იოლდექსი
ioldex®
იოლდექსის თვალის წვეთები, სუსპენზია არის კომბინირებული პროდუქტი, რომელიც შეიცავს დექსამეტაზონს, ნეომიცინს და პოლიმიქსინ B-ს და გამოყენება განკუთვნილია თვალისთვის. დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნეომიცინი (neomycin) + პოლიმიქსინი (polymixin) + დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (3500 სე + 6000 სე + 1 მგ)/მლ 10 მლ თვალის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Balkanpharma-Razgrad AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S01CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043190
- რეგისტრირებულია
- 29 აპრილი 2025, მოქმედებს 29 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Azamedix Sarl (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს ,,რიჩ გრუპ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
იოლდექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იოლდექსის თვალის წვეთები, სუსპენზია არის კომბინირებული პროდუქტი, რომელიც შეიცავს დექსამეტაზონს, ნეომიცინს და პოლიმიქსინ B-ს და გამოყენება განკუთვნილია თვალისთვის.
დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიბიოტიკები ნეომიცინი და პოლიმიქსინი B არიან აქტიურები დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.
იოლდექსის თვალის წვეთები, სუსპენზია გამოიყენება თვალის ანთებითი მდგომარეობების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, სადაც შესაფერისია კორტიკოსტეროიდული თერაპია, ბაქტერიული ინფექციის არსებობის ან მისი განვითარების რისკის დროს და სადაც გამორიცხულია სოკოვანი ან ვირუსული ინფექციის არსებობა.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენეთ იოლდექსის თვალის წვეთები მხოლოდ თქვენი თვალისთვის/თვალებისთვის.
მოზარდები და მოზრდილები (> 65 წლის ხანდაზმულების ჩათვლით)
მსუბუქ შემთხვევებში, დოზა შეადგენს სუსპენზიის 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის/თვალების კონიუნქტივალურ პარკში 4-6-ჯერ დღეში.
უფრო მძიმე შემთხვევებში დოზა შეადგენს სუსპენზიის 1-2 წვეთს ყოველ საათში, თანდათანობით შემცირებით ანთებითი პროცესის გაქრობამდე.
გამოყენება ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში
იოლდექსის თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში.
ბავშვები
ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენების ინსტრუქცია
აიღეთ იოლდექსის თვალის წვეთები და სარკე.
დაიბანეთ ხელები.
კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
მოხსენით თავსახური.
დაიჭირეთ ბოთლი უკუღმა, ცერა თითსა და შუა თითს შორის (ნახ. 1).
თავი უკან გადაწიეთ და ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ ქვემოთ. ეს ქმნის "ჯიბეს" ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი ზუსტად იქ უნდა ჩამოვარდეს (ნახ. 2).
ბოთლის საწვეთური წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუ ეს დაგეხმარებათ.
ფრთხილად იყავით, რომ არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს ან სხვა ზედაპირებს წვერით. ამან შეიძლება დააბინძუროს პრეპარატი.
ნაზად დააწექით თითით ამოტრიალებული ბოთლის ძირზე, რათა გამოუშვათ თვალის წვეთები იოლდექსის ერთი წვეთი (ნახ. 3).
იოლდექსის თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო, დახუჭეთ თვალი და ნაზად დააჭირეთ თითი ცხვირთან თვალის კუთხეში (ნახ. 4). ეს ხელს შეუშლის იოლდექსის თვალის წვეთების გადატანას სხეულის სხვა ნაწილებში.
- თუ თქვენ გჭირდებათ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენება ორივე თვალში, გაიმეორეთ ნაბიჯები მეორე თვალისთვის და ფრთხილად დაიბანეთ ხელები დაწყებამდე. ეს ხელს შეუწყობს ინფექციის შესაძლო გადაცემის თავიდან აცილებას ერთი თვალიდან მეორეზე.
- დაახურეთ თავსახური და კარგად დახურეთ ბოთლი გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ.
- გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ბოთლი.
თუ წვეთები თვალში ვერ მოხვდა, სცადეთ ხელახლა.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი იოლდექსის თვალის წვეთები
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, ჩამოიბანეთ თვალი/თვალები ნელთბილი წყლით. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ბოთლის შიგთავსი, მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გახსნებისთანავე ჩაიწვეთეთ დანიშნული დოზა. თუ შემდეგი დოზის დროა, გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.
თუ იყენებთ თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებს (წვეთები ან მალამოები), დაელოდეთ მინიმუმ 5 წუთი თითოეულ გამოყენებას შორის და გამოიყენეთ თვალის მალამო ბოლოს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ ნეომიცინზე/პოლიმიქსინ B-ზე და/ან დექსამეტაზონზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ:
მარტივი ჰერპეს კერატიტი (თვალის ჰერპესი გამოწვეული ვირუსით და გავლენას ახდენს რქოვანაზე);
ვარიცელა და თვალის სხვა ვირუსული დაავადებები;
თვალის სოკოვანი დაავადებები;
თვალის ტუბერკულოზი;
თვალის არანამკურნალევი ჩირქოვანი ინფექცია.
სიფრთხილის ზომები
იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ თვალისთვის/თვალებისთვის გამოსაყენებლად.
გამოიყენეთ იოლდექსი მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.
თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქუთუთოს ქავილი, შეშუპება ან თვალის სიწითლე, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანის მგრძნობელობა (სიწითლე, გაღიზიანება და დისკომფორტი).
მიმართეთ ექიმს, თუ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენების პერიოდში იტარებთ ანტიბიოტიკოთერაპიას
შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ნეომიცინი.
თუ იოლდექსის თვალის წვეთებს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, შეიძლება:
- განვითარდეს წნევის მომატება თვალში/თვალებში. იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებისას რეგულარულად უნდა შემოწმდეს თვალშიდა წნევა. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, განსაკუთრებით ბავშვებში გამოყენებისას;
- განვითარდეს კატარაქტა (თვალის ბუნებრივი ლინზის დაბინდვა, ე.წ. ფარდა);
- გახდეთ უფრო მგრძნობიარე თვალის ინფექციების მიმართ;
- შესაძლებელია განვითარდეს კუშინგის სინდრომი, რადგან ეს პრეპარატი შეიძლება გადავიდეს თქვენს სისხლში. გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაწუხებთ შეშუპება ან დაიწყებთ წონაში მატებას, ძირითადად ტანსა და სახეზე, რადგან ეს ჩვეულებრივ ამ სინდრომის პირველი სიმპტომებია. ამ მედიკამენტით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება შემცირდეს. გაესაუბრეთ ექიმს და არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რიტონავირის შემცველი მედიკამენტებით.
ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ, როგორიცაა ნეომიცინი და პოლიმიქსინი B, შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ან სოკოების განვითარება. ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი დანიშნავს სხვა შესაბამის მკურნალობას.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დაავადებები, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერას გათხელებას.
თვალის კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ დაზიანებული რქოვანას შეხორცება. ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID-ები) ადგილობრივი გამოყენებისთვის ასევე ანელებს შეხორცებას. კორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცების გართულების ალბათობა.
თუ სიმპტომები გაუარესდება ან მოულოდნელად დაბრუნდება, მიმართეთ ექიმს.
თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. შეწყვიტეთ ლინზების ტარება, სანამ გაქვთ თვალის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. ლინზების ნაცვლად ატარეთ სათვალე. არ განაახლოთ ლინზების ტარება, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება და სანამ არ შეწყვეტთ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებას.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი თვალის წნევის შემოწმება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მისი რჩევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ:
ადგილობრივ NSAID-ებს. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების და ადგილობრივი NSAID-ების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას გართულებული შეხორცების შესაძლებლობა.
რიტონავირის შემცველი მედიკამენტები, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის რაოდენობა სისხლში.
თუ თქვენ იყენებთ თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებს, ინდივიდუალური გამოყენების ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
იოლდექსის თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებისთანავე შეიძლება გქონდეთ მხედველობის დაბინდვა. პრეპარატის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, დაელოდეთ სანამ მხედველობა გაგისუფთავდებათ, სანამ დაიწყებთ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
იოლდექსის თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს ბენზალკონიუმის ქლორიდმა (კონსერვანტი, რომელიც გამოიყენება იოლდექსში) შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები თვალის წვეთების გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ხელახლა ჩასმამდე.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ნეომიცინის/პოლიმიქსინ B/დექსამეტაზონის კომბინაციის თვალში გამოყენებისას:
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
დარღვევები თვალის მხრივ: კერატიტი (თვალის ზედაპირის ანთება), თვალშიდა წნევის მომატება, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება.
უცნობი გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ზოგადი ან თვალში.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი
დარღვევები თვალის მხრივ: რქოვანას წყლული, მხედველობის დაბინდვა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გუგის გაფართოება, ქუთუთოს ჩამოვარდნა, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, თვალების სიწითლე, ცრემლის წარმოების მომატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ თვალის წვეთების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეფექტი სერიოზულია. თუ რაიმე გაწუხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ადგილობრივი იოლდექსის თვალის წვეთების, სუსპენზიის ჭარბი დოზირებისას შემთხვევაში, შესაძლებელია მისი თვალ(ებ)იდან ნელთბილი წყლით ჩამობანით ამორეცხვა.
ამ პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი სერიოზული ტოქსიკური ეფექტები ჭარბი დოზით თვალში ჩაწვეთების ან შემთხვევითი მიღების შემდეგ.
ჭარბი დოზირების კლინიკური გამოვლინებები შეიძლება დაემსგავსოს ზოგიერთ პაციენტში გამოვლენილ გვერდით მოვლენებს - პუნქტატური კერატიტი, ერითემა, გაძლიერებული ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ქავილი.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია: ნეომიცინის სულფატი 3500 სე/მლ, პოლიმიქსინი В სულფატი 6000 სე/მლ და დექსამეტაზონი 1 მგ/მლ.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი
როგორ გამოიყურება იოლდექსის თვალის წვეთები და შეფუთვის შემცველობა
თვალის წვეთები იოლდექსი არის თეთრიდან ღია ყვითელი ფერის სუსპენზია.
ეს პრეპარატი მოწოდებულია თეთრი პლასტმასის ბოთლში აპლიკატორ-საწვეთურით, დახურული ხრახნიანი თავსახურით დამცავი რგოლით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 (ერთ) 10 მლ ბოთლს მუყაოს კოლოფში შეფუთვის ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გაყონოთ.
პირველი გახსნის შემდეგ ეს პრეპარატი შეგიძლიათ გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიური, კომბინირებული ანთების საწინააღმდეგო და ანტიინფექციური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ანტიინფექციური საშუალებები კომბინაციაში, ათქ კოდი: S01СА01
მოქმედების მექანიზმი
იოლდექსის თვალის წვეთების სუსპენზიას აქვს ორმაგი ეფექტი: ანთებითი სიმპტომების დათრგუნვა კორტიკოსტეროიდული კომპონენტის დექსამეტაზონით და ანტიინფექციური ეფექტი ორი ანტიბიოტიკის, ნეომიცინის და პოლიმიქსინი B-ს არსებობის გამო.
დექსამეტაზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პოლიმიქსინი B არის ციკლური ლიპოპეპტიდი, რომელიც აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედელში ციტოპლაზმური მემბრანის დესტაბილიზაციის მიზნით. ნაკლებად აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. ნეომიცინი არის ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, რომელიც უპირატესად ავლენს თავის ეფექტს ბაქტერიულ უჯრედებზე პოლიპეპტიდების შებოჭვისა და რიბოსომული სინთეზის ინჰიბირებით.
რეზისტენტობის მექანიზმი
ბაქტერიების რეზისტენტობა პოლიმიქსინ B-ს მიმართ ქრომოსომული წარმოშობისაა და იშვიათია. როგორც ჩანს, როლს თამაშობს ციტოპლაზმურ მემბრანაში ფოსფოლიპიდების მოდიფიკაცია.
ნეომიცინის რეზისტენტობა წარმოიქმნება რამდენიმე განსხვავებული მექანიზმით, მათ შორის (1) ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომური ქვედანაყოფების ცვლილებები; (2) უჯრედში ნეომიცინის ტრანსპორტში ჩარევა და (3) მოდიფიცირებული ფერმენტების ადენილირების, ფოსფორილირების და აცეტილირების კლასების ინაქტივაცია (მასივით). ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოებისთვის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება გადატანილი იყოს ბაქტერიულ ქრომოსომებსა და პლაზმიდებზე.
საკონტროლი წერტილები (breakpoints)
იოლდექსის ერთი მლ შეიცავს 6000 სე პოლიმიქსინ B სულფატს და 3500 სე ნეომიცინის სულფატს. საკონტროლო წერტილები და ინ ვიტრო სპექტრი, როგორც ქვემოთ არის ნახსენები, ეფუძნება პოლიმიქსინ B-ს ან ნეომიცინის ორმაგ აქტივობას. აქ ჩამოთვლილი საკონტროლო წერტილები ეფუძნება შეძენილ რეზისტენტობას თვალის ინფექციების დროს ნაპოვნი სპეციფიკური სახეობებისთვის და პროდუქტში პოლიმიქსინი B-ს საერთაშორისო ერთეულებში ნეომიცინთან შეფარდებაზე:
რეზისტენტობის საკონტროლო წერტილები: > 5: 2.5-დან > 40:20-მდე, ბაქტერიული შტამების მიხედვით.
მგრძნობელობა
ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია გვაწვდის მითითებებს მიკროორგანიზმების მგრძნობელობის სავარაუდო ალბათობაზე იოლდექსის თვალის წვეთებში პოლიმიქსინ B ან ნეომიცინის მიმართ. აქ წარმოდგენილია გარე თვალის ინფექციებში გამოვლენილი ბაქტერიული შტამები.
გარკვეული სახეობების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, ამიტომ საჭიროა ინფორმაცია ადგილობრივი რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროებისამებრ, უნდა მოიძიონ ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პოლიმიქსინ B ან ნეომიცინის კომბინაციის სარგებლობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციაში საეჭვოა.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Bacillus cereus
Bacillus megaterium
Bacillus pumilus
Bacillus simplex
Corynebacterium accolens
Corynebacterium bovis
Corynebacterium macginleyi
Corynebacterium propinquum
Corynebacterium pseudodiphtheriticum
Staphylococcus aureus (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე – MSSA)
Staphylococcus capitis
Staphylococcus epidermidis (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე - MSSE)
Staphylococcus pasteuri
Staphylococcus warneri
Staphylococcus mutans
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Haemophilus influenzae
Klebsiella pneumoniae
Moraxella catarrhalis
Moraxella lacunata
Pseudomonas aeruginosa
სახეობები, რომელთა მიმართ შეძენილი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს პრობლემა
Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ რეზისტენტული - MRSE )
Staphylococcus hominis
Staphylococcus lugdunensis
თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococci faecalis
Staphylococcus aureus (მეთიცილინ რეზისტენტული – MRSA)
Streptococcus mitis
Streptococcus pneumoniae
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Serratia სახეობა
ანაერობული ბაქტერიები
Propionibacterium acnes
დექსამეტაზონი არის ზომიერად ძლიერი კორტიკოსტეროიდი, რომელსაც აქვს კარგი შეღწევა თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ასევე ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი. ისინი თრგუნავენ ანთებით პასუხს და სიმპტომებს სხვადასხვა აშლილობებში, ძირითადად ამ დარღვევების განკურნების გარეშე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დექსამეტაზონი, ისევე როგორც სხვა კორტიკოსტეროიდები, სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და აქვს ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 190 წუთი. საკმარისი აბსორბცია შეიძლება მოხდეს კანზე და თვალებში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური ეფექტების წარმოქმნის მიზნით. დექსამეტაზონის ინტრაოკულარული შეღწევა ხდება მნიშვნელოვანი რაოდენობით და ხელს უწყობს დექსამეტაზონის ეფექტურობას წინა საკნის ანთებითი დაავადების დროს.
პოლიმიქსინი B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან დაუზიანებელი კანის მეშვეობით, თუმცა მექანიკურად დაუზიანებელი რქოვანას ეპითელიუმი ხელს უშლის რქოვანას სტრომაში შეღწევას, თერაპიული კონცენტრაცია სტრომაში შედის ეპითელიუმის დაზიანების შემდეგ. კარგი სტრომული შეღწევა ხდება ეპითელიუმის აბრაზიის შემდეგ ადგილობრივი ინსტილაციის, სუბკონიუნქტივალური ინექციის ან რქოვანას აბაზანის შემდეგ. პოლიმიქსინი B-ს მნიშვნელოვანი შეღწევა მინის სხეულში არ ჩანს პრეპარატის პარენტერალური ან ადგილობრივი შეყვანის შემდეგ.
ნეომიცინი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ადგილობრივი მიღების შემდეგ არასაკმარისი რაოდენობა შეიწოვება სისტემური ეფექტების წარმოებისთვის. ცნობილია, რომ აბსორბცია ხდება ჭრილობებისა და ანთებითი კანისგან. შეწოვის შემდეგ ნეომიცინი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით აქტიური ფორმით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
იოლდექსი, თვალის წვეთები, სუსპენზია
ნეომიცინის სულფატი 3500 სე/პოლიმიქსინი B სულფატი 6000 სე/დექსამეტზონი 1 მგ/მლ
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მათი ავადმყოფობის სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
რას მოიცავს ეს ფურცელ-ჩანართი
რა არის იოლდექსის თვალის წვეთები და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებამდე
იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
იოლდექსის თვალის წვეთების შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის იოლდექსის თვალის წვეთები და რისთვის გამოიყენება
იოლდექსის თვალის წვეთები, სუსპენზია არის კომბინირებული პროდუქტი, რომელიც შეიცავს დექსამეტაზონს, ნეომიცინს და პოლიმიქსინ B-ს და გამოყენება განკუთვნილია თვალისთვის.
დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიბიოტიკები ნეომიცინი და პოლიმიქსინი B არიან აქტიურები დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.
იოლდექსის თვალის წვეთები, სუსპენზია გამოიყენება თვალის ანთებითი მდგომარეობების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, სადაც შესაფერისია კორტიკოსტეროიდული თერაპია, ბაქტერიული ინფექციის არსებობის ან მისი განვითარების რისკის დროს და სადაც გამორიცხულია სოკოვანი ან ვირუსული ინფექციის არსებობა.
რა უნდა იცოდეთ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ იოლდექსის თვალის წვეთები:
თუ ალერგიული ხართ ნეომიცინზე/პოლიმიქსინ B-ზე და/ან დექსამეტაზონზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ:
მარტივი ჰერპეს კერატიტი (თვალის ჰერპესი გამოწვეული ვირუსით და გავლენას ახდენს რქოვანაზე);
ვარიცელა და თვალის სხვა ვირუსული დაავადებები;
თვალის სოკოვანი დაავადებები;
თვალის ტუბერკულოზი;
თვალის არანამკურნალევი ჩირქოვანი ინფექცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ თვალისთვის/თვალებისთვის გამოსაყენებლად.
გამოიყენეთ იოლდექსი მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.
თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქუთუთოს ქავილი, შეშუპება ან თვალის სიწითლე, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანის მგრძნობელობა (სიწითლე, გაღიზიანება და დისკომფორტი).
მიმართეთ ექიმს, თუ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენების პერიოდში იტარებთ ანტიბიოტიკოთერაპიას
შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ნეომიცინი.
თუ იოლდექსის თვალის წვეთებს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, შეიძლება:
- განვითარდეს წნევის მომატება თვალში/თვალებში. იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებისას რეგულარულად უნდა შემოწმდეს თვალშიდა წნევა. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, განსაკუთრებით ბავშვებში გამოყენებისას;
- განვითარდეს კატარაქტა (თვალის ბუნებრივი ლინზის დაბინდვა, ე.წ. ფარდა);
- გახდეთ უფრო მგრძნობიარე თვალის ინფექციების მიმართ;
- შესაძლებელია განვითარდეს კუშინგის სინდრომი, რადგან ეს პრეპარატი შეიძლება გადავიდეს თქვენს სისხლში. გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაწუხებთ შეშუპება ან დაიწყებთ წონაში მატებას, ძირითადად ტანსა და სახეზე, რადგან ეს ჩვეულებრივ ამ სინდრომის პირველი სიმპტომებია. ამ მედიკამენტით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება შემცირდეს. გაესაუბრეთ ექიმს და არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რიტონავირის შემცველი მედიკამენტებით.
ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ, როგორიცაა ნეომიცინი და პოლიმიქსინი B, შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ან სოკოების განვითარება. ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი დანიშნავს სხვა შესაბამის მკურნალობას.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დაავადებები, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერას გათხელებას.
თვალის კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ დაზიანებული რქოვანას შეხორცება. ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID-ები) ადგილობრივი გამოყენებისთვის ასევე ანელებს შეხორცებას. კორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცების გართულების ალბათობა.
თუ სიმპტომები გაუარესდება ან მოულოდნელად დაბრუნდება, მიმართეთ ექიმს.
თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. შეწყვიტეთ ლინზების ტარება, სანამ გაქვთ თვალის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. ლინზების ნაცვლად ატარეთ სათვალე. არ განაახლოთ ლინზების ტარება, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება და სანამ არ შეწყვეტთ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებას.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი თვალის წნევის შემოწმება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მისი რჩევა.
სხვა მედიკამენტები და თვალის წვეთები იოლდექსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ:
ადგილობრივ NSAID-ებს. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების და ადგილობრივი NSAID-ების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას გართულებული შეხორცების შესაძლებლობა.
რიტონავირის შემცველი მედიკამენტები, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის რაოდენობა სისხლში.
თუ თქვენ იყენებთ თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებს, ინდივიდუალური გამოყენების ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
იოლდექსის თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენებისთანავე შეიძლება გქონდეთ მხედველობის დაბინდვა. პრეპარატის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, დაელოდეთ სანამ მხედველობა გაგისუფთავდებათ, სანამ დაიწყებთ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
იოლდექსის თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს ბენზალკონიუმის ქლორიდმა (კონსერვანტი, რომელიც გამოიყენება იოლდექსში) შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები თვალის წვეთების გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ხელახლა ჩასმამდე.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება.
იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენეთ იოლდექსის თვალის წვეთები მხოლოდ თქვენი თვალისთვის/თვალებისთვის.
მოზარდები და მოზრდილები (> 65 წლის ხანდაზმულების ჩათვლით)
მსუბუქ შემთხვევებში, დოზა შეადგენს სუსპენზიის 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის/თვალების კონიუნქტივალურ პარკში 4-6-ჯერ დღეში.
უფრო მძიმე შემთხვევებში დოზა შეადგენს სუსპენზიის 1-2 წვეთს ყოველ საათში, თანდათანობით შემცირებით ანთებითი პროცესის გაქრობამდე.
გამოყენება ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში
იოლდექსის თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში.
ბავშვები
ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენების ინსტრუქცია
აიღეთ იოლდექსის თვალის წვეთები და სარკე.
დაიბანეთ ხელები.
კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
მოხსენით თავსახური.
დაიჭირეთ ბოთლი უკუღმა, ცერა თითსა და შუა თითს შორის (ნახ. 1).
თავი უკან გადაწიეთ და ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ ქვემოთ. ეს ქმნის "ჯიბეს" ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი ზუსტად იქ უნდა ჩამოვარდეს (ნახ. 2).
ბოთლის საწვეთური წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუ ეს დაგეხმარებათ.
ფრთხილად იყავით, რომ არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს ან სხვა ზედაპირებს წვერით. ამან შეიძლება დააბინძუროს პრეპარატი.
ნაზად დააწექით თითით ამოტრიალებული ბოთლის ძირზე, რათა გამოუშვათ თვალის წვეთები იოლდექსის ერთი წვეთი (ნახ. 3).
იოლდექსის თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო, დახუჭეთ თვალი და ნაზად დააჭირეთ თითი ცხვირთან თვალის კუთხეში (ნახ. 4). ეს ხელს შეუშლის იოლდექსის თვალის წვეთების გადატანას სხეულის სხვა ნაწილებში.
- თუ თქვენ გჭირდებათ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენება ორივე თვალში, გაიმეორეთ ნაბიჯები მეორე თვალისთვის და ფრთხილად დაიბანეთ ხელები დაწყებამდე. ეს ხელს შეუწყობს ინფექციის შესაძლო გადაცემის თავიდან აცილებას ერთი თვალიდან მეორეზე.
- დაახურეთ თავსახური და კარგად დახურეთ ბოთლი გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ.
- გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ბოთლი.
თუ წვეთები თვალში ვერ მოხვდა, სცადეთ ხელახლა.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი იოლდექსის თვალის წვეთები
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, ჩამოიბანეთ თვალი/თვალები ნელთბილი წყლით. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ბოთლის შიგთავსი, მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ იოლდექსის თვალის წვეთების გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გახსნებისთანავე ჩაიწვეთეთ დანიშნული დოზა. თუ შემდეგი დოზის დროა, გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.
თუ იყენებთ თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებს (წვეთები ან მალამოები), დაელოდეთ მინიმუმ 5 წუთი თითოეულ გამოყენებას შორის და გამოიყენეთ თვალის მალამო ბოლოს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ნეომიცინის/პოლიმიქსინ B/დექსამეტაზონის კომბინაციის თვალში გამოყენებისას:
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
დარღვევები თვალის მხრივ: კერატიტი (თვალის ზედაპირის ანთება), თვალშიდა წნევის მომატება, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება.
უცნობი გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ზოგადი ან თვალში.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი
დარღვევები თვალის მხრივ: რქოვანას წყლული, მხედველობის დაბინდვა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გუგის გაფართოება, ქუთუთოს ჩამოვარდნა, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, თვალების სიწითლე, ცრემლის წარმოების მომატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ თვალის წვეთების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეფექტი სერიოზულია. თუ რაიმე გაწუხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- იოლდექსის თვალის წვეთების შენახვის წესი
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გაყონოთ.
პირველი გახსნის შემდეგ ეს პრეპარატი შეგიძლიათ გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იოლდექსის თვალის წვეთები
მოქმედი ნივთიერებებია: ნეომიცინის სულფატი 3500 სე/მლ, პოლიმიქსინი В სულფატი 6000 სე/მლ და დექსამეტაზონი 1 მგ/მლ.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი
როგორ გამოიყურება იოლდექსის თვალის წვეთები და შეფუთვის შემცველობა
თვალის წვეთები იოლდექსი არის თეთრიდან ღია ყვითელი ფერის სუსპენზია.
ეს პრეპარატი მოწოდებულია თეთრი პლასტმასის ბოთლში აპლიკატორ-საწვეთურით, დახურული ხრახნიანი თავსახურით დამცავი რგოლით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 (ერთ) 10 მლ ბოთლს მუყაოს კოლოფში შეფუთვის ფურცელ-ჩანართთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Azimedex Sarl.
Via Pioda 12-P.O. Box 5183, CH–6901,
ლუგანო, შვეიცარია
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD
68 Aprilsko Vastanie blvd
7200 რაზგრადი, ბულგარეთი
ამ ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 06.2021
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


