ვიროგელი 3მგ/10მგ/გ გელი
VIROGELS 3mg/10mg/g gels
ვიროგელი არის გელი ინტრანაზალური გამოყენებისთვის. გამოიყენება ვირუსული რინიტის სიმპტომური მკურნალობისთვის, სასუნთქი გზების ნაზალური ვირუსებისგან და გრიპის ვირუსებისგან პროფილაქტიკური დაცვისთვის მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- pini aetheroleum + სილბიოლუმი (silbiolum)
- ფორმა და შეფუთვა
- (3მგ+10მგ)/გ 15გ ნაზალური გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- SIA ‘‘LMP’’, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, ნაზალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- R01AX10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044403
- რეგისტრირებულია
- 27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
ვიროგელი 3მგ/10მგ/გ გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვიროგელი არის გელი ინტრანაზალური გამოყენებისთვის. გამოიყენება ვირუსული რინიტის სიმპტომური მკურნალობისთვის, სასუნთქი გზების ნაზალური ვირუსებისგან და გრიპის ვირუსებისგან პროფილაქტიკური დაცვისთვის მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან. ცხვირის ღრუში გამოყენებისას ვიროგელი აფერხებს გრიპის ინფექციის განვითარებას, თრგუნავს ცხვირის ღრუში ნაზალური ვირუსების გამრავლებას, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას და სეკრეციის შემცირებას, ქმნის სიგრილის შეგრძნებას ცხვირში.
- რისი ცოდნაა საჭირო ვიროგელის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მცირე რაოდენობით გელი დაიტანება თხელ ფენად ცხვირის ღრუს წინა ნაწილზე და ცხვირით სწრაფად შესუნთქვის გზით გელი უფრო ღრმად აღწევს ცხვირის ღრუში.
პროფილაქტიკურად გამოიყენება ყოველ 4 საათში, დაავადების შემთხვევაში - ყოველ საათში ერთხელ. პრეპარატი უნდა იქნას მიღებული 1-2 კვირის განმავლობაში; ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ექიმის მითითებით.
უკუჩვენებები
თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერებების, დამხმარე კომპონენტების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიროგელის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
ვიროგელი იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ვიროგელის თვალში მოხვედრა. თუ ეს მოხდა, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თვალები წყლის დიდი რაოდენობით.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებდით ბოლო დროს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების შესახებ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ვიროგელის გვერდითი ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვიროგელის ნეგატიური გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიროგელის შემადგენელი კომპონენტების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს 1500 მგ სპირტს (ეთილის სპირტს) თითოეულ 15 გ წონის ტუბში, რაც 100 მგ/გ-ს ეკვივალენტურია. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
დამხმარე ნივთიერებებმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E216), რომლებიც შედის გელის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, დაგვიანებული).
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
იშვიათ შემთხვევებში (1000-დან 1-10 პაციენტში), წიწვოვანი ხეების ეთერზეთების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ცხვირის ლორწოვან გარსზე.
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების ან სხვა არასასურველი რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული გახდა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები - წიწვოვანი ეთერზეთის მძიმე ფრაქცია და სილბიოლი.
1 გ გელი შეიცავს 3 მგ წიწვოვანი ეთერზეთის მძიმე ფრაქციას და 10 მგ სილბიოლს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი, ტროლამინი, მეთილარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილის სპირტი (96%), გასუფთავებული წყალი.
ვიროგელის გარეგნული იერსახე და შეფუთვა
გაუმჭვირვალე მოყვითალო გელი ფიჭვის ზეთის სუნით. გელი დაფასოებულია 15 გ ალუმინის ტუბებში, ტუბები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სინათლისგან დასაცავად.
ინახება მჭიდროდ დახურულ ტუბში.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტუბზე "ვარგისია"-ს შემდეგ.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ვიროგელი 3 მგ/10 მგ/გ გელი
pini aetheroleum, silbiolum
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში, ან ექიმის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შეიძლება მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ ფარმაცევტს.
თუ შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. პ.4.
თუ 14 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ამ ინსტრუქციაში შეგიძლიათ გაიგოთ:
- რა არის ვიროგელი და რა მიზნით გამოიყენება იგი
- რისი ცოდნაა საჭირო ვიროგელის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ვიროგელი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ვიროგელის შენახვა
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ვიროგელი და რა მიზნით გამოიყენება იგი
ვიროგელი არის გელი ინტრანაზალური გამოყენებისთვის. გამოიყენება ვირუსული რინიტის სიმპტომური მკურნალობისთვის, სასუნთქი გზების ნაზალური ვირუსებისგან და გრიპის ვირუსებისგან პროფილაქტიკური დაცვისთვის მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან. ცხვირის ღრუში გამოყენებისას ვიროგელი აფერხებს გრიპის ინფექციის განვითარებას, თრგუნავს ცხვირის ღრუში ნაზალური ვირუსების გამრავლებას, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას და სეკრეციის შემცირებას, ქმნის სიგრილის შეგრძნებას ცხვირში.
- რისი ცოდნაა საჭირო ვიროგელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვიროგელი შემდეგ შემთხვევებში
თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერებების, დამხმარე კომპონენტების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიროგელის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
ვიროგელი იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ვიროგელის თვალში მოხვედრა. თუ ეს მოხდა, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თვალები წყლის დიდი რაოდენობით.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებდით ბოლო დროს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების შესახებ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ვიროგელის გვერდითი ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება
ვიროგელის ნეგატიური გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიროგელის შემადგენელი კომპონენტების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს 1500 მგ სპირტს (ეთილის სპირტს) თითოეულ 15 გ წონის ტუბში, რაც 100 მგ/გ-ს ეკვივალენტურია. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
დამხმარე ნივთიერებებმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E216), რომლებიც შედის გელის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, დაგვიანებული).
- როგორ გამოიყენება ვიროგელი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მცირე რაოდენობით გელი დაიტანება თხელ ფენად ცხვირის ღრუს წინა ნაწილზე და ცხვირით სწრაფად შესუნთქვის გზით გელი უფრო ღრმად აღწევს ცხვირის ღრუში.
პროფილაქტიკურად გამოიყენება ყოველ 4 საათში, დაავადების შემთხვევაში - ყოველ საათში ერთხელ. პრეპარატი უნდა იქნას მიღებული 1-2 კვირის განმავლობაში; ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ექიმის მითითებით.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
იშვიათ შემთხვევებში (1000-დან 1-10 პაციენტში), წიწვოვანი ხეების ეთერზეთების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ცხვირის ლორწოვან გარსზე.
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების ან სხვა არასასურველი რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული გახდა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- როგორ ინახება ვიროგელი
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სინათლისგან დასაცავად.
ინახება მჭიდროდ დახურულ ტუბში.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტუბზე "ვარგისია"-ს შემდეგ.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვიროგელი
აქტიური ნივთიერებები - წიწვოვანი ეთერზეთის მძიმე ფრაქცია და სილბიოლი.
1 გ გელი შეიცავს 3 მგ წიწვოვანი ეთერზეთის მძიმე ფრაქციას და 10 მგ სილბიოლს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი, ტროლამინი, მეთილარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილის სპირტი (96%), გასუფთავებული წყალი.
ვიროგელის გარეგნული იერსახე და შეფუთვა
გაუმჭვირვალე მოყვითალო გელი ფიჭვის ზეთის სუნით. გელი დაფასოებულია 15 გ ალუმინის ტუბებში, ტუბები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს “ლმპ”,
ვიეტალვასის ქ. 1, რიგა
LV-1009, ლატვია.
ტექსტის ბოლო კორექტირების თარიღი:
10/2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



