პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

კარსილი ® ფორტე 90 მგ მყარი კაფსულები

CARSIL® FORTE 90mg hard capsules

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

კარსილი ფორტე – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც მიიღება ბაყაყურას ნაყოფისგან ექსტრაქციის გზით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Silymarin (Silybi mariani fructus extractum siccum))
ფორმა და შეფუთვა
90მგ მყარი კაფსულა №30 (5X6)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები
ATC კოდი
A05BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-034499
რეგისტრირებულია
23 თებერვალი 2022, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკარსილი ® ფორტე 90 მგ მყარი კაფსულები და სხვა წამალი ერთად

კარსილი ® ფორტე 90 მგ მყარი კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კარსილი ფორტე – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც მიიღება ბაყაყურას ნაყოფისგან ექსტრაქციის გზით. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). მისი ძირითადი მოქმედება მდგომარეობს ღვიძლის უჯრედების დაცვაში სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, როგორიცაა ალკოჰოლი, სამკურნალო პრეპარატები, ვირუსული ინფექციები, ინდუსტრიული დაბინძურება. ღვიძლის უჯრედების დაზიანებისას სილიმარინი ხელს უწყობს მათ სწრაფ აღდგენას.

კარსილი ფორტე გამოიყენება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას; ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაციისას; ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში, ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენებისას, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის, პროფესიული).

  • კარსილი ფორტეს გამოყენების დაწყებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ კარსილი ფორტე ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კარსილი ფორტეს მყარ კაფსულებს იღებენ შიგნით, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით. ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა მძიმე შემთხვევებში – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. მსუბუქი შემთხვევებისას და შემანარჩუნებელი დოზის სახით _ 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.

ქრონიკული ინტოქსიკაციის პროფილაქტიკისათვის – 1-2 კაფსულა დღეში.

12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები:

სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის, ამიტომ რეკომენდებული არ არის გამოყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

არ არის მონაცემები სამკურნალო საშუალების მოქმედების შესახებ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და ხანდაზმულ პირებში.

თუ თქვენი ჩივილები გრძელდება, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

თუ თქვენ მიიღეთ კარსილი ფორტეს საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ კარსილი ფორტეს მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო საშუალების მიღება დანიშნულების მიხედვით.

თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების, ან კარსილი ფორტეს ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე კარსილი ფორტეს გამოყენებისას

  • თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჰორმონალური დარღვევები (როგორიცაა საშვილოსნოს, საკვერცხეების ან სარძევე ჯირკვლების სიმსივნური წარმონაქმნები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები) თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან მანამდე, სანამ დაიწყებთ მკურნალობას კარსილი ფორტე მყარი კაფსულებით.
  • კარსილი ფორტეს მყარი კაფსულებით მკურნალობა არ ცვლის დიეტას, ან ალკოჰოლის გამოყენებისგან თავის შეკავებას ღვიძლის დაზიანებისას.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმათი ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

კარსილი ფორტემ შესაძლოა შეასუსტოს პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების და იმ სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობა, რომლებიც გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისას.

ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის, ალპრაზოლამის, კეტოკონაზოლის, ლოვასტატინის, ატორვასტატინის, ვინბლასტინის მოქმედება.

სიფრთხილის ზომები

  • ამ პრეპარატით მკურნალობა არ ანაცვლებს დიეტას, ან ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავებას.
  • სილიმარინის ესტროგენის მსგავსი შესაძლო მოქმედების გამო, ჰორმონალური დარღვევების (ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, სარძევე ჯირკვლების, საკვერცხის და საშვილოსნოს კარცინომა, პროსტატის კარცინომა) მქონე პაციენტებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
  • სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს. ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით და ამიტომ იგი უსაფრთხოდ ითვლება ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის (გლუტენური ენტეროპათია).
  • სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპპას ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი.
  • 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კარსილი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და თუ სარგებელი დედისთვის აღემატება პრეპარატის გამოყენების რისკს ნაყოფისათვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კარსილი ფორტე არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარსილი ფორტეს ზოგიერთ შემადგენელ ნაწილზე

  • სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. არ წარმოადგენს რისკს ადამიანებისათვის ცელიაკიით. პაციენტებმა ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.
  • კარსილი ფორტეს შემადგენლობაში შედის ლაქტოზას მონოჰიდრატი. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, კარსილი ფორტეს მყარმა კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

კარსილი ფორტე მყარი კაფსულები კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი, ან ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია სუნთქვის გაძნელებით და თავბრუსხვევით). იშვიათად (ვლინდება 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) შეიძლება აღინიშნოს არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დიარეის და გულისრევის განვითარება, ღებინება, დისპეფსიური დარღვევები გაზების წარმოქმნით, მადის დაქვეითება.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა შეინახოთ კარსილი ფორტე

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კარსილი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალება არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ თქვენს მიერ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების უტილიზაცია. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

არ არის მონაცემები სილიმარინის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.

მკურნალობა:

ჭარბი დოზის შემთხვევითი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ბაყაყურას ნაყოფის (Silybi mariani fructus extractum siccum) მშრალი ექსტრაქტი (35-50:1) – 163,6-225,0 მგ, ეკვივალენტურია 90 მგ სილიმარინის, სილიბინინის ფორმით.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, პოლისორბატი 80; კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი (Е171), რკინის შავი ოქსიდი (Е172), რკინის წითელი ოქსიდი (Е172), რკინის ყვითელი ოქსიდი(Е172).

როგორ გამოიყურება კარსილი ფორტე და რას შეიცავს შეფუთვა

მყარი ცილინდრისებრი ჟელატინის კაფსულა #0 ღია-ყავისფერი ფერის.

6 (ექვსი) მყარი კაფსულა პვქ გარსის /ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 5 (ხუთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

5 წელი

გაცემის წესი:

რეცეპტით

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს. ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

დანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: იანვარი, 2025 წელი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ღვიძლის სამკურნალო პრეპარატები, ლიპოტროპული, ATX კოდი: A05BA03

სილიმარინი მიეკუთვნება ე.წ. ჰეპატოპროტექტორების ჯგუფს. ეს არის პოლიფენოლური ფლავონოიდების ნაერთები, რომელიც მოპოვებულია Silybum marianum მცენარედან. ცნობილია ექვსი ძირითადი ფლავონოიდის შესახებ: სილიბინინი A და B, იზოსილიბინინი A და B, სილიდიანინი და სილიქრისტინი. მათგან ყველაზე აქტიურია სილიბინინი.

მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის გამოკვლეული. არსებული მონაცემები ადასტურებენ სილიმარინისა და სილიბინინის მოქმედების რამდენიმე ძირითად მექანიზმს.

სილიმარინი ასტაბილურებს უჯრედის მემბრანებს და არეგულირებს შეღწევადობას, რაც ხელს უშლის ჰეპატოტოქსიკური აგენტების მოხვედრას ჰეპატოციტებში.

სილიმარინის გავლენა მემბრანის გამტარიანობაზე დაკავშირებულია მემბრანის ლიპიდების - ქოლესტეროლის და ფოსფოლიპიდების თვისობრივ და რაოდენობრივ ცვლილებებთან.

დადგენილია, რომ სილიმარინის მემბრანის მასტაბილიზებელი მოქმედება განპირობებულია რეცეპტორებთან კომპეტიტიური ურთიერთქმედებით ჰეპატოციტების მემბრანაზე შესაბამისი ტოქსინების მიმართ.

სილიმარინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, უკავშირდება თავისუფალ რადიკალებს, არეგულირებს გლუტათიონის უჯრედშიდა შემცველობას. კონცენტრაციიდან გამომდინარე, თრგუნავს მიკროსომულ პეროქსიდაციას, რომელიც გამოწვეულია NADPH-Fe2 + -ADF. ახდენს გავლენას ფერმენტულ სისტემებზე, რომლებიც დაკავშირებულია გლუტათიონთან და სუპერქსიდ დისმუტაზასთან. არსებობს მონაცემები, რომ სილიმარინის კომპონენტები აფერხებენ ლინოლენის მჟავის პეროქსიდაციას, რომელიც კატალიზირებულია ლიპოქსიგენაზის მიერ და იცავს ღვიძლის მიტოქონდრიასა და მიკროსომებს სხვადასხვა აგენტებით გამოწვეული ლიპიდური პეროქსიდების წარმოქმნისგან.

სილიმარინი ასტიმულირებს რიბოსომულ რნმ და ფოსფოლიპიდების სინთეზს და, ამის შედეგად, ასტიმულირებს ღვიძლის რეგენერაციას.

არსებობს მონაცემები, რომ სილიმარინი აფერხებს ღვიძლის ვარსკვლავური უჯრედების მიოფიბრობლასტებად ტრანსფორმაციას, ეს არის კოლაგენური ბოჭკოების დისპოზიციაზე პასუხისმგებელი პროცესი, რასაც ციროზამდე მივყავართ.

ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ღვიძლის ქსოვილზე და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

კლინიკურად, სილიმარინის ეს ფარმაკოდინამიკური თვისებები გამოიხატება სუბიექტური და ობიექტური სიმპტომების გაუმჯობესებასა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების ნორმალიზებაში (ტრანსამინაზა, გამა -გლობულინი, ბილირუბინი).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ, სილიმარინი მთლიანად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (23-47%-მდე). პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ექვემდებარება ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.

განაწილება

14C-ნიშანდებული სილიბინინით კვლევებისას, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დგინდება ღვიძლში, ფილტვებში, კუჭსა და პანკრეასში და უმნიშვნელო რაოდენობით - თირკმელებში, გულში და სხვა ორგანოებში.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზდება ღვიძლში სულფატებთან და გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით. მეტაბოლიტების სახით ნაღველში აღმოჩენილია გლუკურონიდები და სულფატები.

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი სილიმარინისთვის შეადგენს 1-3 საათი და მისი მეტაბოლიტებისთვის 6-8 საათი. გამოიყოფა ძირითადად ნაღველით (დაახლოებით 80%) გლუკურონიდების და სულფატების სახით და მცირე რაოდენობით (დაახლოებით 5%) შარდით უცვლელი სახით. არ კუმულირებს.

არ არსებობს მონაცემები სილიბინინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მოხუცებსა და ბავშვებში.

  • 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

სილიმარინი მიეკუთვნება ძალიან დაბალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერებებს.

არ არის დადგენილი სიკვდილიანობა თაგვებსა და ვირთხებში 2000 მგ/კგ-მდე სხ. მასაზე დოზის ერთჯერადი პერორალური მიღებისას.

სუბქრონიკული და ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევების შედეგები თაგვებსა და ძაღლებში, სადაც გამოყენებული იყო პერორალური დოზა 10, 50, 100 და 200 მგ/კგ სხ. მასაზე, არ მიუთითებს ორგანოებსა და ქსოვილებზე ტოქსიკური ზემოქმედების მონაცემებზე.

დადგენილი არ არის მონაცემები ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული მოქმედების შესახებ თაგვებზე გამოკვლევისას, რომლებსაც პერორალურად აძლევდნენ 1000 და 2000 მგ/კგ დოზას მთელი გესტაციური პერიოდის განმავლობაში, და კურდღლებზე, რომლებიც პერორალურად იღებდნენ 100 მგ/კგ დოზას.

არ არსებობს მონაცემები მუტაგენური მოქმედების შესახებ თაგვებში 10, 50 და 200 მგ/კგ დოზებში პერორალურად გამოყენებისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

კარსილი ® ფორტე 90 მგ მყარი კაფსულები

CARSIL® FORTE 90 mg hard capsules

სილიმარინი (sylimarin)

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ისეთივე სიმპტომები, როგორიც თქვენ.
  • თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია:

  • რას წარმოადგენს კარსილი ფორტე და რისთვის გამოიყენება
  • კარსილი ფორტეს მიღების დაწყებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ კარსილი ფორტე
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ უნდა შეინახოთ კარსილი ფორტე
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს კარსილი ფორტე და რისთვის გამოიყენება

კარსილი ფორტე – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც მიიღება ბაყაყურას ნაყოფისგან ექსტრაქციის გზით. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). მისი ძირითადი მოქმედება მდგომარეობს ღვიძლის უჯრედების დაცვაში სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, როგორიცაა ალკოჰოლი, სამკურნალო პრეპარატები, ვირუსული ინფექციები, ინდუსტრიული დაბინძურება. ღვიძლის უჯრედების დაზიანებისას სილიმარინი ხელს უწყობს მათ სწრაფ აღდგენას.

კარსილი ფორტე გამოიყენება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას; ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაციისას; ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში, ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენებისას, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის, პროფესიული).

  • კარსილი ფორტეს გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ კარსილი ფორტე

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების, ან კარსილი ფორტეს ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე კარსილი ფორტეს გამოყენებისას

  • თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჰორმონალური დარღვევები (როგორიცაა საშვილოსნოს, საკვერცხეების ან სარძევე ჯირკვლების სიმსივნური წარმონაქმნები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები) თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან მანამდე, სანამ დაიწყებთ მკურნალობას კარსილი ფორტე მყარი კაფსულებით.
  • კარსილი ფორტეს მყარი კაფსულებით მკურნალობა არ ცვლის დიეტას, ან ალკოჰოლის გამოყენებისგან თავის შეკავებას ღვიძლის დაზიანებისას.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმათი ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

კარსილი ფორტემ შესაძლოა შეასუსტოს პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების და იმ სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობა, რომლებიც გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისას.

ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის, ალპრაზოლამის, კეტოკონაზოლის, ლოვასტატინის, ატორვასტატინის, ვინბლასტინის მოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კარსილი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და თუ სარგებელი დედისთვის აღემატება პრეპარატის გამოყენების რისკს ნაყოფისათვის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კარსილი ფორტე არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარსილი ფორტეს ზოგიერთ შემადგენელ ნაწილზე

  • სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. არ წარმოადგენს რისკს ადამიანებისათვის ცელიაკიით. პაციენტებმა ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.
  • კარსილი ფორტეს შემადგენლობაში შედის ლაქტოზას მონოჰიდრატი. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • როგორ უნდა მიიღოთ კარსილი ფორტე

ყოველთვის მიიღეთ კარსილი ფორტე ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კარსილი ფორტეს მყარ კაფსულებს იღებენ შიგნით, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით. ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა მძიმე შემთხვევებში – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. მსუბუქი შემთხვევებისას და შემანარჩუნებელი დოზის სახით _ 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.

ქრონიკული ინტოქსიკაციის პროფილაქტიკისათვის – 1-2 კაფსულა დღეში.

12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები:

სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის, ამიტომ რეკომენდებული არ არის გამოყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

არ არის მონაცემები სამკურნალო საშუალების მოქმედების შესახებ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და ხანდაზმულ პირებში.

თუ თქვენი ჩივილები გრძელდება, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

თუ თქვენ მიიღეთ კარსილი ფორტეს საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ კარსილი ფორტეს მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო საშუალების მიღება დანიშნულების მიხედვით.

თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, კარსილი ფორტეს მყარმა კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

კარსილი ფორტე მყარი კაფსულები კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი, ან ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია სუნთქვის გაძნელებით და თავბრუსხვევით). იშვიათად (ვლინდება 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) შეიძლება აღინიშნოს არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დიარეის და გულისრევის განვითარება, ღებინება, დისპეფსიური დარღვევები გაზების წარმოქმნით, მადის დაქვეითება.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა შეინახოთ კარსილი ფორტე

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კარსილი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალება არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ თქვენს მიერ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების უტილიზაცია. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს კარსილი ფორტე

აქტიური ნივთიერება:

ბაყაყურას ნაყოფის (Silybi mariani fructus extractum siccum) მშრალი ექსტრაქტი (35-50:1) – 163,6-225,0 მგ, ეკვივალენტურია 90 მგ სილიმარინის, სილიბინინის ფორმით.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, პოლისორბატი 80; კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი (Е171), რკინის შავი ოქსიდი (Е172), რკინის წითელი ოქსიდი (Е172), რკინის ყვითელი ოქსიდი(Е172).

როგორ გამოიყურება კარსილი ფორტე და რას შეიცავს შეფუთვა

მყარი ცილინდრისებრი ჟელატინის კაფსულა #0 ღია-ყავისფერი ფერის.

6 (ექვსი) მყარი კაფსულა პვქ გარსის /ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 5 (ხუთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა

5 წელი

გაცემის წესი:

რეცეპტით

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს. ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

დანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: იანვარი, 2025 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა