ვიონდის 53 (გოლოდირსენი) ინექცია
Vyondys 53 (golodirsen) Injection
VYONDYS 53 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გოლოდირსენი (golodirsen)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/2მლ (50მგ/მლ) 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Ajinomoto Althea, Inc., აშშ
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- M09AX08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042884
- რეგისტრირებულია
- 5 მარტი 2025, მოქმედებს 5 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ბიომედიკა ისთ“
- GMP
- -
ვიონდის 53 (გოლოდირსენი) ინექცია — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
VYONDYS 53 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას.
ეს ჩვენება დამტკიცდა დაჩქარებული დამტკიცების წესით ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის მომატების საფუძველზე, რაც დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით. [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)]. ამ ჩვენების შემდგომი დამტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს კლინიკური სარგებლის დასაბუთებაზე დამადასტურებელ კვლევებში.
მიღების წესი და დოზირება
ინფორმაცია დოზირების შესახებ
VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში.
VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილებოდეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი. შარდის ნიმუში უნდა აიღოთ VYONDYS 53-ით ინფუზიის დაწყებამდე ან ინფუზიიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
ინფორმაცია დოზირების შესახებ
VYONDYS 53-ის რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამზე კვირაში ერთხელ 35-60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.
VYONDYS 53-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძება მოკლე დროში დაგეგმილი დოზის შემდეგ.
მომზადების ინსტრუქცია
VYONDYS 53 მზა სამკურნალო ფორმა მოთავსებულია ერთჯერად ფლაკონებში. იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს კონსერვანტების გარეშე, რომელიც შეყვანამდე უნდა განზავდეს. გამოყენებამდე პარენტერული პრეპარატები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე, თუ ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა. გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.
ა. VYONDYS 53-ის შესაყვანი ჯამური დოზა გამოთვალეთ პაციენტის სხეულის მასის მიხედვით; რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამ სხეულის მასაზე. განსაზღვრეთ VYONDYS 53-ის საჭირო მოცულობა და ფლაკონების სწორი რაოდენობა სრული გამოთვლილი დოზის უზრუნველსაყოფად.
ბ. ფლაკონები გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. შეურიეთ თითოეული ფლაკონის შიგთავსი 2–3-ჯერ ფრთხილად გადაბრუნებით. არ შეანჯღრიოთ.
გ. ვიზუალურად შეამოწმეთ VYONDYS 53-ის თითოეული ფლაკონი. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონებში ხსნარი შემღვრეულია, გაუფერულებულია ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.
დ. 21 კალიბრის ან უფრო მცირე ზომის ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით ამოიღეთ VYONDYS 53-ის გამოთვლილი მოცულობა შესაბამისი რაოდენობის ფლაკონებიდან.
ე. VYONDYS 53 ამოღებული მოცულობა განაზავეთ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP. მიღებული საერთო მოცულობა უნდა შეადგენდეს 100-150 მლ-ს. შერევისთვის ფრთხილად გადააბრუნეთ 2-3-ჯერ. არ შეანჯღრიოთ. ვიზუალურად შეამოწმეთ განზავებული ხსნარი. არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი არის შემღვრეული, გაუფერულებული ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.
ვ. შეიყვანეთ განზავებული ხსნარი ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.
გ. VYONDYS 53 არ შეიცავს კონსერვანტებს, იგი უნდა შეიყვანოთ დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ. განზავებული VYONDYS 53 საინფუზიო ხსნარის ინფუზია განზავებიდან 4 საათის განმავლობაში დაასრულეთ. თუ დაუყოვნებელი გამოყენება შეუძლებელია, განზავებული ხსნარის შენახვა შესაზლებელია 24 საათის განმავლობაში 2 °C-დან 8 °C -მდე (36 °F-დან 46 °F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოუყენებელი VYONDYS 53 უნდა უტილიზდეს.
გამოყენების ინსტრუქცია
VYONDYS 53-ის გამოყენებამდე ინფუზიის ადგილას შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო კრემის გამოყენება.
VYONDYS 53 შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზიამდე და მის შემდეგ „ჩარეცხეთ“ საინფუზიო სისტემა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP.
შეიყვანეთ VYONDYS 53-ის განზავებული ხსნარი 35-60 წუთის განმავლობაში ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით. არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებები VYONDYS 53-ის ხსნარს, და არ შეიყვანოთ ერთდროულად იმავე ინტრავენურ ხაზში სხვა სამკურნალო საშუალებები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარებისას შეანელეთ ინფუზიია ან შეწყვიტეთ VYONDYS 53-ით მკურნალობა [იხილეთ უკუჩვენებები (4), გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1) და გვერდითი რეაქციები (6.1)].
უკუჩვენებები
VYONDYS 53 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა გოლოდირსენის ან VYONDYS 53-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. ანაფილაქსია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, გამონაყარი, პირექსია, ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი და კანის აქერცვლა განვითარდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით, ზოგიერთ მათგანს დასჭირდა მკურნალობა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქცებიის განვითარებისას ინიშნება შესაბამისი მკურნალობა, ასევე საჭიროა VYONDYS 53-ის ინფუზიის შენელება, შეჩერება ან შეწყვეტა და პაციენტის მონიტორინგი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე [იხ. დოზირება და გამოყენების წესი (2.4)]. VYONDYS 53 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა გოლოდირსენის ან VYONDYS 53-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ [იხ. უკუჩვენებები (4)].
თირკმლის ტოქსიკურობა
თირკმლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა ცხოველებში, რომლებშიც შეჰყავდათ გოლოდირსენი [იხ. ნაწილი გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში (8.4)]. მიუხედავად იმისა, რომ VYONDYS 53-ის კლინიკურ კვლევებში თირკმლის ტოქსიკურობა არ გამოვლენილა, ვინაიდან VYONDYS 53-ის კლინიკური გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, თუმცა ზოგიერთი ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა თირკმლის ტოქსიკურობა, პოტენციურად ფატალური გლომერულონეფრიტის ჩათვლით. VYONDYS 53-ის გამოყენებისას პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. კრეატინინის მაჩვენებელზე ჩონჩხის კუნთების შემცირებული მასის გავლენის გამო, კრეატინინი შეიძლება არ იყოს თირკმლის ფუნქციის სანდო მაჩვენებელი DMD-ს მქონე პაციენტებში. VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში. VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე ასევე უნდა განიხილებოდეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა ეგზოგენური ფილტრაციის მარკერის გამოყენებით. მკურნალობის დროს, ყოველთვიურად აკონტროლეთ შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით, ხოლო შრატში C ცისტატინის დონე და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში (UPCR) შეამოწმეთ ყოველ სამ თვეში ერთხელ. შარდში ცილის მონიტორინგისთვის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ის შარდი, რომელშიც სავარაუდოდ არ იქნება VYONDYS 53. შესაძლებელია VYONDYS 53-ის ინფუზიის დღეს ინფუზიამდე მიღებული შარდი ან ბოლო ინფუზიიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ მიღებული შარდი. ალტერნატივის სახით შესაძლებელია ისეთი ლაბორატორიული ტესტის გამოიყენება, რომელიც არ შეიცავს პიროგალოლის წითელ რეაგენტს, რადგან ამ რეაგენტს აქვს ჯვარედინი რეაქცია შარდში გამოყოფილ VYONDYS 53-თან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
შარდში ცილის შემცველობის ცრუ დადებითი შედეგი.
შრატში C ცისტატინის დონის მუდმივი მატების ან პროტეინურიის შემთხვევაში, შემდგომი შეფასებისთვის უნდა მიმართოთ პედიატრიულ ნეფროლოგს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რისკის შეჯამება
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში ორსულობის დროს VYONDYS 53-ის გამოყენების შესაფასებლად. აშშ-ს ზოგად პოპულაციაში სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები ვითარდება 2-4% შემთხვევაში, ხოლო სპონტანური აბორტი ვითრდება კლინიკურად დადასტურებული ორსულობების 15-20% შემთხვევაში.
ლაქტაცია
რისკის შეჯამება
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში იმისათვის, რომ შეფასდეს VYONDYS 53-ის ეფექტი დედის რძის პროდუცირებაზე, რძეში გოლოდირსენის არსებობაზე ან რომ შეფასდეს VYONDYS 53-ის ზემოქმედება ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე.
განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების სარგებელი უნდა შეფასდეს დედისთვის VYONDYS 53-ის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე VYONDYS 53-ის პოტენციურ არასასურველ ეფექტებთან ერთად ან დედის ძირითადი მდგომარეობიდან გამომდინარე.
გამოყენება პედიატრიაში
VYONDYS 53 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას, მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].
ახალგაზრდა მამრ ვირთხებში გოლოდირსენის (0, 100, 300 ან 900 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა, კვირაში ერთხელ 10 კვირის განმავლობაში (მშობიარობის შემდგომი 14-77 დღე), არ იყო ტოქსიკური პოსტნატალური განვითარებისთვის (მაგ., ნეიროქცევითი განვითარება, იმუნური ფუნქცია ან მამრების რეპროდუქციული ფუნქცია). თუმცა, გოლოდირსენმა ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზით (900 მგ/კგ/კვირაში) გამოყენებისას გამოიწვია ცხოველების სიკვდილი თირკმლის უკმარისობის ან დაზიანების გამო. გადარჩენილ ცხოველებში (მათ შორის, ერთი ცხოველი ტესტირებული ყველაზე დაბალი დოზით) დოზაზე დამოკიდებულად იზრდებოდა თირკმლის მილაკოვანი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე (მათ შორის დეგენერაცია/რეგენერაცია, ფიბროზი, ვაკუოლიზაცია და დილატაცია), რაც კორელირებდა კლინიკური პათოლოგიის პარამეტრების ცვლილებებთან, რომლებიც ასახავს თირკმლის ფუნქციის დოზადამოკიდებულ დარღვევას.
გარდა ამისა, უმაღლეს ტესტირებულ დოზაზე (900 მგ/კგ კვირაში) დაფიქსირდა ძვლის ქსოვილის ფართობის, მინერალური შემცველობის და მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, მაგრამ ძვლის ზრდაზე გავლენა არ აღინიშნებოდა. დოზა, რომელიც ტოქსიკურად არ იმოქმედებდა თირკმელზე, არ იყო გამოვლენილი; ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზა (100 მგ/კგ/კვირაში) ასოცირდებოდა პლაზმის ექსპოზიციასთან (AUC), რომელიც დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზით 30 მგ/კგ/კვირაში გამოყენებისას.
გერიატრიული გამოყენება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების დაავადებაა; ამიტომ, არ არსებობს VYONDYS 53-ის გერიატრიაში გამოყენების გამოცდილება.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
გოლოდირსენის თირკმლის კლირენსი მცირდება თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილებში DMD-ის გარეშე გორგლოვანი ფილტრაციის საანგარიშო სიჩქარის საფუძველზე (გამოითვლება დიეტის მოდიფიკაციისა და თირკმლის დაავადების (MDRD) განტოლების გამოყენებით) [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. თუმცა, DMD პაციენტებში კრეატინინის მნიშვნელობებზე ჩონჩხის კუნთების შემცირებული მასის გავლენის გამო, თირკმლის უკმარისობის მქონე DMD პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის საფუძველზე. VYONDYS 53-ით მკურნალობისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის ცნობილი დარღვევის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
აღწერილობა
VYONDYS 53 (გოლოდირსენი) საინიექციო არის სტერილური, წყალხსნარი, კონსერვანტების გარეშე; იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს, რომელიც უნდა განზავდეს ინტრავენური შეყვანის წინ. VYONDYS 53 არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ხსნარი და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. VYONDYS 53 წარმოდგენილია ერთჯერადი დოზის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 100 მგ გოლოდირსენს (50 მგ/მლ). პრეპარატი შემუშავებულია როგორც იზოტონური, ბუფერული ფოსფატის ფიზიოლოგიური ხსნარი, ოსმოლარობით 260-დან 320 მოსმ-მდე და pH 7.5. VYONDYS 53-ის ყოველი მილილიტრი შეიცავს: 50 მგ გოლოდირსენს; 0,2 მგ კალიუმის ქლორიდს; 0,2 მგ ერთფუძიან კალიუმის ფოსფატს, 8 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 1,14 მგ ოქრფუძიან ნატრიუმის ფოსფატს, უწყლოს; საინექციო წყალს.
პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის დასარეგულირებლად.
ეტეპლირსენი არის ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერების (PMO) ქვეკლასის ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდი. ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერები არიან სინთეზური მოლეკულები, რომლებშიც ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში ნაპოვნი ხუთწევრიანი რიბოფურანოზილის რგოლები ჩანაცვლებულია ექვსწევრიანი მორფოლინის რგოლით. ყოველი მორფოლინის რგოლი დაკავშირებულია დაუმუხტავი ფოსფოროდიამიდატური ნაწილის მეშვეობით და არა უარყოფითად დამუხტული ფოსფატური კავშირით, რომელიც არსებობს ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში. მორფოლინოფოსფოროდიამიდატის თითოეული სუბერთეული შეიცავს დნმ-ში არსებულ ერთ-ერთ ჰეტეროციკლურ ფუძეს (ადენინი, ციტოზინი, გუანინი ან თიმინი). გოლოდირსენი შეიცავს 25 ერთმანეთთან დაკავშირებულ სუბერთეულს. ფუძეების თანმიმდევრობა 5' ბოლოდან 3' ბოლომდე არის GTTGCCTCCGGTTCTGAAGGTGTTC.
გოლოდირსენის მოლეკულური ფორმულა არის C305H481N138O112P25 და მოლეკულური მასა არის 8647.28 დალტონი.
გოლოდირსენის სტრუქტურა არის:
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
გოლოდირსენი განკუთვნილია დისტროფინის პრე-მრნმ-ის 53-ე ეგზონთან შესაკავშირებლად, რაც იწვევს ამ ეგზონის გამორიცხვას მრნმ-ის დამუშავებისას პაციენტებში გენეტიკური მუტაციებით, რომლებიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას. 53-ე ეგზონის გამოტოვება ხელს უწყობს შინაგანად შეკვეცილი დისტროფინის ცილის წარმოებას გენეტიკური მუტაციების მქონე პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].
გვერდითი მოვლენები
აღწერილია შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები [იხ. [გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
კლინიკური კვლევების გამოცდილება
იმის გამო, რომ კლინიკური კვლევები ჩატარდა განსხვავებულ პირობებში, სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ იქნას შედარებული სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე ისინი შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირეს.
VYONDYS 53-ის კლინიკური განვითარების პროგრამაში 58 პაციენტმა მიიღო VYONDYS 53-ის სულ მცირე ერთი ინტრავენური დოზა 4 მგ/კგ-დან (0.13 რეკომენდებული დოზა) 30 მგ/კგ-მდე (რეკომენდებული დოზა). ყველა პაციენტი იყო მამრობითი სქესის, და მათ ჰქონდათ გენეტიკურად დადასტურებული დუშენის კუნთოვანი დისტროფია. კვლევის დაწყებისას ასაკი მერყეობდა 6-დან 13 წლამდე. პაციენტთა უმრავლესობა (86%) იყო ევროპეოიდული რასის.
VYONDYS 53 შესწავლილი იყო 2 ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.
კვლევაში 1, ნაწილი 1, პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ კვირაში ერთხელ VYONDYS 53-ის ინტრავენური ინფუზიის მისაღებად (n=8) ოთხი თანდათან მზარდი დოზით 4 მგ/კგ-დან 30 მგ/კგ-მდე ან პლაცებოს მისაღებად (n=4) სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში თითოეულ დონეზე. ყველა პაციენტმა, რომელიც მონაწილეობდა კვლევაში 1, ნაწილი 1-ში (n=12), განაგრძო მკურნალობა კვლევა 1, ნაწილი 2-ში, - ღია ეტიკეტირებულ გაფართოებულ კვლევაში, სადაც ისინი კვირაში ერთხელ ინტრავენურად იღებდნენ 30 მგ/კგ VYONDYS 53-ს [იხ. კლინიკური კვლევები (14)].
მე-2 კვლევაში, პაციენტები იღებდნენ 30 მგ/კგ VYONDYS 53-ს (n=33) ან პლაცებოს (n=17) ინტრავენურად, კვირაში ერთხელ 96 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ყველა პაციენტი იღებდა 30 მგ/კგ VYONDYS 53-ს.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა სულ მცირე 20% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ კვლევა 1 და კვლევა 2-ის პლაცებო კონტროლირებად ჯგუფებში, ნაჩვენებია ცხრილში 1.
ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა VYONDYS 53-ით მკურნალობისას სულ მცირე 20% პაციენტში, და რომელთა სიხშირეც უფრო მეტია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში კვლევებში 1 და 2.
გვერდითი რეაქციები
VYONDYS 53
(N = 41)
%
პლაცებო
(N = 21)
%
თავის ტკივილი
41
10
პირექსია
41
14
გულის წასვლა
29
19
მუცლის ტკივილი
27
10
ნაზოფარინგიტი
27
14
ხველა
27
19
ღებინება
27
19
გულისრევა
20
10
სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა პაციენტებში VYONDYS 53-ით მკურნალობის დროს 5%-ზე მეტი სიხშირით და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად: ტკივილი შეყვანის ადგილას, ზურგის ტკივილი, ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა, იოგების დაჭიმვა, კონტუზია, გრიპი, ოროფარინგეალური ტკივილი, რინიტი, კანის აბრაზია, ყურის ინფექცია, სეზონური ალერგია, ტაქიკარდია, რეაქცია კათეტერის შეყვანის ადგილას, ყაბზობა და მოტეხილობა.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები განვითარდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა VYONDYS 53-ის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს.
იმის გამო, რომ ამ რეაქციების შეტყობინება ნებაყოფლობითია, და ეს შეტყობინებები მიღებულია გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სათანადო შეფასება ან პრეპარატის ზემოქმედებასთან მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია[იხილეთ უკუჩვენებები (4) და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]
გამოყენება კონკრეტულ პოპულაციებში
ფარმაკოლოგიური თვისებები
VYONDYS 53-ით მკურნალობის შემდეგ, ყველა პაციენტში, რომლებიც გამოკვლეული იყო (n=25) კვლევაში 1, ნაწილი 2 [იხ. კლინიკურ კვლევებში (14)], საწყის მდგომარეობასთან შედარებით დაფიქსირდა ეგზონ 53-ის გამოტოვების ზრდა, რომელიც გამოვლინდა რევერსული ტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR). კვლევაში 1, ნაწილი 2 [იხ [კლინიკური კვლევები (14)] დისტროფინის დონე, რომელიც შეფასებული იყო Sarepta Western blot-ით, გაიზარდა საწყის ეტაპზე დადგენილი ნორმის 0.10%-დან (SD 0.07) 1.02%-მდე (SD 1.03) VYONDYS 53-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ. VYONDYS 53-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ დისტროფინის საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან შეადგენდა 0.92% (SD 1.01) (p <0.001);
მედიანური ცვლილება საწყისი დონიდან შეადგენდა 0.88%.
ცილა დისტროფინის ექსპრესიის ეს ზრდა დადებითად კორელირებდა ეგზონის გამოტოვების დონესთან. Western blot-ით შეფასებული დისტროფინის დონე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ნიმუშის დამუშავების, ანალიტიკური ტექნიკის, საცნობარო მასალებისა და რაოდენობრივი მეთოდოლოგიების განსხვავებების გამო. ამიტომ, სხვადასხვა ანალიზის პროტოკოლებიდან დისტროფინის შედეგების შედარებას დასჭირდება სტანდარტიზებული საცნობარო მასალა და დამატებითი შემაკავშირებელი კვლევები.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით, დისტროფინის სათანადო ლოკალიზაცია სარკოლემაში ნაჩვენები იყო იმუნოფლუორესცენტური შეღებვით.
ფარმაკოკინეტიკა
გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკა DMD-ს მქონე პაციენტებში შეფასებული იყო ინტრავენური (IV) შეყვანისას დოზების დიაპაზონში 4 მგ/კგ/კვირაში - 30 მგ/კგ/კვირაში (ანუ რეკომენდებული დოზა).
გოლოდირსენის ექსპოზიცია პროპორციულად იზრდებოდა მატებასთან ერთად, მინიმალური დაგროვებით კვირაში ერთხელ გამოყენებისას. გოლოდირსენის Cmax-ს და AUC-ს სუბიექტთაშორისი ცვალებადობა (როგორც %CV) მერყეობდა შესაბამისად 38%-დან 72%-მდე და 34%-დან 44%-მდე.
განაწილება
წონასწორული მდგომარეობის განაწილების მოცულობა მსგავსი იყო DMD-ს მქონე პაციენტებსა და ჯანმრთელ სუბიექტებს შორის. 30 მგ/კგ დოზის დროს გოლოდირსენის წონასწორული მდგომარეობის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენდა 668 მლ/კგ-ს (%CV=32.3). გოლოდირსენის შეკავშირება პლაზმის ცილებთან მერყეობდა 33%-დან 39%-მდე და არ იყო დამოკიდებული კონცენტრაციაზე.
ელიმინაცია
გოლოდირსენის ნახევარგამოყოფის პერიოდი (SD) არის 3.4 (0.6) საათი, ხოლო 30 მგ/კგ დოზის დროს პლაზმური კლირენსი შეადგენს 346 მლ/სთ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი
გოლოდირსენი მეტაბოლურად სტაბილურია. პლაზმაში ან შარდში მეტაბოლიტები არ გამოვლენილა.
ექსკრეცია
გოლოდირსენი უმეტესად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) არის 3.4 საათი.
სპეციფიკური პოპულაციები
ასაკი:
გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა DMD-ს მქონე მამრობითი სქესის ბავშვებში. VYONDYS 53-ის გამოყენების გამოცდილება DMD-ს მქონე 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში არ არსებობს.
სქესი:
სქესთან დაკავშირებული ეფექტები არ შეფასებულა; VYONDYS 53 არ შესწავლილა მდედრობითი სქესის პაციენტებში.
რასა:
რასის პოტენციური გავლენა უცნობია, რადგან კვლევებში მონაწილე პაციენტების 92% ევროპეოიდული რასის წარმომადგენლები იყვნენ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის უკმარისობის გავლენა შეფასებული იყო 41-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ DMD, მაგრამ რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის მე-2 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე [EGR] ≥60 და <90 მლ/ წთ/1,73 მ2) ან თირკმლის მე-3 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, SCF ≥30 და <60 მლ/წთ/1,73 მ2) და შესაბამის ჯანმრთელ სუბიექტებში (n=8, SCF ≥90 მლ/წთ/1,73 მ2).
პაციენტებში შეჰყავდათ გოლოდირსენის ერთჯერადი ინტრავენური დოზა - 30 მგ/კგ.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მე-2 სტადიის მქონე პაციენტებში Cmax-ის ცვლილება არ დაფიქსირებულა; თირკმლის ქრონიკული დაავადების მე-3 სტადიის მქონე პაციენტებში Cmax 1.2-ჯერ გაიზარდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის ქრონიკული დაავადების მე-4 ან მე-5 სტადიის გავლენა გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე შესწავლილი არ არის.
გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის სავარაუდო მნიშვნელობები, რომლებიც მიღებულია MDRD განტოლებებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადების სხვადასხვა სტადიებისთვის ჯანმრთელ მოზრდილებში, არ შეიძლება გავრცელდეს DMD-ს მქონე ბავშვებზე. ამიტომ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება [იხ გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციებში (8.6)].
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
VYONDYS 53 არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები
in vitro გოლოდირსენი არ აინჰიბირებდა CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6-ს ან CYP3A4/5-ს. გოლოდირსენი იყო CYP1A2-ის სუსტი ინდუქტორი და არ იწვევდა CYP2B6-ს ან CYP3A4-ს ინდუქციას. გოლოდირსენი არ მეტაბოლიზდება ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით, და იგი არ არის ადამიანის ძირითადი ტესტირებული სამკურნალო საშუალებების გადამტანების (OAT1, OAT3, OCT2, OATP1B1, MATE1, P-gp, BCRP და MRP2, OATP1B3 და MATE2-K) სუბსტრატი ან ძლიერი ინჰიბიტორი. in vitro მონაცემებზე დაყრდნობით გოლოდირსენს ადამიანებში აქვს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი.
არაკლინიკური ტოქსიკოლოგია
კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დარღვევა
კანცეროგენობა
გოლოდირსენის შეყვანისას მამრ ტრანსგენურ თაგვებში (Tg.rasH2) კანქვეშა ინიექციის სახით (0, 100, 300, ან 1000 მგ/კგ) კვირაში ერთხელ 26 კვირის განმავლობაში და მამრ ვირთხებში ინტრავენური ინიექციით სახით (0, 30, 100, ან 300 მგ/კგ) კვირაში ერთხელ 102 კვირის განმავლობაში ნეოპლაზმების რაოდენობის ზრდის ტენდენცია არ დაფიქსირებულა.
მუტაგენობა
გოლოდირსენი ნეგატიური აღმოჩნდა in vitro (ბაქტერიული უკუმუტაცია და ქრომოსომული აბერაცია CHO უჯრედებში) და in vivo (თაგვის ძვლის ტვინის მიკრონუკლეუსები) კვლევებში.
ფერტილობის დარღვევები
ცხოველებში გოლოდირსენის გამოყენებით ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა. მამრობითი სქესის თაგვებში ერთხელ კვირაში კანქვეშ შეყვანისას (0, 120, 300, ან 600 მგ/კგ) ან მამრობითი სქესის მაიმუნებში ერთხელ კვირაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ (0, 80, 200, ან 400 მგ/კგ) მამრების რეპროდუქციულ სისტემაზე გოლოდირსენის ეფექტი არ დაფიქსირებულა.
პლაზმური ექსპოზიცია თაგვებსა და მაიმუნებში ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზების დროს დაახლოებით 10- და 45-ჯერ, შესაბამისად, აღემატებოდა ადამიანებში რეკომენდებულ დოზის - 30 მგ/კგ კვირაში ერთხელ გამოყენებისას.
ცხოველების ტოქსიკოლოგია ან/და ფარმაკოლოგია
თირკმლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა მამრ თაგვებსა და ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში; მამრ თაგვებში დაფიქსირდა ცვლილებები შარდის ბუშტში.
მამრ თაგვებში გოლოდირსენი შეჰყავდათ კვირაში ერთხელ 12 კვირის განმავლობაში ინტრავენური ინიექციის სახით (0, 12, 120, ან 960 მგ/კგ) ან 26 კვირის განმავლობაში კანქვეშა ინიექციის სახით (0, 120, 300 ან 600 მგ/კგ).
12 კვირიან კვლევაში ტესტირებული უმაღლესი დოზის გამოყენებისას თირკმლებში დაფიქსირდა მიკროსკოპული ცვლილებები (ტუბულარული დილატაცია, ბაზოფილური ან ეოზინოფილური ცილინდრები, ვაკუოლიზაცია), რომლებიც კორელირებს შრატში თირკმლის ფუნქციის მარკერების (მაგ., შარდოვანას აზოტი, კრეატინინი) მატებასთან; შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის გარდამავალი ეპითელიუმის ჰიპერტროფია დაფიქსირდა ყველა დოზის გამოყენებისას. 26-კვირიან კვლევაში თირკმლის მილაკოვანი დეგენერაცია და შარდის ბუშტის გარდამავალი ეპითელიუმის დეგენერაცია დაფიქსირდა ყველა დოზის გამოყენებისას.
მამრ ვირთხებში გოლოდირსენის (0, 60, 100, 300 ან 600 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა კვირაში ერთხელ 13 კვირის განმავლობაში ყველა დოზის დროს იწვევდა მილაკოვან დეგენერაციას, ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზის გარდა; მაღალი დოზით გამოყენებისას მიკროსკოპულ ცვლილებებს თან ახლდა შრატში შარდოვანას აზოტის დონის გაზრდა.
მამრობითი სქესის მაიმუნებში გოლოდირსენის (0, 80, 200, ან 400 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა ყოველკვირეულად 39 კვირის განმავლობაში იწვევდა მიკროსკოპულ ცვლილებებს (ბაზოფილია, დილატაცია ან ინფილტრაცია მონონუკლეური უჯრედებით) თირკმლებში ყველა დოზის გამოყენებისას,
რაც კორელირებდა შრატში თირკმლის ფუნქციის მარკერების (მაგ., შარდოვანას აზოტი, კრეატინინი) მატებასთან ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზის გამოყენების დროს.
კლინიკური კვლევები
VYONDYS 53-ის ეფექტი დისტროფინის წარმოებაზე შეფასდა ერთ კვლევაში მამრობითი სქესის DMD-ს მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ დადასტურებული DMD გენის მუტაცია, რომელიც ექვემდებარება ეგზონ 53-ის გამოტოვებას (კვლევა 1; NCT02310906).
კვლევა 1, ნაწილი 1 წარმოადგენდა ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად, დოზის ტიტრაციით მიმდინარე კვლევას, რომელშიც ჩართული იყო DMD-ს მქონე 12 პაციენტი. პაციენტების რანდომიზაცია ხდებოდა 2:1 შეფარდებთ VYONDYS 53-ს ან პლაცებოს მისაღებად. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით, დოზირება დაიყო 4 დონედ, თითოეულ დონეზე მზარდი დოზების გამოყენებით 4 მგ-დან/კგ/კვირაში (რეკომენდებულ დოზაზე ნაკლები) 30 მგ-მდე/კგ/კვირაში, ინტრავენური ინფუზიის სახით 2 კვირის განმავლობაში თითოეული დოზის დონეზე.
კვლევა 1, ნაწილი 2 იყო 168 კვირიანი, ღია ეტიკეტირების კვლევა, რომელიც აფასებდა 30 მგ/კგ/კვირაში VYONDYS 53-ის დოზის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას და რომელშიც მონაწილეობდა პირველი კვლევის პირველ ნაწილში ჩართული 12 პაციენტი და დამატებით DMD-ს მქონე ადრე არანამკურნალევი 13 პაციენტი, რომლებიც ექვემდებარებოდნენ 53-ე ეგზონის გამოტოვებას. კვლევაში შესვლისას (ნაწილი 1 ან 2) პაციენტებს ჰქონდათ საშუალო ასაკი 8 წელი და ისინი იღებდნენ კორტიკოსტეროიდების სტაბილურ დოზას სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ეფექტიანობა შეფასდა ცილა დისტროფინის დონის ცვლილების საფუძველზე (გაზომილი, როგორც დისტროფინის დონის % ჯანმრთელ სუბიექტებში, ე.ი. ნორმის %) მე-2 ნაწილის 48-ე კვირაში. კუნთების ბიოფსია მიღებული იყო მკურნალობამდე საწყის ეტაპზე და მკურნალობის 48-ე კვირაში. მე-2 ნაწილის ყველა პაციენტში, რომლებიც მკურნალობდა VYONDYS 53-ით (n=25), ცილა დისტროფინის დონე განისაზღვრა Sarepta Western blot-ის მეთოდის გამოყენებით. დისტროფინის საშუალო დონე გაიზარდა ნორმის 0.10%-ით (SD 0.07) საწყის ეტაპზე ნორმის 1.02%-მდე (SD 1.03) პირველი კვლევის მეორე ნაწილის 48-ე კვირაში, დისტროფინის საშუალო ცვლილება შეადგენდა ნორმის 0,92% (SD 1.01) (p <0,001); მედიანური ცვლილება საწყისიდან იყო 0.88%.
დისტროფინის დონე პირველი კვლევის ცალკეულ პაციენტში ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2: დისტროფინის ექსპრესია Sarepta Western blot-ის მეთოდის გამოყენებით პირველი კვლევის თითოეულ პაციენტში.
პაციენტის ნომერი
პაციენტის ნომერი
საწყისი დონე
მე-2 ნაწილი 48-ე კვირა
ცვლილება საწყისი დონიდან
საწყისი დონე
მე-2 ნაწილი 48-ე კვირა
ცვლილება საწყისი დონიდან
1
- 08
- 09
- 01
14
- 22
- 28
- 06
2
- 11
- 11
- 01
15
- 14
- 21
- 07
3
- 21
- 22
- 01
16
- 05
- 42
- 37
4
- 05
- 12
- 08
17
- 07
- 03
- 97
5
- 03
- 12
- 09
18
- 02
- 57
- 55
6
- 06
- 14
- 09
19
- 12
- 17
- 05
7
- 12
- 37
- 25
20
- 03
- 72
- 69
8
- 11
- 06
- 95
21
- 11
- 77
- 66
9
- 06
- 54
- 48
22
- 31
- 30
- 99
10
- 05
- 97
- 92
23
- 11
- 36
- 25
11
- 06
- 55
- 49
24
- 03
- 91
- 88
12
- 07
- 91
- 84
25
- 07
- 29
- 22
13
- 10
- 25
- 15
მიწოდების ფორმა/შენახვა და უტილიზაცია
მიწოდების ფორმა
VYONDYS 53 საინიექციო ხსნარი წარმოდგენილია ერთჯერადი ფლაკონების სახით. ხსნარი არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს.
ერთჯერადი ფლაკონები, რომლებიც შეიცავს 100 მგ/2 მლ (50 მგ/მლ) ეტეპლირსენს
NDC 60923-465-02
შენახვა და უტილიზაცია
შეინახეთ VYONDYS 53 2°C-დან 8°C-მდე (36°F-დან 46°F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოყენებამდე შეინახეთ ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
აცნობეთ პაციენტებს ან/და მომვლელებს, რომ VYONDYS 53-ის გამოყენებისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, გამონაყარი, პირექსია, ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი და კანის აქერცვლა. საჭიროა მათი ინფორმირება სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
თირკმლის ტოქსიკურობა
აცნობეთ პაციენტებს, რომ VYONDYS 53-ის ანალოგიური პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა ნეფროტოქსიკურობა. აცნობეთ პაციენტს, რომ VYONDYS 53-ით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი მათი მკურნალი ექიმის მიერ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
წარმოებულია:
Sarepta Therapeutics, Inc.-ისთვის
კემბრიჯი, MA 02142 აშშ
SAREPTA, SAREPTA THERAPEUTICS და VYONDYS წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc.-ის სავაჭრო ნიშნებს, რომლებიც რეგისტრირებულია აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში და შეიძლება რეგისტრირებული იყოს სხვადასხვა იურისდიქციაში. ლოგოები VYONDYS 53 და Vyondys 53 წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc.-ის სავაჭრო ნიშნებს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ძირითადი ინფორმაცია პრეპარატის დანიშნულების შესახებ
ეს ძირითადი ინფორმაცია არ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას ვიონდის 51-ის (VYONDYS 53®) უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ.
VYONDYS 53 (გოლოდირსენი) ინიექცია, ინტრავენური გამოყენებისთვის
აშშ-ში პირველი დამტკიცება: 2019 წ
______________________ ბოლო ძირითადი ცვლილებები ___________________
დოზირება და გამოყენების წესი (2.4) 06/2024
უკუჩვენებები (4) 06/2024
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1) 06/2024
__________________________ ჩვენებები და გამოყენება _____________________
VYONDYS 53 არის ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდი, რომელიც გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში დადასტურებული DMD გენის მუტაციით, რომელიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას. ეს ჩვენება დამტკიცდა დაჩქარებული დამტკიცების წესით, ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის მომატების საფუძველზე, რომელიც აღინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში VYONDYS 53-ით მკურნალობისას. ამ ჩვენების დამტკიცების გაგრძელება შეიძლება განპირობებული იყოს შესაბამის კვლევებში კლინიკური სარგებლის დადასტურებისას. (1)
_______________________ დოზირება და მიღების წესი _____________________
VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში (2.1).
30 მილიგრამი კილოგრამ სხეულის მასაზე კვირაში ერთხელ (2.2)
შეჰყავთ ინტრავენური (IV) ინფუზიის სახით 35-დან 60 წუთამდე 0.2 მიკრონიანი ჩაშენებული ფილტრის მეშვეობით (2.2, 2.4)
შეყვანამდე საჭიროა განზავება (2.2)
___________________ გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია _________________
ინიექცია:
100 მგ/2 მლ (50 მგ/მლ) ერთჯერადი დოზის ფლაკონში (3)
______________________________ უკუჩვენებები ___________________________
VYONDYS 53 უკუნაჩვენებია პაციენტებში სერიოზული ჰიპერმგრძნობელობით გოლოდირსენის ან VYONDYS 53-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. (4, 5.1)
________________ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები _______________
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანაფილაქსია, გამონაყარი, პირექსია, ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი და კანის აქერცვლა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა და უნდა განიხილებოდეს ინფუზიის შენელება ან VYONDYS 53-ით თერაპიის შეწყვეტა (2.3, 4, 5.1).
თირკმლის ტოქსიკურობა: ცხოველთა მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია თირკმლის ტოქსიკურობა. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი; კრეატინინი შეიძლება არ იყოს თირკმლის ფუნქციის საიმედო მაჩვენებელი DMD -ს მქონე პაციენტებში. (5.2, 13.2)
_________________________ გვერდითი რეაქციები _________________________
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥20% და მეტი, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას) იყო თავის ტკივილი, პირექსია, გულის წასვლა, მუცლის ტკივილი, ნაზოფარინგიტი, ხველა, ღებინება და გულისრევა (6.1).
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Sarepta Therapeutics, Inc.-ს ნომერზე 1-888-SAREPTA (1-888-727-3782) ან FDA-ზე 1-800-FDA-1088 ან www.fda.gov/medwatch.
იხილეთ პუნქტი 17 ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ
გადახედვის თარიღი: 06/2024
სრული ინფორმაცია გამოყენების შესახებ: შინაარსი *
- ჩვენებები და გამოყენება
- დოზირება და გამოყენების წესი
- 1მონიტორინგი უსაფრთხოების შესაფასებლად
- 2 ინფორმაცია დოზირების შესახებ
- 3 მომზადების ინსტრუქცია
- 4 გამოყენების ინსტრუქცია
- გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია
- უკუჩვენება
- გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
- 1 ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
- 2 თირკმლის ტოქსიკურობა
- გვერდითი რეაქციები
- 1 კლინიკური კვლევების გამოცდილება
- 2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება
- გამოყენება კონკრეტულ პოპულაციებში
- 1 ორსულობა
- 2 ლაქტაცია
- 4 გამოყენება პედიატრიაში
- 5 გერიატრიული გამოყენება
- 6 თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
- აღწერილობა
- კლინიკური ფარმაკოლოგია
- 1 მოქმედების მექანიზმი
- 2 ფარმაკოდინამიკა
- 3 ფარმაკოკინეტიკა
- კლინიკამდელი ტოქსიკოლოგია
- 1 კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დარღვევები
- 2 ცხოველთა ტოქსიკოლოგია ან/და ფარმაკოლოგია
- კლინიკური კვლევები
- მიწოდების ფორმა/შენახვა და უტილიზაცია
- 1 მიწოდების ფორმა
- 2 შენახვა და უტილიზაცია
- პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია
- პუნქტები და ქვეპუნქტები, რომლებიც გამოტოვებულია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში, არ არის მითითებული.
სრული ინფორმაცია გამოყენების შესახებ
ჩვენებები და გამოყენება
VYONDYS 53 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას.
ეს ჩვენება დამტკიცდა დაჩქარებული დამტკიცების წესით ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის მომატების საფუძველზე, რაც დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით. [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)]. ამ ჩვენების შემდგომი დამტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს კლინიკური სარგებლის დასაბუთებაზე დამადასტურებელ კვლევებში.
დოზირება და გამოყენების წესი
ინფორმაცია დოზირების შესახებ
VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში.
VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილებოდეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი. შარდის ნიმუში უნდა აიღოთ VYONDYS 53-ით ინფუზიის დაწყებამდე ან ინფუზიიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
ინფორმაცია დოზირების შესახებ
VYONDYS 53-ის რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამზე კვირაში ერთხელ 35-60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.
VYONDYS 53-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძება მოკლე დროში დაგეგმილი დოზის შემდეგ.
მომზადების ინსტრუქცია
VYONDYS 53 მზა სამკურნალო ფორმა მოთავსებულია ერთჯერად ფლაკონებში. იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს კონსერვანტების გარეშე, რომელიც შეყვანამდე უნდა განზავდეს. გამოყენებამდე პარენტერული პრეპარატები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე, თუ ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა. გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.
ა. VYONDYS 53-ის შესაყვანი ჯამური დოზა გამოთვალეთ პაციენტის სხეულის მასის მიხედვით; რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამ სხეულის მასაზე. განსაზღვრეთ VYONDYS 53-ის საჭირო მოცულობა და ფლაკონების სწორი რაოდენობა სრული გამოთვლილი დოზის უზრუნველსაყოფად.
ბ. ფლაკონები გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. შეურიეთ თითოეული ფლაკონის შიგთავსი 2–3-ჯერ ფრთხილად გადაბრუნებით. არ შეანჯღრიოთ.
გ. ვიზუალურად შეამოწმეთ VYONDYS 53-ის თითოეული ფლაკონი. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონებში ხსნარი შემღვრეულია, გაუფერულებულია ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.
დ. 21 კალიბრის ან უფრო მცირე ზომის ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით ამოიღეთ VYONDYS 53-ის გამოთვლილი მოცულობა შესაბამისი რაოდენობის ფლაკონებიდან.
ე. VYONDYS 53 ამოღებული მოცულობა განაზავეთ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP. მიღებული საერთო მოცულობა უნდა შეადგენდეს 100-150 მლ-ს. შერევისთვის ფრთხილად გადააბრუნეთ 2-3-ჯერ. არ შეანჯღრიოთ. ვიზუალურად შეამოწმეთ განზავებული ხსნარი. არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი არის შემღვრეული, გაუფერულებული ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.
ვ. შეიყვანეთ განზავებული ხსნარი ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.
გ. VYONDYS 53 არ შეიცავს კონსერვანტებს, იგი უნდა შეიყვანოთ დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ. განზავებული VYONDYS 53 საინფუზიო ხსნარის ინფუზია განზავებიდან 4 საათის განმავლობაში დაასრულეთ. თუ დაუყოვნებელი გამოყენება შეუძლებელია, განზავებული ხსნარის შენახვა შესაზლებელია 24 საათის განმავლობაში 2 °C-დან 8 °C -მდე (36 °F-დან 46 °F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოუყენებელი VYONDYS 53 უნდა უტილიზდეს.
გამოყენების ინსტრუქცია
VYONDYS 53-ის გამოყენებამდე ინფუზიის ადგილას შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო კრემის გამოყენება.
VYONDYS 53 შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზიამდე და მის შემდეგ „ჩარეცხეთ“ საინფუზიო სისტემა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP.
შეიყვანეთ VYONDYS 53-ის განზავებული ხსნარი 35-60 წუთის განმავლობაში ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით. არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებები VYONDYS 53-ის ხსნარს, და არ შეიყვანოთ ერთდროულად იმავე ინტრავენურ ხაზში სხვა სამკურნალო საშუალებები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარებისას შეანელეთ ინფუზიია ან შეწყვიტეთ VYONDYS 53-ით მკურნალობა [იხილეთ უკუჩვენებები (4), გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1) და გვერდითი რეაქციები (6.1)].
გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია
VYONDYS 53 არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ხსნარი და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს.
იგი ხელმისაწვდომია შემდეგი სახით:
საინიექციო ხსნარი: 100 მგ/2 მლ (50 მგ/მლ) ხსნარი ერთჯერადი დოზის ფლაკონში
უკუჩვენებები
VYONDYS 53 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა გოლოდირსენის ან VYONDYS 53-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. ანაფილაქსია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, გამონაყარი, პირექსია, ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი და კანის აქერცვლა განვითარდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით, ზოგიერთ მათგანს დასჭირდა მკურნალობა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქცებიის განვითარებისას ინიშნება შესაბამისი მკურნალობა, ასევე საჭიროა VYONDYS 53-ის ინფუზიის შენელება, შეჩერება ან შეწყვეტა და პაციენტის მონიტორინგი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე [იხ. დოზირება და გამოყენების წესი (2.4)]. VYONDYS 53 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა გოლოდირსენის ან VYONDYS 53-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ [იხ. უკუჩვენებები (4)].
თირკმლის ტოქსიკურობა
თირკმლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა ცხოველებში, რომლებშიც შეჰყავდათ გოლოდირსენი [იხ. ნაწილი გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში (8.4)]. მიუხედავად იმისა, რომ VYONDYS 53-ის კლინიკურ კვლევებში თირკმლის ტოქსიკურობა არ გამოვლენილა, ვინაიდან VYONDYS 53-ის კლინიკური გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, თუმცა ზოგიერთი ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა თირკმლის ტოქსიკურობა, პოტენციურად ფატალური გლომერულონეფრიტის ჩათვლით. VYONDYS 53-ის გამოყენებისას პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. კრეატინინის მაჩვენებელზე ჩონჩხის კუნთების შემცირებული მასის გავლენის გამო, კრეატინინი შეიძლება არ იყოს თირკმლის ფუნქციის სანდო მაჩვენებელი DMD-ს მქონე პაციენტებში. VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში. VYONDYS 53-ით მკურნალობის დაწყებამდე ასევე უნდა განიხილებოდეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა ეგზოგენური ფილტრაციის მარკერის გამოყენებით. მკურნალობის დროს, ყოველთვიურად აკონტროლეთ შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით, ხოლო შრატში C ცისტატინის დონე და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში (UPCR) შეამოწმეთ ყოველ სამ თვეში ერთხელ. შარდში ცილის მონიტორინგისთვის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ის შარდი, რომელშიც სავარაუდოდ არ იქნება VYONDYS 53. შესაძლებელია VYONDYS 53-ის ინფუზიის დღეს ინფუზიამდე მიღებული შარდი ან ბოლო ინფუზიიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ მიღებული შარდი. ალტერნატივის სახით შესაძლებელია ისეთი ლაბორატორიული ტესტის გამოიყენება, რომელიც არ შეიცავს პიროგალოლის წითელ რეაგენტს, რადგან ამ რეაგენტს აქვს ჯვარედინი რეაქცია შარდში გამოყოფილ VYONDYS 53-თან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
შარდში ცილის შემცველობის ცრუ დადებითი შედეგი.
შრატში C ცისტატინის დონის მუდმივი მატების ან პროტეინურიის შემთხვევაში, შემდგომი შეფასებისთვის უნდა მიმართოთ პედიატრიულ ნეფროლოგს.
გვერდითი რეაქციები
აღწერილია შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები [იხ. [გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
კლინიკური კვლევების გამოცდილება
იმის გამო, რომ კლინიკური კვლევები ჩატარდა განსხვავებულ პირობებში, სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ იქნას შედარებული სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე ისინი შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირეს.
VYONDYS 53-ის კლინიკური განვითარების პროგრამაში 58 პაციენტმა მიიღო VYONDYS 53-ის სულ მცირე ერთი ინტრავენური დოზა 4 მგ/კგ-დან (0.13 რეკომენდებული დოზა) 30 მგ/კგ-მდე (რეკომენდებული დოზა). ყველა პაციენტი იყო მამრობითი სქესის, და მათ ჰქონდათ გენეტიკურად დადასტურებული დუშენის კუნთოვანი დისტროფია. კვლევის დაწყებისას ასაკი მერყეობდა 6-დან 13 წლამდე. პაციენტთა უმრავლესობა (86%) იყო ევროპეოიდული რასის.
VYONDYS 53 შესწავლილი იყო 2 ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.
კვლევაში 1, ნაწილი 1, პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ კვირაში ერთხელ VYONDYS 53-ის ინტრავენური ინფუზიის მისაღებად (n=8) ოთხი თანდათან მზარდი დოზით 4 მგ/კგ-დან 30 მგ/კგ-მდე ან პლაცებოს მისაღებად (n=4) სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში თითოეულ დონეზე. ყველა პაციენტმა, რომელიც მონაწილეობდა კვლევაში 1, ნაწილი 1-ში (n=12), განაგრძო მკურნალობა კვლევა 1, ნაწილი 2-ში, - ღია ეტიკეტირებულ გაფართოებულ კვლევაში, სადაც ისინი კვირაში ერთხელ ინტრავენურად იღებდნენ 30 მგ/კგ VYONDYS 53-ს [იხ. კლინიკური კვლევები (14)].
მე-2 კვლევაში, პაციენტები იღებდნენ 30 მგ/კგ VYONDYS 53-ს (n=33) ან პლაცებოს (n=17) ინტრავენურად, კვირაში ერთხელ 96 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ყველა პაციენტი იღებდა 30 მგ/კგ VYONDYS 53-ს.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა სულ მცირე 20% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ კვლევა 1 და კვლევა 2-ის პლაცებო კონტროლირებად ჯგუფებში, ნაჩვენებია ცხრილში 1.
ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა VYONDYS 53-ით მკურნალობისას სულ მცირე 20% პაციენტში, და რომელთა სიხშირეც უფრო მეტია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში კვლევებში 1 და 2.
გვერდითი რეაქციები
VYONDYS 53
(N = 41)
%
პლაცებო
(N = 21)
%
თავის ტკივილი
41
10
პირექსია
41
14
გულის წასვლა
29
19
მუცლის ტკივილი
27
10
ნაზოფარინგიტი
27
14
ხველა
27
19
ღებინება
27
19
გულისრევა
20
10
სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა პაციენტებში VYONDYS 53-ით მკურნალობის დროს 5%-ზე მეტი სიხშირით და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად: ტკივილი შეყვანის ადგილას, ზურგის ტკივილი, ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა, იოგების დაჭიმვა, კონტუზია, გრიპი, ოროფარინგეალური ტკივილი, რინიტი, კანის აბრაზია, ყურის ინფექცია, სეზონური ალერგია, ტაქიკარდია, რეაქცია კათეტერის შეყვანის ადგილას, ყაბზობა და მოტეხილობა.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები განვითარდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა VYONDYS 53-ის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს.
იმის გამო, რომ ამ რეაქციების შეტყობინება ნებაყოფლობითია, და ეს შეტყობინებები მიღებულია გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სათანადო შეფასება ან პრეპარატის ზემოქმედებასთან მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია[იხილეთ უკუჩვენებები (4) და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)]
გამოყენება კონკრეტულ პოპულაციებში
ორსულობა
რისკის შეჯამება
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში ორსულობის დროს VYONDYS 53-ის გამოყენების შესაფასებლად. აშშ-ს ზოგად პოპულაციაში სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები ვითარდება 2-4% შემთხვევაში, ხოლო სპონტანური აბორტი ვითრდება კლინიკურად დადასტურებული ორსულობების 15-20% შემთხვევაში.
ლაქტაცია
რისკის შეჯამება
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში იმისათვის, რომ შეფასდეს VYONDYS 53-ის ეფექტი დედის რძის პროდუცირებაზე, რძეში გოლოდირსენის არსებობაზე ან რომ შეფასდეს VYONDYS 53-ის ზემოქმედება ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე.
განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების სარგებელი უნდა შეფასდეს დედისთვის VYONDYS 53-ის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე VYONDYS 53-ის პოტენციურ არასასურველ ეფექტებთან ერთად ან დედის ძირითადი მდგომარეობიდან გამომდინარე.
გამოყენება პედიატრიაში
VYONDYS 53 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას, მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].
ახალგაზრდა მამრ ვირთხებში გოლოდირსენის (0, 100, 300 ან 900 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა, კვირაში ერთხელ 10 კვირის განმავლობაში (მშობიარობის შემდგომი 14-77 დღე), არ იყო ტოქსიკური პოსტნატალური განვითარებისთვის (მაგ., ნეიროქცევითი განვითარება, იმუნური ფუნქცია ან მამრების რეპროდუქციული ფუნქცია). თუმცა, გოლოდირსენმა ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზით (900 მგ/კგ/კვირაში) გამოყენებისას გამოიწვია ცხოველების სიკვდილი თირკმლის უკმარისობის ან დაზიანების გამო. გადარჩენილ ცხოველებში (მათ შორის, ერთი ცხოველი ტესტირებული ყველაზე დაბალი დოზით) დოზაზე დამოკიდებულად იზრდებოდა თირკმლის მილაკოვანი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე (მათ შორის დეგენერაცია/რეგენერაცია, ფიბროზი, ვაკუოლიზაცია და დილატაცია), რაც კორელირებდა კლინიკური პათოლოგიის პარამეტრების ცვლილებებთან, რომლებიც ასახავს თირკმლის ფუნქციის დოზადამოკიდებულ დარღვევას.
გარდა ამისა, უმაღლეს ტესტირებულ დოზაზე (900 მგ/კგ კვირაში) დაფიქსირდა ძვლის ქსოვილის ფართობის, მინერალური შემცველობის და მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, მაგრამ ძვლის ზრდაზე გავლენა არ აღინიშნებოდა. დოზა, რომელიც ტოქსიკურად არ იმოქმედებდა თირკმელზე, არ იყო გამოვლენილი; ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზა (100 მგ/კგ/კვირაში) ასოცირდებოდა პლაზმის ექსპოზიციასთან (AUC), რომელიც დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზით 30 მგ/კგ/კვირაში გამოყენებისას.
გერიატრიული გამოყენება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების დაავადებაა; ამიტომ, არ არსებობს VYONDYS 53-ის გერიატრიაში გამოყენების გამოცდილება.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
გოლოდირსენის თირკმლის კლირენსი მცირდება თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილებში DMD-ის გარეშე გორგლოვანი ფილტრაციის საანგარიშო სიჩქარის საფუძველზე (გამოითვლება დიეტის მოდიფიკაციისა და თირკმლის დაავადების (MDRD) განტოლების გამოყენებით) [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. თუმცა, DMD პაციენტებში კრეატინინის მნიშვნელობებზე ჩონჩხის კუნთების შემცირებული მასის გავლენის გამო, თირკმლის უკმარისობის მქონე DMD პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის საფუძველზე. VYONDYS 53-ით მკურნალობისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის ცნობილი დარღვევის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
აღწერილობა
VYONDYS 53 (გოლოდირსენი) საინიექციო არის სტერილური, წყალხსნარი, კონსერვანტების გარეშე; იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს, რომელიც უნდა განზავდეს ინტრავენური შეყვანის წინ. VYONDYS 53 არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ხსნარი და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. VYONDYS 53 წარმოდგენილია ერთჯერადი დოზის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 100 მგ გოლოდირსენს (50 მგ/მლ). პრეპარატი შემუშავებულია როგორც იზოტონური, ბუფერული ფოსფატის ფიზიოლოგიური ხსნარი, ოსმოლარობით 260-დან 320 მოსმ-მდე და pH 7.5. VYONDYS 53-ის ყოველი მილილიტრი შეიცავს: 50 მგ გოლოდირსენს; 0,2 მგ კალიუმის ქლორიდს; 0,2 მგ ერთფუძიან კალიუმის ფოსფატს, 8 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 1,14 მგ ოქრფუძიან ნატრიუმის ფოსფატს, უწყლოს; საინექციო წყალს.
პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის დასარეგულირებლად.
ეტეპლირსენი არის ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერების (PMO) ქვეკლასის ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდი. ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერები არიან სინთეზური მოლეკულები, რომლებშიც ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში ნაპოვნი ხუთწევრიანი რიბოფურანოზილის რგოლები ჩანაცვლებულია ექვსწევრიანი მორფოლინის რგოლით. ყოველი მორფოლინის რგოლი დაკავშირებულია დაუმუხტავი ფოსფოროდიამიდატური ნაწილის მეშვეობით და არა უარყოფითად დამუხტული ფოსფატური კავშირით, რომელიც არსებობს ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში. მორფოლინოფოსფოროდიამიდატის თითოეული სუბერთეული შეიცავს დნმ-ში არსებულ ერთ-ერთ ჰეტეროციკლურ ფუძეს (ადენინი, ციტოზინი, გუანინი ან თიმინი). გოლოდირსენი შეიცავს 25 ერთმანეთთან დაკავშირებულ სუბერთეულს. ფუძეების თანმიმდევრობა 5' ბოლოდან 3' ბოლომდე არის GTTGCCTCCGGTTCTGAAGGTGTTC.
გოლოდირსენის მოლეკულური ფორმულა არის C305H481N138O112P25 და მოლეკულური მასა არის 8647.28 დალტონი.
გოლოდირსენის სტრუქტურა არის:
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
გოლოდირსენი განკუთვნილია დისტროფინის პრე-მრნმ-ის 53-ე ეგზონთან შესაკავშირებლად, რაც იწვევს ამ ეგზონის გამორიცხვას მრნმ-ის დამუშავებისას პაციენტებში გენეტიკური მუტაციებით, რომლებიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას. 53-ე ეგზონის გამოტოვება ხელს უწყობს შინაგანად შეკვეცილი დისტროფინის ცილის წარმოებას გენეტიკური მუტაციების მქონე პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარება 53-ე ეგზონის გამოტოვებას [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].
ფარმაკოდინამიკა
VYONDYS 53-ით მკურნალობის შემდეგ, ყველა პაციენტში, რომლებიც გამოკვლეული იყო (n=25) კვლევაში 1, ნაწილი 2 [იხ. კლინიკურ კვლევებში (14)], საწყის მდგომარეობასთან შედარებით დაფიქსირდა ეგზონ 53-ის გამოტოვების ზრდა, რომელიც გამოვლინდა რევერსული ტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR). კვლევაში 1, ნაწილი 2 [იხ [კლინიკური კვლევები (14)] დისტროფინის დონე, რომელიც შეფასებული იყო Sarepta Western blot-ით, გაიზარდა საწყის ეტაპზე დადგენილი ნორმის 0.10%-დან (SD 0.07) 1.02%-მდე (SD 1.03) VYONDYS 53-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ. VYONDYS 53-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ დისტროფინის საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან შეადგენდა 0.92% (SD 1.01) (p <0.001);
მედიანური ცვლილება საწყისი დონიდან შეადგენდა 0.88%.
ცილა დისტროფინის ექსპრესიის ეს ზრდა დადებითად კორელირებდა ეგზონის გამოტოვების დონესთან. Western blot-ით შეფასებული დისტროფინის დონე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ნიმუშის დამუშავების, ანალიტიკური ტექნიკის, საცნობარო მასალებისა და რაოდენობრივი მეთოდოლოგიების განსხვავებების გამო. ამიტომ, სხვადასხვა ანალიზის პროტოკოლებიდან დისტროფინის შედეგების შედარებას დასჭირდება სტანდარტიზებული საცნობარო მასალა და დამატებითი შემაკავშირებელი კვლევები.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით, დისტროფინის სათანადო ლოკალიზაცია სარკოლემაში ნაჩვენები იყო იმუნოფლუორესცენტური შეღებვით.
ფარმაკოკინეტიკა
გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკა DMD-ს მქონე პაციენტებში შეფასებული იყო ინტრავენური (IV) შეყვანისას დოზების დიაპაზონში 4 მგ/კგ/კვირაში - 30 მგ/კგ/კვირაში (ანუ რეკომენდებული დოზა).
გოლოდირსენის ექსპოზიცია პროპორციულად იზრდებოდა მატებასთან ერთად, მინიმალური დაგროვებით კვირაში ერთხელ გამოყენებისას. გოლოდირსენის Cmax-ს და AUC-ს სუბიექტთაშორისი ცვალებადობა (როგორც %CV) მერყეობდა შესაბამისად 38%-დან 72%-მდე და 34%-დან 44%-მდე.
განაწილება
წონასწორული მდგომარეობის განაწილების მოცულობა მსგავსი იყო DMD-ს მქონე პაციენტებსა და ჯანმრთელ სუბიექტებს შორის. 30 მგ/კგ დოზის დროს გოლოდირსენის წონასწორული მდგომარეობის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენდა 668 მლ/კგ-ს (%CV=32.3). გოლოდირსენის შეკავშირება პლაზმის ცილებთან მერყეობდა 33%-დან 39%-მდე და არ იყო დამოკიდებული კონცენტრაციაზე.
ელიმინაცია
გოლოდირსენის ნახევარგამოყოფის პერიოდი (SD) არის 3.4 (0.6) საათი, ხოლო 30 მგ/კგ დოზის დროს პლაზმური კლირენსი შეადგენს 346 მლ/სთ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი
გოლოდირსენი მეტაბოლურად სტაბილურია. პლაზმაში ან შარდში მეტაბოლიტები არ გამოვლენილა.
ექსკრეცია
გოლოდირსენი უმეტესად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) არის 3.4 საათი.
სპეციფიკური პოპულაციები
ასაკი:
გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა DMD-ს მქონე მამრობითი სქესის ბავშვებში. VYONDYS 53-ის გამოყენების გამოცდილება DMD-ს მქონე 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში არ არსებობს.
სქესი:
სქესთან დაკავშირებული ეფექტები არ შეფასებულა; VYONDYS 53 არ შესწავლილა მდედრობითი სქესის პაციენტებში.
რასა:
რასის პოტენციური გავლენა უცნობია, რადგან კვლევებში მონაწილე პაციენტების 92% ევროპეოიდული რასის წარმომადგენლები იყვნენ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის უკმარისობის გავლენა შეფასებული იყო 41-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ DMD, მაგრამ რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის მე-2 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე [EGR] ≥60 და <90 მლ/ წთ/1,73 მ2) ან თირკმლის მე-3 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, SCF ≥30 და <60 მლ/წთ/1,73 მ2) და შესაბამის ჯანმრთელ სუბიექტებში (n=8, SCF ≥90 მლ/წთ/1,73 მ2).
პაციენტებში შეჰყავდათ გოლოდირსენის ერთჯერადი ინტრავენური დოზა - 30 მგ/კგ.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მე-2 სტადიის მქონე პაციენტებში Cmax-ის ცვლილება არ დაფიქსირებულა; თირკმლის ქრონიკული დაავადების მე-3 სტადიის მქონე პაციენტებში Cmax 1.2-ჯერ გაიზარდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის ქრონიკული დაავადების მე-4 ან მე-5 სტადიის გავლენა გოლოდირსენის ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე შესწავლილი არ არის.
გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის სავარაუდო მნიშვნელობები, რომლებიც მიღებულია MDRD განტოლებებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადების სხვადასხვა სტადიებისთვის ჯანმრთელ მოზრდილებში, არ შეიძლება გავრცელდეს DMD-ს მქონე ბავშვებზე. ამიტომ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება [იხ გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციებში (8.6)].
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
VYONDYS 53 არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები
in vitro გოლოდირსენი არ აინჰიბირებდა CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6-ს ან CYP3A4/5-ს. გოლოდირსენი იყო CYP1A2-ის სუსტი ინდუქტორი და არ იწვევდა CYP2B6-ს ან CYP3A4-ს ინდუქციას. გოლოდირსენი არ მეტაბოლიზდება ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით, და იგი არ არის ადამიანის ძირითადი ტესტირებული სამკურნალო საშუალებების გადამტანების (OAT1, OAT3, OCT2, OATP1B1, MATE1, P-gp, BCRP და MRP2, OATP1B3 და MATE2-K) სუბსტრატი ან ძლიერი ინჰიბიტორი. in vitro მონაცემებზე დაყრდნობით გოლოდირსენს ადამიანებში აქვს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი.
არაკლინიკური ტოქსიკოლოგია
კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დარღვევა
კანცეროგენობა
გოლოდირსენის შეყვანისას მამრ ტრანსგენურ თაგვებში (Tg.rasH2) კანქვეშა ინიექციის სახით (0, 100, 300, ან 1000 მგ/კგ) კვირაში ერთხელ 26 კვირის განმავლობაში და მამრ ვირთხებში ინტრავენური ინიექციით სახით (0, 30, 100, ან 300 მგ/კგ) კვირაში ერთხელ 102 კვირის განმავლობაში ნეოპლაზმების რაოდენობის ზრდის ტენდენცია არ დაფიქსირებულა.
მუტაგენობა
გოლოდირსენი ნეგატიური აღმოჩნდა in vitro (ბაქტერიული უკუმუტაცია და ქრომოსომული აბერაცია CHO უჯრედებში) და in vivo (თაგვის ძვლის ტვინის მიკრონუკლეუსები) კვლევებში.
ფერტილობის დარღვევები
ცხოველებში გოლოდირსენის გამოყენებით ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა. მამრობითი სქესის თაგვებში ერთხელ კვირაში კანქვეშ შეყვანისას (0, 120, 300, ან 600 მგ/კგ) ან მამრობითი სქესის მაიმუნებში ერთხელ კვირაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ (0, 80, 200, ან 400 მგ/კგ) მამრების რეპროდუქციულ სისტემაზე გოლოდირსენის ეფექტი არ დაფიქსირებულა.
პლაზმური ექსპოზიცია თაგვებსა და მაიმუნებში ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზების დროს დაახლოებით 10- და 45-ჯერ, შესაბამისად, აღემატებოდა ადამიანებში რეკომენდებულ დოზის - 30 მგ/კგ კვირაში ერთხელ გამოყენებისას.
ცხოველების ტოქსიკოლოგია ან/და ფარმაკოლოგია
თირკმლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა მამრ თაგვებსა და ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში; მამრ თაგვებში დაფიქსირდა ცვლილებები შარდის ბუშტში.
მამრ თაგვებში გოლოდირსენი შეჰყავდათ კვირაში ერთხელ 12 კვირის განმავლობაში ინტრავენური ინიექციის სახით (0, 12, 120, ან 960 მგ/კგ) ან 26 კვირის განმავლობაში კანქვეშა ინიექციის სახით (0, 120, 300 ან 600 მგ/კგ).
12 კვირიან კვლევაში ტესტირებული უმაღლესი დოზის გამოყენებისას თირკმლებში დაფიქსირდა მიკროსკოპული ცვლილებები (ტუბულარული დილატაცია, ბაზოფილური ან ეოზინოფილური ცილინდრები, ვაკუოლიზაცია), რომლებიც კორელირებს შრატში თირკმლის ფუნქციის მარკერების (მაგ., შარდოვანას აზოტი, კრეატინინი) მატებასთან; შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის გარდამავალი ეპითელიუმის ჰიპერტროფია დაფიქსირდა ყველა დოზის გამოყენებისას. 26-კვირიან კვლევაში თირკმლის მილაკოვანი დეგენერაცია და შარდის ბუშტის გარდამავალი ეპითელიუმის დეგენერაცია დაფიქსირდა ყველა დოზის გამოყენებისას.
მამრ ვირთხებში გოლოდირსენის (0, 60, 100, 300 ან 600 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა კვირაში ერთხელ 13 კვირის განმავლობაში ყველა დოზის დროს იწვევდა მილაკოვან დეგენერაციას, ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზის გარდა; მაღალი დოზით გამოყენებისას მიკროსკოპულ ცვლილებებს თან ახლდა შრატში შარდოვანას აზოტის დონის გაზრდა.
მამრობითი სქესის მაიმუნებში გოლოდირსენის (0, 80, 200, ან 400 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა ყოველკვირეულად 39 კვირის განმავლობაში იწვევდა მიკროსკოპულ ცვლილებებს (ბაზოფილია, დილატაცია ან ინფილტრაცია მონონუკლეური უჯრედებით) თირკმლებში ყველა დოზის გამოყენებისას,
რაც კორელირებდა შრატში თირკმლის ფუნქციის მარკერების (მაგ., შარდოვანას აზოტი, კრეატინინი) მატებასთან ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზის გამოყენების დროს.
კლინიკური კვლევები
VYONDYS 53-ის ეფექტი დისტროფინის წარმოებაზე შეფასდა ერთ კვლევაში მამრობითი სქესის DMD-ს მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ დადასტურებული DMD გენის მუტაცია, რომელიც ექვემდებარება ეგზონ 53-ის გამოტოვებას (კვლევა 1; NCT02310906).
კვლევა 1, ნაწილი 1 წარმოადგენდა ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად, დოზის ტიტრაციით მიმდინარე კვლევას, რომელშიც ჩართული იყო DMD-ს მქონე 12 პაციენტი. პაციენტების რანდომიზაცია ხდებოდა 2:1 შეფარდებთ VYONDYS 53-ს ან პლაცებოს მისაღებად. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VYONDYS 53-ით, დოზირება დაიყო 4 დონედ, თითოეულ დონეზე მზარდი დოზების გამოყენებით 4 მგ-დან/კგ/კვირაში (რეკომენდებულ დოზაზე ნაკლები) 30 მგ-მდე/კგ/კვირაში, ინტრავენური ინფუზიის სახით 2 კვირის განმავლობაში თითოეული დოზის დონეზე.
კვლევა 1, ნაწილი 2 იყო 168 კვირიანი, ღია ეტიკეტირების კვლევა, რომელიც აფასებდა 30 მგ/კგ/კვირაში VYONDYS 53-ის დოზის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას და რომელშიც მონაწილეობდა პირველი კვლევის პირველ ნაწილში ჩართული 12 პაციენტი და დამატებით DMD-ს მქონე ადრე არანამკურნალევი 13 პაციენტი, რომლებიც ექვემდებარებოდნენ 53-ე ეგზონის გამოტოვებას. კვლევაში შესვლისას (ნაწილი 1 ან 2) პაციენტებს ჰქონდათ საშუალო ასაკი 8 წელი და ისინი იღებდნენ კორტიკოსტეროიდების სტაბილურ დოზას სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ეფექტიანობა შეფასდა ცილა დისტროფინის დონის ცვლილების საფუძველზე (გაზომილი, როგორც დისტროფინის დონის % ჯანმრთელ სუბიექტებში, ე.ი. ნორმის %) მე-2 ნაწილის 48-ე კვირაში. კუნთების ბიოფსია მიღებული იყო მკურნალობამდე საწყის ეტაპზე და მკურნალობის 48-ე კვირაში. მე-2 ნაწილის ყველა პაციენტში, რომლებიც მკურნალობდა VYONDYS 53-ით (n=25), ცილა დისტროფინის დონე განისაზღვრა Sarepta Western blot-ის მეთოდის გამოყენებით. დისტროფინის საშუალო დონე გაიზარდა ნორმის 0.10%-ით (SD 0.07) საწყის ეტაპზე ნორმის 1.02%-მდე (SD 1.03) პირველი კვლევის მეორე ნაწილის 48-ე კვირაში, დისტროფინის საშუალო ცვლილება შეადგენდა ნორმის 0,92% (SD 1.01) (p <0,001); მედიანური ცვლილება საწყისიდან იყო 0.88%.
დისტროფინის დონე პირველი კვლევის ცალკეულ პაციენტში ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2: დისტროფინის ექსპრესია Sarepta Western blot-ის მეთოდის გამოყენებით პირველი კვლევის თითოეულ პაციენტში.
პაციენტის ნომერი
პაციენტის ნომერი
საწყისი დონე
მე-2 ნაწილი 48-ე კვირა
ცვლილება საწყისი დონიდან
საწყისი დონე
მე-2 ნაწილი 48-ე კვირა
ცვლილება საწყისი დონიდან
1
- 08
- 09
- 01
14
- 22
- 28
- 06
2
- 11
- 11
- 01
15
- 14
- 21
- 07
3
- 21
- 22
- 01
16
- 05
- 42
- 37
4
- 05
- 12
- 08
17
- 07
- 03
- 97
5
- 03
- 12
- 09
18
- 02
- 57
- 55
6
- 06
- 14
- 09
19
- 12
- 17
- 05
7
- 12
- 37
- 25
20
- 03
- 72
- 69
8
- 11
- 06
- 95
21
- 11
- 77
- 66
9
- 06
- 54
- 48
22
- 31
- 30
- 99
10
- 05
- 97
- 92
23
- 11
- 36
- 25
11
- 06
- 55
- 49
24
- 03
- 91
- 88
12
- 07
- 91
- 84
25
- 07
- 29
- 22
13
- 10
- 25
- 15
მიწოდების ფორმა/შენახვა და უტილიზაცია
მიწოდების ფორმა
VYONDYS 53 საინიექციო ხსნარი წარმოდგენილია ერთჯერადი ფლაკონების სახით. ხსნარი არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს.
ერთჯერადი ფლაკონები, რომლებიც შეიცავს 100 მგ/2 მლ (50 მგ/მლ) ეტეპლირსენს
NDC 60923-465-02
შენახვა და უტილიზაცია
შეინახეთ VYONDYS 53 2°C-დან 8°C-მდე (36°F-დან 46°F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოყენებამდე შეინახეთ ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
აცნობეთ პაციენტებს ან/და მომვლელებს, რომ VYONDYS 53-ის გამოყენებისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, გამონაყარი, პირექსია, ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი და კანის აქერცვლა. საჭიროა მათი ინფორმირება სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].
თირკმლის ტოქსიკურობა
აცნობეთ პაციენტებს, რომ VYONDYS 53-ის ანალოგიური პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა ნეფროტოქსიკურობა. აცნობეთ პაციენტს, რომ VYONDYS 53-ით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი მათი მკურნალი ექიმის მიერ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
წარმოებულია:
Sarepta Therapeutics, Inc.-ისთვის
კემბრიჯი, MA 02142 აშშ
SAREPTA, SAREPTA THERAPEUTICS და VYONDYS წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc.-ის სავაჭრო ნიშნებს, რომლებიც რეგისტრირებულია აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში და შეიძლება რეგისტრირებული იყოს სხვადასხვა იურისდიქციაში. ლოგოები VYONDYS 53 და Vyondys 53 წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc.-ის სავაჭრო ნიშნებს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



