ვესანოიდი ნაჩვენებია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის რემისიის ინდუცირებისთვის (APL; FAB კლასიფიკაცია AML-M3). წინასწარ არანამკურნალებ პაციენტებს, ისევე როგორც იმ პაციენტებს, რომლებსაც რეციდივი განუვითარდათ სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ (ანთრაციკლინით და ციტარაბინით, ან ექვივალენტური თერაპიით) ან პაციენტებს, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრეტინოინი (tretinoin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ რბილი კაფსულა №100 ქარვისფერ მინის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Catalent Germany Eberbach GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, რეტინოიდები ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ
- ATC კოდი
- L01XF01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040731
- რეგისტრირებულია
- 12 აპრილი 2024, მოქმედებს 12 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pharmagate Ltd. (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- ფარმაგეიტ კავკასიის წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვესანოიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვესანოიდი ნაჩვენებია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის რემისიის ინდუცირებისთვის (APL; FAB კლასიფიკაცია AML-M3). წინასწარ არანამკურნალებ პაციენტებს, ისევე როგორც იმ პაციენტებს, რომლებსაც რეციდივი განუვითარდათ სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ (ანთრაციკლინით და ციტარაბინით, ან ექვივალენტური თერაპიით) ან პაციენტებს, რომლებიც რთულად იტანენ ქიმიოთერაპიას, მკურნალობა შეუძლიათ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი. ქიმიოთერაპიის კომბინაცია ალ-ტრანს რეტინის მჟავასთან, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამცირებს რეციდივის რისკს, მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. შემანარჩუნებელი თერაპია ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, თუმცა ალ-ტრანს რეტინის მჟავაზე რეაგირების დაკარგვა დაფიქსირდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ ალ-ტრანს რეტინის მჟავაზე არიან.
მიღების წესი და დოზირება
45 მგ/მ2 საერთო დღიური დოზა სხეულის ზედაპირზე, რომელიც გაყოფილია ორ თანაბარ დოზად, რეკომენდებულია პერორალური მიღებისთვის APL პაციენტებისთვის, რაც დაახლოებით 8 კაფსულაა ყოველ ზრდასრულ პაციენტზე. პედიატრიული პაციენტებისთვის რეკომენდებულია 45 მგ/მ2-ით მკურნალობა, თუ მწვავე ტოქსიკურობის ნიშნები არ გამოვლინდება. დოზის შემცირება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში, ქრონიკული თავის ტკივილით.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 30-90 დღე, სრული რემისიის მიღწევამდე.
თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის სიმცირის გამო, დაცვის მიზნით დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ/მ2-მდე.
რემისიის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსოლიდაციის ქიმიოთერაპია, ანთრაციკლინის და ციტარაბინის ჩათვლით; მაგალითად, სამი კურსი 5-დან 6 კვირიანი ინტერვალებით. თუ მხოლოდ ალ-ტრანს რეტინის მჟავასთან მიიღწევა რემისია, ალ-ტრანს რეტინის მჟავის დოზების შეცვლა არ არის საჭირო, თუ ალ-ტრანს რეტინის მჟავა გამოიყენება ქიმიოთერაპიასთან ერთად.
საკვების გავლენა ალ-ტრანს რეტინის მჟავის ბიოშეღწევადობაზე, დადგენილი არ არის. როგორც ცნობილია, რეტინოიდების, როგორც კლასის, ბიოშეღწევადობა იზრდება საკვების არსებობის დროს, რეკომენდებულია, რომ ალ-ტრანს რეტინის მჟავის მიღება მოხდეს საკვებთან ერთად ან ჭამიდან ცოტა ხნის შემდეგ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ალ-ტრანს რეტინის მჟავის, სხვა რეტინოიდების, სოიოს, მიწის თხილის ან მისი რომელიმე კომპონენტების მიმართ, რომლებიც მითითებულია თავში 1.
ალ-ტრანს რეტინის მჟავა არის ტერატოგენული. შესაბამისად, იგი უკუნაჩვენებია ორსულობისა და მეძუძური დედებისთვის (იხილეთ თავი 8).
ალ-ტრანს რეტინის მჟავას გამოყენება უკუნაჩვენებია ვიტამინ A-სთან კომბინაციაში (იხილეთ თავი 10).
სიფრთხილის ზომები
კლინიკურ კვლევებში ხშირად აღინიშნა ჰიპერლეიკოციტოზი (75%), რომელიც ზოგჯერ უკავშირდება "დიფერენციაციის სინდრომს" (DS), რომელიც ადრე „რეტინის მჟავის სინდრომის“ სახელით იყო ცნობილი. DS-ი გამოვლინდა ბევრ APL პაციენტში (25%-მდე, ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში), რომლის მკურნალობაც ხდება ალ-ტრანს რეტინის მჟავათი.
DS-ს ახასიათებს ცხელება, დისპნოე, მწვავე რესპირატორული აშლილობა, ფილტვის ინფილტრატები, ჰიპოტენზია, პლევრის და პერიკარდიული ეფუზიები, შეშუპება, წონის მატება, ღვიძლის, თირკმლის და მრავლობითი ორგანოების უკმარისობა.
DS-ი ხშირად ასოცირდება ჰიპერლეიკოციტოზთან და ეს შეიძლება ფატალურიც იყოს. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც განუვითარდებათ ჰიპერლეიკოციტოზი, როდესაც ისინი მხოლოდ ალ-ტრანს რეტინის მჟავას იღებენ, შესაძლებელია DS-ის პრევენცია სისხლის თეთრი უჯრედის (WBC) რაოდენობაზე დაფუძნებული ალ-ტრანს რეტინის მჟავის რეჟიმზე სრული დოზის ანთრაციკლინზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის დამატებით. მიმდინარე თერაპიული მკურნალობის რეკომენდაციები შემდეგნაირია:
გადაუდებელი მკურნალობა პაციენტებისთვის > 5 x 109/ლ WBC-ით ან ნებისმიერ დროს ალ-ტრანს რეტინის მჟავისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციით.
სრული დოზის ქიმიოთერაპიის დამატება ალ-ტრანს რეტინის მჟავის თერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის < 5 x 109/ლ WBC-ით ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის 0 დღეს და თუ WBC-ს რაოდენობა გახდება:
≥ 6 x 109/ლ ნებისმიერ დროს მკურნალობის 1-ლი დღიდან მე-6 დღემდე და/ან
> 10 x 109/ლ ნებისმიერ დროს მკურნალობის მე-7 დღიდან მე-10 დღემდე და/ან
> 15 x 109/ლ ნებისმიერ დროს მკურნალობის მე-11 დღიდან 28-ე დღემდე.
მკურნალობა დექსამეტაზონით (10 მგ ყოველ 12 საათში მაქსიმუმ 3 დღე ან სიმპტომების გაქრობამდე), თუ პაციენტს აღენიშნება სინდრომის ადრეული კლინიკური ნიშნები.
ზომიერი და მძიმე DS-ის შემთხვევებში, გასათვალისწინებელია ალ-ტრანს რეტინის მჟავის თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
არსებობს თრომბოზის (ვენური და არტერიული) განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი ორგანოს სისტემას, მკურნალობის პირველ თვეში (იხ. თავი 9). შესაბამისად, პაციენტების ვესანოიდისა და ანტი-ფიბრინოლიზური აგენტების კომბინაციით მკურნალობისას, როგორიცაა ტრანექსამის მჟავა, ამინოკაპრონის მჟავა ან აპროტინინი, სიფრთხილეა საჭირო (იხ. თავი 10).
ალ-ტრანს რეტინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე. სხვა ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის გამომწვევ აგენტებთან, როგორიცაა ტეტრაციკლინები, თანმხლებმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს ამ მდგომარეობის რისკი (იხ. თავი 10). ალ-ტრანს რეტინის მჟავა უნდა დაენიშნოს მხოლოდ APL-ის მქონე პაციენტებს, ექიმების მკაცრი მეთვალყურეობით, რომელიც გამოცდილია ჰემატოლოგიური/ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში.
მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებში, უნდა შენარჩუნდეს დამხმარე თერაპია, მაგალითად, პროფილაქტიკა სისხლდენის და სწრაფი მკურნალობა ინფექციის დროს, ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის პარალელურად. პაციენტის ჰემატოლოგიური პროფილი, კოაგულაციის პროფილი, ღვიძლის ფუნქციის ტესტის შედეგები და ტრიგლიცერიდისა და ქოლესტერინის დონეები, ხშირად უნდა შემოწმდეს.
დეპრესია, დამძიმებული დეპრესია, გაღიზიანება და ხასიათის ცვლილებები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სისტემური რეტინოიდებით, მათ შორის ალ-ტრანს რეტინის მჟავათი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებთან ანამნეზში დეპრესიით. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი დეპრესიის ნიშნებზე და ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა. ოჯახის ან მეგობრების ინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება სასარგებლო იყოს პაციენტის გონებრივი ჯანმრთელობის გაუარესების გამოსავლენად.
მანქანების მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარი შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას გადიან ალ-ტრანს რეტინის მჟავათი, განსაკუთრებით თუ მათ აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან მწვავე თავის ტკივილი.
მიკრო-დოზიანი პროგესტოგენის პრეპარატები ("მინი აბი") შეიძლება კონტრაცეფციის არაადეკვატური მეთოდი იყოს ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დროს.
ვესანოიდი შეიცავს სორბიტოლს, შესაბამისად, პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემებით, არ უნდა მიიღონ ვესანოიდი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ვინაიდან ალ-ტრანს რეტინის მჟავა მეტაბოლიზდება ღვიძლის P450 სისტემით, არსებობს ფარმაკოკინეტიკის პარამეტრების შეცვლის პოტენციალი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ სისტემების მასტიმულირებელ ან მაინჰიბირებელ პრეპარატებს. მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად ასტიმულირებენ ღვიძლის P450 ფერმენტებს, მოიცავენ რიფამპიცინს, გლუკოკორტიკოიდებს, ფენობარბიტალსა და პენტობარბიტალს. მედიკამენტები, რომლებიც ზოგადად აინჰიბირებენ ღვიძლის P450 ფერმენტებს, მოიცავენ კეტოკონაზოლს, ციმეტიდინს, ერითრომიცინს, ვერაპამილს, დილტიაზემს და ციკლოსპორინს. ტრეტინოინის მომატებული ტოქსიკურობა (ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე, ჰიპერკალცემია) დაფიქსირდა აზოლის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგ: ფლუკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) მიღების შემთხვევაში, რაც არის ძირითადად CYP3A4-ის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთმოქმედების შედეგი. სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰობიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები ან მაკროლიდები, მაგ: კლარითრომიცინი) კომბინაციამ ასევე შეიძლება გაზარდოს ტრეტინოინის ტოქსიკურობა. საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს ტრეტინოინის დოზის შემცირება.
არ არსებობს მონაცემები ალ-ტრანს რეტინის მჟავასა და დაუნორუბიცინს ან ციტარაბინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ.
ანტიფიბრინოლიზური აგენტები, როგორიცაა ტრანექსამის მჟავა, ამინოკაპრონის მჟავა და აპროტინინი: ფატალური თრომბოზული გართულებების შემთხვევები იშვიათია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი და ანტი-ფიბრინოლიზური აგენტებით. აქედან გამომდინარე, ალ-ტრანს რეტინის მჟავა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ აგენტებთან კომბინაციაში (იხ. თავი 7).
ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის გამომწვევი აგენტები, მაგ: ტეტრაციკლინები: ალ-ტრანს რეტინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე. ალ-ტრანს რეტინის მჟავისა და ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის გამომწვევი აგენტების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა ასევე გაზარდოს ამ მდგომარეობის რისკი (იხ. თავი 7).
წამლის უკუჩვენებების ასოციაციები: იხილეთ თავი 6.
ვიტამინი A: სხვა რეტინოიდების მსგავსად, ალ-ტრანს რეტინის მჟავას მიღება ვიტამინ A-თან ერთად არ შეიძლება, ვინაიდან, A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ზომა უნდა განიხილებოდეს დაავადების სიმძიმისა და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობასთან მიმართებაში.
ორსულობა: ალ-ტრანს რეტინის მჟავა არის ტერატოგენული. მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში და იმ ქალებში, რომლებიც შესაძლოა დაორსულდნენ მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის სარგებელი ამართლებს ნაყოფის პათოლოგიების განვითარების რისკს, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმისა და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობის გამო. არსებობს ნაყოფის პათოლოგიების განვითარების უკიდურესად მაღალი რისკი, თუ ალ-ტრანს რეტინის მჟავის მიღებისას დადგება ორსულობა, მკურნალობის დოზის ან ხანგრძლივობის მიუხედავად. ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დაწყება რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულთაგან ყველა პირობა შესრულდება:
- პაციენტი ინფორმირებული იქნება ექიმის მიერ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში დაორსულების შემთხვევაში მოსალოდნელი გართულებების შესახებ.
- პაციენტი მზად არის, დაიცვას კონტრაცეფციის სავალდებულო ზომები. აბსოლუტურად სავალდებულოა, რომ ყველა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა, რომელიც გადის მკურნალობას ალ-ტრანს რეტინის მჟავათი, გამოიყენოს კონტრაცეფციის ეფექტური გზები ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობისას და მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში.
- ორსულობის ტესტები უნდა ჩატარდეს თერაპიის დროს ყოველთვიური ინტერვალით.
მიუხედავად აღნიშნული სიფრთხილის ზომებისა, თუ ორსულობა განვითარდება ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის პერიოდში ან მისი შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში, არსებობს ნაყოფის მწვავე პათოლოგიების განვითარების მაღალი რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალ-ტრანს რეტინის მჟავის მიღება ხდებოდა ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ლაქტაცია: ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დაწყების შემდეგ, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გვერდითი მოვლენები
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ალ-ტრანს რეტინის მჟავის რეკომენდებული ყოველდღიური დოზებით, ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტები მოიცავს ჰიპერვიტამინოზის A სინდრომის ნიშნებსა და სიმპტომებს (როგორც სხვა რეტინოიდების შემთხვევაში).
გვერდითი რეაქციების ცხრილი
ცხრილში მოცემული გვერდითი რეაქციები გამოვლინდა საბაზისო კლინიკურ კვლევებსა და პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში.
გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემური კლასითა და სიხშირით (ძალიან ხშირი (≥ 1/10)).
ცხრილში ასევე შესულია პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები „უცნობია“ სიხშირის კატეგორიაში (რომელთა შეფასებაც შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
ორგანოთა სისტემური კლასი
სიხშირე
გვერდითი რეაქცი(ებ)ა
ინფექციები და ინვაზიები
უცნობია
ნეკროზული ფასციიტი
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
უცნობია
თრომბოციტოზი, ლეიკოციტოზი, ბაზოფილია (სიმპტომური ჰიპერჰისტამინემიით ან მის გარეშე)
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ძალიან ხშირი
მადის დაქვეითება
უცნობია
ჰიპერკალცემია
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან ხშირი
დაბნეულობა, მღელვარება, დეპრესია, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე, თავბრუსხვევა, პარესთეზია
უცნობია
ჰემორაგიული ინსულტი
დარღვევები თვალის მხრივ
ძალიან ხშირი
მხედველობის დარღვევა, კონიუნქტიური დარღვევები
ყურისა და ყურის ლაბირინთის დარღვევები
ძალიან ხშირი
სმენის დაქვეითება
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან ხშირი
არითმია
უცნობია
მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი
დარღვევები სისხლ-ძარღვთა სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
ჰიპერემია
უცნობია
არტერიული თრომბოზი, ვენური თრომბოზი სხვადასხვა ზონებში (მაგ: ცერებროვასკულარული შემთხვევა, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმლის ინფარქტი), ვასკულიტი
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები
ძალიან ხშირი
სუნთქვის დარღვევა, ცხვირის სიმშრალე, ასთმა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი
პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პანკრეატიტი, ქეილიტი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ძალიან ხშირი
ერითემა, გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია, ჰიპერჰიდროზი
უცნობია
კვანძოვანი ერითემა, მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი (სვიტის სინდრომი)
დარღვევები ძვალკუნთოვანი და მაკავშირებელი ქსოვილების მხრივ
ძალიან ხშირი
ძვლის ტკივილი
უცნობია
მიოზიტი
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
უცნობია
თირკმლის ინფარქტი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
უცნობია
გენიტალური წყლული
ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილის მდგომარეობა
ძალიან ხშირი
მკერდის ტკივილი, შემცივნება, სისუსტე
კვლევები
ძალიან ხშირი
სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში ქოლესტერინის მომატება, ტრანსამინაზების მომატება
უცნობია
ჰისტამინის დონის აწევა
თერაპიის შეწყვეტის ან გაგრძელების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მკურნალობის სარგებელის შეფასებას გვერდითი ეფექტების სიმძიმესთან შედარებით.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
დიფერენციაციის სინდრომი APL პაციენტებში: ამ პოტენციურად ფატალური სინდრომის ნიშნები, სიმპტომები და გამოვლინებები, ასევე მათი პრევენცია და თერაპია აღწერილია ზემოთ (იხ. თავი 7).
ტერატოგენურობა: იხილეთ თავი 8.
პედიატრიული პოპულაცია
არ არსებობს სრული ინფორმაცია ალ-ტრანს რეტინის მჟავის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ალ-ტრანს რეტინის მჟავათი ნამკურნალებ ბავშვებში გამოვლინდა მომატებული ტოქსიკურობის, განსაკუთრებით ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის შემთხვევები.
ჭარბი დოზა
ალ-ტრანს რეტინის მჟავის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს A ჰიპერვიტამინოზის შექცევადი ნიშნები (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ლორწოვანი გარსის სიმპტომები). რეკომენდებული დოზა, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს, არის მაქსიმალური ასატანი დოზის ერთი მეოთხედი მყარი სიმსივნის მქონე პაციენტებში და მაქსიმალურ ასატან დოზაზე ნაკლები ბავშვებში.
პრეპარატის გადაჭარბების შემთხვევაში არ არსებობს კონკრეტული მკურნალობა; თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი მკურნალობდეს სპეციალურ ჰემატოლოგიურ განყოფილებაში.
- სხვა შენიშვნები
შენახვა
არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ დახურული, ნესტისგან დასაცავად. შეინახეთ ბოთლი მუყაოს შეფუთვაში კაფსულების სინათლისგან დასაცავად.
დაუშვებელია ამ პრეპარატის გამოყენება გარეკანზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ (EXP).
- შეფუთვები
100 კაფსულიანი ბოთლები, 10 მგ.
მედიკამენტი: შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
მიმდინარე 2022 წლის მარტი
დამზადებულია CHEPLAPHARM Arzneimittel GmbH-თვის, გრეიფსვალდი, გერმანია,
Catalent Germany Eberbach GmbH, Eberbach-ის მიერ, ებერბახი, გერმანია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 რბილი კაფსულა შეიცავს 10 მგ ალ-ტრანს რეტინის მჟავას (ტრეტინოინი, ATRA).
გალენიკური ფორმა: რბილი კაფსულები, 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულის შიგთავსი: ყვითელი ფუტკრის ცვილი, ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი, ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი, სოიოს ზეთი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცერინი, კარიონი 83 (სორბიტოლი, მანიტოლი, სახამებელი), ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი.
- თვისებები და ეფექტები
ალ-ტრანს რეტინის მჟავა არის რეტინოლის ბუნებრივი მეტაბოლიტი და მიეკუთვნება რეტინოიდების კლასს, რომელიც მოიცავს ბუნებრივ და სინთეზურ ანალოგებს. ალ-ტრანს რეტინის მჟავების ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა დიფერენცირების ინდუქცია და ტრანსფორმირებული უჯრედების პროლიფერაციის ინჰიბიცია ჰემოპოეზური უჯრედების მხრივ, მათ შორის ადამიანის მიელოციტური ლეიკემიის უჯრედების მხრივ.
მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის (APL) მოქმედების მექანიზმი არ არის ცნობილი, შეიძლება გამოწვეული იყოს ალ-ტრანს რეტინის მჟავას რეტინის მჟავას ბირთვულ რეცეპტორთან (RAP) დაკავშირების ცვლილების გამო, იმის გათვალისწინებით, რომ რეტინის მჟავის ά-რეცეპტორი იცვლება ცილასთან შერწყმით, რომელიც PML სახელითაა ცნობილი.
- ფარმაკოკინეტიკა
ალ-ტრანს რეტინის მჟავა არის ვიტამინ A-ს ენდოგენური მეტაბოლიტი და ჩვეულებრივ წარმოდგენილია პლაზმაში. ალ-ტრანს რეტინის მჟავის პერორალური დოზები კარგად შეიწოვება და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები ჯანმრთელ მოხალისეებში მიიღწევა 3 საათის შემდეგ.
როგორც ინდივიდთაშორის, ასევე ინდივიდუალურად ალ-ტრანს რეტინის მჟავის შეწოვის დროს არსებობს დიდი ცვალებადობა. პლაზმაში, ალ-ტრანს რეტინის მჟავა ფართოდ არის დაკავშირებული პლაზმის ცილებთან. პიკური დონეების შემდეგ, პლაზმის კონცენტრაციები შემცირდა საშუალოდ ნახევრად გამოყოფის 0.7 საათიანი პერიოდით. პლაზმური კონცენტრაციები ენდოგენურ დონეზე დაბრუნდა ერთჯერადი 40 მგ დოზის მიღებიდან 7-დან-12 საათის შემდეგ. არავითარი აკუმულაცია არ შეინიშნება მრავალჯერადი დოზების შემდეგ და ალ-ტრანს რეტინის მჟავა არ არის შენარჩუნებული სხეულის ქსოვილებში.
ჟანგვისა და გლუკურონიდაციით გამოწვეული მეტაბოლიტების თირკმლის ექსკრეცია წარმოადგენს ელიმინაციის ძირითად გზას (60%). ალ-ტრანს რეტინის მჟავა იზომერიზდება 13-ცის რეტინის მჟავამდე და იჟანგება 4-ოქსო-მეტაბოლიტებამდე. ამ მეტაბოლიტებს აქვთ უფრო ხანგრძლივი ნახევრად გამოყოფის პერიოდი, ვიდრე ალ-ტრანს რეტინის მჟავას და შეიძლება გამოიხატოს მცირე აკუმულაცია.
უწყვეტი დოზირებისას შეიძლება მოხდეს პლაზმური კონცენტრაციის ნიშანდობლივი შემცირება, შესაძლოა ციტოქრომ P450 ფერმენტის ინდუცირების გამო, რომელიც ზრდის კლირენსს და ამცირებს ბიოშეღწევადობას პერორალური დოზების შემდეგ.
CYP3A4-ის გარდა, ტრეტინოინი მეტაბოლიზდება CYP26A1-ით. CYP26A1-ის მაინჰიბირებელმა ნაერთებმა, როგორიცაა კეტოკონაზოლი, შეიძლება გამოიწვიოს ტრეტინოინის ზემოქმედების მომატება. ამ ფერმენტის ტრეტინოინის საერთო მეტაბოლიზმზე ფარდობითი გავლენის შესახებ კლინიკური მტკიცებულება ჯერ კიდევ არ არსებობს.
ამჟამად არ არსებობს მონაცემები ალ-ტრანს რეტინის მჟავასა და დაუნორუბიცინის ურთიერთმოქმედებასთან დაკავშირებით.
ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ კლინიკურ სიტუაციებში
თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის მოთხოვნა შესწავლილი არ არის. პრევენციული ზომის მიღების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ/მ2-მდე/ დღეში (იხ. ნაწილი 5).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფარმაცევტული პროდუქტის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვესანოიდი®
ტრეტინოინი
კატეგორია
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რეტინოიდი კიბოს სამკურნალოდ
- შემადგენლობა და სამკურნალო საშუალების ფორმა

- ჩვენებები და გამოყენება
ვესანოიდი ნაჩვენებია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის რემისიის ინდუცირებისთვის (APL; FAB კლასიფიკაცია AML-M3). წინასწარ არანამკურნალებ პაციენტებს, ისევე როგორც იმ პაციენტებს, რომლებსაც რეციდივი განუვითარდათ სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ (ანთრაციკლინით და ციტარაბინით, ან ექვივალენტური თერაპიით) ან პაციენტებს, რომლებიც რთულად იტანენ ქიმიოთერაპიას, მკურნალობა შეუძლიათ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი. ქიმიოთერაპიის კომბინაცია ალ-ტრანს რეტინის მჟავასთან, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამცირებს რეციდივის რისკს, მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. შემანარჩუნებელი თერაპია ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, თუმცა ალ-ტრანს რეტინის მჟავაზე რეაგირების დაკარგვა დაფიქსირდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ ალ-ტრანს რეტინის მჟავაზე არიან.
- დოზირება და მიღების წესი
45 მგ/მ2 საერთო დღიური დოზა სხეულის ზედაპირზე, რომელიც გაყოფილია ორ თანაბარ დოზად, რეკომენდებულია პერორალური მიღებისთვის APL პაციენტებისთვის, რაც დაახლოებით 8 კაფსულაა ყოველ ზრდასრულ პაციენტზე. პედიატრიული პაციენტებისთვის რეკომენდებულია 45 მგ/მ2-ით მკურნალობა, თუ მწვავე ტოქსიკურობის ნიშნები არ გამოვლინდება. დოზის შემცირება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში, ქრონიკული თავის ტკივილით.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 30-90 დღე, სრული რემისიის მიღწევამდე.
თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის სიმცირის გამო, დაცვის მიზნით დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ/მ2-მდე.
რემისიის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსოლიდაციის ქიმიოთერაპია, ანთრაციკლინის და ციტარაბინის ჩათვლით; მაგალითად, სამი კურსი 5-დან 6 კვირიანი ინტერვალებით. თუ მხოლოდ ალ-ტრანს რეტინის მჟავასთან მიიღწევა რემისია, ალ-ტრანს რეტინის მჟავის დოზების შეცვლა არ არის საჭირო, თუ ალ-ტრანს რეტინის მჟავა გამოიყენება ქიმიოთერაპიასთან ერთად.
საკვების გავლენა ალ-ტრანს რეტინის მჟავის ბიოშეღწევადობაზე, დადგენილი არ არის. როგორც ცნობილია, რეტინოიდების, როგორც კლასის, ბიოშეღწევადობა იზრდება საკვების არსებობის დროს, რეკომენდებულია, რომ ალ-ტრანს რეტინის მჟავის მიღება მოხდეს საკვებთან ერთად ან ჭამიდან ცოტა ხნის შემდეგ.
- უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ალ-ტრანს რეტინის მჟავის, სხვა რეტინოიდების, სოიოს, მიწის თხილის ან მისი რომელიმე კომპონენტების მიმართ, რომლებიც მითითებულია თავში 1.
ალ-ტრანს რეტინის მჟავა არის ტერატოგენული. შესაბამისად, იგი უკუნაჩვენებია ორსულობისა და მეძუძური დედებისთვის (იხილეთ თავი 8).
ალ-ტრანს რეტინის მჟავას გამოყენება უკუნაჩვენებია ვიტამინ A-სთან კომბინაციაში (იხილეთ თავი 10).
- სიფრთხილის ზომები
კლინიკურ კვლევებში ხშირად აღინიშნა ჰიპერლეიკოციტოზი (75%), რომელიც ზოგჯერ უკავშირდება "დიფერენციაციის სინდრომს" (DS), რომელიც ადრე „რეტინის მჟავის სინდრომის“ სახელით იყო ცნობილი. DS-ი გამოვლინდა ბევრ APL პაციენტში (25%-მდე, ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში), რომლის მკურნალობაც ხდება ალ-ტრანს რეტინის მჟავათი.
DS-ს ახასიათებს ცხელება, დისპნოე, მწვავე რესპირატორული აშლილობა, ფილტვის ინფილტრატები, ჰიპოტენზია, პლევრის და პერიკარდიული ეფუზიები, შეშუპება, წონის მატება, ღვიძლის, თირკმლის და მრავლობითი ორგანოების უკმარისობა.
DS-ი ხშირად ასოცირდება ჰიპერლეიკოციტოზთან და ეს შეიძლება ფატალურიც იყოს. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც განუვითარდებათ ჰიპერლეიკოციტოზი, როდესაც ისინი მხოლოდ ალ-ტრანს რეტინის მჟავას იღებენ, შესაძლებელია DS-ის პრევენცია სისხლის თეთრი უჯრედის (WBC) რაოდენობაზე დაფუძნებული ალ-ტრანს რეტინის მჟავის რეჟიმზე სრული დოზის ანთრაციკლინზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის დამატებით. მიმდინარე თერაპიული მკურნალობის რეკომენდაციები შემდეგნაირია:
გადაუდებელი მკურნალობა პაციენტებისთვის > 5 x 109/ლ WBC-ით ან ნებისმიერ დროს ალ-ტრანს რეტინის მჟავისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციით.
სრული დოზის ქიმიოთერაპიის დამატება ალ-ტრანს რეტინის მჟავის თერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის < 5 x 109/ლ WBC-ით ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის 0 დღეს და თუ WBC-ს რაოდენობა გახდება:
≥ 6 x 109/ლ ნებისმიერ დროს მკურნალობის 1-ლი დღიდან მე-6 დღემდე და/ან
> 10 x 109/ლ ნებისმიერ დროს მკურნალობის მე-7 დღიდან მე-10 დღემდე და/ან
> 15 x 109/ლ ნებისმიერ დროს მკურნალობის მე-11 დღიდან 28-ე დღემდე.
მკურნალობა დექსამეტაზონით (10 მგ ყოველ 12 საათში მაქსიმუმ 3 დღე ან სიმპტომების გაქრობამდე), თუ პაციენტს აღენიშნება სინდრომის ადრეული კლინიკური ნიშნები.
ზომიერი და მძიმე DS-ის შემთხვევებში, გასათვალისწინებელია ალ-ტრანს რეტინის მჟავის თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
არსებობს თრომბოზის (ვენური და არტერიული) განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი ორგანოს სისტემას, მკურნალობის პირველ თვეში (იხ. თავი 9). შესაბამისად, პაციენტების ვესანოიდისა და ანტი-ფიბრინოლიზური აგენტების კომბინაციით მკურნალობისას, როგორიცაა ტრანექსამის მჟავა, ამინოკაპრონის მჟავა ან აპროტინინი, სიფრთხილეა საჭირო (იხ. თავი 10).
ალ-ტრანს რეტინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე. სხვა ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის გამომწვევ აგენტებთან, როგორიცაა ტეტრაციკლინები, თანმხლებმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს ამ მდგომარეობის რისკი (იხ. თავი 10). ალ-ტრანს რეტინის მჟავა უნდა დაენიშნოს მხოლოდ APL-ის მქონე პაციენტებს, ექიმების მკაცრი მეთვალყურეობით, რომელიც გამოცდილია ჰემატოლოგიური/ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში.
მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებში, უნდა შენარჩუნდეს დამხმარე თერაპია, მაგალითად, პროფილაქტიკა სისხლდენის და სწრაფი მკურნალობა ინფექციის დროს, ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის პარალელურად. პაციენტის ჰემატოლოგიური პროფილი, კოაგულაციის პროფილი, ღვიძლის ფუნქციის ტესტის შედეგები და ტრიგლიცერიდისა და ქოლესტერინის დონეები, ხშირად უნდა შემოწმდეს.
დეპრესია, დამძიმებული დეპრესია, გაღიზიანება და ხასიათის ცვლილებები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სისტემური რეტინოიდებით, მათ შორის ალ-ტრანს რეტინის მჟავათი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებთან ანამნეზში დეპრესიით. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი დეპრესიის ნიშნებზე და ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა. ოჯახის ან მეგობრების ინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება სასარგებლო იყოს პაციენტის გონებრივი ჯანმრთელობის გაუარესების გამოსავლენად.
მანქანების მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარი შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას გადიან ალ-ტრანს რეტინის მჟავათი, განსაკუთრებით თუ მათ აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან მწვავე თავის ტკივილი.
მიკრო-დოზიანი პროგესტოგენის პრეპარატები ("მინი აბი") შეიძლება კონტრაცეფციის არაადეკვატური მეთოდი იყოს ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დროს.
ვესანოიდი შეიცავს სორბიტოლს, შესაბამისად, პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემებით, არ უნდა მიიღონ ვესანოიდი.
- ორსულობა და ლაქტაცია
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ზომა უნდა განიხილებოდეს დაავადების სიმძიმისა და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობასთან მიმართებაში.
ორსულობა: ალ-ტრანს რეტინის მჟავა არის ტერატოგენული. მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში და იმ ქალებში, რომლებიც შესაძლოა დაორსულდნენ მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის სარგებელი ამართლებს ნაყოფის პათოლოგიების განვითარების რისკს, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმისა და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობის გამო. არსებობს ნაყოფის პათოლოგიების განვითარების უკიდურესად მაღალი რისკი, თუ ალ-ტრანს რეტინის მჟავის მიღებისას დადგება ორსულობა, მკურნალობის დოზის ან ხანგრძლივობის მიუხედავად. ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დაწყება რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულთაგან ყველა პირობა შესრულდება:
- პაციენტი ინფორმირებული იქნება ექიმის მიერ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში დაორსულების შემთხვევაში მოსალოდნელი გართულებების შესახებ.
- პაციენტი მზად არის, დაიცვას კონტრაცეფციის სავალდებულო ზომები. აბსოლუტურად სავალდებულოა, რომ ყველა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა, რომელიც გადის მკურნალობას ალ-ტრანს რეტინის მჟავათი, გამოიყენოს კონტრაცეფციის ეფექტური გზები ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობისას და მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში.
- ორსულობის ტესტები უნდა ჩატარდეს თერაპიის დროს ყოველთვიური ინტერვალით.
მიუხედავად აღნიშნული სიფრთხილის ზომებისა, თუ ორსულობა განვითარდება ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის პერიოდში ან მისი შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში, არსებობს ნაყოფის მწვავე პათოლოგიების განვითარების მაღალი რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალ-ტრანს რეტინის მჟავის მიღება ხდებოდა ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ლაქტაცია: ალ-ტრანს რეტინის მჟავათი მკურნალობის დაწყების შემდეგ, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
- არასასურველი ეფექტები
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ალ-ტრანს რეტინის მჟავის რეკომენდებული ყოველდღიური დოზებით, ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტები მოიცავს ჰიპერვიტამინოზის A სინდრომის ნიშნებსა და სიმპტომებს (როგორც სხვა რეტინოიდების შემთხვევაში).
გვერდითი რეაქციების ცხრილი
ცხრილში მოცემული გვერდითი რეაქციები გამოვლინდა საბაზისო კლინიკურ კვლევებსა და პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში.
გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემური კლასითა და სიხშირით (ძალიან ხშირი (≥ 1/10)).
ცხრილში ასევე შესულია პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები „უცნობია“ სიხშირის კატეგორიაში (რომელთა შეფასებაც შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
ორგანოთა სისტემური კლასი
სიხშირე
გვერდითი რეაქცი(ებ)ა
ინფექციები და ინვაზიები
უცნობია
ნეკროზული ფასციიტი
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
უცნობია
თრომბოციტოზი, ლეიკოციტოზი, ბაზოფილია (სიმპტომური ჰიპერჰისტამინემიით ან მის გარეშე)
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ძალიან ხშირი
მადის დაქვეითება
უცნობია
ჰიპერკალცემია
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან ხშირი
დაბნეულობა, მღელვარება, დეპრესია, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე, თავბრუსხვევა, პარესთეზია
უცნობია
ჰემორაგიული ინსულტი
დარღვევები თვალის მხრივ
ძალიან ხშირი
მხედველობის დარღვევა, კონიუნქტიური დარღვევები
ყურისა და ყურის ლაბირინთის დარღვევები
ძალიან ხშირი
სმენის დაქვეითება
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან ხშირი
არითმია
უცნობია
მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი
დარღვევები სისხლ-ძარღვთა სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
ჰიპერემია
უცნობია
არტერიული თრომბოზი, ვენური თრომბოზი სხვადასხვა ზონებში (მაგ: ცერებროვასკულარული შემთხვევა, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმლის ინფარქტი), ვასკულიტი
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები
ძალიან ხშირი
სუნთქვის დარღვევა, ცხვირის სიმშრალე, ასთმა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი
პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პანკრეატიტი, ქეილიტი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ძალიან ხშირი
ერითემა, გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია, ჰიპერჰიდროზი
უცნობია
კვანძოვანი ერითემა, მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი (სვიტის სინდრომი)
დარღვევები ძვალკუნთოვანი და მაკავშირებელი ქსოვილების მხრივ
ძალიან ხშირი
ძვლის ტკივილი
უცნობია
მიოზიტი
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
უცნობია
თირკმლის ინფარქტი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
უცნობია
გენიტალური წყლული
ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილის მდგომარეობა
ძალიან ხშირი
მკერდის ტკივილი, შემცივნება, სისუსტე
კვლევები
ძალიან ხშირი
სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში ქოლესტერინის მომატება, ტრანსამინაზების მომატება
უცნობია
ჰისტამინის დონის აწევა
თერაპიის შეწყვეტის ან გაგრძელების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მკურნალობის სარგებელის შეფასებას გვერდითი ეფექტების სიმძიმესთან შედარებით.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
დიფერენციაციის სინდრომი APL პაციენტებში: ამ პოტენციურად ფატალური სინდრომის ნიშნები, სიმპტომები და გამოვლინებები, ასევე მათი პრევენცია და თერაპია აღწერილია ზემოთ (იხ. თავი 7).
ტერატოგენურობა: იხილეთ თავი 8.
პედიატრიული პოპულაცია
არ არსებობს სრული ინფორმაცია ალ-ტრანს რეტინის მჟავის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ალ-ტრანს რეტინის მჟავათი ნამკურნალებ ბავშვებში გამოვლინდა მომატებული ტოქსიკურობის, განსაკუთრებით ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის შემთხვევები.
- ურთიერთქმედება
ვინაიდან ალ-ტრანს რეტინის მჟავა მეტაბოლიზდება ღვიძლის P450 სისტემით, არსებობს ფარმაკოკინეტიკის პარამეტრების შეცვლის პოტენციალი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ სისტემების მასტიმულირებელ ან მაინჰიბირებელ პრეპარატებს. მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად ასტიმულირებენ ღვიძლის P450 ფერმენტებს, მოიცავენ რიფამპიცინს, გლუკოკორტიკოიდებს, ფენობარბიტალსა და პენტობარბიტალს. მედიკამენტები, რომლებიც ზოგადად აინჰიბირებენ ღვიძლის P450 ფერმენტებს, მოიცავენ კეტოკონაზოლს, ციმეტიდინს, ერითრომიცინს, ვერაპამილს, დილტიაზემს და ციკლოსპორინს. ტრეტინოინის მომატებული ტოქსიკურობა (ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე, ჰიპერკალცემია) დაფიქსირდა აზოლის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგ: ფლუკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) მიღების შემთხვევაში, რაც არის ძირითადად CYP3A4-ის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთმოქმედების შედეგი. სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰობიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები ან მაკროლიდები, მაგ: კლარითრომიცინი) კომბინაციამ ასევე შეიძლება გაზარდოს ტრეტინოინის ტოქსიკურობა. საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს ტრეტინოინის დოზის შემცირება.
არ არსებობს მონაცემები ალ-ტრანს რეტინის მჟავასა და დაუნორუბიცინს ან ციტარაბინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ.
ანტიფიბრინოლიზური აგენტები, როგორიცაა ტრანექსამის მჟავა, ამინოკაპრონის მჟავა და აპროტინინი: ფატალური თრომბოზული გართულებების შემთხვევები იშვიათია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ალ-ტრანს რეტინის მჟავათი და ანტი-ფიბრინოლიზური აგენტებით. აქედან გამომდინარე, ალ-ტრანს რეტინის მჟავა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ აგენტებთან კომბინაციაში (იხ. თავი 7).
ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის გამომწვევი აგენტები, მაგ: ტეტრაციკლინები: ალ-ტრანს რეტინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნე. ალ-ტრანს რეტინის მჟავისა და ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის/ცერებრალური ფსევდო-სიმსივნის გამომწვევი აგენტების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა ასევე გაზარდოს ამ მდგომარეობის რისკი (იხ. თავი 7).
წამლის უკუჩვენებების ასოციაციები: იხილეთ თავი 6.
ვიტამინი A: სხვა რეტინოიდების მსგავსად, ალ-ტრანს რეტინის მჟავას მიღება ვიტამინ A-თან ერთად არ შეიძლება, ვინაიდან, A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.
- ჭარბი დოზა
ალ-ტრანს რეტინის მჟავის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს A ჰიპერვიტამინოზის შექცევადი ნიშნები (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ლორწოვანი გარსის სიმპტომები). რეკომენდებული დოზა, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს, არის მაქსიმალური ასატანი დოზის ერთი მეოთხედი მყარი სიმსივნის მქონე პაციენტებში და მაქსიმალურ ასატან დოზაზე ნაკლები ბავშვებში.
პრეპარატის გადაჭარბების შემთხვევაში არ არსებობს კონკრეტული მკურნალობა; თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი მკურნალობდეს სპეციალურ ჰემატოლოგიურ განყოფილებაში.
- სხვა შენიშვნები
შენახვა
არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ დახურული, ნესტისგან დასაცავად. შეინახეთ ბოთლი მუყაოს შეფუთვაში კაფსულების სინათლისგან დასაცავად.
დაუშვებელია ამ პრეპარატის გამოყენება გარეკანზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ (EXP).
- შეფუთვები
100 კაფსულიანი ბოთლები, 10 მგ.
მედიკამენტი: შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
მიმდინარე 2022 წლის მარტი
დამზადებულია CHEPLAPHARM Arzneimittel GmbH-თვის, გრეიფსვალდი, გერმანია,
Catalent Germany Eberbach GmbH, Eberbach-ის მიერ, ებერბახი, გერმანია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.