პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ვოტრიენტი

Votrient

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (RCC) ვოტრიენტი ნაჩვენებია თირკმლის გავრცელებული და/ან მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომის (RCC) სამკურნალოდ. რბილი ქსოვილების სარკომა (STS) ვოტრიენტი ნაჩვენებია რბილი ქსოვილების სარკომის (STS) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც მანამდე ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პაზოპანიბი (pazopanib)
ფორმა და შეფუთვა
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
მწარმოებელი
Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC, სლოვენია; Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -SIEGFRIED BARBERA, S.L.(ესპანეთი)), სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043407
რეგისტრირებულია
12 ივნისი 2025, მოქმედებს 12 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობა საქართველო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავოტრიენტი და სხვა წამალი ერთად

ვოტრიენტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (RCC)

ვოტრიენტი ნაჩვენებია თირკმლის გავრცელებული და/ან მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომის (RCC) სამკურნალოდ.

რბილი ქსოვილების სარკომა (STS)

ვოტრიენტი ნაჩვენებია რბილი ქსოვილების სარკომის (STS) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც მანამდე ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპია.

III ფაზის კვლევაში არ მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრომალური სიმსივნე (GIST) ან ადიპოციტური STS.

მიღების წესი და დოზირება

ზოგადი სამიზნე პოპულაცია

ვოტრიენტის რეკომენდებული დოზა არის 800 მგ პერორალურად დღეში ერთჯერ (იხილეთ მიღების წესი).

დოზის ცვლილება

გვერდითი რეაქციების მართვის მიზნით დოზის ცვლილება, გაზრდა ან შემცირება უნდა მოხდეს 200 მგ-ით, ეტაპობრივად, ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. ვოტრიენტის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 800 მგ-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

პაზოპანიბის და მეტაბოლიტების სუსტი თირკმლისმიერი ექსკრეციის გათვალისწინებით ვოტრიენტის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის უკმარისობის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია, ფარმაკოკინეტიკა, გამოყოფა). თირკმლის უკმარისობის ზეგავლენა პაზოპანიბის ზემოქმედებაზე არ არის მოსალოდნელი და დოზის ცვლილება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი შეადგენს ≥30 მლ/წთ-ს. ვოტრიენტის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პერიოტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში; შესაბამისად ასეთ პაციენტებში ვოტრიენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის უკმარისობა

ანამნეზში ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვოტრიენტის უსაფრთხოება და ფარმაკოკინეტიკა სრულყოფილად არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რაც განისაზღვრება ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) და ბილირუბინის მიხედვით (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია).

ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვოტრიენტის დოზა უნდა შემცირდეს დღეში 200 მგ-მდე (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია).

საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი ნორმის ზედა ზღვარზე >3-ჯერ მეტი [X ULN] ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად); შესაბამისად ასეთ პაციენტებში ვოტრიენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პედიატრიული პაციენტები (18 წლამდე)

ვოტრიენტი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).

გერიატრული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების გზის შეცვლა არ არის საჭირო 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

მიღების წესი

ვოტრიენტი არ მიიღება კვების დროს (მიიღება კვებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან კვებიდან ორი საათის შემდეგ) (იხ. ნაწილი ურთიერთმოქმედებები და კლინიკური ფარმაკოლოგია). ვოტრიენტი მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, დაუშვებელია ტაბლეტის გატეხვა ან დაფშვნა (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია, ფარმაკოკინეტიკა). დოზის გამოტოვების შემთხვევაში იგი აღარ მიიღება თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები.

უკუჩვენებები

ინფორმაცია არ ფიქსირდება.

სიფრთხილის ზომები

ეფექტები ღვიძლის მხრივ

ვოტრიენტით მკურნალობისას დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის (მათ შორის ფატალური) შემთხვევები. ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა შრატში ტრანსამინაზების (ALT, ასპარტატ ამინოტრასნფერაზა [AST]) ან ბილირუბინის მომატება (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირდა ALT-ს და AST-ს იზოლირებული მატება, ტუტე-ფოსფატაზას ან ბილირუბინის თანხმლები მატების გარეშე. 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რისკი შესაძლოა გაიზარდოს ALT >3 X ULN-ის მხრივ. HLA-B*57:01 ალელის მატარებელ პაციენტებში ასევე იზრდება ALT-ს მატების რისკი, რაც უკავშირდება ვოტრიენტის მიღებას. ვოტრიენტით მკურნალობისას გენოტიპის ან ასაკის მიუხედავად ყველა პაციენტში უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია). ტანსამინაზების ნებისმიერი ხარისხის მატება უმეტესად (90%-ზე მეტი) დაფიქსირდა პირველი 18 კვირის განმავლობაში. ხარისხი განისაზღვრება ონკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის გვერდითი მოვლენების საერთო ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (NCI CTCAE), ვერსია 3-ის მიხედვით.

შრატში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს მკურანლობის დაწყებამდე, 3-ე, 5-ე, 7-ე და 9-ე კვირას, შემდეგ 3-ე და 4-ე თვეს, დამატებითი კვლევები ტარდება კლინიკური ჩვენებების მიხედვით. 4 თვის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს პერიოდულად.

თუ საერთო ბილირუბინის საწყისი მაჩვენებელი არის ≤1.5 X ULN (ნორმის ზედა ზღვარი), ხოლო AST-ს და ALT-ს საწყისი მაჩვენებელი შეადგენს ≤2 X ULN-ს გაითვალისწინება შემდეგი რეკომენდაციები:

თუ ALT-ს იზოლირებული მატება მერყეობს >3 X ULN და 8 X ULN-ს შორის შესაძლებელია ვოტრიენტით მკურნალობის გაგრძელება, მხოლოდ ღვიძლის ფუნქცია უნდა გაკონტროლდეს ყოველ კვირაში მანამდე, სანამ ALT-ს მხრივ სიმძიმის ხარისხი არ დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს ან არ გახდება პირველი ხარისხის (NCI CTCAE).

თუ ALT-ს მაჩვენებელი შეადგენს >8 X ULN-ს ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს მანამდე, სანამ სიმძიმის ხარისხი არ დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს ან არ გახდება პირველი ხარისხის (NCI CTCAE). თუ ვოტრიენტით მკურნალობის განახლების მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ჰეპატოტოქსიკურობის რისკს, მაშინ მკურნალობა უნდა განახლდეს შემცირებული დოზით 400 მგ დღეში ერთჯერ და შრატში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს ყოველ კვირაში 8 კვირის განმავლობაში (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი). თუ მკურნალობის განახლების შემდეგ კვლავ აღინიშნა ALT-ს მატება > 3 X ULN ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს.

თუ ALT-ს მატებასთან >3 X ULN ერთად აღინიშნა ბილირუბინის მატებაც >2 X ULN ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს. საჭიროა პაციენტების კონტროლი მანამდე, სანამ სიმძიმის ხარისხი არ გახდება პირველი ხარისხის ან არ დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს (NCI CTCAE). ვოტრიენტი UGT1A1-ის ინჰიბიტორია. ჟილბერტის სინდრომის მქონე პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქი ხასიათის, არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ჰიპერბილირუბინემია. თუ პაციენტს აქვს მხოლოდ მსუბუქი ხასიათის, არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემია და დადგენილია ჟილბერტის სინდრომი ან არსებობს მასზე ეჭვი, ALT-ს მატება >3 X ULN უნდა დარეგულირდეს ALT-ს იზოლირებული მატების შემთხვევაში გათვალისწინებული რეკომენდაციების მიხედვით.

ვოტრიენტის და სიმვასტატინის ერთად მიღებისას იმატებს ALT-ს ზრდის რისკი (იხ. ნაწილი ურთიერთქმედებები), საჭიროა სიფრთხილე და გულდასმით კონტროლი.

გარდა იმისა, რომ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ინიშნება 800 მგ ვოტრიენტი დღეში ერთხელ და საწყისი დოზა მცირდება დღეში 200 მგ-მდე ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექციასთან დაკავშირებული სხვა რეკომენდაციები მკურნალობის პერიოდში შრატში ღვიძლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არ არის დადგენილი პაციენტებისათვის, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდათ ღვიძლის უკმარისობა.

ჰიპერტენზია

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰიპერტენზიის, მათ შორის ჰიპერტენზიული კრიზის შემთხვევები. ვოტრიენტით მკურნალობის დაწყებამდე სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა. მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (მკურნალობის დაწყებიდან არაუმეტეს ერთი კვირა) და შემდგომში ხშირად საჭიროა არტერიული ჰიპერტენზიის მონიტორინგი, რათა მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება, მყისიერი მკურნალობა სტანდარტული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების კომბინაციით, ვოტრიენტის დოზის შემცირება ან შეწყვეტა კლინიკური ჩვენებების მიხედვით (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი და პრეპარატის გვერდითი რეაქციები). ჰიპერტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ≥150 მმ ვწყ.სვ ან დიასტოლური არტერიული წნევა ≥100 მმ ვწყ.სვ) ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე (შემთხვევების დაახლოებით 40% განვითარდა 9-ე დღეს და 90% პირველი 18 კვირის განმავლობაში). ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს თუ აღინიშნა ჰიპერტენზიული კრიზის ნიშნები ან ჰიპერტენზია მძიმეა და გრძელდება ანტიჰიპერტენზიული თერაპიის და ვოტრიენტის დოზის შემცირების მიუხედავად.

გვიანდელი შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)/გვიანდელი შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (RPLS)

PRES/RPLS დაფიქსირდა ვოტრიენტის მიღებისას. PRES/RPLS შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილით, ჰიპერტენზიით, კრუნჩხვებით, ლეთარგიით, გონების არევით, სიბრმავით და სხვა ვიზუალური და ნევროლოგიური დარღვევებით და შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. PRES/RPLS-ის მქონე პაციენტებში ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს.

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ILD)/პნევმონია

ვოტრიენტით მკურნალობისას აღწერილია ILD-ის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური (იხ. ნაწილი გვერდითი რეაქციები). უნდა მოხდეს ILD/პნევმონიისათვის დამახასიათებელ სიმპტომებზე დაკვირვება და ვოტრიენტის შეწყვეტა ILD-ის ან პნევმონიის განვითარების შემთხვევაში.

გულის ფუნქციის დარღვევა

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა გულის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები, როგორიც არის გულის შეგუბებითი უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირება (LVEF). ვოტრიენტის რანდომიზებულ RCC კვლევაში სუნიტინიბთან შედარებისას სუბიექტებში, რომელთა შემთხვევაში LVEF მაჩვენებლები განისაზღვრა საწყის და შემდგომ პერიოდში, ვოტრიენის ჯგუფში მიოკარდიუმის დისფუნქცია გამოვლინდა პაციენტების 13%-ში (47/362), ხოლო სუნიტინიბის ჯგუფში კი პაციენტების 11%-ში (42/369). თითოეულ სამკურნალო ჯგუფში გულის შეგუბებითი უკმარისობა დაფიქსირდა სუბიექტების 0.5%-ში. III ფაზის STS კლინიკურ კვლევაში გულის შეგუბებითი უკმარისობა აღინიშნა 240-დან 3 სუბიექტში (1%). ამ კვლევაში სუბიექტებში, რომელთა შემთხვევაში LVEF მაჩვენებლები განისაზღვრა შემდგომ პერიოდში, ვოტრიენის ჯგუფში LVEF-ს შემცირება დაფიქსირდა პაციენტების 11%-ში (16/142), ხოლო პლაცებოს ჯგუფში კი პაციენტების 5%-ში (2/40). ვოტრიენტის ჯგუფში 16-დან 14 სუბიექტს ამავდროულად აღენიშნა ჰიპერტენზია, რასაც გულის პოსტ დატვირთვის გაზრდით შესაძლოა გამოეწვია გულის დისფუნქციის გამწვავება რისკის მქონე პაციენტებში (მაგ: პაციენტები, რომელთაც ჩატარებული აქვთ ანტრაციკლინით მკურნალობა). საჭიროა არტერიული წნევის გაკონტროლება და მყისიერად დარეგულირება ანტიჰიპერტენზიული საშუალებების კომბინაციით, უნდა მოხდეს ვოტრიენტის დოზის კორექცია (შეწყვეტა და მკურნალობის განახლება შემცირებული დოზებით კლინიკური შეფასების საფუძველზე). საჭიროა პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით. გულის ფუნქციის დარღვევის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში რეკომენდებულია LVEF-ის მაჩვენებლების შეფასება საწყის და შემდგომ პერიოდში.

QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭების თრთოლვა-ციმციმი

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პარკუჭების თრთოლვა-ციმციმის შემთხვევები (იხ. ნაწილი გვერდითი რეაქციები). ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, ღებულობენ ანტიარითმიულ პრეპარატებს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება, ასევე გულის დაავადების მქონე პაციენტებში. ვოტრიენტით მკურნალობისას რეკომენდებულია საწყის და შემდგომ პერიოდში ელექტროკარდიოგრამის გაკონტროლება და ელექტროლიტების (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი) ნორმის ფარგლებში შენარჩუნება.

არტერიების თრომბოზული მოვლენები

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, იშემიური ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). დაფიქსირდა ფატალური მოვლენები. ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თრომბოზული მოვლენების მომატებული რისკი ან ანამნეზში ვლინდება თრომბოზული მოვლენები. ვოტრიენტი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც თრომბოზული მოვლენები განუვითარდათ ბოლო 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეული პაციენტის სარგებელი/რისკის შეფასების საფუძველზე.

ვენური თრომბოემბოლური მოვლენები

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ვენური თრომბოემბოლური მოვლენები, მათ შორის ვენური თრომბოზი და ფილტვის ფატალური ემბოლია. სიხშირე უფრო მაღალი იყო შთშ პოპულაციაში (5%), ვიდრე RCC პოპულაციაში (2%).

თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA)

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA) აღინიშნა როგორც მონოთერაპიის შემთხვევაში, ასევე ბევაციზუმაბთან კომბინაციაში და ტოპოტეკანთან კომბინაციაში (იხ. ნაწილი გვერდითი მოვლენები). TMA-ს განვითარების შემთხვევაში ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ TMA-ს ეფექტები ლაგდება. ვოტრიენტი არ არის ნაჩვენები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ჰემორაგიული მოვლენები

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰემორაგიული მოვლენები (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). აღინიშნა ფატალური ჰემორაგიული შემთხვევები. ვოტრიენტი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც ბოლო 6 თვის ანამნეზში აღენიშნებათ ჰემოპტოზი, ცერებრული ჰემორაგია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა. ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება ჰემორაგიის სერიოზული რისკის მქონე პაციენტებში.

ანევრიზმები და არტერიების დისექცია

არტერიების დისექცია და ანევრიზმები დაფიქსირდა VEGF გზის ინჰიბიტორების, მათ შორის ვოტრიენტის მიღებისას (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). VEGF გზის ინჰიბიტორების გამოყენებამ ჰიპერტენზიის მქონე ან არმქონე პაციენტებში შესაძლოა ხელი შეუწყოს ანევრიზმების წარმოქმნას და/ან არტერიების დისექციას. ვოტრიენტით მკურნალობის დაწყებამდე აღნიშნული რისკი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რისკ ფაქტორების (მაგ.: ჰიპერტენზია ან ანამნეზში ანევრიზმა) მქონე პაციენტებში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია და ფისტულა

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (GI) პერფორაციის ან ფისტულის განვითარების შემთხვევები (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). დაფიქსირდა პერფორაციის ფატალური შემთხვევები. ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის ან ფისტულის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

ჭრილობის შეხორცება

ჭრილობის შეხორცებაზე ვოტრიენტის ზეგავლენის ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. რადგან სისხლძარღვების ენდოთელური ზრდის ფაქტორის (VEGF) ინჰიბიტორებმა შესაძლოა შეაფერხონ ჭრილობის შეხორცება, შესაბამისად ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს გეგმიურ ოპერაციამდე 7 დღით ადრე. ოპერაციის შემდეგ ვოტრიენტით მკურნალობის განახლების საკითხი უნდა გადაწყდეს ჭრილობის სათანადოდ შეხორცების კლინიკური შეფასების საფუძველზე. ჭრილობის გახსნის შემთხვევაში ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს.

ჰიპოთირეოიდიზმი

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰიპოთიროიდიზმის მოვლენები (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევების პროაქტიურად გაკონტროლება.

პროტეინურია

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა პროტეინურია (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). მკურნალობის დროს რეკომენდებულია საწყის და შემდგომ პერიოდში შარდის ანალიზის გაკეთება, უნდა მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება პროტეინურიის გამწვავების გამოვლენის მიზნით. ნეფროზული სინდრომის განვითარების შემთხვევაში ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს.

სიმსივნის ლიზის სინდრომი (TLS)

დაფიქსირდა სიმსივნის ლიზის სინდრომის (TLS) შემთხვევები, მათ შორის ფატალური, პაციენტებში, რომელთაც მკურნალობდნენ ვოტრიენტით (იხ. ნაწილი მედიკამენტის გვერდითი რეაქციები). პაციენტები, რომლებიც სიმსივნის ლიზის სინდრომის რისკის ქვეშ იმყოფებიან, არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ სწრაფად მზარდი, მაღალი დატვირთვის სიმსივნე, თირკმლის დისფუნქცია ან გაუწყლოება. მზიანშეწონილია განხილული იყოს პროფილაქტიკური ზომები, როგორიცაა შარდმჟავას მაღალი დონის მკურნალობა და ინტრავენური ჰიდრატაცია, ვოტრიენტით მკურნალობის დაწყებამდე. რისკის ჯგუფის პაციენტების მონიტორინგი და მკურნალობ უნდა მოხდეს ყურადღებით, კლინიკური ჩვენებების მიხედვით.

ინფექციები

დაფიქსირდა სერიოზული ინფექციების (ნეიტროპენიით ან ნეიტროპენიის გარეშე) შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური გამოსავალით.

კიბოს საწინააღმდეგო სხვა სისტემურ თერაპიასთან კომბინაცია

ვოტრიენტის კლინიკური კვლევებში პემეტრექსედთან (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC) და ლაპატინიბთან (საშვილოსნოს ყელის კიბო) კომბინაციის შემთხვევაში დროზე ადრე შეწყდა მათი მიღება მომატებული ტოქსიუობის და/ან სიკვდილიანობის გამო და აღნიშნული კომბინაციის ფარგლებში უსაფრთხო და ეფექტური დოზა დადგენილი არ არის. ვოტრიენტი ნაჩვენები არ არის კიბოს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისათვის.

ტოქსიკურობა მოზარდ ცხოველებში

ვინაიდან ვოტრიენტის მოქმედების მექანიზმმა შესაძლოა სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორგანოების ზრდაზე და მომწიფებაზე პოსტ-ნატალური განვითარების ადრეულ პერიოდში (იხ. ნაწილი კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები), შესაბამისად ვოტრიენტი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რისკის შემაჯამებელი მონაცემები

ცხოველებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებზე დაყრდნობით და მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე ორსულობის პერიოდში ვოტრიენტის მიღებამ შესაძლოა ფატალური ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია). ორსულ ქალებში ვოტრიენტის გამოყენების შესახებ სათანადო მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებში ჩატარებულ განვითარების ტოქსიკურობის კვლევაში ორგანოგენეზის პერიოდში მაკე ვირთაგვებში და ბოცვრებში პაზოპანიბის პერორალურად მიღებისას აღინიშნა ტერატოგენურობა და ორსულობის შეწყვეტა უფრო დაბალი სისტემური ზემოქმედებისას ვიდრე ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური რეკომენდებული დოზის (800 მგ) შემთხვევაში (AUC-ს მიხედვით). ვოტრიენტი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ საჭიროებს ვოტრიენტით მკურნალობას. საჭიროა ორსული ან რეპროდუქციული უნარის მქონე ქალების ინფორმირება ნაყოფისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ.

ცხოველებში დაფიქსირებული მონაცემები

ვირთაგვებში ნაყოფიერების და ემბრიონის ადრეული განვითარების კვლევებში დაფიქსირდა ნაყოფის პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვა, ემბრიონის დაღუპვა და ნაყოფის სხეულის წონის შემცირება დღეში ≥10 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.2-ჯერ მეტი, ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური დოზა (MRHD) 800 მგ/დღეში) მიღებისას და ნაყოფის პრე-იმპლანტაციური დაღუპვის და ადრეული რეზორბციის სიხშირის ზრდა დღეში ≥30 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი, ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური დოზა (MRHD) 800 მგ/დღეში) მიღებისას.

ემბრიოფეტალური განვითარების ტოქსიკურობის კვლევებში პაზოპანიბმა გამოიწვია ტერატოგენური ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიები), დაგვიანებული გაძვალება, ნაყოფის პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვის გახშირება, სხეულის წონის შემცირება და ნაყოფის დაღუპვა ვირთაგვებში დღეში ≥ 3 მგ/კგ დოზის (AUC დაახლოებით 0.1-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას. ბოცვრებში ტოქსიკური ზემოქმედება დედის ორგანიზმზე (სხეულის წონის შემცირება, საკვების მიღების შემცირება), ნაყოფის პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვა და ორსულობის შეწყვეტა აღინიშნა ≥30 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.007-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას, ხოლო ნაყოფის წონა შემცირდა დღეში ≥ 3 მგ/კგ დოზების (AUC დაანგარიშებული არ არის) მიღებისას.

ლაქტაცია

რისკის შემაჯამებელი მონაცემები

გადადის თუ არა პაზოპანიბი ან მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში უცნობია, ასევე არ არსებობს ინფორმაცია ძუძუზე მყოფ ჩვილებზე ან რძის გამომუშავებაზე მათი ზემოქმედების შესახებ. ვინაიდან არსებობს ვოტრიენტის სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობა ძუძუზე მყოფ ჩვილებში, შესაბამისად მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები

კონტრაცეფცია

ქალები

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები ვოტრიენტით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.

მამაკაცები

მამაკაცებმა (მათ შორის პაციენტებმა, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაზექტომია), რომლებსაც ჰყავთ ქალი პარტნიორები, რომლებიც ორსულად არიან, არსებობს ორსულობაზე ეჭვი ან ორსულობის დადგომის ალბათობა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივები ვოტრიენტით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.F

უნაყოფობა

ცხოველებში ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით მკურნალობის პერიოდში ვოტრიენტმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს რეპროდუქციული უნარის მქონე მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე (იხ. ნაწილი კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები).

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა

ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) მკურნალობისას შეფასდა რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტიცენტრულ კვლევაში. ადგილობრივად გავრცელებული და/ან მეტასტაზური ღჩჩ-ის მქონე პაციენტებს რანდომიზაციის პრინციპით აძლევდნენ 800მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ (N=290) ან პლაცებოს (N=145). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 7.4 თვე ვოტრიენტის ჯგუფისათვის და 3.8 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის.

ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა რბილი ქსოვილის სარკომის (STS) მკურნალობისას შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტიცენტრულ კვლევაში. გავრცელებული შთშ-ის მქონე პაციენტებს (N=369), რომლებიც მანამდე მკურნალობდნენ ანტრაციკლინით ან ასეთი მკურნალობა მისაღები არ აღმოჩნდა მათთვის, რანდომიზაციის პრინციპით აძლევდნენ 800 მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ (N=246) ან პლაცებოს (N=123). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.5 თვე ვოტრიენტის ჯგუფისთვის და 1.9 თვე პლაცებოს ჯგუფისთვის. გვერდითი რეაქციები მოცემულია ქვემოთ MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით.

კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეჯამებულია ცხრილში

კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რექციები (ცხრილი 1) ჩამოთვლილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით. გარდა ამისა, პრეპარატის თითოეული გვერდითი რეაქციის სიხშირის შესაბამისი კატეგორია ეფუძნება შემდეგ კონვენციას (CIOMS III (სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭო)): ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

ცხრილი 1 კვლევებში RCC (VEG105192) და STS (VEG110727) დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით

პრეპარატის გვერდითი რეაქციები

სიხშირის კლასიფიკაცია

RCC

N=290

STS

N=240

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ტიპის ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

სიმსივნური ტკივილი

♦♦

ძალიან ხშირი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ნეიტროპენია

ხშირი

♦♦

თრომბოციტოპენია

ხშირი

♦♦

ენდოკრინული დარღვევები

ჰოპოთირეოიდიზმი*

ხშირი

ხშირი

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

♦♦

ძალიან ხშირი

დისგევზია

ხშირი

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

იშემიური ინსულტი*

ნაკლებად ხშირი

ნაკლებად ხშირი

გარდამავალი იშემიური შეტევა*

ხშირი

♦♦

ცერებრარული ჰემორარგია*

ნაკლებად ხშირი

ნაკლებად ხშირი

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

♦♦

ხშირი

დარღვევები გულის მხრივ

გულის ფუნქციის დარღვევა (როგორიც არის განდევნის ფრაქციის შემცირება და გულის შეგუბებითი უკმარისობა)*

ნაკლებად ხშირი

ხშირი

ბრადიკარდია (ასიმპტომური)

ძალიან ხშირი†

ძალიან ხშირი†

მიოკარდიუმის ინფარქტი*

ნაკლებად ხშირი

ხშირი

მიოკარდიუმის იშემია*

ხშირი

♦♦

ტორსადე დე პოინტეს*

ნაკლებად ხშირი

♦♦

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპერტენზია*

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ვენური ემბოლიზმი*

ხშირი

ხშირი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოებია მხრივ

ხველება

♦♦

ძალიან ხშირი

დისფონია

ხშირი

ხშირი

ქოშინი

♦♦

ძალიან ხშირი

პნევმოთორაქსი

♦♦

ხშირი

ეპისტაქსიზი

ხშირი

ხშირი

ფილტვისმიერი ჰემორაგია*

ნაკლებად ხშირი

ხშირი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დიარეა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დისპეფსია

ხშირი

ხშირი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია*

ნაკლებად ხშირი

♦♦

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფისტულა*

ნაკლებად ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან*

ხშირი

ხშირი

გულისრევა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

სტომატიტი

♦♦

ძალიან ხშირი

ღებინება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ღვიძლის ფუნქციის ანომალია*

ხშირი

♦♦

ჰიპერბილირუბინემია*

ხშირი

ნაკლებად ხშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ალოპეცია

ხშირი

ძალიან ხშირი

კანის სიმშრალე

♦♦

ხშირი

ექსფოლიაციური გამონაყარი

♦♦

ძალიან ხშირი

თმის ფერის ცვლილება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ფრჩხილების მხრივ დარღვევები

♦♦

ხშირი

ხელის და ფეხის გულების ერითროდიზესთეზიის სინდრომი

ხშირი

ძალიან ხშირი

გამონაყარი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

კანის დეპიგმენტაცია

ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ძვალკუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძვალკუნთოვანი ტკივილი

♦♦

ძალიან ხშირი

მიალგია

♦♦

ძალიან ხშირი

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ

პროტეინურია*

ხშირი

ნაკლებად ხშირი

ჰემატურია

ხშირი

ნაკლებად ხშირი

თვალის მხრივ დარღვევები

მხედველობის დაბინდვა

♦♦

ხშირი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

ასთენია

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

ტკივილი გულმკერდის არეში*

ხშირი

ძალიან ხშირი

ციება

♦♦

ხშირი

დაღლილობა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

პერიფერიული შეშუპება

♦♦

ძალიან ხშირი

კვლევები

♦

ხშირი

წონის დაკლება

ხშირი

ძალიან ხშირი

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტრო კარდიოგრამაზე

ხშირი

ხშირი

ლიპაზას მომატება

ხშირი‡

♦♦

ალანიან ამინოტრანსფერაზას მომატება*

ძალიან ხშირი

ხშირი

ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება*

ძალიან ხშირი

ხშირი

  • დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

♦ ძირითად კლინიკურ კვლევაში მოცემული ჩვენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენა მიზეზობრივად არ უკავშირდება ვოტრიენტს.

შენიშვნა: ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ CTC-AE-ს კრიტერიუმებს მკვლევარის შეხედულების თანახმად დარეგისტრირდნენ, როგორც გვერდითი მოვლენები.

† სიხშირე ემყარება გულის შეკუმშვათა სიხშირეს (<60 დარტყმა წუთში) და არა გვერდითი მოვლენების ანგარიშებს. ვოტრიენტის უსაფრთხოების მონაცემების ანალიზის მიხედვით სიმპტომური ბრადიკარდია იშვიათი მოვლენა იყო.

‡ RCC-ის შემთხვევაში სიხშირის კატეგორია ეფუძნება დამხმარე არაკონტროლირებადი კვლევიდან VEG102616 მიღებულ მონაცემებს.

ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ხელის და ფეხის გულების ერითროდიზესთეზიის სინდრომი უფრო ხშირად დაფიქსირდა აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობაში.

მე-2 ცხრილში მოცემულია ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს RCC-ის ძირითად კვლევაში. ხარისხი ეფუძნება NCI CTCAE-ს.

ცხრილი 2 შერჩეული ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს, სიხშირე მეტია პლაცებოს ჯგუფთან (VEG105192) შედარებით

მაჩვენებლები

ვოტრიენტი

(N=290)

პლაცებო

(N=145)

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ჰემატოლოგიური

ლეიკოპენია

37

0

0

6

0

0

ნეიტროპენია

34

1

<1

6

0

0

თრომბოციტოპენია

32

<1

<1

5

0

<1

ლიმფოციტოპენია

31

4

<1

24

1

0

ქიმიური

ALT-ს მომატება

53

10

2

22

1

0

AST-ს მომატება

53

7

<1

19

<1

0

გლუკოზას მომატება

41

<1

0

33

1

0

საერთო ბილირუბინის

მომატება

36

3

<1

10

1

<1

ფოსფორის შემცირება

34

4

0

11

0

0

კალციუმის შემცირება

33

1

1

26

1

<1

ნატრიუმის შემცირება

31

4

1

24

4

1

კალიუმის მომატება

27

4

<1

23

5

0

კრეატინინის მომატება

26

0

<1

25

<1

0

მაგნიუმის შემცირება

26

<1

1

14

0

0

გლუკოზას შემცირება

17

0

<1

3

0

0

3-ე ცხრილში მოცემულია ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს STS-ის ძირითად კვლევაში. ხარისხი ეფუძნება NCI CTCAE-ს.

ცხრილი 3 შერჩეული ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს, სიხშირე მეტია პლაცებოს ჯგუფთან (VEG110727) შედარებით

მაჩვენებლები

ვოტრიენტი

(N=240)

პლაცებო

(N=123)

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ჰემატოლოგიური

ლეიკოპენია

44

1

0

15

0

0

ნეიტროპენია

33

4

0

7

0

0

თრომბოციტოპენია

36

3

<1

6

0

0

ლიმფოციტოპენია

43

10

0

36

9

2

ანემია

27

5

2

23

<1

<1

ქიმიური

ALKP-ს მომატება

32

3

0

23

<1

0

ALT-ს მომატება

46

8

2

18

2

<1

AST-ს მომატება

51

5

3

22

2

0

ალბუმინის შემცირება

34

<1

0

21

0

0

გლუკოზას მომატება

45

<1

0

35

2

0

საერთო ბილირუბინის

მომატება

29

1

0

7

2

0

ნატრიუმის შემცირება

31

4

0

20

3

0

კალიუმის მომატება

16

1

0

11

0

0

პრეპარატის შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ვოტრიენტის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, რაც მოიცავს სპონტანური შემთხვევების აღწერას, ასევე მიმდინარე კვლევებში, კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში და დაუმტკიცებელი ჩვენებების კვლევებში დაფიქსირებულ სერიოზულ გვერდითი მოვლენებს.

ცხრილი 4 რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოვლენილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ინფექციები (ნეიტროპენიით ან ნეიტროპენიის გარეშე); იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პოლიციტემია

თრომბოზული მიკროანგიოპათია (თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის და ჰემოლიზური ურემიული სინდრომის ჩათვლით); იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დარღვევები თვალის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ბადურის აშრევება

ცრემლდენა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

უცნობია

სიმსივნის ლიზის სინდრომი (ფატალური შემთხვევების ჩათვლით); იხილეთ განყოფილება გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი

შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

იშვიათი

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ILD)/პნევმონია (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი

მეტეორიზმი

ნაკლებად ხშირი

პანკრეატიტი

უცნობი

ღვიძლის უკმარისობა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი

ართრალგია

ხშირი

კუნთების სპაზმები

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათი

ანევრიზმები და არტერიების დისექცია

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

კანის წყლული

კვლევები

ხშირი

გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას მომატება

ურთიერთქმედებები

ციტოქრომ CYP3A4 ფერმენტების ინჰიბიტორები ან ინდუქტორები

ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში ვოტრიენტის ჟანგვითი მეტაბოლიზმი ძირითადად სრულდება CYP3A4-ის საშუალებით, ნაკლებად CYP1A2 და CYP2C8-ით. შესაბამისად, CYP3A4-ის ინჰიბიტორებმა და ინდუქტორებმა შესაძლოა გააძლიერონ ვოტრიენტის მეტაბოლიზმი.

CYP3A4, P-gp, BCRP-ის ინჰიბიტორები

პაზოპანიბი CYP3A4, P-gp და BCRP-ს სუბსტრატია.

ვოტრიენტის (400 მგ დღეში ერთჯერ) და CYP3A4-ის და P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორის, კეტოკონაზოლის (400 მგ დღეში ერთჯერ) ერთობლივად 5 დღის განმავლობაში მიღებისას პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24) და Cmax გაიზარდა 66% და 45%-ით ვოტრიენტის მონოთერაპიასთან (400 მგ დღეში ერთჯერ 7 დღე) შედარებით. პაზოპანიბის AUC და Cmax დოზის პროპორციულზე ნაკლებად იმატებს დოზის 50 მგ-დან 2000 მგ-მდე მატებისას. შესაბამისად, CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას ვოტრიენტის დოზის შემცირება 400 მგ-მდე (დღეში ერთჯერ) პაციენტების უმრავლესობაში გამოიწვევს ისეთივე სისტემურ ზემოქმედებას, როგორიც აღინიშნება დღეში ერთჯერ მხოლოდ 800 მგ ვოტრიენტის მიღებისას. თუმცა ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ვოტრიენტის უფრო მაღალი სისტემური ზემოქმედება, ვიდრე მხოლოდ 800 მგ ვოტრიენტის მიღებისას.

ვოტრიენტის და CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ:. იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, სექვინავირი, ტელიტრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პაზოპანიბის კონცენტრაციის ზრდა. გრეიფრუტის წვენმა ასევე შესაძლოა გაზარდოს პლაზმაში პაზოპანიბის კონცენტრაცია.

CYP3A4, Pgp და BCRP-ის სუბსტრატის და სუსტი ინჰიბიტორის 1500 მგ ლაპატინიბის და 800 მგ ვოტრიენტის ერთად მიღებისას დაახლოებით 50%-60%-ით გაიზარდა პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24) და Cmax 800 მგ ვოტრიენტის მონოთერაპიასთან შედარებით. ვოტრიენტთან ერთად CYP3A4-ის, Pgp-ს და BCRP-ის ისეთი ინჰიბიტორის მიღებისას, როგორიც არის ლაპატინიბი, პლაზმაში იზრდება პაზოპანიბის კონცენტრაცია.

ვოტრიენტთან ერთად არ არის სასურველი CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის მიღება. თუ არ არსებობს CYP3A4-ის ძლიერი იჰნიბიტორის სხვა სამედიცინო ალტერნატივა, კომბინირებული გამოყენების დროს ვოტრიენტის დღიური დოზა უნდა შემცირდეს 400 მგ-მდე (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). თუ აღინიშნა პრეპარატთან დაკავშირებული პოტენციური გვერდითი მოვლენები შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კიდევ შემცირება.

P-gp ან BCRP-ის ძლიერი ინჰიბიტორებთან კომბინაცია არ არის სასურველი ან რეკომენდებულია შეირჩეს ალტერნატიული პრეპარატი, რომელიც მინიმალურად ან საერთოდ არ თრგუნავს P-gp-ს ან BCRP-ს.

CYP3A4-ის ინდუქტორები

CYP3A4-ის ინდუქტორებმა, როგორიც არის რიფამპინი შესაძლოა შეამციროს პლაზმაში პაზოპანიბის კონცენტრაცია. რეკომენდებულია შეირჩეს ალტერნატიული პრეპარატი, რომელიც მინიმალურად ან საერთოდ არ თრგუნავს ფერმენტის ინდუქციას.

ვოტრიენტის ზეგავლენა CYP სუბსტრატებზე

ადამიანის ღვიძლის მიკროსომების ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ვოტრიენტმა გამოიწვია CYP ფერმენტების 1A2, 3A4, 2B6, 2C8, 2C9, 2C19 და 2E1 დათრგუნვა. ადამიანის CYP3A4-ის პოტენციური ინდუქცია გამოვლინდა ადამიანის ინ ვიტრო პრეგნან-X რეცეპტორის (PXR) კვლევაში. კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში 800 მგ ვოტრიენტის დღეში ერთჯერ მიღებისას არ დაფიქსირებულა ვოტრიენტის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა კოფეინის (CYP1A2 სინჯის სუბსტრატი), ვარფარინის (CYP2C9 სინჯის სუბსტრატი) ან ომეპრაზოლის (CYP2C19 სინჯის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ვოტრიენტმა გამოიწვია მიდაზოლამის (CYP3A4 სინჯის სუბსტრატი) საშუალო AUC და Cmax-ის დაახლოებით 30%-ით ზრდა და შარდში დექსტრომეტროფანი-დექსტრორფანის კონცენტრაციების თანაფარდობის 33%-დან 64%-მდე ზრდა დექსტრომეტროფანის პერორალურად (CYP2D6 სინჯის სუბსტრატი) მიღებისას. დღეში ერთჯერ 800 მგ ვოტრიენტის და კვირაში ერთჯერ 80 მგ/მ2 პაკლიტაქსელის (CYP3A4 და CYP2C8 სუბსტრატი) ერთად მიღებისას პაკლიტაქსელის AUC და Cmax საშუალოდ გაიზარდა 26% და 31%-ით.

ვოტრიენტის ზეგავლენა სხვა ფერმენტებზე და ტრანსპორტერებზე

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვოტრიენტი UGT1A1-ის და OATP1B1-ის ძლიერი ინჰიბიტორია, რომელთა IC50 შეადგენს 1.2 და 0.79 მიკროM-ს. ვოტრიენტმა შესაძლოა გაზარდოს ისეთი პრეპარატების კონცენტრაციები, რომლებიც ძირითადად გამოიყოფიან UGT1A1 და OATP1B1-ით.

ვოტრიენტის და სიმვასტატინის კომბინაცია

ვოტრიენტის და სიმვასტატინის ერთად გამოყენებისას იმატებს ALT-ს ზრდის შემთხვევები. ვოტრიენტის მონოთერაპიის კვლევებში ALT > 3 X ULN (ნორმის ზედა ზღვარი) დაფიქსირდა 895-დან 126 პაციენტში (14%), რომლებიც არ ღებულობდნენ სტატინებს და 41-დან 11 პაციენტში (27%), რომლებიც ამავდროულად ღებულობდნენ სიმვასტატინს (p=0.038). თუ პაციენტს სიმვასტატინის მიღებისას აღენიშნა ALT-ს მომატება საჭიროა ვოტრიენტის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინება და სიმვასტატინის შეწყვეტა (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). ალტერნატიული სტატინების და ვოტრიენტის კომბინაციის შესაფასებლად სათანადო მონაცემები არ მოიპოვება.

პრეპარატის ურთიერთქმედება საკვებთან/სასმელთან

ვოტრიენტის მიღება ცხიმის მაღალი ან დაბალი შემცველობის საკვებთან ერთად იწვევს AUC-ს და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ მატებას. შესაბამისად, ვოტრიენტი მიიღება კვებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან კვების შემდეგ მინიმუმ ორ საათში (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი და კლინიკური ფარმაკოლოგია).

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კუჭის pH-ს:

ვოტრიენტის ეზომეპრაზოლთან კომბინაცია დაახლოებით 40%-ით ამცირებს ვოტრიენტის ბიოშეღწევადობას (AUC და Cmax) და არასასურველია ვოტრიენტის ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის pH-ს.

ჭარბი დოზა

კლინიკურ კვლევებში შეფასდა ვოტრიენტის 2,000 მგ-მდე დღიური დოზები. 2,000 მგ და 1,000 მგ დღიური დოზების მიღებისას 3-დან 1 პაციენტში შესაბამისად აღინიშნა 3-ე ხარისხის დაღლილობა (დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა) და 3-ე ხარისხის ჰიპერტენზია.

სიმპტომები და ნიშნები

ვოტრიენტის დოზის გადაჭარბების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

მკურნალობა

მდგომარეობის შემდგომი მართვა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენებების ან ტოქსიკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზმა გააძლიეროს პაზოპანიბის გამოყოფა, რადგან იგი მნიშვნელოვანწილად არ გამოიყოფა თირკმელებით და მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს.

კლინიკური ფარმაკოლოგია

შენახვის პირობები

ინფორმაცია იხილეთ კოლოფზე.

ვოტრიენტი არ გამოიყენება შეფუთვაზე “EXP” მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და მოხმარების წესები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები – პროტეინ კინაზას ინჰიბიტორი, ATC კოდი: L01EX03.

მოქმედების მექანიზმი (MOA)

პაზოპანიბი წარმოადგენს სისხლძარღვების ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (VEGFR) -1, -2 და -3, თრომბოციტების ზრდის ფაქტორის (PDFGR) -ალფა და -ბეტა და ღეროვანი უჯრედების ფაქტორის რეცეპტორის (c-KIT) (IC50 ნიშნულით 10, 30 47, 71, 84 და 74 ნმ)Mძლიერ მულტი-მიზნობრივ თიროზინ კინაზას ინჰიბიტორს (TKI), რომელიც მიიღება პერორალურად. პრეკლინიკურ ექსპერიმენტებში პაზოპანიბმა დოზა-დამოკიდებული პრინციპით დათრგუნა უჯრედებში VEGFR-2, c-KIT, PDFGR-ბეტა რეცეპტორების ლიგანდით სტიმულირებული ავტო-ფოსფორილირება. ინ ვივო პირობებში პაზოპანიბმა დათრგუნა VEGF-ით სტიმულირებული VEGFR-2 ფოსფორილირება თაგვების ფილტვებში, ანგიოგენეზი ცხოველების სხვადასხვა მოდელებში და ადამიანის სიმსივნის სხვადასხვა ქსენოტრანსპლანტატის ზრდა თაგვებში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პაზოპანიბი შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 2.0-4.0 საათში. დღიური დოზების მიღებისას AUC იზრდება 1.23 - 4-ჯერ. AUC-ის და Cmax-ის შესაბამისი ზრდა არ დაფიქსირებულა ვოტრიენტის დოზის 800 მგ-ზე მეტად გაზრდისას.

პაზოპანიბის სისტემური ზემოქმედება იზრდება საკვებთან ერთად მიღებისას. ვოტრიენტის მიღება ცხიმის მაღალი ან დაბალი შემცველობის საკვებთან ერთად იწვევს AUC-ს და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ მატებას. შესაბამისად, ვოტრიენტი მიიღება კვებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან კვების შემდეგ მინიმუმ ორ საათში (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი და ურთიერთმოქმედებები).

ვოტრიენტის დაფხვნილი 400 მგ ტაბლეტის ერთჯერადად მიღებისას AUC(0-72) გაიზარდა 46%-ით, Cmax გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ და tmax შემცირდა დაახლოებით 1.5 საათით დაუფხვნელი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. ეს შედეგები ცხადყოფს, რომ პაზოპანიბის ბიოშეღწევადობა და შეწოვის სიხშირე იზრდება დაფხვნილი ტაბლეტის პერორალურად მიღებისას მთლიანი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. შესაბამისად ზემოქმედების ზრდის ალბათობის გამო ტაბლეტები არ უნდა დაიფხვნას (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

განაწილება

ინ ვივო პირობებში ადამიანის პლაზმის ცილებთან პაზოპანიბის შეკავშირება აჭარბებდა 99%-ს კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გარეშე 10-100 მიკროგრამი/მლ-ის დიაპაზონში. ინ ვიტრო კვლევების მიხედვით პაზოპანიბი არის P-გლიკოპროტეინის (Pgp) და ძუძუს კიბოს რეზისტენტული ცილის (BCRP) სუბსტრატი.

ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი

ინ ვივო კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ ვოტრიენტის მეტაბოლიზში ძირითადად მონაწილეობს CYP3A4 და ნაკლებად მონაწილეობს CYP1A2 და CYP2C8.

გამოყოფა

პაზოპანიბი გამოიყოფა ნელა და რეკომენდებული 800 მგ დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 30.9 საათს. გამოყოფა ძირითადად ხდება ფეკალიებით, თირკმლით გამოყოფა კი შეადგენს მიღებული დოზის <4%-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

კიბოს სხვადასხვა სახეობის მქონე 408 სუბიექტის მონაწილეობით ჩატარებულ პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში არ დაფიქსირებულა კრეატინინის კლირენსის (30-150 მლ/წთ) ზეგავლენა პაზოპანიბის კლირენსზე. თირკმლის უკმარისობის ზეგავლენა პაზოპანიბის მოქმედებაზე არ არის მოსალოდნელი და დოზის კორექციის საჭიროება არ არსებობს პაციენტებში თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს ≥30 მლ/წთ-ს (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

ღვიძლის უკმარისობა

წონასწორულ მდგომარეობაში პაზოპანიბის საშუალო Cmax და AUC(0-24) ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის (განისაზღვრება, როგორც ბილირუბინის ნორმალური დონე და ALT-ს მომატების ნებისმიერი ხარისხი ან ბილირუბინის დონის მომატება 1.5 X ULN-მდე ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად) მქონე პაციენტებში დღეში ერთჯერ 800 მგ დოზის მიღებისას (30.9 მიკროგრამი/მლ, დიაპაზონი 12.5-47.3 და 841.8 მიკროგრამი.სთ/მლ, დიაპაზონი 600.4-1,078) მსგავსია ღვიძლის უკმარისობის არმქონე პაციენტებში დაფიქსირებული მაჩვენებლებისა (49.4 მიკროგრამი/მლ, დიაპაზონი 17.1-85.7 და 888.2 მიკროგრამი/სთ/მლ, დიაპაზონი 345.5-1,482) (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

ვოტრიენტის მაქსიალურად ასატანი დოზა (MTD) ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (განისაზღვრება, როგორც ბილირუბინის დონის მომატება > 1.5 X 3 X ULN-მდე ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად) იყო 200 მგ დღეში ერთჯერ. წონასწორულ მდგომარეობაში საშუალო Cmax (22.4 მკგ/მლ, დიაპაზონი 6.4-32.9) და AUC(0-24) (350.0 მიკროგრამი.სთ/მლ, დიაპაზონი 131.8-487.7) დღეში 200 მგ ვოტრიენტის მიღებისას ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში შეადგენდა დაახლოებით 45%-ს და 39%-ს, რაც შეესაბამება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში დღეში ერთჯერ 800 მგ დოზის მიღებისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებს (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > 3 X ULN ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად); შესაბამისად ასეთ პაციენტებში ვოტრიენტის მიღება არ არის რეკომენდებული.

ფარმაკოგენომიკა

31 კლინიკური კვლევიდან მიღებული მონაცემების ფარმაკოგენეტიკური მეტა-ანალიზის მიხედვით, როდესაც ვოტრიენტი მიიღებოდა მონოთერაპიის სახით ან სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, ALT > 5 X ULN (NCI CTC 3-ე ხარისხი) დაფიქსირდა ალელომორფის HLA-B*57:01 მატარებლების 19%-ში და არამატარებლების 10%-ში. ამ მონაცემების მიხედვით 2235-დან 133 პაციენტმა (6%) გადაიტანა HLA-B*57:01 ალელომორფი (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

კლინიკური კვლევები

თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (RCC)

ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) შემთხვევაში შეფასდა რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტიცენტრულ კვლევაში. ლოკალურად გავრცელებული და/ან მეტასტაზური RCC-ის მქონე პაციენტებს (N=435) აძლევდნენ 800 მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ ან პლაცებოს. აღნიშნული კვლევა ძირითადად მიზნად ისახავდა მკურნალობის ორი ჯგუფის შეფასებას და შედარებას პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) თვალსაზრისით, ხოლო ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენა (OS). კვლევა ასევე მიზნად ისახავდა რეაქციის საერთო სიხშირის და რეაქციის ხანგრძლივობის შეფასებას.

კვლევაში ჩართული 435-დან 233 პაციენტს მანამდე არ ჰქონდა მკურნალობა გავლილი, ხოლო 202 კი მეორე ხაზის პაციენტი იყო, რომლებსაც ადრე ჩატარებული ჰქონდათ IL-2 ან INF-ალფაზე დაფუძნებული თერაპია. აღმოსავლეთის გაერთიანებული ონკოლოგიური ჯგუფის (ECOG) მიხედვით ზოგადი მდგომარეობა ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში მსგავსი იყო (ECOG 0: 42% vs 41%, ECOG 1:58% vs 59%). ყველა პაციენტს ჰქონდა სუფთა უჯრედოვანი ჰისტოლოგია ან ძირითადად სუფთა უჯრედოვანი ჰისტოლოგია. პაციენტების დაახლოებით ნახევარის შემთხვევაში დაავადება ვრცელდებოდა 3 ან მეტ ორგანოზე და პაციენტების უმრავლესობაში მეტასტაზური ლოკაციის წყარო იყო ფილტვი (74%) და/ან ლიმფური კვანძები (54%).

თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების მსგავს რაოდენობას მანამდე არ გაუვლია მკურნალობა ან გაიარეს წინასწარი თერაპია ციტოკინებით (53% და 47% ვოტრიენტის ჯგუფში, 54% და 46% პლაცებოს ჯგუფში). ციტოკინებით წინასწარ ნამკურნალები პაციენტების ქვეჯგუფში უმრავლესობას (75%) ჩატარებული ჰქონდა ინტერფერონზე დაფუძნებული მკურნალობა.

თითოეულ ჯგუფში პაციენტების მსგავს რაოდენობას მანამდე ჩატარებული ჰქონდა ნეფრექტომია (89% და 88% ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში) და/ან სხივური თერაპია (22% და 15% ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში).

პირველადი საბოლოო წერტილის PFS-s თავდაპირველი ანალიზი ეფუძნება კვლევის მთლიანი პოპულაციის (პირველი ხაზი და მეორე ხაზი) ინდივიდუალური რადიოლოგიური ანგარიშის მიხედვით დაავადების შეფასებას.

ცხრილი 5 დამოუკიდებელი სადამკვირვებლო კომიტეტის (IRC) მიერ დადგენილი ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები RCC-ს შემთხვევაში (VEG105192)

საბოლოო წერტილი/საკვლევი პოპულაცია

ვოტრიენტი

პლაცებო

HR (95% CI)

P მაჩვენებელი (ცალმხრივ)

PFS

საშუალო (თვეები)

საერთო

N=290

  • 2

N=145

  • 2
  • 46 (0.34, 0.62)

<0.0000001

არანამკურნალები

N=155

  • 1

N=78

  • 8
  • 40 (0.27, 0.60)

<0.0000001

მანამდე ციტოკინით ნამკურნალები

N=135

  • 4

N=67

  • 2
  • 54 (0.35, 0.84)

<0.001

რეაქციის სიხშირე

% (95% CI)

-

<0.001

საერთო

N=290

30 (25.1, 35.6)

N=145

3 (0.5, 6.4)

CI: ნდობის ინტერვალი; HR: საფრთხის თანაფარდობა; ITT: კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი; PFS: გადარჩენა-პროგრესირების გარეშე.

დამოუკიდებელი ანალიზის მიხედვით პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ მკურნალობაზე რეაქციის საშუალო ხანგრძილობა იყო 58.7 კვირა. ოქმში დაფიქსირებული მონაცემებით საშუალო საერთო გადარჩენა (OS) შეადგენდა 22.9 თვეს და 20.5 თვეს [HR=0.91 (95% CI: 0.71, 1.16; p=0.224) ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში. OS შედეგები შესაძლოა ტენდენციური იყოს, რადგან პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 54% დაავადების პროგრესირების შემდეგ ასევე ღებულობდა ვოტრიენტს მოცემული კვლევის დამატებით პერიოდში. პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 66%-მა გაიარა კვლევის შემდგომი თერაპია, ვოტრიენტის ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი შეადგენდა 30%-ს.

ძირითად კვლევაში ცხოვრების ხარისხის (QoL) შეფასება ეფუძნებოდა ოქმში მითითებული ორი კითხვარის EORTC QLQ-C30 და EuroQoL EQ-5D ბრმა თვითდაფიქსირების გლობალურ მაჩვენებლებს. ანალიზი დაფუძნებული იყო პაციენტებზე, რომლებმაც დაავადების პროგრესირებამდე განაგრძეს მკურნალობა ორივე ჯგუფში. შეფასებისას არ გამოვლენილა სხვაობა ვოტრიენტის ან პლაცებოს ჯგუფებში (P>0.05), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვოტრიენტი ნეგატიურ გავლენას არ ახდენს სიცოცხლის ხარისხზე.

ლოკალურად მორეციდივე ან თირკმლის მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომის მქონე 225 პაციენტის მონაწიელობით ჩატარებულ II ფაზის კვლევაში ინდივიდუალური შეფასების მიხედვით რეაქციის სიხშირე შეადგენდა 35%-ს, ხოლო რეაქციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 68 კვირა.

ვოტრიენტის უსაფრთხოება, ეფექტურობა და სიცოცხლის ხარისხი სუნიტინიბთან შედარებით შეფასდა რანდომიზებულ, ღია, პარალელური ჯგუფების II ფაზის არაუპირატესობის კვლევაში (VEG108844).

კვლევაში VEG108844 ადგილობრივად გავრცელებული და/ან მეტასტაზული RCC-ის მქონე პაციენტებს (N=1,110), რომლებსაც ჩატარებული არ ჰქონდათ სისტემური თერაპია აძლევდნენ დღეში ერთჯერ 800 მგ ვოტრიენტს უწყვეტად ან დღეში ერთჯერ 50 მგ სუნიტინიბს 6 კვირიანი ციკლის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც მკურნალობა მიმდინარეობდა 4 კვირა, ხოლო მომდევნო 2 კვირა თავისუფალი პერიოდი იყო.

ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო PFS-ს შეფასება და შედარება პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ვოტრიენტით და სუნიტინიბით. დემოგრაფიული მახასიათებლები მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებში. დაავადების თავისებურებები საწყისი დიაგნოზის და სკრინინგის დროს დაბალანსებული იყო სამკურნალო ჯგუფების პაციენტების უმრავლესობაში, რომლებსაც დაუდგინდათ სუფთა უჯრედული ჰისტოლოგია და დაავადების IV სტადია.

კვლევაში VEG108844 მიღწეულ იქნა PFS-ის პირველადი საბოლოო წერტილი და დაადგინა, რომ ვოტრიენტი არ იყო სუნიტინიბზე ნაკლებ ეფექტური, ვინაიდან საფრთხის თანაფართობის შემთხვევაში 95% CI-ს ზედა ზღვარი ოქმში მითითებულ ზღვარზე 1.25 ნაკლები იყო. ეფექტურობის საერთო მაჩვენებელები შეჯამებულია 6-ე ცხრილში.

ცხრილი 6: ეფექტურობის საერთო მაჩვენებლები (VEG108844)

საბოლოო წერტილი

ვოტრიენტი

N=557

სუნიტინიბი

N=553

HR

(95% CI)

PFS

საერთო

საშუალო (თვეები)

(95% CI)

  • 4

(8.3, 10.9)

  • 5

(8.3, 11.0)

  • 047

(0.898, 1.220)

საერთო გადარჩენა

საშუალო (თვეები)

(95% CI)

  • 3

(26.0, 35.5)

  • 1

(25.4, 33.1)

  • 915ა

(0.786, 1.065)

HR: საფრთხის თანაფარდობა, ITT: კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი; PFS: გადარჩენა დაავადების პროგრესირების გარეშე, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელი სადამკვირვებლო კომიტეტის (IRC) შეფასებას

ა P მაჩვენებელი = 0.245 (ორმხრივი)

რბილი ქსოვილის სარკომა (STS)

STS-ის შემთხვევაში ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტი-ცენტრულ კვლევაში. გავრცელებული შთშ-ის მქონე პაციენტებს (N=369), რომლებსაც ადრე ჩატარებული ჰქონდათ ქიმიოთერაპია, ანტრაციკლინებით მკურნალობის ჩათვლით, ან შეუფერებელი იყვნენ ამგვარი თერაპიისთვის ღებულობდნენ 800 მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ ან პლაცებოს.

პაციენტების რანდომიზაციამდე საწყის დონეზე შესაბამისი სუბიექტების ზოგადი მდგომარეობის კლასიფიცირება მოხდა WHO-ს ფაქტორების მიხედვით (WHO PS) (0 ან 1) და განისაზღვრა წინასწარი სისტემური თერაპიის ხაზების რაოდენობა გავრცელებული დაავადებისათვის (0 ან 1 vs 2+). თითოეულ სამკურნალო ჯგუფში გავრცელებული დაავადების წინასწარი სისტემური თერაპიის 2+ ხაზში სუბიექტების ოდნავ მაღალი რაოდენობა (58% და 55% პლაცებოს და ვოტრიენტის ჯგუფებში) დაფიქსირდა წინასწარი სისტემური თერაპიის 0 და 1 ხაზთან შედარებით (42% და 45% პლაცებოს და ვოტრიენტის ჯგუფებში). საწყის ეტაპზე ოდნავ მეტი სუბიექტი იყო WHO PS-ს 1-ით. სუბიექტებზე შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა (განისაზღვრება, როგორც რანდომიზაციის თარიღიდან ბოლო კონტაქტის ან გარდაცვალების თარიღამდე) მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (9.36 თვე პლაცებოსათვის [დიაპაზონი 0.69-23.0 თვე] და 10.04 თვე ვოტრიენტისთვის [დიაპაზონი 0.2-24.3 თვე].

კვლევის მთავარი მიზანი იყო მკურნალობის ორი ხაზის შეფასება და შედარება ITT პოპულაციის მიხედვით PFS-ს თვალსაზრისით, ხოლო ძირითად მეორად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა Oშ.

PFS-ის პირველადი საბოლოო წერტილის თავდაპირველი ანალიზი ეფუძნება ITT პოპულაციის ინდივიდუალური რადიოლოგიური ანგარიშის მიხედვით დაავადების შეფასებას.

ცხრილი 7 ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები STS-ის შემთხვევაში დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით (VEG110727)

საბოლოო წერტილი/საკვლევი პოპულაცია

ვოტრიენტი

პლაცებო

HR (95% CI)

P მაჩვენებელი (ცალმხრივ)

PFS

საერთო* ITT

საშუალო (კვირეები)

რეაქციის სიხშირე (CR+ PR)

% (95% CI)

რეაქციის ხანგრძლივობა

საშუალო (კვირეები) (95% CI))

PFS

ლეიომიოსარკომა

საშუალო (კვირეები)

სინოვიალური სარკომა

საშუალო (კვირეები)

“სხვა” STS

საშუალო (კვირეები)

N=246

  • 0

4 (2.3, 7.9)

  • 9 (16.7, 40.0)

N=109

  • 1

N=25

  • 9

N=112

  • 1

N=123

  • 0

0 (0.0, 3.0)

-

N=49

  • 1

N=13

  • 1

N=61

  • 3
  • 35 (0.26, 0.48)

-

-

  • 37 (0.23, 0.60)
  • 43 (0.19, 0.98)
  • 39 (0.25, 0.60)

<0.001

-

-

<0.001

  • 005

<0.001

HR=საფრთხის თანაფარდობა; ITT=კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი; PFS=გადარჩენა პროგრესირების გარეშე; CR=სრული რეაქცია; PR=ნაწილობრივი რეაქცია.

დამოუკიდებელი რადიოლოგიური ანალიზის შეფასების მსგავსად, რომელიც ეყრდნობა მკვლევარის შეფასებას კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება PFშ-ის მხრივ აღინიშნა ვოტრიენტის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (HR: 0.39; 95%CI, 0.30-0.52, p<0.001).

საფრთხის თანაფარდობა საერთო გადარჩენის წინასწარ განსაზღვრულ შუალედურ ანალიზში ვოტრიენტის სასარგებლოდ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო; პლაცებოს ჯგუფში გადარჩენის საშუალო პერიოდი იყო 10.4 თვე (95% CI 8.7-12.7) და 11.9 თვე (95% CI 10.7-15.1) ვოტრიენტის ჯგუფში; HR=0.82 (97.87% CI:0.59-1.14, p=0.156).

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგია და განმეორებითი დოზის ტოქსიკურობა

ვირთაგვებში ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირდა სხვადასხვა ქსოვილებზე (ძვალი, კბილები, ძვლის ტვინი, ფრჩხილები, რეპროდუქციული ორგანოები, ჰემატოლოგიური ქსოვილები, თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვლები, ლიმფური კვანძები, ჰიპოფიზი და პანკრეასი) ზეგავლენა VEGFR-ის დათრგუნვის და/ან VEGF-ის სასიგნალო გზების დაშლასთან ერთად, ზოგიერთი ეფექტი განვითარდა დღეში 3 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.1-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას.

ღვიძლის მხრივ ეფექტები მოიცავდა ღვიძლის ტრანსამინაზების ოდნავ მომატებას მღრღნელებში და ბილირუბინის დონის მომატებას მაიმუნებში ჰისტოპათოლოგიასთან კავშირის გარეშე ისეთი დოზების მიღებისას, რამაც გამოიწვია დაახლოებით 0.1 და 0.6-ჯერ მეტი სისტემური ზემოქმედება ადამიანებთან შედარებით.

კარცეროგენურობა და მუტაგენურობა

პაზოპანიბის კარცეროგენურობის ორწლიან კვლევებში თაგვებში გაიზარდა ღვიძლის ადენომის შემთხვევები, ხოლო ვირთაგვებში გაიზარდა თორმეტგოჯა ნაწლავის ადენოკარცინომის შემთხვევები. მღრღნელებისთვის დამახასიათებელ პათოგენეზსა და მოცემული შედეგების გამომწვევ მექანიზმზე დაყრდნობით, ისინი არ წარმოადგენენ კარცეროგენურობის მომატებულ რისკს პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ ვოტრიენტს.

გენოტოქსიურობის ანალიზში (ეიმსის ტესტი, ადამიანის პერიფერიული ლიმფოციტური ქრომოსომის აბერაციული ანალიზი და ვირთაგვის ინ ვივო მიკრობირთვული ანალიზი) არ დაფიქსირებულა პაზოპანიბის მიერ გენეტიკური დაზიანება.

ნაყოფიერება

მდედრ ვირთაგვებში დაყოფიერების დაქვეითება (პრე- და პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვის და ადრეული მუცლის მოშლის ჩათვლით) აღინიშნა დღეში ≥ 10 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0,2-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას. ყვითელი სხეულის შემცირება დაფიქსირდა მაიმუნებში დღეში 500 მგ/კგ დოზების 34 კვირის განმავლობაში მიღებისას, თაგვებში დღეში ≥100 მგ/კგ დოზების 13 კვირის განმავლობაში მიღებისას, ხოლო საკვერცხეების ატროფია გამოვლინდა ვირთაგვებში დღეში 300 მგ/კგ დოზების 26 კვირის განმავლობაში მიღებისას (AUC დაახლოებით 0.6, 1.4 და 0.9-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში).

პაზოპანიბს გავლენა არ მოუხდენია შეწყვილების და ნაყოფიერების უნარზე მამრ ვირთაგვებში. თუმცა, აღინიშნა სპერმის წარმოქმნის შემცირება ვირთაგვებში, სპერმის გადაადგილების და ეპიდიდიმალური და ტესტიკულური სპერმის კონცენტრაციის შემცირება დღეში ≥ 100 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.5-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას 15 კვირის შემდეგ. დოზების 26 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ აღინიშნა სათესლეების და ეპიდიდიმალური წონის შემცირება, ატროფია და სათესლის დეგენერაცია ასპერმიით, ჰიპოსპერმიითა და კრიბიფორმული ცვლილებებით მამრი ვირთაგვების ეპიდიდიმისში დღეში ≥≥30 მგ/კგ დოზების მიღებისას (AUC დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში).

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 9 ორსულობა, ლაქტაცია, რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები.

კვლევები მოზარდ ცხოველებში

მოზარდ ცხოველებში ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევებში, როდესაც ვირთაგვებს, რომლებსაც ნაადრევად შეუწყვიტეს ბუნებრივი კვება დაბადების 9-ე დღიდან 14-ე დღემდე აძლევდნენ დოზებს (AUC დაახლოებით 0.1-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) პაზოპანიბმა გამოიწვია სიკვდილიანობა და ორგანოების, კერძოდ კი თირკმელების, ფილტვების, ღვიძლისა და გულის ანომალური ზრდა/მომწიფება. როდესაც ვირთაგვებს აძლევდნენ დოზებს დაბადების 21-ე დღიდან 62-ე დღემდე ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები მსგავსი იყო მოზრდილ ვირთაგვებში დაფიქსირებული მონაცემებისა და აღინიშნა ცვლილებები, რომლებიც უკავშირდებოდნენ ძვლებს, ტრაქეას, კბილებს, თირკმელზედა ჯირკვალს, პანკრეასს, კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს, ლიმფურ კვანძებს, მამრების სარძევე ჯირკვლებს და რეპროდუქციულ ორგანოებს. ვირთაგვებში ბუნებრივი კვების შეწყვეტა დაბადებიდან 21-ე დღეს ადამიანებში შეესაბამება 2 წლის ასაკს. მოზრდილებთან შედარებით პედიატრიულ პაციენტებში რისკი იზრდება ძვლების და კბილების მხრივ, რადგან ეს ცვლილებები კიდურების დამოკლების სახით აღინიშნა ახალგაზრდა ვირთაგვებში დღეში ≥10 მგ/კგ დოზების მიღებისას (AUC დაახლოებით 0.1-0.2-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

გამოყენების ინსტრუქცია

ვოტრიენტი®

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები – პროტეინ კინაზას ინჰიბიტორი

აღწერილობა და შემადგენლობა

წამლის ფორმა(-ები)

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება(-ები)

თითო 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 216.7 მგ პაზოპანიბის ჰიდროქლორიდს, რომელიც 200 მგ პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ექვივალენტურია.

თითო 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 433.4 მგ პაზოპანიბის ჰიდროქლორიდს, რომელიც 400 მგ პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ექვივალენტურია.

შემავსებლები

ტაბლეტის ბირთვი

მაგნიუმის სტეარატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; პოვიდონი (K30); ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი

ტაბლეტის გარსი

US და კანადა 200 მგ (ოპადრი ნაცრისფერი): ჰიპრომელოზა; რკინის ოქსიდი შავი (E172); მაკროგოლი/PEG 400; პოლისორბატი 80; ტიტანის დიოქსიდი (E171)

200მგ (ოპადრი ვარდისფერი): ჰიპრომელოზა; რკინის ოქსიდი წითელი (E172); მაკროგოლი/PEG 400; პოლისორბატი 80; ტიტანის დიოქსიდი (E171)

400 მგ (ოპადრი თეთრი): ჰიპრომელოზა; მაკროგოლი/PEG 400; პოლისორბატი 80; ტიტანის დიოქსიდი (E171)

ჩვენებები

თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (RCC)

ვოტრიენტი ნაჩვენებია თირკმლის გავრცელებული და/ან მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომის (RCC) სამკურნალოდ.

რბილი ქსოვილების სარკომა (STS)

ვოტრიენტი ნაჩვენებია რბილი ქსოვილების სარკომის (STS) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც მანამდე ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპია.

III ფაზის კვლევაში არ მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრომალური სიმსივნე (GIST) ან ადიპოციტური STS.

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

დოზირების რეჟიმი

ზოგადი სამიზნე პოპულაცია

ვოტრიენტის რეკომენდებული დოზა არის 800 მგ პერორალურად დღეში ერთჯერ (იხილეთ მიღების წესი).

დოზის ცვლილება

გვერდითი რეაქციების მართვის მიზნით დოზის ცვლილება, გაზრდა ან შემცირება უნდა მოხდეს 200 მგ-ით, ეტაპობრივად, ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. ვოტრიენტის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 800 მგ-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

პაზოპანიბის და მეტაბოლიტების სუსტი თირკმლისმიერი ექსკრეციის გათვალისწინებით ვოტრიენტის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის უკმარისობის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია, ფარმაკოკინეტიკა, გამოყოფა). თირკმლის უკმარისობის ზეგავლენა პაზოპანიბის ზემოქმედებაზე არ არის მოსალოდნელი და დოზის ცვლილება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი შეადგენს ≥30 მლ/წთ-ს. ვოტრიენტის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პერიოტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში; შესაბამისად ასეთ პაციენტებში ვოტრიენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის უკმარისობა

ანამნეზში ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვოტრიენტის უსაფრთხოება და ფარმაკოკინეტიკა სრულყოფილად არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რაც განისაზღვრება ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) და ბილირუბინის მიხედვით (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია).

ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვოტრიენტის დოზა უნდა შემცირდეს დღეში 200 მგ-მდე (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია).

საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი ნორმის ზედა ზღვარზე >3-ჯერ მეტი [X ULN] ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად); შესაბამისად ასეთ პაციენტებში ვოტრიენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პედიატრიული პაციენტები (18 წლამდე)

ვოტრიენტი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).

გერიატრული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების გზის შეცვლა არ არის საჭირო 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

მიღების წესი

ვოტრიენტი არ მიიღება კვების დროს (მიიღება კვებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან კვებიდან ორი საათის შემდეგ) (იხ. ნაწილი ურთიერთმოქმედებები და კლინიკური ფარმაკოლოგია). ვოტრიენტი მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, დაუშვებელია ტაბლეტის გატეხვა ან დაფშვნა (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია, ფარმაკოკინეტიკა). დოზის გამოტოვების შემთხვევაში იგი აღარ მიიღება თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები.

უკუჩვენებები

ინფორმაცია არ ფიქსირდება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ეფექტები ღვიძლის მხრივ

ვოტრიენტით მკურნალობისას დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის (მათ შორის ფატალური) შემთხვევები. ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა შრატში ტრანსამინაზების (ALT, ასპარტატ ამინოტრასნფერაზა [AST]) ან ბილირუბინის მომატება (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირდა ALT-ს და AST-ს იზოლირებული მატება, ტუტე-ფოსფატაზას ან ბილირუბინის თანხმლები მატების გარეშე. 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რისკი შესაძლოა გაიზარდოს ALT >3 X ULN-ის მხრივ. HLA-B*57:01 ალელის მატარებელ პაციენტებში ასევე იზრდება ALT-ს მატების რისკი, რაც უკავშირდება ვოტრიენტის მიღებას. ვოტრიენტით მკურნალობისას გენოტიპის ან ასაკის მიუხედავად ყველა პაციენტში უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია). ტანსამინაზების ნებისმიერი ხარისხის მატება უმეტესად (90%-ზე მეტი) დაფიქსირდა პირველი 18 კვირის განმავლობაში. ხარისხი განისაზღვრება ონკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის გვერდითი მოვლენების საერთო ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (NCI CTCAE), ვერსია 3-ის მიხედვით.

შრატში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს მკურანლობის დაწყებამდე, 3-ე, 5-ე, 7-ე და 9-ე კვირას, შემდეგ 3-ე და 4-ე თვეს, დამატებითი კვლევები ტარდება კლინიკური ჩვენებების მიხედვით. 4 თვის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს პერიოდულად.

თუ საერთო ბილირუბინის საწყისი მაჩვენებელი არის ≤1.5 X ULN (ნორმის ზედა ზღვარი), ხოლო AST-ს და ALT-ს საწყისი მაჩვენებელი შეადგენს ≤2 X ULN-ს გაითვალისწინება შემდეგი რეკომენდაციები:

თუ ALT-ს იზოლირებული მატება მერყეობს >3 X ULN და 8 X ULN-ს შორის შესაძლებელია ვოტრიენტით მკურნალობის გაგრძელება, მხოლოდ ღვიძლის ფუნქცია უნდა გაკონტროლდეს ყოველ კვირაში მანამდე, სანამ ALT-ს მხრივ სიმძიმის ხარისხი არ დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს ან არ გახდება პირველი ხარისხის (NCI CTCAE).

თუ ALT-ს მაჩვენებელი შეადგენს >8 X ULN-ს ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს მანამდე, სანამ სიმძიმის ხარისხი არ დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს ან არ გახდება პირველი ხარისხის (NCI CTCAE). თუ ვოტრიენტით მკურნალობის განახლების მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ჰეპატოტოქსიკურობის რისკს, მაშინ მკურნალობა უნდა განახლდეს შემცირებული დოზით 400 მგ დღეში ერთჯერ და შრატში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს ყოველ კვირაში 8 კვირის განმავლობაში (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი). თუ მკურნალობის განახლების შემდეგ კვლავ აღინიშნა ALT-ს მატება > 3 X ULN ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს.

თუ ALT-ს მატებასთან >3 X ULN ერთად აღინიშნა ბილირუბინის მატებაც >2 X ULN ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს. საჭიროა პაციენტების კონტროლი მანამდე, სანამ სიმძიმის ხარისხი არ გახდება პირველი ხარისხის ან არ დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს (NCI CTCAE). ვოტრიენტი UGT1A1-ის ინჰიბიტორია. ჟილბერტის სინდრომის მქონე პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქი ხასიათის, არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ჰიპერბილირუბინემია. თუ პაციენტს აქვს მხოლოდ მსუბუქი ხასიათის, არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემია და დადგენილია ჟილბერტის სინდრომი ან არსებობს მასზე ეჭვი, ALT-ს მატება >3 X ULN უნდა დარეგულირდეს ALT-ს იზოლირებული მატების შემთხვევაში გათვალისწინებული რეკომენდაციების მიხედვით.

ვოტრიენტის და სიმვასტატინის ერთად მიღებისას იმატებს ALT-ს ზრდის რისკი (იხ. ნაწილი ურთიერთქმედებები), საჭიროა სიფრთხილე და გულდასმით კონტროლი.

გარდა იმისა, რომ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ინიშნება 800 მგ ვოტრიენტი დღეში ერთხელ და საწყისი დოზა მცირდება დღეში 200 მგ-მდე ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექციასთან დაკავშირებული სხვა რეკომენდაციები მკურნალობის პერიოდში შრატში ღვიძლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არ არის დადგენილი პაციენტებისათვის, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდათ ღვიძლის უკმარისობა.

ჰიპერტენზია

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰიპერტენზიის, მათ შორის ჰიპერტენზიული კრიზის შემთხვევები. ვოტრიენტით მკურნალობის დაწყებამდე სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა. მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (მკურნალობის დაწყებიდან არაუმეტეს ერთი კვირა) და შემდგომში ხშირად საჭიროა არტერიული ჰიპერტენზიის მონიტორინგი, რათა მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება, მყისიერი მკურნალობა სტანდარტული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების კომბინაციით, ვოტრიენტის დოზის შემცირება ან შეწყვეტა კლინიკური ჩვენებების მიხედვით (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი და პრეპარატის გვერდითი რეაქციები). ჰიპერტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ≥150 მმ ვწყ.სვ ან დიასტოლური არტერიული წნევა ≥100 მმ ვწყ.სვ) ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე (შემთხვევების დაახლოებით 40% განვითარდა 9-ე დღეს და 90% პირველი 18 კვირის განმავლობაში). ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს თუ აღინიშნა ჰიპერტენზიული კრიზის ნიშნები ან ჰიპერტენზია მძიმეა და გრძელდება ანტიჰიპერტენზიული თერაპიის და ვოტრიენტის დოზის შემცირების მიუხედავად.

გვიანდელი შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)/გვიანდელი შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (RPLS)

PRES/RPLS დაფიქსირდა ვოტრიენტის მიღებისას. PRES/RPLS შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილით, ჰიპერტენზიით, კრუნჩხვებით, ლეთარგიით, გონების არევით, სიბრმავით და სხვა ვიზუალური და ნევროლოგიური დარღვევებით და შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. PRES/RPLS-ის მქონე პაციენტებში ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს.

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ILD)/პნევმონია

ვოტრიენტით მკურნალობისას აღწერილია ILD-ის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური (იხ. ნაწილი გვერდითი რეაქციები). უნდა მოხდეს ILD/პნევმონიისათვის დამახასიათებელ სიმპტომებზე დაკვირვება და ვოტრიენტის შეწყვეტა ILD-ის ან პნევმონიის განვითარების შემთხვევაში.

გულის ფუნქციის დარღვევა

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა გულის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები, როგორიც არის გულის შეგუბებითი უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირება (LVEF). ვოტრიენტის რანდომიზებულ RCC კვლევაში სუნიტინიბთან შედარებისას სუბიექტებში, რომელთა შემთხვევაში LVEF მაჩვენებლები განისაზღვრა საწყის და შემდგომ პერიოდში, ვოტრიენის ჯგუფში მიოკარდიუმის დისფუნქცია გამოვლინდა პაციენტების 13%-ში (47/362), ხოლო სუნიტინიბის ჯგუფში კი პაციენტების 11%-ში (42/369). თითოეულ სამკურნალო ჯგუფში გულის შეგუბებითი უკმარისობა დაფიქსირდა სუბიექტების 0.5%-ში. III ფაზის STS კლინიკურ კვლევაში გულის შეგუბებითი უკმარისობა აღინიშნა 240-დან 3 სუბიექტში (1%). ამ კვლევაში სუბიექტებში, რომელთა შემთხვევაში LVEF მაჩვენებლები განისაზღვრა შემდგომ პერიოდში, ვოტრიენის ჯგუფში LVEF-ს შემცირება დაფიქსირდა პაციენტების 11%-ში (16/142), ხოლო პლაცებოს ჯგუფში კი პაციენტების 5%-ში (2/40). ვოტრიენტის ჯგუფში 16-დან 14 სუბიექტს ამავდროულად აღენიშნა ჰიპერტენზია, რასაც გულის პოსტ დატვირთვის გაზრდით შესაძლოა გამოეწვია გულის დისფუნქციის გამწვავება რისკის მქონე პაციენტებში (მაგ: პაციენტები, რომელთაც ჩატარებული აქვთ ანტრაციკლინით მკურნალობა). საჭიროა არტერიული წნევის გაკონტროლება და მყისიერად დარეგულირება ანტიჰიპერტენზიული საშუალებების კომბინაციით, უნდა მოხდეს ვოტრიენტის დოზის კორექცია (შეწყვეტა და მკურნალობის განახლება შემცირებული დოზებით კლინიკური შეფასების საფუძველზე). საჭიროა პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით. გულის ფუნქციის დარღვევის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში რეკომენდებულია LVEF-ის მაჩვენებლების შეფასება საწყის და შემდგომ პერიოდში.

QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭების თრთოლვა-ციმციმი

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პარკუჭების თრთოლვა-ციმციმის შემთხვევები (იხ. ნაწილი გვერდითი რეაქციები). ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, ღებულობენ ანტიარითმიულ პრეპარატებს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება, ასევე გულის დაავადების მქონე პაციენტებში. ვოტრიენტით მკურნალობისას რეკომენდებულია საწყის და შემდგომ პერიოდში ელექტროკარდიოგრამის გაკონტროლება და ელექტროლიტების (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი) ნორმის ფარგლებში შენარჩუნება.

არტერიების თრომბოზული მოვლენები

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, იშემიური ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). დაფიქსირდა ფატალური მოვლენები. ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თრომბოზული მოვლენების მომატებული რისკი ან ანამნეზში ვლინდება თრომბოზული მოვლენები. ვოტრიენტი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც თრომბოზული მოვლენები განუვითარდათ ბოლო 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეული პაციენტის სარგებელი/რისკის შეფასების საფუძველზე.

ვენური თრომბოემბოლური მოვლენები

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ვენური თრომბოემბოლური მოვლენები, მათ შორის ვენური თრომბოზი და ფილტვის ფატალური ემბოლია. სიხშირე უფრო მაღალი იყო შთშ პოპულაციაში (5%), ვიდრე RCC პოპულაციაში (2%).

თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA)

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA) აღინიშნა როგორც მონოთერაპიის შემთხვევაში, ასევე ბევაციზუმაბთან კომბინაციაში და ტოპოტეკანთან კომბინაციაში (იხ. ნაწილი გვერდითი მოვლენები). TMA-ს განვითარების შემთხვევაში ვოტრიენტის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ TMA-ს ეფექტები ლაგდება. ვოტრიენტი არ არის ნაჩვენები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ჰემორაგიული მოვლენები

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰემორაგიული მოვლენები (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). აღინიშნა ფატალური ჰემორაგიული შემთხვევები. ვოტრიენტი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც ბოლო 6 თვის ანამნეზში აღენიშნებათ ჰემოპტოზი, ცერებრული ჰემორაგია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა. ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება ჰემორაგიის სერიოზული რისკის მქონე პაციენტებში.

ანევრიზმები და არტერიების დისექცია

არტერიების დისექცია და ანევრიზმები დაფიქსირდა VEGF გზის ინჰიბიტორების, მათ შორის ვოტრიენტის მიღებისას (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). VEGF გზის ინჰიბიტორების გამოყენებამ ჰიპერტენზიის მქონე ან არმქონე პაციენტებში შესაძლოა ხელი შეუწყოს ანევრიზმების წარმოქმნას და/ან არტერიების დისექციას. ვოტრიენტით მკურნალობის დაწყებამდე აღნიშნული რისკი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რისკ ფაქტორების (მაგ.: ჰიპერტენზია ან ანამნეზში ანევრიზმა) მქონე პაციენტებში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია და ფისტულა

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (GI) პერფორაციის ან ფისტულის განვითარების შემთხვევები (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). დაფიქსირდა პერფორაციის ფატალური შემთხვევები. ვოტრიენტი სიფრთხილით მიიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის ან ფისტულის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

ჭრილობის შეხორცება

ჭრილობის შეხორცებაზე ვოტრიენტის ზეგავლენის ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. რადგან სისხლძარღვების ენდოთელური ზრდის ფაქტორის (VEGF) ინჰიბიტორებმა შესაძლოა შეაფერხონ ჭრილობის შეხორცება, შესაბამისად ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს გეგმიურ ოპერაციამდე 7 დღით ადრე. ოპერაციის შემდეგ ვოტრიენტით მკურნალობის განახლების საკითხი უნდა გადაწყდეს ჭრილობის სათანადოდ შეხორცების კლინიკური შეფასების საფუძველზე. ჭრილობის გახსნის შემთხვევაში ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს.

ჰიპოთირეოიდიზმი

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰიპოთიროიდიზმის მოვლენები (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევების პროაქტიურად გაკონტროლება.

პროტეინურია

ვოტრიენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა პროტეინურია (იხ. ნაწილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები). მკურნალობის დროს რეკომენდებულია საწყის და შემდგომ პერიოდში შარდის ანალიზის გაკეთება, უნდა მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება პროტეინურიის გამწვავების გამოვლენის მიზნით. ნეფროზული სინდრომის განვითარების შემთხვევაში ვოტრიენტის მიღება უნდა შეწყდეს.

სიმსივნის ლიზის სინდრომი (TLS)

დაფიქსირდა სიმსივნის ლიზის სინდრომის (TLS) შემთხვევები, მათ შორის ფატალური, პაციენტებში, რომელთაც მკურნალობდნენ ვოტრიენტით (იხ. ნაწილი მედიკამენტის გვერდითი რეაქციები). პაციენტები, რომლებიც სიმსივნის ლიზის სინდრომის რისკის ქვეშ იმყოფებიან, არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ სწრაფად მზარდი, მაღალი დატვირთვის სიმსივნე, თირკმლის დისფუნქცია ან გაუწყლოება. მზიანშეწონილია განხილული იყოს პროფილაქტიკური ზომები, როგორიცაა შარდმჟავას მაღალი დონის მკურნალობა და ინტრავენური ჰიდრატაცია, ვოტრიენტით მკურნალობის დაწყებამდე. რისკის ჯგუფის პაციენტების მონიტორინგი და მკურნალობ უნდა მოხდეს ყურადღებით, კლინიკური ჩვენებების მიხედვით.

ინფექციები

დაფიქსირდა სერიოზული ინფექციების (ნეიტროპენიით ან ნეიტროპენიის გარეშე) შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური გამოსავალით.

კიბოს საწინააღმდეგო სხვა სისტემურ თერაპიასთან კომბინაცია

ვოტრიენტის კლინიკური კვლევებში პემეტრექსედთან (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC) და ლაპატინიბთან (საშვილოსნოს ყელის კიბო) კომბინაციის შემთხვევაში დროზე ადრე შეწყდა მათი მიღება მომატებული ტოქსიუობის და/ან სიკვდილიანობის გამო და აღნიშნული კომბინაციის ფარგლებში უსაფრთხო და ეფექტური დოზა დადგენილი არ არის. ვოტრიენტი ნაჩვენები არ არის კიბოს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისათვის.

ტოქსიკურობა მოზარდ ცხოველებში

ვინაიდან ვოტრიენტის მოქმედების მექანიზმმა შესაძლოა სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორგანოების ზრდაზე და მომწიფებაზე პოსტ-ნატალური განვითარების ადრეულ პერიოდში (იხ. ნაწილი კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები), შესაბამისად ვოტრიენტი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ორსულობა

ცხოველებში ჩატარებულ პრე-კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი ორსულობა).

ცხოველებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებზე და მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით ქალებში ორსულობის პერიოდში ვოტრიენტის მიღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს. ორსული პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ნაყოფისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ. რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია თავი შეიკავონ ორსულობისაგან ვოტრიენტით მკურნალობის პერიოდში (იხ. ნაწილი ორსულობა და რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები).

ურთიერთქმედებები

რეკომენდებული არ არის CYP3A4-ის ან P-გლიკოპროტეინის (P-gp) ან ძუძუს კიბოს რეზისტენტული ცილის (BCRP) ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაცია, რადგან არსებობს ვოტრიენტზე ზემოქმედების გაძლიერიების რისკი (იხ. ნაწილი ურთიერთქმედებები). მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც მინიმალურად ან საერთოდ არ თრგუნავენ CYP3A4-ს, P-გლიკოპროტეინს (P-gp) ან BCRP-ს.

გვერდითი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა

ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) მკურნალობისას შეფასდა რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტიცენტრულ კვლევაში. ადგილობრივად გავრცელებული და/ან მეტასტაზური ღჩჩ-ის მქონე პაციენტებს რანდომიზაციის პრინციპით აძლევდნენ 800მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ (N=290) ან პლაცებოს (N=145). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 7.4 თვე ვოტრიენტის ჯგუფისათვის და 3.8 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის.

ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა რბილი ქსოვილის სარკომის (STS) მკურნალობისას შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტიცენტრულ კვლევაში. გავრცელებული შთშ-ის მქონე პაციენტებს (N=369), რომლებიც მანამდე მკურნალობდნენ ანტრაციკლინით ან ასეთი მკურნალობა მისაღები არ აღმოჩნდა მათთვის, რანდომიზაციის პრინციპით აძლევდნენ 800 მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ (N=246) ან პლაცებოს (N=123). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.5 თვე ვოტრიენტის ჯგუფისთვის და 1.9 თვე პლაცებოს ჯგუფისთვის. გვერდითი რეაქციები მოცემულია ქვემოთ MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით.

კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეჯამებულია ცხრილში

კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რექციები (ცხრილი 1) ჩამოთვლილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით. გარდა ამისა, პრეპარატის თითოეული გვერდითი რეაქციის სიხშირის შესაბამისი კატეგორია ეფუძნება შემდეგ კონვენციას (CIOMS III (სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭო)): ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

ცხრილი 1 კვლევებში RCC (VEG105192) და STS (VEG110727) დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით

პრეპარატის გვერდითი რეაქციები

სიხშირის კლასიფიკაცია

RCC

N=290

STS

N=240

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ტიპის ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

სიმსივნური ტკივილი

♦♦

ძალიან ხშირი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ნეიტროპენია

ხშირი

♦♦

თრომბოციტოპენია

ხშირი

♦♦

ენდოკრინული დარღვევები

ჰოპოთირეოიდიზმი*

ხშირი

ხშირი

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

♦♦

ძალიან ხშირი

დისგევზია

ხშირი

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

იშემიური ინსულტი*

ნაკლებად ხშირი

ნაკლებად ხშირი

გარდამავალი იშემიური შეტევა*

ხშირი

♦♦

ცერებრარული ჰემორარგია*

ნაკლებად ხშირი

ნაკლებად ხშირი

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

♦♦

ხშირი

დარღვევები გულის მხრივ

გულის ფუნქციის დარღვევა (როგორიც არის განდევნის ფრაქციის შემცირება და გულის შეგუბებითი უკმარისობა)*

ნაკლებად ხშირი

ხშირი

ბრადიკარდია (ასიმპტომური)

ძალიან ხშირი†

ძალიან ხშირი†

მიოკარდიუმის ინფარქტი*

ნაკლებად ხშირი

ხშირი

მიოკარდიუმის იშემია*

ხშირი

♦♦

ტორსადე დე პოინტეს*

ნაკლებად ხშირი

♦♦

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპერტენზია*

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ვენური ემბოლიზმი*

ხშირი

ხშირი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოებია მხრივ

ხველება

♦♦

ძალიან ხშირი

დისფონია

ხშირი

ხშირი

ქოშინი

♦♦

ძალიან ხშირი

პნევმოთორაქსი

♦♦

ხშირი

ეპისტაქსიზი

ხშირი

ხშირი

ფილტვისმიერი ჰემორაგია*

ნაკლებად ხშირი

ხშირი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დიარეა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დისპეფსია

ხშირი

ხშირი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია*

ნაკლებად ხშირი

♦♦

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფისტულა*

ნაკლებად ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან*

ხშირი

ხშირი

გულისრევა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

სტომატიტი

♦♦

ძალიან ხშირი

ღებინება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ღვიძლის ფუნქციის ანომალია*

ხშირი

♦♦

ჰიპერბილირუბინემია*

ხშირი

ნაკლებად ხშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ალოპეცია

ხშირი

ძალიან ხშირი

კანის სიმშრალე

♦♦

ხშირი

ექსფოლიაციური გამონაყარი

♦♦

ძალიან ხშირი

თმის ფერის ცვლილება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ფრჩხილების მხრივ დარღვევები

♦♦

ხშირი

ხელის და ფეხის გულების ერითროდიზესთეზიის სინდრომი

ხშირი

ძალიან ხშირი

გამონაყარი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

კანის დეპიგმენტაცია

ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ძვალკუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძვალკუნთოვანი ტკივილი

♦♦

ძალიან ხშირი

მიალგია

♦♦

ძალიან ხშირი

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ

პროტეინურია*

ხშირი

ნაკლებად ხშირი

ჰემატურია

ხშირი

ნაკლებად ხშირი

თვალის მხრივ დარღვევები

მხედველობის დაბინდვა

♦♦

ხშირი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

ასთენია

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

ტკივილი გულმკერდის არეში*

ხშირი

ძალიან ხშირი

ციება

♦♦

ხშირი

დაღლილობა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

პერიფერიული შეშუპება

♦♦

ძალიან ხშირი

კვლევები

♦

ხშირი

წონის დაკლება

ხშირი

ძალიან ხშირი

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტრო კარდიოგრამაზე

ხშირი

ხშირი

ლიპაზას მომატება

ხშირი‡

♦♦

ალანიან ამინოტრანსფერაზას მომატება*

ძალიან ხშირი

ხშირი

ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება*

ძალიან ხშირი

ხშირი

  • დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

♦ ძირითად კლინიკურ კვლევაში მოცემული ჩვენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენა მიზეზობრივად არ უკავშირდება ვოტრიენტს.

შენიშვნა: ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ CTC-AE-ს კრიტერიუმებს მკვლევარის შეხედულების თანახმად დარეგისტრირდნენ, როგორც გვერდითი მოვლენები.

† სიხშირე ემყარება გულის შეკუმშვათა სიხშირეს (<60 დარტყმა წუთში) და არა გვერდითი მოვლენების ანგარიშებს. ვოტრიენტის უსაფრთხოების მონაცემების ანალიზის მიხედვით სიმპტომური ბრადიკარდია იშვიათი მოვლენა იყო.

‡ RCC-ის შემთხვევაში სიხშირის კატეგორია ეფუძნება დამხმარე არაკონტროლირებადი კვლევიდან VEG102616 მიღებულ მონაცემებს.

ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ხელის და ფეხის გულების ერითროდიზესთეზიის სინდრომი უფრო ხშირად დაფიქსირდა აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობაში.

მე-2 ცხრილში მოცემულია ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს RCC-ის ძირითად კვლევაში. ხარისხი ეფუძნება NCI CTCAE-ს.

ცხრილი 2 შერჩეული ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს, სიხშირე მეტია პლაცებოს ჯგუფთან (VEG105192) შედარებით

მაჩვენებლები

ვოტრიენტი

(N=290)

პლაცებო

(N=145)

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ჰემატოლოგიური

ლეიკოპენია

37

0

0

6

0

0

ნეიტროპენია

34

1

<1

6

0

0

თრომბოციტოპენია

32

<1

<1

5

0

<1

ლიმფოციტოპენია

31

4

<1

24

1

0

ქიმიური

ALT-ს მომატება

53

10

2

22

1

0

AST-ს მომატება

53

7

<1

19

<1

0

გლუკოზას მომატება

41

<1

0

33

1

0

საერთო ბილირუბინის

მომატება

36

3

<1

10

1

<1

ფოსფორის შემცირება

34

4

0

11

0

0

კალციუმის შემცირება

33

1

1

26

1

<1

ნატრიუმის შემცირება

31

4

1

24

4

1

კალიუმის მომატება

27

4

<1

23

5

0

კრეატინინის მომატება

26

0

<1

25

<1

0

მაგნიუმის შემცირება

26

<1

1

14

0

0

გლუკოზას შემცირება

17

0

<1

3

0

0

3-ე ცხრილში მოცემულია ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს STS-ის ძირითად კვლევაში. ხარისხი ეფუძნება NCI CTCAE-ს.

ცხრილი 3 შერჩეული ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვოტრიენტს, სიხშირე მეტია პლაცებოს ჯგუფთან (VEG110727) შედარებით

მაჩვენებლები

ვოტრიენტი

(N=240)

პლაცებო

(N=123)

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ყველა ხარისხი

%

3-ე ხარისხი

%

4-ე ხარისხი

%

ჰემატოლოგიური

ლეიკოპენია

44

1

0

15

0

0

ნეიტროპენია

33

4

0

7

0

0

თრომბოციტოპენია

36

3

<1

6

0

0

ლიმფოციტოპენია

43

10

0

36

9

2

ანემია

27

5

2

23

<1

<1

ქიმიური

ALKP-ს მომატება

32

3

0

23

<1

0

ALT-ს მომატება

46

8

2

18

2

<1

AST-ს მომატება

51

5

3

22

2

0

ალბუმინის შემცირება

34

<1

0

21

0

0

გლუკოზას მომატება

45

<1

0

35

2

0

საერთო ბილირუბინის

მომატება

29

1

0

7

2

0

ნატრიუმის შემცირება

31

4

0

20

3

0

კალიუმის მომატება

16

1

0

11

0

0

პრეპარატის შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ვოტრიენტის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, რაც მოიცავს სპონტანური შემთხვევების აღწერას, ასევე მიმდინარე კვლევებში, კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში და დაუმტკიცებელი ჩვენებების კვლევებში დაფიქსირებულ სერიოზულ გვერდითი მოვლენებს.

ცხრილი 4 რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოვლენილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ინფექციები (ნეიტროპენიით ან ნეიტროპენიის გარეშე); იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი

პოლიციტემია

თრომბოზული მიკროანგიოპათია (თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის და ჰემოლიზური ურემიული სინდრომის ჩათვლით); იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დარღვევები თვალის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ბადურის აშრევება

ცრემლდენა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

უცნობია

სიმსივნის ლიზის სინდრომი (ფატალური შემთხვევების ჩათვლით); იხილეთ განყოფილება გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი

შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

იშვიათი

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ILD)/პნევმონია (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი

მეტეორიზმი

ნაკლებად ხშირი

პანკრეატიტი

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

უცნობი

ღვიძლის უკმარისობა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი

ართრალგია

ხშირი

კუნთების სპაზმები

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათი

ანევრიზმები და არტერიების დისექცია

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

კანის წყლული

კვლევები

ხშირი

გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას მომატება

ურთიერთქმედებები

ციტოქრომ CYP3A4 ფერმენტების ინჰიბიტორები ან ინდუქტორები

ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში ვოტრიენტის ჟანგვითი მეტაბოლიზმი ძირითადად სრულდება CYP3A4-ის საშუალებით, ნაკლებად CYP1A2 და CYP2C8-ით. შესაბამისად, CYP3A4-ის ინჰიბიტორებმა და ინდუქტორებმა შესაძლოა გააძლიერონ ვოტრიენტის მეტაბოლიზმი.

CYP3A4, P-gp, BCRP-ის ინჰიბიტორები

პაზოპანიბი CYP3A4, P-gp და BCRP-ს სუბსტრატია.

ვოტრიენტის (400 მგ დღეში ერთჯერ) და CYP3A4-ის და P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორის, კეტოკონაზოლის (400 მგ დღეში ერთჯერ) ერთობლივად 5 დღის განმავლობაში მიღებისას პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24) და Cmax გაიზარდა 66% და 45%-ით ვოტრიენტის მონოთერაპიასთან (400 მგ დღეში ერთჯერ 7 დღე) შედარებით. პაზოპანიბის AUC და Cmax დოზის პროპორციულზე ნაკლებად იმატებს დოზის 50 მგ-დან 2000 მგ-მდე მატებისას. შესაბამისად, CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას ვოტრიენტის დოზის შემცირება 400 მგ-მდე (დღეში ერთჯერ) პაციენტების უმრავლესობაში გამოიწვევს ისეთივე სისტემურ ზემოქმედებას, როგორიც აღინიშნება დღეში ერთჯერ მხოლოდ 800 მგ ვოტრიენტის მიღებისას. თუმცა ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ვოტრიენტის უფრო მაღალი სისტემური ზემოქმედება, ვიდრე მხოლოდ 800 მგ ვოტრიენტის მიღებისას.

ვოტრიენტის და CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ:. იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, სექვინავირი, ტელიტრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პაზოპანიბის კონცენტრაციის ზრდა. გრეიფრუტის წვენმა ასევე შესაძლოა გაზარდოს პლაზმაში პაზოპანიბის კონცენტრაცია.

CYP3A4, Pgp და BCRP-ის სუბსტრატის და სუსტი ინჰიბიტორის 1500 მგ ლაპატინიბის და 800 მგ ვოტრიენტის ერთად მიღებისას დაახლოებით 50%-60%-ით გაიზარდა პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24) და Cmax 800 მგ ვოტრიენტის მონოთერაპიასთან შედარებით. ვოტრიენტთან ერთად CYP3A4-ის, Pgp-ს და BCRP-ის ისეთი ინჰიბიტორის მიღებისას, როგორიც არის ლაპატინიბი, პლაზმაში იზრდება პაზოპანიბის კონცენტრაცია.

ვოტრიენტთან ერთად არ არის სასურველი CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის მიღება. თუ არ არსებობს CYP3A4-ის ძლიერი იჰნიბიტორის სხვა სამედიცინო ალტერნატივა, კომბინირებული გამოყენების დროს ვოტრიენტის დღიური დოზა უნდა შემცირდეს 400 მგ-მდე (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). თუ აღინიშნა პრეპარატთან დაკავშირებული პოტენციური გვერდითი მოვლენები შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კიდევ შემცირება.

P-gp ან BCRP-ის ძლიერი ინჰიბიტორებთან კომბინაცია არ არის სასურველი ან რეკომენდებულია შეირჩეს ალტერნატიული პრეპარატი, რომელიც მინიმალურად ან საერთოდ არ თრგუნავს P-gp-ს ან BCRP-ს.

CYP3A4-ის ინდუქტორები

CYP3A4-ის ინდუქტორებმა, როგორიც არის რიფამპინი შესაძლოა შეამციროს პლაზმაში პაზოპანიბის კონცენტრაცია. რეკომენდებულია შეირჩეს ალტერნატიული პრეპარატი, რომელიც მინიმალურად ან საერთოდ არ თრგუნავს ფერმენტის ინდუქციას.

ვოტრიენტის ზეგავლენა CYP სუბსტრატებზე

ადამიანის ღვიძლის მიკროსომების ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ვოტრიენტმა გამოიწვია CYP ფერმენტების 1A2, 3A4, 2B6, 2C8, 2C9, 2C19 და 2E1 დათრგუნვა. ადამიანის CYP3A4-ის პოტენციური ინდუქცია გამოვლინდა ადამიანის ინ ვიტრო პრეგნან-X რეცეპტორის (PXR) კვლევაში. კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში 800 მგ ვოტრიენტის დღეში ერთჯერ მიღებისას არ დაფიქსირებულა ვოტრიენტის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა კოფეინის (CYP1A2 სინჯის სუბსტრატი), ვარფარინის (CYP2C9 სინჯის სუბსტრატი) ან ომეპრაზოლის (CYP2C19 სინჯის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ვოტრიენტმა გამოიწვია მიდაზოლამის (CYP3A4 სინჯის სუბსტრატი) საშუალო AUC და Cmax-ის დაახლოებით 30%-ით ზრდა და შარდში დექსტრომეტროფანი-დექსტრორფანის კონცენტრაციების თანაფარდობის 33%-დან 64%-მდე ზრდა დექსტრომეტროფანის პერორალურად (CYP2D6 სინჯის სუბსტრატი) მიღებისას. დღეში ერთჯერ 800 მგ ვოტრიენტის და კვირაში ერთჯერ 80 მგ/მ2 პაკლიტაქსელის (CYP3A4 და CYP2C8 სუბსტრატი) ერთად მიღებისას პაკლიტაქსელის AUC და Cmax საშუალოდ გაიზარდა 26% და 31%-ით.

ვოტრიენტის ზეგავლენა სხვა ფერმენტებზე და ტრანსპორტერებზე

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვოტრიენტი UGT1A1-ის და OATP1B1-ის ძლიერი ინჰიბიტორია, რომელთა IC50 შეადგენს 1.2 და 0.79 მიკროM-ს. ვოტრიენტმა შესაძლოა გაზარდოს ისეთი პრეპარატების კონცენტრაციები, რომლებიც ძირითადად გამოიყოფიან UGT1A1 და OATP1B1-ით.

ვოტრიენტის და სიმვასტატინის კომბინაცია

ვოტრიენტის და სიმვასტატინის ერთად გამოყენებისას იმატებს ALT-ს ზრდის შემთხვევები. ვოტრიენტის მონოთერაპიის კვლევებში ALT > 3 X ULN (ნორმის ზედა ზღვარი) დაფიქსირდა 895-დან 126 პაციენტში (14%), რომლებიც არ ღებულობდნენ სტატინებს და 41-დან 11 პაციენტში (27%), რომლებიც ამავდროულად ღებულობდნენ სიმვასტატინს (p=0.038). თუ პაციენტს სიმვასტატინის მიღებისას აღენიშნა ALT-ს მომატება საჭიროა ვოტრიენტის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინება და სიმვასტატინის შეწყვეტა (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). ალტერნატიული სტატინების და ვოტრიენტის კომბინაციის შესაფასებლად სათანადო მონაცემები არ მოიპოვება.

პრეპარატის ურთიერთქმედება საკვებთან/სასმელთან

ვოტრიენტის მიღება ცხიმის მაღალი ან დაბალი შემცველობის საკვებთან ერთად იწვევს AUC-ს და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ მატებას. შესაბამისად, ვოტრიენტი მიიღება კვებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან კვების შემდეგ მინიმუმ ორ საათში (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი და კლინიკური ფარმაკოლოგია).

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კუჭის pH-ს:

ვოტრიენტის ეზომეპრაზოლთან კომბინაცია დაახლოებით 40%-ით ამცირებს ვოტრიენტის ბიოშეღწევადობას (AUC და Cmax) და არასასურველია ვოტრიენტის ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის pH-ს.

ორსულობა, ლაქტაცია, რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები

ორსულობა

რისკის შემაჯამებელი მონაცემები

ცხოველებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებზე დაყრდნობით და მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე ორსულობის პერიოდში ვოტრიენტის მიღებამ შესაძლოა ფატალური ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. ნაწილი კლინიკური ფარმაკოლოგია). ორსულ ქალებში ვოტრიენტის გამოყენების შესახებ სათანადო მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებში ჩატარებულ განვითარების ტოქსიკურობის კვლევაში ორგანოგენეზის პერიოდში მაკე ვირთაგვებში და ბოცვრებში პაზოპანიბის პერორალურად მიღებისას აღინიშნა ტერატოგენურობა და ორსულობის შეწყვეტა უფრო დაბალი სისტემური ზემოქმედებისას ვიდრე ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური რეკომენდებული დოზის (800 მგ) შემთხვევაში (AUC-ს მიხედვით). ვოტრიენტი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ საჭიროებს ვოტრიენტით მკურნალობას. საჭიროა ორსული ან რეპროდუქციული უნარის მქონე ქალების ინფორმირება ნაყოფისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ.

ცხოველებში დაფიქსირებული მონაცემები

ვირთაგვებში ნაყოფიერების და ემბრიონის ადრეული განვითარების კვლევებში დაფიქსირდა ნაყოფის პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვა, ემბრიონის დაღუპვა და ნაყოფის სხეულის წონის შემცირება დღეში ≥10 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.2-ჯერ მეტი, ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური დოზა (MRHD) 800 მგ/დღეში) მიღებისას და ნაყოფის პრე-იმპლანტაციური დაღუპვის და ადრეული რეზორბციის სიხშირის ზრდა დღეში ≥30 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი, ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური დოზა (MRHD) 800 მგ/დღეში) მიღებისას.

ემბრიოფეტალური განვითარების ტოქსიკურობის კვლევებში პაზოპანიბმა გამოიწვია ტერატოგენური ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიები), დაგვიანებული გაძვალება, ნაყოფის პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვის გახშირება, სხეულის წონის შემცირება და ნაყოფის დაღუპვა ვირთაგვებში დღეში ≥ 3 მგ/კგ დოზის (AUC დაახლოებით 0.1-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას. ბოცვრებში ტოქსიკური ზემოქმედება დედის ორგანიზმზე (სხეულის წონის შემცირება, საკვების მიღების შემცირება), ნაყოფის პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვა და ორსულობის შეწყვეტა აღინიშნა ≥30 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.007-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას, ხოლო ნაყოფის წონა შემცირდა დღეში ≥ 3 მგ/კგ დოზების (AUC დაანგარიშებული არ არის) მიღებისას.

ლაქტაცია

რისკის შემაჯამებელი მონაცემები

გადადის თუ არა პაზოპანიბი ან მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში უცნობია, ასევე არ არსებობს ინფორმაცია ძუძუზე მყოფ ჩვილებზე ან რძის გამომუშავებაზე მათი ზემოქმედების შესახებ. ვინაიდან არსებობს ვოტრიენტის სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობა ძუძუზე მყოფ ჩვილებში, შესაბამისად მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები

კონტრაცეფცია

ქალები

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები ვოტრიენტით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.

მამაკაცები

მამაკაცებმა (მათ შორის პაციენტებმა, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაზექტომია), რომლებსაც ჰყავთ ქალი პარტნიორები, რომლებიც ორსულად არიან, არსებობს ორსულობაზე ეჭვი ან ორსულობის დადგომის ალბათობა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივები ვოტრიენტით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.F

უნაყოფობა

ცხოველებში ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით მკურნალობის პერიოდში ვოტრიენტმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს რეპროდუქციული უნარის მქონე მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე (იხ. ნაწილი კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები).

ჭარბი დოზირება

კლინიკურ კვლევებში შეფასდა ვოტრიენტის 2,000 მგ-მდე დღიური დოზები. 2,000 მგ და 1,000 მგ დღიური დოზების მიღებისას 3-დან 1 პაციენტში შესაბამისად აღინიშნა 3-ე ხარისხის დაღლილობა (დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა) და 3-ე ხარისხის ჰიპერტენზია.

სიმპტომები და ნიშნები

ვოტრიენტის დოზის გადაჭარბების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

მკურნალობა

მდგომარეობის შემდგომი მართვა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენებების ან ტოქსიკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზმა გააძლიეროს პაზოპანიბის გამოყოფა, რადგან იგი მნიშვნელოვანწილად არ გამოიყოფა თირკმელებით და მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს.

კლინიკური ფარმაკოლოგია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი, ATC

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები – პროტეინ კინაზას ინჰიბიტორი, ATC კოდი: L01EX03.

მოქმედების მექანიზმი (MOA)

პაზოპანიბი წარმოადგენს სისხლძარღვების ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (VEGFR) -1, -2 და -3, თრომბოციტების ზრდის ფაქტორის (PDFGR) -ალფა და -ბეტა და ღეროვანი უჯრედების ფაქტორის რეცეპტორის (c-KIT) (IC50 ნიშნულით 10, 30 47, 71, 84 და 74 ნმ)Mძლიერ მულტი-მიზნობრივ თიროზინ კინაზას ინჰიბიტორს (TKI), რომელიც მიიღება პერორალურად. პრეკლინიკურ ექსპერიმენტებში პაზოპანიბმა დოზა-დამოკიდებული პრინციპით დათრგუნა უჯრედებში VEGFR-2, c-KIT, PDFGR-ბეტა რეცეპტორების ლიგანდით სტიმულირებული ავტო-ფოსფორილირება. ინ ვივო პირობებში პაზოპანიბმა დათრგუნა VEGF-ით სტიმულირებული VEGFR-2 ფოსფორილირება თაგვების ფილტვებში, ანგიოგენეზი ცხოველების სხვადასხვა მოდელებში და ადამიანის სიმსივნის სხვადასხვა ქსენოტრანსპლანტატის ზრდა თაგვებში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პაზოპანიბი შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 2.0-4.0 საათში. დღიური დოზების მიღებისას AUC იზრდება 1.23 - 4-ჯერ. AUC-ის და Cmax-ის შესაბამისი ზრდა არ დაფიქსირებულა ვოტრიენტის დოზის 800 მგ-ზე მეტად გაზრდისას.

პაზოპანიბის სისტემური ზემოქმედება იზრდება საკვებთან ერთად მიღებისას. ვოტრიენტის მიღება ცხიმის მაღალი ან დაბალი შემცველობის საკვებთან ერთად იწვევს AUC-ს და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ მატებას. შესაბამისად, ვოტრიენტი მიიღება კვებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან კვების შემდეგ მინიმუმ ორ საათში (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი და ურთიერთმოქმედებები).

ვოტრიენტის დაფხვნილი 400 მგ ტაბლეტის ერთჯერადად მიღებისას AUC(0-72) გაიზარდა 46%-ით, Cmax გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ და tmax შემცირდა დაახლოებით 1.5 საათით დაუფხვნელი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. ეს შედეგები ცხადყოფს, რომ პაზოპანიბის ბიოშეღწევადობა და შეწოვის სიხშირე იზრდება დაფხვნილი ტაბლეტის პერორალურად მიღებისას მთლიანი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. შესაბამისად ზემოქმედების ზრდის ალბათობის გამო ტაბლეტები არ უნდა დაიფხვნას (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

განაწილება

ინ ვივო პირობებში ადამიანის პლაზმის ცილებთან პაზოპანიბის შეკავშირება აჭარბებდა 99%-ს კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გარეშე 10-100 მიკროგრამი/მლ-ის დიაპაზონში. ინ ვიტრო კვლევების მიხედვით პაზოპანიბი არის P-გლიკოპროტეინის (Pgp) და ძუძუს კიბოს რეზისტენტული ცილის (BCRP) სუბსტრატი.

ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი

ინ ვივო კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ ვოტრიენტის მეტაბოლიზში ძირითადად მონაწილეობს CYP3A4 და ნაკლებად მონაწილეობს CYP1A2 და CYP2C8.

გამოყოფა

პაზოპანიბი გამოიყოფა ნელა და რეკომენდებული 800 მგ დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 30.9 საათს. გამოყოფა ძირითადად ხდება ფეკალიებით, თირკმლით გამოყოფა კი შეადგენს მიღებული დოზის <4%-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

კიბოს სხვადასხვა სახეობის მქონე 408 სუბიექტის მონაწილეობით ჩატარებულ პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში არ დაფიქსირებულა კრეატინინის კლირენსის (30-150 მლ/წთ) ზეგავლენა პაზოპანიბის კლირენსზე. თირკმლის უკმარისობის ზეგავლენა პაზოპანიბის მოქმედებაზე არ არის მოსალოდნელი და დოზის კორექციის საჭიროება არ არსებობს პაციენტებში თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს ≥30 მლ/წთ-ს (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

ღვიძლის უკმარისობა

წონასწორულ მდგომარეობაში პაზოპანიბის საშუალო Cmax და AUC(0-24) ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის (განისაზღვრება, როგორც ბილირუბინის ნორმალური დონე და ALT-ს მომატების ნებისმიერი ხარისხი ან ბილირუბინის დონის მომატება 1.5 X ULN-მდე ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად) მქონე პაციენტებში დღეში ერთჯერ 800 მგ დოზის მიღებისას (30.9 მიკროგრამი/მლ, დიაპაზონი 12.5-47.3 და 841.8 მიკროგრამი.სთ/მლ, დიაპაზონი 600.4-1,078) მსგავსია ღვიძლის უკმარისობის არმქონე პაციენტებში დაფიქსირებული მაჩვენებლებისა (49.4 მიკროგრამი/მლ, დიაპაზონი 17.1-85.7 და 888.2 მიკროგრამი/სთ/მლ, დიაპაზონი 345.5-1,482) (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

ვოტრიენტის მაქსიალურად ასატანი დოზა (MTD) ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (განისაზღვრება, როგორც ბილირუბინის დონის მომატება > 1.5 X 3 X ULN-მდე ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად) იყო 200 მგ დღეში ერთჯერ. წონასწორულ მდგომარეობაში საშუალო Cmax (22.4 მკგ/მლ, დიაპაზონი 6.4-32.9) და AUC(0-24) (350.0 მიკროგრამი.სთ/მლ, დიაპაზონი 131.8-487.7) დღეში 200 მგ ვოტრიენტის მიღებისას ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში შეადგენდა დაახლოებით 45%-ს და 39%-ს, რაც შეესაბამება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში დღეში ერთჯერ 800 მგ დოზის მიღებისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებს (იხ. ნაწილი დოზირების რეჟიმი და მიღების წესი).

საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > 3 X ULN ALT-ს მაჩვენებლის მიუხედავად); შესაბამისად ასეთ პაციენტებში ვოტრიენტის მიღება არ არის რეკომენდებული.

ფარმაკოგენომიკა

31 კლინიკური კვლევიდან მიღებული მონაცემების ფარმაკოგენეტიკური მეტა-ანალიზის მიხედვით, როდესაც ვოტრიენტი მიიღებოდა მონოთერაპიის სახით ან სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, ALT > 5 X ULN (NCI CTC 3-ე ხარისხი) დაფიქსირდა ალელომორფის HLA-B*57:01 მატარებლების 19%-ში და არამატარებლების 10%-ში. ამ მონაცემების მიხედვით 2235-დან 133 პაციენტმა (6%) გადაიტანა HLA-B*57:01 ალელომორფი (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

კლინიკური კვლევები

თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (RCC)

ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) შემთხვევაში შეფასდა რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტიცენტრულ კვლევაში. ლოკალურად გავრცელებული და/ან მეტასტაზური RCC-ის მქონე პაციენტებს (N=435) აძლევდნენ 800 მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ ან პლაცებოს. აღნიშნული კვლევა ძირითადად მიზნად ისახავდა მკურნალობის ორი ჯგუფის შეფასებას და შედარებას პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) თვალსაზრისით, ხოლო ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენა (OS). კვლევა ასევე მიზნად ისახავდა რეაქციის საერთო სიხშირის და რეაქციის ხანგრძლივობის შეფასებას.

კვლევაში ჩართული 435-დან 233 პაციენტს მანამდე არ ჰქონდა მკურნალობა გავლილი, ხოლო 202 კი მეორე ხაზის პაციენტი იყო, რომლებსაც ადრე ჩატარებული ჰქონდათ IL-2 ან INF-ალფაზე დაფუძნებული თერაპია. აღმოსავლეთის გაერთიანებული ონკოლოგიური ჯგუფის (ECOG) მიხედვით ზოგადი მდგომარეობა ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში მსგავსი იყო (ECOG 0: 42% vs 41%, ECOG 1:58% vs 59%). ყველა პაციენტს ჰქონდა სუფთა უჯრედოვანი ჰისტოლოგია ან ძირითადად სუფთა უჯრედოვანი ჰისტოლოგია. პაციენტების დაახლოებით ნახევარის შემთხვევაში დაავადება ვრცელდებოდა 3 ან მეტ ორგანოზე და პაციენტების უმრავლესობაში მეტასტაზური ლოკაციის წყარო იყო ფილტვი (74%) და/ან ლიმფური კვანძები (54%).

თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების მსგავს რაოდენობას მანამდე არ გაუვლია მკურნალობა ან გაიარეს წინასწარი თერაპია ციტოკინებით (53% და 47% ვოტრიენტის ჯგუფში, 54% და 46% პლაცებოს ჯგუფში). ციტოკინებით წინასწარ ნამკურნალები პაციენტების ქვეჯგუფში უმრავლესობას (75%) ჩატარებული ჰქონდა ინტერფერონზე დაფუძნებული მკურნალობა.

თითოეულ ჯგუფში პაციენტების მსგავს რაოდენობას მანამდე ჩატარებული ჰქონდა ნეფრექტომია (89% და 88% ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში) და/ან სხივური თერაპია (22% და 15% ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში).

პირველადი საბოლოო წერტილის PFS-s თავდაპირველი ანალიზი ეფუძნება კვლევის მთლიანი პოპულაციის (პირველი ხაზი და მეორე ხაზი) ინდივიდუალური რადიოლოგიური ანგარიშის მიხედვით დაავადების შეფასებას.

ცხრილი 5 დამოუკიდებელი სადამკვირვებლო კომიტეტის (IRC) მიერ დადგენილი ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები RCC-ს შემთხვევაში (VEG105192)

საბოლოო წერტილი/საკვლევი პოპულაცია

ვოტრიენტი

პლაცებო

HR (95% CI)

P მაჩვენებელი (ცალმხრივ)

PFS

საშუალო (თვეები)

საერთო

N=290

  • 2

N=145

  • 2
  • 46 (0.34, 0.62)

<0.0000001

არანამკურნალები

N=155

  • 1

N=78

  • 8
  • 40 (0.27, 0.60)

<0.0000001

მანამდე ციტოკინით ნამკურნალები

N=135

  • 4

N=67

  • 2
  • 54 (0.35, 0.84)

<0.001

რეაქციის სიხშირე

% (95% CI)

-

<0.001

საერთო

N=290

30 (25.1, 35.6)

N=145

3 (0.5, 6.4)

CI: ნდობის ინტერვალი; HR: საფრთხის თანაფარდობა; ITT: კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი; PFS: გადარჩენა-პროგრესირების გარეშე.

დამოუკიდებელი ანალიზის მიხედვით პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ მკურნალობაზე რეაქციის საშუალო ხანგრძილობა იყო 58.7 კვირა. ოქმში დაფიქსირებული მონაცემებით საშუალო საერთო გადარჩენა (OS) შეადგენდა 22.9 თვეს და 20.5 თვეს [HR=0.91 (95% CI: 0.71, 1.16; p=0.224) ვოტრიენტის და პლაცებოს ჯგუფებში. OS შედეგები შესაძლოა ტენდენციური იყოს, რადგან პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 54% დაავადების პროგრესირების შემდეგ ასევე ღებულობდა ვოტრიენტს მოცემული კვლევის დამატებით პერიოდში. პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 66%-მა გაიარა კვლევის შემდგომი თერაპია, ვოტრიენტის ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი შეადგენდა 30%-ს.

ძირითად კვლევაში ცხოვრების ხარისხის (QoL) შეფასება ეფუძნებოდა ოქმში მითითებული ორი კითხვარის EORTC QLQ-C30 და EuroQoL EQ-5D ბრმა თვითდაფიქსირების გლობალურ მაჩვენებლებს. ანალიზი დაფუძნებული იყო პაციენტებზე, რომლებმაც დაავადების პროგრესირებამდე განაგრძეს მკურნალობა ორივე ჯგუფში. შეფასებისას არ გამოვლენილა სხვაობა ვოტრიენტის ან პლაცებოს ჯგუფებში (P>0.05), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვოტრიენტი ნეგატიურ გავლენას არ ახდენს სიცოცხლის ხარისხზე.

ლოკალურად მორეციდივე ან თირკმლის მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომის მქონე 225 პაციენტის მონაწიელობით ჩატარებულ II ფაზის კვლევაში ინდივიდუალური შეფასების მიხედვით რეაქციის სიხშირე შეადგენდა 35%-ს, ხოლო რეაქციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 68 კვირა.

ვოტრიენტის უსაფრთხოება, ეფექტურობა და სიცოცხლის ხარისხი სუნიტინიბთან შედარებით შეფასდა რანდომიზებულ, ღია, პარალელური ჯგუფების II ფაზის არაუპირატესობის კვლევაში (VEG108844).

კვლევაში VEG108844 ადგილობრივად გავრცელებული და/ან მეტასტაზული RCC-ის მქონე პაციენტებს (N=1,110), რომლებსაც ჩატარებული არ ჰქონდათ სისტემური თერაპია აძლევდნენ დღეში ერთჯერ 800 მგ ვოტრიენტს უწყვეტად ან დღეში ერთჯერ 50 მგ სუნიტინიბს 6 კვირიანი ციკლის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც მკურნალობა მიმდინარეობდა 4 კვირა, ხოლო მომდევნო 2 კვირა თავისუფალი პერიოდი იყო.

ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო PFS-ს შეფასება და შედარება პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ვოტრიენტით და სუნიტინიბით. დემოგრაფიული მახასიათებლები მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებში. დაავადების თავისებურებები საწყისი დიაგნოზის და სკრინინგის დროს დაბალანსებული იყო სამკურნალო ჯგუფების პაციენტების უმრავლესობაში, რომლებსაც დაუდგინდათ სუფთა უჯრედული ჰისტოლოგია და დაავადების IV სტადია.

კვლევაში VEG108844 მიღწეულ იქნა PFS-ის პირველადი საბოლოო წერტილი და დაადგინა, რომ ვოტრიენტი არ იყო სუნიტინიბზე ნაკლებ ეფექტური, ვინაიდან საფრთხის თანაფართობის შემთხვევაში 95% CI-ს ზედა ზღვარი ოქმში მითითებულ ზღვარზე 1.25 ნაკლები იყო. ეფექტურობის საერთო მაჩვენებელები შეჯამებულია 6-ე ცხრილში.

ცხრილი 6: ეფექტურობის საერთო მაჩვენებლები (VEG108844)

საბოლოო წერტილი

ვოტრიენტი

N=557

სუნიტინიბი

N=553

HR

(95% CI)

PFS

საერთო

საშუალო (თვეები)

(95% CI)

  • 4

(8.3, 10.9)

  • 5

(8.3, 11.0)

  • 047

(0.898, 1.220)

საერთო გადარჩენა

საშუალო (თვეები)

(95% CI)

  • 3

(26.0, 35.5)

  • 1

(25.4, 33.1)

  • 915ა

(0.786, 1.065)

HR: საფრთხის თანაფარდობა, ITT: კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი; PFS: გადარჩენა დაავადების პროგრესირების გარეშე, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელი სადამკვირვებლო კომიტეტის (IRC) შეფასებას

ა P მაჩვენებელი = 0.245 (ორმხრივი)

რბილი ქსოვილის სარკომა (STS)

STS-ის შემთხვევაში ვოტრიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მულტი-ცენტრულ კვლევაში. გავრცელებული შთშ-ის მქონე პაციენტებს (N=369), რომლებსაც ადრე ჩატარებული ჰქონდათ ქიმიოთერაპია, ანტრაციკლინებით მკურნალობის ჩათვლით, ან შეუფერებელი იყვნენ ამგვარი თერაპიისთვის ღებულობდნენ 800 მგ ვოტრიენტს დღეში ერთჯერ ან პლაცებოს.

პაციენტების რანდომიზაციამდე საწყის დონეზე შესაბამისი სუბიექტების ზოგადი მდგომარეობის კლასიფიცირება მოხდა WHO-ს ფაქტორების მიხედვით (WHO PS) (0 ან 1) და განისაზღვრა წინასწარი სისტემური თერაპიის ხაზების რაოდენობა გავრცელებული დაავადებისათვის (0 ან 1 vs 2+). თითოეულ სამკურნალო ჯგუფში გავრცელებული დაავადების წინასწარი სისტემური თერაპიის 2+ ხაზში სუბიექტების ოდნავ მაღალი რაოდენობა (58% და 55% პლაცებოს და ვოტრიენტის ჯგუფებში) დაფიქსირდა წინასწარი სისტემური თერაპიის 0 და 1 ხაზთან შედარებით (42% და 45% პლაცებოს და ვოტრიენტის ჯგუფებში). საწყის ეტაპზე ოდნავ მეტი სუბიექტი იყო WHO PS-ს 1-ით. სუბიექტებზე შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა (განისაზღვრება, როგორც რანდომიზაციის თარიღიდან ბოლო კონტაქტის ან გარდაცვალების თარიღამდე) მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (9.36 თვე პლაცებოსათვის [დიაპაზონი 0.69-23.0 თვე] და 10.04 თვე ვოტრიენტისთვის [დიაპაზონი 0.2-24.3 თვე].

კვლევის მთავარი მიზანი იყო მკურნალობის ორი ხაზის შეფასება და შედარება ITT პოპულაციის მიხედვით PFS-ს თვალსაზრისით, ხოლო ძირითად მეორად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა Oშ.

PFS-ის პირველადი საბოლოო წერტილის თავდაპირველი ანალიზი ეფუძნება ITT პოპულაციის ინდივიდუალური რადიოლოგიური ანგარიშის მიხედვით დაავადების შეფასებას.

ცხრილი 7 ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები STS-ის შემთხვევაში დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით (VEG110727)

საბოლოო წერტილი/საკვლევი პოპულაცია

ვოტრიენტი

პლაცებო

HR (95% CI)

P მაჩვენებელი (ცალმხრივ)

PFS

საერთო* ITT

საშუალო (კვირეები)

რეაქციის სიხშირე (CR+ PR)

% (95% CI)

რეაქციის ხანგრძლივობა

საშუალო (კვირეები) (95% CI))

PFS

ლეიომიოსარკომა

საშუალო (კვირეები)

სინოვიალური სარკომა

საშუალო (კვირეები)

“სხვა” STS

საშუალო (კვირეები)

N=246

  • 0

4 (2.3, 7.9)

  • 9 (16.7, 40.0)

N=109

  • 1

N=25

  • 9

N=112

  • 1

N=123

  • 0

0 (0.0, 3.0)

-

N=49

  • 1

N=13

  • 1

N=61

  • 3
  • 35 (0.26, 0.48)

-

-

  • 37 (0.23, 0.60)
  • 43 (0.19, 0.98)
  • 39 (0.25, 0.60)

<0.001

-

-

<0.001

  • 005

<0.001

HR=საფრთხის თანაფარდობა; ITT=კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი; PFS=გადარჩენა პროგრესირების გარეშე; CR=სრული რეაქცია; PR=ნაწილობრივი რეაქცია.

დამოუკიდებელი რადიოლოგიური ანალიზის შეფასების მსგავსად, რომელიც ეყრდნობა მკვლევარის შეფასებას კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება PFშ-ის მხრივ აღინიშნა ვოტრიენტის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (HR: 0.39; 95%CI, 0.30-0.52, p<0.001).

საფრთხის თანაფარდობა საერთო გადარჩენის წინასწარ განსაზღვრულ შუალედურ ანალიზში ვოტრიენტის სასარგებლოდ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო; პლაცებოს ჯგუფში გადარჩენის საშუალო პერიოდი იყო 10.4 თვე (95% CI 8.7-12.7) და 11.9 თვე (95% CI 10.7-15.1) ვოტრიენტის ჯგუფში; HR=0.82 (97.87% CI:0.59-1.14, p=0.156).

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგია და განმეორებითი დოზის ტოქსიკურობა

ვირთაგვებში ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირდა სხვადასხვა ქსოვილებზე (ძვალი, კბილები, ძვლის ტვინი, ფრჩხილები, რეპროდუქციული ორგანოები, ჰემატოლოგიური ქსოვილები, თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვლები, ლიმფური კვანძები, ჰიპოფიზი და პანკრეასი) ზეგავლენა VEGFR-ის დათრგუნვის და/ან VEGF-ის სასიგნალო გზების დაშლასთან ერთად, ზოგიერთი ეფექტი განვითარდა დღეში 3 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.1-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას.

ღვიძლის მხრივ ეფექტები მოიცავდა ღვიძლის ტრანსამინაზების ოდნავ მომატებას მღრღნელებში და ბილირუბინის დონის მომატებას მაიმუნებში ჰისტოპათოლოგიასთან კავშირის გარეშე ისეთი დოზების მიღებისას, რამაც გამოიწვია დაახლოებით 0.1 და 0.6-ჯერ მეტი სისტემური ზემოქმედება ადამიანებთან შედარებით.

კარცეროგენურობა და მუტაგენურობა

პაზოპანიბის კარცეროგენურობის ორწლიან კვლევებში თაგვებში გაიზარდა ღვიძლის ადენომის შემთხვევები, ხოლო ვირთაგვებში გაიზარდა თორმეტგოჯა ნაწლავის ადენოკარცინომის შემთხვევები. მღრღნელებისთვის დამახასიათებელ პათოგენეზსა და მოცემული შედეგების გამომწვევ მექანიზმზე დაყრდნობით, ისინი არ წარმოადგენენ კარცეროგენურობის მომატებულ რისკს პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ ვოტრიენტს.

გენოტოქსიურობის ანალიზში (ეიმსის ტესტი, ადამიანის პერიფერიული ლიმფოციტური ქრომოსომის აბერაციული ანალიზი და ვირთაგვის ინ ვივო მიკრობირთვული ანალიზი) არ დაფიქსირებულა პაზოპანიბის მიერ გენეტიკური დაზიანება.

ნაყოფიერება

მდედრ ვირთაგვებში დაყოფიერების დაქვეითება (პრე- და პოსტ-იმპლანტაციური დაღუპვის და ადრეული მუცლის მოშლის ჩათვლით) აღინიშნა დღეში ≥ 10 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0,2-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას. ყვითელი სხეულის შემცირება დაფიქსირდა მაიმუნებში დღეში 500 მგ/კგ დოზების 34 კვირის განმავლობაში მიღებისას, თაგვებში დღეში ≥100 მგ/კგ დოზების 13 კვირის განმავლობაში მიღებისას, ხოლო საკვერცხეების ატროფია გამოვლინდა ვირთაგვებში დღეში 300 მგ/კგ დოზების 26 კვირის განმავლობაში მიღებისას (AUC დაახლოებით 0.6, 1.4 და 0.9-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში).

პაზოპანიბს გავლენა არ მოუხდენია შეწყვილების და ნაყოფიერების უნარზე მამრ ვირთაგვებში. თუმცა, აღინიშნა სპერმის წარმოქმნის შემცირება ვირთაგვებში, სპერმის გადაადგილების და ეპიდიდიმალური და ტესტიკულური სპერმის კონცენტრაციის შემცირება დღეში ≥ 100 მგ/კგ დოზების (AUC დაახლოებით 0.5-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) მიღებისას 15 კვირის შემდეგ. დოზების 26 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ აღინიშნა სათესლეების და ეპიდიდიმალური წონის შემცირება, ატროფია და სათესლის დეგენერაცია ასპერმიით, ჰიპოსპერმიითა და კრიბიფორმული ცვლილებებით მამრი ვირთაგვების ეპიდიდიმისში დღეში ≥≥30 მგ/კგ დოზების მიღებისას (AUC დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში).

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 9 ორსულობა, ლაქტაცია, რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები.

კვლევები მოზარდ ცხოველებში

მოზარდ ცხოველებში ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევებში, როდესაც ვირთაგვებს, რომლებსაც ნაადრევად შეუწყვიტეს ბუნებრივი კვება დაბადების 9-ე დღიდან 14-ე დღემდე აძლევდნენ დოზებს (AUC დაახლოებით 0.1-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) პაზოპანიბმა გამოიწვია სიკვდილიანობა და ორგანოების, კერძოდ კი თირკმელების, ფილტვების, ღვიძლისა და გულის ანომალური ზრდა/მომწიფება. როდესაც ვირთაგვებს აძლევდნენ დოზებს დაბადების 21-ე დღიდან 62-ე დღემდე ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები მსგავსი იყო მოზრდილ ვირთაგვებში დაფიქსირებული მონაცემებისა და აღინიშნა ცვლილებები, რომლებიც უკავშირდებოდნენ ძვლებს, ტრაქეას, კბილებს, თირკმელზედა ჯირკვალს, პანკრეასს, კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს, ლიმფურ კვანძებს, მამრების სარძევე ჯირკვლებს და რეპროდუქციულ ორგანოებს. ვირთაგვებში ბუნებრივი კვების შეწყვეტა დაბადებიდან 21-ე დღეს ადამიანებში შეესაბამება 2 წლის ასაკს. მოზრდილებთან შედარებით პედიატრიულ პაციენტებში რისკი იზრდება ძვლების და კბილების მხრივ, რადგან ეს ცვლილებები კიდურების დამოკლების სახით აღინიშნა ახალგაზრდა ვირთაგვებში დღეში ≥10 მგ/კგ დოზების მიღებისას (AUC დაახლოებით 0.1-0.2-ჯერ მეტი, MRHD 800 მგ/დღეში) (იხ. ნაწილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი

შენახვის პირობები

ინფორმაცია იხილეთ კოლოფზე.

ვოტრიენტი არ გამოიყენება შეფუთვაზე “EXP” მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და მოხმარების წესები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

იხილეთ კოლოფზე.

საერთაშორისო ფურცელი-ჩანართი

გამოშვების თარიღი: ივნისი, 2021

ნოვარტის ფარმა აგ, ბაზელი, შვეიცარია

არასასურველი მოვლენების და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში გვაცნობეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა