კარვედილოლი ნორმონი 6,25 მგ ტაბლეტები EFG
Carvedilol NORMON 6,25 mg comprimidos EFG
კარვედილოლი ნორმონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კარვედილოლს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ალფა- და ბეტა-ბლოკატორების მედიკამენტების ჯგუფს. კარვედილოლ ნორმონს გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპერტენზიული (აქვეითებს სისხლის წნევას), ვაზოდილატატორული და ანტიანგინალური თვისებები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარვედილოლი (carvedilol)
- ფორმა და შეფუთვა
- 6,25მგ ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, ალფა და ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AG02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042150
- რეგისტრირებულია
- 3 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 3 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კარვედილოლი ნორმონი 6,25 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კარვედილოლი ნორმონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კარვედილოლს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ალფა- და ბეტა-ბლოკატორების მედიკამენტების ჯგუფს.
კარვედილოლ ნორმონს გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპერტენზიული (აქვეითებს სისხლის წნევას), ვაზოდილატატორული და ანტიანგინალური თვისებები. გარდა ამისა, ის ასევე აქვეითებს გულის წუთმოცულობას და ხელსაყრელი გავლენა აქვს სისხლის ცირკულაციაზე გულში.
კარვედილოლი ნორმონი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
იშემიური ან არაიშემიური მიზეზით გამოწვეული ზომიერი ან მძიმე სიმპტომური გულის შეგუბებითი უკმარისობა (გული ნაწილობრივ კარგავს სისხლის გადატუმბვის უნარს);
ესენციური ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
გულის იშემიური დაავადება (გულს მიეწოდება მცირე რაოდენობით სისხლი და ჟანგბადი).
მიღების წესი და დოზირება
კარვედილოლი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ესენციური ჰიპერტენზია
მოზრდილები:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. რეკომენდებული საწყისი დოზაა 12.5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში.
შემდეგ რეკომენდებული დოზაა 25 მგ ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით) 50 მგ-მდე ერთხელ დღეში ან 25 მგ ორჯერ დღეში.
ხანდაზმულები (>65 წელი):
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. რეკომენდებული საწყისი დოზაა 12.5 მგ ერთხელ დღეში, რაც ჩვეულებრივ საკმარისია. თუ პასუხი არასათანადოა, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით).
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. რეკომენდებული დოზაა 12.5 მგ ორჯერ დღეში (25 მგ დღეში მთლიანი დოზა) პირველი ორი დღის განმავლობაში.
შემდეგ რეკომენდებული დოზაა 25 მგ ორჯერ დღეში (50 მგ დღეში მთლიანი დოზა). საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით) 100 მგ-მდე ერთხელ დღეში ან 50 მგ ორჯერ დღეში.
ხანდაზმულები:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისათვის არის 50 მგ გაყოფილი ორ დოზად (ორჯერ დღეში).
სიმპტომური შეგუბებითი გულის უკმარისობის მკურნალობა
მოზრდილები და ხანდაზმულები (შიგნით მისაღებად):
მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს დოზას, მოახდენს ყურადღებით მონიტორინგს უფრო მაღალი დოზების კორექციის დროს.
გულის პრობლემების დროს მედიკამენტების (დიგიტალისი) ან სისხლის წნევის სამკურნალო (დიურეტიკები და./ან აგფ ინჰიბიტორები) მედიკამენტების გამოყენებისას და კარვედილოლი ნორმონით მკურნალობის დაწყებისას ექიმი მოახდენს ამ ტიპის მედიკამენტების დოზის კორექციას.
ნებისმიერ შემთხვევაში კარვედილოლი ნორმონით საწყისი მკურნალობის რეკომენდებული დოზა გულის სიმპტომური შეგუბებითი უკმარისობის დროს არის 3.12 მგ ორჯერ დღეში (6.25 მგ დღეში მთლიანი დოზა) ორი კვირის განმავლობაში. თუ დოზა კარგად გადაიტანება, ის შეიძლება შემდგომში გაიზარდოს (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით) 6.25 მგ კარვედილოლი ორჯერ დღეში (12.5 მგ დღეში მთლიანი დოზა). ექიმმა შეიძლება შემდგომ დანიშნოს კარვედილოლი ნორმონის უფრო მაღალი დოზები (არაუმცირეს ორი კვირის შემდეგ).
თუ პაციენტი იწონის 85 კგ-ზე ნაკლებს, მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 25 მგ ორჯერ დღეში (50 მგ დღეში მთლიანი დოზა).
თუ პაციენტი იწონის 85 კგ-ზე მეტს, მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 50 მგ ორჯერ დღეში (100 მგ დღეში).
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კარვედილოლი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას.
ზოგადი წესის მიხედვით, პაციენტის დაავადების მიუხედავად, კარვედილოლი ნორმონის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ან ნახევარი დოზის შემცირება უნდა მოხდეს ყოველ სამ დღეში.
ბავშვებში გამოყენება
კარვედილოლი ნორმონი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის არასაკმარისი მონაცემების გამო.
გაიდლაინები სათანადოდ მიღებისათვის
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის სითხესთან, ჭიქა წყალთან ერთად.
თუ პაციენტს გულის შეგუბებითი უკმარისობა აქვს (გული ნაწილობრივ კარგავს სისხლის გადატუმბვის უნარს და შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სისუსტე ან სითხის დაგროვება), კარვედილოლი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული თავბრუსხვევის შეგრძნება გაღვიძებისას.
პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.
კარვედილოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
კარვედილოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქნიოს მედიკამენტი.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარვედილოლის ან კარვედილოლი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება IV კლასის დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (NYHA) (გულის უუნარობა შეასრულოს გადატუმბვის ფუნქცია ფიზიკური აქტივობის წინ და უმეტეს შემთხვევებში მოსვენებისას);
თუ პაციენტს აღენიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ობსტრუქციული ბრონქული მილებით (ფილტვის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დისფუნქციის რაიმე კლინიკური გამოვლინება (ღვიძლის პათოლოგია);
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა;
თუ პაციენტს აქვს გულის II ან III ხარისხის AV ბლოკი (გულის ბლოკი);
თუ პაციენტს შენელებული გულისცემა აქვს (50 დარტყმაზე ნაკლები წუთში);
თუ პაციენტს კარდიოგენური შოკი აქვს (გულის უკმარისობა);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება, რომელიც მოიცავს სინოატრიალური კვანძის ბლოკადას;
თუ პაციენტს სისხლის დაბალი წნევა აქვს (სისტოლური ქნევა 85 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები).
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები კარვედილოლი ნორმონის მიღებისას
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:
თუ პაციენტს ფილტვების დაავადება აქვს;
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს (სისხლში საქრის დონის მომატება);
თუ პაციენტს გულის მძიმე დაავადება აქვს;
თუ პაციენტი იღებს რომელიმე სხვა საგულე პრეპარატს, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, უნდა ეცნობოს ექიმს: სათითურას პრეპარატები (ზრდის გულისცემის სიძლიერეს), შარდმდენები (ზრდის შარდის რაოდენობას), აგფ ინჰიბიტორები (ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი), კალციუმის არხების ბლოკატორები (ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები) და ანტიარითმიული პრეპარატები (მოქმედებენ გულისცემის სიხშირეზე);
თუ პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აქვს;
თუ პაციენტი ალერგიულია და იტარებს მკურნალობას ალერგიის გამო;
თუ პაციენტს ცირკულაციის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მკურნალობს კარვედილოლით;
თუ პაციენტს სისხლის მაღალი წნევა აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება ე.წ. ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნე);
თუ პაციენტს ფსორიაზი აქვს (კანის დაავადება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით);
თუ პაციენტს პრინცმეტალის სტენოკარდია აქვს (მკერდის არეში ტკივილი, რომელიც იწყება მოსვენების პერიოდში აშკარა მიზეზის გარეშე).
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, მაშინაც კი თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები არასოდეს აღენიშნებოდა პაციენტს.
სპორტსმენებში გამოყენება
სპორტსმენები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს კარვედილოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის საკონტროლო ტესტის დადებითი შედეგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენნტების ჩათვლით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ეფექტი. ამიტომ, არ უნდა იქნეს მიღებული კარვედილოლი ნორმონი სხვა მედიკამენტებთან ერთად, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ეს ინსტრუქციები ასევე ეხება მედიკამენტებს, რომლებიც მიღებული იქნა მანამდე ან მიღებულ იქნება მომავალში.
მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები);
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ);
დიგოქსინი, ვერაპამილი, დილტიაზემი და ანტიარითმიული პრეპარატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების და არტერიული წნევის სამკურნალოდ);
ამიოდარონი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის გარკვეული პრობლემის სამკურნალოდ);
ასპირინის და იბუპროფენის ტიპის გარკვეული ანალგეზური საშუალებები (NSAID);
სისხლის წნევის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ვაზოდილატაციური აგენტები და ალკოჰოლი;
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (მათ შორის ინსულინი);
კლონიდინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის წნევის ან შაკიკის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
ციმეტიდინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს);
ღვიძლის მეტაბოლიზმის გამაძლიერებლები ან ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან ორგანიზმიდან სხვა მედიკამენტების გამოყოფას);
მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
β-აგონისტები ბრონქოდილატატორები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სუნთქვითი ტევადობის გასაძლიერებლად, მაგ. ასთმის დროს).
კარვედილოლი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალკოჰოლის მიღება კარვედილოლი ნორმონით მკურნალობის დროს, რადგან შეიძლება შეიცვალოს მისი ეფექტები. ექიმი ან ფარმაცევტი პაციენტს მიაწვდის ინფორმაციას, რომელი საკვების მიღებაა რეკომენდებული მედიკამენტთან ერთად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შესახებ.
კარვედილოლი ნორმონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
ფეხმძიმობა
კარვედილოლი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი საშვილოსნოს შიგნით, ასევე ნაადრევი მშობიარობა. გარდა ამისა, გვერდითი მოვლენები შეიძლება განუვითარდეს ნაყოფს და ახალშობილს. დაბადების შემდეგ ახალშობილს აქვს გულისა და ფილტვის პრობლემების განვითარების უფრო მაღალი რისკი.
ძუძუთი კვება
კარვედილოლი ნორმონი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კარვედილოლი ნორმონმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის გაძნელება. ეს განსაკუთრებით ხდება მკურნალობის დასაწყისში და ალკოჰოლთან კომბინირებისას.
კარვედილოლი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კარვედილოლი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი შეთანხმების თანახმად: ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში); არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-10 პაციენტში); იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში); ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) და ცალკეული შემთხვევები.
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა და სისუსტე, რაც ჩვეულებრივ არის სუსტი ხასიათის და ძირითადად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში.
ხშირი: პოსტურალური ჰიპოტენზია (სისხლის წნევის ცვლილება სხეულის პოზიციის შეცვლისას), ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), ჰიპოტენზია (დაბალის სისხლის წნევა) და შეშუპება (სითხის შეკავება), ასთმა და ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში, გასტროინტესტინური დისკომფორტი სიმპტომებით, როგორიცაა: გულისრევა, დიარეა და მუცლის ტკივილი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება) და ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის დონის გაზრდა), ტკივილი კიდურებში, ლაკრიმაციის შემცირება, თვალების გაღიზიანება და მხედველობის დარღვევა.
არახშირი: დეპრესიული განწყობა, ძილის დარღვევები და პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება), სინკოპე (გულისწასვლა) განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, პერიფერიული ცირკულაციის დარღვევები (ცივი ხელები და ტერფები), ხანგამოშვებითი კოჭლობის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაძლიერება (სიარულის დროს ფეხებში ტკივილის გაძლიერება) ან რეინოს ფენომენი (ხელისა და ფეხის თითებში, ყურებში და ცხვირში სისხლის ნაკადისშემცირება), პერიფერიული შეშუპება (ფეხების, კოჭების და ტერფების შესივება), AV ბლოკი (გულის პრობლემები), გულის უკმარისობის გაძლიერება (გული ნაწილობრივ კარგავს სისხლის გადატუმბვის უნარს) და სტენოკარდია (ტკივილი მკერდში), შეკრულობა და ღებინება, კანის რეაქციები და სექსუალური იმპოტენცია.
იშვიათი: ნაზალური ობსტრუქცია, თირკმლის მწვავე უკმარისობა (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება), პირის სიმშრალე და შარდვის დარღვევები (შარდვის პრობლემები).
ძალიან იშვიათი: სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის ცვლილებები (ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის ცვლილებები სისხლში), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში) და ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში), ალერგიული რეაქციები და შარდის შეუკავებლობა ქალებში (ეს გვერდითი მოვლენა ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
+34 91 562 04 20).
კარვედილოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კარვედილოლი ნორმონის მიღების შეწყვეტისას
კარვედილოლი ნორმონის მიღება არ უნდა შეწყდეს უეცრად, განსაკუთრებით, თუ პაციენტს გულის იშემიური დაავადება აქვს, დაავადება, რომლის დროსაც გული ვერ ტუმბავს სისხლს სათანადოდ. მკურნალი ექიმი თანდათანობით შემაცირებს დოზას რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ მთლიანად არ შეწყდება კარვედილოლი ნორმონის მიღება.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კარვედილოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6.25 მგ კარვედილოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172) და კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
კარვედილოლი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
კარვედილოლი ნორმონი 6.25 მგ ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გამყოფი ხაზით და გრავირებით “C/6.25” ცალ მხარეს და მეორე მხარე სადაა.
შეფუთვაში მოთავსებულია 28 ტაბლეტი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2016 წლის თებერვალი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC-ის ქვემოთ.
ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია კარვედილოლი ნორმონის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერების ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
კარვედილოლი ნორმონი 6.25 მგ ტაბლეტები
კარვედილოლი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კარვედილოლი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კარვედილოლი ნორმონის მიღებამდე;
კარვედილოლი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
კარვედილოლი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს კარვედილოლი ნორმონი და მისი გამოყენება
კარვედილოლი ნორმონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კარვედილოლს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ალფა- და ბეტა-ბლოკატორების მედიკამენტების ჯგუფს.
კარვედილოლ ნორმონს გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპერტენზიული (აქვეითებს სისხლის წნევას), ვაზოდილატატორული და ანტიანგინალური თვისებები. გარდა ამისა, ის ასევე აქვეითებს გულის წუთმოცულობას და ხელსაყრელი გავლენა აქვს სისხლის ცირკულაციაზე გულში.
კარვედილოლი ნორმონი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
იშემიური ან არაიშემიური მიზეზით გამოწვეული ზომიერი ან მძიმე სიმპტომური გულის შეგუბებითი უკმარისობა (გული ნაწილობრივ კარგავს სისხლის გადატუმბვის უნარს);
ესენციური ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
გულის იშემიური დაავადება (გულს მიეწოდება მცირე რაოდენობით სისხლი და ჟანგბადი).
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კარვედილოლი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია კარვედილოლი ნორმონის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარვედილოლის ან კარვედილოლი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება IV კლასის დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (NYHA) (გულის უუნარობა შეასრულოს გადატუმბვის ფუნქცია ფიზიკური აქტივობის წინ და უმეტეს შემთხვევებში მოსვენებისას);
თუ პაციენტს აღენიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ობსტრუქციული ბრონქული მილებით (ფილტვის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დისფუნქციის რაიმე კლინიკური გამოვლინება (ღვიძლის პათოლოგია);
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა;
თუ პაციენტს აქვს გულის II ან III ხარისხის AV ბლოკი (გულის ბლოკი);
თუ პაციენტს შენელებული გულისცემა აქვს (50 დარტყმაზე ნაკლები წუთში);
თუ პაციენტს კარდიოგენური შოკი აქვს (გულის უკმარისობა);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება, რომელიც მოიცავს სინოატრიალური კვანძის ბლოკადას;
თუ პაციენტს სისხლის დაბალი წნევა აქვს (სისტოლური ქნევა 85 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები).
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები კარვედილოლი ნორმონის მიღებისას
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:
თუ პაციენტს ფილტვების დაავადება აქვს;
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს (სისხლში საქრის დონის მომატება);
თუ პაციენტს გულის მძიმე დაავადება აქვს;
თუ პაციენტი იღებს რომელიმე სხვა საგულე პრეპარატს, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, უნდა ეცნობოს ექიმს: სათითურას პრეპარატები (ზრდის გულისცემის სიძლიერეს), შარდმდენები (ზრდის შარდის რაოდენობას), აგფ ინჰიბიტორები (ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი), კალციუმის არხების ბლოკატორები (ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები) და ანტიარითმიული პრეპარატები (მოქმედებენ გულისცემის სიხშირეზე);
თუ პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აქვს;
თუ პაციენტი ალერგიულია და იტარებს მკურნალობას ალერგიის გამო;
თუ პაციენტს ცირკულაციის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მკურნალობს კარვედილოლით;
თუ პაციენტს სისხლის მაღალი წნევა აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება ე.წ. ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნე);
თუ პაციენტს ფსორიაზი აქვს (კანის დაავადება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით);
თუ პაციენტს პრინცმეტალის სტენოკარდია აქვს (მკერდის არეში ტკივილი, რომელიც იწყება მოსვენების პერიოდში აშკარა მიზეზის გარეშე).
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, მაშინაც კი თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები არასოდეს აღენიშნებოდა პაციენტს.
სპორტსმენებში გამოყენება
სპორტსმენები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს კარვედილოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის საკონტროლო ტესტის დადებითი შედეგი.
სხვა მედიკამენტები და კარვედილოლი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენნტების ჩათვლით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ეფექტი. ამიტომ, არ უნდა იქნეს მიღებული კარვედილოლი ნორმონი სხვა მედიკამენტებთან ერთად, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ეს ინსტრუქციები ასევე ეხება მედიკამენტებს, რომლებიც მიღებული იქნა მანამდე ან მიღებულ იქნება მომავალში.
მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები);
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ);
დიგოქსინი, ვერაპამილი, დილტიაზემი და ანტიარითმიული პრეპარატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების და არტერიული წნევის სამკურნალოდ);
ამიოდარონი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის გარკვეული პრობლემის სამკურნალოდ);
ასპირინის და იბუპროფენის ტიპის გარკვეული ანალგეზური საშუალებები (NSAID);
სისხლის წნევის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ვაზოდილატაციური აგენტები და ალკოჰოლი;
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (მათ შორის ინსულინი);
კლონიდინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის წნევის ან შაკიკის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
ციმეტიდინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს);
ღვიძლის მეტაბოლიზმის გამაძლიერებლები ან ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან ორგანიზმიდან სხვა მედიკამენტების გამოყოფას);
მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
β-აგონისტები ბრონქოდილატატორები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სუნთქვითი ტევადობის გასაძლიერებლად, მაგ. ასთმის დროს).
კარვედილოლი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალკოჰოლის მიღება კარვედილოლი ნორმონით მკურნალობის დროს, რადგან შეიძლება შეიცვალოს მისი ეფექტები. ექიმი ან ფარმაცევტი პაციენტს მიაწვდის ინფორმაციას, რომელი საკვების მიღებაა რეკომენდებული მედიკამენტთან ერთად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შესახებ.
კარვედილოლი ნორმონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
ფეხმძიმობა
კარვედილოლი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი საშვილოსნოს შიგნით, ასევე ნაადრევი მშობიარობა. გარდა ამისა, გვერდითი მოვლენები შეიძლება განუვითარდეს ნაყოფს და ახალშობილს. დაბადების შემდეგ ახალშობილს აქვს გულისა და ფილტვის პრობლემების განვითარების უფრო მაღალი რისკი.
ძუძუთი კვება
კარვედილოლი ნორმონი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
კარვედილოლი ნორმონმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის გაძნელება. ეს განსაკუთრებით ხდება მკურნალობის დასაწყისში და ალკოჰოლთან კომბინირებისას.
კარვედილოლი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
კარვედილოლი ნორმონის მიღების წესი
კარვედილოლი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ესენციური ჰიპერტენზია
მოზრდილები:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. რეკომენდებული საწყისი დოზაა 12.5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში.
შემდეგ რეკომენდებული დოზაა 25 მგ ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით) 50 მგ-მდე ერთხელ დღეში ან 25 მგ ორჯერ დღეში.
ხანდაზმულები (>65 წელი):
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. რეკომენდებული საწყისი დოზაა 12.5 მგ ერთხელ დღეში, რაც ჩვეულებრივ საკმარისია. თუ პასუხი არასათანადოა, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით).
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. რეკომენდებული დოზაა 12.5 მგ ორჯერ დღეში (25 მგ დღეში მთლიანი დოზა) პირველი ორი დღის განმავლობაში.
შემდეგ რეკომენდებული დოზაა 25 მგ ორჯერ დღეში (50 მგ დღეში მთლიანი დოზა). საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით) 100 მგ-მდე ერთხელ დღეში ან 50 მგ ორჯერ დღეში.
ხანდაზმულები:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისათვის არის 50 მგ გაყოფილი ორ დოზად (ორჯერ დღეში).
სიმპტომური შეგუბებითი გულის უკმარისობის მკურნალობა
მოზრდილები და ხანდაზმულები (შიგნით მისაღებად):
მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს დოზას, მოახდენს ყურადღებით მონიტორინგს უფრო მაღალი დოზების კორექციის დროს.
გულის პრობლემების დროს მედიკამენტების (დიგიტალისი) ან სისხლის წნევის სამკურნალო (დიურეტიკები და./ან აგფ ინჰიბიტორები) მედიკამენტების გამოყენებისას და კარვედილოლი ნორმონით მკურნალობის დაწყებისას ექიმი მოახდენს ამ ტიპის მედიკამენტების დოზის კორექციას.
ნებისმიერ შემთხვევაში კარვედილოლი ნორმონით საწყისი მკურნალობის რეკომენდებული დოზა გულის სიმპტომური შეგუბებითი უკმარისობის დროს არის 3.12 მგ ორჯერ დღეში (6.25 მგ დღეში მთლიანი დოზა) ორი კვირის განმავლობაში. თუ დოზა კარგად გადაიტანება, ის შეიძლება შემდგომში გაიზარდოს (არაუმცირეს ორკვირიანი ინტერვალებით) 6.25 მგ კარვედილოლი ორჯერ დღეში (12.5 მგ დღეში მთლიანი დოზა). ექიმმა შეიძლება შემდგომ დანიშნოს კარვედილოლი ნორმონის უფრო მაღალი დოზები (არაუმცირეს ორი კვირის შემდეგ).
თუ პაციენტი იწონის 85 კგ-ზე ნაკლებს, მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 25 მგ ორჯერ დღეში (50 მგ დღეში მთლიანი დოზა).
თუ პაციენტი იწონის 85 კგ-ზე მეტს, მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 50 მგ ორჯერ დღეში (100 მგ დღეში).
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კარვედილოლი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას.
ზოგადი წესის მიხედვით, პაციენტის დაავადების მიუხედავად, კარვედილოლი ნორმონის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ან ნახევარი დოზის შემცირება უნდა მოხდეს ყოველ სამ დღეში.
ბავშვებში გამოყენება
კარვედილოლი ნორმონი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის არასაკმარისი მონაცემების გამო.
გაიდლაინები სათანადოდ მიღებისათვის
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის სითხესთან, ჭიქა წყალთან ერთად.
თუ პაციენტს გულის შეგუბებითი უკმარისობა აქვს (გული ნაწილობრივ კარგავს სისხლის გადატუმბვის უნარს და შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სისუსტე ან სითხის დაგროვება), კარვედილოლი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული თავბრუსხვევის შეგრძნება გაღვიძებისას.
პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.
კარვედილოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
კარვედილოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქნიოს მედიკამენტი.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ტელ.: +34 91 562 04 20).
კარვედილოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კარვედილოლი ნორმონის მიღების შეწყვეტისას
კარვედილოლი ნორმონის მიღება არ უნდა შეწყდეს უეცრად, განსაკუთრებით, თუ პაციენტს გულის იშემიური დაავადება აქვს, დაავადება, რომლის დროსაც გული ვერ ტუმბავს სისხლს სათანადოდ. მკურნალი ექიმი თანდათანობით შემაცირებს დოზას რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ მთლიანად არ შეწყდება კარვედილოლი ნორმონის მიღება.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კარვედილოლი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი შეთანხმების თანახმად: ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში); არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-10 პაციენტში); იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში); ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) და ცალკეული შემთხვევები.
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა და სისუსტე, რაც ჩვეულებრივ არის სუსტი ხასიათის და ძირითადად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში.
ხშირი: პოსტურალური ჰიპოტენზია (სისხლის წნევის ცვლილება სხეულის პოზიციის შეცვლისას), ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), ჰიპოტენზია (დაბალის სისხლის წნევა) და შეშუპება (სითხის შეკავება), ასთმა და ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში, გასტროინტესტინური დისკომფორტი სიმპტომებით, როგორიცაა: გულისრევა, დიარეა და მუცლის ტკივილი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება) და ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის დონის გაზრდა), ტკივილი კიდურებში, ლაკრიმაციის შემცირება, თვალების გაღიზიანება და მხედველობის დარღვევა.
არახშირი: დეპრესიული განწყობა, ძილის დარღვევები და პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება), სინკოპე (გულისწასვლა) განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, პერიფერიული ცირკულაციის დარღვევები (ცივი ხელები და ტერფები), ხანგამოშვებითი კოჭლობის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაძლიერება (სიარულის დროს ფეხებში ტკივილის გაძლიერება) ან რეინოს ფენომენი (ხელისა და ფეხის თითებში, ყურებში და ცხვირში სისხლის ნაკადისშემცირება), პერიფერიული შეშუპება (ფეხების, კოჭების და ტერფების შესივება), AV ბლოკი (გულის პრობლემები), გულის უკმარისობის გაძლიერება (გული ნაწილობრივ კარგავს სისხლის გადატუმბვის უნარს) და სტენოკარდია (ტკივილი მკერდში), შეკრულობა და ღებინება, კანის რეაქციები და სექსუალური იმპოტენცია.
იშვიათი: ნაზალური ობსტრუქცია, თირკმლის მწვავე უკმარისობა (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება), პირის სიმშრალე და შარდვის დარღვევები (შარდვის პრობლემები).
ძალიან იშვიათი: სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის ცვლილებები (ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის ცვლილებები სისხლში), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში) და ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში), ალერგიული რეაქციები და შარდის შეუკავებლობა ქალებში (ეს გვერდითი მოვლენა ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
კარვედილოლი ნორმონის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC-ის ქვემოთ.
ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია კარვედილოლი ნორმონის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერების ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კარვედილოლი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა კარვედილოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6.25 მგ კარვედილოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172) და კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
კარვედილოლი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
კარვედილოლი ნორმონი 6.25 მგ ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გამყოფი ხაზით და გრავირებით “C/6.25” ცალ მხარეს და მეორე მხარე სადაა.
შეფუთვაში მოთავსებულია 28 ტაბლეტი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2016 წლის თებერვალი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




