პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

კანტაბ პლუსი

Cantab Plus

რეცეპტით16მგ+12,5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კანტაბ პლუსი ნაჩვენებია: პირველადი ჰიპერტენზიის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ოპტიმალურად არ კონტროლდება კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიის საშუალებით.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
16მგ+12,5მგ ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09DA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-038165
რეგისტრირებულია
23 მაისი 2023, მოქმედებს 23 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკანტაბ პლუსი და სხვა წამალი ერთად

კანტაბ პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კანტაბ პლუსი ნაჩვენებია:

პირველადი ჰიპერტენზიის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ოპტიმალურად არ კონტროლდება კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიის საშუალებით.

მიღების წესი და დოზირება

კანტაბ პლუსის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

რეკომენდებულია დოზის ტიტრირება ცალკეული კომპონენტებით (კანდესარტანის ცილექსეტილი და ჰიდროქლორთიაზიდი). როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან კანტაბ პლუსზე პირდაპირი გადასვლა. ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიაზე გადასვლისას რეკომენდებულია კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის ტიტრაცია. კანტაბ პლუსი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ოპტიმალურად არ კონტროლდება კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლორთიაზიდით მონოთერაპიის საშუალებით.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტის უმეტესი ნაწილი ჩვეულებრივ მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები ინტრავასკულარული მოცულობის განლევით

კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის ტიტრაცია რეკომენდებულია ჰიპოტენზიის რისკის მქონე პაციენტებში, როგორიცაა პაციენტები მოცულობის შესაძლო დაქვეითებით (ამ პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს კანდესარტანის ცილექსეტილის საწყისი დოზა 4 მგ).

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი (BSA)) რეკომენდებულია დოზის ტიტრაცია. კანტაბ პლუსი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1,73 მ2 BSA) (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის ტიტრაცია პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით.

კანტაბ პლუსი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით და/ან ქოლესტაზით (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).

პედიატრიული პოპულაცია

კანტაბ პლუსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების წესი

პერორალური გამოყენება.

კანტაბ პლუსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე არ მოქმედებს საკვები.

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ჰიდროქლორთიაზიდსა და საკვებს შორის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან სულფონამიდის წარმოებული აქტიური ნივთიერების მიმართ. ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული აქტიური ნივთიერება.

ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული აქტიური ნივთიერება.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხილეთ პუნქტები გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები და ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია)

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/ლ 1.73 მ2 BSA).

ღვიძლის მძიმე უკმარისობა და/ან ქოლესტაზი.

რეფრაქტორული ჰიპოკალიემია და ჰიპერკალციემია.

პოდაგრა.

კანტაბ პლუსის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით (GFR<60 მლ/წთ/1.73მ2) (იხ. პუნქტები ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

სიფრთხილის ზომები

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)

არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამიტომ, არ არის რეკომენდებული RAAS-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით. (იხ. პუნქტები ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია ჩაითვლება აბსოლუტურად აუცილებელად, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ექვემდებარება თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირ მონიტორინგს. აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

თირკმელების უკმარისობა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მაინჰიბირებელი სხვა აგენტების მსგავსად, თირკმელების ფუნქციის ცვლილებები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მგრძნობიარე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კანტაბ პლუსით (იხ. პუნქტი უკუჩვენებები).

თირკმლის გადანერგვა

არსებობს შეზღუდული კლინიკური მტკიცებულება კანტაბ პლუსის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს თირკმლის ტრანსპლანტაცია.

თირკმლის არტერიის სტენოზი

სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRAs), შეიძლება გაზარდონ სისხლის შარდოვანა და შრატის კრეატინინი პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან არტერიის სტენოზით ერთადერთ თირკმელში.

ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება

პაციენტებში ინტრავასკულარული მოცულობის და/ან ნატრიუმის დაქვეითების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია, როგორც აღწერილია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებებისათვის. ამიტომ, კანტაბ პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ მდგომარეობის გამოსწორებამდე.

ანესთეზია და ქირურგია

ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს ანესთეზიისა და ოპერაციის დროს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ AIIRA-ებით რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადის გამო. ძალიან იშვიათად, ჰიპოტენზია შეიძლება იყოს ისეთი მძიმე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური სითხეების და/ან ვაზოპრესორების გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა

თიაზიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში, ვინაიდან სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა. არ არსებობს კანტაბ პლუსის კლინიკური გამოცდილება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია)

სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილეა ნაჩვენები პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი, ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები ჩვეულებრივ არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინის ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების გზით. ამიტომ, კანტაბ პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ პოპულაციაში.

ელექტროლიტური დისბალანსი

შრატის ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა უნდა ჩატარდეს შესაბამისი ინტერვალებით. თიაზიდებმა, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპერკალციემია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი).

თიაზიდურ შარდმდენებმა შეიძლება შეამცირონ შარდში კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ შრატში კალციუმის შემცველობის პერიოდული და ოდნავ მომატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ფუნქციის ანალიზების ჩატარებამდე.

ჰიდროქლორთიაზიდი დოზადამოკიდებულად ზრდის შარდში კალიუმის გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია. ჰიდროქლორთიაზიდის ეს ეფექტი ნაკლებად გამოხატულია კანდესარტანის ცილექსეტილთან ერთად. ჰიპოკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში ღვიძლის ციროზით, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სწრაფი დიურეზი, პაციენტებში ელექტროლიტების არაადეკვატური პერორალური მიღებისას და პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას კორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან (ACTH).

კანდესარტანის ცილექსეტილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია, განსაკუთრებით გულის უკმარისობის და/ან თირკმლის უკმარისობის არსებობისას. კანტაბ პლუსის და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულების, კალიუმის დანამატების ან მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ. ჰეპარინის ნატრიუმი), შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მატება. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კალიუმის კონტროლი.

ნაჩვენებია, რომ თიაზიდები ზრდის მაგნიუმის შარდით გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები

თიაზიდური დიურეზულებით მკურნალობამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ინსულინის, დოზის კორექცია. ლატენტური შაქრიანი დიაბეტი შეიძლება გამოვლინდეს თიაზიდური თერაპიის დროს. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება დაკავშირებულია თიაზიდური დიურეზულების თერაპიასთან. კანტაბ პლუსში შემავალ დოზებზე დაფიქსირდა მხოლოდ მინიმალური ეფექტები. თიაზიდური შარდმდენები ზრდის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციას და შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა მგრძნობიარე პაციენტებში.

ფოტომგრძნობელობა

დაფიქსირდა ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას (იხ. პუნქტი გვერდითი მოვლენები/არასასურველი რეაქციები). ფოტომგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. თუ მკურნალობის ხელახალი მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია მზის ან ხელოვნური UVA გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილების დაცვა.

კანის არამელანომური კიბო

კანის არამელანომური კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] გაზრდილი რისკი ჰიდროქლოროთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის გაზრდით დაფიქსირდა ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, დანიის ეროვნული კიბოს რეესტრის საფუძველზე. HCTZ-ის ფოტომგრძნობიარე მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის შესაძლო მექანიზმი. პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ და მათ უნდა ურჩიონ რეგულარულად შეამოწმონ თავიანთი კანი რაიმე ახალი დაზიანებისთვის და დაუყოვნებლივ შეატყობინონ კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული შესაძლო პრევენციული ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება და, ზემოქმედების შემთხვევაში, ადეკვატური დაცვა. კანის საეჭვო დაზიანებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოკვლეული, პოტენციურად, ბიოფსიების ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩათვლით. HCTZ-ის გამოყენებას შესაძლოა ასევე დასჭირდეს გადახედვა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ წინა NMSC (იხ. პუნქტი გვერდითი მოვლენები/არასასურველი რეაქციები).

ქოროიდული გამონაჟონი, მწვავე მიოპია და დახურულ კუთხოვანი გლაუკომა

ჰიდროქლორთიაზიდმა, სულფონამიდმა, შეიძლება გამოიწვიოს იდიოსინკრაზიული რეაქცია, რაც იწვევს ქოროიდულ გამონაჟონს მხედველობის ველის დეფექტით, გარდამავალ მიოპიას და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის დაქვეითების ან თვალის ტკივილს და, როგორც წესი, ვითარდება წამლის დაწყებიდან რამდენიმე საათიდან კვირებამდე. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. პირველადი მკურნალობა არის პრეპარატის მიღების შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა, თუ თვალშიდა წნევა რჩება უკონტროლო. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს სულფონამიდის ან პენიცილინის ალერგიის ისტორიას.

მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა

მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი მძიმე შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ჩათვლით" (ARDS) დაფიქსირდა ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ. ფილტვის შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლორთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. დასაწყისში სიმპტომები მოიცავს ქოშინს, ცხელებას, ფილტვების გაუარესებას და ჰიპოტენზიას. თუ ARDS-ის დიაგნოზზე არის ეჭვი, კანტაბ პლუსი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ARDS ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ.

ზოგადი

პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვთა ტონუსი და თირკმლის ფუნქცია უპირატესად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით ან თირკმლის დაავადებით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), მკურნალობა ამ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტებით, AIIRA ჩათვლით, ასოცირდება მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთან ან იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობასთან. როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული აგენტის შემთხვევაში, არტერიული წნევის გადაჭარბებულმა დაქვეითებამ გულის იშემიური დაავადების ან ათეროსკლეროზული ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ალერგიის ან ბრონქული ასთმის ანამნეზით ან მის გარეშე, მაგრამ უფრო სავარაუდოა ასეთი ანამნეზის მქონე პაციენტებში.

თიაზიდური დიურეზულების გამოყენებისას აღინიშნა სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან გააქტიურება.

კანტაბ პლუსის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას, როგორც დამხმარე ნივთიერებას, და ის არ უნდა მიიღონ პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, Lapp ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში გამოკვლეული ნაერთები მოიცავს ვარფარინს, დიგოქსინს, პერორალურ კონტრაცეპტივებს (ე.ი. ეთინილ ესტრადიოლი/ ლევონორგესტრელი), გლიბენკლამიდსა და ნიფედიპინს. ამ კვლევებში არ გამოვლენილა კლინიკური მნიშვნელობის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

მოსალოდნელია, რომ ჰიდროქლორთიაზიდის კალიუმის გამოლევის ეფექტი გაძლიერდება სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც დაკავშირებულია კალიუმის დაკარგვასთან და ჰიპოკალიემიასთან (მაგ. სხვა კალიურეზული შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინის G ნატრიუმი, სალიცილის მჟავის წარმოებულები, სტეროიდები, ACTH).

კანტაბ პლუსის და კალიუმის შემნახველი დიურეზულების, კალიუმის დანამატების ან მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ. ჰეპარინის ნატრიუმი), შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მატება. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კალიუმის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

დიურეზულებით გამოწვეული ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია მიდრეკილია ციფრული გლიკოზიდებისა და ანტიარითმული საშუალებების პოტენციურ კარდიოტოქსიურ ეფექტებზე. რეკომენდირებულია შრატში კალიუმის პერიოდული მონიტორინგი, როდესაც კანტაბ პლუსი გამოიყენება ასეთ სამკურნალო საშუალებებთან და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes:

Ia კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი)

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ. თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამისულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიოდოლი)

სხვა (მაგ.: ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ინრავენური ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, კეტანსერინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ტერფენადინი, ინრავენური ვინკამინი)

შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება დაფიქსირდა ლითიუმის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღებისას. მსგავსი ეფექტი ასევე დაფიქსირდა AIIRA-ებთან მიმართებაში. არ არის რეკომენდებული კანდესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება ლითიუმთან ერთად. თუ კომბინაცია საჭირო იქნება, რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის ფრთხილად მონიტორინგი.

AIIRA-ების ერთდროულად მიღებისას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) (მაგ. შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (> 3 გ/დღეში) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.

აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, AIIRA-ს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკი, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობა და შრატში კალიუმის მატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ადრე არსებული თირკმელების ცუდი ფუნქცია. კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტები უნდა იყვნენ ადეკვატურად ჰიდრატირებული და განიხილება თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომ პერიოდულად.

ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მცირდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა მცირდება კოლესტიპოლით ან ქოლესტირამინით. არადეპოლარიზებული მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ჰიდროქლორთიაზიდით.

თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონე ექსკრეციის შემცირების გამო. თუ კალციუმის დანამატები ან D ვიტამინი უნდა დაინიშნოს, შრატში კალციუმის დონე უნდა გაკონტროლდეს და შესაბამისად გაკორექტირდეს დოზა.

ბეტა-ბლოკერების და დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს თიაზიდების მიერ.

ანტიქოლინერგულმა საშუალებებმა (მაგ. ატროპინი, ბიპერიდენი) შეიძლება გაზარდონ თიაზიდური ტიპის დიურეზულების ბიოშეღწევადობა კუჭ-ნაწლავის მოძრაობისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირებით.

თიაზიდმა შეიძლება გაზარდოს ამანტადინის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენების რისკი.

თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიური მედიკამენტების თირკმელებით გამოყოფა (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი) და გააძლიერონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტები.

პოსტურალური ჰიპოტენზია შეიძლება გამწვავდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატების ან ანესთეტიკების ერთდროული მიღებით.

თიაზიდური დიურეზულების მკურნალობამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ინსულინის დოზის კორექცია. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციდოზის რისკის არსებობის გამო, გამოწვეული ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით.

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული რეაქციის შემცირება პრესორულ ამინებზე (მაგალითად, ადრენალინზე), მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ გამოირიცხოს პრესორის ეფექტი.

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების მაღალი დოზებით.

ციკლოსპორინთან ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის ტიპის გართულებების რისკი.

ბაკლოფენთან, ამიფოსტინთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან ნეიროლეპტიკებთან ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია.

კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით ასოცირდება ისეთი გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით) RAAS მოქმედი აგენტის ერთჯერადად გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტები უკუჩვენებები, გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

AIIRA დაწყება ორსულობის დროს არ შეიძლება. თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის.

ორსულობის დადგენისას, AIIRA-ებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები უკუჩვენებები და ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია).

გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში:

ორსულობა

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები (AIIRAs):

AIIRA-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფები გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები). AIIRA-ების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფები უკუჩვენებები და გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედების შემდეგ ტერატოგენურობის რისკის შესახებ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება არ იყო დამაჯერებელი; თუმცა, არ არის გამორიცხული რისკის მცირე ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონტროლირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები AIIRA-ებთან დაკავშირებული რისკის შესახებ, მსგავსი რისკები შეიძლება არსებობდეს ამ კლასის პრეპარატებისთვის. თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის. ორსულობის დადგენისას, AIIRA-ებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.

ცნობილია, რომ მეორე და მესამე ტრიმესტრში AIIRA თერაპიის ზემოქმედება იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალას გაძვლოვანების ჩამორჩენა) და ახალშობილთა ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).

თუ AIIRA-ს ზემოქმედება მოხდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის და თავის ქალას ულტრაბგერითი შემოწმება.

ჩვილებს, რომელთა დედებმაც მიიღეს AIIRA-ები, ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ჰიპოტენზიის არსებობაზე (იხ. პარაგრაფები უკუჩვენებები და გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).

ჰიდროქლორთიაზიდი:

ორსულობის დროს ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არსებობს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე კვლევები არასაკმარისია.

ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტას. ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისმა გამოყენებამ მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება დაარღვიოს ნაყოფის პლაცენტური პერფუზია და გამოიწვიოს ნაყოფისა და ახალშობილის ეფექტები, როგორიცაა სიყვითლე, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია.

ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის დროს პლაზმის მოცულობის შემცირების და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკის გამო, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ზემოქმედების გარეშე.

ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის დროს, გარდა იმ იშვიათი სიტუაციებისა, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.

ძუძუთი კვება

ვინაიდან ინფორმაცია ძუძუთი კვების დროს კანტაბ პლუსის გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, კანტაბ პლუსი არ არის რეკომენდებული და სასურველია ალტერნატიული მკურნალობა უკეთ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების პროფილებით ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილი ან დღენაკლული ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

ჰიდროქლორთიაზიდი:

ჰიდროქლორთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. თიაზიდებს მაღალი დოზებით, რომლებიც იწვევენ ინტენსიურ დიურეზს, შეუძლიათ შეაფერხონ რძის წარმოება. ძუძუთი კვების დროს კანტაბ პლუსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ კანტაბ პლუსით მკურნალობის დროს ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.

გვერდითი მოვლენები

კანდესარტანის ცილექსეტილის/ჰიდროქლორთიაზიდის კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში არასასურველი რეაქციები იყო მსუბუქი და ტრანზიტორული. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა მსგავსი იყო კანდესარტანის ცილექსეტილის/ჰიდროქლორთიაზიდის (2.3-3.3%) და პლაცებოს (2.7-4.3%) ჯგუფებში.

კანდესარტანის ცილექსეტილის/ჰიდროქლორთიაზიდის კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები შემოიფარგლებოდა იმით, რაც ადრე იყო დაფიქსირებული კანდესარტანის ცილექსეტილის და/ან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია კანდესარტანის ცილექსეტილის გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან. ჰიპერტენზიული პაციენტების კლინიკური კვლევების მონაცემების გაერთიანებულ ანალიზში, კანდესარტანის ცილექსეტილთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები განისაზღვრა კანდესარტანის ცილექსეტილის გვერდითი მოვლენების სიხშირის საფუძველზე, სულ მცირე 1%-ით უფრო მაღალი, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში.

ცხრილებში მოცემული გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისტემის ორგანოთა კლასი

სიხშირე

გვერდითი მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

რესპირატორული ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი

ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან იშვიათი

ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

თავბრუ/ვერტიგო, თავის ტკივილი

რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ძალიან იშვიათი

ხველა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან იშვიათი

გულისრევა

უცნობი

ფაღარათი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი

ღვიძლის ფერმენტების მატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათი

წელის ტკივილი, ართრალგია, მიალგია

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

ძალიან იშვიათი

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით მგრძნობიარე პაციენტებში (იხ. გაფრთხილებები/ სიფრთხილის ზომები)

ქვემოთ ცხრილში მოცემულია გვერდითი მოვლენები ჰიდროქლორთიაზიდით მონოთერაპიის დროს ჩვეულებრივ ≥ 25 მგ დოზებიბსას.

სისტემის ორგანოთა კლასი

სიხშირე

გვერდითი მოვლენები

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი სიმსივნეები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით) უცნობი

უცნობი

კანის არამელანომური კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ლეიკოპენია, ნეიტროპენია/ აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიკური ანემია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ანაფილაქსიური რეაქციები

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი

ჰიპერგლიკემია,

ჰიპერურიკემია,

ელექტროლიტური დისბალანსი

(ჰიპონატრიემიისა და ჰიპოკალიემიის ჩათვლით)

ფსიქიატრიული დარღვევები

იშვიათი

ძილის დარღვევა, დეპრესია, მოუსვენრობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

თავბრუსხვევა, ვერტიგო

იშვიათი

პარესთეზია

თვალის დარღვევები

იშვიათი

მხედველობის ტრანზიტორული დაბინდვა

უცნობია

მწვავე მიოპია, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ქოროიდული გჟონვა

გულის დარღვევები

იშვიათი

გულის არითმიები

სისხლძარღვების დარღვევები

არახშირი

პოსტურალური ჰიპოტენზია

იშვიათი

მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)

რესპირატორული დისტრესი

(პნევმონიტის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით)

ძალიან იშვიათი

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) (იხილეთ პარაგრაფი გაფრთხილებები/სიფრთხილეები)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

არახშირი

უმადობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, ფაღარათი, შეკრულობა

იშვიათი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშვიათი

სიყვითლე (ინტრაჰეპატური ქოლესტაზური სიყვითლე)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობის რეაქციები

იშვიათი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

უცნობია

სისტემური წითელი მგლურა

კანის წითელი მგლურა

კუნთების სპაზმი

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

ხშირი

გლიკოზურია

იშვიათი

თირკმლის დისფუნქცია და ინტერსტიციული ნეფრიტი

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილზე

ხშირი

სისუსტე

იშვიათი

ცხელება

გამოკვლევები

ხშირი

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება

იშვიათი

BUN-ისა და შრატის კრეატინინის მატება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით დაფიქსირდა კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი HCTZ-სა და NMSC-ს შორის (იხ. პუნქტები გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი შარდმდენების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ქოროიდული გამონაჟონის შემთხვევები მხედველობის ველის დეფექტით.

გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ფარმაკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის გადაჭარბების მთავარი გამოვლინება, სავარაუდოდ შეიძლება იყოს სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. ცალკეულ შემთხვევებში ჭარბი დოზირებისას (672 მგ-მდე კანდესარტანის ცილექსეტილის) პაციენტის გამოჯანმრთელება წარიმართა პრობლემების გარეშე.

ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბების მთავარი გამოვლინებაა სითხისა და ელექტროლიტების მწვავე დაკარგვა. ასევე შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, წყურვილი, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმიები, სედაცია/ცნობიერების დაქვეითება და კუნთების კრუნჩხვები.

მკურნალობა

არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია კანტაბ პლუსით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. თუმცა, ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია შემდეგი ზომები.

ჩვენების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. თუ სიმპტომატური ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. პაციენტი უნდა დააწვინოთ ფეხების მაღალ მდგომარეობაში მოთავსებით. თუ ეს არ არის საკმარისი, პლაზმის მოცულობა უნდა გაიზარდოს იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიით. შრატის ელექტროლიტებისა და მჟავების ბალანსი უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გამოსწორდეს. სიმპათომიმეტური მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს, თუ ზემოაღნიშნული ზომები არ არის საკმარისი.

კანდესარტანი არ შეიძლება გამოიყოს ჰემოდიალიზით. უცნობია, რამდენად გამოიყოფა ჰიდროქლორთიაზიდი ჰემოდიალიზით.

შენახვის პირობები

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაუცველ ადგილას.

შეფუთვა:

კანტაბ პლუსი 16 მგ/12,5 მგ ტაბლეტი: გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალ ბლისტერი, 28 ტაბლეტი ან 84 ტაბლეტი მუყაოს შეფუთვაში.

კანტაბ პლუსი 32 მგ/12,5 მგ ტაბლეტი: გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალ ბლისტერი, 28 ტაბლეტი ან 84 ტაბლეტი მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

Saray Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. No: 14

34768 Ümraniye / სტამბული

ლიცენზიის თარიღი და ნომერი:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ II ანტაგონისტები + შარდმდენები

ათქ კოდი: C09DA06

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ანგიოტენზინი II არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მთავარი ვაზოაქტიური ჰორმონი და მონაწილეობს ჰიპერტენზიისა და სხვა გულსისხლძარღვოვანი დარღვევების პათოფიზიოლოგიაში. ის ასევე მონაწილეობს ორგანოთა ჰიპერტროფიის პათოგენეზსა და ორგანოს ტერმინალურ დაზიანებაში. ანგიოტენზინ II-ის მთავარი ფიზიოლოგიური ეფექტები, როგორიცაა ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სტიმულაცია, მარილისა და წყლის ჰომეოსტაზის რეგულაცია და უჯრედის ზრდის სტიმულაცია, განპირობებულია 1 ტიპის (AT1) რეცეპტორით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კანდესარტანის ცილექსეტილი არის პროწამალი, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ წამლად, კანდესარტანად, ესტერის ჰიდროლიზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დროს. კანდესარტანი არის AIIRA, შერჩევითი AT1 რეცეპტორებისთვის, რეცეპტორთან მჭიდრო შეკავშირებით და ნელი დისოციაციის მქონე. მას არ აქვს აგონისტური მოქმედება.

კანდესარტანი არ ახდენს გავლენას აგფ ან სხვა ფერმენტულ სისტემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირდება აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან. ვინაიდან არ ახდენს გავლენას კინინების დაშლაზე ან სხვა ნივთიერებების მეტაბოლიზმზე, როგორიცაა ნივთიერება P, AIIRAs ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასოცირებული იყოს ხველასთან. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ადარებდნენ კანდესარტანის ცილექსეტილს აგფ ინჰიბიტორებთან, ხველის სიხშირე უფრო დაბალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კანდესარტანის ცილექსეტილს. კანდესარტანი არ უკავშირდება და არ ბლოკავს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა რეგულაციისთვის. AT1 რეცეპტორების ანტაგონიზმი იწვევს პლაზმაში რენინის დონის, ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II დონის დოზასთან დაკავშირებულ ზრდას და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირებას.

კანის არამელანომური კიბო:

ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა ორგანომ ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, დააფიქსირა კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი HCTZ-სა და NMSC-ს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას, რომელიც შედგებოდა BCC-ის 71,533 შემთხვევისგან და SCC-ის 8,629 შემთხვევისგან, რომლებიც შეესაბამება 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. HCTZ-ის მაღალი გამოყენება (≥50,000 მგ კუმულაციური) ასოცირებული იყო კორექტირებულ OR-თან 1.29 (95% CI: 1.23-1.35) BCC-სთვის და 3.98 (95% CI: 3.68-4.31) SCC-სთვის. მკაფიო კუმულაციური დოზის საპასუხო კავშირი დაფიქსირდა როგორც BCC, ასევე SCC. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოს (SCC) და HCTZ-ის ზემოქმედებას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამებოდა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკის შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციური დოზა-პასუხის კავშირი ნაჩვენები იყო კორექტირებული OR 2.1-ით (95% CI: 1.7-2.6), რომელიც იზრდება OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი გამოყენებისთვის (~25,000 მგ) და OR 7.7 (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზისათვის (~100,000 მგ) (იხ. პუნქტი გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები).

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

კანდესარტანის ცილექსეტილის 8-16 მგ (საშუალო დოზა 12 მგ) დღეში ერთხელ ეფექტები გულ-სისხლძარღვთა ავადობაზე და სიკვდილიანობაზე შეფასებული იყო რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში 4,937 ხანდაზმულ პაციენტზე (70-89 წლის ასაკის, 21% 80 წლის და უფროსი ასაკის) მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის ჰიპერტენზიით საშუალოდ 3.7 წლის განმავლობაში დაკვირვებით (შესწავლა კოგნიციისა და პროგნოზის შესახებ ხანდაზმულებში). პაციენტები იღებდნენ კანდესარტანს ან პლაცებოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობასთან ერთად, საჭიროებისამებრ. არტერიული წნევა შემცირდა 166/90-დან 145/80 mmHg-მდე კანდესარტანის ჯგუფში, და 167/90-დან 149/82 mmHg-მდე საკონტროლო ჯგუფში. არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პირველად საბოლოო წერტილში, ძირითად გულ-სისხლძარღვთა მოვლენებში (გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა, არალეტალური ინსულტი და არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი). იყო 26.7 მოვლენა 1000 პაციენტ-წელზე კანდესარტანის ჯგუფში, 30.0 მოვლენა 1000 პაციენტ-წელზე საკონტროლო ჯგუფში (ფარდობითი რისკი 0.89, 95% CI 0.75-დან 1.06-მდე, p=0.19).

ჰიდროქლორთიაზიდი აფერხებს ნატრიუმის აქტიურ რეაბსორბციას, ძირითადად თირკმლის დისტალურ მილაკებში და ხელს უწყობს ნატრიუმის, ქლორიდის და წყლის გამოყოფას. კალიუმის და მაგნიუმის თირკმელებით გამოყოფა იზრდება დოზადამოკიდებული წესით, ხოლო კალციუმი უფრო მეტად რეაბსორბირდება. ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს პლაზმის მოცულობას და უჯრედგარე სითხეს და ამცირებს გულის წუთმოცულობას და არტერიულ წნევას. ხანგრძლივი თერაპიის დროს პერიფერიული რეზისტენტობის შემცირება ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.

დიდმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქლორთიაზიდით ხანგრძლივი მკურნალობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს.

კანდესარტანს და ჰიდროქლორთიაზიდს აქვთ დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კანდესარტანის ცილექსეტილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული მიღება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არც ერთი მედიკამენტის ფარმაკოკინეტიკაზე.

შეწოვა და დისტრიბუაცია

კანდესარტანის ცილექსეტილი

პერორალური მიღების შემდეგ კანდესარტანის ცილექსეტილი გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად კანდესარტანად. კანდესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 40% კანდესარტანის ცილექსეტილის პერორალური ხსნარის მიღების შემდეგ. კანდესარტანის ცილექსეტილის ტაბლეტის ფორმულირების შედარებითი ბიოშეღწევადობა იმავე პერორალურ ხსნართან შედარებით არის დაახლოებით 34% ძალიან მცირე ცვალებადობით. შრატში საშუალო პიკური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. შრატში კანდესარტანის კონცენტრაცია იზრდება ხაზობრივად თერაპიული დოზის დიაპაზონის დოზების გაზრდით. კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკაში სქესთან დაკავშირებული განსხვავებები არ დაფიქსირებულა. შრატში კანდესარტანის კონცენტრაციის და დროის მრუდის (AUC) ქვეშ მყოფი ფართობი მნიშვნელოვნად არ იცვლება საკვებით.

კანდესარტანი მნიშვნელოვანი ხარისხისთ უკავშირდება პლაზმის ცილებს (99%-ზე მეტი). კანდესარტანის განაწილების მოსალოდნელი მოცულობა შეადგენს 0.1 ლ/კგ.

ჰიდრლოქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსოლუტური ბიოშეღწევადობით დაახლოებით 70%. საკვების ერთდროული მიღება ზრდის აბსორბციას დაახლოებით 15%-ით. ბიოშეღწევადობა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში გულის უკმარისობით და გამოხატული შეშუპებით.

ჰიდროქლორთიაზიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 60%. განაწილების აშკარა მოცულობა არის დაახლოებით 0,8 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

კანდესარტანის ცილექსეტილი

კანდესარტანი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდისა და ნაღვლის საშუალებით და მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიყოფა ღვიძლის მეტაბოლიზმით (CYP2C9). ურთიერთქმედების ხელმისაწვდომმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა CYP2C9-ზე და CYP3A4-ზე. In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება in vivo იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ციტოქრომ P450 იზოფერმენტებზე CYP1A2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4. კანდესარტანის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) არის დაახლოებით 9 საათი. მრავალჯერადი დოზის შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.

კანდესარტანის ნახევრად დაშლის პერიოდი უცვლელი რჩება (დაახლოებით 9 სთ) კანდესარტანის ცილექსეტილის ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღების შემდეგ. კანდესარტანის დამატებითი დაგროვება არ ხდება კომბინაციის განმეორებითი დოზების შემდეგ მონოთერაპიასთან შედარებით.

კანდესარტანის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლობით 0.37 მლ/წთ/კგ თირკმლისმიერი კლირენსით დაახლოებით 0.19 მლ/წთ/კგ. თირკმელებით კანდესარტანის გამოყოფა მიმდინარეობს გორგლოვანი ფილტრაციის გზით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციის საშუალებით. 14С რადიოიზოტოპით მონიშნული კანდესარტანის ცილექსეტილის პერორალურად მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 26% გამოიყოფა შარდში კანდესარტანის სახით და 7% არააქტიური მეტაბოლირის სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 56% აღდგება განავალში კანდესარტანის სახით და 10% - არააქტიური მეტაბოლიტის სახით.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება და გამოიყოფა თითქმის მთლიანად უცვლელი პრეპარატის სახით გლომერულური ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით. ჰიდროქლორთიაზიდის ტერმინალური t1/2 შეადგენს დაახლოებით 8 საათს. პერორალური დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდით 48 საათის განმავლობაში.

ჰიდროქლორთიაზიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი რჩება (დაახლოებით 8 სთ) ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ კანდესარტანის ცილექსეტილთან ერთად. ჰიდროქლორთიაზიდის დამატებითი დაგროვება არ ხდება კომბინაციის განმეორებითი დოზების შემდეგ მონოთერაპიასთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში

კანდესარტანის ცილექსეტილი

ხანდაზმულ პირებში (65 წელზე მეტი), კანდესარტანის Cmax და AUC იზრდება დაახლოებით 50%-ით და 80%-ით, შესაბამისად, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. თუმცა, არტერიული წნევის რეაქცია და გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსია კანდესარტანის ცილექსეტილის/ჰიდროქლორთიაზიდის მოცემული დოზის შემდეგ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი დოზირება და მიღების წესი).

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში კანდესარტანის Cmax და AUC გაიზარდა განმეორებითი დოზირებისას დაახლოებით 50%-ით და 70%-ით, შესაბამისად, მაგრამ ტერმინალური t1/2 არ შეცვლილა თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაბამისი ცვლილებები იყო დაახლოებით 50% და 110%, შესაბამისად. კანდესარტანის ტერმინალური t1/2 დაახლოებით გაორმაგდა პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით. ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ჰემოდიალიზს, მსგავსი იყო პაციენტებისა თირკმლის მძიმე უკმარისობით.

ორ კვლევაში, ორივე ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებით, აღინიშნა კანდესარტანის საშუალო AUC-ის ზრდა დაახლოებით 20%-ით ერთ კვლევაში და 80%-ით მეორე კვლევაში (იხ. პუნქტი დოზირება და მიღების წესი). არ არსებობს გამოცდილება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჰიდროქლორთიაზიდი

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის ტერმინალური t1/2 გახანგრძლივებულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კანტაბ პლუსი

16 მგ/12,5 მგ ტაბლეტი

32 მგ/12,5 მგ ტაბლეტი

ფორმულა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს 16 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს, 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს და 73,60 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს დამხმარე ნივთიერების სახით და რკინის ყვითელ ოქსიდს (E172) საღებავი საშუალების სახით.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 32 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს, 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს და 159.701 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს დამხმარე ნივთიერების სახით და რკინის ყვითელ ოქსიდს (E172) საღებავი საშუალების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II ანტაგონისტები + შარდმდენები

ჩვენებები და გამოყენება:

კანტაბ პლუსი ნაჩვენებია:

პირველადი ჰიპერტენზიის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ოპტიმალურად არ კონტროლდება კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიის საშუალებით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან სულფონამიდის წარმოებული აქტიური ნივთიერების მიმართ. ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული აქტიური ნივთიერება.

ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული აქტიური ნივთიერება.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხილეთ პუნქტები გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები და ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია)

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/ლ 1.73 მ2 BSA).

ღვიძლის მძიმე უკმარისობა და/ან ქოლესტაზი.

რეფრაქტორული ჰიპოკალიემია და ჰიპერკალციემია.

პოდაგრა.

კანტაბ პლუსის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით (GFR<60 მლ/წთ/1.73მ2) (იხ. პუნქტები ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)

არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამიტომ, არ არის რეკომენდებული RAAS-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით. (იხ. პუნქტები ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია ჩაითვლება აბსოლუტურად აუცილებელად, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ექვემდებარება თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირ მონიტორინგს. აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

თირკმელების უკმარისობა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მაინჰიბირებელი სხვა აგენტების მსგავსად, თირკმელების ფუნქციის ცვლილებები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მგრძნობიარე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კანტაბ პლუსით (იხ. პუნქტი უკუჩვენებები).

თირკმლის გადანერგვა

არსებობს შეზღუდული კლინიკური მტკიცებულება კანტაბ პლუსის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს თირკმლის ტრანსპლანტაცია.

თირკმლის არტერიის სტენოზი

სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRAs), შეიძლება გაზარდონ სისხლის შარდოვანა და შრატის კრეატინინი პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან არტერიის სტენოზით ერთადერთ თირკმელში.

ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება

პაციენტებში ინტრავასკულარული მოცულობის და/ან ნატრიუმის დაქვეითების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია, როგორც აღწერილია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებებისათვის. ამიტომ, კანტაბ პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ მდგომარეობის გამოსწორებამდე.

ანესთეზია და ქირურგია

ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს ანესთეზიისა და ოპერაციის დროს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ AIIRA-ებით რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადის გამო. ძალიან იშვიათად, ჰიპოტენზია შეიძლება იყოს ისეთი მძიმე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური სითხეების და/ან ვაზოპრესორების გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა

თიაზიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში, ვინაიდან სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა. არ არსებობს კანტაბ პლუსის კლინიკური გამოცდილება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია)

სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილეა ნაჩვენები პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი, ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები ჩვეულებრივ არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინის ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების გზით. ამიტომ, კანტაბ პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ პოპულაციაში.

ელექტროლიტური დისბალანსი

შრატის ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა უნდა ჩატარდეს შესაბამისი ინტერვალებით. თიაზიდებმა, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპერკალციემია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი).

თიაზიდურ შარდმდენებმა შეიძლება შეამცირონ შარდში კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ შრატში კალციუმის შემცველობის პერიოდული და ოდნავ მომატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ფუნქციის ანალიზების ჩატარებამდე.

ჰიდროქლორთიაზიდი დოზადამოკიდებულად ზრდის შარდში კალიუმის გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია. ჰიდროქლორთიაზიდის ეს ეფექტი ნაკლებად გამოხატულია კანდესარტანის ცილექსეტილთან ერთად. ჰიპოკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში ღვიძლის ციროზით, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სწრაფი დიურეზი, პაციენტებში ელექტროლიტების არაადეკვატური პერორალური მიღებისას და პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას კორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან (ACTH).

კანდესარტანის ცილექსეტილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია, განსაკუთრებით გულის უკმარისობის და/ან თირკმლის უკმარისობის არსებობისას. კანტაბ პლუსის და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულების, კალიუმის დანამატების ან მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ. ჰეპარინის ნატრიუმი), შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მატება. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კალიუმის კონტროლი.

ნაჩვენებია, რომ თიაზიდები ზრდის მაგნიუმის შარდით გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები

თიაზიდური დიურეზულებით მკურნალობამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ინსულინის, დოზის კორექცია. ლატენტური შაქრიანი დიაბეტი შეიძლება გამოვლინდეს თიაზიდური თერაპიის დროს. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება დაკავშირებულია თიაზიდური დიურეზულების თერაპიასთან. კანტაბ პლუსში შემავალ დოზებზე დაფიქსირდა მხოლოდ მინიმალური ეფექტები. თიაზიდური შარდმდენები ზრდის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციას და შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა მგრძნობიარე პაციენტებში.

ფოტომგრძნობელობა

დაფიქსირდა ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას (იხ. პუნქტი გვერდითი მოვლენები/არასასურველი რეაქციები). ფოტომგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. თუ მკურნალობის ხელახალი მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია მზის ან ხელოვნური UVA გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილების დაცვა.

კანის არამელანომური კიბო

კანის არამელანომური კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] გაზრდილი რისკი ჰიდროქლოროთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის გაზრდით დაფიქსირდა ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, დანიის ეროვნული კიბოს რეესტრის საფუძველზე. HCTZ-ის ფოტომგრძნობიარე მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის შესაძლო მექანიზმი. პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ და მათ უნდა ურჩიონ რეგულარულად შეამოწმონ თავიანთი კანი რაიმე ახალი დაზიანებისთვის და დაუყოვნებლივ შეატყობინონ კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული შესაძლო პრევენციული ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება და, ზემოქმედების შემთხვევაში, ადეკვატური დაცვა. კანის საეჭვო დაზიანებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოკვლეული, პოტენციურად, ბიოფსიების ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩათვლით. HCTZ-ის გამოყენებას შესაძლოა ასევე დასჭირდეს გადახედვა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ წინა NMSC (იხ. პუნქტი გვერდითი მოვლენები/არასასურველი რეაქციები).

ქოროიდული გამონაჟონი, მწვავე მიოპია და დახურულ კუთხოვანი გლაუკომა

ჰიდროქლორთიაზიდმა, სულფონამიდმა, შეიძლება გამოიწვიოს იდიოსინკრაზიული რეაქცია, რაც იწვევს ქოროიდულ გამონაჟონს მხედველობის ველის დეფექტით, გარდამავალ მიოპიას და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის დაქვეითების ან თვალის ტკივილს და, როგორც წესი, ვითარდება წამლის დაწყებიდან რამდენიმე საათიდან კვირებამდე. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. პირველადი მკურნალობა არის პრეპარატის მიღების შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა, თუ თვალშიდა წნევა რჩება უკონტროლო. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს სულფონამიდის ან პენიცილინის ალერგიის ისტორიას.

მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა

მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი მძიმე შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ჩათვლით" (ARDS) დაფიქსირდა ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ. ფილტვის შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლორთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. დასაწყისში სიმპტომები მოიცავს ქოშინს, ცხელებას, ფილტვების გაუარესებას და ჰიპოტენზიას. თუ ARDS-ის დიაგნოზზე არის ეჭვი, კანტაბ პლუსი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ARDS ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ.

ზოგადი

პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვთა ტონუსი და თირკმლის ფუნქცია უპირატესად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით ან თირკმლის დაავადებით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), მკურნალობა ამ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტებით, AIIRA ჩათვლით, ასოცირდება მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთან ან იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობასთან. როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული აგენტის შემთხვევაში, არტერიული წნევის გადაჭარბებულმა დაქვეითებამ გულის იშემიური დაავადების ან ათეროსკლეროზული ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ალერგიის ან ბრონქული ასთმის ანამნეზით ან მის გარეშე, მაგრამ უფრო სავარაუდოა ასეთი ანამნეზის მქონე პაციენტებში.

თიაზიდური დიურეზულების გამოყენებისას აღინიშნა სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან გააქტიურება.

კანტაბ პლუსის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას, როგორც დამხმარე ნივთიერებას, და ის არ უნდა მიიღონ პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, Lapp ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით.

ორსულობა

AIIRA დაწყება ორსულობის დროს არ შეიძლება. თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის.

ორსულობის დადგენისას, AIIRA-ებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები უკუჩვენებები და ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია).

გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში:

ორსულობა

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები (AIIRAs):

AIIRA-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფები გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები). AIIRA-ების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფები უკუჩვენებები და გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედების შემდეგ ტერატოგენურობის რისკის შესახებ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება არ იყო დამაჯერებელი; თუმცა, არ არის გამორიცხული რისკის მცირე ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონტროლირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები AIIRA-ებთან დაკავშირებული რისკის შესახებ, მსგავსი რისკები შეიძლება არსებობდეს ამ კლასის პრეპარატებისთვის. თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის. ორსულობის დადგენისას, AIIRA-ებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.

ცნობილია, რომ მეორე და მესამე ტრიმესტრში AIIRA თერაპიის ზემოქმედება იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალას გაძვლოვანების ჩამორჩენა) და ახალშობილთა ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).

თუ AIIRA-ს ზემოქმედება მოხდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის და თავის ქალას ულტრაბგერითი შემოწმება.

ჩვილებს, რომელთა დედებმაც მიიღეს AIIRA-ები, ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ჰიპოტენზიის არსებობაზე (იხ. პარაგრაფები უკუჩვენებები და გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).

ჰიდროქლორთიაზიდი:

ორსულობის დროს ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არსებობს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე კვლევები არასაკმარისია.

ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტას. ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისმა გამოყენებამ მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება დაარღვიოს ნაყოფის პლაცენტური პერფუზია და გამოიწვიოს ნაყოფისა და ახალშობილის ეფექტები, როგორიცაა სიყვითლე, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია.

ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის დროს პლაზმის მოცულობის შემცირების და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკის გამო, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ზემოქმედების გარეშე.

ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის დროს, გარდა იმ იშვიათი სიტუაციებისა, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.

ძუძუთი კვება

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები (AIIRAs):

ვინაიდან ინფორმაცია ძუძუთი კვების დროს კანტაბ პლუსის გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, კანტაბ პლუსი არ არის რეკომენდებული და სასურველია ალტერნატიული მკურნალობა უკეთ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების პროფილებით ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილი ან დღენაკლული ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

ჰიდროქლორთიაზიდი:

ჰიდროქლორთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. თიაზიდებს მაღალი დოზებით, რომლებიც იწვევენ ინტენსიურ დიურეზს, შეუძლიათ შეაფერხონ რძის წარმოება. ძუძუთი კვების დროს კანტაბ პლუსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ კანტაბ პლუსით მკურნალობის დროს ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.

გვერდითი მოვლენები/არასასურველი რეაქციები:

კანდესარტანის ცილექსეტილის/ჰიდროქლორთიაზიდის კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში არასასურველი რეაქციები იყო მსუბუქი და ტრანზიტორული. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა მსგავსი იყო კანდესარტანის ცილექსეტილის/ჰიდროქლორთიაზიდის (2.3-3.3%) და პლაცებოს (2.7-4.3%) ჯგუფებში.

კანდესარტანის ცილექსეტილის/ჰიდროქლორთიაზიდის კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები შემოიფარგლებოდა იმით, რაც ადრე იყო დაფიქსირებული კანდესარტანის ცილექსეტილის და/ან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია კანდესარტანის ცილექსეტილის გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან. ჰიპერტენზიული პაციენტების კლინიკური კვლევების მონაცემების გაერთიანებულ ანალიზში, კანდესარტანის ცილექსეტილთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები განისაზღვრა კანდესარტანის ცილექსეტილის გვერდითი მოვლენების სიხშირის საფუძველზე, სულ მცირე 1%-ით უფრო მაღალი, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში.

ცხრილებში მოცემული გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისტემის ორგანოთა კლასი

სიხშირე

გვერდითი მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

რესპირატორული ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი

ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან იშვიათი

ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

თავბრუ/ვერტიგო, თავის ტკივილი

რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ძალიან იშვიათი

ხველა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან იშვიათი

გულისრევა

უცნობი

ფაღარათი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი

ღვიძლის ფერმენტების მატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათი

წელის ტკივილი, ართრალგია, მიალგია

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

ძალიან იშვიათი

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით მგრძნობიარე პაციენტებში (იხ. გაფრთხილებები/ სიფრთხილის ზომები)

ქვემოთ ცხრილში მოცემულია გვერდითი მოვლენები ჰიდროქლორთიაზიდით მონოთერაპიის დროს ჩვეულებრივ ≥ 25 მგ დოზებიბსას.

სისტემის ორგანოთა კლასი

სიხშირე

გვერდითი მოვლენები

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი სიმსივნეები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით) უცნობი

უცნობი

კანის არამელანომური კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ლეიკოპენია, ნეიტროპენია/ აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიკური ანემია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ანაფილაქსიური რეაქციები

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი

ჰიპერგლიკემია,

ჰიპერურიკემია,

ელექტროლიტური დისბალანსი

(ჰიპონატრიემიისა და ჰიპოკალიემიის ჩათვლით)

ფსიქიატრიული დარღვევები

იშვიათი

ძილის დარღვევა, დეპრესია, მოუსვენრობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

თავბრუსხვევა, ვერტიგო

იშვიათი

პარესთეზია

თვალის დარღვევები

იშვიათი

მხედველობის ტრანზიტორული დაბინდვა

უცნობია

მწვავე მიოპია, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ქოროიდული გჟონვა

გულის დარღვევები

იშვიათი

გულის არითმიები

სისხლძარღვების დარღვევები

არახშირი

პოსტურალური ჰიპოტენზია

იშვიათი

მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)

რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

იშვიათი

რესპირატორული დისტრესი

(პნევმონიტის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით)

ძალიან იშვიათი

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) (იხილეთ პარაგრაფი გაფრთხილებები/სიფრთხილეები)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

არახშირი

უმადობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, ფაღარათი, შეკრულობა

იშვიათი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშვიათი

სიყვითლე (ინტრაჰეპატური ქოლესტაზური სიყვითლე)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობის რეაქციები

იშვიათი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

უცნობია

სისტემური წითელი მგლურა

კანის წითელი მგლურა

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

იშვიათი

კუნთების სპაზმი

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

ხშირი

გლიკოზურია

იშვიათი

თირკმლის დისფუნქცია და ინტერსტიციული ნეფრიტი

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილზე

ხშირი

სისუსტე

იშვიათი

ცხელება

გამოკვლევები

ხშირი

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება

იშვიათი

BUN-ისა და შრატის კრეატინინის მატება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით დაფიქსირდა კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი HCTZ-სა და NMSC-ს შორის (იხ. პუნქტები გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი შარდმდენების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ქოროიდული გამონაჟონის შემთხვევები მხედველობის ველის დეფექტით.

გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში გამოკვლეული ნაერთები მოიცავს ვარფარინს, დიგოქსინს, პერორალურ კონტრაცეპტივებს (ე.ი. ეთინილ ესტრადიოლი/ ლევონორგესტრელი), გლიბენკლამიდსა და ნიფედიპინს. ამ კვლევებში არ გამოვლენილა კლინიკური მნიშვნელობის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

მოსალოდნელია, რომ ჰიდროქლორთიაზიდის კალიუმის გამოლევის ეფექტი გაძლიერდება სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც დაკავშირებულია კალიუმის დაკარგვასთან და ჰიპოკალიემიასთან (მაგ. სხვა კალიურეზული შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინის G ნატრიუმი, სალიცილის მჟავის წარმოებულები, სტეროიდები, ACTH).

კანტაბ პლუსის და კალიუმის შემნახველი დიურეზულების, კალიუმის დანამატების ან მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ. ჰეპარინის ნატრიუმი), შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მატება. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კალიუმის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

დიურეზულებით გამოწვეული ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია მიდრეკილია ციფრული გლიკოზიდებისა და ანტიარითმული საშუალებების პოტენციურ კარდიოტოქსიურ ეფექტებზე. რეკომენდირებულია შრატში კალიუმის პერიოდული მონიტორინგი, როდესაც კანტაბ პლუსი გამოიყენება ასეთ სამკურნალო საშუალებებთან და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes:

Ia კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი)

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ. თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამისულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიოდოლი)

სხვა (მაგ.: ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ინრავენური ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, კეტანსერინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ტერფენადინი, ინრავენური ვინკამინი)

შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება დაფიქსირდა ლითიუმის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღებისას. მსგავსი ეფექტი ასევე დაფიქსირდა AIIRA-ებთან მიმართებაში. არ არის რეკომენდებული კანდესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება ლითიუმთან ერთად. თუ კომბინაცია საჭირო იქნება, რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის ფრთხილად მონიტორინგი.

AIIRA-ების ერთდროულად მიღებისას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) (მაგ. შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (> 3 გ/დღეში) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.

აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, AIIRA-ს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკი, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობა და შრატში კალიუმის მატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ადრე არსებული თირკმელების ცუდი ფუნქცია. კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტები უნდა იყვნენ ადეკვატურად ჰიდრატირებული და განიხილება თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომ პერიოდულად.

ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მცირდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა მცირდება კოლესტიპოლით ან ქოლესტირამინით. არადეპოლარიზებული მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ჰიდროქლორთიაზიდით.

თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონე ექსკრეციის შემცირების გამო. თუ კალციუმის დანამატები ან D ვიტამინი უნდა დაინიშნოს, შრატში კალციუმის დონე უნდა გაკონტროლდეს და შესაბამისად გაკორექტირდეს დოზა.

ბეტა-ბლოკერების და დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს თიაზიდების მიერ.

ანტიქოლინერგულმა საშუალებებმა (მაგ. ატროპინი, ბიპერიდენი) შეიძლება გაზარდონ თიაზიდური ტიპის დიურეზულების ბიოშეღწევადობა კუჭ-ნაწლავის მოძრაობისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირებით.

თიაზიდმა შეიძლება გაზარდოს ამანტადინის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენების რისკი.

თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიური მედიკამენტების თირკმელებით გამოყოფა (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი) და გააძლიერონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტები.

პოსტურალური ჰიპოტენზია შეიძლება გამწვავდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატების ან ანესთეტიკების ერთდროული მიღებით.

თიაზიდური დიურეზულების მკურნალობამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ინსულინის დოზის კორექცია. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციდოზის რისკის არსებობის გამო, გამოწვეული ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით.

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული რეაქციის შემცირება პრესორულ ამინებზე (მაგალითად, ადრენალინზე), მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ გამოირიცხოს პრესორის ეფექტი.

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების მაღალი დოზებით.

ციკლოსპორინთან ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის ტიპის გართულებების რისკი.

ბაკლოფენთან, ამიფოსტინთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან ნეიროლეპტიკებთან ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია.

კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით ასოცირდება ისეთი გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით) RAAS მოქმედი აგენტის ერთჯერადად გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტები უკუჩვენებები, გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება ჰიპერტენზიის დროს

კანტაბ პლუსის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

რეკომენდებულია დოზის ტიტრირება ცალკეული კომპონენტებით (კანდესარტანის ცილექსეტილი და ჰიდროქლორთიაზიდი). როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან კანტაბ პლუსზე პირდაპირი გადასვლა. ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიაზე გადასვლისას რეკომენდებულია კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის ტიტრაცია. კანტაბ პლუსი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ოპტიმალურად არ კონტროლდება კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლორთიაზიდით მონოთერაპიის საშუალებით.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტის უმეტესი ნაწილი ჩვეულებრივ მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები ინტრავასკულარული მოცულობის განლევით

კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის ტიტრაცია რეკომენდებულია ჰიპოტენზიის რისკის მქონე პაციენტებში, როგორიცაა პაციენტები მოცულობის შესაძლო დაქვეითებით (ამ პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს კანდესარტანის ცილექსეტილის საწყისი დოზა 4 მგ).

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი (BSA)) რეკომენდებულია დოზის ტიტრაცია. კანტაბ პლუსი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1,73 მ2 BSA) (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის ტიტრაცია პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით.

კანტაბ პლუსი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით და/ან ქოლესტაზით (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).

პედიატრიული პოპულაცია

კანტაბ პლუსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების წესი

პერორალური გამოყენება.

კანტაბ პლუსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე არ მოქმედებს საკვები.

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ჰიდროქლორთიაზიდსა და საკვებს შორის.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები

ფარმაკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კანდესარტანის ცილექსეტილის დოზის გადაჭარბების მთავარი გამოვლინება, სავარაუდოდ შეიძლება იყოს სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. ცალკეულ შემთხვევებში ჭარბი დოზირებისას (672 მგ-მდე კანდესარტანის ცილექსეტილის) პაციენტის გამოჯანმრთელება წარიმართა პრობლემების გარეშე.

ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბების მთავარი გამოვლინებაა სითხისა და ელექტროლიტების მწვავე დაკარგვა. ასევე შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, წყურვილი, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმიები, სედაცია/ცნობიერების დაქვეითება და კუნთების კრუნჩხვები.

მკურნალობა

არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია კანტაბ პლუსით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. თუმცა, ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია შემდეგი ზომები.

ჩვენების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. თუ სიმპტომატური ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. პაციენტი უნდა დააწვინოთ ფეხების მაღალ მდგომარეობაში მოთავსებით. თუ ეს არ არის საკმარისი, პლაზმის მოცულობა უნდა გაიზარდოს იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიით. შრატის ელექტროლიტებისა და მჟავების ბალანსი უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გამოსწორდეს. სიმპათომიმეტური მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს, თუ ზემოაღნიშნული ზომები არ არის საკმარისი.

კანდესარტანი არ შეიძლება გამოიყოს ჰემოდიალიზით. უცნობია, რამდენად გამოიყოფა ჰიდროქლორთიაზიდი ჰემოდიალიზით.

შენახვის პირობები

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაუცველ ადგილას.

შეფუთვა:

კანტაბ პლუსი 16 მგ/12,5 მგ ტაბლეტი: გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალ ბლისტერი, 28 ტაბლეტი ან 84 ტაბლეტი მუყაოს შეფუთვაში.

კანტაბ პლუსი 32 მგ/12,5 მგ ტაბლეტი: გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალ ბლისტერი, 28 ტაბლეტი ან 84 ტაბლეტი მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

Saray Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. No: 14

34768 Ümraniye / სტამბული

ლიცენზიის თარიღი და ნომერი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა