პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

იარინა პლუსი

Yarina® Plus

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი იარინა® პლიუსი წარმოადგენს ჰორმონალურ კონტრაცეპტიულ საშუალებას, რომელიც შედგება ორი სახის აბებისგან: ერთ-ერთი მათგანი შეიცავს ჰორმონებსა და კალციუმის ლევომეფოლატს, ხოლო მეორე - მხოლოდ კალციუმის ლევომეფოლატს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (3მგ+0,03მგ+0,451მგ დროსპირენონის, ეთინილესტრადიოლის და კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21 + 0,451მგ კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7) №28 კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
Bayer AG (Berlin) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Bayer Weimar GmbH & Co.KG(გერმანია)), გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
ATC კოდი
G03AA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-041124
რეგისტრირებულია
28 მაისი 2024, მოქმედებს 28 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer AG (Leverkusen) (გერმანია)
განმცხადებელი
სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიარინა პლუსი და სხვა წამალი ერთად

იარინა პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი იარინა® პლიუსი წარმოადგენს ჰორმონალურ კონტრაცეპტიულ საშუალებას, რომელიც შედგება ორი სახის აბებისგან: ერთ-ერთი მათგანი შეიცავს ჰორმონებსა და კალციუმის ლევომეფოლატს, ხოლო მეორე - მხოლოდ კალციუმის ლევომეფოლატს.

ვინაიდან კონტრაცეპტიულ პრეპარატ იარინა® პლიუსის შემადგენლობაში შედის ქალის ორი განსხვავებული ჰორმონი - დროსპირენონი და ეთინილესტრადიოლი, იგი მიეკუთვნება კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.

მიღების ჩვენებები

პრეპარატი იარინა® პლიუსი გამოიყენება ქალებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ კონტრაცეფციისთვის (არასასურველი ორსულობის პრევენცია) და ფოლიუმის მჟავის კონცენტრაციის გასაზრდელად იმ მიზნით, რომ შემცირდეს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტის წარმოქმნის რისკი ორსულობის პერიოდში, რომელიც დგება პრეპარატის მიღების ფონზე ან მისი შეწყვეტისთანავე.

პრეპარატ იარინა® მოქმედების პრინციპი

პრეპარატ იარინა® პლიუსის კონტრაცეპტიული ეფექტი ხორციელდება ოვულაციის დათრგუნვის (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა), საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის გაზრდის (რაც ხელს უშლის სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში) და ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს შიდა შრე) ცვლილებების მეშვეობით, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას (ენდომეტრიუმზე მიმაგრება).

იმ ქალებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ იარინა® პლიუსს, მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, მცირდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ტკივილი, ინტენსიურობა და ხანგრძლივობა, რის შედეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

დროსპირენონი დადებითად მოქმედებს პრემენსტრუალურ სინდრომზე (მისი არსებობის შემთხვევაში), ხელს უწყობს სითხის ჰორმონდამოკიდებული შეკავების პრევენციას და აკნეს შემცირებას.

იარინა® პლიუსის შემადგენლობაში არსებული კალციუმის ლევომეფოლატი რეკომენდებულია ქალებისთვის ორსულობამდე, ორსულობის ადრეულ ეტაპებზე ფოლიუმის მჟავის საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება

დღეში 1 აბი ყოველდღე, 28 დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული პაციენტების ჯგუფები

ხნიერი პაციენტები

პრეპარატ იარინა ® პლიუსის მიღება მენოპაუზის (ცხოვრებაში ბოლო მენსტრუაცია) დადგომის შემდეგ არ არის რეკომენდებული.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება (იხილეთ თავი 2, ქვეთავი „უკუჩვენებები“).

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება ან თირკმლის მწვავე უკმარისობა (იხილეთ თავი 2, ქვეთავი „უკუჩვენებები“).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი იარინა® პლიუსი არ უნდა იქნას მიღებული მენარქეს (პირველი მენსტრუაცია) დადგომამდე. არსებული მონაცემები არ ითვალისწინებს დოზირების რეჟიმის კორექციას პაციენტების ამ ჯგუფში

მიღების წესი და (ან) მეთოდი

აბები უნდა მიიღოთ პერორალურად, შეფუთვაზე მითითებული თანმიმდევრობით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. შემდეგი შეფუთვიდან აბების მიღება იწყება წინა შეფუთვის დასრულებისთანავე. მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა („მოხსნის“ სისხლდენა), როგორც წესი, იწყება ღია ნარინჯისფერი აბების (რომლებიც არ შეიცავს ჰორმონს) მიღების დაწყებიდან მე-2–3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს შემდეგი შეფუთვის აბების მიღების დაწყებამდე.

როგორ უნდა დაიწყოთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება

თუ ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ მიგიღიათ წინა თვის განმავლობაში

დაიწყეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ე.ი. მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს), ასეთ შემთხვევაში კონტრაცეფციის დამატებითი ზომები საჭირო არ არის. აუცილებელია იმ აბის მიღება, რომელზეც მითითებულია კვირის შესაბამისი დღე. აბების მიღება შეგიძლიათ დაიწყოთ მენსტრუალური ციკლის მე-2–5 დღიდან, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში დამატებით რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება პირველი შეფუთვიდან აბების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან, ვაგინალური რგოლიდან ან ტრანსდერმული პლასტირიდან გადასვლისას

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება დაიწყეთ წინა შეფუთვიდან ჰორმონების შემცველი ბოლო აბის მიღების მომდევნო დღეს, მაგრამ, აბების მიღებებს შორის ჩვეული 7 დღიანი შესვენებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა (იმ პრეპარატებისთვის, რომლებიც შეიცავს 21 აბს), ან იმ ბოლო აბის მიღების მომდევნო დღისა, რომელიც ჰორმონებს არ შეიცავს (იმ პრეპარატებისთვის, რომელთა შეფუთვაშიც 28 აბია).

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება დაიწყეთ ვაგინალური რგოლის ამოღების ან პლასტირის მოხსნის დღეს, მაგრამ არაუგვიანეს ახალი რგოლის ჩადგმის ან ახალი პლასტირის დაკვრის დღისა.

მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივებიდან („მინი-პილი“, საინექციო ფორმები, იმპლანტი) ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან გადასვლისას, რომელიც უზრუნველყოფს გესტაგენის გამოთავისუფლებას

„მინი-პილიდან“ პრეპარატ იარინა® პლიუსზე ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ გადახვიდეთ (შესვენების გარეშე), იმპლანტიდან ან გესტაგენის შემცველი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან - მათი ამოღების დღეს, ხოლო საინექციო კონტრაცეპტივიდან - შემდეგი ინექციის გაკეთების დღიდან. ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება აბების მიღების დაწყებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში.

ორსულობის პირველ ტრემესტრში აბორტის შემდეგ

პრეპარატის მიღება შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ თვითნებური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში, კონტრაცეფციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის.

მშობიარობის შემდეგ (თუ ძუძუთი არ კვებავთ ბავშვს) ან ორსულობის შეწყვეტისას მეორე ტრემესტრში

პრეპარატის მიღება შეგიძლიათ მშობიარობიდან (თუ ბავშვს ძუძუთი არ კვებავთ) ან მეორე ტრიმესტრში აბორტიდან 21–28-ე დღეს. თუ პრეპარატის მიღება უფრო გვიან დაიწყეთ, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება აბების მიღების დაწყებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ სქესობრივ აქტს უკვე ჰქონდა ადგილი იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე, ჯერ დარწმუნდით, რომ ორსულად არ ხართ, ან ნუ დაიწყებთ პრეპარატის მიღებას მომდევნო მენსტრუაციამდე.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, როდის უნდა დაიწყოთ პრეპარატის მიღება, მიმართეთ ექიმს

პრეპარატ იარინა® პლიუსის შეფუთვის გამოყენების წესი

იარინა® პლიუსის შეფუთვაში შედის ბლისტერი, რომელიც შეიცავს 21 ჰორმონალურ (ნარინჯისფერ) და 7 არაჰორმონალურ (ღია ნარინჯისფერ) აბს, რომელიც შეიცავს კალციუმის ლევომეფოლატს (ბოლო რიგი). შეფუთვაში, ასევე, დევს მიღების თვითწებვადი კალენდარი, რომელიც შედგება კვირის დღეების დასახელებებით მონიშნული 7 თვითწებვადი ზოლისგან. აირჩიეთ ის ზოლი, რომელიც იწყება კვირის იმ დღით, როდესაც იწყებთ აბების მიღებას. მაგალითად, თუ აბების მიღებას იწყებთ ოთხშაბათს, გამოიყენეთ ის ზოლი, რომელიც იწყება „ოთხ.“-ით. დააკარით ზოლი შეფუთვის ზედა ნაწილს ისე, რომ პირველი დღის აღნიშვნა მოხვდეს იმ აბის თავზე, რომლისკენაც მიმართულია ისარი წარწერით „სტარტი“. ამგვარად, თვალსაჩინოდ დაინახავთ, თუ კვირის რომელ დღეს უნდა მიიღოთ თითოეული აბი (აბების თითოეული სვეტის თავზე გამოჩნდება კვირის შესაბამისი დღე).

თუ პრეპარატ იარინა® პლიუსს საჭიროზე დიდი დოზით მიიღებთ

თუ პრეპარატ იარინა® პლიუსს იმაზე მეტი დოზით მიიღებთ, ვიდრე საჭირო იყო, ან აღმოაჩენთ, რომ აბი ბავშვმა გადაყლაპა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

იარინა® პლიუსის დოზის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული სერიოზული მავნე ზეგავლენის შესახებ შეტყობინებები არ ყოფილა მიღებული. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბებისას: გულისრევა, ღებინება და „მოხსნის“ სისხლდენა. ეს უკანასკნელი, პრეპარატის გაუფრთხილებლობით მიღებისას, შეიძლება აღინიშნოს იმ მოზარდ გოგონებშიც, რომლებსაც მენარქეს (პირველი მენსტრუაცია) ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება

არაჰორმონალური ღია ნარინჯისფერი აბების გამოტოვება არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა, რეკომენდებულია ასეთი აბების გადაყრა, რათა შემთხვევით არ გაახანგრძლივოთ არაჰორმონალური აბების მიღების პერიოდი. უნდა გახსოვდეთ, რომ კალციუმის ლევომეფოლატი, რომელსაც ღია ნარინჯისფერი აბები შეიცავს, მნიშვნელოვანია ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების წარმოქმნის რისკის პროფილაქტიკისთვის.

შემდეგი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ ჰორმონების შემცველი ნარინჯისფერი აბების გამოტოვებას:

თუ აბის მიღების დაგვიანება შეადგენს 12 საათზე ნაკლებს, კონტრაცეფციული დაცვა არ მცირდება. გამოტოვებული აბი რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი აბები ჩვეულ დროს მიიღეთ.

თუ აბის მიღების დაგვიანება შეადგენს 12 საათზე მეტს, კონტრაცეფციული დაცვა მცირდება. რაც უფრო მეტი აბია გამოტოვებული ზედიზედ და რაც უფრო ახლოსაა ეს გამოტოვება მიღების დაწყებასთან ან დასრულებასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის ალბათობა.

ამასთან, შეიძლება შემდეგი ორი ძირითადი წესის დაცვა:

პრეპარატის მიღება არასოდეს შეწყვიტოთ 7 დღეზე ხანგრძლივად;

აბების 7 დღიანი უწყვეტი მიღება აუცილებელია საჭირო ეფექტიანობის მისაღწევად.

შესაბამისად, თუ დაგვიანება აბის მიღებაში აღემატება 12 საათს (ინტერვალი ბოლო აბის მიღებიდან შეადგენს 36 საათზე მეტს), იმ კვირის მიხედვით, რომელ კვირაშიც მოხდა აბის გამოტოვება, აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

პრეპარატის მიღების პირველი კვირა (პირველიდან მე-7 დღემდე)

ბოლო გამოტოვებული აბი მაშინვე მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ (მაშინაც კი, თუ ამისათვის ორი აბის ერთდროულად მიღებაა საჭირო). შემდეგი აბები მიიღეთ ჩვეულ დროს. მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებით გამოიყენეთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (მაგალითად, პრეზერვატივი). თუ სქესობრივი აქტი მოხდა აბის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობის დადგომის შესაძლებლობის გათვალისწინება.

პრეპარატის მიღების მეორე კვირა (მე-8 დღიდან მე-14 დღემდე)

ბოლო გამოტოვებული აბი მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ (მაშინაც კი, თუ ამისათვის ორი აბის ერთდროულად მიღებაა საჭირო). შემდეგი აბი მიიღეთ ჩვეულ დროს. თუ წინა 7 დღის განმავლობაში ყველა აბი სწორად იქნა მიღებული, დამატებითი კონტრაცეფციული ზომების გამოყენება საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასევე, ორი ან მეტი აბის გამოტოვებისას, დამატებით აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

პრეპარატის მიღების მესამე კვირა (მე-15 დღიდან 21-ე დღემდე)

კონტრაცეფციის საიმედოობის შემცირების რისკი გარდაუვალია არაჰორმონალური, ღია ნარინჯისფერი აბების მიღების მოახლოებული პერიოდის გამო. ამ შემთხვევაში, აუცილებელია შემდეგი ალგორითმების დაცვა:

თუ პირველი გამოტოვებული აბის წინა 7 დღის განმავლობაში ყველა აბი სწორად იქნა მიღებული, დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. გამოტოვებული აბების მიღებისას იხელმძღვანელეთ პირველი ან მეორე პუნქტით:

თუ პირველი გამოტოვებული აბის წინა 7 დღის განმავლობაში აბები არასწორად იქნა მიღებული, მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებით აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება და, ამ შემთხვევაში, გამოტოვებული აბების მისაღებად იხელმძღვანელეთ პირველი პუნქტით

გამოტოვებული აბი მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი აბის ერთდროულად მიღებას). შემდეგი აბები მიიღეთ ჩვეულ დროს, სანამ არ დამთავრდება მიმდინარე შეფუთვის ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბები. შვიდი ღია ნარინჯისფერი (დამხმარე) აბი გადაყარეთ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. სანამ არ დასრულდება მეორე შეფუთვის ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბები, „მოხსნის“ სისხლდენა ნაკლებსავარაუდოა, თუმცა, შეიძლება აღინიშნოს „მცირე ლაქოვანი“ გამონადენი და/ან „გარღვევითი“ სისხლდენა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეწყვიტოთ მიმდინარე შეფუთვის ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღება, გააკეთოთ 7-დღიანი ან ნაკლები ხანგრძლივობის შესვენება (აბების გამოტოვების დღეების ჩათვლით), რის შემდეგაც დაიწყოთ აბების მიღება ახალი შეფუთვიდან.

თუ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღებას გამოტოვებთ და ღია ნარინჯისფერი (დამხმარე) აბების მიღების პერიოდში „მოხსნის“ სისხლდენა არ დაგეწყებათ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ორსულად არ ხართ.

როგორ უნდა მოიქცეთ ღებინების ან კუჭის ძლიერი აშლილობის შემთხვევაში

თუ აბების მიღების შემდეგ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა, პრეპარატი შეიძლება არასრულად იქნას შეწოვილი, ამიტომ, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. თუ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში აღინიშნება ღებინება ან დიარეა, პრეპარატის მიღების კვირის მიხედვით იხელმძღვანელეთ რეკომენდაციებით, რომლებიც აბების გამოტოვებას ეხება (იხ. ქვეთავი „თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება“). თუ არ გსურთ მიღების ჩვეული სქემის შეცვლა და მენსტრუაციის დაწყების გადატანა კვირის სხვა დღეს, საჭიროა დამატებითი აბის მიღება მეორე შეფუთვიდან. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის გამოყენება

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუ არ გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ ექიმს კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების შესახებ. თუ ორსულობას დაგეგმავთ, უბრალოდ შეწყვიტეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება.

როგორ შეიძლება „მოხსნის“ სისლხდენის დაწყების გადავადება

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების გადასავადებლად აუცილებელია, გამოტოვოთ მიმდინარე შეფუთვის 7 ღია ნარინჯისფერი (არაჰორმონალური) აბის მიღება და გააგრძელოთ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. მას შემდეგ, რაც მიიღებთ მეორე შეფუთვის ყველა (21) ნარინჯისფერ აბს, ასევე, მიიღეთ 7 ღია ნარინჯისფერი აბიც და მაშინვე დაიწყეთ აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. ამგვარად, სურვილისამებრ, ციკლი შეიძლება გახანგრძლივდეს ნებისმიერი ვადით, 3 კვირამდეც კი, სანამ არ იქნება მიღებული მეორე შეფუთვის ყველა ნარინჯისფერი აბი.

თუ საჭიროა, რომ მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა უფრო ადრე დაიწყოს, შეწყვიტეთ მეორე შეფუთვიდან ნარინჯისფერი აბების მიღება, გადაყარეთ ისინი და გააკეთეთ არაუმეტეს 7-დღიანი შესვენება ყველა აბის მიღებაში, შემდეგ კი დაიწყეთ აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. ამ შემთხვევაში, მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა დაიწყება მეორე შეფუთვის ბოლო ნარინჯისფერი აბის მიღებიდან დაახლოებით 2-3 დღეში. მეორე შეფუთვიდან იარინა® პლიუსის მიღებისას, ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღების დღეებში შეიძლება აღინიშნოს „მცირე ლაქოვანი“ გამონადენი და/ან „გარღვევითი“ სისხლდენა.

როგორ შეიძლება „მოხსნის“ სისხლდენის დაწყების დღის შეცვლა

თუ პრეპარატის აბებს რეკომენდაციების შესაბამისად იღებთ, „მოხსნის“ სისხლდენა დაიწყება დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს ყოველ 4 კვირაში ერთხელ. იმისათვის, რომ მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების დღე გადაიტანოთ კვირის სხვა დღეს, შეამცირეთ ღია ნარინჯისფერი აბების მიღების პერიოდი სასურველი დღეების რაოდენობით. მაგალითად, თუ ციკლი ჩვეულებრივ იწყება პარასკევს, ხოლო თქვენ გსურთ, რომ ის დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე), შემდეგი შეფუთვიდან აბების მიღება დაიწყეთ ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გამოიყენოთ მიმდინარე შეფუთვის ბოლო 3 ღია ნარინჯისფერი აბი და დაიწყოთ ნარინჯისფერი აბების მიღება შემდეგი შეფუთვიდან. რაც უფრო ნაკლებ ღია ნარინჯისფერ აბს მიიღებთ, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა არ დაგეწყებათ. შემდეგი შეფუთვიდან აბების მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს „მცირე ლაქოვანი“ გამონადენი და/ან „გარღვევითი“ სისხლდენა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, თუ:

გაქვთ ალერგია დროსპირენონზე, ეთინილესტრადიოლზე ან კალციუმის ლევომეფოლატზე, ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ეს კომპონენტები ჩამოთვლილია ამ ინსტრუქციის მე-6 თავში);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ვენების თრომბოზი (ვენაში თრომბის წარმოქმნა); არტერიული თრომბოზი (არტერიაში თრომბის წარმოქმნა); თრომბოემბოლია (სისხლძარღვის დაბლოკვა მოწყვეტილი თრომბით), მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი; ცერებროვასკულური დარღვევები (თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) დაავადებები, რომლებიც შეიძლება თრომბოზის წინამორბედი გახდეს, მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევა (თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ხანმოკლე შეტევა), სტენოკარდია (ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში);

გაქვთ სისხლის შედედების სისტემის მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევები (მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ, ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტისხეულები ფოსფოლიპიდების - კარდიოლიპინის ანტისხეულები მიმართ, მგლურას ანტიკოაგულანტი), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ვენების ან არტერიების თრომბოზი (იხილეთ ქვეთავი: „პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი“);

გაქვთ ვენების ან არტერიების თრომბოზის წარმოქმნის მაღალი რისკი (იხილეთ ქვეთავი „პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი“);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) შაკიკი (კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით, როგორიცაა მხედველობის ან მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ნებისმიერ ნაწილში);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით (ტრიგლიცერიდების მომატებული შემცველობა სისხლში);

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებებით;

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ოდესმე გქონიათ ასეთი დაავადება და ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის უკმარისობა) დაგრჩათ;

იღებთ ანტივირუსულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან ამ ნივთიერებების კომბინაციას (იხილეთ ქვეთავი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი“);

გაქვთ თირკმლის უკმარისობის მძიმე ან მწვავე ფორმა;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე (მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან არსებობს მასზე ეჭვი;

გაქვთ გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ;

ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

თუ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე მაინც გეხებათ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე. მან შეიძლება გირჩიოთ სხვა პრეპარატის მიღება ან არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის პრინციპულად განსხვავებული მეთოდის (მათ შორის არაჰორმონალურის) გამოყენება.

თუ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სიმპტომი პირველად გამოგივლინდებათ, შეწყვიტეთ მისი მიღება და კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართეთ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღებამდე მკურნალ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. ზოგიერთ შემთხვევაში, პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგულარული სამედიცინო შემოწმება.

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელიმე მაინც გეხებათ, ან თუ რომელიმე მათგანი წარმოიშვა ან გაუარესდა პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში:

ეწევით;

გაქვთ ჭარბი წონა;

გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;

გაწუხებთ შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე (როგორიცაა მხედველობის ან მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ნებისმიერ ნაწილში).

გაქვთ გულის სარქვლების დაავადება;

თქვენს რომელიმე ახლო ნათესავს 50 წლამდე ასაკში გადატანილი აქვს თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებების გარეშე;

გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება);

გაქვთ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლის კომპონენტების დაშლას და თირკმლის ფუნქციის დარღვევას);

გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება);

გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;

გაქვთ ზედაპირული ვენების ფლებიტი (ანთება);

გაქვთ თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);

სისხლში მომატებული გაქვთ ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები (სისხლის ცხიმები);

გაქვთ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადებები;

წარსულში, ორსულობისას ან სასქესო ჰორმონების მიღების პერიოდში, პირველად გაგიჩნდათ ან გაგიუარესდათ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც უკავშირდება ქოლესტაზს (ნაღვლის შეგუბება, რომელიც ვლინდება კანის გაყვითლებით, ყავისფერი ლაქების გაჩენით და ქავილით), ქოლელითიაზი (კენჭები ნაღვლის ბუშტში), სმენის დაქვეითება, პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა), ჰერპესი ორსულობის დროს ან სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება);

ახლახან იმშობიარეთ.

თუ ზემოაღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად გამოგივლინდებათ ან გაგიუარესდებათ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დროს, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი

თრომბოზი არის სისხლძარღვის (არტერიის ან ვენის) დახშობა სისხლის კოლტით (თრომბით).

თრომბოზი ზოგჯერ ფეხის ღრმა ვენებში ვითარდება (ღრმა ვენების თრომბოზი). სისხლძარღვის კედელს მოწყვეტილი თრომბები სისხლის ნაკადთან ერთად ვრცელდება ორგანიზმში, „იჭედება“ უფრო წვრილ სისხლძარღვებში და ბლოკავს მათში სისხლის მიმოქცევას – ამას ვენების თრომბოემბოლია ეწოდება. იმ შემთხვევაში, როდესაც თრომბი ფილტვის სისხლძარღვებს ახშობს, ვითარდება ე.წ. „ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“. ძალიან იშვიათად, თრომბები ხვდება გულის სისხლძარღვებში, რაც იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს (გულის შეტევას). თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოემბოლია ინსულტს იწვევს.

აუცილებელი არ არის, რომ თრომბოზი და ვენების თრომბოემბოლია კონტრაცეპტიული აბების მიღების შედეგად განვითარდეს. მაგალითად, ამ დაავადებების რისკი, ასევე, იზრდება ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

საერთო ჯამში, ვენებისა და არტერიული თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მომატებულია იმ პირებში, რომლებმაც პირველად დაიწყეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება ან განაახლეს ამ პრეპარატების მიღება შესვენების (4 კვირა და მეტი) შემდეგ. ვენების თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაქსიმალურია მიღების პირველი 3 თვის განმავლობაში.

ზოგადად, ვენური თრომბოემბოლიის რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ ნებისმიერ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივს, უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს და რომლებიც არ არიან ორსულად. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების რისკი ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ისეთი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, როგორიცაა იარინა® პლიუსი.

იშვიათ შემთხვევებში, ვენური თრომბოემბოლია (შემთხვევათა 1–2%-ში) და არტერიული თრომბოემბოლია იწვევს ხანგრძლივ სერიოზულ შედეგებს, ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი - ლეტალურ გამოსავალს.

უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, თრომბები შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებშიც, მათ შორის ღვიძლში, ნაწლავებში, თირკმლებში, ტვინსა თუ თვალებში.

სასწრაფოდ შეწყვიტეთ აბების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ შენიშნავთ თრომბოზის, თრომბოემბოლიის, ინსულტის, სისხლძარღვთა გამტარობის დარღვევის ან მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო ნიშნებს, მაგალითად:

თრომბოზის სიმპტომები

მთელი ფეხის ცალმხრივი შეშუპება ან შეშუპება ფეხის ვენის გასწვრივ; ტკივილი ან დისკომფორტი ფეხში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში ან სიარულის დროს; ტემპერატურის ლოკალური მომატება, ფეხის კანის საფარის გაწითლება ან ფერის შეცვლა.

ფილტვების სისხლძარღვების თრომბოემბოლიის სიმპტომები

სუნთქვის გაძნელება ან გახშირება; მოულოდნელი ხველა, მათ შორის, სისხლის ამოხველება; მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმად ჩასუნთქვისას; შფოთვა; ძლიერი თავბრუსხვევა; გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა

ინსულტის სიმპტომები

სახის ან კიდურების უეცარი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს; ცნობიერების უეცარი არევა; მეტყველების ან გაგების პრობლემები; მხედველობის უეცარი დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში; სიარულის უეცარი დარღვევა; თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა; თავის უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე; გონების დაკარგვა ან გულის წასვლა კრუნჩხვებით ან მათ გარეშე

სისხლძარღვთა გამტარობის დარღვევის სიმპტომები

კიდურების უეცარი ტკივილი, შეშუპება და მსუბუქი გალურჯება; ძლიერი ტკივილი მუცლის არეში

მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები

ტკივილი, დისკომფორტი, ზეწოლა, სიმძიმე, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან მკერდის ძვლის უკან; დისკომფორტის შეგრძნება ზურგში, ყბებში, მარცხენა ხელში ან მუცელში; ცივი ოფლი; გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა; ძლიერი სისუსტე, შფოთვა ან სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი); გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა

ვენებსა თუ არტერიებში თრომბების წარმოქმნის, ასევე, თრომბოემბოლიის ან ცერებროვასკულური დარღვევების (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა) რისკი იზრდება

ასაკის მატებასთან ერთად;

თუ ეწევით (სიგარეტების რაოდენობის მატებასთან ან ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);

ჭარბი წონის შემთხვევაში;

თუ თქვენს რომელიმე უახლოეს ნათესავს (მშობლებს, და-ძმას) 50 წლამდე ასაკში გადატანილი აქვს თრომბოზი (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ფილტვის არტერიის დახშობა თრომბით), ინფარქტი, ინსულტი ან თრომბოზის სხვა სახეობა). თრომბოზისადმი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობის შემთხვევაში, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების შესაძლებლობის შესახებ;

ხანგრძლივი უმოძრაობის, დიდი ოპერაციის ან სერიოზული ტრავმის დროს (მაგალითად, ფეხზე/ფეხებზე თაბაშირის ან არტაშანის შემთხვევაში). ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ იარინა®პლიუსის მიღება (თუ ოპერაცია დაგეგმილია, პრეპარატის შეწყვეტა აუცილებელია ოპერაციამდე სულ მცირე ოთხი კვირით ადრე) და ნუ განაახლებთ მის მიღებას ოპერაციიდან ორი კვირის განმავლობაში, სანამ ფეხზე არ დადგებით. დროებითი უმოძრაობაც (მაგალითად, 4 საათზე ხანგრძლივი ავიარეისი), ასევე, შეიძლება გახდეს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში;

თუ გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;

თუ გაქვთ შაკიკი;

თუ გაქვთ გულის სარქვლების დაავადება ან გულის რითმის დარღვევა.

ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ რამდენიმე რისკ-ფაქტორის კომბინაცია ან თუ რომელიმე მათგანი მკვეთრად გაქვთ გამოხატული, საჭიროა მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობის განხილვა. ასეთ შემთხვევებში, თრომბის წარმოქმნის რისკის დონე შეიძლება უფრო მაღალი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ექიმი არ დაგინიშნავთ პრეპარატ იარინა®პლიუსს.

ბავშვის დაბადებისთანავე ქალები იმყოფებიან თრომბების წარმოქმნის მომატებული რისკის ზონაში. თუ ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ჰკითხეთ, თუ რამდენად მალე შეგიძლიათ მშობიარობის შემდეგ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყება.

თუ იარინა® პლიუსის მიღებისას გიხშირდებათ ან გიმძიმდებათ შაკიკის შეტევები, შეწყვიტეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება და მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი იარინა ® პლიუსი და სიმსივნეები

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე არსებითი რისკ-ფაქტორია პაპილომავირუსის ქრონიკული ინფექცია. პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი, თუმცა, უცნობია, არის თუ არა ეს დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან.

ძუძუს კიბო უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვიდრე მათში, ვინც მათ არ იღებს, თუმცა, უცნობია, არის თუ არა ეს დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან. მაგალითად, შესაძლოა კომბინირებული კონტრაცეპტივების მიმღებ ქალებში კიბო უფრო ხშირად იმიტომ ვლინდება, რომ ისინი უფრო ხშირად გადიან გამოკვლევას. იმ ქალებში, რომლებიც ოდესმე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვლინდება ძუძუს კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე მათში, ვისაც ისინი არასდროს გამოუყენებია. ძუძუს კიბოს წარმოშობის სიხშირე თანდათან მცირდება ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ. მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლების რეგულარული შემოწმება; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რაიმე სახის გამაგრებას შენიშნავთ.

იშვიათ შემთხვევებში, პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, კიდევ უფრო იშვიათად კი - კიბო. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული სიმსივნეები იწვევდა სიცოცხლისთვის საშიშ შინაგან სისხლდენებს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მუცლის არეში უჩვეულოდ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში.

სხვა მდგომარეობები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე მაინც პირველად გამოგივლინდებათ, გაგიმეორდებათ ან გაგიუარესდებათ პრეპარატ იარინა® პლიუსის დანიშვნამდე ან მისი მიღების პერიოდში, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს:

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ:

აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ერთდროულად იღებთ კალიუმდამზოგველ პრეპარატებს, ვინაიდან როდესაც სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია ნორმის ზედა ზღვარს აღწევს, არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი დროსპირენონის შემცველი პრეპარატების (როგორიცაა იარინა® პლიუსი) მიღებისას (იხ. ქვეთავი „სხვა პრეპარატები და იარინა® პლიუსი“);

თუ თქვენ (ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს) გაქვთ ჰიპერტრიგლიცერიდემია (სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობა), რადგან ამან, პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, შეიძლება გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი;

თუ იარინა® პლიუსის მიღების დროს აღგენიშნება არტერიული წნევის მდგრადი მატება. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ იარინა® პლიუსის მიღება და მიმართოთ ექიმს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის დასანიშნად. პრეპარატის მიღების გაგრძელებას შეძლებთ როგორც კი არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდება.

თუ წარსულში ორსულობისას ან სქესობრივი ჰორმონების გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობები შეგინიშნავთ: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც ქოლესტაზს (ნაღვლის დინების დაბლოკვა) უკავშირდება; კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში; პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა); სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა); სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება); ჰერპესი ორსულობის დროს; სმენის დაკარგვა, რომელიც ოტოსკლეროზს უკავშირდება;

იარინა® პლიუსის მიღებისას აღინიშნება შემდეგი დაავადებების მიმდინარეობის გაუარესება: ენდოგენური დეპრესია (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევასთან), ეპილეფსია, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება);

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (უეცარი შეშუპება, მაგალითად: ქუთუთოების, პირის, ყელის და ა.შ.), ვინაიდან ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები;

აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ იარინა® პლიუსის მიღება ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;

ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი (განმეორებითი გამოვლენა), რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან წარსულში სქესობრივი ჰორმონების მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ იარინა® პლიუსის მიღება და მიმართეთ ექიმს;

შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში, იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში უნდა იმყოფებოდეთ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ინსულინრეზისტენტობასა და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, თუმცა, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი), ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია, როგორც წესი, საჭირო არ არის;

გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (კანის ჰიპერპიგმენტაცია), განსაკუთრებით წინა ორსულობის დროს. ასეთ შემთხვევაში, იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში მოერიდეთ მზეს ან ულტრაიისფერ გამოსხივებას.

ასევე, გასათვალისწინებელია ის, რომ ფოლატები (იარინა® პლიუსი შეიცავს კალციუმის ლევომეფოლატს) ზოგჯერ ნიღბავენ B 12 ვიტამინის დეფიციტს.

ზემოქმედება ლაბორატორიულ ტესტებზე

გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობა პრეპარატ იარინა® პლიუსის იმ სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში (იხილეთ ქვეთავი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი“).

თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზის ჩაბარება ან სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, რადგან ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ზოგიერთი ანალიზის შედეგზე (მათ შორის ღვიძლის, თირკმლების, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლებზე, პლაზმაში იმ ცილების კონცენტრაციაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტირებაზე, ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებლებზე, სისხლის შედედების პარამეტრებსა და ფიბრინოლიზზე). ცვლილებები, როგორც წესი, არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებს.

გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობა იარინა® პლიუსის იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის შემცველობა პლაზმაში (იხ. ქვეთავი „სხვა პრეპარატები და იარინა® პლიუსი“).

ეფექტიანობის დაქვეითება

„იარინა® პლიუსის ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს: აბების გამოტოვებისას, ჰორმონების შემცველი აბების (ნარინჯისფერი აბები) მიღების პერიოდში ღებინების ან დიარეის დროს, ან სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგად (იხ. ქვეთავი „სხვა პრეპარატები და იარინა® პლიუსი“ და მე-3 თავი „იარინა® პლიუსის მიღება“).“

მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენების სიხშირე და ინტენსიურობა

„იარინა® პლიუსის გამოყენებისას, განსაკუთრებით მიღების პირველ თვეებში, შესაძლოა აღინიშნოს არარეგულარული, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენები (უმნიშვნელო გამონადენი ან ინტენსიური სისხლდენები). ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ ჰიგიენური საშუალებები და გააგრძელეთ აბების მიღება ჩვეულ რეჟიმში. არარეგულარული სისხლდენები, როგორც წესი, წყდება მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი ადაპტირდება პრეპარატთან (ჩვეულებრივ, დაწყებიდან 3 თვის შემდეგ). თუ სისხლდენები გრძელდება, ძლიერდება ან ხელახლა იწყება, მიმართეთ მკურნალ ექიმს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად.

მორიგი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა

თუ ყველა აბს სწორად იღებდით, არ გქონიათ ღებინება ან დიარეა და არ მიგიღიათ სხვა პრეპარატები, ორსულობის ალბათობა ძალზედ დაბალია. გააგრძელეთ იარინა® პლიუსის მიღება ჩვეულ რეჟიმში. მიუხედავად ამისა, იარინა® პლიუსის მიღების რეჟიმის დარღვევის ან „მოხსნის“ სისხლდენის (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა შეფუთვის ბოლო აბების მიღების დასრულებისას) ზედიზედ ორჯერ არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არ დაიწყოთ შემდეგი შეფუთვის მიღება, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ორსულად არ ხართ.

სამედიცინო გამოკვლევების გეგმა პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე და მისი მიღების დროს

იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე (ან განახლებამდე) აუცილებლად აცნობეთ ექიმს არსებული და გადატანილი დაავადებების, ასევე, ოჯახის წევრებში არსებული დაავადებების შესახებ; გაიარეთ ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა, ასევე, დარწმუნდით, რომ ორსულად არ ხართ. საკონტროლო გამოკვლევები აუცილებელია ექიმის რეკომენდაციით, მაგრამ, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ.

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი იარინა® პლიუსი არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან!

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობას შენიშნავთ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან

ნებისმიერი ცვლილება ჯანმრთელობის მდგომარეობაში, განსაკუთრებით იმ პათოლოგიების გაჩენა, რომლებიც ჩამოთვლილია ქვეთავებში: „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“;

ლოკალური სიმაგრეები (კვანძები) სარძევე ჯირკვალში;

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება (იხ. ასევე, ქვეთავი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი“);

მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად, ქვედა კიდურზე დადებულია თაბაშირი), იგეგმება ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა სავარაუდო ოპერაციამდე სულ მცირე ოთხი კვირით ადრე);

უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა საშოდან;

გამოტოვება შეფუთვის მიღების პირველ კვირას გამოტოვეთ იარინა® პლიუსის აბი და ამ შემთხვევამდე შვიდი ან ნაკლები დღით ადრე გქონდათ სქესობრივი კავშირი (იხილეთ, ასევე, ქვეთავი „თუ დაგავიწყდათ იარინა® პლიუსის მიღება“);

მორიგი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ზედიზედ ორჯერ არარსებობა ან ორსულობაზე ეჭვი (ექიმთან კონსულტაციამდე ნუ დაიწყებთ აბების მიღებას შემდეგი შეფუთვიდან).

შეწყვიტეთ აბების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ თრომბოზის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის შესაძლო ნიშნებს (იხილეთ ქვეთავი „პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი“).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება დაუშვებელია მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება. არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლის მიღება იარინა® პლიუსთან ერთად აკრძალულია (იხ. ქვეთავი „უკუჩვენებები“).ასევე, ნებისმიერ სხვა ექიმს, რომელიც გინიშნავთ რაიმე პრეპარატს, აუცილებლად აცნობეთ, რომ იღებთ იარინა® პლიუსს. ექიმმა შეიძლება კონტრაცეფციის დამატებითი ზომების (მაგალითად, პრეზერვატივის) მიღება გირჩიოთ და, თუ ეს საჭიროა, გირჩიოთ, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს ზომები და უნდა მოგიხსნათ თუ არა სხვა პრეპარატი, რომელიც გესაჭიროებათ.

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში იარინა® პლიუსის შემცველობაზე, შეამციროს არასასურველი ორსულობის პრევენციული ეფექტიანობა და გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა.

ასეთი პრეპარატებია:

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ეპილეფსია (მაგალითად: ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი);

ტუბერკულოზი (მაგალითად: რიფამპიცინი);

აივ (HIV) და C ჰეპატიტის ვირუსი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები);

სოკოვანი ინფექციები (მაგალითად: გრიზეოფულვინი, ითრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

ბაქტერიული ინფექციები (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად: კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);

გულ-სისხლძარღვთა გარკვეული დაავადებები და მაღალი არტერიული წნევა (კალციუმის არხების ბლოკატორები, მაგალითად: ვერაპამილი, დილთიაზემი);

ართრიტი და ართროზი (მაგალითად: ეტორიკოქსიბი).

კრაზანას შემცველი პრეპარატები

გრიფრუტის წვენი

კალციუმის ლევომეფოლატის ეფექტურობა პრეპარატ იარინა® პლიუსში შეიძლება შემცირდეს

სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც შეიცავს: მეტოთრექსატს, ტრიმეტოპრიმს, სულფასალაზინს, ტრიამტერენს, ქოლესტირამინს ან ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა: კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი ან ვალპროის მჟავა.

იარინა® პლიუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე, მაგალითად:

ციკლოსპორინის, ლამოტრიჯინის, ომეპრაზოლის, სიმვასტატინის, მიდაზოლამის, თეოფილინის, მელატონინისა და ტიზანიდინის მოქმედებაზე.

იარინა® პლიუსში შემავალმა კალციუმის ლევომეფოლატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ პრეპარატების მოქმედებაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ფოლატების ცვლაზე:

ფენიტოინის, მეტოტრექსატის, პირიმეთამინის მოქმედებაზე.

როგორც აღმოჩნდა, პრეპარატ იარინა® პლიუსისა და იმ ანტივირუსული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, რომლებიც შეიცავს ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან მათ კომბინაციას, >20-ჯერ ზრდის ალანინამინოტრანსფერაზას (ღვიძლის ფერმენტი) კონცენტრაციას ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ჯანმრთელ და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ქალებში (იხილეთ ქვეთავი „უკუჩვენებები“).

პრეპარატი იარინა ® პლიუსი სასმელთან ერთად

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს გრეიფრუტის წვენთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან. პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

ორსულობა

თუ ორსულობა ვლინდება პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. თუ ორსულობას გეგმავთ, იარინა® პლიუსის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ (იხილეთ, ასევე, მე-3 თავის ქვეთავი „თუ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების შეწყვეტა გსურთ“).

მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგებით არ გამოვლენილა განვითარების დეფექტების წარმოქმნის რისკის გაზრდა იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობამდე იღებდნენ სქესობრივ ჰორმონებს, ან როდესაც სქესობრივ ჰორმონებს ორსულობის ადრეულ ეტაპებზე იღებდნენ გაუფრთხილებლობის მიზეზით.

ძუძუთი კვება

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. იმის გასარკვევად, თუ როდის შეიძლება პრეპარატის მიღების დაწყება, ექიმს მიმართეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. შეტყობინებები ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე იარინა® პლიუსის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ არ არის მიღებული.

პრეპარატი იარინა® პლიუსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება

პრეპარატი იარინა® პლიუსი ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით მიიღეთ. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, იარინა® პლიუსმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა, არა ყველა პაციენტში. სერიოზული არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ქვეთავში „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“; ამ რეაქციებიდან თუნდაც ერთ-ერთის შესაძლო ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. შესაძლოა, დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!

ქვემოთ მოყვანილია შესაძლო არასასურველი რეაქციები მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:

ხშირად

(შეიძლება გაჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

დათრგუნული გუნება-განწყობა

თავის ტკივილი

შაკიკი

გულისრევა

მენსტრუალური ციკლის დარღვევები

მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში

სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა/გამაგრება

გამონადენი საშოდან

კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (ინფექციურ-ანთებითი დაავადება)

არახშირად

(შეიძლება გაჩნდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ლიბიდოს მომატება

ლიბიდოს დაქვეითება

არტერიული წნევის მომატება

არტერიული წნევის დაქვეითება

ღებინება

დიარეა

აკნე

ეგზემა

ქავილი

ალოპეცია (თმის ცვენა)

სარძევე ჯირკვლების გადიდება

ვაგინალური ინფექცია

სითხის შეკავება

სხეულის წონის მომატება

სხეულის წონის კლება

იშვიათად

(შეიძლება გაჩნდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

ბრონქული ასთმა

ჰიპოაკუზია (სმენის გაუარესება)

ვენური თრომბოემბოლია

არტერიული თრომბოემბოლია

კვანძოვანი ერითემა (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება მტკივნეული წითელი კვანძებით)

მრავალფორმული ერითემა (კანის სიწითლე)

გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან

ცალკეული არასასურველი რეაქციები

ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომელთათვისაც დადგენილია კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ჯგუფთან (იხილეთ, ასევე, მე-2 ნაწილის ქვეთავები: „უკუჩვენებები“, „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“):

ვენების თრომბოემბოლიური დარღვევები

არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები

არტერიული წნევის მომატება

ღვიძლის სიმსივნეები

მდგომარეობები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კომბინირებული კონტრაცეპტივების მიღებისას, თუმცა, მათი კავშირი პრეპარატთან დამტკიცებული არ არის: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება), ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა), სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება), ჰერპესი ორსულობის დროს, სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება), ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლის კომპონენტების დაშლას და თირკმლის ფუნქციის დარღვევას), ქოლესტაზური სიყვითლე.

ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე).

ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები, რომელთა დროსაც შესაძლოა საჭირო გახდეს კომბინირებული კონტრაცეპტივების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზებამდე.

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (უეცარი შეშუპება, მაგალითად: ქუთუთოების, პირის, ყელის და ა.შ.). ესტროგენების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ან გააძლიეროს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები

ჭარბი დოზა

პრეპარატი იარინა პლიუსის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სიმპტომები

გულისრევა, ღებინება და "მოხსნის" სისხლდენა (შეიძლება განვითარდეს გოგონებში, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ მენარქეს ასაკისთვის, თუ ისინი შემთხვევით მიიღებენ პრეპარატს).

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

კალციუმის ლევომეფოლატი და მისი მეტაბოლიტები იდენტურია ნატურალური საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ფოლატებისა, რომელთა ყოველდღიური მოხმარება ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. კალციუმის ლევომეფოლატის 17 მგ/დღეში დოზით მიღებას (დოზა 37-ჯერ აღემატება, პრეპარატი იარინა პლიუსის 1 ტაბლეტში შემავალ დოზას) ჰქონდა კარგი ამტანობა 12 კვირის განმავლობაში.

შემადგენლობა

პრეპარატი იარინა® პლიუსი შეიცავს

მოქმედი ნივთიერებებია: დროსპირენონი, ეთინილესტრადიოლი, კალციუმის ლევომეფოლატი.

თითოეული ნარინჯისფერი, შემოგარსული აბი (მოქმედ ნივთიერებათა კომბინაციით) შეიცავს 3,000 მგ დროსპირენონს (მიკრონიზებულს), 0,030 მგ ეთინილესტრადიოლს (ეთინილესტრადიოლის ბეტადექს კლათრატის სახით (მიკრონიზებული)) და 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატს [მეტაფოლინი®] (მიკრონიზებულს).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპროლოზა (5 cP), მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ნარინჯისფერი ლაქი ან (ალტერნატიულად): ჰიპრომელოზა (5 cP), მაკროგოლ-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E 172.

თითოეული ღია ნარინჯისფერი, შემოგარსული აბი (დამხმარე ვიტამინიანი აბი) შეიცავს 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატს [მეტაფოლინი®] (მიკრონიზებულს).

გარსი: ღია ნარინჯისფერი ლაქი ან (ალტერნატიულად): ჰიპრომელოზა (5 cP), მაკროგოლ-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E 172.

პრეპარატი იარინა® პლიუსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (იხილეთ თავი 2)

პრეპარატ იარინა® პლიუსის გარესახე და შეფუთვის შიგთავსი

შემოგარსული აბების კომპლექტი:

იარინა® პლიუსი, ნარინჯისფერი აბები, შემოგარსული:

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ნარინჯისფერი აბები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია „Y+“ წესიერ ექვსკუთხედში.

იარინა® პლიუსი, ღია ნარინჯისფერი აბები, შემოგარსული:

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ღია ნარინჯისფერი აბები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია „M+“ წესიერ ექვსკუთხედში.

21 აბი მოქმედ ნივთიერებათა კომბინაციით და 7 დამხმარე ვიტამინიანი აბი მოთავსებულია მრავალშრიანი მასალისგან (PVC-PE-EVOH-PE-PCTFE) დამზადებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში (ბლისტერში), რომელიც დალუქულია ალუმინის ფოლგით. 1 ან 3 ბლისტერი (კომპლექტი), მიღების კალენდრის გასაფორმებელი თვითწებვადი სტიკერების ბლოკთან ერთად (3 ცალი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს პირველი გახსნის კონტროლის მექანიზმიან კოლოფში.

გაცემის წესი -ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვი ვერ ხედავდეს.

არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე („ვარგისია ....-მდე). ვარგისიანობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასქესო ჰორმონები და სასქესო ორგანოების ფუნქციის მოდულატორები; სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეფტივები; გესტაგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები.

კოდი АТХ: G03AA12

პრეპარატი იარინა პლიუსი არის დაბალდოზირებული მონოფაზური კომბინირებული ესტროგენ-პროგესტოგენური კონტრაცეფტული საშუალება, რომელიც შედგება ჰორმონებისა და კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი ტაბლეტებისგან და დამხმარე ტაბლეტებისგან, რომლებიც შეიცავს მხოლოდ კალციუმის ლევომეფოლატს.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივების (კოკ) კონტრაცეფტული ეფექტი ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა, საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის მომატება და ცვლილებები ენდომეტრიუმში.

პრეპარატ იარინა პლიუსის სწორად გამოყენებისას პერლის ინდექსი (100 ქალს შორის ორსულობათა რაოდენობის ამსახველი მაჩვებებელი, რომლებიც იყენებდნენ კონტრაცეპტივს წელის განმავლობაში) არის 1-ზე ნაკლები. ტაბლეტების გამოტოვების ან არასწორად გამოყენებისას პერლის ინდექსი შეიძლება გაიზარდოს.

ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ებს, მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, მცირდება ტკივილი, ინტენსივობა და მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენების ხანგრძლივობა, რის შედეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი. ასევე არსებობს მონაცემები ენდომეტრიუმისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკის შემცირების შესახებ.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დროსპირენონი, რომელიც შედის პრეპარატ იარინა პლიუსის შემადგენლობაში, ხასიათდება ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობით და ხელს უწყობს ჰორმონდამოკიდებული სითხის შეკავების პრევენციას, რაც შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მასის შემცირებით და პერიფერიული შეშუპებების გაჩენის ალბათობის შემცირებით, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის კარგ ამტანობას. დროსპირენონი დადებით გავლენას ახდენს პრემენსტრუალურ სინდრომზე. ეთინილესტრადიოლთან კომბინაციაში დროსპირენონი აჩვენებს კეთილსასურველ ეფექტს ლიპიდურ პროფილზე, რომელიც ხასიათდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მომატებით. დროსპირენონს ასევე აქვს ანტიანდროგენული აქტივობა და ხელს უწყობს ფერიმჭამელების (აკნეს), კანისა და თმის ცხიმიანობის (სებორეა) შემცირებას. დროსპირენონის ეს თავისებურებები გათვალისწინებული უნდა იქნას კონტრაცეფტივის შერჩევისას ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰორმონდამოკიდებული სითხის შეკავება, ასევე აკნეს და სებორეის მქონე ქალებისთვის. დროსპირენონს არ აქვს ანდროგენული, ესტროგენული, გლუკოკორტიკოიდული და ანტიგლუკოკორტიკოიდული აქტივობა. ყოველივე ეს ანტიმინერალოკორტიკოიდულ და ანტიანდროგენულ მოქმედებასთან ერთად უზრუნველყოფს დროსპირენონისთვის ბიოქიმიურ და ფარმაკოლოგიურ პროფილს, რომელიც მსგავსია ბუნებრივი პროგესტერონის.

კალციუმის ლევომეფოლატის მჟავური ფორმა თავისი სტრუქტურით იდენტურია ბუნებრივი L-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის (L-5-მეთილ-ტჰფ), საკვებში არსებული ძირითადი ფოლატური ფორმისა. L-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის საშუალო კონცენტრაცია იმ ადამიანების სისხლის პლაზმაში, რომლებიც არ იყენებენ ფოლიუმის მჟავით გამდიდრებულ საკვებს, შეადგენს დაახლოებით 15 ნმოლ/ლ.

ლევომეფოლატი, ფოლიუმის მჟავისგან განსხვავებით, წარმოადგენს ფოლატის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რის გამოც ის უკეთესად შეითვისება, ვიდრე ფოლიუმის მჟავა. ფოლატების დეფიციტი კორელირებს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების გაზრდილ რისკთან. კალციუმის ლევომეფოლატის მიღება რეკომენდებულია ქალებისთვის ორსულობამდე, ორსულობის ადრეულ სტადიებზე ფოლატებზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ფოლატების ოპტიმალური დონის მიღწევას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დროსპირენონი

აბსორბცია

პერორალური მიღებისას დროსპირენონი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. შიგნით ერთჯერადი მიღების შემდეგ დროსპირენონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში (Cmax), რომელიც დაახლოებით 35 ნგ/მლ-ს ტოლია, მიიღწევა დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას დროსპირენონის ბიოშეღწევადობაზე, რომელიც 76%-დან 85%-მდე დიაპაზონში მერყეობს.

განაწილება

დროსპირენონი უკავშირდება სისხლის შრატის ალბუმინს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების შემბოჭველ გლობულინს (სჰშგ) ან კორტიკოსტეროიდ-შემაკავშირებელ გლობულინს (კსშგ). სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების საერთო კონცენტრაციის მხოლოდ 3-5% არის თავისუფალი ჰორმონის სახით, 95-97% არასპეციფიკურად არის დაკავშირებული ალბუმინთან. ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული სასქესო ჰორმონების შემბოჭველი გლობულინის (სჰშგ) მომატება არ ახდენს გავლენას სისხლის შრატის ცილებით დროსპირენონის დაკავშირებაზე. განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 3,7±1,2 ლ/კგ-ს.

ბიოტრანსფორმაცია

პერორალური მიღების შემდეგ დროსპირენონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების უმეტესობა წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავური ფორმებით. დროსპირენონი, ასევე, წარმოადგენს სუბსტრატს ჟანგვითი მეტაბოლიზმისთვის, რომლის კატალიზს СУР3А4 იზოფერმენტი იწვევს.

სისხლის პლაზმიდან დროსპირენონის კლირენსის სიჩქარეა 1.5±0.2 მლ/წთ/კგ.

ელიმინაცია

პლაზმაში დროსპირენონის კონცენტრაციის შემცირება ორფაზიანია. მეორე, საბოლოო ფაზას ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 31 საათია. უცვლელი სახით დროპირენონი გამოიყოფა მხოლოდ მცირე რაოდენობით. მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თირკმელებიდან დაახლოებით 1.2:1.4 თანაფარდობით. დროსპირენონის მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 40 საათს შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება

სასქესო ჰორმონის შემაკავშირებელი გლობულინის (SHBG) კონცენტრაცია არ ახდენს გავლენას დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკაზე. ყოველდღიური პერორალური მიღებისას, პლაზმაში დროპირენონის კონცენტრაცია 2-3-ჯერ იზრდება, ხოლო სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 8 დღის შემდეგ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა

კვლევებმა აჩვენა, რომ დროსპირენონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას თანაზომადი აღმოჩნდა ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (კკ) = 50-80 მლ/წთ) და ქალებში, რომლებსაც თირკმლის ნორმალური ფუნქცია ჰქონდათ (კრეატინინის კლირენსი > 80 მლ/წთ). მიუხედავად ამისა, ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი = 30-50 მლ/წთ), სისხლის პლაზმაში დროსპირენონის საშუალო კონცენტრაცია 37%-ით უფრო მაღალი იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ქალებთან შედარებით. დროსპირენონის გამოყენებისას სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის ცვლილება არ დაფიქსირებულა.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.

ღვიძლის უკმარისობა

საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე ქალებში (ჩაილდ-პიუს სკალით B კლასი) მრუდის "კონცენტრაცია-დრო" ქვეშ ფართობი (AUC) შედარებადია შესაბამის მაჩვენებელთან ჯანმრთელ ქალებში, რომლებსაც Cmax-ის მსგავსი მნიშვნელობები აქვთ აბსორბციისა და განაწილების ფაზებში. დროსპირენონის T1/2 საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღმოჩნდა 1.8-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში ნორმალური ღვიძლის ფუნქციით.

საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა დროსპირენონის კლირენსის შემცირება დაახლოებით 50%-ით ნორმალური ღვიძლის ფუნქციის მქონე ქალებთან შედარებით, ამასთანავე, არ აღინიშნა განსხვავებები სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაში შესწავლილ ჯგუფებში.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სპირონოლაქტონს (ორივე მდგომარეობა ჰიპერკალიემიის განვითარების წინასწარ განმაპირობებელ ფაქტორებად ითვლება), პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მატება არ დაფიქსირებულა. დროსპირენონი კარგად აიტანება ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე ქალებში (ჩაილდ-პიუს კლასი B).

დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ეთინილესდრადიოლი

აბსორბცია

პერორალური მიღებისას ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად აბსორბირდება. Cmax - 100 პგ/მლ, მიიღწევა 1-2 საათში. შეწოვის და ღვიძლში „პირველი გავლის“ დროს ეთინილესტრადიოლი მეტაბოლიზდება, რის შედეგადაც, პერორალურად მიღებისას, მისი ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 45% მაღალი ინდივიდუალური ცვალებადობის, 20-დან 65%-მდე, გათვალისწინებით. საკვების ერთდროული მიღება ამცირებს ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას გამოკვლეულთა დაახლოებით 25%-ში, მაშინ, როდესაც სხვა გამოკვლეულ პირებში მსგავსი ცვლილებები არ აღინიშნებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში, საკვებთან ერთად ერთდროული მიღებისას ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობა მცირდება 25%-ით.

განაწილება

ეთინილესტრადიოლი არასპეციფიკურად, მაგრამ მჭიდროდ უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინს (დაახლოებით 98,%) და იწვევს სასქესო ჰორმონების შემბოჭველი გლობულინის (სოშგ) კონცენტრაციის მატებას შრატში. განაწილების მოჩვენებითი მოცულობა (Vდ) დაახლოებით 5 ლ/კგ-ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია

ეთინილესტრადიოლი განიცდის მნიშვნელოვან პირველად მეტაბოლიზმს ნაწლავებსა და ღვიძლში გავლისას. ეთინილესტრადიოლი და მისი ჟანგვითი მეტაბოლიტები პირველადად კონიუგირებულია გლუკურონიდებთან ან სულფატებთან. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე დაახლოებით 5 მლ/წთ/კგ-ს შეადგენს.

ელიმინაცია

პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება ორფაზიანია; პირველი ფაზა ხასიათდება დაახლოებით 1 საათის ნახევარგამოყოფის პერიოდით, ხოლო მეორე ფაზა - 20 საათის ნახევარგამოყოფის პერიოდით.

ეთინილესტრადიოლი გამოიყოფა მხოლოდ მეტაბოლიტების სახით თირკმელებით და ნაწლავებიდან 4:6 თანაფარდობით, ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 24 საათი.

ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება

წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა პრეპარატის მიღების ციკლის მეორე ნახევარში, როდესაც ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება 40-110%-ით ერთჯერადი დოზის გამოყენებასთან შედარებით.

ეთნიკური კუთვნილება

ეთნიკური ფაქტორების გავლენა დროსპირენონის და ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე (კვლევა ჩატარდა ევროპეიდული რასის და იაპონელი ქალების კოჰორტებზე) არ დადგენილა.

კალციუმის ლევომეფოლატი

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, კალციუმის ლევომეფოლატი სწრაფად შეიწოვება და ინტეგრირდება ორგანიზმის ფოლატის მარაგში. 0.451 მგ კალციუმის ლევომეფოლატის ერთჯერადი პერორალური მიღებიდან, Cmax იზრდება 50 ნმოლ/ლ-ით საწყის კონცენტრაციასთან შედარებით 0.5–1.5 საათის განმავლობაში.

განაწილება

ფოლატების ფარმაკოკინეტიკა ორფაზიანი ხასიათისაა: აღინიშნება ფოლატების მარაგი ნელი და სწრაფი მეტაბოლიზმით. მარაგი სწრაფი მეტაბოლიზმით, სავარაუდოდ, წარმოადგენს ორგანიზმში ახლად მიღებულ ფოლატებს, რაც შეესაბამება კალციუმის ლეფომეფოლატის ნახევარგამოყოფის ტერმინალურ პერიოდს (T1/2), რომელიც შეადგენს დაახლოებით 4-5 საათს კალციუმის ლევომეფოლატის 0,451 მგ დოზით ერთჯერადი შინაგანი მიღების შემდეგ. მარაგი ნელი მეტაბოლიზმით ასახავს პოლიგლუტამატ-ფოლატის გარდაქმნას, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 100 დღეს. გარედან მიღებული (ეგზოგენური) ფოლატები და ფოლატები, რომლებიც გადიან ნაწლავურ-ღვიძლის ციკლს, უზრუნველყოფენ ორგანიზმში L-5-მეთილ-ტჰფ-ის მუდმივი კონცენტრაციის შენარჩუნებას.

L-5-მეთილ-ტჰფ წარმოადგენს ორგანიზმში ფოლატების არსებობის ძირითად ფორმას, რომელიც ჩვეულებრივ მიეწოდება პერიფერიულ ქსოვილებს უჯრედულ ფოლატურ მეტაბოლიზმში მონაწილეობის მიზნით.

ბიოტრანსფორმაცია

L-5-მეთილ-ტჰფ წარმოადგენს სისხლის პლაზმაში ფოლატის ძირითად სატრანსპორტო ფორმას. 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატის და 0,4 მგ ფოლიუმის მჟავის შედარებისას, აღმოჩენილი იქნა მეტაბოლიზმის მსგავსი მექანიზმები სხვა მნიშვნელოვანი ფოლატებისთვისაც. ფოლატების კოფერმენტები მონაწილეობენ 3 ძირითად დაწყვილებულ მეტაბოლურ ციკლში უჯრედების ციტოპლაზმაში. ეს ციკლები აუცილებელია თიმიდინის და პურინების, დეზოქსირიბონუკლეინის (დნმ) და რიბონუკლეინის (რნმ) წინამორბედი მჟავების, სინთეზისთვის, ასევე ჰომოცისტეინიდან მეთიონინის სინთეზისთვის და სერინის გლიცინად გარდაქმნისთვის.

ელიმინაცია

L-5-მეთილ-ტჰფ გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით და მეტაბოლიტების სახით და ასევე ნაწლავებიდან.

ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება

სისხლის პლაზმაში L-5-მეთილ-ტჰფ წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატის შიგნით მიღების შემდეგ მიიღწევა 8-16 კვირის შემდეგ და დამოკიდებულია მის საწყის კონცენტრაციაზე. ერითროციტებში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა უფრო მოგვიანებით ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობის გამო, რომელიც დაახლოებით 120 დღეს შეადგენს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

იარინა® პლიუსი, 3,000 მგ + 0,030 მგ + 0,451 მგ და 0,451 მგ,

შემოგარსული აბების კომპლექტი

მოქმედი ნივთიერებები: დროსპირენონი, ეთინილესტრადიოლი, კალციუმის ლევომეფოლატი

პრეპარატის მიღებამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია - შესაძლოა, მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატი უშუალოდ თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს, რადგან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო, მათ შორის, იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციის მე-4 თავში.

ინსტრუქციის შინაარსი

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი იარინა® პლიუსი.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღებამდე.

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების წესი.

შესაძლო გვერდითი რეაქციები.

პრეპარატ იარინა® პლიუსის შენახვის პირობები. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი იარინა® პლიუსი.

პრეპარატი იარინა® პლიუსი წარმოადგენს ჰორმონალურ კონტრაცეპტიულ საშუალებას, რომელიც შედგება ორი სახის აბებისგან: ერთ-ერთი მათგანი შეიცავს ჰორმონებსა და კალციუმის ლევომეფოლატს, ხოლო მეორე - მხოლოდ კალციუმის ლევომეფოლატს.

ვინაიდან კონტრაცეპტიულ პრეპარატ იარინა® პლიუსის შემადგენლობაში შედის ქალის ორი განსხვავებული ჰორმონი - დროსპირენონი და ეთინილესტრადიოლი, იგი მიეკუთვნება კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.

მიღების ჩვენებები

პრეპარატი იარინა® პლიუსი გამოიყენება ქალებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ კონტრაცეფციისთვის (არასასურველი ორსულობის პრევენცია) და ფოლიუმის მჟავის კონცენტრაციის გასაზრდელად იმ მიზნით, რომ შემცირდეს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტის წარმოქმნის რისკი ორსულობის პერიოდში, რომელიც დგება პრეპარატის მიღების ფონზე ან მისი შეწყვეტისთანავე.

პრეპარატ იარინა® მოქმედების პრინციპი

პრეპარატ იარინა® პლიუსის კონტრაცეპტიული ეფექტი ხორციელდება ოვულაციის დათრგუნვის (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა), საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის გაზრდის (რაც ხელს უშლის სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში) და ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს შიდა შრე) ცვლილებების მეშვეობით, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას (ენდომეტრიუმზე მიმაგრება).

იმ ქალებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ იარინა® პლიუსს, მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, მცირდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ტკივილი, ინტენსიურობა და ხანგრძლივობა, რის შედეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

დროსპირენონი დადებითად მოქმედებს პრემენსტრუალურ სინდრომზე (მისი არსებობის შემთხვევაში), ხელს უწყობს სითხის ჰორმონდამოკიდებული შეკავების პრევენციას და აკნეს შემცირებას.

იარინა® პლიუსის შემადგენლობაში არსებული კალციუმის ლევომეფოლატი რეკომენდებულია ქალებისთვის ორსულობამდე, ორსულობის ადრეულ ეტაპებზე ფოლიუმის მჟავის საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღებამდე

უკუჩვენებები

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, თუ:

გაქვთ ალერგია დროსპირენონზე, ეთინილესტრადიოლზე ან კალციუმის ლევომეფოლატზე, ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ეს კომპონენტები ჩამოთვლილია ამ ინსტრუქციის მე-6 თავში);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ვენების თრომბოზი (ვენაში თრომბის წარმოქმნა); არტერიული თრომბოზი (არტერიაში თრომბის წარმოქმნა); თრომბოემბოლია (სისხლძარღვის დაბლოკვა მოწყვეტილი თრომბით), მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი; ცერებროვასკულური დარღვევები (თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) დაავადებები, რომლებიც შეიძლება თრომბოზის წინამორბედი გახდეს, მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევა (თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ხანმოკლე შეტევა), სტენოკარდია (ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში);

გაქვთ სისხლის შედედების სისტემის მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევები (მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ, ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტისხეულები ფოსფოლიპიდების - კარდიოლიპინის ანტისხეულები მიმართ, მგლურას ანტიკოაგულანტი), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ვენების ან არტერიების თრომბოზი (იხილეთ ქვეთავი: „პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი“);

გაქვთ ვენების ან არტერიების თრომბოზის წარმოქმნის მაღალი რისკი (იხილეთ ქვეთავი „პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი“);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) შაკიკი (კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით, როგორიცაა მხედველობის ან მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ნებისმიერ ნაწილში);

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით (ტრიგლიცერიდების მომატებული შემცველობა სისხლში);

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებებით;

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ოდესმე გქონიათ ასეთი დაავადება და ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის უკმარისობა) დაგრჩათ;

იღებთ ანტივირუსულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან ამ ნივთიერებების კომბინაციას (იხილეთ ქვეთავი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი“);

გაქვთ თირკმლის უკმარისობის მძიმე ან მწვავე ფორმა;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე (მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან არსებობს მასზე ეჭვი;

გაქვთ გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ;

ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

თუ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე მაინც გეხებათ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე. მან შეიძლება გირჩიოთ სხვა პრეპარატის მიღება ან არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის პრინციპულად განსხვავებული მეთოდის (მათ შორის არაჰორმონალურის) გამოყენება.

თუ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სიმპტომი პირველად გამოგივლინდებათ, შეწყვიტეთ მისი მიღება და კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართეთ.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღებამდე მკურნალ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. ზოგიერთ შემთხვევაში, პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგულარული სამედიცინო შემოწმება.

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელიმე მაინც გეხებათ, ან თუ რომელიმე მათგანი წარმოიშვა ან გაუარესდა პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში:

ეწევით;

გაქვთ ჭარბი წონა;

გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;

გაწუხებთ შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე (როგორიცაა მხედველობის ან მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ნებისმიერ ნაწილში).

გაქვთ გულის სარქვლების დაავადება;

თქვენს რომელიმე ახლო ნათესავს 50 წლამდე ასაკში გადატანილი აქვს თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებების გარეშე;

გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება);

გაქვთ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლის კომპონენტების დაშლას და თირკმლის ფუნქციის დარღვევას);

გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება);

გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;

გაქვთ ზედაპირული ვენების ფლებიტი (ანთება);

გაქვთ თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);

სისხლში მომატებული გაქვთ ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები (სისხლის ცხიმები);

გაქვთ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადებები;

წარსულში, ორსულობისას ან სასქესო ჰორმონების მიღების პერიოდში, პირველად გაგიჩნდათ ან გაგიუარესდათ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც უკავშირდება ქოლესტაზს (ნაღვლის შეგუბება, რომელიც ვლინდება კანის გაყვითლებით, ყავისფერი ლაქების გაჩენით და ქავილით), ქოლელითიაზი (კენჭები ნაღვლის ბუშტში), სმენის დაქვეითება, პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა), ჰერპესი ორსულობის დროს ან სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება);

ახლახან იმშობიარეთ.

თუ ზემოაღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად გამოგივლინდებათ ან გაგიუარესდებათ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დროს, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი

თრომბოზი არის სისხლძარღვის (არტერიის ან ვენის) დახშობა სისხლის კოლტით (თრომბით).

თრომბოზი ზოგჯერ ფეხის ღრმა ვენებში ვითარდება (ღრმა ვენების თრომბოზი). სისხლძარღვის კედელს მოწყვეტილი თრომბები სისხლის ნაკადთან ერთად ვრცელდება ორგანიზმში, „იჭედება“ უფრო წვრილ სისხლძარღვებში და ბლოკავს მათში სისხლის მიმოქცევას – ამას ვენების თრომბოემბოლია ეწოდება. იმ შემთხვევაში, როდესაც თრომბი ფილტვის სისხლძარღვებს ახშობს, ვითარდება ე.წ. „ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“. ძალიან იშვიათად, თრომბები ხვდება გულის სისხლძარღვებში, რაც იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს (გულის შეტევას). თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოემბოლია ინსულტს იწვევს.

აუცილებელი არ არის, რომ თრომბოზი და ვენების თრომბოემბოლია კონტრაცეპტიული აბების მიღების შედეგად განვითარდეს. მაგალითად, ამ დაავადებების რისკი, ასევე, იზრდება ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

საერთო ჯამში, ვენებისა და არტერიული თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მომატებულია იმ პირებში, რომლებმაც პირველად დაიწყეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება ან განაახლეს ამ პრეპარატების მიღება შესვენების (4 კვირა და მეტი) შემდეგ. ვენების თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაქსიმალურია მიღების პირველი 3 თვის განმავლობაში.

ზოგადად, ვენური თრომბოემბოლიის რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ ნებისმიერ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივს, უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს და რომლებიც არ არიან ორსულად. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების რისკი ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ისეთი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, როგორიცაა იარინა® პლიუსი.

იშვიათ შემთხვევებში, ვენური თრომბოემბოლია (შემთხვევათა 1–2%-ში) და არტერიული თრომბოემბოლია იწვევს ხანგრძლივ სერიოზულ შედეგებს, ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი - ლეტალურ გამოსავალს.

უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, თრომბები შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებშიც, მათ შორის ღვიძლში, ნაწლავებში, თირკმლებში, ტვინსა თუ თვალებში.

სასწრაფოდ შეწყვიტეთ აბების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ შენიშნავთ თრომბოზის, თრომბოემბოლიის, ინსულტის, სისხლძარღვთა გამტარობის დარღვევის ან მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო ნიშნებს, მაგალითად:

თრომბოზის სიმპტომები

მთელი ფეხის ცალმხრივი შეშუპება ან შეშუპება ფეხის ვენის გასწვრივ; ტკივილი ან დისკომფორტი ფეხში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში ან სიარულის დროს; ტემპერატურის ლოკალური მომატება, ფეხის კანის საფარის გაწითლება ან ფერის შეცვლა.

ფილტვების სისხლძარღვების თრომბოემბოლიის სიმპტომები

სუნთქვის გაძნელება ან გახშირება; მოულოდნელი ხველა, მათ შორის, სისხლის ამოხველება; მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმად ჩასუნთქვისას; შფოთვა; ძლიერი თავბრუსხვევა; გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა

ინსულტის სიმპტომები

სახის ან კიდურების უეცარი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს; ცნობიერების უეცარი არევა; მეტყველების ან გაგების პრობლემები; მხედველობის უეცარი დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში; სიარულის უეცარი დარღვევა; თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა; თავის უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე; გონების დაკარგვა ან გულის წასვლა კრუნჩხვებით ან მათ გარეშე

სისხლძარღვთა გამტარობის დარღვევის სიმპტომები

კიდურების უეცარი ტკივილი, შეშუპება და მსუბუქი გალურჯება; ძლიერი ტკივილი მუცლის არეში

მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები

ტკივილი, დისკომფორტი, ზეწოლა, სიმძიმე, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან მკერდის ძვლის უკან; დისკომფორტის შეგრძნება ზურგში, ყბებში, მარცხენა ხელში ან მუცელში; ცივი ოფლი; გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა; ძლიერი სისუსტე, შფოთვა ან სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი); გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა

ვენებსა თუ არტერიებში თრომბების წარმოქმნის, ასევე, თრომბოემბოლიის ან ცერებროვასკულური დარღვევების (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა) რისკი იზრდება

ასაკის მატებასთან ერთად;

თუ ეწევით (სიგარეტების რაოდენობის მატებასთან ან ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);

ჭარბი წონის შემთხვევაში;

თუ თქვენს რომელიმე უახლოეს ნათესავს (მშობლებს, და-ძმას) 50 წლამდე ასაკში გადატანილი აქვს თრომბოზი (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ფილტვის არტერიის დახშობა თრომბით), ინფარქტი, ინსულტი ან თრომბოზის სხვა სახეობა). თრომბოზისადმი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობის შემთხვევაში, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების შესაძლებლობის შესახებ;

ხანგრძლივი უმოძრაობის, დიდი ოპერაციის ან სერიოზული ტრავმის დროს (მაგალითად, ფეხზე/ფეხებზე თაბაშირის ან არტაშანის შემთხვევაში). ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ იარინა®პლიუსის მიღება (თუ ოპერაცია დაგეგმილია, პრეპარატის შეწყვეტა აუცილებელია ოპერაციამდე სულ მცირე ოთხი კვირით ადრე) და ნუ განაახლებთ მის მიღებას ოპერაციიდან ორი კვირის განმავლობაში, სანამ ფეხზე არ დადგებით. დროებითი უმოძრაობაც (მაგალითად, 4 საათზე ხანგრძლივი ავიარეისი), ასევე, შეიძლება გახდეს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში;

თუ გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;

თუ გაქვთ შაკიკი;

თუ გაქვთ გულის სარქვლების დაავადება ან გულის რითმის დარღვევა.

ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ რამდენიმე რისკ-ფაქტორის კომბინაცია ან თუ რომელიმე მათგანი მკვეთრად გაქვთ გამოხატული, საჭიროა მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობის განხილვა. ასეთ შემთხვევებში, თრომბის წარმოქმნის რისკის დონე შეიძლება უფრო მაღალი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ექიმი არ დაგინიშნავთ პრეპარატ იარინა®პლიუსს.

ბავშვის დაბადებისთანავე ქალები იმყოფებიან თრომბების წარმოქმნის მომატებული რისკის ზონაში. თუ ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ჰკითხეთ, თუ რამდენად მალე შეგიძლიათ მშობიარობის შემდეგ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყება.

თუ იარინა® პლიუსის მიღებისას გიხშირდებათ ან გიმძიმდებათ შაკიკის შეტევები, შეწყვიტეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება და მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი იარინა ® პლიუსი და სიმსივნეები

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე არსებითი რისკ-ფაქტორია პაპილომავირუსის ქრონიკული ინფექცია. პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი, თუმცა, უცნობია, არის თუ არა ეს დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან.

ძუძუს კიბო უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვიდრე მათში, ვინც მათ არ იღებს, თუმცა, უცნობია, არის თუ არა ეს დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან. მაგალითად, შესაძლოა კომბინირებული კონტრაცეპტივების მიმღებ ქალებში კიბო უფრო ხშირად იმიტომ ვლინდება, რომ ისინი უფრო ხშირად გადიან გამოკვლევას. იმ ქალებში, რომლებიც ოდესმე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვლინდება ძუძუს კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე მათში, ვისაც ისინი არასდროს გამოუყენებია. ძუძუს კიბოს წარმოშობის სიხშირე თანდათან მცირდება ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ. მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლების რეგულარული შემოწმება; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რაიმე სახის გამაგრებას შენიშნავთ.

იშვიათ შემთხვევებში, პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, კიდევ უფრო იშვიათად კი - კიბო. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული სიმსივნეები იწვევდა სიცოცხლისთვის საშიშ შინაგან სისხლდენებს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მუცლის არეში უჩვეულოდ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში.

სხვა მდგომარეობები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე მაინც პირველად გამოგივლინდებათ, გაგიმეორდებათ ან გაგიუარესდებათ პრეპარატ იარინა® პლიუსის დანიშვნამდე ან მისი მიღების პერიოდში, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს:

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ:

აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ერთდროულად იღებთ კალიუმდამზოგველ პრეპარატებს, ვინაიდან როდესაც სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია ნორმის ზედა ზღვარს აღწევს, არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი დროსპირენონის შემცველი პრეპარატების (როგორიცაა იარინა® პლიუსი) მიღებისას (იხ. ქვეთავი „სხვა პრეპარატები და იარინა® პლიუსი“);

თუ თქვენ (ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს) გაქვთ ჰიპერტრიგლიცერიდემია (სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობა), რადგან ამან, პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, შეიძლება გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი;

თუ იარინა® პლიუსის მიღების დროს აღგენიშნება არტერიული წნევის მდგრადი მატება. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ იარინა® პლიუსის მიღება და მიმართოთ ექიმს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის დასანიშნად. პრეპარატის მიღების გაგრძელებას შეძლებთ როგორც კი არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდება.

თუ წარსულში ორსულობისას ან სქესობრივი ჰორმონების გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობები შეგინიშნავთ: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც ქოლესტაზს (ნაღვლის დინების დაბლოკვა) უკავშირდება; კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში; პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა); სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა); სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება); ჰერპესი ორსულობის დროს; სმენის დაკარგვა, რომელიც ოტოსკლეროზს უკავშირდება;

იარინა® პლიუსის მიღებისას აღინიშნება შემდეგი დაავადებების მიმდინარეობის გაუარესება: ენდოგენური დეპრესია (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევასთან), ეპილეფსია, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება);

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (უეცარი შეშუპება, მაგალითად: ქუთუთოების, პირის, ყელის და ა.შ.), ვინაიდან ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები;

აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ იარინა® პლიუსის მიღება ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;

ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი (განმეორებითი გამოვლენა), რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან წარსულში სქესობრივი ჰორმონების მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ იარინა® პლიუსის მიღება და მიმართეთ ექიმს;

შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში, იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში უნდა იმყოფებოდეთ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ინსულინრეზისტენტობასა და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, თუმცა, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი), ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია, როგორც წესი, საჭირო არ არის;

გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (კანის ჰიპერპიგმენტაცია), განსაკუთრებით წინა ორსულობის დროს. ასეთ შემთხვევაში, იარინა® პლიუსის მიღების პერიოდში მოერიდეთ მზეს ან ულტრაიისფერ გამოსხივებას.

ასევე, გასათვალისწინებელია ის, რომ ფოლატები (იარინა® პლიუსი შეიცავს კალციუმის ლევომეფოლატს) ზოგჯერ ნიღბავენ B 12 ვიტამინის დეფიციტს.

ზემოქმედება ლაბორატორიულ ტესტებზე

გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობა პრეპარატ იარინა® პლიუსის იმ სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში (იხილეთ ქვეთავი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი“).

თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზის ჩაბარება ან სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, რადგან ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ზოგიერთი ანალიზის შედეგზე (მათ შორის ღვიძლის, თირკმლების, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლებზე, პლაზმაში იმ ცილების კონცენტრაციაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტირებაზე, ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებლებზე, სისხლის შედედების პარამეტრებსა და ფიბრინოლიზზე). ცვლილებები, როგორც წესი, არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებს.

გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობა იარინა® პლიუსის იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის შემცველობა პლაზმაში (იხ. ქვეთავი „სხვა პრეპარატები და იარინა® პლიუსი“).

ეფექტიანობის დაქვეითება

„იარინა® პლიუსის ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს: აბების გამოტოვებისას, ჰორმონების შემცველი აბების (ნარინჯისფერი აბები) მიღების პერიოდში ღებინების ან დიარეის დროს, ან სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგად (იხ. ქვეთავი „სხვა პრეპარატები და იარინა® პლიუსი“ და მე-3 თავი „იარინა® პლიუსის მიღება“).“

მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენების სიხშირე და ინტენსიურობა

„იარინა® პლიუსის გამოყენებისას, განსაკუთრებით მიღების პირველ თვეებში, შესაძლოა აღინიშნოს არარეგულარული, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენები (უმნიშვნელო გამონადენი ან ინტენსიური სისხლდენები). ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ ჰიგიენური საშუალებები და გააგრძელეთ აბების მიღება ჩვეულ რეჟიმში. არარეგულარული სისხლდენები, როგორც წესი, წყდება მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი ადაპტირდება პრეპარატთან (ჩვეულებრივ, დაწყებიდან 3 თვის შემდეგ). თუ სისხლდენები გრძელდება, ძლიერდება ან ხელახლა იწყება, მიმართეთ მკურნალ ექიმს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად.

მორიგი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა

თუ ყველა აბს სწორად იღებდით, არ გქონიათ ღებინება ან დიარეა და არ მიგიღიათ სხვა პრეპარატები, ორსულობის ალბათობა ძალზედ დაბალია. გააგრძელეთ იარინა® პლიუსის მიღება ჩვეულ რეჟიმში. მიუხედავად ამისა, იარინა® პლიუსის მიღების რეჟიმის დარღვევის ან „მოხსნის“ სისხლდენის (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა შეფუთვის ბოლო აბების მიღების დასრულებისას) ზედიზედ ორჯერ არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არ დაიწყოთ შემდეგი შეფუთვის მიღება, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ორსულად არ ხართ.

სამედიცინო გამოკვლევების გეგმა პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე და მისი მიღების დროს

იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე (ან განახლებამდე) აუცილებლად აცნობეთ ექიმს არსებული და გადატანილი დაავადებების, ასევე, ოჯახის წევრებში არსებული დაავადებების შესახებ; გაიარეთ ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა, ასევე, დარწმუნდით, რომ ორსულად არ ხართ. საკონტროლო გამოკვლევები აუცილებელია ექიმის რეკომენდაციით, მაგრამ, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ.

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი იარინა® პლიუსი არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან!

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობას შენიშნავთ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან

ნებისმიერი ცვლილება ჯანმრთელობის მდგომარეობაში, განსაკუთრებით იმ პათოლოგიების გაჩენა, რომლებიც ჩამოთვლილია ქვეთავებში: „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“;

ლოკალური სიმაგრეები (კვანძები) სარძევე ჯირკვალში;

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება (იხ. ასევე, ქვეთავი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი“);

მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად, ქვედა კიდურზე დადებულია თაბაშირი), იგეგმება ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა სავარაუდო ოპერაციამდე სულ მცირე ოთხი კვირით ადრე);

უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა საშოდან;

გამოტოვება შეფუთვის მიღების პირველ კვირას გამოტოვეთ იარინა® პლიუსის აბი და ამ შემთხვევამდე შვიდი ან ნაკლები დღით ადრე გქონდათ სქესობრივი კავშირი (იხილეთ, ასევე, ქვეთავი „თუ დაგავიწყდათ იარინა® პლიუსის მიღება“);

მორიგი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ზედიზედ ორჯერ არარსებობა ან ორსულობაზე ეჭვი (ექიმთან კონსულტაციამდე ნუ დაიწყებთ აბების მიღებას შემდეგი შეფუთვიდან).

შეწყვიტეთ აბების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ თრომბოზის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის შესაძლო ნიშნებს (იხილეთ ქვეთავი „პრეპარატი იარინა® პლიუსი და თრომბოზი“).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება დაუშვებელია მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომამდე.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება. არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლის მიღება იარინა® პლიუსთან ერთად აკრძალულია (იხ. ქვეთავი „უკუჩვენებები“).ასევე, ნებისმიერ სხვა ექიმს, რომელიც გინიშნავთ რაიმე პრეპარატს, აუცილებლად აცნობეთ, რომ იღებთ იარინა® პლიუსს. ექიმმა შეიძლება კონტრაცეფციის დამატებითი ზომების (მაგალითად, პრეზერვატივის) მიღება გირჩიოთ და, თუ ეს საჭიროა, გირჩიოთ, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს ზომები და უნდა მოგიხსნათ თუ არა სხვა პრეპარატი, რომელიც გესაჭიროებათ.

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში იარინა® პლიუსის შემცველობაზე, შეამციროს არასასურველი ორსულობის პრევენციული ეფექტიანობა და გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა.

ასეთი პრეპარატებია:

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ეპილეფსია (მაგალითად: ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი);

ტუბერკულოზი (მაგალითად: რიფამპიცინი);

აივ (HIV) და C ჰეპატიტის ვირუსი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები);

სოკოვანი ინფექციები (მაგალითად: გრიზეოფულვინი, ითრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

ბაქტერიული ინფექციები (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად: კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);

გულ-სისხლძარღვთა გარკვეული დაავადებები და მაღალი არტერიული წნევა (კალციუმის არხების ბლოკატორები, მაგალითად: ვერაპამილი, დილთიაზემი);

ართრიტი და ართროზი (მაგალითად: ეტორიკოქსიბი).

კრაზანას შემცველი პრეპარატები

გრიფრუტის წვენი

კალციუმის ლევომეფოლატის ეფექტურობა პრეპარატ იარინა® პლიუსში შეიძლება შემცირდეს

სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც შეიცავს: მეტოთრექსატს, ტრიმეტოპრიმს, სულფასალაზინს, ტრიამტერენს, ქოლესტირამინს ან ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა: კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი ან ვალპროის მჟავა.

იარინა® პლიუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე, მაგალითად:

ციკლოსპორინის, ლამოტრიჯინის, ომეპრაზოლის, სიმვასტატინის, მიდაზოლამის, თეოფილინის, მელატონინისა და ტიზანიდინის მოქმედებაზე.

იარინა® პლიუსში შემავალმა კალციუმის ლევომეფოლატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ პრეპარატების მოქმედებაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ფოლატების ცვლაზე:

ფენიტოინის, მეტოტრექსატის, პირიმეთამინის მოქმედებაზე.

როგორც აღმოჩნდა, პრეპარატ იარინა® პლიუსისა და იმ ანტივირუსული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, რომლებიც შეიცავს ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან მათ კომბინაციას, >20-ჯერ ზრდის ალანინამინოტრანსფერაზას (ღვიძლის ფერმენტი) კონცენტრაციას ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ჯანმრთელ და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ქალებში (იხილეთ ქვეთავი „უკუჩვენებები“).

პრეპარატი იარინა ® პლიუსი სასმელთან ერთად

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს გრეიფრუტის წვენთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან. პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

ორსულობა

თუ ორსულობა ვლინდება პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. თუ ორსულობას გეგმავთ, იარინა® პლიუსის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ (იხილეთ, ასევე, მე-3 თავის ქვეთავი „თუ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების შეწყვეტა გსურთ“).

მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგებით არ გამოვლენილა განვითარების დეფექტების წარმოქმნის რისკის გაზრდა იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობამდე იღებდნენ სქესობრივ ჰორმონებს, ან როდესაც სქესობრივ ჰორმონებს ორსულობის ადრეულ ეტაპებზე იღებდნენ გაუფრთხილებლობის მიზეზით.

ძუძუთი კვება

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. იმის გასარკვევად, თუ როდის შეიძლება პრეპარატის მიღების დაწყება, ექიმს მიმართეთ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. შეტყობინებები ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე იარინა® პლიუსის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ არ არის მიღებული.

პრეპარატი იარინა® პლიუსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება

პრეპარატი იარინა® პლიუსი ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით მიიღეთ. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

დღეში 1 აბი ყოველდღე, 28 დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული პაციენტების ჯგუფები

ხნიერი პაციენტები

პრეპარატ იარინა ® პლიუსის მიღება მენოპაუზის (ცხოვრებაში ბოლო მენსტრუაცია) დადგომის შემდეგ არ არის რეკომენდებული.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება (იხილეთ თავი 2, ქვეთავი „უკუჩვენებები“).

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები

ნუ მიიღებთ პრეპარატ იარინა® პლიუსს, თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება ან თირკმლის მწვავე უკმარისობა (იხილეთ თავი 2, ქვეთავი „უკუჩვენებები“).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი იარინა® პლიუსი არ უნდა იქნას მიღებული მენარქეს (პირველი მენსტრუაცია) დადგომამდე. არსებული მონაცემები არ ითვალისწინებს დოზირების რეჟიმის კორექციას პაციენტების ამ ჯგუფში

მიღების წესი და (ან) მეთოდი

აბები უნდა მიიღოთ პერორალურად, შეფუთვაზე მითითებული თანმიმდევრობით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. შემდეგი შეფუთვიდან აბების მიღება იწყება წინა შეფუთვის დასრულებისთანავე. მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა („მოხსნის“ სისხლდენა), როგორც წესი, იწყება ღია ნარინჯისფერი აბების (რომლებიც არ შეიცავს ჰორმონს) მიღების დაწყებიდან მე-2–3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს შემდეგი შეფუთვის აბების მიღების დაწყებამდე.

როგორ უნდა დაიწყოთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება

თუ ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ მიგიღიათ წინა თვის განმავლობაში

დაიწყეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ე.ი. მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს), ასეთ შემთხვევაში კონტრაცეფციის დამატებითი ზომები საჭირო არ არის. აუცილებელია იმ აბის მიღება, რომელზეც მითითებულია კვირის შესაბამისი დღე. აბების მიღება შეგიძლიათ დაიწყოთ მენსტრუალური ციკლის მე-2–5 დღიდან, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში დამატებით რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება პირველი შეფუთვიდან აბების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან, ვაგინალური რგოლიდან ან ტრანსდერმული პლასტირიდან გადასვლისას

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება დაიწყეთ წინა შეფუთვიდან ჰორმონების შემცველი ბოლო აბის მიღების მომდევნო დღეს, მაგრამ, აბების მიღებებს შორის ჩვეული 7 დღიანი შესვენებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა (იმ პრეპარატებისთვის, რომლებიც შეიცავს 21 აბს), ან იმ ბოლო აბის მიღების მომდევნო დღისა, რომელიც ჰორმონებს არ შეიცავს (იმ პრეპარატებისთვის, რომელთა შეფუთვაშიც 28 აბია).

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება დაიწყეთ ვაგინალური რგოლის ამოღების ან პლასტირის მოხსნის დღეს, მაგრამ არაუგვიანეს ახალი რგოლის ჩადგმის ან ახალი პლასტირის დაკვრის დღისა.

მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივებიდან („მინი-პილი“, საინექციო ფორმები, იმპლანტი) ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან გადასვლისას, რომელიც უზრუნველყოფს გესტაგენის გამოთავისუფლებას

„მინი-პილიდან“ პრეპარატ იარინა® პლიუსზე ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ გადახვიდეთ (შესვენების გარეშე), იმპლანტიდან ან გესტაგენის შემცველი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან - მათი ამოღების დღეს, ხოლო საინექციო კონტრაცეპტივიდან - შემდეგი ინექციის გაკეთების დღიდან. ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება აბების მიღების დაწყებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში.

ორსულობის პირველ ტრემესტრში აბორტის შემდეგ

პრეპარატის მიღება შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ თვითნებური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში, კონტრაცეფციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის.

მშობიარობის შემდეგ (თუ ძუძუთი არ კვებავთ ბავშვს) ან ორსულობის შეწყვეტისას მეორე ტრემესტრში

პრეპარატის მიღება შეგიძლიათ მშობიარობიდან (თუ ბავშვს ძუძუთი არ კვებავთ) ან მეორე ტრიმესტრში აბორტიდან 21–28-ე დღეს. თუ პრეპარატის მიღება უფრო გვიან დაიწყეთ, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება აბების მიღების დაწყებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ სქესობრივ აქტს უკვე ჰქონდა ადგილი იარინა® პლიუსის მიღების დაწყებამდე, ჯერ დარწმუნდით, რომ ორსულად არ ხართ, ან ნუ დაიწყებთ პრეპარატის მიღებას მომდევნო მენსტრუაციამდე.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, როდის უნდა დაიწყოთ პრეპარატის მიღება, მიმართეთ ექიმს

პრეპარატ იარინა® პლიუსის შეფუთვის გამოყენების წესი

იარინა® პლიუსის შეფუთვაში შედის ბლისტერი, რომელიც შეიცავს 21 ჰორმონალურ (ნარინჯისფერ) და 7 არაჰორმონალურ (ღია ნარინჯისფერ) აბს, რომელიც შეიცავს კალციუმის ლევომეფოლატს (ბოლო რიგი). შეფუთვაში, ასევე, დევს მიღების თვითწებვადი კალენდარი, რომელიც შედგება კვირის დღეების დასახელებებით მონიშნული 7 თვითწებვადი ზოლისგან. აირჩიეთ ის ზოლი, რომელიც იწყება კვირის იმ დღით, როდესაც იწყებთ აბების მიღებას. მაგალითად, თუ აბების მიღებას იწყებთ ოთხშაბათს, გამოიყენეთ ის ზოლი, რომელიც იწყება „ოთხ.“-ით. დააკარით ზოლი შეფუთვის ზედა ნაწილს ისე, რომ პირველი დღის აღნიშვნა მოხვდეს იმ აბის თავზე, რომლისკენაც მიმართულია ისარი წარწერით „სტარტი“. ამგვარად, თვალსაჩინოდ დაინახავთ, თუ კვირის რომელ დღეს უნდა მიიღოთ თითოეული აბი (აბების თითოეული სვეტის თავზე გამოჩნდება კვირის შესაბამისი დღე).

თუ პრეპარატ იარინა® პლიუსს საჭიროზე დიდი დოზით მიიღებთ

თუ პრეპარატ იარინა® პლიუსს იმაზე მეტი დოზით მიიღებთ, ვიდრე საჭირო იყო, ან აღმოაჩენთ, რომ აბი ბავშვმა გადაყლაპა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

იარინა® პლიუსის დოზის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული სერიოზული მავნე ზეგავლენის შესახებ შეტყობინებები არ ყოფილა მიღებული. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბებისას: გულისრევა, ღებინება და „მოხსნის“ სისხლდენა. ეს უკანასკნელი, პრეპარატის გაუფრთხილებლობით მიღებისას, შეიძლება აღინიშნოს იმ მოზარდ გოგონებშიც, რომლებსაც მენარქეს (პირველი მენსტრუაცია) ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება

არაჰორმონალური ღია ნარინჯისფერი აბების გამოტოვება არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა, რეკომენდებულია ასეთი აბების გადაყრა, რათა შემთხვევით არ გაახანგრძლივოთ არაჰორმონალური აბების მიღების პერიოდი. უნდა გახსოვდეთ, რომ კალციუმის ლევომეფოლატი, რომელსაც ღია ნარინჯისფერი აბები შეიცავს, მნიშვნელოვანია ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების წარმოქმნის რისკის პროფილაქტიკისთვის.

შემდეგი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ ჰორმონების შემცველი ნარინჯისფერი აბების გამოტოვებას:

თუ აბის მიღების დაგვიანება შეადგენს 12 საათზე ნაკლებს, კონტრაცეფციული დაცვა არ მცირდება. გამოტოვებული აბი რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი აბები ჩვეულ დროს მიიღეთ.

თუ აბის მიღების დაგვიანება შეადგენს 12 საათზე მეტს, კონტრაცეფციული დაცვა მცირდება. რაც უფრო მეტი აბია გამოტოვებული ზედიზედ და რაც უფრო ახლოსაა ეს გამოტოვება მიღების დაწყებასთან ან დასრულებასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის ალბათობა.

ამასთან, შეიძლება შემდეგი ორი ძირითადი წესის დაცვა:

პრეპარატის მიღება არასოდეს შეწყვიტოთ 7 დღეზე ხანგრძლივად;

აბების 7 დღიანი უწყვეტი მიღება აუცილებელია საჭირო ეფექტიანობის მისაღწევად.

შესაბამისად, თუ დაგვიანება აბის მიღებაში აღემატება 12 საათს (ინტერვალი ბოლო აბის მიღებიდან შეადგენს 36 საათზე მეტს), იმ კვირის მიხედვით, რომელ კვირაშიც მოხდა აბის გამოტოვება, აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

პრეპარატის მიღების პირველი კვირა (პირველიდან მე-7 დღემდე)

ბოლო გამოტოვებული აბი მაშინვე მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ (მაშინაც კი, თუ ამისათვის ორი აბის ერთდროულად მიღებაა საჭირო). შემდეგი აბები მიიღეთ ჩვეულ დროს. მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებით გამოიყენეთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (მაგალითად, პრეზერვატივი). თუ სქესობრივი აქტი მოხდა აბის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობის დადგომის შესაძლებლობის გათვალისწინება.

პრეპარატის მიღების მეორე კვირა (მე-8 დღიდან მე-14 დღემდე)

ბოლო გამოტოვებული აბი მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ (მაშინაც კი, თუ ამისათვის ორი აბის ერთდროულად მიღებაა საჭირო). შემდეგი აბი მიიღეთ ჩვეულ დროს. თუ წინა 7 დღის განმავლობაში ყველა აბი სწორად იქნა მიღებული, დამატებითი კონტრაცეფციული ზომების გამოყენება საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასევე, ორი ან მეტი აბის გამოტოვებისას, დამატებით აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

პრეპარატის მიღების მესამე კვირა (მე-15 დღიდან 21-ე დღემდე)

კონტრაცეფციის საიმედოობის შემცირების რისკი გარდაუვალია არაჰორმონალური, ღია ნარინჯისფერი აბების მიღების მოახლოებული პერიოდის გამო. ამ შემთხვევაში, აუცილებელია შემდეგი ალგორითმების დაცვა:

თუ პირველი გამოტოვებული აბის წინა 7 დღის განმავლობაში ყველა აბი სწორად იქნა მიღებული, დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. გამოტოვებული აბების მიღებისას იხელმძღვანელეთ პირველი ან მეორე პუნქტით:

თუ პირველი გამოტოვებული აბის წინა 7 დღის განმავლობაში აბები არასწორად იქნა მიღებული, მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებით აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება და, ამ შემთხვევაში, გამოტოვებული აბების მისაღებად იხელმძღვანელეთ პირველი პუნქტით

გამოტოვებული აბი მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი აბის ერთდროულად მიღებას). შემდეგი აბები მიიღეთ ჩვეულ დროს, სანამ არ დამთავრდება მიმდინარე შეფუთვის ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბები. შვიდი ღია ნარინჯისფერი (დამხმარე) აბი გადაყარეთ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. სანამ არ დასრულდება მეორე შეფუთვის ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბები, „მოხსნის“ სისხლდენა ნაკლებსავარაუდოა, თუმცა, შეიძლება აღინიშნოს „მცირე ლაქოვანი“ გამონადენი და/ან „გარღვევითი“ სისხლდენა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეწყვიტოთ მიმდინარე შეფუთვის ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღება, გააკეთოთ 7-დღიანი ან ნაკლები ხანგრძლივობის შესვენება (აბების გამოტოვების დღეების ჩათვლით), რის შემდეგაც დაიწყოთ აბების მიღება ახალი შეფუთვიდან.

თუ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღებას გამოტოვებთ და ღია ნარინჯისფერი (დამხმარე) აბების მიღების პერიოდში „მოხსნის“ სისხლდენა არ დაგეწყებათ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ორსულად არ ხართ.

როგორ უნდა მოიქცეთ ღებინების ან კუჭის ძლიერი აშლილობის შემთხვევაში

თუ აბების მიღების შემდეგ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა, პრეპარატი შეიძლება არასრულად იქნას შეწოვილი, ამიტომ, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. თუ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში აღინიშნება ღებინება ან დიარეა, პრეპარატის მიღების კვირის მიხედვით იხელმძღვანელეთ რეკომენდაციებით, რომლებიც აბების გამოტოვებას ეხება (იხ. ქვეთავი „თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება“). თუ არ გსურთ მიღების ჩვეული სქემის შეცვლა და მენსტრუაციის დაწყების გადატანა კვირის სხვა დღეს, საჭიროა დამატებითი აბის მიღება მეორე შეფუთვიდან. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის გამოყენება

პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუ არ გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ ექიმს კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების შესახებ. თუ ორსულობას დაგეგმავთ, უბრალოდ შეწყვიტეთ პრეპარატ იარინა® პლიუსის მიღება.

როგორ შეიძლება „მოხსნის“ სისლხდენის დაწყების გადავადება

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების გადასავადებლად აუცილებელია, გამოტოვოთ მიმდინარე შეფუთვის 7 ღია ნარინჯისფერი (არაჰორმონალური) აბის მიღება და გააგრძელოთ ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. მას შემდეგ, რაც მიიღებთ მეორე შეფუთვის ყველა (21) ნარინჯისფერ აბს, ასევე, მიიღეთ 7 ღია ნარინჯისფერი აბიც და მაშინვე დაიწყეთ აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. ამგვარად, სურვილისამებრ, ციკლი შეიძლება გახანგრძლივდეს ნებისმიერი ვადით, 3 კვირამდეც კი, სანამ არ იქნება მიღებული მეორე შეფუთვის ყველა ნარინჯისფერი აბი.

თუ საჭიროა, რომ მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა უფრო ადრე დაიწყოს, შეწყვიტეთ მეორე შეფუთვიდან ნარინჯისფერი აბების მიღება, გადაყარეთ ისინი და გააკეთეთ არაუმეტეს 7-დღიანი შესვენება ყველა აბის მიღებაში, შემდეგ კი დაიწყეთ აბების მიღება ახალი შეფუთვიდან. ამ შემთხვევაში, მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა დაიწყება მეორე შეფუთვის ბოლო ნარინჯისფერი აბის მიღებიდან დაახლოებით 2-3 დღეში. მეორე შეფუთვიდან იარინა® პლიუსის მიღებისას, ნარინჯისფერი (ჰორმონების შემცველი) აბების მიღების დღეებში შეიძლება აღინიშნოს „მცირე ლაქოვანი“ გამონადენი და/ან „გარღვევითი“ სისხლდენა.

როგორ შეიძლება „მოხსნის“ სისხლდენის დაწყების დღის შეცვლა

თუ პრეპარატის აბებს რეკომენდაციების შესაბამისად იღებთ, „მოხსნის“ სისხლდენა დაიწყება დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს ყოველ 4 კვირაში ერთხელ. იმისათვის, რომ მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების დღე გადაიტანოთ კვირის სხვა დღეს, შეამცირეთ ღია ნარინჯისფერი აბების მიღების პერიოდი სასურველი დღეების რაოდენობით. მაგალითად, თუ ციკლი ჩვეულებრივ იწყება პარასკევს, ხოლო თქვენ გსურთ, რომ ის დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე), შემდეგი შეფუთვიდან აბების მიღება დაიწყეთ ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გამოიყენოთ მიმდინარე შეფუთვის ბოლო 3 ღია ნარინჯისფერი აბი და დაიწყოთ ნარინჯისფერი აბების მიღება შემდეგი შეფუთვიდან. რაც უფრო ნაკლებ ღია ნარინჯისფერ აბს მიიღებთ, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა არ დაგეწყებათ. შემდეგი შეფუთვიდან აბების მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს „მცირე ლაქოვანი“ გამონადენი და/ან „გარღვევითი“ სისხლდენა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ისევე, როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, იარინა® პლიუსმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა, არა ყველა პაციენტში. სერიოზული არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ქვეთავში „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“; ამ რეაქციებიდან თუნდაც ერთ-ერთის შესაძლო ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. შესაძლოა, დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!

ქვემოთ მოყვანილია შესაძლო არასასურველი რეაქციები მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:

ხშირად

(შეიძლება გაჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

დათრგუნული გუნება-განწყობა

თავის ტკივილი

შაკიკი

გულისრევა

მენსტრუალური ციკლის დარღვევები

მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში

სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა/გამაგრება

გამონადენი საშოდან

კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (ინფექციურ-ანთებითი დაავადება)

არახშირად

(შეიძლება გაჩნდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ლიბიდოს მომატება

ლიბიდოს დაქვეითება

არტერიული წნევის მომატება

არტერიული წნევის დაქვეითება

ღებინება

დიარეა

აკნე

ეგზემა

ქავილი

ალოპეცია (თმის ცვენა)

სარძევე ჯირკვლების გადიდება

ვაგინალური ინფექცია

სითხის შეკავება

სხეულის წონის მომატება

სხეულის წონის კლება

იშვიათად

(შეიძლება გაჩნდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

ბრონქული ასთმა

ჰიპოაკუზია (სმენის გაუარესება)

ვენური თრომბოემბოლია

არტერიული თრომბოემბოლია

კვანძოვანი ერითემა (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება მტკივნეული წითელი კვანძებით)

მრავალფორმული ერითემა (კანის სიწითლე)

გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან

ცალკეული არასასურველი რეაქციები

ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომელთათვისაც დადგენილია კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ჯგუფთან (იხილეთ, ასევე, მე-2 ნაწილის ქვეთავები: „უკუჩვენებები“, „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“):

ვენების თრომბოემბოლიური დარღვევები

არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები

არტერიული წნევის მომატება

ღვიძლის სიმსივნეები

მდგომარეობები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კომბინირებული კონტრაცეპტივების მიღებისას, თუმცა, მათი კავშირი პრეპარატთან დამტკიცებული არ არის: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება), ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა), სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება), ჰერპესი ორსულობის დროს, სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება), ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლის კომპონენტების დაშლას და თირკმლის ფუნქციის დარღვევას), ქოლესტაზური სიყვითლე.

ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე).

ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები, რომელთა დროსაც შესაძლოა საჭირო გახდეს კომბინირებული კონტრაცეპტივების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზებამდე.

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (უეცარი შეშუპება, მაგალითად: ქუთუთოების, პირის, ყელის და ა.შ.). ესტროგენების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ან გააძლიეროს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები

ურთიერთქმედება

პრეპარატ იარინა® პლიუსის ურთიერთქმედებამ სხვა პრეპარატებთან (ფერმენტების ინდუქტორებთან) შეიძლება გამოიწვიოს „გარღვევითი“ სისხლდენა და/ან კონტრაცეფციული ეფექტის შემცირება (იხილეთ მე-2 თავის ქვეთავი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა® პლიუსი“).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე არასასურველ რეაქციას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წამლის ინსტრუქციაშიი. არასასურველი რეაქციების შესახებ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების შეტყობინებების სისტემის მეშვეობით (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით, მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

მისამართი: 109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, კორპ. 4, შენობა 1

ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „სამკურნალწამლო საშუალებებისა და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქ. 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტ 2“) ტელეფონი: + 7 7172 23 51 35

ელექტრონული ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

http://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

უს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი“

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://www.rceth.by

პრეპარატ იარინა ® პლიუსის შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვი ვერ ხედავდეს.

არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე („ვარგისია ....-მდე). ვარგისიანობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი იარინა® პლიუსი შეიცავს

მოქმედი ნივთიერებებია: დროსპირენონი, ეთინილესტრადიოლი, კალციუმის ლევომეფოლატი.

თითოეული ნარინჯისფერი, შემოგარსული აბი (მოქმედ ნივთიერებათა კომბინაციით) შეიცავს 3,000 მგ დროსპირენონს (მიკრონიზებულს), 0,030 მგ ეთინილესტრადიოლს (ეთინილესტრადიოლის ბეტადექს კლათრატის სახით (მიკრონიზებული)) და 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატს [მეტაფოლინი®] (მიკრონიზებულს).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპროლოზა (5 cP), მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ნარინჯისფერი ლაქი ან (ალტერნატიულად): ჰიპრომელოზა (5 cP), მაკროგოლ-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E 172.

თითოეული ღია ნარინჯისფერი, შემოგარსული აბი (დამხმარე ვიტამინიანი აბი) შეიცავს 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატს [მეტაფოლინი®] (მიკრონიზებულს).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპროლოზა (5 cP), მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ღია ნარინჯისფერი ლაქი ან (ალტერნატიულად): ჰიპრომელოზა (5 cP), მაკროგოლ-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E 172.

პრეპარატი იარინა® პლიუსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (იხილეთ თავი 2)

პრეპარატ იარინა® პლიუსის გარესახე და შეფუთვის შიგთავსი

შემოგარსული აბების კომპლექტი:

იარინა® პლიუსი, ნარინჯისფერი აბები, შემოგარსული:

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ნარინჯისფერი აბები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია „Y+“ წესიერ ექვსკუთხედში.

იარინა® პლიუსი, ღია ნარინჯისფერი აბები, შემოგარსული:

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ღია ნარინჯისფერი აბები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია „M+“ წესიერ ექვსკუთხედში.

21 აბი მოქმედ ნივთიერებათა კომბინაციით და 7 დამხმარე ვიტამინიანი აბი მოთავსებულია მრავალშრიანი მასალისგან (PVC-PE-EVOH-PE-PCTFE) დამზადებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში (ბლისტერში), რომელიც დალუქულია ალუმინის ფოლგით. 1 ან 3 ბლისტერი (კომპლექტი), მიღების კალენდრის გასაფორმებელი თვითწებვადი სტიკერების ბლოკთან ერთად (3 ცალი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს პირველი გახსნის კონტროლის მექანიზმიან კოლოფში.

გაცემის წესი -ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერი აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany

მწარმოებელი

ბაიერი აგ, მიულერშტრასე 178, 13353 ბერლინი, გერმანია

Bayer AG, Mullerstrasse 178, 13353 Berlin, Germany

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე, პრეტენზიების შემთხვევაში, მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

სს „ბაიერი“

107113, ქ. მოსკოვი, რიბინსკაია ქ. 18, კორპ. 2, რუსეთი

ტელეფონი: +7 495 231 12 00

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპს „ბაიერი კაზ“

050057, ქ. ალმატი, ტიმირიაზევის ქ. 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი

ტელეფონი: +7 727 258 80 40

ბელარუსის რესპუბლიკა

220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის ქ. 57, ოთახი 54, ბელარუსი

ტელეფონი: +375 17 239 54 20

ინსრუქცია გადახედილია

ინფორმაციის სხვა წყაროები

დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემული პრეპარატის შესახებ იხ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებ-გევრდზე https://eec.eaeunion.org.

ინსტრუქციის მოცემული ვერსია ძალაშია თარიღიდან: 05.07.2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა