ვიდორა მიკრო
Vidora® micro
• კონტრაცეფცია. • კონტრაცეფცია და საშუალო ხარისხის სიმძიმის აკნეს (acne vulgaris) მკურნალობა. • კონტრაცეფცია და მძიმე ფორმის პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეთინილესტრადიოლი (ethinylestradiol) + დროსპირენონი (drospirenone)
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ+0,02მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (3მგ+0,02მგ აპკიანი გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტი №24 + თეთრი პლაცებო ტაბლეტი №4) №84 (3X28)
- მწარმოებელი
- Laboratorios Leon Farma, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
- ATC კოდი
- G03AA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037498
- რეგისტრირებულია
- 9 მარტი 2023, მოქმედებს 11 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ZENTIVA, k.s. (ჩეხეთი)
- განმცხადებელი
- შპს „აქტაფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვიდორა მიკრო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- კონტრაცეფცია.
- კონტრაცეფცია და საშუალო ხარისხის სიმძიმის აკნეს (acne vulgaris) მკურნალობა.
- კონტრაცეფცია და მძიმე ფორმის პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით, მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, 1 ტაბლეტი დღეში, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაწყებული ჰორმონების შემცველი ტაბლეტებით (ვარდისფერი ტაბლეტები), სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს, განუწყვეტლივ 28 დღის განმავლობაში. პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით და 7 პლაცებო ტაბლეტს, მიღების თანმიმდევრობაა: 21 დღე - ტაბლეტები ჰორმონებით (ვარდისფერი ტაბლეტები), შემდეგ 7 დღე - პლაცებო ტაბლეტები (თეთრი ფერის ტაბლეტები). პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 24 ტაბლეტს ჰორმონებით და 4 პლაცებო ტაბლეტს, მიღების თანმიმდევრობაა: 24 ტაბლეტები ჰორმონებით, შემდეგ 4 დღე - პლაცებო ტაბლეტები. პლაცებო ტაბლეტების მიღებისას, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონებს (თეთრი ფერის), აღინიშნება მენსტრუქციის მსგავსი სისხლდენა. ის ჩვეულებრივ იწყება ჰორმონით ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყებამდე. პრეპარატის მიღება ყოველი მომდევნო შეფუთვიდან იწყება შესვენების გარეშე მეორე დღეს, როგორც კი მთავრდება ტაბლეტები წინა შეფუთვაში.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით და 7 პლაცებო ტაბლეტს, და პრეპარატის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 24 ტაბლეტს ჰორმონებით და 4 პლაცებო ტაბლეტს, მიღების რეჟიმები განსხვავდება და განისაზღვრება ქალის ინდივიდუალური თავისებურებებით და მენსტრუალური ციკლის და ფოლიკულური ფაზის ხანგრძლივობით. პრეპარატის მიღების სქემის დარღვევა ზრდის არასასურველი ორსულობის რისკს.
წინა თვეში რაიმე ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალების არ მიღების შემთხვევაში, პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღება დაწყებული უნდა იქნას მენსტრუალური ციკლის 1-ლ დღეს (მენსტრუალური სისხლდენის 1-ლ დღეს). დასაშვებია მიღების დაწყება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება პირველი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო ერთი რეჟიმიდან სხვა რეჟიმზე გადასვლა:
პრეპარატი ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით და 7 პლაცებო ტაბლეტს, და პრეპარატი ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 24 ტაბლეტს ჰორმონებით და 4 პლაცებო ტაბლეტს, არ არიან თერაპიულად იდენტურები, რადგანაც მათი მიღებისას განსხვავდება მოქმედი ნივთიერებების საკურსო (ციკლური) დოზა.
რეკომენდაციები პრეპარატის ვიდორა® მიკრო დოზირების ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლისას ანალოგიურია რეკომენდაციებისა სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღებაზე გადასვლილსას და წარმოდგენილია ქვემოთ.
უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღების სქემის დაცვა ოპტიმალური ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გადასვლა სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები, ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური სალბუნი)
სასურველია პრეპარატის მიღება დაიწყოს ბოლო ტაბლეტის ჰორმონებით მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღისა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (21 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის) ან ბოლო პლაცებო ტაბლეტის მიღების შემდეგ (რომელიც არ შეიცავს ჰორმონებს, 28 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისათვის შეფუთვაში).
პრეპარატის ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღება დაწყებული უნდა იქნას ვაგინალური რგოლის ან სალბუნის მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს დღისა, როდესაც შეყვანილი იქნა ახალი რგოლი ან დაწეპებული ახალი სალბუნი.
გადასვლა ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ გესტაგენებს („მინი-პილი“, საინექციო ფორმები, კანქვეშა იმპლანტები და ინტრაუტერიული სისტემები გესტაგენის კონტროლირებადი გამოთავისუფლებით).
„მინი-პილიდან“ გადასვლისას პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტანტებიდან ან გესტაგენით ინტრაუტერიული სისტემიდან - იმპლანტის ან საშვილოსნოსშიდა სისტემის ამოღების დღეს, საინექციო ფორმიდან - იმ დღიდან, როცა შემდეგი ინექცია უნდა გაკეთებულიყო. ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის დამატებით გამოყენება პრეპარატის ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.
ქალს შეუძლია პრეპარატის მიღების დაწყება დაუყოვნებლივ ორსულობის პირველ ტრიმესტრში სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ. ამ პირობის დაცვისას, ქალს არ სჭირდება დამატებითი კონტრაცეპტული ზომები.
მშობიარობის (ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში) ან II ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღების დაწყება რეკომენდირებულია მშობიარობიდან არა უადრეს 21-28 დღისა (ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში) ან II ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის (მათ შორის სპონტანურის) შემდეგ. თუ მიღება მოგვიანებით დაიწყება, საჭიროა დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ სქესობრივი კავშირი მოხდა პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ორსულობა უნდა გამოირიცხოს ან უნდა დაელოდოთ პირველ მენსტრუაციას.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღების შეწყვეტა
პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დროს. თუ ქალი არ გეგმავს ორსულობას ან ქალისთვის ორსულობა უკუნაჩვენებია, რადგან ის ღებულობს ნაყოფისთვის პოტენციურად საზიანო მედიკამენტებს, ექიმთან კონტრაცეფციის სხვა მეთოდები უნდა იქნას განხილული.
თუ ქალი გეგმავს ორსულობას, რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ბუნებრივი მენსტრუალური სისხლდენის დალოდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაორსულების მცდელობა. ეს დაგეხმარებათ ორსულობის ვადის და მშობიარობის დროის უფრო ზუსტად გამოთვლაში.
ტაბლეტების მიღების გამოტოვება, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონებს (პლაცებო)
პლაცებოს (თეთრი) ტაბლეტების გამოტოვება შეიძლება იგნორირებული იყოს და არანაირი ზომების მიღება არ არის საჭირო. გამოტოვებული ტაბლეტები უნდა განადგურდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული პლაცებო ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტების) მიღების პერიოდის უნებურად გახანგრძლივება.
ჰორმონების შემცველი გამოტოვებული ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ ჰორმონებით (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება და მორიგი ტაბლეტის მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე ნაკლები, კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება. გამოტოვებული ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში.
თუ შემდეგი ტაბლეტის მიღების დაგვიანება 12 საათზე მეტია (ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ინტერვალი 36 საათზე მეტია), კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. რაც უფრო მეტი ტაბლეტი გამოტოვებულია ზედიზედ და რაც უფრო ახლოსაა ეს გამოტოვება პრეპარატის 7-დღიან შესვენებასთან ჰორმონებით (ვერდისფერი) ტაბლეტების მიღებაში, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის ალბათობა, ვინაიდან პრეპარატის 7 დღე უწყვეტი მიღება საჭიროა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ადეკვატური დათრგუნვის მისაღწევად. ასეთ სიტუაციებში შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:
- პრეპარატის მიღების 1-ლ კვირას
გამოტოვებული ტაბლეტი ჰორმონებით (ვარდისფერი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. დამატებით უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში. თუ სქესობრივი კავშირი მოხდა მომდევნო ტაბლეტის მიღების გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, უნდა განიხილებოდეს ორსულობის დადგომის ალბათობა.
- პრეპარატის მიღების მე-2 კვირას
გამოტოვებული ტაბლეტი ჰორმონით (ვარდისფერი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. თუ 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უძღვის მიღებაში პირველ გამოტოვებას, ყველა ტაბლეტი სწორად იქნა მიღებული, არ არის საჭირო კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ორი ან მეტი ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში.
- პრეპარატის მიღების მე-3 და მე-4 კვირეებში
თუ გამოტოვებთ პრეპარატის მიღებას მე-3 ან მე-4 კვირას, აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება (თუნდაც ეს ნიშნავდეს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას).
არ შეიძლება ჰორმონებით (ვარდისფერი ტაბლეტები) 2 ტაბლეტზე მეტი მიღება 1 დღის განმავლობაში!
შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულ რეჟიმში, სანამ ტაბლეტები ფორმონებით არ დამტავრდება შეფუთვაში. პლაცებოს ტაბლეტები (თეთრი) უნდა განადგურდეს და შესვენების გარეშე დაიწყოთ პრეპარატის ვიდორა® მიკროს შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება.
დამატებით, უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
ქალს ასევე შეუძლია შეწყვიტოს ჰორმონების შემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება მიმდინარე შეფუთვიდან. შემდეგ მას შეუძლია შესვენების გაკეთება 7 დღით (პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით) ან 4 დღით (პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო 24 ტაბლეტით ჰორმონებით) შესაბამისად, ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით, შემდეგ დაიწყოს პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღება ახალი შეფუთვიდან.
დიდი ალბათობით, მეორე შეფუთვის დასრულებამდე არ იქნება „მოხსნის“ სისხლდენა, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან საშვილოსნოდან „მოხსნის“ სისხლდენა პრეპარატის მიღების დღეებში მეორე შეფუთვიდან. თუ ქალმა გამოტოვა ჰორმონების შემცველი ტაბლეტების მიღება და პლაცებოს ტაბლეტების მიღებისას არ აღინიშნებოდა „მოხსნის“ სისხლდენა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.
რეკომენდაცია კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების დროს
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე დარღვევების დროს, შეწოვა შეიძლება იყოს არასრული, ამიტომ უნდა იქნას მიღებული დამატებითი კონტრაცეპტული ზომები.
თუ ღებინება ან დიარეა მოხდა ჰორმონების შემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღებიდან 4 საათის განმავლობაში, უნდა იხელმძღვანელოთ რეკომენდაციებით ტაბლეტების გამოტოვების დროს. თუ ქალს არ სურს შეცვალოს მიღების ჩვეული სქემა და გადადოს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყება კვირის სხვა დღეს, უნდა მიიღოს ჰორმონების შემცველი დამატებითი ტაბლეტი სხვა შეფუთვიდან.
მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დღის შეცვლა
მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დადგომის გადავადებისათვის ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება პრეპარატის ვიდორა® მიკრო მომდევნო შეფუთვიდან, მიმდინარე პაკეტიდან პლაცებო ტაბლეტის (თეთრი ფერის ტაბლეტები) გამოტოვებით. ამრიგად, პრეპარატის მიღების ციკლი, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს ნებისმიერი ვადით, სანამ არ ამოიწურება ჰორმონების შემცველი ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან. მეორე შეფუთვიდან პრეპარატის მიღების ფონზე ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს სისხლიანი გამონადენი ან „მასიური“ სისხლდენა საშვილოსნოდან. პრეპარატის ვიდორა® მიკრო რეგულარული მიღება განახლდება პლაცებოს ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ.
მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების კვირის სხვა დღეს გადასატანად ქალმა უნდა შეამციროს პლაცებო ტაბლეტების მიღების ხანგრძლივობა დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ქალს არ ექნება „მოხსნის“ სისხლდენა და, მომავალში, ექნება სისხლიანი გამონადენი და „მასიური“ სისხლდენა ტაბლეტების მიღების დროს მეორე შეფუთვიდან.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებულ კლინიკურ ჯგუფებში გამოყენების შესახებ
გამოყენება 18 წლამდე მოზარდ გოგონებში
პრეპარატი ვიდორა® მიკრო ნაჩვენებია მხოლოდ მენარქეს დადგომის შემდეგ. არსებული მონაცემები არ მიუთითებენ დოზის კორექციის საჭიროებაზე პაციენტების ამ ჯგუფში.
ხანდაზმული ასაკის ქალები
პრეპარატი ვიდორა® მიკრო არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი ვიდორა® მიკრო უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის მძიმე ხარისხის მწვავე ან ქრონიკული დაავადებით, ღვიძლის უკმარისობით (ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე) (იხილეთ აგრეთვე ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი ვიდორა® მიკრო უკუნაჩვენებია ქალებში თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობით ან თირკმლის მწვავე უკმარისობით (იხ. აგრეთვე ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
უკუჩვენებები
პრეპარატის ვიდორა® მიკროს მიღება უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების/მდგომარეობების/რისკ-ფაქტორების არსებობისას:
- ვენური თრომბოზი ან თრომბოემბოლია, მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ამჟამად ან ანამნეზში.
- არტერიული თრომბოზი ან თრომბოემბოლია - ამჟამად ან ანამნეზში, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი; პროდრომული პირობები (გარდამავალი იშემიური შეტევა, სტენოკარდია).
- გამოვლენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, აქტიური პროტეინი C-ს მიმართ რეზისტენტობის, ჰიპერჰომოცისტეინემიის, ანტითრომბინ III დეფიციტის, პროტეინ C დეფიციტის, პროტეინ S დეფიციტის, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების (კარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი) ჩათვლით.
- გამოხატული ან მრავალრიცხოვანი ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორების არსებობა (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითთებები“) ან ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობა, როგორიცაა:
- შაქრიანი დიაბეტი დიაბეტური ანგიოპათიით;
- უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია;
- მძიმე დისლიპოპროტეინემია.
- მოცულობითი ქირურგიული ჩარევები ხანგრძლივი იმობილიზაციით ან ფართომასშტაბიანი ტრავმა.
- ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის მძიმე ხარისხის მწვავე ან ქრონიკული დაავადებები (ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე).
- ღვიძლის სიმსივნეების (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში.
- ჰორმონდამოკიდებული, მათ შორის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის, ავთვისებიანი დაავადებების არსებობა ან მათზე ეჭვი.
- შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით ამჟამად ან ანამნეზში.
- გენიტალური ტრაქტიდან სისხლდენა გაურკვეველი ეტიოლოგიის.
- ჰიპერმგრძნობელობა დროსპირენონის, ეთინილესტრადიოლის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ორსულობა, მათ შორის სავარაუდო.
- ძუძუთი კვების პერიოდი.
- მძიმე ხარისხის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ან მწვავე თირკმლის უკმარისობა.
- ომბიტასვირის, პარიტაპრევირის, დასაბუვირის ან ამ ნივთიერებების კომბინაციის შემცველი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ საშუალებებთან ერთად გამოყენება.
- ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს).
თუ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება/მდგომარეობა ან რისკ-ფაქტორი პირველად გამოვლინდა ან განვითარდა პრეპარატის გამოყენების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სიფრთხილით
თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა/დაავადება ან რისკის ფაქტორი ამჟამად არსებობს, მაშინ საჭიროა პერორალური კონტრაცეპტივების, მათ შორის პრეპარატის ვიდორა® მიკროს, გამოყენების პოტენციური რისკის და მოსალოდნელი სარგებელის სათანადო შეფასება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად:
- თრომბოზისა და თრომბოემბოლიების განვითარების რისკის ფაქტორები: მოწევა; თრომბოზები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებროვასკულური დარღვევა 50 წელზე ნაკლები ასაკის ნებისმიერ ახლო ნათესავში; სიმსუქნე; დისლიპოპროტეინემია; კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; შაკიკი; გულის სარქვლების გაურთულებელი მანკები; გულის რითმის დარღვევა.
- სხვა დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები: შაქრიანი დიაბეტი; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი; ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ასევე ზედაპირული ვენების ფლებიტი.
- მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება.
- ჰიპერტრიგლიცერიდემია.
- ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დაავადებები ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალური მაჩვენებლების დროს.
- დაავადებები, რომლებიც პირველად გაჩნდა ან გაუარესდა ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების ფონზე (მაგალითად, სიყვითლე, ქოლესტაზი, ქოლელითიაზი, ოტოსკლეროზი სმენის დაქვეითებით, პორფირია, გესტაციური ჰერპესი, სიდენჰამის ქორეა).
- მშობიარობის შემდგომი პერიოდი.
- ეპილეფსია, დეპრესია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა პრეპარატზე ვიდორა® მიკრო
შესაძლოა ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ მიკროსომურ ფერმენტებს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სქესობრივი ჰორმონების კლირენსი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოდან მასიური სისხლდენები და/ან კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითება.
მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება კომბინირებული გამოყენების უკვე რამდენიმე დღის შემდეგ. ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატის მოხსნის შემდეგ, ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს 4 კვირის განმავლობაში.
მოკლევადიანი თერაპია
ქალებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ასეთი პრეპარატებით, პრეპარატის ვიდორა® მიკრო დამატებად, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება ან კონტრაცეფციის სხვა არაჰორმონალური მეთოდის არჩევა. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი გამოყენებული უნდა იქნას თანმხლები პრეპარატების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე მათი მოხსნიდან 28 დღის განმავლობაში. თუ აუცილებელია პრეპარატის - ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინდუქტორის გამოყენების გაგრძელება იმის შემდეგ, რაც დასრულებულია ჰორმონის შემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება, გამოტოვებული უნდა იქნას არაჰორმონშემცველი (თეთრი) ტაბლეტების მიღება და პრეპარატის ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღების დაწყებული იქნას ახალი შეფუთვიდან.
გრძელვადიანი თერაპია
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ღვიძლის ფერმენტის პრეპარატებს, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.
ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კომბინაციის დროსპერინონის+ეთინილესტრადიოლი კლირენსს (რომლებიც ასუსტებენ ეფექტურობას ფერმენტის ინდუქციის გზით): ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ბოზენტანი, სამკურნალო საშუალებები აივ-ინფექციის სამკურნალოდ (რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი) და, შესაძლოა, ასევე ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი, აგრეთვე კრაზანას შემცველი პრეპარატები.
დროსპერინონი+ეთინილესტრადიოლის კომბინაციის კლირენსზე განსხვავებული ზემოქმედების მქონე ნივთიერებები.
დროსპერინონის+ეთინილესტრადიოლის კომბინაციასთან ერთად გამოყენებისას აივ პროტეაზას ან C ჰეპატიტის ვირუსის ბევრ ინჰიბიტორს და უკუ ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ როგორც გაზარდონ, ისე შეამცირონ ესტროგენის ან პროგესტოგენის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გავლენა შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (ფერმენტის ინჰიბიტორები)
CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებმა, როგორიცაა აზოლის ანტიმიკოტიკები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ვერაპამილი, მაკროლიდები (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი), დილთიაზემი და გრეიფრუტის წვენი, შეძლება გაზარდონ ესტროგენის ან პროგესტოგენის, ან ორივეს, პლაზმური კონცენტრაციები.
ნაჩვენები იყო, რომ ეტორიკოქსიბი 60 და 120 მგ/დღეში დოზებით, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ 0,035 მგ ეთინილესტრადიოლს, ზრდის ესტრადიოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 1,4 და 1,6-ჯერ შესაბამისად.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რაც იწვევს მათი კონცენტრაციის ზრდას (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირებას (მაგალითად, ლამოტრიჯინი) სისხლის პლამაზასა და ქსოვილებში.
In vitro დროსპირენონს შეუძლია სუსტად ან ზომიერად დათრგუნოს ციტოქრომ P450 CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ფერმენტები.
მოხალისე ქალებში in vivo ურთიერთქმედების კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მკურნალობდნენ ომეპრაზოლით, სიმვასტატინით ან მიდაზოლამით, მარკერული სუბსტრატების სახით, შეიძლება დავასკვნათ, რომ 3 მგ დროსპირენონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 ფერმენტებით, ნაკლებად სავარაუდოა.
In vitro ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 შექცევად ინჰიბიტორს, ასევე CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2 შეუქცევად ინჰიბიტორს. კლინიკურ კვლევებში ეთინილესტრადიოლის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივის დანიშვნა არ იწვევდა CYP3A4 სუბსტრატების (მაგალითად, მიდაზოლამის) კონცენტრაციების რაიმე მატებას ან იწვევდა მხოლოდ უმნიშვნელო მატებას სისხლის პლაზმაში, ხოლო CYP1A2 სუბსტრატების პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს ოდნავ (მაგალითად, თეოფილინი) ან ზომიერად (მაგალითად, მელატონინი და ტიზანიდინი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს დროსპირენონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის მიღება უკუნაჩვენებია. თუ ორსულობა დადგინდა პრეპარატის ვიდორა® მიკრო გამოყენების ფონზე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მისი მიღება. მრავალრიცხოვანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა არც განვითარების დეფექტების გაზრდილი რისკი ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ქალების მიერ, რომლებიც ორსულობამდე იღებდნენ სასქესო ჰორმონებს, და არც ტერატოგენული ეფექტის არსებობა, როდესაც სასქესო ჰორმონების მიღება ხდებოდა გაუფრთცხილებლობით ორსულობის ადრეულ ვადებზე.
ძუძუთი კვების პერიოდი
პრეპარატის ვიდორა® მიკრო, ისევე, როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამ, შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. სასქესო ჰორმონების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობამ შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში და გავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ გამოვლენილა არასასურველი გავლენის შემთხვევები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის მიღებისას.
გვერდითი მოვლენები
იყო შეტყობინებები შემდეგი ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციების შესახებ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინაციას დროსპირენონი+ეთინილესტრადიოლი, „კონტრაცეფცია“ და „კონტრაცეფცია და საშუალო სიმძიმის ხარისხის აკნეს (acne vulgaris) მკურნალობა“ ჩვენებების მიხედვით: გულისრევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, საშვილოსნოდან არარეგულარული სისხლდენა, დაუზუსტებელი გენეზის სისხლდენა გენიტალური გზებიდან. ეს გვერდითი რეაქციები აღენიშნა ქალების 3%-ზე მეტს. პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინაციას დროსპერინონი + ეთინილესტრადიოლი, ჩვენების მიხედვით „კონტრაცეფცია და მძიმე ფორმის პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა“, იყო შეტყობინებები შემდეგი ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციების შესახებ (ქალების 10%-ზე მეტში): გულისრევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, არარეგულარული სისხლდენა საშვილოსნოდან.
სერიოზული გვერდითი რეაქციებია არტერიული თრომბოემბოლია და ვენური თრომბოემბოლია.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლებელია დროსპერინონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენებისას, განაწილებულია სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით, მათი გამოვლენის სიხშირის მითითებით ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით: ხშირად (≥ 1/100 და <1/10), არახშირად (≥ 1/1000 და <1/100 ), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000) და სიხშირე უცნობია (აღნიშვნის სიხშირე ვერ დადგინდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისტემურ-ორგანული კლასი (ვერსია MedDRA: 9.1)
ხშირად
(≥ 1/100 – <
1/10)
არახშირად
(≥ 1/1000 - <
1/100)
იშვიათად
(≥ 1/10000 - <
1/1000)
სიხშირე უცნობია
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
კანდიდოზი
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქცია
ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
მადის მომატება
ანორექსია
ჰიპერკალიემია
ჰიპონატრიემია
ფსიქიკის დარღვევები
ემოციური ლაბილურობა
ნერვოზულობა
ძილიანობა
დეპრესია
ანორგაზმია
უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პარესთეზია
ვერტიგო
ტრემორი
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
კონიუქტივიტი
თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალე
მხედველობის დარღვევები
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
არტერიული წნევის მატება
შაკიკი
ფლებიტი
სისხლდენა ცხვირიდან
გულისწასვლა
ვენური თრომბოემბოლია
არტერიული თრომბოემბოლია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
მუცლის ტკივილი
ღებინება
დისპეფსია
მეტეორიზმი
გასტრიტი
დიარეა
მუცლის შებერილობა
მუცელში სიმძიმის შეგრძნება
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
პირის ღრუს კანდიდოზი
ყაბზობა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
სანაღვლე გზების დისკინეზია
ქოლეცისტიტი
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
აკნე
ქავილი
გამონაყარი
ქლოაზმა
ეგზემა
ალოპეცია
აკნეს დერმატიტი
კანის სიმშრალე
კვანძოვანი ერითემა
ჰიპერტრიქოზი
სტრიები
კონტაქტური დერმატიტი
ფოტოდერმატიტი
კანისმიერი კვანძი
დარღვევები კანის მხრივ
მრავალფორმული ერითემა
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ზურგის ტკივილი
კიდურების ტკივილი
კუნთების კრუნჩხვები
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
სარძევე ჯირკვლების ტკივილი
მეტრორაგია*
მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობა
ვაგინალური კანდიდოზი
ტკივილი მცირე მენჯის არეში
სარძევე ჯირკვლების გადიდება
ფიბროზულ - კისტოზური წარმონაქმნები სარძევე ჯირკვალში
სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა სასქესო ტრაქტიდან*
გამონადენი სასქესო გზებიდან
„წამოხურება“ სიცხის შეგრძნებით
ვაგინიტი
მენსტრუაციის მსგავსი მტკივნეული სისხლდენა
მწირი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა
ძლიერი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა
საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
პათოლოგიური
პაპანიკოლაუს ტესტის შედეგები
დისპარეუნია
ვულვოვაგინიტი
პოსტკოიტალური სისხლდენა
„მოხსნის“
სისხლდენა
სარძევე ჯირკვლის კისტა
სარძევე ჯირკვლის ჰიპერპლაზია
ახალწარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში
საშვილოსნოს ყელის პოლიპი
ენდომეტრიუმის ატროფია
საკვერცხის კისტა
საშვილოსნოს გადიდება
ტესტის პატოლოგიური შედეგები პაპანიკოლაუს მიხედვით
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
ასთენია
გაძლიერებული ოფლიანობა
შეშუპებები (გენერალიზებული შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება)
შეუძლოდ ყოფნა
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სხეულის მასის გაზრდა
სხეულის მასის დაქვეითება
- არარეგულარული სისხლდენის სიხშირე მცირდება დროსპერინონი+ეთინილესტრადიოლის კომბინაციის მიღების ხანგრძლივობის მატებასთან ერთად.
დამატებითიი ინფორმაცია ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის, სარძევე ჯირკვლის კიბოს და ღვიძლის ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზიის შესახებ იხ. ასევე ნაწილებში „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები“.
დამატებითი ინფორმაცია
ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება ქალებში კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე:
სიმსივნეები
სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, რამდენადმე მომატებულია. იმასთან დაკავშირებით, რომ სარძევე ჯირკვლების კიბო იშვიათად აღინიშნება ქალებში 40 წლამდე, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის რაოდენობის ზრდა ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, არის უმნიშვნელო ამ დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში.
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი).
სხვა მდგომარეობები
ჰიპერტრიგლიცერიდემია (პანკრეატიტის გაზრდილი რისკი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას).
არტერიული წნევის მომატება.
მდგომარეობები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კომბინირებული პერორალურიი კონტრაცეპტივების მიღების დროს, მაგრამ მათი კავშირი არ არის დადასტურებული: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ქოლელითიაზი; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; გესტაციური ჰერპესი; სმენის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან.
ქალებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით, ესტროგენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს მისი სიმპტომები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.
ქლოაზმა.
ჭარბი დოზა
მონაცემები პრეპარატის ვიდორა® მიკრო ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მოზარდ გოგონებში შემთხვევით მიღებისას - სისხლიანი გამონადენი საშოდან მენარქეს დადგომამდე.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი, აქტიური ინგრედიენტებით, შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:
დროსპირენონი - 3,00 მგ, ეთინილესტრადიოლი (მიკრონიზირებული) - 0,02 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი - 44,00 მგ, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი - 38,40 მგ, პოვიდონი K-30 - 6,00 მგ, პოლისორბატი 80 - 0,90 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა - 1,20 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II ვარდისფერი - 2,82 მგ.
აპკიანი გარსის შემადგენლობა:
პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული - 40,000%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 24,240%; მაკროგოლი 3350 - 20,200%; ტალკი - 14,800%; რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (E172) - 0,370%; რკინის საღებავი წითელი ოქსიდი (E 172) - 0,360%; რკინის საღებავი შავი ოქსიდი (E172) - 0,030%.
1 პლაცებო ტაბლეტი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო ლაქტოზა - 89,50 მგ, პოვიდონი K-30 - 10,00 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II თეთრი - 4,00 მგ.
აპკიანი გარსის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი - 40,00%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 25,00%; მაკროგოლი/PEG 3350 - 20,20%; ტალკი (E553b) - 14,80%.
აღწერილობა:
ტაბლეტები მოქმედი ნივთიერებებით:
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით ღია ვარდისფერიდან ვარდისფერამდე.
პლაცებო ტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.
შენახვის პირობები
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაჩვენები იყო , რომ ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატების და პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან მათ კომბინაციას, ასოცირდება ალანინამინტრანსფერაზას კონცენტრაციის 5-ჯერზე მეტად ზრდასთან ჯანმრთელ პირებში ნორმის ზედა ზღვართან შედარებით და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ქალებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თირკმელების დაურღვეველი ფუნქციის მქონე პაციენტებში, დროსპირენონისა და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე. თუმცა, დროსპირენონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან ერთად არ არის შესწავლილი. ასეთ შემთხვევებში, კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უნდა შემოწმდეს პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
გამსაკუთრებული მითითებები
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა, დაავადება და რისკის ფაქტორი ამჟამად არსებობს, მაშინ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში გულდასმით უნდა იქნას აწონილი და განხილული ქალთან მანამდე, სანამ ის გადაწყვეტს პრეპარატის მიღების დაწყებას. რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობის, დაავადების ან რისკ-ფაქტორების გამწვავების, გაძლიერების ან პირველი გამოვლინების შემთხვევაში, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.
ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს კავშირის არსებობაზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების სიხშირის ზრდას შორის (როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები). ეს დაავადებები იშვიათად აღინიშნება.
მომატებული რისკი არსებობს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების თავდაპირველი გამოყენების შემდეგ ან გამოყენების განახლების შემდეგ პრეპარატის მიღებებს შორის 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ. დიდი პროსპექტიული კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს გაზრდილი რისკი უპირატესად არსებობს პირველი 3 თვის განმავლობაში. პროგესტაგენ ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველ პრეპარატებს გააჩნიათ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალი რისკი. ვენური თრომბოემბოლიის რისკი სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, დროსპერინონის+ეთინილესტრადიოლის კომბინაციის ჩათვლით, შეიძლება 2-ჯერ აღემატებოდეს ამ გართულების განვითარების რისკს. ვენური თრომბბოემბოლიის განვითარების უფრო მაღალი რისკის მქონე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების სასარგებლოდ არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ქალთან კონსულტაციის შემდეგ, რაც იძლევა იმაში დარწმუნების შესაძლებლობას, რომ მას სრულად ესმის ვენური თრომბოემბოლიის განვიტარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია დროსპერინონის + ეთინილ ესტრადიოლის კომბინაციის მიღებასთან, პრეპარატის ზეგავლენა რისკ-ფაქტორებზე, რომლებიც მას გააჩნია, ის, რომ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაქსიმალურია ასეთი პრეპარატების მიღების პირველ წელს.
ვენური თრომბოემბოლიის საერთო რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი) 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე არაორსულ პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მიუხედავად ამისა, ეს რისკი რჩება უფრო დაბალი ვენური თრომბოემბოლიის რისკთან შედარებით ორსულობის და მშობიარობის დროს.
ვენური თრომბოემბოლია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული (1-2% შემთხვევებში).
ვენური თრომბოემბოლია, რომელიც ვლინდება როგორც ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.
ძალიან იშვიათად კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ვითარდება სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის, ცერებრალური ვენების და არტერიების ან თვალის ბადურის სისხლძაღვების.
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები მოიცავენ შემდეგს: ქვედა კიდურის ცალმხრივი შეშუპება ან ქვედა კიდურის ვენის გასწვრივ, ტკივილი ან დისკომფორტი ქვედა კიდურში მხოლოდ დგომისას ან სიარულის დროს, ტემპერატურის ლოკალური მატება დაზიანებულ ქვედა კიდურში, კანის საფარის სიწითლე ან ფერის შეცვლა ქვედა კიდურზე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები მდგომარეობს შემდეგში: გაძნელებული ან გახშირებული სუნთქვა, უეცარი ხველა, ჰემოპტიზის ჩათვლით, მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმა ჩასუნთქვის დროს, შფოთვის შეგრძნება, ძლიერი თავბრუსხვევა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა. ზოგიერთი ამ სიმპტომებიდან (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც სხვა უფრო გავრცელებული და ნაკლებად მძიმე მდგომარეობის/დაავადების ნიშნები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექცია).
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, სისხლძარღვთა ოკლუზია ან მიოკარდიუმის ინფარქტი. ინსულტის სიმპტომები შემდეგია: უეცარი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა სახეზე, კიდურებში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს, ცნობიერების უეცარი არევა, მეტყველებისა და გაგების პრობლემები, მხედველობის უეცარი ერთი- ან ორმხრივი დაკარგვა, სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან მოძრაობათა კოორდინაციის დაკარგვა, უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე, გონების დაკარგვა ან გულისწასვლა კრუნჩხვების შეტევით ან მის გარეშე. სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები: უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურების მცირე ციანოზი, „მწვავე“ მუცელი.
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია: ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შეკუმშვის ან სისავსის შეგრძნება გულმკერდის არეში, მკლავში ან მკერდის უკან, დისკომფორტი ირადიაციით ზურგში, ყბაში, ხორხში, ხელში, კუჭში, ცივი ოფლი, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, შფოთვის შეგრძნება ან ქოშინი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
არტერიული თრომბოემბოლია შეიძლება სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.
ქალებში, რომლებსაც აქვთ რამდენიმე რისკ-ფაქტორის კომბინაცია ან ერთ-ერთი მათგანის მაღალი გამოხატულება, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში რისკის გაზრდის ხარისხი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ფაქტორების მარტივი შეჯამებისას. ამ შემთხვევაში ვიდორა® მიკროს მიღება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
იზრდება თრომბოზის (ვენური და/ან არტერიული) და თრომბოემბოლიის განვითარების რისკი:
- ასაკთან ერთად;
- მწეველებში (სიგარეტის რაოდენობის მატებასთან ან ასაკის მატებასთან ერთად, რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);
შემდეგის არსებობისას:
სიმსუქნე (სახეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი);
ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, თუ არსებობს ვენური ან არტერიული თრომბოზის/თრომბოემბოლიის ოჯახური ანამნეზი 50 წლამდე ასაკის ახლო ნათესავებში ან მშობლებში). მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილების შემთხვევაში, ქალს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა შესაბამისი სპეციალისტის მიერ, რათა გადაწყდეს საკითხი კომბინირებული პერორალური კონტარცეპტივების მიღების შესაძლებლობის შესახებ;
ხანგრძლივი იმობილიზაციის, სერიოზული ქორირგიული ჩარევის, ქვედა კიდურებზე, მენჯის მიდამოში ნებისმიერი ოპერაციის ან ნეიროქირურგიული ოპერაციული ჩარევის, ვრცელი მძიმე ტრავმის შემთხვევაში. ამ სიტუაციებში უნდა შეწყდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება (დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და მისი განახლება არ შეიძლება იმობილიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. დროებითი იმობილიზაცია (მაგალითად, საჰაერო მგზავრობა 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში) ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით თუ არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები.
დისლიპოპროტეინემია;
არტერიული ჰიპერტენზია;
შაკიკი;
გულის სარქველების დაავადებები;
წინაგულების ფიბრილაცია.
10,000 ქალიდან დაახლოებით 9-12-ში, რომლებიც იღებენ დროსპერინონის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, შეიძლება განვითარდეს ვენური თრომბოემბოლია ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როცა ლევონორგესტრელის შემცველი კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებისთვის, ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 6 10000 ქალიდან.
საკითხი ვარიკოზული ვენების გაფართოვების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში საკამათო რჩება.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა ასევე შეიძლება აღინიშნოს შაქრიანი დიაბეტის, სისტემური წითელი მგლურას, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის, ქრონიკული ნაწლავის ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს.
შაკიკის სიხშირისა და სიმძიმის მატება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს (რაც შეიძლება წინ უძღოდეს ცერებროვასკულარულ მოვლენებს) არის ამ პრეპარატების მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.
ბიოქიმიური ინდიკატორები, რომლებიც მიუთითებენ ვენური ან არტერიული თრომბოზისადმი მემკვიდრეობით ან შეძენილ მიდრეკილებაზე, მოიცავენ შემდეგს: რეზისტენტობა გააქტიურებული ცილის C-ს მიმართ, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტითრომბინ III დეფიციტი, ცილის C დეფიციტი, პროტეინის S დეფიციტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი).
რისკისა და სარგებლის თანაფარდობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შესაბამისმა მდგომარეობის ადექვატურმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მასთან დაკავშირებული თრომბოზის რისკი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს თრომბოზისა და თრომბოემბოლიის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე დაბალდოზირებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი).
სიმსივნეები
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პერსისტირებადი პაპილომავირუსული ინფექცია. არსებობს შეტყობინებები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის გარკვეული ზრდის შესახებ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენებისას. თუმცა, კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან არ არის დამტკიცებული. განიხილება ამ მონაცემების ურთიერთკავშირის შესაძლებლობა საშვილოსნოს ყელის დაავადებების სკრინინგთან ან სექსუალური ქცევის თავისებურებებთან (კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების უფრო იშვიათი გამოყენება).
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე მომატებული ფარდობითი რისკი, რომელიც დიაგნოზირებულია ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (ფარდობითი რისკი 1,24). გაზრდილი რისკი თანდათან ქრება ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღინიშნება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზირების რიცხვის ზრდა ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს ან ახლახან იღებდნენ, უმნიშვნელოა ამ დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში. რისკის დაფიქსირებული ზრდა ასევე შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული დიაგნოსტირების შედეგი ქალებში, რონლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მათი სქესობრივი ჰორმონების ბიოლოგიური ეფექტების ან ორივეს კომბინაციის შედეგი. ქალებში, რომლებმაც ოდესმე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს გამოიუყენებიათ ისინი.
იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე, აღინიშნებოდა კეთილთვისებიანი და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარების დროს.
ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
სხვა მდგომარეობები
დროსპერინონი არის ალდოსტერონის ანტაგონისტი კალიუმის შემნახველი თვისებებით. უმეტეს შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კალიუმის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში. კლინიკურ კვლევებში, ზოგიერთ პაციენტში თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობით და კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, დროსპირენონის მიღებისას კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ოდნავ იზრდებოდა. ამიტომ, პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და კალიუმის საწყისი კონცენტრაციის ნორმის ზედა ზღვარზე არსებისას, განსაკუთრებით კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.
ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალები (ან ამ მდგომარეობის არსებობისას ოჯახურ ანამნეზში) კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს პანკრეატიტის განვითარების გაზრდილი რისკი. იმისდა მიუხედავად, რომ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება აღწერილია ბევრ ქალში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა იშვიათად დაფიქსირდა. თუმცა, თუ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღების ფონზე ვითარდება არტერიული წნევის მდგრადი კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება, კოკ-ის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. თუ არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწევა ანტიჰიპერტენზიული თერაპიით, კოკ-ის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს.
შემდეგი მდგომარეობები, შეტყობონებების მიხედვით, ვითარდება ან უარესდება როგორც ორსულობის დროს, ასევე კოკ-ის მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი კოკ-ის მიღებასთან არ არის დამტკიცებული: ქოლესტაზური სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; გესტაციური ჰერპესი; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან. ასევე აღწერილია კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის შემთხვევები კოკ-ების გამოყენების ფონზე.
ანგიონევროზული შეშუპების მემკვიდრეობითი ფორმების მქონე ქალებში ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ღვიძლის მწვავე ან ქრონიკულმა დისფუნქციამ შეიძლება საჭირო გახადოს კოკ-ის მოხსნა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების დროს, საჭიროებს კოკ-ების მიღების შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ კოკ-ებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინრეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე გლუკოზისადმი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ კოკ-ს როგორც წესი, ჰიპერგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია არ არის საჭირო. თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალები სათანადო დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ კოკ-ების მიღებისას.
ზოგჯერ ქლოაზმა შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ქალებში ორსულთა ქლოაზმით ანამნეზში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმისადმი, კოკ-ების მიღებისას უნდა მოერიდონ მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას.
დათრგუნული განწყობა და დეპრესია არის ცნობილი არასასურველი რეაქციები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას. დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული და არის ცნობილი რისკ-ფაქტორი სუიციდური ქცევისა და თვითმკვლელობისთვისა. ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ ექიმს, თუ განიცდიან განწყობის ცვლილებებს და დეპრესიის სიმპტომების აღნიშვნას, მათ შორის, პრეპარატ ვიდორა® მიკროს მიღების დაწყებიდან მალევე.
გავლენა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებზე:
კლინიკური კვლევების ჩატარებისას პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ C ვირუსული ჰეპატიტის თერაპიის კურსს (ომბიტასვირის, პარიტაპრევირის, რიტონავირის, დისაბუვირის შემცველი სამკურნალო პრეპარატების კომბინაცია რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე), ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის ზრდა ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად უფრო ხშირად რეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ კოკ-ებს. თუ საჭიროა ანტივირუსული პრეპარატების ამ კომბინაციით თერაპიის კურსის ჩატარება, პაციენტი, რომელიც იღებს კოკ დროსპერინონს + ეთინილესტრადიოლს, მკურნალობის დაწყებამდე გადაყვანილი უნდა იქნას კონტრაცეფციის ალტერნატიულ მეთოდებზე (არაჰორმონალური ან მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივები). დროსპერინონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის მიღების განახლება შესაძლებელია ანტივირუსული პრეპარატებით თერაპიის კურსის დასრულებიდან არა უადრეს 2 კვირის შემდეგ.
ლაბორატორიული ტესტები
კოკ-ების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე, ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მაჩვენებლების ჩათვლით, პლაზმაში სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციაზე, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლებზე, სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის პარამეტრებზე. ცვლილებები, როგორც წესი, არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების საზღვრებს. დროსპირენონი ზრდის პლაზმის რენინის აქტივობას და ალდოსტერონის კონცენტრაციას, რაც დაკავშირებულია მის ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტთან.
სამედიცინო გამოკვლევები
დროსპერინონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია გაეცნოთ ცხოვრების ანამნეზს, ქალის ოჯახურ ანამნეზს, ჩაატაროთ საფუძვლიანი ზოგადი სამედიცინო გამოკვლევა (მათ შორის არტერიული წნევის გაზომვა, გულისცემის გაზომვა, სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა) და გინეკოლოგიური გამოკვლევა (მათ შორის სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა და საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევა), გამორიცხოთ ორსულობა. დამატებითი კვლევების მოცულობა და შემდგომი გამოკვლევების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად. როგორც წესი, საკონტროლო გამოკვლევები უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1-ჯერ 6 თვეში.
ქალი გაფრთხილებული უნდა იქნას, რომ კოკ არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან!
ეფექტურობის შემცირება
კოკ-ების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში: ტაბლეტების გამოტოვებისას, რომლებიც შეიცავენ ჰორმონებს (ვარდისფერი), ღებინების და დიარეის დროს ან წამლების ურთიერთქმედების შედეგად.
მენსტრუალური ციკლის არასაკმარისი კონტროლი
კოკ-ების მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენა (სისხლიანი გამონადენი და/ან საშვილოსნოდან მასიური სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის შეფასება უნდა ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენს პრეპარატის მიღების დაახლოებით 3 ციკლს. თუ არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლის შემდეგ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დიაგნოსტიკური გამოკვლევა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად.
ზოგიერთ ქალს შესაძლოა არ განუვითარდეს „მოხსნის“ სისხლდენა ჰორმონის შემცველი ტაბლეტების მიღებაში შესვენების დროს. თუ დროსპერინონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაცია მიღებულ იქნა რეკომენდაციების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი ორსულად იყოს. მიუხედავად ამისა, პრეპარატის არარეგულარული გამოყენებისას და ზედიზედ ორი მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობის შემთხვევაში, ორსულობა უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ვიდორა® მიკრო
სავაჭრო დასახელება: ვიდორა® მიკრო
ჯგუფური დასახელება: დროსპირენონი + ეთინილესტრადიოლი
სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი, აქტიური ინგრედიენტებით, შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:
დროსპირენონი - 3,00 მგ, ეთინილესტრადიოლი (მიკრონიზირებული) - 0,02 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი - 44,00 მგ, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი - 38,40 მგ, პოვიდონი K-30 - 6,00 მგ, პოლისორბატი 80 - 0,90 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა - 1,20 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II ვარდისფერი - 2,82 მგ.
აპკიანი გარსის შემადგენლობა:
პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული - 40,000%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 24,240%; მაკროგოლი 3350 - 20,200%; ტალკი - 14,800%; რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (E172) - 0,370%; რკინის საღებავი წითელი ოქსიდი (E 172) - 0,360%; რკინის საღებავი შავი ოქსიდი (E172) - 0,030%.
1 პლაცებო ტაბლეტი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო ლაქტოზა - 89,50 მგ, პოვიდონი K-30 - 10,00 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,50 მგ, აპკიანი გარსი Opadry II თეთრი - 4,00 მგ.
აპკიანი გარსის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი - 40,00%; ტიტანის დიოქსიდი (E171) - 25,00%; მაკროგოლი/PEG 3350 - 20,20%; ტალკი (E553b) - 14,80%.
აღწერილობა:
ტაბლეტები მოქმედი ნივთიერებებით:
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით ღია ვარდისფერიდან ვარდისფერამდე.
პლაცებო ტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული კონტრაცეპტული საშუალება (ესტროგენი + გესტაგენი).
ათქ კოდი: G03AA12.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი ვიდორა® მიკრო არის კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალება ანტიმინერალოკორტიკოიდული და ანტიანდროგენული მოქმედებით.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტული (კოკ) პრეპარატების კონტრაცეპტული ეფექტი ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა და ენდომეტრიუმში ცვლილებები. სწორად გამოყენების შემთხვევაში პერლის ინდექსი (ორსულობათა რაოდენობა 100 ქალზე წელიწადში) შეადგენს 1-ზე ნაკლებს. ტაბლეტების გამოყენების გამოტოვების ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში, პერლის ინდექსი შეიძლება გაიზარდოს.
ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს, მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, მტკივნეული მენსტრუაციები აღინიშნება ნაკლებად ხშირად, მცირდება სისხლდენის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, რაც ამცირებს ანემიის განვითარების რისკს.
დროსპირენონს, რომელსაც შეიცავს პრეპარატი ვიდორა® მიკრო, გააჩნია სუსტი ანტიმინერალოკორტიკოიდული მოქმედება. ხელს უშლის წონის მატებას და შეშუპების აღნიშვნას, რაც დაკავშირებულია ესტროგენით გამოწვეულ სითხის შეკავებასთან, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის კარგ ამტანობას. დროსპირენონი დადებითად მოქმედებს პრემენსტრუალურ სინდრომზე. ნაჩვენებია, რომ ვიდორა® მიკრო, კლინიკურად ეფექტურია მძიმე ფორმის პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებაში, როგორიცაა გამოხატული ფსიქო-ემოციური დარღვევები, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, წონის მატება და მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. დროსპირენონს ასევე გააჩნია ანტიანდროგენული აქტივობა და ხელს უწყობს აკნეს (ფერისმჭამელების), კანისა და თმების (სებორეა) ცხიმიანობის სიმპტომების შემცირებას. დროსპირენონის ეს მოქმედება სხეულის მიერ გამომუშავებული ბუნებრივი პროგესტერონის მოქმედების მსგავსია. დროსპირენონს არ გააჩნია ანდროგენული, ესტროგენული, გლუკოკორტიკოიდული და ანტიგლუკოკორტიკოიდული აქტივობა. ეს ყველაფერი, ანტიმინერალოკორტიკოიდულ და ანტიანდროგენულ მოქმედებასთან ერთად, უზრუნველყოფს დროსპირენონს ბუნებრივი პროგესტერონის მსგავსი ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური პროფილით.
ეთინილესტრადიოლთან ერთად, დროსპირენონი ავლენს დადებით გავლენას ლიპიდურ პროფილზე, რაც ხასიათდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ზრდით.
ფარმაკოკინეტიკა
დროსპირენონი
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას დროსპირენონი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ დროსპირენონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რომელიც დაახლოებით უდრის 38 ნგ/მლ, მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა მერყეობს 76-დან 85%-მდე. საკვების მიღება არ მოქმედებს დროსპირენონის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნება სისხლის პლაზმაში დროსპირენონის კონცენტრაციის ორფაზიანი დაქვეითება, ნახევარგამოყოფის პერიოდებით, შესაბამისად, 1,6 ± 0,7 სთ და 27,0 ± 7,5 სთ. დროსპირენონი უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების დამაკავშირებელ გლობულინს (გდსჰ), ან კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელ გლობულინს. სისხლის პლაზმაში ნივთიერების საერთო კონცენტრაციის მხოლოდ 3-5% არსებობს თავისუფალი ჰორმონის სახით. ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული გდსჰ-ს მომატება გავლენას არ ახდენს პლაზმის ცილებთან დროსპირენონის შეკავშირებაზე. განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 3,7±1,2 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
პერორალური მიღების შემდეგ, დროსპირენონი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება. მეტაბოლიტების უმრავლესობა პლაზმაში წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავე ფორმებით.
დროსპირენონი ასევე წარმოადგენს სუბსტრატს ჟანგვითი მეტაბოლიზმისთვის, რომლის კატალიზირება ხდება ციტოქრომ P450 CYP3A4 იზოფერმენტით.
გამოყოფა
დროსპირენონის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე სისხლის პლაზმაში შეადგენს 1,5 ± 0,2 მლ/წთ/კგ. უცვლელი სახით დროსპირენონი გამოიყოფა მხოლოდ კვალური რაოდენობით.
დროსპირენონის მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმელებით დაახლოებით 1,2:1,4 თანაფარდობით. თირკმელებით და ნაწლავებით მეტაბოლიტების გამოყოფის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40 საათს.
წონასწორული კონცენტრაცია
ციკლური მიღებისას დროსპირენონის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან მე-7 და მე-14 დღეებს შორის და შეადგენს დაახლოებით 70 ნგ/მლ. აღინიშნებოდა დროსპირენონის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში დაახლოებით 2-3-ჯერ (კუმულაციის გამო), რაც განპირობებული იყო ტერმინალურ ფაზაში ნახევარგამოყოფის პერიოდისა და დოზირების ინტერვალის თანაფარდობით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის გავლენა
დროსპირენონის წონასწორული კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ქალებში თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი (კკ) 60-90 მლ/წთ) შესადარებელი იყო შესაბამის მაჩვენებლებთან ქალებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კკ > 90 მლ/წთ). ქალებში საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით (კკ 30-59 მლ/წთ), დროსპირენონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში საშუალოდ 37%-ით მაღალი იყო, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ქალებში. დროსპირენონით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა ყველა ჯგუფში. დროსპერინონის მიღება არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე. დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობის გავლენა
დროსპერინონი კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით (კლასი B ჩაილდ-პიყს სკალის მიხედვით). დროსპირენონის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი პაციენტებში ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობით.
ეთინილესტრადიოლი
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ, ეთინილესტრადიოლი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 88-100 პგ/მლ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პრესისტემური კონიუგირების და პირველი გავლის მეტაბოლიზმის შედეგად შეადგენს დაახლოებით 60%-ს. საკვების ერთდროული მიღება ამცირებს ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას გამოკვლეული ქალების დაახლოებით 25%-ში, დანარჩენს არ ჰქონდა ასეთი ცვლილებები.
განაწილება
ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ორფაზურად მცირდება, ტერმინალურ ფაზას ახასიათებს ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 24 საათი. ეთინილესტრადიოლი უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინს მნიშვნელოვანი ხარისხით, მაგრამ არასპეციფიკურად (დაახლოებით 98,5%) და იწვევს პლაზმაში გდსჰ-ის კონცენტრაციის მატებას. განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება მნიშვნელოვან პირველად მეტაბოლიზმს ნაწლავსა და ღვიძლი. ეთინილესტრადიოლი და მისი ჟანგვითი მეტაბოლიტები პირველადად კონიუგირებულია გლუკურონიდებთან ან სულფატთან. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 5 მლ/წთ/კგ.
გამოყოფა
ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად არ გამოიყოფა უცვლელი სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით 4:6 თანაფარდობით. მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 24 საათს.
წონასწორული კონცენტრაცია
წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა მიიღწევა პრეპარატის მიღების ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დაახლოებით 1,5-2,3-ჯერ.
გამოყენების ჩვენებები
- კონტრაცეფცია.
- კონტრაცეფცია და საშუალო ხარისხის სიმძიმის აკნეს (acne vulgaris) მკურნალობა.
- კონტრაცეფცია და მძიმე ფორმის პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა.
უკუჩვენებები
პრეპარატის ვიდორა® მიკროს მიღება უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების/მდგომარეობების/რისკ-ფაქტორების არსებობისას:
- ვენური თრომბოზი ან თრომბოემბოლია, მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ამჟამად ან ანამნეზში.
- არტერიული თრომბოზი ან თრომბოემბოლია - ამჟამად ან ანამნეზში, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი; პროდრომული პირობები (გარდამავალი იშემიური შეტევა, სტენოკარდია).
- გამოვლენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, აქტიური პროტეინი C-ს მიმართ რეზისტენტობის, ჰიპერჰომოცისტეინემიის, ანტითრომბინ III დეფიციტის, პროტეინ C დეფიციტის, პროტეინ S დეფიციტის, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების (კარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი) ჩათვლით.
- გამოხატული ან მრავალრიცხოვანი ვენური თრომბოემბოლიის ან არტერიული თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორების არსებობა (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითთებები“) ან ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობა, როგორიცაა:
- შაქრიანი დიაბეტი დიაბეტური ანგიოპათიით;
- უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია;
- მძიმე დისლიპოპროტეინემია.
- მოცულობითი ქირურგიული ჩარევები ხანგრძლივი იმობილიზაციით ან ფართომასშტაბიანი ტრავმა.
- ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის მძიმე ხარისხის მწვავე ან ქრონიკული დაავადებები (ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე).
- ღვიძლის სიმსივნეების (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში.
- ჰორმონდამოკიდებული, მათ შორის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის, ავთვისებიანი დაავადებების არსებობა ან მათზე ეჭვი.
- შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით ამჟამად ან ანამნეზში.
- გენიტალური ტრაქტიდან სისხლდენა გაურკვეველი ეტიოლოგიის.
- ჰიპერმგრძნობელობა დროსპირენონის, ეთინილესტრადიოლის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ორსულობა, მათ შორის სავარაუდო.
- ძუძუთი კვების პერიოდი.
- მძიმე ხარისხის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ან მწვავე თირკმლის უკმარისობა.
- ომბიტასვირის, პარიტაპრევირის, დასაბუვირის ან ამ ნივთიერებების კომბინაციის შემცველი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ საშუალებებთან ერთად გამოყენება.
- ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს).
თუ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება/მდგომარეობა ან რისკ-ფაქტორი პირველად გამოვლინდა ან განვითარდა პრეპარატის გამოყენების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სიფრთხილით
თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა/დაავადება ან რისკის ფაქტორი ამჟამად არსებობს, მაშინ საჭიროა პერორალური კონტრაცეპტივების, მათ შორის პრეპარატის ვიდორა® მიკროს, გამოყენების პოტენციური რისკის და მოსალოდნელი სარგებელის სათანადო შეფასება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად:
- თრომბოზისა და თრომბოემბოლიების განვითარების რისკის ფაქტორები: მოწევა; თრომბოზები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებროვასკულური დარღვევა 50 წელზე ნაკლები ასაკის ნებისმიერ ახლო ნათესავში; სიმსუქნე; დისლიპოპროტეინემია; კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; შაკიკი; გულის სარქვლების გაურთულებელი მანკები; გულის რითმის დარღვევა.
- სხვა დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები: შაქრიანი დიაბეტი; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი; ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ასევე ზედაპირული ვენების ფლებიტი.
- მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება.
- ჰიპერტრიგლიცერიდემია.
- ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დაავადებები ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალური მაჩვენებლების დროს.
- დაავადებები, რომლებიც პირველად გაჩნდა ან გაუარესდა ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების ფონზე (მაგალითად, სიყვითლე, ქოლესტაზი, ქოლელითიაზი, ოტოსკლეროზი სმენის დაქვეითებით, პორფირია, გესტაციური ჰერპესი, სიდენჰამის ქორეა).
- მშობიარობის შემდგომი პერიოდი.
- ეპილეფსია, დეპრესია.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს დროსპირენონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის მიღება უკუნაჩვენებია. თუ ორსულობა დადგინდა პრეპარატის ვიდორა® მიკრო გამოყენების ფონზე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მისი მიღება. მრავალრიცხოვანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა არც განვითარების დეფექტების გაზრდილი რისკი ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ქალების მიერ, რომლებიც ორსულობამდე იღებდნენ სასქესო ჰორმონებს, და არც ტერატოგენული ეფექტის არსებობა, როდესაც სასქესო ჰორმონების მიღება ხდებოდა გაუფრთცხილებლობით ორსულობის ადრეულ ვადებზე.
ძუძუთი კვების პერიოდი
პრეპარატის ვიდორა® მიკრო, ისევე, როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამ, შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. სასქესო ჰორმონების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობამ შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში და გავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.
გამოყენების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით, მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, 1 ტაბლეტი დღეში, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაწყებული ჰორმონების შემცველი ტაბლეტებით (ვარდისფერი ტაბლეტები), სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს, განუწყვეტლივ 28 დღის განმავლობაში. პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით და 7 პლაცებო ტაბლეტს, მიღების თანმიმდევრობაა: 21 დღე - ტაბლეტები ჰორმონებით (ვარდისფერი ტაბლეტები), შემდეგ 7 დღე - პლაცებო ტაბლეტები (თეთრი ფერის ტაბლეტები). პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 24 ტაბლეტს ჰორმონებით და 4 პლაცებო ტაბლეტს, მიღების თანმიმდევრობაა: 24 ტაბლეტები ჰორმონებით, შემდეგ 4 დღე - პლაცებო ტაბლეტები. პლაცებო ტაბლეტების მიღებისას, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონებს (თეთრი ფერის), აღინიშნება მენსტრუქციის მსგავსი სისხლდენა. ის ჩვეულებრივ იწყება ჰორმონით ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყებამდე. პრეპარატის მიღება ყოველი მომდევნო შეფუთვიდან იწყება შესვენების გარეშე მეორე დღეს, როგორც კი მთავრდება ტაბლეტები წინა შეფუთვაში.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით და 7 პლაცებო ტაბლეტს, და პრეპარატის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 24 ტაბლეტს ჰორმონებით და 4 პლაცებო ტაბლეტს, მიღების რეჟიმები განსხვავდება და განისაზღვრება ქალის ინდივიდუალური თავისებურებებით და მენსტრუალური ციკლის და ფოლიკულური ფაზის ხანგრძლივობით. პრეპარატის მიღების სქემის დარღვევა ზრდის არასასურველი ორსულობის რისკს.
წინა თვეში რაიმე ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალების არ მიღების შემთხვევაში, პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღება დაწყებული უნდა იქნას მენსტრუალური ციკლის 1-ლ დღეს (მენსტრუალური სისხლდენის 1-ლ დღეს). დასაშვებია მიღების დაწყება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება პირველი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო ერთი რეჟიმიდან სხვა რეჟიმზე გადასვლა:
პრეპარატი ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით და 7 პლაცებო ტაბლეტს, და პრეპარატი ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 24 ტაბლეტს ჰორმონებით და 4 პლაცებო ტაბლეტს, არ არიან თერაპიულად იდენტურები, რადგანაც მათი მიღებისას განსხვავდება მოქმედი ნივთიერებების საკურსო (ციკლური) დოზა.
რეკომენდაციები პრეპარატის ვიდორა® მიკრო დოზირების ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლისას ანალოგიურია რეკომენდაციებისა სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღებაზე გადასვლილსას და წარმოდგენილია ქვემოთ.
უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღების სქემის დაცვა ოპტიმალური ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გადასვლა სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები, ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური სალბუნი)
სასურველია პრეპარატის მიღება დაიწყოს ბოლო ტაბლეტის ჰორმონებით მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღისა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (21 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის) ან ბოლო პლაცებო ტაბლეტის მიღების შემდეგ (რომელიც არ შეიცავს ჰორმონებს, 28 ტაბლეტის/დრაჟეს შემცველი პრეპარატებისათვის შეფუთვაში).
პრეპარატის ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღება დაწყებული უნდა იქნას ვაგინალური რგოლის ან სალბუნის მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს დღისა, როდესაც შეყვანილი იქნა ახალი რგოლი ან დაწეპებული ახალი სალბუნი.
გადასვლა ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ გესტაგენებს („მინი-პილი“, საინექციო ფორმები, კანქვეშა იმპლანტები და ინტრაუტერიული სისტემები გესტაგენის კონტროლირებადი გამოთავისუფლებით).
„მინი-პილიდან“ გადასვლისას პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტანტებიდან ან გესტაგენით ინტრაუტერიული სისტემიდან - იმპლანტის ან საშვილოსნოსშიდა სისტემის ამოღების დღეს, საინექციო ფორმიდან - იმ დღიდან, როცა შემდეგი ინექცია უნდა გაკეთებულიყო. ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის დამატებით გამოყენება პრეპარატის ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.
ქალს შეუძლია პრეპარატის მიღების დაწყება დაუყოვნებლივ ორსულობის პირველ ტრიმესტრში სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ. ამ პირობის დაცვისას, ქალს არ სჭირდება დამატებითი კონტრაცეპტული ზომები.
მშობიარობის (ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში) ან II ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღების დაწყება რეკომენდირებულია მშობიარობიდან არა უადრეს 21-28 დღისა (ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში) ან II ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის (მათ შორის სპონტანურის) შემდეგ. თუ მიღება მოგვიანებით დაიწყება, საჭიროა დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ სქესობრივი კავშირი მოხდა პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ორსულობა უნდა გამოირიცხოს ან უნდა დაელოდოთ პირველ მენსტრუაციას.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღების შეწყვეტა
პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დროს. თუ ქალი არ გეგმავს ორსულობას ან ქალისთვის ორსულობა უკუნაჩვენებია, რადგან ის ღებულობს ნაყოფისთვის პოტენციურად საზიანო მედიკამენტებს, ექიმთან კონტრაცეფციის სხვა მეთოდები უნდა იქნას განხილული.
თუ ქალი გეგმავს ორსულობას, რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ბუნებრივი მენსტრუალური სისხლდენის დალოდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაორსულების მცდელობა. ეს დაგეხმარებათ ორსულობის ვადის და მშობიარობის დროის უფრო ზუსტად გამოთვლაში.
ტაბლეტების მიღების გამოტოვება, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონებს (პლაცებო)
პლაცებოს (თეთრი) ტაბლეტების გამოტოვება შეიძლება იგნორირებული იყოს და არანაირი ზომების მიღება არ არის საჭირო. გამოტოვებული ტაბლეტები უნდა განადგურდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული პლაცებო ტაბლეტების (თეთრი ფერის ტაბლეტების) მიღების პერიოდის უნებურად გახანგრძლივება.
ჰორმონების შემცველი გამოტოვებული ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ ჰორმონებით (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება და მორიგი ტაბლეტის მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე ნაკლები, კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება. გამოტოვებული ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში.
თუ შემდეგი ტაბლეტის მიღების დაგვიანება 12 საათზე მეტია (ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ინტერვალი 36 საათზე მეტია), კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. რაც უფრო მეტი ტაბლეტი გამოტოვებულია ზედიზედ და რაც უფრო ახლოსაა ეს გამოტოვება პრეპარატის 7-დღიან შესვენებასთან ჰორმონებით (ვერდისფერი) ტაბლეტების მიღებაში, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის ალბათობა, ვინაიდან პრეპარატის 7 დღე უწყვეტი მიღება საჭიროა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ადეკვატური დათრგუნვის მისაღწევად. ასეთ სიტუაციებში შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:
- პრეპარატის მიღების 1-ლ კვირას
გამოტოვებული ტაბლეტი ჰორმონებით (ვარდისფერი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. დამატებით უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში. თუ სქესობრივი კავშირი მოხდა მომდევნო ტაბლეტის მიღების გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, უნდა განიხილებოდეს ორსულობის დადგომის ალბათობა.
- პრეპარატის მიღების მე-2 კვირას
გამოტოვებული ტაბლეტი ჰორმონით (ვარდისფერი) უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე (როგორც კი ქალს გაახსენდება), თუნდაც ეს გულისხმობდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულებრივ რეჟიმში. თუ 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უძღვის მიღებაში პირველ გამოტოვებას, ყველა ტაბლეტი სწორად იქნა მიღებული, არ არის საჭირო კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ორი ან მეტი ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში.
- პრეპარატის მიღების მე-3 და მე-4 კვირეებში
თუ გამოტოვებთ პრეპარატის მიღებას მე-3 ან მე-4 კვირას, აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება (თუნდაც ეს ნიშნავდეს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას).
არ შეიძლება ჰორმონებით (ვარდისფერი ტაბლეტები) 2 ტაბლეტზე მეტი მიღება 1 დღის განმავლობაში!
შემდეგ ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჩვეულ რეჟიმში, სანამ ტაბლეტები ფორმონებით არ დამტავრდება შეფუთვაში. პლაცებოს ტაბლეტები (თეთრი) უნდა განადგურდეს და შესვენების გარეშე დაიწყოთ პრეპარატის ვიდორა® მიკროს შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება.
დამატებით, უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
ქალს ასევე შეუძლია შეწყვიტოს ჰორმონების შემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება მიმდინარე შეფუთვიდან. შემდეგ მას შეუძლია შესვენების გაკეთება 7 დღით (პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო, რომელიც შეიცავს 21 ტაბლეტს ჰორმონებით) ან 4 დღით (პრეპარატისთვის ვიდორა® მიკრო 24 ტაბლეტით ჰორმონებით) შესაბამისად, ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით, შემდეგ დაიწყოს პრეპარატის ვიდორა® მიკრო მიღება ახალი შეფუთვიდან.
დიდი ალბათობით, მეორე შეფუთვის დასრულებამდე არ იქნება „მოხსნის“ სისხლდენა, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან საშვილოსნოდან „მოხსნის“ სისხლდენა პრეპარატის მიღების დღეებში მეორე შეფუთვიდან. თუ ქალმა გამოტოვა ჰორმონების შემცველი ტაბლეტების მიღება და პლაცებოს ტაბლეტების მიღებისას არ აღინიშნებოდა „მოხსნის“ სისხლდენა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.
რეკომენდაცია კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების დროს
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე დარღვევების დროს, შეწოვა შეიძლება იყოს არასრული, ამიტომ უნდა იქნას მიღებული დამატებითი კონტრაცეპტული ზომები.
თუ ღებინება ან დიარეა მოხდა ჰორმონების შემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღებიდან 4 საათის განმავლობაში, უნდა იხელმძღვანელოთ რეკომენდაციებით ტაბლეტების გამოტოვების დროს. თუ ქალს არ სურს შეცვალოს მიღების ჩვეული სქემა და გადადოს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყება კვირის სხვა დღეს, უნდა მიიღოს ჰორმონების შემცველი დამატებითი ტაბლეტი სხვა შეფუთვიდან.
მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დღის შეცვლა
მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დადგომის გადავადებისათვის ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება პრეპარატის ვიდორა® მიკრო მომდევნო შეფუთვიდან, მიმდინარე პაკეტიდან პლაცებო ტაბლეტის (თეთრი ფერის ტაბლეტები) გამოტოვებით. ამრიგად, პრეპარატის მიღების ციკლი, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს ნებისმიერი ვადით, სანამ არ ამოიწურება ჰორმონების შემცველი ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან. მეორე შეფუთვიდან პრეპარატის მიღების ფონზე ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს სისხლიანი გამონადენი ან „მასიური“ სისხლდენა საშვილოსნოდან. პრეპარატის ვიდორა® მიკრო რეგულარული მიღება განახლდება პლაცებოს ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ.
მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის დაწყების კვირის სხვა დღეს გადასატანად ქალმა უნდა შეამციროს პლაცებო ტაბლეტების მიღების ხანგრძლივობა დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ქალს არ ექნება „მოხსნის“ სისხლდენა და, მომავალში, ექნება სისხლიანი გამონადენი და „მასიური“ სისხლდენა ტაბლეტების მიღების დროს მეორე შეფუთვიდან.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებულ კლინიკურ ჯგუფებში გამოყენების შესახებ
გამოყენება 18 წლამდე მოზარდ გოგონებში
პრეპარატი ვიდორა® მიკრო ნაჩვენებია მხოლოდ მენარქეს დადგომის შემდეგ. არსებული მონაცემები არ მიუთითებენ დოზის კორექციის საჭიროებაზე პაციენტების ამ ჯგუფში.
ხანდაზმული ასაკის ქალები
პრეპარატი ვიდორა® მიკრო არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი ვიდორა® მიკრო უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის მძიმე ხარისხის მწვავე ან ქრონიკული დაავადებით, ღვიძლის უკმარისობით (ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე) (იხილეთ აგრეთვე ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი ვიდორა® მიკრო უკუნაჩვენებია ქალებში თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობით ან თირკმლის მწვავე უკმარისობით (იხ. აგრეთვე ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
გვერდითი მოქმედება
იყო შეტყობინებები შემდეგი ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციების შესახებ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინაციას დროსპირენონი+ეთინილესტრადიოლი, „კონტრაცეფცია“ და „კონტრაცეფცია და საშუალო სიმძიმის ხარისხის აკნეს (acne vulgaris) მკურნალობა“ ჩვენებების მიხედვით: გულისრევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, საშვილოსნოდან არარეგულარული სისხლდენა, დაუზუსტებელი გენეზის სისხლდენა გენიტალური გზებიდან. ეს გვერდითი რეაქციები აღენიშნა ქალების 3%-ზე მეტს. პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინაციას დროსპერინონი + ეთინილესტრადიოლი, ჩვენების მიხედვით „კონტრაცეფცია და მძიმე ფორმის პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა“, იყო შეტყობინებები შემდეგი ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციების შესახებ (ქალების 10%-ზე მეტში): გულისრევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, არარეგულარული სისხლდენა საშვილოსნოდან.
სერიოზული გვერდითი რეაქციებია არტერიული თრომბოემბოლია და ვენური თრომბოემბოლია.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლებელია დროსპერინონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენებისას, განაწილებულია სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით, მათი გამოვლენის სიხშირის მითითებით ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით: ხშირად (≥ 1/100 და <1/10), არახშირად (≥ 1/1000 და <1/100 ), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000) და სიხშირე უცნობია (აღნიშვნის სიხშირე ვერ დადგინდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისტემურ-ორგანული კლასი (ვერსია MedDRA: 9.1)
ხშირად
(≥ 1/100 – <
1/10)
არახშირად
(≥ 1/1000 - <
1/100)
იშვიათად
(≥ 1/10000 - <
1/1000)
სიხშირე უცნობია
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
კანდიდოზი
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქცია
ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
მადის მომატება
ანორექსია
ჰიპერკალიემია
ჰიპონატრიემია
ფსიქიკის დარღვევები
ემოციური ლაბილურობა
ნერვოზულობა
ძილიანობა
დეპრესია
ანორგაზმია
უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პარესთეზია
ვერტიგო
ტრემორი
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
კონიუქტივიტი
თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალე
მხედველობის დარღვევები
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
არტერიული წნევის მატება
შაკიკი
ფლებიტი
სისხლდენა ცხვირიდან
გულისწასვლა
ვენური თრომბოემბოლია
არტერიული თრომბოემბოლია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
მუცლის ტკივილი
ღებინება
დისპეფსია
მეტეორიზმი
გასტრიტი
დიარეა
მუცლის შებერილობა
მუცელში სიმძიმის შეგრძნება
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
პირის ღრუს კანდიდოზი
ყაბზობა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
სანაღვლე გზების დისკინეზია
ქოლეცისტიტი
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
აკნე
ქავილი
გამონაყარი
ქლოაზმა
ეგზემა
ალოპეცია
აკნეს დერმატიტი
კანის სიმშრალე
კვანძოვანი ერითემა
ჰიპერტრიქოზი
სტრიები
კონტაქტური დერმატიტი
ფოტოდერმატიტი
კანისმიერი კვანძი
დარღვევები კანის მხრივ
მრავალფორმული ერითემა
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ზურგის ტკივილი
კიდურების ტკივილი
კუნთების კრუნჩხვები
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
სარძევე ჯირკვლების ტკივილი
მეტრორაგია*
მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობა
ვაგინალური კანდიდოზი
ტკივილი მცირე მენჯის არეში
სარძევე ჯირკვლების გადიდება
ფიბროზულ - კისტოზური წარმონაქმნები სარძევე ჯირკვალში
სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა სასქესო ტრაქტიდან*
გამონადენი სასქესო გზებიდან
„წამოხურება“ სიცხის შეგრძნებით
ვაგინიტი
მენსტრუაციის მსგავსი მტკივნეული სისხლდენა
მწირი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა
ძლიერი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა
საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
პათოლოგიური
პაპანიკოლაუს ტესტის შედეგები
დისპარეუნია
ვულვოვაგინიტი
პოსტკოიტალური სისხლდენა
„მოხსნის“
სისხლდენა
სარძევე ჯირკვლის კისტა
სარძევე ჯირკვლის ჰიპერპლაზია
ახალწარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში
საშვილოსნოს ყელის პოლიპი
ენდომეტრიუმის ატროფია
საკვერცხის კისტა
საშვილოსნოს გადიდება
ტესტის პატოლოგიური შედეგები პაპანიკოლაუს მიხედვით
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
ასთენია
გაძლიერებული ოფლიანობა
შეშუპებები (გენერალიზებული შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება)
შეუძლოდ ყოფნა
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სხეულის მასის გაზრდა
სხეულის მასის დაქვეითება
- არარეგულარული სისხლდენის სიხშირე მცირდება დროსპერინონი+ეთინილესტრადიოლის კომბინაციის მიღების ხანგრძლივობის მატებასთან ერთად.
დამატებითიი ინფორმაცია ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის, სარძევე ჯირკვლის კიბოს და ღვიძლის ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზიის შესახებ იხ. ასევე ნაწილებში „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები“.
დამატებითი ინფორმაცია
ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება ქალებში კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე:
სიმსივნეები
სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, რამდენადმე მომატებულია. იმასთან დაკავშირებით, რომ სარძევე ჯირკვლების კიბო იშვიათად აღინიშნება ქალებში 40 წლამდე, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის რაოდენობის ზრდა ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, არის უმნიშვნელო ამ დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში.
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი).
სხვა მდგომარეობები
ჰიპერტრიგლიცერიდემია (პანკრეატიტის გაზრდილი რისკი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას).
არტერიული წნევის მომატება.
მდგომარეობები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კომბინირებული პერორალურიი კონტრაცეპტივების მიღების დროს, მაგრამ მათი კავშირი არ არის დადასტურებული: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ქოლელითიაზი; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; გესტაციური ჰერპესი; სმენის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან.
ქალებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით, ესტროგენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს მისი სიმპტომები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.
ქლოაზმა.
ურთიერთქმედება
კომბინირებული პერორალურიი კონტრაცეპტივების ურთიერთქმედებამ სხვა პრეპარატებთან (ფერმენტის ინდუქტორებთან) შეიძლება გამოიწვიოს „მასიური“ სისხლდენა და/ან კონტრაცეპტული ეფექტურობის შემცირება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ვიდორა® მიკრო ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მოზარდ გოგონებში შემთხვევით მიღებისას - სისხლიანი გამონადენი საშოდან მენარქეს დადგომამდე.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა პრეპარატზე ვიდორა® მიკრო
შესაძლოა ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ მიკროსომურ ფერმენტებს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სქესობრივი ჰორმონების კლირენსი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოდან მასიური სისხლდენები და/ან კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითება.
მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება კომბინირებული გამოყენების უკვე რამდენიმე დღის შემდეგ. ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატის მოხსნის შემდეგ, ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს 4 კვირის განმავლობაში.
მოკლევადიანი თერაპია
ქალებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ასეთი პრეპარატებით, პრეპარატის ვიდორა® მიკრო დამატებად, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება ან კონტრაცეფციის სხვა არაჰორმონალური მეთოდის არჩევა. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი გამოყენებული უნდა იქნას თანმხლები პრეპარატების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე მათი მოხსნიდან 28 დღის განმავლობაში. თუ აუცილებელია პრეპარატის - ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინდუქტორის გამოყენების გაგრძელება იმის შემდეგ, რაც დასრულებულია ჰორმონის შემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება, გამოტოვებული უნდა იქნას არაჰორმონშემცველი (თეთრი) ტაბლეტების მიღება და პრეპარატის ვიდორა® მიკრო ტაბლეტების მიღების დაწყებული იქნას ახალი შეფუთვიდან.
გრძელვადიანი თერაპია
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ღვიძლის ფერმენტის პრეპარატებს, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.
ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კომბინაციის დროსპერინონის+ეთინილესტრადიოლი კლირენსს (რომლებიც ასუსტებენ ეფექტურობას ფერმენტის ინდუქციის გზით): ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ბოზენტანი, სამკურნალო საშუალებები აივ-ინფექციის სამკურნალოდ (რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი) და, შესაძლოა, ასევე ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი, აგრეთვე კრაზანას შემცველი პრეპარატები.
დროსპერინონი+ეთინილესტრადიოლის კომბინაციის კლირენსზე განსხვავებული ზემოქმედების მქონე ნივთიერებები.
დროსპერინონის+ეთინილესტრადიოლის კომბინაციასთან ერთად გამოყენებისას აივ პროტეაზას ან C ჰეპატიტის ვირუსის ბევრ ინჰიბიტორს და უკუ ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ როგორც გაზარდონ, ისე შეამცირონ ესტროგენის ან პროგესტოგენის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გავლენა შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (ფერმენტის ინჰიბიტორები)
CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებმა, როგორიცაა აზოლის ანტიმიკოტიკები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ვერაპამილი, მაკროლიდები (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი), დილთიაზემი და გრეიფრუტის წვენი, შეძლება გაზარდონ ესტროგენის ან პროგესტოგენის, ან ორივეს, პლაზმური კონცენტრაციები.
ნაჩვენები იყო, რომ ეტორიკოქსიბი 60 და 120 მგ/დღეში დოზებით, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ 0,035 მგ ეთინილესტრადიოლს, ზრდის ესტრადიოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 1,4 და 1,6-ჯერ შესაბამისად.
პრეპარატის ვიდორა® მიკრო ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რაც იწვევს მათი კონცენტრაციის ზრდას (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირებას (მაგალითად, ლამოტრიჯინი) სისხლის პლამაზასა და ქსოვილებში.
In vitro დროსპირენონს შეუძლია სუსტად ან ზომიერად დათრგუნოს ციტოქრომ P450 CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ფერმენტები.
მოხალისე ქალებში in vivo ურთიერთქმედების კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მკურნალობდნენ ომეპრაზოლით, სიმვასტატინით ან მიდაზოლამით, მარკერული სუბსტრატების სახით, შეიძლება დავასკვნათ, რომ 3 მგ დროსპირენონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 ფერმენტებით, ნაკლებად სავარაუდოა.
In vitro ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 შექცევად ინჰიბიტორს, ასევე CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2 შეუქცევად ინჰიბიტორს. კლინიკურ კვლევებში ეთინილესტრადიოლის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივის დანიშვნა არ იწვევდა CYP3A4 სუბსტრატების (მაგალითად, მიდაზოლამის) კონცენტრაციების რაიმე მატებას ან იწვევდა მხოლოდ უმნიშვნელო მატებას სისხლის პლაზმაში, ხოლო CYP1A2 სუბსტრატების პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს ოდნავ (მაგალითად, თეოფილინი) ან ზომიერად (მაგალითად, მელატონინი და ტიზანიდინი).
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
ნაჩვენები იყო , რომ ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატების და პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან მათ კომბინაციას, ასოცირდება ალანინამინტრანსფერაზას კონცენტრაციის 5-ჯერზე მეტად ზრდასთან ჯანმრთელ პირებში ნორმის ზედა ზღვართან შედარებით და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ქალებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თირკმელების დაურღვეველი ფუნქციის მქონე პაციენტებში, დროსპირენონისა და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე. თუმცა, დროსპირენონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან ერთად არ არის შესწავლილი. ასეთ შემთხვევებში, კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უნდა შემოწმდეს პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
გამსაკუთრებული მითითებები
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა, დაავადება და რისკის ფაქტორი ამჟამად არსებობს, მაშინ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში გულდასმით უნდა იქნას აწონილი და განხილული ქალთან მანამდე, სანამ ის გადაწყვეტს პრეპარატის მიღების დაწყებას. რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობის, დაავადების ან რისკ-ფაქტორების გამწვავების, გაძლიერების ან პირველი გამოვლინების შემთხვევაში, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.
ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს კავშირის არსებობაზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების სიხშირის ზრდას შორის (როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები). ეს დაავადებები იშვიათად აღინიშნება.
მომატებული რისკი არსებობს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების თავდაპირველი გამოყენების შემდეგ ან გამოყენების განახლების შემდეგ პრეპარატის მიღებებს შორის 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ. დიდი პროსპექტიული კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს გაზრდილი რისკი უპირატესად არსებობს პირველი 3 თვის განმავლობაში. პროგესტაგენ ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველ პრეპარატებს გააჩნიათ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალი რისკი. ვენური თრომბოემბოლიის რისკი სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, დროსპერინონის+ეთინილესტრადიოლის კომბინაციის ჩათვლით, შეიძლება 2-ჯერ აღემატებოდეს ამ გართულების განვითარების რისკს. ვენური თრომბბოემბოლიის განვითარების უფრო მაღალი რისკის მქონე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების სასარგებლოდ არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ქალთან კონსულტაციის შემდეგ, რაც იძლევა იმაში დარწმუნების შესაძლებლობას, რომ მას სრულად ესმის ვენური თრომბოემბოლიის განვიტარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია დროსპერინონის + ეთინილ ესტრადიოლის კომბინაციის მიღებასთან, პრეპარატის ზეგავლენა რისკ-ფაქტორებზე, რომლებიც მას გააჩნია, ის, რომ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაქსიმალურია ასეთი პრეპარატების მიღების პირველ წელს.
ვენური თრომბოემბოლიის საერთო რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი) 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე არაორსულ პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მიუხედავად ამისა, ეს რისკი რჩება უფრო დაბალი ვენური თრომბოემბოლიის რისკთან შედარებით ორსულობის და მშობიარობის დროს.
ვენური თრომბოემბოლია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული (1-2% შემთხვევებში).
ვენური თრომბოემბოლია, რომელიც ვლინდება როგორც ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.
ძალიან იშვიათად კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ვითარდება სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის, ცერებრალური ვენების და არტერიების ან თვალის ბადურის სისხლძაღვების.
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები მოიცავენ შემდეგს: ქვედა კიდურის ცალმხრივი შეშუპება ან ქვედა კიდურის ვენის გასწვრივ, ტკივილი ან დისკომფორტი ქვედა კიდურში მხოლოდ დგომისას ან სიარულის დროს, ტემპერატურის ლოკალური მატება დაზიანებულ ქვედა კიდურში, კანის საფარის სიწითლე ან ფერის შეცვლა ქვედა კიდურზე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები მდგომარეობს შემდეგში: გაძნელებული ან გახშირებული სუნთქვა, უეცარი ხველა, ჰემოპტიზის ჩათვლით, მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმა ჩასუნთქვის დროს, შფოთვის შეგრძნება, ძლიერი თავბრუსხვევა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა. ზოგიერთი ამ სიმპტომებიდან (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც სხვა უფრო გავრცელებული და ნაკლებად მძიმე მდგომარეობის/დაავადების ნიშნები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექცია).
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, სისხლძარღვთა ოკლუზია ან მიოკარდიუმის ინფარქტი. ინსულტის სიმპტომები შემდეგია: უეცარი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა სახეზე, კიდურებში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს, ცნობიერების უეცარი არევა, მეტყველებისა და გაგების პრობლემები, მხედველობის უეცარი ერთი- ან ორმხრივი დაკარგვა, სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან მოძრაობათა კოორდინაციის დაკარგვა, უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე, გონების დაკარგვა ან გულისწასვლა კრუნჩხვების შეტევით ან მის გარეშე. სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები: უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურების მცირე ციანოზი, „მწვავე“ მუცელი.
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია: ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შეკუმშვის ან სისავსის შეგრძნება გულმკერდის არეში, მკლავში ან მკერდის უკან, დისკომფორტი ირადიაციით ზურგში, ყბაში, ხორხში, ხელში, კუჭში, ცივი ოფლი, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, შფოთვის შეგრძნება ან ქოშინი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
არტერიული თრომბოემბოლია შეიძლება სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის ან გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.
ქალებში, რომლებსაც აქვთ რამდენიმე რისკ-ფაქტორის კომბინაცია ან ერთ-ერთი მათგანის მაღალი გამოხატულება, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში რისკის გაზრდის ხარისხი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ფაქტორების მარტივი შეჯამებისას. ამ შემთხვევაში ვიდორა® მიკროს მიღება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
იზრდება თრომბოზის (ვენური და/ან არტერიული) და თრომბოემბოლიის განვითარების რისკი:
- ასაკთან ერთად;
- მწეველებში (სიგარეტის რაოდენობის მატებასთან ან ასაკის მატებასთან ერთად, რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);
შემდეგის არსებობისას:
სიმსუქნე (სახეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი);
ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, თუ არსებობს ვენური ან არტერიული თრომბოზის/თრომბოემბოლიის ოჯახური ანამნეზი 50 წლამდე ასაკის ახლო ნათესავებში ან მშობლებში). მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილების შემთხვევაში, ქალს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა შესაბამისი სპეციალისტის მიერ, რათა გადაწყდეს საკითხი კომბინირებული პერორალური კონტარცეპტივების მიღების შესაძლებლობის შესახებ;
ხანგრძლივი იმობილიზაციის, სერიოზული ქორირგიული ჩარევის, ქვედა კიდურებზე, მენჯის მიდამოში ნებისმიერი ოპერაციის ან ნეიროქირურგიული ოპერაციული ჩარევის, ვრცელი მძიმე ტრავმის შემთხვევაში. ამ სიტუაციებში უნდა შეწყდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება (დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და მისი განახლება არ შეიძლება იმობილიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. დროებითი იმობილიზაცია (მაგალითად, საჰაერო მგზავრობა 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში) ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით თუ არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები.
დისლიპოპროტეინემია;
არტერიული ჰიპერტენზია;
შაკიკი;
გულის სარქველების დაავადებები;
წინაგულების ფიბრილაცია.
10,000 ქალიდან დაახლოებით 9-12-ში, რომლებიც იღებენ დროსპერინონის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, შეიძლება განვითარდეს ვენური თრომბოემბოლია ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როცა ლევონორგესტრელის შემცველი კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებისთვის, ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 6 10000 ქალიდან.
საკითხი ვარიკოზული ვენების გაფართოვების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში საკამათო რჩება.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა ასევე შეიძლება აღინიშნოს შაქრიანი დიაბეტის, სისტემური წითელი მგლურას, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის, ქრონიკული ნაწლავის ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს.
შაკიკის სიხშირისა და სიმძიმის მატება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს (რაც შეიძლება წინ უძღოდეს ცერებროვასკულარულ მოვლენებს) არის ამ პრეპარატების მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.
ბიოქიმიური ინდიკატორები, რომლებიც მიუთითებენ ვენური ან არტერიული თრომბოზისადმი მემკვიდრეობით ან შეძენილ მიდრეკილებაზე, მოიცავენ შემდეგს: რეზისტენტობა გააქტიურებული ცილის C-ს მიმართ, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტითრომბინ III დეფიციტი, ცილის C დეფიციტი, პროტეინის S დეფიციტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, ლუპუსის ანტიკოაგულანტი).
რისკისა და სარგებლის თანაფარდობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შესაბამისმა მდგომარეობის ადექვატურმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მასთან დაკავშირებული თრომბოზის რისკი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს თრომბოზისა და თრომბოემბოლიის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე დაბალდოზირებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი).
სიმსივნეები
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პერსისტირებადი პაპილომავირუსული ინფექცია. არსებობს შეტყობინებები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის გარკვეული ზრდის შესახებ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენებისას. თუმცა, კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან არ არის დამტკიცებული. განიხილება ამ მონაცემების ურთიერთკავშირის შესაძლებლობა საშვილოსნოს ყელის დაავადებების სკრინინგთან ან სექსუალური ქცევის თავისებურებებთან (კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების უფრო იშვიათი გამოყენება).
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე მომატებული ფარდობითი რისკი, რომელიც დიაგნოზირებულია ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (ფარდობითი რისკი 1,24). გაზრდილი რისკი თანდათან ქრება ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღინიშნება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზირების რიცხვის ზრდა ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს ან ახლახან იღებდნენ, უმნიშვნელოა ამ დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში. რისკის დაფიქსირებული ზრდა ასევე შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული დიაგნოსტირების შედეგი ქალებში, რონლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მათი სქესობრივი ჰორმონების ბიოლოგიური ეფექტების ან ორივეს კომბინაციის შედეგი. ქალებში, რომლებმაც ოდესმე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს გამოიუყენებიათ ისინი.
იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე, აღინიშნებოდა კეთილთვისებიანი და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარების დროს.
ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
სხვა მდგომარეობები
დროსპერინონი არის ალდოსტერონის ანტაგონისტი კალიუმის შემნახველი თვისებებით. უმეტეს შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კალიუმის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში. კლინიკურ კვლევებში, ზოგიერთ პაციენტში თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობით და კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, დროსპირენონის მიღებისას კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ოდნავ იზრდებოდა. ამიტომ, პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და კალიუმის საწყისი კონცენტრაციის ნორმის ზედა ზღვარზე არსებისას, განსაკუთრებით კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.
ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალები (ან ამ მდგომარეობის არსებობისას ოჯახურ ანამნეზში) კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს პანკრეატიტის განვითარების გაზრდილი რისკი. იმისდა მიუხედავად, რომ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება აღწერილია ბევრ ქალში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა იშვიათად დაფიქსირდა. თუმცა, თუ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღების ფონზე ვითარდება არტერიული წნევის მდგრადი კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება, კოკ-ის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. თუ არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწევა ანტიჰიპერტენზიული თერაპიით, კოკ-ის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს.
შემდეგი მდგომარეობები, შეტყობონებების მიხედვით, ვითარდება ან უარესდება როგორც ორსულობის დროს, ასევე კოკ-ის მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი კოკ-ის მიღებასთან არ არის დამტკიცებული: ქოლესტაზური სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; გესტაციური ჰერპესი; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან. ასევე აღწერილია კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის შემთხვევები კოკ-ების გამოყენების ფონზე.
ანგიონევროზული შეშუპების მემკვიდრეობითი ფორმების მქონე ქალებში ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ღვიძლის მწვავე ან ქრონიკულმა დისფუნქციამ შეიძლება საჭირო გახადოს კოკ-ის მოხსნა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენების დროს, საჭიროებს კოკ-ების მიღების შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ კოკ-ებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინრეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე გლუკოზისადმი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ კოკ-ს როგორც წესი, ჰიპერგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია არ არის საჭირო. თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალები სათანადო დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ კოკ-ების მიღებისას.
ზოგჯერ ქლოაზმა შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ქალებში ორსულთა ქლოაზმით ანამნეზში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმისადმი, კოკ-ების მიღებისას უნდა მოერიდონ მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას.
დათრგუნული განწყობა და დეპრესია არის ცნობილი არასასურველი რეაქციები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას. დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული და არის ცნობილი რისკ-ფაქტორი სუიციდური ქცევისა და თვითმკვლელობისთვისა. ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ ექიმს, თუ განიცდიან განწყობის ცვლილებებს და დეპრესიის სიმპტომების აღნიშვნას, მათ შორის, პრეპარატ ვიდორა® მიკროს მიღების დაწყებიდან მალევე.
გავლენა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებზე:
კლინიკური კვლევების ჩატარებისას პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ C ვირუსული ჰეპატიტის თერაპიის კურსს (ომბიტასვირის, პარიტაპრევირის, რიტონავირის, დისაბუვირის შემცველი სამკურნალო პრეპარატების კომბინაცია რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე), ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის ზრდა ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად უფრო ხშირად რეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ კოკ-ებს. თუ საჭიროა ანტივირუსული პრეპარატების ამ კომბინაციით თერაპიის კურსის ჩატარება, პაციენტი, რომელიც იღებს კოკ დროსპერინონს + ეთინილესტრადიოლს, მკურნალობის დაწყებამდე გადაყვანილი უნდა იქნას კონტრაცეფციის ალტერნატიულ მეთოდებზე (არაჰორმონალური ან მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივები). დროსპერინონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის მიღების განახლება შესაძლებელია ანტივირუსული პრეპარატებით თერაპიის კურსის დასრულებიდან არა უადრეს 2 კვირის შემდეგ.
ლაბორატორიული ტესტები
კოკ-ების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე, ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მაჩვენებლების ჩათვლით, პლაზმაში სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციაზე, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლებზე, სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის პარამეტრებზე. ცვლილებები, როგორც წესი, არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების საზღვრებს. დროსპირენონი ზრდის პლაზმის რენინის აქტივობას და ალდოსტერონის კონცენტრაციას, რაც დაკავშირებულია მის ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტთან.
სამედიცინო გამოკვლევები
დროსპერინონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაციის გამოყენების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია გაეცნოთ ცხოვრების ანამნეზს, ქალის ოჯახურ ანამნეზს, ჩაატაროთ საფუძვლიანი ზოგადი სამედიცინო გამოკვლევა (მათ შორის არტერიული წნევის გაზომვა, გულისცემის გაზომვა, სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა) და გინეკოლოგიური გამოკვლევა (მათ შორის სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა და საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევა), გამორიცხოთ ორსულობა. დამატებითი კვლევების მოცულობა და შემდგომი გამოკვლევების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად. როგორც წესი, საკონტროლო გამოკვლევები უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1-ჯერ 6 თვეში.
ქალი გაფრთხილებული უნდა იქნას, რომ კოკ არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან!
ეფექტურობის შემცირება
კოკ-ების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში: ტაბლეტების გამოტოვებისას, რომლებიც შეიცავენ ჰორმონებს (ვარდისფერი), ღებინების და დიარეის დროს ან წამლების ურთიერთქმედების შედეგად.
მენსტრუალური ციკლის არასაკმარისი კონტროლი
კოკ-ების მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენა (სისხლიანი გამონადენი და/ან საშვილოსნოდან მასიური სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის შეფასება უნდა ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენს პრეპარატის მიღების დაახლოებით 3 ციკლს. თუ არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლის შემდეგ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დიაგნოსტიკური გამოკვლევა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად.
ზოგიერთ ქალს შესაძლოა არ განუვითარდეს „მოხსნის“ სისხლდენა ჰორმონის შემცველი ტაბლეტების მიღებაში შესვენების დროს. თუ დროსპერინონის + ეთინილესტრადიოლის კომბინაცია მიღებულ იქნა რეკომენდაციების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი ორსულად იყოს. მიუხედავად ამისა, პრეპარატის არარეგულარული გამოყენებისას და ზედიზედ ორი მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობის შემთხვევაში, ორსულობა უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
არ გამოვლენილა არასასურველი გავლენის შემთხვევები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის მიღებისას.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 3 მგ + 0,02 მგ.
მოქმედი ნივთიერების შემცველი 24 ტაბლეტი და 4 პლაცებო ტაბლეტი PVC/PVDC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; 1 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
მოქმედი ნივთიერების შემცველი 21 ტაბლეტი და 7 პლაცებო ტაბლეტი PVC/PVDC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; 1 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი (მესაკუთრე).
ზენტივა k.s., ჩეხეთი
Kabelovna 130, 102 37, პრაღა 10, Dolni Mecholupy, ჩეხეთის რესპუბლიკა.
მწარმოებელი
წარმოების პროცესის ყველა ეტაპი
ლაბორატოორიოს ლეონ ფარმა S.A., ესპანეთი.
კაიე ლა ვალინია, პოლიგონო ინდუსტრიალ ნავატეჰერა, 24008-ვილაკვილამბრე
(ლეონი, ესპანეთი).
ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეტენზიებს მომხმარებლებისგან
შპს „ზენტივა ფარმა“, რუსეთი.
127055, მოსკოვი, ქ. ნოვოსლობოდსკაია,
სახლის 31, შენობა 4, ოთახი VI,
ტელ: +7 (499) 350-13-48.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


