ვიშნევსკი
WISHNEVSKY®
კანზე გამოყენებისას პრეპარატი ვიშნევსკი® ავლენს ანტისეპტიკურ, ანესთეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ხელს უწყობს ნეკროზული პროცესების განადგურებას და აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, ჭრილობების გრანულაციას და ეპითელიზაციას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- juniper tar + bismuth tribromophenate
- ფორმა და შეფუთვა
- (30მგ + 30მგ)/გ 40გ მალამო ტუბი №1
- მწარმოებელი
- VETPROM AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ანტისეპტიკური და სადეზინფექციო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D08AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041320
- რეგისტრირებულია
- 18 ივნისი 2024, მოქმედებს 18 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- -
ვიშნევსკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კანზე გამოყენებისას პრეპარატი ვიშნევსკი® ავლენს ანტისეპტიკურ, ანესთეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ხელს უწყობს ნეკროზული პროცესების განადგურებას და აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, ჭრილობების გრანულაციას და ეპითელიზაციას.
რისთვის გამოიყენება ვიშნევსკის® მალამო?
სხვადასხვა სახის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების, ჩირქოვანი ჭრილობების, ვარიკოზული დაზიანებების, დეკუბიტალური და დიაბეტური ჭრილობების, დიაბეტური ტერფის, ფლებიტის, თრომბოფლებიტის სამკურნალოდ
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება კანზე.
ვარიკოზული დაზიანების, დიაბეტური ჭრილობების, ფლებიტის და თრომბოფლებიტის დროს - ამ პროდუქტში დასველებული დოლბანდის სახვევი თავსდება დაზიანებულ ზედაპირზე და ზემოდან უკეთდება პოლიეთილენის ფოლგა. კომპრესის გამოცვლა ხდება 1-2-ჯერ კვირაში; ჩირქოვანი პროცესების დროს სახვევის გამოცვლა დამოკიდებულია ჩირქის გამოყოფაზე.
თუ თქვენ მოიხმარეთ საჭიროზე მეტი ვიშნევსკის® მალამო:
ზოგიერთ შემთხვევაში, გახანგრძლივებული გამოყენების შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადგილობრივ რეაქციას, ერითემას, წვას, ანთებას და შეშუპებას, რა დროსაც მკურნალობა უნდა შეწყდეს ეფექტების გავლამდე.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ვიშნევსკის® მალამოს გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. სამედიცინო პროდუქტი ვიშნევსკის® მალამოთი მკურნალობისას, არასასურველი ეფექტები დადგენილი არ არის, გამონაკლისს წარმოადგენს იშვიათ შემთხვევაში ალერგიული დერმატიტი.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ სახეს ან თუ განვითარდა არასასურველი ეფექტები, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს არ ფარმაცევტს.
შტყობინება პოტენციური არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ
ამ პროდუქტის გამოყენებაზე ნებართვის შემდეგ პოტენციური არასასურევლი გვერდითი ეფექტების შეტყობინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც საშუალებას იძლევა გაგრძელდეს დაკვირვება ამ პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე. სამედიცინო დარგის სპეეციალისტები ვალდებული არიან განაცხადონ ყველა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენის შესახებ წამლის აღმასრულებელი სააგენტოს ეროვნულ სისტემის მეშვეობით, მდებარე მისამართზე: „დამიან გრუევის“-ის ქ. 8., 1303 სოფია, ბულგარეთი, ტელ: +359 2 8903417; ვებგვერდი: www.bda.bg.
უკუჩვენებები
თუ
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ბისმუთის ტრიბრომფენოლატის, ღვიის კუპრის მიმართ ან ამ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ვიშნევსკის® მალამოს გამოყენებამდე:
არ უნდა იქნას გამოყენებული ლორწოვან გარსზე, პირის ღრუში და თვალებზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე.
ვიშნევსკის® მალამოს გარეგანი გამოყენებისას სხვა წამლებთან რაიმე სახის ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ.
სამედიცინო პროდუქტი ვიშნევსკის® გამოყენებისას რაიმე არასასურველი გვერდითი მოვლენები დადგენილი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერება 30 მგ ბისმუთის ტრიბრომფენოლატს და 30 მგ ღვიის კუპრს და შემავსებლების სახით უწყლო კოლოიდურ სილიციუმს და ნატურალურ კასტორის ზეთს.
ვიშნევსკის® მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა.
ვიშნევსკის® მალამო წარმოეადგენს ნახევრად-მყარი ბათქაშის მსგავს ერთგვაროვან მასას, რომელიც არის მოყავისფრო-ყავისფერი, მოთავსებულია 40 გ და 75 გ ალუმინის ტუბებში, შიდა ლაკირებული საფარით, ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა:
2 წელი
გამოყენებამდე შამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადა.
არ გამოიყენოთ ეს სამედიცინო პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
წამლის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.
მიმართეთ ფარმაცევტს კონსულტაციისთვის თუ როგორ უნდა გაანადგუროთ დარჩენილი პრეპარატი.
ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია გარემოს დასაცავად.
- შფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ვიშნევსკი®
მალამო
ბისმუთის ტრიბრომფენოლატი, ღვიის კუპრი
ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია სრულად, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პრეპარატი იყიდება ექიმის რეცეპტის გარეშე. მიუხედავად ამისა, იმისათვის რომ მიიღოთ მკურნალობისგან საუკეთსო შედეგები, უნდა იხილოთ სამედიცინო პროდუქტების გამოყენების ინსტრუქციები.
შეინახეთ ეს საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი განმეორებით წაკითხვა
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ უმჯობესდება, თქვენ გჭირდებათ ექიმის დახმარება.
თუ რომელიმე არასასურველი გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ სახეს ან თუ აღგენიშნათ სხვა არასასურველი ეფექტები რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე საინფორმაციო ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პარაგრაფი 4.
ამ საინფორმაციო ფურცელში მოცემულია:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ვიშნევსკის® მალამო
- რა უნდა იცოდეთ ვიშნევსკის® მალამოს გამოყენების დაწყებამდე
- როგორ გამოიყენება ვიშნევსკის® მალამო
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ვიშნევსკის® მალამო
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის და რისთვის გამოიყენება ვიშნევსკის® მალამო?
კანზე გამოყენებისას პრეპარატი ვიშნევსკი® ავლენს ანტისეპტიკურ, ანესთეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ხელს უწყობს ნეკროზული პროცესების განადგურებას და აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, ჭრილობების გრანულაციას და ეპითელიზაციას.
რისთვის გამოიყენება ვიშნევსკის® მალამო?
სხვადასხვა სახის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების, ჩირქოვანი ჭრილობების, ვარიკოზული დაზიანებების, დეკუბიტალური და დიაბეტური ჭრილობების, დიაბეტური ტერფის, ფლებიტის, თრომბოფლებიტის სამკურნალოდ
- რა უნდა იცოდეთ ვიშნევსკის® მალამოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვიშნევსკის® მალამო: თუ
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ბისმუთის ტრიბრომფენოლატის, ღვიის კუპრის მიმართ ან ამ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ვიშნევსკის® მალამოს გამოყენებამდე:
არ უნდა იქნას გამოყენებული ლორწოვან გარსზე, პირის ღრუში და თვალებზე.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე.
ვიშნევსკის® მალამოს გარეგანი გამოყენებისას სხვა წამლებთან რაიმე სახის ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ.
სამედიცინო პროდუქტი ვიშნევსკის® გამოყენებისას რაიმე არასასურველი გვერდითი მოვლენები დადგენილი არ არის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- როგორ გამოიყენება ვიშნევსკის® მალამო
გამოიყენება კანზე.
ვარიკოზული დაზიანების, დიაბეტური ჭრილობების, ფლებიტის და თრომბოფლებიტის დროს - ამ პროდუქტში დასველებული დოლბანდის სახვევი თავსდება დაზიანებულ ზედაპირზე და ზემოდან უკეთდება პოლიეთილენის ფოლგა. კომპრესის გამოცვლა ხდება 1-2-ჯერ კვირაში; ჩირქოვანი პროცესების დროს სახვევის გამოცვლა დამოკიდებულია ჩირქის გამოყოფაზე.
თუ თქვენ მოიხმარეთ საჭიროზე მეტი ვიშნევსკის® მალამო:
ზოგიერთ შემთხვევაში, გახანგრძლივებული გამოყენების შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადგილობრივ რეაქციას, ერითემას, წვას, ანთებას და შეშუპებას, რა დროსაც მკურნალობა უნდა შეწყდეს ეფექტების გავლამდე.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ვიშნევსკის® მალამოს გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. სამედიცინო პროდუქტი ვიშნევსკის® მალამოთი მკურნალობისას, არასასურველი ეფექტები დადგენილი არ არის, გამონაკლისს წარმოადგენს იშვიათ შემთხვევაში ალერგიული დერმატიტი.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ სახეს ან თუ განვითარდა არასასურველი ეფექტები, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს არ ფარმაცევტს.
შტყობინება პოტენციური არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ
ამ პროდუქტის გამოყენებაზე ნებართვის შემდეგ პოტენციური არასასურევლი გვერდითი ეფექტების შეტყობინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც საშუალებას იძლევა გაგრძელდეს დაკვირვება ამ პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე. სამედიცინო დარგის სპეეციალისტები ვალდებული არიან განაცხადონ ყველა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენის შესახებ წამლის აღმასრულებელი სააგენტოს ეროვნულ სისტემის მეშვეობით, მდებარე მისამართზე: „დამიან გრუევის“-ის ქ. 8., 1303 სოფია, ბულგარეთი, ტელ: +359 2 8903417; ვებგვერდი: www.bda.bg.
- როგორ ინახება ვიშნევსკის® მალამო
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა:
2 წელი
გამოყენებამდე შამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადა.
არ გამოიყენოთ ეს სამედიცინო პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
წამლის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.
მიმართეთ ფარმაცევტს კონსულტაციისთვის თუ როგორ უნდა გაანადგუროთ დარჩენილი პრეპარატი.
ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია გარემოს დასაცავად.
- შფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ვიშნევსკის® მალამო?
1 გ მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერება 30 მგ ბისმუთის ტრიბრომფენოლატს და 30 მგ ღვიის კუპრს და შემავსებლების სახით უწყლო კოლოიდურ სილიციუმს და ნატურალურ კასტორის ზეთს.
ვიშნევსკის® მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა.
ვიშნევსკის® მალამო წარმოეადგენს ნახევრად-მყარი ბათქაშის მსგავს ერთგვაროვან მასას, რომელიც არის მოყავისფრო-ყავისფერი, მოთავსებულია 40 გ და 75 გ ალუმინის ტუბებში, შიდა ლაკირებული საფარით, ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
VETPROM AD
2400, რადომირი, ბულგარეთი , ოტეც პაისის ქ. 26
ტელ: +35924519300
ელ.ფოსტა: [email protected]
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
DANHSON-BG შპს
2400, რადომირი, ბულგარეთი 26, ოტეც პაისის ქ.
ტელ: +35924519300
ელ.ფოსტა: [email protected]
გამოყენების ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 11/2018
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


