პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

იზოფრა

Isofra

ურეცეპტოდ1,25%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომბინირებული თერაპია, მათ შორის: -რინიტი; -რინოფარინგიტი; -სინუსიტი (ძგიდის დაზიანების გარეშე) ოპერაციული ჩარევების შემდეგ ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფრამიცეტინი (framycetin)
ფორმა და შეფუთვა
1,25% (800 000 ს.ე./100მლ) 15მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Recordati Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, ნაზალური სხვა პრეპარატები
ATC კოდი
R01AX08
რეგისტრაციის ნომერი
რ-043745
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoires BOUCHARA-RECORDATI (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს ფიკ მედიკალის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიზოფრა და სხვა წამალი ერთად

იზოფრა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომბინირებული თერაპია, მათ შორის:

  • რინიტი;
  • რინოფარინგიტი;
  • სინუსიტი (ძგიდის დაზიანების გარეშე)

ოპერაციული ჩარევების შემდეგ ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში: ერთი შესხურება თითო ნესტოში 4-6 ჯერ დღეში.

ბავშვებში: ერთი შესხურება თითო ნესტოში 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 7 დღე.

გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფრამიცეტინის და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება ცხვირის დანამატი წიაღების გამოსარეცხად. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში დაბალი შეწოვის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ფრამიცეტინის სულფატი . . . . . . . . . . . . . 1,25გ, შეესაბამება 800 000სე-ს

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო, ან პრაქტიკულად უფერო სითხე

ათქ კოდი: [R01AX08]

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე,

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობის (Staphyloccoccus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneuminiae, Haemophilus influenzae) მიმართ, რომლებიც იწვევენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციური პროცესების განვითარებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

იზოფრა

სავაჭრო სახელწოდება: იზოფრა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფრამიცეტინი

წამლის ფორმა: ნაზალური სპრეი

შემადგენლობა (100 მლ):

აქტიური ნივთიერება:

ფრამიცეტინის სულფატი . . . . . . . . . . . . . 1,25გ, შეესაბამება 800 000სე-ს

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო, ან პრაქტიკულად უფერო სითხე

ათქ კოდი: [R01AX08]

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობის (Staphyloccoccus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneuminiae, Haemophilus influenzae) მიმართ, რომლებიც იწვევენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციური პროცესების განვითარებას.

ჩვენებები

ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომბინირებული თერაპია, მათ შორის:

  • რინიტი;
  • რინოფარინგიტი;
  • სინუსიტი (ძგიდის დაზიანების გარეშე)

ოპერაციული ჩარევების შემდეგ ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფრამიცეტინის და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება ცხვირის დანამატი წიაღების გამოსარეცხად. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილებში: ერთი შესხურება თითო ნესტოში 4-6 ჯერ დღეში.

ბავშვებში: ერთი შესხურება თითო ნესტოში 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 7 დღე.

გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

გვერდითი ეფექტები

შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზა

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში დაბალი შეწოვის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

განსაკუთრებული მითითებები

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამები.

ორსულობა და ლაქტაცია

უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოშვების ფორმა

1,25% ნაზალური სპრეი. 15მლ პოლიეთილენის გაუმჭვირვალე ფლაკონში, აღჭურვილი გამფრქვევით და პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე,

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი იურიდიული პირის დასახელება და მისამართი:

ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი

52, გენერალ შარლ დე გოლის ავენიუ, კოშკი „Hekla”, 92800 პიუტო, საფრანგეთი

მწარმოებელი:

რეკორდატი ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტი ა.შ.,

ორგანიზებული სამრეწველო ზონა

ჩერკქეზკოი, კარააგაჩი, ათათურქის ქუჩა, სახლი 36,

კაპაკლის რაიონი, ტეკირგადის პროვინცია, თურქეთი

პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

შპს “ფიკ-მედიკალი”-ს წარმომადგენლობა საქართველოში 0105;

თბილისი, თავისუფლების მოედანი 7, საქართველო

ტელ: +995 32 2 4340 18

ელ-ფოსტა: [email protected]

V43590.01IL

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა