კალცი D3-დენკი 1000 მგ/880 ს.ე. შუშხუნა ტაბლეტები
Calci D3-Denk 1000 mg/880 I.E. Brausetabletten
ხანდაზმულებში D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა. ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დანამატი D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქოლეკალციფეროლი (cholecalciferol) + კარბონატი (carbonate)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ+880ს.ე. შუშხუნა ტაბლეტი ფორთოხლის არომატით №20
- მწარმოებელი
- Swiss Caps GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მინერალური დანამატები, კალციუმი, კომბინაციები ვიტამინ D-სთან და/ან სხვა პრეპარატებთან
- ATC კოდი
- A12AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039952
- რეგისტრირებულია
- 12 იანვარი 2024, მოქმედებს 12 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- -
კალცი D3-დენკი 1000 მგ/880 ს.ე. შუშხუნა ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ხანდაზმულებში D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა.
ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დანამატი D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებისთვის.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ხანდაზმულები
თითო შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთჯერ.
ბავშვები და მოზარდები
Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.
დოზირება ღვიძლის უკმარისობის დროს
დოზის კორექტირება არ არის საჭირო.
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს
Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მკურნალობის ხანგრძლივობაის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.
გამოყენების წესი
სრულად გახსნის შემდე გამოიყენება პერორალურად.
შუშხუნა ტაბლეტები მიიღება ერთ ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, სოიოს, მიწის თხილის/ არაქისის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ჰიპერკალციემიის ან/და ჰიპერკალციურიის გამომწვევი დაავადებები ან/და მდგომარეობები
თირკმლების მწვავე უკმარისობა
თირკმლების კენჭოვანი დაავადება
D ჰიპერვიტამინოზი
სიფრთხილის ზომები
გრძელვადიანი მკურნალობის დროს უნდა მოხდეს შრატში კალციუმის დონის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი შრატის კრეატინინის განსაზღვრით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენ საშუალებებს (იხ. 4.5. პუნქტი) და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი მიდრეკილება კენჭოვანი წარმონაქმნებისადმი. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლინების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.
ვიტამინი D სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, კალციუმის და ფოსფატის დონის მონიტორინგით. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში D ვიტამინი კოლეკალციფეროლის სახით ნორმალურად არ მეტაბოლიზდება, ამიტომ D ვიტამინის სხვა ფორმები უნდა მიეცეს (იხ. 4.3. პუნქტი)
Calci D3-Denk-ის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭრო სარკოიდოზის მქონე პაციენტებთან D ვიტამინის აქტიური ფორმით გაზრდილი მეტაბოლიზმის რისკის გამო. ასეთ პაციენტებში უნდა გადამოწმდეს კალციუმის შემცველობა შრატში და შარდში.
Calci D3-Denk სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში ჰიპერკალციემიის გაზრდილი რისკის გამო.
D ვიტამინის (880 სე) შემცველობა Calci D3-Denk-ში გათვალისწინებული უნდა იქნას D ვიტამინის შემცველი სხვა მედიკამენტების დანიშვნისას.
Calci D3-Denk-ის მიღებისას ასევე უნდა იქნას გათვალისწინებულ კალციუმისა და ტუტეების მიღება სხვა წყაროებიდან (საკვები, საკვები დანამატები და სხვა მედიკამენტები). კალციუმის ან D ვიტამინის მაღალი დოზები მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შრატში კალციუმის დონის, ხოლო შარდში გამოყოფილი კალციუმის რაოდენობის ხშირი შემოწმება. თუ კალციუმის მაღალი დოზები ერთდროულად აბსორბირებად ტუტე ნივთიერებთან ერთად მიიღება (როგორიცაა კარბონატები), ამან შეიძლება გამოიწვიოს რძე-ტუტე სინდრომი (ბურნეტის სინდრომი), ანუ ჰიპერკალციემია, მეტაბოლური ალკალოზი, თირკმლის უკმარისობა და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია Calci D3-Denk-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, ლაქტაზას დეფიციტისა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ Calci D3-Denk.
ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ Calci D3-Denk.
Calci D3-Denk-ის ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 96,2 მგ ნატრიუმს, რაც შეესაბამება მოზრდილებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნატრიუმის მიღების დღიურ რეკომენდებული 2 გრამის (მაქსიმალური დოზა) 4,81 %-ს.
Calci D3-Denk შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის (კარიესი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თიაზიდური დიურეზულები/შარდმდენები ამცირებენ შარდში კალციუმის გამოყოფას. თიაზიდური შარდმდენების ერთდროული გამოყენებისას, კალციუმის დონე შრატში რეგულარულად უნდა გადამოწმდეს ჰიპერკალციემიის გაზრდილი რისკის გამო.
კალციუმის კარბონატს შეუძლია ხელი შეუშალოს პარალელურად მიღებული ტეტრაციკლინის პრეპარატების შეწოვას. ამ მიზეზით, ტეტრაციკლინის პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმუმ ორი საათით ადრე ან 4-6 სთ. შემდეგ კალციუმის მიღებიდან.
ჰიპერკალციემიამ შეიძლება გაზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობა კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობის დროს. ამიტომ აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, მათ შორის ეკგ და შრატში კალციუმის დონის განსაზღვრა.
ბისფოსფონატების ან ნატრიუმის ფტორიდის ერთდროული გამოყენებისას, ეს პრეპარატები მინიმუმ სამი საათით ადრე უნდა იქნას მიღებული Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი შეწოვა.
ლევოთიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული გამოყენებით ლევოთიროქსინის შეწოვის შემცირების გამო. ამიტომ, კალციუმი და ლევოთიროქსინი უნდა დაინიშნოს მინიმუმ ოთხი საათის ინტერვალით.
ქინოლონის ანტიბიოტიკების შეწოვა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული მიღებით. ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს კალციუმის მიღებამდე ორი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ.
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას. ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს Calci D3-Denk შუშხუნა ტაბლეტების დოზის გაზრდა.
იონური გაცვლის ფისებით ერთდროულმა მკურნალობამ, როგორიცაა ქოლესტირამინი, საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა პარაფინის ზეთი ან ორლისტატი, შეიძლება შეამციროს D ვიტამინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
რიფამპიცინს, ფენიტოინს ან ბარბიტურატებს შეუძლიათ შეასუსტონ D3 ვიტამინის ეფექტი, რადგან ისინი ზრდან მის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.
კალციუმის მარილებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ რკინის, თუთიის ან სტრონციუმის შეწოვას. შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული კალციუმის მიღებიდან ორი საათის ინტერვალით.
ოქსალის მჟავას (მაგალითად, ისპანახში, მჟაუნასა და რევანდში) და ფიტინის მჟავას (მთლიან მარცვლეულში) შეუძლია შეაფერხოს კალციუმის შეწოვა კალციუმის იონებთან უხსნადი ნაერთების წარმოქმნით. პაციენტმა არ უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატები ოქსალის ან ფიტინის მჟავის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ ორი საათის განმავლობაში.
კალციუმის ან D ვიტამინის შემცველი დამატებითი პროდუქტები: კალციუმის და D ვიტამინის დამატებითმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მნიშვნელოვანი ზრდა და მავნე გვერდითი ეფექტების პროვოცირება. ასეთი პროდუქტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ Calci D3-Denk-თან ერთად მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
Calci D3-Denk არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს D ვიტამინის მაღალი დოზის გამო. ორსულობის დროს ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმს და D ვიტამინის 600 სე-ს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა D ვიტამინის მაღალი შემცველობის დროს. ორსულ ქალებში თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის და D ვიტამინის ჭარბი დოზა, რადგან ხანგრძლივი ჰიპერკალციემია განვითარებად ნაყოფზე ასოცირდება მავნე ზემოქმედებასთან.
არსებობს ცალკეული შემთხვევები, რომელიც ადასტურებს, რომ მიუხედავად დედის ჰიპოპარათირეოზის D ვიტამინის მაღალი დოზებით მკურნალობისას ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ.
არ არსებობს მტკიცებულება D ვიტამინის თერაპიული დოზების ტერატოგენული ეფექტების შესახებ.
ლაქტაცია
Calci D3-Denk არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში D ვიტამინის მაღალი დოზის გამო. კალციუმი და D3 ვიტამინი გადადის დედის რძეში.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები კალციუმის და D ვიტამინის გავლენის შესახებ ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, საზიანო ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა.
გვერდითი მოვლენები
ორგანოთა სისტემის კლასები MedDRA მონაცემთა ბაზის მიხედვით
ზოგჯერ
(≥1/1000,<1/100)
იშვიათად
(≥ 1/10 000, < 1/1 000)
ძალიან იშვიათად
(< 1/10 000)
უცნობი სიხშირით
(არსებული მონაცე-მებიდან სიხშირე ვერ დადგინდა)
იმუნური სისტემის დარღვევები
სოიოს ზეთით გამოწვეული ჰიპერმგრძნობე-ლობის რეაქციები
ჰიპერმგრძნობელო-ბის რეაქციები, როგო-რიცაა სისხლძარღვთა ან ხორხის შეშუპება
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ჰიპერკალ-ციემია, ჰიპერკალ-ციურია
რძე-ტუტე სინ-დრომი (ზოგადად მხოლოდ დოზის გადაჭარბებით)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დაავადებები
ყაბზობა, დისპეფ-სია, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დაავადებები
ქავილი, კანის გამონაყარი და ჭინჭრის ციება
ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი ძალიან იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არსებობს ჰიპერფოსფატემიის, ნეფროლითიაზისა და ნეფროკალცინოზის განვითარების პოტენციური რისკი.
შესაძლო გვერდითი მოვლენების შეტყობინება
პრეპარატის დამტკიცების შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს უწყვეტი მონიტორინგი პრეპარატის სარგებელისა და რისკების თანაფარდობის შესახებ. ჯანდაცვის მესვეურებს საშუალება ეძლევათ დააფიქსირონ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი და ჰიპერკალციემია. ჰიპერკალციემიის სიმპტომებია ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ფსიქიკური აშლილობები, პოლიდიფსია, პოლიურია, ძვლის ტკივილი, ნეფროკალცინოზი, თირკმლში ქვები და უკიდურეს შემთხვევებში გულის არითმიები. ექსტრემალურმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილიც კი. კალციუმის მუდმივმა მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების შეუქცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.
ჰიპერკალციემიის მკურნალობა: უნდა შეწყდეს კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობა. ასევე უნდა შეწყდეს თიაზიდური შარდმდენებით და საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა. იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა უნდა ჩაუტარდეთ კუჭის ამორეცხვა. რეჰიდრატაცია სიმძიმის მიხედვით, იზოლირებული ან კომბინირებული მკურნალობა შარდმდენებით, ბისფოსფონატებით, კალციტონინით და კორტიკოსტეროიდებით. უნდა ჩატარდეს შრატში ელექტროლიტების განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციისა და დიურეზის მონიტორინგი. მძიმე შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ეკგ და უნდა მოხდეს ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.
შემადგენლობა
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1 000 მგ კალციუმს (კალციუმის კარბონატის სახით) და 22 მიკროგრამს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3, რომელიც შეესაბამება 880 საერთაშორისო ერთეულს).
დამხმარე ნივთიერებები:
თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 396 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს, 3,7 მგ საქაროზას, 96,2 მგ ნატრიუმს და სოიოს ზეთს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1. პუნქტში.
დოზირების ფორმა
შუშხუნა ტაბლეტი
თეთრი–მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი შუშხუნა ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით ორივე მხარეს.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 1 თვე.
შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
ტენიანობისგან დაცვის მიზნით ტუბი ინახება მჭიდროდ თავდახურული.
კონტეინერის ტიპი და შემცველობა
ტუბი დამზადებული პოლიპროპილენისგან, საცობი კი - პოლიეთილენისგან და შეიცავს ტენის შემწოვ გრანულებს.
20, 40, 100 ან 120 შუშხუნა ტაბლეტი.
შესაძლოა შეფუთვის ყველა ზომა/ოდენობა არ იყოს ხელმისაწვდომი.
განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენშტრასე # 79
81675 მიუნხენი
DENK PHARMA GmbH & Co. KG
Prinzregentenstr. 79
81675 München
ლიცენზიის (ნებართვის) ნომერი
ლიცენზია # 67311.00.00
ლიცენზიის (ნებართვის) გაცემის თარიღი/ ვადის გაგრძელება
- 03.2007 / 13.11.2014
ინფორმაციის გაცემის თარიღი
2021 წლის ივლისი
გაცემის წესი
შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მინერალები, კალციუმი, კომბინაციები D ვიტამინთან და / ან სხვა საშუალებებთან,
ათქ. კლასიფიკაციის კოდი : A12AX01
ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავში.
კალციუმის და D3 ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) ზრდას, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და იწვევს ძვლის რეზორბციის გაზრდას.
D ვიტამინის დეფიციტის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 1 000 მგ კალციუმის და 800 სე D ვიტამინის ყოველდღიურმა მიღებამ ექვსი თვის განმავლობაში გამოიწვია D3 ვიტამინის ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის დონის ნორმალიზება 25-ე პოზიციაზე, აგრეთვე მეორადი ჰიპერპარათირეოზის და ტუტე ფოსფატაზის დონის შემცირება.
ჩატარდა 18-თვიანი ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3 270 სტაციონარში განთავსებული 84+/- 6 ასაკის ქალი, ისინი დანამატის სახით იღებდნენ D ვიტამინს (800 სე/დღში) და კალციუმის ფოსფატს (რომელიც შეესაბამება 1200 მგ ელემენტარულ კალციუმს/დღეში), რამაც გამოიწვია PTH სეკრეციის მნიშვნელოვანი შემცირება. 18 თვის შემდეგ "Intent-to-Treat" ანალიზმა გამოავლინა 80 ბარძაყის ძვლის მოტეხილობა კალციუმ- D ვიტამინის ჯგუფში და 110 ბარძაყის მოტეხილობა პლაცებოს ჯგუფში (p=0.004). 36 თვის შემდგომ პერიოდში გამოვლინდა 137 ქალი, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი ბარძაყის ძვლის მოტეხილობა კკალციუმ- D ვიტამინის ჯგუფში (n=1176) და 178 პლაცებოს ჯგუფში (n=1127) (p<0.02).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კალციუმი
რეზორბცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვილი კალციუმის რაოდენობა მიღებული დოზის დაახლოებით 30% - ია.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია
ორგანიზმში კალციუმის 99% კონცენტრირებულია ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურებში. დანარჩენი 1% განთავსებულია ინტრა - და ექსტრაუჯრედულ სითხეებში. სისხლში კალციუმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 50% ფიზიოლოგიურად აქტიური იონიზებული ფორმითაა, კალციუმის დაახლოებით 10% დაკავშირებულია კომპლექსში ციტრატთან, ფოსფატთან ან სხვა ანიონებთან, ხოლო დანარჩენი 40% ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან.
გამოყოფა
კალციუმი გამოიყოფა განავალში, შარდში და ოფლში. თირკმელისმიერი გამოყოფა ხორციელდება გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი რეაბსორბციით.
ვიტამინი D
რეზორბცია
ვიტამინი D ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია
ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები სისხლში გარკვეულ გლობულინთან არიან დაკავშირებული. ქოლეკალციფეროლი გარდაიქმნება ღვიძლში ჰიდროქსილაციის გზით 25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლის აქტიურ ფორმად. შემდგეგ იგი თირკმელებში გარდაიქმნება 1,25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლად. 1,25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლი არის მეტაბოლიტი, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არა მეტაბოლიზებული ვიტამინი D შეინახება ცხიმსა და კუნთოვან ქსოვილში.
გამოყოფა
ვიტამინი D გამოიყოფა განავალში და შარდში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ინფორმაცია სამკურნალო საშუალების შესახებ
დასახელება
Calci D3-Denk 1000 მგ / 880 სე შუშხუნა ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებები: კალციუმი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1 000 მგ კალციუმს (კალციუმის კარბონატის სახით) და 22 მიკროგრამს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3, რომელიც შეესაბამება 880 საერთაშორისო ერთეულს).
დამხმარე ნივთიერებები:
თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 396 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს, 3,7 მგ საქაროზას, 96,2 მგ ნატრიუმს და სოიოს ზეთს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1. პუნქტში.
დოზირების ფორმა
შუშხუნა ტაბლეტი
თეთრი–მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი შუშხუნა ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით ორივე მხარეს.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
ხანდაზმულებში D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა.
ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დანამატი D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებისთვის.
დოზირება და მიღების წესები
დოზირება
მოზრდილები და ხანდაზმულები
თითო შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთჯერ.
ბავშვები და მოზარდები
Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.
დოზირება ღვიძლის უკმარისობის დროს
დოზის კორექტირება არ არის საჭირო.
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს
Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მკურნალობის ხანგრძლივობაის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.
გამოყენების წესი
სრულად გახსნის შემდე გამოიყენება პერორალურად.
შუშხუნა ტაბლეტები მიიღება ერთ ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, სოიოს, მიწის თხილის/ არაქისის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ჰიპერკალციემიის ან/და ჰიპერკალციურიის გამომწვევი დაავადებები ან/და მდგომარეობები
თირკმლების მწვავე უკმარისობა
თირკმლების კენჭოვანი დაავადება
D ჰიპერვიტამინოზი
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გრძელვადიანი მკურნალობის დროს უნდა მოხდეს შრატში კალციუმის დონის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი შრატის კრეატინინის განსაზღვრით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენ საშუალებებს (იხ. 4.5. პუნქტი) და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი მიდრეკილება კენჭოვანი წარმონაქმნებისადმი. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლინების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.
ვიტამინი D სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, კალციუმის და ფოსფატის დონის მონიტორინგით. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში D ვიტამინი კოლეკალციფეროლის სახით ნორმალურად არ მეტაბოლიზდება, ამიტომ D ვიტამინის სხვა ფორმები უნდა მიეცეს (იხ. 4.3. პუნქტი)
Calci D3-Denk-ის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭრო სარკოიდოზის მქონე პაციენტებთან D ვიტამინის აქტიური ფორმით გაზრდილი მეტაბოლიზმის რისკის გამო. ასეთ პაციენტებში უნდა გადამოწმდეს კალციუმის შემცველობა შრატში და შარდში.
Calci D3-Denk სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში ჰიპერკალციემიის გაზრდილი რისკის გამო.
D ვიტამინის (880 სე) შემცველობა Calci D3-Denk-ში გათვალისწინებული უნდა იქნას D ვიტამინის შემცველი სხვა მედიკამენტების დანიშვნისას.
Calci D3-Denk-ის მიღებისას ასევე უნდა იქნას გათვალისწინებულ კალციუმისა და ტუტეების მიღება სხვა წყაროებიდან (საკვები, საკვები დანამატები და სხვა მედიკამენტები). კალციუმის ან D ვიტამინის მაღალი დოზები მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შრატში კალციუმის დონის, ხოლო შარდში გამოყოფილი კალციუმის რაოდენობის ხშირი შემოწმება. თუ კალციუმის მაღალი დოზები ერთდროულად აბსორბირებად ტუტე ნივთიერებთან ერთად მიიღება (როგორიცაა კარბონატები), ამან შეიძლება გამოიწვიოს რძე-ტუტე სინდრომი (ბურნეტის სინდრომი), ანუ ჰიპერკალციემია, მეტაბოლური ალკალოზი, თირკმლის უკმარისობა და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია Calci D3-Denk-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, ლაქტაზას დეფიციტისა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ Calci D3-Denk.
ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ Calci D3-Denk.
Calci D3-Denk-ის ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 96,2 მგ ნატრიუმს, რაც შეესაბამება მოზრდილებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნატრიუმის მიღების დღიურ რეკომენდებული 2 გრამის (მაქსიმალური დოზა) 4,81 %-ს.
Calci D3-Denk შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის (კარიესი).
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
თიაზიდური დიურეზულები/შარდმდენები ამცირებენ შარდში კალციუმის გამოყოფას. თიაზიდური შარდმდენების ერთდროული გამოყენებისას, კალციუმის დონე შრატში რეგულარულად უნდა გადამოწმდეს ჰიპერკალციემიის გაზრდილი რისკის გამო.
კალციუმის კარბონატს შეუძლია ხელი შეუშალოს პარალელურად მიღებული ტეტრაციკლინის პრეპარატების შეწოვას. ამ მიზეზით, ტეტრაციკლინის პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმუმ ორი საათით ადრე ან 4-6 სთ. შემდეგ კალციუმის მიღებიდან.
ჰიპერკალციემიამ შეიძლება გაზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობა კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობის დროს. ამიტომ აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, მათ შორის ეკგ და შრატში კალციუმის დონის განსაზღვრა.
ბისფოსფონატების ან ნატრიუმის ფტორიდის ერთდროული გამოყენებისას, ეს პრეპარატები მინიმუმ სამი საათით ადრე უნდა იქნას მიღებული Calci D3-Denk-ის შუშხუნა ტაბლეტებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი შეწოვა.
ლევოთიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული გამოყენებით ლევოთიროქსინის შეწოვის შემცირების გამო. ამიტომ, კალციუმი და ლევოთიროქსინი უნდა დაინიშნოს მინიმუმ ოთხი საათის ინტერვალით.
ქინოლონის ანტიბიოტიკების შეწოვა შეიძლება შეფერხდეს კალციუმთან ერთდროული მიღებით. ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს კალციუმის მიღებამდე ორი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ.
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას. ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს Calci D3-Denk შუშხუნა ტაბლეტების დოზის გაზრდა.
იონური გაცვლის ფისებით ერთდროულმა მკურნალობამ, როგორიცაა ქოლესტირამინი, საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა პარაფინის ზეთი ან ორლისტატი, შეიძლება შეამციროს D ვიტამინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
რიფამპიცინს, ფენიტოინს ან ბარბიტურატებს შეუძლიათ შეასუსტონ D3 ვიტამინის ეფექტი, რადგან ისინი ზრდან მის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.
კალციუმის მარილებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ რკინის, თუთიის ან სტრონციუმის შეწოვას. შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული კალციუმის მიღებიდან ორი საათის ინტერვალით.
ოქსალის მჟავას (მაგალითად, ისპანახში, მჟაუნასა და რევანდში) და ფიტინის მჟავას (მთლიან მარცვლეულში) შეუძლია შეაფერხოს კალციუმის შეწოვა კალციუმის იონებთან უხსნადი ნაერთების წარმოქმნით. პაციენტმა არ უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატები ოქსალის ან ფიტინის მჟავის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ ორი საათის განმავლობაში.
კალციუმის ან D ვიტამინის შემცველი დამატებითი პროდუქტები: კალციუმის და D ვიტამინის დამატებითმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მნიშვნელოვანი ზრდა და მავნე გვერდითი ეფექტების პროვოცირება. ასეთი პროდუქტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ Calci D3-Denk-თან ერთად მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
Calci D3-Denk არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს D ვიტამინის მაღალი დოზის გამო. ორსულობის დროს ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმს და D ვიტამინის 600 სე-ს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა D ვიტამინის მაღალი შემცველობის დროს. ორსულ ქალებში თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის და D ვიტამინის ჭარბი დოზა, რადგან ხანგრძლივი ჰიპერკალციემია განვითარებად ნაყოფზე ასოცირდება მავნე ზემოქმედებასთან.
არსებობს ცალკეული შემთხვევები, რომელიც ადასტურებს, რომ მიუხედავად დედის ჰიპოპარათირეოზის D ვიტამინის მაღალი დოზებით მკურნალობისას ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ.
არ არსებობს მტკიცებულება D ვიტამინის თერაპიული დოზების ტერატოგენული ეფექტების შესახებ.
ლაქტაცია
Calci D3-Denk არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში D ვიტამინის მაღალი დოზის გამო. კალციუმი და D3 ვიტამინი გადადის დედის რძეში.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები კალციუმის და D ვიტამინის გავლენის შესახებ ფერტილობაზე.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, საზიანო ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა.
გვერდითი მოვლენები
ორგანოთა სისტემის კლასები MedDRA მონაცემთა ბაზის მიხედვით
ზოგჯერ
(≥1/1000,<1/100)
იშვიათად
(≥ 1/10 000, < 1/1 000)
ძალიან იშვიათად
(< 1/10 000)
უცნობი სიხშირით
(არსებული მონაცე-მებიდან სიხშირე ვერ დადგინდა)
იმუნური სისტემის დარღვევები
სოიოს ზეთით გამოწვეული ჰიპერმგრძნობე-ლობის რეაქციები
ჰიპერმგრძნობელო-ბის რეაქციები, როგო-რიცაა სისხლძარღვთა ან ხორხის შეშუპება
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ჰიპერკალ-ციემია, ჰიპერკალ-ციურია
რძე-ტუტე სინ-დრომი (ზოგადად მხოლოდ დოზის გადაჭარბებით)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დაავადებები
ყაბზობა, დისპეფ-სია, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დაავადებები
ქავილი, კანის გამონაყარი და ჭინჭრის ციება
ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი ძალიან იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არსებობს ჰიპერფოსფატემიის, ნეფროლითიაზისა და ნეფროკალცინოზის განვითარების პოტენციური რისკი.
შესაძლო გვერდითი მოვლენების შეტყობინება
პრეპარატის დამტკიცების შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს უწყვეტი მონიტორინგი პრეპარატის სარგებელისა და რისკების თანაფარდობის შესახებ. ჯანდაცვის მესვეურებს საშუალება ეძლევათ დააფიქსირონ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი და ჰიპერკალციემია. ჰიპერკალციემიის სიმპტომებია ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ფსიქიკური აშლილობები, პოლიდიფსია, პოლიურია, ძვლის ტკივილი, ნეფროკალცინოზი, თირკმლში ქვები და უკიდურეს შემთხვევებში გულის არითმიები. ექსტრემალურმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილიც კი. კალციუმის მუდმივმა მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების შეუქცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.
ჰიპერკალციემიის მკურნალობა: უნდა შეწყდეს კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობა. ასევე უნდა შეწყდეს თიაზიდური შარდმდენებით და საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა. იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა უნდა ჩაუტარდეთ კუჭის ამორეცხვა. რეჰიდრატაცია სიმძიმის მიხედვით, იზოლირებული ან კომბინირებული მკურნალობა შარდმდენებით, ბისფოსფონატებით, კალციტონინით და კორტიკოსტეროიდებით. უნდა ჩატარდეს შრატში ელექტროლიტების განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციისა და დიურეზის მონიტორინგი. მძიმე შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ეკგ და უნდა მოხდეს ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალები, კალციუმი, კომბინაციები D ვიტამინთან და / ან სხვა საშუალებებთან,
ათქ. კლასიფიკაციის კოდი : A12AX01
ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავში.
კალციუმის და D3 ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) ზრდას, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და იწვევს ძვლის რეზორბციის გაზრდას.
D ვიტამინის დეფიციტის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 1 000 მგ კალციუმის და 800 სე D ვიტამინის ყოველდღიურმა მიღებამ ექვსი თვის განმავლობაში გამოიწვია D3 ვიტამინის ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის დონის ნორმალიზება 25-ე პოზიციაზე, აგრეთვე მეორადი ჰიპერპარათირეოზის და ტუტე ფოსფატაზის დონის შემცირება.
ჩატარდა 18-თვიანი ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3 270 სტაციონარში განთავსებული 84+/- 6 ასაკის ქალი, ისინი დანამატის სახით იღებდნენ D ვიტამინს (800 სე/დღში) და კალციუმის ფოსფატს (რომელიც შეესაბამება 1200 მგ ელემენტარულ კალციუმს/დღეში), რამაც გამოიწვია PTH სეკრეციის მნიშვნელოვანი შემცირება. 18 თვის შემდეგ "Intent-to-Treat" ანალიზმა გამოავლინა 80 ბარძაყის ძვლის მოტეხილობა კალციუმ- D ვიტამინის ჯგუფში და 110 ბარძაყის მოტეხილობა პლაცებოს ჯგუფში (p=0.004). 36 თვის შემდგომ პერიოდში გამოვლინდა 137 ქალი, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი ბარძაყის ძვლის მოტეხილობა კკალციუმ- D ვიტამინის ჯგუფში (n=1176) და 178 პლაცებოს ჯგუფში (n=1127) (p<0.02).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კალციუმი
რეზორბცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვილი კალციუმის რაოდენობა მიღებული დოზის დაახლოებით 30% - ია.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია
ორგანიზმში კალციუმის 99% კონცენტრირებულია ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურებში. დანარჩენი 1% განთავსებულია ინტრა - და ექსტრაუჯრედულ სითხეებში. სისხლში კალციუმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 50% ფიზიოლოგიურად აქტიური იონიზებული ფორმითაა, კალციუმის დაახლოებით 10% დაკავშირებულია კომპლექსში ციტრატთან, ფოსფატთან ან სხვა ანიონებთან, ხოლო დანარჩენი 40% ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან.
გამოყოფა
კალციუმი გამოიყოფა განავალში, შარდში და ოფლში. თირკმელისმიერი გამოყოფა ხორციელდება გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი რეაბსორბციით.
ვიტამინი D
რეზორბცია
ვიტამინი D ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია
ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები სისხლში გარკვეულ გლობულინთან არიან დაკავშირებული. ქოლეკალციფეროლი გარდაიქმნება ღვიძლში ჰიდროქსილაციის გზით 25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლის აქტიურ ფორმად. შემდგეგ იგი თირკმელებში გარდაიქმნება 1,25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლად. 1,25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლი არის მეტაბოლიტი, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არა მეტაბოლიზებული ვიტამინი D შეინახება ცხიმსა და კუნთოვან ქსოვილში.
გამოყოფა
ვიტამინი D გამოიყოფა განავალში და შარდში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ტერატოგენურობა დაფიქსირდა ადამიანებისთვის თერაპიულ დიაპაზონზე ბევრად მაღალი დოზებით გამოყენების დროს. ტექნიკური მონაცემების სხვა ნაწილების ინფორმაციის გარდა, სხვა შესაბამისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი უსაფრთხოების შესაფასებლად.
ფარმაცევტული ინფორმაცია
სხვა ნივთიერებების ჩამონათვალი
α-ტოკოფეროლი (all-rac-alpha-Tocopherol), ჰიდროგენიზებული სოიოს ზეთი (Ph. Eur.), ჟელატინი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K25, საქარინის ნატრიუმი (Ph. Eur.), ნატრიუმის ციკლამატი, მაკროგოლი 6000, ფორთოხლის წვენის არომატი, სიმეტიკონი, მეთილცელულოზა.
შეუთავსებლობა
არ გამოვლენილა.
შენახვის ვადა
3 წელი.
შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 1 თვე.
შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
ტენიანობისგან დაცვის მიზნით ტუბი ინახება მჭიდროდ თავდახურული.
კონტეინერის ტიპი და შემცველობა
ტუბი დამზადებული პოლიპროპილენისგან, საცობი კი - პოლიეთილენისგან და შეიცავს ტენის შემწოვ გრანულებს.
20, 40, 100 ან 120 შუშხუნა ტაბლეტი.
შესაძლოა შეფუთვის ყველა ზომა/ოდენობა არ იყოს ხელმისაწვდომი.
განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენშტრასე # 79
81675 მიუნხენი
DENK PHARMA GmbH & Co. KG
Prinzregentenstr. 79
81675 München
ლიცენზიის (ნებართვის) ნომერი
ლიცენზია # 67311.00.00
ლიცენზიის (ნებართვის) გაცემის თარიღი/ ვადის გაგრძელება
- 03.2007 / 13.11.2014
ინფორმაციის გაცემის თარიღი
2021 წლის ივლისი
გაცემის წესი
შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


