პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ვირომიქსი

VIROMIX

ურეცეპტოდ(50მგ+10მგ)/გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მორეციდივე ლაბიალური ჰერპესის (ტუჩების ჰერპესის) ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების მკურნალობა ჰერპესული ვეზიკულების ეპიზოდების წყლულის წარმოქმნის სტადიამდე პროგრესირების შესამცირებლად იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(50მგ+10მგ)/გ 2გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ანტივირუსული საშუალებები
ATC კოდი
D06BB53
რეგისტრაციის ნომერი
რ-043968
რეგისტრირებულია
12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 12 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავირომიქსი და სხვა წამალი ერთად

ვირომიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მორეციდივე ლაბიალური ჰერპესის (ტუჩების ჰერპესის) ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების მკურნალობა ჰერპესული ვეზიკულების ეპიზოდების წყლულის წარმოქმნის სტადიამდე პროგრესირების შესამცირებლად იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

ვირომიქსი გამოყენებული უნდა იქნას 5-ჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში (ანუ დაახლოებით ოთხსაათიანი ინტერვალებით, ღამით გამოყენების გამოკლებით). მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, სასურველია პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისთანავე. თითოეული გამოყენებისას დატანებული უნდა იქნას კრემის საკმარისი რაოდენობა მთელი დაზიანებული უბნის დასაფარად, წყლულის გარეთა კიდის ჩათვლით.

მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღეს შეადგენს. თუ სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში ნაჩუნდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ბავშვები და მოზარდები

ვირომიქსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გარეგანი გამოყენებისთვის.

კრემის დატანებამდე და დატანების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა და ინფექციის გამწვავების ან გადაცემის თავიდან ასაცილებლად, თავიდან უნდა იქნას აცილებული დაზიანებული ადგილების ზედმეტი ხახუნი ან პირსახოცით შეხება.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ვალაციკლოვირის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • კანის დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია სხვა ვირუსებით, კანის სოკოვანი, ბაქტერიული დაავადებები, ასევე კანის პარაზიტული ინფექციები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გარეგანი გამოყენებისთვის: ტუჩებზე და ტუჩების ირგვლივ კანზე დაზიანებებზე დასატანებლად.

არ არის რეკომენდირებული კრემის ლორწოვან გარსებზე (მაგ., პირის ღრუ, თვალები, ცხვირი, სასქესო ორგანოები) წასმა.

არ გამოიყენოთ გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

მოერიდეთ თვალებთში შემთხვევით მოხვედრას.

მძიმე მორეციდივე ტუჩის ჰერპესის მქონე პაციენტებში უნდა გამოირიცხოს სხვა თანმხლები დაავადებები.

კრემი არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიურ სახვევებთან ერთად, როგორიცაა ჰერპესის სამკურნალოდ განკუთვნილი ჩვეულებრივი ან სპეციალური პლასტირები.

არ არის რეკომენდირებული დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში გამოყენება, რადგან ვერ გამოირიცხება პირობით-პათოგენური ინფექციების ან აციკლოვირ-რეზისტენტული შტამების არსებობა, რომლებიც საჭიროებენ სისტემური ანტივირუსული თერაპიის ჩატარებას.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება ნებისმიერი ინფექციის მკურნალობისას.

ტუჩის ჰერპესის მქონე პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ვირუსის გადაცემას, განსაკუთრებით აქტიური დაზიანებების არსებობისას (აუცილებელია ხელების დაბანა კრემის წასმამდე და წასმის შემდეგ).

თავი უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 5 დღეზე მეტ ხანს.

სხვა წარმოშობის თანმხლები დერმატიტის მქონე პაციენტების მკურნალობა არ არის შესწავლილი.

პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ., ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება) ან გააძლიეროს კანის რეაქციები, გამოწვეული სხვა პრეპარატებით, რომლებიც დაიტანება კანის იმავე უბანზე.

მხედველობის დარღვევები

სისტემური და ტოპიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის არამკაფიოობა ან სხვა დარღვევები მხედველობის მხრივ, პაციენტი უნდა გაიგზავნოს ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რაც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებიც დაფიქსირდა სისტემური და ტოპიური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატ ვირომიქსთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ვირომიქსის გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აციკლოვირის და ჰიდროკორტიზონის სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია. აციკლოვირის გამოყენების პოსტმარკეტინგულ ანალიზში რეესტრში დარეგისტრირებული იყო ორსულობის შედეგები ქალებში, რომლებიც იღებდნენ აციკლოვირის ნებისმიერ ფორმას. რეესტრის მონაცემები არ აჩვენებს თანდაყოლილი დეფექტების ზრდას აციკლოვირის მიმღებ ქალებში, ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ჰიდროკორტიზონის შესახებ არსებული ვრცელი კლინიკური მონაცემები არ მიუთითებს ტერატოგენული რისკის ზრდაზე ტოპიური კორტიკოსტეროიდების კლინიკური გამოყენებისას. საპირისპირო დაკვირვებები განვითარებისთვის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ჩატარდა ცხოველებზე კვლევებში დაბალი დოზებით.

ლაქტაცია

სისტემური გამოყენების შემდეგ აციკლოვირი და ჰიდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძით, თუმცა დედის მიერ ვირომიქსის გამოყენების შემდეგ ბავშვის მიერ მიღებული დოზა უმნიშვნელოა. ვირომიქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, თუ ეს აშკარად აუცილებელი არ არის.

ფერტილობა

პრეპარატ ვირომიქსის ფერტილობაზე ზემოქმედების შეფასება შეუძლებელია ადამიანებზე მიღებული მონაცემების არარსებობის გამო.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატს არ აქვს ან მცირე გავლენა აქვს ავტომობილის ტარების და მექანიზმების მარტვის უნარზე.

არასასურველირეაქციები

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/100); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - კანის სიმშრალე ან აქერცვლა; არახშირი - გარდამავალი წვის, ჩხვლეტის ან წიწკნის შეგრძნება პრეპარატის წასმის ადგილას, ქავილი; იშვიათი - კანის სიწითლე, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, კონტაქტური დერმატიტი ოკლუზიური სახვევის ქვეშ წასმის შემდეგ, რაც გამოვლენილია უსაფრთხოების კვლევებში (მგრძნობელობის ტესტების ჩატარებისას, რეაქტიული ნივთიერების სახით გამოიყენებოდა ჰიდროკორტიზონი ან კრემის ბაზის კომპონენტი), რეაქციები წასმის ადგილას, მათ შორის ანთების ნიშნები და სიმპტომები.

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის დაბინდვა.

აციკლოვირის მონოთერაპიის პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე, დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, კლასიფიცირებული იყო, როგორც ძალიან იშვიათი არასასურველირეაქციები.

ბავშვები და 12-17 წლის ასაკის მოზარდები

ბავშვებსა და 12-17 წლის ასაკის მოზარდებში უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება მოზრდილებში უსაფრთხოების პროფილს.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ვირომიქსის კრემის ტუბის (2 გ) მთელი შიგთავსის პერორალურად მიღებისას ან გარეგანი დატანებისას, არასასურველი მოვლენები არ არის მოსალოდნელი მინიმალური სისტემური ექსპოზიციის გამო. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

კრემის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: აციკლოვირი 50 მგ, ჰიდროკორტიზონი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი მსუბუქი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი, იზოპროპილმირისტატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისათვის.

აღწერა: ერთგვაროვანი კრემი თითქმის თეთრიდან ოდნავ მოყვითალო ფერამდე.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის განსაკუთრებული მითითებები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ტუბის გახსნის შემდეგ, პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

გარეგანი გამოყენების კრემი, 2 გ ალუმინის ტუბში.

1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების ქიმიოთერაპიული საშუალებები. ანტივირუსული საშუალებები. აციკლოვირი, კომბინაციები. ათქ კოდი: D06BB53.

მოქმედების მექანიზმი

ვირომიქსი წარმოადგენს 5% აციკლოვირის და 1% ჰიდროკორტიზონის კომბინაციას.

აციკლოვირი არის ანტივირუსული პრეპარატი - მაღალ აქტიურია in vitro მარტივი ჰერპესის ვირუსის (Herpes simplex, HSV) 1 და 2 ტიპების მიმართ. ჰერპესის ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში შეღწევის შემდეგ, აციკლოვირი ფოსფორილირდება აციკლოვირის ტრიფოსფატის აქტიურ ნაერთამდე. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია HSV-კოდირებული ფერმენტის თიმიდინკინაზას არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ჰერპეს-სპეციფიკური დნმ- პოლიმერაზას ინჰიბიტორი და სუბსტრატი, რაც ხელს უშლის ვირუსული დნმ-ის შემდგომ სინთეზს, თუმცა არ მოქმედებს ნორმალურ უჯრედულ პროცესებზე.

ჰიდროკორტიზონი მიეკუთვნება სუსტად აქტიურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა იმუნომოდულატორული ეფექტი. გარეგანი გამოყენებისას, ჰიდროკორტიზონის თერაპიული აქტივობა განპირობებულია კანის სხვადასხვა ანთებითი დარღვევების კონტროლით.

პრეპარატი ვირომიქსი, რომელიც აერთიანებს აციკლოვირის ანტივირუსულ თვისებებს და ჰიდროკორტიზონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ტუჩებზე ჰერპესის პროგრესირების სიხშირეს წყლულოვანი დაზიანებების გაჩენამდე. მოქმედების ზუსტი მექანიზმი სრულიად უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ის დაკავშირებულია ვირუსის ელიმინაციასთან და ტუჩებზე ადგილობრივი ანთებითი რეაქციის დათრგუნვასთან, რაც იწვევს ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების შესუსტებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პრეპარატ ვირომიქსის კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. შეწოვა

შეზღუდული შეწოვის გამო, ვირომიქსის კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აციკლოვირის მოსალოდნელი სისტემური ექსპოზიცია დაბალი იქნება.

გლუკოკორტიკოიდები აღწევენ ეპიდერმისის რქოვანა შრეში და მოქმედებენ უჯრედების ღრმა შრეებზე. როგორც წესი, დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი შეიწოვება, ამიტომ ჰორმონალური დისბალანსი ნაკლებად სავარაუდოა. გლუკოკორტიკოიდების სისტემური ზემოქმედება შესაძლებელია გაზრდილი შეწოვის დროს (მაგალითად, კრემის დატანებისას კანის დიდ ანთებით უბნებზე ან კანზე ეპიდერმისის დაზიანებული რქოვანა შრით). ოკლუზიური სახვევები ასევე ზრდის შეწოვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვირომიქსი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვირომიქსი, Viromix

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

აციკლოვირი + ჰიდროკორტიზონი

Aciclovir + Hydrocortisone

შემადგენლობა

კრემის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: აციკლოვირი 50 მგ, ჰიდროკორტიზონი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი მსუბუქი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი, იზოპროპილმირისტატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისათვის.

აღწერა: ერთგვაროვანი კრემი თითქმის თეთრიდან ოდნავ მოყვითალო ფერამდე.

გამოყენების ჩვენებები

მორეციდივე ლაბიალური ჰერპესის (ტუჩების ჰერპესის) ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების მკურნალობა ჰერპესული ვეზიკულების ეპიზოდების წყლულის წარმოქმნის სტადიამდე პროგრესირების შესამცირებლად იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

ვირომიქსი გამოყენებული უნდა იქნას 5-ჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში (ანუ დაახლოებით ოთხსაათიანი ინტერვალებით, ღამით გამოყენების გამოკლებით). მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, სასურველია პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისთანავე. თითოეული გამოყენებისას დატანებული უნდა იქნას კრემის საკმარისი რაოდენობა მთელი დაზიანებული უბნის დასაფარად, წყლულის გარეთა კიდის ჩათვლით.

მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღეს შეადგენს. თუ სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში ნაჩუნდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ბავშვები და მოზარდები

ვირომიქსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გარეგანი გამოყენებისთვის.

კრემის დატანებამდე და დატანების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა და ინფექციის გამწვავების ან გადაცემის თავიდან ასაცილებლად, თავიდან უნდა იქნას აცილებული დაზიანებული ადგილების ზედმეტი ხახუნი ან პირსახოცით შეხება.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ვალაციკლოვირის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • კანის დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია სხვა ვირუსებით, კანის სოკოვანი, ბაქტერიული დაავადებები, ასევე კანის პარაზიტული ინფექციები.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გარეგანი გამოყენებისთვის: ტუჩებზე და ტუჩების ირგვლივ კანზე დაზიანებებზე დასატანებლად.

არ არის რეკომენდირებული კრემის ლორწოვან გარსებზე (მაგ., პირის ღრუ, თვალები, ცხვირი, სასქესო ორგანოები) წასმა.

არ გამოიყენოთ გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

მოერიდეთ თვალებთში შემთხვევით მოხვედრას.

მძიმე მორეციდივე ტუჩის ჰერპესის მქონე პაციენტებში უნდა გამოირიცხოს სხვა თანმხლები დაავადებები.

კრემი არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიურ სახვევებთან ერთად, როგორიცაა ჰერპესის სამკურნალოდ განკუთვნილი ჩვეულებრივი ან სპეციალური პლასტირები.

არ არის რეკომენდირებული დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში გამოყენება, რადგან ვერ გამოირიცხება პირობით-პათოგენური ინფექციების ან აციკლოვირ-რეზისტენტული შტამების არსებობა, რომლებიც საჭიროებენ სისტემური ანტივირუსული თერაპიის ჩატარებას.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება ნებისმიერი ინფექციის მკურნალობისას.

ტუჩის ჰერპესის მქონე პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ვირუსის გადაცემას, განსაკუთრებით აქტიური დაზიანებების არსებობისას (აუცილებელია ხელების დაბანა კრემის წასმამდე და წასმის შემდეგ).

თავი უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 5 დღეზე მეტ ხანს.

სხვა წარმოშობის თანმხლები დერმატიტის მქონე პაციენტების მკურნალობა არ არის შესწავლილი.

პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ., ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება) ან გააძლიეროს კანის რეაქციები, გამოწვეული სხვა პრეპარატებით, რომლებიც დაიტანება კანის იმავე უბანზე.

მხედველობის დარღვევები

სისტემური და ტოპიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის არამკაფიოობა ან სხვა დარღვევები მხედველობის მხრივ, პაციენტი უნდა გაიგზავნოს ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რაც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებიც დაფიქსირდა სისტემური და ტოპიური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატ ვირომიქსთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ვირომიქსის გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აციკლოვირის და ჰიდროკორტიზონის სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია. აციკლოვირის გამოყენების პოსტმარკეტინგულ ანალიზში რეესტრში დარეგისტრირებული იყო ორსულობის შედეგები ქალებში, რომლებიც იღებდნენ აციკლოვირის ნებისმიერ ფორმას. რეესტრის მონაცემები არ აჩვენებს თანდაყოლილი დეფექტების ზრდას აციკლოვირის მიმღებ ქალებში, ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ჰიდროკორტიზონის შესახებ არსებული ვრცელი კლინიკური მონაცემები არ მიუთითებს ტერატოგენული რისკის ზრდაზე ტოპიური კორტიკოსტეროიდების კლინიკური გამოყენებისას. საპირისპირო დაკვირვებები განვითარებისთვის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ჩატარდა ცხოველებზე კვლევებში დაბალი დოზებით.

ლაქტაცია

სისტემური გამოყენების შემდეგ აციკლოვირი და ჰიდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძით, თუმცა დედის მიერ ვირომიქსის გამოყენების შემდეგ ბავშვის მიერ მიღებული დოზა უმნიშვნელოა. ვირომიქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, თუ ეს აშკარად აუცილებელი არ არის.

ფერტილობა

პრეპარატ ვირომიქსის ფერტილობაზე ზემოქმედების შეფასება შეუძლებელია ადამიანებზე მიღებული მონაცემების არარსებობის გამო.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატს არ აქვს ან მცირე გავლენა აქვს ავტომობილის ტარების და მექანიზმების მარტვის უნარზე.

არასასურველირეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასებისა და სიხშირის მიხედვით.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/100); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - კანის სიმშრალე ან აქერცვლა; არახშირი - გარდამავალი წვის, ჩხვლეტის ან წიწკნის შეგრძნება პრეპარატის წასმის ადგილას, ქავილი; იშვიათი - კანის სიწითლე, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, კონტაქტური დერმატიტი ოკლუზიური სახვევის ქვეშ წასმის შემდეგ, რაც გამოვლენილია უსაფრთხოების კვლევებში (მგრძნობელობის ტესტების ჩატარებისას, რეაქტიული ნივთიერების სახით გამოიყენებოდა ჰიდროკორტიზონი ან კრემის ბაზის კომპონენტი), რეაქციები წასმის ადგილას, მათ შორის ანთების ნიშნები და სიმპტომები.

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის დაბინდვა.

აციკლოვირის მონოთერაპიის პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე, დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, კლასიფიცირებული იყო, როგორც ძალიან იშვიათი არასასურველირეაქციები.

ბავშვები და 12-17 წლის ასაკის მოზარდები

ბავშვებსა და 12-17 წლის ასაკის მოზარდებში უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება მოზრდილებში უსაფრთხოების პროფილს.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

ვირომიქსის კრემის ტუბის (2 გ) მთელი შიგთავსის პერორალურად მიღებისას ან გარეგანი დატანებისას, არასასურველი მოვლენები არ არის მოსალოდნელი მინიმალური სისტემური ექსპოზიციის გამო. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ქიმიოთერაპიული საშუალებები. ანტივირუსული საშუალებები. აციკლოვირი, კომბინაციები. ათქ კოდი: D06BB53.

მოქმედების მექანიზმი

ვირომიქსი წარმოადგენს 5% აციკლოვირის და 1% ჰიდროკორტიზონის კომბინაციას.

აციკლოვირი არის ანტივირუსული პრეპარატი - მაღალ აქტიურია in vitro მარტივი ჰერპესის ვირუსის (Herpes simplex, HSV) 1 და 2 ტიპების მიმართ. ჰერპესის ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში შეღწევის შემდეგ, აციკლოვირი ფოსფორილირდება აციკლოვირის ტრიფოსფატის აქტიურ ნაერთამდე. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია HSV-კოდირებული ფერმენტის თიმიდინკინაზას არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ჰერპეს-სპეციფიკური დნმ- პოლიმერაზას ინჰიბიტორი და სუბსტრატი, რაც ხელს უშლის ვირუსული დნმ-ის შემდგომ სინთეზს, თუმცა არ მოქმედებს ნორმალურ უჯრედულ პროცესებზე.

ჰიდროკორტიზონი მიეკუთვნება სუსტად აქტიურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა იმუნომოდულატორული ეფექტი. გარეგანი გამოყენებისას, ჰიდროკორტიზონის თერაპიული აქტივობა განპირობებულია კანის სხვადასხვა ანთებითი დარღვევების კონტროლით.

პრეპარატი ვირომიქსი, რომელიც აერთიანებს აციკლოვირის ანტივირუსულ თვისებებს და ჰიდროკორტიზონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ტუჩებზე ჰერპესის პროგრესირების სიხშირეს წყლულოვანი დაზიანებების გაჩენამდე. მოქმედების ზუსტი მექანიზმი სრულიად უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ის დაკავშირებულია ვირუსის ელიმინაციასთან და ტუჩებზე ადგილობრივი ანთებითი რეაქციის დათრგუნვასთან, რაც იწვევს ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების შესუსტებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პრეპარატ ვირომიქსის კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. შეწოვა

შეზღუდული შეწოვის გამო, ვირომიქსის კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აციკლოვირის მოსალოდნელი სისტემური ექსპოზიცია დაბალი იქნება.

გლუკოკორტიკოიდები აღწევენ ეპიდერმისის რქოვანა შრეში და მოქმედებენ უჯრედების ღრმა შრეებზე. როგორც წესი, დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი შეიწოვება, ამიტომ ჰორმონალური დისბალანსი ნაკლებად სავარაუდოა. გლუკოკორტიკოიდების სისტემური ზემოქმედება შესაძლებელია გაზრდილი შეწოვის დროს (მაგალითად, კრემის დატანებისას კანის დიდ ანთებით უბნებზე ან კანზე ეპიდერმისის დაზიანებული რქოვანა შრით). ოკლუზიური სახვევები ასევე ზრდის შეწოვას.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის განსაკუთრებული მითითებები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ტუბის გახსნის შემდეგ, პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

გარეგანი გამოყენების კრემი, 2 გ ალუმინის ტუბში.

1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა