- ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების (შეშუპება და ტკივილი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება) შემსუბუქება. - ბუასილის სიმპტომური მკურნალობა გამწვავების ფაზაში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Hidrosmin)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ მყარი კაფსულა №60 (6X10)
- მწარმოებელი
- FAES FARMA, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავანოიდები
- ATC კოდი
- C05CA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037806
- რეგისტრირებულია
- 6 აპრილი 2023, მოქმედებს 6 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- FAES FARMA, S.A. (ესპანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ოქსიგენი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვენოსმილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების (შეშუპება და ტკივილი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება) შემსუბუქება.
- ბუასილის სიმპტომური მკურნალობა გამწვავების ფაზაში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, წყლის დაყოლებით. მოზრდილებში (200) სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში) 1 კაფსულა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3 თვე.
ბუასილის გამწვავებისას ინიშნება 2 კაფსულა (400 მგ) სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3-4 კვირა.
გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის მეორე, მესამე კვირას.
დაავადების სიმპტომების გამოვლინების განმეორება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება 1-2 წლის განმავლობაში მკურნალობაში 1-2 თვიანი ინტერვალებით, ყოველ 3 თვეში შიძლება იყოს რეკომენდებული პაციენტებისათვის ქრონიკული ვენური უკმარისობით, ან პოსტთრომბოზური სინდრომით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონებნტების მიმართ
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომაც ძუძუთი კვების პერიოდში მისი მიღება რეკომენდებული არ არის.
სამკურნალო საშუალების თვისება ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ ახდენს ზემოქმედებას.
გვერდითი მოვლენები
ხშირი
კუჭის ტკივილი, გულისრევა
ნახეთქები, ქავილი, გამონაყარი
სისუსტე, თავის ტკივილი
ჭარბი დოზა
ვენოსმილის კარგად ატანის წყალობით, ინტოქსიკაციის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია პრაქტიკაში, დოზის შემთხვევითი გადამეტების დროსაც კი.
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: ჰიდროსმინი 200.0
დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატი.
ჟელატინის კაფსულის #1 შემადგენლობა: ქინოლინის ყვითელი E104, ერიტროზინი E127, ტიტანიუმის დიოქსიდი E171, ჟელატინი.
აღწერა
მყარი ჟელატინის კაფსულები #1, კორპუსი და თავსახური ნარინჯისფერი. კაფსულების შემადგენლობა- ყვითელი ფერის ფხვნილი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
5 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოპროტექტორები, კაპილარების განვლადობის დამაქვეითებელი პრეპარატები, ბიოფლავონოიდები. ჰიდროსმინი.
ათქ კოდი C05CA05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ჰიდროსმინის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელი მოხალისეების მიერ აღინიშნა, რომ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციების მრუდს დროსთან შედარებით აქვს ბიფაზური ხასიათი. საწყისი პიკი აღინიშნება მიღებიდან 15 წუთის შემდეგ და ამის შემდეგ იწყებს ნელა დაქვეითებას. მიღებიდან ოთხი საათის შემდეგ აღინიშნება დონეების ახალი მომატება, სტაბილიზაცია მიიღწევა მიღებიდან 5-8 საათებს შორის. ამის შმდეგ პლაზმური დონეები ქვეითდებოდა და გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ პრაქტიკულად არ იყო აღმოჩენილი. ჰიდროსმინი გამოიყოფა ძალიან სწრაფად, დოზის 90% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში. გამოყოფის ძირითადი გზაა ფეკალური მასებით (ამ გზით გამოიყოფა მიღებული დოზის დაახლოებით 80%), შარდით გამოიოყოდა მხოლოდ 16-18%.
ფარმაკოდინამიკა
ვენოსმილის აქტიური ნივთიერებაა ჰიდროსმინი, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით განეკუთვნება ფლავონოიდების ჯგუფს. ეს არის სტანდარტული ნარევი, რომელიც შედგება 5 და 3’-მონო-O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან და 5,3’-დი- O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან.
ჰიდროსმინის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ შეიძლება ის დავუკავშიროთ კატექოლამინების დეგრადაციის ინჰიბირებას. განსაკუთრებით კატექოლ- O - მეთილტრანსფერაზის ინჰიბირების საშუალებით. მოქმედების მექანიზმის გაურკვევლობის მიუხედავად, შეიძლება გამოიყოს ჰიდროსმინის ოთხი ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ა) მოქმედება განვლადობაზე (აქვეითებს კაპილარების განვლადობას, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ნივთიერებებით, როგორიცაა ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვა) და კაპილარების სიმყიფეზე (აქვეითებს კაპილარების სიმყიფეს, რომელიც გამოწვეულია არასწორი კვებით),
ბ) აუმჯობესებს ერითროციტების ჰემორეოლოგიურ თვისებებს (ზრდის ერითროციტების დეფორმირების უნარს და აქვეითებს სისხლის სიბლანტეს),
გ) მოქმედება ვენომოტორულ ტონუსზე (იწვევს ვენის კედლის გლუვი მუსკულატურის ეტაპობრივ და მუდმივ შეკუმშვას),
დ) ქმნის შესაფერის პირობებს ლიმფური ცირკულაციის გაუმჯობესებისათვის. ჰიდროსმინი იწვევს ლიმფური სადინარების დილატაციას და ლიმფის გამტარობის სიჩქარის გაზრდას, და ამგვარად აუმჯობესებს ლიმფის დინებას. ვენოსმილი აუმჯობესებს ვენური პერიფერიული უკმარისობის კლინიკურ სიმპტომებს (ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება და ა.შ.), რაც დადასტურებულად განსხვავდება პლაცებოს მოქმედებისგან. ეჭვგარეშეა, რომ მოცემული პრეპარატის აქტიური ნივთიერება ახდენს არსებით ზემოქმედებას ვენური სტაზის შედეგებზე, რომელიც გამოწვეული ქვედა კიდურების სისხლძარღვების ვარიკოზული დილატაციით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
დამტკიცებულია ყაზახეთის რესპუბლიკის
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და
ფარმაცვეტული საქმიანობის კონტროლის
კომიტეტის თავჯდომარის ბრძანებით #256
გაც. 11.04.2014წ.
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვენოსმილი
Venosmil®
სავაჭრო დასახელება
ვენოსმილი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
არ არის
წამლის ფორმა
კაფსულები 200 მგ
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: ჰიდროსმინი 200.0
დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატი.
ჟელატინის კაფსულის #1 შემადგენლობა: ქინოლინის ყვითელი E104, ერიტროზინი E127, ტიტანიუმის დიოქსიდი E171, ჟელატინი.
აღწერა
მყარი ჟელატინის კაფსულები #1, კორპუსი და თავსახური ნარინჯისფერი. კაფსულების შემადგენლობა- ყვითელი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოპროტექტორები, კაპილარების განვლადობის დამაქვეითებელი პრეპარატები, ბიოფლავონოიდები. ჰიდროსმინი.
ათქ კოდი C05CA05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ჰიდროსმინის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელი მოხალისეების მიერ აღინიშნა, რომ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციების მრუდს დროსთან შედარებით აქვს ბიფაზური ხასიათი. საწყისი პიკი აღინიშნება მიღებიდან 15 წუთის შემდეგ და ამის შემდეგ იწყებს ნელა დაქვეითებას. მიღებიდან ოთხი საათის შემდეგ აღინიშნება დონეების ახალი მომატება, სტაბილიზაცია მიიღწევა მიღებიდან 5-8 საათებს შორის. ამის შმდეგ პლაზმური დონეები ქვეითდებოდა და გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ პრაქტიკულად არ იყო აღმოჩენილი. ჰიდროსმინი გამოიყოფა ძალიან სწრაფად, დოზის 90% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში. გამოყოფის ძირითადი გზაა ფეკალური მასებით (ამ გზით გამოიყოფა მიღებული დოზის დაახლოებით 80%), შარდით გამოიოყოდა მხოლოდ 16-18%.
ფარმაკოდინამიკა
ვენოსმილის აქტიური ნივთიერებაა ჰიდროსმინი, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით განეკუთვნება ფლავონოიდების ჯგუფს. ეს არის სტანდარტული ნარევი, რომელიც შედგება 5 და 3’-მონო-O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან და 5,3’-დი- O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან.
ჰიდროსმინის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ შეიძლება ის დავუკავშიროთ კატექოლამინების დეგრადაციის ინჰიბირებას. განსაკუთრებით კატექოლ- O - მეთილტრანსფერაზის ინჰიბირების საშუალებით. მოქმედების მექანიზმის გაურკვევლობის მიუხედავად, შეიძლება გამოიყოს ჰიდროსმინის ოთხი ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ა) მოქმედება განვლადობაზე (აქვეითებს კაპილარების განვლადობას, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ნივთიერებებით, როგორიცაა ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვა) და კაპილარების სიმყიფეზე (აქვეითებს კაპილარების სიმყიფეს, რომელიც გამოწვეულია არასწორი კვებით),
ბ) აუმჯობესებს ერითროციტების ჰემორეოლოგიურ თვისებებს (ზრდის ერითროციტების დეფორმირების უნარს და აქვეითებს სისხლის სიბლანტეს),
გ) მოქმედება ვენომოტორულ ტონუსზე (იწვევს ვენის კედლის გლუვი მუსკულატურის ეტაპობრივ და მუდმივ შეკუმშვას),
დ) ქმნის შესაფერის პირობებს ლიმფური ცირკულაციის გაუმჯობესებისათვის. ჰიდროსმინი იწვევს ლიმფური სადინარების დილატაციას და ლიმფის გამტარობის სიჩქარის გაზრდას, და ამგვარად აუმჯობესებს ლიმფის დინებას. ვენოსმილი აუმჯობესებს ვენური პერიფერიული უკმარისობის კლინიკურ სიმპტომებს (ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება და ა.შ.), რაც დადასტურებულად განსხვავდება პლაცებოს მოქმედებისგან. ეჭვგარეშეა, რომ მოცემული პრეპარატის აქტიური ნივთიერება ახდენს არსებით ზემოქმედებას ვენური სტაზის შედეგებზე, რომელიც გამოწვეული ქვედა კიდურების სისხლძარღვების ვარიკოზული დილატაციით.
ჩვენებები
- ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების (შეშუპება და ტკივილი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება) შემსუბუქება.
- ბუასილის სიმპტომური მკურნალობა გამწვავების ფაზაში.
გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, წყლის დაყოლებით. მოზრდილებში (200) სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში) 1 კაფსულა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3 თვე.
ბუასილის გამწვავებისას ინიშნება 2 კაფსულა (400 მგ) სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3-4 კვირა.
გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის მეორე, მესამე კვირას.
დაავადების სიმპტომების გამოვლინების განმეორება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება 1-2 წლის განმავლობაში მკურნალობაში 1-2 თვიანი ინტერვალებით, ყოველ 3 თვეში შიძლება იყოს რეკომენდებული პაციენტებისათვის ქრონიკული ვენური უკმარისობით, ან პოსტთრომბოზური სინდრომით.
გვერდითი მოვლენები
ხშირი
კუჭის ტკივილი, გულისრევა
ნახეთქები, ქავილი, გამონაყარი
სისუსტე, თავის ტკივილი
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონებნტების მიმართ
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის
სპეციალური მითითებები
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომაც ძუძუთი კვების პერიოდში მისი მიღება რეკომენდებული არ არის.
სამკურნალო საშუალების თვისება ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ ახდენს ზემოქმედებას.
დოზის გადაჭარბება
ვენოსმილის კარგად ატანის წყალობით, ინტოქსიკაციის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია პრაქტიკაში, დოზის შემთხვევითი გადამეტების დროსაც კი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 კაფსულა მოთავსებულია კონტურულ-უჯრედოვან ალუმინ-ალუმინის ფოლგის შეფუთვაში.
6 კონტურული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
5 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ფაეს ფარმა, C.A.
მისამართი: მაქსიმო აგირრეს ქ. 14
48940 ლეიოა (ესპანეთი)
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ფაეს ფარმა, C.A.
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს პროდუქციის ხარისხზე მომხმარებლების პრეტენზიებს ყაზახეთის რესპუბლიკაში.
ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა: „მედიალ დი ენდ პი ლტდ“
ტელ: +77272954882/83,
E-mail: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


