პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მინერალური დანამატები

კალცი D3-დენკი 1000 მგ/880 ს.ე. შუშხუნა ტაბლეტები

Calci D3-Denk 1000 mg/880 I.E. Brausetabletten

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

Calci D3-Denk არის შუშხუნა ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს და D3 ვიტამინს – ორი მნიშვნელოვანი ნივთიერება ძვლის ფორმირებისთვის. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
1000მგ+880ს.ე. შუშხუნა ტაბლეტი ფორთოხლის არომატით №120
მწარმოებელი
Swiss Caps GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატები, კალციუმი, კომბინაციები ვიტამინ D-სთან და/ან სხვა პრეპარატებთან
ATC კოდი
A12AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-039953
რეგისტრირებულია
12 იანვარი 2024, მოქმედებს 12 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკალცი D3-დენკი 1000 მგ/880 ს.ე. შუშხუნა ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

კალცი D3-დენკი 1000 მგ/880 ს.ე. შუშხუნა ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Calci D3-Denk არის შუშხუნა ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს და D3 ვიტამინს – ორი მნიშვნელოვანი ნივთიერება ძვლის ფორმირებისთვის.

Calci D3-Denk მიიღება:

ხანდაზმულებში კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის

როგორც ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დანამატი D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებისთვის.

თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

რა არის გასათვალისწინებელი Calci D3-Denk-ის მიღებამდე?

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და ხანდაზმულები

თითო შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთჯერ.

ბავშვები და მოზარდები

Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.

დოზირება ღვიძლის უკმარისობის დროს

დოზის კორექტირება არ არის საჭირო.

დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს

Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

მკურნალობის ხანგრძლივობაის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

გამოყენების წესი

სრულად გახსნის შემდე გამოიყენება პერორალურად.

შუშხუნა ტაბლეტები მიიღება ერთ ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია კალციუმის, D ვიტამინის, სოიოს, მიწის თხილის/არაქისის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სისხლში ან შარდში კალციუმის ძალიან მაღალი დონე

თირკმლების მწვავე უკმარისობა

თირკმლების კენჭოვანი დაავადება

სისხლში D ვიტამინის ძალიან მაღალი დონე

სიფრთხილის ზომები

უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს Calci D3-Denk-ის მიღებამდე:

თუ თქვენ გადიხართ გრძელვადიან მკურნალობას

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან აღგენიშნებათ თირკმელში კენჭების წარმოქმნის მიდრეკიება.

თუ გაწუხებთ სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს ორგანიზმში D ვიტამინის დონის მომატებას)

ოსტეოპოროზის იმობილიზაციის შემთხვევაში

თუ იღებთ სხვა D ვიტამინის ან კალციუმის დანამატებს. კალციუმის და D ვიტამინის დამატებითი დოზები შეიძლება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა კალციუმის და/ან D3 ვიტამინის პრეპარატის გამოყენება ინდივიდუალურ შემთხვევაში.

თუ ღებულობთ Calci D3-Denk-ს ოსტეოპოროზის დროს, მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია სისხლში კალციუმის დონის განსაზღვრა (კალციემია).

Calci D3-Denk-ით გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, რეგულარულად უნდა გადამოწმდეს სისხლში კალციუმის შემცველობა. შედეგიდან გამომდინარე, ექიმი გადაწყვეტს შეამციროს დოზა თუ შეწყვიტოს მკურნალობა.

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია და თქვენ მკურნალობთ Calci D3-Denk-ით, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მკურნალობის ეფექტი კალციუმისა და ფოსფატის ბალანსზე.

ბავშვები და მოზარდები

Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.

Calci D3-Denk-ის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახან მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი ან აპირებენ სხვა მედიკამენტების მიღებას.

კალციუმის კარბონატის მიღებას სხვა პრეპარატთან (მაგ. ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტები) ერთად, შეუძლია შეაფერხოს ტეტრაციკლინის შეწოვა. ამ მიზეზით, ტეტრაციკლინის პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმუმ ორი საათით ადრე ან 4-6 სთ. შემდეგ კალციუმის მიღებიდან.

ბისფოსფონატების შემცველი მედიკამენტები (ოსტეოპოროზის სამკურნალოდ) ან ნატრიუმის ფტორიდი (კბილის მინანქრის გასაძლიერებლად) უნდა მიიღოთ Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე.

ლევოთიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული გამოყენებით ლევოთიროქსინის შეწოვის შემცირების გამო. ამიტომ, კალციუმი და ლევოთიროქსინი უნდა დაინიშნოს მინიმუმ ოთხი საათის ინტერვალით.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული მიღებით. ქინოლონის ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს კალციუმის მიღებამდე ორი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ.

სისტემური კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას. ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს Calci D3-Denk შუშხუნა ტაბლეტების დოზის გაზრდა.

რიფამპიცინს, ფენიტოინს ან ბარბიტურატებს შეუძლიათ შეასუსტონ D3 ვიტამინის ეფექტი, რადგან ისინი ზრდან მის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.

კალციუმის მარილებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ რკინის, თუთიის ან სტრონციუმის შეწოვას. შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული კალციუმის მიღებიდან ორი საათის ინტერვალით.

სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტებზე, არის: თიაზიდური შარდმდენები (დეჰიდრატაციის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის ან შეშუპების სამკურნალოდ), საგულე გლიკოზიდები (მაგ., დიგიტალიები, გულის დაავადებების სამკურნალოდ), კორტიკოსტეროიდები (ანთების სამკურნალოდ ან იმუნოსუპრესანტებად), იონური გაცვლის ფისები, როგორიცაა ქოლესტირამინი (სისხლში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ), საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა პარაფინის ზეთი ან ორლისტატი (ჭარბი წონის სამკურნალოდ).

კალციუმის ან D ვიტამინის შემცველი დამატებითი პროდუქტები: კალციუმის და D ვიტამინის დამატებითმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მნიშვნელოვანი ზრდა და მავნე გვერდითი ეფექტების პროვოცირება. ასეთი პროდუქტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ Calci D3-Denk-თან ერთად მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

Calci D3-Denk-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საჭმლის მიღების შუალედებში.

ოქსალის მჟავას (მაგალითად, ისპანახში, მჟაუნასა და რევანდში) და ფიტინის მჟავას (მთლიან მარცვლეულში) შეუძლია შეაფერხოს კალციუმის შეწოვა კალციუმის იონებთან უხსნადი ნაერთების წარმოქმნით. პაციენტმა არ უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატები ოქსალის ან ფიტინის მჟავის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ ორი საათის განმავლობაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თიაზიდური დიურეზულები/შარდმდენები ამცირებენ შარდში კალციუმის გამოყოფას. თიაზიდური შარდმდენების ერთდროული გამოყენებისას, კალციუმის დონე შრატში რეგულარულად უნდა გადამოწმდეს ჰიპერკალციემიის გაზრდილი რისკის გამო.

კალციუმის კარბონატს შეუძლია ხელი შეუშალოს პარალელურად მიღებული ტეტრაციკლინის პრეპარატების შეწოვას. ამ მიზეზით, ტეტრაციკლინის პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმუმ ორი საათით ადრე ან 4-6 სთ. შემდეგ კალციუმის მიღებიდან.

ჰიპერკალციემიამ შეიძლება გაზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობა კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობის დროს. ამიტომ აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, მათ შორის ეკგ და შრატში კალციუმის დონის განსაზღვრა.

ბისფოსფონატების ან ნატრიუმის ფტორიდის ერთდროული გამოყენებისას, ეს პრეპარატები მინიმუმ სამი საათით ადრე უნდა იქნას მიღებული Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი შეწოვა.

ლევოთიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული გამოყენებით ლევოთიროქსინის შეწოვის შემცირების გამო. ამიტომ, კალციუმი და ლევოთიროქსინი უნდა დაინიშნოს მინიმუმ ოთხი საათის ინტერვალით.

ქინოლონის ანტიბიოტიკების შეწოვა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული მიღებით. ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს კალციუმის მიღებამდე ორი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ.

სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას. ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს Calci D3-Denk შუშხუნა ტაბლეტების დოზის გაზრდა.

იონური გაცვლის ფისებით ერთდროულმა მკურნალობამ, როგორიცაა ქოლესტირამინი, საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა პარაფინის ზეთი ან ორლისტატი, შეიძლება შეამციროს D ვიტამინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

რიფამპიცინს, ფენიტოინს ან ბარბიტურატებს შეუძლიათ შეასუსტონ D3 ვიტამინის ეფექტი, რადგან ისინი ზრდან მის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.

კალციუმის მარილებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ რკინის, თუთიის ან სტრონციუმის შეწოვას. შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული კალციუმის მიღებიდან ორი საათის ინტერვალით.

ოქსალის მჟავას (მაგალითად, ისპანახში, მჟაუნასა და რევანდში) და ფიტინის მჟავას (მთლიან მარცვლეულში) შეუძლია შეაფერხოს კალციუმის შეწოვა კალციუმის იონებთან უხსნადი ნაერთების წარმოქმნით. პაციენტმა არ უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატები ოქსალის ან ფიტინის მჟავის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ ორი საათის განმავლობაში.

კალციუმის ან D ვიტამინის შემცველი დამატებითი პროდუქტები: კალციუმის და D ვიტამინის დამატებითმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მნიშვნელოვანი ზრდა და მავნე გვერდითი ეფექტების პროვოცირება. ასეთი პროდუქტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ Calci D3-Denk-თან ერთად მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან შესაძლოა, რომ ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას

ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

Calci D3-Denk არ გამოიყენება ორსულობის დროს D ვიტამინის მაღალი დოზის გამო. არსებობს ცალკეული შემთხვევები, რომელიც ადასტურებს, რომ მიუხედავად დედის ჰიპოპარათირეოზის D ვიტამინის მაღალი დოზებით მკურნალობისას ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ.

ლაქტაცია

Calci D3-Denk არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში D ვიტამინის მაღალი დოზის შემცველობის გამო. კალციუმი და D3 ვიტამინი გადადის დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, საზიანო ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა.

Calci D3-Denk შეიცავს ლაქტოზას, საქაროზას და ნატრიუმს.

Calci D3-Denk შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. თუ გარკვეული შაქრების მიმართ გაქვთ აუტანლობა, გთხოვთ ეს პრეპარატი მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. Calci D3-Denk შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის (კარიესი).

Calci D3-Denk-ის თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 96,2 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის ნატრიუმის მიღების დღიურად რეკომენდებული მაქსიმალური დოზის 4.8%.

Calci D3-Denk-ის მიღების წესი?

მედიკამენტი ყოველთვის მიიღება გამოყენების ამ ინსტრუქციაში რეკომენდებული წესის, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ რაიმე ვერ გაიგეთ ან დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა ერთი შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ.

გთხოვთ, შუშხუნა ტაბლეტი გახსნათ ერთ ჭიქა სასმელ წყალში (200 მლ) და მთლიანად მიიღოთ ჭიქის შიგთავსი.

Calci D3-Denk-ის დოზის გადაჭარბება.

თუ თქვენ მიიღეთ მეტი Calci D3-Denk ვიდრე უნდა მიგეღოთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ჰიპერკალციემიის სიმპტომები (სისხლში კალციუმის შემცველობის მომატება) იწვევს მადის დაკარგვას, გულისრევას, ღებინებას, ყაბზობა, მუცლის ტკივილის, კუნთების სისუსტეს, გონების დაბინვას და მეტყველების დარღვევას, წყურვილის შეგრძნებას, გახშირებულ შარდას და ძვლის ტკივილს.

თუ დაგავიწყდათ Calci D3-Denk-ის მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა, წამალის მიღებასთან დაკავშირებით ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს Calci D3-Denk-ს?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):

მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში (ჰიპერკალციემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია) კალციუმის დონის მომატება.

ჰიპერკალციემიის სიმპტომებია: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, გონების დაბინვა და მეტყველების დარღვევა, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, ხშირი შარდა და ძვლის ტკივილი.

იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს):

ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ალერგიული რეაქციები (სოიოს ზეთის გამო).

რძე-ტუტე სინდრომი (ასევე უწოდებენ ბურნეტის სინდრომს, ჩვეულებრივ ვლინდება მხოლოდ კალციუმის გადაჭარბებული მიღების შემდეგ);

სიმპტომები ასევე მოიცავს ჰიპერკალციემია, მეტაბოლური ალკალოზი, თირკმლის დისფუნქცია და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

უცნობი სიხშირით (სიხშირე ვერ შეფასდება არსებული მონაცემებიდან):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ მწვავე ალერგიული რეაქციის რომელიმე ნიშანი გამოვლინდება: შეშუპებული სახე, ტუჩების შეშუპება, ენის შეშუპება (ანგიოედემა) ან ყელის/ხორხის შეშუპება.

ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი ძალიან იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

თირკმლის დისფუნქციის/უკმარისობის მქონე პაციენტები

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა თქვენს სისხლში აიწიოს ფოსფატის დონემ, გაიზარდოს თირკმლში კენჭების წარმოქმნის რისკი და თირკმელებში მოიმატოს კალციუმის რაოდენობამ.

გვერდითი მოვლენები

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი და ჰიპერკალციემია. ჰიპერკალციემიის სიმპტომებია ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ფსიქიკური აშლილობები, პოლიდიფსია, პოლიურია, ძვლის ტკივილი, ნეფროკალცინოზი, თირკმლში ქვები და უკიდურეს შემთხვევებში გულის არითმიები. ექსტრემალურმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილიც კი. კალციუმის მუდმივმა მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების შეუქცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

ჰიპერკალციემიის მკურნალობა: უნდა შეწყდეს კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობა. ასევე უნდა შეწყდეს თიაზიდური შარდმდენებით და საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა. იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა უნდა ჩაუტარდეთ კუჭის ამორეცხვა. რეჰიდრატაცია სიმძიმის მიხედვით, იზოლირებული ან კომბინირებული მკურნალობა შარდმდენებით, ბისფოსფონატებით, კალციტონინით და კორტიკოსტეროიდებით. უნდა ჩატარდეს შრატში ელექტროლიტების განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციისა და დიურეზის მონიტორინგი. მძიმე შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ეკგ და უნდა მოხდეს ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტებია: კალციუმი და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ კალციუმს (კალციუმის კარბონატის სახით) და 22 მიკროგრამ ქოლეკალციფეროლს (880 სე D3 ვიტამინს).

სხვა ნივთიერებებია:

α-ტოკოფეროლი (all-rac-alpha-Tocopherol), ჰიდროგენიზებული სოიოს ზეთი (Ph. Eur.), ჟელატინი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K25, საქარინის ნატრიუმი (Ph. Eur.), ნატრიუმის ციკლამატი, მაკროგოლი 6000, სიმეტიკონი, მეთილცელულოზა. ფორთოხლის წვენის არომატი,

Calci D3-Denk-ს აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

Calci D3-Denk არის თეთრი–მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი შუშხუნა ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით ორივე მხარეს.

Calci D3-Denk ხელმისაწვდომია 20, 40, 100 ან 120 შუშხუნა ტაბლეტის შეფუთვით.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ/ Denk Pharma GmbH & Co. KG

პრინცრეგენტენშტრასე # 79/ Prinzregentenstr. 79

81675 მიუნხენი/ 81675 მიუნხენი

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტუბზე შემდეგი სიტყვების შემდეგ: "გამოიყენეთ -------მდე". ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ტუბი ყოველთვის ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, რათა დაიცვათ შიგთავსი ტენისგან. ტუბის პირველი გახსნის შემდეგ მისი გამოყენება შეგიძლიათ 1 თვის განმავლობაში.

შეწყვიტეთ შუშხუნა ტაბლეტების გამოყენება მათი ფორმის ან ფერის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში.

არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყალში (მაგალითად სააბაზანოში ან პირსაბან ნიჟარაში).

იმ პრეპარატის განადგურების შესახებ, რომელსაც აღარ გამოიყენებთ, მიმართეთ ფარმაცევტს. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მინერალები, კალციუმი, კომბინაციები D ვიტამინთან და / ან სხვა საშუალებებთან,

ათქ. კლასიფიკაციის კოდი : A12AX01

ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავში.

კალციუმის და D3 ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) ზრდას, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და იწვევს ძვლის რეზორბციის გაზრდას.

D ვიტამინის დეფიციტის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 1 000 მგ კალციუმის და 800 სე D ვიტამინის ყოველდღიურმა მიღებამ ექვსი თვის განმავლობაში გამოიწვია D3 ვიტამინის ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის დონის ნორმალიზება 25-ე პოზიციაზე, აგრეთვე მეორადი ჰიპერპარათირეოზის და ტუტე ფოსფატაზის დონის შემცირება.

ჩატარდა 18-თვიანი ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3 270 სტაციონარში განთავსებული 84+/- 6 ასაკის ქალი, ისინი დანამატის სახით იღებდნენ D ვიტამინს (800 სე/დღში) და კალციუმის ფოსფატს (რომელიც შეესაბამება 1200 მგ ელემენტარულ კალციუმს/დღეში), რამაც გამოიწვია PTH სეკრეციის მნიშვნელოვანი შემცირება. 18 თვის შემდეგ "Intent-to-Treat" ანალიზმა გამოავლინა 80 ბარძაყის ძვლის მოტეხილობა კალციუმ- D ვიტამინის ჯგუფში და 110 ბარძაყის მოტეხილობა პლაცებოს ჯგუფში (p=0.004). 36 თვის შემდგომ პერიოდში გამოვლინდა 137 ქალი, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი ბარძაყის ძვლის მოტეხილობა კკალციუმ- D ვიტამინის ჯგუფში (n=1176) და 178 პლაცებოს ჯგუფში (n=1127) (p<0.02).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კალციუმი

რეზორბცია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვილი კალციუმის რაოდენობა მიღებული დოზის დაახლოებით 30% - ია.

განაწილება და ბიოტრანსფორმაცია

ორგანიზმში კალციუმის 99% კონცენტრირებულია ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურებში. დანარჩენი 1% განთავსებულია ინტრა - და ექსტრაუჯრედულ სითხეებში. სისხლში კალციუმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 50% ფიზიოლოგიურად აქტიური იონიზებული ფორმითაა, კალციუმის დაახლოებით 10% დაკავშირებულია კომპლექსში ციტრატთან, ფოსფატთან ან სხვა ანიონებთან, ხოლო დანარჩენი 40% ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან.

გამოყოფა

კალციუმი გამოიყოფა განავალში, შარდში და ოფლში. თირკმელისმიერი გამოყოფა ხორციელდება გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი რეაბსორბციით.

ვიტამინი D

რეზორბცია

ვიტამინი D ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.

განაწილება და ბიოტრანსფორმაცია

ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები სისხლში გარკვეულ გლობულინთან არიან დაკავშირებული. ქოლეკალციფეროლი გარდაიქმნება ღვიძლში ჰიდროქსილაციის გზით 25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლის აქტიურ ფორმად. შემდგეგ იგი თირკმელებში გარდაიქმნება 1,25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლად. 1,25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლი არის მეტაბოლიტი, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არა მეტაბოლიზებული ვიტამინი D შეინახება ცხიმსა და კუნთოვან ქსოვილში.

გამოყოფა

ვიტამინი D გამოიყოფა განავალში და შარდში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

Calci D3-Denk 1000 მგ / 880 სე შუშხუნა ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებები: კალციუმი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

გამოიყენება მოზრდილებში

პრეპარატის გამოყენებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მედიკამნტის გამოყენების სრულ ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტი ყოველთვის მიიღება, გამოყენების ამ ინსტრუქციის, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით.

შეინახეთ გამოყენების ეს ინსტრუქცია, შეიძლება მოგვიანებით საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.

უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა გაუარესდა.

გამოყენების ამ ინსტრუქციაში

რა არის Calci D3-Denk და რისთვის გამოიყენება იგი?

რა არის გასათვალისწინებელი Calci D3-Denk-ის მიღებამდე?

Calci D3-Denk-ის მიღების წესი?

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს Calci D3-Denk-ს?

როგორ შევინახოთ Calci D3-Denk?

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის Calci D3-Denk და რისთვის გამოიყენება იგი?

Calci D3-Denk არის შუშხუნა ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს და D3 ვიტამინს – ორი მნიშვნელოვანი ნივთიერება ძვლის ფორმირებისთვის.

Calci D3-Denk მიიღება:

ხანდაზმულებში კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის

როგორც ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დანამატი D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებისთვის.

თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

რა არის გასათვალისწინებელი Calci D3-Denk-ის მიღებამდე?

Calci D3-Denk არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია კალციუმის, D ვიტამინის, სოიოს, მიწის თხილის/არაქისის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სისხლში ან შარდში კალციუმის ძალიან მაღალი დონე

თირკმლების მწვავე უკმარისობა

თირკმლების კენჭოვანი დაავადება

სისხლში D ვიტამინის ძალიან მაღალი დონე

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს Calci D3-Denk-ის მიღებამდე:

თუ თქვენ გადიხართ გრძელვადიან მკურნალობას

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან აღგენიშნებათ თირკმელში კენჭების წარმოქმნის მიდრეკიება.

თუ გაწუხებთ სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს ორგანიზმში D ვიტამინის დონის მომატებას)

ოსტეოპოროზის იმობილიზაციის შემთხვევაში

თუ იღებთ სხვა D ვიტამინის ან კალციუმის დანამატებს. კალციუმის და D ვიტამინის დამატებითი დოზები შეიძლება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა კალციუმის და/ან D3 ვიტამინის პრეპარატის გამოყენება ინდივიდუალურ შემთხვევაში.

თუ ღებულობთ Calci D3-Denk-ს ოსტეოპოროზის დროს, მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია სისხლში კალციუმის დონის განსაზღვრა (კალციემია).

Calci D3-Denk-ით გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, რეგულარულად უნდა გადამოწმდეს სისხლში კალციუმის შემცველობა. შედეგიდან გამომდინარე, ექიმი გადაწყვეტს შეამციროს დოზა თუ შეწყვიტოს მკურნალობა.

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია და თქვენ მკურნალობთ Calci D3-Denk-ით, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მკურნალობის ეფექტი კალციუმისა და ფოსფატის ბალანსზე.

ბავშვები და მოზარდები

Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.

Calci D3-Denk-ის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახან მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი ან აპირებენ სხვა მედიკამენტების მიღებას.

კალციუმის კარბონატის მიღებას სხვა პრეპარატთან (მაგ. ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტები) ერთად, შეუძლია შეაფერხოს ტეტრაციკლინის შეწოვა. ამ მიზეზით, ტეტრაციკლინის პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმუმ ორი საათით ადრე ან 4-6 სთ. შემდეგ კალციუმის მიღებიდან.

ბისფოსფონატების შემცველი მედიკამენტები (ოსტეოპოროზის სამკურნალოდ) ან ნატრიუმის ფტორიდი (კბილის მინანქრის გასაძლიერებლად) უნდა მიიღოთ Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე.

ლევოთიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული გამოყენებით ლევოთიროქსინის შეწოვის შემცირების გამო. ამიტომ, კალციუმი და ლევოთიროქსინი უნდა დაინიშნოს მინიმუმ ოთხი საათის ინტერვალით.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული მიღებით. ქინოლონის ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს კალციუმის მიღებამდე ორი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ.

სისტემური კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას. ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს Calci D3-Denk შუშხუნა ტაბლეტების დოზის გაზრდა.

რიფამპიცინს, ფენიტოინს ან ბარბიტურატებს შეუძლიათ შეასუსტონ D3 ვიტამინის ეფექტი, რადგან ისინი ზრდან მის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.

კალციუმის მარილებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ რკინის, თუთიის ან სტრონციუმის შეწოვას. შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული კალციუმის მიღებიდან ორი საათის ინტერვალით.

სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტებზე, არის: თიაზიდური შარდმდენები (დეჰიდრატაციის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის ან შეშუპების სამკურნალოდ), საგულე გლიკოზიდები (მაგ., დიგიტალიები, გულის დაავადებების სამკურნალოდ), კორტიკოსტეროიდები (ანთების სამკურნალოდ ან იმუნოსუპრესანტებად), იონური გაცვლის ფისები, როგორიცაა ქოლესტირამინი (სისხლში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ), საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა პარაფინის ზეთი ან ორლისტატი (ჭარბი წონის სამკურნალოდ).

კალციუმის ან D ვიტამინის შემცველი დამატებითი პროდუქტები: კალციუმის და D ვიტამინის დამატებითმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მნიშვნელოვანი ზრდა და მავნე გვერდითი ეფექტების პროვოცირება. ასეთი პროდუქტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ Calci D3-Denk-თან ერთად მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

Calci D3-Denk-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საჭმლის მიღების შუალედებში.

ოქსალის მჟავას (მაგალითად, ისპანახში, მჟაუნასა და რევანდში) და ფიტინის მჟავას (მთლიან მარცვლეულში) შეუძლია შეაფერხოს კალციუმის შეწოვა კალციუმის იონებთან უხსნადი ნაერთების წარმოქმნით. პაციენტმა არ უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატები ოქსალის ან ფიტინის მჟავის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ ორი საათის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან შესაძლოა, რომ ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას

ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

Calci D3-Denk არ გამოიყენება ორსულობის დროს D ვიტამინის მაღალი დოზის გამო. არსებობს ცალკეული შემთხვევები, რომელიც ადასტურებს, რომ მიუხედავად დედის ჰიპოპარათირეოზის D ვიტამინის მაღალი დოზებით მკურნალობისას ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ.

ლაქტაცია

Calci D3-Denk არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში D ვიტამინის მაღალი დოზის შემცველობის გამო. კალციუმი და D3 ვიტამინი გადადის დედის რძეში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, საზიანო ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა.

Calci D3-Denk შეიცავს ლაქტოზას, საქაროზას და ნატრიუმს.

Calci D3-Denk შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. თუ გარკვეული შაქრების მიმართ გაქვთ აუტანლობა, გთხოვთ ეს პრეპარატი მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. Calci D3-Denk შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის (კარიესი).

Calci D3-Denk-ის თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 96,2 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის ნატრიუმის მიღების დღიურად რეკომენდებული მაქსიმალური დოზის 4.8%.

Calci D3-Denk-ის მიღების წესი?

მედიკამენტი ყოველთვის მიიღება გამოყენების ამ ინსტრუქციაში რეკომენდებული წესის, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ რაიმე ვერ გაიგეთ ან დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა ერთი შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ.

გთხოვთ, შუშხუნა ტაბლეტი გახსნათ ერთ ჭიქა სასმელ წყალში (200 მლ) და მთლიანად მიიღოთ ჭიქის შიგთავსი.

Calci D3-Denk-ის დოზის გადაჭარბება.

თუ თქვენ მიიღეთ მეტი Calci D3-Denk ვიდრე უნდა მიგეღოთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ჰიპერკალციემიის სიმპტომები (სისხლში კალციუმის შემცველობის მომატება) იწვევს მადის დაკარგვას, გულისრევას, ღებინებას, ყაბზობა, მუცლის ტკივილის, კუნთების სისუსტეს, გონების დაბინვას და მეტყველების დარღვევას, წყურვილის შეგრძნებას, გახშირებულ შარდას და ძვლის ტკივილს.

თუ დაგავიწყდათ Calci D3-Denk-ის მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა, წამალის მიღებასთან დაკავშირებით ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს Calci D3-Denk-ს?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):

მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში (ჰიპერკალციემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია) კალციუმის დონის მომატება.

ჰიპერკალციემიის სიმპტომებია: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, გონების დაბინვა და მეტყველების დარღვევა, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, ხშირი შარდა და ძვლის ტკივილი.

იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს):

ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ალერგიული რეაქციები (სოიოს ზეთის გამო).

რძე-ტუტე სინდრომი (ასევე უწოდებენ ბურნეტის სინდრომს, ჩვეულებრივ ვლინდება მხოლოდ კალციუმის გადაჭარბებული მიღების შემდეგ);

სიმპტომები ასევე მოიცავს ჰიპერკალციემია, მეტაბოლური ალკალოზი, თირკმლის დისფუნქცია და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

უცნობი სიხშირით (სიხშირე ვერ შეფასდება არსებული მონაცემებიდან):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ მწვავე ალერგიული რეაქციის რომელიმე ნიშანი გამოვლინდება: შეშუპებული სახე, ტუჩების შეშუპება, ენის შეშუპება (ანგიოედემა) ან ყელის/ხორხის შეშუპება.

ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი ძალიან იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

თირკმლის დისფუნქციის/უკმარისობის მქონე პაციენტები

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა თქვენს სისხლში აიწიოს ფოსფატის დონემ, გაიზარდოს თირკმლში კენჭების წარმოქმნის რისკი და თირკმელებში მოიმატოს კალციუმის რაოდენობამ.

შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ შევინახოთ Calci D3-Denk?

ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტუბზე შემდეგი სიტყვების შემდეგ: "გამოიყენეთ -------მდე". ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ტუბი ყოველთვის ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, რათა დაიცვათ შიგთავსი ტენისგან. ტუბის პირველი გახსნის შემდეგ მისი გამოყენება შეგიძლიათ 1 თვის განმავლობაში.

შეწყვიტეთ შუშხუნა ტაბლეტების გამოყენება მათი ფორმის ან ფერის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში.

არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყალში (მაგალითად სააბაზანოში ან პირსაბან ნიჟარაში).

იმ პრეპარატის განადგურების შესახებ, რომელსაც აღარ გამოიყენებთ, მიმართეთ ფარმაცევტს. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Calci D3-Denk-ის ტაბლეტი:

აქტიური ინგრედიენტებია: კალციუმი და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ კალციუმს (კალციუმის კარბონატის სახით) და 22 მიკროგრამ ქოლეკალციფეროლს (880 სე D3 ვიტამინს).

სხვა ნივთიერებებია:

α-ტოკოფეროლი (all-rac-alpha-Tocopherol), ჰიდროგენიზებული სოიოს ზეთი (Ph. Eur.), ჟელატინი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K25, საქარინის ნატრიუმი (Ph. Eur.), ნატრიუმის ციკლამატი, მაკროგოლი 6000, სიმეტიკონი, მეთილცელულოზა. ფორთოხლის წვენის არომატი,

Calci D3-Denk-ს აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

Calci D3-Denk არის თეთრი–მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი შუშხუნა ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით ორივე მხარეს.

Calci D3-Denk ხელმისაწვდომია 20, 40, 100 ან 120 შუშხუნა ტაბლეტის შეფუთვით.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ/ Denk Pharma GmbH & Co. KG

პრინცრეგენტენშტრასე # 79/ Prinzregentenstr. 79

81675 მიუნხენი/ 81675 მიუნხენი

მწარმოებელი

სვის კაპს გმბჰ / Swiss Caps GmbH

გრასინგერ შტრასე 9/ Grassinger Straße 9

83043 ბად აიბლინგი/ 83043 Bad Aibling

წინამდებარე ანოტაცია ბოლოს შესწორდა 2021 წლის ივლისში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა