პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

ვიტამინი A სოფარმა 40 000 სე/მლ ორალური წვეთები, ხსნარი

VITAMINE A SOPHARMA 40 000 IU/ml oral drops, solution

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ვიტამინი A (რეტინოლი) მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. განსაკუთრებით სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს კანსა და ლორწოვან გარსებში აღდგენით პროცესებზე. ვიტამინი A ხელს უშლის თვალის კონიუქტივიტის გამოშრობას; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რეტინოლი (retinol)
ფორმა და შეფუთვა
40 000 სე/მლ 5მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1 პოლიეთილენის საწვეთურით
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი A
ATC კოდი
A11CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034517
რეგისტრირებულია
23 თებერვალი 2022, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავიტამინი A სოფარმა 40 000 სე/მლ ორალური წვეთები, ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ვიტამინი A სოფარმა 40 000 სე/მლ ორალური წვეთები, ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვიტამინი A (რეტინოლი) მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. განსაკუთრებით სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს კანსა და ლორწოვან გარსებში აღდგენით პროცესებზე. ვიტამინი A ხელს უშლის თვალის კონიუქტივიტის გამოშრობას; მონაწილეობს როდოპსინის მხედველობის პიგმენტის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის სუსტ სინათლესთან ადაპტაციას. ვიტამინი A ახდენს სასქესო ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების სინთეზის სტიმულირებას; ხელს უწყობს ჩონჩხის აგებულებას; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დაბალი ტემპერატურის და ინფექციური დაავადებების მიმართ.

გამოიყენება მდგომარეობების და დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, რომლებსაც ახასიათებს ორგანიზმში A ვიტამინის დაბალი შემცველობა:

თვალზე - ქათმის სიბრმავე (ჰემერალოპია), ,,თვალის სიმშრალე” (ქსეროფტალმია);

კანზე და ლორწოვან გარსზე - კანის ზედაპირული ფენის სხვადასხვა დაზიანებები, სებორეული ეგზემა, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები;

სასუნთქ გზებზე - მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - კუჭის ოპერატიული ამოკვეთა, ცელიაკია (თანდაყოლილი ფემენტული დეფექტი, რომელიც უპირატესად ითრევს მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას), წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესები; ხანგრძლივი დიარეა, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკური დაავადება;

ინფექციური დაავადებები და სტრესი - იმუნური სისტემის შენარჩუნებისათვის;

ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება ვიტამინი A-ს მიმართ მდგომარეობების დროს, როგორიცაა ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

პრეპარატის ვიტამინი A სოფარმა გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ ვიტამინი A სოფარმა ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ხსნარი მიიღება შინაგანად წვეთების სახით. შესაძლებელია წვეთების ჩაწვეთება პირდაპირ პირის ღრუში ან ხილის წვენთან ან რაიმე საკვებთან შერევა. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

ვიტამინი A -ს დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით (ჰიპოვიტამინოზი):

  • მოზრდილები და მოზარდები - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • 1 დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები - 1 250 სე (1 წვეთი) დღეში;
  • ორსულები - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • ქალები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში.

ვიტამინი A-ს დეფიციტის მკურნალობის მიზნით ქსეროფტალმიის გარეშე:

  • მეძუძური ბავშვები - 10 000 სე/კგ (8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდგომი 10 დღიანი კურსით 5 000M- 7 500 სე (4-6 წვეთი) დღეში დოზირებით;
  • 1 დან- 8 წლამდე ასაკის ბავშვები - 5 000 - 10 000 სე/კგ (4-8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდგომ - 17 000 სე - 35000 სე (13-28 წვეთი) დღეში 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში.

ვიტამინი A-ს დეფიციტის მკურნალობის მიზნით ქსეროფტალმიით:

  • 10 000 სე (8 წვეთი) დღეში (პირველ, მეორე და მეთოთხმეტე დღეს) ან 25 000 სე (20 წვეთი) კვირაში არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.

კომპლექსურ მკურნალობაში კანის ზედაპირული ფენის დაზიანებისას; ქათმის სიბრმავისას; რქოვანას დარბილებისას; სებორეული ეკზემისას; დამწვრობისას; მოყინვისას; ნაწოლებისას; მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტისას, ინფექციური დაავადებებისა და სტრესისას, იმუნური სისტემის შემანარჩუნებელი საშუალების სახით; ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს - კუჭის ოპერატიული ამოკვეთისას, საჭმლის მონელების დარღვევისას, ცილიაკიისას (თანდაყოლილი ფემენტული დეფექტი, რომელიც უპირატესად ითრევს საჭმლის მომნელებელ სისტემას); წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესებისას ან ხანგრძლივი დიარეისას რეკომენდებულია შემდეგი დოზა:

  • ბავშვები 8 წლამდე - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • ბავშვები 9 დან 13 წლამდე - 5 000 სე (4 წვეთი) დღეში;
  • მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები - 10 000 სე (8 წვეთი) დღეში.

თუ მიიღეთ ვიტამინი A სოფარმას ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის.

თუ გამოტოვეთ ვიტამინი A სოფარმას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ვიტამინი A სოფარმას მიღება

არ არის რეკომენდირებული დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა) ვიტამინი A -ს მიმართ, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, მიწის თხილის ან სოიოს მიმართ;

A ჰიპერვიტამინოზისას;

ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებისას.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინი A სოფარმას გამოყენებისას აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გახასიათებთ ნებისმიერი ქრონიკული დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა სხვა სამკურნალო პრეპარატების ან საკვებ პროდუქტების მიმართ ან თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

ვიტამინი A გამოიყენება სიფრთხილით თუ სახეზეა თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია), ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება), ქრონიკული გლომერულონეფრიტი (თირკმელების ქრონიკული ანთება), ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი (ღვიძლის ვირუსული დაავადება), თირკმლის უკმარისობა, ჰიპოპროთრომბინემია (სისხლში პროთრომბინის დაქვეითებული შემცველობა), ალკოჰოლიზმი, ხანდაზმულობის ასაკი.

სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით და დანიშნული დოზირების ზედმიწევნით დაცვით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე მიოკარდიული ინფარქტი, მიოკარდიული სკლეროზი, სისხლში ქოლესტერინის მომატება და თირკმელების დაავადება, ვინაიდან ვიტამინი A -ს მაღალი დოზით მიღება იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს. ალკოჰოლმა და სინთეტიკურმა რეტინოიდებმა (ქიმიური შენაერთები, A ვიტამინის წარმოებულები) შესაძლოა გააძლიერონ A ვიტამინის ტოქსიკურობა. პერორარულმა კონტრაცეპტულმა სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლოა გაზარდონ ორნაგიზმში A ვიტამინის დონე.

ქოლესტირამინი, ნეომიცინი და თხევადი პარაფინი არღვევენ A ვიტამინის რეზორბციას (შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დოზირების გაზრდა).

მაღალი დოზით A ვიტამინის მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს K ვიტამინის რეზორბცია.

ტეტრაციკლინის და A ვიტამინის ერთდროული გამოყენება მაღალი დოზით (40 წვეთი და ზემოთ) ზრდის ქალაშიდა წნევის მომატების რისკს (ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში ვლინდება ამობურცული ყიფლიბანდით).

სიფრთხილის ზომები

ვიტამინი A სიფრთხილით გამოიყენება თირეოტოქსიკოზის, ქოლეცისტიტის, ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ღვიძლის ციროზის, ვირუსული ჰეპატიტის, თირკმლის უკმარისობის, ჰიპოპროთრომბინემიის, ალკოჰოლიზმის, ხანდაზმულ ასაკში.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, გამოყენების აუცილებლობის ფრთხილად შეფასებით, პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მიოკარდიოსკლეროზით და ჰიპერქოლესტერინემიით, მაღალი დოზების გამოყენებისას ჰიპერქოლესტერინემიის შესაძლო პროვოცირების გამო.

აქტიურ ნივთიერებაში შემავალ არაქისის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები არაქისის და სოიოს მიმართ ალერგიული პაციენტებში. (იხ. პუნქტი 4.3).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ალკოჰოლმა და სინთეზურმა რეტინოიდებმა, როგორიცაა აციტრიტინი, იზოტრეტიონინი და ტრეტიონინი, შეუძლიათ გაზარდონ A ვიტამინის ტოქსიკურობა.

ორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გაზარდონ A ვიტამინის დონე ორგანიზმში.

ქოლესტირამინი, ნეომიცინი და თხევადი პარაფინი ხელს უშლის A ვიტამინის რეზორბციას.

A ვიტამინის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს K ვიტამინის რეზორბციას.

ტეტრაციკლინისა და A ვიტამინის ერთდროული გამოყენება მაღალი დოზებით 50 000 სე (40 წვეთი) ზრდის ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარების რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.

ორსულობის პერიოდში და ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, A ვიტამინი გამოიყენება 6 000-მდე სე (5 წვეთი) დოზით, დღიური დოზის და გამოყენების ხანგრძლივობის სათანადო ინდივიდუალიზაციით. არსებობს მონაცემები, რომ A ვიტამინის დღიური დოზა, რომელიც აღემატება 10 000 სე (8 წვეთს), განსაკუთრებით ორსულობის დასაწყისში, შესაძლოა საზიანო გახდეს ნაყოფისათვის.

არ არის მონაცემები მეძუძურ ბავშვზე მავნებელი ზეგავლენის შესახებ პრეპარატის თერაპიული დოზით მიღების შემთხვევაში მეძუძურ დედებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

A ვიტამინი არ ახდენს ზეგავლენას აქტიურ ყურადღებაზე, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიტამინი A სოფარმას ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს. თუ გაქვთ ალერგია არაქისზე ან სოიოზე, ნუ მიიღებთ ამ სამკურნალო პრეპარატს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად შესაძლოა პრეპარატმაც ვიტამინი A სოფარმა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, თავის ტკივილი, ტკივილი ძვლებში და კიდურებში, მომატებული ნევროზულობა; კანის სიყვითლე ან სიმშრალე, ნახეთქები (მცირე ზომის, ხშირად მტკივნეული ნახეთქები კანზე და ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით პირის კუთხეებში, ტუჩებზე, ანუსზე და სხვ), თმის ცვენა, მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე; ღრძილებიდან სისხლდენა ან პირის ღრუს დაწყლულება; ღებინება, დიარეა; ღვიძლის გადიდება; მენსტრუალური დარღვევები; მომატებული ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები, ანემია.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ შენიშნავთ სხვა მოვლენას, რაც არ არის აღწერილი წიანმდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ინტოქსიკაციის გამოვლინებები დამოკიდებულია ასაკზე, დოზაზე, პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობაზე.

ჰიპერვიტამინოზი A სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს ორი ფორმით - მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის ტკივილი (მძიმე), სისუსტე, მადის დაკარგვა, ღებინება, ტაქიკარდია და კრუნჩხვები შეიძლება აღინიშნებოდეს ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს ვიტამინი A საერთო დოზით დაახლოებით 350,000 სე, ხოლო მოზრდილებში - 2,000,000 სე-ზე მეტი.

ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები ასევე შეიძლება მოიცავდეს: გაღიზიანებას, ქალასშიდა წნევის მომატებას, პაპილედემა, დიპლოპია, ჰიპერემია, ქავილი, კანის აქერცვლა სახეზე ან სხვაგან, წონის დაკლება, ცხელება, სისხლდენის ტენდენცია კონიუნქტივაში და პირის ლორწოვან გარსში, ზოგჯერ ღვიძლის მნიშვნელოვანი მატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ალოპეცია. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპერვიტამინოზის ეფექტი ჩვეულებრივ ქრება, მაგრამ ბავშვებში გრძელი ძვლების ეპიფიზების ნაადრევმა დახურვამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება.

მკურნალობა: მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა ვიტამინი A, სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. ქალასშიდა წნევის მომატებისთვის, თერაპიული ზომები მოიცავს ინტრავენურად დექსამეტაზონის ან ინტრავენურად მანითოლის გამოყენებას.

  • ფარმაკოლოგიური მონაცემები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ვიტამინი A კონცენტრატი (ზეთოვანი ფორმა), სინთეტიკური (რეთინოლის პალმიტატი) 40 000 სე 1 მლ-ში (32 წვეთი); 1 250 სე (730 მკგ) 1 წვეთში; 200 000 სე (200 მგ) 5 მლ ხსნარში.

დამხმარე ნივთიერებები: ალფა - ტოკოფეროლის აცეტატის რაცემატი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი.

ვიტამინი A სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, ზეთოვანი სითხე, ყვითელი ფერის, მზესუმზირის ზეთის სპეციფიკური არომატით.

5 მლ პრეპარატი მოთავსებულია მრგვალი ფორმის ყავისფერი მინის (III ტიპი) ფლაკონებში 10 მლ ტევადობით; ფლაკონი დაცულია ხრახნიანი ხუფით, ახლავს საწვეთური; 1 (ერთი) ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად მომხმარებლისათვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 1 (ერთი) წელი.

ვარგისობის ვადა ფლაკონის გასხნის შემდეგ: 1 (ერთი) თვე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიტამინი A სოფარმას მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან კონტეინერში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის. შეეკითხეთ ფარმაცევტს იმ სამკურნალო პრეპარატების აუტილიზაციის შესახებ, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინები. ვიტამინი A და D, მათ შორის. ორივეს კომბინაცია.

ATC კოდი: A11CA01

ვიტამინი A მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი ნივთიერებების ჯგუფს. ის განსაკუთრებულად სასარგებლო გავლენას ახდენს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციულ პროცესებზე. რეტინოლი (ვიტამინი A) მონაწილეობს კანის ცილების და ლორწოვანი გარსების მეტაბოლიზმში, ასევე ვიზუალური პიგმენტის როდოპსინის სინთეზში. ის მონაწილეობს მუკოპოლისაქარიდების მეტაბოლიზმში. რეტინოლის დეფიციტით, ეპითელური უჯრედებში მეთიონინისა და ცისტეინის ბალანსი ირღვევა, რაც იწვევს მათი დაუცველობის ზრდას და კერატინიზაციის ტენდენციას. A ვიტამინის დეფიციტით, გლიკოგენის ბიოსინთეზი ინჰიბირდება და ტრიოზის გარდაქმნა გლუკოზად ითრგუნება.

A ვიტამინს დიდი მნიშვნელობა აქვს ფოტორეცეპციისთვის, უზრუნველყოფს ვიზუალური ანალიზატორის ნორმალურ აქტივობას, მონაწილეობს ბადურის ვიზუალური პიგმენტის სინთეზში და თვალის მიერ სინათლის აღქმაში. იგი ასევე ცნობილია როგორც ანტიქსეროოფთალმური ვიტამინი.

ვიტამინი A ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს. რეტინოლის, როგორც ზრდის ვიტამინის ფუნქცია, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მის მასტიმულირებელ ეფექტთან სქესობრივი ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების სინთეზზე. გარდა ამისა, ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას დაბალი ტემპერატურისა და ინფექციური დაავადებების მიმართ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

რეტინოლი წვრილ ნაწლავში შეიწოვება მხოლოდ ნაღვლის მჟავების დახმარებით. ის უერთდება პლაზმის ცილებს და ქსოვილებში გადადის ღვიძლში წარმოქმნილი სპეციფიკური ცილებით.

განაწილება

ის ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებში, მაგრამ დეპონირდება ღვიძლში.

მეტაბოლიზმი

ის მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც ჰიდროლიზდება ფარმაკოლოგიურად აქტიურ რეტინოლამდე, რომელიც შემდგომში გლუკურონირებულია ან იჟანგება რეტინოლამდე და რეტინოინის მჟავად. პლაზმაში A ვიტამინის ჩვეულებრივი კონცენტრაცია არის დაახლოებით 1,4 მკმოლ/ლ (130 სე/100 მლ).

გამოყოფა

იგი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვიტამინი A სოფარმა 40 000 სე/მლ პერორალური წვეთები, ხსნარი

VITAMIN A SOPHARMA 40 000 IU/ml oral drops, solution

რეთინოლის პალმიტატი (retinol palmitate)

ამ სამურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია

  • შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
  • თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს ვიტამინი A სოფარმა და რისთვის გამოიყენება იგი.
  • პრეპარატის ვიტამინი A სოფარმა გამოყენებამდე.
  • პრეპარატის ვიტამინი A სოფარმა გამოყენების წესი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • პრეპარატის ვიტამინი A სოფარმა შენახვის პირობები.
  • დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ვიტამინი A სოფარმა და რისთვის გამოიყენება იგი

ვიტამინი A (რეტინოლი) მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. განსაკუთრებით სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს კანსა და ლორწოვან გარსებში აღდგენით პროცესებზე. ვიტამინი A ხელს უშლის თვალის კონიუქტივიტის გამოშრობას; მონაწილეობს როდოპსინის მხედველობის პიგმენტის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის სუსტ სინათლესთან ადაპტაციას. ვიტამინი A ახდენს სასქესო ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების სინთეზის სტიმულირებას; ხელს უწყობს ჩონჩხის აგებულებას; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დაბალი ტემპერატურის და ინფექციური დაავადებების მიმართ.

გამოიყენება მდგომარეობების და დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, რომლებსაც ახასიათებს ორგანიზმში A ვიტამინის დაბალი შემცველობა:

თვალზე - ქათმის სიბრმავე (ჰემერალოპია), ,,თვალის სიმშრალე” (ქსეროფტალმია);

კანზე და ლორწოვან გარსზე - კანის ზედაპირული ფენის სხვადასხვა დაზიანებები, სებორეული ეგზემა, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები;

სასუნთქ გზებზე - მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - კუჭის ოპერატიული ამოკვეთა, ცელიაკია (თანდაყოლილი ფემენტული დეფექტი, რომელიც უპირატესად ითრევს მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას), წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესები; ხანგრძლივი დიარეა, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკური დაავადება;

ინფექციური დაავადებები და სტრესი - იმუნური სისტემის შენარჩუნებისათვის;

ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება ვიტამინი A-ს მიმართ მდგომარეობების დროს, როგორიცაა ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

პრეპარატის ვიტამინი A სოფარმა გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვიტამინი A სოფარმა

თუ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა) ვიტამინი A -ს მიმართ, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, მიწის თხილის ან სოიოს მიმართ;

A ჰიპერვიტამინოზისას;

ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებისას.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინი A სოფარმას გამოყენებისას აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გახასიათებთ ნებისმიერი ქრონიკული დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა სხვა სამკურნალო პრეპარატების ან საკვებ პროდუქტების მიმართ ან თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

ვიტამინი A გამოიყენება სიფრთხილით თუ სახეზეა თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია), ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება), ქრონიკული გლომერულონეფრიტი (თირკმელების ქრონიკული ანთება), ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი (ღვიძლის ვირუსული დაავადება), თირკმლის უკმარისობა, ჰიპოპროთრომბინემია (სისხლში პროთრომბინის დაქვეითებული შემცველობა), ალკოჰოლიზმი, ხანდაზმულობის ასაკი.

სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით და დანიშნული დოზირების ზედმიწევნით დაცვით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე მიოკარდიული ინფარქტი, მიოკარდიული სკლეროზი, სისხლში ქოლესტერინის მომატება და თირკმელების დაავადება, ვინაიდან ვიტამინი A -ს მაღალი დოზით მიღება იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს. ალკოჰოლმა და სინთეტიკურმა რეტინოიდებმა (ქიმიური შენაერთები, A ვიტამინის წარმოებულები) შესაძლოა გააძლიერონ A ვიტამინის ტოქსიკურობა. პერორარულმა კონტრაცეპტულმა სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლოა გაზარდონ ორნაგიზმში A ვიტამინის დონე.

ქოლესტირამინი, ნეომიცინი და თხევადი პარაფინი არღვევენ A ვიტამინის რეზორბციას (შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დოზირების გაზრდა).

მაღალი დოზით A ვიტამინის მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს K ვიტამინის რეზორბცია.

ტეტრაციკლინის და A ვიტამინის ერთდროული გამოყენება მაღალი დოზით (40 წვეთი და ზემოთ) ზრდის ქალაშიდა წნევის მომატების რისკს (ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში ვლინდება ამობურცული ყიფლიბანდით).

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.

ორსულობის პერიოდში და ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, A ვიტამინი გამოიყენება 6 000-მდე სე (5 წვეთი) დოზით, დღიური დოზის და გამოყენების ხანგრძლივობის სათანადო ინდივიდუალიზაციით. არსებობს მონაცემები, რომ A ვიტამინის დღიური დოზა, რომელიც აღემატება 10 000 სე (8 წვეთს), განსაკუთრებით ორსულობის დასაწყისში, შესაძლოა საზიანო გახდეს ნაყოფისათვის.

არ არის მონაცემები მეძუძურ ბავშვზე მავნებელი ზეგავლენის შესახებ პრეპარატის თერაპიული დოზით მიღების შემთხვევაში მეძუძურ დედებში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

A ვიტამინი არ ახდენს ზეგავლენას აქტიურ ყურადღებაზე, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიტამინი A სოფარმას ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს. თუ გაქვთ ალერგია არაქისზე ან სოიოზე, ნუ მიიღებთ ამ სამკურნალო პრეპარატს.

პრეპარატის ვიტამინი A სოფარმა გამოყენების წესი

მიიღეთ ვიტამინი A სოფარმა ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ხსნარი მიიღება შინაგანად წვეთების სახით. შესაძლებელია წვეთების ჩაწვეთება პირდაპირ პირის ღრუში ან ხილის წვენთან ან რაიმე საკვებთან შერევა. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

ვიტამინი A -ს დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით (ჰიპოვიტამინოზი):

  • მოზრდილები და მოზარდები - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • 1 დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები - 1 250 სე (1 წვეთი) დღეში;
  • ორსულები - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • ქალები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში.

ვიტამინი A-ს დეფიციტის მკურნალობის მიზნით ქსეროფტალმიის გარეშე:

  • მეძუძური ბავშვები - 10 000 სე/კგ (8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდგომი 10 დღიანი კურსით 5 000M- 7 500 სე (4-6 წვეთი) დღეში დოზირებით;
  • 1 დან- 8 წლამდე ასაკის ბავშვები - 5 000 - 10 000 სე/კგ (4-8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდგომ - 17 000 სე - 35000 სე (13-28 წვეთი) დღეში 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში.

ვიტამინი A-ს დეფიციტის მკურნალობის მიზნით ქსეროფტალმიით:

  • 10 000 სე (8 წვეთი) დღეში (პირველ, მეორე და მეთოთხმეტე დღეს) ან 25 000 სე (20 წვეთი) კვირაში არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.

კომპლექსურ მკურნალობაში კანის ზედაპირული ფენის დაზიანებისას; ქათმის სიბრმავისას; რქოვანას დარბილებისას; სებორეული ეკზემისას; დამწვრობისას; მოყინვისას; ნაწოლებისას; მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტისას, ინფექციური დაავადებებისა და სტრესისას, იმუნური სისტემის შემანარჩუნებელი საშუალების სახით; ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს - კუჭის ოპერატიული ამოკვეთისას, საჭმლის მონელების დარღვევისას, ცილიაკიისას (თანდაყოლილი ფემენტული დეფექტი, რომელიც უპირატესად ითრევს საჭმლის მომნელებელ სისტემას); წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესებისას ან ხანგრძლივი დიარეისას რეკომენდებულია შემდეგი დოზა:

  • ბავშვები 8 წლამდე - 2 500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • ბავშვები 9 დან 13 წლამდე - 5 000 სე (4 წვეთი) დღეში;
  • მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები - 10 000 სე (8 წვეთი) დღეში.

თუ მიიღეთ ვიტამინი A სოფარმას ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის.

თუ გამოტოვეთ ვიტამინი A სოფარმას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ვიტამინი A სოფარმას მიღება

არ არის რეკომენდირებული დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად შესაძლოა პრეპარატმაც ვიტამინი A სოფარმა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, თავის ტკივილი, ტკივილი ძვლებში და კიდურებში, მომატებული ნევროზულობა; კანის სიყვითლე ან სიმშრალე, ნახეთქები (მცირე ზომის, ხშირად მტკივნეული ნახეთქები კანზე და ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით პირის კუთხეებში, ტუჩებზე, ანუსზე და სხვ), თმის ცვენა, მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე; ღრძილებიდან სისხლდენა ან პირის ღრუს დაწყლულება; ღებინება, დიარეა; ღვიძლის გადიდება; მენსტრუალური დარღვევები; მომატებული ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები, ანემია.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ შენიშნავთ სხვა მოვლენას, რაც არ არის აღწერილი წიანმდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება ვიტამინი A სოფარმა

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 1 (ერთი) წელი.

ვარგისობის ვადა ფლაკონის გასხნის შემდეგ: 1 (ერთი) თვე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიტამინი A სოფარმას მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან კონტეინერში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის. შეეკითხეთ ფარმაცევტს იმ სამკურნალო პრეპარატების აუტილიზაციის შესახებ, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

რას შეიცავს შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვიტამინი A სოფარმა

აქტიური ნივთიერება: ვიტამინი A კონცენტრატი (ზეთოვანი ფორმა), სინთეტიკური (რეთინოლის პალმიტატი) 40 000 სე 1 მლ-ში (32 წვეთი); 1 250 სე (730 მკგ) 1 წვეთში; 200 000 სე (200 მგ) 5 მლ ხსნარში.

დამხმარე ნივთიერებები: ალფა - ტოკოფეროლის აცეტატის რაცემატი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი.

ვიტამინი A სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, ზეთოვანი სითხე, ყვითელი ფერის, მზესუმზირის ზეთის სპეციფიკური არომატით.

5 მლ პრეპარატი მოთავსებულია მრგვალი ფორმის ყავისფერი მინის (III ტიპი) ფლაკონებში 10 მლ ტევადობით; ფლაკონი დაცულია ხრახნიანი ხუფით, ახლავს საწვეთური; 1 (ერთი) ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად მომხმარებლისათვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სს სოფარმა

ქ. ილიენსკოე შოსე 16,

1220 სოფია, ბულგარეთი

მწარმოებელი

სს სოფარმა

ინდუსტრიული ზონა

სანდანსკი, 2800

ბლაგოევგრადის ოქლი, ბულგარეთი

ჩანართი-ფურცლის ბოლო აქტუალიზაციის თარიღი: ივნისი, 2021 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა