პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები

ინსულიპონი

INSULIPON

ურეცეპტოდ300მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პერიფერიული (სენსომოტორული) დიაბეტური პოლინეიროპათიის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Thioctic Acid)
ფორმა და შეფუთვა
300მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვადასხვა საშუალებები
ATC კოდი
A16AX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037276
რეგისტრირებულია
7 თებერვალი 2023, მოქმედებს 7 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინსულიპონი და სხვა წამალი ერთად

ინსულიპონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პერიფერიული (სენსომოტორული) დიაბეტური პოლინეიროპათიის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდირებული დოზა: თიოქტის მჟავას 600 მგ დღე-ღამეში. მთელი სადღეღამისო დოზა უნდა იქნას მიღებული პირველ ჭამამდე 30 წუთით ადრე (უზმოზე), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭის დაცლის ნელი სიჩქარე. ინსულიპონის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს თიოქტის მჟავას შეწოვა. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.

ვინაიდან დიაბეტური პოლინეიროპათია ქრონიკული დაავადებაა, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულიპონით ხანგრძლივი თერაპია. დიაბეტური პოლინეიროპათიის თერაპიის საფუძველია გლიკემიის ადეკვატური კონტროლი.

დაავადების მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში შეიძლება რეკომენდირებული იყოს საწყისი ინფუზიური თერაპია თიოქტის მჟავით.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ინსულიპონის გამოყენება უკუნაჩვენებია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა თიოქტის მჟავას ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ინსულიპონი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან არ არსებობს მისი გამოყენების კლინიკური გამოცდილება ამ კატეგორიის პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

იყო შეტყობინებები აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის (AIS) შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თიოქტის მჟავას. პაციენტებს გარკვეული HLA (ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების სისტემს) გენოტიპით რომლებსაც აქვთ, მაგალითად, ალელები, როგორიცაა HLA-DRB1*04:06 და HLA-DRB1*04:03, აქვთ მიდრეკილება აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის განვითარებისკენ თიოქტის მჟავით მკურნალობისას. HLA-DRB1*04:03 ალელი (AIS-ისადმი მიდრეკილება, შანსების შეფარსება შეადგენს 1,6) ხშირად გვხვდება თეთრი ევროპეოპიდური რასის წარმომადგენლებში, უფრო მაღალი გავრცელებულობა აქვს სამხრეთ ევროპაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში; HLA-DRB1*04:06 ალელი (მიდრეკილება AIS-ის მიმართ, შანსების შეფარდება შეადგენს 56.6) უპირატესად გვხვდება იაპონელებსა და კორეელებში.

AIS უნდა იყოს გათვალისწინებული სპონტანური ჰიპოგლიკემიის დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიოქტის მჟავას.

ინსულიპონის მიღების შემდეგ შეიძლება შეიცვალოს შარდის სუნი, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

დამხმარე ნივთიერებები

ინსულიპონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ ფრუქტოზის აუტანლობა, გალაქტოზას აუტანლობა და ა.შ., როგორიცაა ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.

ინსულიპონი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. თითქმის „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თიოქტის მჟავას გამოყენებისას შესაძლებელია ინსულინის და პერორალური შაქრის დამწევი საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება, ამიტომ, განსაკუთრებით ინსულიპონით მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე, რეკომენდირებულია სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი. ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან შაქრის დამწევი საშუალებების დოზის შემცირება.

თიოქტის მჟავა შეაკავშირებს ლითონის იონებს, ამიტომ ის არ უნდა იქნას მიღებული ლითონის ნაერთებთან ერთად (რკინის, მაგნიუმის შემცველ პრეპარატებთან; რძის პროდუქტებთან, რადგან ისინი შეიცავენ კალციუმს). თუ ინსულიპონის დღიური დოზა მიიღება საუზმემდე 30 წუთით ადრე, მაშინ რკინის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები მიღებული უნდა იქნას სადილის დროს ან საღამოს.

ცისპლატინის ეფექტურობა მცირდება თიოქტის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას.

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება არის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი ნეიროპათიის კლინიკური სიმპტომების განვითარებასა და პროგრესირებაში და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თიოქტის მჟავით მკურნალობის ეფექტურობაზე. ამიტომ, დიაბეტური პოლინეიროპათიის მქონე პაციენტებს ურჩევენ მოერიდონ ალკოჰოლს როგორც ინსულიპონით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის კურსებს შორის პერიოდებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ თიოქტის მჟავას არ აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ორსულობის დროს ინსულიპონის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დედისთვის სარგებლობისა და ნაყოფისთვის რისკის სათანადოდ შეფასების შემდეგ.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები თიოქტის მჟავას/მისი მეტაბოლიტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ.

გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ინსულიპონის მოხსნის შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობისა და დედისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებლობის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში თიოქტის მჟავას ნაყოფიერებაზე გავლენა არ იქნა გამოვლენილი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ინსულიპონს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ თავბრუსხვევა და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა არასასურველი რეაქციები აღინიშნება პრეპარატის გამოყენების შედეგად, თავი უნდა აარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვას.

ფერტილობაა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება აღნიშვნის სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია მისი კლების მიხედვით.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი; სიხშირე უცნობია - აუტოიმუნური ინსულინის სინდრომი (AIS).

ნივთირებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია *.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა*; ძალიან იშვიათად - დისგევზია, თავის ტკივილი*, ჰიპერჰიდროზი*.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან იშვიათად - მხედველობის მკაფიოობის დარღვევა*.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა; ძალიან იშვიათად - ღებინება, ტკივილი კუჭსა და ნაწლავებში, დიარეა.

  • იყო შეტყობინებები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი და მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, რაც განპიროებული იყო ჰიპოგლიკემიით გლუკოზის უტილიზაციის დაჩქარების შედეგად.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

თიოქტის მჟავას დოზის გადაჭარბებისას ვითარდება გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი. შემთხვევითი ან განზრახ (თვითმკვლელობის მიზნით) თიოქტის მჟავის მიღება 10 გ-დან 40 გ-მდე დოზით, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, იწვევს მძიმე ინტოქსიკაციას, ზოგჯერ ფატალურს. ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს ფსიქომოტორული აჟიტაციისა და გონების არევის სახით, რასაც შემდგომში, როგორც წესი, თან ახლავს გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევების და ლაქტოაციდოზის განვითარება. არსებობს შეტყობინებები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა ჰიპოგლიკემია, შოკი, რაბდომიოლიზი, ჰემოლიზი, დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის სინდრომი, ძვლის ტვინის დათრგუნვა და პოლიორგანული უკმარისობა, რომლებიც აღინიშნებოდა თიოქტის მჟავას მაღალი დოზებით ინტოქსიკაციის შედეგად.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, მაგალითად, მოზრდილებში 600 მგ სამკურნალო პრეპარატის 10 ტაბლეტზე მეტი მიღება ან ბავშვებში 50 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი დოზით თიოქტის მჟავას მიღება, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, დეტოქსიკაციის ზომების შემდგომი ჩატარებით, მოწამვლის მკურნალობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად (ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი მიღება და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში, ტარდება გენერალიზებული კრუნჩხვების, ლაქტოაციდოზის და ინტოქსიკაციის სხვა სიცოცხლისათვის საშიში შედეგების სიმპტომური თერაპია თანამედროვე ინტენსიური თერაპიის პრინციპების შესაბამისად. არ არის დადასტურებული ჰემოდიალიზის, ჰემოპერფუზიის ან ჰემოფილტრაციის გამოყენების ეფექტურობა ორგანიზმიდან თიოქტის მჟავის გამოყოფის დასაჩქარებლად.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: თიოქტის მჟავა 300 მგ ან 600 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმეთიკონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: Opadry® 200 Optimized Performance Coating 200F210038 მწვანე (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ქინოლინის ყვითელი ალუმინის ლაქი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი, ნატრიუმის ბიკარბონატი).

პრეპარატის ათქ კოდი A16AX01

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. თიოქტის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

თიოქტის მჟავა არის ვიტამინის მსგავსი ენდოგენური სუბსტრატი კოფერმენტის ფუნქციებით, რომელიც მონაწილეობს ალფა-კეტო მჟავების ჟანგვითი დეკარბოქსილირების პროცესში.

ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტი გამოწვეული იყო სტრეპტოზოცინის მიღებით (ბიოქიმიური ცვლილებები მსგავსია ასეთისა ადამიანებში), დადგინდა, რომ თიოქტის მჟავა ამცირებს სისხლძარღვების მატრიქსის ცილების გლიკოზილირების საბოლოო პროდუქტების წარმოქმნას, აუმჯობესებს ენდონევრალურ სისხლის მიდინებას და აღმოფხვრის ენდონევრალურ ჰიპოქსიას/იშემიას, რომელიც განპირობებულია თავისუფალი რადიკალების გაზრდილი შემცველობით და ნერვულ უჯრედებზე მათი მავნე ზემოქმედებით, ნეირონებში ბუნებრივი ანტიოქსიდანტის გლუტათიონის შემცველობის გაზრდის ხარჯზე.

ზემოაღნიშნული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ თიოქტის მჟავა აუმჯობესებს პერიფერიული ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას. ეს ეხება დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს სენსორულ დარღვევებს, როგორიცაა დიზესთეზია და პარესთეზია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წვის, ჩხვლეტის, ტკივილისა და დაბუჟების სახით.

აღმოჩენილი იქნა, რომ თიოქტის მჟავას გამოყენებისას სიმპტომატური თერაპიის სახით პაციენტებში დიაბეტური პოლინეიროპათიით, ის დადებით გავლენას ახდენდა პარესთეზიის ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა წვის შეგრძნება, დაბუჟება და ტკივილი.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებისას თიოქტის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თიოქტის მჟავის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, იმის გამო, რომ იგი განიცდის მნიშვნელოვან პრესისტემურ ელიმინაციას, შეადგენს დაახლოებით 20%-ს (ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით). თიოქტის მჟავას მყარი პერორალური სამკურნალო ფორმების შედარებითი ბიოშეღწევადობა შეადგენს 60%-ზე მეტს (თხევად პერორალურ ფორმებთან შედარებით). ის სწრაფად ნაწილდება სხეულის ქსოვილებში, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 წუთია. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 4 მკგ/მლ და მიიღწევა დაახლოებით 30 წუთის შემდეგ 1 ტაბლეტის მიღებიდან, რომელიც შეიცავს 600 მგ თიოქტის მჟავას. ძირითადი მეტაბოლური გზებია არასასურველი ჯაჭვის დაჟანგვა (ბეტა-ჟანგვა) და/ან თიოლის ჯგუფების S-მეთილირება.

თიოქტის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად მეტაბოლიტების სახით (80-90%), მცირე რაოდენობით - უცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ინსულიპონი

სავაჭრო დასახელება

ინსულიპონი, Insulipon

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

თიოქტის მჟავა, Thioctic acid

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: მოგრძო, ორმხრივ ამოზნექილი, ყვითელ-მწვანე ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: თიოქტის მჟავა 300 მგ ან 600 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმეთიკონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: Opadry® 200 Optimized Performance Coating 200F210038 მწვანე (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ქინოლინის ყვითელი ალუმინის ლაქი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი, ნატრიუმის ბიკარბონატი).

პრეპარატის ათქ კოდი A16AX01

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. თიოქტის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

თიოქტის მჟავა არის ვიტამინის მსგავსი ენდოგენური სუბსტრატი კოფერმენტის ფუნქციებით, რომელიც მონაწილეობს ალფა-კეტო მჟავების ჟანგვითი დეკარბოქსილირების პროცესში.

ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტი გამოწვეული იყო სტრეპტოზოცინის მიღებით (ბიოქიმიური ცვლილებები მსგავსია ასეთისა ადამიანებში), დადგინდა, რომ თიოქტის მჟავა ამცირებს სისხლძარღვების მატრიქსის ცილების გლიკოზილირების საბოლოო პროდუქტების წარმოქმნას, აუმჯობესებს ენდონევრალურ სისხლის მიდინებას და აღმოფხვრის ენდონევრალურ ჰიპოქსიას/იშემიას, რომელიც განპირობებულია თავისუფალი რადიკალების გაზრდილი შემცველობით და ნერვულ უჯრედებზე მათი მავნე ზემოქმედებით, ნეირონებში ბუნებრივი ანტიოქსიდანტის გლუტათიონის შემცველობის გაზრდის ხარჯზე.

ზემოაღნიშნული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ თიოქტის მჟავა აუმჯობესებს პერიფერიული ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას. ეს ეხება დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს სენსორულ დარღვევებს, როგორიცაა დიზესთეზია და პარესთეზია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წვის, ჩხვლეტის, ტკივილისა და დაბუჟების სახით.

აღმოჩენილი იქნა, რომ თიოქტის მჟავას გამოყენებისას სიმპტომატური თერაპიის სახით პაციენტებში დიაბეტური პოლინეიროპათიით, ის დადებით გავლენას ახდენდა პარესთეზიის ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა წვის შეგრძნება, დაბუჟება და ტკივილი.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებისას თიოქტის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თიოქტის მჟავის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, იმის გამო, რომ იგი განიცდის მნიშვნელოვან პრესისტემურ ელიმინაციას, შეადგენს დაახლოებით 20%-ს (ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით). თიოქტის მჟავას მყარი პერორალური სამკურნალო ფორმების შედარებითი ბიოშეღწევადობა შეადგენს 60%-ზე მეტს (თხევად პერორალურ ფორმებთან შედარებით). ის სწრაფად ნაწილდება სხეულის ქსოვილებში, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 წუთია. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 4 მკგ/მლ და მიიღწევა დაახლოებით 30 წუთის შემდეგ 1 ტაბლეტის მიღებიდან, რომელიც შეიცავს 600 მგ თიოქტის მჟავას. ძირითადი მეტაბოლური გზებია არასასურველი ჯაჭვის დაჟანგვა (ბეტა-ჟანგვა) და/ან თიოლის ჯგუფების S-მეთილირება.

თიოქტის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად მეტაბოლიტების სახით (80-90%), მცირე რაოდენობით - უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

პერიფერიული (სენსომოტორული) დიაბეტური პოლინეიროპათიის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებში.

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდირებული დოზა: თიოქტის მჟავას 600 მგ დღე-ღამეში. მთელი სადღეღამისო დოზა უნდა იქნას მიღებული პირველ ჭამამდე 30 წუთით ადრე (უზმოზე), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭის დაცლის ნელი სიჩქარე. ინსულიპონის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს თიოქტის მჟავას შეწოვა. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.

ვინაიდან დიაბეტური პოლინეიროპათია ქრონიკული დაავადებაა, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულიპონით ხანგრძლივი თერაპია. დიაბეტური პოლინეიროპათიის თერაპიის საფუძველია გლიკემიის ადეკვატური კონტროლი.

დაავადების მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში შეიძლება რეკომენდირებული იყოს საწყისი ინფუზიური თერაპია თიოქტის მჟავით.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ინსულიპონის გამოყენება უკუნაჩვენებია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა თიოქტის მჟავას ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ინსულიპონი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან არ არსებობს მისი გამოყენების კლინიკური გამოცდილება ამ კატეგორიის პაციენტებში.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება აღნიშვნის სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია მისი კლების მიხედვით.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი; სიხშირე უცნობია - აუტოიმუნური ინსულინის სინდრომი (AIS).

ნივთირებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია *.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა*; ძალიან იშვიათად - დისგევზია, თავის ტკივილი*, ჰიპერჰიდროზი*.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან იშვიათად - მხედველობის მკაფიოობის დარღვევა*.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა; ძალიან იშვიათად - ღებინება, ტკივილი კუჭსა და ნაწლავებში, დიარეა.

  • იყო შეტყობინებები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი და მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, რაც განპიროებული იყო ჰიპოგლიკემიით გლუკოზის უტილიზაციის დაჩქარების შედეგად.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

იყო შეტყობინებები აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის (AIS) შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თიოქტის მჟავას. პაციენტებს გარკვეული HLA (ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების სისტემს) გენოტიპით რომლებსაც აქვთ, მაგალითად, ალელები, როგორიცაა HLA-DRB1*04:06 და HLA-DRB1*04:03, აქვთ მიდრეკილება აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის განვითარებისკენ თიოქტის მჟავით მკურნალობისას. HLA-DRB1*04:03 ალელი (AIS-ისადმი მიდრეკილება, შანსების შეფარსება შეადგენს 1,6) ხშირად გვხვდება თეთრი ევროპეოპიდური რასის წარმომადგენლებში, უფრო მაღალი გავრცელებულობა აქვს სამხრეთ ევროპაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში; HLA-DRB1*04:06 ალელი (მიდრეკილება AIS-ის მიმართ, შანსების შეფარდება შეადგენს 56.6) უპირატესად გვხვდება იაპონელებსა და კორეელებში.

AIS უნდა იყოს გათვალისწინებული სპონტანური ჰიპოგლიკემიის დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიოქტის მჟავას.

ინსულიპონის მიღების შემდეგ შეიძლება შეიცვალოს შარდის სუნი, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

დამხმარე ნივთიერებები

ინსულიპონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ ფრუქტოზის აუტანლობა, გალაქტოზას აუტანლობა და ა.შ., როგორიცაა ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.

ინსულიპონი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. თითქმის „არ შეიცავს ნატრიუმს“.

შეუთავსებლობა

თიოქტის მჟავა in vitro ურთიერთქმედებს ლითონების იონიზირებულ კომპლექსებთან (მაგალითად, ცისპლატინთან), ასევე აყალიბებს ნაკლებად ხსნად კომპლექსებს ნახშირწყლებთან (მაგალითად, ფრუქტოზასთან).

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ინსულიპონს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ თავბრუსხვევა და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა არასასურველი რეაქციები აღინიშნება პრეპარატის გამოყენების შედეგად, თავი უნდა აარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვას.

ფერტილობაა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ თიოქტის მჟავას არ აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ორსულობის დროს ინსულიპონის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დედისთვის სარგებლობისა და ნაყოფისთვის რისკის სათანადოდ შეფასების შემდეგ.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები თიოქტის მჟავას/მისი მეტაბოლიტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ.

გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ინსულიპონის მოხსნის შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობისა და დედისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებლობის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში თიოქტის მჟავას ნაყოფიერებაზე გავლენა არ იქნა გამოვლენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თიოქტის მჟავას გამოყენებისას შესაძლებელია ინსულინის და პერორალური შაქრის დამწევი საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება, ამიტომ, განსაკუთრებით ინსულიპონით მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე, რეკომენდირებულია სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი. ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან შაქრის დამწევი საშუალებების დოზის შემცირება.

თიოქტის მჟავა შეაკავშირებს ლითონის იონებს, ამიტომ ის არ უნდა იქნას მიღებული ლითონის ნაერთებთან ერთად (რკინის, მაგნიუმის შემცველ პრეპარატებთან; რძის პროდუქტებთან, რადგან ისინი შეიცავენ კალციუმს). თუ ინსულიპონის დღიური დოზა მიიღება საუზმემდე 30 წუთით ადრე, მაშინ რკინის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები მიღებული უნდა იქნას სადილის დროს ან საღამოს.

ცისპლატინის ეფექტურობა მცირდება თიოქტის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას.

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება არის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი ნეიროპათიის კლინიკური სიმპტომების განვითარებასა და პროგრესირებაში და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თიოქტის მჟავით მკურნალობის ეფექტურობაზე. ამიტომ, დიაბეტური პოლინეიროპათიის მქონე პაციენტებს ურჩევენ მოერიდონ ალკოჰოლს როგორც ინსულიპონით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის კურსებს შორის პერიოდებში.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

თიოქტის მჟავას დოზის გადაჭარბებისას ვითარდება გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი. შემთხვევითი ან განზრახ (თვითმკვლელობის მიზნით) თიოქტის მჟავის მიღება 10 გ-დან 40 გ-მდე დოზით, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, იწვევს მძიმე ინტოქსიკაციას, ზოგჯერ ფატალურს. ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს ფსიქომოტორული აჟიტაციისა და გონების არევის სახით, რასაც შემდგომში, როგორც წესი, თან ახლავს გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევების და ლაქტოაციდოზის განვითარება. არსებობს შეტყობინებები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა ჰიპოგლიკემია, შოკი, რაბდომიოლიზი, ჰემოლიზი, დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის სინდრომი, ძვლის ტვინის დათრგუნვა და პოლიორგანული უკმარისობა, რომლებიც აღინიშნებოდა თიოქტის მჟავას მაღალი დოზებით ინტოქსიკაციის შედეგად.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, მაგალითად, მოზრდილებში 600 მგ სამკურნალო პრეპარატის 10 ტაბლეტზე მეტი მიღება ან ბავშვებში 50 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი დოზით თიოქტის მჟავას მიღება, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, დეტოქსიკაციის ზომების შემდგომი ჩატარებით, მოწამვლის მკურნალობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად (ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი მიღება და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში, ტარდება გენერალიზებული კრუნჩხვების, ლაქტოაციდოზის და ინტოქსიკაციის სხვა სიცოცხლისათვის საშიში შედეგების სიმპტომური თერაპია თანამედროვე ინტენსიური თერაპიის პრინციპების შესაბამისად. არ არის დადასტურებული ჰემოდიალიზის, ჰემოპერფუზიის ან ჰემოფილტრაციის გამოყენების ეფექტურობა ორგანიზმიდან თიოქტის მჟავის გამოყოფის დასაჩქარებლად.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3, 6 ან 10 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა