პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაქცინები

ინფანრიქსი ჰექსა

Infanrix hexa

რეცეპტით0.5მლინსტრუქცია ქართულადბელგია
რისთვის გამოიყენება

ინფანრიქსი ჰექსა ნაჩვენებია პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციისათვის ჩვილებსა და პატარა ბავშვებში 6 თვის ასაკიდან დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და Haemophilus influenza ტიპი b-ს წინააღმდეგ. ინფანრიქსი ჰექსას გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0.5მლ (1 დოზა) კომბინირებული ვაქცინა - დიფტერიის, ტეტანუსის, არაუჯრედული ყივანახველას, B ჰეპატიტის რეკომბინანტული, ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა ი.მ. საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად, სუსპენზიის სახით მზა შპრიცი №1, Haemophilus influenzae type B-ს საწინააღმდეგო კონიუგირებული ვაქცინა, ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 2 ნემსი შეფუთვაში
მწარმოებელი
GlaxoSmithkline Biologicals s.a., ბელგია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაქცინები, ბაქტერიული და ვირუსული ვაქცინები, კომბინაციები
ATC კოდი
J07CA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-042615
რეგისტრირებულია
31 დეკემბერი 2024, მოქმედებს 31 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაინფანრიქსი ჰექსა და სხვა წამალი ერთად

ინფანრიქსი ჰექსა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინფანრიქსი ჰექსა ნაჩვენებია პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციისათვის ჩვილებსა და პატარა ბავშვებში 6 თვის ასაკიდან დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და Haemophilus influenza ტიპი b-ს წინააღმდეგ.

ინფანრიქსი ჰექსას გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

მიღების წესი და დოზირება

პირველადი ვაქცინაციის სქემა შედგება (0.5 მლ-იანი) ორი ან სამი დოზისაგან, რომელიც კეთდება ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით (იხ. ფარმაკოდინამიკა სქემებისათვის, რომლებიც შეფასებულია კლინიკურ კვლევებში). ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც ბუსტერული დოზა, თუ ანტიგენის შემადგენლობა შესაბამისობაშია ოფიციალურ რეკომენდაციებთან.

პირველადი ვაქცინაცია

ბუსტერული ვაქცინაცია

ზოგადი რეკომენდაციები

დროული ახალშობილები

3 დოზა

შეიძლება გაკეთდეს ბუსტერული დოზა

ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 თვე პირველად დოზებს შორის

ბუსტერული დოზის გაკეთებისას, გასული უნდა იყოს არაუმცირეს 6 თვე ბოლო პირველადი დოზიდან და უმჯობესია გაკეთდეს 18 თვის ასაკამდე.

2 დოზა

ბუსტერული დოზის გაკეთებისას გასული უნდა იყოს არაუმცირეს 6 თვე ბოლო პირველადი დოზიდან და უმჯობესია გაკეთდეს 11-13 თვის ასაკში.

დღენაკლული ახალშობილები, რომლებიც დაბადებულები არიან 24 გესტაციური კვირის შემდეგ

იმუნიზაციის სქემის გაფართოებული პროგრამა (6, 10, 14 კვირის ასაკში) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ დაბადებისთანავე გაკეთებულია B ჰეპატიტის ვაქცინის დოზა.

თუ B ჰეპატიტის ვაქცინის დოზა კეთდება დაბადებისთანავე:

ინფანრიქსი ჰექსა გამოყენებულ უნდა იქნეს B ჰეპატიტის ვაქცინის დამატებითი დოზების ნაცვლად 6 კვირის ასაკიდან. თუ ამ ასაკამდე საჭიროა B ჰეპატიტის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება, გამოყენებულ უნდა იქნეს მონოვალენტური B ჰეპატიტის ვაქცინა.

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმუნიზაციის შერეული გრაფიკისათვის გსკ-ის კომბინირებულ, პენტავალენტურ დიფტერიის, ტეტანუსის, არაუჯრედული ყივანახველის, ინაქტივირებული პოლიომიელიტის, Haemophilus influenzae ტიპი b-ს (დტყა-იპვ +ჰიბ (DTPa-IPV + Hib)) ვაქცინასთან ერთად, ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

დაცული უნდა იქნეს B ჰეპატიტის წინააღმდეგ ადგილობრივად დადგენილი იმუნოპროფილაქტიკური ზომები.

ურთიერთჩანაცვლებადობა

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება ჩანაცვლდეს გსკ-ის დტყა-იპვ +ჰიბ (DTPa-IPV + Hib) პენტავალენტური ვაქცინის შეყვანით გსკ-ის HBV ვაქცინასთან ერთად.

ჰეტეროლოგიური ბუსტერი

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბუსტერის სახით პირებში, რომლებიც აცრილები იყვნენ სხვა ჰექსავალენტური ვაქცინით ან პენტავალენტური დტყა-იპვ +ჰიბ (DTPa-IPV + Hib) ვაქცინით B ჰეპატიტის მონოვალენტურ ვაქცინასთან ერთად.

ინფანრიქსი ჰექსათი პირველადი ვაქცინაციის შემდეგ კლინიკურ კვლევებში შესწავლილ იქნა ანტიგენების სხვა კომბინაციები და ბუსტერული დოზისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს: დიფტერია, ტეტანუსი, არაუჯრედული ყივანახველა (დტყა (DTPa)), დტყა-იპვ+ჰიბ (DTPa-IPV + Hib)) და დიფტერია, ტეტანუსი, არაუჯრედული ყივანახველა, B ჰეპატიტი, ინაქტივირებული პოლიომიელიტი, Haemophilus influenzae ტიპი b (დტყა-ჰბვ-იპვ +ჰიბ (DTPa –HBV-IPV + Hib)).

მიღების მეთოდი

ინფანრიქსი ჰექსა კეთდება ღრმა ინტრამუსკულარული ინექციის სახით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ან ნარჩენი ნივთიერების მიმართ (იხ. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა და დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).

ჰიპერმგრძნობელობა მანამდე გაკეთებული დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის, ჰეპატიტი B-ს, პოლიო ან Hib ვაქცინების მიმართ.

ინფანრიქსი ჰექსა უკუნაჩვენებია ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ უცნობი ეტიოლოგიის ენცეფალოპათია, რომელიც ვითარდება ყივანახველის შემცველი წინა ვაქცინაციიდან 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევებში ყივანახველის ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს და ვაქცინაციის კურსი უნდა გაგრძელდეს დიფტერია-ტეტანუსის, ჰეპატიტი B-ს, ინაქტივირებული პოლიო და Hib ვაქცინებით.

სიფრთხილის ზომები

სხვა ვაქცინების მსგავსად, ინფანრიქსი ჰექსათი ვაქცინაცია უნდა გადაიდოს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ფებრილური დაავადება. მცირე ინფექციების არსებობა არ წარმოადგენს უკუჩვენებას.

ვაქცინაციას წინ უნდა უძღოდეს სამედიცინო ანამნეზის განხილვა (განსაკუთრებით, წინა ვაქცინაციასთან დაკავშირებით და შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო) და კლინიკური გამოკვლევა.

ყველა აცრილში დამცველობითი იმუნური პასუხი შეიძლება არ გამოვლინდეს (იხ. ფარმაკოდინამიკა).

ინფანრიქსი ჰექსა არ ახდენს Corynebacterium diphtheriae, Clostridium tetani, Bordetella pertussis, B ჰეპატიტის ვირუსის, პოლიოვირუსის ან Haemophilus influenzae ტიპი b-სგან განსხვავებული პათოგენებით გამოწვეული დაავადებების პრევენციას. თუმცა, მოსალოდნელია, რომ D ჰეპატიტის პრევენცია მოხდება იმუნიზაციის შედეგად, რადგან D ჰეპატიტი (დელტა აგენტით გამოწვეული) არ ვითარდება B ჰეპატიტის ინფექციის გარეშე.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა ვითარდება ყივანახველას შემცველი ვაქცინის მიღების დროსთან კავშირში, ყივანახველას შემცველი ვაქცინის შემდეგი დოზის გაკეთება ყურადღებით უნდა იქნეს განხილული:

ტემპერატურა 40.0C ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში, რომელიც არ არის გამოწვეული სხვა იდენტიფიცირებული მიზეზით;

კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა (ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდი) ვაქცინაციიდან 48 საათში;

პერსისტენტული, დაუწყნარებელი ტირილი, რომელიც გრძელდება 3 საათი, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.

კრუნჩხვები ცხელებით ან ცხელების გარეშე, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 3 დღეში.

შეიძლება იყოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ყივანახველის შემთხვევების მაღალი სიხშირე და როცა პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს.

პროგრესული ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვებში, მათ შორის ინფანტილური სპაზმების, არაგაკონტროლებული ეპილეფსიის ან პროგრესირებადი ენცეფალოპათიის დროს, უმჯობესია გადაიდოს ყივანახველის (Pa ან Pw) იმუნიზაცია, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება ან არ გახდება სტაბილური. თუმცა, ყივანახველის ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად, რისკისა და სარგებლის ყურადღებით შეფასების შემდეგ.

სხვა საინექციო ვაქცინების მსგავსად, შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინის გაკეთების შემდეგ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში.

ინფანრიქსი ჰექსა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით თრომბოციტოპენიის ან სისხლის შედედების დარღვევის დროს, რადგან ასეთ პირებში შეიძლება განვითარდეს სისხლდენა კუნთშიდა ინექციის დროს.

დაუშვებელია ვაქცინის გაკეთება ინტრავასკულარულად ან ინტრადერმალურად.

ფებრილური კრუნჩხვების ანამნეზი, კრუნჩხვების ან ახალშობილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) ოჯახური ანამნეზი არ წარმოადგენს ინფანრიქსი ჰექსას უკუჩვენებას. ფებრილური კრუნჩხვების ანამნეზის მქონე აცრილები უნდა იყვნენ ყურადღებითი დაკვირვების ქვეშ, რადგან ეს გართულება შეიძლება განვითარდეს აცრიდან 2-3 დღეში.

კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ინფანრიქსი ჰექსას ერთდროული გაკეთებისას პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინასთან, ფებრილური რეაქციების სიხშირე უფრო მაღალი იყო, მხოლოდ ინფანრიქსი ჰექსათი ვაქცინაციასთან შედარებით.

აღინიშნა კრუნჩხვების (ცხელებით ან ცხელების გარეშე) და ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდის (HHE) გაზრდილი სიხშირე ინფანრიქსი ჰექსას და პრევენარი 13-ის ერთდროული გაკეთებისას (იხ. გვერდითი რეაქციები).

ანტიპირეტული მკურნალობა უნდა დაიწყოს მკურნალობის ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

სინკოპე (გულისწასვლა) შეიძლება განვითარდეს აცრის შემდეგ, ან აცრამდე, რადგან ნებისმიერი ვაქცინაცია არის ფსიქოგენური რეაქცია ნემსით ინექციაზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა ჩატარდეს ისეთ ადგილზე, რომ გულისწასვლამ არ გამოიწვიოს დაზიანება

განსაკუთრებული პოპულაციები

ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას. აცრის შემდეგ მოსალოდნელი იმუნოლოგიური პასუხი არ დგება იმუნოსუპრესიულ პაციენტებში.

კლინიკური მონაცემების მიხედვით, ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გაკეთდეს დღენაკლულ ახალშობილებში, თუმცა, როგორც მოსალოდნელია ამ პოპულაციაში, აღწერილ იქნა დაქვეითებული იმუნური პასუხი ზოგიერთი ანტიგენის მიმართ (იხ. გვერდითი რეაქციები და ფარმაკოდინამიკა).

აპნოეს პოტენციური რისკი და 48-72 საათის განმავლობაში რესპირატორული მონიტორინგის საჭიროება განხილულ უნდა იქნეს, როცა პირველადი იმუნიზაცია კეთდება ძლიერ დღენაკლულ ახალშობილებში (≤28 კვირის გესტაციური ასაკი) და განსაკუთრებით, იმ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული მოუმწიფებლობის ანამნეზი. რადგან ამ ახალშობილებში ვაქცინაციის სარგებელი მაღალია, ამიტომ აცრა არ უნდა დაყოვნდეს ან გადაიდოს.

ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა

რადგან Hib კაფსულარული პოლისაქარიდის ანტიგენი გამოიყოფა შარდში, შარდის დადებითი ანალიზი შეიძლება აღინიშნოს 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციის შემდეგ. სხვა ანალიზები უნდა ჩატარდეს, რათა დადასტურდეს Hib ინფექცია ამ პერიოდში.

ურთიერთქმედებები

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს პნევმოკოკურ კონიუგირებულ, მენინგოკოკურ (Men) C კონიუგირებულ, MenACWY კონიუგირებულ, MenB-ის, როტავირუსის, წითელას, ყბაყურას, წითურას და ჩუტყვავილის ვაქცინებთან. მონაცემებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ანტისხეულების პასუხზე თითოეული ინდივიდუალური ანტიგენის მიმართ.

როცა ინფანრიქსი ჰექსა გაკეთდა MenB-ისYდა პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინებთან ერთად, კვლევებში მიღებულ იქნა წინააღმდეგობრივი შედეგები მე-2 ტიპის ინაქტივირებული პოლიოვირუსის და 6B სეროტიპის პნევმოკოკის კონიუგირებული ანტიგენის მიმართ, თუმცა ეს მონაცემები არ მიუთითებს კლინიკურად მნიშვნელოვან ჩარევაზე.

კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ინფანრიქსი ჰექსას ერთდროული გაკეთებისას პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინასთან ერთად ფებრილური რეაქციების სიხშირე უფრო მაღალი იყო, მხოლოდ ინფანრიქსი ჰექსათი ვაქცინაციასთან შედარებით (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინის გაკეთების ინსტრუქციების შესახებ).

კლინიკური კვლევებიდან მონაცემები მიუთითებს ცხელების, ინექციის ადგილზე ტკივილის, მადის დაკარგვის და გაღიზიანებადობის უფრო ხშირ შემთხვევებზე, როცა ინფანრიქსი ჰექსა ერთდროულად გაკეთდა MenB ვაქცინასთან და 7-ვალენტურ პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინასთან ერთად.

სხვა ვაქცინების მსგავსად, მოსალოდნელია რომ იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას, ადექვატური პასუხი შეიძლება არ იქნეს მიღწეული.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია

ინფანრიქსი ჰექსა არ არის განკუთვნილი მოზრდილებისათვის. ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოყენებისას არ არის ხელმისაწვდომი.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევების მონაცემები:

უსაფრთხოების პროფილი მოცემულია ქვემოთ და დაფუძნებულია 16,000-ზე მეტი პირის მონაცემებზე.

როგორც აღინიშნა დტყა (DTPa) და დტყა (DTPa)-შემცველი კომბინაციების დროს, ლოკალური რეაქციების და ცხელების შემთხვევების ზრდა აღწერილ იქნა ინფანრიქსი ჰექსათი ბუსტერული ვაქცინაციის დროს პირველად კურსთან შედარებით.

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგი სიხშირეების მიხედვით:

ძალიან ხშირი: 1/10, ხშირი: 1/100 - <1/10, არახშირი: 1/1000 - <1/100, იშვიათი: 1/10000 - <1/1000, ძალიან იშვიათი: <1/10000

ორგანოთა სისტემების კლასები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და დასნებოვნება

არახშირი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

მადის დაკარგვა

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან ხშირი

გაღიზიანებადობა, პათოლოგიური ტირილი, მოუსვენრობა

ხშირი

ნევროზულობა

ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი

ძილიანობა

ძალიან იშვიათი

კრუნჩხვები (ცხელებით ან ცხელების გარეშე)***

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

არახშირი

ხველა*

იშვიათი

ბრონქიტი

გასტროინტესტინური დარღვევები

ხშირი

ღებინება, ფაღარათი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ქავილი*

იშვიათი

გამონაყარი

ძალიან იშვიათი

დერმატიტი, ჭინჭრის ციება*

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობები

ძალიან ხშირი

ტკივილი, სიწითლე, ინექციის ადგილის ლოკალური შეშუპება (≤50 მმ), ცხელება 38C

ხშირი

ინექციის ადგილის ლოკალური შეშუპება (>50 მმ)**, ცხელება 39.5C, ინექციის ადგილის რეაქციები, მათ შორის სიმკვრივე

არახშირი

ინექცირებული კიდურის დიფუზური შეშუპება, ხანდახან მოიცავს მიმდებარე სახსარს**, დაღლილობა

  • აღინიშნა მხოლოდ გსკ-ს დტყა (DTPa)-შემცველი სხვა ვაქცინების დროს
  • *ბავშვებს, რომლებსაც გაუკეთდათ პირველადი აცრა არაუჯრედული ყივანახველის ვაქცინით, უფრო მეტად აღენიშნებათ შეშუპებითი რეაქციები ბუსტერული აცრის შემდეგ იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც გაუკეთდათ აცრა მთლიანუჯრედული ვაქცინით. ეს რეაქციები ქრება დაახლოებითY 4 დღის განმავლობაში.
  • **პოსტმარკეტინგული მონაცემების სიხშირის ანალიზი მიუთითებს კრუნჩხვების (ცხელებით ან ცხელების გარეშე) და HHE-ს გაზრდილი რისკის ალბათობაზე, ჯგუფების შედარებისას, რომლებმაც გაიკეთეს ინფანრიქსი ჰექსა პრევნარ 13-თან /პრევენარ 13-თან ერთად და მარტო ინფანრიქსი ჰექსა.

პოსტმარკეტინგული მონაცემები:

წამალთან დაკავშირებული ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნა პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს.

ორგანოთა სისტემების კლასები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ალერგიული რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები)

ნერვული სისტემის დარღვევები

იშვიათი

კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა (ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდი)***

აპნოე* [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები აპნოეს შესახებ ძლიერ დღენაკლულ ბავშვებში (≤ 28 გესტაციური კვირა)]

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება*

ექსტენსიური შეშუპებითი რეაქციები, ინექცირებული კიდურის მთლიანი შეშუპება**, ინექციის ადგილზე ვეზიკულები

  • აღინიშნა მხოლოდ გსკ-ს დტყა (DTPa)-შემცველი სხვა ვაქცინის დროს

უსაფრთხოება დღენაკლულ ახალშობილებში

ინფანრიქსი ჰექსა ბუსტერული დოზის სახით გაუკეთდა 1000-ზე მეტ დღენაკლულ ახალშობილს (დაბადებულები 24-36 გესტაციურ კვირაში) პირველადი ვაქცინაციის კვლევებში და 200-ზე მეტ დღენაკლულ ახალშობილში სიცოცხლის მეორე წელს. შედარებით კვლევებში სიმპტომების მსგავსი სიხშირე აღინიშნა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში.

უსაფრთხოება ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, რომელთა დედები აიცრნენ dTpa-თი ორსულობის დროს

კლინიკურ კვლევებში ინფანრიქსი ჰექსა გაკეთდა 500-ზე მეტ პირში, რომელთა დედები აცრილები იყვნენ dTpa-თი ან პლაცებოთი ორსულობის დროს. ინფანრიქსი ჰექსას უსაფრთხოების პროფილი ანალოგიური იყო, მიუხედავად ორსულობის დროს dTpa-ის ზემოქმედებისა/ზემოქმედების არარსებობისა.

B ჰეპატიტის ვაქცინის გამოცდილება:

<2 წლამდე ასაკის ბავშვებში გლაქსოსმითკლაინ ბაიოლოჯიქალსის მიერ წარმოებული B ჰეპატიტის ვაქცინის პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს აღინიშნა დამბლის, ნეიროპათიის, ენცეფალოპათიის, ენეცეფალიტის, მენინგიტის, შრატისმიერი დაავადების მსგავსი ალერგიული რეაქციების, ნევრიტის, ჰიპოტენზიის, ვასკულიტის, ბრტყელი ლიქენის, მულტიფორმული ერითემის, ართრიტის და კუნთების სისუსტის შემთხვევები. მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასთან დადგენილი არ არის.

შემადგენლობა

განზავების შემდეგ 1 დოზა (0.5 მლ) შეიცავს:

დიფტერიის ტოქსოიდი1

არაუმცირეს 30 საერთაშორისო ერთეული (სე)

ტეტანუსის ტოქსოიდი1

არაუმცირეს 40 საერთაშორისო ერთეული (სე)

Bordetella pertussis ანტიგენები

ყივანახველის ტოქსოიდი (PT)1

25 მიკროგრამი

ფილამენტური ჰემაგლუტინინი (FHA)1

25 მიკროგრამი

პერტაქტინი (PRN)1

8 მიკროგრამი

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBs)2,3

10 მიკროგრამი

პოლიოვირუსი ინაქტივირებული (IPV)

ტიპი 1 (მაჰონის ჯაჭვი)4

40 D-ანტიგენის ერთეული

ტიპი 2 (MEF_1 ჯაჭვი)4

8 D-ანტიგენის ერთეული

ტიპი 3 (საუკეტის ჯაჭვი)4

32 D-ანტიგენის ერთეული

Haemophilus influenza ტიპი b პოლისაქარიდი (პოლირიბოზილრიბიტოლის ფოსფატი, RPP)3 კონიუგირებული ტეტანუსის ტოქსოიდთან, როგორც გადამტან პროტეინთან

10 მიკროგრამი

დაახლოებით 25 მიკროგრამი

1 ადსორბირებული ალუმინის ჰიდროქსიდზე, ჰიდრატირებული (Al(OH)3)

  • 5 მილიგრამი Al3+

2 წარმოქმნილი საფუარის უჯრედებზე (Saccharomyces cerevisiae) რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით

3 ადსორბირებულია ალუმინის ფოსფატზე (AlPO4) 0.32 მილიგრამი Al3+

4 გამრავლებული VERO უჯრედებში

დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) კომპონენტი წარმოდგენილია მღვრიე თეთრი სუსპენზიის სახით. შენახვის დროს შეიძლება აღინიშნოს თეთრი დეპოზიტი და გამჭვირვალე სითხე ნალექის ზემოთ, რაც ნორმალურია.

ჰიბ (Hib) კომპონენტი წარმოდგენილია თეთრი ფხვნილის სახით.

დამხმარე ნივთიერებებისათვის იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი.

კლინიკური ინფორმაცია

შენახვის პირობები

შენახვა

ინახება მაცივარში (2°C - 8°C).

დაუშვებელია დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) სუსპენზიის და განზავებული ვაქცინის გაყინვა. გაყინული ვაქცინა უნდა იქნეს გადაგდებული.

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს შენახვის რეკომენდებული პირობები.

სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინის კომპონენტები სტაბილურია 25°C ტემპერატურამდე 72 საათის განმავლობაში. ეს მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის ინსტრუქციის სახით ტემპერატურის დროებითი გადახრის შემთხვევებში.

შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) კომპონენტი წარმოდგენილია წინასწარშევსებულ შპრიცში.

ჰიბ (Hib) კომპონენტი წარმოდგენილია მინის ფლაკონში.

ფხვნილი ფლაკონში (I ტიპის მინა), რომელიც შეიცავს 1 დოზას საცობით (ბუტილრეზინი) და 0,5 მლ სუსპენზია წინასწარშევსებულ შპრიცში (I ტიპის მინა) საცობი-დგუშით (ბუტილრეზინი) და რეზინის დაბოლოებიანი თავსახურით.

თავსახურის დაბოლოება და წინასწარშევსებული შპრიცის რეზინის საცობი-დგუში და ფლაკონის საცობი არ არის დამზადებული ბუნებრივი რეზინის ლატექსისაგან.

შეფუთვის ზომები 1, 10 და 50 ერთეულით, ნემსებით ან ნემსების გარეშე.

ყველა გამოშვების ფორმა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ბაქტერიული და ვირუსული ვაქცინების კომბინაცია, ათქ კოდი: J07CA09.

იმუნოგენობა

ინფანრიქსი ჰექსას იმუნოგენობა შეფასდა კლინიკურ კვლევებში 6 კვირის ასაკიდან. ვაქცინა შეფასდა 2-დოზიანი და 3–დოზიანი პირველადი სქემების გამოყენებისას, რომელიც მოიცავდა იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას და ბუსტერულ დოზას. ამ კლინიკური კვლევების მონაცემები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

3-დოზიანი პირველადი ვაქცინაციის სქემის შემდეგ, არაუმცირეს 95.7% ახალშობილებს ჰქონდათ სეროდამცველობითი ან სეროდადებითი ანტისხეულების დონე ვაქცინის თითოეული ანტიგენის მიმართ. ბუსტერული ვაქცინაციის შემდეგ (პოსტდოზა 4) ბავშვების არაუმცირეს 98.4%-ს განუვითარდათ სეროდამცველობითი ან სეროდადებითი ანტისხეულების დონე ვაქცინის თითოეული ანტიგენის მიმართ.

პირების პროცენტი ანტისხეულების ტიტრით ≥ ზღურბლის ანალიზი ინფანრიქსი ჰექსათი პირველადი 3-დოზიანი და ბუსტერული ვაქცინაციიდან ერთ თვის შემდეგ

ანტისხეული

(ზღურბლი)

პოსტდოზა 3

პოსტდოზა 4 (ბუსტერული ვაქცინაცია სიცოცხლის მეორე წელს 3-დოზიანი პირველადი კურსის შემდეგ)

2-3-4 თვე N=196

(2 კვლევა)

2-4-6 თვე N=1693

(6 კვლევა)

3-4-5 თვე N=1055

(6 კვლევა)

6-10-14 კვირა

N=265

(1 კვლევა)

N=2009

(12 კვლევა)

%

%

%

%

%

ანტიდიფტერია (0.1 სე/მლ) †

100.0

  • 8
  • 7
  • 2
  • 9

ანტიტეტანუსი

(0.1 სე/მლ) †

100.0

100.0

100.0

  • 6
  • 9

ანტი-PT

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

  • 8
  • 6
  • 9

ანტი-FHA

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

100.0

100.0

  • 9

ანტი-PRN

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

  • 7
  • 9
  • 5

ანტი-HBS

(10 mIU/მლ) †

  • 5
  • 9
  • 0
  • 5*
  • 4

ანტიპოლიო ტიპი 1

(1/8 განზავება) †

100.0

  • 9
  • 7
  • 6
  • 9

ანტიპოლიო ტიპი 2

(1/8 განზავება) †

  • 8
  • 3
  • 9
  • 7
  • 9

ანტიპოლიო ტიპი 3

(1/8 განზავება) †

100.0

  • 7
  • 7
  • 6
  • 9

ანტი-PRP

(0.15 მკგ/მლ) †

  • 4
  • 6
  • 8
  • 4
  • 7

N= პირების რაოდენობა

  • ახალშობილების ქვეჯგუფში, რომლებსაც არ გაუკეთდათ ჰეპატიტი B-ს ვაქცინა დაბადებისას, 77.7% პირს ჰქონდა ანტი-HBs ტიტრი 10 mIU/მლ.

† ზღურბლი მიჩნეულია, როგორც დაცვის ინდიკატორი.

ინფანრიქსი ჰექსათი 2-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სრული ვაქცინაციის სქემის შემდეგ, არაუმცირეს 97.9% პირს განუვითარდა ანტისხეულების სეროდამცველობითი ან სეროდადებითი დონე ვაქცინის თითოეული ანტიგენის მიმართ.

პირების პროცენტი ანტისხეულების ტიტრით, ≥ ზღურბლის ანალიზი, ინფანრიქსი ჰექსათი 2-დოზიანი პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციდან ერთი თვის შემდეგ

ანტისხეულები (ზღურბლი)

პოსტდოზა 3

(ვაქცინაცია 2-4-12 თვის ასკში)

N=196

(1 კვლევა)

პოსტდოზა 3

(ვაქცინაცია 3-5-11 თვის ასკში)

N=532

(3 კვლევა)

%

%

ანტიდიფტერია (0.1 სე/მლ) †

100.0

100.0

ანტიტეტანუსი

(0.1 სე/მლ) †

100.0

100.0

ანტი–PT

(5 EL.U/მლ)

  • 5

100.0

ანტი-FHA

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

ანტი-PRN

(5 EL.U/მლ)

100.0

  • 2

ანტი-HBS

(10 mIU/მლ) †

  • 8
  • 9

ანტიპოლიო ტიპი 1

(1/8 განზავება) †

  • 4
  • 8

ანტიპოლიო ტიპი 2

(1/8 განზავება) †

  • 4
  • 4

ანტიპოლიო ტიპი 3

(1/8 განზავება) †

  • 9
  • 2

ანტი-PRP

(0.15 მკგ/მლ) †

100.0

  • 6

N=პირების რაოდენობა

†ზღურბლი მიჩნეულია, როგორც დამცველობითი ინდიკატორი.

დაცვის სეროლოგიური კორელატები დადგენილ იქნა დიფტერიისათვის, ტეტანუსისათვის, პოლიომიელიტისათვის, B ჰეპატიტის და Hib-სთვის. ყივანახველისთვის არ არის მოწოდებული დამცველობითი პასუხის სეროლოგიური კორელაცია. თუმცა, იმუნური პასუხი ყივანახველის ანტიგენის მიმართ ინფანრიქსი ჰექსას გაკეთების შემდეგ ექვივალენტურია ინფანრიქსის (DTPa). დამცველობითი ეფექტიანობა ორივე ვაქცინისთვის მოსალოდნელია, რომ ექვივალენტური იყოს.

ყივანახველის წინააღმდეგ დაცვის ეფექტიანობა

ინფანრიქსის (DTPa) ყივანახველის კომპონენტის დამცველობითი ეფექტიანობა ჯმო-ს მიერ განსაზღვრული ტიპური ყივანახველის (21 დღე პაროქსიზმული ხველა) მიმართ აღინიშნა 3-დოზიანი პირველადი იმუნიზაციის კვლევებში, რომელიც მოცემულია ცხრილში:

კვლევა

ქვეყანა

სქემა

ვაქცინის ეფექტიანობა

განხილვა

საყოფაცხოვრებო კონტაქტის კვლევა (პროსპექტული, ბრმა)

გერმანია

3, 4, 5 თვე

  • 7%

მონაცემების საფუძველზე, რომელიც შეგროვებულია მეორეული საყოფაცხოვრებო კონტაქტებიდან, სადაც იყო ტიპური ყივანახველის შემთხვევის ინდექსი

ეფექტიანობის კვლევა (NIH სპონსორი),

იტალია

2, 4, 6 თვე

84%

იმავე კოჰორტაზე შემდგომი დაკვირვებით, ეფექტიანობა დამტკიცდა 60 თვემდე პირველადი ვაქცინაციის დამთავრების შემდეგ ყივანახველის ბუსტერული დოზის ვაქცინაციის გარეშე.

იმუნოგენობა ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, რომელთა დედები აიცრნენ dTpa-თი ორსულობის დროს

კლინიკურ კვლევების მონაცემებით 500-ზე მეტი ჩვილიდან და პატარა ბავშვიდან არ იქნა ნაჩვენები კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დედის ბუსტრიქსით ვაქცინაციასა და ჩვილებისა და პატარა ბავშვების რეაქციას შორის დიფტერიის, ტეტანუსის, B ჰეპატიტის, ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვირუსის, Haemophilus influenza b ტიპის ან პნევმოკოკურ ანტიგენებზე. თუმცა, პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციის შემდე აღწერილ იქნა ანტისხეულების უფრო დაბალი კონცენტრაციები ყივანახველის ზოგიერთი ანტიგენის მიმართ, პირების 92,1-98,1 %-მა, რომელთა დედები აცრილები იყვნენ, აჩვენა ბუსტერზე პასუხი ყივანახველის ყველა ანტიგენის წინააღმდეგ. ყივანახველის მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ მიუთითებს ამ იმუნური ჩარევის რაიმე კლინიკურ მნიშვნელობაზე.

იმუნოგენობა დღენაკლულ ახალშობილებში

ინფანრიქსი ჰექსას იმუნოგენობა შეფასდა სამ კვლევაში, რომელიც მოიცავდა დაახლოებით 300 დღენაკლულ ახალშობილს (დაბადებულები 24-36 გესტაციურ კვირაში), რომელთაც ჩაუტარდათ 3-დოზიანი პირველადი ვაქცინაციის კურსი 2, 4 და 6 თვის ასაკში. ბუსტერული დოზის იმუნოგენობა შეფასდა დაახლოებით 200 დღენაკლულ ახალშობილში 18-24 თვის ასაკში.

პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ 98.7% პირები იყვნენ სეროდაცულები დიფტერიის, ტეტანუსის და 1-ლი და მე-2 ტიპის პოლიომიელიტის ვირუსის მიმართ; არაუმცირეს 90.9%-ს ჰქონდათ სეროდამცველობითი ანტისხეულების დონე B ჰეპატიტის, PRP-ის და პოლიომიელიტის მე-3 ტიპის ვირუსის ანტიგენების მიმართ; ყველა პირი სეროდადებითი იყო FHA-ის და PRN-ის მიმართ, მაშინ როცა 94.9% სეროდადებითი იყო ანტი-PT ანტისხეულების მიმართ.

ბუსტერული დოზიდან ერთი თვის შემდეგ არაუმცირეს 98.4% პირს სეროდამცველობითი ან სეროდადებითი ანტისხეულების დონე ჰქონდა თითოეული ანტიგენის მიმართ, გარდა PT-ის (არაუმცირეს 96.8%) და B ჰეპატიტის (არაუმცირეს 88.7%) მიმართ. ბუსტერული დოზის მიმართ პასუხი ჯერადობით იზრდება ანტისხეულების კონცენტრაციებში (15-235-ჯერ), რაც მიუთითებს, რომ დღენაკლულ ახალშობილებს ადექვატური პასუხი აქვთ ინფანრიქსი ჰექსას ყველა ანტიგენის მიმართ.

შემდგომი დაკვირვების კვლევებში, ბუსტერული დოზიდან დაახლოებით 2.5-3 წლის შემდეგ, 85.3% ბავშვი ისევ სეროდაცული იყო B ჰეპატიტის წინააღმდეგ და 95.% სეროდაცული იყო პოლიომიელიტის სამივე ტიპის და RPP-ის წინააღმდეგ.

იმუნური პასუხის მუდმივობა

იმუნური პასუხის მუდმივობა ინფანრიქსი ჰექსას 3-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სქემის შემდეგ შეფასდა 4-8 წლის ასაკის ბავშვებში. დამცველობითი იმუნური პასუხი სამივე ტიპის პოლიოვირუსის და PRP-ს წინააღმდეგ აღინიშნა არაუმცირეს 91.0% ბავშვებში და დიფტერიის და ტეტანუსის წინააღმდეგ – არაუმცირეს 64.7% ბავშვებში. არაუმცირეს 25.4% (ანტი-PT), 97.5% (ანტი-FHA) და 87.0% (ანტი-PRN) იყო სეროდადებითი ყივანახველის კომპონენტების წინააღმდეგ.

რაც შეეხება B ჰეპატიტს, ანტისხეულების სეროდამცველობითი კონცენტრაციები ინფანრიქსი ჰექსას 3-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სქემის შემდეგ შენარჩუნდა 85% 4-5 წლის ასაკის პირებში, 72% 7-8 წლის ასაკის პირებში, 60% 12-13 წლის ასაკის პირებში და 53,7% 14-15 წლის ასაკის პირებში. დამატებით, 2-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სქემის შემდეგ, ანტისხეულების სეროდამცველობითი კონცენტრაციები B ჰეპატიტის წინააღმდეგ შენარჩუნდა 48% 11-12 წლის ასაკის პირებში.

B ჰეპატიტის მიმართ იმუნოლოგიური მეხსიერება დადასტურდა 4-15 წლის ასაკის ბავშვებში. ამ ბავშვებში ინფანრიქსი ჰექსა გაკეთდა პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციის სახით ჩვილობის პერიოდში და როცა გაკეთდა მონოვალენტური B ჰეპატიტის ვაქცინის დამატებითი დოზა, დამცველობითი იმუნიტეტი გამოწვეულ იქნა არაუმცირეს 93% პირში.

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

შვედეთში ხანგრძლივი დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ არაუჯრედული ყივანახველის ვაქცინა ეფექტიანი იყო ახალშობილებში მე-3-5 თვეში გაკეთებისას პირველადი ვაქცინაციის სქემით, როცა ბუსტერული დოზა გაკეთდა დაახლოებით მე-12 თვეს. თუმცა, მონაცემები მიუთითებს, რომ ყივანახველის წინააღმდეგ დაცვა შეიძლება შემცირდეს 7-8 წლის ასაკში. ეს მიუთითებს, რომ ყივანახველის ვაქცინის მეორე ბუსტერული დოზა უნდა გაკეთდეს 5-7 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ვაქცინაცია ამ კონკრეტული სქემით.

ინფანრიქსი ჰექსას Hib კომპონენტის ეფექტიანობა გამოკვლეულ იქნა ინტენსიური პოსტმარკეტინგული დაკვირვების კვლევაში, რომელიც ჩატარდა გერმანიაში. შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში ორი ჰექსავალენტური ვაქცინის, რომელთაგან ერთი იყო ინფანრიქსი ჰექსა, Hib კომპონენტის ეფექტიანობა იყო 89.6% სრული პირველადი ვაქცინაციის დროს და 100% - სრული პირველადი ვაქცინაციის და ბუსტერული დოზის დამატების დროს (მიუხედავად Hib ვაქცინისა, რომელიც იყო გამოყენებული პირველადი ვაქცინაციის დროს).

ინფანრიქსი ჰექსა ვაქცინა Hib კომპონენტის შემცველი ძირითადი ვაქცინაა იტალიაში 2006 წლიდან. ეს ვაქცინა ინიშნება 3, 5 და 11 თვის ასაკში და ფარავს 95%-ზე მეტს. Hib დაავადება კარგად კონტროლირებადია, აღინიშნა არაუმეტეს 3 დადასტურებული Hib შემთხვევა ყოველწლიურად 2006-2011 წლებში იტალიაში 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზა, ნატრიუმის ქლორიდი (NaCl), მედიუმი 199 (სტაბილიზატორი, რომელიც შეიცავს ძირითად ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს), საინექციო წყალი.

ნეომიცინის სულფატი და პოლიმიქსინი B სულფატი წარმოდგენილია ნარჩენი ნივთიერებების სახით წარმოების პროცესის შედეგად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

ინფანრიქსი ჰექსა

დიფტერიის (D), ტეტანუსის (T), ყივანახველის (არაუჯრედული კომპონენტი) (Pa), B ჰეპატიტის (რდნმ) (HBV), პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) (IPV) და Haemophilus influenzae b ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (ადსორბირებული)

ფხვნილი და სუსპენზია საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

განზავების შემდეგ 1 დოზა (0.5 მლ) შეიცავს:

დიფტერიის ტოქსოიდი1

არაუმცირეს 30 საერთაშორისო ერთეული (სე)

ტეტანუსის ტოქსოიდი1

არაუმცირეს 40 საერთაშორისო ერთეული (სე)

Bordetella pertussis ანტიგენები

ყივანახველის ტოქსოიდი (PT)1

25 მიკროგრამი

ფილამენტური ჰემაგლუტინინი (FHA)1

25 მიკროგრამი

პერტაქტინი (PRN)1

8 მიკროგრამი

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBs)2,3

10 მიკროგრამი

პოლიოვირუსი ინაქტივირებული (IPV)

ტიპი 1 (მაჰონის ჯაჭვი)4

40 D-ანტიგენის ერთეული

ტიპი 2 (MEF_1 ჯაჭვი)4

8 D-ანტიგენის ერთეული

ტიპი 3 (საუკეტის ჯაჭვი)4

32 D-ანტიგენის ერთეული

Haemophilus influenza ტიპი b პოლისაქარიდი (პოლირიბოზილრიბიტოლის ფოსფატი, RPP)3 კონიუგირებული ტეტანუსის ტოქსოიდთან, როგორც გადამტან პროტეინთან

10 მიკროგრამი

დაახლოებით 25 მიკროგრამი

1 ადსორბირებული ალუმინის ჰიდროქსიდზე, ჰიდრატირებული (Al(OH)3)

  • 5 მილიგრამი Al3+

2 წარმოქმნილი საფუარის უჯრედებზე (Saccharomyces cerevisiae) რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით

3 ადსორბირებულია ალუმინის ფოსფატზე (AlPO4) 0.32 მილიგრამი Al3+

4 გამრავლებული VERO უჯრედებში

დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) კომპონენტი წარმოდგენილია მღვრიე თეთრი სუსპენზიის სახით. შენახვის დროს შეიძლება აღინიშნოს თეთრი დეპოზიტი და გამჭვირვალე სითხე ნალექის ზემოთ, რაც ნორმალურია.

ჰიბ (Hib) კომპონენტი წარმოდგენილია თეთრი ფხვნილის სახით.

დამხმარე ნივთიერებებისათვის იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი.

კლინიკური ინფორმაცია

ჩვენებები

ინფანრიქსი ჰექსა ნაჩვენებია პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციისათვის ჩვილებსა და პატარა ბავშვებში 6 თვის ასაკიდან დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და Haemophilus influenza ტიპი b-ს წინააღმდეგ.

ინფანრიქსი ჰექსას გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

პირველადი ვაქცინაციის სქემა შედგება (0.5 მლ-იანი) ორი ან სამი დოზისაგან, რომელიც კეთდება ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით (იხ. ფარმაკოდინამიკა სქემებისათვის, რომლებიც შეფასებულია კლინიკურ კვლევებში). ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც ბუსტერული დოზა, თუ ანტიგენის შემადგენლობა შესაბამისობაშია ოფიციალურ რეკომენდაციებთან.

პირველადი ვაქცინაცია

ბუსტერული ვაქცინაცია

ზოგადი რეკომენდაციები

დროული ახალშობილები

3 დოზა

შეიძლება გაკეთდეს ბუსტერული დოზა

ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 თვე პირველად დოზებს შორის

ბუსტერული დოზის გაკეთებისას, გასული უნდა იყოს არაუმცირეს 6 თვე ბოლო პირველადი დოზიდან და უმჯობესია გაკეთდეს 18 თვის ასაკამდე.

2 დოზა

შეიძლება გაკეთდეს ბუსტერული დოზა

ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 თვე პირველად დოზებს შორის

ბუსტერული დოზის გაკეთებისას გასული უნდა იყოს არაუმცირეს 6 თვე ბოლო პირველადი დოზიდან და უმჯობესია გაკეთდეს 11-13 თვის ასაკში.

დღენაკლული ახალშობილები, რომლებიც დაბადებულები არიან 24 გესტაციური კვირის შემდეგ

3 დოზა

შეიძლება გაკეთდეს ბუსტერული დოზა

ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 თვე პირველად დოზებს შორის

ბუსტერული დოზის გაკეთებისას, გასული უნდა იყოს არაუმცირეს 6 თვე ბოლო პირველადი დოზიდან და უმჯობესია გაკეთდეს 18 თვის ასაკამდე.

იმუნიზაციის სქემის გაფართოებული პროგრამა (6, 10, 14 კვირის ასაკში) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ დაბადებისთანავე გაკეთებულია B ჰეპატიტის ვაქცინის დოზა.

თუ B ჰეპატიტის ვაქცინის დოზა კეთდება დაბადებისთანავე:

ინფანრიქსი ჰექსა გამოყენებულ უნდა იქნეს B ჰეპატიტის ვაქცინის დამატებითი დოზების ნაცვლად 6 კვირის ასაკიდან. თუ ამ ასაკამდე საჭიროა B ჰეპატიტის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება, გამოყენებულ უნდა იქნეს მონოვალენტური B ჰეპატიტის ვაქცინა.

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმუნიზაციის შერეული გრაფიკისათვის გსკ-ის კომბინირებულ, პენტავალენტურ დიფტერიის, ტეტანუსის, არაუჯრედული ყივანახველის, ინაქტივირებული პოლიომიელიტის, Haemophilus influenzae ტიპი b-ს (დტყა-იპვ +ჰიბ (DTPa-IPV + Hib)) ვაქცინასთან ერთად, ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

დაცული უნდა იქნეს B ჰეპატიტის წინააღმდეგ ადგილობრივად დადგენილი იმუნოპროფილაქტიკური ზომები.

ურთიერთჩანაცვლებადობა

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება ჩანაცვლდეს გსკ-ის დტყა-იპვ +ჰიბ (DTPa-IPV + Hib) პენტავალენტური ვაქცინის შეყვანით გსკ-ის HBV ვაქცინასთან ერთად.

ჰეტეროლოგიური ბუსტერი

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბუსტერის სახით პირებში, რომლებიც აცრილები იყვნენ სხვა ჰექსავალენტური ვაქცინით ან პენტავალენტური დტყა-იპვ +ჰიბ (DTPa-IPV + Hib) ვაქცინით B ჰეპატიტის მონოვალენტურ ვაქცინასთან ერთად.

ინფანრიქსი ჰექსათი პირველადი ვაქცინაციის შემდეგ კლინიკურ კვლევებში შესწავლილ იქნა ანტიგენების სხვა კომბინაციები და ბუსტერული დოზისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს: დიფტერია, ტეტანუსი, არაუჯრედული ყივანახველა (დტყა (DTPa)), დტყა-იპვ+ჰიბ (DTPa-IPV + Hib)) და დიფტერია, ტეტანუსი, არაუჯრედული ყივანახველა, B ჰეპატიტი, ინაქტივირებული პოლიომიელიტი, Haemophilus influenzae ტიპი b (დტყა-ჰბვ-იპვ +ჰიბ (DTPa –HBV-IPV + Hib)).

მიღების მეთოდი

ინფანრიქსი ჰექსა კეთდება ღრმა ინტრამუსკულარული ინექციის სახით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ან ნარჩენი ნივთიერების მიმართ (იხ. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა და დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).

ჰიპერმგრძნობელობა მანამდე გაკეთებული დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის, ჰეპატიტი B-ს, პოლიო ან Hib ვაქცინების მიმართ.

ინფანრიქსი ჰექსა უკუნაჩვენებია ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ უცნობი ეტიოლოგიის ენცეფალოპათია, რომელიც ვითარდება ყივანახველის შემცველი წინა ვაქცინაციიდან 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევებში ყივანახველის ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს და ვაქცინაციის კურსი უნდა გაგრძელდეს დიფტერია-ტეტანუსის, ჰეპატიტი B-ს, ინაქტივირებული პოლიო და Hib ვაქცინებით.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სხვა ვაქცინების მსგავსად, ინფანრიქსი ჰექსათი ვაქცინაცია უნდა გადაიდოს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ფებრილური დაავადება. მცირე ინფექციების არსებობა არ წარმოადგენს უკუჩვენებას.

ვაქცინაციას წინ უნდა უძღოდეს სამედიცინო ანამნეზის განხილვა (განსაკუთრებით, წინა ვაქცინაციასთან დაკავშირებით და შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო) და კლინიკური გამოკვლევა.

ყველა აცრილში დამცველობითი იმუნური პასუხი შეიძლება არ გამოვლინდეს (იხ. ფარმაკოდინამიკა).

ინფანრიქსი ჰექსა არ ახდენს Corynebacterium diphtheriae, Clostridium tetani, Bordetella pertussis, B ჰეპატიტის ვირუსის, პოლიოვირუსის ან Haemophilus influenzae ტიპი b-სგან განსხვავებული პათოგენებით გამოწვეული დაავადებების პრევენციას. თუმცა, მოსალოდნელია, რომ D ჰეპატიტის პრევენცია მოხდება იმუნიზაციის შედეგად, რადგან D ჰეპატიტი (დელტა აგენტით გამოწვეული) არ ვითარდება B ჰეპატიტის ინფექციის გარეშე.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა ვითარდება ყივანახველას შემცველი ვაქცინის მიღების დროსთან კავშირში, ყივანახველას შემცველი ვაქცინის შემდეგი დოზის გაკეთება ყურადღებით უნდა იქნეს განხილული:

ტემპერატურა 40.0C ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში, რომელიც არ არის გამოწვეული სხვა იდენტიფიცირებული მიზეზით;

კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა (ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდი) ვაქცინაციიდან 48 საათში;

პერსისტენტული, დაუწყნარებელი ტირილი, რომელიც გრძელდება 3 საათი, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.

კრუნჩხვები ცხელებით ან ცხელების გარეშე, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 3 დღეში.

შეიძლება იყოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ყივანახველის შემთხვევების მაღალი სიხშირე და როცა პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს.

პროგრესული ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვებში, მათ შორის ინფანტილური სპაზმების, არაგაკონტროლებული ეპილეფსიის ან პროგრესირებადი ენცეფალოპათიის დროს, უმჯობესია გადაიდოს ყივანახველის (Pa ან Pw) იმუნიზაცია, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება ან არ გახდება სტაბილური. თუმცა, ყივანახველის ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად, რისკისა და სარგებლის ყურადღებით შეფასების შემდეგ.

სხვა საინექციო ვაქცინების მსგავსად, შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინის გაკეთების შემდეგ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში.

ინფანრიქსი ჰექსა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით თრომბოციტოპენიის ან სისხლის შედედების დარღვევის დროს, რადგან ასეთ პირებში შეიძლება განვითარდეს სისხლდენა კუნთშიდა ინექციის დროს.

დაუშვებელია ვაქცინის გაკეთება ინტრავასკულარულად ან ინტრადერმალურად.

ფებრილური კრუნჩხვების ანამნეზი, კრუნჩხვების ან ახალშობილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) ოჯახური ანამნეზი არ წარმოადგენს ინფანრიქსი ჰექსას უკუჩვენებას. ფებრილური კრუნჩხვების ანამნეზის მქონე აცრილები უნდა იყვნენ ყურადღებითი დაკვირვების ქვეშ, რადგან ეს გართულება შეიძლება განვითარდეს აცრიდან 2-3 დღეში.

კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ინფანრიქსი ჰექსას ერთდროული გაკეთებისას პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინასთან, ფებრილური რეაქციების სიხშირე უფრო მაღალი იყო, მხოლოდ ინფანრიქსი ჰექსათი ვაქცინაციასთან შედარებით.

აღინიშნა კრუნჩხვების (ცხელებით ან ცხელების გარეშე) და ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდის (HHE) გაზრდილი სიხშირე ინფანრიქსი ჰექსას და პრევენარი 13-ის ერთდროული გაკეთებისას (იხ. გვერდითი რეაქციები).

ანტიპირეტული მკურნალობა უნდა დაიწყოს მკურნალობის ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

სინკოპე (გულისწასვლა) შეიძლება განვითარდეს აცრის შემდეგ, ან აცრამდე, რადგან ნებისმიერი ვაქცინაცია არის ფსიქოგენური რეაქცია ნემსით ინექციაზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა ჩატარდეს ისეთ ადგილზე, რომ გულისწასვლამ არ გამოიწვიოს დაზიანება

განსაკუთრებული პოპულაციები

ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას. აცრის შემდეგ მოსალოდნელი იმუნოლოგიური პასუხი არ დგება იმუნოსუპრესიულ პაციენტებში.

კლინიკური მონაცემების მიხედვით, ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება გაკეთდეს დღენაკლულ ახალშობილებში, თუმცა, როგორც მოსალოდნელია ამ პოპულაციაში, აღწერილ იქნა დაქვეითებული იმუნური პასუხი ზოგიერთი ანტიგენის მიმართ (იხ. გვერდითი რეაქციები და ფარმაკოდინამიკა).

აპნოეს პოტენციური რისკი და 48-72 საათის განმავლობაში რესპირატორული მონიტორინგის საჭიროება განხილულ უნდა იქნეს, როცა პირველადი იმუნიზაცია კეთდება ძლიერ დღენაკლულ ახალშობილებში (≤28 კვირის გესტაციური ასაკი) და განსაკუთრებით, იმ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული მოუმწიფებლობის ანამნეზი. რადგან ამ ახალშობილებში ვაქცინაციის სარგებელი მაღალია, ამიტომ აცრა არ უნდა დაყოვნდეს ან გადაიდოს.

ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა

რადგან Hib კაფსულარული პოლისაქარიდის ანტიგენი გამოიყოფა შარდში, შარდის დადებითი ანალიზი შეიძლება აღინიშნოს 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციის შემდეგ. სხვა ანალიზები უნდა ჩატარდეს, რათა დადასტურდეს Hib ინფექცია ამ პერიოდში.

ურთიერთქმედებები

ინფანრიქსი ჰექსა შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს პნევმოკოკურ კონიუგირებულ, მენინგოკოკურ (Men) C კონიუგირებულ, MenACWY კონიუგირებულ, MenB-ის, როტავირუსის, წითელას, ყბაყურას, წითურას და ჩუტყვავილის ვაქცინებთან. მონაცემებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ანტისხეულების პასუხზე თითოეული ინდივიდუალური ანტიგენის მიმართ.

როცა ინფანრიქსი ჰექსა გაკეთდა MenB-ისYდა პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინებთან ერთად, კვლევებში მიღებულ იქნა წინააღმდეგობრივი შედეგები მე-2 ტიპის ინაქტივირებული პოლიოვირუსის და 6B სეროტიპის პნევმოკოკის კონიუგირებული ანტიგენის მიმართ, თუმცა ეს მონაცემები არ მიუთითებს კლინიკურად მნიშვნელოვან ჩარევაზე.

კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ინფანრიქსი ჰექსას ერთდროული გაკეთებისას პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინასთან ერთად ფებრილური რეაქციების სიხშირე უფრო მაღალი იყო, მხოლოდ ინფანრიქსი ჰექსათი ვაქცინაციასთან შედარებით (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინის გაკეთების ინსტრუქციების შესახებ).

კლინიკური კვლევებიდან მონაცემები მიუთითებს ცხელების, ინექციის ადგილზე ტკივილის, მადის დაკარგვის და გაღიზიანებადობის უფრო ხშირ შემთხვევებზე, როცა ინფანრიქსი ჰექსა ერთდროულად გაკეთდა MenB ვაქცინასთან და 7-ვალენტურ პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინასთან ერთად.

სხვა ვაქცინების მსგავსად, მოსალოდნელია რომ იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას, ადექვატური პასუხი შეიძლება არ იქნეს მიღწეული.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია

ინფანრიქსი ჰექსა არ არის განკუთვნილი მოზრდილებისათვის. ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოყენებისას არ არის ხელმისაწვდომი.

გვერდითი რეაქციები

კლინიკური კვლევების მონაცემები:

უსაფრთხოების პროფილი მოცემულია ქვემოთ და დაფუძნებულია 16,000-ზე მეტი პირის მონაცემებზე.

როგორც აღინიშნა დტყა (DTPa) და დტყა (DTPa)-შემცველი კომბინაციების დროს, ლოკალური რეაქციების და ცხელების შემთხვევების ზრდა აღწერილ იქნა ინფანრიქსი ჰექსათი ბუსტერული ვაქცინაციის დროს პირველად კურსთან შედარებით.

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგი სიხშირეების მიხედვით:

ძალიან ხშირი: 1/10, ხშირი: 1/100 - <1/10, არახშირი: 1/1000 - <1/100, იშვიათი: 1/10000 - <1/1000, ძალიან იშვიათი: <1/10000

ორგანოთა სისტემების კლასები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და დასნებოვნება

არახშირი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

მადის დაკარგვა

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან ხშირი

გაღიზიანებადობა, პათოლოგიური ტირილი, მოუსვენრობა

ხშირი

ნევროზულობა

ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი

ძილიანობა

ძალიან იშვიათი

კრუნჩხვები (ცხელებით ან ცხელების გარეშე)***

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

არახშირი

ხველა*

იშვიათი

ბრონქიტი

გასტროინტესტინური დარღვევები

ხშირი

ღებინება, ფაღარათი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ქავილი*

იშვიათი

გამონაყარი

ძალიან იშვიათი

დერმატიტი, ჭინჭრის ციება*

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობები

ძალიან ხშირი

ტკივილი, სიწითლე, ინექციის ადგილის ლოკალური შეშუპება (≤50 მმ), ცხელება 38C

ხშირი

ინექციის ადგილის ლოკალური შეშუპება (>50 მმ)**, ცხელება 39.5C, ინექციის ადგილის რეაქციები, მათ შორის სიმკვრივე

არახშირი

ინექცირებული კიდურის დიფუზური შეშუპება, ხანდახან მოიცავს მიმდებარე სახსარს**, დაღლილობა

  • აღინიშნა მხოლოდ გსკ-ს დტყა (DTPa)-შემცველი სხვა ვაქცინების დროს
  • *ბავშვებს, რომლებსაც გაუკეთდათ პირველადი აცრა არაუჯრედული ყივანახველის ვაქცინით, უფრო მეტად აღენიშნებათ შეშუპებითი რეაქციები ბუსტერული აცრის შემდეგ იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც გაუკეთდათ აცრა მთლიანუჯრედული ვაქცინით. ეს რეაქციები ქრება დაახლოებითY 4 დღის განმავლობაში.
  • **პოსტმარკეტინგული მონაცემების სიხშირის ანალიზი მიუთითებს კრუნჩხვების (ცხელებით ან ცხელების გარეშე) და HHE-ს გაზრდილი რისკის ალბათობაზე, ჯგუფების შედარებისას, რომლებმაც გაიკეთეს ინფანრიქსი ჰექსა პრევნარ 13-თან /პრევენარ 13-თან ერთად და მარტო ინფანრიქსი ჰექსა.

პოსტმარკეტინგული მონაცემები:

წამალთან დაკავშირებული ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნა პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს.

ორგანოთა სისტემების კლასები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ალერგიული რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები)

ნერვული სისტემის დარღვევები

იშვიათი

კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა (ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდი)***

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

იშვიათი

აპნოე* [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები აპნოეს შესახებ ძლიერ დღენაკლულ ბავშვებში (≤ 28 გესტაციური კვირა)]

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება*

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობები

იშვიათი

ექსტენსიური შეშუპებითი რეაქციები, ინექცირებული კიდურის მთლიანი შეშუპება**, ინექციის ადგილზე ვეზიკულები

  • აღინიშნა მხოლოდ გსკ-ს დტყა (DTPa)-შემცველი სხვა ვაქცინის დროს
  • *ბავშვებს, რომლებსაც გაუკეთდათ პირველადი აცრა არაუჯრედული ყივანახველის ვაქცინით, უფრო მეტად აღენიშნებათ შეშუპებითი რეაქციები ბუსტერული აცრის შემდეგ იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც გაუკეთდათ აცრა მთლიანუჯრედული ვაქცინით. ეს რეაქციები ქრება დაახლოებითY 4 დღის განმავლობაში.
  • **პოსტმარკეტინგული მონაცემების სიხშირის ანალიზი მიუთითებს კრუნჩხვების (ცხელებით ან ცხელების გარეშე) და HHE-ს გაზრდილი რისკის ალბათობაზე, ჯგუფების შედარებისას, რომლებმაც გაიკეთეს ინფანრიქსი ჰექსა პრევნარ 13-თან /პრევენარ 13-თან ერთად და მარტო ინფანრიქსი ჰექსა.

უსაფრთხოება დღენაკლულ ახალშობილებში

ინფანრიქსი ჰექსა ბუსტერული დოზის სახით გაუკეთდა 1000-ზე მეტ დღენაკლულ ახალშობილს (დაბადებულები 24-36 გესტაციურ კვირაში) პირველადი ვაქცინაციის კვლევებში და 200-ზე მეტ დღენაკლულ ახალშობილში სიცოცხლის მეორე წელს. შედარებით კვლევებში სიმპტომების მსგავსი სიხშირე აღინიშნა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში.

უსაფრთხოება ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, რომელთა დედები აიცრნენ dTpa-თი ორსულობის დროს

კლინიკურ კვლევებში ინფანრიქსი ჰექსა გაკეთდა 500-ზე მეტ პირში, რომელთა დედები აცრილები იყვნენ dTpa-თი ან პლაცებოთი ორსულობის დროს. ინფანრიქსი ჰექსას უსაფრთხოების პროფილი ანალოგიური იყო, მიუხედავად ორსულობის დროს dTpa-ის ზემოქმედებისა/ზემოქმედების არარსებობისა.

B ჰეპატიტის ვაქცინის გამოცდილება:

<2 წლამდე ასაკის ბავშვებში გლაქსოსმითკლაინ ბაიოლოჯიქალსის მიერ წარმოებული B ჰეპატიტის ვაქცინის პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს აღინიშნა დამბლის, ნეიროპათიის, ენცეფალოპათიის, ენეცეფალიტის, მენინგიტის, შრატისმიერი დაავადების მსგავსი ალერგიული რეაქციების, ნევრიტის, ჰიპოტენზიის, ვასკულიტის, ბრტყელი ლიქენის, მულტიფორმული ერითემის, ართრიტის და კუნთების სისუსტის შემთხვევები. მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასთან დადგენილი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ბაქტერიული და ვირუსული ვაქცინების კომბინაცია, ათქ კოდი: J07CA09.

იმუნოგენობა

ინფანრიქსი ჰექსას იმუნოგენობა შეფასდა კლინიკურ კვლევებში 6 კვირის ასაკიდან. ვაქცინა შეფასდა 2-დოზიანი და 3–დოზიანი პირველადი სქემების გამოყენებისას, რომელიც მოიცავდა იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას და ბუსტერულ დოზას. ამ კლინიკური კვლევების მონაცემები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

3-დოზიანი პირველადი ვაქცინაციის სქემის შემდეგ, არაუმცირეს 95.7% ახალშობილებს ჰქონდათ სეროდამცველობითი ან სეროდადებითი ანტისხეულების დონე ვაქცინის თითოეული ანტიგენის მიმართ. ბუსტერული ვაქცინაციის შემდეგ (პოსტდოზა 4) ბავშვების არაუმცირეს 98.4%-ს განუვითარდათ სეროდამცველობითი ან სეროდადებითი ანტისხეულების დონე ვაქცინის თითოეული ანტიგენის მიმართ.

პირების პროცენტი ანტისხეულების ტიტრით ≥ ზღურბლის ანალიზი ინფანრიქსი ჰექსათი პირველადი 3-დოზიანი და ბუსტერული ვაქცინაციიდან ერთ თვის შემდეგ

ანტისხეული

(ზღურბლი)

პოსტდოზა 3

პოსტდოზა 4 (ბუსტერული ვაქცინაცია სიცოცხლის მეორე წელს 3-დოზიანი პირველადი კურსის შემდეგ)

2-3-4 თვე N=196

(2 კვლევა)

2-4-6 თვე N=1693

(6 კვლევა)

3-4-5 თვე N=1055

(6 კვლევა)

6-10-14 კვირა

N=265

(1 კვლევა)

N=2009

(12 კვლევა)

%

%

%

%

%

ანტიდიფტერია (0.1 სე/მლ) †

100.0

  • 8
  • 7
  • 2
  • 9

ანტიტეტანუსი

(0.1 სე/მლ) †

100.0

100.0

100.0

  • 6
  • 9

ანტი-PT

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

  • 8
  • 6
  • 9

ანტი-FHA

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

100.0

100.0

  • 9

ანტი-PRN

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

  • 7
  • 9
  • 5

ანტი-HBS

(10 mIU/მლ) †

  • 5
  • 9
  • 0
  • 5*
  • 4

ანტიპოლიო ტიპი 1

(1/8 განზავება) †

100.0

  • 9
  • 7
  • 6
  • 9

ანტიპოლიო ტიპი 2

(1/8 განზავება) †

  • 8
  • 3
  • 9
  • 7
  • 9

ანტიპოლიო ტიპი 3

(1/8 განზავება) †

100.0

  • 7
  • 7
  • 6
  • 9

ანტი-PRP

(0.15 მკგ/მლ) †

  • 4
  • 6
  • 8
  • 4
  • 7

N= პირების რაოდენობა

  • ახალშობილების ქვეჯგუფში, რომლებსაც არ გაუკეთდათ ჰეპატიტი B-ს ვაქცინა დაბადებისას, 77.7% პირს ჰქონდა ანტი-HBs ტიტრი 10 mIU/მლ.

† ზღურბლი მიჩნეულია, როგორც დაცვის ინდიკატორი.

ინფანრიქსი ჰექსათი 2-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სრული ვაქცინაციის სქემის შემდეგ, არაუმცირეს 97.9% პირს განუვითარდა ანტისხეულების სეროდამცველობითი ან სეროდადებითი დონე ვაქცინის თითოეული ანტიგენის მიმართ.

პირების პროცენტი ანტისხეულების ტიტრით, ≥ ზღურბლის ანალიზი, ინფანრიქსი ჰექსათი 2-დოზიანი პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციდან ერთი თვის შემდეგ

ანტისხეულები (ზღურბლი)

პოსტდოზა 3

(ვაქცინაცია 2-4-12 თვის ასკში)

N=196

(1 კვლევა)

პოსტდოზა 3

(ვაქცინაცია 3-5-11 თვის ასკში)

N=532

(3 კვლევა)

%

%

ანტიდიფტერია (0.1 სე/მლ) †

100.0

100.0

ანტიტეტანუსი

(0.1 სე/მლ) †

100.0

100.0

ანტი–PT

(5 EL.U/მლ)

  • 5

100.0

ანტი-FHA

(5 EL.U/მლ)

100.0

100.0

ანტი-PRN

(5 EL.U/მლ)

100.0

  • 2

ანტი-HBS

(10 mIU/მლ) †

  • 8
  • 9

ანტიპოლიო ტიპი 1

(1/8 განზავება) †

  • 4
  • 8

ანტიპოლიო ტიპი 2

(1/8 განზავება) †

  • 4
  • 4

ანტიპოლიო ტიპი 3

(1/8 განზავება) †

  • 9
  • 2

ანტი-PRP

(0.15 მკგ/მლ) †

100.0

  • 6

N=პირების რაოდენობა

†ზღურბლი მიჩნეულია, როგორც დამცველობითი ინდიკატორი.

დაცვის სეროლოგიური კორელატები დადგენილ იქნა დიფტერიისათვის, ტეტანუსისათვის, პოლიომიელიტისათვის, B ჰეპატიტის და Hib-სთვის. ყივანახველისთვის არ არის მოწოდებული დამცველობითი პასუხის სეროლოგიური კორელაცია. თუმცა, იმუნური პასუხი ყივანახველის ანტიგენის მიმართ ინფანრიქსი ჰექსას გაკეთების შემდეგ ექვივალენტურია ინფანრიქსის (DTPa). დამცველობითი ეფექტიანობა ორივე ვაქცინისთვის მოსალოდნელია, რომ ექვივალენტური იყოს.

ყივანახველის წინააღმდეგ დაცვის ეფექტიანობა

ინფანრიქსის (DTPa) ყივანახველის კომპონენტის დამცველობითი ეფექტიანობა ჯმო-ს მიერ განსაზღვრული ტიპური ყივანახველის (21 დღე პაროქსიზმული ხველა) მიმართ აღინიშნა 3-დოზიანი პირველადი იმუნიზაციის კვლევებში, რომელიც მოცემულია ცხრილში:

კვლევა

ქვეყანა

სქემა

ვაქცინის ეფექტიანობა

განხილვა

საყოფაცხოვრებო კონტაქტის კვლევა (პროსპექტული, ბრმა)

გერმანია

3, 4, 5 თვე

  • 7%

მონაცემების საფუძველზე, რომელიც შეგროვებულია მეორეული საყოფაცხოვრებო კონტაქტებიდან, სადაც იყო ტიპური ყივანახველის შემთხვევის ინდექსი

ეფექტიანობის კვლევა (NIH სპონსორი),

იტალია

2, 4, 6 თვე

84%

იმავე კოჰორტაზე შემდგომი დაკვირვებით, ეფექტიანობა დამტკიცდა 60 თვემდე პირველადი ვაქცინაციის დამთავრების შემდეგ ყივანახველის ბუსტერული დოზის ვაქცინაციის გარეშე.

იმუნოგენობა ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, რომელთა დედები აიცრნენ dTpa-თი ორსულობის დროს

კლინიკურ კვლევების მონაცემებით 500-ზე მეტი ჩვილიდან და პატარა ბავშვიდან არ იქნა ნაჩვენები კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დედის ბუსტრიქსით ვაქცინაციასა და ჩვილებისა და პატარა ბავშვების რეაქციას შორის დიფტერიის, ტეტანუსის, B ჰეპატიტის, ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვირუსის, Haemophilus influenza b ტიპის ან პნევმოკოკურ ანტიგენებზე. თუმცა, პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციის შემდე აღწერილ იქნა ანტისხეულების უფრო დაბალი კონცენტრაციები ყივანახველის ზოგიერთი ანტიგენის მიმართ, პირების 92,1-98,1 %-მა, რომელთა დედები აცრილები იყვნენ, აჩვენა ბუსტერზე პასუხი ყივანახველის ყველა ანტიგენის წინააღმდეგ. ყივანახველის მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ მიუთითებს ამ იმუნური ჩარევის რაიმე კლინიკურ მნიშვნელობაზე.

იმუნოგენობა დღენაკლულ ახალშობილებში

ინფანრიქსი ჰექსას იმუნოგენობა შეფასდა სამ კვლევაში, რომელიც მოიცავდა დაახლოებით 300 დღენაკლულ ახალშობილს (დაბადებულები 24-36 გესტაციურ კვირაში), რომელთაც ჩაუტარდათ 3-დოზიანი პირველადი ვაქცინაციის კურსი 2, 4 და 6 თვის ასაკში. ბუსტერული დოზის იმუნოგენობა შეფასდა დაახლოებით 200 დღენაკლულ ახალშობილში 18-24 თვის ასაკში.

პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ 98.7% პირები იყვნენ სეროდაცულები დიფტერიის, ტეტანუსის და 1-ლი და მე-2 ტიპის პოლიომიელიტის ვირუსის მიმართ; არაუმცირეს 90.9%-ს ჰქონდათ სეროდამცველობითი ანტისხეულების დონე B ჰეპატიტის, PRP-ის და პოლიომიელიტის მე-3 ტიპის ვირუსის ანტიგენების მიმართ; ყველა პირი სეროდადებითი იყო FHA-ის და PRN-ის მიმართ, მაშინ როცა 94.9% სეროდადებითი იყო ანტი-PT ანტისხეულების მიმართ.

ბუსტერული დოზიდან ერთი თვის შემდეგ არაუმცირეს 98.4% პირს სეროდამცველობითი ან სეროდადებითი ანტისხეულების დონე ჰქონდა თითოეული ანტიგენის მიმართ, გარდა PT-ის (არაუმცირეს 96.8%) და B ჰეპატიტის (არაუმცირეს 88.7%) მიმართ. ბუსტერული დოზის მიმართ პასუხი ჯერადობით იზრდება ანტისხეულების კონცენტრაციებში (15-235-ჯერ), რაც მიუთითებს, რომ დღენაკლულ ახალშობილებს ადექვატური პასუხი აქვთ ინფანრიქსი ჰექსას ყველა ანტიგენის მიმართ.

შემდგომი დაკვირვების კვლევებში, ბუსტერული დოზიდან დაახლოებით 2.5-3 წლის შემდეგ, 85.3% ბავშვი ისევ სეროდაცული იყო B ჰეპატიტის წინააღმდეგ და 95.% სეროდაცული იყო პოლიომიელიტის სამივე ტიპის და RPP-ის წინააღმდეგ.

იმუნური პასუხის მუდმივობა

იმუნური პასუხის მუდმივობა ინფანრიქსი ჰექსას 3-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სქემის შემდეგ შეფასდა 4-8 წლის ასაკის ბავშვებში. დამცველობითი იმუნური პასუხი სამივე ტიპის პოლიოვირუსის და PRP-ს წინააღმდეგ აღინიშნა არაუმცირეს 91.0% ბავშვებში და დიფტერიის და ტეტანუსის წინააღმდეგ – არაუმცირეს 64.7% ბავშვებში. არაუმცირეს 25.4% (ანტი-PT), 97.5% (ანტი-FHA) და 87.0% (ანტი-PRN) იყო სეროდადებითი ყივანახველის კომპონენტების წინააღმდეგ.

რაც შეეხება B ჰეპატიტს, ანტისხეულების სეროდამცველობითი კონცენტრაციები ინფანრიქსი ჰექსას 3-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სქემის შემდეგ შენარჩუნდა 85% 4-5 წლის ასაკის პირებში, 72% 7-8 წლის ასაკის პირებში, 60% 12-13 წლის ასაკის პირებში და 53,7% 14-15 წლის ასაკის პირებში. დამატებით, 2-დოზიანი პირველადი და ბუსტერული სქემის შემდეგ, ანტისხეულების სეროდამცველობითი კონცენტრაციები B ჰეპატიტის წინააღმდეგ შენარჩუნდა 48% 11-12 წლის ასაკის პირებში.

B ჰეპატიტის მიმართ იმუნოლოგიური მეხსიერება დადასტურდა 4-15 წლის ასაკის ბავშვებში. ამ ბავშვებში ინფანრიქსი ჰექსა გაკეთდა პირველადი და ბუსტერული ვაქცინაციის სახით ჩვილობის პერიოდში და როცა გაკეთდა მონოვალენტური B ჰეპატიტის ვაქცინის დამატებითი დოზა, დამცველობითი იმუნიტეტი გამოწვეულ იქნა არაუმცირეს 93% პირში.

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

შვედეთში ხანგრძლივი დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ არაუჯრედული ყივანახველის ვაქცინა ეფექტიანი იყო ახალშობილებში მე-3-5 თვეში გაკეთებისას პირველადი ვაქცინაციის სქემით, როცა ბუსტერული დოზა გაკეთდა დაახლოებით მე-12 თვეს. თუმცა, მონაცემები მიუთითებს, რომ ყივანახველის წინააღმდეგ დაცვა შეიძლება შემცირდეს 7-8 წლის ასაკში. ეს მიუთითებს, რომ ყივანახველის ვაქცინის მეორე ბუსტერული დოზა უნდა გაკეთდეს 5-7 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ვაქცინაცია ამ კონკრეტული სქემით.

ინფანრიქსი ჰექსას Hib კომპონენტის ეფექტიანობა გამოკვლეულ იქნა ინტენსიური პოსტმარკეტინგული დაკვირვების კვლევაში, რომელიც ჩატარდა გერმანიაში. შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში ორი ჰექსავალენტური ვაქცინის, რომელთაგან ერთი იყო ინფანრიქსი ჰექსა, Hib კომპონენტის ეფექტიანობა იყო 89.6% სრული პირველადი ვაქცინაციის დროს და 100% - სრული პირველადი ვაქცინაციის და ბუსტერული დოზის დამატების დროს (მიუხედავად Hib ვაქცინისა, რომელიც იყო გამოყენებული პირველადი ვაქცინაციის დროს).

ინფანრიქსი ჰექსა ვაქცინა Hib კომპონენტის შემცველი ძირითადი ვაქცინაა იტალიაში 2006 წლიდან. ეს ვაქცინა ინიშნება 3, 5 და 11 თვის ასაკში და ფარავს 95%-ზე მეტს. Hib დაავადება კარგად კონტროლირებადია, აღინიშნა არაუმეტეს 3 დადასტურებული Hib შემთხვევა ყოველწლიურად 2006-2011 წლებში იტალიაში 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზა, ნატრიუმის ქლორიდი (NaCl), მედიუმი 199 (სტაბილიზატორი, რომელიც შეიცავს ძირითად ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს), საინექციო წყალი.

ნეომიცინის სულფატი და პოლიმიქსინი B სულფატი წარმოდგენილია ნარჩენი ნივთიერებების სახით წარმოების პროცესის შედეგად.

შენახვის ვადა

შენახვის ვადა მითითებულია ეტიკეტსა და შეფუთვაზე.

შენახვა

ინახება მაცივარში (2°C - 8°C).

დაუშვებელია დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) სუსპენზიის და განზავებული ვაქცინის გაყინვა. გაყინული ვაქცინა უნდა იქნეს გადაგდებული.

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს შენახვის რეკომენდებული პირობები.

სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინის კომპონენტები სტაბილურია 25°C ტემპერატურამდე 72 საათის განმავლობაში. ეს მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის ინსტრუქციის სახით ტემპერატურის დროებითი გადახრის შემთხვევებში.

შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) კომპონენტი წარმოდგენილია წინასწარშევსებულ შპრიცში.

ჰიბ (Hib) კომპონენტი წარმოდგენილია მინის ფლაკონში.

ფხვნილი ფლაკონში (I ტიპის მინა), რომელიც შეიცავს 1 დოზას საცობით (ბუტილრეზინი) და 0,5 მლ სუსპენზია წინასწარშევსებულ შპრიცში (I ტიპის მინა) საცობი-დგუშით (ბუტილრეზინი) და რეზინის დაბოლოებიანი თავსახურით.

თავსახურის დაბოლოება და წინასწარშევსებული შპრიცის რეზინის საცობი-დგუში და ფლაკონის საცობი არ არის დამზადებული ბუნებრივი რეზინის ლატექსისაგან.

შეფუთვის ზომები 1, 10 და 50 ერთეულით, ნემსებით ან ნემსების გარეშე.

ყველა გამოშვების ფორმა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.

შეუთავსებლობები

ინფანრიქსი ჰექსა არ უნდა შეერიოს სხვა ვაქცინებს იმავე შპრიცში.

გამოყენება და მოხმარება

დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს, რათა მიღებულ იქნეს ჰომოგენური, გაუმჭვირვალე, თეთრი სუსპენზია. დტყა-ჰბვ-იპვ (DTPa-HBV-IPV) სუსპენზია და ჰიბ (Hib) ფხვნილი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო სხეულების არსებობაზე და/ან ფიზიკური გარეგნობის რაიმე ცვლილებაზე. რაიმე ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაქცინა უნდა იქნეს გადაგდებული.

ინფანრიქსი ჰექსა უნდა განზავდეს წინასწარშევსებული შპრიცის მთლიანი შიგთავსის დამატებით ფლაკონში, რომელიც შეიცავს Hib ფხვნილს. ნარევი კარგად უნდა შეინჯღრეს, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება სუსპენზიაში.

კარგი კლინიკური პრაქტიკის მიხედვით, უნდა მოხდეს მხოლოდ ოთახის ტემპერატურამდე გამთბარი ვაქცინის ინექცია. გარდა ამისა, ოთახის ტემპერატურის ფლაკონი განაპირობებს რეზინის საცობის ელასტიკურობას, რაც ამცირებს რეზინის ნაწილაკების მოცილებას. ამიტომ ფლაკონი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე (25 3 °C) არანაკლებ ხუთი წუთის განმავლობაში, სანამ მასზე მოხდება წინასწარშევსებული შპრიცის შიგთავსის დამატება და ვაქცინის განზავება.

განზავებული ვაქცინა არის ოდნავ შემღვრეული სუსპენზია სითხის კომპონენტთან შედარებით, რაც ნორმალურია.

განზავებული ვაქცინა უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად უცხო ნაწილაკების არსებობაზე და/ან ფიზიკურ გარეგნობაზე. რაიმე ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაქცინა უნდა იქნეს გადაგდებული.

განზავების შემდეგ, ვაქცინის ინექცია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, ვაქცინა შეიძლება შენახულ იქნეს 8 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (21°C).

ამოღებულ უნდა იქნეს ფლაკონის მთელი შემცველობა.

ინსტრუქციები წინასწარშევსებული შპრიცისათვის

184157683500

ლუერის ჩამკეტი ადაპტორი

დგუში ცილინდრი თავსახური

ნემსის ჰაბი

შპრიცი დაჭერილ უნდა იქნეს ცილინდრით და არა დგუშით.

უნდა ამოიხრახნოს შპრიცის თავსახური მისი დატრიალებით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

ნემსის დასამაგრებლად, ჰაბი უნდა მიუერთდეს ლუერის ჩამკეტის ადაპტორს და დატრიალდეს საათის ისრის მიმართულებით, სანამ შპრიცი არ ჩაიკეტება.

უნდა განზავდეს ვაქცინა ზემოთ აღწერილის მსგავსად.

არ უნდა გამოიქაჩოს შპრიცის დგუში ცილინდრის გარეთ.

ასეთ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს ვაქცინა.

განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

საერთაშორისო ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

ვერსიის ნომერი: GDS23/IPI18 – გამოცემის თარიღი: 2023 წლის 27 იანვარი

©2024 გსკ ჯგუფის კომპანიები ან მისი ლიცენზიატები.

სერიის გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი

GlaxoSmithKline Biologicals s.a. Rue de l’institute 89, B-1330 Rixensart, Belgium

Tel.: (32) 2 656 81 11

გლაქსოსმითკლაინ ბაიოლოჯიქალს ს.ა. რუ დე ლ’ინსტიტუტ 89, B-1330 რიქსენსარტი, ბელგია

ტელ.: (32) 2 656 81 11

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა