თიროსური
Tyrosur®
თიროსური ფხვნილი გამოიყენება ზედაპირული ჭრილობების სამკურნალოდ მცირე ექსუდაციით და სუპერინფექციით, რომელიც გამოწვეულია თიროციდინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტიროთრიცინი (tyrothricin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/გ 20გ ადგილობრივი გამოყენების ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Engelhard Arzneimittel GmbH &Co.KG, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- D06AX08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044800
- რეგისტრირებულია
- 12 თებერვალი 2026, მოქმედებს 12 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Engelhard Arzneimittel GmbH &Co.KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- საქართველოში Alpen Pharma AG - ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
თიროსური — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თიროსური ფხვნილი გამოიყენება ზედაპირული ჭრილობების სამკურნალოდ მცირე ექსუდაციით და სუპერინფექციით, რომელიც გამოწვეულია თიროციდინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
მიღების წესი და დოზირება
კანის დაზიანებულ უბნებზე მოაყარეთ თიროსური ფხვნილის თხელი ფენა 1-2-ჯერ დღეში, აუცილებლობისას შეიხვიეთ.
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე. თუ ერთი კვირის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს პათოგენების ვერიფიკაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ კონტეინერი.
კონტეინერი და შემცველობა
5 გ ან 20 გ გარეგანი გამოყენების ფხვნილი პოლიმერულ ფლაკონში.
განადგურების და უტილიზაციის წესები
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები უნდა განადგურდეს ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის ცნობილი ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ თიროსური ფხვნილის აქტივობაზე და, როგორც ცნობილია, თიროსური ფხვნილი არ ახდენს გავლენას სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს თიროსური ფხვნილის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებში ტიროტრიცინისა და ცეტილპირიდინის ქლორიდის რეპროდუქციული ტოქსიკურობის შემსწავლელი ადეკვატური კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი 5.3). კანზე დატანის შემდეგ ტიროტრიცინის სისტემური აბსორბციის ხარისხი უცნობია, ამიტომ ორსულობის პერიოდში მკურნალობა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. ორსულობის დროს ტიროტრიცინი გამოიყენება მხოლოდ რისკისა და სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით. ზოგადად ორსულობის დროს ტიროზური® ფხვნილი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მცირე რაოდენობით და მოკლე დროის განმავლობაში.
ლაქტაცია
არ არის ცნობილი გადადის, თუ არა ტიროთრიცინი დედის რძეში კანზე წასმის შემდეგ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მკურნალობა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. ლაქტაციის პერიოდში ტიროზურის® ფხვნილი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მცირე რაოდენობით და მოკლე დროის განმავლობაში. დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში ტიროზური® ფხვნილი დაიტანოთ მკერდზე. მოარიდეთ ჩვილი კანს, რომელსაც მკურნალობთ.
პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: ≥ 1/10
ხშირი: ≥ 1/100 - დან <1/10-მდე
არც ისე ხშირი ≥ 1/1000-დან <1/100-მდე
იშვიათი ≥ 1 / 10 000-დან <1 / 1 000-მდე
ძალიან იშვიათი <1 / 10 000
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის შესახებ უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოაწოდებენ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ცნობილი არ არის.
შემადგენლობა
1 გ ფხვნილი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:
1 მგ ტიროთრიცინი;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 6000, სილიციუმი კოლოიდური უწყლო.
აღწერილობა: თეთრი, ფხვიერი ფხვნილი.
შენახვის პირობები
3 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკი
ათქ კოდი: D06AX08
ტიროთრიცინი არის სხვადასხვა ანტიბაქტერიული აქტივობის მქონე ციკლური და ხაზოვანი პოლიპეპტიდების ნაერთი და ანაერობული სპორების წარმომქმნელი Bacillus brevis-ის ენდოტოქსინი. ეს ნაერთი შეიცავს 70-80%-მდე ტიროციდინებს (ძირითადი ციკლური დეკანოპეპტიდები) და 20-30%-მდე გრამიციდინებს (ნეიტრალური ხაზოვანი პენტადეკაპეპტიდები).
აქტივობის სპექტრი ძირითადად მოიცავს გრამდადებით ბაქტერიებს, ასევე რამდენიმე გრამუარყოფით ბაქტერიას და სოკოების სხვადასხვა სახეობას, მათ შორის Candida albicans.
ტიროტრიცინს აქვს დოზაზე დამოკიდებული ბაქტერიოსტატიკური ან ბაქტერიციდული მოქმედება შემდეგ მიკროორგანიზმებზე:
ინჰიბირების მაჩვენებელი (μg/ml):
Staph. aureus MSSA
4
Staph. aureus MRSA
4
Staph. haemolyticus
4
Strep. pyogenes
- 5
Strep. viridans
1-5
Enterococcus faecalis
2
Diplococcus pneumoniae
1
Corynebact. spp.
2
Clostridia
- 1-10
Candida albicans
16
Candida parapsilosis
32
ინჰიბირების მაჩვენებელი (μg/ml) ≥ 50 μg/ml:
Neisseria meningitides, Neisseria gonorrhoeae-ს ზოგიერთი სახეობა, ზოგიერთი სოკო, Trichomonas.
ტიროციდინი მოქმედებს ბაქტერიული უჯრედებიდან აზოტისა და ფოსფატის შემცველი ნივთიერებების გამოყოფით. კათიონური დეტერგენტების მსგავსად, ტიროციდინი იწვევს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის ოსმოსური ბარიერის დესტრუქციას. ეს არის პირდაპირი ზემოქმედება ბაქტერიული უჯრედის კედელზე, რის გამოც მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ ზრდის ან თვითგაყოფის ფაზაში მყოფი ბაქტერიებით, და ამით აიხსნება ტიროციდინის კომპონენტის ბაქტერიციდული ეფექტი.
გრამიციდინები, მეორეს მხრივ, ბაქტერიული უჯრედის მემბრანაში წარმოქმნიან კათიონის გადამტან არხებს, კერძოდ, კალიუმის დაკარგვის შედეგად იცვლება კათიონების უჯრედშიდა კონცენტრაცია, რაც საბოლოოდ ციტოლიზს იწვევს. გრამიციდინის კომპონენტი დამატებით არღვევს ფოსფორილირების პროცესებს უჯრედოვანი სუნთქვის ჯაჭვში.
ტიროტრიცინის მოქმედების სპეციალური მექანიზმის გამო, რომელიც არ არის ცნობილი სისტემურად გამოყენებულ ანტიბიოტიკებში, ჯვარედინი რეზისტენტობა არ დაფიქსირებულა.
ჭრილობების მკურნალობის დროს ფხვნილს ტიროზურს® აქვს არა მარტო განსაკუთრებული ანტიმიკრობული მოქმედება, არამედ სხვა თვისებებიც, რომლებიც ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.
ამრიგად, კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფხვნილი ტიროზური® აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, რადგან ასუფთავებს ჭრილობას, იგი ასევე ასტიმულირებს ქსოვილების გრანულაციას და ეპითელიზაციას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტიროთრიცინის სისტემური აბსორბციის ხარისხი უცნობია. მაღალი კონცენტრაციები აღინიშნებოდა რქოვან გარსში (დაუზიანებელ კანზე წასმის შემდეგ) ან უშუალოდ ჭრილობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პროდუქტის დახასიათების შეჯამება
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
თიროსური ფხვნილი 1 მგ/გ
ტიროთრიცინი
რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა
100 გ ფხვნილი შეიცავს 0.1 მგ ტიროთრიცინს
დამხმარე ნივთიერებისთვის იხ. 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
ადგილობრივი გამოყენების ფხვნილი
კლინიკური ნაწილი
თერაპიული ჩვენებები
თიროსური ფხვნილი გამოიყენება ზედაპირული ჭრილობების სამკურნალოდ მცირე ექსუდაციით და სუპერინფექციით, რომელიც გამოწვეულია თიროციდინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
დოზირება, გამოყენების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა
კანის დაზიანებულ უბნებზე მოაყარეთ თიროსური ფხვნილის თხელი ფენა 1-2-ჯერ დღეში, აუცილებლობისას შეიხვიეთ.
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე. თუ ერთი კვირის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს პათოგენების ვერიფიკაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილებები
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ლაქტოზას მონოჰიდრატს.
საჭიროებისას შესაძლებელია თიროზურის ფხვნილის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის ცნობილი ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ თიროსური ფხვნილის აქტივობაზე და, როგორც ცნობილია, თიროსური ფხვნილი არ ახდენს გავლენას სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს თიროსური ფხვნილის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებში ტიროტრიცინისა და ცეტილპირიდინის ქლორიდის რეპროდუქციული ტოქსიკურობის შემსწავლელი ადეკვატური კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი 5.3). კანზე დატანის შემდეგ ტიროტრიცინის სისტემური აბსორბციის ხარისხი უცნობია, ამიტომ ორსულობის პერიოდში მკურნალობა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. ორსულობის დროს ტიროტრიცინი გამოიყენება მხოლოდ რისკისა და სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით. ზოგადად ორსულობის დროს ტიროზური® ფხვნილი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მცირე რაოდენობით და მოკლე დროის განმავლობაში.
ლაქტაცია
არ არის ცნობილი გადადის, თუ არა ტიროთრიცინი დედის რძეში კანზე წასმის შემდეგ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მკურნალობა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. ლაქტაციის პერიოდში ტიროზურის® ფხვნილი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მცირე რაოდენობით და მოკლე დროის განმავლობაში. დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში ტიროზური® ფხვნილი დაიტანოთ მკერდზე. მოარიდეთ ჩვილი კანს, რომელსაც მკურნალობთ.
პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
სპეციალური გაფრთხილებები არ არსებობს.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენების სიხშირე:
ძალიან ხშირი: ≥ 1/10
ხშირი: ≥ 1/100 - დან <1/10-მდე
არც ისე ხშირი ≥ 1/1000-დან <1/100-მდე
იშვიათი ≥ 1 / 10 000-დან <1 / 1 000-მდე
ძალიან იშვიათი <1 / 10 000
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის შესახებ უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოაწოდებენ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკი
ათქ კოდი: D06AX08
ტიროთრიცინი არის სხვადასხვა ანტიბაქტერიული აქტივობის მქონე ციკლური და ხაზოვანი პოლიპეპტიდების ნაერთი და ანაერობული სპორების წარმომქმნელი Bacillus brevis-ის ენდოტოქსინი. ეს ნაერთი შეიცავს 70-80%-მდე ტიროციდინებს (ძირითადი ციკლური დეკანოპეპტიდები) და 20-30%-მდე გრამიციდინებს (ნეიტრალური ხაზოვანი პენტადეკაპეპტიდები).
აქტივობის სპექტრი ძირითადად მოიცავს გრამდადებით ბაქტერიებს, ასევე რამდენიმე გრამუარყოფით ბაქტერიას და სოკოების სხვადასხვა სახეობას, მათ შორის Candida albicans.
ტიროტრიცინს აქვს დოზაზე დამოკიდებული ბაქტერიოსტატიკური ან ბაქტერიციდული მოქმედება შემდეგ მიკროორგანიზმებზე:
ინჰიბირების მაჩვენებელი (μg/ml):
Staph. aureus MSSA
4
Staph. aureus MRSA
4
Staph. haemolyticus
4
Strep. pyogenes
- 5
Strep. viridans
1-5
Enterococcus faecalis
2
Diplococcus pneumoniae
1
Corynebact. spp.
2
Clostridia
- 1-10
Candida albicans
16
Candida parapsilosis
32
ინჰიბირების მაჩვენებელი (μg/ml) ≥ 50 μg/ml:
Neisseria meningitides, Neisseria gonorrhoeae-ს ზოგიერთი სახეობა, ზოგიერთი სოკო, Trichomonas.
ტიროციდინი მოქმედებს ბაქტერიული უჯრედებიდან აზოტისა და ფოსფატის შემცველი ნივთიერებების გამოყოფით. კათიონური დეტერგენტების მსგავსად, ტიროციდინი იწვევს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის ოსმოსური ბარიერის დესტრუქციას. ეს არის პირდაპირი ზემოქმედება ბაქტერიული უჯრედის კედელზე, რის გამოც მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ ზრდის ან თვითგაყოფის ფაზაში მყოფი ბაქტერიებით, და ამით აიხსნება ტიროციდინის კომპონენტის ბაქტერიციდული ეფექტი.
გრამიციდინები, მეორეს მხრივ, ბაქტერიული უჯრედის მემბრანაში წარმოქმნიან კათიონის გადამტან არხებს, კერძოდ, კალიუმის დაკარგვის შედეგად იცვლება კათიონების უჯრედშიდა კონცენტრაცია, რაც საბოლოოდ ციტოლიზს იწვევს. გრამიციდინის კომპონენტი დამატებით არღვევს ფოსფორილირების პროცესებს უჯრედოვანი სუნთქვის ჯაჭვში.
ტიროტრიცინის მოქმედების სპეციალური მექანიზმის გამო, რომელიც არ არის ცნობილი სისტემურად გამოყენებულ ანტიბიოტიკებში, ჯვარედინი რეზისტენტობა არ დაფიქსირებულა.
ჭრილობების მკურნალობის დროს ფხვნილს ტიროზურს® აქვს არა მარტო განსაკუთრებული ანტიმიკრობული მოქმედება, არამედ სხვა თვისებებიც, რომლებიც ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.
ამრიგად, კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფხვნილი ტიროზური® აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, რადგან ასუფთავებს ჭრილობას, იგი ასევე ასტიმულირებს ქსოვილების გრანულაციას და ეპითელიზაციას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტიროთრიცინის სისტემური აბსორბციის ხარისხი უცნობია. მაღალი კონცენტრაციები აღინიშნებოდა რქოვან გარსში (დაუზიანებელ კანზე წასმის შემდეგ) ან უშუალოდ ჭრილობაში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
თაგვებსა და ვირთხებში ტიროთრიცინის კანქვეშ ან პერორალური გამოყენებისას ტოქსიკური ეფექტები არ გამოვლენილა. ამავე დროს ტიროტრიცინმა გამოავლივა ჰემოლიზური პოტენცი in vitro და in vivo ძაღლებში ინტრავენური გამოყენების შემდეგ.
კვლევები გენოტოქსიკურ პოტენციალთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კვლევები ცხოველებში ტიროთრიცინის სიმსივნურ პოტენციალთან დაკავშირებით და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები არ ჩატარებულა.
ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 6000, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
შეუთავსებლობა
კვლევები თავსებადობის შესახებ არ ჩატარებულა. ამიტომ თიროსური ფხვნილის შერევა არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სპეციალური მითითებები შენახვისას
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ კონტეინერი.
კონტეინერი და შემცველობა
5 გ ან 20 გ გარეგანი გამოყენების ფხვნილი პოლიმერულ ფლაკონში.
განადგურების და უტილიზაციის წესები
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები უნდა განადგურდეს ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ენგელჰარდ არცნაიმიტელ გმბხ & კო. კგ
ჰერცბერგშტრასე 3,
61138 ნიდერდორფელდენი,
გერმანია
ტელეფონი:
++49 6101 539 300
ფაქსი:
++49 6101 539 315
ინტერნეტი:
www.engelhard.de
ელ-ფოსტა:
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
R Nr 019490
პირველი ავტორიზაციის ნომერი/განახლებული ავტორიზაცია
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 17.06.2006 წ.
ტექსტის გადახედვის თარიღი
2020 წლის დეკემბერი
რეცეპტორული სტატუსი
მხოლოდ სააფთიაქო სამკურნალო საშუალება.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.





