ვიტამინი B კომპლექსი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
vitamin B complex film-coated tablets
ვიტამინ B კომპლექსი - არის კომბინირებული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. ეს ვიტამინები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიამინი (thiamine) + ნიკოტინამიდი (nicotinamide) + პირიდოქსინი (pyridoxine) + რიბოფლავინი (riboflavine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ+1მგ+4მგ+50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (1X20)
- მწარმოებელი
- SOPHARMA JSC, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B კომპლექსი, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- A11EX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044768
- რეგისტრირებულია
- 10 თებერვალი 2026, მოქმედებს 10 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სს „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვიტამინი B კომპლექსი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვიტამინ B კომპლექსი - არის კომბინირებული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. ეს ვიტამინები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში.
გამოიყენება ისეთი მდგომარეობების და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
- ვიტამინ B კომპლექსის მიღების დაწყებამდე
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
1-2 ტაბლეტი 2-3ჯერ დღე-ღამეში.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა (არტერიული ჰიპერტონია) II-III სტადია;
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინ B კომპლექსის მიღებისას
- შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები: ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის დაავადება, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებები, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ჰემორაგიები, პოდაგრა.
- პრეპარტმა შეიძლება შარდი მოყვითალო-ნარინჯისფრად შეღებოს.
სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ სამურნალო პრეპარატებს მომატებული სისხლის წნევის სამკურნალოდ, დამამშვიდებელ სამკურნალო პრეპარატებს, საძილე სამკურნალო პრეპარატებს დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს, პრობენეციდს (პოდაგრას სამკურნალოდ) და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში ვიტამინი B1-ის არსებობის გამო, ვიტამინი B კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ადრენოლიტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ანტაგონიზირება, ასევე ბარბიტურატებისა და გლუტეტიმიდის სედატიური მოქმედების დათრგუნვა.
ვიტამინ B1-ს შეუძლია გააძლიეროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (იმიპრამინი, დეზიპრამინი) მოქმედება, განსაკუთრებით 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში.
B ჯგუფის ვიტამინები ამცირებენ ტეტრაციკლინების შეწოვას და ეფექტურობას მათი ერთდროულად გამოყენებისას.
ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპის ანტიპარკინსონულ ეფექტს.
ნიკოტინამიდისა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების, განსაკუთრებით ისეთების, როგორიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი და ნატრიუმის ვალპროატი, ერთდროული გამოყენებისას ვლინდება მათი კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება.
ქლორპრომაზინი ზრდის შარდთან ერთად ვიტამინი B2-ის გამოყოფას. პრობენეციდი თრგუნავს ვიტამინი B2-ის ტუბულარულ სეკრეციას, რის შედეგად ნელდება მისი ექსკრეცია შარდთან ერთად და შეიძლება გაძლიერდეს თერაპიული და გვერდითი მოქმედებები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ.
პრეპარატის მიღება შეიძლება თერაპიული დოზებით ორსულობის დროს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ვიტამინ B კომპლექსი მიღება ძუძუთი კვების დროს. თუ მიღება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების ტარება და მანქანებთან მუშაობა
ვიტამინ B კომპლექსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთირების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს. ამ სამკურნალო პრეპარატში ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენის უმნიშვნელო რაოდენობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გამოიწვიოს რაიმე სახის პრობლემა ცელიკალიის (გლუტენის აუტანლობა) მქონე პაციენტებში. ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,3 მიკროგრამ გლუტენს. პაციენტებმა ალერგიით ხორბლის მიმართ (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
პრეპარატის აპკიანი გარსი შეიცავს საღებავს სანსეტი ყვითელი (Е110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- როგორ უნდა იქნას მიღებული ვიტამინ B კომპლექსი
მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსი ისე, როგორც აღწერილია წინამდებარე ინსტრუქციაში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი მიიღება შიგნით, საკმაო რაოდენობით წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა
ძალიან მაღალი დოზებით პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები: აგზნებადობა, შიში, ტრემორი, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები.
თუ თქვენ მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსის მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს რჩევისთვის.
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის მოახლოვდა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივად, დავიწყებული დოზის მიღების გარეშე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვიტამინი B კომპლექსი არ მოქმედებს ავტომობილების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვიტამინ B კომპლექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ეს არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება, ქავილი, შეშუპება, კისრის და სახის კანის გაწითლება, წამოხურება, განსაკუთრებით, პირებში ჰიპერმგრძნობელობით.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება ღებულობს სერიოზულ ხასიათ ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ უნდა შეინახოთ ვიტამინ B კომპლექსი
ინახება არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ძალიან მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს აგზნებადობა, შიში, ტრემორი, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები.
მკურნალობა
ამ შემთხვევებში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
- აქტიურ ნივთიერებებს: თიამინის ნიტრატს (ვიტამინ B1) 5 მგ, რიბოფლავინს (ვიტამინ B2) 1 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინ B6) 4 მგ, ნიკოტინამიდს (ვიტამინ PP) 50 მგ.
- დამხმარე ნივთიერებებს:
ტაბლეტის ბირთვი: ხორბლის სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101); ჰიდროქსიპროპილცელულოზა; სტეარინის მჟავა; ტალკი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო.
აპკიანი გარსი: ოპადრაი (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივად ჰიდროლიზირებული; ტალკი; ტიტანის დიოქსიდი (Е171), კარმინი (Е120), ლეციტინი (E 322), სანსეტი ყვითელი FCF (E110), ქსანტინის გუმფისი (E415), ინდიგოკარმინი (Е132)).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვიტამინ B კომპლექსის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, 6 მმ დიამეტრით, ჟოლოსფერ-წითელი ფერის; სუნი სპეციფიკური, თიამინის.
აპკიანი გარსით დაფარული 20 ტაბლეტი მყარ, უფერო, გამჭვირვალე პვქ აპკის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; თითო ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
3 (სამი) წელი
ნუ გამოიყენებთ სამკურნალო პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალებების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში გადაგდება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა იქნას განადგურებული თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები. ვიტამინი B კომპლექსი, მ. შ. კომბინაციები.
ATX კოდი: A11EX.
B ჯგუფის ვიტამინები არის ორგანული სუბსტანციები სხვადასხვა ქიმიური სტრუქტურით, რომლებიც აბსოლუტურად აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებისათვის. ისინი ბიოლოგიურად აქტიურები არიან დაბალი კონცენტრაციით და მონაწილეობენ უჯრედების ფუნქციონირების რეგულირებაში. B ჯგუფის ვიტამინები შედიან მრავალი ფერმენტული სისტემის შემადგენლობაში და მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების მეტაბოლიზმის რეგულირებაში, აგრეთვე ნუკლეინის მჟავების სინთეზში. B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებული გამოყენება იწვევს მათ სინერგიულ ეფექტს.
ნიკოტინამიდი, როგორც ნიკოტინის მჟავას ამიდი, შედის ნიკოტინამიდი ადენინი დინუკლეოტიდის (NAD) და ნიკოტინამიდი ადენინის დინუკლეოტიდის ფოსფატის (NADP) კოდეჰიდროგენაზების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ წყალბადის ტრანსპორტში და ახორციელებენ ქსოვილური სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს. ნიკოტინამიდი იწვევს პერიფერიულ სისხლძარღვების გაფართოებას და ამცირებს პლაზმური ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა: პარენტერალური მიღების შემდეგ, ვიტამინი B1 სწრაფად შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და წვრილი ნაწლავიდან.
ვიტამინი B2 სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად წვრილ ნაწლავში. პლაზმაში, დაახლოებით 25% არის თავისუფალი ფორმით, ხოლო 75% არის ფლავვინ ადენინის დინუკლეოტიდის (FAD) სახით.
ვიტამინი B6 ადვილად შეიწოვება პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ნიკოტინამიდი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა განყოფილებაში.
განაწილება: ვიტამინი B1 თანაბრად ნაწილდება სხეულის ყველა ქსოვილში.
ადამიანის სხეულში B6 ვიტამინის დაახლოებით 70-80% არის კუნთებში, დაახლოებით 10% ღვიძლში, დანარჩენი ნაწილდება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში.
პირიდოქსალ ფოსფატი მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს, მაშინ როდესაც პირიდოქსინი არ უკავშირდება მათ.
რიბოფლავინი თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებში.
მეტაბოლიზმი: ვიტამინი B1 მეტაბოლიზდება თიამინის მონოფოსფატის (TMP), თიამინის პიროფოსფატის (TPP) და თიამინ ტრიფოსფატის (TTP) ძირითად მეტაბოლიტებამდე.
პირიდოქსინი და პირიდოქსამინი ფოსფორილირდება პირიდოქსალ 5'-ფოსფატამდე (PLP) ფერმენტის პირიდოქსალკინაზას დახმარებით. თავისუფალი პირიდოქსალი იყოფა ტუტე ფოსფატაზით, ღვიძლის და თირკმლის ალდეჰიდოქსიდაზით და პირიდოქსალ დეჰიდროგენაზით.
ნიკოტინამიდი მეტაბოლიზდება N-მეთილ-ნიკოტინამდე, რომელიც შემდეგ იჟანგება N- მეთილ-4-პირიდონ-3-კარბონქსამიდამდე.
გამოყოფა: ვიტამინი B1 გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით ან არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ნაწილობრივ გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამასთან ერთი ნაწილი გადის ენტეროჰეპატურ ცირკულაციას. ვიტამინი B1 ასევე გამოიყოფა დედის რძეში. B ჯგუფის სხვა ვიტამინების მსგავსად, ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა და არ გროვდება ორგანიზმში.
რიბოფლავინი უცვლელი სახით გამოიყოფა უპირატესად თირკმლების საშუალებით, ამასთან უმეტესწილად - თავისუფალი ფორმით და მცირე რაოდენობით - რიბოფლავინ -5`-ფოსფატის სახით. B2 ვიტამინის არააქტიური მეტაბოლიტები ასევე გამოიყოფა შარდით.
ვიტამინი B6 გამოიყოფა შარდით ძირითადად მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15-20 დღეს. იგი გამოიყოფა ჰემოდიალიზით, ამიტომ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს უფრო მაღალი დოზებით - რეკომენდირებულზე 100% -დან 300% -მდე მეტით.
ნიკოტინამიდი გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად, ხოლო უფრო მაღალ დოზებში და თირკმელებითაც მეტაბოლიტების სახით ან უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 40 წუთს. პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, პლაზმური კლირენსი მცირდება.
- 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
B ჯგუფის ვიტამინები პრაქტიკულად არატოქსიკურია. არ არსებობს მონაცემები მათი ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული და მუტაგენური მოქმედებების შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვიტამინ B კომპლექსი აპკისებრი გარსით დაგარული ტაბლეტები
VITAMIN B COMPLEX film-coated tablets
ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს სამკურნალო პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. მიუხედავად ამისა, თქვენ გულდასმით უნდა დაიცვათ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია მკურნალობის საუკეთესო შედეგების მისაღებად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
- თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან არ აღინიშნება მათი გაუმჯობესება.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენებენ მას
- ვიტამინ B კომპლექსის მიღების დაწყებამდე
- როგორ უნდა იქნას მიღებული ვიტამინ B კომპლექსი
- შესაძლო გვერდითი მოქმედებები
- როგორ უნდა იქნას შენახული ვიტამინ B კომპლექსი
- დამატებითი ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენებენ მას
ვიტამინ B კომპლექსი - არის კომბინირებული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. ეს ვიტამინები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში.
გამოიყენება ისეთი მდგომარეობების და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
- ვიტამინ B კომპლექსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ვიტამინ B კომპლექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა (არტერიული ჰიპერტონია) II-III სტადია;
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინ B კომპლექსის მიღებისას
- შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები: ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის დაავადება, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებები, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ჰემორაგიები, პოდაგრა.
- პრეპარტმა შეიძლება შარდი მოყვითალო-ნარინჯისფრად შეღებოს.
სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ სამურნალო პრეპარატებს მომატებული სისხლის წნევის სამკურნალოდ, დამამშვიდებელ სამკურნალო პრეპარატებს, საძილე სამკურნალო პრეპარატებს დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს, პრობენეციდს (პოდაგრას სამკურნალოდ) და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ.
პრეპარატის მიღება შეიძლება თერაპიული დოზებით ორსულობის დროს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ვიტამინ B კომპლექსი მიღება ძუძუთი კვების დროს. თუ მიღება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების ტარება და მანქანებთან მუშაობა
ვიტამინ B კომპლექსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთირების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს. ამ სამკურნალო პრეპარატში ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენის უმნიშვნელო რაოდენობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გამოიწვიოს რაიმე სახის პრობლემა ცელიკალიის (გლუტენის აუტანლობა) მქონე პაციენტებში. ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,3 მიკროგრამ გლუტენს. პაციენტებმა ალერგიით ხორბლის მიმართ (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
პრეპარატის აპკიანი გარსი შეიცავს საღებავს სანსეტი ყვითელი (Е110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- როგორ უნდა იქნას მიღებული ვიტამინ B კომპლექსი
მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსი ისე, როგორც აღწერილია წინამდებარე ინსტრუქციაში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი მიიღება შიგნით, საკმაო რაოდენობით წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა
ძალიან მაღალი დოზებით პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები: აგზნებადობა, შიში, ტრემორი, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები.
თუ თქვენ მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსის მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს რჩევისთვის.
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის მოახლოვდა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივად, დავიწყებული დოზის მიღების გარეშე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედებები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვიტამინ B კომპლექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ეს არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება, ქავილი, შეშუპება, კისრის და სახის კანის გაწითლება, წამოხურება, განსაკუთრებით, პირებში ჰიპერმგრძნობელობით.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება ღებულობს სერიოზულ ხასიათ ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ უნდა შეინახოთ ვიტამინ B კომპლექსი
ინახება არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 (სამი) წელი
ნუ გამოიყენებთ სამკურნალო პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალებების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში გადაგდება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა იქნას განადგურებული თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ვიტამინ B კომპლექსი
- აქტიურ ნივთიერებებს: თიამინის ნიტრატს (ვიტამინ B1) 5 მგ, რიბოფლავინს (ვიტამინ B2) 1 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინ B6) 4 მგ, ნიკოტინამიდს (ვიტამინ PP) 50 მგ.
- დამხმარე ნივთიერებებს:
ტაბლეტის ბირთვი: ხორბლის სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101); ჰიდროქსიპროპილცელულოზა; სტეარინის მჟავა; ტალკი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო.
აპკიანი გარსი: ოპადრაი (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივად ჰიდროლიზირებული; ტალკი; ტიტანის დიოქსიდი (Е171), კარმინი (Е120), ლეციტინი (E 322), სანსეტი ყვითელი FCF (E110), ქსანტინის გუმფისი (E415), ინდიგოკარმინი (Е132)).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვიტამინ B კომპლექსის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, 6 მმ დიამეტრით, ჟოლოსფერ-წითელი ფერის; სუნი სპეციფიკური, თიამინის.
აპკიანი გარსით დაფარული 20 ტაბლეტი მყარ, უფერო, გამჭვირვალე პვქ აპკის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; თითო ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
1220 სოფია, ილიენსკოიე გზატკეცილის ქ., 16, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო აქტუალიზაციის თარიღი: სექტემბერი, 2020
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


