პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ვეროშპირონი

VEROSPIRON®

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

- გულის შეგუბებითი უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა თერაპიაზე ან მისი აუტანლობის შემთხვევაში, ასევე სხვა შარდმდენების ეფექტის გასაძლიერებლად. - ესენციური ჰიპერტენზია, ძირითადად ჰიპოკალიემიის შემთხვევაში, ჩვეულებრივ სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სპირონო (spironolactone)
ფორმა და შეფუთვა
25მგ ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
«Gedeon Richter» OJSC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები
ATC კოდი
C03DA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043917
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Gedeon Richter» OJSC (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა "გედეონ რიხტერი"-ს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავეროშპირონი და სხვა წამალი ერთად

ვეროშპირონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • გულის შეგუბებითი უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა თერაპიაზე ან მისი აუტანლობის შემთხვევაში, ასევე სხვა შარდმდენების ეფექტის გასაძლიერებლად.
  • ესენციური ჰიპერტენზია, ძირითადად ჰიპოკალიემიის შემთხვევაში, ჩვეულებრივ სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.
  • ღვიძლის ციროზი, რომელსაც თან ახლავს ასციტი და/ან შეშუპება.
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მკურნალობა.
  • შეშუპებები ნეფროზული სინდრომის დროს.
  • ჰიპოკალიემიის მკურნალობა, თუ პაციენტს არ შეუძლია სხვა პრეპარატების მიღება.
  • ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები ვერ გამოიყენება.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების სქემები

მოზრდილები

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

დიაგნოსტიკური მიზნებისთვის

  • ხანგრძლივი ტესტი: სპირონოლაქტონი მიიღება დოზით 400 მგ/დღეში 3-4 კვირის განმავლობაში. ჰიპოკალიემიის და არტერიული ჰიპერტენზიის კორექციის შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის არსებობა.
  • ხანმოკლე ტესტი: სპირონოლაქტონი მიიღება დოზით 400 მგ/დღეში 4 დღის განმავლობაში. თუ პრეპარატ ვეროშპირონის გამოყენების დროს სისხლში კალიუმის შემცველობა იზრდება და მისი მოხსნის შემდეგ მცირდება, შეიძლება ვივარაუდოთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის არსებობა.

მკურნალობა

ქირურგიული მკურნალობისთვის მოსამზადებლად, სპირონოლაქტონი გამოიყენება 100-დან 400 მგ/დღეში დოზით. თუ ქირურგიული ჩარევა არ არის ნაჩვენები, სპირონოლაქტონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით. ამ შემთხვევაში, პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება შემცირდეს ყოველ 14 დღეში, სანამ არ მიიღწევა ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი ეფექტების გამოხატულების შესამცირებლად რეკომენდირებულია ვეროშპირონის გამოყენება სხვა შარდმდენებთან კომბინაციაში.

შეშუპებები გულის შეგუბებითი უკმარისობის ან ნეფროზული სინდრომის ფონზე

საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს და შეიძლება მერყეობდეს 25-დან 200 მგ-მდე დღეში ინტერვალში, პრეპარატის მიღება შესაძლებელია 1-2 მიღებაზე. პრეპარატის უფრო მაღალი დოზების მიღებისას, ვეროშპირონის გამოყენება შესაძლებელია შარდმდენთან ერთად, რომელიც მოქმედებენ თირკმლის მილაკების უფრო პროქსიმალურ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ვეროშპირონის დოზა უნდა დაკორექტირდეს.

დამატებითი თერაპია გულის მძიმე უკმარისობის მკურნალობისას (III-IV კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაციის მიხედვით (NYHA) და განდევნის ფრაქციით ≤35%)

ალდაქტონის გამოყენების რანდომიზირებული კვლევის შედეგების საფუძველზე (RALES: იხილეთ აგრეთვე ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“) დადგინდა, რომ თუ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა არ აღემატება 5.0 mEq/L-ს და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია არ აღემატება 2.5 მგ/დლ-ს, გამოყენების დასაწყისში საბაზისო სტანდარტული თერაპიის ფონზე სპირონოლაქტონის დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ/დღეში. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს 25 მგ/დღეში დოზით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე/დღეში კლინიკური ჩვენებების მიხედვით. პაციენტებში, რომლებიც ვერ იტანენ პრეპარატს 25 მგ/დღეში დოზით, პრეპარატის დოზა შეიძლება შემცირდეს 25 მგ-მდე ყოველ 2 დღეში ერთხელ. (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

დამატებითი თერაპია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ადრე გამოყენებული ჰიპოტენზიური პრეპარატების არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში

სპირონოლაქტონის საწყისი დოზა სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შეადგენს 25 მგ-ს/დღეში. თუ 4 კვირის შემდეგ არტერიული წნევა არ მიაღწევს სამიზნე მაჩვენებლებს, პრეპარატის დოზა შეიძლება გაორმაგდეს. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპერკალიემიის განვითარების გამომწვევ პრეპარატებს (მაგ., აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები), სპირონოლაქტონის გამოყენების დაწყებამდე უნდა შეფასდეს კალიუმის და კრეატინინის შემცველობა სისხლის შრატში. ვეროშპირონი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა აღემატება 5.0 მმოლ/ლ, ხოლო კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 2.5 მგ/დლ. სპირონოლაქტონის მიღების დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, სისხლში კალიუმის და კრეატინინის შემცველობა სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს.

ასციტი და შეშუპებები, განპირობებული ღვიძლის ციროზით

თუ შარდში Na/K იონების თანაფარდობა აღემატება 1.0-ს, პრეპარატის დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 100 მგ-ს. თუ მითითებული თანაფარდობა 1.0-ზე ნაკლებია, პრეპარატის დოზა უნდა იყოს 200-დან 400 მგ-მდე/დღეში ინტერვალში.

შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

ჰიპოკალიემია

პრეპარატი ინიშნება 25-100 მგ/დღეში დოზით, თუ კალიუმის პრეპარატების ან სხვა კალიუმის დამზოგავი მეთოდების გამოყენება არასაკმარისია.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1-3 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი 2-4 მიღებაზე. შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებისას ან სხვა შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას, სპირონოლაქტონის დოზა უნდა შემცირდეს 1-2 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე.

საჭიროების შემთხვევაში სუსპენზიის მომზადება შესაძლებელია დაქუცმაცებული 25 მგ ტაბლეტებისგან.

ხანდაზმული პაციენტები

პრეპარატით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია ყველაზე დაბალი დოზით. მისი თანდათან გაზრდით მაქსიმალური სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სიფრთხილე უნდა იქნას დაცული თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სპირონოლაქტონის მეტაბოლიზმსა და გამოყოფაზე. გარდა ამისა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

გამოყენების წესი

როგორც წესი, სპირონოლაქტონის დღიური დოზა მიიღება ჭამის შემდეგ, დღეში 1 ან 2-ჯერ. რეკომენდებულია დღიური დოზის ან პრეპარატის დღიური დოზის პირველი ნაწილის მიღება დილით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნაწილში „შემადგენლობა“ ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ანურია.
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა.
  • თირკმლის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).
  • გულის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ/წთ-ზე ნაკლები ან შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაცია 220 მკმოლ/ლ-ზე მეტი).
  • ჰიპერკალიემია.
  • ჰიპონატრიემია.
  • ადისონის დაავადება.
  • ეპლერენონის ან სხვა კალიუმის დამზოგავი შარდმდენების ერთდროული გამოყენება.
  • ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

  • სპირონოლაქტონი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთა ძირითადმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს აციდოზის და/ან ჰიპერკალიემიის განვითარება.
  • დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი.
  • სპირონოლაქტონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდოვანას აზოტის (BUN) ტრანზიტორული მატება, განსაკუთრებით არსებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჰიპერკალიემიის ფონზე. სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი. ამიტომ, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შრატის ელექტროლიტების მაჩვენებლების და თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.
  • სპირონოლაქტონის ერთდროულმა გამოყენებამ ჰიპერკალიემიის გამომწვევ პრეპარატებთან (მაგ., სხვა კალიუმის დამზოგავი შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, ალდოსტერონის ბლოკატორები, ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი, კალიუმის პრეპარატები, კალიუმით მდიდარი დიეტა, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები) შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია.
  • ჰიპერკალიემია შეიძლება ფატალური იყოს. სპირონოლაქტონის მიმღებ პაციენტებში გულის უკმარისობის მძიმე ფორმით კალიუმის შემცველობის მონიტორინგი და კორექცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვა კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია. კალიუმის პრეპარატების მიღება უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომელთა შრატში კალიუმის დონე 3.5 მეკვ/ლ-ზე მეტია. კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგის რეკომენდებული სიხშირე - პრეპარატის მიღების დაწყებიდან ან სპირონოლაქტონის დოზის გაზრდიდან ერთი კვირის შემდეგ, ყოველთვიურად პირველი 3 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველკვარტალურად ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ. თუ სისხლის შრატში კალიუმის დონე 5 მეკვ/ლ-ზე მეტია ან კრეატინინი 4 მგ/დლ-ზე მეტია, სპირონოლაქტონის მიღება დროებით ან მთლიანად უნდა შეწყდეს. (იხილეთ ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“, გულის უკმარისობის დამატებითი თერაპია).
  • პორფირიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი ვეროშპირონი უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, რადგან ბევრი პრეპარატი იწვევს პორფირიის გამწვავებას.
  • პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია.

დამხმარე ნივთიერებები

ლაქტოზა

ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატ ვეროშპირონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 146.0 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს წამალი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატ ვეროშპირონის ერთდროულმა მიღებამ:

  • სხვა კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან, ალდოსტერონის ბლოკატორებთან, კალიუმის პრეპარატებთან, ასევე კალიუმით მდიდარი დიეტის დაცვამ ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
  • ჰიპერკალიემიის დადასტურებულად გამომწვევი პრეპარატების გარდა, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლის (ანტიბიოტიკი, რომელსაც კო-ტრიმოქსაზოლი ეწოდება) სპირონოლაქტონთან კომბინაციის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია.
  • სხვა შარდმდენების მიღება – აძლიერებს დიურეზს.
  • იმუნოსუპრესანტებმა, ციკლოსპორინმა და ტაკროლიმუსმა შეიძლება გაზარდონ სპირონოლაქტონით გამოწვეული ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
  • ქოლესტირამინმა, ამონიუმის ქლორიდმა შეიძლება ასევე გაზარდონ ჰიპერკალიემიის და ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის რისკი.
  • ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა და ანტიფსიქოტიკებმა შეიძლება გააძლიერონ სპირონოლაქტონის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
  • ჰიპოტენზიური საშუალებები – სპირონოლაქტონი აძლიერებს ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტს, რომელთა დოზის შემცირება შესაძლოა საჭირო გახდეს, სპირონოლაქტონთან ერთად მიღებისას, და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში.

რადგან აგფ ინჰიბიტორები ამცირებენ ალდოსტერონის გამომუშავებას, ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული სპირონოლაქტონთან ერთად მუდმივ საფუძველზე, განსაკუთრებით პაციენტებში დადასტურებული თირკმლის ფუნქციის დარღვევეით.

  • ნიტროგლიცერინთან, სხვა ნიტრატებთან ან ვაზოდილატატორებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს სპირონოლაქტონის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
  • ალკოჰოლმა, ბარბიტურატებმა ან ნარკოტიკულმა პრეპარატებმა – შეიძლება გააძლიეროს სპირონოლაქტონთან დაკავშირებული ორთოსტატული ჰიპოტენზია.
  • პრესორული ამინები (ნორეპინეფრინი) – სპირონოლაქტონი ამცირებს სისხლძარღვთა რეაქციებს ნორეპინეფრინზე. ამ მიზეზით, სიფრთხილეა საჭირო სპირონოლაქტონის მიმღებ პაციენტებში ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) – ზოგიერთ პაციენტში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებამ შეიძლება შეამციროს მარყუჟოვანი, კალიუმის დამზოგავი და თიაზიდური შარდმდენების შარდმდენი, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და მეფენამის მჟავა) კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება. ამიტომ, სპირონოლაქტონის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღებისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასურველი შარდმდენი ეფექტის მიღწევა.
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი – ელექტროლიტების გამოყოფის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს, კერძოდ, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოკალიემია.
  • დიგოქსინი – სპირონოლაქტონმა შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში და, შედეგად, მისი ტოქსიკურობის გაძლიერება. სპირონოლაქტონის მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინის დოზის შემცირება. პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს სათანადო კონტროლის ქვეშ დიგოქსინის დოზის გადაჭარბების ან არასაკმარისი დიგიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.
  • პრეპარატის გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე – ლიტერატურაში აღწერილია სპირონოლაქტონის ან მისი მეტაბოლიტების ზეგავლენის რამდენიმე შემთხვევა დიგოქსინის კონცენტრაციის მაჩვენებელზე, განსაზღვრულის რადიოიმუნური ანალიზის მეთოდით. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ გაურკვეველია.
  • ფლუორიმეტრიული ანალიზის დროს სპირონოლაქტონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაერთების შემცველობის ანალიზის შედეგზე ფლუორესცენციის ანალოგიური პარამეტრებით (მაგ., კორტიზოლი, ეპინეფრინი).
  • სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შეიძლება გაზარდოს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინამდებარე ჯირკვლის კიბო და მკურნალობენ აბირატერონით. აბირატერონთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
  • ფენაზონი – სპირონოლაქტონი აჩქარებს ფენაზონის მეტაბოლიზმს.
  • ლითიუმის პრეპარატები – როგორც წესი, ლითიუმის პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული შარდმდენებთან ერთად. შარდმდენები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს.
  • კარბენოქსოლონი – შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება და, შედეგად, შეამციროს სპირონოლაქტონის ეფექტურობა. თავიდან უნდა იქნას აცილებული კარბენოქსოლონისა და სპირონოლაქტონის ერთდროული გამოყენება.
  • კარბამაზეპინი – შარდმდენებთან ერთდროულად გამოყენებისას, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპონატრიემია.
  • ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი – სპირონოლაქტონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია.
  • კუმარინის წარმოებულები – პრეპარატი ამცირებს ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობას.
  • სპირონოლაქტონმა შეიძლება გააძლიეროს GnRH (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის) ანალოგების მოქმედება: ტრიპტორელინის, ბუსერელინის, გონადორელინის ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სპირონოლაქტონს გააჩნია ანტიანდროგენული ეფექტი ადამიანებში, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“). სპირონოლაქტონი ან მისი მეტაბოლიტები აღწევენ ჰემატოპლაცენტურ ბარიერში. სპირონოლაქტონის გამოყენების ფონზე ნამკურნალებ მაკე ვირთხებში დაფიქსირდა მამრობითი სქესის ნაყოფების ფემინიზაცია, ხოლო ენდოკრინული დარღვევები დაფიქსირდა როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის შთამომავლობაში დაბადების შემდეგ. სპირონოლაქტონი უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება დედისა და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკებს.

ძუძუთი კვება

სპირონოლაქტონის მეტაბოლიტები აღმოჩენილია დედის რძეში. თუ სპირონოლაქტონის გამოყენება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს და გამოყენებული იქნას ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის გამოყენების დასაწყისში, ინდივიდუალურად განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისაგან. შემდგომში, შეზღუდვები ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს თითოეული პაციენტისთვის.

შეფუთვა

20 ტაბლეტი PVC/Al ბლისტერში.

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები განპირობებულია სპირონოლაქტონის კონკურენტული ანტაგონიზმით ალდოსტერონთან მიმართებაში (რაც იწვევს კალიუმის გამოყოფის გაძლიერებას), ასევე სპირონოლაქტონის ანტიანდროგენული ეფექტით.

გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სისტემური ორგანოების კლასების მიხედვით განაწილების სახით MedDRA-ს თანახმად და გამოვლენის სიხშირის მითითებით MedDRA-ს თანახმად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1 000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე დადგენილი არ არის (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: ჰირსუტიზმი

დარღვევები კვების და ნივთიერებათა ცვლის მხრივ

ძალიან ხშირი: ჰიპერკალიემია1

ხშირი: ჰიპერკალიემია2

იშვიათი: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, პორფირია

სიხშირე დადგენილი არ არის: ჰიპერქლორემიული აციდოზი

ფსიქიკის დარღვევები

არახშირი: დეზორიენტაცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

არახშირი: ძილიანობა3, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი: დამბლა, პარაპლეგია

დარღვევები გულის მხრივ

ძალიან ხშირი: არითმიები4

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ძალიან იშვიათი: ვასკულიტი

სიხშირე დადგენილი არ არის: არასასურველი არტერიული ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ძალიან იშვიათი: ხმის ცვლილება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: გულისრევა, ღებინება

იშვიათი: გასტრიტი, წყლული, კუჭიდან სისხლდენა, კუჭის ტკივილი, დიარეა

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

იშვიათი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათი: ალოპეცია, ეგზემა, რგოლისებრი ერითემა, კანის მგლურას მსგავსი ცვლილებები

სიხშირე არ არის დადგენილი: ბულოზური პემფიგოიდი6, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი: ოსტეომალაცია

დარღვევები თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ

ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ძალიან ხშირი: ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, გინეკომასტია (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ტკივილი გულმკერდის არეში (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების გადიდება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ქალებში)

ხშირი: უნაყოფობა5

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

არახშირი: ასთენია, დაღლილობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ძალიან იშვიათი: სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება

სიხშირე არ არის დადგენილი: გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1c) მომატება

1 თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კალიუმის დანამატებს.

2 ხანდაზმულ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის დროს და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს.

3 ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში.

4 თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც სპირონოლაქტონთან ერთად კალიუმის პრეპარატებს იღებენ.

5 პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას (450 მგ/დღეში).

6 როგორც წესი, ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჩვეულებრივ, სპირონოლაქტონის მიღების შეწყვეტის შემდეგ, არასასურველი ეფექტები ქრება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

სპირონოლაქტონით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობები და სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მისი მიღების დროს დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებთან (მაგ., ძილიანობა, ცნობიერების არევა, მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზული გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დიარეა). იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია ან ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში; ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომა.

მკურნალობა

სიმპტომურია, სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება კალიუმ-გამომყოფი შარდმდენების დახმარებით, გლუკოზის და ინსულინის პარენტერალური შეყვანით. მძიმე შემთხვევებში ტარდება ჰემოდიალიზი.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: სპირონოლაქტონი 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი

აღწერა

თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი, დახრილი კიდეებით ტაბლეტები, დამახასიათებელი მერკაპტანის სუნით. ერთ მხარეს დატანებულია გრავირება „VEROSPIRON•“, მეორე მხარეს არ არის არაფერი დატანებული. დიამეტრი: დაახლოებით 9 მმ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი

პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160, ქ. თბილისი, ს. კანდელაკის ქ. #8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელ. ფოსტა: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი,

რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5 სართული, ოფისი 507, 508.

ტელეფონი: +992-44-603-33-36

ელ. ფოსტა: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ატატურკის ქ., სახლი 82,

ბიზნეს ცენტრი „ბერკარარი“, E-6

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელ. ფოსტა: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში

მისამართი: მონღოლეთი, 17012 ქ. ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, სტადიონი ორგილი, დიდი მონღოლეტის სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ოფისი 200/1

ტელეფონი: +976-70-11-40-02

ელ. ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

შარდმდენები, კალიუმის შემნახველი საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები

ათქ კოდი: C03D A01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სპირონოლაქტონი არის ალდოსტერონის კონკურენტული ანტაგონისტი. ნეფრონის დისტალურ ნაწილებში სპირონოლაქტონი ხელს უშლის ალდოსტერონის მიერ ნატრიუმის და წყლის შეკავებას და ალდოსტერონის გავლენით თრგუნავს კალიუმის გამოყოფას. პრეპარატი არა მხოლოდ აძლიერებს Na+, Cl- იონების გამოყოფას და ასუსტებს K+ იონების გამოყოფას, არამედ აფერხებს H+ იონების გამოყოფას შარდით. შარდმდენი ეფექტის გამო, სპირონოლაქტონი ამცირებს არტერიულ წნევას.

RALES კვლევა

ალდაქტონის გამოყენების რანდომიზირებული კვლევა (RALES) - ორმაგი ბრმა, მულტიცენტრული კვლევა, რომელიც ჩატარდა 1663 პაციენტის მონაწილეობით არაუმეტეს 35%-იანი განდევნის ფრაქციით, კვლევაში ჩართვამდე 6 თვით ადრე დიაგნოზირებული NYHA კლასიფიკაციით IV კლასის გულის უკმარისობით და რანდომიზაციის მომენტისთვის III-IV კლასის გულის უკმარისობით. ყველა პაციენტი იღებდა მარყუჟოვან შარდმდენებს, პაციენტების 97% იღებდა აგფ ინჰიბიტორს, 78% იღებდა დიგოქსინს (კვლევის ჩატარების მომენტისთვის ბეტა-ბლოკატორები ფართოდ არ იყო გავრცელებული, პაციენტების მხოლოდ 15% იღებდა ბეტა-ბლოკატორებს). კვლევაში არ ხდებოდა პაციენტების ჩართვა, რომლებშიც სისხლის შრატში კრეატინინის საწყისი დონე 2.5 მგ/დლ-ზე მეტით ან სისხლის შრატში კალიუმის საწყისი დონე 5.0 მეკვ/ლ-ზე მეტით იყო გაზრდილი. კვლევიდან ასევე გამოირიცხნენ პაციენტები, რომელთაც სისხლის შრატში კალიუმის დონე საწყის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით იყო გაზრდილი. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1 შეფარდებით სპირონოლაქტონის ჯგუფში 25 მგ დღეში ერთხელ ან ჯგუფში, რომელიც იღებდა შესაბამის პლაცებოს. პაციენტებს, რომლებიც კარგად იტანდნენ პრეპარატს დოზით 25 მგ/დღეში, კლინიკური მაჩვენებლებით პრეპარატის დოზას უზრდიდნენს 50 მგ-მდე დღეში. პაციენტებს, რომლებიც ვერ იტანდნენ პრეპარატს დოზით 25 მგ/დღეში, სპირონოლაქტონის დოზას უმცირებდნენ 25 მგ-მდე დღეგამოშვებით. RALES კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა. პაციენტებზე საშუალოდ 24 თვის განმავლობაში დაკვირვების შემდეგ, RALES კვლევა ვადაზე ადრე დასრულდა, რადგან გეგმიური შუალედური ანალიზის მსვლელობაში გამოვლენილი იქნა სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ. სპირონოლაქტონი ამცირებდა სიკვდილის რისკს 30%-ით პლაცებოსთან შედარებით (p < 0.001; 95% CI, 18%-დან 40%-მდე). გარდა ამისა, სპირონოლაქტონი მნიშვნელოვნად ამცირებდა გულისმიერი სიკვდილის რისკს, პირველ რიგში უეცარი გულისმიერი სიკვდილის და გულის უკმარისობის გაუარესებით გამოწვეული სიკვდილის რისკს, ასევე გულის დაავადების გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს. NYHA-ს კლასიფიკაციით სტადიის ცვლილებები უფრო ხელსაყრელი იყო ჯგუფში, რომელიც სპირონოლაქტონს იღებდა. გინეკომასტია და ტკივილი გულმკერდის არეში აღინიშნებოდა სპირონოლაქტონის მიმღები მამაკაცების 10%-ში, მამაკაცების 1%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში (p < 0.001). მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირე თანაბრად დაბალი იყო პაციენტთა ორივე ჯგუფში.

ფარმაკოკინეტიკა

სპირონოლაქტონი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ის აქტიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 90%-ით). სპირონოლაქტონი სწრაფად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში. სპირონოლაქტონის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტებია 7ალფა-თიომეთილსპირონოლაქტონი და კანრენონი. მიუხედავად იმისა, რომ უცვლელი სპირონოლაქტონის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლიდან ხანმოკლეა (1.3 საათი), აქტიური მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია (2.8-დან 11.2 საათამდე). მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, მცირე რაოდენობით კი ნაწლავებით. სპირონოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ პლაცენტაში და დედის რძეში.

ჯანსაღ მოხალისეებში 15 დღის განმავლობაში უზმოზე 100 მგ სპირონოლაქტონის ყოველდღიურად მიღების შემდეგ, სპირონოლაქტონის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (tmax), მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax) და ნახევარგამოყოფის პერიოდის (t1/2) მიღწევის დრო შესაბამისად 2.6 საათი, 80 ნგ/მლ და დაახლოებით 1.4 საათი იყო. მეტაბოლიტების 7ალფა-თიომეთილსპირონოლაქტონისა და კანრენონის შემთხვევაში, tmax იყო 3.2 საათი და 4.3 საათი, Cmax - 391 ნგ/მლ და 181 ნგ/მლ, ხოლო t1/2 შესაბამისად 13.8 საათი და 16.5 საათი.

სპირონოლაქტონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ თირკმლის აქტივობა პიკს აღწევს 7 საათის შემდეგ და ნარჩუნდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ვეროშპირონი® (Verospiron®)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (INN): სპირონოლაქტონი (Spironolactone)

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: სპირონოლაქტონი 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი

აღწერა

თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი, დახრილი კიდეებით ტაბლეტები, დამახასიათებელი მერკაპტანის სუნით. ერთ მხარეს დატანებულია გრავირება „VEROSPIRON•“, მეორე მხარეს არ არის არაფერი დატანებული. დიამეტრი: დაახლოებით 9 მმ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: შარდმდენები, კალიუმის შემნახველი საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები

ათქ კოდი: C03D A01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სპირონოლაქტონი არის ალდოსტერონის კონკურენტული ანტაგონისტი. ნეფრონის დისტალურ ნაწილებში სპირონოლაქტონი ხელს უშლის ალდოსტერონის მიერ ნატრიუმის და წყლის შეკავებას და ალდოსტერონის გავლენით თრგუნავს კალიუმის გამოყოფას. პრეპარატი არა მხოლოდ აძლიერებს Na+, Cl- იონების გამოყოფას და ასუსტებს K+ იონების გამოყოფას, არამედ აფერხებს H+ იონების გამოყოფას შარდით. შარდმდენი ეფექტის გამო, სპირონოლაქტონი ამცირებს არტერიულ წნევას.

RALES კვლევა

ალდაქტონის გამოყენების რანდომიზირებული კვლევა (RALES) - ორმაგი ბრმა, მულტიცენტრული კვლევა, რომელიც ჩატარდა 1663 პაციენტის მონაწილეობით არაუმეტეს 35%-იანი განდევნის ფრაქციით, კვლევაში ჩართვამდე 6 თვით ადრე დიაგნოზირებული NYHA კლასიფიკაციით IV კლასის გულის უკმარისობით და რანდომიზაციის მომენტისთვის III-IV კლასის გულის უკმარისობით. ყველა პაციენტი იღებდა მარყუჟოვან შარდმდენებს, პაციენტების 97% იღებდა აგფ ინჰიბიტორს, 78% იღებდა დიგოქსინს (კვლევის ჩატარების მომენტისთვის ბეტა-ბლოკატორები ფართოდ არ იყო გავრცელებული, პაციენტების მხოლოდ 15% იღებდა ბეტა-ბლოკატორებს). კვლევაში არ ხდებოდა პაციენტების ჩართვა, რომლებშიც სისხლის შრატში კრეატინინის საწყისი დონე 2.5 მგ/დლ-ზე მეტით ან სისხლის შრატში კალიუმის საწყისი დონე 5.0 მეკვ/ლ-ზე მეტით იყო გაზრდილი. კვლევიდან ასევე გამოირიცხნენ პაციენტები, რომელთაც სისხლის შრატში კალიუმის დონე საწყის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით იყო გაზრდილი. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1 შეფარდებით სპირონოლაქტონის ჯგუფში 25 მგ დღეში ერთხელ ან ჯგუფში, რომელიც იღებდა შესაბამის პლაცებოს. პაციენტებს, რომლებიც კარგად იტანდნენ პრეპარატს დოზით 25 მგ/დღეში, კლინიკური მაჩვენებლებით პრეპარატის დოზას უზრდიდნენს 50 მგ-მდე დღეში. პაციენტებს, რომლებიც ვერ იტანდნენ პრეპარატს დოზით 25 მგ/დღეში, სპირონოლაქტონის დოზას უმცირებდნენ 25 მგ-მდე დღეგამოშვებით. RALES კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა. პაციენტებზე საშუალოდ 24 თვის განმავლობაში დაკვირვების შემდეგ, RALES კვლევა ვადაზე ადრე დასრულდა, რადგან გეგმიური შუალედური ანალიზის მსვლელობაში გამოვლენილი იქნა სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ. სპირონოლაქტონი ამცირებდა სიკვდილის რისკს 30%-ით პლაცებოსთან შედარებით (p < 0.001; 95% CI, 18%-დან 40%-მდე). გარდა ამისა, სპირონოლაქტონი მნიშვნელოვნად ამცირებდა გულისმიერი სიკვდილის რისკს, პირველ რიგში უეცარი გულისმიერი სიკვდილის და გულის უკმარისობის გაუარესებით გამოწვეული სიკვდილის რისკს, ასევე გულის დაავადების გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს. NYHA-ს კლასიფიკაციით სტადიის ცვლილებები უფრო ხელსაყრელი იყო ჯგუფში, რომელიც სპირონოლაქტონს იღებდა. გინეკომასტია და ტკივილი გულმკერდის არეში აღინიშნებოდა სპირონოლაქტონის მიმღები მამაკაცების 10%-ში, მამაკაცების 1%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში (p < 0.001). მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირე თანაბრად დაბალი იყო პაციენტთა ორივე ჯგუფში.

ფარმაკოკინეტიკა

სპირონოლაქტონი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ის აქტიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 90%-ით). სპირონოლაქტონი სწრაფად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში. სპირონოლაქტონის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტებია 7ალფა-თიომეთილსპირონოლაქტონი და კანრენონი. მიუხედავად იმისა, რომ უცვლელი სპირონოლაქტონის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლიდან ხანმოკლეა (1.3 საათი), აქტიური მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია (2.8-დან 11.2 საათამდე). მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, მცირე რაოდენობით კი ნაწლავებით. სპირონოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ პლაცენტაში და დედის რძეში.

ჯანსაღ მოხალისეებში 15 დღის განმავლობაში უზმოზე 100 მგ სპირონოლაქტონის ყოველდღიურად მიღების შემდეგ, სპირონოლაქტონის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (tmax), მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax) და ნახევარგამოყოფის პერიოდის (t1/2) მიღწევის დრო შესაბამისად 2.6 საათი, 80 ნგ/მლ და დაახლოებით 1.4 საათი იყო. მეტაბოლიტების 7ალფა-თიომეთილსპირონოლაქტონისა და კანრენონის შემთხვევაში, tmax იყო 3.2 საათი და 4.3 საათი, Cmax - 391 ნგ/მლ და 181 ნგ/მლ, ხოლო t1/2 შესაბამისად 13.8 საათი და 16.5 საათი.

სპირონოლაქტონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ თირკმლის აქტივობა პიკს აღწევს 7 საათის შემდეგ და ნარჩუნდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები

  • გულის შეგუბებითი უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა თერაპიაზე ან მისი აუტანლობის შემთხვევაში, ასევე სხვა შარდმდენების ეფექტის გასაძლიერებლად.
  • ესენციური ჰიპერტენზია, ძირითადად ჰიპოკალიემიის შემთხვევაში, ჩვეულებრივ სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.
  • ღვიძლის ციროზი, რომელსაც თან ახლავს ასციტი და/ან შეშუპება.
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მკურნალობა.
  • შეშუპებები ნეფროზული სინდრომის დროს.
  • ჰიპოკალიემიის მკურნალობა, თუ პაციენტს არ შეუძლია სხვა პრეპარატების მიღება.
  • ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები ვერ გამოიყენება.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნაწილში „შემადგენლობა“ ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ანურია.
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა.
  • თირკმლის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).
  • გულის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ/წთ-ზე ნაკლები ან შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაცია 220 მკმოლ/ლ-ზე მეტი).
  • ჰიპერკალიემია.
  • ჰიპონატრიემია.
  • ადისონის დაავადება.
  • ეპლერენონის ან სხვა კალიუმის დამზოგავი შარდმდენების ერთდროული გამოყენება.
  • ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

სპირონოლაქტონს გააჩნია ანტიანდროგენული ეფექტი ადამიანებში, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“). სპირონოლაქტონი ან მისი მეტაბოლიტები აღწევენ ჰემატოპლაცენტურ ბარიერში. სპირონოლაქტონის გამოყენების ფონზე ნამკურნალებ მაკე ვირთხებში დაფიქსირდა მამრობითი სქესის ნაყოფების ფემინიზაცია, ხოლო ენდოკრინული დარღვევები დაფიქსირდა როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის შთამომავლობაში დაბადების შემდეგ. სპირონოლაქტონი უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება დედისა და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკებს.

ძუძუთი კვება

სპირონოლაქტონის მეტაბოლიტები აღმოჩენილია დედის რძეში. თუ სპირონოლაქტონის გამოყენება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს და გამოყენებული იქნას ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების სქემები

მოზრდილები

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

დიაგნოსტიკური მიზნებისთვის

  • ხანგრძლივი ტესტი: სპირონოლაქტონი მიიღება დოზით 400 მგ/დღეში 3-4 კვირის განმავლობაში. ჰიპოკალიემიის და არტერიული ჰიპერტენზიის კორექციის შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის არსებობა.
  • ხანმოკლე ტესტი: სპირონოლაქტონი მიიღება დოზით 400 მგ/დღეში 4 დღის განმავლობაში. თუ პრეპარატ ვეროშპირონის გამოყენების დროს სისხლში კალიუმის შემცველობა იზრდება და მისი მოხსნის შემდეგ მცირდება, შეიძლება ვივარაუდოთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის არსებობა.

მკურნალობა

ქირურგიული მკურნალობისთვის მოსამზადებლად, სპირონოლაქტონი გამოიყენება 100-დან 400 მგ/დღეში დოზით. თუ ქირურგიული ჩარევა არ არის ნაჩვენები, სპირონოლაქტონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით. ამ შემთხვევაში, პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება შემცირდეს ყოველ 14 დღეში, სანამ არ მიიღწევა ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი ეფექტების გამოხატულების შესამცირებლად რეკომენდირებულია ვეროშპირონის გამოყენება სხვა შარდმდენებთან კომბინაციაში.

შეშუპებები გულის შეგუბებითი უკმარისობის ან ნეფროზული სინდრომის ფონზე

საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს და შეიძლება მერყეობდეს 25-დან 200 მგ-მდე დღეში ინტერვალში, პრეპარატის მიღება შესაძლებელია 1-2 მიღებაზე. პრეპარატის უფრო მაღალი დოზების მიღებისას, ვეროშპირონის გამოყენება შესაძლებელია შარდმდენთან ერთად, რომელიც მოქმედებენ თირკმლის მილაკების უფრო პროქსიმალურ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ვეროშპირონის დოზა უნდა დაკორექტირდეს.

დამატებითი თერაპია გულის მძიმე უკმარისობის მკურნალობისას (III-IV კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაციის მიხედვით (NYHA) და განდევნის ფრაქციით ≤35%)

ალდაქტონის გამოყენების რანდომიზირებული კვლევის შედეგების საფუძველზე (RALES: იხილეთ აგრეთვე ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“) დადგინდა, რომ თუ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა არ აღემატება 5.0 mEq/L-ს და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია არ აღემატება 2.5 მგ/დლ-ს, გამოყენების დასაწყისში საბაზისო სტანდარტული თერაპიის ფონზე სპირონოლაქტონის დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ/დღეში. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს 25 მგ/დღეში დოზით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე/დღეში კლინიკური ჩვენებების მიხედვით. პაციენტებში, რომლებიც ვერ იტანენ პრეპარატს 25 მგ/დღეში დოზით, პრეპარატის დოზა შეიძლება შემცირდეს 25 მგ-მდე ყოველ 2 დღეში ერთხელ. (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

დამატებითი თერაპია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ადრე გამოყენებული ჰიპოტენზიური პრეპარატების არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში

სპირონოლაქტონის საწყისი დოზა სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შეადგენს 25 მგ-ს/დღეში. თუ 4 კვირის შემდეგ არტერიული წნევა არ მიაღწევს სამიზნე მაჩვენებლებს, პრეპარატის დოზა შეიძლება გაორმაგდეს. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპერკალიემიის განვითარების გამომწვევ პრეპარატებს (მაგ., აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები), სპირონოლაქტონის გამოყენების დაწყებამდე უნდა შეფასდეს კალიუმის და კრეატინინის შემცველობა სისხლის შრატში. ვეროშპირონი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა აღემატება 5.0 მმოლ/ლ, ხოლო კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 2.5 მგ/დლ. სპირონოლაქტონის მიღების დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, სისხლში კალიუმის და კრეატინინის შემცველობა სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს.

ასციტი და შეშუპებები, განპირობებული ღვიძლის ციროზით

თუ შარდში Na/K იონების თანაფარდობა აღემატება 1.0-ს, პრეპარატის დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 100 მგ-ს. თუ მითითებული თანაფარდობა 1.0-ზე ნაკლებია, პრეპარატის დოზა უნდა იყოს 200-დან 400 მგ-მდე/დღეში ინტერვალში.

შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

ჰიპოკალიემია

პრეპარატი ინიშნება 25-100 მგ/დღეში დოზით, თუ კალიუმის პრეპარატების ან სხვა კალიუმის დამზოგავი მეთოდების გამოყენება არასაკმარისია.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1-3 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი 2-4 მიღებაზე. შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებისას ან სხვა შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას, სპირონოლაქტონის დოზა უნდა შემცირდეს 1-2 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე.

საჭიროების შემთხვევაში სუსპენზიის მომზადება შესაძლებელია დაქუცმაცებული 25 მგ ტაბლეტებისგან.

ხანდაზმული პაციენტები

პრეპარატით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია ყველაზე დაბალი დოზით. მისი თანდათან გაზრდით მაქსიმალური სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სიფრთხილე უნდა იქნას დაცული თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სპირონოლაქტონის მეტაბოლიზმსა და გამოყოფაზე. გარდა ამისა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

გამოყენების წესი

როგორც წესი, სპირონოლაქტონის დღიური დოზა მიიღება ჭამის შემდეგ, დღეში 1 ან 2-ჯერ. რეკომენდებულია დღიური დოზის ან პრეპარატის დღიური დოზის პირველი ნაწილის მიღება დილით.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციები განპირობებულია სპირონოლაქტონის კონკურენტული ანტაგონიზმით ალდოსტერონთან მიმართებაში (რაც იწვევს კალიუმის გამოყოფის გაძლიერებას), ასევე სპირონოლაქტონის ანტიანდროგენული ეფექტით.

გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სისტემური ორგანოების კლასების მიხედვით განაწილების სახით MedDRA-ს თანახმად და გამოვლენის სიხშირის მითითებით MedDRA-ს თანახმად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1 000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე დადგენილი არ არის (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: ჰირსუტიზმი

დარღვევები კვების და ნივთიერებათა ცვლის მხრივ

ძალიან ხშირი: ჰიპერკალიემია1

ხშირი: ჰიპერკალიემია2

იშვიათი: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, პორფირია

სიხშირე დადგენილი არ არის: ჰიპერქლორემიული აციდოზი

ფსიქიკის დარღვევები

არახშირი: დეზორიენტაცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

არახშირი: ძილიანობა3, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი: დამბლა, პარაპლეგია

დარღვევები გულის მხრივ

ძალიან ხშირი: არითმიები4

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ძალიან იშვიათი: ვასკულიტი

სიხშირე დადგენილი არ არის: არასასურველი არტერიული ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ძალიან იშვიათი: ხმის ცვლილება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: გულისრევა, ღებინება

იშვიათი: გასტრიტი, წყლული, კუჭიდან სისხლდენა, კუჭის ტკივილი, დიარეა

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

იშვიათი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათი: ალოპეცია, ეგზემა, რგოლისებრი ერითემა, კანის მგლურას მსგავსი ცვლილებები

სიხშირე არ არის დადგენილი: ბულოზური პემფიგოიდი6, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი: ოსტეომალაცია

დარღვევები თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ

ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ძალიან ხშირი: ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, გინეკომასტია (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ტკივილი გულმკერდის არეში (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების გადიდება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ქალებში)

ხშირი: უნაყოფობა5

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

არახშირი: ასთენია, დაღლილობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ძალიან იშვიათი: სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება

სიხშირე არ არის დადგენილი: გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1c) მომატება

1 თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კალიუმის დანამატებს.

2 ხანდაზმულ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის დროს და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს.

3 ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში.

4 თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც სპირონოლაქტონთან ერთად კალიუმის პრეპარატებს იღებენ.

5 პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას (450 მგ/დღეში).

6 როგორც წესი, ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჩვეულებრივ, სპირონოლაქტონის მიღების შეწყვეტის შემდეგ, არასასურველი ეფექტები ქრება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

სპირონოლაქტონით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობები და სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მისი მიღების დროს დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებთან (მაგ., ძილიანობა, ცნობიერების არევა, მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზული გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დიარეა). იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია ან ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში; ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომა.

მკურნალობა

სიმპტომურია, სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება კალიუმ-გამომყოფი შარდმდენების დახმარებით, გლუკოზის და ინსულინის პარენტერალური შეყვანით. მძიმე შემთხვევებში ტარდება ჰემოდიალიზი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატ ვეროშპირონის ერთდროულმა მიღებამ:

  • სხვა კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან, ალდოსტერონის ბლოკატორებთან, კალიუმის პრეპარატებთან, ასევე კალიუმით მდიდარი დიეტის დაცვამ ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
  • ჰიპერკალიემიის დადასტურებულად გამომწვევი პრეპარატების გარდა, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლის (ანტიბიოტიკი, რომელსაც კო-ტრიმოქსაზოლი ეწოდება) სპირონოლაქტონთან კომბინაციის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია.
  • სხვა შარდმდენების მიღება – აძლიერებს დიურეზს.
  • იმუნოსუპრესანტებმა, ციკლოსპორინმა და ტაკროლიმუსმა შეიძლება გაზარდონ სპირონოლაქტონით გამოწვეული ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
  • ქოლესტირამინმა, ამონიუმის ქლორიდმა შეიძლება ასევე გაზარდონ ჰიპერკალიემიის და ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის რისკი.
  • ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა და ანტიფსიქოტიკებმა შეიძლება გააძლიერონ სპირონოლაქტონის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
  • ჰიპოტენზიური საშუალებები – სპირონოლაქტონი აძლიერებს ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტს, რომელთა დოზის შემცირება შესაძლოა საჭირო გახდეს, სპირონოლაქტონთან ერთად მიღებისას, და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში.

რადგან აგფ ინჰიბიტორები ამცირებენ ალდოსტერონის გამომუშავებას, ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული სპირონოლაქტონთან ერთად მუდმივ საფუძველზე, განსაკუთრებით პაციენტებში დადასტურებული თირკმლის ფუნქციის დარღვევეით.

  • ნიტროგლიცერინთან, სხვა ნიტრატებთან ან ვაზოდილატატორებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს სპირონოლაქტონის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
  • ალკოჰოლმა, ბარბიტურატებმა ან ნარკოტიკულმა პრეპარატებმა – შეიძლება გააძლიეროს სპირონოლაქტონთან დაკავშირებული ორთოსტატული ჰიპოტენზია.
  • პრესორული ამინები (ნორეპინეფრინი) – სპირონოლაქტონი ამცირებს სისხლძარღვთა რეაქციებს ნორეპინეფრინზე. ამ მიზეზით, სიფრთხილეა საჭირო სპირონოლაქტონის მიმღებ პაციენტებში ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) – ზოგიერთ პაციენტში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებამ შეიძლება შეამციროს მარყუჟოვანი, კალიუმის დამზოგავი და თიაზიდური შარდმდენების შარდმდენი, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და მეფენამის მჟავა) კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება. ამიტომ, სპირონოლაქტონის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღებისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასურველი შარდმდენი ეფექტის მიღწევა.
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი – ელექტროლიტების გამოყოფის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს, კერძოდ, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოკალიემია.
  • დიგოქსინი – სპირონოლაქტონმა შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში და, შედეგად, მისი ტოქსიკურობის გაძლიერება. სპირონოლაქტონის მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინის დოზის შემცირება. პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს სათანადო კონტროლის ქვეშ დიგოქსინის დოზის გადაჭარბების ან არასაკმარისი დიგიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.
  • პრეპარატის გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე – ლიტერატურაში აღწერილია სპირონოლაქტონის ან მისი მეტაბოლიტების ზეგავლენის რამდენიმე შემთხვევა დიგოქსინის კონცენტრაციის მაჩვენებელზე, განსაზღვრულის რადიოიმუნური ანალიზის მეთოდით. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ გაურკვეველია.
  • ფლუორიმეტრიული ანალიზის დროს სპირონოლაქტონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაერთების შემცველობის ანალიზის შედეგზე ფლუორესცენციის ანალოგიური პარამეტრებით (მაგ., კორტიზოლი, ეპინეფრინი).
  • სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შეიძლება გაზარდოს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინამდებარე ჯირკვლის კიბო და მკურნალობენ აბირატერონით. აბირატერონთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
  • ფენაზონი – სპირონოლაქტონი აჩქარებს ფენაზონის მეტაბოლიზმს.
  • ლითიუმის პრეპარატები – როგორც წესი, ლითიუმის პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული შარდმდენებთან ერთად. შარდმდენები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს.
  • კარბენოქსოლონი – შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება და, შედეგად, შეამციროს სპირონოლაქტონის ეფექტურობა. თავიდან უნდა იქნას აცილებული კარბენოქსოლონისა და სპირონოლაქტონის ერთდროული გამოყენება.
  • კარბამაზეპინი – შარდმდენებთან ერთდროულად გამოყენებისას, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპონატრიემია.
  • ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი – სპირონოლაქტონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია.
  • კუმარინის წარმოებულები – პრეპარატი ამცირებს ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობას.
  • სპირონოლაქტონმა შეიძლება გააძლიეროს GnRH (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის) ანალოგების მოქმედება: ტრიპტორელინის, ბუსერელინის, გონადორელინის ეფექტი.

სიფრთხილის ზომები

  • სპირონოლაქტონი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთა ძირითადმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს აციდოზის და/ან ჰიპერკალიემიის განვითარება.
  • დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი.
  • სპირონოლაქტონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდოვანას აზოტის (BUN) ტრანზიტორული მატება, განსაკუთრებით არსებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჰიპერკალიემიის ფონზე. სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი. ამიტომ, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შრატის ელექტროლიტების მაჩვენებლების და თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.
  • სპირონოლაქტონის ერთდროულმა გამოყენებამ ჰიპერკალიემიის გამომწვევ პრეპარატებთან (მაგ., სხვა კალიუმის დამზოგავი შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, ალდოსტერონის ბლოკატორები, ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი, კალიუმის პრეპარატები, კალიუმით მდიდარი დიეტა, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები) შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია.
  • ჰიპერკალიემია შეიძლება ფატალური იყოს. სპირონოლაქტონის მიმღებ პაციენტებში გულის უკმარისობის მძიმე ფორმით კალიუმის შემცველობის მონიტორინგი და კორექცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვა კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია. კალიუმის პრეპარატების მიღება უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომელთა შრატში კალიუმის დონე 3.5 მეკვ/ლ-ზე მეტია. კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგის რეკომენდებული სიხშირე - პრეპარატის მიღების დაწყებიდან ან სპირონოლაქტონის დოზის გაზრდიდან ერთი კვირის შემდეგ, ყოველთვიურად პირველი 3 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველკვარტალურად ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ. თუ სისხლის შრატში კალიუმის დონე 5 მეკვ/ლ-ზე მეტია ან კრეატინინი 4 მგ/დლ-ზე მეტია, სპირონოლაქტონის მიღება დროებით ან მთლიანად უნდა შეწყდეს. (იხილეთ ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“, გულის უკმარისობის დამატებითი თერაპია).
  • პორფირიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი ვეროშპირონი უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, რადგან ბევრი პრეპარატი იწვევს პორფირიის გამწვავებას.
  • პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია.

დამხმარე ნივთიერებები

ლაქტოზა

ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატ ვეროშპირონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 146.0 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს წამალი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის გამოყენების დასაწყისში, ინდივიდუალურად განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისაგან. შემდგომში, შეზღუდვები ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს თითოეული პაციენტისთვის.

შეფუთვა

20 ტაბლეტი PVC/Al ბლისტერში.

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი

პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160, ქ. თბილისი, ს. კანდელაკის ქ. #8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელ. ფოსტა: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი,

რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5 სართული, ოფისი 507, 508.

ტელეფონი: +992-44-603-33-36

ელ. ფოსტა: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ატატურკის ქ., სახლი 82,

ბიზნეს ცენტრი „ბერკარარი“, E-6

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელ. ფოსტა: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში

მისამართი: მონღოლეთი, 17012 ქ. ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, სტადიონი ორგილი, დიდი მონღოლეტის სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ოფისი 200/1

ტელეფონი: +976-70-11-40-02

ელ. ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა