პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ზოკარდისი 30

Zocardis® 30

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ზოკარდისი® 30 შეიცავს 30 მგ კალციუმის ზოფენოპრილს, რომელიც მიეკუთვნება არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ზოფენოპრილი (zofenopril)
ფორმა და შეფუთვა
30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l, იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA15
რეგისტრაციის ნომერი
რ-040095
რეგისტრირებულია
30 იანვარი 2024, მოქმედებს 30 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზოკარდისი 30 და სხვა წამალი ერთად

ზოკარდისი 30 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ზოკარდისი® 30 შეიცავს 30 მგ კალციუმის ზოფენოპრილს, რომელიც მიეკუთვნება არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები.

ზოკარდისი® 30 გამოიყენება სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:

მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია).

გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) პირებში გულის უკმარისობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნებით ან მათ გარეშე, ასევე პირებში, რომლებიც არ ღებულობდნენ სისხლის კოლტების დამშლელ პრეპარატებს (თრომბოლიზური თერაპია).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ მკურნალი ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ზოკარდისი® 30-ის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან მშიერ კუჭზე. უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის მიყოლებით.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ ნაწილად თანაბარი დოზირებით.

მომატებული არტერიული წნევის მკურნალობა (არტერიული ჰიპერტენზია)

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ კაცლიუმის ზოფენოპრილს (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1/2 ტაბლეტი) ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალი ექიმი დოზებს ადგენს თანდათანობით (როგორც წესი, ოთხი კვირის ინტერვალით), თქვენთვის ყველაზე შესაფერისი დოზის შესარჩევად. ჩვეულებრივ, ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 30 მგ დოზის (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1 ტაბლეტი) შემთხვევაში ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.

გაუწყლოების, ორგანიზმში მარილოვანი უკმარისობის ან დიურეზული საშუალებების (შარდმდენი საშუალებების) მიღების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება შეიძლება საჭირო იყოს 7.5 მგ დოზით.

დარღვევები ღვიძლის ან თირკმელების მხრივ

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქიდან საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევის ან თირკმელების ფუნქციის საშუალოდან მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებს მკურნალმა ექიმმა უნდა დაუნიშნოს ნახევარი თერაპიული დოზა 15 მგ (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1/2 ტაბლეტი). თუ გიტარდებათ დიალიზი, მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ჩვეულებრივი თერაპიული დოზის მეოთხედი ნაწილი (7.5 მგ).

გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ით მკურნალობის დაწყება აუცილებელია სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში.

მიიღეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის ტაბლეტები ორჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს - ქვემოთ მითითებული სქემის შესაბამისად:

  • 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში - მკურნალობის პირველ და მეორე დღეს.

15 მგ (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1/2 ტაბლეტი) ორჯერ დღე-ღამეში – მკურნალობის მესამე და მეოთხე დღეს.

მეხუთე დღიდან დოზა უნდა გაიზარდოს 30 მგ-მდე (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1 ტაბლეტი) ორჯერ დღე-ღამეში.

არტერიული წნევის მაჩვენებლის შესაბამისად, მკურნალ ექიმს შეუძლია დააკორექტიროს დოზა ან მაქსიმალური დოზა, რომელსაც თქვენ იღებთ.

ამის შემდეგ აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება ექვსი კვირის განმავლობაში ან მეტხანს, თუ გულის უკმარისობის სიმპტომები კვლავ რჩება.

თუ მიიღეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების უახლოეს განყოფილებას (თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, მუყაოს კოლოფი და ეს ჩანართი).

დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირ ობიექტურ და სუბიექტურ სიმპტომებს წარმოადგენს არტერიული წნევის დაცემა გულის წასვლით (არტერიული ჰიპოტენზია), გულის რიტმის მნიშვნელოვანი შენელება (ბრადიკარდია), სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა (ელექტროლიტები) და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. მაგრამ, ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევაში (მაგალითად, რამდენიმე საათი), თუ ამ და შემდეგ მიღებებს შორის ინტერვალი ძალიან მოკლეა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების შეწყვეტამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მიუხედავად იმისა, იღებთ თუ არა ამ პრეპარატს მაღალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებით თუ გულის შეტევის შემდეგ.

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია კალციუმის ზოფენოპრილის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის, მაგალითად კაპტოპრილის ან ენალაპრილის მიმართ.

თუ წარსულში ადგილი ჰქონდა სახის, ცხვირის და ყელის არეში მძიმე შეშუპებას და კანის ქავილს (ანგიონევროზული შეშუპება) აგფ ინჰიბიტორებით ადრე ჩატარებული თერაპიის ფონზე, ან გაქვთ მემკვიდრეობითი/იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება (კანის, ქსოვილების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და სხვა ორგანოების სწრაფი შეშუპება);

თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის გარკვეული ტიპის ხანგრძლივი (ქრონიკული) უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან ამ შემთხვევაში მომატებულია ანგიონევროზული შეშუპების (სწრაფად განვითარებადი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში) განვითარების რისკი.

თუ გაქვთ მძიმე ხარისხის დარღვევები ღვიძლის მხრივ;

თუ გაქვთ თირკმლის არტერიების შევიწროება.

ორსულობა მე-3 თვიდან (ასევე, ზოკარდისი® 30-ის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე – იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).

თუ ხართ შვილოსნობის ასაკის ქალი და არ იყენებთ ორსულობისგან დამცავ ეფექტიან მეთოდებს;

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები და იღებთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ:

გაქვთ მომატებული არტერიული წნევა და დარღვევები ღვიძლის ან თირკმელების მხრივ.

გაქვთ თირკმელების დარღვევებით ან თირკმლის არტერიის შევიწროებით გამოწვეული მომატებული არტერიული წნევა (ვაზორენული ჰიპერტენზია).

ახლახანს გადაიტანეთ თირკმლის გადანერგვა.

გიტარდრებათ დიალიზი.

გიტარდებათ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი (თირკმელების დიალიზის ანალოგიური პროცედურა, როდესაც ხდება სისხლის გაწმენდა მავნე ქოლესტერინისგან).

გაქვთ სისხლში ალდოსტერონის ჰორმონის ძალიან მაღალი დონე (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი) ან სისხლში ალდოსტერონის ჰორმონის დონის დაქვეითება (ჰიპოალდოსტერონიზმი).

გაქვთ გულის სარქველის ხვრელის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან გულის კედლის გასქელება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია).

გაწუხებთ ან წარსულში გაწუხებდათ ფსორიაზი (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი ვარდისფერი ლაქებით).

გიტარდებათ მადესენსიბილიზებელი მკურნალობა („ალერგიის საწინააღმდეგო ინექციები“) - მწერების ნაკბენების საწინააღმდეგოდ მიმართული მკურნალობა.

იღებთ მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო შემდეგი პრეპარატებიდან ნებისმიერს:

  • ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (აგრეთვე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს დარღვევებს თირკმელების მხრივ შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებით
  • ალისკირენი

იღებთ ნებისმიერ ქვემოთჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას. ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების (სწრაფად განვითარებადი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში) განვითარების რისკი:

რაცეკადოტრილი, ფაღარათის სამკურნალო საშუალება;

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისათვის, ასევე კიბოს დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);

ვილდაგლიპტინი, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება.

თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა ჩაგიტაროთ თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის კონტროლი და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის განსაზღვრა.

აგრეთვე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფში „არ მიიღოთ პრეპარატი ზოკარდისი® 30~.

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ (ამის რისკი უფრო მაღალია, თუ ერთდროულად იღებთ შარდმდენ საშუალებებს, გაქვთ გაუწყლოება ან იცავთ დაბალმარილიან დიეტას). ამ მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და შემდეგ დაწექით ზურგზე.

ოპერაციის ჩატარებამდე ანესთეზიის წინ აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების შესახებ. ეს შესაძლებლობას მისცემს მას პროცედურის დროს გააკონტროლოს თქვენი არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე.

აღნიშნულის გარდა, თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) და:

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ვერცხლისწყლის სვეტი <100 მმ) ან სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (გულის მხრივ დარღვევების შედეგად) - პრეპარატი ზოკარდისი® 30 თქვენთვის რეკომენდებული არ არის.

თქვენი ასაკი აღემატება 75 წელს – პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება იყოთ ორსულად). ზოკარდისი® 30-ის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული არ არის, ასევე მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის მე-3 თვიდან, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).

ბავშვები და მოზარდები

არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ის არ არის უსაფრთხო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.

განსაკუთრებით აცნობეთ მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

კალიუმის შემცველი საკვები დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალებები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლში კალიუმის შემცველობა (მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოშორების პროფილაქტიკისათვის, და ჰეპარინი, სისხლის გამათხელებელი პრეპარატი თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის)

ლითიუმი (გამოიყენება გუნება-განწყობის აშლილობის სამკურნალოდ)

საანესთეზიო საშუალებები

ნარკოტიკული პრეპარატები (მაგალითად, მორფინი)

ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება შიზოფრენიის და ანალოგიური დაავადებების სამკურნალოდ)

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგალითად, ამიტრიპტილინი და კლომიპრამინი

ბარბიტურატები (გამოიყენება შფოთვითი მდგომარეობების, უძილობის და კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ)

არტერიული წნევის დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები (მათ შორის ბეტა-ბლოკერები, ალფა-ბლოკერები და შარდმდენი საშუალებები, მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი, ტორასემიდი).

თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა ან/და მიმართოს სიფრთხილის სხვა ზომებს:

თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს ან ალისკირენს (ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში „არ მიიღოთ პრეპარატი ზოკარდისი® 30~ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები, რომლებიც გამოიყენება გულ-მკერდის არეში ტკივილის დროს (სტენოკარდია)

ანტაციდები, ციმეტიდინის ჩათვლით (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ)

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ) და სხვა იმუნოდეპრესანტები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავს ორგანიზმის დამცავ რეაქციებს)

ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)

ინსულინი ან დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები

ციტოსტატიკები (გამოიყენება კიბოს ან ორგანიზმის დამცავ სისტემაზე მოქმედი დაავადებების სამკურნალოდ)

კორტიკოსტეროიდები (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები)

პროკაინამიდი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების დროს)

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, მაგალითად, ასპირინი ან იბუპროფენი)

სიმპათომიმეტური პრეპარატები (ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ასთმის ან პოლინოზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატის ჩათვლით, ან პრესორული ამინები, მაგალითად, ადრენალინი)

რაცეკადოტრილი (ფაღარათის სამკურნალო საშუალება), სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისათვის, ასევე კიბოს სამკურნალოდ (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), და ვილდაგლიპტინი (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი). შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ზოკარდისი® 30-ის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან მშიერ კუჭზე, მაგრამ უკეთესია ტაბლეტის მიღება წყლის მიყოლებით.

ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის ჰიპოტენზიურ (არტერიული წნევის დაქვეითების) ეფექტს; პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას. დაორსულებამდე და ორსულობის ადრეულ ეტაპზე ექიმი სავარაუდოდ მოგცემთ რეკომენდაციას პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების შეწყვეტის შესახებ და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.

ზოკარდისი® 30-ის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული არ არის; არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის 3 თვიდან, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი - განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება. ამ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი და თავი შეიკავეთ მექანიზმებთან მუშაობისგან.

პრეპარატი ზოკარდისი® 30 შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღების დაწყების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს~.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ზოკარდისი® 30-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული უმეტესი გვერდითი მოქმედება ატარებს შექცევად ხასიათს და ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):

დაღლილობა (დაღლილობის შეგრძნება)

გულისრევა ან/და ღებინება

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

ხველა.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):

ზოგადი სისუსტე

კუნთების კრუნჩხვა

კანზე გამონაყარი

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს):

სწრაფად განვითარებადი შეშუპება და ქავილი, განსაკუთრებით სახის, პირის და ყელის არეში, სუნთქვის შესაძლო გაძნელებით

გონების დაკარგვის მდგომარეობა (გონების დაკარგვა)

ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (გულისცემის შეგრძნება).

დაქვეითებული არტერიული წნევა

ურტიკარიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

ქავილი

სისხლში კალიუმის მომატებული დონე.

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას რეგისტრირებული გვერდითი მოქმედებების გარდა, აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში ზოგადად აღწერილია შემდეგი მოვლენები:

თავბრუსხვევით, მხედველობის დარღვევით, გონების დაკარგვით (გულის წასვლა) მიმდინარე არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას

გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გულისცემის შეგრძნება და ტკივილი გულ-მკერდის არეში - გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი ან სტენოკარდია)

ცნობიერების დარღვევა, მოულოდნელი თავბრუსხვევა, მხედველობის მოულოდნელი დარღვევა ან სისუსტე ან/და სხეულის ერთ მხარეს მგრძნობელობის დაკარგვა - ტრანზიტორული იშემიური შეტევა (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევა) ან ინსულტი

პერიფერიული შეშუპება (კიდურებში სითხის დაგროვება), არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კუნთების ტკივილი ან/და კრუნჩხვა

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, შარდის დღე-ღამის მოცულობის შეცვლა, შარდში ცილების არსებობა (პროტეინურია), იმპოტენცია

ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე

ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარის, ურტიკარიული გამონაყარის (ჭინჭრის ციება), ქავილის, კანის აქერცვლის, გაწითლების, კანის აშრევების და ბუშტუკების წარმოქმნის (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფსორიაზის გამწვავების (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი, ვარდისფერი ლაქებით), თმის ცვენის (ალოპეცია) სახით

გაძლიერებული ოფლიანობა და წამოხურება

ხასიათის შეცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანის მგრძნობელობის შეცვლა, მაგალითად წვა, ჩხვლეტის ან დაბუჟების (პარესთეზია) შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა, ცნობიერების არევა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), გემოს აღქმის დარღვევები, არამკვეთრი მხედველობა

სუნთქვის გაძნელება, ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), სინუსიტი, სურდო ან ცხვირის გაჭედვა (რინიტი), ენის ანთება (გლოსიტი), ბრონქიტი

კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ჰეპატიტი, პანკრეატიტი), ნაწლავის გაუვალობა

ცვლილებები სისხლის ანალიზების მაჩვენებლებში, მაგალითად, ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებები, ან სისხლის ყველა სახის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია). მიმართეთ ექიმს სწრაფად განვითარებული სისხლჩაქცევების, აუხსნელი მიზეზით ყელში ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში

სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზი) და ბილირუბინის დონის მომატება, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება.

ერითროციტების დაშლით გამოწვეული სისხლნაკლებობა (ჰემოლიზური ანემია), რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის შემთხვევაში.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ პირდაპირ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომებს წარმოადგენს მძიმე არტერიული ჰიპოტენზია, შოკი, გაშეშება, ბრადიკარდია, ელექტროლიტების შემცველობის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი დაკვირვების ქვეშ, უპირატესად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ნაჩვენებია შრატში ელექტროლიტებისა და კრეატინინის შემცველობის ხშირი კონტროლი. თერაპიული ზომები დამოკიდებულია სიმპტომების ტიპსა და სიმძიმეზე. თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული დიდი დრო, შესაძლებელია შეწოვის თავიდან აცილება კუჭის ამორეცხვის, ადსორბენტის და ნატრიუმის სულფატის დანიშვნის გზით. არტერიული ჰიპოტენზიის ნიშნების გამოვლენისას პაციენტს ათავსებენ შოკის საწინააღმდეგო მდგომარეობაში და განიხილავენ პლაზმის შემცვლელი საშუალებების გამოყენების ან/და ანგიოტენზინ II-ით მკურნალობის მიზანშეწონილობის საკითხს. ბრადიკარდიის ან ძლიერ გამოხატული ვაგუსური რეაქციების მკურნალობა საჭიროა ატროპინით. უნდა იქნას განხილული გულის რიტმის წამყვანის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. აგფ ინჰიბიტორები სისხლიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით. თავი შეიკავეთ მაღალი გამტარობის უნარის მქონე პოლიაკრილონიტრილური მემბრანების გამოყენებისგან.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: კალციუმის ზოფენოპრილი 30 მგ.

სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000 (იხ. პარაგრაფი 2 „პრეპარატი ზოკარდისი® 30 შეიცავს ლაქტოზას“).

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

პრეპარატი ზოკარდისი® 30 გამოდის თეთრი ფერის, მოგრძო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, შეფუთვაში აპკიანი გარსით დაფარული 7, 14, 15, 28, 30, 50, 56, 90 ან 100 ტაბლეტი.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციის მილში. არასაჭირო სამკურნალო საშუალების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აგფ ინჰიბიტორი, ათქ კოდი: C09AA15.

პრეპარატ ზოკარდისის® სასიკეთო მოქმედება არტერიული ჰიპერტენზიის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში, ძირითადად, წარმოადგენს პლაზმური რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის სუპრესიის შედეგს. აგფ-ის ინჰიბირების შედეგს (კლინიკური კვლევა - 0.4 ნმ ბოცვერის ფილტვში ზოფენოპრილატის არგინინის მარილისთვის) წარმოადგენს სისხლის პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის დონის დაქვეითება, რაც იწვევს სისხლძარღვების შემავიწროებელი აქტივობის შემცირებას და ალდოსტერონის დაქვეითებულ სეკრეციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაქვეითება უმნიშვნელოა, შესაძლებელია სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა, ასევე ნატრიუმისა და სითხის დაკარგვა. რენინის სეკრეციაზე ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკუკავშირის შეწყვეტის შედეგს წარმოადგენს პლაზმური რენინის აქტივობის გაზრდა. კალციუმის ზოფენოპრილის ერთჯერადი დოზის 30 მგ-ის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში აგფ-ის აქტივობა პლაზმაში ითრგუნება შესაბამისად 53.4%-ით.

აგფ-ის ინჰიბირების შედეგად იზრდება ცირკულირებადი და ლოკალური კალიკრეინ-კინინის სისტემის აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს პერიფერიულ ვაზოდილატაციას პროსტაგლანდინის სისტემის აქტივაციის გზით. შესაძლოა, ეს მექანიზმი უკავშირდება კალციუმის ზოფენოპრილის ჰიპოტენზიურ მოქმედებას და წარმოადგენს ზოგიერთი არასასურველი რეაქციის მიზეზს.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატ ზოკარდისის® გამოყენება იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას მწოლიარე და მდგომარე პოზიციაში, დაახლოებით ერთნაირი ხარისხით, გულის შეკუმშვათა სიხშირის კომპენსატორული ზრდის გარეშე. პრეპარატ ზოკარდისის® გამოყენების შემდეგ საშუალო სისტემური სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა მცირდება.

ზოგ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური დაქვეითების მისაღწევად საჭიროა რამდენიმე კვირიანი თერაპია. ჰიპოტენზიური ეფექტის შენარჩუნება ხდება ხანგრძლივი თერაპიის გზით.

თერაპიის მოულოდნელად შეწყვეტა არ იყო დაკავშირებული არტერიული წნევის მკვეთრად მომატებასთან. ამჟამად, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების ავადობასა და სიკვდილიანობაზე პრეპარატ ზოკარდისის® მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოტენზიური მოქმედების გამოვლენა აღინიშნებოდა კვლევაში მონაწილე ყველა რასის პაციენტში, შავკანიან პაციენტთა (ჩვეულებრივ ეს არის პოპულაციები, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზიის დაბალრენინული ფორმა) ეფექტი აგფ ინჰიბიტორებით მონოთერაპიაზე საშუალოდ ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე არაშავკანიან პაციენტებში. დიურეზულებით დამატებითი თერაპიის დროს ეს სხვაობა არ აღინიშნება.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში პრეპარატ ზოკარდისის® დროულად გამოყენების შედეგად მიღწეული კლინიკური ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს მრავალ ფაქტორთან, როგორიცაა პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის დონის დაქვეითება (ე.ი. პარკუჭების რემოდელირების პროცესის დათრგუნვა, რომელიც, ინფარქტის შემთხვევაში, შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს პროგნოზზე) და პლაზმასა და უჯრედებში დილატატორების კონცენტრაციის გაზრდა (პროსტაგლანდინ-კინინის სისტემა).

ზოფენოპრილის რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევა ჩატარდა წინა კედლის მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე 1556 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც არ უტარდებოდათ თრომბოლიზური თერაპია. მკურნალობა დაიწყო 24 საათის განმავლობაში და გაგრძელდა 6 კვირის განმავლობაში. პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის სიხშირე (გულის მძიმე უკმარისობა ან/და სიკვდილი 6 კვირის განმავლობაში) დაქვეითებული იყო ზოფენოპრილით მკურნალობის ჯგუფში (ზოფენოპრილის ჯგუფი 7.1%, პლაცებოს ჯგუფი 10.6%). ერთი წლის განმავლობაში, პრეპარატ ზოკარდისის® ჯგუფში გადარჩენის კოეფიციენტი იყო უფრო მაღალი, ვიდრე სხვა პაციენტებში.

სხვა ინფორმაცია:

აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ერთდროულად გამოყენების კვლევა ჩატარადა ორ ფართომასშტაბურ, რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევაში (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone და კომბინაციაში Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes)).

კვლევა ONTARGET ჩატარდა პაციენტებში ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებრო-ვასკულური პათოლოგიით, ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც თან ახლდა სამიზნე ორგანოს დაზიანების ნიშნები. კვლევა VA NEPHRON-D ჩატარდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. აღნიშნული კვლევებით არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სასიკეთო ზემოქმედება თირკმელების ან/და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის შედეგზე და მათი მიზეზით გამოწვეულ ლეტალობაზე, მაშინ, როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით ადგილი ჰქონდა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე პათოლოგიის ან/და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მომატებულ რისკს.

ფარმაკოდინამიკური თვისებების მსგავსების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე გამოიყენება სხვა აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან დაკავშირებით.

ამის გამო, დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

კვლევა ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) ჩატარდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ან ორივე დაავადების მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების დადებითი ეფექტის გამოსავლენად. ეს კვლევა შეწყდა ადრე არასასურველი შედეგების მომატებული რისკის გამო. სიკვდილობა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის შედეგად და ინსულტის განვითარება უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ხოლო შეტყობინებები საყურადღებო არასასურველი მოვლენების და სერიოზული არასასურველი მოვლენების შესახებ (ჰიპერკალიემია, არტერიული ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კალციუმის ზოფენოპრილი არის ე.წ. პროწამალი, რადგან აქტიურ ინჰიბიტორს წარმოადგენს თავისუფალი სულფჰიდრილური ნაერთი ზოფენოპრილატი, რომელიც მიიღება თიოეთერის ჰიდროლიზის გზით.

შეწოვა

კალციუმის ზოფენოპრილი სწრაფად და სრულად აბსორბირდება პერორალური მიღებისას და განიცდის თითქმის სრულ გარდაქმნას ზოფენოპრილატად, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა პრეპარატ ზოკარდისის® პერორალური მიღებიდან 1,5 საათში. ერთჯერადი დოზის კინეტიკა არის ხაზოვანი კალციუმის ზოფენოპრილის 10-80 მგ დოზების ინტერვალში. 15-60 მგ დოზით კალციუმის ზოფენოპრილის გამოყენებიდან 3 კვირის განმავლობაში პრეპარატის დაგროვება არ აღინიშნება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების არსებობა ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ არა ხარისხს, ხოლო ზოფენოპრილატის AUC მაჩვენებლები თითქმის იდენტურია უზმოზე და ჭამის შემდეგ მიღებისას.

განაწილება

რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული კალციუმის ზოფენოპრილის მიღებისას ex-vivo პირობებში გაზომილი ცირკულირებადი რადიოაქტივობის დაახლოებით 88% უკავშირდება პლაზმის ცილებს და განაწილების მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში შეადგენს 96 ლიტრს.

ბიოტრანსფორმაცია

რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული კალციუმის ზოფენოპრილის მიღებისას ადამიანის შარდში იდენტიფიცირებული იქნა რვა მეტაბოლიტი, რომლებიც შეადგენენ შარდში რადიოაქტიური ნივთიერების საერთო შემცველობის 76%-ს. ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს ზოფენოპრილატი (22%), რომელიც შემდეგ მეტაბოლიზდება რამდენიმე გზით, გლუკურონის მჟავით კონიუგაციის (17%), გლუკურონის მჟავით ციკლიზაციის და კონიუგაციის (13%), ცისტეინით კონიუგაციის (9%) და თიოლის ჯგუფის S-მეთილირების (8%) გზით. კალციუმის ზოფენოპრილის პერორალური მიღების შემდეგ ზოფენოპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5.5 საათს, ხოლო მისი საერთო კლირენსი - 1300 მლ/წთ.

გამოყოფა

ინტრავენურად შეყვანილი რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული ზოფენოპრილატი გამოიყოფა შარდთან (76%) და განავალთან (16%) ერთად, ხოლო პერორალური მიღების შემდეგ შარდსა და განავალში ვლინდება რაიოდაქტიური ნივთიერების საერთო შემცველობის 69% და 26%, რაც მოწმობს ელიმინაციის ორი გზის არსებობაზე - თირკმელებით და ღვიძლით.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ფარმაკოკინეტიკა თირკმელების დისფუნქციის დროს

ზოფენოპრილატის ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარებაზე დაყრდნობით, რომელთა შეფასება ჩატარდა რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული კალციუმის ზოფენოპრილის მიღების შემდეგ, გამოვლინდა, რომ თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი >45 და <90 მლ/წთ) ზოფენოპრილი გამოიყოფა ორგანიზმიდან ისეთივე სიჩქარით, როგორც პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი >90 მლ/წთ).

თირკმელების ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევის (7-44 მლ/წთ) მქონე პაციენტებში გამოყოფის სიჩქარე დაქვეითებულია ნორმიდან დაახლოებით 50%-მდე. ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში უნდა დაინიშნოს პრეპარატ ზოკარდისის® ჩვეულებრივი საწყისი დოზის ნახევარი.

თირკმელების პათოლოგიის ტერმინალური სტადიის დროს, როდესაც პაციენტს უტარდება ჰემოდიალიზი და პერიტონული დიალიზი, გამოყოფის სიჩქარე დაქვეითებულია ნორმიდან 25%-მდე. ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში უნდა დაინიშნოს პრეპარატ ზოკარდისის® ჩვეულებრივი საწყისი დოზის მეოთხედი.

ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აძლევდნენ რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული კალციუმის ზოფენოპრილის ერთჯერად დოზას, ზოფენოპრილატის Tmax და Cmax მნიშვნელობები იყო ჯანმრთელ პაციენტებში მიღებული მნიშვნელობების მსგავსი. თუმცა, AUC მნიშვნელობები ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ჯანმრთელ პირებში, რაც მიუთითებს, რომ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დისფუნქციის მქონე პაციენტებში უნდა დაინიშნოს ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული პრეპარატ ზოკარდისის® საწყისი დოზის ნახევარი.

ღვიძლის მძიმე ხარისხის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ზოფენოპრილისა და ზოფენოპრილატის ფარმაკოკინეტიკის მონაცემები არ არსებობს; ამიტომ, ამ პაციენტებისთვის ზოფენოპრილი უკუნაჩვენებია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ზოკარდისი® 30

30 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კალციუმის ზოფენოპრილი

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ზოკარდისი® 30 და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებამდე
  • როგორ მიიღება პრეპარატი ზოკარდისი® 30
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ზოკარდისი® 30 და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ზოკარდისი® 30 შეიცავს 30 მგ კალციუმის ზოფენოპრილს, რომელიც მიეკუთვნება არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები.

ზოკარდისი® 30 გამოიყენება სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:

მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია).

გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) პირებში გულის უკმარისობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნებით ან მათ გარეშე, ასევე პირებში, რომლებიც არ ღებულობდნენ სისხლის კოლტების დამშლელ პრეპარატებს (თრომბოლიზური თერაპია).

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი ზოკარდისი® 30 შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია კალციუმის ზოფენოპრილის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის, მაგალითად კაპტოპრილის ან ენალაპრილის მიმართ.

თუ წარსულში ადგილი ჰქონდა სახის, ცხვირის და ყელის არეში მძიმე შეშუპებას და კანის ქავილს (ანგიონევროზული შეშუპება) აგფ ინჰიბიტორებით ადრე ჩატარებული თერაპიის ფონზე, ან გაქვთ მემკვიდრეობითი/იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება (კანის, ქსოვილების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და სხვა ორგანოების სწრაფი შეშუპება);

თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის გარკვეული ტიპის ხანგრძლივი (ქრონიკული) უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან ამ შემთხვევაში მომატებულია ანგიონევროზული შეშუპების (სწრაფად განვითარებადი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში) განვითარების რისკი.

თუ გაქვთ მძიმე ხარისხის დარღვევები ღვიძლის მხრივ;

თუ გაქვთ თირკმლის არტერიების შევიწროება.

ორსულობა მე-3 თვიდან (ასევე, ზოკარდისი® 30-ის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე – იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).

თუ ხართ შვილოსნობის ასაკის ქალი და არ იყენებთ ორსულობისგან დამცავ ეფექტიან მეთოდებს;

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები და იღებთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ:

გაქვთ მომატებული არტერიული წნევა და დარღვევები ღვიძლის ან თირკმელების მხრივ.

გაქვთ თირკმელების დარღვევებით ან თირკმლის არტერიის შევიწროებით გამოწვეული მომატებული არტერიული წნევა (ვაზორენული ჰიპერტენზია).

ახლახანს გადაიტანეთ თირკმლის გადანერგვა.

გიტარდრებათ დიალიზი.

გიტარდებათ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი (თირკმელების დიალიზის ანალოგიური პროცედურა, როდესაც ხდება სისხლის გაწმენდა მავნე ქოლესტერინისგან).

გაქვთ სისხლში ალდოსტერონის ჰორმონის ძალიან მაღალი დონე (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი) ან სისხლში ალდოსტერონის ჰორმონის დონის დაქვეითება (ჰიპოალდოსტერონიზმი).

გაქვთ გულის სარქველის ხვრელის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან გულის კედლის გასქელება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია).

გაწუხებთ ან წარსულში გაწუხებდათ ფსორიაზი (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი ვარდისფერი ლაქებით).

გიტარდებათ მადესენსიბილიზებელი მკურნალობა („ალერგიის საწინააღმდეგო ინექციები“) - მწერების ნაკბენების საწინააღმდეგოდ მიმართული მკურნალობა.

იღებთ მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო შემდეგი პრეპარატებიდან ნებისმიერს:

  • ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (აგრეთვე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს დარღვევებს თირკმელების მხრივ შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებით
  • ალისკირენი

იღებთ ნებისმიერ ქვემოთჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას. ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების (სწრაფად განვითარებადი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში) განვითარების რისკი:

რაცეკადოტრილი, ფაღარათის სამკურნალო საშუალება;

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისათვის, ასევე კიბოს დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);

ვილდაგლიპტინი, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება.

თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა ჩაგიტაროთ თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის კონტროლი და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის განსაზღვრა.

აგრეთვე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფში „არ მიიღოთ პრეპარატი ზოკარდისი® 30~.

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ (ამის რისკი უფრო მაღალია, თუ ერთდროულად იღებთ შარდმდენ საშუალებებს, გაქვთ გაუწყლოება ან იცავთ დაბალმარილიან დიეტას). ამ მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და შემდეგ დაწექით ზურგზე.

ოპერაციის ჩატარებამდე ანესთეზიის წინ აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების შესახებ. ეს შესაძლებლობას მისცემს მას პროცედურის დროს გააკონტროლოს თქვენი არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე.

აღნიშნულის გარდა, თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) და:

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ვერცხლისწყლის სვეტი <100 მმ) ან სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (გულის მხრივ დარღვევების შედეგად) - პრეპარატი ზოკარდისი® 30 თქვენთვის რეკომენდებული არ არის.

თქვენი ასაკი აღემატება 75 წელს – პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება იყოთ ორსულად). ზოკარდისი® 30-ის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული არ არის, ასევე მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის მე-3 თვიდან, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).

ბავშვები და მოზარდები

არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ის არ არის უსაფრთხო.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ზოკარდისი® 30

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.

განსაკუთრებით აცნობეთ მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

კალიუმის შემცველი საკვები დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალებები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლში კალიუმის შემცველობა (მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოშორების პროფილაქტიკისათვის, და ჰეპარინი, სისხლის გამათხელებელი პრეპარატი თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის)

ლითიუმი (გამოიყენება გუნება-განწყობის აშლილობის სამკურნალოდ)

საანესთეზიო საშუალებები

ნარკოტიკული პრეპარატები (მაგალითად, მორფინი)

ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება შიზოფრენიის და ანალოგიური დაავადებების სამკურნალოდ)

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგალითად, ამიტრიპტილინი და კლომიპრამინი

ბარბიტურატები (გამოიყენება შფოთვითი მდგომარეობების, უძილობის და კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ)

არტერიული წნევის დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები (მათ შორის ბეტა-ბლოკერები, ალფა-ბლოკერები და შარდმდენი საშუალებები, მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი, ტორასემიდი).

თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა ან/და მიმართოს სიფრთხილის სხვა ზომებს:

თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს ან ალისკირენს (ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში „არ მიიღოთ პრეპარატი ზოკარდისი® 30~ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები, რომლებიც გამოიყენება გულ-მკერდის არეში ტკივილის დროს (სტენოკარდია)

ანტაციდები, ციმეტიდინის ჩათვლით (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ)

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ) და სხვა იმუნოდეპრესანტები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავს ორგანიზმის დამცავ რეაქციებს)

ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)

ინსულინი ან დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები

ციტოსტატიკები (გამოიყენება კიბოს ან ორგანიზმის დამცავ სისტემაზე მოქმედი დაავადებების სამკურნალოდ)

კორტიკოსტეროიდები (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები)

პროკაინამიდი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების დროს)

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, მაგალითად, ასპირინი ან იბუპროფენი)

სიმპათომიმეტური პრეპარატები (ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ასთმის ან პოლინოზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატის ჩათვლით, ან პრესორული ამინები, მაგალითად, ადრენალინი)

რაცეკადოტრილი (ფაღარათის სამკურნალო საშუალება), სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისათვის, ასევე კიბოს სამკურნალოდ (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), და ვილდაგლიპტინი (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი). შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ზოკარდისი® 30-ის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან მშიერ კუჭზე, მაგრამ უკეთესია ტაბლეტის მიღება წყლის მიყოლებით.

ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის ჰიპოტენზიურ (არტერიული წნევის დაქვეითების) ეფექტს; პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას. დაორსულებამდე და ორსულობის ადრეულ ეტაპზე ექიმი სავარაუდოდ მოგცემთ რეკომენდაციას პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების შეწყვეტის შესახებ და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.

ზოკარდისი® 30-ის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული არ არის; არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის 3 თვიდან, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი - განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება. ამ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი და თავი შეიკავეთ მექანიზმებთან მუშაობისგან.

პრეპარატი ზოკარდისი® 30 შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღების დაწყების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს~.

  • როგორ მიიღება პრეპარატი ზოკარდისი® 30

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ მკურნალი ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ზოკარდისი® 30-ის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან მშიერ კუჭზე. უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის მიყოლებით.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ ნაწილად თანაბარი დოზირებით.

მომატებული არტერიული წნევის მკურნალობა (არტერიული ჰიპერტენზია)

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ კაცლიუმის ზოფენოპრილს (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1/2 ტაბლეტი) ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალი ექიმი დოზებს ადგენს თანდათანობით (როგორც წესი, ოთხი კვირის ინტერვალით), თქვენთვის ყველაზე შესაფერისი დოზის შესარჩევად. ჩვეულებრივ, ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 30 მგ დოზის (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1 ტაბლეტი) შემთხვევაში ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.

გაუწყლოების, ორგანიზმში მარილოვანი უკმარისობის ან დიურეზული საშუალებების (შარდმდენი საშუალებების) მიღების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება შეიძლება საჭირო იყოს 7.5 მგ დოზით.

დარღვევები ღვიძლის ან თირკმელების მხრივ

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქიდან საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევის ან თირკმელების ფუნქციის საშუალოდან მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებს მკურნალმა ექიმმა უნდა დაუნიშნოს ნახევარი თერაპიული დოზა 15 მგ (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1/2 ტაბლეტი). თუ გიტარდებათ დიალიზი, მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ჩვეულებრივი თერაპიული დოზის მეოთხედი ნაწილი (7.5 მგ).

გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ით მკურნალობის დაწყება აუცილებელია სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში.

მიიღეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის ტაბლეტები ორჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს - ქვემოთ მითითებული სქემის შესაბამისად:

  • 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში - მკურნალობის პირველ და მეორე დღეს.

15 მგ (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1/2 ტაბლეტი) ორჯერ დღე-ღამეში – მკურნალობის მესამე და მეოთხე დღეს.

მეხუთე დღიდან დოზა უნდა გაიზარდოს 30 მგ-მდე (პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის 1 ტაბლეტი) ორჯერ დღე-ღამეში.

არტერიული წნევის მაჩვენებლის შესაბამისად, მკურნალ ექიმს შეუძლია დააკორექტიროს დოზა ან მაქსიმალური დოზა, რომელსაც თქვენ იღებთ.

ამის შემდეგ აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება ექვსი კვირის განმავლობაში ან მეტხანს, თუ გულის უკმარისობის სიმპტომები კვლავ რჩება.

თუ მიიღეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების უახლოეს განყოფილებას (თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, მუყაოს კოლოფი და ეს ჩანართი).

დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირ ობიექტურ და სუბიექტურ სიმპტომებს წარმოადგენს არტერიული წნევის დაცემა გულის წასვლით (არტერიული ჰიპოტენზია), გულის რიტმის მნიშვნელოვანი შენელება (ბრადიკარდია), სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა (ელექტროლიტები) და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. მაგრამ, ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევაში (მაგალითად, რამდენიმე საათი), თუ ამ და შემდეგ მიღებებს შორის ინტერვალი ძალიან მოკლეა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღება

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღების შეწყვეტამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მიუხედავად იმისა, იღებთ თუ არა ამ პრეპარატს მაღალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებით თუ გულის შეტევის შემდეგ.

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ზოკარდისი® 30-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული უმეტესი გვერდითი მოქმედება ატარებს შექცევად ხასიათს და ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):

დაღლილობა (დაღლილობის შეგრძნება)

გულისრევა ან/და ღებინება

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

ხველა.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):

ზოგადი სისუსტე

კუნთების კრუნჩხვა

კანზე გამონაყარი

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს):

სწრაფად განვითარებადი შეშუპება და ქავილი, განსაკუთრებით სახის, პირის და ყელის არეში, სუნთქვის შესაძლო გაძნელებით

გონების დაკარგვის მდგომარეობა (გონების დაკარგვა)

ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (გულისცემის შეგრძნება).

დაქვეითებული არტერიული წნევა

ურტიკარიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

ქავილი

სისხლში კალიუმის მომატებული დონე.

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის მიღებისას რეგისტრირებული გვერდითი მოქმედებების გარდა, აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში ზოგადად აღწერილია შემდეგი მოვლენები:

თავბრუსხვევით, მხედველობის დარღვევით, გონების დაკარგვით (გულის წასვლა) მიმდინარე არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას

გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გულისცემის შეგრძნება და ტკივილი გულ-მკერდის არეში - გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი ან სტენოკარდია)

ცნობიერების დარღვევა, მოულოდნელი თავბრუსხვევა, მხედველობის მოულოდნელი დარღვევა ან სისუსტე ან/და სხეულის ერთ მხარეს მგრძნობელობის დაკარგვა - ტრანზიტორული იშემიური შეტევა (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევა) ან ინსულტი

პერიფერიული შეშუპება (კიდურებში სითხის დაგროვება), არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კუნთების ტკივილი ან/და კრუნჩხვა

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, შარდის დღე-ღამის მოცულობის შეცვლა, შარდში ცილების არსებობა (პროტეინურია), იმპოტენცია

ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე

ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარის, ურტიკარიული გამონაყარის (ჭინჭრის ციება), ქავილის, კანის აქერცვლის, გაწითლების, კანის აშრევების და ბუშტუკების წარმოქმნის (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფსორიაზის გამწვავების (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი, ვარდისფერი ლაქებით), თმის ცვენის (ალოპეცია) სახით

გაძლიერებული ოფლიანობა და წამოხურება

ხასიათის შეცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანის მგრძნობელობის შეცვლა, მაგალითად წვა, ჩხვლეტის ან დაბუჟების (პარესთეზია) შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა, ცნობიერების არევა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), გემოს აღქმის დარღვევები, არამკვეთრი მხედველობა

სუნთქვის გაძნელება, ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), სინუსიტი, სურდო ან ცხვირის გაჭედვა (რინიტი), ენის ანთება (გლოსიტი), ბრონქიტი

კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ჰეპატიტი, პანკრეატიტი), ნაწლავის გაუვალობა

ცვლილებები სისხლის ანალიზების მაჩვენებლებში, მაგალითად, ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებები, ან სისხლის ყველა სახის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია). მიმართეთ ექიმს სწრაფად განვითარებული სისხლჩაქცევების, აუხსნელი მიზეზით ყელში ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში

სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზი) და ბილირუბინის დონის მომატება, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება.

ერითროციტების დაშლით გამოწვეული სისხლნაკლებობა (ჰემოლიზური ანემია), რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის შემთხვევაში.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ პირდაპირ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

5 პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციის მილში. არასაჭირო სამკურნალო საშუალების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ზოკარდისი® 30

მოქმედი ნივთიერება: კალციუმის ზოფენოპრილი 30 მგ.

სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000 (იხ. პარაგრაფი 2 „პრეპარატი ზოკარდისი® 30 შეიცავს ლაქტოზას“).

პრეპარატ ზოკარდისი® 30-ის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

პრეპარატი ზოკარდისი® 30 გამოდის თეთრი ფერის, მოგრძო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, შეფუთვაში აპკიანი გარსით დაფარული 7, 14, 15, 28, 30, 50, 56, 90 ან 100 ტაბლეტი.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.

დე ლა გარეს გამზირი 1

1611, ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი

მწარმოებელი

ა. მენარინი მენუფექჩერინგ ლოჯისტიქს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ

კამპო დი პილე, ლ’აქვილა, იტალია

მენარინი - ფონ ჰეიდენ გმბჰ

ლეიფციგერ შტრასე 7-13

01097 დრეზდენი (გერმანია)

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2025 წლის იანვარი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა