პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
თიროიდული თერაპია

თირომელი ტაბლეტი

TIROMEL TABLET

რეცეპტითინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

თირომელი, თეთრი ფერის ზედაპირის და შუაში დაყოფის ხაზის მქონე, მრგვალი ფორმის ტაბლეტებია, ტაბლეტები 30 და 100 ტაბლეტიანი ბლისტერის შემცველ შეფუთვაშია წარმოდგენილი. თირომელის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მიცემაა საჭირო. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლიოთირონინი (liothyronine)
ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტი №100
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თიროიდული თერაპია, თიროიდული ჰორმონები
ATC კოდი
H03AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0177
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებათირომელი ტაბლეტი და სხვა წამალი ერთად

თირომელი ტაბლეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თირომელი, თეთრი ფერის ზედაპირის და შუაში დაყოფის ხაზის მქონე, მრგვალი ფორმის ტაბლეტებია, ტაბლეტები 30 და 100 ტაბლეტიანი ბლისტერის შემცველ შეფუთვაშია წარმოდგენილი.

თირომელის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მიცემაა საჭირო. თირომელი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მსუბუქი, საშუალო ანდა მძიმე უკამრისობისას, მარტივი ჩიყვის და ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობასთან დაკაშირებული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

თირომელი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის უკმარისობის და ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების დიფერენციაციისთვის საჭირო დათრგუნვის ტესტის გაკეთების დროსაც გამოიყენება.

  • თირომელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თირომელი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

დიაგნოსტირებული, მაგრამ არანამკურნალევი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შემთვევაში

არანამკურნალევი თიროტოქსიკოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მომატება სისხლში) შემთხვევაში

წამლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში

თირომელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

სტენოკარდიის დროს (მკერდში ტკივილის და მოჭერის შეგრძნება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ავადმყოფებსა და ხანდაზმულებში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ავადმყოფებში, რომლებიც შედედების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობენ, ამ დროს საჭიროა წამლის დოზის განმეორებითი რეგულაცია.

დიაბეტის მქონე ავადმყოფებში მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება სტაბილურობა დაარღვიოს.

სიმსუქნის მკურნალობისას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონოთერაპიის სახით ანდა სხვა წამლებთან ერთად არ გამოიყენოთ.

მამაკაცთა ანდა ქალის უშვილობის დროს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონოთერაპიის სახით ანდა სხვა წამლებთან ერთად არ გამოიყენოთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული არ არის.

,,თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ’’.

თირომელის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

თირომელის, საკვებთან ანდა სასმელთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თირომელი, დღეში ერთხელ მიიღება ერთჯერადი დოზის სახით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დოზა დამოკიდებულია ორგანიზმის მოთხოვნაზე, დოზა მკურნალობაზე პასუხის და ლაბორატორიული ანალიზების ინდივიდუალური შეფასებით გამოითვლება.

მიცემის გზა და მეთოდი:

თირომელი, პირის გზით მიიღება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

მკურნალობა დღიურად 5 მიკროგრამი დოზით უნდა დაიწყოს და სასურველ დოზამდე მიღწევამდე, რეკომენდირებული ინტერვალებით 5 მიკროგრამით უნდა გაიზარდოს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, თირომელის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე სახის გაფრთხილება არ არსებობს.

თუ ფიქრობთ, რომ თირომელის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ თირომელის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ თირომელის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, შეიძლება გამოვლინდეს: გაღიზიანება, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, გულის ცემის გახშირება,ნაწლავთა აქტივობის მომატება და მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ასევე, შეიძლება გამოვინდეს ტკივილი მკერდში ანდა გულის უკმარისობა, ან გულის უკმარისობა დამძიმდეს. გადაჭარბებული დოზირების სამკურნალოდ, წამლის დოზა უნდა შემცირდეს ანდა კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, წამლის მიღება დროებით უნდა შეწყდეს.

თუ, თირომელის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმათეთ.

თუ თირომელის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თირომელის მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თირომელით მკურნალობის დასრულებისას, გამოვლენილი ნებისმიერი სახის ეფექტი არ არის ცნობილი.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, თირომელში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თირომელის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენის განყოფილებას მიმართეთ.

სუნთქვის გაძნელება,

სწრაფი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,

ტკივილი მკერდში,

გულის ცემის აჩქარება,

სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება,

სისხლის არტერიული წნევის უეცარი დაცემა,

გავრცელებული და ძლიერი სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია),

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თირომელის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გევრდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ:

ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, კუნთებში უნებლიე კრუნჩხვების დაწყება.

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სერიოზული გევრდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლითაგან რომელიმეს შემაჩნევთ, ექიმს აცნობეთ:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მომატება - გულის ფრიალი, შეხურება, კანკალი, თმის ცვენა, გაღიზიანება, სიცხის ვერ ატანა,

ზრდის ჰორმონის შემცირება- მოკლე სიმაღლე (სიდაბლე), განვითარების შეფერხება,

ძვლის დაშლა-მენოპაუზის შემდეგ ხშირი მოტეხილობის განვითარება, ძვლების ტკივილი,

მაღალი არტერიული წნევა

აღნიშნული თირომელის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • თორომელის შენახვა

თირომელი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

თირომელი <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ თირომელი არ გამოიყენოთ.

თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, თირომელი არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

იბრაჰიმ ჰაირი ბარუთ ვერესესი

რეშითფაშას დასახლდება, ძველი ბუიუქდერეს ქ. N:4. 344 67

მასლაქი/სარიერი/სტამბული

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ორსულ ქალებში მიცემისას, დედის მუცლადმყოფ ბავშვზე უარყოფითი ეფექტი არ ვლინდება. ორსულობის პერიოდში მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფარისებრი ჯიკვლის ჰორმონები დედის რძეში ძალიან დაბალი თანაფარდობით გადადის, თუმცა მაინც, მეძუძურ ქალებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თირომელის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ზეგავლენა არ არის ცნობილი.

თირომელის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

თირომელი 60 მგ ლაქტოზას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თირომელის ორალურ ანტიკოაგულანტებთან (შედედების საწინააღმდეგო წამლები) ერთად გამოყენებისას, საჭიროა ავადმყოფების მკაცრი დაკვირვევა. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტური წამლის დოზის შემცირება.

ავადმყოფები, რომლებიც ინსულინს ანდა ორალური გზით სისხლში შაქრის დამაქვეითებელ წამალს ღებულობენ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული თერაპიის დაწყებისას საჭიროა ახლო დაკვირვება.

ავადმყოფები, რომლებიც ქოლესტირამინს (ნაწლავში ქოლესტერინის შემბოჭველი და გამომყოფი წამალი) ღებულობენ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის და ქოლესტირამინის მიღებას შორის 4-5 საათიანი ინტერვალი უნდა იყოს.

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით მკურნალობის ქვეშ მყოფი ავადმყოფებში ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიცემის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დოზის მომატება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთან ერთად ანტიდეპრესანტების მიღებისას, ანტიდეპრესანტების ეფექტი შეიძლება მოიმატოს. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევა. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმრონის აქტივობაც შეიძლება მოიმატოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

აბდიიბრაჰიმ თირომელიR 25 მკგ ტაბლეტი

გამოყენების ინსტრუქცია

თირომელი 25 მკგ ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის) გზით.

მოქმედი ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი 25 მიკროგრამ L-ტრიიოდოთირონინის ნატრიუმს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას (მსხვილფეხა რქოსანის რძის), პოლივინილპიროლიდონს, სახამებელს, მაგნიუმის სტეარატს შეიცავს.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება თირომელი?

თირომელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება თირომელი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

თირომელი შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება თირომელი?

თირომელი, თეთრი ფერის ზედაპირის და შუაში დაყოფის ხაზის მქონე, მრგვალი ფორმის ტაბლეტებია, ტაბლეტები 30 და 100 ტაბლეტიანი ბლისტერის შემცველ შეფუთვაშია წარმოდგენილი.

თირომელის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მიცემაა საჭირო. თირომელი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მსუბუქი, საშუალო ანდა მძიმე უკამრისობისას, მარტივი ჩიყვის და ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობასთან დაკაშირებული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

თირომელი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის უკმარისობის და ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების დიფერენციაციისთვის საჭირო დათრგუნვის ტესტის გაკეთების დროსაც გამოიყენება.

  • თირომელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თირომელი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

დიაგნოსტირებული, მაგრამ არანამკურნალევი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შემთვევაში

არანამკურნალევი თიროტოქსიკოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მომატება სისხლში) შემთხვევაში

წამლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში

თირომელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

სტენოკარდიის დროს (მკერდში ტკივილის და მოჭერის შეგრძნება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ავადმყოფებსა და ხანდაზმულებში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ავადმყოფებში, რომლებიც შედედების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობენ, ამ დროს საჭიროა წამლის დოზის განმეორებითი რეგულაცია.

დიაბეტის მქონე ავადმყოფებში მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება სტაბილურობა დაარღვიოს.

სიმსუქნის მკურნალობისას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონოთერაპიის სახით ანდა სხვა წამლებთან ერთად არ გამოიყენოთ.

მამაკაცთა ანდა ქალის უშვილობის დროს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონოთერაპიის სახით ანდა სხვა წამლებთან ერთად არ გამოიყენოთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული არ არის.

,,თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ’’.

თირომელის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

თირომელის, საკვებთან ანდა სასმელთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ორსულ ქალებში მიცემისას, დედის მუცლადმყოფ ბავშვზე უარყოფითი ეფექტი არ ვლინდება. ორსულობის პერიოდში მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფარისებრი ჯიკვლის ჰორმონები დედის რძეში ძალიან დაბალი თანაფარდობით გადადის, თუმცა მაინც, მეძუძურ ქალებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

თირომელის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ზეგავლენა არ არის ცნობილი.

თირომელის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

თირომელი 60 მგ ლაქტოზას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თირომელის ორალურ ანტიკოაგულანტებთან (შედედების საწინააღმდეგო წამლები) ერთად გამოყენებისას, საჭიროა ავადმყოფების მკაცრი დაკვირვევა. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტური წამლის დოზის შემცირება.

ავადმყოფები, რომლებიც ინსულინს ანდა ორალური გზით სისხლში შაქრის დამაქვეითებელ წამალს ღებულობენ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული თერაპიის დაწყებისას საჭიროა ახლო დაკვირვება.

ავადმყოფები, რომლებიც ქოლესტირამინს (ნაწლავში ქოლესტერინის შემბოჭველი და გამომყოფი წამალი) ღებულობენ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის და ქოლესტირამინის მიღებას შორის 4-5 საათიანი ინტერვალი უნდა იყოს.

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით მკურნალობის ქვეშ მყოფი ავადმყოფებში ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიცემის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დოზის მომატება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთან ერთად ანტიდეპრესანტების მიღებისას, ანტიდეპრესანტების ეფექტი შეიძლება მოიმატოს. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევა. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმრონის აქტივობაც შეიძლება მოიმატოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება თირომელი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თირომელი, დღეში ერთხელ მიიღება ერთჯერადი დოზის სახით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დოზა დამოკიდებულია ორგანიზმის მოთხოვნაზე, დოზა მკურნალობაზე პასუხის და ლაბორატორიული ანალიზების ინდივიდუალური შეფასებით გამოითვლება.

მიცემის გზა და მეთოდი:

თირომელი, პირის გზით მიიღება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

მკურნალობა დღიურად 5 მიკროგრამი დოზით უნდა დაიწყოს და სასურველ დოზამდე მიღწევამდე, რეკომენდირებული ინტერვალებით 5 მიკროგრამით უნდა გაიზარდოს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

მკურნალობა დღიურად 5 მიკროგრამი დოზით უნდა დაიწყოს და სასურველ დოზამდე მიღწევამდე, რეკომენდირებული ინტერვალებით 5 მიკროგრამით უნდა გაიზარდოს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, თირომელის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე სახის გაფრთხილება არ არსებობს.

თუ ფიქრობთ, რომ თირომელის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ თირომელის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ თირომელის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, შეიძლება გამოვლინდეს: გაღიზიანება, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, გულის ცემის გახშირება,ნაწლავთა აქტივობის მომატება და მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ასევე, შეიძლება გამოვინდეს ტკივილი მკერდში ანდა გულის უკმარისობა, ან გულის უკმარისობა დამძიმდეს. გადაჭარბებული დოზირების სამკურნალოდ, წამლის დოზა უნდა შემცირდეს ანდა კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, წამლის მიღება დროებით უნდა შეწყდეს.

თუ, თირომელის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმათეთ.

თუ თირომელის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თირომელის მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თირომელით მკურნალობის დასრულებისას, გამოვლენილი ნებისმიერი სახის ეფექტი არ არის ცნობილი.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, თირომელში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თირომელის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენის განყოფილებას მიმართეთ.

სუნთქვის გაძნელება,

სწრაფი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,

ტკივილი მკერდში,

გულის ცემის აჩქარება,

სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება,

სისხლის არტერიული წნევის უეცარი დაცემა,

გავრცელებული და ძლიერი სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია),

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თირომელის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გევრდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ:

ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, კუნთებში უნებლიე კრუნჩხვების დაწყება.

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სერიოზული გევრდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლითაგან რომელიმეს შემაჩნევთ, ექიმს აცნობეთ:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მომატება - გულის ფრიალი, შეხურება, კანკალი, თმის ცვენა, გაღიზიანება, სიცხის ვერ ატანა,

ზრდის ჰორმონის შემცირება- მოკლე სიმაღლე (სიდაბლე), განვითარების შეფერხება,

ძვლის დაშლა-მენოპაუზის შემდეგ ხშირი მოტეხილობის განვითარება, ძვლების ტკივილი,

მაღალი არტერიული წნევა

აღნიშნული თირომელის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • თორომელის შენახვა

თირომელი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

თირომელი <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ თირომელი არ გამოიყენოთ.

თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, თირომელი არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

იბრაჰიმ ჰაირი ბარუთ ვერესესი

რეშითფაშას დასახლდება, ძველი ბუიუქდერეს ქ. N:4. 344 67

მასლაქი/სარიერი/სტამბული

მწარმოებელი:

ს.ს. აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან ვე თიჯ

ორჰან გაზის დასახლება, თუნჩის ქ. N:3

ესენიურთი/სტამბული

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.02.2013-ში დამოწმებულია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა