ვერდიე 5მგ/მლ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Verdye 5mg/ml powder for solution for injection
ვერდიე არის მუქი მწვანე ფხვნილი, რომელიც იხსნება საინექციო წყალში. ხსნარში შემავალი აქტიური ნივთიერებაა ინდოციანინის მწვანე, ფერადი საღებავი. ამ ხსნარის ინექცირება ხდება ერთ-ერთ ვენაში, სადაც ის ერევა სისხლს. ამის შემდეგ ექიმს შეუძლია აწარმოოს დაკვირვება: ინექციის ადგილიდან რამდენად შორს მიდის საღებავი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Indocyanine green)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- Patheon Italia S.p.A, იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიაგნოსტიკური საშუალებები, დიაგნოსტიკური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- V04CX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044520
- რეგისტრირებულია
- 19 დეკემბერი 2025, მოქმედებს 19 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მირკო“
ვერდიე 5მგ/მლ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვერდიე არის მუქი მწვანე ფხვნილი, რომელიც იხსნება საინექციო წყალში. ხსნარში შემავალი აქტიური ნივთიერებაა ინდოციანინის მწვანე, ფერადი საღებავი. ამ ხსნარის ინექცირება ხდება ერთ-ერთ ვენაში, სადაც ის ერევა სისხლს. ამის შემდეგ ექიმს შეუძლია აწარმოოს დაკვირვება:
ინექციის ადგილიდან რამდენად შორს მიდის საღებავი.
რა რაოდენობით არის ის თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
რისთვის გამოიყენება ვერდიე
გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის, იმის დასადგენად, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გქონდეთ, მაგალითად:
ა) რამდენად კარგად მიეწოდება სისხლი სხეულის გარკვეულ ნაწილს, მაგალითად:
გულს;
ტვინს;
ღვიძლს;
თვალის შიდა გარსის შრეს, სახელწოდებით ქოროიდი;
ბ) რა რაოდენობის სისხლია სხეულის კონკრეტულ ნაწილებში.
გ) რამდენად კარგად ფუნქციონირებს ღვიძლი.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვერდიეს გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინექცია კეთდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ინდოციანინი მწვანეს ფხვნილი იხსნება მხოლოდ საინექციო წყალში.
ინექციისთვის განკუთვნილი ხსნარი აუცილებლად უნდა შემოწმდეს ინექციამდე. თუ ხსნარი მღვრიეა არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.
ინექცია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ უშუალოდ ვენაში ნემსით, კათეტერით ან გულის კათეტერის გამოყენებით.
საინექციოდ შერჩეული ვენა დამოკიდებული იქნება იმ კვლევის ტიპზე, რომელიც გიტარდებათ.
თუ პრეპარატის ინექცია კეთდება ხელის ვენაში, ექიმს ან ექთანს შესაძლოა თავდაპირველად დასჭირდეს დროებითი ტურნიკეტი. იმისათვის, რომ ნემსი მარტივად იქნას შეყვანილი ვენაში.
მიღებული დოზა დამოკიდებულია როგორც ჩატარებული ტესტის ტიპზე, ასევე თქვენი სხეულის წონაზე.
ექიმს შეიძლება დასჭირდეს ჰეპარინის დამატება თქვენგან აღებული სისხლის ნიმუშებში. ეს კეთდება ნიმუშების შედედების თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზები (მგ/კგ = წამლის მილიგრამი ყოველ კილოგრამ სხეულის წონაზე).
ერთჯერადი დოზები
მოზრდილები (18-64 წელი), ხანდაზმულები (65 წელი ან მეტი), მოზარდები და ბავშვები (11-18 წელი):
გულში, ტვინში, სისხლის მიმოქცევის ზოგადი მდგომარეობის და მიკროცირკულაციის შესასწავლად (მაგალითად, სისხლის მოძრაობა თვალის კედლის შუა გარსის შრეში, ქოროიდში), რეკომენდებული დოზაა 0.1-0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე.
ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად რეკომენდებული დოზაა 0.25-0.5 მგ/კგ სხეულის წონაზე.
მაქსიმალური დღიური დოზა
მოზრდილები და ხანდაზმულები:
საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის წონას.
მოზარდები და ბავშვები:
- (11-18 წელი): საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის წონას.
- (2-11 წელი): საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ/კგ სხეულის წონას.
- (0 თვიდან 2 წლამდე): საერთო დღიური დოზა უნდა აღემატებოდეს 1.25 მგ/კგ სხეულის წონას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში სისხლის მიმოქცევის გამოსაკვლევად და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად გამოსაყენებელი ერთჯერადი დოზები იგივეა, რაც მოზრდილებში, მაგრამ საერთო დღიური დოზა 2-11 წლის ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ/კგ სხეულის წონას, ხოლო 0-2 წლის ბავშვებში - 1.25 მგ/კგ სხეულის წონას.
გამოყენება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ვერდიე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში.
ინექციის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზომოს საღებავის რაოდენობა სისხლის რაოდენობასთან მიმართებაში. გაზომვები, როგორც წესი ტარდება, არტერიიდან, თითიდან ან ყურის ბიბილოდან. შეგიძლიათ ექიმს სთხოვოთ აგიხსნათ პროცედურასთან დაკავშირებული მეთოდები.
საჭიროზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში
აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ მიღებული მედიკამენტის დოზა გადაჭარბებულია.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ინდოციანინის მწვანეზე, ნატრიუმის იოდიდზე ან იოდზე;
თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ან ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
თუ გქონიათ რაიმე გვერდითი მოვლენები ამ ინექციების გაკეთების შემდეგ.
პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები
დღენაკლული ჩვილები და ახალშობილები
ვერდიეს გამოყენება არ უნდა მოხდეს დღენაკლულ ჩვილებში და ახალშობილებში, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერბილირუბინემია (დაავადება, რომლის დროსაც სისხლში აღინიშნება ბილირუბინის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა).
სიფრთხილის ზომები
ვერდიეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, იმის გასარკვევად შესაფერისია თუ არა ეს პრეპარატი თქვენთვის.
თუ გჭირდებათ „რადიოაქტიური იოდის შთანთქმის“ ტესტი, რომელითაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შეფასება. ეს ტესტი უნდა გადაიდოს ვერდიეს მიღებიდან სულ მცირე ერთი კვირით, რადგან ინექციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ტესტის შედეგზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ბოლო დროს იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს რომლებიც გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციონირებაზე, რადგან ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ორგანიზმიდან ინდოციანინის მწვანის ელიმინაციის პროცესზე ინექციის შემდეგ.
თუ იღებთ/იყენებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იღებდეთ/იყენებდეთ ქვემოთ მოთითებულ რომელიმე მედიკამენტს, რადგან ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება შეცვალოს ორგანიზმში ვერდიეს აქტიური ნივთიერების, ინდოციანინის მწვანეს აბსორბციის წესი და დიაგნოზი გახადოს არაზუსტი:
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები)
ნატრიუმის ბისულფიტის შემცველი ნებისმიერი საინექციო საშუალება (კონსერვანტი)
ბისულფიტის ნაერთები (კონსერვანტი)
ციკლოპროპანი (ანესთეზიისთვის გამოყენებული მედიკამენტები)
დიამორფინი (ნარკოტიკული პრეპარატი)
ჰალოპერიდოლი (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო საშუალება)
მეტამიზოლი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)
მეტადონი (ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის საშუალება)
მორფინი (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)
ნიტროფურანტოინი (ანტიბიოტიკი)
ოპიუმის ალკალოიდები (დიარეის სამკურნალო საშუალებები);
პეტიდინი (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება);
ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება და საანესთეზიო პრეპარატი);
ფენილბუტაზონი (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი);
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი);
რიფამიცინი (ანტიბიოტიკი)
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ექიმი გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა თქვენთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ინექციის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, სანამ გადაწყვეტთ მანქანის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მძიმე ალერგიული რეაქცია: ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანს)
სიმპტომები არის შემდეგი:
ყელის დაჭიმულობა;
კანის ქავილი;
ლაქები კანზე;
ჭინჭრის ციება;
კორონარული არტერიის სპაზმი
სახის შეშუპება (სახის შესიება);
სუნთქვის გაძნელება;
შებოჭილობა და/ან ტკივილი გულმკერდის არეში;
აჩქარებული გულისცემა;
არტერიული წნევის დაქვეითება და ქოშინი;
გულის უკმარისობა (გულის გაჩერება);
მოუსვენრობა;
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
სიმხურვალე;
ალები;
ალერგიული რეაქციის სიმპტომებთან ერთად, შეიძლება განვითარდეს ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული სისხლის კონკრეტული თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ჰიპერეოზინოფილია).
ალერგიული რეაქციის ალბათობა უფრო მაღალია თირკმლის უკიდურესად მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მძიმე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება, როგორიცაა:
ადრენალინის (ეპინეფრინი), ჰიდროკორტიზონის ან ანტიჰისტამინური ინექციები,
ხელოვნური სისხლის ან ელექტროლიტური ხსნარები (წვეთოვანის საშუალებით),
ჟანგბადი, სუნთქვის გასაადვილებლად.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის, HPRA ფარმაკოკონტროლის მეშვეობით, ვებგვერდი: www.hpra.ie.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ინდოციანინის მწვანე.
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ან 25 მგ ინდოციანინის მწვანეს ფხვნილის სახით (5 მლ საინექციო წყალში გასახსნელად)
ან 50 მგ ინდოციანინის მწვანეს ფხვნილის სახით (10 მლ საინექციო წყალში გასახსნელად).
ვერდიეს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ვერდიე არის მუქი მწვანე შეფერილობის ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, მოთავსებული ქარვისფერი შუშის ფლაკონში, რომელიც დალუქულია ნაცრისფერი რეზინის საცობით და ფიქსირებული ალუმინის თავსახურით, დახურული ლურჯი პოლიპროპილენის თავსახურით.
პრეპარატი ხელმისაწვდომია ორი ზომის შეფუთვით:
5 ფლაკონი, თითოეული შეიცავს 25 მგ ინდოციანინის მწვანეს.
5 ფლაკონი, თითოეული შეიცავს 50 მგ ინდოციანინის მწვანეს.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით, შუშის ფლაკონები შეინახეთ გარე კოლოფში.
საინექციოდ ხსნარის მომზადების შემდეგ, უნდა მოხდეს მისი დაცვა სინათლისგან და დაუყოვნებლივ გამოყენება. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, რომლებიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ფლაკონის ეტიკეტზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ვერდიე 5 მგ/მლ
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
ინდოციანინის მწვანე
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელახალი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ პრეპარატს სხვა პირებს, რადგან შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:
- რა არის ვერდიე და რისთვის გამოიყენება ის.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვერდიეს მიღებამდე.
- როგორ გამოიყენება ვერდიე.
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი.
- როგორ შევინახოთ ვერდიე.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის ვერდიე და რისთვის გამოიყენება ის
ვერდიე არის მუქი მწვანე ფხვნილი, რომელიც იხსნება საინექციო წყალში. ხსნარში შემავალი აქტიური ნივთიერებაა ინდოციანინის მწვანე, ფერადი საღებავი. ამ ხსნარის ინექცირება ხდება ერთ-ერთ ვენაში, სადაც ის ერევა სისხლს. ამის შემდეგ ექიმს შეუძლია აწარმოოს დაკვირვება:
ინექციის ადგილიდან რამდენად შორს მიდის საღებავი.
რა რაოდენობით არის ის თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
რისთვის გამოიყენება ვერდიე
გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის, იმის დასადგენად, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გქონდეთ, მაგალითად:
ა) რამდენად კარგად მიეწოდება სისხლი სხეულის გარკვეულ ნაწილს, მაგალითად:
გულს;
ტვინს;
ღვიძლს;
თვალის შიდა გარსის შრეს, სახელწოდებით ქოროიდი;
ბ) რა რაოდენობის სისხლია სხეულის კონკრეტულ ნაწილებში.
გ) რამდენად კარგად ფუნქციონირებს ღვიძლი.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვერდიეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვერდიე
თუ გაქვთ ალერგია ინდოციანინის მწვანეზე, ნატრიუმის იოდიდზე ან იოდზე;
თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ან ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
თუ გქონიათ რაიმე გვერდითი მოვლენები ამ ინექციების გაკეთების შემდეგ.
პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები
დღენაკლული ჩვილები და ახალშობილები
ვერდიეს გამოყენება არ უნდა მოხდეს დღენაკლულ ჩვილებში და ახალშობილებში, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერბილირუბინემია (დაავადება, რომლის დროსაც სისხლში აღინიშნება ბილირუბინის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ვერდიეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, იმის გასარკვევად შესაფერისია თუ არა ეს პრეპარატი თქვენთვის.
თუ გჭირდებათ „რადიოაქტიური იოდის შთანთქმის“ ტესტი, რომელითაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შეფასება. ეს ტესტი უნდა გადაიდოს ვერდიეს მიღებიდან სულ მცირე ერთი კვირით, რადგან ინექციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ტესტის შედეგზე.
სხვა მედიკამენტები და ვერდიე
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ბოლო დროს იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს რომლებიც გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციონირებაზე, რადგან ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ორგანიზმიდან ინდოციანინის მწვანის ელიმინაციის პროცესზე ინექციის შემდეგ.
თუ იღებთ/იყენებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იღებდეთ/იყენებდეთ ქვემოთ მოთითებულ რომელიმე მედიკამენტს, რადგან ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება შეცვალოს ორგანიზმში ვერდიეს აქტიური ნივთიერების, ინდოციანინის მწვანეს აბსორბციის წესი და დიაგნოზი გახადოს არაზუსტი:
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები)
ნატრიუმის ბისულფიტის შემცველი ნებისმიერი საინექციო საშუალება (კონსერვანტი)
ბისულფიტის ნაერთები (კონსერვანტი)
ციკლოპროპანი (ანესთეზიისთვის გამოყენებული მედიკამენტები)
დიამორფინი (ნარკოტიკული პრეპარატი)
ჰალოპერიდოლი (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო საშუალება)
მეტამიზოლი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)
მეტადონი (ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის საშუალება)
მორფინი (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)
ნიტროფურანტოინი (ანტიბიოტიკი)
ოპიუმის ალკალოიდები (დიარეის სამკურნალო საშუალებები);
პეტიდინი (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება);
ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება და საანესთეზიო პრეპარატი);
ფენილბუტაზონი (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი);
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი);
რიფამიცინი (ანტიბიოტიკი)
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ექიმი გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა თქვენთვის.
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმების გამოყენება
სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ინექციის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, სანამ გადაწყვეტთ მანქანის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
- როგორ გამოიყენება ვერდიე
ინექცია კეთდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ინდოციანინი მწვანეს ფხვნილი იხსნება მხოლოდ საინექციო წყალში.
ინექციისთვის განკუთვნილი ხსნარი აუცილებლად უნდა შემოწმდეს ინექციამდე. თუ ხსნარი მღვრიეა არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.
ინექცია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ უშუალოდ ვენაში ნემსით, კათეტერით ან გულის კათეტერის გამოყენებით.
საინექციოდ შერჩეული ვენა დამოკიდებული იქნება იმ კვლევის ტიპზე, რომელიც გიტარდებათ.
თუ პრეპარატის ინექცია კეთდება ხელის ვენაში, ექიმს ან ექთანს შესაძლოა თავდაპირველად დასჭირდეს დროებითი ტურნიკეტი. იმისათვის, რომ ნემსი მარტივად იქნას შეყვანილი ვენაში.
მიღებული დოზა დამოკიდებულია როგორც ჩატარებული ტესტის ტიპზე, ასევე თქვენი სხეულის წონაზე.
ექიმს შეიძლება დასჭირდეს ჰეპარინის დამატება თქვენგან აღებული სისხლის ნიმუშებში. ეს კეთდება ნიმუშების შედედების თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზები (მგ/კგ = წამლის მილიგრამი ყოველ კილოგრამ სხეულის წონაზე).
ერთჯერადი დოზები
მოზრდილები (18-64 წელი), ხანდაზმულები (65 წელი ან მეტი), მოზარდები და ბავშვები (11-18 წელი):
გულში, ტვინში, სისხლის მიმოქცევის ზოგადი მდგომარეობის და მიკროცირკულაციის შესასწავლად (მაგალითად, სისხლის მოძრაობა თვალის კედლის შუა გარსის შრეში, ქოროიდში), რეკომენდებული დოზაა 0.1-0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე.
ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად რეკომენდებული დოზაა 0.25-0.5 მგ/კგ სხეულის წონაზე.
მაქსიმალური დღიური დოზა
მოზრდილები და ხანდაზმულები:
საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის წონას.
მოზარდები და ბავშვები:
- (11-18 წელი): საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის წონას.
- (2-11 წელი): საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ/კგ სხეულის წონას.
- (0 თვიდან 2 წლამდე): საერთო დღიური დოზა უნდა აღემატებოდეს 1.25 მგ/კგ სხეულის წონას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში სისხლის მიმოქცევის გამოსაკვლევად და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად გამოსაყენებელი ერთჯერადი დოზები იგივეა, რაც მოზრდილებში, მაგრამ საერთო დღიური დოზა 2-11 წლის ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ/კგ სხეულის წონას, ხოლო 0-2 წლის ბავშვებში - 1.25 მგ/კგ სხეულის წონას.
გამოყენება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ვერდიე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში.
ინექციის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზომოს საღებავის რაოდენობა სისხლის რაოდენობასთან მიმართებაში. გაზომვები, როგორც წესი ტარდება, არტერიიდან, თითიდან ან ყურის ბიბილოდან. შეგიძლიათ ექიმს სთხოვოთ აგიხსნათ პროცედურასთან დაკავშირებული მეთოდები.
საჭიროზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში
აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ მიღებული მედიკამენტის დოზა გადაჭარბებულია.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მძიმე ალერგიული რეაქცია: ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანს)
სიმპტომები არის შემდეგი:
ყელის დაჭიმულობა;
კანის ქავილი;
ლაქები კანზე;
ჭინჭრის ციება;
კორონარული არტერიის სპაზმი
სახის შეშუპება (სახის შესიება);
სუნთქვის გაძნელება;
შებოჭილობა და/ან ტკივილი გულმკერდის არეში;
აჩქარებული გულისცემა;
არტერიული წნევის დაქვეითება და ქოშინი;
გულის უკმარისობა (გულის გაჩერება);
მოუსვენრობა;
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
სიმხურვალე;
ალები;
ალერგიული რეაქციის სიმპტომებთან ერთად, შეიძლება განვითარდეს ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული სისხლის კონკრეტული თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ჰიპერეოზინოფილია).
ალერგიული რეაქციის ალბათობა უფრო მაღალია თირკმლის უკიდურესად მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მძიმე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება, როგორიცაა:
ადრენალინის (ეპინეფრინი), ჰიდროკორტიზონის ან ანტიჰისტამინური ინექციები,
ხელოვნური სისხლის ან ელექტროლიტური ხსნარები (წვეთოვანის საშუალებით),
ჟანგბადი, სუნთქვის გასაადვილებლად.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის, HPRA ფარმაკოკონტროლის მეშვეობით, ვებგვერდი: www.hpra.ie.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ვერდიეს შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით, შუშის ფლაკონები შეინახეთ გარე კოლოფში.
საინექციოდ ხსნარის მომზადების შემდეგ, უნდა მოხდეს მისი დაცვა სინათლისგან და დაუყოვნებლივ გამოყენება. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, რომლებიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ფლაკონის ეტიკეტზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვერდიე:
აქტიური ნივთიერებაა ინდოციანინის მწვანე.
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ან 25 მგ ინდოციანინის მწვანეს ფხვნილის სახით (5 მლ საინექციო წყალში გასახსნელად)
ან 50 მგ ინდოციანინის მწვანეს ფხვნილის სახით (10 მლ საინექციო წყალში გასახსნელად).
ვერდიეს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ვერდიე არის მუქი მწვანე შეფერილობის ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, მოთავსებული ქარვისფერი შუშის ფლაკონში, რომელიც დალუქულია ნაცრისფერი რეზინის საცობით და ფიქსირებული ალუმინის თავსახურით, დახურული ლურჯი პოლიპროპილენის თავსახურით.
პრეპარატი ხელმისაწვდომია ორი ზომის შეფუთვით:
5 ფლაკონი, თითოეული შეიცავს 25 მგ ინდოციანინის მწვანეს.
5 ფლაკონი, თითოეული შეიცავს 50 მგ ინდოციანინის მწვანეს.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
„დიაგნოსტიკ გრინ ლიმიტედ“
IDA ბიზნესისა და ტექნოლოგიების პარკი,
გარიკასლი, ატლონი, Co. ვესტმითი
N37 F786, ირლანდია
www.diagnosticgreen.com
ტელ.: +353 90 646 5499
მწარმოებელი
შპს. რინიუ ფარმაცეუტიკალს
ატლონის ბიზნესისა და ტექნოლოგიების პარკი
გარიკასლი, ატლონი, Co. ვესტმითი
ვესტმითი N37 F680, ირლანდია
ეს მედიკამენტი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, იტალია. ნიდერლანდები, პოლონეთი: ვერდიე (VERDYE).
დანია, ფინეთი, უნგრეთი, ირლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი, სლოვენია, ვერდიე (Verdye).
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 04/2023.
- -----------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის
დამუშავების ინსტრუქციები
ეს სამკურნალო პროდუქტი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ.
ეს სამკურნალო პროდუქტი იხსნება 25 მგ აქტიური ნივთიერების შემცველ ფლაკონში 5 მლ საინექციო წყლის დამატებით ან 50 მგ აქტიური ნივთიერების შემცველ ფლაკონში 10 მლ საინექციო წყლის დამატებით, შესაბამისად, ორივე შემთხვევაში მიიღება მუქი მწვანე ფერის საინექციო ხსნარი 5 მგ/მლ კონცენტრაციით (0.5% w/v).
ვიზუალურად შეამოწმეთ აღდგენილი ხსნარი. თუ აღინიშნა შეუთავსებლობა გაურკვეველი ხსნარის სახით, აღდგენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, რომლებიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
PIL25ICGIE01
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


