იმპერიუმი XL
Imperium XL
პრეპარატი იმპერიუმი XL შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს, ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ჰიდროქლოროთიაზიდს. ამ სამი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლმეზარტანი (olmesartan) + ამლოდიპინი (amlodipine) + ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ + 10მგ + 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- GEN ILAC VE SAGLIK URUNLERI SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- C09DX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042240
- რეგისტრირებულია
- 22 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GEN ILAC VE SAGLIK URUNLERI SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს „გენ ილაჩ ვე საღლიქ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
იმპერიუმი XL — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი იმპერიუმი XL შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს, ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ჰიდროქლოროთიაზიდს. ამ სამი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი.
პრეპარატი იმპერიუმი XL წარმოდგენილია 28 ვარდისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სახით.
ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების რელაქსაციის ხარჯზე.
ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების რელაქსაციის ხარჯზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით თიაზიდური დიურეზულები. ის აქვეითებს არტერიულ წნევას ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოყოფით, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის გაზრდის გზით.
აღნიშნული ნივთიერებების მოქმედება ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.
პრეპარატი იმპერიუმი XL გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
მოზრდილ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის სათანადო კონტროლი ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის ფიქსირებული დოზის კომბინაციით, ან
პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტის სახით, ან კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის ფიქსირებული შემცველობით და ჰიდროქლოროთიაზიდს ცალკე ტაბლეტის სახით.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე-ღამეში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტს არ უნდა მიაყოლოთ გრეიპფრუტის წვენი.
თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი, წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენ არტერიული წნევას ყოველთვის პრეპარატის დოზის გაზრდისას.
გამოყენება განსაკუთრებულ შმთხვევებში
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
პაციენტებში მსუბუქი და საშუალო თირკმლის უკმარისობით იმპერიუმი XL-ის მაქსიმალური დოზა შადგენს 40 მგ/10 მგ/25 მგ. რეკომენდებულია კალიუმისა და კრეატინინის დოზის მონიტორინგი პაცინეტებში საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით. იმპერიუმი XL-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში მძიმე თირკმლის უკმარისობით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით:
იმპერიუმი XL სიფრთხილით გამოიყენება მსუბუქი - საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღმატებოდეს 40 მგ/10 მგ/25 მგ-ს საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რეკომენდებულია არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი პაცინეტებში ღვიძლის უკმარისობით. იმპერიუმი XL-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში მძიმე ღვიძლის უკმარისობით, ქოლესტაზით (ღვიძლის დაავადება), ან სანაღვლე გზების ობსტრუქციით.
თუ მიიღეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის საჭიროზე მეტი დოზა:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის დაცემა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა მომდევნო დღეს.
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება ვიდრე ექიმი არ შეგიწყვეტთ მკურნალობას.
პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა იმპერიუმ XL-ის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. აღნიშნული გვერდითი ეფექტები უმეტესად მსუბუქია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება და დაუყოვნებლის აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
მძიმე ხარისხის რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამოხატული გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელ სხეულზე კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა და შეშუპების განვითარება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი ეფექტები ხშირად არ გვხვდება, ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს სერიოზული:
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს მთელ სხეულზე და გამოვლინდეს სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპებით და თან ახლავს ქავილი და გამონაყარი.
შეიძლება განვითარდეს გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან გონების დაკარგვა, რადგან პრეპარატ იმპერიუმი XL-ს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება ამ რეაქციის განვითარების მიმართ მიდრეკილების მქონე პირებში. ასეთი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი იმპერიუმი XL წარმოადგენს სამი მოქმედი ნივთიერების კომბინაციას. ქვემოთ წარმოდგენილია ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც დღემდე აღინიშნებოდა კომბინირებული პრეპარატის იმპერიუმი XL-ის მიღებისას (გარდა ზემოთ აღნიშნულისა), ასევე, გვერდითი მოქმედების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა ამ პრეპარატის თითოეული მოქმედი ნივთიერების ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენების ფონზე.
გამოვლენის სიხშირის მიხედვით ყველა გვერდითი მოქმედება იყოფა შემდეგნაირად: ხშირი, არახშირი, იშვიათი და ძალიან იშვიათი.
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში
ხშირი : შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1 პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1 პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1 პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობი: არ არის შესაძლებელი შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც დღემდე აღენიშნათ პაციენტებს რომლებიც იღებდნენ პრეპარატს იმპერიუმი XL:
ხშირი
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; ტკივილი ყელის ან ცხვირის არეში; საშარდე გზების ინფექციები; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა; გულისრევა; ფაღარათი; შეკრულობა; კრუნჩხვა; შეშუპება სახსრების არეში; გახშირებული შარდვა; სისუსტე; შეშუპება კოჭების არეში; დაღლილობა; ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
არახშირი
თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას; ვერტიგო; გახშირებული გულისცემა; გულის წასვლის წინა მდგომარეობა; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების და სიცხის შეგრძნება; ხველა; სიმშრალე პირის ღრუში; კუნთების სისუსტე; ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება.
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენებისას:
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომელთა შესახებ ცნობები ადრე არ დაფიქსირებულა.
ძალიან ხშირი
შეშუპება (სითხის შეკავება), ტრიგლიცერიდების დონის მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), სისხლში არსებული ცხიმის ნაირსახეობა; მაღალი ქოლესტეროლი (ჰიპერქოლესტეროლემია).
ხშირი
ბრონქიტი, კუჭისა და ნაწლავის ინფექციები, ღებინება, სისხლში შაქრის მომატებული დონე, შარდში შაქრის არსებობა, ცნობიერების არევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (მათ შორის თვალებში გაორება და არამკვეთრი მხედველობა), სურდო ან ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა, კუჭის არეში დისკომფორტის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, ტკივილი სახსრებში ან ძვლებში, ტკივილი ზურგის არეში, ტკივილი ძვლებში, სისხლი შარდში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ტკივილი, ამილაზას დონის მატება (ჰიპერამილაზემია).
არახშირი
სისხლის უჯრედების - თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება იწვევდეს სილურჯეების განვითარებას ან სისხლდენის დროის გახანგრძლივებას; ანაფილაქსიური რეაქციები; მადის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ანორექსია); ცუდი ძილი; გაღიზიანებადობა; ხასიათის ცვალებადობა, მათ შორის შფოთვის შეგრძნება; მდგომარეობის დათრგუნვა ან დეპრესია; კანკალი, ძილის დარღვევა; გემოს აღქმის დარღვევა; ცნობიერების დაკარგვა; მგრძნობელობის დაქვეითება; ჩხვლეტის შეგრძნება; ახლომხედველობის გაღრმავება; ხმაური ყურებში (ტინიტუსი); სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ცნობილი, როგორც სტენოკარდია); არარეგულარული გულისცემა; გამონაყარი; თმის ცვენა; ალერგიული ხასიათის ანთება კანზე; კანის გაწითლება; მეწამული ლაქები ან ბალთები კანზე მცირე ზომის სისხლჩაქცევების გამო (პურპურა); კანის ფერის შეცვლა; წითელი ფერის გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება); მომატებული ოფლიანობა; ქავილი; კანზე გამონაყარი; კანის რეაქციები სინათლის მიმართ – როგორიცაა, მზის დამწვრობა ან გამონაყარი; კუნთების ტკივილი; შარდვის გაძნელება; ღამით შარდვის მოთხოვნილება; მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება; სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; სახის შეშუპება; ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება; სხეულის მასის გაზრდა ან შემცირება; ძლიერი დაღლილობა.
იშვიათი:
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება ან მტკივნეულობა; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს; ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია); ძვლის ტვინის დაზიანებს; მოუსვენრობა; ინტერესის დაკარგვის შეგრძნება (აპათია); კრუნჩხვა (კონვულსია); საგნების დანახვა ყვითელ ფერში; თვალების სიმშრალე; სისხლის კოლტების წარმოქმნა (თრომბოზი, ემბოლია); ფილტვებში სითხის დაგროვება; პნევმონია; სისხლძარღვების და კანის კაპილარების ანთება; კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება; კანისა და თვალების გაყვითლება; ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება; წითელი მგლურას სიმპტომები – როგორიცაა გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ცივი ხელის მტევნები და თითები; მძიმე ხარისხის რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამოხატული გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელ სხეულზე კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა და შეშუპების განვითარება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი); მოძრაობის დარღვევა; თირკმელების მწვავე უკმარისობა; არაინფექციური ხასიათის ანთებითი პროცესები თირკმელებში; თირკმელების ფუნქციის დარღვევა; ცხელება; ძალის დაკარგვა (პარეზი) სხეულის ერთ მხარეს ან სხეულის რომელიმე ნაწილში, მაგ. სახის, ხელის ან ფეხის არეში; პათოლოგიური ძილიანობა (ლეთარგია).
ძალიან იშვიათი:
კუნთების გამოხატული დაჭიმულობა, ხელების და ფეხების დაბუჟება; გულის შეტევა, გასტროენტერიტი; ღრძილების გასქელება; ნაწლავის გაუვალობა; ღვიძლის ანთება, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (სუნთქვის მწვავე დარღვევის სინდრომი) (ნიშნები მოიცავს გამოხატულ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების არევას).
სიხშირე უცნობია
მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ექსუდატი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები).
კანკალი, დაძაბული პოზა, ნიღაბის მსგავსი სახე, მოძრაობის შენელება და არამყარი ნაბიჯები.
კანისა და ტუჩების კიბო (კანის არამელანომური კიბო).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აქ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან სულფანილამიდების წარმოებულების (ვინაიდან ჰიდროქლოროთიაზიდი წარმოადგენს სულფანილამიდების წარმოებულს) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.6).
თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2):
რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია და სიმპტომური ჰიპერურიკემია.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ქოლესტაზი და ნაღვლის სადინრების ობსტრუქცია (იხ. პარაგრაფი 5.2).
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის და ალოსკირების შემცველი პრეპარატების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით (გფს <60 მლ/წთ/1.73მ2) (იხ. პარაგრაფები 4.5 და 5.1).
შემადგენლობაში ამლოდიპინის არსებობის გამო პრეპარატ იმპერიუმი XL უკუნაჩვენებია პაციენტებში შემდეგი მდგომარეობებით:
შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით);
მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპოტენზია;
მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, მძიმე ხარისხის აორტული სტენოზი);
გულის უკმარისობა არასტაბილური ჰემოდინამიკით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი იმპერიუმი XL არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
მომატებული მგრძნობელობის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის, ამლოდიპინის ან „კალციუმის არხების ბლოკერების“ ჯგუფის (დიჰიდროპირიდინები), ჰიდროქლოროთიაზიდის ან ჰიდროქლოროთიაზიდის ანალოგიური ნივთიერებების (სულფონამიდები), ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებამდე.
თირკმელების მხრივ მძიმე დარღვევებისას.
დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების არსებობისას, ასევე, არტერიული წნევის დამწევი ალისკირენის შემცველი პრეპარატების მიღებისას.
სისხლში კალიუმის, ნატრიუმის დაბალი შემცველობისას, კალციუმის ან შარდმჟავას მაღალი შემცველობისას (პოდაგრის სიმპტომების ან თირკმელებში კენჭების არსებობისას), თუ ეს დარღვევები არ ექვემდებარება მკურნალობას.
ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევისას, ნაღვლის გამოყოფის დარღვევისას ან ნაღვლის ბუშტიდან მისი გადინების დარღვევისას (მაგალითად, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას), ან სიყვითლის დროს (კანის და თვალის სკლერების გაყვითლება).
ქსოვილებში სისხლის არასაკმარისი მიწოდებისას და შემდეგი სიმპტომების არსებობისას: დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, აჩქარებული გულისცემა ან შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით, რომელიც გამოწვეულია მძიმე დარღვევებით გულის მხრივ).
გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა.
გულიდან სისხლის გადინების შენელების ან შეფერხების დროს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს სისხლძარღვის სანათურის ან სარქვლის შევიწროებას, რომლიდანაც სისხლი გაედინება გულიდან (აორტის სტენოზი).
თუ შემცირებული გაქვთ გულის წუთმოცულობა გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი). გულის წუთმოცულობის შემცირება შეიძლება გამოვლინდეს ქოშინით ან ტერფებისა და კოჭების შეშუპებით.
არ მიიღოთ პრეპარატი იმპერიუმი XL, თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმლის პრობლემები,
ალისკირენი.
მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარულ კონტროლს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თავი „პრეპარატი იმპერიუმი XL არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში“.
სიფრთხილით გამოიყენეთ პრეპარატი იმპერიუმი XL შემდეგ შემთხვევებში:
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ:
თირკმლის დაავადებები ან თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა
სინკოპე (სისუსტე)
ღვიძლის დაავადებები
ჰიპოტენზია
გულის უკმარისობა ან გულის სარქველების ან კუნთის დაავადებები
მძიმე ღებინება, ფაღარათი, მკურნალობა დიურეზული საშუალებების მაღალი დოზებით, ან იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით
სისხლში კალიუმის დონის მომატება
თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელების თავზე განთავსებული შიდა სეკრეციის ჯირკვლები).
დიაბეტი
წითელი მგლურა (აუტოიმუნური დაავადება)
ალერგია ან ასთმა
კანის რეაქციები – როგორიცაა მზის დამწვრობა ან გამონაყარი მზეზე ან სოლარიუმში ყოფნის შემდეგ
თუ გაქვთ კანის კიბო ან მკურნალობის დროს მოულოდნელად განვითარდა კანზე დაზიანების კერა. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მისი მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდის კანისა და ტუჩის გარკვეული ტიპის კიბოს რისკი (კანის არამელანომური კიბო). პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღების დროს დაიცავით კანი მზის სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან.
თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ განვითარდა დარღვევები სუნთქვის ან თირკმელების მხრივ (ანთების ან ფილტვებში სითხის დაგროვების ჩათვლით). თუ პრეპარატ იმპერიუმი XLს მიღების შემდეგ განვითარდა გამოხატული ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს:
მძიმე, ხანგრძლივი ფაღარათი სხეულის მასის კარგვით. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება, მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო რომელი პრეპარატის მიღებაა მიზანშეწონილი.
მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ექსუდატი) ან თვალშიდა წნევის მომატების ნიშნები; ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. ეს შესაძლოა, იწვევდეს მხედველობის მუდმივ დარღვევას, თუ არ იქნება ჩატარებული შესაბამისი მკურნალობა.
როგორც არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, გულის ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში წნევის ძლიერმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. შესაბამისად, მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
პრეპარატ იმპერიუმ XL-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდებისა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება (პოდაგრის მიზეზით სახსრების მტკივნეული შეშუპების განვითარება). ამ მაჩვენებლების კონტროლის მიზნით მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის პეროდულად ჩატარება.
პრეპარატ იმპერიუმ XL-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლა. ამ მაჩვენებლების კონტროლის მიზნით მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის პერიოდულად ჩატარება. სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლის სიმპტომებს წარმოადგენს: წყურვილი, სიმშრალე პირის ღრუში, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა, კუნთების მოდუნება, დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), სისუსტის შეგრძნება, მოდუნება, დაღლილობა, ძილიანობა ან მოუსვენრობა, გულისრევა, ღებინება, შარდვის შეკავება, გულის შეკუმშვათა გახშირება. აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების გამოვლენის შესახებ.
პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება.
ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობისას. პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მუცლად მყოფ ბავშვს (იხ. თავი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის.
მიმართეთ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან აღინიშნებოდა წარსულში.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის გამოყენებისას არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი. ვინაიდან გრეიპფრუტი და გრეიპფრუტის წვენი ხელს უწყობს სისხლში მოქმედი ნივთიერება ამლოდიპინის შემცველობის გაზრდას, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედების არაპროგნოზირებული გაძლიერება არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ალკოჰოლის მიღებისას, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს გულის წასვლის წინა მდგომარეობას ან თავბრუსხვევას. მსგავსი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების დროს ნუ მოიხმართ ალკოჰოლს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:
არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატ იმპერიუმი XL-ის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექცია ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღება:
თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (ასევე, იხ. თავი „პრეპარატი იმპერიუმი XL არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან აგფ ინჰიბიტორების ალისკირენთან გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ლითიუმს (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს), პრეპარატ იმპერიუმი XL-თან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება ჰქონდეს უფრო გამოხატული ტოქსიკური მოქმედება. თუ დაგენიშნათ ლითიუმის პრეპარატი, მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.
დილთიაზემი, ვერაპამილი, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევებისას და მომატებული არტერიული წნევის დროს.
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტეტრაციკლინები ან სპარფლოქსაცინი, ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.
კრაზანა (Hypericum perforatum), მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
ცისაპრიდი, რომელიც გამოიყენება კუჭსა და ნაწლავში საკვები მასების გადაადგილების დასაჩქარებლად.
დიფემანილი, რომელიც გამოიყენება შენელებული გულისცემის სამკურნალოდ ან ოფლიანობის შესამცირებლად.
ჰალოფანტრინი, რომელიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ.
ინტრავენური ვინკამინი, რომელიც გამოიყენება ნერვული სისტემის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
ამანტადინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, „შარდმდენი” საშუალებები (დიურეზულები), ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად და კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის), აგფ ინჰიბიტორები (არტერიული წნევის დასაქვეითებლად), საფაღარათო საშუალებები, სტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (აკტჰ), კარბენოქსოლონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუჭისა და პირის ღრუს წყლულების სამკურნალოდ), პენიცილინ G-ს ნატრიუმის მარილი (რომელსაც ასევე ეწოდება ბენზილპენიცილინ-ნატრიუმი, ანტიბიოტიკი), გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა („ასპირინი“) ან სალიცილატები. ამ სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ იმპერიუმი XL-ის კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის შეცვლა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) პრეპარატ იმპერიუმ XL-თან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს უკმარისობის განვითარების რისკი. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს აასს-ის მიღებისას. სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
საძილე, სედაციური საშუალებები და ანტიდეპრესანტები, რადგან ამ სამკურნალო საშუალებების პრეპარატ იმპერიუმ XL-ტან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება ფეხზე ადგომისას.
კოლესეველამის ჰიდროქლორიდი, სამკურნალო საშუალება, რომელიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ვინაიდან შესაძლებელია პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედების შესუსტება. მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ შეწყვიტოთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედება შეიძლება მცირედით შესუსტდეს.
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად – მაგალითად, ბაკლოფენი ან ტუბოკურარინი.
ანტიქოლინერგული საშუალებები – მაგალითად, ატროპინი და ბიპერიდენი.
კალციუმის შემცველი საკვები დანამატები.
დანტროლენი (ინფუზია, რომელიც გამოიყენება სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების დროს).
ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის საკონტროლოდ გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის.
სიმვასტატინი – პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების (ტრიგლიცერიდების) დონეს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:
გარკვეული ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ – როგორიცაა თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, ამისულპრიდი, პიმოზიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი, დროპერიდოლი ან ჰალოპერიდოლი.
სისხლში შაქრის მომატებული შემცველობის (მაგალითად, დიაზოქსიდი) ან მომატებული არტერიული წნევის (მაგალითად, ბეტა-ბლოკერები, მეთილდოპა) სამკურნალოდ, რადგან პრეპარატი იმპერიუმი XL გავლენას ახდენს ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე.
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები, მაგ. მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, დოფეტილიდი, იბუტილიდი ან საინექციო ერითრომიცინი.
აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი)
სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამფოტერიცინი).
გულის დაავადებების სამკურნალოდ – მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, ბეპრიდილი ან სათითურას პრეპარატები.
ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ – როგორიცაა ამიფოსტინი, ციკლოფოსფამიდი ან მეტოტრექსატი.
არტერიული წნევის მოსამატებლად და გულის შეკუმშვათა სიხშირის შესანელებლად – მაგალითად, ნორადრენალინი.
პოდაგრის სამკურნალოდ – მაგალითად, პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი.
სისხლში ცხიმოვანი მჟავების დონის დასაქვეითებლად – მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი.
სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად – მაგალითად, მეტფორმინი ან ინსულინი.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
აცნობოთ მკურნალ ექიმს ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში. სავარაუდოდ მკურნალი ექიმი გირჩევთ პრეპარატ იმპერიუმ XL-ის მიღების შეწყვეტას ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისთანავე, და პრეპარატ იმპერიუმი XL-ის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მუცლად მყოფ ბავშვს.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. ცნობილია, რომ ამლოდიპინი და ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.
თუ ხართ ორსულად, ძუძითი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენება შეიძლება იწვევდეს ძილიანობას, სისუსტეს, თავბრუსხვევას ან თავის ტკივილს. ასეთ შემთხვევაში, სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისგან. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის უსაფრთხოება შესწავლილია კლინიკური კვლევებით, რომლებშიც 7826 პაციენტი იღებდა ოლმესარტანის მედოქსომილს ამლოდიპინთან და ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინაციაში.
კლინიკურ კვლევებში, პრეპარატ იმპერიუმი XL-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შემდგომი კვლევების, ასევე, სპონტანური შეტყობინებების შედეგად მიღებული შედეგებით გამოვლენილი არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ცხრილში 1; ასევე, მითითებულია ცალკეული კომპონენტებით – ოლმესარტანის მედოქსომილით, ამლოდიპინით და ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული არასასურველი რეაქციები, ცალ-ცალკე ამ კომპონენტების უსაფრთხოების დადგენილი პროფილების საფუძველზე.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით მკურნალობის პერიოდში ყველაზე ხშირად გამოვლენილ გვერდით მოქმედებას წარმოადგენს პერიფერიული შეშუპება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი ტერმინოლოგია:
ძალიან ხშირად (>1/10)
ხშირად (>1/100 - <1/10)
ზოგჯერ (>1/1000 - <1/100)
იშვიათად (>1/10 000 - <1/1000)
ძალიან იშვიათად (<1/10 000)
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)
ცხრილი 1: პრეპარატ იმპერიუმი XL-ის და ცალ-ცალკე მისი კომპონენტების არასასურველი რეაქციების მიმოხილვა
MedDRA
ორგანოები და ორგანოთა სისტემები
არასასურველი რეაქციები
სიხშირე
იმპერიუმი XL
ოლმესარტანი
ამლოდიპინი
ჰქთ
ინფექციები და ინვაზიები
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
ხშირად
ნაზოფარინგიტი
ხშირად
საშარდე გზების ინფექციები
ხშირად
ხშირად
სიალადენიტი
იშვიათად
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
კანის არამელანომური კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ლეიკოპენია
ძალიან იშვიათად
იშვიათად
თრომბოციტოპენია
ზოგჯერ
ძალიან იშვიათად
იშვიათად
ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა
იშვიათად
ნეიტროპენია/
აგრანულოციტოზი
იშვიათად
ჰემოლიზური ანემია
იშვიათად
აპლასტიური ანემია
იშვიათად
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსიური რეაქციები
ზოგჯერ
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
ძალიან იშვიათად
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ჰიპერკალიემია
ზოგჯერ
იშვიათად
ჰიპოკალიემია
ზოგჯერ
ხშირად
ანორექსია
ზოგჯერ
გლუკოზურია
ხშირად
ჰიპერკალციემია
ხშირად
ჰიპერგლიკემია
ძალიან იშვიათად
ხშირად
ჰიპომაგნიემია
ხშირად
ჰიპონატრიემია
ხშირად
ჰიპოქლორემია
ხშირად
ჰიპერტრიგლიცერიდემია
ხშირად
ძალიან
ხშირად
ჰიპერქოლესტერინემია
ძალიან
ხშირად
ჰიპერურიკემია
ხშირად
ძალიან
ხშირად
ჰიპოქლორემიული ალკალოზი
ძალიან იშვიათად
ჰიპერამილაზემია
ხშირად
ფსიქიკური აშლილობები
ცნობიერების არევის მდგომარეობა
იშვიათად
ხშირად
დეპრესია
ზოგჯერ
იშვიათად
აპათია
იშვიათად
გაღიზიანებადობა
ზოგჯერ
მოუსვენრობა
იშვიათად
ხასიათის ლაბილურობა (შფოთვის შეგრძნების ჩათვლით)
ზოგჯერ
ძილის დარღვევა (უძილობის ჩათვლით)
ზოგჯერ
იშვიათად
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
თავის ტკივილი
ხშირად
ხშირად
ხშირად
იშვიათად
პოსტურალური თავბრუსხვევა
ზოგჯერ
გულის წასვლის წინა მდგომარეობა
ზოგჯერ
დისგევზია
ზოგჯერ
ჰიპერტონუსი
ძალიან იშვიათად
ჰიპოსთეზია
ზოგჯერ
პარესთეზია
ზოგჯერ
იშვიათად
პერიფერიული ნეიროპათია
ძალიან იშვიათად
ძილიანობა
ხშირად
სინკოპე
ზოგჯერ
კრუნჩხვა
იშვიათად
მადის დაკარგვა
ზოგჯერ
ტრემორი
ზოგჯერ
ექსტრაპირამიდული დარღვევები
უცნობია
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის დარღვევები (დიპლოპიის, არამკვეთრი მხედველობის ჩათვლით)
ხშირად
იშვიათად
ცრემლდენის დაქვეითება
იშვიათად
მიოპიის გაღრმავება
ზოგჯერ
ქსანტოფსია
იშვიათად
მწვავე მიოპია, დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა (იხ. პარაგრაფი 4.4)
უცნობია
ქორიოიდალური ექსუდატი
უცნობია
დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ
ვერტიგო
ზოგჯერ
ზოგჯერ
იშვიათად
ხმაური ყურებში
ზოგჯერ
დარღვევები გულის მხრივ
გულისცემის შეგრძნება
ხშირად
ხშირად
ტაქიკარდია
ზოგჯერ
მიოკარდიუმის ინფარქტი
ძალიან იშვიათად
არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით)
ზოგჯერ
იშვიათად
სტენოკარდია
ზოგჯერ
ზოგჯერ (სტენოკარდიის გაღრმავების ჩათვლით)
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
არტერიული ჰიპოტენზია
ხშირად
იშვიათად
ზოგჯერ
წამოხურება
ზოგჯერ
ხშირად
ორთოსტატული ჰიპოტენზია
ზოგჯერ
ვასკულიტი (მანეკროზებელი ანგიიტის ჩათვლით)
ძალიან იშვიათად
იშვიათად
თრომბოზი
იშვიათად
ემბოლია
იშვიათად
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ხველა
ზოგჯერ
ხშირად
ზოგჯერ
ბრონქიტი
ხშირად
დისპნოე
ხშირად
იშვიათად
ფარინგიტი
ხშირად
რინიტი
ხშირად
ზოგჯერ
მწვავე ინტერსტიციული პნევმონია
იშვიათად
რესპირატორული დისტრეს-სინდრომი
ზოგჯერ
ფილტვების შეშუპება
იშვიათად
მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (მრდს) (იხ. პარაგრაფი 4.4)
ძალიან იშვიათად
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა
ხშირად
ხშირად
ხშირად
გულისრევა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
შეკრულობა
ხშირად
ხშირად
სიმშრალე პირის ღრუში
ზოგჯერ
ზოგჯერ
ტკივილი მუცლის არეში
ხშირად
ხშირად
ხშირად
დეფეკაციის სიხშირის დარღვევა (დიარეისა და შეკრულობის ჩათვლით)
ხშირად
მეტეორიზმი
ხშირად
დისპეფსია
ხშირად
ხშირად
გასტრიტი
ძალიან იშვიათად
კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება
ხშირად
გასტროენტერიტი
ხშირად
ღრძილების ჰიპერპლაზია
ძალიან იშვიათად
პარალიზური ნაწლავური გაუვალობა
ძალიან იშვიათად
პანკრეატიტი
ძალიან იშვიათად
იშვიათად
ღებინება
ზოგჯერ
ზოგჯერ
ხშირად
სპრუს მაგვარი ენტეროპათია (იხ. პარაგრაფი 4.4)
ძალიან იშვიათად
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
ჰეპატიტი
ძალიან იშვიათად
სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზური სიყვითლე)
ძალიან იშვიათად
იშვიათად
მწვავე ქოლეცისტიტი
იშვიათად
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ალოპეცია
ზოგჯერ
ანგიონევროზული შეშუპება
იშვიათად
ძალიან იშვიათად
ალერგიული დერმატიტი
ზოგჯერ
მულტიფორმული ერითემა
ძალიან იშვიათად
ერითემა
ზოგჯერ
სისტემური წითელი მგლურას კანის ფორმის რეაქციები
იშვიათად
ეგზანთემა
ზოგჯერ
ზოგჯერ
ექსფოლიაციური დერმატიტი
ძალიან იშვიათად
ჰიპერჰიდროზი
ზოგჯერ
ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები
ძალიან იშვიათად
ზოგჯერ
ქავილი
ზოგჯერ
ზოგჯერ
ზოგჯერ
პურპურა
ზოგჯერ
ზოგჯერ
კვინკეს შეშუპება
ძალიან იშვიათად
გამონაყარი
ზოგჯერ
ზოგჯერ
ზოგჯერ
სისტემური წითელი მგლურას კანის ფორმის რეაქტივაცია
იშვიათად
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
უცნობია
იშვიათად
კანის ფერის შეცვლა
ზოგჯერ
სტივენს-ჯონსონის სინდრომი
ძალიან იშვიათად
ჭინჭრის ციება
ზოგჯერ
ზოგჯერ
ზოგჯერ
დარღვევები ჩონჩხის მუსკულატურის, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთების კრუნჩხვა
ხშირად
იშვიათად
ხშირად
შეშუპება სახსრების არეში
ხშირად
კუნთების სისუსტე
ზოგჯერ
იშვიათად
შეშუპება კოჭების არეში
ხშირად
ართრალგია
ზოგჯერ
ართრიტი
ხშირად
ტკივილი ზურგის არეში
ხშირად
ზოგჯერ
პარეზი
იშვიათად
მიალგია
ზოგჯერ
ზოგჯერ
ძვლების ტკივილი
ხშირად
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ
პოლაკიურია
ხშირად
გახშირებული შარდვა
ზოგჯერ
თირკმელების მწვავე უკმარისობა
იშვიათად
ჰემატურია
ხშირად
შარდვის დარღვევები
ზოგჯერ
ნიქტურია
ზოგჯერ
ინტერსტიციული ნეფრიტი
იშვიათად
თირკმელების უკმარისობა
იშვიათად
იშვიათად
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ერექციული დისფუნქცია
ზოგჯერ
ზოგჯერ
ზოგჯერ
გინეკომასტია
ზოგჯერ
ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე
ასთენია
ხშირად
ზოგჯერ
ხშირად
პერიფერიული შეშუპება
ხშირად
ხშირად
დაღლილობა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ტკივილი გულ-მკერდის არეში
ხშირად
ზოგჯერ
ცხელება
იშვიათად
გრიპის მსგავსი სიმპტომები
ხშირად
ლეთარგია
იშვიათად
შეუძლოდ ყოფნა
ზოგჯერ
ზოგჯერ
შეშუპება
ძალიან ხშირად
ტკივილი
ხშირად
ზოგჯერ
სახის შეშუპება
ზოგჯერ
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
ხშირად
იშვიათად
ხშირად
სისხლში შარდოვანას დონის მომატება
ხშირად
ხშირად
ხშირად
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება
ხშირად
სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება
ზოგჯერ
გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება
ზოგჯერ
ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება
ზოგჯერ
ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება
ზოგჯერ
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ხშირად
ძალიან იშვიათად (უფრო ხშირად შეესაბამება ქოლესტაზს)
სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება
ხშირად
წონის დაკლება
ზოგჯერ
წონის მატება
ზოგჯერ
ცნობილია რაბდომიოლიზის რამდენიმე შემთხვევების შესახებ, რომელიც განვითარების დროის მიხედვით დაკავშირებული იყო ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღებასთან. ამლოდიპინის მიღებისას პაციენტებში აღინიშნა ექსტრაპირამიდული სინდრომის იზოლირებული შემთხვევები.
კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების არსებული მონაცემებით ნაჩვენებია, რომ აღინიშნება ჯამურ დოზაზე დამოკიდებული კავშირი ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებასა და კანის არამელანომური კიბოს განვითარების რისკს შორის (ასევე, იხ. პარაგრაფები 4.4. და 5.1).
ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა კომბინირებული პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების – ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის – ფიქსირებული შემცველობის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში ან რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, და რომლებზეც ცნობები ჯერ არ არის მიღებული პრეპარატ იმპერიუმი XL-ის, ოლმესარტანის მედოქსომილის ან ამლოდიპინის ცალკე გამოყენების პერიოდში, ან მათ შესახებ ცნობები უფრო ხშირად მიღებულია ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციასთან დაკავშირებით (ცხრილი 2):
ცხრილი 2: ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის კომბინაცია
ორგანოები და ორგანოთა სისტემები
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათად
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ზოგჯერ
ტკივილი მუცლის ზედა არეში
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ზოგჯერ
ლიბიდოს დაქვეითება
ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე
ხშირად
რბილი შეშუპება
ზოგჯერ
ლეთარგია
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ზოგჯერ
ტკივილი კიდურების არეში
ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა კომბინირებული პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების – ოლმესარტანის მედოქსომილის და ჰიდროქლორთიაზიდის – ფიქსირებული შემცველობის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში ან რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, და რომლებზეც ცნობები ჯერ არ არის მიღებული პრეპარატ იმპერიუმი XL-ის, ოლმესარტანის მედოქსომილის ან ამლოდიპინის ცალკე გამოყენების პერიოდში, ან მათ შესახებ ცნობები უფრო ხშირად მიღებულია ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციასთან დაკავშირებით (ცხრილი 3):
ცხრილი 3: ოლმესარტანის მედოქსომილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია
ორგანოები და ორგანოთა სისტემები
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
იშვიათად
ცნობიერების დარღვევა (მაგალითად, გონების დაკარგვა)
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ზოგჯერ
ეგზემა
დარღვევები ჩონჩხის მუსკულატურის, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ზოგჯერ
ტკივილი კიდურების არეში
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
იშვიათად
ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის საშუალო მნიშვნელობების უმნიშვნელო დაქვეითება
შეტყობინება შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინება შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ დაკვირვება „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობაზე ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს მოეთხოვებათ ნებისმიერი შესაძლო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ/10 მგ/25 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. ინფორმაცია ადამიანში პრეპარატ იმპერიუმი XL-ის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არსებობს. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის დოზის გადაჭარბების ყველაზე მოსალოდნელ ნიშანს წარმოადგენს არტერიული ჰიპოტენზია.
ოლმესარტანის მედოქსომილის დოზის გადაჭარბებისას ყველაზე მოსალოდნელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ასევე, შეიძლება აღინიშნოს ბრადიკარდია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის (ცთომილი ნერვის) სტიმულაციის შემთხვევაში.
ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სისხლძარღვების ზედმეტად გაფართოება, რასაც თან ახლავს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, და შესაძლოა, რეფლექტორული ტაქიკარდია. ცნობილია ხანგრძლივი გამოხატული სისტემური არტერიული ჰიპოტენზიის შესახებ, სასიკვდილო შოკის განვითარებამდე.
არაკარდიოგენური ფილტვის შეშუპება იშვიათად დაფიქსირდა ამლოდიპინის ჭარბი დოზირების შედეგად, ის დაგვიანებულია (მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და საჭიროებს სუნთქვის მხარდაჭერას. ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (მათ შორის სითხის გადატვირთვა) პერფუზიისა და გულის გამომუშავების შესანარჩუნებლად შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები.
ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბებას თან ახლავს ელექტროლიტების (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია) შემცველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება და გაუწყლოება ჭარბი დიურეზის შედეგად.
დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირ გამოვლინებებს წარმოადგენს გულისრევა და ძილიანობა. ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების კრუნჩხვა ან/და გააძლიეროს გულის არითმია, გამოწვეული სათითურას გლიკოზიდების ან ზოგიერთი ანტიარითმული საშუალებების თანმხლები გამოყენების შედეგად.
მკურნალობა:
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. მკურნალობა დამოკიდებულია პრეპარატის მიღებიდან გასულ დროზე და სიმპტომების სიმძიმის ხარისხზე.
თუ პრეპარატი მიღებულია ცოტა ხნის წინ, ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ პირებში აქტივირებული ნახშირის შეყვანა ამლოდიპინის პერორალურად მიღებისთანავე ან მიღებიდან 2 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ნივთიერების შეწოვას.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის დოზის გადაჭარბების შედეგად კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტიური შენარჩუნება, გულისა და ფილტვების ფუნქციის გულდასმით კონტროლით, ფეხების მაღალ მდგომარეობაში მოთავსება, მოცირკულირე სისხლის მოცულობის და დიურეზის კონტროლი.
სისხლძარღვოვანი ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად შეიძლება სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება – უკუჩვენებების არარსებობისას. კალციუმის არხების ბლოკადის თავიდან აცილების მიზნით შეიძლება დადებითი ეფექტი მოახდინოს კალციუმის გლუკონატის ინტრავენურმა შეყვანამ.
რეკომენდებულია სისხლის შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის დონის ხშირი კონტროლი. არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ზურგზე და უზრუნველყოფილი იქნას მარილებისა და მოცირკულირე სითხის მოცულობის სწრაფად აღდგენა.
ვინაიდან ამლოდიპინი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება ცილებს, მისი გამოყოფა დიალიზის საშუალებით ნაკლებსავარაუდოა. ინფორმაცია დიალიზის საშუალებით ოლმესარტანის ან ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
ჰემოდიალიზის საშუალებით ოლმესარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფის ხარისხი დადგენილი არ არის.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
ოლმესარტანის მედოქსომილი 40 მგ
ამლოდიპინის ბესილატი 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური 13.888 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.
გამოიყენეთ ვარგიასიანობის ვადის გათვალისწინებით.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატ იმპერიუმ XL-ს, თუ შენიშნეთ დეფექტი ან დაზიანება პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ შესაბამის უწყებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
კარდიოვასკულარული სისტემა, რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი აგენტები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, კომბინირებული პრეპარატები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, სხვა კომბინირებული პრეპარატები,
ათქ კოდი: C09DX03.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატ იმპერიუმი XL წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს – ოლმესარტანის მედოქსომილს, კალციუმის არხების ბლოკერს – ამლოდიპინის ბესილატს და თიაზიდური რიგის დიურეზულს – ჰიდროქლოროთიაზიდს. ამ კომპონენტების კომბინაცია ახდეს ადიტიურ ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რის შედეგადაც არტერიული წნევა უფრო მეტი ხარისხით მცირდება, ვიდრე თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე გამოყენებისას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ოლმესარტანის მედოქსომილი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორების სელექციურ ანტაგონისტს (ტიპი AT1), რომელიც განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ანგიოტენზინ II წარმოადგენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის ძირითად ვაზოაქტიურ ჰორმონს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიაში. ის იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ალდოსტერონის სინთეზის და სეკრეციის ინდუცირებას, ასევე ასტიმულირებს გულის მუშაობას და თირკმელებში ნატრიუმის რეაბსორბციას. ოლმესარტანი თრგუნავს სისხლძარღვების შევიწროებისკენ და ალდოსტერონის სეკრეციისკენ მიმართულ ანგიოტენზინ II-ის მოქმედებას, ქსოვილებში, მათ შორის სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაში და თირკმელზედა ჯირკვალში AT1-რეცეპტორების დაბლოკვის გზით. ოლმესარტანის მოქმედება არ არის დამოკიდებული ანგიოტენზინ II-ის სინთეზის წყაროზე ან გზაზე. ოლმესარტანის ანგიოტენზინ II-ის AT1-რეცეპტორებთან შერჩევითი კავშირი იწვევს რენინის დონისა და ანგიოტენზინ I-ის, ასევე ანგიოტენზინ II-ის პლაზმური კონცენტრაციის მომატებას და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის მცირედით დაქვეითებას.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს ოლმესარტანის მედოქსომილი იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ ხანგრძლივ დაქვეითებას. პრეპარატის მიღების მოულოდნელად შეწყვეტის შემთხვევაში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება პირველი მიღების შემდეგ (ჰიპოტენზია, როგორც „პირველი დოზის“ ეფექტის გამოხატულება), ტაქიფილაქსიის ნიშნები ხანგრძლივი მკურნალობისას ან არტერიული წნევის მატება („რიკოშეტული ჰიპერტენზია“) გამოვლენილი არ არის.
დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას ოლმესარტანის მედოქსომილი უზრუნველყოფს არტერიული წნევის ეფექტიან და თანდათანობით დაქვეითებას 24 საათით, შემდეგ მიღებამდე. პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას ჰიპოტენზიური მოქმედება დაახლოებით ისეთივე იყო, რაც სადღეღამისო დოზის ორ მიღებაზე განაწილების შემთხვევაში.
მკურნალობის გაგრძელებისას არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 8 კვირაში, თუმცა, მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიური მოქმედება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან უკვე 2 კვირაში.
ოლმესარტანის მედოქსომილის გავლენა სიკვდილობაზე და ავადობაზე დადგენილი არ არის.
ოლმესარტანის გამოყენების და დიაბეტური მიკროალბუმინურიის პროფილაქტიკის რანდომიზებული კვლევა (ROADMAP), რომელიც ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე 4447 პაციენტში ალბუმინურიის ნორმალური დონით და გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამოვლენის სულ მცირე ერთი დამატებითი რისკის ფაქტორით, ჩატარდა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ოლმესარტანით თერაპიას შეაკავოს მიკროალბუმინურიის გამოვლენის დრო. შემდგომი დაკვირვების პერიოდში, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენდა საშუალოდ 3.2 წელს, პაციენტები იღებდნენ ოლმესარტანს ან პლაცებოს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან დამატების სახით, გარდა აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებისა.
პირველადი საბოლოო წერტილის სახით კვლევამ აჩვენა რისკის მნიშვნელოვნად დაქვეითება მიკროალბუმინურიის გამოვლენის დროის მიმართ ოლმესარტანის სასარგებლოდ. არტერიული წნევის განსხვავების მიხედვით კორექტირების შემდეგ რისკის ასეთი შემცირება აღარ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. პაციენტების 8.2%-ში (178-ში 2160-დან) ოლმესარტანის ჯგუფში და 9.8%-ში (210-ში 2139-დან) პლაცებოს ჯგუფში განვითარდა მიკროალბუმინურია.
რაც შეეხება მეორად საბოლოო წერტილებს, დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ იყო რეგისტრირებული 96 პაციენტში (4.3%) ოლმესარტანის ჯგუფში და 94 პაციენტში (4.2%) პლაცებოს ჯგუფში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო ოლმესარტანის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (15 პაციენტი (0.7%) და 3 პაციენტი (0.1%)), მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იყო ლეტალური შედეგის გარეშე ინსულტის (14 პაციენტი (0.6%) და 8 პაციენტი (0.4%)), ლეტალური შედეგის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის (17 პაციენტი (0.8%) და 26 პაციენტი (1.2%)) განვითარების და გულ-სისხლძარღვთა მიზეზებთან კავშირის არმქონე სიკვდილობა (11 პაციენტი (0.5%) და 12 პაციენტი (0.5%)) სიხშირე. საერთო სიკვდილობა ოლმესარტანის ჯგუფში იყო რიცხობრივად უფრო მაღალი (26 პაციენტი (1.2%), 15 პაციენტთან (0.7%) შედარებით), ძირითადად, გულ-სისხლძარღვთა მიზეზებით განპირობებული უფრო მაღალი სიკვდილიანობის ხარჯზე.
კვლევაში ORIENT (ოლმესარტანის გავლენა ტერმინალურ სტადიაში თირკმელების პათოლოგიის დადგომის სიხშირის შემცირებაზე დიაბეტური ნეფროპათიის კვლევის დროს) შეისწავლეს ოლმესარტანის ზემოქმედება თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსავალზე ტიპი 2 დიაბეტის და კლინიკურად გამოხატული ნეფროპათიის მქონე 577 რანდომიზებულ პაციენტში იაპონიასა და ჩინეთში. კვლევის დროს (დაკვირვების საშუალო პერიოდი შეადგენდა 3.1 წელს) პაციენტები იღებდნენ ოლმესარტანს ან პლაცებოს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებთან დამატების სახით.
პირველადი გაერთიანებული საბოლოო წერტილი (შრატისმიერი კრეატინინის გაორმაგების პირველად გამოვლენის დრო, თირკმელების დაავადება ტერმინალურ სტადიაში, სიკვდილი ყველა მიზეზით) რეგისტრირებული იქნა 116 პაციენტში ოლმესარტანის ჯგუფში (41.1%) და 129 პაციენტში, რომელიც იღებდა პლაცებოს (45.4%) (HR 0.97 (95% ნ/ი 0.75-დან 1.24-მდე); p=0.791). გულ-სისხლძარღვოვანი მეორადი გაერთიანებული საბოლოო წერტილი რეგისტრირებული იქნა 40 პაციენტში, რომელიც იღებდა ოლმესარტანს (14.2%) და 53 პაციენტში, რომელიც იღებდა პლაცებოს (18.7%). გულ-სისხლძარღვოვანი მოცემული გაერთიანებული საბოლოო წერტილი ითვალისწინებდა სიკვდილობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებით 10 (3.5%) პაციენტში ოლმესარტანის ჯგუფში და 3 (1.1%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში; სიკვდილობის საერთო მაჩვენებელი იყო 19-ის (6.7%) და 20-ის (7.0%), ლეტალური შედეგის გარეშე ინსულტის – 8-ის (2.8%) და 11-ის (3.9%) და ლეტალური შედეგის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის – 3-ის (1.1%) და 7-ის (2.5%) ტოლი, შესაბამისად.
ამლოდიპინი, რომელიც შედის პრეპარატ იმპერიუმი XL-ის შემადგენლობაში, წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკერს და აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადატანას L-ტიპის პოტენციალ-დამოკიდებულ არხებზე გულის კუნთში და გლუვ მუსკულატურაში. ექსპერიმენტული მონაცემები მოწმობს, რომ ამლოდიპინი უკავშირდება დიჰიდროპირიდინის რეცეპტორებთან შეკავშირების უბნებს, ასევე, სხვა ლიგანდების რეცეპტორებთან შეკავშირების უბნებს. ამლოდიპინს გააჩნია შედარებითი შერჩევითობა სისხლძარღვების მიმართ და სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის უჯრედებზე უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე კარდიომიოციტებზე.
ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია არტერიების გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი მომადუნებელი მოქმედებით, რაც ხელს უწყობს მათი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, შედეგად კი, არტერიული წნევის დაქვეითებას. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამლოდიპინი იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ ხანგრძლივ დაქვეითებას. პრეპარატის მიღების მოულოდნელად შეწყვეტის შემთხვევაში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება პირველი მიღების შემდეგ ტაქიფილაქსიის ნიშნები ხანგრძლივი მკურნალობისას და არტერიული წნევის მატება გამოვლენილი არ არის.
თერაპიული დოზების მიღების შემდეგ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი უზრუნველყოფს არტერიული წნევის ეფექტიან დაქვეითებას მწოლიარე, მჯდომარე და მდგომარე პოზიციაში. ამლოდიპინის ხანგრძლივი გამოყენება არ არის დაკავშირებული გულის შეკუმშვათა სიხშირის ან პლაზმაში კატექოლამინების დონის მნიშვნელოვან ცვლილებებთან.
არტერიული ჰიპერტენზიის და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამლოდიპინმა თერაპიულ დოზებში შეამცირა თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობა და გაზარდა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე და თირკმელებში პლაზმის ნაკადის ეფექტიანი სიჩქარე, ფილტრაციული ფრაქციის შეცვლის და პროტეინურიის განვითარების პროვოცირების გარეშე.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰემოდინამიკის კვლევებში, ასევე, NYHA-ს კლასიფიკაციით II-IV კლასის გულის უკმარისობის დროს სტრეს-ტესტის გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ამლოდიპინი არ იწვევდა კვლევაში მონაწილე პირთა მდგომარეობის კლინიკურ გაუარესებას, რაც შეფასდა დატვირთვის გადატანის, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის, ასევე კლინიკური სიმპტომების მიხედვით.
პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში (PRAISE) NYHA-ს კლასიფიკაციით III-IV კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტების შეფასებისას, რომლებიც იღებდნენ სათითურას პრეპარატებს, დიურეზულებს და აგფ ინჰიბიტორებს, ნაჩვენებია, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი არ ზრდის სიკვდილობის ან ავადობის რისკს.
შემდგომ ხანგრძლივ პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში (PRAISE 2), რომელიც ჩატარდა პაციენტებში NYHA-ს კლასიფიკაციით III-IV კლასის გულის უკმარისობით კლინიკური სიმპტომების და ობიექტური მონაცემების გარეშე, რომლებიც მიუთითებდა გულის იშემიურ დაავადებაზე, აგფ ინჰიბიტორებით, სათითურას პრეპარატებით და დიურეზულების მუდმივი დოზებით მკურნალობისას, ამლოდიპინი არ ახდენდა გავლენას ზოგადად სიკვდილობაზე და კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად განვითარებულ სიკვდილობაზე. ამ ჯგუფის პაციენტებში ცნობილია ამლოდიპინის მიღებასთან დაკავშირებული ფილტვების შეშუპების განვითარების შესახებ, თუმცა გულის უკმარისობის გაღრმავების შემთხვევების სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პლაცებოს ჯგუფთან შედარებით არ აღინიშნა.
ახალი სახის სამკურნალწამლო თერაპიის შესადარებლად ჩატარდა ავადობისა და სიკვდილობის ორმაგად ბრმა, რანდომიზებული კვლევა სახელწოდებით „ჰიპოტენზიური თერაპიის და სისხლში ლიპიდების შემცველობის დამაქვეითებელი თერაპიის კვლევა მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის“ (ALLHAT): ამლოდიპინი დოზით 2.5-10 მგ/დღე-ღამეში (კალციუმის ანტაგონისტი) ან ლიზინოპრილი დოზით 10-40 მგ/დღე-ღამეში (აგფ ინჰიბიტორი) პირველი არჩევის პრეპარატის სახით და თიაზიდური რიგის დიურეზული – ქლორთალიდონი დოზით 12,5-25 მგ/დღე-ღამეში მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
საერთო ჯამში, ამ რანდომიზებულ კვლევაში ჩართული იყო არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 55 წლის და უფროსი ასაკის 33 357 პაციენტი, რომლებზეც მიმდინარეობდა დაკვირვება საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. პაციენტებს ჰქონდათ გულის კორონარული დაავადების განვითარების, სულ მცირე, ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, მაგალითად, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი (შერჩევამდე 6 თვით ადრე), ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა ათეროსკლეროზული ხასიათის დაავადებები (სულ 51.5%), დიაბეტი ტიპი 2 (36.1%), მსლპ-ქოლესტერინის დონე <35 მგ/დლ (11.6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, დიაგნოსტირებული ელექტროკარდიოგრაფის ან ექოკარდიოგრაფის (20.9%) საშუალებით, თამბაქოს აქტიური გამოყენება (21.9%). გაერთიანებული პირველადი საბოლოო წერტილი ითვალისწინებდა გულის კორონარულ დაავადებას ლეტალური შედეგით ან მიოკარდიუმის ინფარქტს ლეტალური შედეგის გარეშე. კვლევის პირველად საბოლოო წერტილთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განსხვავებები ამლოდიპინით და ქლორთალიდინით თერაპიას შორის არ იყო: რისკების თანაფარდობა 0,98 95% ნდობის ინტერვალი (0,90-1.07) p=0.65. რაც შეეხება კვლევის მეორად საბოლოო წერტილებს, გულის უკმარისობის განვითარების სიხშირე (გულ-სისხლძარღვთა დაავადების კომბინირებული საბოლოო წერტილის კომპონენტი) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ამლოდიპინის ჯგუფში, ქლორთალიდონის ჯგუფთან შედარებით (10.2% და 7.7%, რისკების თანაფარდობა 1.38, 95% ნდობის ინტერვალი [1.25-1.52] p<0.001). თუმცა, ნებისმიერი მიზეზით სიკვდილობასთან დაკავშირებული განსხვავება ამლოდიპინით და ქლორთალიდონით მკურნალობებს შორის აღნიშნული არ იყო. რისკების თანაფარდობა 0.96 95% ნდობის ინტერვალი [0.89-1.02] p=0.20.
ჰიდროქლოროთიაზიდი წარმოადგენს თიაზიდური რიგის დიურეზულს. თიაზიდური რიგის დიურეზულის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. თიაზიდები გავლენას ახდენს თირკმლის არხებით ელექტროლიტების რეაბსორბციაზე, შედეგად კი აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორიდის გამოყოფას (დაახლოებით თანაბარი რაოდენობით). როგორც დიურეზული საშუალება, ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს პლაზმის მოცულობის შემცირებას, პლაზმაში რენინის აქტივობის მომატებას და ალდოსტერონის სეკრეციის გაძლიერებას, შარდით კალიუმისა და ბიკარბონატების შემდგომი დაკარგვით, ასევე სისხლის შრატში კალიუმის დონის დაქვეითებით. კავშირი „რენინი-ალდოსტერონი“ განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით, ამიტომ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტთან ერთდროულად გამოყენების ფონზე შეიძლება გამოირიცხოს შარდით თიაზიდური რიგის დიურეზულით გამოწვეული კალიუმის კარგვა. ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას დიურეზი დაახლოებით 2 საათში იწყება, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 4 საათში, ხოლო მოქმედება ნარჩუნდება 6-12 საათის განმავლობაში.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით, ჰიდროქლოროთიაზიდის მონოთერაპიის სახით ხანგრძლივი გამოყენება ხელს უწყობს გართულებების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის რისკის შემცირებას.
კლინიკური კვლევების შედეგები
2492 პაციენტის მონაწილეობით პარალელურ ჯგუფებში ჩატარებულ 12 კვირიან ორმაგად ბრმა რანდომიზებულ კვლევაში (პაციენტების 67% იყო ევროპეოიდული რასის წარმომადგენელი) IMPERIUM XL-ის გამოყენება დოზით 40 მგ/10 მგ/25 მგ იწვევდა დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას ორი მოქმედი ნივთიერების შესაბამისი კომბინაციიდან ერთ-ერთის გამოყენებასთან შედარებით: ოლმესარტანის მედოქსომილი (40 მგ) ამლოდიპინთან ერთად (10 მგ), ოლმესარტანის მედოქსომილი (40 მგ) ჰიდროქლოროთიაზიდთან (25 მგ) ერთად და ამლოდიპინი (10 მგ) ჰიდროქლოროთიაზიდთან (25 მგ) ერთად.
40 მგ/10 მგ/25 მგ დოზით IMPERIUM XL-ით გამოწვეული არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება, ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციით გამოწვეულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც გამოვლინდა პირველი ორი კვირის განმავლობაში, შეადგენდა -3.8 და -6.7 მმ ვწყ. სვ.-ის ფარგლებში, ასევე -7.1 და -9.6 მმ ვწყ. სვ. ფარგლებში (დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევა, გაზომილი მჯდომარე პოზიციაში).
პაციენტების წილი, რომლებშიც მიღწეულია არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლები კვლევის დაწყებიდან მე-12 კვირას (<140/90 მმ ვწყ.სვ. პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ შაქრიანი დიაბეტი, და <130/80 მმ ვწყ.სვ. პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით), შეადგენდა 34.9% და 46.6% ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციის გამოყენებისას, 64.3%-თან შედარებით, რომელიც მიღებულია IMPERIUM XL-ის 40 მგ/10 მგ/25 მგ დოზით გამოყენებისას.
2690 პაციენტის მონაწილეობით პარალელურ ჯგუფებში ჩატარებულ ორმაგად ბრმა რანდომიზებულ კვლევაში (პაციენტების 99.9% იყო ევროპეოიდული რასის წარმომადგენელი) IMPERIUM XL-ის (20მგ/5მგ/12.5მგ, 40მგ/5მგ/12.5მგ, 40მგ/5მგ/25მგ, 40მგ/10მგ/12.5მგ, 40მგ/10მგ/25მგ) გამოყენება 10 კვირის შემდეგ იწვევდა დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის მნიშვნელოვნად უფრო გამოხატულ დაქვეითებას, ვიდრე ერთ-ერთი შემდეგი ორმაგი კომბინაციის გამოყენებისას: ოლმესარტანის მედოქსომილი (20 მგ) ამლოდიპინთან ერთად (5 მგ), ოლმესარტანის მედოქსომილი (40 მგ) ამლოდიპინთან ერთად (5 მგ) და ოლმესარტანის მედოქსომილი (40 მგ) ამლოდიპინთან (10 მგ) ერთად.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით გამოწვეული არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება, ორი მოქმედი ნივთიერების ანალოგიურ კომბინაციასთან შედარებით, შეადგენდა -1,3-დან -1.9 მმ-მდე ვწყ. სვ. და -2.7-დან -4.9 მმ-მდე ვწყ. სვ., შესაბამისად (დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევა, გაზომილი მჯდომარე პოზიციაში).
პაციენტების წილი, რომლებშიც მიღწეულია არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლები კვლევის დაწყებიდან მე-10 კვირას (<140/90 მმ ვწყ.სვ. პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ შაქრიანი დიაბეტი, და <130/80 მმ ვწყ.სვ. პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით), შეადგენდა 42.7%-დან 49.6%-მდე ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციის გამოყენებისას, 52.4-58.8%-თან შედარებით, რომელიც მიღებულია IMPERIUM XL-ის გამოყენებისას.
პრეპარატის დამატებითი თერაპიის სახით გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით 808 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ ორმაგად ბრმა რანდომიზებულ კვლევაში (პაციენტების 99.9% იყო ევროპეოიდული რასის წარმომადგენელი), რომლებშიც 8 კვირის გასვლის შემდეგ არ იყო მიღებული არტერიული წნევის კონტროლი ოლმესარტანის მედოქსომილის (40 მგ) და ამლოდიპინის (10 მგ) ორმაგი კომბინაციის საშუალებით, პრეპარატ იმპერიუმი XL-ის გამოყენება იწვევდა არტერიული წნევის მნიშვნელობის დამატებით ნომინალურ დაქვეითებას მჯდომარე პოზიციაში: -1.8/-1.0 მმ ვწყ.სვ. პრეპარატ იმპერიუმი XL 40მგ/10მგ/12.5მგ-ის გამოყენებისას, და არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვან დამატებით დაქვეითებას, რომელიც შეადგენდა -3.6/-2.8 მმ ვწყ.სვ., პრეპარატ იმპერიუმი XL 40მგ/10მგ/25მგ-ის გამოყენებისას ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციასთან - ოლმესარტანის მედოქსომილი (40 მგ) და ამლოდიპინი (10 მგ) - შედარებით.
IMPERIUM XL 40 მგ/ 10 მგ/ 25 მგ-ის გამოყენებით ჩატარებულმა მკურნალობამ გამოიწვია იმ პაციენტების პროცენტული წილის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მომატება, რომლებშიც მიღწეული იყო არტერიული წნევის სამიზნე მნიშვნელობა, ოლმესარტანის მედოქსომილის (40 მგ) და ამლოდიპინის (10 მგ) კომბინაციის გამოყენებასთან შედარებით (41.3%, 24.2%-თან შედარებით); ხოლო პრეპარატ იმპერიუმი XL 40 მგ/10მგ/12.5მგ-ის მოქმედი ნივთიერებების სამმაგი კომბინაციის გამოყენებამ გამოიწვია იმ მონაწილეთა ნომინალურად უფრო მაღალი რიცხვი, რომლებშიც არტერიული წნევის სამიზნე მნიშვნელობა მიღწეული იყო ოლმესარტანის მედოქსომილის (40 მგ) და ამლოდიპინის (10 მგ) ორმაგი კომბინაციის გამოყენებასთან შედარებით (29.5%, 24.2%-თან შედარებით) იმ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევის კონტროლი არ იყო მიღწეული პრეპარატის გამოყენებისას მოქმედი ნივთიერებების ორმაგი კომბინაციით.
IMPERIUM XL-ის ჰიპოტენზიური მოქმედება არ არის დამოკიდებული ასაკსა და სქესზე, ასევე, შაქრიანი დიაბეტის არსებობაზე თუ არარსებობაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენების კვლევა ჩატარდა ორ ფართომასშტაბიან, რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევაში (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone და კომბინაციაში Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes).
ONTARGET წარმოადგენდა კვლევას, რომელიც ჩატარდა პაციენტებში ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებრო-ვასკულური დაავადებებით, ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, რომელსაც თან ახლდა სამიზნე ორგანოს დაზიანების ნიშნები. VA NEPHRON-D წარმოადგენდა კვლევას, რომელიც ჩატარდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
კვლევების მონაცემებით არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სასიკეთო ზემოქმედება თირკმელების ან/და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგზე და მათი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილობაზე, მაშინ, როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით ადგილი ჰქონდა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე პათოლოგიის ან/და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მომატებულ რისკს. ფარმაკოდინამიკური თვისებების მსგავსების გათვალისწინებით, აღნიშნული შედეგები ასევე გამოიყენება სხვა აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან დაკავშირებით.
ამიტომ, აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) წარმოადგენდა კვლევას, რომელიც ჩატარდა აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების დადებითი ეფექტის გამოსავლენად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ან ორივე დაავადების მქონე პაციენტებში. აღნიშნული კვლევა შეწყდა ნაადრევად, არასასურველი შედეგების მომატებული რისკის გამო. სიკვდილობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად და ინსულტის განვითარება უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ხოლო შეტყობინებები საყურადღებო არასასურველი მოვლენების და სერიოზული არასასურველი მოვლენების შესახებ (ჰიპერკალიემია, არტერიული ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების არსებული მონაცემების საფუძველზე აღინიშნება დადებითი კავშირი ჰიდროქლოროთიაზიდის ჯამურ დოზასა და კანის არამელანომური კიბოს განვითარების რისკს შორის. ერთ-ერთ კვლევაში ჩართული იყვნენ ჯგუფები, რომლებშიც შედიოდა 71 533 პაციენტი ბაზალურუჯრედოვანი კიბოთი და 8 629 პაციენტი ბრტყელუჯრედოვანი კიბოთი, რომლებსაც შეესაბამებოდა 1 430 833 და 172 462 მონაწილე საკონტროლო ჯგუფებიდან. მნიშვნელოვანი რაოდენობით ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება (ჯამში >50 000 მგ) შეესაბამებოდა შესაძლებლობების თანაფარდობის დაკორექტირებულ მნიშვნელობებს 1,29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) ბაზალურუჯრედოვანი კიბოსთვის და 3,98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68-4.31) ბრტყელუჯრედოვანი კიბოსთვის. აშკარა ურთიერთკავშირი ჯამურ დოზასა და შესაბამის რეაქციას შორის აღინიშნებოდა როგორც ბაზალურუჯრედოვანი კიბოს, ასევე, ბრტყელუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში. მეორე კვლევაში ნაჩვენები იყო შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინფორმაცია მომხმარებლისთვის
იმპერიუმი XL 40 მგ/ 10 მგ/ 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად
აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს, 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტ 13.888 მგ ამლოდიპინის ბესილატს და 25 მგ ჰიდროქლითიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი (Lycatab C), მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), კროსკარმელოზის ნატრიუმი (Ac-Di-Sol), მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი, პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი/PEG, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
- ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
- დაიცავით ინსტრუქცია. ნუ გამოიყენებთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალ ან დაბალ დოზას.
რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში:
რა არის იმპერიუმი XL და რისთვის გამოიყენება?
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება იმპერიუმი XL ?
რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
იმპერიუმი XL -ის შენახვის წესი
- რა არის იმპერიუმი XL და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი იმპერიუმი XL შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს, ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ჰიდროქლოროთიაზიდს. ამ სამი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი.
პრეპარატი იმპერიუმი XL წარმოდგენილია 28 ვარდისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სახით.
ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების რელაქსაციის ხარჯზე.
ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების რელაქსაციის ხარჯზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით თიაზიდური დიურეზულები. ის აქვეითებს არტერიულ წნევას ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოყოფით, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის გაზრდის გზით.
აღნიშნული ნივთიერებების მოქმედება ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.
პრეპარატი იმპერიუმი XL გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
მოზრდილ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის სათანადო კონტროლი ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის ფიქსირებული დოზის კომბინაციით, ან
პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტის სახით, ან კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის ფიქსირებული შემცველობით და ჰიდროქლოროთიაზიდს ცალკე ტაბლეტის სახით.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის გამოყენებამდე
პრეპარატი იმპერიუმი XL არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
მომატებული მგრძნობელობის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის, ამლოდიპინის ან „კალციუმის არხების ბლოკერების“ ჯგუფის (დიჰიდროპირიდინები), ჰიდროქლოროთიაზიდის ან ჰიდროქლოროთიაზიდის ანალოგიური ნივთიერებების (სულფონამიდები), ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებამდე.
თირკმელების მხრივ მძიმე დარღვევებისას.
დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების არსებობისას, ასევე, არტერიული წნევის დამწევი ალისკირენის შემცველი პრეპარატების მიღებისას.
სისხლში კალიუმის, ნატრიუმის დაბალი შემცველობისას, კალციუმის ან შარდმჟავას მაღალი შემცველობისას (პოდაგრის სიმპტომების ან თირკმელებში კენჭების არსებობისას), თუ ეს დარღვევები არ ექვემდებარება მკურნალობას.
ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევისას, ნაღვლის გამოყოფის დარღვევისას ან ნაღვლის ბუშტიდან მისი გადინების დარღვევისას (მაგალითად, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას), ან სიყვითლის დროს (კანის და თვალის სკლერების გაყვითლება).
ქსოვილებში სისხლის არასაკმარისი მიწოდებისას და შემდეგი სიმპტომების არსებობისას: დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, აჩქარებული გულისცემა ან შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით, რომელიც გამოწვეულია მძიმე დარღვევებით გულის მხრივ).
გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა.
გულიდან სისხლის გადინების შენელების ან შეფერხების დროს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს სისხლძარღვის სანათურის ან სარქვლის შევიწროებას, რომლიდანაც სისხლი გაედინება გულიდან (აორტის სტენოზი).
თუ შემცირებული გაქვთ გულის წუთმოცულობა გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი). გულის წუთმოცულობის შემცირება შეიძლება გამოვლინდეს ქოშინით ან ტერფებისა და კოჭების შეშუპებით.
არ მიიღოთ პრეპარატი იმპერიუმი XL, თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმლის პრობლემები,
ალისკირენი.
მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარულ კონტროლს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თავი „პრეპარატი იმპერიუმი XL არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში“.
სიფრთხილით გამოიყენეთ პრეპარატი იმპერიუმი XL შემდეგ შემთხვევებში:
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ:
თირკმლის დაავადებები ან თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა
სინკოპე (სისუსტე)
ღვიძლის დაავადებები
ჰიპოტენზია
გულის უკმარისობა ან გულის სარქველების ან კუნთის დაავადებები
მძიმე ღებინება, ფაღარათი, მკურნალობა დიურეზული საშუალებების მაღალი დოზებით, ან იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით
სისხლში კალიუმის დონის მომატება
თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელების თავზე განთავსებული შიდა სეკრეციის ჯირკვლები).
დიაბეტი
წითელი მგლურა (აუტოიმუნური დაავადება)
ალერგია ან ასთმა
კანის რეაქციები – როგორიცაა მზის დამწვრობა ან გამონაყარი მზეზე ან სოლარიუმში ყოფნის შემდეგ
თუ გაქვთ კანის კიბო ან მკურნალობის დროს მოულოდნელად განვითარდა კანზე დაზიანების კერა. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მისი მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდის კანისა და ტუჩის გარკვეული ტიპის კიბოს რისკი (კანის არამელანომური კიბო). პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღების დროს დაიცავით კანი მზის სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან.
თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ განვითარდა დარღვევები სუნთქვის ან თირკმელების მხრივ (ანთების ან ფილტვებში სითხის დაგროვების ჩათვლით). თუ პრეპარატ იმპერიუმი XLს მიღების შემდეგ განვითარდა გამოხატული ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს:
მძიმე, ხანგრძლივი ფაღარათი სხეულის მასის კარგვით. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება, მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო რომელი პრეპარატის მიღებაა მიზანშეწონილი.
მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ექსუდატი) ან თვალშიდა წნევის მომატების ნიშნები; ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. ეს შესაძლოა, იწვევდეს მხედველობის მუდმივ დარღვევას, თუ არ იქნება ჩატარებული შესაბამისი მკურნალობა.
როგორც არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, გულის ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში წნევის ძლიერმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. შესაბამისად, მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
პრეპარატ იმპერიუმ XL-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდებისა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება (პოდაგრის მიზეზით სახსრების მტკივნეული შეშუპების განვითარება). ამ მაჩვენებლების კონტროლის მიზნით მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის პეროდულად ჩატარება.
პრეპარატ იმპერიუმ XL-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლა. ამ მაჩვენებლების კონტროლის მიზნით მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის პერიოდულად ჩატარება. სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლის სიმპტომებს წარმოადგენს: წყურვილი, სიმშრალე პირის ღრუში, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა, კუნთების მოდუნება, დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), სისუსტის შეგრძნება, მოდუნება, დაღლილობა, ძილიანობა ან მოუსვენრობა, გულისრევა, ღებინება, შარდვის შეკავება, გულის შეკუმშვათა გახშირება. აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების გამოვლენის შესახებ.
პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება.
ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობისას. პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მუცლად მყოფ ბავშვს (იხ. თავი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის.
მიმართეთ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან აღინიშნებოდა წარსულში.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის გამოყენებისას არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი. ვინაიდან გრეიპფრუტი და გრეიპფრუტის წვენი ხელს უწყობს სისხლში მოქმედი ნივთიერება ამლოდიპინის შემცველობის გაზრდას, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედების არაპროგნოზირებული გაძლიერება არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ალკოჰოლის მიღებისას, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს გულის წასვლის წინა მდგომარეობას ან თავბრუსხვევას. მსგავსი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების დროს ნუ მოიხმართ ალკოჰოლს.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
აცნობოთ მკურნალ ექიმს ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში. სავარაუდოდ მკურნალი ექიმი გირჩევთ პრეპარატ იმპერიუმ XL-ის მიღების შეწყვეტას ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისთანავე, და პრეპარატ იმპერიუმი XL-ის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მუცლად მყოფ ბავშვს.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. ცნობილია, რომ ამლოდიპინი და ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.
თუ ხართ ორსულად, ძუძითი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენება შეიძლება იწვევდეს ძილიანობას, სისუსტეს, თავბრუსხვევას ან თავის ტკივილს. ასეთ შემთხვევაში, სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისგან. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:
არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატ იმპერიუმი XL-ის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექცია ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღება:
თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (ასევე, იხ. თავი „პრეპარატი იმპერიუმი XL არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან აგფ ინჰიბიტორების ალისკირენთან გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ლითიუმს (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს), პრეპარატ იმპერიუმი XL-თან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება ჰქონდეს უფრო გამოხატული ტოქსიკური მოქმედება. თუ დაგენიშნათ ლითიუმის პრეპარატი, მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.
დილთიაზემი, ვერაპამილი, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევებისას და მომატებული არტერიული წნევის დროს.
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტეტრაციკლინები ან სპარფლოქსაცინი, ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.
კრაზანა (Hypericum perforatum), მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
ცისაპრიდი, რომელიც გამოიყენება კუჭსა და ნაწლავში საკვები მასების გადაადგილების დასაჩქარებლად.
დიფემანილი, რომელიც გამოიყენება შენელებული გულისცემის სამკურნალოდ ან ოფლიანობის შესამცირებლად.
ჰალოფანტრინი, რომელიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ.
ინტრავენური ვინკამინი, რომელიც გამოიყენება ნერვული სისტემის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
ამანტადინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, „შარდმდენი” საშუალებები (დიურეზულები), ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად და კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის), აგფ ინჰიბიტორები (არტერიული წნევის დასაქვეითებლად), საფაღარათო საშუალებები, სტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (აკტჰ), კარბენოქსოლონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუჭისა და პირის ღრუს წყლულების სამკურნალოდ), პენიცილინ G-ს ნატრიუმის მარილი (რომელსაც ასევე ეწოდება ბენზილპენიცილინ-ნატრიუმი, ანტიბიოტიკი), გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა („ასპირინი“) ან სალიცილატები. ამ სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ იმპერიუმი XL-ის კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის შეცვლა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) პრეპარატ იმპერიუმ XL-თან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს უკმარისობის განვითარების რისკი. პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს აასს-ის მიღებისას. სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
საძილე, სედაციური საშუალებები და ანტიდეპრესანტები, რადგან ამ სამკურნალო საშუალებების პრეპარატ იმპერიუმ XL-ტან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება ფეხზე ადგომისას.
კოლესეველამის ჰიდროქლორიდი, სამკურნალო საშუალება, რომელიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ვინაიდან შესაძლებელია პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედების შესუსტება. მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ შეწყვიტოთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მოქმედება შეიძლება მცირედით შესუსტდეს.
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად – მაგალითად, ბაკლოფენი ან ტუბოკურარინი.
ანტიქოლინერგული საშუალებები – მაგალითად, ატროპინი და ბიპერიდენი.
კალციუმის შემცველი საკვები დანამატები.
დანტროლენი (ინფუზია, რომელიც გამოიყენება სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების დროს).
ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის საკონტროლოდ გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის.
სიმვასტატინი – პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების (ტრიგლიცერიდების) დონეს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:
გარკვეული ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ – როგორიცაა თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, ამისულპრიდი, პიმოზიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი, დროპერიდოლი ან ჰალოპერიდოლი.
სისხლში შაქრის მომატებული შემცველობის (მაგალითად, დიაზოქსიდი) ან მომატებული არტერიული წნევის (მაგალითად, ბეტა-ბლოკერები, მეთილდოპა) სამკურნალოდ, რადგან პრეპარატი იმპერიუმი XL გავლენას ახდენს ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე.
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები, მაგ. მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, დოფეტილიდი, იბუტილიდი ან საინექციო ერითრომიცინი.
აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი)
სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამფოტერიცინი).
გულის დაავადებების სამკურნალოდ – მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, ბეპრიდილი ან სათითურას პრეპარატები.
ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ – როგორიცაა ამიფოსტინი, ციკლოფოსფამიდი ან მეტოტრექსატი.
არტერიული წნევის მოსამატებლად და გულის შეკუმშვათა სიხშირის შესანელებლად – მაგალითად, ნორადრენალინი.
პოდაგრის სამკურნალოდ – მაგალითად, პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი.
სისხლში ცხიმოვანი მჟავების დონის დასაქვეითებლად – მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი.
სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად – მაგალითად, მეტფორმინი ან ინსულინი.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი იმპერიუმი XL
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე-ღამეში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტს არ უნდა მიაყოლოთ გრეიპფრუტის წვენი.
თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის იმპერიუმი XL-ის მიღება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი, წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენ არტერიული წნევას ყოველთვის პრეპარატის დოზის გაზრდისას.
გამოყენება განსაკუთრებულ შმთხვევებში
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
პაციენტებში მსუბუქი და საშუალო თირკმლის უკმარისობით იმპერიუმი XL-ის მაქსიმალური დოზა შადგენს 40 მგ/10 მგ/25 მგ. რეკომენდებულია კალიუმისა და კრეატინინის დოზის მონიტორინგი პაცინეტებში საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით. იმპერიუმი XL-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში მძიმე თირკმლის უკმარისობით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით:
იმპერიუმი XL სიფრთხილით გამოიყენება მსუბუქი - საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღმატებოდეს 40 მგ/10 მგ/25 მგ-ს საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რეკომენდებულია არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი პაცინეტებში ღვიძლის უკმარისობით. იმპერიუმი XL-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში მძიმე ღვიძლის უკმარისობით, ქოლესტაზით (ღვიძლის დაავადება), ან სანაღვლე გზების ობსტრუქციით.
თუ მიიღეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის საჭიროზე მეტი დოზა:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის დაცემა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა მომდევნო დღეს.
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება ვიდრე ექიმი არ შეგიწყვეტთ მკურნალობას.
პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა იმპერიუმ XL-ის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. აღნიშნული გვერდითი ეფექტები უმეტესად მსუბუქია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება და დაუყოვნებლის აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
მძიმე ხარისხის რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამოხატული გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელ სხეულზე კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა და შეშუპების განვითარება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი ეფექტები ხშირად არ გვხვდება, ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს სერიოზული:
პრეპარატ იმპერიუმი XL-ით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს მთელ სხეულზე და გამოვლინდეს სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპებით და თან ახლავს ქავილი და გამონაყარი.
შეიძლება განვითარდეს გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან გონების დაკარგვა, რადგან პრეპარატ იმპერიუმი XL-ს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება ამ რეაქციის განვითარების მიმართ მიდრეკილების მქონე პირებში. ასეთი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი იმპერიუმი XL წარმოადგენს სამი მოქმედი ნივთიერების კომბინაციას. ქვემოთ წარმოდგენილია ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც დღემდე აღინიშნებოდა კომბინირებული პრეპარატის იმპერიუმი XL-ის მიღებისას (გარდა ზემოთ აღნიშნულისა), ასევე, გვერდითი მოქმედების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა ამ პრეპარატის თითოეული მოქმედი ნივთიერების ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენების ფონზე.
გამოვლენის სიხშირის მიხედვით ყველა გვერდითი მოქმედება იყოფა შემდეგნაირად: ხშირი, არახშირი, იშვიათი და ძალიან იშვიათი.
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში
ხშირი : შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1 პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1 პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1 პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობი: არ არის შესაძლებელი შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც დღემდე აღენიშნათ პაციენტებს რომლებიც იღებდნენ პრეპარატს იმპერიუმი XL:
ხშირი
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; ტკივილი ყელის ან ცხვირის არეში; საშარდე გზების ინფექციები; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა; გულისრევა; ფაღარათი; შეკრულობა; კრუნჩხვა; შეშუპება სახსრების არეში; გახშირებული შარდვა; სისუსტე; შეშუპება კოჭების არეში; დაღლილობა; ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
არახშირი
თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას; ვერტიგო; გახშირებული გულისცემა; გულის წასვლის წინა მდგომარეობა; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების და სიცხის შეგრძნება; ხველა; სიმშრალე პირის ღრუში; კუნთების სისუსტე; ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება.
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენებისას:
პრეპარატ იმპერიუმი XL-ის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომელთა შესახებ ცნობები ადრე არ დაფიქსირებულა.
ძალიან ხშირი
შეშუპება (სითხის შეკავება), ტრიგლიცერიდების დონის მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), სისხლში არსებული ცხიმის ნაირსახეობა; მაღალი ქოლესტეროლი (ჰიპერქოლესტეროლემია).
ხშირი
ბრონქიტი, კუჭისა და ნაწლავის ინფექციები, ღებინება, სისხლში შაქრის მომატებული დონე, შარდში შაქრის არსებობა, ცნობიერების არევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (მათ შორის თვალებში გაორება და არამკვეთრი მხედველობა), სურდო ან ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა, კუჭის არეში დისკომფორტის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, ტკივილი სახსრებში ან ძვლებში, ტკივილი ზურგის არეში, ტკივილი ძვლებში, სისხლი შარდში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ტკივილი, ამილაზას დონის მატება (ჰიპერამილაზემია).
არახშირი
სისხლის უჯრედების - თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება იწვევდეს სილურჯეების განვითარებას ან სისხლდენის დროის გახანგრძლივებას; ანაფილაქსიური რეაქციები; მადის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ანორექსია); ცუდი ძილი; გაღიზიანებადობა; ხასიათის ცვალებადობა, მათ შორის შფოთვის შეგრძნება; მდგომარეობის დათრგუნვა ან დეპრესია; კანკალი, ძილის დარღვევა; გემოს აღქმის დარღვევა; ცნობიერების დაკარგვა; მგრძნობელობის დაქვეითება; ჩხვლეტის შეგრძნება; ახლომხედველობის გაღრმავება; ხმაური ყურებში (ტინიტუსი); სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ცნობილი, როგორც სტენოკარდია); არარეგულარული გულისცემა; გამონაყარი; თმის ცვენა; ალერგიული ხასიათის ანთება კანზე; კანის გაწითლება; მეწამული ლაქები ან ბალთები კანზე მცირე ზომის სისხლჩაქცევების გამო (პურპურა); კანის ფერის შეცვლა; წითელი ფერის გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება); მომატებული ოფლიანობა; ქავილი; კანზე გამონაყარი; კანის რეაქციები სინათლის მიმართ – როგორიცაა, მზის დამწვრობა ან გამონაყარი; კუნთების ტკივილი; შარდვის გაძნელება; ღამით შარდვის მოთხოვნილება; მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება; სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; სახის შეშუპება; ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება; სხეულის მასის გაზრდა ან შემცირება; ძლიერი დაღლილობა.
იშვიათი:
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება ან მტკივნეულობა; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს; ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია); ძვლის ტვინის დაზიანებს; მოუსვენრობა; ინტერესის დაკარგვის შეგრძნება (აპათია); კრუნჩხვა (კონვულსია); საგნების დანახვა ყვითელ ფერში; თვალების სიმშრალე; სისხლის კოლტების წარმოქმნა (თრომბოზი, ემბოლია); ფილტვებში სითხის დაგროვება; პნევმონია; სისხლძარღვების და კანის კაპილარების ანთება; კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება; კანისა და თვალების გაყვითლება; ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება; წითელი მგლურას სიმპტომები – როგორიცაა გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ცივი ხელის მტევნები და თითები; მძიმე ხარისხის რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამოხატული გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელ სხეულზე კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა და შეშუპების განვითარება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი); მოძრაობის დარღვევა; თირკმელების მწვავე უკმარისობა; არაინფექციური ხასიათის ანთებითი პროცესები თირკმელებში; თირკმელების ფუნქციის დარღვევა; ცხელება; ძალის დაკარგვა (პარეზი) სხეულის ერთ მხარეს ან სხეულის რომელიმე ნაწილში, მაგ. სახის, ხელის ან ფეხის არეში; პათოლოგიური ძილიანობა (ლეთარგია).
ძალიან იშვიათი:
კუნთების გამოხატული დაჭიმულობა, ხელების და ფეხების დაბუჟება; გულის შეტევა, გასტროენტერიტი; ღრძილების გასქელება; ნაწლავის გაუვალობა; ღვიძლის ანთება, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (სუნთქვის მწვავე დარღვევის სინდრომი) (ნიშნები მოიცავს გამოხატულ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების არევას).
სიხშირე უცნობია
მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ექსუდატი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები).
კანკალი, დაძაბული პოზა, ნიღაბის მსგავსი სახე, მოძრაობის შენელება და არამყარი ნაბიჯები.
კანისა და ტუჩების კიბო (კანის არამელანომური კიბო).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აქ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- იმპერიუმი XL-ის შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.
გამოიყენეთ ვარგიასიანობის ვადის გათვალისწინებით.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატ იმპერიუმ XL-ს, თუ შენიშნეთ დეფექტი ან დაზიანება პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ შესაბამის უწყებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.,
Çankaya/ანკარა
მწარმოებელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.,
ASO 2. ve 3. OSB Alcı OSB Mah. 2013 Cad. No.24 Sincan/ანკარა
პაციენტის ეს ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


