ვენოფერის თითოეული ამპულა (5 მლ) შეიცავს 100 მგ (20 მგ/მლ) ელემენტარული რკინის ეკვივალენტურ 2550-2850 მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზას კომპლექსს. პრეპარატი ვენოფერი შემუშავებულია რკინის დეფიციტის მიზეზით გამოწვეული ანემიის დროს ინტრავენურად გამოსაყენებლად. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა ვენოფერი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Ferric hydroxide sucrose complex)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/5მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, რკინის პარენტერალური პრეპარატები
- ATC კოდი
- B03AC
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0427
- რეგისტრირებულია
- 30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
ვენოფერი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვენოფერის თითოეული ამპულა (5 მლ) შეიცავს 100 მგ (20 მგ/მლ) ელემენტარული რკინის ეკვივალენტურ 2550-2850 მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზას კომპლექსს. პრეპარატი ვენოფერი შემუშავებულია რკინის დეფიციტის მიზეზით გამოწვეული ანემიის დროს ინტრავენურად გამოსაყენებლად.
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა ვენოფერი.
ვენოფერის აქტიური ნივთიერება რკინა საჭიროა სისხლში ჟანგბადის გადასატანად. რკინა შედის სისხლის უჯრედებში არსებული ნივთიერების - ჰემოგლობინის სტრუქტურაში და მისი ფუნქციაა ჟანგბადის გადატანა.
ვენოფერი გამოიყენება:
თუ ანემია განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან რკინის შეწოვის დარღვევის გამო,
თუ ანემია განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემაში ძლიერი სისხლდენით წარმოქმნილი რკინის დეფიციტის გამო,
თუ რკინის დეფიციტი და ანემია განვითარდა კუჭის სრული ან ნაწილობრივი რეზექციის გამო,
პაციენტებში რკინადეფიციტური ანემიით, რომლებსაც აქვთ პერორალურად გამოყენებული რკინის აუტანლობა,
პაციენტებში რკინადეფიციტური ანემიით, რომლებთანაც ორალურად გამოყენებულ რკინას არ ჰქონდა საკმარისი დონის ეფექტი,
თუ თქვენმა ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროა რკინის მარაგის სწრაფად შევსება და აღნიშნულის გამო რკინის გამოყენება,
პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, რომლებიც არიან ან არ არიან დამოკიდებული დიალიზზე (სისხლის გაწმენდის პროცედურა) და უტარდებათ ერითროპოეტინით (EPO) (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას) მკურნალობა, რკინის დეფიციტის არსებობისას.
ვენოფერი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში გამოიყენება, თუ მას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ვენოფერის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
მოზრდილებში ვენოფერი გამოიყენება 1-2 ამპულა (100-200 მგ რკინა) კვირაში 1-3-ჯერ. პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, მთლიანი დოზა შეადგენს 1000 მგ-ს, რომელიც უნდა გაკეთდეს 10 დოზად. საჭიროებისას შესაძლებელია რეკომენდებული დოზის გამეორება. დოზის გამოყენების სიხშირე არ უნდა იყოს კვირაში 3-ზე მეტი. გამოყენების პერიოდში უნდა შეწყდეს რკინის პერორალურად მიღება.
ვენოფერი უნდა გაგიკეთდეთ გარემოში, სადაც შესაძლებელია ალერგიულ რეაქციებზე სათანადო რეაგირება. ვენოფერის ყოველი გამოყენებისას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში იქნებით ექიმის ან ექთნის დაკვირვების ქვეშ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვენოფერი არის მხოლოდ ინტრავენური გზით გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული ბავშვებში ვენოფერის გამოყენება.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:
არ არის საჭირო დოზის კორექტირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თვლით, რომ ვენოფერის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ვენოფერი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზას და გაგიკეთებთ ინტრავენურად.
თუ შემთხვევით გამოიყენებთ ვენოფერს საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვენოფერის გამოყენება
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ვენოფერით მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ არსებობს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ვენოფერის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენებები
ინტრავენურად გამოყენებულმა რკინის პრეპარატებმა შესაძლებელია გამოიწვიონ სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო (ცნობილია, როგორც ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური) ალერგიული რეაქციები. ინტრავენურად გამოყენებულ რკინის პრეპარატებთან, მათ შორის რკინის საქაროზასთან დაკავშირებით ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე მათი გამოყენების დროს არ წარმოქმნილა პრობლემა. ასევე ცნობილია შემთხვევები, რომელიც პროგრესირებენ კოუნისის სინდრომამდე (ალერგიის გამო სისხლძარღვის შევიწროება, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს მიოკარდიუმის ინფარქტით). ამასთანავე პაციენტებთან, რომლებსაც ადრე ინტრავენურად გამოყენებულ რკინის პრეპარატებზე, როგორიცაა რკინის გლუკონატი ან რკინის დექსტრანი, ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობა, ვენოფერის გამოყენებით ჩატარებული მრავალი კვლევით დადგინდა, რომ ისინი კარგად იტანენ ვენოფერს.
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვენოფერზე ან მის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე აქტიურ ან დამხმარე ნივთიერებაზე,
თუ ადრე გქონდათ რკინის სხვა ინექციურ პრეპარატზე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია,
თუ ადგილი აქვს ორგანიზმის გადატვირთვას რკინით ან არსებობს პრობლემა რკინის გამოყენებასთან დაკავშირებით,
თუ ანემია არ არის დაკავშირებული რკინის ნაკლებობასთან.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა თქვენ გეხებათ, თქვენთვის არ შეიძლება ვენოფერის გამოყენება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვენოფერის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ვენოფერი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
ვენოფერის გამოყენების შემდეგ იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გონების დაკარგვა, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის პრობლემები, კონვულსიები. ამ ტიპის შემთხვევები აღინიშნება რკინის შემცველი მრავალი პრეპარატის ინტრავენურად გამოყენების დროს. რის გამოც ინტრავენურად ვენოფერის გამოყენებისას საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნას სიცოცხლის გადაუდებელი მხარდაჭერისთვის საჭირო მოწყობილობები.
თუ ანამნეზში გაქვთ წამლისმიერი ალერგია,
თუ გაქვთ ღვიძლის დარღვევა ან ისეთი დაავადება, როგორიცაა ინფექცია, ასთმა, ეგზემა, ალერგია,
თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისუსტე, დაღლილობა, სახსრების ტკივილი, სახეზე, ყელსა და მკლავებზე გავრცელებული გამონაყარი),
თუ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი (დაავადება, რომელიც განსაკუთრებით ზემოქმედებს კიდურების სახსრებზე და ახასიათებს სახსრების გავრცელებული ტკივილი და სახსრის სტრუქტურის დარღვევა), აცნობეთ თქვენს ექიმს.
ბავშვის მიერ რკინის შემცველი პრეპარატების შეცდომით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლეტალური ინტოქსიკაცია. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვენოფერის არასწორად გაკეთების გამო შესაძლებელია პრეპარატმა გაჟონოს ინექციის ადგილიდან და გამოიწვიოს კანზე გაღიზიანება და ინექციის ადგილის გაყავისფრება, რომელიც პოტენციურად ხანგრძლივი იქნება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
თუ,ფიქრობთ, რომ ვენოფერის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვენოფერის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
ექიმი, თქვენთვის შესაბამის საჭირო დოზას განსაზღვრავს და ინტრავენური გზით გაგიკეთებთ.
თუ, ვენოფერის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვენოფერის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ვენოფერით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
არ არსებობს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ვენოფერის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვენოფერი არ არის გამოცდილი ორსულ პაციენტებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ ხართ ორსულად ან არსებობს ასეთი ალბათობა ან გეგმავთ დაორსულებას, მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა ამ პრეპარატის მიღება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა დედის რძეში ვენოფერში არსებული რკინა, ან თუ გადადის, ამ რკინის ზემოქმედება ბავშვზე. რის გამოც ძუძუთი კვების დროს ვენოფერი გამოყენებული უნდა იქნას დედისთვის უზრუნველყოფილი სარგებლის და ბავშვზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასების შედეგად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტებს, რომლებიც ვენოფერს იყენებენ ინტრავენურად, შესაძლებელია ჰქონდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია ან დაბნეულობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი, სანამ ეს სიმპტომები არ გაივლის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენოფერის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ვენოფერმა შესაძლებელია დააქვეითოს პერორალურად მიღებული რკინის ნაწლავებიდან შეწოვა, რის გამოც იგი არ უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პრეპარატებთან ერთად. რკინის პერორალურად მიღება უნდა დაიწყოს ვენოფერის ინექციიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია დადგენა ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, შეწყვიტეთ ვენოფერის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
ალერგიული რეაქციები (დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა), სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლებელია იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის - კოუნისის სინდრომის სიმპტომი).
ზოგ პაციენტში ეს ალერგიული რეაქციები შესაძლებელია იყოს სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო (ცნობილია, როგორც ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური). თუ თვლით, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი
გემოს აღქმის დროებითი დარღვევები
არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება
ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
რეაქციები, როგორიცაა ინექციის/ინფუზიის ადგილზე ტკივილი, ირიტაცია (გაღიზიანება), ქავილი, ჰემატომა (სისხლის ადგილობრივად დაგროვება) ან ფერის ცვლილება.
არახშირი
ქავილი ან გამონაყარი
კუნთების სპაზმი, ტკივილი ან კრამპი
სუნთქვის გაძნელება, ქოშინი
თავის ტკივილი
გაბრუების შეგრძნება
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება
შეხების შეგრძნების დაკარგვა ან დაქვეითება
თრომბის წარმოქმნიდან გამომდინარე სისხლძარღვის შეშუპება
სისხლძარღვის ანთება
ღებინება
მუცლის ტკივილი
სახეზე სიწითლე, წვის შეგრძნება
ყაბზობა
ფაღარათი
სახსრების ტკივილი
ხელების და ფეხების ტკივილი
ზურგის ტკივილი
შემცივნების შეგრძნება
სისუსტე და დაღლილობა
ხელების და ფეხების შეშუპება
სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST, GGT) მატება
შრატში ფერიტინის დონის მატება
კუნთების ხანგრძლივი ტკივილი
იშვიათი
გონების დაკარგვა
უძილობა ან ძილიანობის შეგრძნება
პალპიტაცია
შარდის ფერის შეცვლა
მკერდის ტკივილი
მომატებული ოფლიანობა
ცხელება
სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მაჩვენებლის მატება (მიუთითებს ქსოვილის დაზიანებაზე)
უცნობია
დეზორიენტაციის შეგრძნება
კონცენტრაციის დაკარგვა, კონცენტრაციის დათრგუნვა
დაძაბულობის შეგრძნება
კანკალი
სახის, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა)
პულსის შენელება
პულსის აჩქარება
სისხლის მიმოქცევის შეჩერება
სისხლძარღვის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს თრომბი
სასუნთქი გზების უეცარი შევიწროება
ქავილი
კანზე წითელი ბუშტუკები ქავილით, კანზე სიწითლე ან გამონაყარი
ცივი ოფლი
ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება
ფერმკრთალი კანი
უეცარი, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქციები
კოუნისის სინდრომი (ალერგიული რეაქციები, რომელიც ვლინდება მკერდის ტკივილთან ერთად)
გრიპის მსგავსი სიმპტომები (შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის გაკეთებიდან რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ და ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და კუნთების და სახსრების ტკივილი).
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ვენოფერის შენახვა
ვენოფერი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ვენოფერი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ვენოფერი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
ვიფორ (ინტერნეშენელ) ინკ. / შვეიცარიის ლიცენზიით
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
რეშითფაშას უბანი, ესქი ბუიუქდერეს გამზირი №: 4 34467 მასლაქი/სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს მეფარ ილაჩ სან.
ქურთქოი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 20/09/2022 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გააკეთებს ამ პრეპარატს:
შენახვის პირობები
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სავალდებულოა პრეპარატის გამოყენება გახსნისთანავე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
აბდი იბრაჰიმ
ვენოფერი® 100 მგ/5 მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი
გამოყენების ინსტრუქცია
ვენოფერი 100 მგ/5 მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი
გამოიყენება ინტრავენურად.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: თითოეული 5 მლ-იანი ამპულა შეიცავს 100 მგ (20 მგ/მლ) ელემენტარული რკინის ეკვივალენტურ 2550-2850 მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზას კომპლექსს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.
▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით კონტროლს. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას. თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. მე-4 თავის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ, როგორ უნდა მიაწოდოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის ვენოფერი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ვენოფერის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ვენოფერი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- ვენოფერის შენახვა
- რა არის ვენოფერი და რისთვის გამოიყენება?
ვენოფერის თითოეული ამპულა (5 მლ) შეიცავს 100 მგ (20 მგ/მლ) ელემენტარული რკინის ეკვივალენტურ 2550-2850 მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზას კომპლექსს. პრეპარატი ვენოფერი შემუშავებულია რკინის დეფიციტის მიზეზით გამოწვეული ანემიის დროს ინტრავენურად გამოსაყენებლად.
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა ვენოფერი.
ვენოფერის აქტიური ნივთიერება რკინა საჭიროა სისხლში ჟანგბადის გადასატანად. რკინა შედის სისხლის უჯრედებში არსებული ნივთიერების - ჰემოგლობინის სტრუქტურაში და მისი ფუნქციაა ჟანგბადის გადატანა.
ვენოფერი გამოიყენება:
თუ ანემია განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან რკინის შეწოვის დარღვევის გამო,
თუ ანემია განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემაში ძლიერი სისხლდენით წარმოქმნილი რკინის დეფიციტის გამო,
თუ რკინის დეფიციტი და ანემია განვითარდა კუჭის სრული ან ნაწილობრივი რეზექციის გამო,
პაციენტებში რკინადეფიციტური ანემიით, რომლებსაც აქვთ პერორალურად გამოყენებული რკინის აუტანლობა,
პაციენტებში რკინადეფიციტური ანემიით, რომლებთანაც ორალურად გამოყენებულ რკინას არ ჰქონდა საკმარისი დონის ეფექტი,
თუ თქვენმა ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროა რკინის მარაგის სწრაფად შევსება და აღნიშნულის გამო რკინის გამოყენება,
პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, რომლებიც არიან ან არ არიან დამოკიდებული დიალიზზე (სისხლის გაწმენდის პროცედურა) და უტარდებათ ერითროპოეტინით (EPO) (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას) მკურნალობა, რკინის დეფიციტის არსებობისას.
ვენოფერი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში გამოიყენება, თუ მას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ვენოფერის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვენოფერი შემდეგ შემთხვევებში
ინტრავენურად გამოყენებულმა რკინის პრეპარატებმა შესაძლებელია გამოიწვიონ სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო (ცნობილია, როგორც ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური) ალერგიული რეაქციები. ინტრავენურად გამოყენებულ რკინის პრეპარატებთან, მათ შორის რკინის საქაროზასთან დაკავშირებით ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე მათი გამოყენების დროს არ წარმოქმნილა პრობლემა. ასევე ცნობილია შემთხვევები, რომელიც პროგრესირებენ კოუნისის სინდრომამდე (ალერგიის გამო სისხლძარღვის შევიწროება, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს მიოკარდიუმის ინფარქტით). ამასთანავე პაციენტებთან, რომლებსაც ადრე ინტრავენურად გამოყენებულ რკინის პრეპარატებზე, როგორიცაა რკინის გლუკონატი ან რკინის დექსტრანი, ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობა, ვენოფერის გამოყენებით ჩატარებული მრავალი კვლევით დადგინდა, რომ ისინი კარგად იტანენ ვენოფერს.
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვენოფერზე ან მის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე აქტიურ ან დამხმარე ნივთიერებაზე,
თუ ადრე გქონდათ რკინის სხვა ინექციურ პრეპარატზე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია,
თუ ადგილი აქვს ორგანიზმის გადატვირთვას რკინით ან არსებობს პრობლემა რკინის გამოყენებასთან დაკავშირებით,
თუ ანემია არ არის დაკავშირებული რკინის ნაკლებობასთან.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა თქვენ გეხებათ, თქვენთვის არ შეიძლება ვენოფერის გამოყენება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვენოფერის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ვენოფერი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
ვენოფერის გამოყენების შემდეგ იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გონების დაკარგვა, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის პრობლემები, კონვულსიები. ამ ტიპის შემთხვევები აღინიშნება რკინის შემცველი მრავალი პრეპარატის ინტრავენურად გამოყენების დროს. რის გამოც ინტრავენურად ვენოფერის გამოყენებისას საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნას სიცოცხლის გადაუდებელი მხარდაჭერისთვის საჭირო მოწყობილობები.
თუ ანამნეზში გაქვთ წამლისმიერი ალერგია,
თუ გაქვთ ღვიძლის დარღვევა ან ისეთი დაავადება, როგორიცაა ინფექცია, ასთმა, ეგზემა, ალერგია,
თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისუსტე, დაღლილობა, სახსრების ტკივილი, სახეზე, ყელსა და მკლავებზე გავრცელებული გამონაყარი),
თუ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი (დაავადება, რომელიც განსაკუთრებით ზემოქმედებს კიდურების სახსრებზე და ახასიათებს სახსრების გავრცელებული ტკივილი და სახსრის სტრუქტურის დარღვევა), აცნობეთ თქვენს ექიმს.
ბავშვის მიერ რკინის შემცველი პრეპარატების შეცდომით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლეტალური ინტოქსიკაცია. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვენოფერის არასწორად გაკეთების გამო შესაძლებელია პრეპარატმა გაჟონოს ინექციის ადგილიდან და გამოიწვიოს კანზე გაღიზიანება და ინექციის ადგილის გაყავისფრება, რომელიც პოტენციურად ხანგრძლივი იქნება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვენოფერი არ არის გამოცდილი ორსულ პაციენტებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ ხართ ორსულად ან არსებობს ასეთი ალბათობა ან გეგმავთ დაორსულებას, მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა ამ პრეპარატის მიღება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა დედის რძეში ვენოფერში არსებული რკინა, ან თუ გადადის, ამ რკინის ზემოქმედება ბავშვზე. რის გამოც ძუძუთი კვების დროს ვენოფერი გამოყენებული უნდა იქნას დედისთვის უზრუნველყოფილი სარგებლის და ბავშვზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასების შედეგად.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
პაციენტებს, რომლებიც ვენოფერს იყენებენ ინტრავენურად, შესაძლებელია ჰქონდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია ან დაბნეულობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი, სანამ ეს სიმპტომები არ გაივლის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენოფერის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ვენოფერმა შესაძლებელია დააქვეითოს პერორალურად მიღებული რკინის ნაწლავებიდან შეწოვა, რის გამოც იგი არ უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პრეპარატებთან ერთად. რკინის პერორალურად მიღება უნდა დაიწყოს ვენოფერის ინექციიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ვენოფერი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
მოზრდილებში ვენოფერი გამოიყენება 1-2 ამპულა (100-200 მგ რკინა) კვირაში 1-3-ჯერ. პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, მთლიანი დოზა შეადგენს 1000 მგ-ს, რომელიც უნდა გაკეთდეს 10 დოზად. საჭიროებისას შესაძლებელია რეკომენდებული დოზის გამეორება. დოზის გამოყენების სიხშირე არ უნდა იყოს კვირაში 3-ზე მეტი. გამოყენების პერიოდში უნდა შეწყდეს რკინის პერორალურად მიღება.
ვენოფერი უნდა გაგიკეთდეთ გარემოში, სადაც შესაძლებელია ალერგიულ რეაქციებზე სათანადო რეაგირება. ვენოფერის ყოველი გამოყენებისას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში იქნებით ექიმის ან ექთნის დაკვირვების ქვეშ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვენოფერი არის მხოლოდ ინტრავენური გზით გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული ბავშვებში ვენოფერის გამოყენება.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:
არ არის საჭირო დოზის კორექტირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თვლით, რომ ვენოფერის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ვენოფერი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზას და გაგიკეთებთ ინტრავენურად.
თუ შემთხვევით გამოიყენებთ ვენოფერს საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვენოფერის გამოყენება
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ვენოფერით მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ არსებობს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ვენოფერის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებში მითითებული სახით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია დადგენა ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, შეწყვიტეთ ვენოფერის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
ალერგიული რეაქციები (დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა), სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლებელია იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის - კოუნისის სინდრომის სიმპტომი).
ზოგ პაციენტში ეს ალერგიული რეაქციები შესაძლებელია იყოს სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო (ცნობილია, როგორც ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური). თუ თვლით, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი
გემოს აღქმის დროებითი დარღვევები
არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება
ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
რეაქციები, როგორიცაა ინექციის/ინფუზიის ადგილზე ტკივილი, ირიტაცია (გაღიზიანება), ქავილი, ჰემატომა (სისხლის ადგილობრივად დაგროვება) ან ფერის ცვლილება.
არახშირი
ქავილი ან გამონაყარი
კუნთების სპაზმი, ტკივილი ან კრამპი
სუნთქვის გაძნელება, ქოშინი
თავის ტკივილი
გაბრუების შეგრძნება
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება
შეხების შეგრძნების დაკარგვა ან დაქვეითება
თრომბის წარმოქმნიდან გამომდინარე სისხლძარღვის შეშუპება
სისხლძარღვის ანთება
ღებინება
მუცლის ტკივილი
სახეზე სიწითლე, წვის შეგრძნება
ყაბზობა
ფაღარათი
სახსრების ტკივილი
ხელების და ფეხების ტკივილი
ზურგის ტკივილი
შემცივნების შეგრძნება
სისუსტე და დაღლილობა
ხელების და ფეხების შეშუპება
სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST, GGT) მატება
შრატში ფერიტინის დონის მატება
კუნთების ხანგრძლივი ტკივილი
იშვიათი
გონების დაკარგვა
უძილობა ან ძილიანობის შეგრძნება
პალპიტაცია
შარდის ფერის შეცვლა
მკერდის ტკივილი
მომატებული ოფლიანობა
ცხელება
სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მაჩვენებლის მატება (მიუთითებს ქსოვილის დაზიანებაზე)
უცნობია
დეზორიენტაციის შეგრძნება
კონცენტრაციის დაკარგვა, კონცენტრაციის დათრგუნვა
დაძაბულობის შეგრძნება
კანკალი
სახის, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა)
პულსის შენელება
პულსის აჩქარება
სისხლის მიმოქცევის შეჩერება
სისხლძარღვის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს თრომბი
სასუნთქი გზების უეცარი შევიწროება
ქავილი
კანზე წითელი ბუშტუკები ქავილით, კანზე სიწითლე ან გამონაყარი
ცივი ოფლი
ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება
ფერმკრთალი კანი
უეცარი, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქციები
კოუნისის სინდრომი (ალერგიული რეაქციები, რომელიც ვლინდება მკერდის ტკივილთან ერთად)
გრიპის მსგავსი სიმპტომები (შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის გაკეთებიდან რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ და ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და კუნთების და სახსრების ტკივილი).
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ვენოფერის შენახვა
ვენოფერი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ვენოფერი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ვენოფერი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
ვიფორ (ინტერნეშენელ) ინკ. / შვეიცარიის ლიცენზიით
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
რეშითფაშას უბანი, ესქი ბუიუქდერეს გამზირი №: 4 34467 მასლაქი/სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს მეფარ ილაჩ სან.
ქურთქოი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 20/09/2022 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გააკეთებს ამ პრეპარატს:
გამოყენება
ვენოფერის ყოველი გამოყენების დროს და შემდგომ ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს ჰიპერმგრნობელობის ნიშნების და სიმპტომების თვალსაზრისით.
ვენოფერი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც შესაძლებელია სრული რეანიმაციის საშუალებების უზრუნველყოფა და პერსონალს შეუძლია ანაფილაქციური რეაქციების სწრაფად შეფასება და მკურნალობა. სავალდებულოა ვენოფერის ყოველი გამოყენების შემდეგ არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება არასასურველი რეაქციების თვალსაზრისით.
გამოყენების ფორმა:
ვენოფერი არის მხოლოდ ინტრავენური გზით გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატი. გამოყენება შესაძლებელია ნელ-ნელა ინტრავენური ინექციის, ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის ან დიალიზის აპარატის ინტრავენური გზის გამოყენებით.
ვენოფერის გამოყენებისას საჭიროა თავიდან იქნას აცილებული პარავენოზური გაჟონვა. თუ ადგილი ექნება პარავენოზურ გაჟონვას, შესაძლებელია განვითარდეს ტკივილი, ანთება და მიდამოს გაყავისფრება.
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია
ვენოფერი უნდა განზავდეს მხოლოდ 0,9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით (NaCl).
განზავება უნდა მოხდეს უშუალოდ ინფუზიის წინ და ხსნარი მიეცეს შემდეგი სახით:
ვენოფერის დოზა
(მგ რკინა)
ვენოფერის დოზა
(მლ ვენოფერი)
განზავებისთვის სტერილური 0,9%-იანი NaCl-ის ხსნარის მაქსიმალური მოცულობა
ინფუზიის
მინიმალური დრო
50 მგ
2,5 მლ
50 მლ
8 წუთი
100 მგ
5 მლ
100 მლ
15 წუთი
200 მგ
10 მლ
200 მლ
30 წუთი
სტაბილურობასთან დაკავშირებული მიზეზით არ შეიძლება ვენოფერის განზავება უფრო დაბალი კონცენტრაციით.
ინტრავენური ინექცია
ვენოფერის ინექცია უნდა გაკეთდეს ნელ-ნელა. 1 მლ განუზავებელი ვენოფერის გაკეთება შესაძლებელია 1 წუთის განმავლობაში. ერთ ჯერზე არ უნდა გაკეთდეს 10 მლ-ზე (200 მგ რკინა) მეტი ინექცია.
დიალიზის აპარატის ინტრავენური გზით ინექცია
როგორც ინტრავენური ინექციის შემთხვევაში, შესაძლებელია ვენოფერი გამოყენებული იქნას ჰემოდიალიზის დროს დიალიზის აპარატის ინტრავენური დაბოლოებიდან.
შეუთავსებლობა
არ შეიძლება ამ პრეპარატის შერევა არც ერთ სხვა პრეპარატთან, გარდა 0,9% m/V ნატრიუმის ქლორიდისა. სხვა პრეპარატებთან შერევისას არსებობს სხვა აგენტებთან ურთიერთქმედების და დალექვის რისკი. არ არის ცნობილი თავსებადობა მინის, პოლიეთილენის და პვქ-ის გარდა სხვა ჭურჭელთან.
შენახვის პირობები
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სავალდებულოა პრეპარატის გამოყენება გახსნისთანავე.
გამოყენება
გამოყენებამდე ამპულები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნალექის და დაზიანების თვალსაზრისით. გამოიყენეთ მხოლოდ ერთგვაროვანი და დანალექის გარეშე ხსნარი.
განზავებული ხსნარი ვიზუალურად ყავისფერი და გამჭვირვალეა.
A20014336/02
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.