პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ვიდორა

Vidora®

რეცეპტით3მგ+0,03მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

კონტრაცეფცია.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
3მგ+0,03მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (3მგ+0,03მგ აპკიანი გარსით დაფარული ყვითელი ტაბლეტი №63 + თეთრი პლაცებო ტაბლეტი №21) №84 (3X28)
მწარმოებელი
Laboratorios Leon Farma, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
ATC კოდი
G03AA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-037500
რეგისტრირებულია
9 მარტი 2023, მოქმედებს 11 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Zentiva Pharma LLC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „აქტაფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავიდორა და სხვა წამალი ერთად

ვიდორა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კონტრაცეფცია.

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, 1 ტაბლეტი დღეში, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაწყებული აქტიური ტაბლეტებით (21 ყვითელი ფერის ტაბლეტი) და დამთავრებული პლაცებო ტაბლეტებით (7 თეთრი ფერის ტაბლეტი), დაახლოებით დღის ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით, განუწყვეტლივ 28 დღის განმავლობაში. პლაცებოს ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტები) მიღებისას, ჩვეულებრივ, ვითარდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა („მოხსნის“ სისხლდენა). როგორც წესი, ის იწყება ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს ტაბლეტების ახალი შეფუთვიდან მიღებამდე. პრეპარატის მიღება ყოველი მომდევნო შეფუთვიდან იწყება შესვენების გარეშე მეორე დღეს, როგორც კი ამოიწურება წინა შეფუთვაში შემავალი ტაბლეტები.

წინა თვეში რაიმე ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალების არ მიღების შემთხვევაში, პრეპარატის ვიდორა® მიღება დაწყებული უნდა იქნას მენსტრუალური ციკლის 1-ლ დღეს (მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). დასაშვებია მიღების დაწყება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება პირველი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

გადასვლა სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები, ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური სალბუნი)

სასურველია პრეპარატის მიღება დაიწყოს ბოლო აქტიური ტაბლეტის/დრაჟეს მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღისა მიღებაში ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (21 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის) ან ბოლო არაქტიური ტაბლეტის მიღების შემდეგ (28 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისათვის შეფუთვაში).

პრეპარატის ვიდორა® ტაბლეტების მიღება დაწყებული უნდა იქნას ვაგინალური რგოლის ან სალბუნის მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს დღისა, როდესაც შეყვანილი იქნა ახალი რგოლი ან დაწეპებული ახალი სალბუნი.

გადასვლა ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ გესტაგენებს („მინი-პილი“, საინექციო ფორმები, კანქვეშა იმპლანტები და ინტრაუტერიული სისტემები გესტაგენის კონტროლირებადი გამოთავისუფლებით).

„მინი-პილიდან“ გადასვლისას პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტანტებიდან ან გესტაგენით ინტრაუტერიული სისტემიდან - იმპლანტის ან საშვილოსნოსშიდა სისტემის ამოღების დღეს, საინექციო ფორმიდან - იმ დღიდან, როცა შემდეგი ინექცია უნდა გაკეთებულიყო. ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის დამატებით გამოყენება პრეპარატის ვიდორა® ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.

პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. ამ პირობის დაცვისას, არ არის საჭირო დამატებითი კონტრაცეპტული დაცვა.

მშობიარობის ან ორსულობის II ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.

რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან 21-28-ე დღეს, ძუძუთი კვების ან აბორტის არარსებობის შემთხვევაში. თუ მიღება მოგვიანებით დაიწყება, საჭიროა დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება პრეპარატის ვიდორა® ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. სქესობრივი კავშირის შემთხვევაში პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ორსულობა უნდა გამოირიცხოს ან უნდა დაელოდოთ პირველ მენსტრუაციას.

გამოტოვებული პლაცებო ტაბლეტების მიღება

თუ გამოტოვებულია პლაცებოს ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტები ბლისტერული შეფუთვის ბოლო რიგიდან) გამოყენება, არანაირი ზომების მიღება არ არის საჭირო. გამოტოვებული ტაბლეტები უნდა განადგურდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული პლაცებო ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტების) მიღების პერიოდის უნებურად გახანგრძლივება.

გამოტოვებული აქტიური ტაბლეტების მიღება

თუ გამოტოვეთ აქტიური (ყვითელი დერის ტაბლეტები) ტაბლეტების მიღება და მორიგი ტაბლეტის მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე ნაკლები, კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება. გამოტოვებული ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუ მორიგი ტაბლეტის მიღების დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე მეტი (ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ინტერვალი 36 საათზე მეტია), კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული ზედიზედ და რაც უფრო ახლოსაა ეს გამოტოვება პრეპარატის 7-დღიან შესვენებასთან აქტიური ტაბლეტების (ყვითელი ფერის ტაბლეტების) მიღებაში, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის ალბათობა, ვინაიდან პრეპარატის 7 დღე უწყვეტი მიღება საჭიროა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ადეკვატური დათრგუნვის მისაღწევად. ასეთ სიტუაციებში შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:

  • პრეპარატის მიღების 1-ლ კვირას

გამოტოვებული აქტიური ტაბლეტი (ყვითელი ფერის ტაბლეტი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. დამატებით უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში. თუ სქესობრივი კავშირი მოხდა მომდევნო ტაბლეტის მიღების გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, უნდა განიხილებოდეს ორსულობის დადგომის ალბათობა.

  • პრეპარატის მიღების მე-2 კვირას

გამოტოვებული აქტიური ტაბლეტი (ყვითელი ფერის ტაბლეტი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. თუ 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უძღვის მიღებაში პირველ გამოტოვებას, ყველა ტაბლეტი სწორად იქნა მიღებული, არ არის საჭირო კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ორი ან მეტი ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში.

  • პრეპარატის მიღების მე-3 კვირას

თუ გამოტოვებთ პრეპარატის მიღებას მე-3 კვირას, აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება (თუნდაც ეს ნიშნავდეს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას).

ტაბლეტების გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ორზე მეტი აქტიური ტაბლეტი (ყვითელი ფერის ტაბლეტი) ერთ დღეში.

შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულ რეჟიმში, სანამ აქტიური ტაბლეტები არ დამტავრდება შეფუთვაში. პლაცებოს ტაბლეტები (თეთრი ფერის ტაბლეტები) უნდა განადგურდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოთ შემდეგი ტაბლეტების მიღება მომდევნო შეფუთვიდან, ანუ შესვენების გარეშე.

დამატებით, უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

დიდი ალბათობით, მეორე შეფუთვის დასრულებამდე არ იქნება „მოხსნის“ სისხლდენა, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან საშვილოსნოდან „მოხსნის“ სისხლდენა პრეპარატის მიღების დღეებში მეორე შეფუთვიდან. თუ ქალმა გამოტოვა აქტიური ტაბლეტების მიღება და პლაცებოს ტაბლეტების მიღებისას არ აღინიშნა „მოხსნის“ სისხლდენა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

რეკომენდაცია კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების დროს

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე დარღვევების დროს, შეწოვა შეიძლება იყოს არასრული, ამიტომ უნდა იქნას მიღებული დამატებითი კონტრაცეპტული ზომები.

თუ აქტიური ტაბლეტის (ყვითელის ფერის ტაბლეტი) მიღებიდან 4 საათის განმავლობაში აღინიშნა ღებინება ან დიარეა, უნდა იხელმძღვანელოთ რეკომენდაციებით ტაბლეტების გამოტოვების დროს. თუ ქალს არ სურს შეცვალოს მიღების ჩვეული სქემა და გადადოს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყება კვირის სხვა დღეს, უნდა მიიღოს დამატებითი აქტიური ტაბლეტი სხვა შეფუთვიდან.

მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დღის შეცვლა

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დადგომის გადავადებისათვის ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება პრეპარატის ვიდორა® მომდევნო შეფუთვიდან, მიმდინარე პაკეტიდან პლაცებო ტაბლეტის (თეთრი ფერის ტაბლეტები) გამოტოვებით. ამრიგად, პრეპარატის მიღების ციკლი, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს ნებისმიერი ვადით, სანამ არ ამოიწურება აქტიური ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან. მეორე შეფუთვიდან პრეპარატის მიღების ფონზე ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს სისხლიანი გამონადენი ან „მასიური“ სისხლდენა საშვილოსნოდან. პრეპარატის ვიდორა® რეგულარული მიღება განახლდება პლაცებოს ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ.

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების კვირის სხვა დღეს გადასატანად ქალმა უნდა შეამციროს პლაცებო ტაბლეტების მიღების ხანგრძლივობა დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ქალს არ ექნება „მოხსნის“ სისხლდენა და, მომავალში, ექნება სისხლიანი გამონადენი და „მასიური“ სისხლდენა ტაბლეტების მიღების დროს მეორე შეფუთვიდან.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებულ კლინიკურ ჯგუფებში გამოყენების შესახებ

გამოყენება მოზარდ გოგონებში

პრეპარატი ვიდორა® ნაჩვენებია მხოლოდ მენარქეს დადგომის შემდეგ. არსებული მონაცემები არ მიუთითებენ დოზის კორექციის საჭიროებაზე პაციენტების ამ ჯგუფში.

გამოყენება ხანდაზმულებში

პრეპარატი ვიდორა® არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის მძიმე ხარისხის დაავადებით, ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ქალებში თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობით.

უკუჩვენებები

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის/დაავადების/რისკის ფაქტორების არსებობისას. თუ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა/დაავადება განვითარდა პირველად პრეპარატის მიღების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

  • თრომბოზები (ვენური და არტერიული) და თრომბოემბოლიები (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი), ცერებროვასკულარული დარღვევები - ამჟამად ან ანამნეზში.
  • თრომბოზის წინამორბედი მდგომარეობები (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია) ამჟამად ან ანამნეზში.
  • გამოვლენილი შეძენილი ან მემკვიდრეობითი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, აქტიური პროტეინი C-ს მიმართ რეზისტენტობის, ანტითრომბინ III დეფიციტის, პროტეინ C დეფიციტის, პროტეინ S დეფიციტის, ჰიპერჰომოცისტეინემიის, ფოსფოლიპიდების ანტისხეულების (კარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი) ჩათვლით.
  • ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკის არსებობა (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
  • შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ამჟამად ან ანამნეზში.
  • შაქრიანი დიაბეტი დიაბეტური ანგიოპათიით.
  • პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით ამჟამად ან ანამნეზში.
  • ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის მძიმე დაავადებები (ღვიძლის სინჯების ნორმალიზებამდე).
  • კომბინირებული გამოყენება პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან ამ ნივთიერებების კომბინაციას (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები“).
  • ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში.
  • მძიმე ან მწვავე ფორმის თირკმლის უკმარისობა.
  • გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (გენიტალური ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ჩათვლით) ან მათზე ეჭვი.
  • გენიტალური ტრაქტიდან სისხლდენა გაურკვეველი ეტიოლოგიის.
  • ორსულობა, მათ შორის სავარაუდო.
  • ძუძუთი კვების პერიოდი.
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატ ვიდორას® ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
  • ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს).

სიფრთხილით

კოკ-ის გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი გულდასმით უნდა შეფასდეს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შემდეგი დაავადებების/მდგომარეობებისა და რისკის ფაქტორების არსებობისას:

თრომბოზისა და თრომბოემბოლიების განვითარების რისკის ფაქტორები: მოწევა; სიმსუქნე; დისლიპოპროტეინემია; კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე; გულის სარქვლების მანკები; თრომბოზისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება (თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებროვასკულარული დარღვევა 50 წელზე ნაკლები ასაკის ნებისმიერ უახლოეს ნათესავში);

სხვა დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები: შაქრიანი დიაბეტი; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი; ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ასევე ზედაპირული ვენების ფლებიტი;

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება;

ჰიპერტრიგლიცერიდემია;

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დაავადებები ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალური მაჩვენებლების დროს;

დაავადებები, რომლებიც პირველად გაჩნდა ან გაუარესდა ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების ფონზე (მაგალითად, სიყვითლე და/ან ქავილი, დაკავშირებული ქოლესტაზსთან, ქოლელითიაზი, ოტოსკლეროზი სმენის დაქვეითებით, პორფირია, ჰერპესი ორსულობის დროს, სიდენჰამის ქორეა);

მშობიარობის შემდგომი პერიოდი;

ეპილეფსია;

დეპრესია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა პრეპარატზე ვიდორა®

შესაძლოა ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სქესობრივი ჰორმონების კლირენსი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოდან მასიური სისხლდენები და/ან კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითება.

ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქცია შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის უკვე რამდენიმე დღის შემდეგ. ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატის მოხსნის შემდეგ, ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს 4 კვირის განმავლობაში.

მოკლევადიანი თერაპია

ქალებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ასეთი პრეპარატებით პრეპარატის ვიდორა® დამატებად, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება ან კონტრაცეფციის სხვა არაჰორმონალური მეთოდის არჩევა. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი გამოყენებული უნდა იქნას თანმხლები პრეპარატების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე მათი მოხსნიდან 28 დღის განმავლობაში. თუ თერაპიის გაგრძელება აუცილებელია პრეპარატით-ინდუქტორით იმის შემდეგ, რაც დასრულებულია ტაბლეტების მიღება პრეპარატის ვიდორა® მიმდინარე შეფუთვიდან, დაწყებული უნდა იქნას ტაბლეტების იღება პრეპარატის ვიდორა® ახალი შეფუთვიდან, მიღებებს შორის შესვენების გარეშე.

გრძელვადიანი თერაპია

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ პრეპარატებს - ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორებს, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.

ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან პრეპარატ ვიდორას® კლირენსს (რომლებიც ასუსტებენ ეფექტურობას ფერმენტის ინდუქციის გზით): ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი და, შესაძლოა, ასევე ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი, აგრეთვე კრაზანას შემცველი პრეპარატები.

ნივთიერებები განსხვავებული ზემოქმედებით პრეპარატ ვიდორას® კლირენსზე

პრეპარატ ვიდორასთან® კომბინირებული გამოყენებისას აივ პროტეაზას ან C ჰეპატიტის ვირუსის ბევრ ინჰიბიტორს და უკუ ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ როგორც გაზარდონ, ისე შეამცირონ ესტროგენის ან პროგესტოგენის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გავლენა შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი. ასეთი პრეპარატებით თერაპიის პერიოდში ქალმა დამატებით უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი;

ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (ფერმენტების ინჰიბიტორები)

CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებმა, როგორიცაა აზოლის ანტიმიკოტიკები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ვერაპამილი, მაკროლიდები (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი), დილთიაზემი და გრეიფრუტის წვენი, შეძლება გაზარდონ ესტროგენის ან პროგესტოგენის, ან ორივეს, პლაზმური კონცენტრაციები.

ნაჩვენები იყო, რომ ეტორიკოქსიბი 60 და 120 მგ/დღეში დოზებით, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ 0,035 მგ ეთინილესტრადიოლს, ზრდის ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 1,4 და 1,6-ჯერ შესაბამისად.

პრეპარატის ვიდორა® ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რაც იწვევს მათი კონცენტრაციის ზრდას (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირებას (მაგალითად, ლამოტრიჯინი) სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში.

In vitro დროსპირენონს შეუძლია სუსტად ან ზომიერად დათრგუნოს ციტოქრომ P450 CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ფერმენტები.

მოხალისე ქალებში in vivo ურთიერთქმედების კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მკურნალობდნენ ომეპრაზოლით, სიმვასტატინით ან მიდაზოლამით, მარკერული სუბსტრატების სახით, შეიძლება დავასკვნათ, რომ 3 მგ დროსპირენონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 ფერმენტებით, ნაკლებად სავარაუდოა.

In vitro ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 შექცევად ინჰიბიტორს, ასევე CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2 შეუქცევად ინჰიბიტორს. კლინიკურ კვლევებში ეთინილესტრადიოლის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივის დანიშვნა არ იწვევდა CYP3A4 სუბსტრატების (მაგალითად, მიდაზოლამის) კონცენტრაციების რაიმე მატებას ან იწვევდა მხოლოდ უმნიშვნელო მატებას სისხლის პლაზმაში, ხოლო CYP1A2 სუბსტრატების პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს ოდნავ (მაგალითად, თეოფილინი) ან ზომიერად (მაგალითად, მელატონინი და ტიზანიდინი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

თუ ორსულობა დადგინდა პრეპარატის ვიდორა® გამოყენების დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მისი მიღება. ფართომასშტაბიანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა განვითარების დეფექტების გაზრდილი რისკი ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ქალების მიერ, რომლებიც ორსულობამდე იღებდნენ სასქესო ჰორმონებს, ან ტერატოგენული ეფექტისა იმ შემთხვევებში, როდესაც სასქესო ჰორმონების მიღება ხდებოდა გაუფრთცხილებლობით ორსულობის ადრეულ ვადებზე. ამავდროულად, ორსულობის დროს პრეპარატის ვიდორა® გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები შეზღუდულია, რაც არ იძლევა რაიმე დასკვნების გამოტანის საშუალებას პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ორსულობაზე, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ამჟამად არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები. პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. სასქესო ჰორმონების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობამ შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში და იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ შესწავლილა.

არ გამოვლენილა არასასურველი გავლენის შემთხვევები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის მიღებისას.

პირობები, რომლებიც საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას:

  • ჯანმრთელობის ნებისმიერი ცვლილება, განსაკუთრებით ნაწილებში „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილით გამოყენება“ ჩამოთვლილი მდგომარეობების აღნიშვნა;
  • ლოკალური დაკვრივება სარძევე ჯირკვალზე;
  • სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება (იხილეთ აგრეთვე ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები“);
  • თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად, ქვედა კიდურზე დადებულია გიფსი), დაგეგმილია ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (სავარაუდო ოპერაციამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე);
  • უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა საშოდან;
  • გამოტოვებულია ტაბლეტის მიღება შეფუთვიდან პირველ კვირაში და მანამდე ადგილი ჰქონდა სქესობრივ აქტს შვიდი ან ნაკლები დღით ადრე;
  • ორჯერ ზედიზედ მორიგი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა ან ორსულობაზე ეჭვი (არ დაიწყოთ ტაბლეტების მიღება შემდეგი პაკეტიდან ექიმთან კონსულტაციამდე).

საჭიროა ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვა, თუ არსებობს თრომბოზის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის შესაძლო ნიშნები: უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის უკან, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელში; უეცარი ქოშინი, უჩვეულო, ძლიერი და გახანგრძლივებული თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა ან გაორება თვალებში; გაურკვეველი მეტყველება; სმენის, ყნოსვის ან გემოს უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან გულისწასვლა; სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ნებისმიერ ნაწილში; ძლიერი ტკივილი მუცლის არეში; ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურში ან რომელიმე ქვედა კიდურის უეცარი შეშუპება.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლებელია დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენებისას, განაწილებულია სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით, მათი გამოვლენის სიხშირის მითითებით ჯანმო-ს რეკომენდაციების თანახმად: ხშირად (≥ 1/100 და <1/10), არახშირად (≥ 1/1000 და <1/100 ), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000). სერიოზული გვერდითი მოვლენები კოკ-ების მიღებისას ასევე აღწერილია ნაწილში „განსაკუთრებული მითთებები“.

პრეპარატის ვიდორა® მიღებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

სისტემურ-ორგანული კლასი

(MedDRA)

ხშირად

(≥ 1/100 –დან <

1/10-მდე)

არახშირად

(≥ 1/1000 -დან <

1/100-მდე)

იშვიათად

(≥ 1/10000 - <

1/1000)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

ბრონქიალური ასთმა

ფსიქიკის დარღვევები

დათრგუნული განწყობა

ლიბიდოს მომატება

ლიბიდოს შემცირება

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები სმენის მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

ჰიპოაკუზია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

შაკიკი

არტერიული წნევის მატება

არტერიული წნევის დაცემა

ვენური თრომბოემბოლია

არტერიული თრომბოემბოლია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

ღებინება

დიარეა

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

აკნე

ეგზემა

ქავილი

ალოპეცია

კვანძოვანი ერითემა

მრავალფორმული ერითემა

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

ინტერმენსტრუალური სისხლდენა

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში

სარძევე ჯირკვლის შეშუპება

ვაგინალური გამონადენი

კანდიდოზური

ვულვოვაგინიტი

სარძევე ჯირკვლების გადიდება

ვაგინალური ინფექცია

გამონადენის სარძევე ჯირკვლებიდან

ზოგადი დარღვევები

სითხის შეკავება

სხეულის მასის მომატება

სხეულის მასის დაქვეითება

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

პაციენტებს, რომლებიც იღებენ კოკ-ებს, აქვთ არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური დარღვევების განვითარების მომატებული რისკი, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევების, ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის ჩათვლით, რომლებიც უფრო დეტალურად არის აღწერილი ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“.

იყო შეტყობინებები შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კოკ-ებს.

ეს გვერდითი რეაქციები აღწერილია ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“:

  • ვენური თრომბოემბოლიური დარღვევები;
  • არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები;
  • არტერიული წნევის მომატება;
  • ღვიძლის სიმსივნეები;
  • მდგომარეობების განვითარება ან გაუარესება, რომლებისთვისაც კავშირი კოკ-ების გამოყენებასთან უდაო არ არის: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰერპესი ორსულობის დროს, სიდენჰამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე;
  • ქლოაზმა;
  • ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები, რომლის დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს კოკ-ების მოხსნა ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ნორმალიზებამდე;
  • ქალებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები;

სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტირების სიხშირე ქალებში, რომლებიც იყენებენ პერორალურ კონტრაცეპტულ პრეპარატებს, უმნიშვნელოდაა მომატებული. სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღინიშნება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სიხშირის გადაჭარბება უმნიშვნელოა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან მიმართებაში. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მიზეზობრივი კავშირი კოკ-ების გამოყენებასთან არ არის დადგენილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“ და განსაკუთრებული მითითებები“.

ჭარბი დოზა

არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული დარღვევების შესახებ ჭარბი დოზირების დროს. კოკ-ის გამოყენების ჯამური გამოცდილების საფუძველზე, სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ჭარბი დოზირების დროს შემდეგია: გულისრევა, ღებინება და „მოხსნის“ სისხლდენა. ეს უკანასკნელი შეიძლება აღინიშნოს გოგონებში, რომლებმაც არ მიაღწიეს მენარქეს ასაკს, პრეპარატის დაუდევრობით მიღებისას.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები:

დროსპირენონი - 3,00 მგ, ეთინილესტრადიოლი (მიკრონიზირებული) - 0,03 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი (Fast Flo) - 62,00 მგ, სიმინდის სახამებელი - 14,0 მგ, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზიფებული (Sepistab ST200) – 12,57 მგ, კროსპოვიდონი (Plasdone XL-10) – 1,00, კროსპოვიდონი (Plasdone XL) – 2,50 მგ, პოვიდონი K-30 (Kollidon К-30) – 3,40 მგ, პოლისორბატი 80 (Tween 80) – 1,00 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II ყვითელი - 3,00 მგ.

აპკიანი გარსის შემადგენლობა:

პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული - 40,000%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 24, 150%; მაკროგოლი - 20,200%; ტალკი - 14,800%; რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) - 0,850 %.

1 პლაცებო ტაბლეტი, დაფარული აპკიანი გარსით, შეიცავს:

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლაქტოზა - 89,50 მგ, პოვიდონი K-30 - 10,00 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II თეთრი - 4,00 მგ.

აპკიანი გარსის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი - 40,00%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 25,00%; მაკროგოლი/PEG 3350 - 20,20%; ტალკი (E553b) - 14,80%.

აღწერა:

აქტიური ტაბლეტები:

მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე.

პლაცებო ტაბლეტები:

მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაჩვენები იყო , რომ ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატების და პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან მათ კომბინაციას, ასოცირდება ალანინამინტრანსფერაზას კონცენტრაციის 20-ჯერზე მეტად ზრდასთან ჯანმრთელ პირებში ნორმის ზედა ზღვართან შედარებით და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ქალებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, დროსპირენონისა და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე.

დროსპირენონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის ერთდროულად გამოყენება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან არ არის შესწავლილი. ერთობლივი გამოყენებისას ამ პრეპარატებთან კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უნდა შემოწმდეს კონტრაცეპტივის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

გამსაკუთრებული მითითებები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა, დაავადება და რისკის ფაქტორი ამჟამად არსებობს, მაშინ პრეპარატ ვიდორას® გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში გულდასმით უნდა იქნას აწონილი და განხილული ქალთან მანამდე, სანამ ის გადაწყვეტს პრეპარატის მიღების დაწყებას. რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობის, დაავადების ან რისკ-ფაქტორების გამწვავების, გაძლიერების ან პირველი გამოვლინების შემთხვევაში, ქალმა უნდა ჩაიტაროს კონსულტაცია თავის ექიმთან, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის მოხსნის შესახებ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს ურთიერთკავშირის არსებობაზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და ვენური და არტერიული თრომბოზების და თრომბოემბოლიების განვითარების სიხშირის ზრდას შორის (როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები) კოკ-ების მიღებისას. ეს დაავადებები იშვიათად აღინიშნება.

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია კოკ-ის გამოყენების პირველ წელს.

მომატებული რისკი არსებობს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების თავდაპირველი გამოყენების შემდეგ ან იმავე ან სხვა კოკ-ის გამოყენების განახლების შემდეგ (პრეპარატის მიღებებს შორის 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ). დიდი პროსპექტიული კვლევის მონაცემები პაციენტთა 3 ჯგუფის მონაწილეობით აჩვენებს, რომ ეს გაზრდილი რისკი უპირატესად არსებობს პირველი 3 თვის განმავლობაში.

ვენური თრომბოემბოლიის საერთო რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კოკ-ებს (< 0,05 მგ ეთინილესტრადიოლი) 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე არაორსულ პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მიუხედავად ამისა, ეს რისკი რჩება უფრო დაბალი ვენური თრომბოემბოლიის რისკთან შედარებით ორსულობის და მშობიარობის დროს.

ვენური თრომბოემბოლია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული (1-2% შემთხვევებში).

ვენური თრომბოემბოლია, რომელიც ვლინდება როგორც ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის ემბოემბოლია, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.

ძალიან იშვიათად კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ვითარდება სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის, ცერებრალური ვენების და არტერიების ან თვალის ბადურის სისხლძაღვების.

ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები მოიცავენ შემდეგს: ქვედა კიდურის ცალმხრივი შეშუპება ან ქვედა კიდურის ვენის გასწვრივ, ტკივილი ან დისკომფორტი ქვედა კიდურში მხოლოდ დგომისას ან სიარულის დროს, ტემპერატურის ლოკალური მატება დაზიანებულ ქვედა კიდურში, კანის საფარის სიწითლე ან ფერის შეცვლა ქვედა კიდურზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები მდგომარეობს შემდეგში: გაძნელებული ან გახშირებული სუნთქვა, უეცარი ხველა, ჰემოპტიზის ჩათვლით, მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმა ჩასუნთქვის დროს, შფოთვის შეგრძნება; ძლიერი თავბრუსხვევა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა. ზოგიერთი ამ სიმპტომებიდან (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც სხვა უფრო გავრცელებული და ნაკლებად მძიმე მდგომარეობის/დაავადების ნიშნები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექცია).

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, სისხლძარღვთა ოკლუზია ან მიოკარდიუმის ინფარქტი.

ინსულტის სიმპტომები შემდეგია: უეცარი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა სახეზე, კიდურებში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს, ცნობიერების უეცარი არევა, მეტყველებისა და გაგების პრობლემები; მხედველობის უეცარი ცალ- ან ორმხრივი დაკარგვა, სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან მოძრაობათა კოორდინაციის დაკარგვა, უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე; გონების დაკარგვა ან გულისწასვლა კრუნჩხვების შეტევით ან მის გარეშე. სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები: უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურების მცირე ციანოზი, „მწვავე“ მუცელი.

მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია: ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შეკუმშვის ან სისავსის შეგრძნება გულმკერდის არეში, მკლავში ან მკერდის უკან, ირადიაციით ზურგში, ყბაში, მარცხენა ზედა კიდურში, ეპიგასტრიუმის არეში; ცივი ოფლი, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, შფოთვის შეგრძნება ან ქოშინი, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა.

არტერიული თრომბოემბოლია შეიძლება სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.

ქალებში, რომლებსაც აქვთ რამდენიმე რისკ-ფაქტორის კომბინაცია ან ერთ-ერთი მათგანის მაღალი გამოხატულება, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობა. ამგვარ შემთხვევებში არსებული რისკ-ფაქტორების ჯამური მნიშვნელობა იზრდება. ამ შემთხვევაში პრეპარატის ვიდორა® მიღება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

იზრდება თრომბოზის (ვენური და/ან არტერიული) და თრომბოემბოლიის ან ცერებროვასკულარული დარღვევების განვითარების რისკი:

  • ასაკთან ერთად;
  • მწეველებში (მოწეული სიგარეტის რაოდენობის მატებასთან ან ასაკის მატებასთან ერთად, რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);
  • შემდეგის არსებობისას:

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი);

ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, თუ არსებობს ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიის ოჯახური ანამნეზი 50 წლამდე ასაკის ახლო ნათესავებში ან მშობლებში). მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილების შემთხვევაში, ქალს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა შესაბამისი სპეციალისტის მიერ, რათა გადაწყდეს საკითხი პრეპარატ ვიდორას® მიღების შესაძლებლობის შესახებ;

ხანგრძლივი იმობილიზაციის, სერიოზული ქორირგიული ჩარევის, ნებისმიერი ოპერაციის შემთხვევაში ქვედა კიდურებზე ან ვრცელი ტრავმის დროს. ამ სიტუაციებში უნდა შეწყდეს პრეპარატ ვიდორას® მიღება (დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და მისი განახლება არ შეიძლება იმობილიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. დროებითი იმობილიზაცია (მაგალითად, საჰაერო მგზავრობა 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში) ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით თუ არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები;

დისლიპოპროტეინემია;

არტერიული ჰიპერტენზია;

შაკიკი;

გულის სარქველების დაავადებები;

წინაგულების ფიბრილაცია.

ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის რისკს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპარატების გამოყენება იწვევს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალ რისკს. სხვა პრეპარატების გამოყენებამ, როგორიცაა ვიდორა®, შეიძლება გამოიწვიოს რისკის ორჯერ გაზრდა. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების უფრო მაღალი რისკის მქონე კოკ-ების გამოყენების არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ პაციენტთან კონსულტაციის შემდეგ, რაც მოგვცემს იმაში დარწმუნების საშუალებას, რომ მას სრულად ესმის პრეპარატის ვიდორა® გამოყენებასთან დაკავშირებული ვენური თრიმბოემბოლიის განვითარების რისკი, პრეპარატის გავლენა რისკ-ფაქტოორებზე, რომლებიც მას გააჩნია, და რომ ვენური თრომბოემბილიის განვითარების რისკი მაქსიმალურია პრეპარატის გამოყენების პირველი წლის განმავლობაში. საკითხი ვენების ვარიკოზული გაფართოების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში საკამათო რჩება.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა ასევე შეიძლება აღინიშნოს შაქრიანი დიაბეტის, სისტემური წითელი მგლურას, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს.

შაკიკის სიხშირისა და სიმძიმის მატება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს (რაც შეიძლება წინ უძღოდეს ცერებროვასკულარულ დარღვევებს) არის ამ პრეპარატების მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.

ბიოქიმიური მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებენ ვენური ან არტერიული თრომბოზისადმი მემკვიდრეობით ან შეძენილ მიდრეკილებაზე, მოიცავენ შემდეგს: რეზისტენტობა გააქტიურებული ცილის C-ს მიმართ, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტითრომბინ III დეფიციტი, ცილის C დეფიციტი, პროტეინის S დეფიციტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (კარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი).

რისკისა და სარგებლის თანაფარდობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შესაბამისი მდგომარეობის ადექვატურმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მასთან დაკავშირებული თრომბოზის რისკი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს თრომბოზისა და თრომბოემბოლიის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე დაბალდოზირებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი).

სიმსივნეები

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პერსისტირებადი პაპილომავირუსული ინფექცია. არსებობს შეტყობინებები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის გარკვეული ზრდის შესახებ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენებისას. თუმცა, კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან არ არის დამტკიცებული. განიხილება ამ მონაცემების ურთიერთკავშირის შესაძლებლობა საშვილოსნოს ყელის დაავადებების სკრინინგთან ან სექსუალური ქცევის თავისებურებებთან (კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების უფრო იშვიათი გამოყენება).

54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე მომატებული ფარდობითი რისკი, რომელიც დიაგნოზირებულია ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (ფარდობითი რისკი 1,24). გაზრდილი რისკი თანდათან ქრება ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღინიშნება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზირების რიცხვის ზრდა ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს ან ახლახან იღებდნენ, უმნიშვნელოა ამ დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში. მისი კავშირი კოკ-ების მიღებასთან არ არის დამტკიცებული. რისკის დაფიქსირებული ზრდა ასევე შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს სათანადო დაკვირვების და უფრო ადრეული დიაგნოსტირების შედეგი ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, სქესობრივი ჰორმონების ბიოლოგიური ეფექტების ან ორივეს კომბინაციის შედეგი. ქალებში, რომლებიც ოდესმე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ ისინი.

იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე, აღინიშნებოდა კეთილთვისებიანი და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში - ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარების დროს.

ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

სხვა მდგომარეობები

პროგესტინული კომპონენტი პრეპარატ ვიდორაში® არის ალდოსტერონის ანტაგონისტი კალიუმის შემნახველი თვისებებით. უმეტეს შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კალიუმის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში. კლინიკურ კვლევებში, ზოგიერთ პაციენტში თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობით და კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, დროსპირენონის მიღებისას კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ოდნავ იზრდებოდა. ამიტომ, პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და კალიუმის საწყისი კონცენტრაციის ნორმის ზედა ზღვარზე არსებოსას, განსაკუთრებით კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალები (ან ამ მდგომარეობის არსებობისას ოჯახურ ანამნეზში) კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს პანკრეატიტის განვითარების გაზრდილი რისკი. იმისდა მიუხედავად, რომ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება აღწერილია ბევრ ქალში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა იშვიათად დაფიქსირდა. თუმცა, თუ პრეპარატის მიღების ფონზე ვითარდება არტერიული წნევის მდგრადი კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება, ამ პრეპარატების გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. თუ არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწევა ჰიპოტენზიული თერაპიით, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს.

შემდეგი მდგომარეობები, შეტყობინებების მიხედვით, ვითარდება ან უარესდება როგორც ორსულობის დროს, ასევე კოკ-ის მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი კოკ-ის მიღებასთან არ არის დამტკიცებული: ქოლესტაზური სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენჰამის ქორეა; გესტაციური ჰერპესი; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან. ასევე აღწერილია ენდოგენური დეპრესიის მიმდინარეობის გაუარესების, ეპილეფსიის, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის შემთხვევები კოკ-ების გამოყენების ფონზე.

ანგიონევროზული შეშუპების მემკვიდრეობითი ფორმების მქონე ქალებში ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.

ღვიძლის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შეიძლება საჭირო გახადოს პრეპარატის მოხსნა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე. ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების დროს, საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

მიუხედავად იმისა, რომ კოკ-ებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინრეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე გლუკოზისადმი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ კოკ-ს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი), როგორც წესი, ჰიპერგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია არ არის საჭირო. თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალები სათანადო დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ კოკ-ების მიღებისას.

ზოგჯერ ქლოაზმა შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ქალებში ორსულთა ქლოაზმით ანამნეზში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმისადმი, პრეპარატ ვიდორას® მიღებისას უნდა მოერიდონ მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას.

ლაბორატორიული ტესტები

პრეპარატმა ვიდორა® მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე, ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის, პლაზმაში სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციის, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლების, სისხლის შედედების პარამეტრების და ფიბრინოლიზის ჩათვლით. ცვლილებები, როგორც წესი, არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების საზღვრებს. დროსპირენონი ზრდის პლაზმის რენინის აქტივობას და ალდოსტერონის კონცენტრაციას, რაც დაკავშირებულია მის ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტთან.

ეფექტურობის შემცირება

პრეპარატ ვიდორას® ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში: ტაბლეტების გამოტოვებისას, კუჭ-ნაწლავის დარღვევების ან მედიკამენტური ურთიერთქმედების შედეგად.

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის სიხშირე და გამოხატულება

პრეპარატ ვიდორას® გამოყენების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული (აციკლური) სისხლდენა საშოდან (სისხლიანი გამონადენი და/ან საშვილოსნოდან მასიური სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის შეფასება უნდა ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენს პრეპარატის მიღების დაახლოებით 3 ციკლს. თუ არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად.

ზოგიერთ ქალს შესაძლოა არ განუვითარდეს „მოხსნის“ სისხლდენა ტაბლეტების მიღებაში შესვენების დროს. თუ პრეპარატი ვიდორა® მიღებული იქნა რეკომენდაციების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი ორსულად იყოს. მიუხედავად ამისა, პრეპარატის არარეგულარული გამოყენებისას და ზედიზედ ორი მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობის შემთხვევაში, ორსულობა უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე.

სამედიცინო გამოკვლევები

პრეპარატ ვიდორას® გამოყენების დაწყებამდე ან მიღების განახლებამდე აუცილებელია გაეცნოთ ცხოვრების ანამნეზს, ქალის ოჯახურ ანამნეზს, ჩაატაროთ საფუძვლიანი ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა, გამორიცხოთ ორსულობა. კვლევების მოცულობა და საკონტროლო გამოკვლევების სიხშირე უნდა ეფუძნებოდეს სამედიცინო პრაქტიკის არსებულ სტანდარტებს, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების აუცილებელი გათვალისწინებით. როგორც წესი, იზომება არტერიული წნევა, გულისცემა, განისაზღვრება სხეულის მასის ინდექსი, მოწმდება სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობა, საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევის (პაპანიკოლაუს ტესტი) ჩათვლით. როგორც წესი, საკონტროლო გამოკვლევები უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1-ჯერ 6 თვეში.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი ვიდორა® არ იცავს აივ ინფექციისა (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვიდორა®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ვიდორა®

საერთაშორისო არაპატენტირბული ან ჯგუფური დასახელება:

დროსპირენონი + ეთინილესტრადიოლი

სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები:

დროსპირენონი - 3,00 მგ, ეთინილესტრადიოლი (მიკრონიზირებული) - 0,03 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი (Fast Flo) - 62,00 მგ, სიმინდის სახამებელი - 14,0 მგ, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზიფებული (Sepistab ST200) – 12,57 მგ, კროსპოვიდონი (Plasdone XL-10) – 1,00, კროსპოვიდონი (Plasdone XL) – 2,50 მგ, პოვიდონი K-30 (Kollidon К-30) – 3,40 მგ, პოლისორბატი 80 (Tween 80) – 1,00 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II ყვითელი - 3,00 მგ.

აპკიანი გარსის შემადგენლობა:

პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული - 40,000%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 24, 150%; მაკროგოლი - 20,200%; ტალკი - 14,800%; რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) - 0,850 %.

1 პლაცებო ტაბლეტი, დაფარული აპკიანი გარსით, შეიცავს:

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლაქტოზა - 89,50 მგ, პოვიდონი K-30 - 10,00 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II თეთრი - 4,00 მგ.

აპკიანი გარსის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი - 40,00%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 25,00%; მაკროგოლი/PEG 3350 - 20,20%; ტალკი (E553b) - 14,80%.

აღწერა:

აქტიური ტაბლეტები:

მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე.

პლაცებო ტაბლეტები:

მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული კონტრაცეპტული საშუალება (ესტროგენი + გესტაგენი).

ათქ კოდი: G03AA12.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი ვიდორა® არის დაბალდოზირებული მონოფაზური პერორალური კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური კონტრაცეპტული პრეპარატი.

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტული (კოკ) პრეპარატების კონტრაცეპტული ეფექტი ემყარება სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა, საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის გაზრდა და ცვლილებები ენდომეტრიუმში.

პრეპარატ ვიდორას® სწორად გამოყენების შემთხვევაში, პერლის ინდექსი (მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ორსულობათა რაოდენობას 100 ქალში, რომლებიც იყენებენ კონტრაცეპტივს ერთი წლის განმავლობაში) შეადგენს 1-ზე ნაკლებს. ტაბლეტების გამოყენების გამოტოვების ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში, პერლის ინდექსი შეიძლება გაიზარდოს.

ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს, მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, მენსტრუაციის მსგავსი მტკივნეული სისხლდენები აღინიშნება ნაკლებად ხშირად, მცირდება სისხლდენის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, რაც ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის რისკს. ასევე არსებობს მონაცემები საკვერცხეების და ენდომეტრიუმის კიბოს რისკის განვითარების შემცირების შესახებ კოკ-ს მიღებისას.

დროსპირენონს, რომელსაც შეიცავს პრეპარატი ვიდორა®, გააჩნია ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობა და ხელს უშლის სხეულის წონის მატებას და სხვა სიმპტომების (მაგალითად, შეშუპების) აღნიშვნას, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენდამოკიდებულ სითხის შეკავებასთან. დროსპირენონი დადებითად მოქმედებს პრემენსტრუალურ სინდრომზე. ეთინილესტრადიოლთან კომბინაციაში დროსპირენონი ავლენს ხელსაყრელ გავლენას ლიპიდურ პროფილზე, რაც ხასიათდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ზრდით. დროსპირენონს ასევე გააჩნია ანტიანდროგენული აქტივობა და ხელს უწყობს ფერისმჭამელების (აკნეს), კანისა და თმის (სებორეა) ცხიმიანობის შემცირებას. დროსპირენონის ეს თავისებურებები გასათვალისწინებელია კონტრაცეპტივის არჩევისას ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰორმონდამოკიდებული სითხის შეკავება, ისევე როგორც აკნე და სებორეა.

დროსპირენონს არ გააჩნია ანდროგენული, ესტროგენული, გლუკოკორტიკოიდული და ანტიგლუკოკორტიკოიდული აქტივობა. ეს ყველაფერი, ანტიმინერალოკორტიკოიდულ და ანტიანდროგენულ მოქმედებასთან კომბინაციაში, უზრუნველყოფს დროსპირენონს ბუნებრივი პროგესტერონის მსგავსი ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური პროფილით.

ფარმაკოკინეტიკა

დროსპირენონი

აბსორბცია

პერორალურად მიღებისას დროსპირენონი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. ერთჯერადი მიღების შემდეგ დროსპირენონის მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) სისხლის პლაზმაში, რომელიც უდრის 38 ნგ/მლ, მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. საკვების მიღება არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე, რომელიც მერყეობს 76-დან 85%-მდე.

განაწილება

დროსპირენონი უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების დამაკავშირებელ გლობულინს (გდსჰ), ან კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელ გლობულინს. სისხლის პლაზმაში ნივთიერების საერთო კონცენტრაციის მხოლოდ 3-5% არსებობს თავისუფალი ჰორმონის სახით, ნივთიერების 95-97 % არასპეციფიკურად უკავშირდება ალბუმინს.

ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული გდსჰ-ს მომატება გავლენას არ ახდენს პლაზმის ცილებთან დროსპირენონის შეკავშირებაზე. განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 3,7±1,2 ლ/კგ.

მეტაბოლიზმი

პერორალური მიღების შემდეგ, დროსპირენონი მთლიანად მეტაბოლიზდება. მეტაბოლიტების უმრავლესობა სისხლის პლაზმაში წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავე ფორმებით. დროსპირენონი ასევე წარმოადგენს სუბსტრატს ჟანგვითი მეტაბოლიზმისთვის, რომლის კატალიზირება ხდება CYP3A4 იზოფერმენტით. სისხლის პლაზმიდან დროსპირენონის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს 1,5±0,2 მლ/წთ/კგ.

გამოყოფა

სისხლის პლაზმაში დროსპირენონის კონცენტრაცია ორფაზურად მცირდება. მეორე, საბოლოო ფაზას აქვს ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 31 საათი. შეუცვლელი სახით დროსპირენონი გამოიყოფა კვალური რაოდენობით. მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და თირკმელებით დაახლოებით 1,2:1,4 თანაფარდობით. დროსპირენონის მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40 საათს.

წონასწორული კონცენტრაცია

გდსჰ-ს კონცენტრაცია არ ახდენს გავლენას დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლებზე. პრეპარატის შიგნით ყოველდღიური გამოყენებისას, დროსპირენონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება 2-3-ჯერ, წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღების 8 დღის შემდეგ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში

კვლევებმა აჩვენა, რომ დროსპირენონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ქალებში

თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი (კკ) - 50-80 მლ/წთ) წონასწორობის მდგომარეობის მიღწევისას და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ქალებში (კკ - 80 მლ/წთ-ზე მეტი) შესადარებელია. მიუხედავად ამისა, თირკმლის საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობის მქონე ქალებში (კკ - 30-50 მლ / წთ), დროსპირენონის საშუალო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 37%-ით მაღალი იყო, ვიდრე პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით.

არ არის აღნიშნული კალიუმის კონცენტრაციის ცვლილებები სისხლის პლაზმაში დროსპირენონის გამოყენებისას.

დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს

ღვიძლის საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობის მქონე ქალებში (კლასი B ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) ფართობი „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ (AUC) შესადარებელია შესაბამის მაშვენებლებთან ჯანმრთელ ქალებში მსგავსი Cmax მნიშვნელობებით შეწოვისა და განაწილების ფაზაში, დროსპირენონის T1/2 პაციენტებში ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობით აღმოჩნდა 1,8-ჯერ მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ღვიძლის საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა დროსპირენონის კლირენსის დაქვეითება დაახლოებით 50%-ით ჯანმრთელ ქალებთან შედარებით, ამასთან არ აღნიშნულა განსხვავებები სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაში შესასწავლ ჯგუფებში. შაქრიანი დიაბეტის გამოვლენისას და სპირონოლაქტონის თანმხლები გამოყენებისას

(ორივე მდგომარეობა განიხილება, როგორც ჰიპერკალიემიის განვითარების წინასწარგანწყობი ფაქტორი), სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მატება არ არის დადგენილი. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დროსპირენონის ამტანობა მსუბუქი და ზომიერი ხაერისხის სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე ქალებში კარგია (კლასი B ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით).

დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი პაციენტებში ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობით.

ეთნიკური კუთვნილება

არ არის დადგენილი ეთნიკური კუთვნილების ზეგავლენა (კვლევა ჩატარდა ევროპეოიდული რასის ქალებისა და იაპონელი ქალების კოჰორტებზე) დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკის პარამეტრებზე.

ეთინილესტრადიოლი

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, ეთინილესტრადიოლი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. Сmax – 100 პგ/მლ მიიღწევა 1-2 საათის გამავლობაში. შეწოვისა და ღვიძლში „პირველი გავლის“ დროს, ეთინილესტრადიოლი მეტაბოლიზდება, რის შედეგადაც მისი ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 45%-ს მაღალი ინტერინდივიდუალური ცვალებადობის დროს - 20-დან 65%-მდე. საკვების ერთდროულ მიღებას ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლავს ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობის შემცირება 25%-ით.

განაწილება

ეთინილესტრადიოლი არასპეციფიკურად, მაგრამ მყარად უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინს (დაახლოებით 98%) და იწვევს სისხლის პლაზმაში გდსჰ-ს კონცენტრაციის ზრდას. განაწილების სავარაუდო მოცულობაა 5 ლ/კგ.

მეტაბოლიზმი

ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება მნიშვნელოვან პირველად მეტაბოლიზმს ნაწლავსა და ღვიძლში. ეთინილესტრადიოლი და მისი ჟანგვითი მეტაბოლიტები პირველადად კონიუგირებულია გლუკურონიდებთან ან სულფატთან. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 5 მლ/წთ/კგ.

გამოყოფა

სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის დაქვეითება ორფაზიანია; პირველ ფაზას ახასიათებს ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათი, მეორეს - 20 საათი.

ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად არ გამოიყოფა უცვლელი სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით 4:6 თანაფარდობით. მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 24 საათს.

წონასწორული კონცენტრაცია

წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა პრეპარატის მიღების ციკლის მეორე ნახევარში, როდესაც ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება 40-110 %-ით ერთჯერადი დოზის გამოყენებასთან შედარებით.

გამოყენების ჩვენებები

კონტრაცეფცია.

უკუჩვენებები

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის/დაავადების/რისკის ფაქტორების არსებობისას. თუ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა/დაავადება განვითარდა პირველად პრეპარატის მიღების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

  • თრომბოზები (ვენური და არტერიული) და თრომბოემბოლიები (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი), ცერებროვასკულარული დარღვევები - ამჟამად ან ანამნეზში.
  • თრომბოზის წინამორბედი მდგომარეობები (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია) ამჟამად ან ანამნეზში.
  • გამოვლენილი შეძენილი ან მემკვიდრეობითი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, აქტიური პროტეინი C-ს მიმართ რეზისტენტობის, ანტითრომბინ III დეფიციტის, პროტეინ C დეფიციტის, პროტეინ S დეფიციტის, ჰიპერჰომოცისტეინემიის, ფოსფოლიპიდების ანტისხეულების (კარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი) ჩათვლით.
  • ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკის არსებობა (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
  • შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ამჟამად ან ანამნეზში.
  • შაქრიანი დიაბეტი დიაბეტური ანგიოპათიით.
  • პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით ამჟამად ან ანამნეზში.
  • ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის მძიმე დაავადებები (ღვიძლის სინჯების ნორმალიზებამდე).
  • კომბინირებული გამოყენება პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან ამ ნივთიერებების კომბინაციას (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები“).
  • ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში.
  • მძიმე ან მწვავე ფორმის თირკმლის უკმარისობა.
  • გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (გენიტალური ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ჩათვლით) ან მათზე ეჭვი.
  • გენიტალური ტრაქტიდან სისხლდენა გაურკვეველი ეტიოლოგიის.
  • ორსულობა, მათ შორის სავარაუდო.
  • ძუძუთი კვების პერიოდი.
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატ ვიდორას® ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
  • ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს).

სიფრთხილით

კოკ-ის გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი გულდასმით უნდა შეფასდეს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შემდეგი დაავადებების/მდგომარეობებისა და რისკის ფაქტორების არსებობისას:

თრომბოზისა და თრომბოემბოლიების განვითარების რისკის ფაქტორები: მოწევა; სიმსუქნე; დისლიპოპროტეინემია; კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე; გულის სარქვლების მანკები; თრომბოზისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება (თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებროვასკულარული დარღვევა 50 წელზე ნაკლები ასაკის ნებისმიერ უახლოეს ნათესავში);

სხვა დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები: შაქრიანი დიაბეტი; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი; ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ასევე ზედაპირული ვენების ფლებიტი;

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება;

ჰიპერტრიგლიცერიდემია;

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დაავადებები ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალური მაჩვენებლების დროს;

დაავადებები, რომლებიც პირველად გაჩნდა ან გაუარესდა ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების ფონზე (მაგალითად, სიყვითლე და/ან ქავილი, დაკავშირებული ქოლესტაზსთან, ქოლელითიაზი, ოტოსკლეროზი სმენის დაქვეითებით, პორფირია, ჰერპესი ორსულობის დროს, სიდენჰამის ქორეა);

მშობიარობის შემდგომი პერიოდი;

ეპილეფსია;

დეპრესია.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

თუ ორსულობა დადგინდა პრეპარატის ვიდორა® გამოყენების დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მისი მიღება. ფართომასშტაბიანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა განვითარების დეფექტების გაზრდილი რისკი ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ქალების მიერ, რომლებიც ორსულობამდე იღებდნენ სასქესო ჰორმონებს, ან ტერატოგენული ეფექტისა იმ შემთხვევებში, როდესაც სასქესო ჰორმონების მიღება ხდებოდა გაუფრთცხილებლობით ორსულობის ადრეულ ვადებზე. ამავდროულად, ორსულობის დროს პრეპარატის ვიდორა® გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები შეზღუდულია, რაც არ იძლევა რაიმე დასკვნების გამოტანის საშუალებას პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ორსულობაზე, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ამჟამად არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები. პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. სასქესო ჰორმონების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობამ შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში და იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

გამოყენების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, 1 ტაბლეტი დღეში, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაწყებული აქტიური ტაბლეტებით (21 ყვითელი ფერის ტაბლეტი) და დამთავრებული პლაცებო ტაბლეტებით (7 თეთრი ფერის ტაბლეტი), დაახლოებით დღის ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით, განუწყვეტლივ 28 დღის განმავლობაში. პლაცებოს ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტები) მიღებისას, ჩვეულებრივ, ვითარდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა („მოხსნის“ სისხლდენა). როგორც წესი, ის იწყება ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს ტაბლეტების ახალი შეფუთვიდან მიღებამდე. პრეპარატის მიღება ყოველი მომდევნო შეფუთვიდან იწყება შესვენების გარეშე მეორე დღეს, როგორც კი ამოიწურება წინა შეფუთვაში შემავალი ტაბლეტები.

წინა თვეში რაიმე ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალების არ მიღების შემთხვევაში, პრეპარატის ვიდორა® მიღება დაწყებული უნდა იქნას მენსტრუალური ციკლის 1-ლ დღეს (მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). დასაშვებია მიღების დაწყება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება პირველი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

გადასვლა სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები, ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური სალბუნი)

სასურველია პრეპარატის მიღება დაიწყოს ბოლო აქტიური ტაბლეტის/დრაჟეს მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღისა მიღებაში ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (21 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის) ან ბოლო არაქტიური ტაბლეტის მიღების შემდეგ (28 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისათვის შეფუთვაში).

პრეპარატის ვიდორა® ტაბლეტების მიღება დაწყებული უნდა იქნას ვაგინალური რგოლის ან სალბუნის მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს დღისა, როდესაც შეყვანილი იქნა ახალი რგოლი ან დაწეპებული ახალი სალბუნი.

გადასვლა ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ გესტაგენებს („მინი-პილი“, საინექციო ფორმები, კანქვეშა იმპლანტები და ინტრაუტერიული სისტემები გესტაგენის კონტროლირებადი გამოთავისუფლებით).

„მინი-პილიდან“ გადასვლისას პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტანტებიდან ან გესტაგენით ინტრაუტერიული სისტემიდან - იმპლანტის ან საშვილოსნოსშიდა სისტემის ამოღების დღეს, საინექციო ფორმიდან - იმ დღიდან, როცა შემდეგი ინექცია უნდა გაკეთებულიყო. ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის დამატებით გამოყენება პრეპარატის ვიდორა® ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.

პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. ამ პირობის დაცვისას, არ არის საჭირო დამატებითი კონტრაცეპტული დაცვა.

მშობიარობის ან ორსულობის II ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.

რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან 21-28-ე დღეს, ძუძუთი კვების ან აბორტის არარსებობის შემთხვევაში. თუ მიღება მოგვიანებით დაიწყება, საჭიროა დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება პრეპარატის ვიდორა® ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. სქესობრივი კავშირის შემთხვევაში პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ორსულობა უნდა გამოირიცხოს ან უნდა დაელოდოთ პირველ მენსტრუაციას.

გამოტოვებული პლაცებო ტაბლეტების მიღება

თუ გამოტოვებულია პლაცებოს ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტები ბლისტერული შეფუთვის ბოლო რიგიდან) გამოყენება, არანაირი ზომების მიღება არ არის საჭირო. გამოტოვებული ტაბლეტები უნდა განადგურდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული პლაცებო ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტების) მიღების პერიოდის უნებურად გახანგრძლივება.

გამოტოვებული აქტიური ტაბლეტების მიღება

თუ გამოტოვეთ აქტიური (ყვითელი დერის ტაბლეტები) ტაბლეტების მიღება და მორიგი ტაბლეტის მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე ნაკლები, კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება. გამოტოვებული ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუ მორიგი ტაბლეტის მიღების დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე მეტი (ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ინტერვალი 36 საათზე მეტია), კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული ზედიზედ და რაც უფრო ახლოსაა ეს გამოტოვება პრეპარატის 7-დღიან შესვენებასთან აქტიური ტაბლეტების (ყვითელი ფერის ტაბლეტების) მიღებაში, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის ალბათობა, ვინაიდან პრეპარატის 7 დღე უწყვეტი მიღება საჭიროა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ადეკვატური დათრგუნვის მისაღწევად. ასეთ სიტუაციებში შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:

  • პრეპარატის მიღების 1-ლ კვირას

გამოტოვებული აქტიური ტაბლეტი (ყვითელი ფერის ტაბლეტი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. დამატებით უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში. თუ სქესობრივი კავშირი მოხდა მომდევნო ტაბლეტის მიღების გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, უნდა განიხილებოდეს ორსულობის დადგომის ალბათობა.

  • პრეპარატის მიღების მე-2 კვირას

გამოტოვებული აქტიური ტაბლეტი (ყვითელი ფერის ტაბლეტი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. თუ 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უძღვის მიღებაში პირველ გამოტოვებას, ყველა ტაბლეტი სწორად იქნა მიღებული, არ არის საჭირო კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ორი ან მეტი ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში.

  • პრეპარატის მიღების მე-3 კვირას

თუ გამოტოვებთ პრეპარატის მიღებას მე-3 კვირას, აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება (თუნდაც ეს ნიშნავდეს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას).

ტაბლეტების გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ორზე მეტი აქტიური ტაბლეტი (ყვითელი ფერის ტაბლეტი) ერთ დღეში.

შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულ რეჟიმში, სანამ აქტიური ტაბლეტები არ დამტავრდება შეფუთვაში. პლაცებოს ტაბლეტები (თეთრი ფერის ტაბლეტები) უნდა განადგურდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოთ შემდეგი ტაბლეტების მიღება მომდევნო შეფუთვიდან, ანუ შესვენების გარეშე.

დამატებით, უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

დიდი ალბათობით, მეორე შეფუთვის დასრულებამდე არ იქნება „მოხსნის“ სისხლდენა, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან საშვილოსნოდან „მოხსნის“ სისხლდენა პრეპარატის მიღების დღეებში მეორე შეფუთვიდან. თუ ქალმა გამოტოვა აქტიური ტაბლეტების მიღება და პლაცებოს ტაბლეტების მიღებისას არ აღინიშნა „მოხსნის“ სისხლდენა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

რეკომენდაცია კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების დროს

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე დარღვევების დროს, შეწოვა შეიძლება იყოს არასრული, ამიტომ უნდა იქნას მიღებული დამატებითი კონტრაცეპტული ზომები.

თუ აქტიური ტაბლეტის (ყვითელის ფერის ტაბლეტი) მიღებიდან 4 საათის განმავლობაში აღინიშნა ღებინება ან დიარეა, უნდა იხელმძღვანელოთ რეკომენდაციებით ტაბლეტების გამოტოვების დროს. თუ ქალს არ სურს შეცვალოს მიღების ჩვეული სქემა და გადადოს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყება კვირის სხვა დღეს, უნდა მიიღოს დამატებითი აქტიური ტაბლეტი სხვა შეფუთვიდან.

მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დღის შეცვლა

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დადგომის გადავადებისათვის ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება პრეპარატის ვიდორა® მომდევნო შეფუთვიდან, მიმდინარე პაკეტიდან პლაცებო ტაბლეტის (თეთრი ფერის ტაბლეტები) გამოტოვებით. ამრიგად, პრეპარატის მიღების ციკლი, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს ნებისმიერი ვადით, სანამ არ ამოიწურება აქტიური ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან. მეორე შეფუთვიდან პრეპარატის მიღების ფონზე ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს სისხლიანი გამონადენი ან „მასიური“ სისხლდენა საშვილოსნოდან. პრეპარატის ვიდორა® რეგულარული მიღება განახლდება პლაცებოს ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ.

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების კვირის სხვა დღეს გადასატანად ქალმა უნდა შეამციროს პლაცებო ტაბლეტების მიღების ხანგრძლივობა დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ქალს არ ექნება „მოხსნის“ სისხლდენა და, მომავალში, ექნება სისხლიანი გამონადენი და „მასიური“ სისხლდენა ტაბლეტების მიღების დროს მეორე შეფუთვიდან.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებულ კლინიკურ ჯგუფებში გამოყენების შესახებ

გამოყენება მოზარდ გოგონებში

პრეპარატი ვიდორა® ნაჩვენებია მხოლოდ მენარქეს დადგომის შემდეგ. არსებული მონაცემები არ მიუთითებენ დოზის კორექციის საჭიროებაზე პაციენტების ამ ჯგუფში.

გამოყენება ხანდაზმულებში

პრეპარატი ვიდორა® არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის მძიმე ხარისხის დაავადებით, ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს

პრეპარატი ვიდორა® უკუნაჩვენებია ქალებში თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობით.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლებელია დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენებისას, განაწილებულია სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით, მათი გამოვლენის სიხშირის მითითებით ჯანმო-ს რეკომენდაციების თანახმად: ხშირად (≥ 1/100 და <1/10), არახშირად (≥ 1/1000 და <1/100 ), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000). სერიოზული გვერდითი მოვლენები კოკ-ების მიღებისას ასევე აღწერილია ნაწილში „განსაკუთრებული მითთებები“.

პრეპარატის ვიდორა® მიღებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

სისტემურ-ორგანული კლასი

(MedDRA)

ხშირად

(≥ 1/100 –დან <

1/10-მდე)

არახშირად

(≥ 1/1000 -დან <

1/100-მდე)

იშვიათად

(≥ 1/10000 - <

1/1000)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

ბრონქიალური ასთმა

ფსიქიკის დარღვევები

დათრგუნული განწყობა

ლიბიდოს მომატება

ლიბიდოს შემცირება

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები სმენის მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

ჰიპოაკუზია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

შაკიკი

არტერიული წნევის მატება

არტერიული წნევის დაცემა

ვენური თრომბოემბოლია

არტერიული თრომბოემბოლია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

ღებინება

დიარეა

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

აკნე

ეგზემა

ქავილი

ალოპეცია

კვანძოვანი ერითემა

მრავალფორმული ერითემა

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

ინტერმენსტრუალური სისხლდენა

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში

სარძევე ჯირკვლის შეშუპება

ვაგინალური გამონადენი

კანდიდოზური

ვულვოვაგინიტი

სარძევე ჯირკვლების გადიდება

ვაგინალური ინფექცია

გამონადენის სარძევე ჯირკვლებიდან

ზოგადი დარღვევები

სითხის შეკავება

სხეულის მასის მომატება

სხეულის მასის დაქვეითება

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

პაციენტებს, რომლებიც იღებენ კოკ-ებს, აქვთ არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური დარღვევების განვითარების მომატებული რისკი, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევების, ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის ჩათვლით, რომლებიც უფრო დეტალურად არის აღწერილი ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“.

იყო შეტყობინებები შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კოკ-ებს.

ეს გვერდითი რეაქციები აღწერილია ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“:

  • ვენური თრომბოემბოლიური დარღვევები;
  • არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები;
  • არტერიული წნევის მომატება;
  • ღვიძლის სიმსივნეები;
  • მდგომარეობების განვითარება ან გაუარესება, რომლებისთვისაც კავშირი კოკ-ების გამოყენებასთან უდაო არ არის: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰერპესი ორსულობის დროს, სიდენჰამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე;
  • ქლოაზმა;
  • ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები, რომლის დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს კოკ-ების მოხსნა ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ნორმალიზებამდე;
  • ქალებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები;

სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტირების სიხშირე ქალებში, რომლებიც იყენებენ პერორალურ კონტრაცეპტულ პრეპარატებს, უმნიშვნელოდაა მომატებული. სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღინიშნება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სიხშირის გადაჭარბება უმნიშვნელოა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან მიმართებაში. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მიზეზობრივი კავშირი კოკ-ების გამოყენებასთან არ არის დადგენილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“ და განსაკუთრებული მითითებები“.

ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატების (ფერმენტების ინდუქტორების) პერორალურ კონტრაცეპტივებთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს „მასიური“ სისხლდენა და/ან კონტრაცეპტული ეფექტურობის შემცირება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ჭარბი დოზირება

არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული დარღვევების შესახებ ჭარბი დოზირების დროს. კოკ-ის გამოყენების ჯამური გამოცდილების საფუძველზე, სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ჭარბი დოზირების დროს შემდეგია: გულისრევა, ღებინება და „მოხსნის“ სისხლდენა. ეს უკანასკნელი შეიძლება აღინიშნოს გოგონებში, რომლებმაც არ მიაღწიეს მენარქეს ასაკს, პრეპარატის დაუდევრობით მიღებისას.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა პრეპარატზე ვიდორა®

შესაძლოა ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სქესობრივი ჰორმონების კლირენსი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოდან მასიური სისხლდენები და/ან კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითება.

ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქცია შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის უკვე რამდენიმე დღის შემდეგ. ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატის მოხსნის შემდეგ, ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს 4 კვირის განმავლობაში.

მოკლევადიანი თერაპია

ქალებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ასეთი პრეპარატებით პრეპარატის ვიდორა® დამატებად, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება ან კონტრაცეფციის სხვა არაჰორმონალური მეთოდის არჩევა. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი გამოყენებული უნდა იქნას თანმხლები პრეპარატების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე მათი მოხსნიდან 28 დღის განმავლობაში. თუ თერაპიის გაგრძელება აუცილებელია პრეპარატით-ინდუქტორით იმის შემდეგ, რაც დასრულებულია ტაბლეტების მიღება პრეპარატის ვიდორა® მიმდინარე შეფუთვიდან, დაწყებული უნდა იქნას ტაბლეტების იღება პრეპარატის ვიდორა® ახალი შეფუთვიდან, მიღებებს შორის შესვენების გარეშე.

გრძელვადიანი თერაპია

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ პრეპარატებს - ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორებს, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.

ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან პრეპარატ ვიდორას® კლირენსს (რომლებიც ასუსტებენ ეფექტურობას ფერმენტის ინდუქციის გზით): ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი და, შესაძლოა, ასევე ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი, აგრეთვე კრაზანას შემცველი პრეპარატები.

ნივთიერებები განსხვავებული ზემოქმედებით პრეპარატ ვიდორას® კლირენსზე

პრეპარატ ვიდორასთან® კომბინირებული გამოყენებისას აივ პროტეაზას ან C ჰეპატიტის ვირუსის ბევრ ინჰიბიტორს და უკუ ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ როგორც გაზარდონ, ისე შეამცირონ ესტროგენის ან პროგესტოგენის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გავლენა შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი. ასეთი პრეპარატებით თერაპიის პერიოდში ქალმა დამატებით უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი;

ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (ფერმენტების ინჰიბიტორები)

CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებმა, როგორიცაა აზოლის ანტიმიკოტიკები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ვერაპამილი, მაკროლიდები (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი), დილთიაზემი და გრეიფრუტის წვენი, შეძლება გაზარდონ ესტროგენის ან პროგესტოგენის, ან ორივეს, პლაზმური კონცენტრაციები.

ნაჩვენები იყო, რომ ეტორიკოქსიბი 60 და 120 მგ/დღეში დოზებით, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ 0,035 მგ ეთინილესტრადიოლს, ზრდის ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 1,4 და 1,6-ჯერ შესაბამისად.

პრეპარატის ვიდორა® ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რაც იწვევს მათი კონცენტრაციის ზრდას (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირებას (მაგალითად, ლამოტრიჯინი) სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში.

In vitro დროსპირენონს შეუძლია სუსტად ან ზომიერად დათრგუნოს ციტოქრომ P450 CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ფერმენტები.

მოხალისე ქალებში in vivo ურთიერთქმედების კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მკურნალობდნენ ომეპრაზოლით, სიმვასტატინით ან მიდაზოლამით, მარკერული სუბსტრატების სახით, შეიძლება დავასკვნათ, რომ 3 მგ დროსპირენონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 ფერმენტებით, ნაკლებად სავარაუდოა.

In vitro ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 შექცევად ინჰიბიტორს, ასევე CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2 შეუქცევად ინჰიბიტორს. კლინიკურ კვლევებში ეთინილესტრადიოლის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივის დანიშვნა არ იწვევდა CYP3A4 სუბსტრატების (მაგალითად, მიდაზოლამის) კონცენტრაციების რაიმე მატებას ან იწვევდა მხოლოდ უმნიშვნელო მატებას სისხლის პლაზმაში, ხოლო CYP1A2 სუბსტრატების პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს ოდნავ (მაგალითად, თეოფილინი) ან ზომიერად (მაგალითად, მელატონინი და ტიზანიდინი).

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები

ნაჩვენები იყო , რომ ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატების და პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან მათ კომბინაციას, ასოცირდება ალანინამინტრანსფერაზას კონცენტრაციის 20-ჯერზე მეტად ზრდასთან ჯანმრთელ პირებში ნორმის ზედა ზღვართან შედარებით და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ქალებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, დროსპირენონისა და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე.

დროსპირენონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის ერთდროულად გამოყენება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან არ არის შესწავლილი. ერთობლივი გამოყენებისას ამ პრეპარატებთან კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უნდა შემოწმდეს კონტრაცეპტივის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

გამსაკუთრებული მითითებები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა, დაავადება და რისკის ფაქტორი ამჟამად არსებობს, მაშინ პრეპარატ ვიდორას® გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში გულდასმით უნდა იქნას აწონილი და განხილული ქალთან მანამდე, სანამ ის გადაწყვეტს პრეპარატის მიღების დაწყებას. რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობის, დაავადების ან რისკ-ფაქტორების გამწვავების, გაძლიერების ან პირველი გამოვლინების შემთხვევაში, ქალმა უნდა ჩაიტაროს კონსულტაცია თავის ექიმთან, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის მოხსნის შესახებ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს ურთიერთკავშირის არსებობაზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და ვენური და არტერიული თრომბოზების და თრომბოემბოლიების განვითარების სიხშირის ზრდას შორის (როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები) კოკ-ების მიღებისას. ეს დაავადებები იშვიათად აღინიშნება.

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია კოკ-ის გამოყენების პირველ წელს.

მომატებული რისკი არსებობს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების თავდაპირველი გამოყენების შემდეგ ან იმავე ან სხვა კოკ-ის გამოყენების განახლების შემდეგ (პრეპარატის მიღებებს შორის 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ). დიდი პროსპექტიული კვლევის მონაცემები პაციენტთა 3 ჯგუფის მონაწილეობით აჩვენებს, რომ ეს გაზრდილი რისკი უპირატესად არსებობს პირველი 3 თვის განმავლობაში.

ვენური თრომბოემბოლიის საერთო რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კოკ-ებს (< 0,05 მგ ეთინილესტრადიოლი) 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე არაორსულ პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მიუხედავად ამისა, ეს რისკი რჩება უფრო დაბალი ვენური თრომბოემბოლიის რისკთან შედარებით ორსულობის და მშობიარობის დროს.

ვენური თრომბოემბოლია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული (1-2% შემთხვევებში).

ვენური თრომბოემბოლია, რომელიც ვლინდება როგორც ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის ემბოემბოლია, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.

ძალიან იშვიათად კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ვითარდება სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის, ცერებრალური ვენების და არტერიების ან თვალის ბადურის სისხლძაღვების.

ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები მოიცავენ შემდეგს: ქვედა კიდურის ცალმხრივი შეშუპება ან ქვედა კიდურის ვენის გასწვრივ, ტკივილი ან დისკომფორტი ქვედა კიდურში მხოლოდ დგომისას ან სიარულის დროს, ტემპერატურის ლოკალური მატება დაზიანებულ ქვედა კიდურში, კანის საფარის სიწითლე ან ფერის შეცვლა ქვედა კიდურზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები მდგომარეობს შემდეგში: გაძნელებული ან გახშირებული სუნთქვა, უეცარი ხველა, ჰემოპტიზის ჩათვლით, მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმა ჩასუნთქვის დროს, შფოთვის შეგრძნება; ძლიერი თავბრუსხვევა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა. ზოგიერთი ამ სიმპტომებიდან (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც სხვა უფრო გავრცელებული და ნაკლებად მძიმე მდგომარეობის/დაავადების ნიშნები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექცია).

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, სისხლძარღვთა ოკლუზია ან მიოკარდიუმის ინფარქტი.

ინსულტის სიმპტომები შემდეგია: უეცარი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა სახეზე, კიდურებში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს, ცნობიერების უეცარი არევა, მეტყველებისა და გაგების პრობლემები; მხედველობის უეცარი ცალ- ან ორმხრივი დაკარგვა, სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან მოძრაობათა კოორდინაციის დაკარგვა, უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე; გონების დაკარგვა ან გულისწასვლა კრუნჩხვების შეტევით ან მის გარეშე. სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები: უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურების მცირე ციანოზი, „მწვავე“ მუცელი.

მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია: ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შეკუმშვის ან სისავსის შეგრძნება გულმკერდის არეში, მკლავში ან მკერდის უკან, ირადიაციით ზურგში, ყბაში, მარცხენა ზედა კიდურში, ეპიგასტრიუმის არეში; ცივი ოფლი, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, შფოთვის შეგრძნება ან ქოშინი, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა.

არტერიული თრომბოემბოლია შეიძლება სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.

ქალებში, რომლებსაც აქვთ რამდენიმე რისკ-ფაქტორის კომბინაცია ან ერთ-ერთი მათგანის მაღალი გამოხატულება, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობა. ამგვარ შემთხვევებში არსებული რისკ-ფაქტორების ჯამური მნიშვნელობა იზრდება. ამ შემთხვევაში პრეპარატის ვიდორა® მიღება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

იზრდება თრომბოზის (ვენური და/ან არტერიული) და თრომბოემბოლიის ან ცერებროვასკულარული დარღვევების განვითარების რისკი:

  • ასაკთან ერთად;
  • მწეველებში (მოწეული სიგარეტის რაოდენობის მატებასთან ან ასაკის მატებასთან ერთად, რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);
  • შემდეგის არსებობისას:

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი);

ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, თუ არსებობს ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიის ოჯახური ანამნეზი 50 წლამდე ასაკის ახლო ნათესავებში ან მშობლებში). მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილების შემთხვევაში, ქალს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა შესაბამისი სპეციალისტის მიერ, რათა გადაწყდეს საკითხი პრეპარატ ვიდორას® მიღების შესაძლებლობის შესახებ;

ხანგრძლივი იმობილიზაციის, სერიოზული ქორირგიული ჩარევის, ნებისმიერი ოპერაციის შემთხვევაში ქვედა კიდურებზე ან ვრცელი ტრავმის დროს. ამ სიტუაციებში უნდა შეწყდეს პრეპარატ ვიდორას® მიღება (დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და მისი განახლება არ შეიძლება იმობილიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. დროებითი იმობილიზაცია (მაგალითად, საჰაერო მგზავრობა 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში) ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით თუ არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები;

დისლიპოპროტეინემია;

არტერიული ჰიპერტენზია;

შაკიკი;

გულის სარქველების დაავადებები;

წინაგულების ფიბრილაცია.

ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის რისკს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპარატების გამოყენება იწვევს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალ რისკს. სხვა პრეპარატების გამოყენებამ, როგორიცაა ვიდორა®, შეიძლება გამოიწვიოს რისკის ორჯერ გაზრდა. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების უფრო მაღალი რისკის მქონე კოკ-ების გამოყენების არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ პაციენტთან კონსულტაციის შემდეგ, რაც მოგვცემს იმაში დარწმუნების საშუალებას, რომ მას სრულად ესმის პრეპარატის ვიდორა® გამოყენებასთან დაკავშირებული ვენური თრიმბოემბოლიის განვითარების რისკი, პრეპარატის გავლენა რისკ-ფაქტოორებზე, რომლებიც მას გააჩნია, და რომ ვენური თრომბოემბილიის განვითარების რისკი მაქსიმალურია პრეპარატის გამოყენების პირველი წლის განმავლობაში. საკითხი ვენების ვარიკოზული გაფართოების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში საკამათო რჩება.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა ასევე შეიძლება აღინიშნოს შაქრიანი დიაბეტის, სისტემური წითელი მგლურას, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს.

შაკიკის სიხშირისა და სიმძიმის მატება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს (რაც შეიძლება წინ უძღოდეს ცერებროვასკულარულ დარღვევებს) არის ამ პრეპარატების მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.

ბიოქიმიური მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებენ ვენური ან არტერიული თრომბოზისადმი მემკვიდრეობით ან შეძენილ მიდრეკილებაზე, მოიცავენ შემდეგს: რეზისტენტობა გააქტიურებული ცილის C-ს მიმართ, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტითრომბინ III დეფიციტი, ცილის C დეფიციტი, პროტეინის S დეფიციტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (კარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი).

რისკისა და სარგებლის თანაფარდობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შესაბამისი მდგომარეობის ადექვატურმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მასთან დაკავშირებული თრომბოზის რისკი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს თრომბოზისა და თრომბოემბოლიის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე დაბალდოზირებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი).

სიმსივნეები

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პერსისტირებადი პაპილომავირუსული ინფექცია. არსებობს შეტყობინებები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის გარკვეული ზრდის შესახებ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენებისას. თუმცა, კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან არ არის დამტკიცებული. განიხილება ამ მონაცემების ურთიერთკავშირის შესაძლებლობა საშვილოსნოს ყელის დაავადებების სკრინინგთან ან სექსუალური ქცევის თავისებურებებთან (კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების უფრო იშვიათი გამოყენება).

54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე მომატებული ფარდობითი რისკი, რომელიც დიაგნოზირებულია ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (ფარდობითი რისკი 1,24). გაზრდილი რისკი თანდათან ქრება ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღინიშნება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზირების რიცხვის ზრდა ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს ან ახლახან იღებდნენ, უმნიშვნელოა ამ დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში. მისი კავშირი კოკ-ების მიღებასთან არ არის დამტკიცებული. რისკის დაფიქსირებული ზრდა ასევე შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს სათანადო დაკვირვების და უფრო ადრეული დიაგნოსტირების შედეგი ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, სქესობრივი ჰორმონების ბიოლოგიური ეფექტების ან ორივეს კომბინაციის შედეგი. ქალებში, რომლებიც ოდესმე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ ისინი.

იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე, აღინიშნებოდა კეთილთვისებიანი და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში - ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარების დროს.

ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

სხვა მდგომარეობები

პროგესტინული კომპონენტი პრეპარატ ვიდორაში® არის ალდოსტერონის ანტაგონისტი კალიუმის შემნახველი თვისებებით. უმეტეს შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კალიუმის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში. კლინიკურ კვლევებში, ზოგიერთ პაციენტში თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობით და კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, დროსპირენონის მიღებისას კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ოდნავ იზრდებოდა. ამიტომ, პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და კალიუმის საწყისი კონცენტრაციის ნორმის ზედა ზღვარზე არსებოსას, განსაკუთრებით კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალები (ან ამ მდგომარეობის არსებობისას ოჯახურ ანამნეზში) კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს პანკრეატიტის განვითარების გაზრდილი რისკი. იმისდა მიუხედავად, რომ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება აღწერილია ბევრ ქალში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა იშვიათად დაფიქსირდა. თუმცა, თუ პრეპარატის მიღების ფონზე ვითარდება არტერიული წნევის მდგრადი კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება, ამ პრეპარატების გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. თუ არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწევა ჰიპოტენზიული თერაპიით, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს.

შემდეგი მდგომარეობები, შეტყობინებების მიხედვით, ვითარდება ან უარესდება როგორც ორსულობის დროს, ასევე კოკ-ის მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი კოკ-ის მიღებასთან არ არის დამტკიცებული: ქოლესტაზური სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენჰამის ქორეა; გესტაციური ჰერპესი; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან. ასევე აღწერილია ენდოგენური დეპრესიის მიმდინარეობის გაუარესების, ეპილეფსიის, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის შემთხვევები კოკ-ების გამოყენების ფონზე.

ანგიონევროზული შეშუპების მემკვიდრეობითი ფორმების მქონე ქალებში ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.

ღვიძლის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შეიძლება საჭირო გახადოს პრეპარატის მოხსნა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე. ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების დროს, საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

მიუხედავად იმისა, რომ კოკ-ებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინრეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე გლუკოზისადმი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ კოკ-ს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი), როგორც წესი, ჰიპერგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია არ არის საჭირო. თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალები სათანადო დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ კოკ-ების მიღებისას.

ზოგჯერ ქლოაზმა შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ქალებში ორსულთა ქლოაზმით ანამნეზში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმისადმი, პრეპარატ ვიდორას® მიღებისას უნდა მოერიდონ მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას.

ლაბორატორიული ტესტები

პრეპარატმა ვიდორა® მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე, ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის, პლაზმაში სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციის, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლების, სისხლის შედედების პარამეტრების და ფიბრინოლიზის ჩათვლით. ცვლილებები, როგორც წესი, არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების საზღვრებს. დროსპირენონი ზრდის პლაზმის რენინის აქტივობას და ალდოსტერონის კონცენტრაციას, რაც დაკავშირებულია მის ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტთან.

ეფექტურობის შემცირება

პრეპარატ ვიდორას® ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში: ტაბლეტების გამოტოვებისას, კუჭ-ნაწლავის დარღვევების ან მედიკამენტური ურთიერთქმედების შედეგად.

მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის სიხშირე და გამოხატულება

პრეპარატ ვიდორას® გამოყენების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული (აციკლური) სისხლდენა საშოდან (სისხლიანი გამონადენი და/ან საშვილოსნოდან მასიური სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის შეფასება უნდა ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენს პრეპარატის მიღების დაახლოებით 3 ციკლს. თუ არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად.

ზოგიერთ ქალს შესაძლოა არ განუვითარდეს „მოხსნის“ სისხლდენა ტაბლეტების მიღებაში შესვენების დროს. თუ პრეპარატი ვიდორა® მიღებული იქნა რეკომენდაციების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი ორსულად იყოს. მიუხედავად ამისა, პრეპარატის არარეგულარული გამოყენებისას და ზედიზედ ორი მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობის შემთხვევაში, ორსულობა უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე.

სამედიცინო გამოკვლევები

პრეპარატ ვიდორას® გამოყენების დაწყებამდე ან მიღების განახლებამდე აუცილებელია გაეცნოთ ცხოვრების ანამნეზს, ქალის ოჯახურ ანამნეზს, ჩაატაროთ საფუძვლიანი ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა, გამორიცხოთ ორსულობა. კვლევების მოცულობა და საკონტროლო გამოკვლევების სიხშირე უნდა ეფუძნებოდეს სამედიცინო პრაქტიკის არსებულ სტანდარტებს, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების აუცილებელი გათვალისწინებით. როგორც წესი, იზომება არტერიული წნევა, გულისცემა, განისაზღვრება სხეულის მასის ინდექსი, მოწმდება სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობა, საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევის (პაპანიკოლაუს ტესტი) ჩათვლით. როგორც წესი, საკონტროლო გამოკვლევები უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1-ჯერ 6 თვეში.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი ვიდორა® არ იცავს აივ ინფექციისა (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან!

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

არ შესწავლილა.

არ გამოვლენილა არასასურველი გავლენის შემთხვევები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის მიღებისას.

პირობები, რომლებიც საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას:

  • ჯანმრთელობის ნებისმიერი ცვლილება, განსაკუთრებით ნაწილებში „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილით გამოყენება“ ჩამოთვლილი მდგომარეობების აღნიშვნა;
  • ლოკალური დაკვრივება სარძევე ჯირკვალზე;
  • სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება (იხილეთ აგრეთვე ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები“);
  • თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად, ქვედა კიდურზე დადებულია გიფსი), დაგეგმილია ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (სავარაუდო ოპერაციამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე);
  • უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა საშოდან;
  • გამოტოვებულია ტაბლეტის მიღება შეფუთვიდან პირველ კვირაში და მანამდე ადგილი ჰქონდა სქესობრივ აქტს შვიდი ან ნაკლები დღით ადრე;
  • ორჯერ ზედიზედ მორიგი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა ან ორსულობაზე ეჭვი (არ დაიწყოთ ტაბლეტების მიღება შემდეგი პაკეტიდან ექიმთან კონსულტაციამდე).

საჭიროა ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვა, თუ არსებობს თრომბოზის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის შესაძლო ნიშნები: უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის უკან, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელში; უეცარი ქოშინი, უჩვეულო, ძლიერი და გახანგრძლივებული თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა ან გაორება თვალებში; გაურკვეველი მეტყველება; სმენის, ყნოსვის ან გემოს უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან გულისწასვლა; სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ნებისმიერ ნაწილში; ძლიერი ტკივილი მუცლის არეში; ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურში ან რომელიმე ქვედა კიდურის უეცარი შეშუპება.

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 3 მგ + 0,03 მგ.

21 აქტიური ტაბლეტი და 7 პლაცებო ტაბლეტი PVC/PVDC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი (მესაკუთრე).

ზენტივა k.s., ჩეხეთის რესპუბლიკა

Kabelovna 130, 102 37, პრაღა 10, Dolni Mecholupy, ჩეხეთის რესპუბლიკა.

მწარმოებელი

წარმოების პროცესის ყველა ეტაპი

ლაბორატორიოს ლეონ ფარმა S.A.

კაიე ლა ვალინია, პოლიგონო ინდუსტრიალ ნავატეჰერა, 24008-ვილაკვილამბრე

(ლეონი, ესპანეთი).

ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეტენზიებს მომხმარებლებისგან

შპს „ზენტივა ფარმა“, რუსეთი.

127055, მოსკოვი, ქ. ნოვოსლობოდსკაია,

სახლის 31, შენობა 4, ​​ოთახი VI,

ტელ: +7 (499) 350-13-48.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა