედებული არ არის.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვისა.
- 3. უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
- 4. განსაკუთრებულები გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- კარსილით მკურნალობა არ ანაცვლებს დიეტას, ან თავის შეკავებას ღვიძლის დაზიანებისას (მაგ. ალკოჰოლის გამოყენებისაგან).
- სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰორმონალური დარღვევების მქონე პაციენტებში (ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების და საშვილოსნოს კარცინომა, წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა) სილიმარინის შესაძლო ესტროგენის მსგავსი მოქმედების გამო.
- სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს. ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით და ამიტომ ის ითვლება უსაფრთხოდ ადამიანებისთვის ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია). ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,95 მიკროგრამ გლუტენს. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
- სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, აგრეთვე პაციენტებმა ლაქტოზის სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
- გარსის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერების სახით შედის საქაროზა. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, აგრეთვე პაციენტებმა გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობით არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
- ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შენელებული ტიპის).
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
სილიმარინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოდინამიკაზე.
- სილიმარინისა და პერორალური კონტრაცეპტული საშუალებების კომბინირებული მიღებისას, რომლებიც გამოიყენება ესტროგენებით და ტამოქსიფენით ჩანაცვლებითი მკურნალობის დროს, შესაძლებელია ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირება.
სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
- სილიმარინს შეუძლია გააძლიეროს ისეთი სამკურანლო პრეპარატების მოქმედება, როგორიცაა დიაზეპამი, ალპრაზოლამი, კეტოკონაზოლი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი, ვინბლასტინი, ციტოქრომ P 450 სისტემაზე დამთრგუნველი ზემოქმედების შედეგად.
- სილიმარინის შემცველი მცენარეული პროდუქტები ფართოდ გამოიყენება ჰეპატოპროტექტორების სახით ონკოლოგიურ პრაქტიკაში ციტოსტატიკებთან ერთად. კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია სილიმარინის შესაძლო ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების უმნიშვნელო რისკი, როგორც იზოფერმენტის CYP3A4 და UGT1A1 ინჰიბიტორი და ციტოსტატიკების, რომლებიც ამ ფერმენტების სუბსტრატებს წარმოადგენენ.
- 6. ფერტილურობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის / ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო ჩვენებებით და თუ პრეპარატით მკურნალობის სარგებელი აჭარბებს რისკს ნაყოფისათვის.
- 7. სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე ზემოქმედება
კარსილი არ ახდენს არასასურველ გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
- 8. გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირისა და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით. კატეგორიები სიხშირის მიხედვით განისაზღვრება როგორც: ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100 და <1/10), არახშირი ( 1/1000 და <1/100), იშვიათი (10 1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი სიხშირით (არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეფასების გაკეთება შეუძლებელია).
სამკურნალო პრეპარატს აქვს კარგი ამტანობა. გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და ისინი, როგორც წესი, მსუბუქი და დროებითია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: კანის ალერგიული რეაქციები - ქავილი, გამონაყარი;
უცნობი სიხშირით: ანაფილაქსიური შოკი.
დარღვევები სმენის აპარატის და ლაბირინთის მხრიდან
იშვიათი: არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
იშვიათი: დიარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მომატების შედეგად.
უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, დისპეპსია, მადის დაქვეითება, მეტეორიზმი.
- 9. ჭარბი დოზირება
სიმპტომები
სილიმარინის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არის.
მკურნალობა
მაღალი დოზის შემთხვევითი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სამკურნალო პრეპარატები ღვიძლის სამკურნალოდ, ლიპოტროპული, ATC კოდი: A05BA03.
კარსილი მიეკუთვნება ე.წ. ჰეპატოპროტექტორული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს 4 ფლავონოლიგანის იზომერების ნარევს: სილიბინინი, იზოსილიბინინი, სილიდიანინი და სილიქრისტინი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ საკმარისად არ არის გამოკვლეული. დადგენილია, რომ სილიმარინის ჰეპატოპროტექტორული მოქმედება განპირობებულია ჰეპატოციტების მემბრანაში შესაბამის ტოქსინებზე რეცეპტორებთან ერთად კომპეტიტიური ურთიერთქმედებით, გამოხატავს რა ამგვარად მემბრანის მასტაბილებელ ეფექტს.
სილიმარინს აქვს მეტაბოლური და უჯრედების მარეგულირებელი მოქმედება, არეგულირებს უჯრედის მემბრანის გამტარიანობას, თრგუნავს 5-ლიპოქსიგენაზას გზას, განსაკუთრებით ლეიკოტრიენი B4 (LTB4)-ს, აგრეთვე უკავშირდება ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებს. ასტიმულირებს პროტეინების (სტრუქტურული და ფუნქციონალური) და ფოსფოლიპიდების სინთეზს დაზიანებულ ჰეპატოციტებში, რითაც აჩქარებს რეგენერაციული პროცესებს. ფლავონოიდების მოქმედება, რომელსაც მიეკუთვნება სილიმარინი, ასევე განპირობებულია მათი ანტიოქსიდანტური და მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ეფექტით. კლინიკურად ეს ეფექტები გამოიხატება სუბიექტური და ობიექტური სიმპტომების გაუმჯობესებასა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების ნორმალიზებაში (ტრანსამინაზები, გამა- გლობულინი, ბილირუბინი). ეს იწვევს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ჩივილების შემცირებას და ღვიძლის დაავადების გამო საკვების მონელების დარღვევების მქონე პაციენტებში იწვევს მადის და წონის მატებას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ, სილიმარინი მთლიანად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (23-47%-მდე). პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. გადის ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
განაწილება
14C შედგენილი სილიბინინით კვლევებისას, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება ღვიძლში, ფილტვებში, კუჭსა და პანკრეასში, მცირე რაოდენობით თირკმელებში, გულში და სხვა ორგანოებში.
მეტაბოლიზმი
იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში სულფატებთან და გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციით. მეტაბოლიტების სახით ნაღველში გვხვდება გლუკურონიდები და სულფატები.
გამოყოფა
ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი სილიმარინისთვის შეადგენს 1-3 საათს და მისი მეტაბოლიტებისთვის - 6-8 საათს. იგი გამოიყოფა ძირითადად ნაღველში (დაახლოებით 80%) გლუკურონიდების და სულფატების სახით და მცირე რაოდენობით (დაახლოებით 5%) შარდით უცვლელი სახით. არ გროვდება ორგანიზმში.
- 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
კარსილი მიეკუთვნება პრაქტიკულად არატოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს.
სიკვდილიანობა დადგენილი არ არის თაგვებსა და ვირთხებში 2000 მგ/კგ-მდე დოზით ერთჯერადი პერორალური მიღებისას.
ქვემწვავე (90 დღე) ტოქსიკურობა, რომელიც გამოკვლეული იქნა ვირთხებში, რომლებთანაც გამოყენებული იყო პერორალური დოზები 50, 200 და 1000 მგ/კგ სხ/მასაზე, გამოკვლეულ კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრებში და გამოკვლეული შინაგანი ორგანოების მორფოლოგიაში არ აჩვენებს მონაცემებს ტოქსიკური ცვლილებების შესახებ.
ქრონიკული (180 დღიანი) ტოქსიკურობის შედეგები, რომელიც გამოკვლეული იყო ვირთხებსა და ძაღლებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ 10, 50, 100 და 200 მგ/კგ დოზებს, არ აჩვენებს ტოქსიკური მოქმედების შესახებ მონაცემებს.
კარსილი არ აჩვენებს მონაცემებს ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული მოქმედების შესახებ ვირთხებზე ჩატარებული ცდებისას, რომელთაც მთელი გესტაციური პერიოდის განმავლობაში პერორალურად აძლევდნენ 1000 და 2000 მგ/კგ დოზას და კურდღლებში, პერორალურად 100 მგ / კგ დოზის გამოყენებისას.
არ არსებობს მონაცემები მუტაგენური ეფექტის შესახებ, ვირთხებში 10, 50 და 200 მგ / კგ დოზებში პერორალურად გამოყენებისას.
- ფარმაცევტული მონაცემები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტაბლეტის გული:
ლაქტოზის მონოჰიდრატი
ხორბლის სახამებელი
პოვიდონი (კოლლიდონი-25)
მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101)
მაგნიუმის სტეარატი
ტალკი
მანიტოლი (Е421)
კროსპოვიდონი
პოლისორბატი 80
ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი.
მფარავი (დროჟირებული) გარსი:
ცელულოზის აცეტატფტალატი
დიეთილფტალატი
საქაროზა
აკაციის გუმფისი
ჟელატინი
ტალკი
ტიტანიუმის დიოქსიდი (Е 171)
მაკროგოლი 6000
გლიცეროლი
ყავისფერი ოპალუქსი (საქაროზა, რკინის ოქსიდი წითელი (Е 172), რკინის ოქსიდი შავი(Е 172), მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216)).
- 2. შეუთავსებლობები
უცნობია
- 3. ვარგისობის ვადა
3 (სამი) წელი
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.
- 5 გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- 6. მონაცემები შეფუთვის შესახებ
პირველადი შეფუთვა: გარსით დაფარული 10 ტაბლეტი მყარ გამჭვირვალე უფერო პვქ აპკის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.
მეორადი შეფუთვა: 8 ბლისტერი (გარსით დაფარული 80 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გადაგდების და მუშაობისას
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.
- გამოყენების ნებართვის მფლობელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს შოსეს ქუჩა 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
- სავაჭრო ლიცენზიის ან სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი (ნომრები)
R-031635
- პირველი გამოყენების ნებართვის / განახლებული ნებართვის თარიღი
- 11.2010/27.11.2015/04.02.2021
- ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი:
მაისი, 2025 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


