პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკობაქტერიული საშუალებები

იზონიაზიდი

ISONIAZID

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

3-4 სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატთან კომბინაციაში - ყველა ფორმისა და ლოკალიზაციის აქტიური ტუბერკულოზის სამკურნალოდ; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იზონიაზიდი (isoniazid)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №50 (5X10)
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკობაქტერიული საშუალებები, ჰიდრაზიდები
ATC კოდი
J04AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039096
რეგისტრირებულია
15 სექტემბერი 2023, მოქმედებს 15 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიზონიაზიდი და სხვა წამალი ერთად

იზონიაზიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

3-4 სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატთან კომბინაციაში - ყველა ფორმისა და ლოკალიზაციის აქტიური ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

როგორც მონოთერაპია - ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის სამკურნალოდ და ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის იმ პირებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ან არიან მჭიდრო კონტაქტში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან.

მიღების წესი და დოზირება

სადღეღამისო და მკურნალობის კურსის დოზების დადგენა ხდება ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობიდან და ფორმიდან, იზონიაზიდის ინაქტივაციის ხარისხიდან, თერაპიის ეფექტურობიდან და პრეპარატის ამტანობიდან გამომდინარე. იზონიაზიდი მიიღება შინაგანად ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 30-40 წუთის შემდეგ.

ზრდასრულებსა და ბავშვებს 4 წლიდან უნდა დაენიშნოს სადღეღამისო დოზა 5 მგ/კგ სხეულის მასაზე 1 ჯერ დღე-ღამეში ყოველდღიური გამოყენების დროს ან 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტერმიტირებული მიღების შემთხვევაში (3-ჯერ კვირაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა მოზრდილებში 600 მგ, ბავშვებისათვის - 500 მგ.

აქტიური ტუბერკულოზის მკურნალობა გრძელდება 6-8 თვე, პროფილაქტიკის მიზნით 2-3 თვე. ბავშვები.

ამ სამკურნალო ფორმით იზონიაზიდი ინიშნება ბავშვებში 4 წლიდან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა იზონიაზიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

ეპილეფსია, კრუნჩხვითი შეტევებისადმი მიდრეკილება;

მძიმე ფსიქოზი ( მათ შორის ანამნეზში );

პოლიომიელიტი (მათ შორის ადრე გადატანილი);

ტოქსიკური ჰეპატიტი ანამნეზში იზონიკოტინის მჟავას ჰიდრაზინის (ფტივაზიდი) ) წარმოებულების გამოყენების გამო;

ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;

გამოხატული ათეროსკლეროზი ;

10 მგ/კგ-ზე მეტი დოზით სხეულის მასაზე III ხარისხის გულ-ფილტვის უკმარისობისას, არტერიული ჰიპერტენზიის II-III სტადიის დროს, გულის იშემიური დაავადების, ნერვული სისტემის დაავადებების , თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, ჰეპატიტის გამწვავების პერიოდის, ღვიძლის ციროზის, ბრონქული ასთმის, ფსორიაზის, ეგზემის გამწვავების ფაზის, ჰიპოთირეოზის, მიქსედემის დროს.

სიფრთხილის ზომები

იზონიაზიდით მონოთერაპიის შედეგად წარმოიქმნება მიკობაქტერიების მდგრადი შტამები, ამიტომ ის უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. საჭიროა დოზის სწორად შერჩევა იზონიაზიდის ინაქტივაციის უნარიდან გამომდინარე. იზონიაზიდის დანიშვნამდე მიზანშეწონილია განისაზღვროს მისი ინაქტივაციის სიჩქარე სისხლში და შარდში აქტიური ნივთიერებების შემცველობის მიხედვით. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სწრაფი ინაქტივაცია, იონიაზიდი უნდა დაინიშნოს უფრო მაღალი დოზებით. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად იზონიაზიდთან ერთდროულად ინიშნება პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (პერორალურად ან ინტრამუსკულარულად) ან გლუტამინის მჟავა, თიამინის ქლორიდი ან თიამინის ბრომიდი (ინტრამუსკულურად), ატფ-ს ნატრიუმის მარილი.

შერეული ინფექციის დროს იზონიაზიდთან ერთდროულად უნდა დაინიშნოს ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკები, ფტორქინოლონები, სულფონამიდები.

მკურნალობის დროს აუცილებელია კონტროლი ექიმის მხრიდან, ოფთალმოლოგიური გამოკვლევების რეგულარული ჩატარება. პირველ თვეში გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 2-ჯერ, შემდეგ - თვეში ერთხელ.

ყველა პაციენტს მკურნალობის დროს უნდა ჩაუტარდეს ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები. ამ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ნებისმიერი გაუარესება წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის ჩვენებას. თუ სისხლის შრატში AST-ის დონე იზრდება სამზე მეტჯერ ან მოხდება ბილირუბინის დონის ნებისმიერი მატება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ჰეპატიტის პირველი სიმპტომების გამოვლენისას (ცუდად ყოფნის შეგრძნება, დაქანცულობა, გულისრევა, უმადობა), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

საჭიროა დაცული იქნას სიფრთხილე იზონიაზიდის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით; ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დარღვევების დროს; პაციენტებთან, რომლებიც იღებენ სხვა პოტენციურად ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს.

იზონიაზიდინდუცირებული ჰეპატოტოქსიურობის რისკი იზრდება 35 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, განსაკუთრებით ქალებში, პირებში, რომლებსაც აქვთ პრეპარატის ნელი ინაქტივაცია, აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასრულფასოვანი კვება, ნეიროპათიის მქონე პაციენტებში.

იზონიაზიდი არ უნდა დაენიშნოს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი რეაქციების მქონე პირებს, ღვიძლის მედიკამენტინდუცირებული დაავადებების ჩათვლით.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გლუკოზური ტესტის დადებითი შედეგი.

პაციენტებს, რომლებსაც ემუქრებათ ნეიროპათიის ან პირიდოქსინის უკმარისობის განვითარების რისკი (დიაბეტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულები, პაციენტები ჰიპოტროფიით, თირკმელების ტერმინალური სტადიის უკმარისობით, ორსული ქალები, აივ ინფიცირებულები) უნდა დაენიშნოს პირიდოქსინი.

იზონიაზიდი არ უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად. კვლევებმა აჩვენა, რომ იზონიაზიდის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება საკვებთან ერთად მიღებისას. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სახეები.

იზონიაზიდის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პრეპარატის ნელი ინაქტივაცია და ამავდროულად იღებენ პარაამინოსალიცილის მჟავას, პრეპარატის ქსოვილური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს, რის შედეგადაც იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ეფექტურობის გასაძლიერებლად იზონიაზიდი უნდა იქნას გამოყენებული სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, რიფამპიცინი, ეთამბუტოლი, პირაზინამიდი), ხოლო შერეული ინფექციის შემთხვევაში, ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთდროულად: ფტორქინოლონებთან (მაგალითად, ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი), სულფონამიდებთან (მაგალითად, კო-ტრიმოქსაზოლი), მაკროლიდებთან (მაგალითად, კლარითრომიცინი, აზითრომიცინი, როქსითრომიცინი).

იზონიაზიდი ანელებს გარკვეული სამკურნალო პრეპარატების ღვიძლში მეტაბოლიზმს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ტოქსიკურობის გაზრდა. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება: კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ფენიტოინი, დიაზეპამი, ტრიაზოლამი, ქლორზოქსაზონი, დისულფირამი .

პოტენციურად ჰეპატოტოქსიური და ნეიროტოქსიკური საშუალებები (მათ შორის ეთანოლი, რიფამპიცინი, პარაცეტამოლი) - იზრდება ტოქსიკური ჰეპატიტის და ნეიროპათიის განვითარების ალბათობა (პარაცეტამოლთან იზრდება ჰეპატოტოქსიური ეფექტის მოქმედების რისკი).

იზონიაზიდის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კლირენსი და გაზარდოს ალფეტანილის მოქმედების ხანგრძლივობა .

იზონიაზიდის ერთდროული გამოყენება:

ლევოდოპასთან - მისი თერაპიული ეფექტის დაქვეითება;

რიფამპიცინთან - ღვიძლის დაზიანების რისკის გაზრდა;

გლუკოკორტიკოსტეროიდებთან - იზონიაზიდის მეტაბოლიზმი და ელიმინაცია იზრდება; იტრაკონაზოლთან - შესაძლებელია მისი კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება სისხლის შრატში და მისი თერაპიული ეფექტის არარსებობა. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება;

კეტოკონაზოლთან - შესაძლებელია კეტოკონაზოლის დონის დაქვეითება სისხლის შრატში: უნდა მოხდეს პრეპარატის სისხლში კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა;

აცეტამინოფენთან - ზრდის ამ უკანასკნელის ტოქსიკურობას ტოქსიური მეტაბოლიტების ღვიძლში გენერაციისა და დაგროვების ხარჯზე , რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები;

თეოფილინთან - იზრდება თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში: აუცილებელია სისხლში თეოფილინის დონის კონტროლი და პრეპარატის დოზის შესაბამისი კორექტირება; ვალპროატთან - ვალპროატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება: ვალპროატის დოზები საჭიროებენ კორექტირებას;

სტავუდინთან - დისტალური სენსორული ნეიროპათიის გაზრდილი რისკი;

ციკლოსერინთან - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების გაზრდილი რისკი (ცნს);

ეთოსუქსიმიდთან - ეთოსუქსიმიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვა (სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მომატება და ტოქსიკურობის რისკი);

იზოფლურანთან - ჰეპატოტოქსიურობის გაზრდილი რისკი;

ზალციტაბინთან - აივ ინფიცირებულ პაციენტებში იზონიაზიდის კლირენსი ორმაგდება, შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა იზონიაზიდის და ზალციტაბინის კონცენტრაციების კონტროლი;

ვიტამინ B6 -თან და გლუტამინის მჟავასთან - მცირდება იზონიაზიდის გვერდითი ეფექტების ალბათობა;

დიფენინთან - ძლიერდება დიფენინის ანტიარითმული თვისებები;

ანტაციდურ საშუალებებთან - იზონიაზიდის აბსორბციის დაქვეითება (მათ მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 საათისა);

არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მონოამინოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორებთან - იზონიაზიდი ახდენს ამ პრეპარატების ეფექტების (მათ შორის ტოქსიკურების) პოტენცირებას.

ფენობარბიტალთან - შესაძლოა ჰეპატოტოქსიურობის გაძლიერება;

ამინაზინთან - შესაძლოა იზონიაზიდის მეტაბოლიზმის გაუარესება. საჭიროა პაციენტების

გაკონტროლება იზონიაზიდის ტოქსიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით;

ჰალოპერიდოლთან - შესაძლებელია ჰალოპერიდოლის პლაზმური დონის მატება. საჭიროა ჰალოპერიდოლის დოზის კორექცია;

ანტიკოაგულანტებთან (კუმარინი ან ინდანდიონის წარმოებულები, მაგალითად ვარფარინი) - შესაძლებელია ანტიკოაგულანტების ფერმენტატული მეტაბოლიზმის დათრგუნვა, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მატებას სისხლდენის გაზრდილი რისკით. პროთრომბინის დრო უნდა მოწმდებოდეს გულდასმით;

ენფლურანთან - იზონიაზიდმა შესაძლოა გაზარდოს პოტენციურად ნეფროტოქსიური არაორგანული ფტორიდების - ენფლურანის მეტაბოლიტების წარმოქმნა;

პროკაინამიდთან - იზრდება იზონიაზიდის პლაზმური კონცენტრაცია. აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი იზონიაზიდის ტოქსიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით;

კორტიკოსტეროიდებთან (მაგალითად, პრედნიზოლონი) - აუცილებელია იზონიაზიდის დოზის კორექტირება;

ალუმინის ჰიდროქსიდთან : იზონიაზიდის შეწოვა უარესდება. იზონიაზიდით თერაპიის დროს უნდა იქნას გამოყენებული მჟავას დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებები ან ანტაციდები, რომლებიც არ შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს.

იზონიაზიდისა და მისი მეტაბოლიტის აცეტილიზონიაზიდის მეტაბოლიზმი არ იცვლება ალკოჰოლის მოხმარების დროს , მაგრამ ის შეიძლება გაიზარდოს ქრონიკულ ალკოჰოლიკებში.

ასევე შესაძლოა იზონიაზიდის ურთიერთქმედება საკვებ პროდუქტებთან, რომლებიც შეიცავენ ჰისტამინსა და ტირამინს (მაგარი ყველი, წითელი ღვინო, ტუნა, ტროპიკული თევზი): შეიძლება განვითარდეს გვერდითი რეაქციები, ისეთები, როგორიცაა თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, ალები, არტერიული ჰიპოტენზია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს იზონიაზიდის გამოყენება შესაძლებელია სარგებლი/რისკის თანაფარდობის გათვალისწინებით დოზით 10 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში. ამავე დროს უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ იზონიაზიდი აღწევს პლაცენტის მიღმა და შეიძლება გამოიწვიოს მიელომენინგოცელეს და ჰიპოსპადიის განვითარება, სისხლჩაქცევები (K ჰიპოვიტამინოზის გამო), ნაყოფის ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება.

იზონიაზიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ, ვითვალისწინებთ რა, რომ ბავშვს შესაძლებელია განუვითარდეს ჰეპატიტი და პერიფერიული ნევრიტი, აუცილებელად უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტასა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გასათვალისწინებელია ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კონცენტრაციის უნარზე და რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

გვერდითი მოვლენები

იზონიაზიდის დაგვიანებული ინაქტივაციის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად იზრდება პრეპარატის ტოქსიკური გამოვლინებების რისკი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისკომფორტი მუცლის არეში, ანორექსია, ყაბზობა, მეტეორიზმი, მწვავე პანკრეატიტი.

იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები, მათ შორის. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა მედიკამენტოზური ციება, კანისმიერი გამონაყარი (ქერქისმაგვარი, მაკულოპაპულური დერმატიტი, პურპურა ან ექსფოლიაციური დერმატიტი), კანის ქავილი, ინტერსტიციული პნევმონიტი, ლიმფადენოპათია და ვასკულიტი; შესაძლებელია სისტემური წითელი მგლურას სიმპტომების გამწვავება ან მგლურასმაგვარი სინდრომის გამოჩენა.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა , ძილის დარღვევა, უძილობა, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია/ნევრიტები, მგრძნობელობის დარღვევა.

ფსიქიკური დარღვევები: ფსიქოტური რეაქციები (ტოქსიკური ფსიქოზები), დაწყებული პიროვნულობის უმნიშვნელო ცვლილებებიდან მნიშვნელოვან ფსიქიკურ აშლილობებამდე, რომლებიც, როგორც წესი, ქრებოდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, კრუნჩხვების გახშირება ეპილეფსიით დაავადებულებში, კუნთების მოქაჩვა და კრუნჩხვები, ჰიპერრეფლექსია, ტოქსიკური ენცეფალოპათია, მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების აღრევა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები .

გრძნობის ორგანოები: მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის ნერვის ატროფია, ხმაური ყურებში და სმენის დაკარგვა თირკმელების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში.

რესპირატორული სისტემა, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოები: პნევმონიტი (ალერგიული).

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული ჰიპერტენზია, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან და გულის არეში, მიოკარდიუმის იშემიის გაძლიერება ხანდაზმული ასაკის პირებში.

თირკმლები და შარდგამომყოფი სისტემა: გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება; ნეფროტოქსიურობა, ინტერსტიციული ნეფრიტის ჩათვლით.

ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის დაზიანება, შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST) დონის მომატება , სიყვითლე, ჰეპატიტი, იზონიაზიდასოცირებული ჰეპატიტი (განსაკუთრებით ადამიანებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით ან მათ, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს), ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ნეკროზის განვითარება (განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში), ბილირუბინემია, ბილირუბინურია.

ენდოკრინული სისტემა და მეტაბოლური დარღვევები: პირიდოქსინის დეფიციტი, რომელიც გავლენას ახდენს ტრიპტოფანის ნიკოტინის მჟავად გარდაქმნაზე, პელაგრა, კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების ფუნქციები: გინეკომასტია მამაკაცებში, მენორაგია ქალებში.

სისხლი და ლიმფური სისტემა: ჰემოლიზური და აპლასტიკური ანემია, სიდერობლასტური ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: რევმატოიდული სინდრომი, კუნთების კრუნჩხვები.

სხვა : შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე; "მოხსნის სინდრომი", რომელიც მოიცავს თავის ტკივილს, უძილობას, გაღიზიანებადობას, ნევროზულობას, ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების შემთხვევაში ან სამკურნალო საშუალების გამოყენების დროებითი შეწყვეტის დროს.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის მიღების შემდეგ 30 წუთიდან 3 საათამდე დროის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (მათ შორის ღვიძლის) ფუნქციის დარღვევა - გულისრევა, ღებინება, ანორექსია; ნეიროტოქსიკური გამოვლინებები - თავბრუსხვევა, ციება, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, მხედველობის და სმენის დარღვევები, მოთენთილობა, დეზორიენტაცია, ჰიპერრეფლექსია, გაუგებარი მეტყველება, სტუპორი, მხედველობითი ჰალუცინაციები. დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, სტუპორი, კრუნჩხვები, კომა. ლაბორატორიულ კვლევებისათვის ტიპიურია: შარდში აცეტონის არსებობა, მძიმე მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.

მკურნალობა: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა ზონდით, აქტივირებული ნახშირის შეყვანა მიღების შემდეგ 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგში უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა: პირიდოქსინის შეყვანა ინტრავენურად, საჭიროების შემთხვევაში მისი გამეორება ყოველ 5-30 წუთში. ჰემოდიალიზს ეფექტურად გამოყავს იზონიაზიდი სისხლიდან (იზონიაზიდის 73%-მდე ერთი ხუთსაათიანი სესიის განმავლობაში). კრუნჩხვის დროს უნდა იქნას გამოყენებული დიაზეპამი, მაგნიუმის სულფატის ხსნარი, ვიტამინი B6, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში - მეთიონინი, ლიპამიდი, ატფ, ვიტამინი B12 .

შემდგომი მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს განსაკუთრებულ ყურადღებას ფილტვების ვენტილაციის მონიტორინგს/ხელშეწყობას და მეტაბოლური აციდოზის კორექციას ნატრიუმის ბიკარბონატით. ასევე ეფექტურია ფორსირებული დიურეზი და პერიტონეალური დიალიზი. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: იზონიაზიდი;

1 ტაბლეტი შეიცავს იზონიაზიდს (მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით) 100 მგ ან 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, კალციუმის სტეარატი.

დოზირების ფორმა. აბები.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები:

200 მგ ტაბლეტები: მრგვალი ფორმის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, მოჭრილი კიდეებით (ჩამჭრელებით) და გაყოფილი ხაზით.

შენახვის პირობები

6 წელი.

შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი შეკვრვაში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები. ათქ კოდი J04A C01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

იზონიაზიდს გააჩნია მაღალი ბაქტერიოსტატიკური აქტივობა ტუბერკულოზის მიკობაქტერიების მიმართ, რომელიც აქტიურად მრავლდებიან, ნაკლებად ეფექტურია არააქტიური ბაქტერიების მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გრძელი ჯაჭვის მიკოლის მჟავების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ მიკობაქტერიების უჯრედის გარსის კომპონენტებს. პრეპარატი აფერხებს მიკობაქტერიების ზრდას ადამიანებში კონცენტრაციით 0.03 მკგ/მლ. ინფექციური დაავადებების სხვა გავრცელებულ პათოგენებზე პრეპარატი არ ახდენს გამოხატულ ქიმიოთერაპიულ გავლენას.

ფარმაკოკინეტიკა.

კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ადვილად აღწევს გემატოენცეფალური ბარიერის მიღმა და ვლინდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში და სითხეებში. შინაგანად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1-4 საათის შემდეგ, ტუბერკულოსტატიკური კონცენტრაცია სისხლში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შენარჩუნებულია 6-24 საათის განმავლობაში.

იგი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. შარდში გამოყოფილი აქტიური იზონიაზიდის ოდენობის მიხედვით მიღებულ დოზასთან შედარებით, პაციენტებს ყოფენ "ნელ" და "სწრაფ" ინაქტივატორებად. პირველ კატეგორიაში შედიან პაციენტები, რომლებშიც იზონიაზიდის 10%-მდე გამოიყოფა შარდში დღე-ღამეში, მეორეში - 10%-ზე მეტი დღე-ღამეში.

იზონიაზიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმაში სწრაფი აცეტილაციის შემთხვევაში არის 0,5-1,6 საათი. ნელი აცეტილაციის დროს - 2-4 საათი, თირკმლის უკმარისობისას - 2-5 საათი, თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში - 5-7 საათი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

იზონიაზიდი

(ISONIAZID)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: იზონიაზიდი;

1 ტაბლეტი შეიცავს იზონიაზიდს (მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით) 100 მგ ან 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, კალციუმის სტეარატი.

დოზირების ფორმა. აბები.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები:

200 მგ ტაბლეტები: მრგვალი ფორმის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, მოჭრილი კიდეებით (ჩამჭრელებით) და გაყოფილი ხაზით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები. ათქ კოდი J04A C01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

იზონიაზიდს გააჩნია მაღალი ბაქტერიოსტატიკური აქტივობა ტუბერკულოზის მიკობაქტერიების მიმართ, რომელიც აქტიურად მრავლდებიან, ნაკლებად ეფექტურია არააქტიური ბაქტერიების მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გრძელი ჯაჭვის მიკოლის მჟავების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ მიკობაქტერიების უჯრედის გარსის კომპონენტებს. პრეპარატი აფერხებს მიკობაქტერიების ზრდას ადამიანებში კონცენტრაციით 0.03 მკგ/მლ. ინფექციური დაავადებების სხვა გავრცელებულ პათოგენებზე პრეპარატი არ ახდენს გამოხატულ ქიმიოთერაპიულ გავლენას.

ფარმაკოკინეტიკა.

კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ადვილად აღწევს გემატოენცეფალური ბარიერის მიღმა და ვლინდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში და სითხეებში. შინაგანად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1-4 საათის შემდეგ, ტუბერკულოსტატიკური კონცენტრაცია სისხლში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შენარჩუნებულია 6-24 საათის განმავლობაში.

იგი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. შარდში გამოყოფილი აქტიური იზონიაზიდის ოდენობის მიხედვით მიღებულ დოზასთან შედარებით, პაციენტებს ყოფენ "ნელ" და "სწრაფ" ინაქტივატორებად. პირველ კატეგორიაში შედიან პაციენტები, რომლებშიც იზონიაზიდის 10%-მდე გამოიყოფა შარდში დღე-ღამეში, მეორეში - 10%-ზე მეტი დღე-ღამეში.

იზონიაზიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმაში სწრაფი აცეტილაციის შემთხვევაში არის 0,5-1,6 საათი. ნელი აცეტილაციის დროს - 2-4 საათი, თირკმლის უკმარისობისას - 2-5 საათი, თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში - 5-7 საათი.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

3-4 სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატთან კომბინაციაში - ყველა ფორმისა და ლოკალიზაციის აქტიური ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

როგორც მონოთერაპია - ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის სამკურნალოდ და ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის იმ პირებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ან არიან მჭიდრო კონტაქტში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა იზონიაზიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

ეპილეფსია, კრუნჩხვითი შეტევებისადმი მიდრეკილება;

მძიმე ფსიქოზი ( მათ შორის ანამნეზში );

პოლიომიელიტი (მათ შორის ადრე გადატანილი);

ტოქსიკური ჰეპატიტი ანამნეზში იზონიკოტინის მჟავას ჰიდრაზინის (ფტივაზიდი) ) წარმოებულების გამოყენების გამო;

ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;

გამოხატული ათეროსკლეროზი ;

10 მგ/კგ-ზე მეტი დოზით სხეულის მასაზე III ხარისხის გულ-ფილტვის უკმარისობისას, არტერიული ჰიპერტენზიის II-III სტადიის დროს, გულის იშემიური დაავადების, ნერვული სისტემის დაავადებების , თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, ჰეპატიტის გამწვავების პერიოდის, ღვიძლის ციროზის, ბრონქული ასთმის, ფსორიაზის, ეგზემის გამწვავების ფაზის, ჰიპოთირეოზის, მიქსედემის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა

სახეები.

იზონიაზიდის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პრეპარატის ნელი ინაქტივაცია და ამავდროულად იღებენ პარაამინოსალიცილის მჟავას, პრეპარატის ქსოვილური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს, რის შედეგადაც იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ეფექტურობის გასაძლიერებლად იზონიაზიდი უნდა იქნას გამოყენებული სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, რიფამპიცინი, ეთამბუტოლი, პირაზინამიდი), ხოლო შერეული ინფექციის შემთხვევაში, ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთდროულად: ფტორქინოლონებთან (მაგალითად, ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი), სულფონამიდებთან (მაგალითად, კო-ტრიმოქსაზოლი), მაკროლიდებთან (მაგალითად, კლარითრომიცინი, აზითრომიცინი, როქსითრომიცინი).

იზონიაზიდი ანელებს გარკვეული სამკურნალო პრეპარატების ღვიძლში მეტაბოლიზმს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ტოქსიკურობის გაზრდა. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება: კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ფენიტოინი, დიაზეპამი, ტრიაზოლამი, ქლორზოქსაზონი, დისულფირამი .

პოტენციურად ჰეპატოტოქსიური და ნეიროტოქსიკური საშუალებები (მათ შორის ეთანოლი, რიფამპიცინი, პარაცეტამოლი) - იზრდება ტოქსიკური ჰეპატიტის და ნეიროპათიის განვითარების ალბათობა (პარაცეტამოლთან იზრდება ჰეპატოტოქსიური ეფექტის მოქმედების რისკი).

იზონიაზიდის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კლირენსი და გაზარდოს ალფეტანილის მოქმედების ხანგრძლივობა .

იზონიაზიდის ერთდროული გამოყენება:

ლევოდოპასთან - მისი თერაპიული ეფექტის დაქვეითება;

რიფამპიცინთან - ღვიძლის დაზიანების რისკის გაზრდა;

გლუკოკორტიკოსტეროიდებთან - იზონიაზიდის მეტაბოლიზმი და ელიმინაცია იზრდება; იტრაკონაზოლთან - შესაძლებელია მისი კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება სისხლის შრატში და მისი თერაპიული ეფექტის არარსებობა. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება;

კეტოკონაზოლთან - შესაძლებელია კეტოკონაზოლის დონის დაქვეითება სისხლის შრატში: უნდა მოხდეს პრეპარატის სისხლში კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა;

აცეტამინოფენთან - ზრდის ამ უკანასკნელის ტოქსიკურობას ტოქსიური მეტაბოლიტების ღვიძლში გენერაციისა და დაგროვების ხარჯზე , რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები;

თეოფილინთან - იზრდება თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში: აუცილებელია სისხლში თეოფილინის დონის კონტროლი და პრეპარატის დოზის შესაბამისი კორექტირება; ვალპროატთან - ვალპროატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება: ვალპროატის დოზები საჭიროებენ კორექტირებას;

სტავუდინთან - დისტალური სენსორული ნეიროპათიის გაზრდილი რისკი;

ციკლოსერინთან - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების გაზრდილი რისკი (ცნს);

ეთოსუქსიმიდთან - ეთოსუქსიმიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვა (სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მომატება და ტოქსიკურობის რისკი);

იზოფლურანთან - ჰეპატოტოქსიურობის გაზრდილი რისკი;

ზალციტაბინთან - აივ ინფიცირებულ პაციენტებში იზონიაზიდის კლირენსი ორმაგდება, შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა იზონიაზიდის და ზალციტაბინის კონცენტრაციების კონტროლი;

ვიტამინ B6 -თან და გლუტამინის მჟავასთან - მცირდება იზონიაზიდის გვერდითი ეფექტების ალბათობა;

დიფენინთან - ძლიერდება დიფენინის ანტიარითმული თვისებები;

ანტაციდურ საშუალებებთან - იზონიაზიდის აბსორბციის დაქვეითება (მათ მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 საათისა);

არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მონოამინოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორებთან - იზონიაზიდი ახდენს ამ პრეპარატების ეფექტების (მათ შორის ტოქსიკურების) პოტენცირებას.

ფენობარბიტალთან - შესაძლოა ჰეპატოტოქსიურობის გაძლიერება;

ამინაზინთან - შესაძლოა იზონიაზიდის მეტაბოლიზმის გაუარესება. საჭიროა პაციენტების

გაკონტროლება იზონიაზიდის ტოქსიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით;

ჰალოპერიდოლთან - შესაძლებელია ჰალოპერიდოლის პლაზმური დონის მატება. საჭიროა ჰალოპერიდოლის დოზის კორექცია;

ანტიკოაგულანტებთან (კუმარინი ან ინდანდიონის წარმოებულები, მაგალითად ვარფარინი) - შესაძლებელია ანტიკოაგულანტების ფერმენტატული მეტაბოლიზმის დათრგუნვა, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მატებას სისხლდენის გაზრდილი რისკით. პროთრომბინის დრო უნდა მოწმდებოდეს გულდასმით;

ენფლურანთან - იზონიაზიდმა შესაძლოა გაზარდოს პოტენციურად ნეფროტოქსიური არაორგანული ფტორიდების - ენფლურანის მეტაბოლიტების წარმოქმნა;

პროკაინამიდთან - იზრდება იზონიაზიდის პლაზმური კონცენტრაცია. აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი იზონიაზიდის ტოქსიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით;

კორტიკოსტეროიდებთან (მაგალითად, პრედნიზოლონი) - აუცილებელია იზონიაზიდის დოზის კორექტირება;

ალუმინის ჰიდროქსიდთან : იზონიაზიდის შეწოვა უარესდება. იზონიაზიდით თერაპიის დროს უნდა იქნას გამოყენებული მჟავას დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებები ან ანტაციდები, რომლებიც არ შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს.

იზონიაზიდისა და მისი მეტაბოლიტის აცეტილიზონიაზიდის მეტაბოლიზმი არ იცვლება ალკოჰოლის მოხმარების დროს , მაგრამ ის შეიძლება გაიზარდოს ქრონიკულ ალკოჰოლიკებში.

ასევე შესაძლოა იზონიაზიდის ურთიერთქმედება საკვებ პროდუქტებთან, რომლებიც შეიცავენ ჰისტამინსა და ტირამინს (მაგარი ყველი, წითელი ღვინო, ტუნა, ტროპიკული თევზი): შეიძლება განვითარდეს გვერდითი რეაქციები, ისეთები, როგორიცაა თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, ალები, არტერიული ჰიპოტენზია.

გამოყენების თავისებურებები.

იზონიაზიდით მონოთერაპიის შედეგად წარმოიქმნება მიკობაქტერიების მდგრადი შტამები, ამიტომ ის უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. საჭიროა დოზის სწორად შერჩევა იზონიაზიდის ინაქტივაციის უნარიდან გამომდინარე. იზონიაზიდის დანიშვნამდე მიზანშეწონილია განისაზღვროს მისი ინაქტივაციის სიჩქარე სისხლში და შარდში აქტიური ნივთიერებების შემცველობის მიხედვით. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სწრაფი ინაქტივაცია, იონიაზიდი უნდა დაინიშნოს უფრო მაღალი დოზებით. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად იზონიაზიდთან ერთდროულად ინიშნება პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (პერორალურად ან ინტრამუსკულარულად) ან გლუტამინის მჟავა, თიამინის ქლორიდი ან თიამინის ბრომიდი (ინტრამუსკულურად), ატფ-ს ნატრიუმის მარილი.

შერეული ინფექციის დროს იზონიაზიდთან ერთდროულად უნდა დაინიშნოს ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკები, ფტორქინოლონები, სულფონამიდები.

მკურნალობის დროს აუცილებელია კონტროლი ექიმის მხრიდან, ოფთალმოლოგიური გამოკვლევების რეგულარული ჩატარება. პირველ თვეში გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 2-ჯერ, შემდეგ - თვეში ერთხელ.

ყველა პაციენტს მკურნალობის დროს უნდა ჩაუტარდეს ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები. ამ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ნებისმიერი გაუარესება წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის ჩვენებას. თუ სისხლის შრატში AST-ის დონე იზრდება სამზე მეტჯერ ან მოხდება ბილირუბინის დონის ნებისმიერი მატება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ჰეპატიტის პირველი სიმპტომების გამოვლენისას (ცუდად ყოფნის შეგრძნება, დაქანცულობა, გულისრევა, უმადობა), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

საჭიროა დაცული იქნას სიფრთხილე იზონიაზიდის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით; ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დარღვევების დროს; პაციენტებთან, რომლებიც იღებენ სხვა პოტენციურად ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს.

იზონიაზიდინდუცირებული ჰეპატოტოქსიურობის რისკი იზრდება 35 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, განსაკუთრებით ქალებში, პირებში, რომლებსაც აქვთ პრეპარატის ნელი ინაქტივაცია, აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასრულფასოვანი კვება, ნეიროპათიის მქონე პაციენტებში.

იზონიაზიდი არ უნდა დაენიშნოს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი რეაქციების მქონე პირებს, ღვიძლის მედიკამენტინდუცირებული დაავადებების ჩათვლით.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გლუკოზური ტესტის დადებითი შედეგი.

პაციენტებს, რომლებსაც ემუქრებათ ნეიროპათიის ან პირიდოქსინის უკმარისობის განვითარების რისკი (დიაბეტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულები, პაციენტები ჰიპოტროფიით, თირკმელების ტერმინალური სტადიის უკმარისობით, ორსული ქალები, აივ ინფიცირებულები) უნდა დაენიშნოს პირიდოქსინი.

იზონიაზიდი არ უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად. კვლევებმა აჩვენა, რომ იზონიაზიდის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება საკვებთან ერთად მიღებისას. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

გამოყენება ორსულობისა ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის დროს იზონიაზიდის გამოყენება შესაძლებელია სარგებლი/რისკის თანაფარდობის გათვალისწინებით დოზით 10 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში. ამავე დროს უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ იზონიაზიდი აღწევს პლაცენტის მიღმა და შეიძლება გამოიწვიოს მიელომენინგოცელეს და ჰიპოსპადიის განვითარება, სისხლჩაქცევები (K ჰიპოვიტამინოზის გამო), ნაყოფის ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება.

იზონიაზიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ, ვითვალისწინებთ რა, რომ ბავშვს შესაძლებელია განუვითარდეს ჰეპატიტი და პერიფერიული ნევრიტი, აუცილებელად უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტასა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს

გასათვალისწინებელია ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კონცენტრაციის უნარზე და რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზა.

სადღეღამისო და მკურნალობის კურსის დოზების დადგენა ხდება ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობიდან და ფორმიდან, იზონიაზიდის ინაქტივაციის ხარისხიდან, თერაპიის ეფექტურობიდან და პრეპარატის ამტანობიდან გამომდინარე. იზონიაზიდი მიიღება შინაგანად ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 30-40 წუთის შემდეგ.

ზრდასრულებსა და ბავშვებს 4 წლიდან უნდა დაენიშნოს სადღეღამისო დოზა 5 მგ/კგ სხეულის მასაზე 1 ჯერ დღე-ღამეში ყოველდღიური გამოყენების დროს ან 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტერმიტირებული მიღების შემთხვევაში (3-ჯერ კვირაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა მოზრდილებში 600 მგ, ბავშვებისათვის - 500 მგ.

აქტიური ტუბერკულოზის მკურნალობა გრძელდება 6-8 თვე, პროფილაქტიკის მიზნით 2-3 თვე. ბავშვები.

ამ სამკურნალო ფორმით იზონიაზიდი ინიშნება ბავშვებში 4 წლიდან.

დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის მიღების შემდეგ 30 წუთიდან 3 საათამდე დროის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (მათ შორის ღვიძლის) ფუნქციის დარღვევა - გულისრევა, ღებინება, ანორექსია; ნეიროტოქსიკური გამოვლინებები - თავბრუსხვევა, ციება, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, მხედველობის და სმენის დარღვევები, მოთენთილობა, დეზორიენტაცია, ჰიპერრეფლექსია, გაუგებარი მეტყველება, სტუპორი, მხედველობითი ჰალუცინაციები. დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, სტუპორი, კრუნჩხვები, კომა. ლაბორატორიულ კვლევებისათვის ტიპიურია: შარდში აცეტონის არსებობა, მძიმე მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.

მკურნალობა: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა ზონდით, აქტივირებული ნახშირის შეყვანა მიღების შემდეგ 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგში უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა: პირიდოქსინის შეყვანა ინტრავენურად, საჭიროების შემთხვევაში მისი გამეორება ყოველ 5-30 წუთში. ჰემოდიალიზს ეფექტურად გამოყავს იზონიაზიდი სისხლიდან (იზონიაზიდის 73%-მდე ერთი ხუთსაათიანი სესიის განმავლობაში). კრუნჩხვის დროს უნდა იქნას გამოყენებული დიაზეპამი, მაგნიუმის სულფატის ხსნარი, ვიტამინი B6, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში - მეთიონინი, ლიპამიდი, ატფ, ვიტამინი B12 .

შემდგომი მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს განსაკუთრებულ ყურადღებას ფილტვების ვენტილაციის მონიტორინგს/ხელშეწყობას და მეტაბოლური აციდოზის კორექციას ნატრიუმის ბიკარბონატით. ასევე ეფექტურია ფორსირებული დიურეზი და პერიტონეალური დიალიზი. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

გვერდითი რეაქციები.

იზონიაზიდის დაგვიანებული ინაქტივაციის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად იზრდება პრეპარატის ტოქსიკური გამოვლინებების რისკი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისკომფორტი მუცლის არეში, ანორექსია, ყაბზობა, მეტეორიზმი, მწვავე პანკრეატიტი.

იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები, მათ შორის. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა მედიკამენტოზური ციება, კანისმიერი გამონაყარი (ქერქისმაგვარი, მაკულოპაპულური დერმატიტი, პურპურა ან ექსფოლიაციური დერმატიტი), კანის ქავილი, ინტერსტიციული პნევმონიტი, ლიმფადენოპათია და ვასკულიტი; შესაძლებელია სისტემური წითელი მგლურას სიმპტომების გამწვავება ან მგლურასმაგვარი სინდრომის გამოჩენა.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა , ძილის დარღვევა, უძილობა, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია/ნევრიტები, მგრძნობელობის დარღვევა.

ფსიქიკური დარღვევები: ფსიქოტური რეაქციები (ტოქსიკური ფსიქოზები), დაწყებული პიროვნულობის უმნიშვნელო ცვლილებებიდან მნიშვნელოვან ფსიქიკურ აშლილობებამდე, რომლებიც, როგორც წესი, ქრებოდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, კრუნჩხვების გახშირება ეპილეფსიით დაავადებულებში, კუნთების მოქაჩვა და კრუნჩხვები, ჰიპერრეფლექსია, ტოქსიკური ენცეფალოპათია, მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების აღრევა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები .

გრძნობის ორგანოები: მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის ნერვის ატროფია, ხმაური ყურებში და სმენის დაკარგვა თირკმელების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში.

რესპირატორული სისტემა, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოები: პნევმონიტი (ალერგიული).

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული ჰიპერტენზია, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან და გულის არეში, მიოკარდიუმის იშემიის გაძლიერება ხანდაზმული ასაკის პირებში.

თირკმლები და შარდგამომყოფი სისტემა: გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება; ნეფროტოქსიურობა, ინტერსტიციული ნეფრიტის ჩათვლით.

ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის დაზიანება, შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST) დონის მომატება , სიყვითლე, ჰეპატიტი, იზონიაზიდასოცირებული ჰეპატიტი (განსაკუთრებით ადამიანებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით ან მათ, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს), ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ნეკროზის განვითარება (განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში), ბილირუბინემია, ბილირუბინურია.

ენდოკრინული სისტემა და მეტაბოლური დარღვევები: პირიდოქსინის დეფიციტი, რომელიც გავლენას ახდენს ტრიპტოფანის ნიკოტინის მჟავად გარდაქმნაზე, პელაგრა, კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების ფუნქციები: გინეკომასტია მამაკაცებში, მენორაგია ქალებში.

სისხლი და ლიმფური სისტემა: ჰემოლიზური და აპლასტიკური ანემია, სიდერობლასტური ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: რევმატოიდული სინდრომი, კუნთების კრუნჩხვები.

სხვა : შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე; "მოხსნის სინდრომი", რომელიც მოიცავს თავის ტკივილს, უძილობას, გაღიზიანებადობას, ნევროზულობას, ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების შემთხვევაში ან სამკურნალო საშუალების გამოყენების დროებითი შეწყვეტის დროს.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.

ვარგისობის ვადა. 6 წელი.

შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი შეკვრვაში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი. საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ- ფარმაცევტული ქარხანა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილის მისამართი. უკრაინა, 03134, კიევი, მირას ქუჩა, 17 .

ბოლო გადახედვის თარიღი. 13/04/2020.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა