პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

კაპსიკამი

Kapsikam®

ურეცეპტოდ(50მგ + 30მგ + 30მგ + 20მგ + 2მგ)/გინსტრუქცია ქართულადესტონეთი
რისთვის გამოიყენება

კაპსიკამი - ადგილობრივი, ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი მალამო სახსრების და კუნთების ტკივილის დროს.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(50მგ + 30მგ + 30მგ + 20მგ + 2მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1 აპლიკატორთან ერთად
მწარმოებელი
TALLINNA FARMAATSIATEHASE AKTSIASELTS, ესტონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M02AX10
რეგისტრაციის ნომერი
რ-043737
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გრინდეკსი წარმომადგენლობა (ფილიალი)“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკაპსიკამი და სხვა წამალი ერთად

კაპსიკამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კაპსიკამი - ადგილობრივი, ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი მალამო სახსრების და კუნთების ტკივილის დროს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. კითხვების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილები

მალამოს როგორც გამახურებელი საშუალების გამოყენების შემთხვევაში სპორტსმენები კუნთების მიდამოში კანის ზედაპირზე აპლიკატორის საშუალებით დაიტანენ 2-3 გ მალამოს და მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით ისვამენ კანზე, სანამ კანი ოდნავ არ გაწითლდება. ვარჯიშის შემდეგ მალამო უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით.

ტკივილის შემსუბუქების მიზნით, მალამო აპლიკატორის საშუალებით შეიზილება მტკივნეულ ადგილას კანზე 1-3 გ დღეში 2-3-ჯერ, ტკივილის ინტენსივობის შესაბამისად, დაიდეთ სახვევი, სითბური ეფექტის გასაძლიერებლად. მკურნალობის კურსის განმავლობაში გამოიყენება დაახლოებით 50-100 გ მალამო.

მალამოს ყოველი გამოყენების შემდეგ, დაიბანეთ ხელები ოდნავ თბილი წყლით და საპნით.

თუ ფიქრობთ, რომ მალამოს მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ კაპსიკამის რეკომენდებულზე მეტი რაოდენობა

მალამოს კანზე ზედმეტი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ძლიერი გაღიზიანება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მალამოს ჩამობანა კანის ზედაპირიდან. მალამოს შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რომელიც დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. არ ეცადოთ თვითნებურად გამოიწვიოთ ღებინება.

თუ დაგავიწყდათ კაპსიკამის გამოყენება

გამოიყენეთ მალამო რაც შეიძლება მალე და გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში. თუ მომდევნო გამოყენების დრო ახლოსაა, გამოიყენეთ მხოლოდ განსაზღვრული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებრივ. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, თუკი გამოტოვეთ წინა მიღება.

თუ შეწყვიტეთ კაპსიკამის გამოყენება

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია დიმეთილსულფოქსიდის, ქაფურის, სკიპიდარის, ბენზილნიკოტინატის, ნონივამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ წყლულები ან კანის დაავადებები.

სიფრთხილის ზომები

კაპსიკამის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

არ შეიძლება დაზიანებულ კანზე მალამოს წასმა.

ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, მალამო არ უნდა მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებზე.

არ არის რეკომენდებული წყლის თბილი პროცედურების (ბანაობა, აბაზანა და სხვ.) ჩატარება მალამოს გამოყენებამდე და მალევე მის შემდეგ, რადგან ეს ხელს უწყობს კანის ფორების გახსნას და წვის შეგრძნებას.

არასასურველი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მალამოს მცირე რაოდენობის წინასწარ დატანა კანზე, კანის მგრძნობელობის შესამოწმებლად.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება უცნობია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, არ შეიძლება კაპსიკამის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კაპსიკამი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

კაპსიკამი შეიცავს ცეტილსტეარილის სპირტს (ტიპი A) და ბრონოპოლს

ცეტილსტეარილის სპირტს (ტიპი A) და ბრონოპოლს შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მათ შორის, კონტაქტური დერმატიტი).

ამ სამკურნალო საშუალების შეფუთვა შეიცავს ლატექსს. შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ყველასთან ის არ ვლინდება.

იშვიათად (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)

ქავილი

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

წვის შეგრძნება

ჭინჭრის ციება (კანზე სხვადასხვა ზომის ბუშტუკები ჩნდება და სწრაფად ქრება)

შეშუპება

კანის სიწითლე

ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია მალამოს გამოყენების შეწყვეტა და კანიდან ჩამობანა. აღნიშნული სიმპტომები ქრება მალამოს გამოყენების შეწყვეტიდან 8-12 საათში.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია კანზე მცირე რაოდენობით მალამოს წინასწარ წასმა, რათა შემოწმდეს კანის მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ თავად შეატყობინოთ www.ravimiamet.ee-ს მეშვეობით. შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ინგრედიენტები: დიმეთილსულფოქსიდი, ქაფური, სკიპიდარი, ბენზილ ნიკოტინატი და ნონივამიდი.

1 გ მალამო შეიცავს 50 მგ დიმეთილსულფოქსიდს, 30 მგ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 20 მგ ბენზილნიკოტინატს, 2 მგ ნონივამიდს.

  • სხვა კომპონენტები: ცეტოსტეარილის სპირტი, ემულგატორი (ტიპი A), ნატრიუმის ცეტილსტეარილის სულფატი, ბრონოპოლი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.

კაპსიკამის გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობას

მალამო არის თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო შეფერილობის, ქაფურის და სკიპიდარის სუნით.

30გ და 50გ მალამო ალუმინის ტუბში. ალუმინის ტუბი და აპლიკატორი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაყიდვის ნებართვის მფლობელი

სს გრინდეკსი.

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებლები

სს ტალინის ფარმაცევტული ქარხანა

ტონდი 33, 11316 ტალინი, ესტონეთი

ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ გაყიდვის ნებართვის მფლობელს (იხილეთ ზემოთ) ან გაყიდვის ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

სს გრინდეკსის ფილიალი ესტონეთში

ტონდი 33, 11316 ტალინი

ტელ.: +372 6120224

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 2022 წლის მაისი.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეს.

წამალი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხარებლისათვის

კაპსიკამი, მალამო

დიმეთილსულფოქსიდი, ქაფური, სკიპიდარი,ბენზილნიკოტინატი, ნონივამიდი

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, ან როგორც მიგითითათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.

შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რათა საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წაიკითხოთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

საინფორმაციო ფურცელ-ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს სამკურნალო საშუალება კაპსიკამი და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ კაპსიკამის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ კაპსიკამი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ კაპსიკამი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს სამკურნალო საშუალება კაპსიკამი და რისთვის გამოიყენება იგი

კაპსიკამი - ადგილობრივი, ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი მალამო სახსრების და კუნთების ტკივილის დროს.

რა უნდა იცოდეთ კაპსიკამის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კაპსიკამი

თუ გაქვთ ალერგია დიმეთილსულფოქსიდის, ქაფურის, სკიპიდარის, ბენზილნიკოტინატის, ნონივამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ წყლულები ან კანის დაავადებები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კაპსიკამის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

არ შეიძლება დაზიანებულ კანზე მალამოს წასმა.

ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, მალამო არ უნდა მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებზე.

არ არის რეკომენდებული წყლის თბილი პროცედურების (ბანაობა, აბაზანა და სხვ.) ჩატარება მალამოს გამოყენებამდე და მალევე მის შემდეგ, რადგან ეს ხელს უწყობს კანის ფორების გახსნას და წვის შეგრძნებას.

არასასურველი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მალამოს მცირე რაოდენობის წინასწარ დატანა კანზე, კანის მგრძნობელობის შესამოწმებლად.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და კაპსიკამი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება უცნობია.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ თქვენ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, არ შეიძლება კაპსიკამის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა

კაპსიკამი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

კაპსიკამი შეიცავს ცეტილსტეარილის სპირტს (ტიპი A) და ბრონოპოლს

ცეტილსტეარილის სპირტს (ტიპი A) და ბრონოპოლს შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მათ შორის, კონტაქტური დერმატიტი).

ამ სამკურნალო საშუალების შეფუთვა შეიცავს ლატექსს. შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქციები.

როგორ გამოიყენება კაპსიკამი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. კითხვების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილები

მალამოს როგორც გამახურებელი საშუალების გამოყენების შემთხვევაში სპორტსმენები კუნთების მიდამოში კანის ზედაპირზე აპლიკატორის საშუალებით დაიტანენ 2-3 გ მალამოს და მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით ისვამენ კანზე, სანამ კანი ოდნავ არ გაწითლდება. ვარჯიშის შემდეგ მალამო უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით.

ტკივილის შემსუბუქების მიზნით, მალამო აპლიკატორის საშუალებით შეიზილება მტკივნეულ ადგილას კანზე 1-3 გ დღეში 2-3-ჯერ, ტკივილის ინტენსივობის შესაბამისად, დაიდეთ სახვევი, სითბური ეფექტის გასაძლიერებლად. მკურნალობის კურსის განმავლობაში გამოიყენება დაახლოებით 50-100 გ მალამო.

მალამოს ყოველი გამოყენების შემდეგ, დაიბანეთ ხელები ოდნავ თბილი წყლით და საპნით.

თუ ფიქრობთ, რომ მალამოს მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ კაპსიკამის რეკომენდებულზე მეტი რაოდენობა

მალამოს კანზე ზედმეტი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ძლიერი გაღიზიანება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მალამოს ჩამობანა კანის ზედაპირიდან. მალამოს შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რომელიც დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. არ ეცადოთ თვითნებურად გამოიწვიოთ ღებინება.

თუ დაგავიწყდათ კაპსიკამის გამოყენება

გამოიყენეთ მალამო რაც შეიძლება მალე და გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში. თუ მომდევნო გამოყენების დრო ახლოსაა, გამოიყენეთ მხოლოდ განსაზღვრული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებრივ. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, თუკი გამოტოვეთ წინა მიღება.

თუ შეწყვიტეთ კაპსიკამის გამოყენება

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ყველასთან ის არ ვლინდება.

იშვიათად (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)

ქავილი

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

წვის შეგრძნება

ჭინჭრის ციება (კანზე სხვადასხვა ზომის ბუშტუკები ჩნდება და სწრაფად ქრება)

შეშუპება

კანის სიწითლე

ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია მალამოს გამოყენების შეწყვეტა და კანიდან ჩამობანა. აღნიშნული სიმპტომები ქრება მალამოს გამოყენების შეწყვეტიდან 8-12 საათში.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია კანზე მცირე რაოდენობით მალამოს წინასწარ წასმა, რათა შემოწმდეს კანის მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ თავად შეატყობინოთ www.ravimiamet.ee-ს მეშვეობით. შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

როგორ შევინახოთ კაპსიკამი

შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეს.

წამალი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კაპსიკამი

  • აქტიური ინგრედიენტები: დიმეთილსულფოქსიდი, ქაფური, სკიპიდარი, ბენზილ ნიკოტინატი და ნონივამიდი.

1 გ მალამო შეიცავს 50 მგ დიმეთილსულფოქსიდს, 30 მგ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 20 მგ ბენზილნიკოტინატს, 2 მგ ნონივამიდს.

  • სხვა კომპონენტები: ცეტოსტეარილის სპირტი, ემულგატორი (ტიპი A), ნატრიუმის ცეტილსტეარილის სულფატი, ბრონოპოლი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.

კაპსიკამის გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობას

მალამო არის თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო შეფერილობის, ქაფურის და სკიპიდარის სუნით.

30გ და 50გ მალამო ალუმინის ტუბში. ალუმინის ტუბი და აპლიკატორი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაყიდვის ნებართვის მფლობელი

სს გრინდეკსი.

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებლები

სს ტალინის ფარმაცევტული ქარხანა

ტონდი 33, 11316 ტალინი, ესტონეთი

სს გრინდეკსი.

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV1057, ლატვია

ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ გაყიდვის ნებართვის მფლობელს (იხილეთ ზემოთ) ან გაყიდვის ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

სს გრინდეკსის ფილიალი ესტონეთში

ტონდი 33, 11316 ტალინი

ტელ.: +372 6120224

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 2022 წლის მაისი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა