აღნიშნული სამკურნალო საშუალება არის არა-სელექციური ბეტა და ალფა 1 რეცეპტორის ანტაგონისტი. კარვედი-დენკის გამოყენება მოზარდებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარვედილოლი (carvedilol)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Artesan Pharma GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, ალფა და ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AG02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038117
- რეგისტრირებულია
- 17 მაისი 2023, მოქმედებს 17 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია”
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კარვედი-დენკ 25 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აღნიშნული სამკურნალო საშუალება არის არა-სელექციური ბეტა და ალფა 1 რეცეპტორის ანტაგონისტი.
კარვედი-დენკის გამოყენება მოზარდებში.
კარვედი-დენკ 6.25:
გულის ქრონიკული უკმარისობა:
უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, კარვედი-დენკი 6.25 მგ გამოიყენება ყველა პაციენტში, ნებისმიერი ინტენსივობის იშემიური ან არაიშემიური წარმოშობის სტაბილური, სიმპტომური, გულის ქრონიკული უკმარისობით, სტანდარტულ თერაპიასთან ერთად (როგორიცაა აგფ ინჰიბიტორები და შარდმდენები დიგიტალისებთან ან მის გარეშე).
კარვედი-დენკ 25:
ესენციური ჰიპერტენზია
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
ქრონიკული გულის უკმარისობა:
უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, კარვედი-დენკ 25 მგ ნაჩვენებია ყველა პაციენტში, ნებისმიერი ინტენსივობის იშემიური ან არაიშემიური წარმოშობის სტაბილური, სიმპტომური, გულის ქრონიკული უკმარისობით, სტანდარტულ თერაპიასთან ერთად (როგორიცაა აგფ ინჰიბიტორები და შარდმდენები დიგიტალისებთან ან მის გარეშე).
შენიშვნა (გამოყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს):
კარვედილოლით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზირებულია ჩვეულებრივი, ძირითადი გულის უკმარისობის თერაპიაზე, ანუ არსებული სტანდარტული თერაპიის დოზა სტაბილური უნდა იყოს კარვედილოლით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე ოთხი კვირის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტის გაყოფის წესი
კარვედი-დენკ 25-ის ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
მოათავსეთ ტაბლეტი ბრტყელ, მყარ ზედაპირზე, გამყოფი ხაზით ქვემოთ. დააჭირეთ თითი თანაბრად ტაბლეტის შუა ნაწილზე, სანამ ორ ნაწილად არ გაიყოფა.
უფრო დაბალი დოზებისთვის არსებობს ტაბლეტები ხელსაყრელი დოზირებით.
მედიკამენტის მიღების წესი
მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი ოდენობით სითხის მიყოლებით. რეკომენდირებულია კარვედი-დენკ 25-ის საკვებთან ერთად მიღება. ამრიგად, აქტიური ნივთიერება შეიწოვება უფრო ნელა, რაც თავის მხრივ ამცირებს წამოდგომისას თავბრუსხვევის (ორთოსტატული ეფექტები) განვითარების რისკს.
თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ დოზირებას წარმოადგენს:
გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობა
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 14 დღე:
3,125 მგ დილით და 3,125 მგ საღამოს
ნორმალური დოზა
საწყისი დოზისადმი კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში, დოზირების შემდგომი ზრდა უნდა მოხდს მინიმუმ 2 კვირიანი ინტერვალებით:
6,25 მგ დილით და 6,25 მგ საღამოს
რასაც მოყვება
12,5 მგ დილით და 12,5 მგ საღამოს
რასაც მოყვება
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
სამიზნე დოზა უნდა წარმოადგენდეს მაქსიმალურ დოზას, რომელსაც პაციენტი კარგად აიტანს.
მაქსიმალური დოზა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 x 50 მგ კარვედილოლით დღეში მსუბუქი ან ნორმალური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა სხეულის წონაც არის 85 კგ–ზე მეტი. აუცილებელია ასეთი პაციენტების ხშირი მონიტორინგი.
კარვედი-დენკ 25 მგ დოზა უნდა გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური. ეს გულისხმობს, რომ არ არსებობს გულის უკმარისობის გამწვავების ან კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების (დაბალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა) განვითარების საშიშროება.
დოზირების ყოველი გაზრდის წინ, მკურნალი ექიმი დეტალურად შეაფასებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას (მაგ. თირკმლის ფუნქცია, სხეულის წონა, არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე და რითმი), პრაქტიკულად ზემოთ ხსენებული ნიშნების შესაბამისად.
გულის უკმარისობის ხარისხის გაუარესება ან გვერდითი ეფექტების გამოვლენა უმეტესად ატარებს დროებით ხასიათს. შედეგად, შესაძლოა საჭირო გახდეს კარვედი-დენკ 25-ის დოზირების შემცირება ან მიღების შეწყვეტა.
შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა თითოეული პაციენტისთვის უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელვადიანი მკურნალობისთვის, უნდა შეირჩეს მაქსიმალური დოზა, რომლის მიმართაც პაციენტს აღენიშნება კარგი ტოლერანტობა.
თუ კარვედი-დენკ 25 მგ-ით მკურნალობა შეწყდა 1 კვირაზე მეტი პერიოდით, მკურნალობის განახლება უნდა მოხდეს კვლავ დაბალი დოზირებით. თუ კარვედი-დენკ 25მგ-ით მკურნალობა შეწყდა 2 კვირაზე მეტი პერიოდით, მკურნალობის განახლება უნდა მოხდეს საწყისი დოზით. ორივე შემთხვევაში, დოზა უნდა გაიზარდოს ნელა (იხ. ზემოთ ნაჩვენები ცხრილი).
დოზირება გულის ქრონიკული უკმარისობისა და თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის
დოზის განსაზღვრა ხდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად. ეს უნდა მოხდეს კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე დაყრდნობით მხოლოდ გულის უკმარისობის დროს, დოზირება კორექციას არ საჭიროებს.
მაღალი არტერიული წნევა
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 2 დღე:
12,5 მგ დილით
ნორმალური დოზა
25 მგ დილით
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში
დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით, სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალებით
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს ან
50 მგ დილით
მაქსიმალური დღიური დოზა არის 50 მგ კარვედილოლი
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 2 დღე:
12,5 მგ დილით და 12,5 მგ საღამოს
ნორმალური დოზა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში
დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით, სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალებით
50 მგ დილით და 50 მგ საღამოს
დოზირება ხანდაზმული პაციენტებისათვის
მაღალი არტერიული წნევა
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 2 დღე:
12,5 მგ დილით
ნორმალური დოზა
არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს თანდათანობით, სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალებით
12,5 მგ დილით და 12,5 მგ საღამოს
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
მაქსიმალური დოზა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
ხანდაზმული პაციენტებისათვის კარვედილოლის რეკომენდებული დღიური დოზა არის ასევე 12,5 მგ. ზოგიერთი პაციენტისათვის ეს დოზა საკმარისი იყო არტერიული წნევის შესამცირებლად, ასევე ხანგრძლივი დროით მკურნალობის პერიოდში.
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
კარვედილოლის დღიური დოზა
მაქსიმალური დოზა
ხანგრძლივი-დროით მკურნალობა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
ხანდაზმული პაციენტებისათვის რეკომენდებული დღიური დოზა არის 25 მგ კარვედილოლი 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის საჭირო ხანგრძლივობას. კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობა, როგორც წესი, არის გრძელვადიანი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს უეცრად. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს ნელა და თანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში.
სტენოკარდიის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის თანდათანობით შეწყვეტის პარალელურად, დაწყებულ უნდა იქნას სტენოკარდიის სამკურნალო თერაპია.
კარვედი-დენკ 25-ის დოზის გადაჭარბება
ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი კლება, გულისცემის სიხშირის შენელება, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი და გულის გაჩერება. გარდა ამისა, შესაძლოა შეიქმნას სირთულეები სუნთქვის უკმარისობის, ბრონქოსპაზმის, ღებინების, გონების დაკარგვის და ეპილეფსიური კრუნჩხვის სახით.
კარვედი-დენკ 25-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ღონისძიებების შესახებ, დოზის გადაჭარბების სერიოზულობიდან გამომდინარე.
კარვედი-დენკ 25-ის მიღების გამოტოვება
მომდევნო დოზა მიიღება დანიშნულ დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის შეწყვეტა
კარვედი-დენკ 25-ის სამკურნალო დოზა არ უნდა შეიცვალოს ექიმის მითითების გარეშე. ასევე არ უნდა მოხდეს მკურნალობის კურსის შეფერხება ექიმის ინფორმირების გარეშე. კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად. საჭიროების შემთხვევაში, თერაპიის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათან, ექიმის მეთვალყურეობით.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
პაციენტი ალერგიულია კარვედილოლის ან ამ ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6)
გულის მკვეთრად დაქვეითებული ფუნქცია (კარდიოგენური შოკი)
გულის პროგრესირებადი უკმარისობა (არასტაბილური/დეკომპენსირებული გულის უკმარისობა)
ფილტვის არტერიის მწვავე თრომბოემბოლია
პრინცმეტალის სტენოკარდია, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, გამოწვეული კორონარული სისხლძარღვების შევიწროებით.
ძალიან დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა <85 მმ.ვწყ.)
გულისცემის ძალიან დაბალი სიხშირე (პულსი <50 წუთში)
თუ აღინიშნება არანამკურნალები გულის უკმარისობა ან გულის გამტარი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მაგალითად: მე-2 ან მე-3 ხარისხის AV ბლოკადა, [თუ აღნიშნულ მდგომარეობას არ მკურნალობენ პეისმეიკერით].
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა.
სასუნთქი სისტემის დაავადების შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა (ფილტვისმიერი გული).
ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა დაავადებები, რომელსაც აქვს მიდრეკილება განავითაროს სასუნთქი გზების სპაზმის მსგავსი შევიწროვება (ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი).
ფეოქრომოციტომა, რომელიც არ ყოფილა ნამკურნალები მედიკამენტებით.
ღვიძლის მძიმე დაავადების დროს.
სისხლის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი).
თუ პაციენტი კომბინირებულად მკურნალობს ზოგიერთი ანტიდეპრესანტით, გარდა MAO ინჰიბიტორებისა.
თუ პაციენტს ამჟამად უტარდება ინფუზია ვერაპამილით, დილთიაზემით ან სხვა ანტიარითმული მედიკამენტით.
ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილის ზომები
კარვედი-დენკით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კარვედი-დენკი არ მიიღება, თუ პაციენტს აღენიშნება:
არასტაბილური ან ორგანული გენეზის მქონე არტერიული ჰიპერტენზია (მეორეული ჰიპერტენზია).
გულში გამტარობის დარღვევა.
დაბალი არტერიული წნევა დგომის ან წამოდგომის მომენტში, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა ან გონების კარგვა (ორთოსტატული ჰიპოტენზია).
გულის მწვავე ანთებითი დაავადება.
ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები გულის სარქველის ან გულის გადინების ტრაქტის მიდამოში.
პერიფერიული არტერიული მიმოქცევის დარღვევები ბოლო ეტაპზე.
ერთდროული მკურნალობა ალფა-1 რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ალფა-2 რეცეპტორების აგონისტებთან ერთად.
უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება ან ანამნეზში აღინიშნებოდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
გულის ქრონიკული უკმარისობა
თირკმლების დაქვეითებული ფუნქცია
მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი და შედეგად განვითარებული გულის უკმარისობა
დიაბეტი - შესაძლებელია საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზირების კორექცია და შეიძლება სისხლში გლუკოზის დაბალი დონის ნიშნები შეინიღბოს.
რეინოს სინდრომი (ხელისა და ფეხის თითების ტკივილი, რომელმაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ თეთრი და საბოლოოდ წითელი).
ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთირეოდიზმი ან თირეოტოქსიკოზი)
ზოგადი ანესთეზიის ან ზოგადი ქირურგიული ჩარევის წინ.
გულის ზომიერი ხარისხის ბლოკადა (1 ხარისხი)
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქცია (ალერგია) ანამნეზში, ან თუ პაციენტს უტარდება გარკვეული ალერგენებისადმი დესენსიბილიზაციის თერაპია.
ფსორიაზი - ვინაიდან შესაძლებელია მისი სიმპტომების გაუარესება.
კარვედი-დენკით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კანის მხრივ ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიცაა: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS).
თუ პაციენტი იღებს დილთიაზემს, ვერაპამილს ან სხვა პრეპარატს გულის რითმის კონტროლისთვის (იხ. პუნქტი ‘’ სხვა მედიკამენტები და კარვედი-დენკი“).
ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რომელიც იწვევს არტერიული წნევის უეცარ მატებას).
თუ პაციენტი იყენებს კონტაქტურ ლინზებს - კარვედილოლს შეუძლია შეამციროს ცრემლის დინება და გამოიწვიოს თვალის სიმშრალე.
მკურნალობის პერიოდში გულისცემის სიხშირის შემცირების შემთხვევაში, თუ პულსი არის 55-ზე ნაკლები, საჭიროა კარვედი-დენკის დოზის შემცირება.
კარვედი-დენკით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად. ეს განსაკუთრებით მნიშნველოვანია იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება გულის კორონარული დაავადება.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
კარვედი-დენკი ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული. არ არსებობს საკმარისი მონაცემები კარვედილოლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს აღენიშნებათ კარვედილოლისადმი მომატებული მგრძნობელობა, შესაბამისად, საჭიროებენ უფრო მჭიდრო მეთვალყურეობას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან გეგმავს მიიღოს სხვა მედიკამენტი.
საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
დიგოქსინი ან დიგიტოქსინი (სუსტი გულის სამკურნალო საშუალება).
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები
მენტალური და ფსიქიატრიული დაავადების დროს გამოსაყენებელი მედიკამენტები (ფენოთიაზინები), დეპრესიის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ფლუოქსეტინი), ეპილეფსიის (ბარბიტურატები) სამკურნალოდ ან სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები.
კლონიდინი, რეზერპინი, გუანეტიდინი, მეთილდოფა, გუანფაცინი (გამოიყენება მრავალი იშვიათი დაავადების სამკურნალოდ)
ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასაქვეითებლად)
ამიოდარონი, ვერაპამილი, დილთიაზემი ან სხვა მედიკამენტები გულის რითმის კონტროლისთვის.
ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ნიფედიპინი და მსგავსი კალციუმის არხის ბლოკატორები (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ე.წ NSAIDs).
ინსულინი ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.
ციმეტიდინი, ჰიდრაზალინი, ალკოჰოლი.
რიფამპიცინი
ბრონქოდილატაციური ეფექტის მქონე მედიკამენტები.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი იღებს კარვედი–დენკს და თუ ესაჭიროება ზოგადი ანესთეზია ან ქირურგიული ჩარევა.
კარვედი-დენკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
კარვედი-დენკმა შესაძლოა გააძლიეროს ალკოჰოლის ეფექტები. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს ორსულობის შესახებ ან აპირებს დაფეხმძიმებას, მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
რადგან არ არსებობს სათანადო მონაცემები, ორსულობის პერიოდში კარვედი-დენკი არ მიიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალი ექიმი ამას საჭიროდ ჩათვლის.
ბეტა-ბლოკერებით მკურნალობა უნდა შეწყდეს მშობიარობამდე 72-48 საათით ადრე. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება, ახალშობილი უნდა დარჩეს ხშირი მეთვალყურეობის ქვეშ დაბადებიდან პირველი 48 - 72 საათის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
არ არსებობს სათანადო მონაცემები დედის რძეში კარვედილოლის გადასვლის შესახებ. ამ მიზეზით, მეძუძრმა დედებმა არ უნდა მიიღონ კარვედი-დენკი.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური მოწყობილობების მართვა
არსებობს მედიკამენტისადმი განსხვავებული ინდივიდუალური რეაქციები (მაგ. თავბრუსხვევა, დაღლილობა), რომელთაც შესაძლოა შეაფერხონ მართვის ან მექანიკური მოწყობილობების გამოყენების უნარი. განსაკუთრებით ეს ეხება მკურნალობის საწყისს პერიოდს, მითუმეტეს თუ პაციენტი იღებს მედიკამენტის გაზრდილ დოზას, სხვა დამატებით მედიკამენტს ან ალკოჰოლს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და სხვა მოწყობილობების მართვის უნარზე. არსებობს მედიკამენტისადმი განსხვავებული ინდივიდუალური რეაქციები (მაგ. თავბრუსხვევა, დაღლილობა), რომელთაც შესაძლოა შეაფერხონ მართვის ან მექანიკური მოწყობილობების გამოყენების უნარი, უსაფრთხოების ზომების გარეშე. განსაკუთრებით ეს ეხება მკურნალობის საწყის პერიოდს, მითუმეტეს თუ პაციენტი იღებს მედიკამენტის გაზრდილ ან შეცვლილ დოზას, ალკოჰოლთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველას შემთხვევაში.
თავბრუსხვევის, მხედველობის დარღვევისა და შენელებული გულისცემის გარდა (ბრადიკარდია), დანარჩენი სიმპტომების განვითარება არ არის დოზა-დამოკიდებული.
კარვედილოლის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იდენტურია ყველა ჩვენებისათვის. გამონაკლისები აღწერილია ქვემოთ მოცემულ პუნქტში „შერჩეული გვერდითი ეფექტების აღწერა“.
გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, სისუსტე (ასთენია).
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1-დან 10-მდე შემთხვვევაში 100 პაციენტი-დან)
ბრონქიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.
ანემია (სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება)
წონაში მატება, ქოლესტერინის დონის ზრდა, სისხლში შაქრის დონის გაზრდა ან შემცირება (დიაბეტის მქონე პაციენტებში).
დეპრესია, დეპრესიული განწყობა.
ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე).
დარღვევები მხედველობის მხრივ, შემცირებული ცრემლწარმოქმნა (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება.
შენელებული გულისცემა, შეშუპება (მთელი სხეულის ან მისი ნაწილების), სითხის შეკავება, ჰიპერჰიდრატაცია, არტერიული წნევის შემცირება წამოდგომის ან ჩამოჯდომის მომენტში (ორთოსტატული ჰიპოტენზია), არტერიული წნევის მატება.
პრობლემები სუნთქვის მხრივ, ფილტვების შეშუპება (ფილტვებში სითხის არსებობა), ასთმა და სუნთქვის გაძნელება ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში.
ტკივილი (მაგალითად: ხელებსა და ფეხებში)
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება და თირკმელების უკმარისობა, შარდვის გაძნელება.
ზოგადი ტკივილი
ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუარესება (ცივი თითები ან ტერფები, ხანგამოშვებითი კოჭლობა)
რეინოს სინდრომი (მტკივნეული თითები, რომლებიც თავდაპირველად იძენენ მოლურჯო, მოგვიანებით თეთრ და საბოლოოდ მოწითალო შეფერილობას).
იშვიათი (1-დან 10-მდე შემთხვევაში 1,000 პაციენტში)
ძილის მხრივ დარღვევა, კოშმარები, ჰალუცინაციები, დაბნეულობა.
ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია)
გულის ბლოკადა, გულის არეში ტკივილი (სტენოკარდია).
ყაბზობა
კანის მხრივ რეაქციები
ერექციული დისფუნქცია
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1-დან 10-მდე შემთხვვევაში 10, 000 პაციენტში)
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
„გაჭედილი“ ცხვირი, პირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
ფსიქოზი
სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიები).
ღვიძლის ფერმენტების მატება.
უნებლიე შარდვა (შეუკავებლობა) ქალებში, შექცევადი მედიკამენტით მკუნრალობის შეწყვეტის შემდეგ.
უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია)
მძიმე რეაქციები კანის მხრივ (მაგ: მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი [TEN]).
თმის ცვენა.
რჩევა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის
ბეტა-რეცეპტორის ბლოკატორების კლასის მედიკამენტებმა შესაძლოა შენიღბოს ლატენტური დიაბეტის არსებობა, გამოიწვიოს ახლად დიაგნოსტირებული დიაბეტის გამწვავება, სისხლში გლუკოზის დონის მარეგულირებელი მექანიზმების ფუნქციის დაქვეითება.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ნახსენები მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, პაციენტი ეხმარება მიაწოდოს მეტი ინფორმაცია მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი და გულის გაჩერება. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს რესპირატორული პრობლემები, ბრონქოსპაზმი, ღებინება, ცნობიერების დაქვეითება და გენერალიზებული კრუნჩხვები.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
ზოგადი მკურნალობის გარდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრები უნდა იყოს გამოკვლეული და შესწორებული, საჭიროების შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს მექანიკური ვენტილაცია ზოგიერთ შემთხვევებში.
გასტროინტესტინალურ ტრაქტში კარვედილოლის შეწოვა შეიძლება შემცირდეს კუჭის ამორეცხვის, გააქტიურებული ნახშირის გამოყენების და საფაღარათო საშუალების გამოყენების დროს.
ასეთი პაციენტები უნდა მოთავსდნენ მწოლიალე მდგომარეობაში.
შემდეგი ანტიდოტები შესაძლებელია:
ბრადიკარდიის დროს:
ინტრავენური ატროპინი 0.5 მგ-დან 2 მგ-მდე დოზით; კარდიოსტიმულატორული თერაპია უნდა ჩატარდეს ბრადიკარდიის შემთხვევაში.
- ჰიპოტენზიის ან შოკის დროს:
პლაზმის შემცვლელები და, საჭიროების შემთხვევაში, სიმპათომიმეტიკები.
კარვედილოლის ბეტა-ბლოკატორების აქტივობაზე დოზა-დამოკიდებული შემცირება მიიღწევა სიმპათომიმეტიკების ნელი ინტრავენური შეყვანისას, მაგ. იზოპრენალინი, დობუტამინი, ორციპრენალინი ან ადრენალინი, სხეულის მასაზე მორგებული დოზებით. თუ საჭიროა დადებითი ინოტროპული ეფექტი, საჭიროა ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორის შეყვანა, როგორიცაა მილრინონე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გლუკაგონის (1 მგ-დან 10 მგ-მდე ინტრავენური) მიღება, საჭიროების შემთხვევაში - უწყვეტი ინფუზია 2 მგ/სთ-დან 5 მგ/საათამდე.
თუ ინტოქსიკაცია გამოვლენილია პერიფერიული ვაზოდილატაციით, ნორფენფრინის ან ნორეპინეფრინის მიღება საჭირო იქნება სისხლის მიმოქცევის მუდმივი მონიტორინგის დროს.
ბრონქოსპაზმის, ბეტა-სიმპათომიმეტიკების (აეროზოლის სახით, ან ინტრავენურად, თუ ეფექტი არაადექვატურია) ან ამინოფილინის შემთხვევების დროს, შეყვანა უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის სახით.
კრუნჩხვების შემთხვევაში, რეკომენდებულია დიაზეპამის ან კლონაზეპამის ნელი ინტრავენური შეყვანა.
საყურადღებოა:
მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს შოკის მაგვარი სიმპტომები, ანტიდოტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საკმარისად დიდხანს, ვინაიდან მოსალოდნელია ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და კარვედილოლის გადანაწილება შეიძლება მოხდეს უფრო ღრმა ნაწილებიდან. ანტიდოტით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზის გადაჭარბების სიმძიმეზე. ამიტომ, უნდა გატარდეს საწინააღმდეგო ღონისძიებები, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
კარვედილოლი არ გამოიყოფა დიალიზის დროს, რადგან აქტიური ნივთიერება არ არის დიალიზებადი, ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხის გამო.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კარვედილოლი
კარვედი-დენკ 6.25:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6.25 მგ კარვედილოლს.
კარვედი-დენკ 25:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კარვედილოლს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხილეთ პუნქტში 6.1.
შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
რა არის კარვედი-დენკ 25 და მისი გამოყენება
კარვედი-დენკ 25 წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორების სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (სამკურნალო საშუალება, მაღალი არტერიული წნევისა და აჩქარებული გულისცემის სამკურნალოდ).
კარვედი-დენკ 25 გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
კარვედი-დენკ 25 გამოიყენება შემდეგისთვის:
მაღალი არტერიული წნევა (რომელიც არაორგანულად არის გამოწვეული)
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
გულის ქრონიკული უკმარისობის ყველა სტადიის (გულის უკმარისობა) სამკურნალოდ, იქნება ეს იშემიური თუ არაიშემიური წარმოშობის დაავადება (დაკავშირებულია თუ არა ცირკულაციის დარღვევებთან). როგორც წესი, მკურნალობის პროცესს თან ახლავს შარდმდენი საშუალებებისა და აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, დიგიტალისის (გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები) გამოყენებაც კი.
კარვედი-დენკ 25 შეიძლება მიღებული იქნას ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა წნევის-დამაქვეითებელ მედიკამენტებთან ერთად, განსაკუთრებით თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად.
კარვედი-დენკ 25 მგ-ით მკურნალობის დაწყებამდე დაახლოებით 4 კვირით ადრე, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები აუცილებელია, რომ სტაბილურად იმყოფებოდნენ გულის უკმარისობის სტანდარტულ თერაპიაზე (შარდმდენი საშუალებები, დიგიტალისი, აგფ ინჰიბიტორები).
რა არის გასათვალისწინებელი კარვედი-დენკ 25 მგ-ით მკურნალობის დაწყებამდე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალფა და ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები,
ათქ კოდი: C07AG02
კარვედილოლი არის არასელექციური ბეტა-მაბლოკირებელი ნივთირება ვაზოდილატაციური თვისებებით, რითაც განაპირობებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებას. ვაზოდილატაციური ეფექტი პირველადად განპირობებულია სელექციური ალფა რეცეპტორების ბლოკადით. კარვედილოლს არ გააჩნია სიმპათომიმეტური აქტივობა და აქვს მემბრანომასტაბილიზებელი თვისებები.
კარვედილოლის არასელექციურობა გულისხმობს, როგორც ბეტა 1, ისე ბეტა 2 ადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარს, რაც მიეწერება (S)-(-) ენანტიომერის არსებობას.
კარვედილოლი, ბეტა-მაბლოკირებელი აქტივობის ხარჯზე, იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირებას. ამცირებს რენინის გამოთავისუფლებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია: პერორალურად მიღებული კარვედილოლი პირველადი გავლის დროს ინტენსიურად მეტაბოლიზდება, რის შედგადაც აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ, მამრობითი სქესის პირებში შეადგენს დაახლოებით 25%-ს. კარვედილოლი წარმოადგენს რაცემატს, (S)(-)-ენანტიომერი გაცილებით უფორ სწრაფად მეტაბოლიზდება და აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 15%-ს. მაშინ, როცა (R)(+)-ენანტიომერის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა წარმოადგენს 31%-ს.
განაწილება: კარვედილოლი მაღალი ლიპოფილურობის გამო, ხასიათდება პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარით, რაც შეადგენს დაახლოებით 95%-ს. განაწილების მოცულობა შეადგენს 1.5 და 2 ლ/კგ-ს.
ბიოტრანსფორმაცია: ადამიანებში, კარვედილოლი თითქმის მთლიანად გარდაიქმნება ღვიძლში, სადაც დაჟანგვისა და კონიუგაციის შედეგად წარმოიქმნება მრავალი მეტაბოლიტი. მათი გამოყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ხდება ნაღველით.
ფენოლის რგოლის დემეთილირებისა და ჰიდროქსილირების შედეგად, წარმოიქმნება ბეტა-მაბლოკირებელი აქტივობის მქონე სამი აქტიური მეტაბოლიტი. ნელი მეტაბოლიზმის შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტის გაძლიერება.
ელიმინაცია: 50 მგ კარვედილოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა ნაღველით და ელიმინირდება ფეკალურ მასებთან ერთად 11 დღის განმავლობაში. ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, მხოლოდ დაახ. 16% გამოიყოფა შარდით, კარვედილოლის ან მისი მეტაბოლიტების სახით. ნივთიერების 2%-ზე ნაკლები ექსკრეტირდება უცვლელი სახით შარდით. 50 მგ კაფსულის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანსაღ მოხალისეებში შეადგენდა 6.5 საათს, რომელიც ასევე შეესაბამება კაფსულის ნახევარ-დაშლის პერიოდს.
კარვედი-დენკ 25–ის შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კარვედილოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კარვედილოლს.
დამატებითი ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
კარვედი-დენკ 25-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
კარვედი-დენკ 25 არის მრგვალი ფორმის, მოთეთრო ფერის, შუაში გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტი.
კარვედი-დენკ 25 ხელმისაწვდომია ალუმინი/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
კარვედი-დენკ 25
ტაბლეტი - პერორალურად მისაღები
ბეტა ბლოკატორი
აქტიური ნივთიერება: კარვედილოლი
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. იგი შეიძლება საზიანო იყოს სხვისთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში
- რა არის კარვედი-დენკ 25 და მისი გამოყენება
- რა არის გასათვალისწინებელი კარვედი-დენკ 25-ის მიღებამდე
- კარვედი-დენკ 25-ის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- კარვედი-დენკ 25-ის შენახვის წესი
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
რა არის კარვედი-დენკ 25 და მისი გამოყენება
კარვედი-დენკ 25 წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორების სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (სამკურნალო საშუალება, მაღალი არტერიული წნევისა და აჩქარებული გულისცემის სამკურნალოდ).
კარვედი-დენკ 25 გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
კარვედი-დენკ 25 გამოიყენება შემდეგისთვის:
მაღალი არტერიული წნევა (რომელიც არაორგანულად არის გამოწვეული)
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
გულის ქრონიკული უკმარისობის ყველა სტადიის (გულის უკმარისობა) სამკურნალოდ, იქნება ეს იშემიური თუ არაიშემიური წარმოშობის დაავადება (დაკავშირებულია თუ არა ცირკულაციის დარღვევებთან). როგორც წესი, მკურნალობის პროცესს თან ახლავს შარდმდენი საშუალებებისა და აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, დიგიტალისის (გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები) გამოყენებაც კი.
კარვედი-დენკ 25 შეიძლება მიღებული იქნას ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა წნევის-დამაქვეითებელ მედიკამენტებთან ერთად, განსაკუთრებით თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად.
კარვედი-დენკ 25 მგ-ით მკურნალობის დაწყებამდე დაახლოებით 4 კვირით ადრე, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები აუცილებელია, რომ სტაბილურად იმყოფებოდნენ გულის უკმარისობის სტანდარტულ თერაპიაზე (შარდმდენი საშუალებები, დიგიტალისი, აგფ ინჰიბიტორები).
რა არის გასათვალისწინებელი კარვედი-დენკ 25 მგ-ით მკურნალობის დაწყებამდე
კარვედი-დენკი არ მიიღება, თუ:
პაციენტი ალერგიულია კარვედილოლის ან ამ ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6)
გულის მკვეთრად დაქვეითებული ფუნქცია (კარდიოგენური შოკი)
გულის პროგრესირებადი უკმარისობა (არასტაბილური/დეკომპენსირებული გულის უკმარისობა)
ფილტვის არტერიის მწვავე თრომბოემბოლია
პრინცმეტალის სტენოკარდია, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, გამოწვეული კორონარული სისხლძარღვების შევიწროებით.
ძალიან დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა <85 მმ.ვწყ.)
გულისცემის ძალიან დაბალი სიხშირე (პულსი <50 წუთში)
თუ აღინიშნება არანამკურნალები გულის უკმარისობა ან გულის გამტარი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მაგალითად: მე-2 ან მე-3 ხარისხის AV ბლოკადა, [თუ აღნიშნულ მდგომარეობას არ მკურნალობენ პეისმეიკერით].
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა.
სასუნთქი სისტემის დაავადების შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა (ფილტვისმიერი გული).
ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა დაავადებები, რომელსაც აქვს მიდრეკილება განავითაროს სასუნთქი გზების სპაზმის მსგავსი შევიწროვება (ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი).
ფეოქრომოციტომა, რომელიც არ ყოფილა ნამკურნალები მედიკამენტებით.
ღვიძლის მძიმე დაავადების დროს.
სისხლის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი).
თუ პაციენტი კომბინირებულად მკურნალობს ზოგიერთი ანტიდეპრესანტით, გარდა MAO ინჰიბიტორებისა.
თუ პაციენტს ამჟამად უტარდება ინფუზია ვერაპამილით, დილთიაზემით ან სხვა ანტიარითმული მედიკამენტით.
ლაქტაციის პერიოდი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კარვედი-დენკით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კარვედი-დენკი არ მიიღება, თუ პაციენტს აღენიშნება:
არასტაბილური ან ორგანული გენეზის მქონე არტერიული ჰიპერტენზია (მეორეული ჰიპერტენზია).
გულში გამტარობის დარღვევა.
დაბალი არტერიული წნევა დგომის ან წამოდგომის მომენტში, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა ან გონების კარგვა (ორთოსტატული ჰიპოტენზია).
გულის მწვავე ანთებითი დაავადება.
ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები გულის სარქველის ან გულის გადინების ტრაქტის მიდამოში.
პერიფერიული არტერიული მიმოქცევის დარღვევები ბოლო ეტაპზე.
ერთდროული მკურნალობა ალფა-1 რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ალფა-2 რეცეპტორების აგონისტებთან ერთად.
უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება ან ანამნეზში აღინიშნებოდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
გულის ქრონიკული უკმარისობა
თირკმლების დაქვეითებული ფუნქცია
მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი და შედეგად განვითარებული გულის უკმარისობა
დიაბეტი - შესაძლებელია საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზირების კორექცია და შეიძლება სისხლში გლუკოზის დაბალი დონის ნიშნები შეინიღბოს.
რეინოს სინდრომი (ხელისა და ფეხის თითების ტკივილი, რომელმაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ თეთრი და საბოლოოდ წითელი).
ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთირეოდიზმი ან თირეოტოქსიკოზი)
ზოგადი ანესთეზიის ან ზოგადი ქირურგიული ჩარევის წინ.
გულის ზომიერი ხარისხის ბლოკადა (1 ხარისხი)
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქცია (ალერგია) ანამნეზში, ან თუ პაციენტს უტარდება გარკვეული ალერგენებისადმი დესენსიბილიზაციის თერაპია.
ფსორიაზი - ვინაიდან შესაძლებელია მისი სიმპტომების გაუარესება.
კარვედი-დენკით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კანის მხრივ ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიცაა: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS).
თუ პაციენტი იღებს დილთიაზემს, ვერაპამილს ან სხვა პრეპარატს გულის რითმის კონტროლისთვის (იხ. პუნქტი ‘’ სხვა მედიკამენტები და კარვედი-დენკი“).
ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რომელიც იწვევს არტერიული წნევის უეცარ მატებას).
თუ პაციენტი იყენებს კონტაქტურ ლინზებს - კარვედილოლს შეუძლია შეამციროს ცრემლის დინება და გამოიწვიოს თვალის სიმშრალე.
მკურნალობის პერიოდში გულისცემის სიხშირის შემცირების შემთხვევაში, თუ პულსი არის 55-ზე ნაკლები, საჭიროა კარვედი-დენკის დოზის შემცირება.
კარვედი-დენკით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად. ეს განსაკუთრებით მნიშნველოვანია იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება გულის კორონარული დაავადება.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
კარვედი-დენკი ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული. არ არსებობს საკმარისი მონაცემები კარვედილოლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს აღენიშნებათ კარვედილოლისადმი მომატებული მგრძნობელობა, შესაბამისად, საჭიროებენ უფრო მჭიდრო მეთვალყურეობას.
სხვა მედიკამენტები და კარვედი-დენკი
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან გეგმავს მიიღოს სხვა მედიკამენტი.
საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
დიგოქსინი ან დიგიტოქსინი (სუსტი გულის სამკურნალო საშუალება).
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები
მენტალური და ფსიქიატრიული დაავადების დროს გამოსაყენებელი მედიკამენტები (ფენოთიაზინები), დეპრესიის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ფლუოქსეტინი), ეპილეფსიის (ბარბიტურატები) სამკურნალოდ ან სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები.
კლონიდინი, რეზერპინი, გუანეტიდინი, მეთილდოფა, გუანფაცინი (გამოიყენება მრავალი იშვიათი დაავადების სამკურნალოდ)
ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასაქვეითებლად)
ამიოდარონი, ვერაპამილი, დილთიაზემი ან სხვა მედიკამენტები გულის რითმის კონტროლისთვის.
ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ნიფედიპინი და მსგავსი კალციუმის არხის ბლოკატორები (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ე.წ NSAIDs).
ინსულინი ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.
ციმეტიდინი, ჰიდრაზალინი, ალკოჰოლი.
რიფამპიცინი
ბრონქოდილატაციური ეფექტის მქონე მედიკამენტები.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი იღებს კარვედი–დენკს და თუ ესაჭიროება ზოგადი ანესთეზია ან ქირურგიული ჩარევა.
კარვედი-დენკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
კარვედი-დენკმა შესაძლოა გააძლიეროს ალკოჰოლის ეფექტები. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს ორსულობის შესახებ ან აპირებს დაფეხმძიმებას, მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
რადგან არ არსებობს სათანადო მონაცემები, ორსულობის პერიოდში კარვედი-დენკი არ მიიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალი ექიმი ამას საჭიროდ ჩათვლის.
ბეტა-ბლოკერებით მკურნალობა უნდა შეწყდეს მშობიარობამდე 72-48 საათით ადრე. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება, ახალშობილი უნდა დარჩეს ხშირი მეთვალყურეობის ქვეშ დაბადებიდან პირველი 48 - 72 საათის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
არ არსებობს სათანადო მონაცემები დედის რძეში კარვედილოლის გადასვლის შესახებ. ამ მიზეზით, მეძუძრმა დედებმა არ უნდა მიიღონ კარვედი-დენკი.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური მოწყობილობების მართვა
არსებობს მედიკამენტისადმი განსხვავებული ინდივიდუალური რეაქციები (მაგ. თავბრუსხვევა, დაღლილობა), რომელთაც შესაძლოა შეაფერხონ მართვის ან მექანიკური მოწყობილობების გამოყენების უნარი. განსაკუთრებით ეს ეხება მკურნალობის საწყისს პერიოდს, მითუმეტეს თუ პაციენტი იღებს მედიკამენტის გაზრდილ დოზას, სხვა დამატებით მედიკამენტს ან ალკოჰოლს.
- კარვედი-დენკ 25-ის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტის გაყოფის წესი
კარვედი-დენკ 25-ის ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
მოათავსეთ ტაბლეტი ბრტყელ, მყარ ზედაპირზე, გამყოფი ხაზით ქვემოთ. დააჭირეთ თითი თანაბრად ტაბლეტის შუა ნაწილზე, სანამ ორ ნაწილად არ გაიყოფა.
უფრო დაბალი დოზებისთვის არსებობს ტაბლეტები ხელსაყრელი დოზირებით.
მედიკამენტის მიღების წესი
მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი ოდენობით სითხის მიყოლებით. რეკომენდირებულია კარვედი-დენკ 25-ის საკვებთან ერთად მიღება. ამრიგად, აქტიური ნივთიერება შეიწოვება უფრო ნელა, რაც თავის მხრივ ამცირებს წამოდგომისას თავბრუსხვევის (ორთოსტატული ეფექტები) განვითარების რისკს.
თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ დოზირებას წარმოადგენს:
გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობა
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 14 დღე:
3,125 მგ დილით და 3,125 მგ საღამოს
ნორმალური დოზა
საწყისი დოზისადმი კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში, დოზირების შემდგომი ზრდა უნდა მოხდს მინიმუმ 2 კვირიანი ინტერვალებით:
6,25 მგ დილით და 6,25 მგ საღამოს
რასაც მოყვება
12,5 მგ დილით და 12,5 მგ საღამოს
რასაც მოყვება
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
სამიზნე დოზა უნდა წარმოადგენდეს მაქსიმალურ დოზას, რომელსაც პაციენტი კარგად აიტანს.
მაქსიმალური დოზა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 x 50 მგ კარვედილოლით დღეში მსუბუქი ან ნორმალური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა სხეულის წონაც არის 85 კგ–ზე მეტი. აუცილებელია ასეთი პაციენტების ხშირი მონიტორინგი.
კარვედი-დენკ 25 მგ დოზა უნდა გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური. ეს გულისხმობს, რომ არ არსებობს გულის უკმარისობის გამწვავების ან კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების (დაბალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა) განვითარების საშიშროება.
დოზირების ყოველი გაზრდის წინ, მკურნალი ექიმი დეტალურად შეაფასებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას (მაგ. თირკმლის ფუნქცია, სხეულის წონა, არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე და რითმი), პრაქტიკულად ზემოთ ხსენებული ნიშნების შესაბამისად.
გულის უკმარისობის ხარისხის გაუარესება ან გვერდითი ეფექტების გამოვლენა უმეტესად ატარებს დროებით ხასიათს. შედეგად, შესაძლოა საჭირო გახდეს კარვედი-დენკ 25-ის დოზირების შემცირება ან მიღების შეწყვეტა.
შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა თითოეული პაციენტისთვის უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელვადიანი მკურნალობისთვის, უნდა შეირჩეს მაქსიმალური დოზა, რომლის მიმართაც პაციენტს აღენიშნება კარგი ტოლერანტობა.
თუ კარვედი-დენკ 25 მგ-ით მკურნალობა შეწყდა 1 კვირაზე მეტი პერიოდით, მკურნალობის განახლება უნდა მოხდეს კვლავ დაბალი დოზირებით. თუ კარვედი-დენკ 25მგ-ით მკურნალობა შეწყდა 2 კვირაზე მეტი პერიოდით, მკურნალობის განახლება უნდა მოხდეს საწყისი დოზით. ორივე შემთხვევაში, დოზა უნდა გაიზარდოს ნელა (იხ. ზემოთ ნაჩვენები ცხრილი).
დოზირება გულის ქრონიკული უკმარისობისა და თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის
დოზის განსაზღვრა ხდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად. ეს უნდა მოხდეს კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე დაყრდნობით მხოლოდ გულის უკმარისობის დროს, დოზირება კორექციას არ საჭიროებს.
მაღალი არტერიული წნევა
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 2 დღე:
12,5 მგ დილით
ნორმალური დოზა
25 მგ დილით
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში
დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით, სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალებით
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს ან
50 მგ დილით
მაქსიმალური დღიური დოზა არის 50 მგ კარვედილოლი
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 2 დღე:
12,5 მგ დილით და 12,5 მგ საღამოს
ნორმალური დოზა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში
დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით, სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალებით
50 მგ დილით და 50 მგ საღამოს
დოზირება ხანდაზმული პაციენტებისათვის
მაღალი არტერიული წნევა
კარვედილოლის დღიური დოზა
საწყისი დოზა
პირველი 2 დღე:
12,5 მგ დილით
ნორმალური დოზა
არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს თანდათანობით, სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალებით
12,5 მგ დილით და 12,5 მგ საღამოს
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
მაქსიმალური დოზა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
ხანდაზმული პაციენტებისათვის კარვედილოლის რეკომენდებული დღიური დოზა არის ასევე 12,5 მგ. ზოგიერთი პაციენტისათვის ეს დოზა საკმარისი იყო არტერიული წნევის შესამცირებლად, ასევე ხანგრძლივი დროით მკურნალობის პერიოდში.
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
კარვედილოლის დღიური დოზა
მაქსიმალური დოზა
ხანგრძლივი-დროით მკურნალობა
25 მგ დილით და 25 მგ საღამოს
ხანდაზმული პაციენტებისათვის რეკომენდებული დღიური დოზა არის 25 მგ კარვედილოლი 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის საჭირო ხანგრძლივობას. კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობა, როგორც წესი, არის გრძელვადიანი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს უეცრად. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს ნელა და თანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში.
სტენოკარდიის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის თანდათანობით შეწყვეტის პარალელურად, დაწყებულ უნდა იქნას სტენოკარდიის სამკურნალო თერაპია.
კარვედი-დენკ 25-ის დოზის გადაჭარბება
ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი კლება, გულისცემის სიხშირის შენელება, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი და გულის გაჩერება. გარდა ამისა, შესაძლოა შეიქმნას სირთულეები სუნთქვის უკმარისობის, ბრონქოსპაზმის, ღებინების, გონების დაკარგვის და ეპილეფსიური კრუნჩხვის სახით.
კარვედი-დენკ 25-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ღონისძიებების შესახებ, დოზის გადაჭარბების სერიოზულობიდან გამომდინარე.
კარვედი-დენკ 25-ის მიღების გამოტოვება
მომდევნო დოზა მიიღება დანიშნულ დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის შეწყვეტა
კარვედი-დენკ 25-ის სამკურნალო დოზა არ უნდა შეიცვალოს ექიმის მითითების გარეშე. ასევე არ უნდა მოხდეს მკურნალობის კურსის შეფერხება ექიმის ინფორმირების გარეშე. კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად. საჭიროების შემთხვევაში, თერაპიის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათან, ექიმის მეთვალყურეობით.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველას შემთხვევაში.
თავბრუსხვევის, მხედველობის დარღვევისა და შენელებული გულისცემის გარდა (ბრადიკარდია), დანარჩენი სიმპტომების განვითარება არ არის დოზა-დამოკიდებული.
კარვედილოლის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იდენტურია ყველა ჩვენებისათვის. გამონაკლისები აღწერილია ქვემოთ მოცემულ პუნქტში „შერჩეული გვერდითი ეფექტების აღწერა“.
გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, სისუსტე (ასთენია).
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1-დან 10-მდე შემთხვვევაში 100 პაციენტი-დან)
ბრონქიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.
ანემია (სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება)
წონაში მატება, ქოლესტერინის დონის ზრდა, სისხლში შაქრის დონის გაზრდა ან შემცირება (დიაბეტის მქონე პაციენტებში).
დეპრესია, დეპრესიული განწყობა.
ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე).
დარღვევები მხედველობის მხრივ, შემცირებული ცრემლწარმოქმნა (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება.
შენელებული გულისცემა, შეშუპება (მთელი სხეულის ან მისი ნაწილების), სითხის შეკავება, ჰიპერჰიდრატაცია, არტერიული წნევის შემცირება წამოდგომის ან ჩამოჯდომის მომენტში (ორთოსტატული ჰიპოტენზია), არტერიული წნევის მატება.
პრობლემები სუნთქვის მხრივ, ფილტვების შეშუპება (ფილტვებში სითხის არსებობა), ასთმა და სუნთქვის გაძნელება ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში.
ტკივილი (მაგალითად: ხელებსა და ფეხებში)
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება და თირკმელების უკმარისობა, შარდვის გაძნელება.
ზოგადი ტკივილი
ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუარესება (ცივი თითები ან ტერფები, ხანგამოშვებითი კოჭლობა)
რეინოს სინდრომი (მტკივნეული თითები, რომლებიც თავდაპირველად იძენენ მოლურჯო, მოგვიანებით თეთრ და საბოლოოდ მოწითალო შეფერილობას).
იშვიათი (1-დან 10-მდე შემთხვევაში 1,000 პაციენტში)
ძილის მხრივ დარღვევა, კოშმარები, ჰალუცინაციები, დაბნეულობა.
ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია)
გულის ბლოკადა, გულის არეში ტკივილი (სტენოკარდია).
ყაბზობა
კანის მხრივ რეაქციები
ერექციული დისფუნქცია
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1-დან 10-მდე შემთხვვევაში 10, 000 პაციენტში)
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
„გაჭედილი“ ცხვირი, პირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
ფსიქოზი
სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიები).
ღვიძლის ფერმენტების მატება.
უნებლიე შარდვა (შეუკავებლობა) ქალებში, შექცევადი მედიკამენტით მკუნრალობის შეწყვეტის შემდეგ.
უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია)
მძიმე რეაქციები კანის მხრივ (მაგ: მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი [TEN]).
თმის ცვენა.
რჩევა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის
ბეტა-რეცეპტორის ბლოკატორების კლასის მედიკამენტებმა შესაძლოა შენიღბოს ლატენტური დიაბეტის არსებობა, გამოიწვიოს ახლად დიაგნოსტირებული დიაბეტის გამწვავება, სისხლში გლუკოზის დონის მარეგულირებელი მექანიზმების ფუნქციის დაქვეითება.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ნახსენები მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, პაციენტი ეხმარება მიაწოდოს მეტი ინფორმაცია მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
- კარვედი-დენკ 25-ის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის მიღება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ „Exp”. ვადა ამოწურულად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ შეიძლება მედიკამენტის გადაყრა გამდინარე წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, თუ როგორ შეიძლება განადგურდეს მედიკამენტი, რომელიც აღარ გამოიყენება. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა და ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები,
ათქ კოდი: C07AG02
კარვედილოლი არის არასელექციური ბეტა-მაბლოკირებელი ნივთირება ვაზოდილატაციური თვისებებით, რითაც განაპირობებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებას. ვაზოდილატაციური ეფექტი პირველადად განპირობებულია სელექციური ალფა რეცეპტორების ბლოკადით. კარვედილოლს არ გააჩნია სიმპათომიმეტური აქტივობა და აქვს მემბრანომასტაბილიზებელი თვისებები.
კარვედილოლის არასელექციურობა გულისხმობს, როგორც ბეტა 1, ისე ბეტა 2 ადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარს, რაც მიეწერება (S)-(-) ენანტიომერის არსებობას.
კარვედილოლი, ბეტა-მაბლოკირებელი აქტივობის ხარჯზე, იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირებას. ამცირებს რენინის გამოთავისუფლებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია: პერორალურად მიღებული კარვედილოლი პირველადი გავლის დროს ინტენსიურად მეტაბოლიზდება, რის შედგადაც აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ, მამრობითი სქესის პირებში შეადგენს დაახლოებით 25%-ს. კარვედილოლი წარმოადგენს რაცემატს, (S)(-)-ენანტიომერი გაცილებით უფორ სწრაფად მეტაბოლიზდება და აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 15%-ს. მაშინ, როცა (R)(+)-ენანტიომერის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა წარმოადგენს 31%-ს.
განაწილება: კარვედილოლი მაღალი ლიპოფილურობის გამო, ხასიათდება პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარით, რაც შეადგენს დაახლოებით 95%-ს. განაწილების მოცულობა შეადგენს 1.5 და 2 ლ/კგ-ს.
ბიოტრანსფორმაცია: ადამიანებში, კარვედილოლი თითქმის მთლიანად გარდაიქმნება ღვიძლში, სადაც დაჟანგვისა და კონიუგაციის შედეგად წარმოიქმნება მრავალი მეტაბოლიტი. მათი გამოყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ხდება ნაღველით.
ფენოლის რგოლის დემეთილირებისა და ჰიდროქსილირების შედეგად, წარმოიქმნება ბეტა-მაბლოკირებელი აქტივობის მქონე სამი აქტიური მეტაბოლიტი. ნელი მეტაბოლიზმის შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტის გაძლიერება.
ელიმინაცია: 50 მგ კარვედილოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა ნაღველით და ელიმინირდება ფეკალურ მასებთან ერთად 11 დღის განმავლობაში. ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, მხოლოდ დაახ. 16% გამოიყოფა შარდით, კარვედილოლის ან მისი მეტაბოლიტების სახით. ნივთიერების 2%-ზე ნაკლები ექსკრეტირდება უცვლელი სახით შარდით. 50 მგ კაფსულის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანსაღ მოხალისეებში შეადგენდა 6.5 საათს, რომელიც ასევე შეესაბამება კაფსულის ნახევარ-დაშლის პერიოდს.
კარვედი-დენკ 25–ის შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კარვედილოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კარვედილოლს.
დამატებითი ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
კარვედი-დენკ 25-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
კარვედი-დენკ 25 არის მრგვალი ფორმის, მოთეთრო ფერის, შუაში გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტი.
კარვედი-დენკ 25 ხელმისაწვდომია ალუმინი/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე 79, 81675 მიუნხენი, გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები
არტესან ფარმა გმბჰ &კო.კგ
ვენლანდშტრასე. 1, 29439 ლუჩოუ, გერმანია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 08/2020.
ინფორმაცია ბოცვანასთვის
გაცემის წესი: S2
რეგისტრაციის ნომერი: BOT1402633
გამოშვების თარიღი: 10/2014
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



