პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ზეფიქსი

ZEFFIX

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ზეფიქსი, ლამივუდინის შემცველი, მაღალი ანტივირუსული (ვირუსების საწინააღმდეგოდ ეფექტური) აქტივობის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება B ვირუსული ჰეპატიტის სამკურნალოდ. ზეფიქსი, გამოიყენება B ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ და B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი (HBV) ავადმყოფების სამკურნალოდ 2 წლის და მეტი ასაკიდან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლამივუდინი (lamivudine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდური და ნუკლეოტიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
J05AF05
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0306
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაზეფიქსი და სხვა წამალი ერთად

ზეფიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზეფიქსი, ლამივუდინის შემცველი, მაღალი ანტივირუსული (ვირუსების საწინააღმდეგოდ ეფექტური) აქტივობის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება B ვირუსული ჰეპატიტის სამკურნალოდ.

ზეფიქსი, გამოიყენება B ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ და B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი (HBV) ავადმყოფების სამკურნალოდ 2 წლის და მეტი ასაკიდან.

ზეფიქსი, 28 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვით არის წარმოდგენილი.

  • ზეფიქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზეფიქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ, ლამივუდინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრზნობელობა) გაქვთ.

ზეფიქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ;

საშუალო-მძიმე ხარისხის თიკრმლის უკმარისობა გაქვთ,

ღვიძლის გადანერგვა გაქვთ გაკეთებული ანდა ღვიძლის სერიოზული დაზიანება გაქვთ,

პერიოდულად იმუნური სისტემის დამთრგუნავ პრეპარატებს ღებულობთ, მაგ, სიმსივნის სამკურნალოდ ქიმიოთერაპია,

ორსულად ხართ ანდა ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ,

ექიმი, რეგულარულად სისხლის ნიმუშებს აიღებს კველებისთვის, რათა მკურნალობაზე პასუხი შეაფასოს. აღნიშნული გამოკვლევების შედეგების ანალიზი ექიმს დაეხმარება გადაწყვიტოს ზეფიქსით მკურნალობის დასრულების საკითხი და დრო.

ჰეპატიტის დამძიმების მხრივ, თუნდაც მცირე რისკის არსებობისას, ექიმის მითითების გარეშე ზეფიქსით მკურნალობა არ შეწყვიტოთ. ზეფიქსის მიღების შეწყვეტის შემდეგ, თქვენს ექიმს სულ ცოტა 4 თვის განამვლობაში დაკვირვების ქვეშ ეყოლებით, რომ რაიმე სახის პრობლემის გამოვლენისას მდგომარეობა შეაფასოს. ღვიძლში დაზიანების არსებობის ანდა არ არსებობის განსაზღვრისთვის, საჭიროა ღვიძლის ფერმენტის განსაზღვრა, ამისთვის კი საჭიროა სისხლის ნიმუშების აღება.

ზეფიქსის მოქმედი ნივთიერება ლამივუდინია. თუ, თქვენ HIV ინფექციის სამკურნალოდ ამ წამალს უკვე იყენებთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება სამკურნალოდ 100 მგ ლამივუდინის დაბალი დოზა არასაკმარისად ჩათვალოს და დოზა და მიღების სიხშირე გაზარდოს შემდეგი სახით: 150 მგ ორჯერ დღეში.

ზეფიქსის ჯგუფის (NRTI-ნუკლეოტიდის უკუ ტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორები) წამლების მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის გადიდება და თანმხლები რძემჟავა აციდოზი (სისხლში რძემჟვას რაოდენობის მომატება). რძემჟავა აციდოზი, ძირითადად მკურნალობის დაწყებიდან პირველ რამდენიმე თვეში ვლინდება. თუ, გამოვლინდება ისეთი არა-სპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა: ღრმა სუნთქვა, სუნთქვის გახშირება, დაბუჟება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ეს ყველაფერი რძემჟავა აციდოზის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად ქალებში, განსაკუთრებით კი ჭარბი წონის მქონე ადამიანებში ვლინდება. გარდა ამისა, თუ ღვიძლის დაავადებაც აღინიშნება, ამ დროს ამ მდგომარეობის (რძემჟვა აციდოზის)განვითარების რისკი უფრო მეტია. ზეფიქსით მკურნალობის დროს, თქვენს ექიმს რძემჟავა აციდოზთან დაკავშირებით ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.

არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზეფიქსის გამოყენების შედეგად B ვირუსული ჰეპატიტის სხვაზე გადადების რისკის თავიდან აცილება ხდება.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად აღინიშნება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზეფიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მონაცემები არ არსებობს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზრდასრულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:

ზეფიქსის რეკომენდირებული დოზაა: 100 მგ დღეში ერთხელ ( ერთი ტაბლეტი).

მიცემის გზა და მეთოდი:

ზეფიქსის მიღება შესაძლებელია როგორც მშიერ კუჭზე (კვებამდე), ასევე კვების შემდეგაც.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

2-11 წლის ასაკობრივი ჯგუფი: რეკომენდირებული დოზაა დღეში მაქსიმუმ 100 მგ დღეში ერთხელ, 3 მგ/კგ-ზე.

2 წლამდე ასაკის ბავშვები: ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდირებული დოზის მითითებისთვის საკმარისი მონაცემი არ არსებობს. ავადმყოფებსა და ბავშვებს, რომელთაც ტაბლეტის მიღება არ შეუძლიათ, არსებობს ზეფიქსის ხსნარის ფორმაც.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ამ ასაკობრივ ჯგუფში ზეფიქსის გამოყენებასთან დაკაშვირებით ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, ამ ასაკობრივ ჯგუფში, ასაკთან დაკაშირებით თირკმლის ფუნქციების დარღვევის და ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებში ცვლილებების არსებობისას, შეიძლება რეკომენდირებული იქნას განსაკუთრებული, მიზანმიმართული მოვლა.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა: თირკმლების უკმარისობის საშუალო და მძიმე ფორმის დროს, წამლის დოზა უნდა შემცირდეს. თირკმლების უკმარისობის მქონე ბავშვებში ასევე საჭიროა დოზის შემცირება. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, სადაც კრეატინინის კლირენსის (თირკმლის ფუნქციების კონტროლის მიზნით გამოყენებული ნივთიერების გამოყოფა) მაჩვენებლის მიხედვით განსაზღვრულია წამლის მიღების რეკომენდირებული დოზები.

ცხრილი 1. ზრდასრულებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში დოზები:

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ

ზეფიქსის ორალური ხსნარის* პირველი დოზა

დამატებითი/მომდევნო დოზა

დღეში ერთხელ

30-<50

20 მლ (100 მგ)

10 მლ (50 მგ)

15-<30

20 მლ ( 100 მგ)

5 მლ (25 მგ)

5-<15

7 მლ (35 მგ)

3 მლ (15 მგ)

<5

7 მლ (35 მგ)

2 მლ (10 მგ)

ცხრილი 2. 2-11 წლის ასაკის ბავშვებში დოზები:

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ

ზეფიქსის ორალური ხსნარის* პირველი დოზა

დამატებითი/მომდევნო დოზა

დღეში ერთხელ

30-<50

3 მგ/კგ

  • 5 მგ/კგ

15-<30

3 მგ/კგ

  • 75 მგ/კგ

5-<15

1 მგ/კგ

  • 45 მგ/კგ

<5

1 მგ/კგ

  • 3 მგ/კგ

ღვიძლის უკმარისობა: თუ, ღვიძლის უკმარისობასთან ერთად თირკმლების უკმარისობა არ არის, დოზის რეგულირება საჭირო არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ ზეფიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ზეფიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ

თუ, ზეფიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს დაუკავშირდით.

თუ, ზეფიქსის მიღება დაგავიწყდათ

როგორც კი გაგაგხსენდებათ წამალი მიიღეთ და შემდეგ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ზეფიქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ზეფიქსი, ექიმის მიერ მითითებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალის შემთვევაში, ზეფიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ზეფიქსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, ენის, ტუჩების და სახის შეშუპება, სუნთქვის, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება).

ზემოთ აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ეს მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზეფიქსის მიმართ ალერგია გაქვთ და შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება,მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სასუნთქი გზების ინფექციები (ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი მკერდში, ყელის ტკივილი, უმადობა)

პანკრეასის ჩირქოვანი ანთების ნიშნები (ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, წონის დაკარგვა)

ღვიძლის გადიდება (დაღლილობა, გულისრევა, უმადობა, სისუსტე, მუცელში, მარჯვენა ზემო ნაწილში, ნეკნების ქვეშ ტკივილი და მგრძნობელობა)

ჩონჩხის კუნთების დაზიანება (სხვადახვა მიზეზების გამო ჩონჩხის კუნთების დაზიანება ანდა რღვევა (რაბდომიოსარკომა)

ყველა ზემოთ აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭიდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება,ექიმს აცნობეთ:

სხეულში ტეხვის შეგრძნება, დაღლილობა

თავის ტკივილი

კუნთების კრუნჩხვები

დაბუჟება

კუნთების ტკივილი

კრეატინ ფოსფოკინაზას (გულის, ჩონჩხის კუნთების და თავის ტვინის ქსოვილში არსებული ფერმენტის) დონის მომატება

ღვიძლის ფერმენტების (ალტ) მომატება

ღრმა, სწრაფი და გაძნელებული სუნთქვა, თავბრუსხვევა, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის შესუსტება და სისუსტე, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინების მსგავს ნიშნებთან ერთად სისხლში რძემჟავას დაგროვება (რძემჟავა აციდოზი)

სისხლდენა და კანზე დალურჯებების გამომწვევი, სისხლის შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა

ზემოთ აღნიშნული, ზეფიქსის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ზეფიქსის შენახვა

ზეფიქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზეფიქსი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. GlaksoSmıthKlıne ილაჩლარი სანაი ვე თიჯარეთ. ლევენთი-სტამბული.

წარმოების ადგილი:

ს.ს. Pharmactive ილაჩ სან ვე თიჯ ქაფაქლი,თექირდაღი.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 23.08.2011-ში დამოწმებულია.

2021, GSK ჯგუფის კომპანიები

1501457R02

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის დროს აღნიშნული წამლის გამოყენების შესახებ ფიქრი შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი რისკს აღემატება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამალი, დედის რძეში გადადის, ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ზეფიქსის მომხმარებელ დედებმა ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვონ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზეფიქსის, ავტომობილის ანდა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის გამოკვლეული. ამავე დროს, მავნე ეფექტის გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, ზეფიქსთან ურთიერთქმედების ალბათობა ძალიან მცირეა. არ არის მისი გამოყენება რეკომენდირებული ზალციტაბინთან (შიდსი-შეძენილი იმუნო-დეფიციტური სინდრომის სამკურანლო წამალი) ერთად.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ზეფიქსი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის) გზით.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 100 მგ ლამივუდინს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, YS—1-17307-A (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, სინთეზური რკინის წითელი ოქსიდი, სინთეზური რკინის ყვითელი ოქსიდი, მაკროგოლ 400, მაკროგოლ 80).

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ზეფიქსი?

ზეფიქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ზეფიქსი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ზეფიქსის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ზეფიქსი?

ზეფიქსი, ლამივუდინის შემცველი, მაღალი ანტივირუსული (ვირუსების საწინააღმდეგოდ ეფექტური) აქტივობის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება B ვირუსული ჰეპატიტის სამკურნალოდ.

ზეფიქსი, გამოიყენება B ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ და B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი (HBV) ავადმყოფების სამკურნალოდ 2 წლის და მეტი ასაკიდან.

ზეფიქსი, 28 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვით არის წარმოდგენილი.

  • ზეფიქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზეფიქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ, ლამივუდინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრზნობელობა) გაქვთ.

ზეფიქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ;

საშუალო-მძიმე ხარისხის თიკრმლის უკმარისობა გაქვთ,

ღვიძლის გადანერგვა გაქვთ გაკეთებული ანდა ღვიძლის სერიოზული დაზიანება გაქვთ,

პერიოდულად იმუნური სისტემის დამთრგუნავ პრეპარატებს ღებულობთ, მაგ, სიმსივნის სამკურნალოდ ქიმიოთერაპია,

ორსულად ხართ ანდა ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ,

ექიმი, რეგულარულად სისხლის ნიმუშებს აიღებს კველებისთვის, რათა მკურნალობაზე პასუხი შეაფასოს. აღნიშნული გამოკვლევების შედეგების ანალიზი ექიმს დაეხმარება გადაწყვიტოს ზეფიქსით მკურნალობის დასრულების საკითხი და დრო.

ჰეპატიტის დამძიმების მხრივ, თუნდაც მცირე რისკის არსებობისას, ექიმის მითითების გარეშე ზეფიქსით მკურნალობა არ შეწყვიტოთ. ზეფიქსის მიღების შეწყვეტის შემდეგ, თქვენს ექიმს სულ ცოტა 4 თვის განამვლობაში დაკვირვების ქვეშ ეყოლებით, რომ რაიმე სახის პრობლემის გამოვლენისას მდგომარეობა შეაფასოს. ღვიძლში დაზიანების არსებობის ანდა არ არსებობის განსაზღვრისთვის, საჭიროა ღვიძლის ფერმენტის განსაზღვრა, ამისთვის კი საჭიროა სისხლის ნიმუშების აღება.

ზეფიქსის მოქმედი ნივთიერება ლამივუდინია. თუ, თქვენ HIV ინფექციის სამკურნალოდ ამ წამალს უკვე იყენებთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება სამკურნალოდ 100 მგ ლამივუდინის დაბალი დოზა არასაკმარისად ჩათვალოს და დოზა და მიღების სიხშირე გაზარდოს შემდეგი სახით: 150 მგ ორჯერ დღეში.

ზეფიქსის ჯგუფის (NRTI-ნუკლეოტიდის უკუ ტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორები) წამლების მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის გადიდება და თანმხლები რძემჟავა აციდოზი (სისხლში რძემჟვას რაოდენობის მომატება). რძემჟავა აციდოზი, ძირითადად მკურნალობის დაწყებიდან პირველ რამდენიმე თვეში ვლინდება. თუ, გამოვლინდება ისეთი არა-სპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა: ღრმა სუნთქვა, სუნთქვის გახშირება, დაბუჟება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ეს ყველაფერი რძემჟავა აციდოზის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად ქალებში, განსაკუთრებით კი ჭარბი წონის მქონე ადამიანებში ვლინდება. გარდა ამისა, თუ ღვიძლის დაავადებაც აღინიშნება, ამ დროს ამ მდგომარეობის (რძემჟვა აციდოზის)განვითარების რისკი უფრო მეტია. ზეფიქსით მკურნალობის დროს, თქვენს ექიმს რძემჟავა აციდოზთან დაკავშირებით ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.

არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზეფიქსის გამოყენების შედეგად B ვირუსული ჰეპატიტის სხვაზე გადადების რისკის თავიდან აცილება ხდება.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად აღინიშნება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზეფიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის დროს აღნიშნული წამლის გამოყენების შესახებ ფიქრი შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი რისკს აღემატება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამალი, დედის რძეში გადადის, ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ზეფიქსის მომხმარებელ დედებმა ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვონ.

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ზეფიქსის, ავტომობილის ანდა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის გამოკვლეული. ამავე დროს, მავნე ეფექტის გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, ზეფიქსთან ურთიერთქმედების ალბათობა ძალიან მცირეა. არ არის მისი გამოყენება რეკომენდირებული ზალციტაბინთან (შიდსი-შეძენილი იმუნო-დეფიციტური სინდრომის სამკურანლო წამალი) ერთად.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ზეფიქსი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზრდასრულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:

ზეფიქსის რეკომენდირებული დოზაა: 100 მგ დღეში ერთხელ ( ერთი ტაბლეტი).

მიცემის გზა და მეთოდი:

ზეფიქსის მიღება შესაძლებელია როგორც მშიერ კუჭზე (კვებამდე), ასევე კვების შემდეგაც.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

2-11 წლის ასაკობრივი ჯგუფი: რეკომენდირებული დოზაა დღეში მაქსიმუმ 100 მგ დღეში ერთხელ, 3 მგ/კგ-ზე.

2 წლამდე ასაკის ბავშვები: ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდირებული დოზის მითითებისთვის საკმარისი მონაცემი არ არსებობს. ავადმყოფებსა და ბავშვებს, რომელთაც ტაბლეტის მიღება არ შეუძლიათ, არსებობს ზეფიქსის ხსნარის ფორმაც.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ამ ასაკობრივ ჯგუფში ზეფიქსის გამოყენებასთან დაკაშვირებით ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, ამ ასაკობრივ ჯგუფში, ასაკთან დაკაშირებით თირკმლის ფუნქციების დარღვევის და ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებში ცვლილებების არსებობისას, შეიძლება რეკომენდირებული იქნას განსაკუთრებული, მიზანმიმართული მოვლა.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა: თირკმლების უკმარისობის საშუალო და მძიმე ფორმის დროს, წამლის დოზა უნდა შემცირდეს. თირკმლების უკმარისობის მქონე ბავშვებში ასევე საჭიროა დოზის შემცირება. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, სადაც კრეატინინის კლირენსის (თირკმლის ფუნქციების კონტროლის მიზნით გამოყენებული ნივთიერების გამოყოფა) მაჩვენებლის მიხედვით განსაზღვრულია წამლის მიღების რეკომენდირებული დოზები.

ცხრილი 1. ზრდასრულებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში დოზები:

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ

ზეფიქსის ორალური ხსნარის* პირველი დოზა

დამატებითი/მომდევნო დოზა

დღეში ერთხელ

30-<50

20 მლ (100 მგ)

10 მლ (50 მგ)

15-<30

20 მლ ( 100 მგ)

5 მლ (25 მგ)

5-<15

7 მლ (35 მგ)

3 მლ (15 მგ)

<5

7 მლ (35 მგ)

2 მლ (10 მგ)

ცხრილი 2. 2-11 წლის ასაკის ბავშვებში დოზები:

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ

ზეფიქსის ორალური ხსნარის* პირველი დოზა

დამატებითი/მომდევნო დოზა

დღეში ერთხელ

30-<50

3 მგ/კგ

  • 5 მგ/კგ

15-<30

3 მგ/კგ

  • 75 მგ/კგ

5-<15

1 მგ/კგ

  • 45 მგ/კგ

<5

1 მგ/კგ

  • 3 მგ/კგ

ღვიძლის უკმარისობა: თუ, ღვიძლის უკმარისობასთან ერთად თირკმლების უკმარისობა არ არის, დოზის რეგულირება საჭირო არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ ზეფიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ზეფიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ

თუ, ზეფიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს დაუკავშირდით.

თუ, ზეფიქსის მიღება დაგავიწყდათ

როგორც კი გაგაგხსენდებათ წამალი მიიღეთ და შემდეგ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ზეფიქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ზეფიქსი, ექიმის მიერ მითითებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალის შემთვევაში, ზეფიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ზეფიქსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, ენის, ტუჩების და სახის შეშუპება, სუნთქვის, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება).

ზემოთ აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ეს მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზეფიქსის მიმართ ალერგია გაქვთ და შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება,მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სასუნთქი გზების ინფექციები (ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი მკერდში, ყელის ტკივილი, უმადობა)

პანკრეასის ჩირქოვანი ანთების ნიშნები (ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, წონის დაკარგვა)

ღვიძლის გადიდება (დაღლილობა, გულისრევა, უმადობა, სისუსტე, მუცელში, მარჯვენა ზემო ნაწილში, ნეკნების ქვეშ ტკივილი და მგრძნობელობა)

ჩონჩხის კუნთების დაზიანება (სხვადახვა მიზეზების გამო ჩონჩხის კუნთების დაზიანება ანდა რღვევა (რაბდომიოსარკომა)

ყველა ზემოთ აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭიდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება,ექიმს აცნობეთ:

სხეულში ტეხვის შეგრძნება, დაღლილობა

თავის ტკივილი

კუნთების კრუნჩხვები

დაბუჟება

კუნთების ტკივილი

კრეატინ ფოსფოკინაზას (გულის, ჩონჩხის კუნთების და თავის ტვინის ქსოვილში არსებული ფერმენტის) დონის მომატება

ღვიძლის ფერმენტების (ალტ) მომატება

ღრმა, სწრაფი და გაძნელებული სუნთქვა, თავბრუსხვევა, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის შესუსტება და სისუსტე, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინების მსგავს ნიშნებთან ერთად სისხლში რძემჟავას დაგროვება (რძემჟავა აციდოზი)

სისხლდენა და კანზე დალურჯებების გამომწვევი, სისხლის შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა

ზემოთ აღნიშნული, ზეფიქსის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ზეფიქსის შენახვა

ზეფიქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზეფიქსი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. GlaksoSmıthKlıne ილაჩლარი სანაი ვე თიჯარეთ. ლევენთი-სტამბული.

წარმოების ადგილი:

ს.ს. Pharmactive ილაჩ სან ვე თიჯ ქაფაქლი,თექირდაღი.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 23.08.2011-ში დამოწმებულია.

2021, GSK ჯგუფის კომპანიები

1501457R02

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა